შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯრების მწმენდავი თავი. 8

20-09-2018, 01:18
ავტორი melanqoliki
ნანახია 2 652

ლიზამ გაჭირვებით ამოისუნთქა და დამძიმებული თვალები გაახილა. პირველი რაც იგრძნო, საშინელი თავის ტკივილი იყო. წამოიწია და ოთახს თვალი შეავლო. უზარმაზარ, თეთრ ლოგინზე იწვა, მიხვდა, რომ სასტუმროს ძვირადღირებულ ნომერში იყო,მაგრამ ვერ ხვდებოდა აქ როგორ აღმოჩენილიყო. შიშის შეგრძნება დაეუფლა და შეეცადა ყველაფერი გაეხსენებინა. როგორ აღმოჩნდა აქ? ნერვიულობისგან ვარდისფერ, მსუქანა ტუჩზე იკბინა და წინ გადმოყრილი კულულები ზურგზე ნერვიულად გადაიყარა.
_ კურიერი _ ლამის შეჰყვირა და ლოგინიდან წამოდგა. თავისი ნივთების მოძებნას შეუდგა, მაგრამ უშედეგოდ.
_ ნენე, ნენე, ნიკუშა, ნიკა..._ სასოწარკვეთილი ელაპარაკებოდა საკუთარ თავს და ოთახში ტრიალებდა. სამსახურიდან კურიერს გამოეყვანა, მაგრამ რისთვის?
_ ყვავილები _ შეშფოთებულმა ჩაილაპარაკა და იქვე, სასტუმროს მაგიდაზე მდგარ ლარნაკს შეხედა, რომელშიც ყვითელი ვარდები ეწყო. ვერ გაეგო რა ხდებოდა, ან რას აკეთებდა, საერთოდ სად იყო? შიშისგან გაქვავებულმა ახლაღა მოიფიქრა კარისკენ წასვლა, სწრაფად გაიქცა და სახელურს ჩაებღაუჭა,მაგრამ ის დაკეტილი დახვდა.
_ გამომიშვით, გააღეთ, აქედან გამიყვანეთ _ გამწარებული და შეშინებული ყვიროდა, მაგრამ მისი განწირული ხმა არავის ესმოდა. თავში ათასნაირი ფიქრი უტრიალებდა, ნუთუ გაიტაცეს? ვის უნდა გაეტაცებინა ან რატომ? რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? ბოლო რამდენიმე წუთი გაიხსენა და მიხვდა, ყველაფერი გათვლილი და დიდი ხნის წინ დაგეგმილი იყო, მაგრამ რატომ? კარებთან შეშინებული და აფუზული ჩაიკეცა, ფეხები მოკეცა თავი დააყრდნო და აქვითინდა.
_ გამომიყვანეთ, გთხოვთ, გამომიშვით აქედან, სახლში ბავშვი მელოდება, გევედრებით._ ვედრებას და ქვითინს განაგრძობდა,მაგრამ ხვდებოდა არაფერს არ ჰქონდა აზრი. სამსახურიც დაკარგა, არც ნივთები ჰქონდა და მისი ადგილმდებარეობაც არავინ იცოდა. რა უნდა გაეკეთებინა? შეშინებული და დამფრთხალი გულიანად მოსთქვამდა და უცნობ გამტაცებელს განთავისუფლებას სთხოვდა, მაგრამ მოპასუხე არავინ იყო.
როცა ყვირილითა და ტირილით გული იჯერა, ფეხზე წამოდგა და ლოგინამდე გამოფიტული მივიდა, სიარულსაც ძლივს ახერხებდა. თითქოს შეჰგუებოდა ბედს, აცნობიერებდა, რომ ამ ყველაფერს კარგი არაფერი მოჰყვებოდა და მზად იყო თამამად შეხვედროდა მომავალს, გონებაში ყველაფერი არეოდა, რას შეეძლო მისი გაოცება? როდემდე უნდა ებრძოლა? თავში იდეამ გაუელვა, ძალა მოიკრიბა და იქვე მდგარი მძიმე სკამი ხელში ძლივს აიღო, მერე კი მთელი ძალით გაუქანა კარს, მაგრამ ვერაფერი დააკლო და ტირილი გააგრძელა. გული უკვე ამოვარდნაზე ჰქონდა, ისევ არ დანებდა
_ ნენე, სახლში ნენე და ნიკუშა მელოდებიან, ჩემი კვატია_ უკვე მოსთქვამდა და თან ცრემლებს მოკუმშული მუშტებით იწმენდდა. ახლა უკვე მეორე, უფრო მძიმე სკამი აეღო და ის იყო კარების მიმართულებით უნდა ესროლა, რომ გასაღების ხმა გაიგო და შეშინებული სკამს ძლიერად ჩაეჭიდა, სასროლად მოემზადა.
_ სახლში აუცილებლად დავბრუნდები კვატია _ ჩაილაპარაკა თავისთვის და ღრმად ჩაისუნთქა, თან სკამს იჭერდა და თავისუფლებისთვის ემზადებოდა, მაგრამ კარის გაღებისას ლიზას გაოგნებისგან თვალები გაუფართოვდა, ფეხები აუკანკალდა და კიდევ უფრო მეტად შეეშინდა, იფიქრა ჭკუიდან ვიშლები და მეჩვენებაო, მაგრამ არ ელანდებოდა. ყველაფერი რეალობაში ხდებოდა და კარიდან შემოსულიც ისეთივე რეალური იყო, როგორც თვითონ.
_ ალექსანდრე _ მისი სახელი ძლივს ამოთქვა და მთელს სხეულში საშინელი ტკივილი იგრძნო. ცოტაც და ადგილზე ჩაიკეცებოდა. წარსულის აჩრდილს ხორცი შეესხა და ახლა, მის წინ იდგა. ტკივილმა კიდევ უფრო იმატა, გონებაში მოგონებები გაცოცხლდნენ და ეს ყველაფერი უკვე გაუსაძლისი გახდა. სკამს ჩაჭიდებული ხელები გაუშვა და გასაქცევად შეემზადა, მზად იყო პირველივე ფანჯარა გამოეხსნა და დაუფიქრებლად გადამხტარიყო, მაგრამ გაშეშებული იდგა ერთ ადგილას და ვერ იძროდა.
_ ლიზა _ კაცმა მისი სახელი ძველებურად, ისევ ისე წარმოთქვა და ნელ ნელა მისკენ დაიძრა. თითქოს არც არაფერი მომხდარიყო, ისევ ისეთი პატარები და ბედნიერები იყვნენ, მისი ხმა წარსულის ლამაზ მომენტებს ახსენებდა და ეს უფრო სტკენდა.
_ არ მომეკარო _ აკანკალებულმა ამოილუღლუღა და უკან დაიხია, კაცს ამ სიტყვებზე სიარული არ შეუნელებია, ისევ უახლოვდებოდა. ყველაფრის მიუხედავად ალექსანდრე ისევ ისეთი იყო, მოგრძო შავი თმა უკან გადაევარცხნა, ოდნავ მოშვებული წვერი, კიდევ უფრო მოხდენილს ხდიდა, მუქი მწვანე ფერის თვალებით შეჰყურებდა გოგონას და სახეზე გამომწვევი ღიმილი დასთამაშებდა.
_ ლიზა _ კიდევ ერთხელ წარმოთქვა სახელი და მის წინ გაჩერდა, შეშინებულ, აწყლიანებულ თვალებში უყურებდა და ცდილობდა ლაპარაკი წამოეწყო.
_ შენ _ მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ლიზამ და კაცის შეხებაზე გული წაუვიდა.
გონს მოსულმა ისევ შეიგრძო საშინელი ტკივილი. ისევ ლოგინზე იწვა, მის ფეხებთან კი ალექსანდრე იჯდა შავ შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი. ლიზა სწრაფად წამოჯდა და კაცს შეუბღვირა, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა.
_ არ მინდოდა შენი შეშინება _ კაცმა ხელი ლიზასკენ გაწია,მაგრამ გოგონამ უხეშად მოიშორა.
_ რატომ გამოჩნდი ალექსანდრე? რა გინდა ჩემგან? _ გამბედაობა მოიკრიბა ლიზამ და საკუთარი თავი აიძულა ასეთ რეალობას შეჰგუებოდა.
_ მინდა, მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ..._ წინადადება გაჭირვებულად დაამთავრა და სევდიანი სახე მიაპყრო გოგონას.
_ თავიდან? თავიდან,თავიდან.. _ რამდენჯერმე გაიმეორა ლიზამ და ისტერიული ტირილნარევი სიცილი აუტყდა, მთელი სხეული ბრაზითა და სიმწრით აევსო, რომ შესძლებოდა რამეს დამართებდა, სამუდამოდ დაამუნჯებდა, რა სინდისით ელაპარაკებოდა საერთოდ, ან რას ეუბნებოდა?
_ ხომ, ვიცი...რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ლიზამ წინადადების დასრულება არ აცადა.
_ არაფერიც არ იცი, შენ არაფერი იცი ალექსანდრე _ მისი სახელი ზიზღით წარმოთქვა და ლოგინიდან წამოდგა.
_ არ წახვიდე გთხოვ, საუბარი არ დაგვისრულებია _ ანერვიულდა კაცი და ფეხზე წამოჭრილი გოგონას სწრაფი მოძრაობით სწვდა მკლავში.
_ არ გაბედო და აღარ შემეხო_ დაიყვირა ლიზამ და კაცს მთელი ძალით გააწნა სილა, საპასუხოდ ალექსანდრემ გამომწვევად ჩაიღიმა .
_ ლიზა _ ისევ ისეთი ხმით დაუძახა, გოგონას ამ ხმაზე ფეხები აუკანკალდა
_ რა გინდა? საუბარი გსურს? რისთვის დადგი ეს სპექტაკლი?_ ყვირილს განაგრძნობდა და ტირილს ძლივს იკავებდა
_ დამშვიდდი გთხოვ _ ისევ სცადა ხელით შეხებოდა, მაგრამ სწრაფადვე გადაიფიქრა და უკან დაიხია.
_ მშვიდად ვარ, ძალიან მშვიდად, _ ირონიულად ჩაილაპარაკა და კაცს მკაცრი მზერა ესროლა.
_ მინდა, რომ .... _ სიტყვა გაუწყდა და აღელვება დაეტყო, მიხვდა გოგონა საშინლად იზიდავდა, მისი სხეული ისეთი ლამაზი და გამომწვევი იყო.
_ საუბარი? საუბარი გინდა? სად იყავი ამდენი წელი? შენ, უკვე დიდი ხნის წინ დაასრულე ჩემთან საუბარი, გაგახსენო როგორ? გაგიმეორო რა ეწერა იმ წყეულ დილას ფურცელზე? იმის გამბედაობაც კი არ გეყო, რომ დამლაპარაკებოდი._ მომდგარი ცრემლები შეიკავა და თავის თავს გამოუტყდა, რომ ყველაფრის მიუხედავად კაცი საშინლად მონატრებოდა.
_ ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება მინდა _ თითქოს, მის ხმაში სინანული იგრძნობოდა, მაგრამ ლიზა დანებებას არ აპირებდა .
_ გამოსწორებას? რა უნდა გამოასწორო ალექსანდრე? შენთვითონ არ დამიწერე იმ ფურცლის ნაგლეჯზე არ მელოდოო? _ ცრემლი გადმოეღვარა.
_ ხანდახან ისე გვინდა ყველაფერი, რომ გვავიწყდება, ის ყველაფერი შეიძლება ერთი რამე, ან ვინმე იყოს... _ სევდიანად წარმოთქვა წინადადება და ლიზასკენ გაიწია.
_ არ მომეკარო ალექსანდრე, არც კი გაბედო, მე ის მიამიტი და სულელი გოგონა აღარ ვარ შენ რომ იცნობდი_ ლიზა ჩუმად ტირილს განაგრძობდა და საუბარი სულ უფრო და უფრო უჭირდა.
_ ვიცი, რომ ისეთი აღარ ხარ, მაგრამ მინდა ვცადოთ, მივხვდი, ბევრ რამეს მივხვდი _ თავი ჩაღუნა კაცმა.
_ გვიანია, ძალიან გვიანი, შენი არჩევანი უკვე გააკეთე._ ცრემლები მოიწმინდა და ისევ სიბრაზით აივსო.
_ მომენატრე ლიზა, საშინლად მომენატრე_ ეს სიტყვები ისეთი ნამდვილი მოეჩვენა.
_ არც კი იცი რას მეუბნები, მთელი ეს დრო არ გენატრებოდი? რატომ მაინცდამაინც ახლა?
რა საჭირო იყო ეს ფარსი? ნუთუ, გგონია რომ ყვითელი ვარდებით და წარსულის სენტიმენტებით დამიბრუნებ?_ ტკივილისგან გული ერეოდა და ვეღარ უძლებდა ერთ დროს, საყვარელი კაცის ყურებას.
_ ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება, გპირდები, ოღონდ შენ მოინდომე _ უნდოდა ჩახუტებოდა, მაგრამ მისი რეაქციის შეეშინდა და აზრი მალევე შეიცვალა.
_ მითხარი, მაშინ რა იყო ცუდად? რა არ გაკმაყოფილებდა? _ პასუხის მოლოდინში გაინაბა, ეს შეკითხვა ყოველთვის აწუხებდა და გულს უღრღნიდა, წლების მანძილზე მოსვენება ჰქონდა დაკარგული, იქნებ რამეს ისე ვერ აკეთებდა? იქნებ ვერ იყო კარგი ცოლი?
_ არ ვიცი, ... _ კაცი შეკითხვამ დააბნია.
_ რატომ დაბრუნდი ალექსანდრე? _ ცოტაც და ისევ ჩაიკეცებოდა.
_ ისევ მიყვარხარ ლიზა და საშინლად მომენატრე _ მისკენ ნაბიჯი გადადგა.
_ მანამდე არ გენატრებოდი?
_ სულ მენატრებოდი, მაგრამ მაშინ ის არ მქონდა, მაშინ არ შემეძლო ამდენი მომეცა შენთვის._ კაცმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ.
_ აჰ, ალბათ ფულზეა საუბარი ხომ? როდის იყო ფული გაღელვებდა ალექსანდრე?_ ირონიულად ჩაიცინა გოგონამ და გაოგნება დაეტყო.
_ შენ ხომ, ისეთ ფუფუნებას იყავი მიჩვეული მე კი.. _ მზერა აარიდა და კიდევ უფრო მიუახლოვდა.
_ სიმდიდრე? მაინც რას ვიყავი მიჩვეული? რამეს გთხოვდი?
_ არაფერს, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ მეტი გინდოდა.
_ მე შენი სიყვარულის მეტი არასდროს არაფერი მდომებია. _ ისევ აუტყდა ტირილი
_ მე მინდოდა ყველაფერი გქონოდა._ წინ აესვეტა და თვალებში ჩახედა.
_ ამიტომ წახვედი? ამიტომ დამტოვე?_ თავს ვეღარ აკონტროლებდა და ტირილს განაგრძობდა.
_ ახლა სხვანაირად იქნება, მაპატიე, გთხოვ მაპატიე _ ხელები მხრებზე შეავლო შემოხვია და თავისკენ მიიზიდა, ატირებულ გოგონას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
_ მიყვარხარ ლიზა _ ისევ ისე წარმოთქვა, როგორც მაშინ, პირველად რომ უხსნიდა სიყვარულს და გული გამალებით უცემდა. წინადადების დასრულების შემდეგ ნაზად შეეხო ლოყაზე, სახეზე გადმოწეული თმა უკან გადაუყარა და საყვარელი არსების სურნელი შეიგრძნო, ისე ძლიერად სურდა, თავს ძლივს იკავებდა, უნდოდა დაუფლებოდა და მკლავებში მოემწყვდია უსუსური არსება.
სწრაფი მოძრაობით შეეხო გამომწვევ ტუჩებს და გიჟივით დაუწყო კოცნა, ისევ ისეთი გემრიელი და თბილი იყო, როგორიც ახსოვდა. ამჯერადაც აღწევდა მიზანს და მხურვალედ კოცნიდა მის ვარდისფერ ტუჩებს, ხელი ულამაზეს ოქროსფერ კულულებში შეეცურებინა და თავს ძლივს იკავებდა, გულში გამარჯვებას აღნიშნავდა და მომავლის გეგმებს აწყობდა, მაგრამ შეცდა. კოცნამ იმდენ ხანს არ გასტანა, რამდენსაც ელოდებოდა, გოგონამ უხეშად მოიშორა მამაკაცი და არანორმალურად გადაიხარხარა. ასეთ ქმედებას კაცი ნამდვილად არ ელოდა.
_ დაიკმაყოფილე სურვილი ალექსანდრე?_ გამომწვევად გაუღიმა და ირონიულად შეხედა.
_ რა? _ გოგონას საქციელმა გააოგნა და საშინლად გააღიზიანა.მისკენ გაიწია და კიდევ ერთხელ სცადა შეხებოდა, ვერ ხვდებოდა, რა თამაში წამოეწყო ლიზას.
_ რაც გაიგე. _ სახეზე ისტერიულმა სიცილმა გადაურბინა.
_ აღარ გიყვარვარ?_ თითქოს ანერვიულდა.
_ ახლა მივხვდი, რომ აღარ ალექსანდრე _ წინადადება ღიმილიანი სახით დაასრულა და გასასვლელისკენ გაემართა.
_ მოიცადე, არ წახვიდე _ დაედევნა კაცი
_ შენი რჩევა გავითვალისწინე, ხომ მითხარი არ დამელოდოო_ ეშმაკურად გაუღიმა გოგონამ.
_ კი, მაგრამ _ კაცის სახეზე სიმწარე აისახა.
_ ყვავილები არ დაგრჩეს _ აკისკისდა ლიზა და ოთახიდან გასული ლიფტში შევიდა.
გაოგნებული და გამწარებული კაცი ოთახში უძრავად იდგა და ფანჯრიდან ადევნებდა თვალს, მერსედესს რომელიდან გადმოსული ახალგაზრდა მამაკაცი პორტიეს რაღაცას ეკითხებოდა. მერე კი ლიზაც შენიშნა და მთელს სახეზე სიწითლემ გადაურბინა, როცა დაინახა როგორ ჩაჯდა მერსედესში გოგონა.

№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვამეე შენ არ იცი როგორ ველოდები ხოლმე ამ ისტორიას. ალექსანდრე ღირსია ასეთი მოპყრობის. თუმცა ლიზა მეცოდება და მენანება ასეთი ტკივილისთვის.

№2 სტუმარი აბლაბუდა

მომწონს ალექსანდრეც არ ჩანს ცუდი ტიპი, ნუ კი მიატოვა მაგრამ ჩემი ლევანიკო უფრო მომწონს და ველი ურთიერთობის გაღრმავებას :))

№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

თან ისიც მგონია რომ ალექსანდრე ლიზასგან რაღაც გამოსარჩენს ელის. შეიძლება მამამისის ფულზეც უჭირავს თვალი არ არის გამორიცხული.

№4  offline წევრი melanqoliki

Anuki96
ვამეე შენ არ იცი როგორ ველოდები ხოლმე ამ ისტორიას. ალექსანდრე ღირსია ასეთი მოპყრობის. თუმცა ლიზა მეცოდება და მენანება ასეთი ტკივილისთვის.

მიხარია რომ ელოდები <3 საინტერესო მოსაზრებაა, ვნახოთ რა მოხდება ;დ მათ ურთიერთობაზე კიდევ იქნება თავები და წარსულის გახსენებებში, უფრო კარგად გამოჩნდება მიზეზები.

აბლაბუდა
მომწონს ალექსანდრეც არ ჩანს ცუდი ტიპი, ნუ კი მიატოვა მაგრამ ჩემი ლევანიკო უფრო მომწონს და ველი ურთიერთობის გაღრმავებას :))

მინდა რომ ალექსანდრეს ტიპაჟი უფრო კარგად ავღწერო. მადლობა რომ კითხულობ და მახარებ <3

№5 სტუმარი Qeti qimucadze

Daskvnebisgan tavs shevikaveb da moutmenlad velodebi gagrzelebasss

№6  offline წევრი melanqoliki

Qeti qimucadze
Daskvnebisgan tavs shevikaveb da moutmenlad velodebi gagrzelebasss

შევეცდები აღარ გალოდინოთ და რაც შეიძლება მალე დავამატო ახალი თავები.მადლობა <3

№7 სტუმარი აბლაბუდა

ლევანმა მოაკითხა ხომ?

№8  offline წევრი melanqoliki

აბლაბუდა
ლევანმა მოაკითხა ხომ?

კი, შემდეგ თავში ყველაფერი დაწვრილებით იქნება <3

№9 სტუმარი ნია

იმდენად მომწონს ლევანი რომ აღარ ვიტყვი ჩემს მოსაზრებებს ალექსანდრეზე...

№10 სტუმარი სტუმარი ნიკე

ალექსანდრე მომწონს და მესმის მისი. ძალიან რთულია იმ ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც სულ სხვაგვარ ცხოვრებას იყო მიჩვეული და ამ დროს ალექსი ვერაფერს სთავაზობდა, მერე რა რომ ლიზი მხოლოდ სიყვარულს ითხოვდა.

ლიზაც სრულიად მართალია მიატოვეს, ბედის ანაბარა მიაგდეს. უცებ დაბრუნება და პატიებაც არ გამოდის. ასეთი ტკივილი უკვალოდ არ ქრება.

სუბიექტურად ალექსი და ლიზი ერთად მომწონს. ასეთ დროს ყოველთვის ერთად ყოფნის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ისინი რაღაცნაირად უერთმანეთოდ ვერ წარმომიდგენია.

ალბათ ადამიანურად მაინც მინდა მჯეროდეს რომ ყველაზე საშინელი შეცდომის მიუხედავადაც საყვარელი ადამიანის გულიდან სიყვარული არ გაქრება და გულწრფელი სინანულის შემთხვევაში გაწყვეტილიც გამთეკდება.

ეს თავი განსაკუთრებულად ემოციური იყო და კომეტარის გარეშე ვერ დავტოვე, მაგრამ არ იფიქრო რომ ჩემ აზრებს თავს გახვევ. მხოლოდ ჩემიდ დამოკიდევულება დავაფიქსირე პერსონაჟების კიმართ.

№11  offline აქტიური მკითხველი grafo

ემოციებს თუ ამა თუ იმ გრძნობას ცოტა არასწორედ წერ და მიჭირს შინაარს ჩავწვდე. უცებ მწარდებაო ეს კაცი, მერე რისხვა, მერე თხოვნა, სიყვარული. მგონი, დალაგებულად რომ მიყვე უკეთესი იქნება.
ბოლოს ლიზამ კისკისიო, ეგ ხომ სულ ავირიე. რადგან კისკისი ცოტა სხვა რამეა.
ეეჰ, ალექს. ჩაიარა შენმა მატარებელმა. თან წერილით დამშვიდობებია. მარტო მაგიტომ არ ხარ არაფრის ღირსი. წლების მერეც კი არ შეუძლია ადგეს, საკუთარი ფეხით მივიდეს და დაელაპარაკოს. რაღაცეებს დგამს. სასწრაფოდ დაბრუნდი სადაც იყავი!

№12  offline წევრი melanqoliki

სტუმარი ნიკე

მოზრდილი კომენტარის დანახვაზე გამეღიმა და გულისყურით დავიწყე კითხვა. :) დიდი მადლობა ამისთვის <3 არ ვფიქრობ რომ აზრს მახვევ, პირიქით ვფიქრობ რომ რაღაც დონეზე შევძელი ისე გადმომეცა რომ ასე გაეგოთ. არ მინდა რომელიმე მხარე, სულ რომ დამნაშავე იყოს ბოლომდე გავამტყუვნო და უარვყო. მინდა ყველას ემოცია გადმოვცე და ქმედებების მოტივებზე ვისაუბრო. ვფიქრობ ახალი თავიც არანაკლებ ემოციური იქნება. გამიხარდა თქვენი აზრის წაკითხვა მადლობთ <3

№13  offline წევრი melanqoliki

grafo
ემოციებს თუ ამა თუ იმ გრძნობას ცოტა არასწორედ წერ და მიჭირს შინაარს ჩავწვდე. უცებ მწარდებაო ეს კაცი, მერე რისხვა, მერე თხოვნა, სიყვარული. მგონი, დალაგებულად რომ მიყვე უკეთესი იქნება.
ბოლოს ლიზამ კისკისიო, ეგ ხომ სულ ავირიე. რადგან კისკისი ცოტა სხვა რამეა.
ეეჰ, ალექს. ჩაიარა შენმა მატარებელმა. თან წერილით დამშვიდობებია. მარტო მაგიტომ არ ხარ არაფრის ღირსი. წლების მერეც კი არ შეუძლია ადგეს, საკუთარი ფეხით მივიდეს და დაელაპარაკოს. რაღაცეებს დგამს. სასწრაფოდ დაბრუნდი სადაც იყავი!

მინდოდა არეული ემოციები დამენახებინა, სწორედ ამიტომ ხან აკისკისდა ხან გაბრაზდა და ასე შემდეგ. არ ვიცი რამდენად კარგად გამომივიდა ჩანაფიქრი ვაფასებ თქვენს აზრს და პატივს ვცემ მომავლისთვისაც გავითვალისწინებ . მადლობთ <3

უცნაური მე
ალექსანდრეს ვერ ვუგებ და ალბათ ვერც გავუგებ. ჯერ მინდა უფრო მეტად გავიგო მათი წარსული, რა იყო ალექსანდრეს წასვლის მიზეზი, არც ის მჯერა ადამიანები 3-4 წელში ასე მდიდრდებოდნენ, როგორც მის შემთხვევაში მოხდა, მგონია აქ სულ სხვა ამბავია და ვნახოთ აბა რაიქნება.
ძალიან მინდა ლიზას სიტყვები სიმართლე იყოს რომ უთხრა უკვე აღარ მიყვარხარო რომ უთხრა, მესმის უემოციოდ ვერ შეხვდები წარსულის სიყვარულს, მაგრამ ძალიან მინდა ლიზას მის მიმართ აღარ გააჩბდეს გრძნობები..
ახალ თავს ველოდები და შენ იცოდე ავტორო, რომ ძალიან ნიჭიერი ხარ. ყველაფერი დიდი სიზუსტით გაწვს გათვლილი და ძალიან სუფთად წერ. მე შემ ძალიან მომწონხარ! ❤️

ყველაზე მეტად შენს აზრს ველოდები ხოლმე , უღრმესი მადლობა ამ ემოციებისთვის შენ მე ძალას მმატებ რომ ვწერო, მეც ძალიან მომწონხარ და მინდა ბოლომდე გამომყვე და სულ ველოდო შენს აზრს <3

№14  offline წევრი melanqoliki

უცნაური მე
აუცილებლად <3 ბოლომდე შენს გვერდით ვარ და ვიქნები! ❤️❤️

<3 <3 <3

№15 სტუმარი makukuna

ეუფ, უშოვია ბიჭს ფული და მომინდომა აქ სუპერმენობა angry

ეხ, ალექსანდრე, ალექსანდრე, შენ კაცობა და ღირსება ფული გგონია, არადა ფული მხოლოდ საშუალებაა, ლაკმუსის ქაღალდია, გამოაჩინოს, ღირსეული კაცი ხარ თუ პატარა ადამიანი. შენ არც უფულოდ ივარგებდი კაცად და არც ფულით ივარგებ რამედ. ერთი უტრ'რაკო გამტ'რაკებელი ხარ და მეტი არაფერი.
ქალმა ამხელა ნაბიჯი გადადგა და მაინც ვერ დაგანახა, რომ შენ იყავი მთავარი და არა მისი ფუფუნება. მაგრამ, შენ არ მოხვდი ფუფუნებაში და ამიტო აგიცრუვდა გული. ახლა ფული გაქვს, და თუ გიყვარს, ისიც არ იცი, როგორ დაიბრუნო საყვარელი ქალის გული, ან თავი როგორ შეაყვარო, თუნდაც ახლიდან. მოკლედ ბევრი რაღაც შეგიძლია, თუ გულწრფელი ხარ და მართლა გიყვარს. მაგრამ შენ ამის თავი ნაღდად არ გაქვს. მენდე სიტყვაზე smile .

ან ეს გატაცების იდეა რა იყო - ამაზე მაგრა დაგცინე, ალექსანდრეეე smile

ერთი-ორჯერ კი შემეცოდე, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ დავრწმუნდი შენს გულწრფელობაში. მგონია, კი არა დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ რაღაც გამორჩენა გამოძრავებს.

წინა თავიდან ცოტა დაძაბული ვიყავი, ასე მშვიდობიანად თუ ჩაივლიდა, ეს გატაცება, არ მეგონა. blush

აბა ლევანიკო, ახლა უკვე შენი დროა smile smile

პ.ს. ავტორო, მადლობა, რომ არ დააგვიანე heart_eyes heart_eyes

№16  offline წევრი melanqoliki

makukuna

ველოდი შენს კომენტარს. სიხარულით წავიკითხე და ცოტა ვიცინე კიდეც ალექსანდრესთან შენს საუბარზე. მადლობა რომ ასე ემოციურად და გულიანად აფიქსირებ შენს აზრს <3 ახალ თავსაც არ დააგვიანდება <3 მადლობ რომ მახარებ <3

№17 სტუმარი სტუმარი Chikochiko

ოხხ როგორ ვბრაზობ ჩემ თავზე. აქამდე ეს ისტორია არ წამიკითხავს. რატომღაც სათაური არ მომეწონა, ვიფიქრე მორიგი თინეიჯერი გოგოს მიერ დაწერილი ბანალური ისტორიაა მეთქი. მაგრამ ღმერთო, როგორც იქნა მეღირსა გრამატიკულად გამართული, მეტად საინტერესო, ნიჭიერი და შეგნებული ავტორის მიერ შექმნილი გემრიელობა.
რაც შეეხება ჩვენს პერსონაჟებს: ლიზა არის ძლიერი ქალი. მიუხედავად მძიმე წარსულისა, მან ყველაფერს გაუძლო, რა თქმა უნდა შვილის გამო დედა მთებს გადადგავს. ჩემთვის ყველაზე ემოციურად მძიმე მოგონება იყო ლიზას დედის დაკრძალვის დღე. ალექსანდრეზე მგონი ზედმეტია საუბარი, მის საქციელს არანაირი გამართლება არ გააჩნის. უსუსური თავის მართლება იყო, თითქოს ლიზას ფუფუნება აკლდა და ის ამას ვერ აძლევდა. აქ სიყვარულს ვერ ვხედავ მე.
ლევანი საინტერესო ტიპია, მაგრამ ისიც საინტერესოა რამდენად მძიმე წარსული აკავშირებს ნინასთან.
ყოველი სიტყვა, ყოველი მოქმედება ზუსტად ჯდება, არაფერი არ მეზედმეტება და არ მაკლდება ამ ისტორიაში ჯერ-ჯერობით. აღფრთოვანებული ვარ შენით ავტორო

№18  offline წევრი melanqoliki

სტუმარი Chikochiko

უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის და თბილი სიტყვებისთვის <3 შეიძლება ითქვას ჩემი პირველი ისტორიაა. სკოლის პერიოდში დამებადა თავში იდეა და საშველი მხოლოდ ახლა დავაყენე :დ ასეთი თბილი კომენტარი ისე მახარებს <3 ვგრძნობ რომ უნდა ვწერო და მსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რომ გამომდის. ძალიან მინდა ჩემი გონების პერსონაჟები ბოლომდე გადმოვიტანო ამ ისტორიაში და გამეხარდება თუ ბოლომდე გამომყვები <3 დიდი მადლობა <3

№19 სტუმარი სტუმარი ქეთი

melanqoliki

იცოდე ჩემს ფავორიტებში ხარ უკვე❤

№20  offline წევრი melanqoliki

სტუმარი ქეთი

დიდი მადლობა <3

№21 სტუმარი makukuna

ჰეიი, შენ სად დაიკარგე? angry

ლევანი ძაან საქმეშია ეტყობა. smile ჩაიგდო გოგო ხელში და ჩვენ აღარ ვახსოვართ smile

№22 სტუმარი სტუმარი nancho

რატომ მიგვატოვე❓???? იმედია კარგად ხართ,????

№23  offline წევრი melanqoliki

makukuna
ჰეიი, შენ სად დაიკარგე? angry

ლევანი ძაან საქმეშია ეტყობა. smile ჩაიგდო გოგო ხელში და ჩვენ აღარ ვახსოვართ smile

:დ ვნახოთ ვნახოთ :დ

სტუმარი nancho
რატომ მიგვატოვე❓???? იმედია კარგად ხართ,????

მადლობთ ყურადღებისთვის კარგად ვარ , უბრალოდ მძიმე სამუშაო გრაფიკი მაქვს თან ვსწავლობ. შევეცდები ხვალ ახალი თავი იხილოთ <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent