შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი დაიწყო ლიფით (2 თავი)


16-01-2019, 14:49
ავტორი yellowgirl
ნანახია 2 044

სახლში როგორც კი ავედი, ნაყინის ჭამა დავიწყე. ისევ მეძინებოდა, საათს დავხედე და უკვე 11 საათი იყო, ოთახში შევედი, პირსახოცი ავიღე და აივნის კარის დასაკეტად მივბრუნდი, როცა დავინახე როგორ მიცქერდა თავისი აივნიდან სრულიად შიშველი ზუკა, უცებ დავიკივლე და ეგრევე შემოვბრუნდი
-რაიყო რასხედავ ისეთს?..-მეუბნება სიცილით.
-შენ ნორმალური ხარ საერთოდ? არიცი რომ აქ ხალხი მოძრაობს?-პასუხი ისე გავეცი,რომ მისთვის არც შემიხედავს. პასუხი არ გაუცია,ისევ აგრძელებდა სიცილს. ყურადღება აღარ მივაქციე და სააბაზანოში შევედი.
-ეს დეგენერატი, რამდენს ბედავს, ეს პირველყოფილი, თურმე რას ვხედავ ისეთ-ერთი საათი ვანაში ვნებივრობდი, კბილებიც გამოვიხეხე და ოთახში დავბრუნდი. აივნის კარი ისევ ღია დამხვდა-უი დამვიწყებია დაკეტვა-უცებ დავკეტე და საწოლისკენ წავედი, როცა პატარა ყუთს მოვკარი თვალი, შეშინებულმა ნელნელა მივუახლოვდი, ხელის კანკალით გავხსენი, შიგნით ჩავიხედე და თვალები გამიფართოვდა როცა შიგნით კაცის საცვალი დავინახე. ყუთი დავხურე და ფანჯარასთან მივირბინე, მიმოვიხედე, გარეთ არავინ არიყო. უცებ ჩემი სახელი მომესმა, აივანზე გავედი, დავინახე როგორ იდგა ზუკა თავის აივანთან წითელი ლიფით, ამაზე უფრო გავვოცდი, ზუკა კი ისევ სიცილით მიყურებდა
-ხოარ გეცნობა?-სიცილს ვერ იკავებდა, ხმას ვერ ვიღებდი,-რაიყო ენა გადაყლაპე?
-დამიბრუნე დროზეე-თან ძალიან მრცხვენოდა და თან გაბრაზებული ვიყავი- როგორ გაბედე ჩემს სახლში შემოპარვა და ჩემს ნივთებში ქექვა?
-მოდი და აიღე.
-არ ვარ ეხლა ისეთ ფორმაში რომ გადმოვიდე. როგორც აიღე ისე დააბრუნე.- ვეუბნები გამწარებული და სახეზე სრულიად გაწითლებული ვარ.
-არ ინერვიულო იმაზე თუ რაგაცვია, ნაკლები უკეთესია- ამაზე უფრო ვბრაზდები.
-არ ვაპირებ იმ ოთახში შესვლას სადაც შენ ხარ, დამიბრუნე დროზე.
-ეს ყველა გოგოს ოცნებაა რომ ჩემთან ერთად იყოს ოთახში-მეუბნება ამაყად და ისევ იღიმის.
-როგორც ჩანს ყველაში მე არ შევდივარ, შენ ყოველთვის ასეთი მოსაბეზრებელი ხარ?- ვკითხე და ისეთი სახე მივიღე ვითომ მართლა მაინტერესებს.
-მოდი და აიღე-ის ისევ მიმეორებდა.-ან მე გამოვფენ უნივერსიტეტის დერეფანში.-ცალ წარბს მაღლა წევს და ირონიით სავსე ღიმილით მიყურებს, აშკარად ეტყობა რომ ეს იდეა ახლა მოაფიქრდა.
-ამას ვერ გაბედავ
-დარწმუნებული იყავი იმაში რომ ამას აუცილებლად გავაკეთებ-მეუბნება და საჩვენებელ თითზე ატრიალებს.
-მეც იგივეს გაკთება შემიძლია-ვპასუხობ და ყუთისკენ მივანიშნებ.
-მაგაზეც ბევრი ოცნებობს რომ ჩემი საცვალი ქონდეს სახლში და შეგიძლია ამით იამაყო- როგორ მიშლის მისი სიამაყე ნერვებს.
-შეგიძლია გაერთო ჩემი ლიფით-ვპასუხობ იმის იმედით რომ ამას არ გააკეთებს ან თუ გააკეთა არავინ არ დაუჯერებს რომ ჩემია. გამწარებული ვკეტავ კარს და უკან ვბრუნდები. მესმის მისი ხმამაღალი ჩაცინება.
-კოღოები უფრო ნაკლებად შემაშფოთებლები არიან ვიდრე ეს დეგენერატი-ვფიქრობ და მეცინება-მოიცა კიდე რომ შემოიპაროს? ან როცა მეძინება მაშინ შემოვიდეს?-ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა. ეს ღამე იმის შიშით არმეძინა, რომ კიდევ შემოიპარებოდა. დილით 8ზე ავდექი, გავემზადე და ისევ გამეპარა მისი აივნისკენ თვალი, მაგრამ ამჯერად იქ არ იდგა. უნივერსიტეტში როცა მივედი ყველა მე მიყურებდა და ყველა იცინოდა. გაკვირვებულმა გადავხედე მათ. თან შეძახილებიც მესმოდა „შენი ლიფის ერთგულები ვიქნებით“ და მსგავსი.გავშეშდი, არვიცოდი რამექნა, სად წასულიყავი, პამიდორივით გავწითლდი,ამას ნაღდად არ მოველოდი. გული ისე ამიჩქარდა თითქოს ამოვარდნას აპირებს, თვალები ამიცრემლიანდა. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ამის შესახებ უკვე ყველამ იცოდა. მოვტრიალდი როცა ზუკას შევეჩეხე
-დილამშვიდობისა-მითხრა და ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა, თან ირონიული სახით მიყურებს.-სასიამოვნოა შენი სახის დანახვა დღეს.-ეს ხეპრე. ვიღაც გოგოს კოცნის და უკან ბრუნდება.ნელნელა ვაგრძელებ გზას საპირფარეშოსკენ, გულში ისევ ზუკას ვლანძღავ. წინ ვიღაც ბიჭი მიდგება. ჩემზე ერთი თავით მაღალი, ქერა და მწვანე თვალებით.
-გამარჯობა ნუცა. მოკლედ მე ზუკას ძმაკაცი ვარ, ბოდიში რა გუშინდელისთვის-თავიდან გაკვირვებული ვუყურებ თუმცა მალევე ვერკვევი სიტუაციაში-ზუკა ასეთია რამეს თუ იტყვის ვერ გადააფიქრებიებ, მოკლკედ ბოდიში რაა.
-ჯერ ერთი ჩემი სახელი საიდან იცი, ან ის გუშინ რა მოხდა და შენ რაშუაში ხარ საერთოდ-ხელები გადავაჯვარედინე და დაინტერესებულმა ავხედე.
-ხო გითხარი ზუკას ძმაკაცი ვარ.ხოო მე საბა ვარ.
-მე ნუცა, თუმცა შენ იცი უკვე-ვუღიმი და ისევ გზას ვაგრძელებ. საპირფარეშოში როგორც კი შევდივარ სიმწრით შეკავებულ ცრემლებს ვაძლევ გასაქანს-ეს იდიოტი, რაგამიკეთა. აუცილებლად ვანანებ ამ საქციელს-ტელეფონს ვიღებ და ელენეს ვურეკავ-საპირფარეშოში ვარ-სლუკურით ვუთხარი და ცრემლი მოვიწმინდე.
-კაი მოვდივართ,არ ინერვიულო რაა.-მეუბნება მზრუნველი ხმით.ტელეფონს ვთიშავ და ცრემლების ახალი ნაკადი მომდის. ორ წუთში გოგოებიც შემოდიან და ეგრევე ჩემს დამძშვიდებას იწყებენ.
-კაი ნუცც დამშვიდდი რაა და მოგვიყევი რამოხდა.-მეუბნება კატო და მოყოლა სლუკუნით დავიწყე, როცა დავასრულე ორივე გაოცებული სახით მიყურებდნენ და თვალები ისე გაუფართოვდათ თითქოს გადმოცვენას აპირებდნენ.
-მოიცა შენს ოთახში შემოიპარა?
-მისი საცვალი დაგიტოვა?-ორივე ერთად მეკითხება და სიცილს ვერ იკავებენ-თან შიშველიც ნახე?-აგრძელებს კატო. ლამის ძირს გაწვნენ ისე დაიწყეს სიცილი.
-მე რა დღეში ვარ და თქვენ იცინით? მთელი უნივერსიტეტის დასაცინი გამხადა მაგ არანორმალურმა.
-კაი რა ამაზე როგორ არუნდა გააგეცინოს-ძლივს მეუბნება კატო.ველოდები როდის დაასრულებენ სიცილს... ძლივს მორჩნენ. ვწყნარდები და მეც მეღიმება როცა ვაცნობიერებ რა დამემართა. გავდიართ გარეთ.როცა ისევ საბა მხვდება.
-დღეს საღამოს წვეულება მაქვს და ხომ მოხვალთ?-უარის თქმას ვაპირებდი მაგრამ ელემ დამასწრო.
-წამოვალთ აუცილებლად.-საბა კმაყოფილი ბრუნდება.
-საღამომდე მაშინ.-ამბობს და ელეს უღიმის.
-ვაიმე რასაყვარელია-ამბობს ელე და ღიმილს ვერ იკავებს.
-აუ წავედი მე, არ მაქვს ლექციის თავი, თან დავიბრუნებ ჩემს ბიუსჰალტერს და საღამოს გნახავთ-ორივე გადავკოცნე და წამოვედი.ვფიქრობ რა გავაკეთო ისეთი რომ ეს საქციელი ინანოს, მაგრამ თავში არანაირი იდეა არ მომდის.სახლში მალე მივედი, რადგან უნივერსიტეტი თითქმის ჩემი სახლის გვერდითაა. ეხლა უკვე იმაზე ვფიქრობდი საღამოს რაჩამეცვა. ოთახში ავედი საწოლზე ისევ ის ყუთი იდო, ვიფიქრე გადავაგდებ თქო მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე, შეიძლება დამჭირდეს სამაგიეროს გადახდაში.გამოვიცვალე და ისევ ქვევით ჩავედი.ძალიან მშია, კარტოფილის შეწვა დავიწყე. გემრიელად მივირთვი, უკვე 4 საათია, გადავწყვიტე ტანსაცმლის არჩევა დამეწყო, რადგან ცხრზე უკვე წვეულებაზე უნდა ვყოფილიყავით. ჯერ აბანოში შევედი, უცებ დავიბანე და პირსახოცით დავდექი კარადასთან. თვალი აივნისკენ გამექცა, არავინ არიყო დავმშვიდდი და გავაგრძელე არჩევა. რატომღაც მინდოდა განსაკუთრებულად ჩამეცვა. არჩევანი წითელ კომბინიზონზე შევაჩერე რომელსაც დიდი დეკოლტე ამშვენებდა, ჩემს გამოყვანილ მკერდს აშკარად მოუხდებოდა. მას შავი მაღლები შევურჩიე და იქვე დავდე, რადგან ჯერ ძალიან ადრეა. ნელნელა მაკიაჟის წასმა დავიწყე. წითელი ტუჩსაცხი წავისვი. თმა დავისწორე და წელამდე თმა ჩამოვუშვი. საათს დავხედე უკვე 7 საათი იყო... რაღაც მაინც მაბრკოლებდა, წასვლის უფლებას არ მაძლევდა. თუმცა გადავწვიტე უკვე რომ წავიდოდი და ზუკას ვაჩვენებდი რომ მისი საქციელით ვერაფერი დამაკლო. ჩაცმა დავიწყე, ფეხსაცმელიც მოვირგე და ვფიქრობდი რომელი ჩანთა წამეღო. პატარა შავი ხელჩანთა ავარჩიე, შიგნით ტუჩსაცხი და სატენი ჩავდე ყოველი შემთხვევისთვის. რვა საათიც შესრულდა და გოგოებს დავურეკე...


---------------------------------------------------------------------------------
ამზე დიდი თავის დადება ვერ მოვახერხე მაგრამ ვეცდები შემდეგი დიდი იყო heart_eyes



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ახლა სულ ზუკას ოინები ნუ იქნება თორე გადავირევი...
ეს გოგო რატოა უფანტაზიო... ცოტა გაანძრიოს ტვინი... მომიშალა ნერვები

 


№2  offline წევრი yellowgirl

ანი ანი
ახლა სულ ზუკას ოინები ნუ იქნება თორე გადავირევი...
ეს გოგო რატოა უფანტაზიო... ცოტა გაანძრიოს ტვინი... მომიშალა ნერვები

ჯერ მხოლოდ მეორე თავია.. მოვლენების განვითარებას დაველოდოთ blush

 


№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

კაია მომწონს ნელ ნელა იხვეწები მართლაც და შეცდომებიც ნაკლებადაა ♥️
მეტი ყურადღება დაუთმე გადაკითხვისას რომ შეცდომები არ გამოგეპაროს დანარჩენი დროს გვიჩვენებს როგორ განვითარდება მოვლენები ♥️ წარმატებები

 


№4  offline წევრი yellowgirl

ტკბილიწიწაკა
კაია მომწონს ნელ ნელა იხვეწები მართლაც და შეცდომებიც ნაკლებადაა ♥️
მეტი ყურადღება დაუთმე გადაკითხვისას რომ შეცდომები არ გამოგეპაროს დანარჩენი დროს გვიჩვენებს როგორ განვითარდება მოვლენები ♥️ წარმატებები

მადლობაა heart_eyes

 


№5  offline წევრი Onlyyou

მალე დადე რა ძალიან მომწონს ????????

 


№6  offline წევრი yellowgirl

Onlyyou
მალე დადე რა ძალიან მომწონს ????????

მალე დავდებბ

 


№7  offline წევრი Niniko11

აუუ მაგრად ვიცინეე ეს მოპარვა ლიფის და საცვალის დატივება რამ მოგაფიქრა გოგო ჰაჰაჰ
დდდ მაგარიაა ველი შემდეგ თავს მოუთმენლადდ ნეტა შემდეგში რა ოინებს მოაწყობეენ
დდდდ

 


№8  offline წევრი yellowgirl

Niniko11
აუუ მაგრად ვიცინეე ეს მოპარვა ლიფის და საცვალის დატივება რამ მოგაფიქრა გოგო ჰაჰაჰ
დდდ მაგარიაა ველი შემდეგ თავს მოუთმენლადდ ნეტა შემდეგში რა ოინებს მოაწყობეენ
დდდდ

დიდი მადლობაა საყვარელოო <33

 


№9 სტუმარი სტუმარი ლიზი

აუ როდის დადებბ

 


№10 სტუმარი ana

esmaleeee agar dadgaaa

 


№11  offline წევრი yellowgirl

ძალიან დიდი ბოდიშიი. ოპერაცია გავიკეთე და ვერაფრით ვერ მოვახერხე დადება. ამ კვირაში აუცილებლად დავდებ.

 


№12 სტუმარი სტუმარი ქრისტინე

yellowgirl
ძალიან დიდი ბოდიშიი. ოპერაცია გავიკეთე და ვერაფრით ვერ მოვახერხე დადება. ამ კვირაში აუცილებლად დავდებ.

yellowgirl
ძალიან დიდი ბოდიშიი. ოპერაცია გავიკეთე და ვერაფრ
ით ვერ მოვახერხე დადება. ამ კვირაში აუცილებლად დავდებ.


სამწუხაროა მაგრამ მალე დადეერააა დარაც შეიძლება დიდი❤️ გამოჯანმრთელებას გისურვებ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent