შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზუსტად ისაა რასაც ველოდი (2)


17-01-2019, 16:02
ავტორი ნი ჯეი
ნანახია 933

თავი 2
მოულოდნელობა
როდესაც ჰარი იმ დანგრეული ადგილიდან მოვაშორე, პირველ რიგში, ვფიქრობდი საიდან დამეწყო, ის ავათვალიერე და მის საშინლად დასვრილ პერანგს დავაკვირდი.. ჰო, ზუსტად აქედან.

"შეიძლება გავიგო სად ჯანდაბაში მიგყავარ?'' ჰარი საკმაოდ მომთმენად მელოდა.

''უნდა მოგიტაცო.'' ვუთხარი და ცინიკურად გავუღიმე, თვალები გადაატრიალა და გზის ყურება განაგრძო.

როდესაც დანიშნულების ადგილას მივედით,ჩანთა ავიღე ფული შევამოწმე, რომელზეც ვფიქრობდი მეყოფოდა, ჰარის ხელი ჩავკიდე და შოპინგ ცენტრში შევაბიჯეთ.ჰარი გაკვირვებული და ასევე ბუზღუნით მომყვებოდა, მამაკაცების განყოფილებაში შევედი და ჰარის დაველოდე, როდის აირჩევდა რაიმეს.

''რა?'' გაკვირვებულმა შემომხედა, დაბნეული იყო ჯერაც ვერ ხვდებოდა აქ რატომ მოვიყვანე.

''მინდა აარჩიო რაც მოგწონს და ყველაფერი მოისინჯო.'' ვუთხარი და ვეცადე მეგობრულად გამეღიმა.

''ოოი..ეს ჩემს სახსრებს აღემატება.რატომ გგონიათ რომ მილიარდელი ვარ.'' მითხრა და უკან გაბრუნდა.

''შენ არ იხდი. ეს მე მევალება, ასე რომ დაბრუნდი ახლავე, სტაილს.''ვაპირებდი მეთქვა რომ მე შემეძლო დამორჩილება, რადგან მე მისი უფროსი ვარ, თუმცა მისი დამეგობრება უფრო კარგ იდეად მიმაჩნდა.

''მინდა მოგახსენოთ, რომ სირცხვილის გრძნობა არ გამაჩნია,იმედია მზად ხართ ამისთვის.'' მითხრა და პირველივე პიჯაკი აიღო, მხრები ავიჩეჩე და მეც დავეხმარე არჩევაში.
...................
რამოდენიმე საათის შემდეგ ძალიან დაღლილები ვიყავით, ჰარის კი ყველაფერი ძალიან მოუხდა, იმდენად რომ არ მეგონა ტანსაცმელი ადამიანს ასე თუ ცვლიდა.
შემდეგი გაჩერება სალონი იყო, მისი თმისათვის ბოლო უნდა მომეღო, ჰარიმ კი ამაზე სასტიკი უარი განაცხადა. წარმოდგენა არ მქოდნა ახლა რა უნდა მექნა, ამიტომ პირველივე რაც თავში მომივიდა ხმამაღლა გავაჟღერე.

''ეს სურვილი შემისრულე და მეც შეგისრულებ რაიმეს.'' ვუთხარი და მის კმაყოფილ სახეს დავაკვირდი. დამთანხმდა და სალონში შევედით.
საკმაოდ მხიარულად ჩავატარეთ ყველაფერი, ჰარი კი ისეთი ადამიანი გამოვიდა სალონიდან შეგეძლო მისთვის ''ჩმოყალიბებული მამაკაცი'' გეწოდა.

''ჩემი სურილი, არ დაგავიწყდეს.'' მითხრა და თვალი ჩამიკრა.
თავი დავუქნიე და სახლში მივიყვანე.

''ხვალ მივდივართ, დილით ადრე გამოგივლი.'' ვუთხარი და დავემშვიდობე.
......................
საკმაოდ საინტერესო დღე მქონდა, ჰარი ფიზიკურად უკვე შევცვალე, რაც მიზანთან ერთი ნაბიჯით მაინც ახლოს იყო. ასეთი კავშირი ჩემს არცერთ პაციენტთან არ მქონია, ჰარი.. ეს რაღაც სხვა იყო, მინდოდა ის ყველანაირად შემეცვალა და ამის გამო ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი.
ტანსაცმელი დავკეცე და რაც იქ გამომადგებოდა ჩავაბარგე, სოფი დამეხმარა და ბოლოს დაღლილები დავწექით თუმცა ხვალინდელი დღის შემართებით.
..............
დილით გაღვიძებულს სოფი არ დამხვდა, რამაც გამაკვირვა, მაშინვე დაბლა ჩავედი რომ დედასთვის მეკითხა და გამეგო რა ხდებოდა.

''პატარავ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გამოჩნდა და ვერ გაგაღვიძეს, მითრეს რომ როდესაც გაიღვიძებდი წასულიყავი მაშინვე და მეგობარიც წაგეყვანა, ასე რომ, თუ მზად ხარ უნდა წახვიდე.'' მხრები ავიჩეჩე და წასასვლელად გავემზადე, არც ისე ბევრი ტანსაცმელი მქონდა ასე რომ მალევე ჩავიტანე და მანქანით გზას დავადექი.

..........ჰარი............
საკმაოდ სულელურად მიმაჩნდა ის აზრი რომ მე ამ გოგოს კუდი ვიყავი დღეიდან, თუმცა არა დიდი ხნით, მხოლოდ ის მინდა რომ დედას მოეჩვენოს რომ გამოვსწორდი, ამაში კი ეს ქალბატონი დამეხმარება, სურვილიც არ მაქვს ახლა მასთან ერთად სადღაც წასვლა, ის მოსაბეზრებელია, თუმცა სახლიდან სამუდამოდ წასვლა, როგორც დედა დამემუქრა, ეს არც თუ ისე კარგია ჩემთვის.
დედას დავემშვიდობე, ჯემას ფული გამოვართვი და სახლიდან გამოვედი.
არ მესმის, როუზს რატომ ჰგონია, რომ ყველაფრის გამოსწორება შეუძლია, მას ჰგონია რომ ყველაფერი ძალიან ადვილია, ეს კი ასე არ არის. მას ვაჩვენებ რომ გამოსდის ეს ყველაფერი, ეს კი მასაც დაეხმარება და მეც. თუმცა მაინც, ერთი სული მაქვს ჩემი ცხოვრებიდან გაქრეს და ყველაფერი ძველებურად გავაგრძელო.
......როუზი......
ძალიან წყნარად ვმგზავრობდით, ჰარი თითქმის ხმას არ იღებდა რაც მომწონდა, ჩუმად გავხედავდი და ვაკვირდებოდი მის სათითაო ნაკვთს, ის ძალიან ლამაზი იყო, ძალიან ცუდ გუნებაზე მაყენებდა ის , რომ ის ასეთი ადამიანი გაიზარდა, როცა შეეძლო რომ ძალიან კარგი ყოფილიყო. მას ახალი ტანსაცმელი ეცვა, რაც ძალიან უხდებოდა, თმები კი გადაწეული რაც მის უმშვენიერესს თვალებს უფრო კვეთდა.

''იქ ბევრი კარგი ადამიანია, ვფიქრობ მეგობრების შეძენა შენთვის და ჩემთვის ძალიან კარგი იქნებოდა.'' ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე.

''ფიქრობ ახალი მეგობრები მჭირდება? რატომ? იქნებ იმიტომ რომ ძველები ჩემსავით ნაგვები არიან.'' მითხრა ცივი ტონით და ფანჯარაში გაიხედა. ეს პასუხს სულ არ შეესაბამებოდა.

''ეს არ მიგულსიხმია რათქმაუნდა ჰარი..უბრალოდ კარგია ყველასთვის ახალი გარემო და საერთოდ ყველაფერი ახალი.'' ვთქვი და თავი ცუდად ვიგრძენი, რატომ დავიწყე საერთოდ საუბარი. ეს უხერხულობა კი არ მინდა ბოლომდე გაგრძელდეს.
........

ხმა არცერთს ამოგვიღია ისე მივედით დანიშნულების ადგილას. როდესაც გადავედით სოფი და დანარჩენები დავინახე, და ჩენც იქით გავეშურეთ. მართლა ვფიქრობდი რომ ჰარისთვის ახალი გარემო ძალიან კარგი იქნებოდა. მისულებს კი სოფის გაკვირვებული სახე დავინახე.
''ჰარი? აქ რასაკეთებ?'' ჰკითხა და თან ღიმილით გამოეშურა ჩვენსკენ, ჰარის მთელი გულით ჩაეხუტა და არც ჰარიმ მოაკლო.

''შენ.. აქ ცხოვრობ?'' ჰკითხა ასევე გაკვირებულმა ჰარიმ. ''მე როუზს გამოვყევი, ის ჩემი... მეგობარია.'' თქვა ჰარიმ და გამიღიმა, მეც გამეღიმა ამაზე , თუმცა თავს უცნაურად და ზედმეტად ვგრძობდი. ისე , თითქოს ჩემი ყველა გეგმა წყალში ჩამეყარა, და ვეღარაფრის გაკეთებას ვერ მოვახერხებდი. ეს ყველაზე უაზრო დასვენება იქნება ჩემს ცხოვრებაში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent