შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოცნის ვალი (13)


17-01-2019, 20:44
ნანახია 3 746

დილით, მზის ამოსვლასთან ერთად მეც იმავე სითბოთი სავსე გულით გავიღვიძე, როგორც მზემ, თითქოს სხივებსა და ღიმილს მიზიარებდა. სანამ ავდგებოდ, ტელეფონზე მელოდია აჟღერდა და მივხვდი, ვინც იქნებოდა.
-დაგაგვიანდა თიკა ჩემი გაღვიძება, უკვე გავიღვიძე-მომღიმარმა ვუპასუხე და ლიმონიანი ჩაისთვის წყალი ავადუღე.
-სხვა მიზეზი მქონდა... სანამ სამსახურში წამოხვალ, ელეგანტურად და სადად ჩაიცვი.
-რა ხდება?-ინტერესით ვკითხე და დაინტერესებული ჩამოვჯექი სკამზე.
-რამდენიმე ადამიანი კომპანიიდან ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნაზე მივდივართ და შეიძლება, პირდაპირ იქ მოსვლაც მოგიწიოს. ჩაიცვი და დამირეკე, ოქეი?
ამოვიოხრე და ტელეონი მაგიდაზე დავდე. რა უნდა ჩამეცვა? ელეგანტური და სადა, ალბათ, მხოლოდ მაღაზიის გახსნისთვის განკუთვნილ ლუქს არ გულისხმობდა თიკა, სავარაუდოდ აქ "მისი ყურადღების მიქცევის" გეგმაც გათვალისწინებული იყო. თუმცა, ქალი მუდამ ელეანტურად და შესაფერისად უნდა გამოიყურებოდეს, ყველას და ყველაფრის მიუხედავად (რათქმაუნდა, კაციც).
გარდერობიდან მუქი შინდისფერი, ტანზე მოტმასნილი, მუხლებამდე კაბა გამოვიღე. ჩაცმისას სარკეში შევატყე, რომ საჭიროზე ოდნავ უფრო ღრმა დეკოლტე ჰქონდა, მაგრამ გამოცვლა მაშინ გადავიფიქრე, როცა მივხვდი, რომ სხვა კაბის ძებნა მეზარებოდა. მაღლები ფერების მიხედვით შევუხამე და ლოცვა დავიწყე, რომ მისვლამდე მაინც არ მომტყდარიყო ქუსლი ჩემი მოუხერხებელი სიარულის დროს. მართალია დაბლები უფრო კომფორტულად მაგრძნობინებდნნ თავს, მაგრამ ზოგჯერ საჭირო იყო ცოტაოდენი ქალურობის გამოჩენა.
როგორც კი გავემზადე, თიკას დავურეკე და მისამართი ვთხოვე.
-კოორდინატებს ამოგიგზავნი და ტაქსის მძღოლს ეგ ანახე.-მიპასუხა და ცოტა ხნით გაჩუმდა, მივხვდი, რომ ვიღაცას ელაპარაკებოდაყურმილის მეორე მხარეს.მალევე, დაამატა თავის სიტყვებს-დიმიტრიმ, მძღოლს ჩვენ გავუგზავნითო. ალბათ, შავი ჯიპი იქნება, შენს მისამართს ვეტყვით და გამოვუშვებთ. არ დაიგვიანო.
-მე და დაგვიანება? როგორ გეკადრება...-ჩავიცინე.
სანამ გამოგზავნილი მანქანა კომპანიის შენობიდან ჩემს სახლამდე მოაღწევდა, მოწყენილობისგან გრეიფრუტის ჭამა დავიწყე. მერე, როდესაც მივხვდი, რომ მუცელი ამტკივდა, მასაც შევეშვი და წამოვდექი. ჩემს ნომერზე კვლავ ზარი გაისმა, თანაც უცხო ნომრიდან.
-გისმენთ.
-ქალბატონო, თქვენს სახლთან ვდგავარ მანქანით, კომპანიიდან...
-ჰო, ვიცი, ვიცი.-გავაწყვეტინე, პატარა ჩანთა ავიღე და ლიფტი გამოვიძახე, კიბე კაკუნით რომ არ ჩამევლოლო.
როგორც თიკამ ივარადუდა, შავი, მაღალჭერიანი ჯიპი დამხვდა. როგორ არ მომწონდა ასეთი მანქანები...
მძღოლმა მისამართი თავად იცოდა და სიტყვოდ მიმიყვანა შენობასთან. მანქანიდან გადასულმა ირგვლივ გარემო მოვათვალიერე. ჩვეულებრივი, მაღაზიისთვის განკუთვნილი ეზოსთვის შესაფერისი გაწმენდილი და სუფთა ტერიტორია იყო, არანაირი ზედმეტი ბუტკითა და ხეებით, ან ბუჩქებით.
შესასვლელში, ისევე როგორც კომპანიის შენობაშI, ჩვენი დაცვა იდგა. საშვი აღარ დამჭირვებია, რადგან უთქმელად მიცნეს და შშემატარეს. ნაცნობის სახეები რომ შევნიშნე, ნელი და მსუბუქი ნაბიჯით მივუახლოვდი და თიკას ეშმაკური სახის დანახვაზე უსიტყოდ, მიმიკებით დავუსვი კითხვა-"რა გაღიმებს-თქო".
-დროულად მოხვედი სოფი-თავის ჭკუით, მომესალმა ბატონი დიმიტრი.
-უფრო ადრეც შეიძლებოდა-წარბაწეულმა ამოთქვა ალექსანდრემ და გვერდით დაყენებულ გოგონას წელზე ხელი შემოჰხვია. ოქროსფერთმიანს გავხედე და წარბები თავისით შემეჭმუხნა, მერე კი ალექსანდრეს მივაპყარი გაურკვეველი მზერა, წესით უნდა მიმხვდარიყო, რომ მზერით ვეკითხებოდი "რას აკეთებ-თქო".თიკას გვერდი დავუმშვენე და ყურში გადავჩურჩულე:
-აქ რა ხდება?
-რა უნდა ხდებოდე, ვერ ხედავ, ლამისაა ხელებში ჩაადნეს ის მატრაკვეცა ამ დებილს-კბილებში გამოსცრა მანაც და გაბრაზებული სახის დალაგებაში დამეხმარა.-მომისმინე, ეცადე, მისი ყურადღება მიიპყრო, რომ იმ ბარბის მექანიკურ თოჯინას თავი დაანებოს.
თავი დავუქნიე და ამოვიოხრე. ძნელი სულაც არ იყო ალექსანდრეს ყურადღების მიპყრობა, მითმეტეს იმის შემდეგ, რაც ყველა სისულელის გაკეთებისას ჩემთან ჩნდებოდა და მიმითითებდა-ეს ასე არ გამეკეთებინა. თითქოს მან მხოლოდ დარიგებები იცოდა. თავი მხარზე გადამივარდა ფიქრებში წასულს და მალევე გამოვფიზლდი. როგორც ჩანს, სავაჭრო ცენტრის დასათვალიერებლად მივდიოდით.
ანასტასიას გვერდით ამოვუდექი და გავუღიმე.
-ანასტასია ხომ?-ვკითხე თბილად და ფართოდ გავუღიმე.
-შენ კი სოფი...
-ჰო, სოფი მქვია.
-დიდი ხანია აქ მუშაობ?
-არც ისე, ალბათ სულ ორი წელიც არ იქნება...
-გასაგებია-მანაც გამიღიმა და ალექსანდრეზე ჩაჭიდული ხელი ოდნავ მოუდუნდა.
-შენ რატომ გადაწყვიტე ამ კომპანიაში მუშაობის დაწყება?-საქმიანი იერით ვკითხე, რამე უნდა გამეგო მის შესახებ მისი პირიდან, იქნებ სულ სხვა, მცდარი აზრი ვიცოდი და სიმართლეს სულაც არ ამბობდნენ ამ გოგოზე.
-მე?...-ჩაეღიმა.-პირველ რიგში, სამსახური მჭირდებოდა, სადაც ჩემი ნაცნობი ერთი ადამიანი მაინც მეყოლებოდა.
-ალექსანდრეს გულისხმობ?-ყალბი ინტერესით ვკითხე. რათქმაუნდა, ალექსანდრეს გულისხმობდა "ახლობელ ადამიანში".
-იცი, ალექსანდრეს ბავშვობიდან ვიცნობ, ამიტომ დამეხმარა, არ არის ასეთი დამიანი, რომ სამსახურში უბრალოდ გამოუცდელი, უმუშევარი და უსწავლელი ნაცნობი მოიყვანოს ან დაასაქმოს. ყველაფერს დონის და შრომისმოყვარეობის მიხედვით ფასებს.
-მშვენიერია-თავი დავუქნიე-გავიგე, რომ გამოცდილი კადრი ხარ.
თავი დამიქნია და გამიღიმა:
-ჰო, სხვაგვარად არ მიმიღებდა. არ ვამბობ, რომ უგულოა, უბრალოდ ობიექტურად აზროვნებს და სამართლიანია.
ჩამეღიმა. ის ამ წუთას ჩემს საყვარელ ადამიანზე ლაპარაკობდა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ალექსანდრე, მიყვარდა და მასში კარგის მეტს ვერაფერს ვამჩნევდი. მიყვარდა ისიც, რომ ბრაზიანი იყო, ისიც, რომ ჩემზე ზრუნავდა ხოლმე, ის, რომ იდუმალი და ეშმაკური ღიმილი ჰქონდა, მისი ყვირილიც კი მიყვარდა.
ალბათ, როცა ადამიანი გიყვარდება, ვერ გრძნობ მასში კარგსა და ცუდ მხარეებს შორის განსხვავებას, რადგან ადამიანში მისი სიკეთისა და ბოროტების ნაზავი გიყვარს. ყოველი ნაკვთი, ყოველი თვისება, ჩვევა, თუნდაც ცუდი, წიკები, რომლებიც მას აქვს, გემოვნება, რომელიც სხვა ადამიანებში გაღიზიანებს, ყველაფერი მასთან ერთად გიყვარდება.
***************************
მაღაზიათა ქსელის გახსნის შემდეგ, დიმიტრიმ გვახარა ახალი ამბავი-რესტორანში ადგილები დაეჯავშნა აღსანიშნად და ამჯერად იქ მივდიოდით. ორი მანქანით წავედით. როგორც აღმოჩნდა, დიმიტრის მანქანით თიკა მიჰყავდა, ალექსანდრეს კი, თავისი ქალბატონი. მაშ, მე სადღა ვრჩებოდი? ალბათ, შუაში. მივხვდი, რომ ბედი მაინც არ მქონდა და ერთ-ერთი წყვილის რომანტიკა უნდა ჩამეშალა, მე კი მერჩივნა, ისე ჩამეშალა მათი ბედნიერი წუთები და მომენტები, რომ ჩემი ხასიათი და განწყობა არ დაზიანებულიყო, ამიტომ თიკასა და დიმიტრის ჩავუჯექი.
მთელი გზა ჩუმად ვიყავით, ალბათ, ჩემი შიშით ვერაფერზე საუბრობდნენ, თუმცა მე რას გამომაპარებდნენ, მათზე უკეთ მე ვხედავდი, ერთმანეთისკენ გასროლილ ეშმაკურ მზერას.
როგორც კი მანქანა გაჩერდა, კარი გამოვაღე და გადმოვხტი, აღარ მინდოდა მათი საცოდაობის ყურება.
დაველოდეთ, როდის შემოგვიერთდებოდნენ ალექსი და ანასტასია და საშუალო სიმაღლის შენობაშიც შევედით. რესტორნის შესასვლელში ყვავილები იყო გაწყობილი სადა ფერებში. შესვლამდე შევნიშნე, მუხის ხის კარზე ორნამენტები და ჩემთვის გაურკვეველი ძველებური წარწერა ამოეკაწრათ.
მაგიდა, რომელიც დარბაზის ერთ-ერთ კუთხეში საკმაოდ კომფორტულ ადგილზე იდგა, ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც მოველოდი. მაღალი ხის სკამებითა და მოქარგული სამაგიდო ტილოთი. ზედ დესერტების ათასსახეობა ელაგა და მაღალი ხარისხის ჭურჭელი.
სანამ თიკა და მე ვჩურჩულებდით, ტკბილეულისთვის ზედაც არ შემიხედავს, მაგრამ როცა სუფრასთან ქცევის წესებზე ორივე ერთდროულად დავფიქრდით და მივხვდით, რომ საზოგადოებაში ჩურჩული უზრდელობა იყო, ჩვენ კი ისეთ თემაზე სალაპარაკო არ გვქონდა, რაზეც ხალხშიც ვილაპარაკებდით, შუებსაც მოვკარი თვალი.
დროდადრო ალექსანდრესგავხედავდი და თვალს მოვკრავდი, როგორ უყურებდა და მომღიმარი სახით ელაპარაკებოდა ანასტასიას. ცოტა არ იყოს, მშურდა მათი კარგი ურთიერთობის და მინდოდა, მეც ანასტასიას ადგილზე ვყოფილიყავი, თუნდაც მხოლოდ ერთი საათით.
-თიკა,-მხარზე თავი დავადე და მოწყენილმა ამოვიოხრე.
-რაო სიხარულო, ხომ არ მოგწყინდა?-მზრუნველად მკითხა.
-მომწყინდა მარტოობა.-ამოვილაპარაკე.
-მარტო არ ხარ. ნუ ხო, კაი, თუ ბიჭს არ ჩავთვლით. მაგრამ, შენი დაქალის თაობაზე, შეგიძლია თქვა, რომ ბიჭის მაგივრობასაც მე გიწევ, ისეთი იღბლიანი ხარ.
გამეცინა. მაინც შეძლო ჩემი გამხიარულება. სანამ წამოვიდოდით, რამდენიმე ადამიანის გაჭორვა და გერმანული შოკოლადის ნამცხვრის დაგემოვნება კიდევ მოვასწარით.
წამოსვლისას, თიკა დიმიტრის ამოუდგა გვერდით და მე, როგორც კიდევ ერთხელ განმარტოვებული მარტოსული ადამიანი, წინ მიმავალთ დავაკვირდი.
ანასტასიას ჟღალი, ნათელი თმა წელზე ეფინა და თითქმის საჯდომსაც უფარავდა, ბალერინასავით მიაქნევდა საოცარ ტანს, საოცარ, გამოთლილ ფეხებსა და წვრილ, მოქნილ წელს. მეღიმებოდა, როცა მას ვუყურებდი, რადგან ლამაზი ქალები ყოველთვის თვალს მჭრიდნენ ხოლმე, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ. თუნდაც ჩემი მტერი-თუკი ის ლამაზი ქალი იყო, მას სრულყოფილ და საოცნებოო ქმნილებად ვთვლიდი და მივიჩნევდი, რომ ყველა თვალს ესიამოვნებოდა მათი ყურება.
-თვალი ხომ არ გაგიშტერდა?-ისე მომეპარა გვერდზე ალექსანდრე, მისმა ხმამ შემაკრთო და მოულოდნეობისგან შეშინებული შევხტი.
-რას აკეთებ?-წართმეული ხმით ძლივს ვკითხე3 და თვალებში მივაჩერდი. ჩემთან ახლოს იდგა და ნელა ადგავდა ნაბიჯებს, მგონი, ცდილობდა, თავისი ნაბიჯი ჩემთვის აეწყო.
-რას უნდა ვაკეთებდე..-მხრები აიჩეჩა და ფართოდ ჩაიღიმა-ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო იმ ფაქტს, რომ ანასტასიას ამაღლებული დ გაცისკროვნებული თვალებით მისჩერებიხარ, მაგრამ არ გამომდის... გული მიგრძნობს, უნდა გკითხო, ასე რატომ უყურებ.
მეც იმავე ჟესტით-მხრების აჩეჩვით ვუპასუხე და სხვა მხარეს გავიხედე, რომ ჩემი ოდნავ ნაწყენი სახე დამეფარა.
-იქნებ იმიტომ, რომ ძალიან ლამაზია...-ჩავილაპარაკე ოდნავ ჩუმად და ჩემ წინ მიმავალი თიკას ბოტასების ყურება დავიწყე.
-და ეს არის პრობლემა?-ყურთან ახლოს, თითქმის ჩურჩულით მკითხა.
-პრობლემად სულ არ ვთვლი-თვალი გავუსწორე და დაჟინებული მზერა მივაგებე, მერე კი წინ აჩქარებული ნაბიჯით წავიდა, რომ უკან ჩამომეტოვებინა, მაგრამ მაინც გვერდიდან ვერ მოვიცილე და გაბმული საუბარი განაგრძო:
-მე ვთვლი, რომ ყველა ქალი ლამაზია.
-მეც ასე ვთვლი-წამიერი მზერა მივაგებე და ისევ სხვა მხარეს გავიხედე.
-ჰოდა, პრობლემა რაშია?-ინტერესით მკითხა და თავისი მომაბეზრებელი საუბრით მაიძულა, პასუხი გამეცა.
შევდექი და ისიც გაჩერდა. ერთმანეთისკენ მივტრიალდით და თვალებში ღრმა მზერით ჩავხედე, რომ ამომეკითხა, რატომ იყო ამდენად დაინტერესებული ჩემი აზრით ანასტასიას მიმართებაშ. იქნებ, უბრალოდ სურდა გაეგო, ვეჭვიანობდი თუ არა და ეს თუ მართლა ეჭვიანობის გამო გააკეთა, ალბათ მხოლოდ იმის ცოდნა სურდა, გავები თუ არა მის დაგებულ მახეში.
-პრობლემის არსი გაინტერესებს?-სკეპტიკურად ვკითხე და ცივი მზერით ვუპასუხე ამავე კითხვაზე-პრობლემა ყველა იმ კაცშია, ვისაც სიყვარული უბრალო გართობა და დროის გაყვანა ჰგონია. არ დაფიქრდე, ტვინი არ გაამოძარაო, მაინც საშიშია, რადგან შეიძლება ამ შემთხვევაში ოდნავ მაინც გაგეხსნას აზროვნების არეალი და მიხვდე, რომ ქალს, რომელიც გულგრილია კაცის მიმართ, ეს კაცი გულს ვერ ატკენს. ქალს მხოლოდ სიყვარულზე უარყოფა ტკენს.
მისი პასუხისთვის აღარ დამიცდია, თუმცა, რომც ეთქვა, აღარ მოვუსმენდი. დიმიტრისაც გადავუსწარი და თიკას ამოვუდექი გვერდში:
-ყველაფერი მორჩა.
თიკამ თავიდან გაოცებული მზერით გამომხედა, ვერ მიხვდა, რა მოხდა და რაზე ვსაუბრობდი, თუმცა როცა გაიაზრა, მზერა შეშლილი გაუხდა და გულზე ხელი იტაცა:
-სოფი, მგონი ინფაქტი დამმართე უკვე, გული მტკივა.
-გული მეც მტკივა თიკა-თვალები გადავატრიალე და მისი შეწუხებული სახისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია.
-სოფი, მიშველე-ამოილაპარაკა შედარებით ჩუმად, ისე, რომ ხელი მკერდიდან არ აუშვია. მივტრიალდი და დავინახე, ფერი შეცვლოდა. გული გამიჩერდა, როცა გავიაზრე, რა შეიძლება მომხდარიყო, თუმცა სანამ საკმარისად შევშინდებოდი, ეს უკვე მოხდა. თიკა უცნაურად შეხტა და უკან გადავარდა გონებადაკარგული. სანამ დაეცემოდა, მივვარდი და ხელებში ჩამესვენა.
-დიმიტრი, ალექსანდრე, მომეხმარეთ.-ვიყვირე და როცა მათი სახეები დროულად ვერ შევნიშნე, მეც თიკასთან ერთად გადამიტრიალდა თვალები და თავი.
***********************
წამლების სუნი როგორც კი ვიგრძენი, გამოვცოცხლდი დათანაც ცხვირშეჭმუხნულმა გავახილე თვალი. პალატაში სიქათქათე იგრძნობოდა, თითქმის ბოლომდე დაცარიელებულიყო თეთრი ოთახი. ყოველშემთხვევაში, საწოლისა და რადიატორის მეტი ვერაფერი შევნიშნე. ხელებზე გადასხმისთვის ნემსები მქონდა მიმაგრებული, თუმცა წამალი უკვე ჩამთავრებულიყო თითქმის.
ამოვიოხრე და დაღლილი წამოვიწიე. საწოლზე წამომჯდარმა, გავიფიქრე, რატომ არავინ იყო ჩემთან პალატაში და ხმამაღლა დავიძახე:
-ექიმო, ხალხო, ვინმე შემოდით.
ჩემს ძახილზე პასუხი ისე დამიბრუნდა, როგორც საქართველოს ნატოში გაწევრიანების დეკლარაცია.
წამოვდექი, სხვა რა გზა მქონდა, თავად უნდა გამეკეთებინა ყველაფერი-თუ მუჰამედი არ მივა მთასთან, თვითონ მთა მივა მუჰამედთან. ჰოდა, პალატიდან თეთრი, კოჭებამდე პერანგითა და საკუთარი გადასხმით, ფეხშიშველი გამოვიპარე.
ექიმს რომ შევემჩნიე, სავარაუდოდ ნემსის გაკეთებით შემაშინებდა და გაბრაზდებოდა ჩემს საქციელზე. ჩემებს რომ ვენახე, ალბათ მარტო დატოვებით დამემუქრებოდნენ და პალატაში ძალით შემათრევდნენ.
რამდენიმე ნაბიჯი რომ გავიარე, მოსაცდელი შევნიშნე და იქ გავიწიე. სავარაუდოდ, სხვა თუ არაფერი, კლინიკის ადმინისტრატორი მაინც დამხვდებოდა თავის ადგილზე და როგორც პაციენტს, ნორმალურად მომხედავდა.
როგორც კი მოსაცდელი გავიარე, სკამებზე ალექსანდრე და ანასტასია შევნიშნე. მე რომ შემნიშნეს, ორივე ფეხზე წამოხტა და ჩემკენ წამოვიდა.
-გოგო, აქ რას აკეთებ?-მკლავში ხელი ჩამავლო ალექსანდრემ და დაბღვერილი თვალებით გადმომხედა.
-ვერ ხედავ, ვსეირნობ.-ირონიულად შევეპასუხე და მკლავი ავიქნიე, რომ ჩემთვის ხელი გაეშვა.
-წამოდი-ზურგზე ხელი მომაბჯინა და უკან შემატრიალა.
-არ მინდა პალატაში-გაჯიუტებულმა ვუთხარი და ადგილიდან არ დავმძვრალვარ.
ალექსანდრემ ამოიოხრა და დაღლილი მზერით შემომხედა.
-არ შეიძლება ახლა შენთვის ასე სეირნობა, რატომ არ გესმის?
-როცა შენ ჩემს სიტყვებსაც ასე სერიოზულად აღიქვამ, მერე დაგიჯერებ.-სკეპტიკურად მივუგე და ხელები გადავაჯვარედინე.
-გთხოვ, ანასტასია, მიაცილე ეს თავის პალატამდე და მასთან ერთად გაჩერდი, დიმიტრისთან საქმე მაქვს მე.-მავედრებელი მზერა ესროლა ქალბატონს და მერე მე მომიბრუნდა გამკაცრებული სახით-ფეხი არ მოიცვალო პალატიდან სანამ არ დავბრუნდებით.
-თორემ?-თვალებმოჭუტულმა, ნერვების მოსაშლელად ვიკითხე.
-თორემ?-ცინიკური ღიმილით გაიმეორა ჩემი კითხა და სახე ახლოს მომიტანა.-თორემ სანამ მე არ მოვინდომებ, ამ საავადმყოფოდან ცხვირსაც ვერ გაყოფ.
პასუხის გაუცემლად დამტოვა, მე კი გაღიზიანებული ვიდექი და ნერვები მეშლებოდა ჩემ თავზე, რომ სათანადო პასუხი არ გავეცი თავის დროზე.
-სოფი-თბილად მომიგო გოგონამ.-წავიდეთ. თუ შენ ასე გინდა, ნელა ვიაროთ და სეირნობაც გამოგვივა.
ხელი გამომიწოდა და მეც ჩავკიდე. ჩემს თითებთან შედარებით, ძალიან თბილი ჰქონდა ხელი და თავისი მეგობრული დამოკიდებულებით, გულიც გამითბო.
-ანა...-წამოვიწყე.
თავი მოატრიალა კითხვის მოლოდინში.
-სიმართლე მითხარი, ალექსანდრესთან ერთად რატომ ხარ.
დაიბნა, ალბათ ამ კითხვას არ ელოდა.
-ამას რატომ მეკითხები?
-უბრალოდ მინდა გავიგო, თუ ურთიერთობა გაქვთ, არ მინდა, თქვენს ურთიერთობაში ჩავერიო და ზიანი მოგაყენოთ.
-სოფი-გაოცებული და გაფართოვებული თვალებით მომაჩერდა ანასტასია და ცოტა ხანში, ყურებამდე გაეღიმა, თუმცა ვერ მივხვდი, მისი ეს ღიმილი რას ნიშნავდა.-შენ რა, ალექსი გიყვარს?
მომშტერებოდა, მე კი თვალს ვარიდებდი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა, სიმართლე მეთქვა, თუ როგორც მტერთან, დამემალა. იმდენად დაჟინებული და სასიამოვნოდ გაოცებული იყო მისი მზერა, რატომღაც დავეჭვდი მის უარყოფით როლში. ვიგრძენი, რომ მას სულაც არ უნდა სწყენოდა ჩემი და ალექსანდრეს ურთიერთდამოკიდებულების ცვლილება უკეთესისკენ.
-ჰო, მიყვარს-ჩუმად, ჩურჩულით ჩავილაპარაკე, თუმცა ვიცი, რომ გაიგო. თვალები დავხუჭე მისი ცრემლების, ან გალანძღვის მოლოდინში, თუმცა მსგავსი არაფერი მმხდარა. მხარზე ხელი ამომადო და თბილი ღიმილით მომიგო:
-ძალიან მაგარია.
-რა არის მაგარი?-თვალები გამიფართოვდა, ვერ დავიჯერე, რომ გოგონა, რომელსაც ვმტრობდი, თანაც, როგორც ჩანს, სრულიად უმიზეზოდ, ასეთი გულთბილი და კეთილი აღმოჩნდებოდა.
-ალექსმა იცის ამის შესახებ?
თავი გავაქნიე და თავი ძირს ჩავხარე დადუმებულმა, დაღლილი მზერით. როგორ ეცოდინებოდა, თუ მე არ ვეტყოდი, მაგრამ რამდენიმე საათის წინ მას უამრავი მინიშნება ვუთხარი, გამორიცხული არ იყო, რომ რაიმეს მიმხვდარიყო.
-მოდი, მე არაფერს ვეტყვი.-დასერიოზულებული მზერით დამპირდა.-ჯობია, თავად უთხრა, ან დაელოდო, როდის გამოგიტყდება ის სიყვარულში. თუმცა, რაღაცას მეც ვამჩნევდი...
-ანასტასია... შენ და ალექსს რა ურთიერთობა გაქვთ, თუ ერთამენთს არ ხვდებით?
გადაიკისკისა და მაშინვე მივხვდი, რომ სრულიად უაზრობა ვიფიქრე. გოგოს და ბიჭის მეგობრობის ყოველთვის მწამდა, მაგრამ როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხებოდა, იგივე ვერ ვიფიქრე, რასაც ნებისმიერ სხვა მეგობარ წყვილზე ვიფიქრებდი.
-რათქმაუნდა, საუკეთესო მეგობრები ვართ-გამიღიმა და პალატაში შემაცილა.-მართალია, ყველაფერი იცის ჩემსა და ჩემი საიდუმლოებების შესახებ, მაგრამ ეს საიდუმლო მხოლოდ ჩემი არაა, ჩემი და შენია, ამიტომ გპირდები, ვერაფერს გაიგებს სანამ თავად არ ეტყვი.
-გმადლობ-ორივე ხელი ჩავჭიდე და აკაშკაშებული თვალებით გულწრფელად მადლიერი მზერა მივაპყარი მის მომხიბვლელ მზერას.
-კარგი, დაისვენე ახლა, თიკა კარგადაა, გასინჯა ექიმმა და უბრალოდ ნერვიულობისგან დაკარგა გონება, ამას ისიც დაერთო, რომ დილით კარგად არ იკვებება ხოლმე.
-რათქმაუნდა, სხვა რა უნდა ყოფილიყო...-თავი გავქნიე.-იმედია, ახლა მაინც ჭამა რამე.
-აბა, ისე გააჩერებდნენ?-გაეცინა-სულ ძალით აჭამა დიმიტრიმ.
დიმიტრის გაგონებაზე გამეცინა, რადგან წარმოვიდგინე, რა მოუვიდოდა თიკა გულწასული რომ დაინახა.
ანასტასია მანამ იჯდა ჩემს პალატაში, სანამ ბიჭებმა არ შემოაღეს კარი ექიმთან ერთად. როგორც აღმოჩნდა, არ ვკვდებოდი და საღამოს გამოგვწერდნენ მე და თიკას.
ალექსანდრეს თვალებში მანამ ვაკვირდებოდი, სანამ თავადაც არ გამომხედა უცნაური, დაჟინებულიი მზრით და გაწითლებული შევეშვი მის თვალიერებას.
***********************
საღამოს, როცა სახლში მარტოსულად ვიჯექი და მაგიდაზე ლამის ვთვლემდი ღვინის ჭიქით ხელში, კარზე ზარის ხმა გაისმა და დაინტერესებეულმა იმით, თუ ვინ იყო, ჩამოშვებული ყურები ავწიე და წამოვდექი.
კარის გამოღება და თიკას ყველის ვაჭარივით მომღიმარი სახით შემოვარდნა ერთი იყო.
-შემოდი, შემოდი, რას დგახარ კარში.-მომიხმო თავისთან, როცა დივანზეც კომფორტულად მოკალათდა და შოკოლადის ფილა ჩაკბიჩა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ შავი შოკოლადი შეჭამა, უკვე გვიანი იყო. სახე დაემანჭა და დაიჯღანა:
-რას მაჭმევ, არ უნდა მითხრა, რომ ეს საზიზღრობა დამიდე წინ?
წარბები ავზიდე:
-ჩემი ბრალია თურმე...
-მომისმინე, დიმიტრის სახლში ხომ ხარ ნამყოფი?
-მერე?
-ჰოდა, გეცოდინება ალბათ სად მივდივართ ნახევარ საათში. აბა, გაემზადე და წავედით.
შეშლილი თვალებით გავხედე, ნამდვილად მეხუმრებოდა და თუ არ მეხუმრებოდა, ცუდად იყო მისი საქმე!
-თიკა, ეს რა ხუმრობაა, რა მინდა დიმიტრისთან, შენი თავი ხომ არ გგონივარ, მეც ყოველ წამს მისი რუხი თვლების მზერა რომ მხიბლავდეს.
თვალები დამიბრიალა, თუმცა გამომეტყველება არ შესცვლია, იგივე მზერით მიმითითა ოთახისკენ.
-თიკა, არ ვაპირებ გამოცვლას და მითუმეტეს, წამოსვლას.
-გავიგე, რომ შენი სიამაყე ხელს არ გიწყობს, სპონტანურად და თანაც მეგობრის ხათრით მიიღო ადაწყვეტილებები, მაგრამ ჩემთან ვალში ხარ თუ არ დაგავიწყდა, თანაც სიცოცხლის ვალში.
-რას მელაპარაკები ნეტავ?-ნიკაპზე თითი მივიდე.
-მე შენ გამო ლამის გულმა დამარტყა და შენ ჩემ გამო დიმიტრისთან ვერ წამოსულხარ.-ხელები გადააჯვარედინა მომდევნო დრამის დასადგმელად-ყოჩაღ, როგორ მეამაყები.
ამოვიოხრე. მას ხომ ვერც ერთი მსახიობი ვერ აჯობებდა სპექტაკლის თამაშში.ამჯერადაც მაჯობა აფერისტობაში.
ოთახში უსიტყვოდ შევედი და უაზრო სახით გამოვაღე გარდერობის კარი. ჯობდა, რამე უბრალო ამერჩია, რომ დროულად წავსულიყავით და დროულად მოვსულიყავით.

დიმიტრის მაღალი, ვრცელგალავნიანი სახლი კვლავ ჩვეული მოდერნიზებულობით გამოირჩეოდა. სანამ სახლში შევაბიჯებდით, რამდენიმე ადამიანს მოვკარი თვალი და თვალები გადავატრიალე.
-თიკა, ისევ წვეულებაა აქ გამართული?
-მინი ფართია-გამიღიმა ეშმაკურად და თვალი ჩამიკრა. რა ედარდებოდა, მე ხომ უკვე მომიტყუა და ახლ ვეღარსად გავიქცეოდი.-წამოდი, დიმიტრი ვნახოთ-მკლავში თავისი თხელი და გრძელი თითები ჩამავლო და მისაღები ოთახისკენ წამათრია.
დიმიტრის მივუახლოვდით და მასთან ერთად კიდევ ერთი ნაცნობი პიროვნება შევნიშნე, რომლის ნახვაც საერთოდ არ მინდოდა, რადგან ჯერჯერობით საკუთარ თავსა და გრძნობებში დარწმუნებული არ ვიყავი.
-სოფი, კარგია, რომ მოხვედო-თბილად გამიღიმა დიმიტრიმ და ღვინის ბოკალი მომაწოდა.-ფრანგული ღვინოა, კარგად დაძველებული. თუ გასინჯავ მიხვდები, რომ ქართულისგან ძალიან განსხვავდება.
თავი დავუქნიე და ღვინო მოვსვი. სანამ ჭურჭელს ტუჩებს მოვაცილებდი, ნაცნობმა მზერამ შემაწუხა და ქვემოდან ამოვხედე ალექსანდრეს. სერიოზული სახით მომჩერებოდა, სახეზე ღიმილის მიზეზით ერთი ნაკვთიც არ შერხევია. ცოტა არ იყოს, მისმა ასეთმა დაჟინებულმა და გაბედულმა მზერამ დამაბნია და შემაშინა, მაგრამ თავს მოვუწოდე, რომ ემოციები შემეკავებინა და დამემალა მისგან.
ერთდროულად მოვაცილე მზერა-მასა და ტუჩები-ჭიქას. მხრებში გამართული ვიდექი, მაღალწელიანი კლასიური შარვლითა და გულგრილი გამომეტყველებით. კარგია, რომ დაბალი ფეხსაცმელი მეცვა, თორემ სხვა შემთვხვეაში, ოდნავ შემთვრალი, შესაძლოა თავბრუდახვეული წავბარრბაცებულიყავი. არ მინდოდა, რომ მას, როგორც სუსტი ისე დავენახე.
მიყურებდა, ოღონდ მე აღარ ვუყურებდი, ალბათ ფიქრობდა, მისი მრცხვენოდა, მაგრამ მე არ მცხვენოდა, უბრალოდ მეშინოდა, რომ მან იცოდა ჩემი საიდუმლო, იცოდა, რომ მიყვარდა და ამას სხვანაირად მიიღებდა.
უკვე ანასტასიაზე გადავერთე და დავიწყე ფიქრი იმაზე, გოგონამ რაიმე ხომ არ უთხრა-თქო, თუმცა ამაზე ფიქრი არ დამცალდა, როგორც კი საბაბების ძებნა დავიწყე, ალექსანდრე ადგილიდან დაიძრა და როცა გვერდით ამომიდგა, ჩემთვის გასაგონად მოკლედ და კონკრეტულად ამოილაპარაკა:
-სალაპარაკო გვაქვს.
მერე კი, გვერდი ისე ამიარა, მხარი გამკრა და ჩემთვის თვალნათლივ გასარკვევი იყო, რომ ნამდვილად სერიოზული თემა მელოდა წინ ალექსანდრესთან ერთად.
უკან გავყევი ისი ნაბიჯების თვალიერებით და მალე ვრცელ, მწვანე ეზოში ამოვჩნდით, ირგვლივ ამოსული მაღალი ბუჩქები კი ჩვენს ჩრდილებსაც ფარავდნენ არათუ სხეულებს. მისი სილუეტი, რომელიც ბალახზე გამოსახულიყო, სწორედ მისნაირი ჩამოსხმული და ბერძენი მოქანდაკეების ნიმუში იყო. დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ ჩრდილშიც კი გამოკვეთილად ეტყობოდა მსხვილი, სიმეტრიული ტუჩები და სრულყოფილი, მარმარილოსავით ცხვირი, სწორი და თხელი.
არ ვიცი, შესაძლოა იმის ბრალიცაა, რომ შემთვრალი ვიყავი. მომინდა, მის თმებში გაყინული თითები ამეხლართა და გამეთბო, მინდოდა, ყელზე შემოვხვეოდი და ტუები მფეთქავ არტერიაზე მიმეკრო, მინდოდა, საოცრად ახლოს მდგარიყო, ისე , რომ ჩემი გულისცემა მოესმინა. უბრალოდ მინდოდა, და ვერ ვხვდებოდი, ეს უბრალოდ ვნება იყო თუ სიყვარული-ემოციებითა და ვნებით.
-სოფი, შემომხედე-ნიკაპზე ნაზად მომკიდა თლილი თითები და სახე ამაწევინა, იმდენად, რომ მისთვის თვალებში კარგად მეყურებინა.-ჯანდაბა, ნასვამი ხარ.
-აბა, ღვინოს რომ ვსვამდი, რა გეგონა, გამომაფხიზლებდა?-გულწრფელად ჩამეცინა ჩემივე ნათქვამზე და ბოლოს, მის მზერაში დაღლილს, სიცილისგან მხოლოდ თბილი, სევდიანი ღიმილი შემრჩა სახეზე.-რა საქმე გქონდა აბა? ცოლობა ხომ არ უნდა მთხოვო?
დაჟინებული მზერა არ წაშლია სახეზე, მხოლოდ სიტყვები ამოილაპარაკა:
-გინდა, ცოლად გამომყვე?
-მე?-მკერდზე ხელი მივიბჯინე.-მეკითხები, მე მინდა თუ არა?
-ჰო და ყურადღებით გისმენ.-მშვიდად დამაკვირდა თვალების მოუცილებლად.
დავდუმდი. ისეთივე სერიოზული გამიხდა სახე, როგორიც მას ჰქონდა.
-მაგრამ... მე არ ვიცი...-ჩავილაპარაკე და თავი ჩავხარე, აღარ შემეძლო, გამეძლო მისი თვალებისთვის.
-რა არ იცი სოფი?
-შენი გრძნობები არ ვიცი.
-მაგრამ შენი ხომ იცი.-მოკლედ მომიჭრა.
სხვა გზას არ მიტოვებდა, უნდოდა რომ ეპასუხა, მაგრამ არ ვიცოდი, რომელი პასუხის მოსმენა სურდა და ელოდა.
-გულს მატკენ?-გულუბრყვილოდ ვკითხე და აწყლიანებული თვალებით მივაჩერდი. სადაცაა, წავიქცეოდი. თავადაც შეამჩნია, რომ ოდნავ ვირწეოდი და მკლავზე ხელი ჩამჭიდა საყრდენად.
-დაგიცავ.-გულწრფელი თვალებით მომიგო.-თუნდაც საკუთარი თავისგან.
-ჩემთან იქნები?
-სულ.-თვალებით გამიღიმა.
რამდენიმე წუთი ჩუმად ვაკვირდებოდი, მერე კი ჩემთვისვე მოულოდნელად, თავი დავუქნიე.
-შენთან მინდა.-ვუთხარი და თავი მკერდზე მივადე. არ ვიცი, იმიტომ, რომ უბრალოდ ძალიან მეძინებოდა და ვითენთებოდი თუ იმიტომ, რომ მისი შემრცხვა ასე გამოაშკარავების შემდეგ.
ვიგრძენი, როგორ მაკოცა თავზე და მისი ტუჩების სიმხურვალე მთელ სხეულს მოედო. ძარღვებში ჩვეულმა სითბომა და ადრენალინმა დამიარა, ოღონდ ამჯერად ერთი განსხვავებით-ბედნიერება სურვილს სჯაბნიდა.
-მიყვარხარ სოფი.-მისი სიტყვები ბოლო იყო, რაც გავიგე, შემდეგ კი, მგონი მის გულზე მიყრდნობილს დამეძინა.


მომენატრეთ. ახალი თავით დავბრუნდი, თუმცა, ეს საბოლოო ნამდვილად არ არის, ამაზე ფიქრი ნუ შეგაშინებთ. გთხოვთ, კომენტარის სახით შემიფასოთ სიახლე, რადგან ნამდვილად ველი და მაინტერესებს, რას ფიქრობთ ამ თავზე. უნდა ვაღიარო, რომ თანდათან დასასრულისკენ მივდივარ და სანამ დავასრულებ, კიდევ რამდენიმე დაამახსოვრებელ და სასიამოვნო მომენტს დაგიტოვებთ ამ მოთხრობიდან, წყვილის ურთიერთობიდან, რომელიც მეტწილად პოზიტიური იქნება, რადგან არ მინდა, ზედმეტად გავადრამატულო და ზედმეტად ბევრი ინტრიგა ჩავურთო.
პ.ს. თქვენი რჩევები, რომლებიც კომენტარებში გამოხატეთ, ძალიან დამეხმარა იდეების ჩამოყალიბებასა და ამ იდეების მოთხრობაში დართვაში. მიყვარხართ და მაბედნიერებთ.



№1  offline წევრი დარინა

მგონი ეშველათ გამიხარდა ანასტასია რომ მეგობარი აღმოჩნდაა, ბოლო მომენტმა გამათბოო იმედია უაზრობების გამო აღარ დაშორდებიან და თან სოფის ემახსოვრება ალექსანდრეს მიყვარხარ, ბევრი ბევრი თბილი და ტკბილი მომენტები მინდა მე ამათი, მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როოგოორც იქნააა ეშველააათ ეშველააათ ♥️♥️♥️♥️
როგოორ გამიხარდაა ახალი თავი და მე ამათი ამბავი ნეტა იცოდე ♥️♥️♥️
ძლივს ალექსანდრე დალაგდა და აღიარა ჰოდა ეგრე ბიჭო ♥️♥️♥️
მიხარია ძალიაან ძალიაან და მიყვარს მე შენი პერსონაჟები უძალიანესად ♥️♥️♥️
მოუთმენლად გელი ახალი თავით მალე დაგვიბრუნდი ♥️♥️♥️

 


დარინა
მგონი ეშველათ გამიხარდა ანასტასია რომ მეგობარი აღმოჩნდაა, ბოლო მომენტმა გამათბოო იმედია უაზრობების გამო აღარ დაშორდებიან და თან სოფის ემახსოვრება ალექსანდრეს მიყვარხარ, ბევრი ბევრი თბილი და ტკბილი მომენტები მინდა მე ამათი, მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

ძალიან გამახარე შენი ემოციებით. სწორედ ასე ვთქვი,მართალია დაგასპოილერეთ,მაგრამ არ მინდა იფიქროთ, რომ მათ ურთიერთობას უბრალოდ ზედმეტი კინკლაობები და კამათი გააფუჭებს. სავარუდოდ, შემდეგი თავი იქნება დასასრული.

 


№4  offline წევრი DI ANA

კოცნის ვალი და ლურჯი შოკოლადი ყოველთვის საუკეთესოა, როგორც იქნა ეშველა მაგ ორს. ალბათ ეს ნაწარმოები მალე დამთავრდება და არ გინდა cry baby_ის მეორე ნაწილი დაწერო?

 


№5  offline წევრი Niniko11

Rogorc iqma dadga nanatri wamebii uraaaa
Au es aleqsamdre me ar momewonos meshinia ukve raa dd
Ho kargi tavi iko shemdegs rodis dadeb?

 


DI ANA
კოცნის ვალი და ლურჯი შოკოლადი ყოველთვის საუკეთესოა, როგორც იქნა ეშველა მაგ ორს. ალბათ ეს ნაწარმოები მალე დამთავრდება და არ გინდა cry baby_ის მეორე ნაწილი დაწერო?

კი, რათქმაუნდა. როდესაც ამ მოთხრობას დავამთავდრებ, პირველ რიგში, "cry baby"-ს გავაგრძელებ.

Niniko11
Rogorc iqma dadga nanatri wamebii uraaaa
Au es aleqsamdre me ar momewonos meshinia ukve raa dd
Ho kargi tavi iko shemdegs rodis dadeb?

წერის პროცესში ვარ და ვეცდები, რაც შეიძლება ვრცელი გამომივიდეს, იმიტომ, რომ შემდეგი თავი საბოლოო იქნება.

 


№7  offline წევრი sometimes

იეეეეეეეეს უთხრა მე ახლა წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა ანასტასია კარგი გოგო ყოფილა

 


sometimes
იეეეეეეეეს უთხრა მე ახლა წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა ანასტასია კარგი გოგო ყოფილა

ბოლო მომენტში გადავიფიქრე, რომ ბოროტ როლში გამომეყვანა smile მოხარული ვარ შენი შეფასებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent