შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გახდები (2)


18-01-2019, 13:29
ავტორი truelove
ნანახია 2 238

მამაკაცი ჩემგან ზურგით იდგა და ხელები მოაჯირზე ქონდა ჩაჭიდული,ირგვლივ ლამპიონების მკრთალი სინათლე ანათებდა ვერანდას,კაცის სხეული ჩემსკენ შემოტრიალდა და მწვანე თვალები შემომანათა საკმაოდ მიმზიდველი იყო.
–არ ცდებოდნენ თქვენზე–გამიღიმა და ჩემსკენ დაიძრა დაიხარა და ხელზე მაკოცა.
–რას გულისხმობთ?–შევიშმუშნე და ხელი ზრდილობიანად გამოვგლიჯე.
–იმას,რომ ულამაზესი ქალბატონი ხართ.–ხელი მაგიდისკენ გაიშვირა,სადაც წითელი ღვინით სავსე ჭიქები იდო. მაგიდასთან მივედით სკამი გამოწია,რომ დავმჯდარიყავი შემდეგ კი თავის ადგილას დაჯდა.
–რას მიირთმევთ?–მკითხა და ოფიციანტს ხელით ანიშნა.
–ვფიქრობ ღვინოც საკმარისია.
–როგორც გინდათ.
–აბა გისმენთ,მითხრეს,რომ ჩემთან შეხხვედრა გინდოდათ.
–დიახ,შეხვედრასთან ერტად გაცნობაც.–მითხრა და საზურგეს მიეყრდნო.
–მგონი ვხვდები აქ რატომაც ვარ.
–არამგონია ხვდებოდე.
–რას გულისხმობთ.–მართლა გამიკვირდა და ინტერესით შევხედე.
–მალე გაიგებ.
–გამოცანებით არმიყვარს ლაპარაკი.
უცბად მობილურმა დარეკადა ეკრანს დახედა,სახე შეეცვალა ფეხზე წამოდგა და იქით გავიდა.
აჰა საიდუმლოებებით მოცული პრინცი,რომელიც გამოცანებით მელაპარაკება დ მთელი საღამოა მიბღვერს.
–უნდა წავიდეთ–ოთახში შემოიჭრა და პიჯაკი მოიცვა.
–რახდება?!–ფეხზე ავდექი და ჩანთა ავიღე.
–ხომ გითხარი უნდა წავიდეთ–მეთქი.–ხელი მომკიდა და სირბილით ჩამარბენინა კიბეზე.
–რახდება გამაგებინე.–ავნერვიულდი და გული ამიჩქარდა.
–მარიამ მომისმინე–ხელები სახეზე მომკიდა და თვალებში მიყურებდა–აქედან უნდა წახვიდე დაცვის ბიჭებს გაყვები და,დღეს სახლიდან არსად გახვალ.
–უკაცრავად?–ხელები მოვიშორე და უკან გავიწიე.
–ძალიან გთხოვ მარიამ,ყველაფერს აგიხსნი,მაგრამ ახლა უნდა წახვიდე.
–იცოდე ყველაფერს ამიხსნი.
–გპირდები,რომ აგიხსნი ახლა კი მანქანაში ჩაჯექი.
დაცვას რაღა ანიშნა თვითონ კი 2 წამში აორთქლდა.
10 წუთში სახლში ვიყავი და ჭიშკარის წინ გაოცებული ვიდექი.
სახლში შევედი ოთახში მინდოდა ასვლა,მაგრამ ლადო და ეკატერინე ქურდებივით მითვალთვალებენ.
–შევხვდით,ვისაუბრეთ და გავიცანით ერთმანეთი დაქორწინებას უახლოეს მომავალში არვაპირებთ.
ეკატერინეს საუბრის გაგრძელება უნდოდა,მაგრამ ოთახში შევასწარი და საკეტი გადავკეტე. გადავივლე და საღამურები ჩავიცვი. ოთახსი მოუსვენრად დავიარებოდი და მობილური ზარს ველოდი თან ტუჩებს ვიკვნეტდი ნერვიულობისგან.
1 საათი მაინც ველოდებოდი და როგორც იქნა მობილურმა დარეკა მაშინვე ავიღე და მის ხმას დაველოდე.
–კარგად ხარ?–ჩახლეჩილი ხმით მკითხა.
–კი ცუდად რატომ უნდა ვიყო?
–მართალი ხარ.
–პასუხებს ველი შენ მითხარი,რომ ყველაფერს ამიხსნიდი.
–და ასეც არის,მაგრამ მობილურში არმინდა ამის ახსნა.–ძალიან მკაცრი ხმა ჰქონდა.–ხვალ შევხვდეთ?
–ხვალ რადღეა?–ჩემთვის ჩავიბურტყუნე–ორშაბათი.
–ხვალ სკოლაში პირველი დღე მაქვს და არვიცი.
–საღამოს არგეცლება?
–სავარაუდოდ კი,დამირეკე და გეტყვი.
–კარგი...მარიამ–სანამ გავთიშავდი შემაჩერა.
–გისმენ.
–ძილინებისა.
გამეღიმა მეც არვიცი რატომ,მაგრამ გამეღიმა.შემდეგ კი მობილური გავთიშე და საწოლზე მოვისროლე. ხვალ სკოლაა სულ გადამავიწყდა ამ ორ საათში.საწოლში ჩავწექი და ნერვიულობისგან ეგრევე ჩამეძინა.
დილის რვის ნახევარზე მაღვიძარამ დარეკა თვალი ოდნავ გავახილე თუარა ეგრევე ფეხზე წამოვხტი და ფანჯრიდან მზეს მივაშტერდი.
ახალი სკოლა,ახალი ბავშვები და ახალი შანსი ცხობრებისგან.
ვიცურავე,გადავივლე და პირსახოც შემოხვეული კარადას მივადექი თეთრი დახეული ჯინსი და შავი ტოპი ჩავიცვი ფეხზე კი შავი მაღალყელიანი კეტები. სარკესთან დავდექი და ჩემთავს მივაშტერდი
ასეთი არასდროს მინახავს ჩემი თავი,ახლა სწორედ იმ გოგონას ვგავარ,რომელიც სულ მინდოდა,რომ ვყოფილიყავი ახლა მეც ჩვეულებრივი ვიყავი. ქვემოთ ჩავედი სასაუზმოდ,დედაჩემარომ დამინახა საჭმელი გადაცდა.
–საყვარელო ეს რა ჩაგიცვამს?–მამაჩემიც გაოცებული მათვალიერებდა.
–მამა ეს შარვალია ტანსაცმელია ასეთი გოგონებისც იცვავენ.–ცინიზმით ვუთხარი და მაგიდასთან დავჯექი.
–მაინც თავისი გაიტანა ლადო.–ეკატერინეს წნევა ჰქონდა უკვე.
–ძალიან გთხოვთ ნუ ჩამაშხამებთ ამ დღეს და ნუ იქცევით ისე თითქოს ჩემი საქციელი შესარცხვენი იყოს–უკვე საშინლად ვბრაზდებოდი.
–კარგი დაწყნარდით ორივე–ლადო წამოდგა და ლოყაზე აკოცა ჯერ ეკატერინეს მერე მე.–სამსახურში მეჩქარება,მარიამ სკოლის პირველ დღეს მამამ რო წაგიყვანოს შეიძლება?
ბედნიერებისგან თვალები მიბრწყინავდა მაგიდიდან წამოვხტი და მამაჩემისკენ წავედი,თუმცა დედაჩეთნ მივედი და მოვეხვიე.
–დედა გთხოვ პატივი ეცი ჩემს გადაწყვეტილებებს.
თვალებცრემლიანი გამომხედა.
–რამხელა გაიზარდე უკვე.–მითხრა და ცრემლები მოიწმინდა.
–წავედი ეხლა.
ეზოში გავედით და მამაჩემის მანქანაში ჩავჯექით.
–აბა როგორ გრძნობ თავს?–ღიმილით გადმომხედა მამამ.
–ძალიან ბედნიერი ვარ.
–მიხარია.
სკოლასთან გააჩერა და ფანჯრიდან,რომ გავიხედე ყველა მანქანას მოშტერებოდა,რათქმაუნდა მე ხომ მდიდრულ მანქანაში ვიჯექი,კარგი შუშები,რომ დაბურული აქვს.
–მამაა,გთხოვ გზა განაგრძე და სადმე მოფარებულში ჩამოვალ.
–რატომ?
–მამა ჩემი მიზანია ვიყო ჩვეულებრივი და ამ მანქანით არგამოვა მგონი მეტროთი ან აავტობუსით უნდა ვიარო წავედი მიყვარხარ.–მანქანიდან გადმოვხტი.
–მოიცა რა მეტრო?–მამამ ვერ დაასრულა ისე გამოვიქეცი ახლა აღარაფერი მანაღვლებდა დიდი შენობის წინ ვიდექი ყველანაირი ქუსლებისა და კაბის გარეშე ცალ მხარზე ზურგჩანთა მქონდა მოკიდებული.
აბა მიდი მარიამ ეს უნდა გააკეთო ეს ხომ მთელი ცხოვრებაა გინდა.
კარები შევაღე და ირგვლივ მიმოვიხედე აი მესმის ცხოვრება.
ბავშვები ყველგან ირეოდნენ პატარები თავის მასწავლებლებს ყვავილებს ჩუქნიდნენ დიდები ფანჯრის რაფებზე ისხდნენ და ჭორაობდნენ მე კი ვიდექი და...
–გამარჯობა?–ფიქრები ერთმა გოგონამ შემაწყვეტინა,რომელიც ნაძალადევად მიღიმოდა.
–გამარჯობა. –მივეალმე და მეც გავუღიმე.
–სავარაუდოდ შენ მარიამ ჭავჭავაძე ხარ,ალბათ ძალიან დაბნეული ხარ.
–კი ნამდვილად.
–მე შენი კოორდინატორი ვარ დირექციამ დამავალარომ ახალ ბავშვებს მივხედო,შენი საბუთები შეიძლება?
–კი,კი ახლავე–ზარი დაირეკა და ყველა კლასებში შევიდა.
გოგონამ საბუთები გამომართვა და კიბისკენ წავიდა.
–წამომყევი შენი კლასი მესამე სართულზეა,დამრიგებლის სახელი ნინო ჯანდიერი,ეცადე არ გააბრაზო.
ჩემი კლასის წინ ვიდექი და ნერვიუობისგან ვკვდებოდი.
–ნუ ნერვიულობ მე შენი პარალელური კლასელი ვარ პირველ სართულზე ვარ ხშირად თუ რაიმე დაგჭირდება მითხარი.
–უკაცრავად,შენი სახელი?
–ლანა.
–კარგი,მადლობა ლანა.
–არაფრის,წარმატებები.
ლანა წავიდა და დავრჩით მე და ჩემი კლასის კარი. 10 წუთი ვიდექი ასე,შემდეგ კივიღაცის ხმა მომესმა უკნიდან.
–დიდიხანი უნდა კეტავდე შესასვლელს?
მოვტრიალდი და შავთვალება შავგვრემანი ბიჭი შემრჩა.
–გამარჯობა,მე მარიამი მქვია ახალი ვარ და...
–არმაინტერესებს გაიწიე.–ისე ცივად მითხრა რამის იქვე მოვკვდი.
გვერძე გავიწიე და შევატარე თან მეც შევყევი.
–გამარჯობა ვატო.–დამრიგებელი მიესალმა და მე მომიტრიალდა.
–შენ ჩვენი ახალი მოსწავლე უნდა იყო.
–დიახ,ახალი მოსწავლე ვარ.
–მარიამ ჭავჭავაძე ხო?–საუთებს ჩახედა და შემდეგ მე ამომხედა.
–დიახ.
–მარიამ სანამ დაჯდებოდე შენს ადგილას მინდა ერთი რამ იცოდე,ამ კლასს თავისი წესები აქვს,რომელსაც არავინ არღვევს,მთავარი წესი ერთმანეთის პატივისცემაა.
–გასაგებია.
–კარგი ახლა ორიოდე სიტყვა გვითხარი შენზე.
–მე მარიამ ჭავჭავაძე ვარ,17 წლის დავიბადე და ვცხოვრობ თბილისში. საყვარელი საგანი ისტორია და ფიზიკა.–ის ბიჭი ვატო ისე მიყურებდა თითქოს ჩემი მოკვლა სურდა
–მადლობა მარიამ დაბრძანდი.
ადგილი მეორე მერხზე იმ ვატოს გვერდით მერგო.
გაკვეთილი დაიწყო თუარა ვატო ჩემსკენ გადმოიხარა და ჩმად მითხრა
–როგორც კი კლასიდან გავა მაშინვე მონახავ სხვა ადგილს.
უკვე ნერვები მიმტყუნებდა.
–არვაპირებ სხვა ადგილის ნახვას ესეც მომწონს.–ვუთხარი მშვიდად.
–შენს სურვილზე არაა დამოკიდებული.–ცივად მიპასუხა და კალამი დააგდო.
–არც შენს კაპრიზებზე.–შევუბღვირე და რვეული გადავშალე,როგორც ჩანს დამრიგებელი მათემატიკას გვასწავლიდა.
ზარი დაირეკა და რვეული დავკეცე ეს თემა შარშან მქონდა გავლილი ამიტომ კარგად ვიცოდი.
–ახლავე გადადი სხვა მერხზე–მომთხოვნი ხმა ქონდა ვატოს.
–არვარ ვალდებული შენ დაგემორჩილო.
–შენნაირებს კარგად ვიცნობ თქვენი არგეყოთ და ეხლა აქ ცდილობთ სიტუაციის არევას.
–წარმოდგენა არმაქვს რაზე საუბრობ ამიტომ თავი დამანებე.
ფეხზე ავდექი ქიმია გვქონდა და კაბინეტისკენ წავედი.
–ყველაფერი ვიცი –ამეკიდა ვატო.
–რაგინდა?! ან რაიცი?
–როგორ მოხდა,რომ დიადი ჭავჭავაძეების ქალიშვილი ჩვეულებივ სკოლაში სწავლობს.
სუნთქვა შემეკრა.
–გგონია ვერავინ ვერ გიცნობდა? შეიძლება სხვები ვერა,მაგრამ მე ძალიან კარგად გიცნოთ ყველას.
–ჩემგან რაგინდა?!
–გადადი ამ სკოლიდან და ახლოს არგაეკარო აქაურობას აი ეს მინდა თორემ...
–თორემ რა? ხვდები,რომ მემუქრები?
–თორემ ისეთ რაღაცეებს გაგიკეთებ,რომ სკოლაში კიარა შენი ლიმუზინიდანაც ვერგამოყო ცხვირი.
კედელს ხელი მიარტყა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა.გაოცებული დავრჩ ამხელა აგრესია ჩემს მიმართ პირველად ვიგრძენი რა დავუშავე ამ ბიჭსვინიყო და რატომ ვეზიზღებოდი ასე ძალიან?

პ.ს ესეც მეორე თავი იმედიმაქვს მოგეწონათ.



№1  offline წევრი დარინა

მე რატომღაც ირაკლი მომეწონა, ვნახოთ მარიამი როგორ გაართმევს ამ ახალ გამოწვევას. შემდეგი თავი მინდა მაინტერესებს რა მიზეზი აქვს ირაკლის.

 


№2  offline წევრი Elea_Nora

მაგარია! რა აგრესიულია ეს ვატო. იმედია ჩაწყნარდება :D აი ამ ჭავჭავაძეების პატარა ქალბატონზე კი ვგიჟდები. მაგარი გოგოა!

 


№3  offline წევრი aavvbb

აუუ ირაკლისთან დატოვე მარიიიი plzzzzzz ❤️❤️ ვატო და პატარა ბაჭაჭყანა ბიჭები არგვინდა :D

 


მე კიდე მინდა რომ ვატოსთან დარჩეს, ამბობენ ნამდვილი სიყვარული ჩხუბით იწყებაო და მე ამის მთელი არსებით მჯერა, ნუ რავი "მწერალი" შენ ხარ და შენ უნდა გადაწყვიტო, მე შენი გადაწყვეტილება მართლა გამახარებს, მაგრამ რა ვქნა ვატო მომწონს ძალიან, მაგრამ ირაკლიც არაა ცუდი ტიპი, მაგრამ მე მაინც ვატოს მხარეს ვიჭერ, აბა შენ იცი, მე შენ გენდობი და ვიცი ცუდთან არ დატოვებ, მიხარია რომ წერ "მწერალო" მახარებს ის რომ მუზას არ კარგავ, და შეიძლება გთხოვო რომ ოდნავ, სულ ოდნავ გაადიდო თავები? მე შენ, არა შენ კი არა ეს ისტორია შემიყვარდა, და იცი ხოლმე რა მემართება? როცა ეს ისტორია მახსენდება "დებილივით მეცინება" ამ სიტყვებს ყველა არ იმსახურებს, მაგრამ შენ? შენ სხვა ხარ, და შენი ისტორია კიდევ უკეთესია, არ გეწყინოს ოქეი? დდდ:

 


№5  offline წევრი Niniko11

კარგიაა მომეწონააა მოუთმენლად ველი შემდეგ თავსს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent