შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილთან ახლოს... (თავი 3)


18-01-2019, 16:08
ავტორი naattii
ნანახია 1 733

-მა როგორ ხართ?_ლივს გავიღიმე კამერაში მამას და უკან რატის დანახვაზე.
-კარგად ლუკა, შენ სად დაიკარგე? გუშინ არ დაგირეკავს.
-ხო მამა, მე .... საავადმყოფოში ვარ.
-რატო?_მაშინვე წელში გასწორდა გია და ყურადღებით შემათვალიერა.
-ოპერაცია გამიკეთეს._რატიც რომ მოუახლოვდა კამერას ჩახველება დამჭირდა.
-რა ოპერაცია ლუკა რას ამბობ? ასე უცებ რა მოხდა მხოლოდ ერთი დღე ვერ დაგვირეკე, გუშნ წინ გასართობ ცენტრში არ იყავით?
-ხო და სასწრაფოდ დამჭირდა, რაღაც წამონაზარდიაო და რავი კაროჩე რა.
-რა წამონაზარდი ბიჭო_რატიმაც იკადრა ჩარევა.
-სიმსივნე მაქ რა_პირდაპირ ვთქვი და ამოვისუნთქე, ახლა მათ დამშვიდებაზე უნდა მეზრუნა, მე ისედაც გადავიტანდი როგორმე.
გამეფებული სიჩუმე რატის დამტვრეულმა ნივთმა დაარღვია და გიაც შეფხიზლდა
-მამა, შენ ხვდები რას ამბობ?
-ვხვდები მა, არაუშავს დამშვიდდი, პირველი სტადიაა, სულ საწყისი ხვალვე მიწყებენ მკურნალობას და 88% შანსია გამოჯანმრთელებისო.
-შენი ბედი რომ ვიცი დიდი შანსია იმ 12 % მოხვდე._ხელებშ ჩარგული თავი არ აუწევია ისე ამოიდუდღუნა რატიმ.
-აუ რატი, პროსტა შენ უნდა ჩამოხვიდე რა, ოჯახს ველაპარაკე და ჩემს ნაცვლად იმუშავებ, გერმანულის ნაცვლად ინგლისურად დაგელაპარაკება ეს ბავშვი.
-რატი კიარა ყველა ჩამოვალთ ლუკა.
-კაი რა მა, რა ფულით? სამსახურები უნდა მიატოვოთ და აქ სასტუმროში დასარჩენი ფული საიდან? ენა არც შენ იცი არც დედამ. მარტოც გავუმკლავდები.
-შენი აზრით დედაშენი აქ წამსაც დაისვენებს?
-მამა დაფიქრდი და მიხვდები, პატარა ხომ არ ვარ? მე და რატიც გავართმევთ თავს, პირველი სტადიაა, ორი თვე ვიმკურნალებ და მორჩა, თანაც რატის შემილია ექიმის დახმარებით სასწრაფო მოწვევა გამოვუგზავნო და თქვენ თვეები დაგჭირდებათ ვიზისთვის.
-ხვალვე მექნება პასპორტი_თავი დამიქნია რატიმ
-კარგი, მე მაშინ წავალ და საბუთს გავამზადებინებ, არ ინერვიულოდ, კარგად ვარ_რაც შემეძლო მხნედ გავიღიმე და ექიმის ოთახისკენ წავედი.
მეორე დღეს უკვე ნერვებ დაჭიმული ვიჯექი ოთახში გამოკეტილი, ნებადართული მხოლოდ დერეფანში მქონდა გასვლა და სიარული, პირველი ქიმიოთერაპიის პრეპარატი საოცრად დიდ ნემსში ჩასხმული კვასლვასა წითელი სითხე აღმოჩნდა.
-ანუ, ერთ კვირაში ჩემს კულულებს დავემშვიდობები?_სიცილით ავხედე ახალგარდა ექთანს.
-არადა კარგი ხუჭუჭა ხარ_მანაც იგივე მზერა დამიბრუნა და ოთახი დატოვა.
უკვე მოწყენილობისგან ვკვდებოდი ვახშმობა საავადმყოფოს ბუფეტში რომ გადავწყვიტე. გზაში მიმავალს რატის შეტყობინება მომივიდა:
„პასპორტი ხვალ იქნება, საელჩომ სასწრაფო ტერმინი თუ როგორც ქვია თქვენს ენაზე ის დამინიშნა, სადღაც დღეში შენთან ვარ“
გამეღიმა მის აქ წარმოდგენაზე და ბუფეტში შევაბიჯე.
პური, კრუასანი, შოკოლადის მუსი, კარაქი, ცოტა დაჭრილი ძეხვეული, ხილი, ჩაი და ყავა დამხვდა.
-დამცინით არა? მთელი დღის მშიერს ეს გამაძღებს?_ქართულად ამოვუბუზღუნე რომ არავის გაეგო, ჯერ კიდევ შერჩენილი კულული მოვიქექე და კრუასანს დავწვდი აღრენილი.
-ახლა რამდენიმე ხინკლისა და ქაბაბისთვის ძლივს დარჩენილი სიცოცხლის რამდენიმე წელსაც გაიღებდი არა?_ქართული პასუხიც მომესმა და ხმის მიმართულებით მივბრუნდი.
შოკოლადით გამოტენილ კრუასანს გემრიელად მიირთმევდა თავ მოტიტვლებული გოგო, უწარბობის გამო ვერც გავიგე შავგვრემანი იყო თუ ქერა, ჩემი ტოლი იქნებოდა, თუმცა გაკვირვებულმა შევნიშნე მოხტუნავე ეშმაკუნები თვალებში.
-ამათგან განსხვავებით მე ვიცი რისთვის გავწირავდი_მოხუცებისგან გავსებული ბუფეტისკენ მივუთითე.
-დაგაგვიანდა, რაც გემრიელია უკვე შეჭამეს, 6ზე აწყობენ და მალევე უნდა შემოხვიდე.
-კარგად დაგიმუღამებია
-ორი თვეა აქ ვარ, შენ კიდე აშკარად ახალი ხარ.
-მაქვს ბედნიერება ამ სართულზე მწოლიერ პაციენტებს შემოვვერთებოდი_ფართედ გავშალე ხელები. გაეცინა, საკმაოდ ლამაზად.
-ეეე, მოიცა, რამდენის ხარ? აქ ყველაზე ახალგაზრდას სტატუსი მე მაქვს_სავარაუდოდ წარბები შეკრა, რადგან შუბლზე კანი დაეჭიმა.
-ღმერთო თითქოს საჯავრებელი მეტი არაფერი იყოს_სამი დღის მანძილზე პირველად გამეცინა გულიანად -19 ვარ.
-უჰ დავმშვიდდი, მე 18 კიდევ კარგი, სადარდებელი რა გვაქვს?
-ხო რავი სიმსივნე მეზობელს აქვს და.
-ზოგს აქვს ზოგს არა, ეგ არაფერი, ალბათ რამე დავაშავეთ_თვალი ჩამიკრა და წამოიწია
-ასეთი რა უნდა დაგვეშავებინა?
-ზოგს უარესებიც ემართებათ, რომელი სტადია გაქვს?
-პირველი.
-მითუმეტეს, ნახევრად ჯამრთელი ხარ, ახლა ჯობს ოთახში გავიდე, თორემ ჩემს წამლებს ჭამა არ უყვართ ხოლმე და მხოლოდ ნახევარი საათით მიჩერებენ მუცელში_სიცილით წამოდგა და უკვე მოსუფთავებული თეფში გასარეცხებთან დადო.
-ანუ შენ არ ხარ? რომელი სტადია გაქვს?_ვერ მოვითმინე და გზაში მყოფს ვკითხე.
-მე შენგან განსხვავებით ნახევარი ფეხი სამარეში მაქვს, მესამე სტადია ჯირკვლების კიბოსი და გადარჩენის 30 % _ახლა უკვე ნაღვლიანს ჩაეცინა და ისე დამტოვა გაოგნებული არც მოუხედავს. პირველად დავფიქრდი ცხოვრებაში, რომ შენს სიამოვნებასა და დალევა-გართობაზე ბევრად მეტი და მნიშვნელოვანი რაღაცეები არსებობს.

მეორე დღეს გოგოს რჩევა გავითვალისწინე და 7ის წუთებზე უკვე ადგილზე ვიყავი, მაშინ უნდა გენახათ ჩემი აღრუტუნებული მუცელი, რაცარუნდა გენატრათ ყველაფერი იდო, ანუ სწორი ყოფილა, იმ დღეს ნარჩენებისთვის მომისწრია. კარგად დავიხვავე თეფშზე და ნაცნობი გოგოს მოლოდინში კარებს ყბების ქნევით მივაჩერდი. არ გამოჩნდა, არც მეორე დღეს, მე კი სახელიც არ ვიცოდი რომ მეკითხა.

სამ დღეში გარეთ გამოსულმა სუფთა ჰაერს ვეზიარე და მასპინძლების მანქანაში მოვკალათდი, დღეს რატი ჩამოდიოდა.
-შენსავით მაგარი ბიჭია?_ვერ ისვენებდა ჩემი აღსაზრდელი ალექსი
-ჩემზე მაგარი_თმები მოვუჩეჩე ბიჭს
-ეე, მოდი აქ_სიცილით დამახტა თავზე და თვითონაც გადაწყვიტა თმებში მწვდომოდა.
-ალექსანდერ_პირველად გავიგონე დედამისის ამაღლებული ხმა და გაოცებული გავსწორდით ორივე. -აღარ გაბედო ასე მოქცევა_მკაცრად უთხრა შვილს და უხერხულობისგან სად წაეღო თვალები აღარიცოდა. მიზეზს მერე მივხვდი ალექსის ხელში ჩაბღუჯულ ჩემ კულულებს რომ მოვკარი თვალი. ანუ ესეც დაიწყო.
-არაუშავს, ეს ხომ ბუნებრივია_ორივეს გავუღიმე და მივედით კიდეც.
ერთი საათი ლოდინი მოგვიწია თუმცა ჩამოფრინდა თუ არა რეისი 20 წუთში გამოჩნდა რატიც, დაღლილი სახით მოაბიჯებდა და ბეჭზე მოკიდებულივით ეკავა პატარა სამგზავრო ჩანთა.
-არ არსებობს, უძღები რატიკო გერმანიაში_ომახიანად შევძახე და მანაც ღიმილით გამომხედა.
-ხოიცი მარტო შენი ხათრით.
-აბაა, სულ არ გინდოდა ევროპაში გამოგულავება_სიცილით მოვეხვიე ძმას და ვიგრძენი როგორ მომნატრებოდა.
გამწარებული დავათრევდი ყველგან და ვათვალიერებინებდი, სამი დღე მქონდა მისთვის ალექსანდერის განრიგი და ქალაქის გზები რომ მესწავლებინა, შემდეგ კლინიკაში ვბრუნდებოდი.
-ძმა მიბერდება, მელოტდები, ნწ ნწ ნწ_დაღვრემილი სახით დამხვდა მეორე საღამოს სააბაზანოდან გამოსულს.
-მაინც შენზე სიმპატიური ვიქნები_უდარდელად ავიქნიე ხელი და სარკეში ჩახედვასაც მოვერიდე, ვერ ვიტანდი ნახევრად შერჩენილ კულულებს.
-რას ვიზამთ შენ ასეთი შარმი გაქვს დაბადებიდან_ჩაიხითხითა და ლეპტოპი გადაშალა.
-დედას დაელაპარაკე_ძლივს ვიცანი ისე შეეცვალა ხმა.
-ხო მშვიდობაა?_პასუხის მოლოდინში სხეული გამეყინა, თითქოს იმ დუღარე წყალში საუკუნის წინ ვიდექი
-მამამ სიმართლე უთხრა, აქამდე უმალავდა.
-გასაგებია_ყველაფერს მივხვდი კამერაში გამოჩენილ მაიაზე.
-გამარჯობა დედა და თუ ღმერთი გწამს ეგ ცრემლები მოიცილე, მშვენივრად ვარ, თავსაც გადასარევად ვგრძნობ და იმაზე უკეთ მოგიშლი ნერვებს რომ დავბრუნდები, ვიდრე აქამდე_ჩემს უხეირო ხუმრობაზე გაღიმებული დედის დანახვაზე კიდევ ერთმა უცხო ფიქრმა გამიელვა გონებაში: არც ისე კარგი შვილი ვყოფილვარ.



მაინც როგორი ოპტიმისტია ეს ბიჭი :) იმედია გამოკეთდება და იმ გოგოსაც ეშველება რამე. ❤ ლუკა კი კარგი ბიჭია მაგრამ მე რატი მომწონს❤ საოცარი ძმაა ❤ ხო მართლა რა ქვია იმ გოგოს?

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
მაინც როგორი ოპტიმისტია ეს ბიჭი :) იმედია გამოკეთდება და იმ გოგოსაც ეშველება რამე. ❤ ლუკა კი კარგი ბიჭია მაგრამ მე რატი მომწონს❤ საოცარი ძმაა ❤ ხო მართლა რა ქვია იმ გოგოს?

გავიგებთ ნელნელა ყველაფერს ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent