შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრანდოტელი (2)


18-01-2019, 16:16
ავტორი რედი
ნანახია 770

* * *
,,ალბათ, როცა შეყვარებულები ვართ, ეს არის ადამიანის ნორმალური მდგომარეობა. შეყვარებულობა მიგვითითებს, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი.“ - ანტონ ჩეხოვი.

* * *
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სახლში. - შედარებით მაღალ ტონალობაში წარმოვთქვი ,,ჩემს“ და ირონიულად გავუღიმე. - ვფიქრობ, სახლის მისამართი შემთხვევით არ აგრევიათ. რით შემიძლია თქვენი დახმარება? - თითქოს, თბილად გავუღიმე, თუმცა ხმაში აშკარად მეტყობოდა ცინიზმი.
- დიახ, სწორად მიხვდით. მე და თქვენ უნდა ვითანამშრომლოთ. - მიღიმის ფართოდ და საჩვენებელ თითს ჩემი მიმართულებით იშვერს.
- ნუთუ? - წარბებს მაღლა ოდნავი გაბრაზებით ვუწევ.
სითავხედე - ალბათ, ეს ის სიტყვაა, რომელსაც შეუძლია ერთიანად დამინგრიოს ნერვული სისტემა, თან ისე რომ წარბიც არ შეერხეს.
- დიახ. თქვენთვის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს.
- დავკონკრეტდეთ თუ შეიძლება. - ხელს დრამატიზირებულად ვაქნევ ჰაერში.
- გიგა ფირცხელანი, რომელიც თქვენ დაკითხეთ დღეს, არ არის დამნაშავე. ყოველ შემთხვევაში, იმ საქმეში, რომლის საფუძველზეც დააკავეთ.
- ბატონო?! - აი, კვლავ ეს თავხედობა, რომელიც ამის საზღვრებსაც გასცდა. - ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩემს პირად პროფესიულ ჭრილში დაუკითხავად აბიჯებთ? იმიტომ რომ მე ზუსტად ასე ვფიქრობ. - ჩემი გაოცება არ ვიცოდი იმ მომენტში სად წამეღო.
- როგორც თქვენ გინდათ ისე გაიგეთ. - მხრებს უბრალოდ იჩეჩს და ფეხზე დგება.
- ეს უკვე ზედმეტია. არ მაინტერესებს, ვინ ხართ. არც ის მაინტერესებს, თუ რა შეხედულება გაქვთ თქვენ ბატონ გიგა ფირცხელანის ბრალეულობასთან. ეს ჩემი კომპეტენციაა და მკაცრად მოვითხოვ, შეწყდეს ეს მარაზმი! - მეც მასთან ერთად ვდგები ფეხზე. - კარგად იყავით!
- უბრალოდ, კიდევ ერთხელ გადახედეთ საქმის მასალებს და რაციონალურად იაზროვნეთ. დააკვირდით თითოეულ დეტალს. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს და კვლავ დავილაპარაკებთ.
- იქნებ, არ მინდა თქვენი ისევ ნახვა?
- სამწუხაროდ, აქ თქვენი სურვილები მეორე ხარისხოვანია. იფიქრეთ იმაზე მეტი, ვიდრე ფიქრობთ ხოლმე. - ოდნავი ცინიზმით გამიღიმა და უკან მოუხედავად გავიდა კარში.
სავარძელში მთლიანად მოდუნებული ჩავეშვი. აკანკალებულ ფეხებზე იდაყვები დავიწყვე და ხელებში სახე ჩავმალე. რა იყო ეს? მუქარა, თუ უბრალოდ კეთილი ადამიანი, რომელსაც სურს მიმახვედროს, რომ არასწორ კვალს ვადგავარ და უდანაშაულო ადამიანს ვუპირებ ციხეში თავის კვრას?
ჯერ კიდევ მიჭირდა მთელი ამ საუბრის გაანალიზება საფუძვლიანად. გადახარშვა რთული იყო, მაგრამ არა შეუძლებელი. სწრაფად ამოვალაგე ფირცხელანის საქმის მასალები ჩანთიდან და კაბინეტში შევიკეტე. რაც და როგორც არ უნდა იყოს, ჩემი, როგორც გამომძიებლის პირდაპირი მოვალეობაა, ზუსტად გავიგო სიმართლე და სწორად შევაფასო ვითარება. რა თქმა უნდა, უცნობის შემოჭრა ამ ყოველივეში გასაბრაზებელია, დასაეჭვებელია, შეიძლება საშიშიც არის, მაგრამ ვერ დავუშვებ ადამიანი უსამართლოდ გამოვკეტო ოთხ კედელში. ეს არც მე შემეფერება და არც კანონს.
მთელი ღამე ვუკირკიტე საბუთებს. თითქმის, ვერცერთი დეტალი ვერ მარწმუნებდა, რომ ფირცხელანის საქმე რეალურად, კარგად დაგეგმილი და შეფუთული იყო. იყო ერთი თუ ორი უზუსტობა, მაგრამ ყურადსაღებად არ ითვლებოდა, ვინაირად, ეს მცირე და უსუსური გადახვევები, ზუსტად ვიცოდი, რომ მოსამართლეს აზრს ვერ შეუცვლიდა. თუმცა, ის ფაქტი რომ თუნდაც ასეთი უმნიშვნელო ცდომილობები მხოლოდ ახლა შევამჩნიე, როცა უკვე მეორედ ჩავეძიე საბუთებში არსებულ მასალებს და თან სხივისი მითითებით, მაგიჟებდა.
ისე ვიყავი, თითქოს, ხელჩასაჭიდ რაიმეს ვეძებდი, რომელიც იმ უცნობის გამოჩენას ,,გაამართლებდა“.
ვერაფერი.
ვერანაირი კუთხით აღმოჩნდა რომ ფირცხელანის საქმე რეალობას და სამართალს მოკლებული იქნებოდა.
მთელი ღამე თეთრად გავათენე, მაგრამ მოჭარბებული ენერგია მაინც იგრძნობოდა ჩემს სხეულში. სასწრაფო წესით გადავივლე, გამოვიცვალე, მოვწესრიგდი, დავავლე ამ საბუთებს ხელი და სამსახურში გავიქეცი.
- გუბაზ, გამარჯობა. როგორ ხარ? - უცბად მოვიკითხე მოულოდნელად გამოჩენილი თანამშრომელი.
- კარგად, მარიტ, შენ? - ღიმილით მკითხა.
თითქოს, იმ დამღლელი ღამის შემდეგ, მისი თბილი ხმის ტემბრი, რომელიც ჩემი მიმართულებით იყო გამოსროლილი, გულზე მალამოსავით მომედო.
- ნორმალურად. - მეც ვუღიმი, - გუბაზ, შენი დახმარება მჭირდება. - თვალებში გამჭოლი მზერით ვუყურებ.
- კიდევ ვინმე გჭირდება? - ყოველგვარი კითხვების გარეშე მომყვება თხოვნაზე და ეს ძალიან მსიამოვნებს.
- რატი შემოვიდეს აუცილებლად. ის დამეხმარა გიგა ფირცხელანის დაკავებაში.
კაბინტში მარდად შევდივარ. იმდენად მინდა დავიჯერო, რომ იმ უცნობმა სიმართლე მითხრა, ყველა ღონეს მივმართავ სიმართლის დასადგენად. ფირცხელანის დაკითხვის ოქმებსაც გადავხედე, სანამ ბიჭები შემოვიდოდნენ.
- მარიტ, მოხვედი? - ღიმილით შემოდის ყოველთვის მხიარული რატი.
- როგორც ყოველთვის, ფორმაში ხარ კოლეგავ. - ვიცინი მეც და თვალებით სკამებისკენ ვანიშნებ ორივეს.
- რა თქმა უნდა. რა ხდება? - ინტერესით მეკითხება და იქვე დაუდევრად მიმოყრილ ფურცლებს აკვირდება.
- ფირცხელანის საქმეს კიდევ ერთხელ მინდა რომ გადავხედოთ.
- რამე ისეთი გამოაშკარავდა, რაც შეგვიცვლის აზრს?
- არ ვიცი. სწორედ ეს საბუთი უნდა ვიპოვოთ, თუ არის საერთოდ, რა თქმა უნდა.
- რა ხდება, მარიტა? - მის ხმაში დაძაბულობა შევამჩნიე.
- არაფერი, არაფერი. სანერვიულო არაფერია, უბრალოდ, მინდა კარგად დავრწმუნდე სანამ საქმე სასამართლოს გადაეცემა. არ მინდა, რამეში მაინც შევცდე.
გადავწყვიტე გუშინდელი უცნობის ვიზიტი, ჩემთვის დამეტოვებინა. არც კი ვიცი, ალბათ, არც იმაში ვიყავი დარწმუნებული რომ რაღაც მონაბოდს არ ავყევი. ყოველ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გადახედვა და დარწმუნება არაფერს დამაკლებს. სამაგიეროდ, თავ აწეული, ყოველგვარი ეჭვების გარეშე ვიქნები შემდგომ.
რამდენიმე საათი ახლა უკვე სამი ადამიანი დავეძებდით რაიმე უცნაურ დეტალს.
- თუ დავუჯერებთ დროს, რომელიც გიგა ფირცხელანის ადგილმდებარეობას განსაზღვრავდა სწორად დანაშაულის ადგილას, გიგა დანაშაულამდე 2-3 წუთით ადრე მივიდა. 14:47 წუთზე ჩაიდინა დანაშაული, ხოლო მომხდარის შემდეგ კიდევ რამდენიმე წუთი დაჰყო სახლში.
- ასეა. - დამეთანხმა ორივე.
- თუმცა ვერ ვხვდები ასე სასწრაფოდ რატომ გააკეთა ეს ყველაფერი. - ნიკაპზე რამდენიმე თითი მოისვა გუბაზმა. - როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის ოჯახის საკმაოდ ახლო მეგობარი იყო და ხშირადაც სტუმრობდა მათ. გიგას შეეძლო თავისუფლად შესულიყო სახლში. ვერ ვხვდები ასეთი არასწორი დრო რატომ შეარჩია.
- მართალია. ის კარიდან კი არ არის შესული, არამედ ფანჯრიდან არის გადამძვრალი. ვერ ვხვდები ეს რატომ იყო საჭირო, მითუმეტეს მას ნიღაბი არ ეკეთა. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ შეიძლება გავამართლოთ მისი ფანჯრიდან შეპარვა, თავისი ვინაობის დაფარვის მიზნით.
- ჰო. - სავარძელზე თვალებდახუჭული გადავწექი და ასეთივე პოზაში განვაგრძე ლაპარაკი. - მაგრამ ეს არაფერს გვაძლევს. მისი ქმედებები შესაძლებელია რომ მოულოდნელობის ეფექტს მიეწეროს. თუ მას წინასწარ ჰქონდა არასრულწლოვნის და ქალბატონის მკვლელობა განზრახული, მაშინ რატომ დაურეკა ზემოთ აღნიშნული ქალბატონის ქმარს და უსაფრთხოებისკენ რატომ მოუწოდა? რატომ მისცა საშუალება ბატონ... მმ... - საბუთებში სწრაფად ჩავიხედე, - თემურს დაცვის მობილიზება მოეხდინა? ეს ხომ ხელს შეუძლიდა და არა პირიქით?
- შეუშლიდა და შეუშალა კიდეც. სწორედ მათ მოახერხს ფირცხელანის გაჩერება, სანამ ჩვენ დანაშაულის ადგილზე მივიდოდით.
- მაშ რატომ?! - ჩაფიქრებულმა დავსვი რიტორიკული შეკითხვა და თავი ისევ ფურცლებში ჩავრგე. - თუმცა გამოძიებამ ეს ზარი, რომელიც განხორციელდა თემურის ნომერზე, გიგას შენიღბვის გეგმას მიაწერეს.
იმდენი ხანი დაგვჭირდა ყველაფრის აკინძვისთვის... ბოლოს კი მაინც არაფერი აღმოჩნდა ისეთი, რაც გამოძიებას სხვა კვალზე გაიყვანდა.
სახლში ისევ განადგურებული მივედი.
ისევ ვიგრძენი რომ მარტო არ ვიყავი, თუმცა დასამშვიდებელი ამჯერად არაფერი მჭირდა. არც ავფორიაქებულვარ.
- ოჰ, დღესაც მესტუმრეთ? - ირონიულად გავუცინე. - უკვე შემიძლია თქვენთვის სახლის ჩუსტები ვიყიდო. როცა მოხვალთ ჩაიცვამთ ხოლმე, უფრო კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი.
- ვფიქრობ, კარგი აზრია. ადამიანს თავისი პირადი სივრცე ყველგან და ყველასთან სჭირდება. - ისიც მყვება.
ჩანთა იქვე კოხტად დავდე. ისე თავისუფლად ვიხდიდი ფეხზე, ისე თავისუფლად ვმოძრაობდი, რომ თითქოს, ჩემ საკუთარ სახლში ჩემივე და იყოს. წყლის მადუღარას თითი დავკარი და კაცის პირდაპირ დავჯექი. მუხლები ერთმანეთს მივატყუპე და მოლოდინით მივაცქერდი თვალებში. ისე კაშკაშებდა ამ სიბნელეშიც კი მისი ორი სფერო, თვალი მომჭრა.
შუქი ავანთე.
ფრთხილად დავაკვირდი ცინიკურად მომღიმარი მამაკაცის სახეს. ეს ღიმილიც კი საშინლად უხდებოდა. ლოყაზე ფოსო შევნიშნე, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის უზადო ნაკვთებს. ცივი, ნაცრისფერი თვალები ჩემს სხეულზე დათარეშობდა. ამას მთლიანი ორგანიზმით ვგრძნობდი.
გრძელი, ლამაზი წარბები.
სწორი ცხვირი.
დიდი სისხლისფერი ტუჩები.
სუნამოს სუნი, რომელსაც სიგარეტის სუნი ჰქონდა შერეული, მთლიანობაში საოცარ ნაზავს ქმნიდა და უფრო არომატულს ხდიდა ჰაერს.
შეუმჩნევლად შევისუნთქე და თვალები გავუსწორე.
- ვხვდები, აქ რისთვისაც ხართ.
- ჰო?!
- დაწყებული საქმე გინდათ დაასრულოთ. - ფეხი ფეხზე მშვიდად გადავიდე და ხელები ავათამაშე. - ცდილობთ, უსაფუძვლოდ დამახსნევინოთ დაკავებული პირი.
- უსაფუძვლოდ... ჰმ... დარწმუნებული ხართ რომ უსაფუძვლოდ ვცდილობ ამას?
- დიახ. მთელი ღამე და დღე საქმის თავიდან გამოძიებას დავუთმე. რაღაც უმნიშვნელო დეტალების მეტი ვერაფერი ვიპოვე. დამიჯერეთ, ვიცი მოსამართლე რას ითვალისწინებს ასეთ საქმეებზე და რას - არა.
ხმა არ ამოუღია.
შეკრული კოპებით მიყურებდა.
- აქედან გამომდინარე, ჩემო... - კითხვის ნიშნით სავსე მზერით მივაჩერდი.
- ნოე.
- ჩემო ნოე, წასვლა მოგიწევს. უბრალოდ ვერ ვხედავ შენი დარჩენის მიზეზს.
კვლავ სიჩუმე შეინარჩუნა.
მხოლოდ მიყურებდა.
- თუ გინდა ყავას ან ჩაის დაგალევინებ, რა ვიცი. - მხრები ირონიულად ავიჩეჩე, როცა მივხვდი რომ ადგომას და მითუმეტეს წასვლას არ აპირებდა.
- რატომ ცდილობ თავი საფრთხეში ჩაიგდო? - ჩაფიქრებული მეკითხება და თითით საფეთქელს იზელს.
- მე? - გაოცებული ვეკითხები. - რომელი სახის საფრთხეზეა საუბარი? - თითქოს გულგრილად ვეკითხები, მაგრამ ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ ედება საკუთარი თავის დაცვის ინსტინქტი ჩემს სხეულს.
- საფრთხეზე, რომელსაც მოგაყენებს ეს საქმე. გადააბარე სხვას, შეეშვი საერთოდ.
- ვინ ხარ და რა უფლებით მიმითითებ რა გავაკეთო მე?! ისედაც ძალიან დავაშავე საერთოდ რომ მოგისმინე და შენთან სალაპარაკოდ დრო დავხარჯე. - ვერც კი მივხვდი, ისე გადავედით ორივე შენობით ფორმაზე. - გთხოვ, ახლავე ადგე და აღარსდროს გამოჩნდე. შენ მხოლოდ ხელს მიშლი, კი არ მიწყობ. სულელი ვარ. როგორ დაგიჯერე რომ შეიძლება სიმართლე გეთქვა ჩემთვის ფირცხელანის საქმესთან დაკავშირებით. - თვალები დავხუჭე და მხოლოდ მაშინ გავახილე, როდესაც კარის გაჯახუნების ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას.
ისევ მარტო დავრჩი.



№1  offline წევრი Rania

Zalian kargiaaa. Yochagg. Ar daagviano
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი რედი

Rania
Zalian kargiaaa. Yochagg. Ar daagviano

გმადლობ. heart_eyes

 


№3  offline წევრი nina kupradze

კარგია ველოდები გაგრძელებას

 


№4  offline წევრი დარინა

მომწონს იდუმალი ნოე, ძალიან საინტერესოა რა ამბები იხლართება აქ.

 


№5  offline წევრი რედი

nina kupradze
კარგია ველოდები გაგრძელებას

დარინა
მომწონს იდუმალი ნოე, ძალიან საინტერესოა რა ამბები იხლართება აქ.

დიდი მადლობა. ვცდილობ, ბანალური არ გამომივიდეს. ვნახოთ...❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent