შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთი სიყვარული არს ( III ნაწილი)


19-01-2019, 00:08
ავტორი ვინსენტ
ნანახია 8 648

-არავითარ შემთხვევაში,ცას და დედამიწას შევძრავ და ჩემი შვილისთვის დონორს ვიპოვი,ერთ შვილს მეორის გადასარჩენად ვერ გავწირავ-მკაცრი ტონით თქვა დედამ.
-მარტო მინდა დარჩენა,გთხოვთ-ვიცოდი ,რამე ისეთი წამომცდებოდა გულს ვატკენდი ყველას და საუკეთესო გამოსავალი მარტო დარჩენა იყო.
ოხ,ზოგჯერ ისე მოგვაწვება ადამიანებს სევდა,საკუთარ თავს შეგვაძულებს.საკუთარი თავის სიძულვილის შემდეგ ვინ გინდა გიყვარდეს ადამიანს?შენი სიცოცხლის თუ არა გწამს,ვისი გინდა იწამო სულიერმა?და თუ არ მიყვარს,არა მწამს რისთვის მინდაო სიცოცხლე ასე იფიქრებ.ცხოვრებაში ერთხელ მაინც ბოროტი ადამიანისთვის თუ წაგიკრავს ხელი სიკეთისკენ მისაბრუნებლად,ერთხელ მაინც თუ ყოფილხარ გულწრფელი სიხარულის მიზეზი,ერთხელ მაინც თუ გაგიზიარებია სიყვარული,რომელიც ვერტიკალურთან ერთად ბრუნვადიცაა,ერთხელ მაინც თუ ყოფილხარ სხვის თვალებში ნაპერწკლის გაღვივების საბაბი, მაშინ აუცილებლად მოვა შენთან ღვთისნიერი,მაშინ,როცა იფიქრებ,რომ საკუთარი თავი არ გიყვარს,როცა ვერ ხვდები რისთვის ცხოვრობ,სწორედ მაშინ მოვა ის,ვისი ღიმილის ავტორიც ერთ დროს შენ იყავი.მოვა,მხრებზე ხელს დაგადებს,ცრემლებს მოგწმენდს,შენს გაშტერებულ თვალებს მიმართულებას მისცემს და ასე გეტყვის:
-მხოლოდ იმისთვის,იმისთვის, უნდა იცხოვრო,რომ სიკეთე აკეთო,იმისთვის უნდა იცხოვრო,რომ ისევ გადაიყვანო ქუჩაზე ხეიბარი და შემდეგ მის მადლიერებით სავსე თვალებში ისევ ჩაიძირო,იმისთვის უნდა იცხოვრო რომ ისევ გადაარჩინო არ დაბადებული ბავშვის სიცოცხლე და ისევ ბედნიერებით აავსო ახალბედა მშობლები,იმისთვის,რომ მე როცა ტირილი მომინდება მხარზე თავი დაგადო და ვიცოდე,შენთან ერთად ამ ცრემლსაც ჩავყლაპავ,ამ ტკივილსაც მოვუღებ ბოლოს,იმისთვის უნდა იცხოვრო,რომ ჩვენს შვილს თმა დაუწნა,იმისთვის,რომ ადამიანობა ასწავლო,კაცთმოყვარედ აღზარდო,იმისთვის უნდა იცოცხლო,რომ შენს შვილიშვილს ჩვენი სიყვარულის ისტორია მოუყვე და წინდები მოუქსოვო,ბუხართან მოკალათებულმა წიგნი წაუკითხო.ახლა გაიგე?გაიგე თურმე რისთვის უნდა იცხოვრო?
-სინდისი სად არის ამ დროს?-თითქმის უხმოდ ჩავილაპარაკე
-სინდისი აქ არის-გულზე დამადო ხელი-შენი სინდისი აქ არის.ჩემი სინდისი იცი სად არის?
-აი აქ-სევდიანად გავიღიმე და ვათოს გულს დავადე ხელი
-არა-მითხრა გულგრილად
-სად არის შენი სინდისი?-ინტერესით ვუპასუხე
-აქ-ხელს არ წევს,ისევ ჩემს გულზე დევს მისი გათოშილი ხელი
-საად?-უფრო დამიწვრილდა ხმა
-ვერ ხედავ?აქ არის ჩემი სინდისი!-ხელი უფრო მყარად მომაბჯინა-შენ ხარ ჩემი სინდისი,შენს გულშია ჩემი სინდისიც.
-ჩემი დაუფიქრებლობა?ჩემი სიმხდალე?ჰო,ჩემი სიმხდალე სად არის?
-შენი სიმხდალე საერთოდ არ არსებობს...ვერ ვიჯერებ,რამდენად უსამართლო ხარ საკუთარი თავის მიმართ.მხდალს უწოდებ საკუთარ თავს,მაშინ როცა არ იშორებ ბავშვს,რომელზეც გეუბნებიან,რომ ბოლოს მოგიღებს.მხდალი ვარო გაიძახი,როცა ამ მდგომარეობაში სხვისთვის სისხლის გადასხმას აპირებ...შენ თუ მხდალი გქვია,მე ვინ ვარ მაშინ?მე,რომელმაც ექიმის ნათქვამისთანავე მოგთხოვე ბავშვი მოგეშორებინა,შევშინდი რომ შენ დაგკარგავდი და მოგთხოვე ბავშვი,ჩვენი ნანატრი შვილი,მოგეშორებინა და კიდევ შენ ხარ მხდალი?
-კი,მხდალი ვარ!ჩემი მინუსები სად არის ვათო?მათზე პასუხისმგებელიც შენ ხარ?
-შენი ყველა ცოდვა ჩემი ცოდვაა.მე ვარ პასუხისმგებელი შენს ყველა შეცდომაზე.ეს ადრეც გითხარი,ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გეუბნები რაც შენ გიწერია ცხოვრებაში,შენს ბედის ვარსკვლავზე რაც არის ამოტვიფრული,სიტყვა-სიტყვით იგივეა ჩემსაზეც!ბევრჯერ გაიმეორე თუ მხოლოდ ჩემი ნათქვამი არ გყოფნის,გულში იმეორე ან სადმე მიგიწერ და გამოგიკრავ გინდა?-ტონს უწევს-ასე სადაა ეეე,ყოველ პრობლემაზე საკუთარი თავი ადანაშაულო და გაიქცე,ყველაფერი მეშემატოვო და მოხიო,ასე არაა სამყარო მოწყობილი.ან გინდა ჩემთან და შესაბამისად კარგთან ერთად ცუდი დღეებისთვისაც მზად ხარ ჩემთან ერთად ან არ გიყვარვარ და ფეხებზე გკიდია ჩემი კარგიც და ცუდიც ,რომელიმე აირჩიე.მე დავიღალე ყოველ ჯერზე იმის მტკიცებით რომ შენს გარეშე ჩემი სამყარო ცარიელია და ჩემს გარეშე შენს სამყაროში შავი ფერის გარდა არაფერია.-წამოდგა და განაგრძო-საბოლოოდ ვისაუბრებ ამ თემაზე,ყურადღებით მომისმინე.შენს სიცოცხლეს რისკის ქვეშ არავისგამო არ დავაყენებ.არ მინდა შვილი,რომელიც ცოლს მომიკლავს.მე და შენ ბევრი შვილი გვეყოლება კიდევ,შენს თავს კი ვერავინ და ვერაფერი ვერ შემიცვლის,შენ ერთი მყავხარ.არც სისხლის გადასხმა არ არის საჭირო მე ვთქვი დონორს ვიპოვი მეთქი და ესეიგი ვიპოვი,შენი თავგანწირვა არ მჭირდება.მოკლედ,ახლა გავალ და ვეტყვი ექიმს მოგამზადონ,შენ გადაგარჩინონ სხვა დანარჩენი .
-ინტერნეტი ჩართე და ტელეფონი მომეცი-თვალებში ჩავხედე კაცს,რომელიც სულ სხვა ადამიანად ექცია ტკივილს.
-რა ინტერნეტი,გაგიჟდი?-გაოგნდა
-მომეცი მეთქი ტელეფონი!-დავიჟინე
-ესეიგი მე გადამარჩინონ,ხო?მე გადამარჩინონ და ჩემი შვილი ასე დაანაწევრონ?მე გადამარჩინონ და მისი ერთი გრამი სხეული აი ასე გაწყვიტონ?თითქოს ძაფი უჭირავთ ხელში,ხო?-ცრემლები მოვიწმინდე,ტელეფონი,რომელშიც აბორტის ამსახველი ვიდეო იყო ჩართული,იატაკზე მოვისროლე და ცხოველური ხმით დავიღრიალე-გაეთრიე აქედან!
-შენზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არსებობს ჩემთვის-ცალი თვალიდან დაუგეგმავად გადმომხტარი ცრემლი იატაკზე დაენარცხა და ვერცხლის წყალივით მიმოიფანტა.-არ მინდა ეს ბავშვი ჩვენს წყევლად იქცეს-თქვა და ელვის სისწრაფით გავარდა ოთახიდან.
კაცი,რომელიც ჩემი წილი სამყაროს წუმპედან ამომყვან პრინცად მყავდა წარმოდგენილი,ჩემს თვალწინ დაიშალა ნაწილებად.ის, რასაც მასში ყველაზე მეტად ვაფასებდი,ის, რაც მასში შემიყვარდა,ერთი ხელის მოსმით განადგურდა,ამოიძირკვა..ისიც გავიდა ჩემი პალატიდან.მანაც არჩევანის წინაშე დამაყენა,თან რა არჩევანის?!კაცი,რომლისთვისაც წარმოუდგენელი იყო მომავალი ბავშვებისა და დიდი ოჯახის გარეშე,ბავშვის მოშრებას დაჟინებით მთხოვს.წავიდა კაცი,რომელიც მეგონა მთელს სამყაროს შეუცვლიდა მიმართულებას თუ საჭირო გახდებოდა და მაინც ჩემთან იქნებოდა, წავიდა,ისიც წავიდა და დავრჩით-მე,რწმენა და სატანა...რწმენა ჩემი პატარა იყო,სატანად კი ჩემს ბედისწერას აღვიქვამდი...
ოოხ ერთი ჩამახუტა ჩემი წეტილი..მისი გულისცემა გამაგებინა ერთხელ მაინც....მუდმივად ლიტას დაბადება მიტრიალებს თავში,ლიტას დაბადება და ვათოს კარებისნგრაევით შემოსვლა,მისი სიტყვები-"შენ მე სიცოცხლე მაჩუქე"მახსენდება ორი უდარდელი წელი,რომელიც ზღაპარს გავდა....და ახლა,ახლა მეუბნება ეს ბავში ჩვენს წყევლად იქცევაო....სხვა ყველაფერი რომც დამევიწყებინა,ვიცოდი,ამ სიტყვებს ვერ ვაპატიებდი..მუდმივად ჩამესმის-"არ მინდა ეს ბავში ჩვენს წყევლად იქცეს.."
კიდევ ერთი დილა გათენდა სა'ავად'მყოფოში...ეეჰ,როგორ დამღალა ასეთმა დღეებმა...როგორ მომაბეზრეს თავი ექიმებმა,მედდებმა,სანიტრებმა...როგორ ამომივიდა ყელში ერთი და იმავე,მკვდარი,ფერები....ვფიქრობდი რომ უნდა გავქცეულიყავი,რომ მე თუ არ დავიხსნიდი აქედან თავს სხვა ვერავინ ვერ მიშველიდა...ჰოდა დავიწყე წამოდგომა,გულში ვლოცულობდი ახლა არავინ არ შემოვიდეს-თქო,მაგრამ ჩემი ბედისა რა ვთქვი, სწორედ ამ დროს იღება კარი.წამიერად გავიფიქრე:-ამასაც ვერ მოაბი თავი,გამოგიჭირეს-მეთქი.საწოლზე დაყრდნობილმა თავი მხდალად ავწიე და ჩემსკენ გამოქანებული ლიტა დავინახე თუ არა ინსტინკტურად საწოლზე დავეშვი,ისიც უსიტყვოდ ამოხოხდა.ისე გამახარა მისმა ნახვამ თვალს ვერ ვწყვეტდი,დახამებულად მივაშტერდი.რამოდენიმე წამის შემდეგ შემთხვევით შევნიშნე კარებთან მდგარი ჩემი მშობლები.ერთხანს ისიც ვიფიქრე იქნებ უკვე მოვკვდი და ეს ყვეაფერი მელანდება-მეთქი,ლიტას ოთახში შემორბენაც ისეთივე ზღაპრული იყო,როგორც ჩემი მშობების აქ ხილვა.დედაჩემი ცრემლებს იწმენდდა,მამაჩემი სევდიანად მიყურებდა,თითქოს უკანასკნელად მხედავდნენ.ოთახში შემოსვლა რომ დააპირეს ცივად მივახალე:-ჩემს შვილთან საუბარი მინდა-მეთქი.გადატანითი მნიშვნელობით ვთხოვე ოთახიდან გასულიყვნენ.ვერასოდეს წარმოვიდგენდი წლების უნახავ მშობლებს ასე რომ შევხვდებოდი,მაგრამ ვგრძნობდი დედაჩემს რაც უნდა ეთქვა...აუცილებლად ბავშვის მოშორებას მთხოვდა...მე კი მათი სმენის ძალა აღარ მქონდა.
-ამდენი ხანი ლატო ალ მოხედი?-დაიწყო ცნობისმოყვარე წერტილმა
-დე,ხომ ხედავ,ცოტა შეუძლოდ ვარ.
-იშევ გაჩივდი?-წარბებშეკრულმა მკითხა.
-არა დე,შენი დაიკო თუ ძამიკო მაბრაზებს,ჯერ არ ვიცი რომელია...
-ჩემი დაიკო?-რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ დასძინა-ჯამიკო?-დაიბნა-შად ალიშ?
-აი აქ-ჩემს მუცელს დავადე მისი პაწაწინა ხელი
-დაიკოა თუ ჯამიკო?-გაიღიმა
-ჯერ არ ვიცი დე,შენ რომელი გინდა?
-დაიკო მიდაა-უფრო გულიანად გაიღიმა
-რატო დაიკო?
-ჩემნაილი რომ იქება-თქვა თვალებაციმციმებულმა,მუცელზე თავი დამადო და განაგრძო-ალ ლაპარაკობშ დეე?
-არა,დე-გამეცინა
-იჩი,მე მენატლებოდი და ლულუშ უყებოდი დილით მე და შენ მამას ყილყილყოს ლო უკეთებდით.იშევ ხო გაუკეთებთ დე?
-კი,დე,გავუკეთებთ-ცრემები მომერია
-ჩემი დაიკო თუ ჯამიკო ლოდიშ უნდა გამოიდეს შენი მუჩულოდან?-ინტერესიანი გამომეტყველება მიიღო
-ოოო,ამისთვის ცოტა ლოდინი მოგიწევს პატარა ქალბატონო-გავუღიმე და ჩავიხუტე.
-მოიჩა,მოიჩა-მითხრა სწრაფად,თავი დაიძვრინა ჩემი მკლავებიდან და ოთახიდან გავარდა.ვიცოდი,ყველა კარებთან იდგა და არ შემშინებია,უბრალოდ მაინტერესებდა რას აპირებდა.
ორიოდე წუთის შემდეგ ლიტა მამამისთან ერთად შემოდის.
-მამა,შენ იჩნობ ჩემს დაიკოშ თუ ჯამიკოშ?-ჰკითხა მამამისს ლიტამ,რომელმაც ვათოს ხელი ჩემს მუცელს დაადო.
ვათოს ფერი ეცვალა,თვალებით მეუბნებოდა როგორ გაბედე ამის თქმა ბავშვისთვისო.
-იჩნობ მაა?-გაუმეორა ცნობისმოყვარემ
-ჯერ არა მა-უპასუხა ვათომ გულგრილად
-ლატომ?მე იჩნობ უკეე-თვითონაც დამადო ხელი მუცელზე და მამამისს ხელით ანიშნა საწოლზე ჩამოჯექიო.
-მა,მე და დედას ცოტა ხნით მარტო დაგვტოვებ?
-ლატოომ?-გვკითხა და რამოდენიმე წამში თვითონვე უპასუხა კითხვას-ააა,უდა აკოჩო ხოო?-ჩაიცინა ეშმაკურად და პალატიდან ელვის სისწრაფით გავარდა.
მე და ვათო ყოველთვის ვცდილობდით,ლიტა ჩვენი პატარა კამათის მომსწრეც კი არ ყოფილიყო.როგორც კი საქმე კამათამდე მიდიოდა ვათო ცდიობდა ლიტა ოთახიდან გაეძევებინა.პირველად,როცა ვათომ ლიტას ოთახიდან გასვლა სთხოვა ჩვენმა წერტილმა რა თქმა უნდა თავისი ცნობისმოყვარე გონება აქაც ჩართო და მამამის ჰკითხა-ლატო უდა გავიდე ითომ?-ვათომაც სხვა ვერაფერი მოიფიქრა და დედიკოს უნდა ვაკოცო არ შეიძლებაო-უპასუხა.მას შემდეგ ჩვენი ყოველი კამათი ლიტასთვის დედ-მამის სიყვარულის ზეიმია...მაგრამ ახლა განვლილი ყველა კამათი რომ შევკრიბოთ მაინც ვერ გაუტოლდება ახლანდელ ჩვენს სიტუაციას,,,ახლა ყველაფერი სულ სხვა გვარადაა...
-როგორ გაბედე ბავშვისთვის ამის თქმა?სულ არ ფიქრობ მასზე?ეს ბავში რომ არ დაიბადება როგორ აუხსნი მას ამ ყველაფერს?!-ოთახში გიჟივით დაძრწის შეშლილად ქცეული.
-ეს ბავშვი დაიბადება და შენი მოსმენა არ მინდა,უკვე გითხარი გარკვევით-მივახალე და ხელით კარებისკენ ვანიშნე.
-ასე რატომ უნდა ვიყოთ მე და შენ?როგორ შეიძლება ასე რომ ვიყოთ..-ხმას უფრო და უფრო უწევს
-როგორ შეიძლება საკუთარი შვილი არ გიყვარდეს?-შევაწყვეტინე უხეშად
-რას ვერ იგებ ბარბარე?შენ ჩემი ცოლი ხარ,სიცოცხლის ბოლომდე ჩემს გვერდით უნდა იყო!ის ბავშვი ჯერ ორი გრამიც არ იქნება და მან უნდა წამართვას შენი თავი?
-ის ბავშვი ჩვენი შვილია-ისტერიულად დავუყვირე და ჩახლეჩილი ხმით დავძინე-გაეთრიე აქედან!
-ეეეე,მეც ვიცი ყვირილი-დამიღრიალა
-გადი-მეთქი
-აქამდე დავედით?ერთმანეთთან საუბარი არ შეგვიძლია იქამდე მოვედით?-შეშლილივით დაძრწის პალატაში
-ვერ გიტან,შენი თვალებიც მეზიზღება...-ვუთხარი და თვალები დავხუჭე,თითქოს ვუმტკიცებდი რომ მისი ყურება ცუდად მხდიდა.
კარები ისე მოიჯახუნა მეგონა კედლებს ბზარი გაუჩნდებოდა...
მინდოდა მთელი ფეხმძიმობა ლიტასთან ერთად პატარა ოთახში გამეტარებინა.მისთვის და ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის გამოგონილი ზღაპრები მომეყოლა.მინდოდა ლიტასთვის შემეყვარებინა მუცლადმყოფი დაიკო თუ ძამიკო.გვესეირნა და უსასრულოდ გვესაუბრა...ფიქრი ბატონმა კოტემ შემაწყვეტინა.
-ბარბარე გამარჯობა,როგორ გრძნობთ თავს?-გამიღიმა თეთრხალათიანმა
-შესანიშნავად,ვერ ხედავთ?!-ირონიულად გავიღიმე.ძალა რომ მქონო და ალბათ საკუთარი ხელებით გავგუდავდი ამ ექიმს.
-ბარნარე,უნდა გითხრათ რომ ერთი კვირა დაგრჩათ მოსაფიქრებლად,მერე აბაორტს ვეღარ გავაკეთებთ.-საქმიანი მზერით გამომხედა
-ბატონო კოტე,უნდა გითხრათ რომ თქვენ უბრალოდ უნიჭო მათელმხილველი ბრძანდებით-ამჯერად ჩემი პასუხი გროტესკს უფრო შეიცავდა ვიდრე ირონიას
-მესმის ერთბაშად ბევრის გადატანა მოგიწიათ და ფსიქოლოგიურად ცუდად გრძნობთ თავს,მაგრამ ასე საუბრის უფლება არ გაქვთ!-მკაცრად გამომხედა ულვაშებიანმა
-ოოჰ,თქვენ გაქვთ აბორტის დაძალების უფლება?
-არავინ არაფერს გაძალებთ,ბარბარე,მე გაგაფრთხილეთ სულ ესაა
-მეც არაერთხელ და გარკვევით გითხარით რომ ბავშვს გავაჩენ!და კიდევ უფრო ბევრჯერ გითხარით მოგემზადებინათ საბუთი, სადაც ეწერება,რომ საკუთარ სიცოცხლეზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ და სისხლი გადაგესხათ მიშოსთვის.
-თქვენ სერიოზულად რისკავთ,ამას გარისკვაც აღარ ქვია უკვე...
-ღმერთმა დასწყევლოს თქვენი პაციენტებისადმი სიყვარული.ფეხებზე არ გკიდიათ ჩემი სიცოცხლე?თუ პრესტიჟის ამბავია?მოამზადეთ მეთქი დაბუთი და გადაუსხით სისხლი მიშოს,მალე!
-ახლა გავამზადებ საბუთს,მოაწერთ ხელს,თქვენს მაზლს გადავუსხამთ სისხლს ის გადარჩება თქვენ კი აქედან გაგასვენებთ,არაა პრობლემა-თეთრმა კაცმა ნაკვერჩხლის შეფერილობა მიიღო და ამავე ფერის აალებული თველებით წარბებაწეულმა გამომხედა.
-თქვენი გასასვენებელი მაინც არ ვიქნები,ნუ წუხხართ-გავუცინე თუ არა ოთახიდან გავარდა.
ნახევარ საათში საბუთიანა შემოვიდა,ხელი მოვაწერე და ისევ გაუჩინარდა.
რამოდენიმე წუთში კვლავ შემოვიდა.
-მაშ ასე,სანამ საკუთარ თავს მსხვერპლად შესწირავდეთ,იქნებ თქვენი შვილის გულისცემა მოგესმინათ...
-როგორც იქნა-წამოვიყვირე და ღრმად ამოვისუნთქე.აქამდე სპეციალურად არ აკეთებდნენ ამას,ფიქრობდნენ უფრო აუჩიყდება გული და მერე მართლა ვერ გადავაფიქრებინებთო,მაგრამ ,როგორც ჩანს,შეიგნეს რომ ჩემს შვილს არაფრის ფასად არ დავთმობდი...
ერთი გაყინული პალატიდან მეორე გაყინულ პალატაში გადავინაცვლეთ მე და ჩემმა პატარამ.მე მარტო ვიყავი....ვათომ არ მოინდომა გაეგო, როგორ უცემდა გული ჩვენს შვილს..გაქვავებულ ოთახში მე და ოთახზე გაქვევებული ექიმი შევედით.
ხმის გაგონებამდე ამევსო თვალები ცრემლებით,კანკალი ამიტყდა,ყველაფერმა თვალწინ გამიელვა და....და პატარა გულმაც დაიწყო ბათქა-ბუთქი..გაფაციცებით ვუსმენდი,ცრემლები წამსკდა,თან მონიტორს ვუყურებდი თან ვფიქრობდი-როგორ შეიძლება ამის მოსმენა არ უნდოდეს,საკუთარი შვილის გულისცემის მოსმენა არ უნდა...უფრო და უფრო ვბრაზდებოდი ვათოზე და გამართლებას ვერ ვუძებნიდი მის საქციელს...გულისცემა კატასტროფულად გახშირდა,თითქოს ორი გული ცემდა საშინლად შემეშინდა
-რა ხდება?-ვიკითხე შიშით
პასუხი არ მიმიღია.
-რა ხდება მეთქი-ტონს ავუწიე,ლამის ვყვიროდი.
ექიმმა სათვალე მოიხსნა და მონიტორს დააშტერდა
-ეეეეეი რა ხდება,ცუდადაა ჩემი შვილი?-დავიყვირე რაც ძალი და ღობე მქონდა
-შვილები-მცირე პაუზის შემდეგ-ორნი არიან-ჩაილუღლუღა თეთრხალათიანმა
-რაა?ტყუპები?ორი შვილი მეყოლება?-ყველაფერი ერთად აღმომხდა და მონიტორ დავხამდი..რამოდენიმე წამის შემდეგ ექიმს შევხედე და განვაგრძე-ხომ გითხარით,უნიჭო ნათელმხილვერი ხართ-მეთქი.
-ეს სასწაულია...-ლუღლუღებს და თავს აქეთ-იქით აქნევს ექიმი
-ოო,თქვენ ჯერ სადხართ,მე და ჩემი შვილები კიდევ ბევრი სასწაულის მომსწრეს გაგხდით-ვითხარი გაღიმებულმა და ჩავეძიე-სქესი ჩანს?
-გოგო და ბიჭი,გოგო და ბიჭი არიან -დამფრთხალი თაგვივით წარმოთქვა.
გოგო და ბიჭი...ნათია და ვათოს მსგავსად...გოგო და ბიჭი...გავიფიქრე,სასწრაფოდ წამოვხტი და დერეფანში გავვარდი,მაღლა ავირბინე,ვათოს უნდა ვახარო,იქნებ ამან მაინც მოულბოს გული-მეთქი.ვერსად ვიპოვე.საავადმყოფო მოვიარე,ვათო არსად იყო.
პალატაში ბატონი გიორგი დამხვდა.
-ჰა?მაინც აპირებ სისხლი გადაუსხა შენს მაზლს?-ჯიუტი მზერით მომიახლოვდა სათვალიანი
-მაინც?-ირონიულად გავიღიმე და განვაგრძე-რა თქმა უნდა!თანაც ახლავე!
-ესეიგი ერთის ნაცვლად ორი შვილის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ რომ აყენებ ესეც არაფერს ნიშნავს შენთვის?
-სამი გულისცემაა ჩემში,შეიძლება უმნიშვნელო სისხლის გადასხმამ რამე დაგვმართოს?გამორიცხულია-შევიწროებული თვალებით შევხედე ექიმს,თითქოს ზიზღნარევი მზერაც მივაბყარი და დამარცვლით განვაგრძე-ა ხ ლ ა ვ ე-მ ე თ ქ ი,ა ხ ლ ა ვ ე-ბატონი გიორგი ელვის სისწრაფით გავარდა ოთახიდან.
ბოლო-ბოლო საწადელს მივაღწიე,მიშოს სისხლი გადავუსხით,მე მაზლის და ჩემმა შვილებმა ბიძის გადარჩენაში შეიტანეს წვლილი...პალატაში შესვლისთანავე,გადასხმის ქვეშ მწოლიარე, ერთადერთ კითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს-რომ არა ჩემი დანაშაულის გრძნობა მიშოს მიმართ,მაიც გავრისკავდი ასე?-პასუხი არც მე და არც ჩემმა ქვეცნობიერმა არ ვიცოდით...მაგრამ რეალობა ერთი იყო,ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიშოს სიცოცხლე მანაღვებდა...მიშოზე ფიქრს უეცრად ვათოს გაუჩინარება ჩაენაცვლა.ტვინში ქაოტურად განლაგებული კითხვები-სად წავიდა?ვისთან ერთადაა?დაბრუნდა ნეტაა?....-მოსვენებას არ მაძლევდნენ...ინსტინქტურად,დაუფიქრებლად,ავდექი დაწყევლილი,ფიცრადქცეული საწოლიდან,გადასხმა ჩამოვხსენი,ხელში დავიჭრე და დერეფანში გავედი.
-ვათო ხომ არ გინახავთ?-ვკითხე დედას ფეხზე ძლივს მდგარმა,ცოტაც და იატაკზე გართხმული აღმოვჩნდებოდი.
-შენ აქ რა გინდა,ბარბარე?რატო ადექი?ხომ იცი არ შეიძლება,ექიმი სად არის?-მომაყარა განერვიულებულმა
-ვათო სად არის?-მომაკვდავის ხმით ამოვღერღე,თითოეული ბგერა ისე მეჩხირებოდა ყელში,თითქოს უკანასკნელ სიტყვებს ვამბობდი.
-არ ვიცი,წავიდა,არაფერი არ დაუბარებია.გიჟივით გავარდა,გიჟ....
თვალები რომ გავახილე ისევ პალატაში აღმოვჩნდი,ისევ ექიმი მადგას თავზე,ისევ მთელი სანათესაო მოთქვამს ჩემს მდგომარეობას,ვათო ისევ არ არის...
-მერამდენედ უნდა დაგემართოს ერთი და იგივე?-დასატუქსი ბავშვივით მესაუბრება ექიმი
-ვათო არ მოსულა?-დედა ვიპოვე მზერით.
-არ მოსულა,არა-მიპასუხა გულმოსულმა და განაგრძო- საერთოდ არ უფრთხილდები შენს თავს,რას ქვია ეს?!
-თქვენ ისევ რაღაცას ხლართავთ ცოლ-ქმარი-წარმოთქვა მამამ
-დასვენება სჭირდება პაციენტს,თუ შეიძლება გარეთ ყველანი-გადამარჩინა ბატონმა გიორგიმ.თვითონ კი პალატაში დარჩა ჩემს დასატუქსად.
-მარტო ყოფნა მინდა,გთხოვთ-დავასწარი წარბებშეკრულ ექიმს.
დავრჩი მარტო საკუთარ თავთან და უამრავ პასუხგაუცემელ კითხვასთან ერთად...ადამიანს საკუთარი თავის დასჯა თუ უნდა,მარტო დარჩენილმა ცოდვებზე უნდა იფიქროს...მხოლოდ სიკვდილის წინ,როდი ამოუტივტივდება ხორციელს ჩადენილი უმსგავსობანი...ყოველთვის,როცა მარტო ვრჩებით საკუთარ თავთან,პირველი რაც გვახსენდება ჩვენი შეცდომებია,მერე ალტერ ეგოსთან საუბარს ვიწყებთ,შემდეგ დროის მანქანას ვნატრობთ წარსულში ჩადენილი შეცდომების გამოსასწორებლად,ან ვფიქრობთ,რომ სულაც არ გვჭრდება მათი გამოსწორება,რადგან რომ არა ისინი,დღეს ასეთი ძ₾ლიერნი არ ვიქნებოდითო-თავს ვიტყუებთ,თითქოს არ გვინდა შეცდომების გამოსწორება..არადა,ქვეცნობიერს თუ მივენდობით და ყურს დავუგდებთ,ამაზე მეტად არაფერი გვინდა...ზოგჯერ ისეც არის,რომ სიკეთეს შეცდომის გამოსასწორებლად ჩავდივართ,ვფიქრობთ,რომ ერთს მეორეთი გადავფარავთ,მაგრამ სიკეთეს რომ რაღაცისთვის აკეთებ ეს უკვე კიდევ ერთი ძალიან დიდი შეცდომაა.საერთოდ კი რომ დავფიქრდეთ შეცდომის გარეშე ჩვენ რობოტები ვიქნებით...რობოტები,რომლებიც მუდმივად სწორი გზით დადიან,მუდმივად ერთსა და იმავეს აკეთებენ...შეცდომა გვაძლევს განვითარების საშუალებას,მაგრამ შეცდომასაც ხომ გააჩნია ადამიანო?რომ იცი უფსკრულში გადასაჩეხად ხარ განწირული და მაინც შენსას გაიძახი,თავით ეშვები და სხვებსაც ძალაუნებურად ითრევ -ეს მეტისმეტი არაა?
კარზე კაკუნმა ისევ იმსხვერპლა ჩემი ფიქრები...
ნინა,აწ უკვე ერთადერთი ადამიანი რომელთანაც გულახდილი საუბარი შემიძლია,შემოვიდა და გვერდით მომიჯდა.
-ბარბარე,ჩემო საყვარელო,მაპატიე რომ ასე უყურადღებოდ დაგტოვე,ბოდიში,ბოდიში,ბოდიში-გაფუჭებული რადიოსავით ჩაიხვია ბოდიში და გულში ჩამიკრა.
-სად იყავი?-გულგრილად ვკითხე
-ვათომ ლიტა რომ წამოიყვანა ჩემგან,მაშინ მითხრა ბარბარე ცუდად გახდაო,ეს გავიგე თუ არა მაშინვე მოვინდომე შენთან წამოსვლა მაგრამ მამაჩემი დამადგა თავზე გინდა თუ არა ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდეო ,შეხვედრაზე,მილანში.მეც იმ დღეს გავიგე,გეფიცები...
-მილანში მობილურები არ იჭერს?-ირონიანარევი ხმით მივუგე
-ბარბარე,მე შენ ყოველ დღე გირეკავდი მაგრამ არცერთხელ არ აიღე ყურმილი.ვათოც არ მპასუხობდა.
-კარგი,დაივიწყე-ვუთხარი შერბილებული ხმით,გავიფიქრე რა აზრი აქვს ახლა ამაზე საუბარს,ამის გარეშეც ბევრი საფიქრალი მაქვს-მეთქი და განვაგრძე-კარგი იყო მილანში?
-მოიცა რა,რა დროს ეგაა.მომიყევი შენ როგორ ხარ
-მიშო გადარჩება თუ არა არავინ იცის,ერთი კვირაა სიკვდილს ებრძვის,ვათო ჩემთან არაა,მე ადგომისთანავე ფეხები მეკეცება და გონება მებინდება,პალატაში ვინც კი შემოდის ყველა ერთსა და იმავე წინადადებას-აბორტი უნდა გაიკეთო სანამ გვიან არაა-ს მეუბნება,შენ აქ არ იყავი,ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ,მაგრამ ჯერ არ მილაპარაკია მათთან...რა მკითხე?როგორ ხარო,ხო?შესანიშნავად!ძალიან კარგად!მალე ტყუპების დედა გავხდები,ისინი ჩემი არსებობით ცოცხლობენ და მე გადასარევად ვგრძნობ თავს-დავასრულე და ვიგრძენი რა სუსტი და საწყალი ვყოფილვარ სინამდვილეში.ვულკანივით ამოხეთქა ჩემმა ტკივილმა.არადა როგორი ძლიერი ვეგონე ყველას..არავის უნახავს ჩემი ტკივილით დამძმებული სახე,მაშინ როცა ცრემლით ვიძინებდი და ასევე ვიღვიძებდი.ახლა კი,ახლა ყველაფერი ერთბაშად,ყველა ტკივილი ერთიანად,აღმომხდა...
-ვათო შენთან არ არის?-გაკვირვებული სახით მკითხა ნინამ
-ვერ ვიჯერებ,ამდენი ვისაუბრე,ჩემი გულის ნადები გაგიმხილე,ამ ერთი კვირის მანძილზე ერთადერთხელ ვისაუბრე ასე გულწრფელად ვიღაცასთან,გეუბნები,რომ ტყუპების დედა გავხდები და შენ რას მპასუხობ?-მივხვდი,მასაც არ სწამდა ჩემი შვილების ასებობის,მასაც გამოტანილი ჰქონდა ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის სასიკვდილო განაჩენი.
-მესმის.ძალიან ვწუხვარ იმის გამო რაც გადაიტანე და მიხარია ჩემს საუკეთესო გოგოს ტყუპები რომ ეყოლება მალე-გამიღიმა და განაგრძო-მაგრამ,შენ და ვათო ერთმანეთს არასოდეს ტოვებდით და ახლა შენს გვერდით რომ არ არის ძალიან მიკვირს..
-მალე მეყოლება კი არა უკვე მყავს,ჩემთან არიან..უბრალოდ მალე დაიბადებიან.რაც შეეხება ვათოს -არ არის და მორჩა.-უგულოდ ვუპასუხე.ვინანე ყოველი გულწრფელი სიტყვა,საერთოდ არაფერი არ უნდა მეთქვა-მეთქი გავიფიქრე.
ვათომ კარი ისე გააღო,მივხვდი პირდაპირ ჩხუბი უნდა დაეწყო,მაგრამ ნინას ნახვისას თავი შეიკავა.
-ვათო,როგორ ხარ?-ნინა დიდის მოწიწებით წამოდგა ფეხზე და გადაკოცნა ნათლულის მამა.
-ძალიან კარგად-მიუგო ვათომ უკმაყოფილოდ და მკაცრი ტონით დასძინა-ჩემს ცოლს უნდა ვესაუბრო!
-რა გინდა გოგო შენ?ჩემს ჭკუიდან გადაყვანას ცდილობ?-ნინამ კარი მოიხურა თუ არა დასჭექა ვათომ-რატო ვიგებ ყველაფერს ბოლოს?რატო აკეთებ ყველაფერს შენით გამაგებინე!-ღრიალებს.
-ხომ ვთქვი,გადავუსხამ სისხლს-მეთქი..ასეთი მოულოდნელი რატომ იყო?
-რაა?-მომიახლოვდა გაფსიხებული თვალებით და განაგრძო-შენ მიშოს სისხლი გადაუსხი?
-აბა რაზე მეუბნები,სხვა რა გავაკეთე?-ჯერჯერობით ვახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას
-ხომ გითხარი მე მოვაგვარებ-მეთქი მიშოს ამბავს,ხო ვთქვი არ გაბედო-მეთქი,რა ძაღლს უყეფია და რა მე მისაუბრია,შენთვის სულ ერთია ხო?
-ვათო,რაზე ლაპარაკობდი,რა გავაკეთე შენს გარეშე-დავიღრიალე ძალაგამოცილმა
-რა ხდება მამაცო გოგო?-სრულიად უტაქტო შეკითხვით შემოაღო კარი ბატონმა გიორგიმ
-რა მამაცო გოგო?-ვათო მივარდა ექიმს
-შეეშვი-მეგონა ვყვიროდი,მაგრამ სინამდვილეში ძვლივს ისმოდა ჩემი ხმა
-დაწყნარდით თუ შეიძლება.ვინ ხართ?-მკაცრი გამომეტყველებით მიუგო ექიმმა ვათოს
-მე კიარა შენ ვინ ხარ ჩემს ცოლს მამაც გოგოს რომ ეძახი-გააფთრებულმა ძლივს შეიკავა თავი სახეში მაგრად რომ არ ეხია.
-პირველ რიგში თქვენი ცოლის ახალი ექიმი ვარ,მეორეც ბარბარე მართლაც რომ ძალიან მამაცი გოგოა,ჩემი სამუშაო გამოცდილების მანძილზე მისი მსგავსი არავინ შემხვედრია.-ტონს საგრძნობლად აუწია თეთრხალათიანმა-გაგიგიათ სადმე ტყუპებზე ფეხმძიმედ მყოფი ქალი,რომლის მდგომარეობაც იმაზე ბევრად მძიმეა ვიდრე ვინმეს შეიძლება ეგონოს,სხვას სისხლს უსხამდეს?ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა მსგავსი რამ.-დაასრულა და გავიდა
-ტყუპები?რა ტყუპები?რასქვია ტყუპები?-ვათო თვალებში მიყურებს და ისტერიულად იმეორებს ერთსა და იმავეს.
-ხო,ვათო,ტყუპები,გოგო და ბიჭი.-თავდახრილმა წარმოვთქვი,შემდეგ ბრაზი მომერია,თავი მაღლა ავწიე,ვათოს თვალებში ჩავხედე და ძიძღნარევი ყვირილით განვაგრძე-ვიფიქრე ვახარებ მეთქი,იქნებ ამან მაინ მოულბოს გული-თქო მაგრამ,არა!გაუჩინარებულხარ,არავისთვის არაფერი დაგიბარებია.მე ვეცადე ყველაფერი დამევიწყევინა და გამოვქანდი ვახარებ მეთქი,მაგრამ შენ არსად იყავი ახლა კი მოხვედი და წივილ-კივილი ამიტეხე წარმოდგენაც არ მაქვს რაზე საუბრობ,საურობ კი არა ყვირი...რა დაგემართა,რა გჭრს ასეთი, აქამდე რომ მოგყავს ჩვენი ურთიერთობა?
-ბარბარე,გოგო და ბიჭი..-იმეორებს და ნელ-ნელა მიახლოვდება
-ყველაზე მნიშვნელოვანს,ურთიერთპატივისცემას,აქრობ ჩვენს შორის,სიყვარულიც მალე გაქრება უკვე გამქრალი თუ არ არის და მერე იყვირე რამდენიც გინდა.-რამოდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ისევ გავხედე და ზიზღნარევი ხმით ვუთხარი-მეზიზღები ვათო თხელიძე,შენი ნახვა ცუდად მოქმედებს ჩემზე!
ხმა არ ამოუღია,ერთი სიტყვაც არ უთქვამს,ჩემი საწოლის მარჯვნივ მდგარ დივანზე ჩამოჯდა და გაშტერებულად მიყურებდა.მე თავი მარცხევ ვაქციე და დახუჭული თვალებიდან ცრემლების კორიანტელი ცვიოდა.



№1  offline წევრი Rania

Gmerto chemo. Am gogosi armes is. Zaan ucnauri siyvarulia gmertmani. Ise uyvart ertmaneti erti radikalizmidsn mroredhi vardebian. Zalian kargad cer. Yochag. Imedia male dadeb momdevnosd
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი ვინსენტ

Rania
Gmerto chemo. Am gogosi armes is. Zaan ucnauri siyvarulia gmertmani. Ise uyvart ertmaneti erti radikalizmidsn mroredhi vardebian. Zalian kargad cer. Yochag. Imedia male dadeb momdevnosd

დიდი მადლობა,როგორცკი დავწერ,დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent