შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული უსიყვარულოდ {11}


19-01-2019, 14:00
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 13 728

მარიამი დაბრუნდა და ყველაფერი ნელ_ნელა დალაგდა. წყვილის ცხოვრებაში ჩარევას არც აპირებდნენ ამიტომ თავიანთ პირად პრობლემებსა და საქმეებს დაუბრუნდნენ.
მაშო უკვე ხუთი თვის ფეხმძიმე იყო . ექიმთან კონსულტაციაზე მისვლის შემდეგ დათო ყოველთვის იცვლებოდა . შემდეგ კი რაღაც გადატრიალება ხდებოდა და ისევ ისეთ ჩუმ, უხასიათო ტიპად იქცეოდა.
ისევ ერთმანეთში ახლართულებს გამოეღვიძათ. ამჯერად თავად ედო მაშოს მკერდზე თავი, ხელი მის მუცელზე და ფეხები მის ფეხებსშორის ჰქონდა ახლართული. რაღაც საოცარი მოძრაობები უნდა გაეკეთებინა თავის დასახსნისას მაშო რომ ვერ გაეღვიძებინა. თვალები აატრიალა და საერთოდ დაივიწყა უხერხული მომენტი. გარეთ შემოდგომისთვის დამახასიათებელი წვიმა იყო და ოთახშიც გრილოდა. საბანი დააფარა ცოლს, შემდეგ მუცელზე მოეფერა და კომფორტულად მოკალათდდა
_დილამშვიდობისა მა ... ამ დროს ალბათ შენც გძინავს , მაგრამ არაუშავს. გარეთ წვიმს, ზოგჯერ ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს წვიმას. დედაშენს სულ ძილი უნდება ხოლმე ამ დროს...მზისფერია , მაგრამ წვიმაც უყვარს . უცნაური ვინმეა
_საერთოდ არ ვარ უცნაური _ მაშომ თავი ვერ შეიკავა და თვალები გაახილა. დათო ისე დაიბნა ლამის გადავარდა საწოლიდან
_ფეხები მომაშორო გირჩევნია ... _ მის ბარძაყს ისე შემოხვია თითები მერე უფრო მიიზიდა და საბოლოოდ ზემოდან მოექცა
_სულ გაგიჟდი ხო? მე შემოგხვიე ფეხები ?კუთხეში მძინავს შენ ხარ ჩემს ტერიტორიაზე გადმოსული და ყველაფერს მე ნუ მაბრალებ
_ეს ახლა, მაგრამ მანამდე ... საერთოდ რატომ მეკამათები ? _ თმებარეულ წითურს ზემოდან დაჰყურებდა . ხელები მის თავთან ეწყო და მაშოს სულ უფრო და უფრო აწითლებდა
_მე საერთოდაც არ ... იქნებ შენ საერთოდაც ცივა უკვე და რატომ იძინებ შიშველი
_შიშველი ? გეტყოდი შიშველი კაცი არ გყავს ნანახი_თქო , მაგრამ იმ ღამით შესანიშნავად შემისწავლე ...
_შენ... ფუუ რა აუტანელი ხარ. უზრდელი , თავხელი
_არ მითხრა რომ დაგავიწყდა
_შენ არ გავიწყდება სამაგიეროდ
_მე არც მახსოვს შენი სხეული ნორმალურად... ამხელა მკერდი გქონდა მაშინაც თუ ფეხმძიმობის ბრალია _ ნახევრად მოშიშვლებულ მკერდზე დახედა და გაიცინა _ ისინი ჩემი დანახვისასაც კი რეაგირებენ
_უბრალოდ სიცივეა და საერთოდაც შენ რაში გაინტერესებს მე რას განვიცდი ... შენ ხომ სრულიად უემოციო ხარ ჩემს მიმართ
_ფეხმძიმე ქალებზე არ ვრეაგირებ ... არასექსუალურად გამოიყურები ზოგადადაც და ახლა ამ მუცლით მითუმეტეს
_მაგ მუცლით სხვათაშორის შენს შვილს ვატარებ რომელიც დილიდან მოძრაობას იწყებს და რაღაც არ მგონია რომ არასექსუალური ვიყო . იმ ღამით ისე კვნესოდი მაგიჟებო დავიჯერო სხვას ეუბნებოდი
_ეგ ...ეგ უბრალოდ ჩვევად მაქვს . ყველა კაცი ამბობს რაღაც მსგავსს ...თანაც მთვრალი ვიყავი
_ხო არა?
_ასე რატომ მიყურებ ნეტავ...სასაცილო რა ვთქვი
_ახლა უბრალოდ არ მინდიხარ თორემ გაჩვენებდი როგორ ვმოქმედებ შენზე _ ფეხები წელზე შემოხვია ტერფები ქვემოთ ჩააცოცა და ხელები ყელზე შეუცურა _აიიი ვგრძნობ_უცებ წამოიკივლა და არეული დათუნა მოიშორა
_რა ... მე
_აი დამარტყა ... წინა ჯერზე ასეთი შეგრძნება არ მქონდა ახლა უფრო აქტიურად მოძრაობს ...თუ რასაც შვება . ჯერ სულ ერთი ციდაა _ მუცელზე მიიდო თითები და მერე საწოლიდან წამოდგა. პიჟამას ზედა გაისწორა , თითები თმებში შეიცურა და სააბაზანოსკენ წავიდა. როგორც კი შევიდა მაშინვე კარს მიეყრდნო
_ღმერთო რა სულელი ვარ...როგორ ვერ ვისვენებ. რეები ვიბოდიალე ესაა თავის შორს დაჭერა? არა არა ჩემი მის გვერდით ძილი არ გამოვა. ჯანდაბა ყველგან მისი სუნი ამდის ...აუტანელი , უზრდელი, ხისთავიანი . როგორ ვერ გიტან ...მეზიზღები ! _ უცებ მოიშორა ტანსაცმელი ონკანი მოუშვა და თან იხდიდა უცებ კარი რომ გაიღო
_ჩემი ლანძღვა შეწყვიტე და გამოდი ქვედა სააბაზანო დაკავებულია ...მე მეჩქარება
_რომ დააკაკუნო შემოსვლამდე არა? მე უფრო მეჩქარება. დღეს ლექციაზე უნდა მივიდე _უცებ აიფარა სხეულზე პირსაწმენდი და უკან დაიხია
_მეჩქარება დღეს მამაჩემს უნდა გავყვე სამსახურში და რომ დავაგვიანო გაგიჟდება
_ქვემოთ ვინ არის
_დედაჩემია და კიდევ ორ საათს არ გამოაღწევს ხომ იცი ...
_რას აკეთებ ... _დათომ მშვიდად რომ მოიშორა დარჩენილი სამოსიც და კაბინაში სევიდა ტვალები გაუფართოვდა
_შეგიძლია მიყურო პრობლემა არ მაქვს... ან გარეთ დამელოდე
_გგონია მე ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმე მაქვს? შენგან განსხვავებით უნივერსიტეტში დავდივარ და ახლა სრულიად ჩამოვრჩი ყველაფერს ... ლექციაზე რომ დავიგვიანო ის კაცი არ შემიშვებს
_არ მესმის რას მეუბნები_გაქაფული იდგა დუშის ქვეშ და ისე ლაპარაკობდა
_არ ესმის თურმე არ ესმის ... რატომ უნდა დავიხიო უკან მეჩქარება და შესაბამისად მიზანი საშუალებას ამართლებს. თან მე ხომ არასექსუალური ვარ და მას რეაქცია არ აქვს_ ჩუმად ბურტყუნებდა მერე კი გაშიშვლდა და კაბინაში შევიდა . წყლის ქვეშ დადგა და გელი აიღო. დათომ გაქაფულ თვალებზე ხელი ჩამოისვა და მაშო რომ დაინახა ისევ დახუჭა
_გადაირიე? ახლა რა ჩემს გაგიჟებას აპირებ?
_უბრალოდ შხაპი მჭირდება _ზურგი აქცია და თმაში თითები შეიცურა
_ჯანდაბა ... რის მიღწევას ცდილობ
_პირველად მე შემოვედი _ისევ შებრუნდა _მე ხომ შენში სურვილს არ აღვძრავ
_დიდი სიამოვნებით დაგახრჩობდი , სულ რამდენიმე თვეც და მერე ნამდვილად ამოგაცლი ენას _ უცებ მოიშორა ქაფი თვალს მაქსიმალურად აშორებდა მოღიღინე მაშოს ბოლოს კი საერთოდ გაიქცა სააბაზანოდან. მაშომ მშვიდად დაასრულა ბანაობა, იქვე მოწესრიგდა და შემდეგ საძინებელში გავიდა . ხან ფენი ჩართო, ხან სარკის წინ იჯდა და მაკიაჟს იკეთებდა . დათო კი თავის ნივთებს ეძებდა და ჯუჯღუნებდა.
_ახლა ყოველ დღე ამ მუცლით უნდა იარო უნივერსიტეტში?
_არა ბავშვს დავტოვებ და ისე ვივლი
_გეყოფა ! რომელ საათზე გამოგიარო
_ჩემითაც მოვაგნებ სახლს, არ დავიკარგები
_მაინც რომელზე დაგისრულდება ლექციები
_როცა დასრულდება მაშინ მერე არ ვიცი სად წავალთ მე და გოგონები_იისფერი ტუჩსაცხი წაისვა და ტუჩები ერთმანეთს შეახო. შემდეგ ზედას დააკვირდა, მუცელი ემჩნეოდა და რომ იწეოდა პერანგი აშკარად პატარა იყო _ახალი ტანაცმელი მჭირდება და ალბათ საღამოს წავალ _ ჩანთა აიღი, მობილური ჩააგდო და გაუღიმა
_წამოდი ... მეჩქარება . ვისთვის იპრანჭები ასე მონდომებით
_მე ხომ ლამაზი არ ვარ და მჭირდება _ სახე დამანჭა და ისე აუარა გვერდი .
დათო მთელი გზა ჩუმად იყო. მაშო ვიღაცას წერდა მერე მშვიდად გადავიდა მანქანიდან და დაუმშვიდობებლად წავიდა.
_ახლა ასე თავის ნებაზე უნდა იაროს და მე მშვიდად ვიყო? ეს და მისი ს*რი კურსელები. დედას შევ*ცი ! _საჭეს ხელი დაარტყა და შემდეგ მამასთან წავიდა. გიგა ელოდა და უამრავი რამ დაავალა. გამოცდას უწყობდა და დიდხანს ვერ დაასრულა მუშაობა. რამდენჯერმე დახედა მობილურს , მაგრამ მაინც არ დაურეკა. ბოლოს სახლში რომ მივიდა და მაშო არ დახვდა ნერვები მოეშალა. რვა საათი ხდებოდა ის კი ისევ არ ჩანდა
_სად ხარ
_სავაჭრო ცენტრში ...
_მალე დაბრუნდები?
_არა...რამე ხდება?
_სად დადიხარ ...რას ყიდულობ ამ დროს
_გოგონებთან ერთად მივდივარ შემდეგ
_პირდაპირ სავაჭრო ცენტრიდან?
_აჰაამ...ეს კაბა ლურჯი ან მწვანე გაქვთ?
_მეც გავდივარ და სახლის გასაღები ხომ გაქვს
_მაქვს...
ცოფებს ყრიდა და ვერც პოულობდა მიზეზს მისი დაბრუნება რომ ეთხოვა. ზურას დაურეკავდა, მაგრამ ბატონი ჯერ კიდევ არ ელაპარაკებოდა. სახლიდან გავიდა და ბოლოს დუდასთან მივიდა კლუბში.
ბარმენს მიესალმა და იქვე ჩამოჯდა
_დავით საღამომშვიდობის ... სად დაიკარგე რამდენი ხანია აქ არ ყოფილხარ _დუდა მიუჯდა გვერდით და ბარმენს თავისთვისაც სთხოვა სასმელი
_ყველას საქმეები აქვს და მარტო დალევა აქამდე არ მინდოდა ...შენ რას შვები
_რავი მეც ცოტა ხნით ვარ . დაბადების დღე აქვს ლანჩავას უფროს დას დამირეკა ხო იცი რა ტიპია მე ქალაქში არ ვარ და არ აურიონო
_მეგის დაბადებისდღეა?
_არ ვიცი ... სახელები ერთმანეთში მერევა სამივე
_მაშოს კურსელია ეგ ... ისიც აქ მობრძანდება ალბათ
_ისევ ჩხუბობთ?
_ნერვებს მიშლის
_ვინ მაშო?
_არც ეგეთი ნაზი და საყვარელია როგორიც ჩანს
_ხოო აბაა? როგორი საშიშია
_მეღადავები შე ჩემა? ჩემი გაჭირვებია და შენ დამცინი?
_20 წლის ასაკში მამა ხდები რა გინდა მეტი ბედნიერებისთვის მიზეზი არ გაქვს?
_ნუცას ნაცვლად სხვა რომ ატარებდეს შენს ბავშვს მუცლით და ის სხვა რომ იყოს შენი ცოლი და იცოდე რომ ნუცასთან ვეღარასდროს მიხვალ როგორ იქნებოდი დუდა
_ეგ არ ვიცი, მაგრამ
_არ მითხრა რომ გადაიყვარებდი და სხვასთან ბედნიერად იცხოვრებდი
_ნუცა რომ ჩემთან იყოს არასდროს გავხედავდი სხვა ქალს, შენ კი ორივემ კარგად ვიცით ერთგულების კოეფიციენტი სად გაქვს
_იმ გიჟის შეყვარებას არ ვაპირებ... ხომ არ მითხრა სად მიდიოდა. მე მარტოც მშვენივრად გავერთობი. ბოლო თვეებია ისედაც დავიღალე. განტვირთვა მჭირდება
_სისულელეს ნუ ჩაიდენ ... დაფიქრდი ცოტა . მე მივდივარ და იმედია არ გაგიჟდები
_სად მიდიხარ
_საქმე მაქვს ...
_ნუცა?
_არა , ნუცა არ ჩანს მარიამის ამბების შემდეგ
დუდა წავიდა და ნელ_ნელა იქაურობა გაივსო. მალე მაშოც გამოჩნდა თავის დაქალებთან ერთად. ლამაზი კაბა ეცვა, ვარცხნილობაც შეეცვალა და სხვანაირად გამოიყურებოდა. გოგოებთან ერთად დაჯდა და მალევე დაიწყო გართობა. ბევრს ლაპარაკობდა და აშკარად ინაზღაურებდა დაკარგულ დროს. იცინოდა და შემდეგ ცეკვავდა. სანამ მაშო ცეკვავდა მისი მაგიდის გვერდით დაჯდა ისე რომ არც ჩანდა და თან მის საუბარსაც მოისმენდა
_მოგვენატრე ... ვიფიქრეთ წელს არ დაბრუნდებოდი
_შესანიშნავად ვგრძნობ თავს , სხვა რა საქმე მაქვს . რატომ უნდა გავაცდინო დრო უქმად ... ჩავუჯდები და გამოცდებში მაღალ ქულებს ავიღებ რა პრობლემაა
_ახალი ლექტორი გვყავს ... უსიმპათიურესია . გიკითხა რამდენჯერმე მითხრეს კარგად სწავლობსო და სად არისო ... ხომ არ ვეტყოდით რაც ხდებოდა უბრალოდ ვუთხარით პრობლემები აქვს და არ ვიცით როდის დაიწყებს სიარულს_თქო
_გავიცნობ აუცილებლად ... რამდენს სვავთ , დღეს ფხიზელმა რომ უნდა გიყუროთ განგებ აკეთებთ?
_აუუ კიდე არ მჯერა რომ დათუნას ცოლი ხარ... პროსტა ვერ წარმოვიდგენდი რომ ეგეთ ბიჭს გაჰყვებოდი
_ჰმ, რას უწუნებთ ჩემს დათუნას _ გაიცინა და მერე გვერდით მჯდომს მიუბრუნდა_შენ არ იყავი რომ იძახდი გამაცანიო ?
_გოგო მერე მე და შენ ერთნი ვართ? მე სულ ეგეთი ბიჭები მომწონდა და შენ ვიღაც ძაან ინტელიგენტი, ზრდილობიანი და მშვიდი შეგეფერებოდა, თანაც
_ასეა თუ ისეა ჯერ_ჯერობით მისი ცოლი მე ვარ . ისე თქვენ რომ გგონიათ ეგეთი უტვინო და ხისთავიანიც არ არის
_როგორცაა ბედნიერებას გისურვებთ... მარიამის ამბავზე ისე ინერვიულებდი კიდევ კარგი ყველაფერი მორჩა. მაინც როგორ დაემთხვა სულ ახალი დაქორწინებულები იყავით თქვენც
_ხო მართლა , მარიამმა ყველაფერი იცის როგორ ღელავდით და როგორ იგებდით სულ ამბებს. უბრალოდ ახლა არ სცალია რომ შეგხვდეთ
_რას ამბობ ყველას ხომ ვერ გვნახავს ან მადლობები რა საჭიროა ... ჩვენ მართლა შოკი გვქონდა . მთავარია ახლა ყველაფერი დამთავრდა. მოდი ჩვენ გაგვიმარჯოს ... ქალებს , ყველას სხვადასხვანაირს და მაინც საოცრებებს _ ერთ_ერთმა გაიცინა და ჭიქა მაღლა ასწია. სხვებმაც დალიეს , კიდევ რამდენიმე ჭიქა დაცალეს. სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ. მაშოს უყვებოდნენ ზაფხულის ამბებს ისიც კისკისებდა სანამ გვერდით მჯდომმა არ უთხრა ლილე მოვიდაო. დათოც მშვიდად სვამდა და მის სიცილს უსმენდა სანამ ლილე არ გაიგო შემდეგ სუნთქვა შეეკრა. შებრუნდა და ეცადა მისი სახე გაერჩია , მერე რატომღაც მაშოს სახის დანახვა მოუნდა
_არ ვიცოდი მეგიმ თუ დაპატიჟა... მართლა
_დამშვიდდით , მე და ლილეს ომი არ გვაქვს გამოცხადებული_ გაიღიმა, მაგრამ აშკარად არ გრძნობდა თავს ისე კარგად როგორც მანამდე .
_ამ ბოლო დროს ხშირად დადის წვეულებებზე ... მგონი შენი დათუნასგან რაც გათავისუფლდა მას შემდეგ შეიცვალა
_თუ ღმერთი გწამს ნია რეებს ამბობ...ლილე სულ თავისუფალი გოგო იყო და იქნება. ნუ ჭორაობთ რა და თუ ჭორაობთ მასზე ნუ მოიგონებთ სისულელეებს. მას არ უღალატია დათუნასთვის, არც ახლა ეძებს ვიღაც სხვას. უბრალოდ ცდილობს გაერთოს მეგობრებთან ერთად და ნუ ხართ ხოლმე ჭორიკანა მეზობლებივით საქმე რომ არაფერი აქვთ და გამვლელებს აკვირდებიან... თუ ჭორაობა გინდათ შენ და შენს დაქალებს ისევ ჩემი ფეხმძიმობა განიხილეთ_ გოგო თავის ადგილას მისვა შემდეგ გვერდით მჯდომ ქერას ხელი ჩაკიდა და წამოდი ვიცეკვოთო უთხრა, წინ მჯდომი გოგოც გაჰყვა მხოლოდ ნია დარჩა და ისიც მალევე წავიდა. მაშოს ცეკვა არ დაუწყია , გოგონები დატოვა და იქაურობა დატოვა.
დათო ლილეს უყურებდა , საერთოდ არ ეტყობოდა დარდი . მეგობრებთან ერთად იდგა , მეგის საჩუქარი გადასცა და შემდეგ ბართან დაჯდა. მოკლე კაბა ეცვა , საშინლად მიმზიდველი იყო . კოქტეილს სვამდა და თან თავთან მდგომ ბიჭს ესაუბრებოდა.
დათო ეჭვიანობამ რომ შეიპყრო და ფეხზე წამოდგა რაღაც ძალამ შეაჩერა. ისევ სასმელი შეუკვეთა , ბიჭი ამ დროს უკვე ლილეს ლოყაზე კოცნიდა და ერთად იცინოდნენ. ჭიქა დადო და მათკენ წავიდა. ვერავის ხედავდა მხოლოდ ლილეს , უცებ წინ მაშო გადაეღობა. ხელი ჩაკიდა და აიძულა გამოფხიზლებულიყო
_არ გინდა ...
_ბედნიერი ხარ? შენ გამო მას ვკარგავ და იმის გამო რომ შენ ყველას ანგელოზი ჰგონიხარ მასზე მეტს ჭორაობენ ვიდრე შენზე. არადა ხომ ნათელია რის გამოც მოგიყვანე ცოლად _ ყბები დაჭიმული ჰქონდა, ძარღვები დაბერილი და თვალებიდან ცეცხლს ისროდა
_ სულ რამდენიმე წუთი მოითმინე ... ნახე რამდენად უყვარხარ შენს ლილეს და მე რომ წავალ მერე თუ გინდა ყველას გასაგონად იყვირე რომ გიყვარს_ხელი გაუშვა, თვალები სულ ცრემლიანი ჰქონდა . მალევე აქცია ზურგი და დატოვა. ლილე უკვე იქ აღარ იჯდა. ბიჭთან ერთად ცეკვავდა. ძლივს იპოვნა მოცეკვავეთა ბრბოში გოგონა. ჩვეულ ამპლუაში იყო , ცეკვავდა და ყველას ყურადღებას იქცევდა. ასეთი იყო ლილე, ცეცხლს ანთებდა ყველგან სადაც გაივლიდა თავიდანვე ასე მოხიბლა დათოც. მისმა ენერგიამ და ხასიათმა გააგიჟა.
ყველაფერი ერთად მოქმედებდა, სასმელი, განათება, ხმაური, ბრაზი, სიმღერის ხმა და არეული გონება. მაშო დაინახა როგორ გავიდა შენობიდან ჩანთით ხელში და როგორ მიჰყვებოდა გვერდით მისი მოუშორებელი თაყვანისმცემელი ლუკა. მანქანის გასაღები ეჭირა ბიჭს და აშკარად მის წაყვანას გეგმავდა. ლილე კი ისევ იმ ბიჭთან ცეკვავდა, კისკისებდა, სხეულს გამომწვევად არხევდა , ბიჭისგან დისტანციას იცავდა , მაგრამ ხალისობდა იმით რასაც მას მართებდა.
მაშო არავინ იყო, მაშოს მიმართ არაფერს გრძნობდა. მაშო ისედაც მისი იყო და ვერავინ წაართმევდა, ცოლი იყო და მის შვილს ატარებდა მუცლით. ლილე კი , ლილეს დაკარგვას ვერ გადაიტანდა. გაგიჟდებოდა. ამას ფიქრობდა ან ვერც ფიქრობდა უბრალოდ მოცეკვავე წყვილისკენ მიდიოდა. ბიჭს მკლავში წვდა და გვერდით გასწია
_შენი დრო ამოიწურა
_შენ ვინ ხარ ... ვცეკვავ გოგოსთან ვერ ხედავ
_დათო ? შენ რა გინდა აქ ... არაფერია ბაჩო ჩემი ნაცნობია
_რა საჭიროა მერე ძმაო ეს უხეშობა ... ცეკვა თუ გინდა რა პრობლემაა. ვიფიქრე ვიღაც გიჟია_თქო_ბიჭმა გაიცინა და უკან დაიხია
_არ შემცდარხარ... ვიღაც გიჟი ვარ . ხო ნამდვილად გიჟი ვარ _ლილეს მკლავში ჩაავლი ხელი და თავისკენ მიიზიდა . მის თვალებს არ ჰქონდათ ჩვეული ფერი. რაღაც უჩვეულოდ იყო
_დათო მთვრალი ხარ მგონი და არ გინდა სკანდალის მოწყობა . შეწყვიტე !
_ასე მარტივად?
_მარტივად? შენ დაამთავრე, მე და შენ დამთავრდა
_არაფერიც არ დასრულებულა... მე არ დამისრულებია და არც დავასრულებ! ახლა შეგიძლია გაერთო. თუ ასე ბედნიერი ხარ გაერთე _ხელი გაუშვა და უკან დაიხია. იქედან სწრაფად წავიდა ვერ გააგრძელა. სხვა დროს ლილეს იქედან სადმე სხვაგან წაიყვანდა მის სევდისფერ თვალებს სათითაოდ აკოცებდა და მერე მონატრებულ ტუჩებზე გადავიდოდა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. დატოვა , იქ დატოვა და სწრაფად წავიდა.
გარეთ წვიმდა, წვრილი წვეთები ცვიოდა ციდან . თავი საშინლად სტკიოდა. სწრაფად მოავლო ეზოს მზერა, ქუჩის მეორე მხარესაც გაიხედა . შეხედა როგორ ესაუბრებოდა ლუკა მაშოს. მერე ისიც დაინახა როგორ ჩაჯდა ბიჭი მარტო მანქანაში. მაშო კი რამდენიმე ქაღალდის პარკითა და ჩანთით ხელში დარჩა. მობილური აიღო და სადღაც დარეკა. გაეღიმა, სწრაფად დაიძრა მისკენ . უნდოდა მალე მისულიყო ხელი მოეხვია და გაეთბო
_ჯანდაბა მაშო რა იდიოტი ხარ... ეს ტაქსიც არ მოდის . წვიმს და ახლა გაციებაღა გაკლია ... ჩშშ პატარავ შენ რაღა დაგემართა. დამშვიდდი რა გთხოვ სულ მალე მივალთ სახლში. ნუცა გველოდება... მაპატიე , მაგრამ აღარ შემიძლია . მართლა აღარ შემიძლია გეფიცები . არ შემიძლია მასთან ყოფნა _ ჩუმად ლაპარაკობდა და ცრემლებს იმშრალებდა.
_დამშვიდდი მა... დედიკოს არსად გავუშვებ_დათომ პარკები გამოართვა, მეორე ხელი მუცელზე შეუცურა და მოეფერა . მისი ჟღალი ხვეულები სახეზე ეხებოდა, წვიმდა და წვიმის სურნელს მისი ერეოდა.
_აქ რა გინდა ... შენ
_წავიდეთ... სიცივეა _ ხელი ჩაკიდა და მანქანისკენ წაიყვანა
_გამიშვი ...არ მინდა . შეეშვი ბავშვის გამო ჩემზე ზრუნვას და საკუთარ თავს მიხედე. არ დაკარგო ქალი რომელიც გიყვარს. მერე მთელი ცხოვრება სინდისი შემაწუხებს. ჩვენი შვილი კი ისეც კარგად იქნება
_ნუ ბოდავ... გეყოფა ამდენი ფიქრი. გაჩუმდი და დაჯექი
_არ მინდა არაა გაიგე ... მერე ხასიათი შეგეცვლება და ისევ მე ვიქნები დამნაშავე
_დაჯექი მაშო _მანქანის კარი გააღო ყველაფერი დააწყო და მერე მაშო ჩასვა
_ველურო... სულ არ მაინტერესებს. მორჩა. მეტჯერ მე აღარ დამადანაშაულებ. არ მადარდებს, მე შენთან არაფერი მაკავშირებს... არც თქვენი დაშორებაა ჩემი ბრალი. თქვენ ორივენი გიჟები ხართ და რაც გინდათ ის გააკეთეთ. ხვალვე დავურეკავ ადვოკატს და გაგეყრები!
_ჯერ ღვედი შეიკარი _ მისკენ გადაიხარა, უყურებდა და იცინოდა. ღვედი რომ შეუკრა ლოყაზე აკოცა
_წავედით
_შენ სულ შეიშალე ხო?
_რა გატირებს
_არ ვიცი, არ მინდა მე შენთან...დავიღალე . გართობაც ვერ შევძელი ყველა შენზე ლაპარაკობს. შენამდე მშვიდად ვცხოვრობდი ჩემთვის მარტო და არავინ მაწუხებდა ახლა კი სულ ჭორაობენ და ჭორაობენ. დავიღალეე...მინდა ყველას ვუთხრა რომ შენთან არაფერი მაკავშირებს და თავი დამანებონ
_ტყუილს ეტყვი?
_რა გაცინებს ავადმყოფოო... შენთან ისედაც არაფერი მაკავშირებს
_არაფერი? არადა რამდენი ფერი გაკავშირებს ჩემთან და კიდევ ვიღაც ... მთელი ერთი ცოცხალი არსება გაკავშირებს ჩემთან
_იმდენად ცუდად ხარ უკურეაქცია გაქვს ხომ? სახლში დამტოვე და სადაც გინდა იქ წაბრძანდი
_სად მაგდებ ... საღალატოდ მიშვებ?
_შენ მე გრძნობებით მღალატობ ყოველ წამს ... როგორც ცოლს თუმცა მე შენი ცოლი არ ვარ. ბავშვის დედა ვარ მხოლოდ
_რა ცუდ ხასიათზე ხარ ... არადა რა კარგად იყავი ლილეს გამოჩენამდე
_იქ იჩხუბე და იმიტომ ხარ ასე მშვიდად?არა მაინც რომ ვიცოდე ხვალ რას მკითხავენ
_არ მიჩხუბია
_აბა ?
_არაფერი გამიკეთებია... მეც მიკვირს . დაიკიდე და მორჩი ამ მაზოხიზმს . როგორ უნდა დაუთმო სხვას კაცი რომელიც გიყვარს , გიჟი ხარ ხო შენც
_ახლა არ მითხრა ჩემთვის იბრძოლეო...ძალიან გაგისწორდება ხო?
_მგონი შენს გარდა ვაფშე არავის ვუყვარვარ , მართლა არავის ადარდებს მე რას ვგრძნობ, რა მინდა , რას იტყვიან ჩემზე ეგ ხო ვაფშე კიდიათ. შენ სულ მიცავდი , შენთვის ჩუმად და მშვიდად , მაგრამ მაინც ყოველთვის ასეთი იყავი
_რა გჭირს
_არაფერი , უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობ თან მთვრალი ვარ და ხომ იცი ამ დროს ყველა და ყველაფერი შეიძლება გავაკეთო _ მანქანა გააჩერა. მაშოს პარკებიდა ჩანთა გადაიტანა . გოგოს უკან გაჰყვა და ჩუმად ავიდა საძინებლამდე.
_რა იყიდე არ მაჩვენებ? _ჩანთებში ჩაიხედა და ერთ_ერთში ლიფი რომ დაინახა მაშინვე შეჩერდა _ხომ გეუბნებოდი ამხელა არ იყო_თქო
_გეყოფა ...
_ოო მოიცა ქმარი ვარ თუ მეზობელი ... ესენი არ მოგიჭერს? _მაღალწელიანი შარვლები რომ ამოიღო წარბებშეკრული დააკვირდა_ვაფშე კაბები რომ ჩაიცვა არა?
_დათო რა გინდა?
_რატო ქმნი პრობლემას ...რა უნდა მინდოდეს . სულ ივლი ანუ ლექციებზე და ისევ შკოლინიკი გახდები?
_და რატომ არ უნდა ვიარო ... მშობიარობამდე დავხურავ სემესტრს _ყველაფერი აიღო და კარადაში შეაწყო. შემდეგ გამოცვლა დაიწყო. სწრაფად ჩაიცვა პიჟამა და საწოლში დაწვა_მე დაძინება მინდა და შენ რაც გინდა ის გააკეთე
_შენი აზრით რა მინდა
_არ ვიცი , ალბათ ჩემი გაქრობა გინდა და იმ ღამის შეცვლა
_რა ჩაეციკლე იმ ღამეს ტო...თუ შეიცვლება მერე ვინ იცის როდის მეყოლება შვილი. ახლა ბარემ გაკეთებულია და გავაქრო სულელი ვარ? _ გაიხადა და გვერდით მიუწვა
_სულელი ხარ, ნამდვილად
_დიდი მადლობა... სულელისგან ბავშვს რომ ელოდება იმათ რა ჰქვიათ
_შეყვარებული იდიოტი
_კაცმა რომ გკითხოს არ გიყვარვარ ან ჩემი დავიწყება გინდა ან კიდევ დამივიწყე
_ვცდილობ , მაგრამ არ მაცლი
_უფრო მეტად გიყვარდები ხომ?
_ვერ გიტან _ ბალიში დაიმხო თავზე და ამოიხვნეშა
_მოიშორე გოგო არ დაიგუდო _ ბალიში გაუსწორა და მერე ახლოს მიიწია
_ნუ მეხები
_პატარა საწოლია... გადავვარდები ისე
_რა სულელური ტყუილია
_სულ ასე ძილი არ გიჭირს?
_გვერდზე ვერ ვბრუნდები...საერთოდ არ მეძინება
_რაღაც ფეხებს შორის დასადები ბალიშები რომ არის ეგ ხომ არ გიყიდო ... ექიმს რო ვკითხოთ? იქნებ რამე გჭირს და იმიტომ ვერ იძინებ სხვანაირად
_შენ მაწუხებდ ექიმს რა ვუთხრა . გვერდით კაცი რომ მიწევს არ უნდა შევეხო და ვცდილობ გავშეშდე_თქო?
_მეღადავები ტო? მაგის გამო წვები ასე ? ამ დილით მაინც არ ჩამეხუტე?
_მე არ ჩაგხუტებივარ და ნუ მაბრალებ! საერთოდ მორჩა...მარიამის ოთახში ვიძინებ დღეიდან
_ხომ არ გაგიჟდი... მერე ჩემებს რა ვუთხრა
_რაც გინდა ის უთხარი ... მე შენი ცოლი არ ვიქნები
_წადი ხო წადი... გამეყარე და მეორე დღესვე შევირთავ ლილეს. ხომ იქნები მერე ბედნირი მაზოხისტი ეს...გიჟი .მიბრძანდი , მშვიდად დავიძინებ მარტო . ორი თვეა ადამიანურად არ მიძინია _ მიხურულ კარს ეჩხუბებოდა მერე გადაბრუნდა და მთელი საწოლი დაიკავა ისე დაწვა. მაშოს ბოლო დროს სულ ეძინებოდა და მიუხედავად იმისა რომ ათასი პრობლემა ჰქონდა და ფიქრი სჭირდებოდა დაწოლისთანავე დაეძინა .
დათო მთელი ღამე ტრიალებდა
ხან რაზე ფიქრობდა ხან რაზე. ვერაფრით მოისვენა. მაშოს ბალიშსაც ჩაეხუტა , მაგრამ მაინც არ დაეძინა . მერე ლილე გაახსენდა , ისიც გაიხსენა როგორ ედო თავი მის მუხლებზე ბოლოს. მარიამი რომ დაიკარგა და ლილემ დაურეკა მაშინვე დატოვა მაშო და მასთან გაიქაცა. მაშოს იმ ღამით სულ მარტოს ეძინა ის კი ლილესთან იყო სახლში და მის მკლავებში პოულობდა ნუგეშს. ლილემ ღამით დარჩენის უფლება მაინც არ მისცა და გაუშვა. მაშოსთან არ დაბრუნებულა იმ ღამით. სულ სხვაგან წავიდა და მეორე საღამოს დაბრუნდა. სხვა დროს სულ მის გვერდით ეძინა . ადრე კლუბში ათენებდა ღამეებს მისი ცოლად შერთვის შემდეგ კი ყოველ საღამოს მაშოს გვერდით წვებოდა და მშვიდად იძინებდა.

მეორე დღესაც არაფერი შეცვლილა. მაშო ისე წავიდა უნივერსიტეტში მხოლოდ წამით მოჰკრა თვალი. ნატოს რა გამორჩებოდა უზარმაზარი ლექცია წაუკითხა, ერთი სიტყვაც არ გაუგია ისე დატოვა სახლი.
არც უფიქრია სერიოზულად მაშოს სიტყვებზე, მაგრამ. ვიღაც უცნობმა რომ დაურეკა და უთხრა ადვოკატი ვარ და განქორწინებასთან დაკავშირებით საუბარს როდის შესძლებთო გაგიჟდა.
მაშოს უნივერსიტეტში მიაკითხა. გაიგო რომელ ლექციაზე იყო და აუდიტორიის წინ დერეფანში გამაგრდა. ჭკუიდან სულ მთლად გადვაიდა ვიღაც ახალგაზრდა კაცთან ერთად რომ გამოვიდა სულ ბოლოს. გაცხარებით საუბრობდნენ და საერთოდ ვერ შეამჩნიეს დავითი.
_ძვირფასო რა ხანია გელოდები... მგონი ლექციის დრო 20 წუთის წინ ამოიწურა...ასეთი შრომისმოყვარე ლექტორი გყავს?
_დათო...აქ რას
_მისი ლექტორი სხვათაშორის მე ვარ ... გაგიმართლათ ჭკვიანი მეუღლე გყავთ. მაშო კვირის ბოლოს გნახავ . ნახვამდის _კაცი წავიდა ის კი მკლავში წვდა და იქედნა წაიყვანა
_სად მიმარბენიბებ
_რა გაყრა და საბუთები გოგო მეღადავები?
_გათავისუფლებ...არაფრის. მადლობა საჭირო არ არის. ბედნიერებას გისურვებ შენს საყვარელ ქალთან ერთად. გაყრამდე იქ ვიცხოვრებ ჩემები ბოლოს გაიგებენ აი მაშინ ლიზას რომ შეირთავ თუ გიდე არ აჭორავდები ზურასთან ! ახლა წავედი ლექცია მაქვს
_მოიცადე ...მაშო მოიცადე_თქო . ჯანდაბა _აუდიტორიაში რომ შევიდა უკან მიჰყვა და მის გვერდით დაჯდა. ყველა უყურებდა და ჩურჩულებდა სანამ ლექტორი არ შევიდა
_აქ რა გინდა ...სწავლა გადაწყვიტე?
_შენ გგონია ასე მარტივად გამეყრები ?
_არ მგონია ასეა... ხომ გააჩუმე ყველა ახლა უბრალოდ განქორწინებულები ვიქნებით. შეგიძლია ახლავე წახვიდე და უთხრა რომ მხოლოდ მისია შენი გულიც გონებაც და არ ვიცი კიდევ რა
_ანუ ასე ხომ? მიშვებ
_უკვე გაგიშვი! ჩემთან არც ყოფილხარ და არც შენი ჯაჭვით დაბმა მიფიქრია
_ხოდა წავალ
_მიბრძანდი !
ჩურჩული შეწყვიტეს დათომ აუდიტორია დატოვა და კარი ისე მიიჯახუნა შენობა შეზანზარდა. ლექტორმა მაშოს შეხსდა და უკან გაჰყევიო უთხრა. ისედაც არ შეეძლო იქ დარჩენა , სწრაფად აიღო ჩანთა და გარეთ გავიდა.
ნერვიულობის დროს განსაკუთრებით შიოდა ,პიცერიაში წავიდა და ერთი პიცა თითქმის მთლიანად შთანთქა. მერე ბიბლიოთეკაში წავიდა და ეცადა მეცადინეობაზე გადაეტანა ყურადღება .
....

რაც უფრო დიდი დრო გადიოდა უფრო რთულდებოდა მათი ცხოვრება.
ყველაფერი აერია გონებაში. მაშოს და დათოს ამბავი ვერ გადახარშა , მერე ქორწილიდან მოიტაცეს, შემდეგ გაიგო რომ ალექსანდრე ნაშვილები იყო, მის ტყუპისცალს კი ეგონა რომ საკუთარი და შეუყვარდა . ერთწლიანი კომის შემდეგ გაიღვიძა სოფიო გიგანმა და თორნიკე ისე დატოვეს თითქოს არაფერი დაუშავებია. ახლა სახლში იყვნენ, როგორღაც მარტო დარჩნენ , მაგრამ არეული გრძნობები მაინც არ ასვენებდათ.
მარიამს მაგიდის გაწყობა არ ჰქონდა დასრულებული ალექსანდრე რომ მივიდა და სკამზე დაჯდა
_ტკივილგამაყუჩებელი არ გვაქვს? _მაგიდას იდაყვით დაეყრდნო და თავი ხელისგულზე ჩამოსდო
_ექიმთან არ მივიდეთ?
_ნაკერები ხომ ამოიღეს უკვე
_მერე რა აშკარად გტკივა
_თავი მტკივა მარიამ
_არანორმალური ხარ ვენები როგორ გადაისერე თან ასე ღრმად _თვალები აემღვრა და მერე მაჯებზე აკოცა _ ვიცი ხელი გტკივა , მკლავიც გტკივა
_არ მტკივა ... უბრალოდ თავი ამტკივდა მარიამ . მთელი თვეა მშვიდად არ მიძინია ... ახლაც ვერ ვახერხებ . მოდი უბრალოდ დავწვეთ და დავიძინოთ _ თავი მუცელზე მიადო და მერე თვალები დახუჭა _ მინდა გავიღვიძო და ყველაფერი გაქრეს . სულ არაფერზე მქონდეს ფიქრები და რაიმე სიგიჟე ჩავიდინო შენთან ერთად
_ვივახშმოთ და მერე დავიძინოთ_ თავზე აკოცა და მერე თმაზე მოეფერა _ ხომ იცი რომ უკვე ყველაფერი მოგვარდა. ახლა მხოლოდ დრო გვჭირდება ...
_შენ რომ არ იყო ჩემს ცხოვრებაში ასეთი არ ვიქნებოდი
_ბოდავ იცი?
_მე ძალიან ჩვეულებრივი ვარ იცი? შენ ხარ ჩემი ცისარტყელა
_ცისარტყელა?
_სულ სხვაგასხვა ფერი გრძნობით მავსებ
_რა დაგესიზმრა ასეთი ალექსანდრე _ უღიმოდა და თვალებში უყურებდა მერე ტუჩებზე შეეხო ბიჭი . სულ ოდნავ შეეხო და თვალები დახუჭა
_მთელი ჩემი ცხოვრება სიზმარს არ ჰგავს? შენთან ბედნიერია ... სხვები რომ ჩნდებიამ კოშმარი ხდება
_წავიდეთ ? გინდა ყველა დავტოვოთ და მხოლოდ მე და შენ წავიდეთ? მორჩა ...ხომ დასრულდა არა? ყველაფერი გაირკვა ახლა წავიდეთ ... საკუთარ თავს დავუბრუნდეთ ალექასანდრე
_არ შემიძლია ... სულ ვერ გავიქცევით , მაგრამ გეფიცები ისევ ისე იქნება და უფრო გიჟურადაც
......
დუდა ჯანდიერი ერთი ჩვეულებრივი მდიდარი, საკუთარ საქმეზე ორიენტირებული 28 წლის ბიჭი იყო ნუცა რომ დაეჯახა. უბრალოდ კი არ შეხვდა გზაზე გადასვლისას შეეჯახა და ხელიც მოტეხა, ტვინის შერყევაც დამართა და საქმეც ჩაუშალა რადგანაც შეხვედრის ნაცვლად საავადმყოფოში აღმოჩნდა. სხვა შემთხვევაში პასუხს აგებინებდა, მაგრამ ნუცა რომ დაინახა სრულიად გაითიშა. მერე ტვინის შერყევას აბრალებდა, მაგრამ პირდაპირ უთხრა აქოთქოთებულ ნუციკოს მიყვარხარო და გოგონა გაამხიარულა.
მას შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ ნუცასთან ვერაფერი გააწყო.
არ უნდოდა მისვლა , მაგრამ ვერ გაუძლო. იცოდა სადაც იყო და მასთან წავიდა.
ფანჯარასთან იჯდა ჩაის ფინჯანით ხელში და ხედს უყურებდა. მის წინ ჩამოჯდა და პლედი გაუსწორა. მერე მხარზე აკოცა და თითები თმაში შეუცურა
_დუდა
_ცოტა ხანს ვიქნები და წავალ
_აქამდე სად იყავი ... დაგაგვიანდა_ მისკენ მიიწია და ჩაეხუტა. ცუდად იყო და ამას მთელი სხეულით გრძნობდა
_ ნუცა
_უბრალოდ ჩამეხუტე
დუდა მოეხვია და თვალები დახუჭა. მასთან ასე მშვიდად ყოფნა არასდროს შეეძლო. სხვა დროს სულ ჩხუბობდა ნუცა. ახლა კი იმდენად მარტო იყო, ისეთი მოწყენილი და სევდიანი რომ დუდას გული ეკუმშებოდა.
_სრულიად მარტო ვარ იცი? ბებომ რაც დამტოვა მას შემდეგ არავის ვაინტერესებ. ვერავინ ხვდება რომ ცუდად ვარ და ყველას მხოლოდ საკუთარი ცხოვრება ადარდებს, ყველას აქვს საკუთარი პრობლემები და მართალიცაა. ვერავის გავუბრაზდები ვინ იფიქრებს ჩემზე როდესაც საკუთარი ათასი პრობლემა აქვთ . დედაჩემი კიდევ თხოვდება ვიღაც იტალიელ მოხუცზე და ქორწილში მეპატიჟება მხოლოდ ფული აინტერესებს და სხვა არაფერი . მარიამიც აღარ მყავს , ჯერ იმ არანორმალურმა მოიტაცა ...მერე ათასი რამ მოხდა და რომ დაბრუნდება ვინ იცის რა მოხდება. თუ გაჩერდები ყველაფერი დასრულდება. დავიღალე ... ცუდად ვარ და საერთოდ არ მინდება ბრძოლა კარგად ყოფნისთვის . არავინ არსებობს ვინც ჩემზე იფიქრებს
_ვარსებობ , მაგრამ შენ არ გინდა რომ შენთან ვიყო. მე შენზე ვფიქრობ ყოველ წამს იმ დღიდან რაც დაგინახე , მაგრამ შენ არ გინდა შანსი მომცე ნუცა
_დუდა გთხოვ რა ახლა არ გინდა
_აბა როდის, მითხარი რა გინდა რომ გავაკეთო. მარტო ვარო ამბობ და უფლებას არ მაძლევ შენთან ვიყო ... გეშინია
_რისი უნდა მეშინოდეს . არ მომწონხარ და მორჩა. კარგი ახლა შეიძლება უკეთ გაგიცანი და მართლა არ ხარ ისეთი როგორც მაშინ , მაგრამ არ მომწონხარ და რა გავაკეთო
_აი ისევ ბრაზდები ასე კი ორ შემთხვევაში იქცევი როდესაც რაღაცას მალავ და როდესაც მართლა ძალიან ბრაზობ. შენ გეშინია რომ შეგიყვარდები და მერე მიგატოვებ ან გიღალატებ ან არ ვიცი რამენაირად გულს გატკენ. ამის გეშინია და იმიტომ არ მაძლევ შანსს . თავს აჯერებ რომ არ მიყვარხარ, რომ ამოგიჩემე და კიდევ ათასი სისულელე . შენ იმაზე მეტი ხარ ჩემთვის ვიდრე საერთოდ სიყვარულზე რამე წარმოგიდგენია ... მთლიანად შენ გაღმერთებ და არა მხოლოდ შენს ლამაზ მკერდს ან ტუჩებს... არ მიყვარს მხოლოდ შენი სხეული და მხოლოდ შენი გაჟ*მვა არ მინდა . როდის უნდა მიხვდე ამას . არც კი ვიცი უკვე რა მემართება ორი წელია საკუთარ თავსაც ვერ ვცნობ . ადრე მხოლოდ საკუთარ საქმეზე , წარმატებაზე და იმიჯზე ვფიქრობდი. იმაზე რაც ბავშვობიდან მინდოდა , მერე დამეჯახე და ყველაფერი აურიე... გგონია მარტივია წამში დატოვო ყველაფერი და წახვიდე ქალთან რომელსაც უბრალოდ ეშინია შენთვის შანსის მოცემა? გეშინია და გირჩევნია მარტო იყო , სრულიად მარტო ოღონდ ჩემთან არა
_ძალიან გთხოვ არ გინდა...ახლა არა ... საერთოდაც შენ _ გასწორდა და ისევ ფანჯრიდან გაიხედა მერე თმებში შეიცურა თითები და ღრმად ჩაისუნთქა _შენ დიახაც რომ ჩვეულებრივი კარიერისტი კაცი ხარ. მეფე ლომი რომელიც ნებისმიერს გაანადგურებს ვინც წინ გადაეღობება რომელმაც ყველაფერი მარტომ შეძლო და არ არსებობს არავინ და არაფერი რაც უნდოდა და ვერ მიიღო
_მხოლოდ შენ და გინდა რომ ასეთად დარჩე ბოლომდე? სისულელეა ძალიან ბევრი რამ ვერ მიმიღია და შენი საკუთრებაში მოქცევა კი არა მხოლოდ შენთან ახლოს ყოფნა მინდა. რა საცოდაობაა ეს ახლა ჩემთვის როგორც დუდა ჯანდიერისთვის ვერც კი წარმოიდგენ , მაგრამ ასეა და ამ ფაქტს ვერ ვცვლი. არასდროს არაფერზე ვყოფილვარ დამოკიდებული . ყოველთვის ყველაფრის დასაკარგად ვიყავი მზად, ცხოვრება ასეთია არავის გინარჩუნებს ბოლომდე შენ უბრალოდ მზად უნდა იყო ბრძოლის დროს რომ შესაძლოა დაკარგო. შენ კი , შენ ვერ გშორდები, ვერ გელევი ნეტავ ვიცოდე რატომ მაინცადამაინც შენ და არა სხვა
_მე შენი საცდელი ობიექტი ვერ ვიქნები ... ვერ გაპოვნინებ გასაღებს რომლის შემდეგაც ჩემგან წახვალ
_აი ხომ ხედავ მხოლოდ ამაზე ფიქრობ
_შენთან რომ ვიყო და მერე სხვა შემიყვარდეს რას გააკეთებ
_ამ ორი წლის განმავლობაში რამდენის შეყვარება სცადე და რამდენმა ვერ იმოქმედა შენზე. ერთი მაინც დაასახელე ვისაც ჩემ გამო დაშორდი
_გავიხსენო ისინი ვისაც ეჩხუბე, ვისაც საშინელებები უთხარი და არ ვიცი კიდევ რა
_ეგ გამონაკლისი შემთხვევები იყო და მათი შეყვარებული არ იყავი... ყველას თვითონ დაშორდი და ყველა თავად მოიშორე . აღიარე რომ მხოლოდ მე ვმოქმედებ შენზე და სხვა არასდროს არავინ გაინტერესებდა
_შენ ხარ მხოლოდ მოუშორებელი ... მართლა ძალიან დავიღალე. დედაჩემის მეორე ქორწილში მივდივარ ახლა ამ მოხუცმაც თუ უღალატა ხომ საოცრება იქნება _ხმამაღლა გაიცინა და მერე დივანს მიეყრდნო ისევ _დალევ რამეს ? _ წამოდგა და ბართან მივიდა. სასმელებს დააკვირდა და ბოლოს ერთი ბოთლი დანიელსი აიღო
_რამდენი დღეა რაც სვამ
_ბოლოს მარიამის ქორწილში დავლიე... შენ რომ გხედავ დალევა მინდება . მერე წამიყვან , დამაწვენ მიდარაჯებ და დილით გაუჩინარდები _ბოთლი მიიყუდა და რამდენიმე ყლუპი მიყოლებით დალია. შემდეგ ისევ დივანზე დაჯდა, ფეხები მოკეცა და დალევა დაიწყო
_განგებ მიკეთებ ხო?
_სულ მგონია რომ მთვრალს შემაცდენ და ველოდები მაგ დღეს _ ისევ გაიცინა და ბოთლი გაუწოდა _დალიე შენ მაინც არ თვრები
_ვერ დავლევ
_რატომ საჭესთან ხარ და გეშინია არ დაგაჯარიმონ?
_ხვალ დილით შეხვედრა მაქვს ...
_შენ და შენი შეხვედრები ... როგორი დაკავებული ბიჭი ხარ . არ გეზარება?
_არა ... ვამაყობ იმით რაც მაქვს
_თავკერძა იდიოტი ხარ ისევ ხომ?
_წარმოდგენაც არ გაქვს ვის ელაპარაკები... ოდნავადაც ვერ მაფასებ
_ძალიან გტკენ გულს?_ მისკენ მიიწია და თითები ლოყაზე ჩამოუსვა. ისევ დალია და მერე ტუჩებზე შეეხო _ შენი ურეაქციო გული ძალიან გტკივა ასე რომ ვიქცევი? ვგიჟდები პატარა ბიჭს რომ ემსგავსები ჩემი მოახლოებისას
_მაინც როგორია პატარა ბიჭი შენი წარმოდგენით
_როგორ იკავებ ხოლმე თავს ... არადა ხომ ვიცი როგორ გინდა მაკოცო , ჩემგან რომ მიდიხარ მერე სხვებთან იკლავ სურვილს ხომ? _მისი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა ჯანდიერს . თვალები ნელ_ნელა ებინდებოდა და ჟრუანტელი უვლიდა
_ნუცა ნუ მიწვევ
_როგორი სახე გაქვს ვერაფერს გაგიგებს ადამიანი _ უცებ მოშორდა ტუჩები დაბრიცა და ფეხები ფეხებზე დააწყო . დივანზე დაწვა , ბოთლი ისევ მიიყუდა და თითქმის ბოლომდე დაცალა_მალე აღარ ვთვრები და ნერვები მეშლება. კარგია როდესაც ორ ჭიქას დალევ და ბუჰ უცებ ითიშები _ტერფს ათამაშებდა თითები აამოძრავა და მერე დუდას ბარძაყზე აასრიალა ფეხებსშორის მიაღწია და გაიცინა დუდა კოჭში რომ წვდა
_ანუ გგონია რომ შენს შექმნილ ვნებას სხვებს ვუნაწილებ და შენს სახეს ვხედავ ყველა ქალში ვისთანაც ვარ ხოლმე? _თავისკენ მიიზიდა მერე წელზე შეუცურა ხელი და მუხლებზე დაისვა _ კიდევ რას ფიქრობ მაგ შენი გარყვნილი ტვინით, როგორ იგიჟებ თავს
_შენ იცი რას ვერ შეძლებ? მხოლოდ ჩემთან იყო და სხვასთან არავისთან. მხოლოდ სულიერ საზრდოზე ვერ შეჩერდები, შენ ვნებიანი ქალი გჭირდება, ს*ქსის გარეშე ხომ საერთოდ ვერ შეძლებ ცხოვრებას
_შენ თუ ჩემთან იქნები უბრალოდ ჩემთან იცხოვრებ და ნებას მომცემ თავი შეგაყვარო ... არც შენს საწოლში შეტყუებას ვეცდები და არც სხვებთან წავალ
_მაგას ვერ გააკეთებ, ვერ შეძლებ
_ჩემი ცოლი გახდი , ყველაფერს მიიღებ რაც გინდა . ნახავ როგორია იყო ჩემი საყვარელი ქალი, როგორი ვარ და რა შემიძლია . ჩემი ცოლი იქნები , ყოველგვარი ხორციელი ვნებების გარეშე
_უსიყვარულოდ გათხოვებას მთავაზობ?
_შენ ხომ არ გჯერა სიყვარულის ... არც იმისი რომ მე მიყვარხარ, მე კი დაგიმტკიცებ რომ შენთან ვნების გარდა ბევრი რამ მაკავშირებს
_სიგიჟეა ... მაინცადამაინც ცოლობას რატომ ითხოვ. გინდა გონება ამირიო ხო? რატომ უბრალოდ შანსს არ მთხოვ
_ხელი მოვაწეროთ მხოლოდ ... არავის უთხრა თუ გინდა უბრალოდ ჩემთან გადმოდი და მე ვიქნები სულ შენს გვერდით , ყოველთვის ყველაფრისგან დაგიცავ
იმდენად ახლოს იყო თავად ვეღარ გაუძლო და ტუჩებზე შეეხო. მერე ისევ ღვინის ბოთლს დაუბრუნდა
_ნუცა
_ვიფიქრებ და შემდეგ თუ გადავწყვეტ ჩემს კონტრაქტს მოგიტან სადაც რამდენიმე პუნქტი იქნება
_იფიქრე , შემოთაავზება ყოველთვის ძალაში იქნება
_მიდიხარ?
_საქმეები მაქვს ...
_დარჩი რა
_შენ მარტო გინდა იყო , მე არ გჭირდები
_გულქვა ხარ... აუტანელი რისთვის მოხვედი თუ ისევ მარტო უნდა დაგეტოვებინე
_უბრალოდ მომენატრე და შენი ნახვა მინდოდა
_მე კი მინდა რომ დარჩე ... უბრალოდ დარჩი გთხოვ _ ფეხზე წამოდგა ხელები მოხვია და თავი მკერდზე მიადო _ სულ ასეთი ხმა აქვს დუგ დუგ დუგ _ წელზე შემოხვია ერთი ხელი და თვალები დახუჭა _ ცეკვა მინდა ... შენთან ცეკვა მინდა
იცეკვეს , მერე არაფერი ახსოვდა იმ ღამიდან. დილით ისევ მარტოს გაეღვიძა.
მეორე დღეს ისევ საქმეს დაუბრუნდა. ბოლოს იტალიაში გაფრინდა ქორწილის სამზადისს რომ დასწრებოდა. იქ სრული ქაოსი იყო , ყველა და ყველაფერი აღიზიანებდა განსაკუთრებით დედამისი.
ქორწილში საერთოდ ვერ გაერთო. მაღალ საზოგადოებაში საერთოდ ვერ იტანდა ყოფნას. როგორც იქნა იქაურობა დატოვა და უკან დაბრუნდა.
ორი დღის შემდეგ მარიამი და ალექსანდრეც დაბრუნდნენ. პირველად ფიქრობდა სტუმრობა ღირდა თუ არა. არ უნდოდა ზედმეტად შეეწუხებინა წყვილი. სახლში იყო და ტელევიზორში რაღაც მოსაწყენ ფილმს უყურებდა კარზე ზარის ხმა რომ გაიგო და მარიამიც გამოჩნდა
_ეს რა დაგმართნია ნუციკო ... დეპრესია გაქვს თანაც უჩემოდ?
_მარიამ
_მარიამ დეიდა უამრავი ტკბილეულით, საკნატუნო, სახრაშუნო სასუსნავებით გეახელი რათა უფსკრულში მოვისროლოთ შენი უხასიათობა, გაგიზიაროთ ჩემი არამიწიერი თავგადასავალი და მერე შევაჯამო ჩემი გათხოვების შემდგომი ბედის უკუღმართობა
_მომენატრე
_მე კი გრძნობები გამიქრა იმდენი რამ მოხდა
_მოდი...მოდი . მე წვენს მოვიტან. კოლას და დავიწყოთ
ყველაფერი უამბო და ნუცა გათიშული დატოვა. გაოგნებული უყურებდა და ვერაფერს ამბობდა
_აი ზუსტად ასე ვარ მეც ..არ ვიცი რა არის სწორი. რა არის მცდარი საერთოდ რა ხდება ჩემს თავს. ალექსანდრესთან ერთად მეგონა ყველაფერი გამოვლილი მქონდა და თურმე არასდროს იცი რა გელის.
_ალექსანდრე როგორაა
_ახლა ნინოსთანაა , უნდა ვნახო და ვუთხრა რომ საუკეთესო დედააო
_მე ირინას ამბავმაც გამაოგნა... მართლა არ ვიცი მის ადგილას როგორ მოვიქცეოდი. ძლიერი ქალი ყოფილა ყველაფრის მიუხედავად ამდენს რომ მიაღწია
_ბრაზობს მასზე, მაგრამ მაინც უკვე აპატია. ხომ იცი როგორიცაა ... აუცილებლად დაუახლოვდება მასაც და ანდრეასაც როდესაც ყველაფერი დალაგდება...
_25 წლიანი საიდუმლოები ამოხსენით სულ რამდენიმე კვირაში მეტი სიგიჟე რაღა გინდათ. მშობლების ცოდვები გამოააშკარავეთ და თან შეყვარებულებიც დაუბრუნეთ ერთმანეთს, თქვენ რომ არ გეთქვათ ანდრეასთვის ვინ იცის სოფიოს რა ელოდა. თორნიკეს რაც შეეხება ...არ ვიცი რა გითხრა. საერთოდ რას გრძნობ მაგ ბიჭის მიმართ, მგონი მას გრძნობები აქვს
_საერთოდ არ მადარდებს თორნიკე და მისი გრძნობები. დიდი სიამოვნებით მოვუწყობდი რამე საშინელებას , მაგრამ მეტი რაღა უნდა გამეკეთებინა. ეგ ამბავი დასრულდა , სოფიო რომ გამოჯანმრთელდება შემდეგ ისევ მოვინახულებთ ... მოკლედ ჩვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდნე. ახლა მომიყევი რა ხდებოდა შენთან...
_არაფერი... მივხვდი რომ თუ გავჩერდები არავინ მოვა და მეტყვის სიცოცხლე განაგრძეო
_ნუც ... მეც მიგატოვე ვიცი . გავიგე დედაშენის ქორწილიც იყო უკვე. შენ კი სულ მარტო ხარ
_კარგი რა შენ რა შუაში ხარ. არავის ნერვები მქონდა...რაღაც უცნაური განწყობა მაქვს ზედმეტად ბევრ თემაზე ვფიქრობ, ისეთ ამბებზე რაზეც აქამდე არ მიფიქრია. მგონი უცებ გავიზარდე და მომავალზე ფიქრი დავიწყე ... იცი მივხვდი რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და თუ დროულად არ ვიპოვნით ადამიანს ვინც ჩვენს ტკივილსა და სიხარულს თანაბრად გაიზიარებს, მერე ძალიან გვიანი იქნება . სიყვარული საერთოდ არ მგონია მუდმივი იყოს . არაფერია მუდმივი ... ამიტომ მჭირდება ის ვისაც ჩემთან ყოფნა უნდა . ვინც მიცნობს , ვისაც ვაინტერესებ. შენც ხომ ამიტომ გახდი ალექსანდრეს ცოლო, იცოდი მასთან კარგად იქნებოდი ... იცი ახლა რომ გისმენდი მშობლების ამბებს ვისმენდი ... ისტორიებს სხვადასხვა წყვილებზე , სხვადასხვა სიყვარულზე მივხვდი რომ მისი წინადადება უნდა მივიღო... მარიამ
_რა წინადადება ... სად მიდიხარ ნუცა _ გოგოს უკან გაჰყვა. საძინებელში შევიდა ჩემოდანი გადმოიღო და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო
_ვთხოვდები , ოღონდ ჯერ არავის უთხრა _ გაიცინა დამთელი ენერგიით დაიწყო გეგმის აღსრულება
_რას თხოვდები გოგო გადაირიე? ვის მიჰყვები ნუცაა ...ნუცა_მეთქი _ ჩემოდანი დახურა და ზემოდან დააჯდა
_შენი აზრით ვის გავყვები ..
_დუდას? მოიცა ცოლობა გთხოვა? როდის ...რანაირად მე რატომ არ მითხარით
_როგორც ალექსანდრემ გთხოვა ისე რომანტიულად მთხოვა დუდამაც...ისე ბუნდოვნად მახსოვს და შეიძლება არც უთხოვია . პრინციპში თხოვნა არც იყო შემომთავაზა და მეც ვიღებ ამ შემოთავაზებას .
_მოიცადე ადამიანო მე ალექსანდრეს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და ახლა ისეთი ამბები გავიგე თვითონაც რომ არ იცოდა და შენ დუდას არც ელაპარაკები ნორმალურად მხოლოდ ჩხუბობთ ან რა ვიცი ... ნუცაა სიგიჟეა .იმ ბიჭს მართლა უყვარხარ და მერე უფრო რთული იქნება . ალექსანდრე გაგიჟდება ...
_არავის არაფერი უთხრა იცოდე ... სიურპრიზია
_შენ ნამდვილად კარგად ხარ ახლა?
_შესანიშნავად... ვგრძნობ რომ რაღაც კარგი მელის წინ
_ანუ ვალაგებთ? მოიცა ხელისმომკიდე ვინ იქნება
_ვაიმე მარიამ იქნება ვინმე. ჩუმად მოვაწერთ ხელს. ან არ მოვაწერთ . ან მოვაწერთ. არ ვიცი მოვიფიქრებ მაგასაც და კონტრაქტში შემავალ პუნქტებსაც
_რა პუნქტებს
_ჯერ არ ვიცი რამე სიფსიხეს მოვიფიქრებ ...

ორი ჩემოდანი გაავსო , მარიამის დახმარებით მანქანაში ჩადო შემდეგ მაგრად მოეხვია და მანქანაში ჩაჯდა.
ბატონი დუდა ქალაქგარეთ ცხოვრობდა . სუფთა ჰაერზე საკუთარ სამ სართულიან სახლში ხმაურისგან შორს იყო დაბინავებული . ნუცა სულ ერთხელ იყო იქ , ისიც შესასვლელთან და სახლიც ვერ დაათვალიერა ნორმალურად.

ამჯერად კართან იდგა ჩემოდნებით ხელში და აკაკუნებდა. უკვე ღამე იყო ისიც იფიქრა ახლა სახლში თუ ვინმე ქალი ჰყავს პატარა სცენასაც მოვაწყობ და ახლავე გავერთობიო ,მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. კარი რომ გაიღო ბატონი ჯანდიერი შარვალსა და გრძელ ხალათში გამოწყობილი გამოჩნდა . თმები არეული ჰქონდა თვალები დაწითლებული
_ნუცა? _ისეთი ხმა ჰქონდა აშკარად გაციებული იყო _ჩემოდნები... ნუცა. ამის დედას შევ*ცი რა ვირუსია ასეთი. სიცხე მაქვს ისევ ? _შებრუნდა და შუბლზე მიიდო ხელი . სიარულის დროს ხალათის ბოლოები ირხეოდა . ფეხშიშველი იყო , თავზე ხელი შემოიდო და თმები გაისწორა .
ნუცა ჯერ მის ჩაცმულობას აკვირდებოდა მერე თავად შევიდა სახლში ჩემოდნები იქვე დატოვა და კარი მიხურა
_მაგარია... ახლავე ჩემი მოსავლელია . თან რა ფორმაშია , როგორ ვუთხრა არ შემეხო თქო ახლავე დამწვა ... ასეთი ფორმები თუ ჰქონდა აქამდე როგორ ვერ გავიგე
_აი მისი ხმაც მესმის უკვე...მეჩვენება და აქაც წუწუნებს . ღმერთო ასეთი რა დავაშავე? შენ მაინც ხომ იცი არავისთვის არაფერი წამირთმევია _ კიბეს აუყვა , ხელი მოაჯირზე ჰქონდა ჩაკიდებული და ისე მიდიოდა.
ნუცა სწრაფად გაჰყვა უკან და საწოლზე დავარდნილს თავზე დაადგა. ისეთი საყვარელი ეჩვენა იმ წამს ლამის აკოცა. პატარა ბავშვივით ჰქონდა თმა არეული და ლოყები აწითლებული. რამდენჯერმე დააცემინა და მერე თვალებიც დახუჭა
_დუდა ... დუდაა იწვი , ჯანდაბა ასე სად გაცივდი. შენ საერთოდ გრიპი და სხვა ვირუსები თუ გეკარებოდა არ მეგონა ...დუდაა
_რა კარგია ასე ...ცოტა ხანს გქონდეს რა _ გრილი ხელის შეხება ესიამოვნა და უფრო მიიკრა. მერე ხელისგულზე აკოცა _დიდხანს იყავი რა , გთხოვ
_დუდაა ... თუ არ გამოფხიზლდები იცოდე ვიდეოს გადაგიღებ და ყველა შენს თანამშრომელს ვაჩვენებ და მერე ვეღარავის დააშინებ ...დუდაა, იცოდე სასწრაფოს გამოვიძახებ და დიდ ნემსს გაგიკეთებენ. წამოდი რაა ... აბაზანას მიიღებ ცოტა გრილ წყალს დაისხავ და სიცხეც დაგიწევს
_ნწ, აქ მოდი _ თავისკენ მიიზიდა და გვერდით მიიწვინა. მერე ჩაეხუტა , ისეთი ცხელი იყო კანს უწვავდა ნუცას. ბოლოს მართლა ანერვიულდა. სააბაზანოში შევიდა პატარა პირსაწმენდები წყლით დაასველა , შუბლზე და მკერდზე დაადო. წამლებიც იპოვნა და ისინიც დაალევინა. მერე გვერდით მიუწვა და დაელოდა როდის გამოფხიზლდებოდა, მაგრამ თავადაც დაეძინა.
ასეთი იყო პირველი ღამე ჯანდიერის ციხესიმაგრეში.
ბიჭის მკლავებში იყო მოქცეული და გათიშულს ეძინა.
დუდა უცებ გამოფხიზლდა წინა ღამის კადრები რომ გაახსენდა და ნუცა რომ დაინახა წამოიყვირა კიდეც
_რა ხდება რამე თამაშია?
_როგორ ხარ? მოიწიე _ წამოიწია , თან დაამთქნარა და თან შუბლზე მიადო ხელი _ კარგად ხარ... სიცხე აღარ გაქვს, მაგრამ ასე სად გაცივდი. მე შენ ფოლადის კაცი მგონიხარ და სად აიკიდე ამ დროს ვირუსი
_ნუცა აქ რა გინდა შენ
_ახლა მეძინება , რომ გავიღვიძებ მერე გეტყვი რა მინდა და ამ ხალათზეც დაგცინებ . ვიღაც ლორდს გავხარ , გიხდება ისე _ ზურგი აქცია და ბალიში ააფუმფულა
_აქ იძინებ? ჰალუცინაციები მაქ?
_დაწექი და დაიძინე ... რამდენი ლაპარაკი გცოდნია რა არის _ ხელი ჩაკიდა და საწოლზე დააბრუნა.
_აქ ხარ... ნამდვილი ხარ _ მის თმას შეეხო და მერე ბალიშზე დადო თავი. ნუცას გაეღიმა და ისევ მისკენ გადაბრუნდა. თვალებში უყურებდა და იღიმოდა
_ცოლად მოგყვები! კონტრაქტის საფუძველზე , უსიყვარულოდ
_კონტრაქტი?
_დიახ !
_არა
_ანუ არ ხარ თანახმა
_კონტრაქტის გარეშეც შევთანხმდებით , მარტივად
_როგორ მარტივად მხოლოდ ს*ქსი ხომ არაა საქმე... იქნებ სხვა რამის კეთებაც არ მინდა
_სხვა რა არ უნდა გინდოდეს
_აბა მე რა ვიცი ...ცოლს ბევრი საქმის კეთება უწევს. როცა მოვიფიქრებ მაშინ მოვაწერთ ხელს . ახლა დამაძინე იქ ჩავწერ რო 12 საათამდე არ გამაღვიძო
_მაგ დროს მე უკვე სამსახურში ვარ
_ანუ მთელი დღე ვერ გნახავ ? ეგრე არაფერი გამოვა თუ ვერ გნახე შენი სახლი კი არ მომწონს...არა კი მომწონს , მაგრამ ჩემ ბინაშიც კომფორტულად ვარ
_მუშაობა დაიწყე შენც
_ოოჰ გმადლობთ ამდენი ხანი რატომ ვარ უსაქმოდ... იქედან რომ წამოვედი ათას ადგილას გავაგზავნე სივი მაგრამ ან დებილური ხელფასი აქვთ, ან შტერული საქმეა ან საერთოდ არ მირეკავენ. ასე ნუ მიყურებ_უცებ შეწყვიტა ლაპარაკი და გაღიმებულ დუდას შეხედა
_ბარგი სად გაქვს...სამსახურზე მითხარი რა გინდა რომ გააკეთო და მე ვიზრუნებ მაგაზე
_მაშინაც შენ რომ იზრუნე იმიტომ წამოვედი იქედან...ნუ გამახსენებ ახლა ყველაფერს თორემ ბარგის ამოლაგებამდე წავალ. არ მაძინენ ჯანდაბას ჩემოდნებს ამოვიტან და ოთახს ვიპოვნი ჩემთვის
_აქ დაიძინე
_არავითარ შემთხვევაში ... მერე მომიჩოვდები , ჩამეხუტები , ხანაც მაკოცებ. ამიფრიალებ ამ დაკუნთულ პრესს და ავხურდები...არ მინდა! მარტო მინდა ძილი
_მაშინ ნახე საძინებლები . მესამეზე არ არის ტყუილად არ ახვიდე...პირველზეც არ არის.
მთელი სახლი მოიარა ბოლოს შეარჩია ოთახი და დუდამაც დაისვენა.
_შენ დღესაც მიდიხარ სამსახურში?
_ხო... რაღაც საქმე მაქვს. მივცემ მითითებებს და შესამოწმებლად გვიან გავალ კიდევ. მალე დავბრუნდები
_მოსაწყენია... სულ სამსახურში ხარ
_უსაქმურები უფრო მოგწონს ? მაპაატიე , მაგრამ სახლში თუ დავჯდები გავკოტრდები და ეგეც რომ არა ძალიან ბევრი ვიშრომე ამ ყველაფრისთვის
_ვიცი, მაგრამ ასეც არ შეიძლება. კარიერისტი ხარ ნამდვილი . კონტრაქტში დავწერ რომ კვირაში ერთი დღე აუცილებლად სახლში უნდა იყო ანუ იქ სადაც მე ვიქნები
_ისე ნუ იზამ მაგ კონტრაქტში მეც რომ შევიტანო ჩემი პუნქტები
_არა ...არა გენაცვალე ეგრე სად არის შენ მე გეყოლები და ამით გადაწონე ყველაფერი
_ვითომ?
_თუ არა მაშინ წავალ
_არსად წახვალ... მიხვდი რომ გჭირდები და აღარ წახვალ
_შენში თვითკმაყოფილების გრძნობა მაგიჟებს
_მე წავალ შხაპს მივიღებ და მოვალ ... დაგეხმარები თუ გინდა
_დიდხანს ბანაობ?
_შენ ვერ გაგაოცებ
წავიდა და ნუცა მაშინვე საწოლზე დაეშვა. ჭერს უყურებდა და მერე ღია კარადას. ძალიან ეზარებოდა ყველაფრის ამოლაგება. თანაც ამის გარდა აკიდევ ათასი საქმე იყო. მოახლოებულ მოწყენილობას გრძნობდა წინასწარ. დუდა თუ სხვაგან იქნებოდა როგორ გაერთობოდა . უცებ საოცარი იდეა მოუვიდა და მისი საძინებლისკენ გაიქცა კარი გააღო და რომ შევარდა ნახევრად შიშველ ჯანდიერს შეასკდა
_აააა ... ასე უცებ როგორ გამოხვედი _ ზემოდან დაეცა და აფართხალდა _ რა ჯანდაბაა
_ვეღარ ვსუნთქავ ...ასე თუ შემოხვალ სულ რაღაცას დამმართებ _დუდამ თვალები აატრიალა და მერე პირსახოცს ჩაავლო თითები _მგონი უკან დაბრუნება მომიხდება მალე თუ არ ადგები ნუცა
_ეს შრამი საიდან გაქვს _თითები გადაატარა ნაიარევს და ლამის იქვე ჩამოდნა მისმა სხეულმა ყველაფრის აღქმა რომ დაიწყო_ჩაცმული ასეთი არ ხარ...აშკარად შენკენ იხრება სასწორი _ ტუჩები გაილოკა და მერე ღრმად ჩაისუნთქა . დუდას აბრჭყვიალებულ თვალებს რომ წააწყდა წამსვე აიფოფრა_რა გაცინებს
_არ ვიცინი ნუცა...გელოდები როდის მოინდომებ ჩემი სხეულის თვალიერების შეწყვეტას
_საერთოდ არ მოვინდომებ თუ მინდა
_კარგი მაშინ ვიყოთ ასე..განა ხალიჩაზე წოლა არ მომწონს ან მსუბუქი არ ხარ ... ან კიდევ ურეაქციო არ ვარ შენი სიახლოვისას .... რა პრობლემაა _ ხელები თავქვეშ ამოიდო და ისე შეხედა
_კარგი გეყოფა _გვერდით გადაბობღდა და მერე წამოდგა _შენთან მოვდივარ...
_სად ჩემთან
_მე საერთოდ უეცრად მომდის საოცარი აზრები მივხვდი რომ შენი თანაშემწე თუ გავხდები სულ შენთან ვიქნები და ყველაფერს გავიგებ . ვნახავ როგორი უფროსი ხარ, როგორი ბიზნესმენი, როგორ გადის შენი დღე და ასე ორივე მოგებულები დავრჩებით
_მდივანი მყავს უკვე ...წლებია ჩემთან მუშაობს და შესანიშნავად ართმევს თავს . ვერ გავუშვებ
_ვაიმე დუდა მე თანაშემწე ვთქვი მდივანი სხვა არის ... ის ისევ თავის საქმეს გააკეთებს . მე სხვა დეტალებზე ვიზრუნებ. სულ შენთან ვიქნები და არასაქმიან საქმეებს მოვაგვარებ, მაგალითად როგორიცაა პერანგისა და ჰალსტუხის შეხამება _ უცებ შებრუნდა პერანგის ღილების შეკვრა დაიწყო და მერე თმებში შეუცურა თითები_ასეთი ურჩი თმები არ შეეფერება შენნაირ კაცს. ზოგჯერ ისე გაცვია ვიღაცას სპორცმენი ეგონები და არა სერიოზული ბიზნესმენი
_პიარმენეჯერიც მყავს ...
_ხედავ? არ გინდა რომ შენს პირად სივრცეს გავეცნო და იქ ვიყო სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებ. ფაქტობრივად მეუბნები რომ ჩემთან ყოფნა არ გინდა _ ძალიან ახლოს იყო, ძალიან გამომწვევი იყო და დუდას ნებისყოფა აღარ ჰქონდა დილიდან იმდენი რამ მოხდა, სულ ერთ საათში .
_ნუ ცდილობ ჩემი გრძნობებით მანიპულირებას _ თითები თმაში შეუცურა და მის ტუჩებს მიუახლოვდა _ ვერ გაუძლებ იცოდე ... თანამშრომლებთან არ ვარ ისეთი როგორიც შენთან
_მსმენია შენს ტირანულ მმართველობაზე _ გაიცინა და ღრმად ამოისუნთქა ტუჩები ეწვოდა თითქოს_კოცნა არ ამიკრძალავს იცი? _ სუნთქვა გაუხშირდა თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა მთელს სხეულში ჩხვლეტდდა და მთლიანად დაჭიმული იყო სანამ ჯანდიერმა არ აკოცა. მისი მსხვილი, სავსე ტუჩები იმდენად რბილი და თან უხეში იყო მოძრაობისას რომ გონებას აგირევდა. კვნესა წასკდა ტუჩებშრის ენა რომ შეუცურა და უფრო მოუჭირა თითები მხრებზე .
_სამსახურეობრივი რომანები ჩემთან აკრძალულია ! ყველას კლასიკურად აცვია და არავინ დადის ასეთი კაბებით_ ხელი საჯდომზე ჩააცურა და შემდეგ კაბის ქვეშაც მარტივად შეაღწია _ძალიან ვუფრთხილდები ჩემთან დასაქმებული კაცების ფსიქიკას და მათ ოჯახურ სტატუსს . არაფერი პირადული!
_ნუთუ ... დარწმუნებული ხარ რომ პირადული არაფერია ? _ მისი ხელი მოიშორა და მალევე მოწყდა მის სხეულს _უნდა დამელოდო , ბანაობა მჭირდება აშკარად . დილით საუზმობ ?
_კი , მაგრამ მაგაზე მოგვიანებით...ერთ საათში შეხვედრაზე უნდა ვიყო
_კარგი ...ერთ საათში მოვასწრებ

დუშის ქვეშ იდგა სწრაფად იბანდა და იცინოდა. რატომღაც საოცარ ხასიათზე იყო. შემთხვევით ჩადებულ კლასიკურ კაბას გადააწყდა , ფეხსაცმელი მოირგო. ჩანთაში ჩაყარა ყველაფერი რაც შეიძლება დასჭირვებოდა და შემდეგ ოთახიდან გავიდა
_წავედით ...

*^*^*
ისტორიოს ახალი ეტაპი დაიწყო და იმედია ამ თავმა წინა ემოციები გაგიქროთ და ახალი ენერგიით დაგმუხტათ. მგონი არ იყო დაძაბული . იმედია ნუცას და დუდას წყვილიც მოგეწონებათ და აზრს გამიზიარებთ მათზე . დარწმუნებული ვარ ზოგს სხვა წყვილებზე გადართვა არ სურდა ზოგს პირიქით და იმედია ორივე მხარეს მოგეწონებათ



№1  offline წევრი goddess

შესანიშნავი იყო heart_eyes მართლაც საოცარი ისტორიაა heart_eyes ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი ხარ ამ საიტზე heart_eyes

 


№2  offline წევრი Rania

Sheni yvela cyvili momcons mariammm. Saocrad moceseigebuli avtori xar da saocrad agceer emociebss. Amitom gaqvs amdeni komentarebi da gyavs uamravi mkitxveli
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

goddess
შესანიშნავი იყო heart_eyes მართლაც საოცარი ისტორიაა heart_eyes ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი ხარ ამ საიტზე heart_eyes

მადლობა
მიხარია რომ მოგეწონა
heart_eyes heart_eyes

Rania
Sheni yvela cyvili momcons mariammm. Saocrad moceseigebuli avtori xar da saocrad agceer emociebss. Amitom gaqvs amdeni komentarebi da gyavs uamravi mkitxveli

ძალიან დიდი მადლობა
მიხარია რომ თქვენც ერთ ერთი მათგანი ხართ
heart_eyes heart_eyes

 


№4  offline მოდერი abezara98

ბოლო თავებია ვერ მოვახერხე კომენტარის დაწერა და ახლა ვიტყვი ბარემ ყველაფერს sweat_smile საოცრება რომ ხარ, ეგ კი ვიცოდი, მაგრამ ასეთ საოცრებას თუ მოიფიქრებდი, ნამდვილად არ მეგონა heart_eyes უბრალოდ აღტაცებული ვარ მე შენით! kissing_heart
ხოო, რაც შეეხება დათუნას და მაშოს წყვილს. მათ შორის იმხელა ქიმიაა, ვნებაა და ეს ორი ისევ ისეთი ჯიუტია grin ამ თავში მომეჩვენა თითქოს დათო ცოტა მაინც მოვიდა აზრზე-მეთქი, მაგრამ ამან რა გააკეთა? ჩემი მაშიკო ისევ ატირა unamused არა, მაშოსაც აქვს თავისი "დანაშაული", ბოლომდე არც მას ვამართლებ, მაგრამ, კარგი რაა, დათო unamused ყველაზე მაგარი ისაა, რომ მერე ისევ თვითონ ნანობს სიბრაზისგან წამოსროლილ სიტყვებს და გაბრაზებული რას აკეთებს, თვითონაც არ იცის neutral_face ყაზარმული მოპყრობა სჭირდება ვაჟბატონს მაშოსგან და იმედია, მერე მაინც მოვა აზრზე grin
ვაიმეე, უბრალოდ ვაბოდებ დუდას პერსონაჟზე! heart_eyes მიყვარს, მიყვარს, მიყვარს! ახლა ნახოს ნუციკომ როგორია ნამდვილი სიგიჟე! smile თითქოს "დასტოინი" ტიპია დუდა, მაგრამ მასაც აქვს თავისი სიგიჟის ფორმები heart_eyes და სწორედ ამ "დასტოინობით" მგონია, რომ ნუცას ბოლომდე ჭკუიდან შეშლას გამოიწვევს laughing
ნუ, მარიამი და ალექსანდრე მაინც სულ სხვა განზომილებაა heart_eyes უბრალოდ არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა მათზე sweat_smile
რაც შეგეხება შენ, ნამდვილი სასწაული ხარ და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი LittleSnake

დათო და მაშო ძალიან საყვარელი წყვიია , მეცინება სულ მაგათ მომენტებზე ძაან საყვარლები არიან თავისი ამდენი კინკლაობითაც კი :დ
დუდას და ნუციკოს წყვილიც მომწონს უკვე , დუდა ძაან დასტოინად საყვარელია , ნუცა კი ნამდვილად იმსახურებს ისე უყვარდეს ვინმე როგორც დუდას , და მჯერა რომ დუდა ყოველდღე უფრო მეტად გააბედბიერებს, ნუციკოც კაი გიჟია ისე.
ალექსანდრეს და მარიამის ურთერთობის განვითარებას ველი მოუთმენლად ეჭვი არ მეპარება რომ ცეცხლს დაანთებ მარიამ.
ყველა პერსონაჟი მიყვარს თავისებურად.
ველი მომდევნო თავს მოუთმენლად.
შენზე ლაპარაკი ზედმეტია იმიტომ რომ სასწაული გოგო ხარ და არასდროს მომბეზრდება შენი ისტორიების კითხვა.

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

LittleSnake
დათო და მაშო ძალიან საყვარელი წყვიია , მეცინება სულ მაგათ მომენტებზე ძაან საყვარლები არიან თავისი ამდენი კინკლაობითაც კი :დ
დუდას და ნუციკოს წყვილიც მომწონს უკვე , დუდა ძაან დასტოინად საყვარელია , ნუცა კი ნამდვილად იმსახურებს ისე უყვარდეს ვინმე როგორც დუდას , და მჯერა რომ დუდა ყოველდღე უფრო მეტად გააბედბიერებს, ნუციკოც კაი გიჟია ისე.
ალექსანდრეს და მარიამის ურთერთობის განვითარებას ველი მოუთმენლად ეჭვი არ მეპარება რომ ცეცხლს დაანთებ მარიამ.
ყველა პერსონაჟი მიყვარს თავისებურად.
ველი მომდევნო თავს მოუთმენლად.
შენზე ლაპარაკი ზედმეტია იმიტომ რომ სასწაული გოგო ხარ და არასდროს მომბეზრდება შენი ისტორიების კითხვა.

ძალიან ძალიან მიხარია ყველა რომ მოგწონს
მარიამი და ალექსანდრე ჯერ ცოტა იქნება
და შემდეგ ვუშველი რამეს ალბათ ცოტა ენერგია გამომაცალეს და ახლა შევივსებ მუხტს და გავაგრძელებ

 


№7  offline წევრი Niniko11

არა კარგი იყოო მომეწონა დუდას და ნუცას წყვილიცც
კარგად წერ ასე განაგრძეეე
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
ბოლო თავებია ვერ მოვახერხე კომენტარის დაწერა და ახლა ვიტყვი ბარემ ყველაფერს sweat_smile საოცრება რომ ხარ, ეგ კი ვიცოდი, მაგრამ ასეთ საოცრებას თუ მოიფიქრებდი, ნამდვილად არ მეგონა heart_eyes უბრალოდ აღტაცებული ვარ მე შენით! kissing_heart
ხოო, რაც შეეხება დათუნას და მაშოს წყვილს. მათ შორის იმხელა ქიმიაა, ვნებაა და ეს ორი ისევ ისეთი ჯიუტია grin ამ თავში მომეჩვენა თითქოს დათო ცოტა მაინც მოვიდა აზრზე-მეთქი, მაგრამ ამან რა გააკეთა? ჩემი მაშიკო ისევ ატირა unamused არა, მაშოსაც აქვს თავისი "დანაშაული", ბოლომდე არც მას ვამართლებ, მაგრამ, კარგი რაა, დათო unamused ყველაზე მაგარი ისაა, რომ მერე ისევ თვითონ ნანობს სიბრაზისგან წამოსროლილ სიტყვებს და გაბრაზებული რას აკეთებს, თვითონაც არ იცის neutral_face ყაზარმული მოპყრობა სჭირდება ვაჟბატონს მაშოსგან და იმედია, მერე მაინც მოვა აზრზე grin
ვაიმეე, უბრალოდ ვაბოდებ დუდას პერსონაჟზე! heart_eyes მიყვარს, მიყვარს, მიყვარს! ახლა ნახოს ნუციკომ როგორია ნამდვილი სიგიჟე! smile თითქოს "დასტოინი" ტიპია დუდა, მაგრამ მასაც აქვს თავისი სიგიჟის ფორმები heart_eyes და სწორედ ამ "დასტოინობით" მგონია, რომ ნუცას ბოლომდე ჭკუიდან შეშლას გამოიწვევს laughing
ნუ, მარიამი და ალექსანდრე მაინც სულ სხვა განზომილებაა heart_eyes უბრალოდ არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა მათზე sweat_smile
რაც შეგეხება შენ, ნამდვილი სასწაული ხარ და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes

მ კიდე ვფიქრობდი ნეტა სად წავიდა ჩემი გოგო-თქო და კარგია რომ დამიბრუნდი
და უფრო კარგია რომ მოგეწონა
კიდევ უფრო კარგია დუდა რომ მოგეწონა იმიტომ რომ მე მაგ ბიჭზე მეკეტება და უზომოდ მინდა თქვენც შეგიყვარდეთ
წინ გველოდება ბევრი ამბები მათზე და მე სიგიჟემდე მაინტერესებს როგორ მიიღებთ ჩემს გაგრძელებას

Niniko11
არა კარგი იყოო მომეწონა დუდას და ნუცას წყვილიცც
კარგად წერ ასე განაგრძეეე
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

მადლობააა
heart_eyes heart_eyes

 


№9  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვგიჟდები მე შენზე და თითოეულ წყვილზე ♥️♥️♥️
ისეთი კარგები საყვარლები და შეუდარებლები გყავს თან ისეთი განსხვავებულები რომ შეუძლებელია რომელიმე არ გიყვარდეს ♥️♥️♥️♥️
ყველას სხვა ემოცია მოაქვს ჩემთან და ყველა მაბედნიერებს♥️♥️♥️
გელოდები მოუთმენლად მიხარია რომ გამოჩნდნენ საგვარელი წყვილებიც და ახლა იწყება თავდავიწყება :დ ♥️♥️♥️

 


№10  offline წევრი დარინა

ხომ ისეთი საოცრრბები არიან ყველა წყვილი მაგრამ მე მარიამზე და ალექსანდრეზე ვარ ჩაიკლული, ჩემი სიყვარულები არიან, რა ვქნა ეგოისტურად ვარ მათზე შეყვარებული. ერთი სული მაქვს როდის აგიზგიზდება მათ შორის ცეცხლიი, ჩემი დუდა ნერვები მეშლება ნუცაზე ასე რომ უშლის ნერვებს ჩემს ბიჭს, ნუ მიწვალებს. ჩემი განტვირთვის უებარი წამალი ხარ, აქ რომ შემოვდივარ და შენი სიახლე მხვდება თვალები მიბრწყინდებააა.

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

ტკბილიწიწაკა
ვგიჟდები მე შენზე და თითოეულ წყვილზე ♥️♥️♥️
ისეთი კარგები საყვარლები და შეუდარებლები გყავს თან ისეთი განსხვავებულები რომ შეუძლებელია რომელიმე არ გიყვარდეს ♥️♥️♥️♥️
ყველას სხვა ემოცია მოაქვს ჩემთან და ყველა მაბედნიერებს♥️♥️♥️
გელოდები მოუთმენლად მიხარია რომ გამოჩნდნენ საგვარელი წყვილებიც და ახლა იწყება თავდავიწყება :დ ♥️♥️♥️
ადლობა ტკბილო
♡♡♡♡♡☆
აწი სულ ასე იქნება

დარინა
ხომ ისეთი საოცრრბები არიან ყველა წყვილი მაგრამ მე მარიამზე და ალექსანდრეზე ვარ ჩაიკლული, ჩემი სიყვარულები არიან, რა ვქნა ეგოისტურად ვარ მათზე შეყვარებული. ერთი სული მაქვს როდის აგიზგიზდება მათ შორის ცეცხლიი, ჩემი დუდა ნერვები მეშლება ნუცაზე ასე რომ უშლის ნერვებს ჩემს ბიჭს, ნუ მიწვალებს. ჩემი განტვირთვის უებარი წამალი ხარ, აქ რომ შემოვდივარ და შენი სიახლე მხვდება თვალები მიბრწყინდებააა.

ვბედნიერდები ამას რო ვისმენ ♡♡♡♡<3
ნუცა ძალიან მაგარი გოგოა არ გაუბრაზდე :დ

 


№12  offline წევრი Anansio

ოჰოოო❤️❤️❤️ყოველი ახალი თავიი უფროდაუფრო მეტ ემოციას იწვეეევს❤️❤️❤️❤️როგორი ფერადი იყოო❤️❤️❤️უჰჰჰ დათო და მაშოო ❤️❤️❤️ცოტა რთული სიტუაციაა ვერც ლილეს ვერ თმობს და ვერც მაშოოს... უბრალოოდ,ნუ ჩემი აზრით, დათო მაშოსთან უნდა იყო...თვითონაც თქვა მაშოს მაირად მას ვერავინ შეიყვარებს...ასევე მინდა მიხვდეს ,რომ მაშო ძალიან უყვარს და დაიბრუნოს❤️❤️❤️იმსახურებს ეს წყვილი ერთად ყოფნაას და დათო უნდა მიხვდეს ამას❤️❤️❤️❤️დუდა და ნუცაა...წყვილი ქარიშხალი...დუდას “დასტოინობა” და ნუცას სიგიჟე,ეს ორი საოცრად უხდებიან ერთმანეეთს❤️❤️❤️ოფიციალურად შეყვარებული ვარ დუდაზეეე❤️❤️❤️ვგიჟდებიი❤️❤️❤️ოოო რაც შეეხება მარიამის და ალექსანდრეს წყვილს❤️❤️❤️უჰჰ ესენი ყველა განზომილებას ცდებიან❤️❤️❤️საოცრებები არიაან❤️❤️❤️❤️განსხვავებულებიი❤️❤️❤️ველიი ველიი მათ განვითარებაას❤️❤️❤️❤️შენ კი უმაგრესიი და ყოვლისშემძლე მარიამი ხარ❤️❤️❤️ძალიააან მიყვარხაარ❤️❤️❤️წარმატებები მარიამ!!!!❤️❤️❤️

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

Anansio
ოჰოოო❤️❤️❤️ყოველი ახალი თავიი უფროდაუფრო მეტ ემოციას იწვეეევს❤️❤️❤️❤️როგორი ფერადი იყოო❤️❤️❤️უჰჰჰ დათო და მაშოო ❤️❤️❤️ცოტა რთული სიტუაციაა ვერც ლილეს ვერ თმობს და ვერც მაშოოს... უბრალოოდ,ნუ ჩემი აზრით, დათო მაშოსთან უნდა იყო...თვითონაც თქვა მაშოს მაირად მას ვერავინ შეიყვარებს...ასევე მინდა მიხვდეს ,რომ მაშო ძალიან უყვარს და დაიბრუნოს❤️❤️❤️იმსახურებს ეს წყვილი ერთად ყოფნაას და დათო უნდა მიხვდეს ამას❤️❤️❤️❤️დუდა და ნუცაა...წყვილი ქარიშხალი...დუდას “დასტოინობა” და ნუცას სიგიჟე,ეს ორი საოცრად უხდებიან ერთმანეეთს❤️❤️❤️ოფიციალურად შეყვარებული ვარ დუდაზეეე❤️❤️❤️ვგიჟდებიი❤️❤️❤️ოოო რაც შეეხება მარიამის და ალექსანდრეს წყვილს❤️❤️❤️უჰჰ ესენი ყველა განზომილებას ცდებიან❤️❤️❤️საოცრებები არიაან❤️❤️❤️❤️განსხვავებულებიი❤️❤️❤️ველიი ველიი მათ განვითარებაას❤️❤️❤️❤️შენ კი უმაგრესიი და ყოვლისშემძლე მარიამი ხარ❤️❤️❤️ძალიააან მიყვარხაარ❤️❤️❤️წარმატებები მარიამ!!!!❤️❤️❤️


უსაყვარლესი ხარ შენ <3
ძალიან მახარებ სულ შენი თბილი კომენტარებით
წყვილებს რაც შეეხება მალე დავდებ ყოველთვის და ყველაფერი სწრაფად გაირკვევა შესაბამისად
heart_eyes heart_eyes

 


№14  offline წევრი elene2619

მაშოს და დათოს წყვილზე ვგიჟდები heart_eyes სასწაულები არიან ერთდა დაშორებაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება scream მართალი უთხრა დათომ რომ მაშოს გარდა არავინ უპრთხილდება მის სახელს და არავინ ზრუნავს მასზე... სიგიჟემდე უყვარს ჩვენ ჟღალ გოგოს heart_eyes რაც შეეხება დათოს კი ისე ჩუმად შეეპარება სიყვარული რო ვერც გაიგებს (თუ უკვე არ უყვარს )
დუდა და ნუცა ხო საერთოდ სიგიჟის პიკში არიან... ვნახოთ როდის აღიარებს თავის გრძნობებს ქალბატონი ნუციკო laughing
მარიამი და ალექსანდრე კი საერთოდ სხვა განზომილებაა ჰარმონიული წყვილია ერთმანეთის უსიტყვოთაც რომ ესმით heart_eyes
უხ როგორი კარგი თავი იყო heart_eyes
სასწაულად წერ საყვარელო heart_eyes
გელოდები მოუთმენლად heart_eyes

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

elene2619
მაშოს და დათოს წყვილზე ვგიჟდები heart_eyes სასწაულები არიან ერთდა დაშორებაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება scream მართალი უთხრა დათომ რომ მაშოს გარდა არავინ უპრთხილდება მის სახელს და არავინ ზრუნავს მასზე... სიგიჟემდე უყვარს ჩვენ ჟღალ გოგოს heart_eyes რაც შეეხება დათოს კი ისე ჩუმად შეეპარება სიყვარული რო ვერც გაიგებს (თუ უკვე არ უყვარს )
დუდა და ნუცა ხო საერთოდ სიგიჟის პიკში არიან... ვნახოთ როდის აღიარებს თავის გრძნობებს ქალბატონი ნუციკო laughing
მარიამი და ალექსანდრე კი საერთოდ სხვა განზომილებაა ჰარმონიული წყვილია ერთმანეთის უსიტყვოთაც რომ ესმით heart_eyes
უხ როგორი კარგი თავი იყო heart_eyes
სასწაულად წერ საყვარელო heart_eyes
გელოდები მოუთმენლად heart_eyes

ძალიან მიხარია დეტალებს რომ ამჩნვთ ხოლმე
ისიც მიხარია ყველა წყვილირომ მოგწონთ
ჩემი დუდა საოცრება მყავს ნუ მე ასე მგონიადა იმედია თქვენც მოგეწონებათ შემდეგ უფრო მეტად

 


№16  offline წევრი რუსკიმარუსია

ვიღაცა მაშენკაზე ეჭვინობსო smile ძალიანაც კარგი მაშომ გაყრა რომ მოთხოვა იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეს ეგ სულელი ბიჭი. ის ხომ მოსწონს მაშო მასზე რომ ზრუნავს და თან არ უნდა რომ გვერდით ყავდეს, ხოდა ეგრე მოუხდება მაგას smile
დუდა და ნუცა ერთად სრული სიგიჟე იქნება heart_eyes ახლა ნახოს ნუცამ როგორია გვერდით დუდას მსგავსი კაცის ყოლა, მემგონი იქეთ შეაცდინოს ნუციკომ laughing
წამიერი კოცნა ტუჩებზე მგონი არ უნდა იყოს ცუდი დასაწყისი. მთავარია მარიკუნას თორნიკეს მიმართ რაიმე გრძნობა არ გასჩენია. მოუწევს მთელი ცხოვრება ალექსანდერეს ცისარტყელა იყოს heart_eyes heart_eyes ეს ორი ერთმანეთს საოცრად ავსებენ heart_eyes დროა საბოლოოდ დასრულდეს მათ ცხოვრებაში ტკივილი. ერთმანეთის გვერდით დგომა უკვე ყველა სიტუაციაში გამოსცადეს და ყველა სახის ტკივილს ისევ ერთად ყოფნით, ერთი ჩახუტებით აქრობენ ერთმანეთში. heart_eyes დროა ტკივილმა ასპარეზი მთლიანად სიყვარულს დაუთმო. heart_eyes

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

მარია.
ალექსანდრე&მარიამი
და
ანდრია&სოფია მაინტერესებს ძააან
თორნიკე ძაანნშემეცოდა
იმედია გამოუჩნდება ვინმე

ანდრეას და სოფიას ბევრ დროს ვერ დავუთმობ მაგრამ მოგვიანებით აუცილებლად გამოჩნდებიან
ვფიქრობ მათ ეს მცირე ნაწილიც ეყოფა იმდენად ემოციური დასაწერი იყო გამომფიტა pensive
თორნიკე კიდვე გამოჩნდება აუცილებლად

რუსკიმარუსია
ვიღაცა მაშენკაზე ეჭვინობსო smile ძალიანაც კარგი მაშომ გაყრა რომ მოთხოვა იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეს ეგ სულელი ბიჭი. ის ხომ მოსწონს მაშო მასზე რომ ზრუნავს და თან არ უნდა რომ გვერდით ყავდეს, ხოდა ეგრე მოუხდება მაგას smile
დუდა და ნუცა ერთად სრული სიგიჟე იქნება heart_eyes ახლა ნახოს ნუცამ როგორია გვერდით დუდას მსგავსი კაცის ყოლა, მემგონი იქეთ შეაცდინოს ნუციკომ laughing
წამიერი კოცნა ტუჩებზე მგონი არ უნდა იყოს ცუდი დასაწყისი. მთავარია მარიკუნას თორნიკეს მიმართ რაიმე გრძნობა არ გასჩენია. მოუწევს მთელი ცხოვრება ალექსანდერეს ცისარტყელა იყოს heart_eyes heart_eyes ეს ორი ერთმანეთს საოცრად ავსებენ heart_eyes დროა საბოლოოდ დასრულდეს მათ ცხოვრებაში ტკივილი. ერთმანეთის გვერდით დგომა უკვე ყველა სიტუაციაში გამოსცადეს და ყველა სახის ტკივილს ისევ ერთად ყოფნით, ერთი ჩახუტებით აქრობენ ერთმანეთში. heart_eyes დროა ტკივილმა ასპარეზი მთლიანად სიყვარულს დაუთმო. heart_eyes

აუცილებლად მოვა სიყვარულის დრო მარიამთან და ალექსანდრესთან
დუდაზე იქნება მომდევნო თავებიც
და იმედია მოგეწონებათ

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

meocnebe avadmyopi
რამდენი თავია კომენტარი არ დამიწერია..ზუსტად არ ვიცი

მაშო და დათო...
ეს წყვილი სხვა განზომილებაა...
იმედია მალე მოაგვარებენ პრობლემას...
ძალიან საყვარელი წყვილია...
ვგონებ დათოს და მე საერთო ადამიანი გვიყვარს ...
რა ვქნა ლილე რომ მიყვარს ყველაზე მეტად....
მარტო იმ ჩემს საყვარელ სამკუთხედში კი არა ,არა უბრალოდ ყველა პერსონაჟს შორის...

ნუცა და დუდა....
წყვილი სიგიჟე...
არა დუდა...
ვითომ დასტოინიო და ეგეც კაი გიჟი ყოფილა ...
არა პრინციპში იმ სასტავთან დასტოინს რა უნდა...

ველი შემდეგ თავს მოუთმენლად..
მიყვარხარ მე შენ... ❤ ❤ ❤


ვაიმეე მიხარია რომ მოგწონს
ყველაფერი მოგვარდება და დალაგდება
დუდა ჯერ კიდევ არ გაგიცნიათ
ყველაფერ წინაა

 


№19  offline წევრი ნაია61

ახლა ნამდვილად მჭირდებოდა ახალი წყვილები. პირველ რიგში წყვილების მრავალფეროვნების გამო მიყვარს შენი ისტორიები . მოუთმენლად ველი ახალ თავს heart_eyes

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

ნაია61
ახლა ნამდვილად მჭირდებოდა ახალი წყვილები. პირველ რიგში წყვილების მრავალფეროვნების გამო მიყვარს შენი ისტორიები . მოუთმენლად ველი ახალ თავს heart_eyes

ხვალ იქნება ახალი თავი
იმედია მოგეწონებათ

 


№21  offline წევრი ფარვანა

Au uklebliv kvela wkvilze meketeba da ra gavaketoo? Super taviikkoo au ra sicocxlea datoo vgijdebii mashoze da datoze mikvars eg ori isetebi Arian... Ragacnairad sakvarlebi ar vici ra vtqva... heart_eyes sauketeso xar mariamm <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

Vivien Sky
Au uklebliv kvela wkvilze meketeba da ra gavaketoo? Super taviikkoo au ra sicocxlea datoo vgijdebii mashoze da datoze mikvars eg ori isetebi Arian... Ragacnairad sakvarlebi ar vici ra vtqva... heart_eyes sauketeso xar mariamm <3

მართლა უზომოდ იხარია რომ მოგწონთ ჩვეულებრივია მაგრამ მაინც რომ მოგწონთ
მადლობა

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

ეკა275
ვიცი უადგილოა მაგრამ იქნებ ვინმემ მასწავლოთ დამატებული ისტორიის წაშლა როგორ ხდება?

თვითონ წაშლას ვერ შეძლებ ადმინს შეუძლია მხოლოდ როგორც ვიც

 


№24  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კიდევ მინდა ბევრი მაშოს და დათოოოოოოს მომენტებიიი.... საუკეთესოები არიან... მაგრამ ეს დათო დროზე ჩამოყალიბდეს

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

ანი ანი
კიდევ მინდა ბევრი მაშოს და დათოოოოოოს მომენტებიიი.... საუკეთესოები არიან... მაგრამ ეს დათო დროზე ჩამოყალიბდეს

ეშველება დათოსაც
smile

 


№26  offline წევრი artificial

dzalian kargia❤️ movitxov met mashos da datos❤️

 


№27  offline წევრი ქეთათო4

ჩემი მაშენკაა, ჩემი სიყვარული გოგო❤ აი როგორია რაა, ჩემი სიკეთის განსახიერება!
არ ვიცი ყველა შემიყვარდა უკვე და ვერ გადავიტან ამ მოთხრობის დასრულებას! ვსო მეტ კომენტარს აღარ დავწერ სანამ არ დაასრულებ თორე გეფიცები მეკეტება, აი ისე დათა რომ აფრენს ან უფრი მაგრად :დდ
მაგიჟებ მოკლედ და კონკრეტულად!❤

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

ქეთათო4
ჩემი მაშენკაა, ჩემი სიყვარული გოგო❤ აი როგორია რაა, ჩემი სიკეთის განსახიერება!
არ ვიცი ყველა შემიყვარდა უკვე და ვერ გადავიტან ამ მოთხრობის დასრულებას! ვსო მეტ კომენტარს აღარ დავწერ სანამ არ დაასრულებ თორე გეფიცები მეკეტება, აი ისე დათა რომ აფრენს ან უფრი მაგრად :დდ
მაგიჟებ მოკლედ და კონკრეტულად!❤

აუუ რატო არ დაწეეერ მე რო მინდა თქვენი აზრის გაგება და მომავალში როა კიდე კარგი ამბები წინ? ჯერ კი არ დასრულდება მე ასე მალე არ მინდა ამ ისტორიის დასრულება
მაშო უსაყვარლესია და ცოტა ბოთეცაა ჩემთვის ზედმეტად კეილია

artificial
dzalian kargia❤️ movitxov met mashos da datos❤️

მეტი არ მოდის ტვინში მუზამ არაო ვერაო რა ვქნა

 


№29  offline წევრი Takk.22

უმაგრესი თავი იყო როგორც ყოველთვის,საერთოდაც უმაგრესი გოგო ხარ პირველად ამ საიტზე შენი ისტორია წავიკითხე ,,ყველა გზა შენთან მოდის მარიამ" და მას მერე ყოველი დღე 4love.ge ია, ყველაზე მაგრი კი ისაა,რომ ყოველი შენი ისტორია ისევე აღმაფრთოვანენს როგორც ის პირველი.
რაც შეეხება დუდას არ გინდა მე მაჩუქო? დავდნი ისე მომწონს ეს პერსონაჟი არა კი არ მომწონს მიყვარს უკვე მეტი დუდა მინდა,და მის ხელებში ბოლომდე ჩამდნარი ნუცა,ნუ ასეთ კაცს რანაირად არ უნდა ჩაადნე.
რაც შეეხება მაშო დათოს წყვილს უსაყვარლესია ჩვენი მაშენკა და იმედია მალე მისცემენ საკუთარ ვნებას და გრძნობებს გასქანს,დათოსიც მესმის რთულია ასე უცებ ყველაფრის დავიწყება,იმდენად იყო იმ აზრს მიჩვეული,რომ ლილე უყვარდა ვერ უშვებს ჯერ,რომ მისი გული უკვე მაშოსია,ლილეს ადგილზე თავს რომ წარმოვიდგენ გული მტკივდება,ძალიან ცოდოა იმედია მასაც გამოუჩნდება ვინმე.
ამხელა კომენტარი არასდროს გამიკეთებია შენწ ოსტორიებზე დამოკიდებულს მხდი ჩვეულებრივად

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

Takk.22
უმაგრესი თავი იყო როგორც ყოველთვის,საერთოდაც უმაგრესი გოგო ხარ პირველად ამ საიტზე შენი ისტორია წავიკითხე ,,ყველა გზა შენთან მოდის მარიამ" და მას მერე ყოველი დღე 4love.ge ია, ყველაზე მაგრი კი ისაა,რომ ყოველი შენი ისტორია ისევე აღმაფრთოვანენს როგორც ის პირველი.
რაც შეეხება დუდას არ გინდა მე მაჩუქო? დავდნი ისე მომწონს ეს პერსონაჟი არა კი არ მომწონს მიყვარს უკვე მეტი დუდა მინდა,და მის ხელებში ბოლომდე ჩამდნარი ნუცა,ნუ ასეთ კაცს რანაირად არ უნდა ჩაადნე.
რაც შეეხება მაშო დათოს წყვილს უსაყვარლესია ჩვენი მაშენკა და იმედია მალე მისცემენ საკუთარ ვნებას და გრძნობებს გასქანს,დათოსიც მესმის რთულია ასე უცებ ყველაფრის დავიწყება,იმდენად იყო იმ აზრს მიჩვეული,რომ ლილე უყვარდა ვერ უშვებს ჯერ,რომ მისი გული უკვე მაშოსია,ლილეს ადგილზე თავს რომ წარმოვიდგენ გული მტკივდება,ძალიან ცოდოა იმედია მასაც გამოუჩნდება ვინმე.
ამხელა კომენტარი არასდროს გამიკეთებია შენწ ოსტორიებზე დამოკიდებულს მხდი ჩვეულებრივად


უძალიანესად კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ამდენი ხანი რომ ხარ ჩემი მკითხველი და კითხულობ ისტორიებს
ნუცას და დუდას რაც შეეხება დუდაზე ჯერ კიდევ არაფერი იცით დამიჯერეთ და მომავალშI უფრო უნდ აშეგიყვარდეთ ნუცა ვერ დაგითმობთ თორემ მე კი
დათოს ეშველება და მაშოსაც
ლილეს რაც შეეხება ყველაფერი გაივლის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent