შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმას მოაქვს ჩვენებური შეხვედრები. - სრულად


17-03-2018, 00:41
ავტორი mimimimo
ნანახია 3 125

გაწვიმდა.
ჩავიცვი და გარეთ გავედი.
ნელა დავუყევი ქუჩას.
ხალხი გარბოდა, თავს აფარებდა გადახურულ ადგილებს, სადაც წვიმის წვეთები არ შეაღწევდა.

-გამარჯობა. - მომიახლოვდა ვიღაც.
-გამარჯობა.
-წვიმა.
-წვიმის სურნელი.
-ჰაერი.
-სიმშვიდე.
-სითბო.
-მიყვარს.
-მეც. - ძალიან უცნაური ვიღაც იყო.

სანამ წვიმდა თვალები ცისფერი ჰქონდა, როგორც კი გადაიღო გაუმწვანდა.
გადაპარსული თავი.
ლამაზი ღიმილი.
სწორი ცხვირი.
სასიამოვნო ხმა.

-რა გქვია?
-მაშო.
-სასიამოვნოა, მაშო.

ღიმილი.
სახლს მივუახლოვდით. გავჩერდი და გავხედე.

-უნდა წავიდე.
-დროებით, მაშო.
-ნახვამდის.

მეფიქრებოდა.
სიზმარში მისი თვალები ვნახე. შეშფოთებულს გამომეღვიძა. სარკეს მივუახლოვდი და ჩემს თვალებს დავაკვირდი. ვცდილობდი რამე განსხვავებული მეპოვა, მაგრამ - არაფერი. შემდეგ დავხუჭე და ისევ მისი თვალები გამომესახა.
როგორი ლამაზი იყო. როგორ მინდოდა შევხებოდი.

***

-გამარჯობა, მაშო.
-გამარჯობა...
-მათე.
-გამარჯობა, მათე.
-გაწვიმდება.
-არა.
-რატომ?
-წვიმის სურნელი არ ტრიალებს.
-აი, ვნახავთ.
-ვნახავთ. - გამეცინა მის ბავშვურობაზე.

მაღალი იყო. მასთან შედარებით კი ძალიან დაბალი ვჩანდი.
ავიწიე და ხელები მხრებზე შემოვხვიე.

-ვერ გწვდები.

ჩამოიწია.

-ასე უკეთესია, მაშო?
-ასე უკეთესია. - გაეცინა.

წელზე ხელები შემომხვია და ლოყაზე ნაზად შემახო ტუჩები.

-მათე.
-ე, რა ლამაზად იძახი.
-რას?
-ჩემს სახელს. კიდევ დამიძახე, რა. - თხოვნამ გაიჟღერა მის ხმაში. იმდენად საყვარელი იყო, მინდოდა მეკოცნა.
-რა საყვარელი ხარ. - გამეღიმა. - მათე. - სახელიც დავაყოლე.
-ნახე, გაწვიმდა. - ხელის გაწია წინ და წვიმის წვეთებს შეაგება.
-რა მაგარია.
-ხო გითხარი, გაწვიმდება-მეთქი.
-ე, ნახე გადაიღო. - სიცილით გავშალე ხელი. გამარჯვებული სახით გავხედე.
-ეგ არ ითვლება. - თითქოსდა გაბუტული სახით მითხრა.
-ხო გითხარი, არ იწვიმებს-მეთქი.
-დავსხდეთ? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

ჩემს პირდაპირ დაჯდა. თვალებში ვუყურებდი. ვხედავდი როგორ იცვლებოდა. ცისფერი-მწვანე. მწვანე-ცისფერი.

-შენი თვალები.

ხელი გავწიე მისკენ. ნაზად გადავუსვი ხელი, მაგრამ უკან დავაბრუნე უცებ. დარცხვენილმა თავი დავხარე და გამეღიმა.
ადგა და გვერდით მომიჯდა.
წინ გადმოყრილ თმაზე ხელი შემახო და უკან გადამიწია.

-რა ლამაზი ხარ, მაშო. - თქვა და ღიმილიც არ დავიწყებია.

შუბლიდან თვალებისკენ ჩააცურა თითები, ნაზად გადამისვა, ისე, როგორც რამდენიმე წუთის წინ მე. თვალებიდან ცხვირს ჩააყოლა, ცხვირიდან ლოყას გააყოლა თითები.
ტუჩები.
ღმერთო ჩემო, ტუჩებს შეეხო.
სიამოვნებისგან დამაჟრიალა.
ქვედა ტუჩს თითი შეახო, გადაუსვა და ოდნავ ჩამოსწია.
ჰაერი აღარ მყოფნიდა.
სუნთქვა მეკვრის.
გული მე აღარ მეკუთვნის.
ჩემკენ გადმოიხარა.
ჩემი სახე ხელებში მოიქცია და სადაც შემეხო ყველგან მაკოცა.
შუბლზე. თვალებზე. ცხვირზე. ლოყაზე.
გაჩერდა.
ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
ბაგეები ერთმანეთს დავაშორე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
სუნთქვა გამიხშირდა, თავი დავხარე და თვალები დავხუჭე.

***

1 კვირა არ უწვიმია.
1 კვირა სახლიდან არ გავსულვარ.
1 კვირა არ შევხვდრილვართ.
1 კვირა და უსაზღვრო მონატრება.

***

გაწვიმდა.
იმდენად დაუჯერებელი ჩანდა წვიმის წვეთები, თვალები გამიფართოვდა.
ფანჯარაში გავიხედე და გამეღიმა.
ჩავედი.

-მაშო.
-მათე.
-მომენატრე.
-მეც.
-გელოდებოდი.
-მე - წვიმას.
-წვიმას მოჰყვება მაშო?
-წვიმას მოაქვს შეხვედრები.
-როგორი?
-ჩვენებური.
-წვიმას მოაქვს ჩვენებური შეხვედრები?
-ჰო.

სიჩუმე.

-მაშო.
-ჰო, მათე.
-შემიყვარდი. - თქვა და ყველაფერი ამოაყოლა ამ ერთ სიტყვას.

თვალები ჭაობისფერი გაუხდა.
ხელები წელზე შევუცურე და ჩავეხუტე.
ცოტახანს ასე ვიდექით.
წვიმა ნელ-ნელა წყდებოდა.

-გავისეირნოთ?
-გავისეირნოთ.

ქუჩაში, სადაც არავინ იყო - ჩვენ ვსეირნობდით.
მის თითებში ჩემი თითები იყო ახლართული და პატარა ბავშვებივით გვიხაროდა.
გაჩერდა.
ავხედე.

-როგორი ამინდია მანდ? - სიცილით ჩამომხედა.
-მათე, - წარბებშეკრულმა ავხედე. - ნუ დამცინი.
-არ დაგცინი. რა შენი ბრალია რომ დაბალი ხარ? - ისევ იცინოდა.
-მე არ ვარ დაბალი, ეს შენ ხარ ძალიან მაღალი.
-თავს იმხნევებ?
-ჰო. - ერთად აგვიტყდა სიცილი.

ერთმანეთს შევხედეთ. სიცილი შევწყვიტეთ.

-გამიცივდები.
-შენ მათბობ.

სველი, ჩამოშლილი თმა ისევ უკან გადამიწია. სახე მომიახლოვდა და თვალებში ჩამაჩერდა.
ნელა მოიწევდა ჩემკენ, თან მზერას არ მაშორებდა.
გაშეშებული ვიდექი და ადგილიდან ვერ ვიძროდი.
მაკოცა.
სხვა სამყაროში გადავედი. იქ, სადაც ყველაფერი მისით იწყებოდა და მთავრდებოდა.

***

ჩვენ არ ვქმნიდით ილუზიებს, რომ ყოველთვის ერთად ვიქნებოდით.
ვიყავით იმ დღით, რომელიც იყო.
არ ჰგავდა სხვებს.
მასში ვპოულობდი სიმშვიდეს, მაგრამ მეშინოდა ამ სიმარტივის.

***

-მათე.
-ჰო, მაშო.
-მეშინია.
-რისი, მაშო?
-შენი დაკარგვის.
-ნუ ფიქრობ მაგაზე.
-შენ?
-რა მე?
-შენ გეშინია?
-რისი?
-ჩემი დაკარგვის.?
-არ მეშინია.
-რატომ?
-შენ ყოველთვის ჩემთან იქნები. ჩემში, თუნდაც წახვიდე.
-რა კარგი ხარ, მათე.

***

-მაშინ, რომ არ ეწვიმა...
-მე არ ჩამოვიდოდი.
-არ შეგხვდებოდი.
-დავკარგავდი ძალიან ბევრს.
-ვერ ვიქნებოდი ისეთი ბედნიერი, როგორიც ახლა ვარ.
-ნახე, ცისარტყელა.
-პირველად - ჩვენი ერთად ყოფნის შემდეგ.
-1 წელი?
-ჩაიფიქრე, მათე.
-შენც.

ხელი ჩავიკიდე. თვალები დავხუჭე.

-ჩავიფიქრე.
-მეც.
-რა ჩაიფიქრე?
-რომ გითხრა აღარ ამიხდება. შენ?
-როცა ასრულდება - გეტყვი.
-კარგი.

***

-ცოლად გამომყვები?

ამ სიტყვებმა ყველაფერი შეცვალეს.
თავბრუ დამეხვა. სიამოვნებისგან დამაჟრიალა. გული ამიჩქარდა. სუნთქვა გამიხშირდა.
ცრემლიანი თვალებით დავუქნიე თავი და ჩავეხუტე.

-მაშო.
-ჰო, მათე.
-ამისრულდი.

***

ახალი წლის ღამეს სულ სხვა სითბო ტრიალებდა სახლში.
მაშო და მათე.
მათე და მაშო.
ნაძვის ხე ერთად მოვრთეთ.
საჭმელი ერთად გავაკეთეთ.
სახლი ერთად მოვრთეთ.
მეორე ახალი წელი, რომელსაც მასთან ერთად შევხვდით.
თუმცა, წინასგან განსხვავებით - ახლა სულ სხვა სტატუსით.

5
4
3
2
1

-გილოცავ, მაშო.
-მათე.
-ჰო, მაშო.
-ამისრულდი.
-მიყვარხარ!

წვიმამ მოიტანა ჩვენებური შეხვედრები.

&&&

ესეც პატარა ისტორია, რომელშიც უდიდესი სითბო ჩავაქსოვე.
იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი ნასტია

წასაკითხად ძალიან უცხოა ჩემთვის, თან ძალიან სასიამოვნო heart_eyes

 


№2  offline წევრი mimimimo

ნასტია
წასაკითხად ძალიან უცხოა ჩემთვის, თან ძალიან სასიამოვნო heart_eyes

მიხარია, რომ მოგეწონა.
მადლობა.

 


№3  offline წევრი ვარა შველიძე

ძალიან სასიამოვნო წასაკითხი არის

 


№4  offline წევრი mimimimo

ვარა შველიძე
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი არის

მადლობა.

 


№5  offline წევრი LaLiDze

პატარა და ტკბილი <3

 


№6  offline წევრი mimimimo

LaLiDze
პატარა და ტკბილი <3

მადლობა.

 


№7  offline წევრი Mtirala

ჟრუანტელმა დამიარა,
ოჰ, როგორ ტკბილი გემო აქვს წვიმას...
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№8  offline წევრი mimimimo

Mtirala
ჟრუანტელმა დამიარა,
ოჰ, როგორ ტკბილი გემო აქვს წვიმას...

მიხარია, რომ მოგეწონა.
წვიმა მართლაც განსხვავებულობას სძენს ყველა'ფერს.

 


№9 სტუმარი eli

ძალიან კარგია

 


№10  offline წევრი mimimimo

eli
ძალიან კარგია

მადლობა.

 


პატარა და ტკბილი იყო <3

 


№12  offline წევრი mimimimo

შემოდგომის-ფერი
პატარა და ტკბილი იყო <3

მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent