წარსულის კვალდაკვალ თავი 31
31 უკანასკნელად ჩაიხედა სარკეში, ბოლო შტრიხები შეისწორა და ოთახიდან გამოვიდა.ისევ გაიარა გრძელი დერეფანი და კიბესთან შედგა. მისაღებს ზემოდან გადმოხედა. მსახურები ჩვეულებრივზე მეტად დაფუსფუსებდნენ და ოთახს საზეიმოდ რთავდნენ. მრგვალ მაგიდებზე თეთრი გადასაფარებლები ეფინა.შუაში ყვავილების თაიგულები ჩაედგათ. თეთრი ხელსახოცები ლამაზად დაეწყოთ თეფშების გვერდით.მის წინ კი ჭიქები ჩაემწკრივებინათ. -ნერვიულობ?-გვერდით ამოუდგა ქმარი -ძალიან.ყველაფერი რომ ისე არ იყოს როგორც დავგეგმეთ? -ყველაფერი ისე იქნება,როგორც მაისურაძემ დაგეგმა. -მაინც ვერ ვიჯერებ რომ ამ ყველაფერში ის ქალი ეხმარებოდა. -რა არის დაუჯერებელი?განა შენ თვითონ არ მოისმინე ყველაფერი? -კი მოვისმინე.-სოფო გაჩუმდა.-იცი ამ ამბავში მთავარი მსხვერპლი ვინაა? მისი შვილი.როგორ მეცოდება თორნიკე. -მეც მეცოდება.წარმოიდგინე რამხელა რამე გააკეთა.დედამისს ჩუმად მოსასმენი დაუყენა და სახლში კამერა დაამონტაჟა,რომ იმ არაკაცის გეგმების შესახებ გაგვეგო. ფაქტიურად დედა ციხისთვის გაწირა. -მისთვის ციხე სასჯელი არაა. ის საკუთარ გისოსებშია გამომწვდეული შურის და ბოღმის გისოსებში. -კარგი,მოდი დავმშვიდდეთ და ქვემოთ ჩავიდეთ.აქაურობას მივხედოთ. ცოლს ხელი მოჰკიდა და კიბეს ჩამოუყვნენ. -თამარი სადაა? -ემზადება,ნინია და ანა ეხმარება.ხომ იცი როგორია?უნდა იდეალურად გამოყურებოდეს. -შენ გგავს,-გაეცინა რეზოს.-შენც ასეთი იყავი ახალგაზრდობაში. რამდენს მალოდინებდი,როცა სადმე მივდიოდით არ გახსოვს? -მეე?სულაც არ ვიყავი ასეთი.ძალიან მალე ვემზადებოდი. -ეგ შენ გეგონა ასე,თორემ ისე დიდ ხანს მიწევდა ლოდინი.მერე გამოჩნდებოდი და იქ მთავრდებოდა ყველაფერი.რომ დაგინახავდი ყველაფერი აზრს კარგავდა,რჩებოდი მხოლოდ შენ და ჩვენი სიყვარული. -ახლაც ასეა,ახლაც ისევე მიყვარხარ,როგორც მაშინ.ერთ წუთსაც არ განელებულა ჩემი სიყვარული.უფრო მეტად გამტკიცდა. -მეც ასე ვარ ჩემო საყვარელო. ქვემოთ რომ ჩამოვიდნენ,მაიკო და გიორგი მოვიდნენ ამ დროს საზეიმოდ გამოწყობილები. -ოჰ,როგორც იქნა თქვენ ერთად გხედავთ. შერიგდით?-ჰკითხა სოფომ და ძმა და რძალი გადაკოცნა. -კი შევრიგდით,-უპასუხა გიომ და ცოლს ხელი მოხვია. -ასე არ ჯობია.რა დროს თქვენი გაბუტვა და დაშორება იყო ამ სიბერეში,-გაეცინა რეზოს. -ხო,მივქარე,შეცდომა დავუშვი,მაგრამ გამოვასწორე,ცოტა წვალება კი დამჭირდა,მაგრამ არაუშავს, ყველაფერი ცუდი უკან დარჩა. -სოფო რას შვება? -ისევ საავადმყოფოშია,მკურნალობას დათანხმდა და რეაბილიტაცია კარგად მიდის.ეს კი იმ ბიჭთან ურთიერთობას მაინც უკრძალავს. -რა ვქნა ვერ ვეგუები,ვერც შევეგუები,რაც არ უნდა გააკეთოს. -მე ვფიქრობ რომ ზედმეტად ხარ ჩაციკლული ამ ამბავზე. მე ვაპატიე და შენ რატომ არპატიობ ვერ ვხვდები,-უპასუხა დამ. -შენ შენ ხარ,მე კი მე. -მოდი სანამ ისევ კამათს დაიწყებთ,ჩვენ წავიდეთ და ერთი-ორი ჭიქა დავლიოთ,ქალები კი აქაურობას მიხედავენ,-ჩაერთო რეზო,რადგან მიხვდა სიტუაცია და-ძმას შორის იძაბებოდა. - ჩვენ გოგოებს ავაკითხოთ. მერე კი მსახურებს მივხედოთ,რომ რამე არ აურიონ. -წამოდი,წამოდი.მოგეხმარები, -უპასუხა მაიკომ და მულს გაჰყვა. **** შენგელია ძალიან განიცდიდა და ნერვიულობდა,იმდენად რომ ჰალსტუხის შეკვრა ვერაფრით მოახერხა. ბოლოს მეტრეველმა ხელიდან გამოსტაცა და მან გაუკეთა. -ესეც ასე.ახლა დამშვიდდი და თავი ხელში აიყვანე.ყველაფერი კარგად იქნება. -რა ადვილია დავმშვიდდე არა?აბა შენ მოგყავდეს ცოლი,ვნახავ ერთი როგორ დამშვიდდებოდი,მითუმეტეს ასეთ სიტუაციაში. -ეს მხოლოდ ხელისმოწერაა დუდა. -მეტრეველო,ნუ ცდი ჩემს მოთმინებას. შენ ის მითხარი მაისურაძემ თუ მოაგვარა დაცვის საკითხი? -მოაგვარა კი.მთავარია გეგმას მივყვეთ ,არ გადავუხვიოთ,ყველაფერი კარგად იქნება და ისე ჩაივლის როგორც გინდა. -ძალიან კარგი.,-ცოტა დამშვიდდა ბიჭი.-ეს ლევანი სადღაა აქამდე, რატომ აგვიანებს? -ალბათ ცოლს ელოდება.-გაეცინა მეტრეველს,-საერთოდ თქვენ ამ ცოლებმა გადაგრიეს და გაგასულელეს. -შენ ჩვენზე უარეს დღეში ხარ არ დაგავიწყდეს.კიდევ არ გაჩვენებს გიგაური ქალიშვილს? -არა ბიჭო,გავგიჟდი ისე იცავს და ისეთი დაცვა დაუყენა,მხოლოდ შტურმით თუ ავიღებ. -აი ჩაიაროს ამ ქორწილმა და გეფიცები თუ სპეცრაზმი არ დაგახმარო და არ მოგატაცებინო. -ეჰ ნეტავ მართლა ასე მარტივი იყოს სათქმელად როგორცაა,მოტაცებას ვინმე დამასწრებს?ვერავინ მაგრამ რათ მინდა ესე ოჯახის შექმნა თუ მისმა მშობლებმა არ მიმიღეს ან ის არ მიიღეს ჩემებმა. -აბა რა მოწყენილობაა აქ?რა ხდება?-მოისმა შემოსასვლელიდან ნინია არაბულის ხმა და მალე ისიც გამოჩნდა ქმართან ერთად. -როგორ ხარ რძალო?შენ კიდევ უფრო გაბერილხარ და დამშვენებულხარ. -მადლობა დუდა,ცოტა კი გავსუქდი,მაგრამ არაუშავს -ახლა უთხარით რომ ძალიან უხდება და ლამაზია,თორემ თუ გაიბუტა რა შემოირიგებს მერე.-გაეცინა ლევანს. -დუდა შენს ძმაკაცს გადაეცი რომ არ ველაპარაკები და გაჩუმდეს,მაწუხებს. -ღმერთო მიშველე,-ხელები ასწია მაღლა ლევანმა და ამოიოხრა. -რაო ცოლმა დაგიმონა ცუნცულ?- გაეხუმრა მეტრეველი და გვერდში მიჰკრა. -მიდი რაა,-გაუბრაზდა ქისტაური.-არა წარმოდგენა მაინც მქონდეს რა დავაშავე,ხმას არ ამოვიღებდი.ჰკითხე ქალბატონს აბა? - რძალო შენმა ქმარმა გკითხა რა დავაშავეო? -ჩემ ქმარს გადაეცი შოკოლადი მინდოდა და არ მომიტანეო. -გაიგე?მართლა არ მიუტანე შოკოლადი ბიჭო? -დედაა,მოგვეჭრა თავი,-აჰყვა მეტრეველი.-რა ძუნწი გამხდარხარ.. -გაჩუმდით ეხლა,არ შეიძლება ტკბილეული,ექიმმა აუკრძალა,იმიტომ რომ ბევრს ჭამს. -ნუ ეხლა თუ ექიმმა აუკრძალა, ვერაფერს ვიზავთ.ხელები ასწიეს ერთხმად ორივემ და ძმაკაცს გვერდით ამოუდგნენ. -ესენიც გადაიბირე ხოო?-გაბრაზდა არაბული და ოთახიდან აცრემლებული გავარდა. -რა ეწყინა?-თავი უხერხულად იგრძნო დუდამ -ჩვენ მხოლოდ გავიხუმრეთ. -მე მივხედავ,არაფერია. -წადი დაელაპარაკე.მე კი დუდას დავამშვიდებ. -ამას წავიღებ,-გაეცინა ლევანს და ერთ ცალ შოკოლადს დასტაცა ხელი… -საყვარლები,-თვალი გააყოლა მეტრეველმა ღიმილით,მერე კი დუდას მიუბრუნდა.-ბეჭდები სად გაქვს? -ვაიმე,ბეჭდები...აქ იყო.მოიცადე. -ჯიბეები მოიქექა.-არაა.მომკლავს თამარი. -ოხ,ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია,-გაეცინა მეტრეველს და მაგიდიდან ბეჭდები აიღო.-აქაა,დამშვიდდი. დუდამ შვებით ამოისუნთქა. გაბუსხული იდგა ნინია და ფანჯარაში იყურებოდა. ცრემლით სავსე ჰქონდა თვალები,სულ არ უნდოდა რომ ასე მოქცეულიყო,სულ არ უნდოდა რომ ასე ეჭირვეულა, მაგრამ არ გამოსდიოდა. თვითონაც არ ესმოდა რატომ გაუბრაზდა ლევანს. არადა მართალი იყო ბიჭი, აკრძალული ჰქონდა ექიმისგან ამდენი ტკბილეული და მაინც ვერ იკავებდა თავს. არ გაუგია როგორ შევიდა მასთან ქისტაური,სამაგიეროდ მუცელზე რომ ხელები შემოხვია და უკნიდან აეკრო, მაშინვე იგრძნო ქმრის სურნელი საოცარი,ჯერ კიდევ რომ თავბრუს ახვევდა. ლევანმა ცხვირწინ შოკოლადი აუფრიალა და ყურში ჩასჩურჩულა. -თვითონ შოკოლადი ხარ,ოღონდ ჩემი მწარე შოკოლადი,ეს კი შენ მოგიტანე. კისერში კოცნამ თავბრუ დაახვია ნინიას, სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა, გაეღიმა,შემობრუნდა და კისერზე შემოხვია მკლავები. -სულ არ მინდა გაგიბრაზდე და გაგებუტო ხოლმე,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. -კარგი,არაუშავს,დამშვიდდი.აღარ იტირო, ვიცი რომ ჯიუტი და ბრაზიანი ხარ,ბუზღუნა,მაგრამ მე შენი ყველაფერი მიყვარს,მე ვგიჟდები შენზე.მზად ვარ რომ მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვიყო,უბრალოდ გთხოვ დიდხანს ნუ გამებუტები ხოლმე,-გაეცინა ლევანს. -მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ ლევან,ისე რომ ასე მგონია ეს გრძნობა გადმოხეთქავს და მალე ემოციებისგან ავფეთქდები… -არ გინდა ახლა ეგეთები,ისედაც სულ ბობოქრობ და შენს ირგვლივ გვატრიალებ ყველას.-გაეცინა ბიჭს.-აბა შემირიგდი? -ღმერთო არ მჯერა,ვგიჟდები რა მარტივად ახერხებ ჩემს შერიგებას… -უკვე გიპოვე სუსტი წერტილი.-კიდევ ერთხელ აკოცა ბიჭმა,-წამო ახლა გავიდეთ.დუდა დავამშვიდოთ,ძალიან ნერვიულობს… -ეჰ,შენგელია,შენგელია,რომ იცოდე რა გელოდება წინ,-გაიღიმა ნინიამ და ქმარს გაჰყვა. -რადგან იქიდან ყვირილის და მსხვრევის ხმა არ გამოდის,ესეგი ორივე ცოცხალია,-გადაულაპარაკა დუდამ მეტრეველს. -ესეგი შერიგდნენ,აი მოდიან,აბა გვრიტებო ისევ გჭირდებათ შუამავალი თუ.. -შევრიგდით.-უპასუხა ნინიამ. -მაშინ მე წავალ,რადგან ყველაფერი რიგზეა. -სად მიდიხარ? -ის ვაჟბატონი უნდა წამოვიყვანო, გეგმის განხორციელებას ვიწყებთ ლევან,ხომ არ დაგავიწყდა? -ძალიან არ დააგვიანო-მიაძახა უკვე წასულ მეტრეველს დუდამ. -ბერდიას არ დაურეკავს?-იკითხა ნინიამ -არა,ეგ სადღა დაიკარგა ნეტავ? -ეგეც იქ იქნება,სადაც ბექაურების პრინცი.-უპასუხა დუდამ -ისე ამ სამეულმა რაღაც ძალიან ცუდად მოგვტეხეს საქმიდან,მე კი ძალიან მომენატრა ხელის გაქნევა და გავარჯიშება.მომწყინდა ასე ყოფნა. -შენ ცოლ-შვილს მიხედე და მშვიდად იყავი,-გადაულაპარაკა დუდამ -ფაქტია რომ რაღაცას აპირებენ და უჩემოდ რომ ხდება ეს ამბავი ძალიან არ მომწონს. -მივდივართ თუ არა?კიდევ დიდხანს უნდა ვიდგეთ აქ?-ჩაერთო ნინია, რომელიც მშვიდად უსმენდა მათ საუბარს. -შენ არ გადარდებს მათი ამბავი?-გაკვირვებულმა შეხედა ქმარმა,მაგრამ მისი მშვიდი სახე რომ დაინახა,მიხვდა ნინიამ ყველაფერი იცოდა. -აჰაა,რა თქმა უნდა,შენც ჩაგითრიეს ხოო?იქნებ ეს გაბუტვაც ამიტომ მოიფიქრე,რომ მე არაფერი გამეგო?-ეწყინა ბიჭს. -დუდა მიშველე,-დაიმანჭა გოგო,რადგან თავის გასასამრთლებელი ვერაფერი მოიფიქრა. -ლევან დაანებე თავი,ახლა ამის დრო არაა,ძალიან ვნერვიულობ და იმედია რამე რჩევას მომცემ როგორ დავწყნარდე.გამოცდილი კაცი ხარ მაინც. -ჯადაბას შენი თავი,წამოდი,გზაში აგიხსნი ყველაფერს.ხო მართლა იარაღი რატომ დავტოვეთ ვერ მეტყვი? -მაისურაძის ბრძანებაა და მის წინააღმდეგ ვერ წავალთ.-უპასუხა შენგელიამ და სახლის კარი გადაკეტა… მეტრეველმა მანქანა დუდას აგარაკზე გააჩერა და გადავიდა. უკან ბერდია არაბული მოადგა თავის მანქანით.ერთმანეთს მიესალმნენ და შიგნით შევიდნენ,თან საუბრობდნენ. სახლში სიჩუმე იყო,მაგრამ სინათლე ენთო და ეს ნიშნავდა რომ აქ ვიღაც ნამდვილად იყო.. -დემეტრე,-დაიძახა ბერდიამ.ხმა არავინ გასცა. -ჯანდაბა,ნეტავ სად წავიდა,ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა.-გაბრაზდა თორნიკე და საძინებლისკენ წავიდა. მაგრამ სანამ ის მივიდა,მანამდე გაიღო კარი და იქიდან სულ სხვანაირი დემეტრე ბექაური გამოვიდა.ბიჭებმა წაუსტვინეს გაკვირვების ნიშნად. -ეს შენ ხარ? -ვერ მიცანი მეტრეველო?განა სულ ასეთი არ ვიყავი? -მართალი ხარ,ბოლო პერიოდში შეიცვალე.იმედია აზროვნებაც გარეგნობასთან ერთად არ შეგეცვალა. -დამშვიდდი,ისევ ისე ვფიქრობ და ვაზროვნებ,როგორც ბოლო პერიოდში. -წავედით?-ჩაერია ბერდია? -წავედით.-თავი დაუქნია დემეტრემ და გასასვლელისკენ დაიძრა.გასვლისას უკანასკნელად ჩაიხედა სარკეში, ამჯერად უკვე ძველი დემეტრე იყურებოდა იქიდან, წვერგაპარსული, თმა შეჭრილი, სოლიდურ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი. კმაყოფილს ჩაეღიმა და დუდას აგარაკის კარი გამოიხურა,რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში მისი თავშესაფარი გამხდარიყო… ****** აფეთქების დრო..ერთი თვით ადრე.. ბოლო წამებს ითვლიდა საათი.დრო თითქმის აღარ რჩებოდა.უკვე გასული იყო დასახლებული პუნქტიდან.ახლა შეეძლო ბომბი ესროლა,ასეც მოხდა. გაჩერდა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა მოისროლა,სწორედ ამ დროს მიუახლოვდა მეტრეველიც,დემეტრე ვერ დაინახა,უზარმაზარ ლოდს ამოფარებოდა ბექაური.წამში გამაყრუებელმა ხმამ შეძრა იქაურობა და ცა ცეცხლის ალმა გაანათა.უკან გადმოისროლა თორნიკე აფეთქების ძალამ და მიწაზე დაანარცხა, თვალებში მიწა შეეყარა.. სანამ გონს მოეგო,რამდენიმე წამი გავიდა,თვალები მოიფშვნიტა, ამოიწმინდა და დემეტრეს სახელის ძახილით გავარდა იქით. -ბექაურო ხმა გამეცი სად ხარ? დემეტრეე..შენ არაფერი მოგივიდა ხომ ასეა და მეხუმრები? .ყვიროდა ის სასოწარკვეთილი. უეცრად ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი, კვამლს დაეფარა იქაურობა,მაგრამ მაინც ნათლად გაარჩია ორი ადამიანი,ერთი მეორეს იარაღს უმიზნებდა.უკანასკნელი ძალა მოიკრიბა,ფეხზე წამოდგა და იქით წავიდა.იარაღი მოისინჯა,ადგილზე იყო.ამოიღო და გადატენა.ცდილობდა შეუმჩნევლად მისულიყო.მეორე მხრიდან წავიდა და ისე მოახერხა რომ უცნობის უკან აღმოჩნდა.შოკი მიიღო როცა დამნაშავის ვინაობა გაიგო. -არ უნდა ჩარეულიყავი.შენთვის მშვიდად უნდა ყოფილიყავი,მაგრამ ჰაა,არადა არ მოისვენე.ახლა რა გამოვიდა?ვიღაცეები გადაარჩინე და სამაგიეროდ შენ გაუყვები საიქიოს გზას.- -გუგა,შე არაკაცო,გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ.-გამოსცრა ბექაურმა კბილებში და სწორედ ამ დროს დაინახა მეტრეველიც,რომელმაც ანიშნა,რომ არ შეემჩნია მისი იქ ყოფნა. -როგორი არაკაცი ხარ და მშიშარა ლაჩარი.იარაღით მემუქრები,აბა ისე სად შეგიძლია ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა. მოდი,შემბრძოლე,დააგდე ეგ.მოდი კაცი არ ხარ?-იღრიალა ბექაურმა. -ოხ მე შენი…-იყვირა გუგამ,იარაღი მოისროლა და ბიჭს დაეტაკა.მუშტი მოუქნია,მაგრამ ოსტატურად აიცილა დემეტრემ და პირდაპირ სახეში უთავაზა.ერთმანეთს შეებნენ.არ ინდობდნენ,მიწაზე გორავდნენ,ხან ერთი იყო ზემოდან და ხან მეორე.ის იყო მეტრეველი წამოადგა თავზე,რომ წამით მოადუნა ყურადღება ბექაურმა, გუგამ დრო იხელთა,ბიჭს სახეში უთქვაზა,იარაღს დასწვდა და გაისროლა.ტყვიამ მუცელში გაიარა და შიგნით გაჩერდა,სისხლმა ერთიანად შეუღება ტანსაცმელი.ხელები მიიჭირა ბიჭმა და წამოდგომა სცადა,ფეხზე გაიმართა და გაიღიმა. -ვერაფერს დამაკლებ შე ნაბი….ო,-რამდენიმე წამში სახე დაემანჭა ტკივილისგან.ძალა გამოეცალა მუხლებში და უგონოდ ჩაიკეცა. ადგილზე გაშეშდა მეტრეველი. თითქოს დროც გაჩერდა გასროლასთან ერთად. აფეთქებას გადარჩენილი ბექაური,გუგას მიერ ნასროლი ტყვიის მსხვერპლი არ უნდა გამხდარიყო.არ უნდა დაეშვა რომ კიდევ ერთი ტრაგედია მომხდარიყო. სანამ გუგა გონს მოეგო,წამით დაასწრო და მანაც შემართა იარაღი მიუშვირა და მისკენ დაიძრა. -დააგდე,თორემ გესვრი. -შენ დააგდე.. -გეფიცები ვერ დამასწრებ,რომც მომხვდეს,იმას მაინც მოვახერხებ რომ უკან გაგიყოლო…-გამოსცრა მეტრეველმა -როგორი სასაცილოები ხართ.ჯერ კიდევ ვერ დაიჯერეთ რომ ჩემთან ვერაფერს გახდებით?-გადაიხარხარა გუგამ -მგონი მოგიწევს შენ დაიჯერო რომ ყველაფერი დასრულდა და შენს ბოროტებას ბოლო მოეღო. -ნუ მაცინებ.ვინ შემაჩერებს შეენ? -კი მე შეგაჩერებ.სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს შეგაჩერებ და ამისთვის სულაც არ დამჭირდება იარაღი.-თორნიკემ გვერდით მოისროლა და ხელები ასწია.-მოდი და შემებრძოლე.მართალია მაშინ გადამირჩი,მაგრამ ახლა ვეღარავინ და ვერაფერი გიშველის.არ უნდა შეხებოდი ჩემ საყვარელ ადამიანებს,ჩემს საყვარელ ხალხს.. -მეე?მე შევეხე?თუ შენ გადამეღობე გზაზე?როდის აქეთ გახდა ბექაურების ოჯახი შენი ახლობელი?ან როდის შერიგდი არაბულებთან?რატომ დამაშორე სოფოს?-იყვირა გუგამ -მე დაგაშორე?ეს შენ დაუშვი შეცდომა როცა შურისძიების მიზნად ის აირჩიე. მაგრამ უფრო ადრე ნიტა გააუბედურე. ჯერ იქიდან დავიწყებ და იმისთვის გაგებინებ პასუხს,მერე სხვა დანარჩენებისთვის. რამდენად არაკაცი ხარ რომ ქალზე ძალადობასაც არ მორიდებიხარ? ყველაფერი ვნახე,იმ ჩიპზე ყველაფერია,როგორ აიძულებდი ნიტას ის სიბინძურეების გაკეთებას, როგორ ჩამოკიდე თოკზე.როგორი მანიაკი ხარ რომ ეს გადაიღე კიდეც,სწორედ ამან გაგანადგურა.-თავს ვეღარ თოკავდა მეტრეველი და ყვიროდა,ყვიროდა ისე რომ მალე ალბათ ხმა ჩაეხლიჩებოდა. -და შენ ვაჟკაცი გგონია თავი?თუ ასეთი მაგარი იყავი,რატომ ვერ დაიცავი ის გოგო?რატომ ვერ დაიცავი სოფო?მაგრამ შენ ხომ მშიშარა და ლაჩარი ხარ,აგენტად შემოგზავნე. მაგრამ ერთი რამე გამოგრჩა მეტრეველო წარსულის ცოდვები.. -გაჩუმდი,არ თქვა,არაფერი არ თქვა,-გააწყვეტინა მან და მისკენ დაიძრა.გუგამაც გადააგდო იარაღი და შიშველი ხელებით საბრძოლველად მოემზადა . -მამაშენი რატომ დაგავიწყდა?რატომ არაფერს ამბობ?იცის დემეტრე ბექაურმა რა გაკავშირებთ მათთან?რომ მამაშენმა დედამისი გააუბედურა?რომ მისი საყვარელი იყო?-ჩაეცინა გუგას. -რას ამბობს ეს არაკაცი?-თვალები გაეხილა დემეტრეს. -მოკეტე შენი...მუშტი მოუქნია და სახეში უთავაზა ბიჭმა.ისევ ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა და ისევ ხან ერთი სჯობნიდა,ხან მეორე.. ბოლოს მაინც მეტრეველმა იმარჯვა, ზემოდან მოექცა გუგას და სახეში მიყოლებით დაუშინა მუშტები. ადამიანს აღარ ჰგავდა. ღრიალებდა და თითქოს იმ ტკივილს აყოლებდა ამ ყვირილს,გულში რომ ჰქონდა ჩამარხული. -არ უნდა გაგებედა,არ უნდა მიკარებოდი. ახლა ვეღარაფერი გიშველის.მაშინ მხოლოდ იმიტომ გადამირჩი რომ თამარმა მთხოვა,ახლა აქ არავინ რაა და ვერავინ დაგეხმარება. ყელში სულ უფრო უჭერდა ხელებს და ხედავდა როგორ ლურჯდებოდა გუგა. წინააღმდეგობასაც ნაკლებად უწევდა.აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და ცდილობდა როგორმე თავი დაეღწია მისგან.უეცრად იარაღს მოჰკრა თვალი,იქვე ეგდო, გაიწელა,ხელი გაიშვირა და აიღო.მუცელზე მიაბჯინა ბიჭს. -ყურადღებით უნდა იყო მეტრეველო,ერთ წამსაც თუ მოდუნდები,უკვე ყველაფერი იცვლება.ადექი… -ამ იარაღს წაგართმევ და ერთ ადგილზე გაგიკეთებ შენი დედა… ხელში წასწვდა.არც ერთმა არ დათმო და საბოლოოდ იარაღის გასროლის ხმაც გაისმა.ერთს მეორე მიაყოლა და ფეხზე წამოდგა. -ჩაძაღლდი ….წამოდგა ფეხზე და გვერდზე მიიჭირა ხელი.ერთი ტყვია მასაც მოხვედროდა გვერდში,მაგრამ საშიში არ იყო. -შენ...შენ ეს გააკეთე?-ხელი მიიჭირა მკერდზე გუგამ -ხომ გითხარი პასუხს გაგებინებ-თქო? შენი სიკვდილით ზუსტად ვიცი რომ ბევრი ადამიანი გადარჩება.ბევრი ახალგაზრდა დაუბრუნდება ოჯახს.-გამოსცრა მეტრეველმა. -არ ვნანობ,ვკვდები მაგრამ მაინც არ ვნანობ არაფერს.ვიცი ჯოჯოხეთი მელოდება,მაგრამ არც შენ იქნები მშვიდად და ეს აზრი მამშვიდებს. პატიებას და ცოდვების მიტევებას არ გთხოვ.მე ასეთი ვიყავი... -და ასეთად მოკვდი.არც მე არ ვნანობ,-უპასუხა ბიჭმა,-ნიტას გამო,სოფოს გამო,ყველა იმ დაღუპული და გზას აცდენილი ახალგაზრდას გამო შური მაინც ვიძიე, მართალია ეს არ მამართლებს,დიდი ცოდვა ავიკიდე,მაგრამ მშვიდად მაინც ვიქნები. -ვერ იქნები.ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.მე შენი ბნელი მხარე ვარ,-საზარლად ჩაიცინა გუგამ,მერე ტკივილმა დაუარა,სახე დაემანჭა,დაიკრუნჩხა და თვალები აატრიალა.თორნიკემ პულსი შეუმოწმა, მკვდარი იყო.აქ ყველაფერი მორჩა... წამოდგა და დემეტრეს მივარდა. -გონს მოდი ბიჭო.უნდა გადარჩე,შენ უნდა იცოცხლო,დემეტრეე,-სახეში შემოარტყა ხელი მსუბუქად.პულსი გაუსინჯა,სუნთქავდა,ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თვალები გაახილა ბიჭმა და სუსტად დაიკვნესა. -ჯოჯოხეთშიც არ მანებებ თავს მეტრეველო?-გაუღიმა -სადაც წახვალ,მეც შენთან ერთად წამოვალ.ადექი,დამეხმარე,აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდეთ. მხარქვეშ ამოუდგა და წამოაყენა. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა უკან ხმაური მოესმა და ფეხს აუჩქარა. მაგრამ არ გამოუვიდა სწრაფად სიარული და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის მერე ნათლიამისის ხმა მოესმა. -აქ რა ჯანდაბა მოხდა?ცოცხალი ხარ ბიჭო?-სახე გაუნათდა უცებ,როცა მათი ვინაობა ამოიცნო -ნათლია მძიმედაა დაჭრილი,ახლავე საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ, თორემ დაიღუპება. -ასე ადვილია აქედან წასვლა?შეხედე იქ ვიღაც გდია და სავარაუდოდ მკვდარია. -სავარაუდოდ არა,მკვდარია,თან ვიღაც კი არაა გუგაა,მე ვესროლე. -გაგიჟდი ბიჭო?იყვირა გამომძიებელმა.-ასე მშვიდად ლაპარკობ.ამ წუთას შენ ადამიანი მოკალი? -სხვა გზა არ მქონდა,რომ მქონოდა ისევ იგივეს გავიმეორებდი.არ ვნანობ რომ ეს არაკაცი ჩავაძაღლე. -ციხეში მოხვდები ბიჭო. -ბექაურს საავადმყოფოში დავტოვებ და ჩემი ფეხით მოვალ განყოფილებაში. -კიდევ რომ ხუმრობს. -მოკლედ ჩვენ წავედით,შენ კი მოაგვარე ყველაფერი.მჯერა რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ. -ნებართვა არ მომიცია წასვლაზე. -მიაძახა მაისურაძემ,მაგრამ პასუხად მხოლოდ მეტრეველის სიცილი მიიღო.. -როდის იყო მე ვინმესგან ნებართვას ვიღებდი,-ჩაილაპარაკა და ფეხს აუჩქარა… გვიანობამდე მიდიოდა ყაზბეგის საავადმყოფოში დემეტრე ბექაურის ოპერაცია.იქ იყო და წუთიც არ დაუტოვებია მარტო..ყოველ წუთს ელოდა მაისურაძის ზარს,რომ ისევ რაღაც ცუდი მოხდებოდა,მაგრამ არ დაურეკავს.ოპერაცია დასრულდა. საქმე არც ისე კარგად იყო. გადარჩენის შანსი ორმოცდაათი პროცენტი იყო.პირველი ოცდაოთხი საათი კი კრიტიკული.. დერეფანში იჯდა და ელოდა.მეტი არაფერი დარჩენოდა.თვალები ისე დაეხუჭა ვერ გაიგო.გვერდით რომ ვიღაც მიუჯდა გაახილა და შეხედა. -როგორ არის? -მძიმედ.არ ვიცით გადარჩება თუ არა. -იმედი ვიქონიოთ რომ გადარჩება,-ამოიოხრა კაცმა. -იქ რა ხდება?როგორ მოაგვარე? -არ გამჭირვებია,უბრალოდ მეცოდებიან მისი ახლობლები დაღუპული რომ ჰგონიათ. -ასეა საჭირო,მესმის რთული იქნება,მაგრამ არა შეუძლებელი. დადასტურებით რომ გავიგებთ მისი გადარჩენის შესახებ,მაშინ ვეტყვი მის მშობლებს. -მეორე შოკს ამით მიიღებენ ალბათ. -დემეტრე ბექაური ყველას დაღუპული ჰგონია და ასე უნდა დარჩეს ეს.იქამდე სანამ იმ არაკაცს არ დავიჭერთ. -ნათლია რაღაც უნდა გითხრა… მიმძიმს ამის თქმა,მაგრამ ეს ყველაზე სწორი საქციელი იქნება,რაც ოდესმე გამიკეთებია.ვიცი მე ვარ ერთადერთი ადამიანი ვინც ამ სიბოროტეს წინ დაუდგება. -რა ხდება?ნუ მაშინებ.. -ვიცი მას ვინც ეხმარება და ვინაა მისი თანამზრახველი. -კიდევ ვინმეა? -დედაჩემი.ჩემი ყურით გავიგე ეს. -არააა...ამას ვერ დავიჯერებ.. -გაოგნდა კაცი.-რამდენი რამე მინახავს და მომისმენია,მაგრამ ეს ნამეტანია.ეს დაუჯერებელია. -დასაჯერებელია.მეც ასე ვიყავი.ვერ დავიჯერებდი,საკუთარი ყურით რომ არ მომესმინა. -ახლა დამშვიდდი,მეც დავმშვიდდები და ყველაფერი მომიყევი. დაწვრილებით არაფერი გამოტოვო. ისიც იქ რა მოხდა და ეგეც. ერთი საათიც არ დასჭირვებია ყველაფრის მოსაყოლად მეტრეველს. თემური იჯდა და ყურადღებით უსმენდა.მერე უცებ ადგა და ხმამაღლა თქვა. -როგორც კი დემეტრე ბექაური გონს მოვა,ისეთ ადგილზე წაიყვანე და გადამალე რომ ვერავინ მიაგნოს. დანარჩენებს მე დავალეპარაკები და ყველაფერს მოვაგვარებ.შენ კი სახლში მოსასმენ აპარატურას დააყენებ,რომ დედაშენს ვუთვალთვალოთ. სხვა გზა არაა,ერთადერთი ეს დარჩა და უნდა ვცადოთ.მხოლოდ ასე გავალთ კვალზე. -მე რა მეშველება?გუგას ამბავი…. -ეგ მოგვარდა უკვე.აფეთქებამ იმსხვერპლა.ბექაურის მაგივრად ის დაიმარხება მის ადგილზე. -ახლა რას ვაპირებთ? -დაგირეკავ,მანამდე კი თბილისში უნდა ჩავიდე საქმე მაქვს.მოვაგვარებ და შეგეხმიანები. თორნიკემ როგორც კი გამომძიებელი გააცილა,მაშინვე ექიმს მიაკითხა და დემეტრეს შესახებ ჰკითხა.სასურველი პასუხის მიღების შემდეგ სთხოვა საიდუმლოდ შეენახა პაციენტის ვინაობა და მის სანახავად შევიდა... არეულობა სუფევდა ბექაურებთან. ტკივილს დაესადგურებინა ირგვლივ. თამარი ცუდად გახდა ძმის შესახებ რომ გაიგო.აქეთ სოფო გახდა დასაწყნარებელი, რეზო თვითონაც გონზე არ იყო და აბა ცოლი როგორ დაემშვიდებინა. ისევ ცუდად გახდა უფროსი დემეტრე და კვლავ საავადმყოფოში მოუწია დარჩენა. საღამოს ბექაურებთან შეკრებილიყო ყველა.განიცდიდნენ მათ ამბავს.ეს იყო უდიდესი ტრაგედია,რომელიც მათ ოჯახში მოხდა და ამას ვერანაირი სიტყვები და გვერდში დგომა ვერ გადაალახვინებდა ვერც ერთს.გონს მოსვლა უჭირდათ.არ უთხრეს ნინიას.მის განერვიულებას მოერიდნენ. მაგრამ მაინც გაიგო და აბა რა გააჩერებდა სახლში?მისმა ხმამ გააყრუა იქურობა,აქედან თამარი აჰყვა.სოფო ერთ ადგილზე იჯდა გაშეშებული და ხმას არ იღებდა. ცრემლიც კი ვერ გადმოაგდო.ქვასავით გამხდარიყო. ისევ იგივე მეორდებოდა.ისევ დაკარგა შვილი.ისევ ვერ შეძლო მისი დაცვა… მაისურაძე რომ მოვიდა,იმედის თვალით მხოლოდ მას შეხედა,თითქოს მისგან ელოდა რამე კარგ ამბავს.. რეზოსთან და სოფოსთან შეხვედრა ითხოვა კაცმა პირისპირ და კაბინეტში განმარტოვდნენ.ისევ ისე იჯდა სოფო გაქვავებული და ცოცხალმკვდარი.მის ყურსაც ძნელად მისწვდა ის სიტყვები,რაც გამომძიებელმა თქვა. -დემეტრე ცოცხალია,მართალია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა,მაგრამ ექიმები იმედს იძლევიან.ახლა კი კარგად მომისმინეთ,ეს ამბავი საიდუმლოდ უნდა დარჩეს,ისე უნდა მოიქცეთ,თითქოს შვილი დაგეღუპათ. -არ მჯერა,-იყვირა ქალმა,-უნდა ვნახო.. -ახლა ვერ გაჩვენებთ,მაგრამ მენდეთ ის ცოცხალია.თორნიკემ გადაარჩინა. ისე უნდა მოიქცეთ როგორც გეტყვით,ყურადღებით მომისმინეთ… სოფომ ქმარს გადახედა,რეზო უღიმოდა,გულში ჩაეკრა და მანაც გაუღიმა.იგრძნო როგორ დაიბადა მეორედ,ისიც და მისი ქმარიც… მეორე დღეს გონს მოვიდა დემეტრე.სუსტად იყო.პირველი ვინც დაინახა მკურნალი ექიმი იყო,მის უკან კი მომღიმარი მეტრეველი. ერთ კვირაში საავადმყოფოდან გამოწერეს და დუდას აგარაკზე გადამალეს.მომვლელიც აუყვანეს და ის უვლიდა. მანამდე კი მისი ვითომ დაკრძალვა იყო,არავინ იცოდა მისი გადარჩენის ამბავი ამ ოთხეულის გარდა. დაკრძალვის მერე ისევ ბექაურებთან შეიკრიბნენ.აუტანელი სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი.საუბარი არავის უნდოდა.. მეორე დღიდან ჟურნალისტებისგან შორს რომ ყოფილიყვნენ ყველა შინ გამოიკეტა. ****** დემეტრეს ჭრილობა დაუმუშავა ექთანმა და მარტო დატოვა. წამოწოლილი იყო და იმ საღამოზე ფიქრობდა.ბუნდოვნად მაგრამ მაინც ახსოვდა მეტრეველსა და გუგას შორის მომხდარი საუბარი და კითხვები გაუჩნდა.აზრები სულ არეოდა თავში. გარედან მანქანის ხმა რომ მოისმა, მიხვდა თორნიკე ესტუმრა. წამოდგა და მის შესახვედრად გავიდა. -სალამი,-მეგობრულად აუწია ხელი ბიჭმა და მაგიდაზე პარკები დააწყო. -გაუმარჯოს,-მიესალმა ისიც. -როგორ ხარ? -ისე როგორც ციხეში. -დამიჯერე ეს ბევრად უკეთესია. -უპასუხა მეტრეველმა და საჭმელები ამოალაგა.-არ გშია?ვჭამოთ,დუდამ რაღაცეები გამომატანა.. -ვერ მოითმინე და მაინც უთხარი?-ნაწყენი ჩანდა დემეტრე. -არა,არავისთვის არაფერი არ მითქვამს.შენ მე არ მიცნობ კარგად. როცა ვიძახი,რომ საიდუმლოს შევინახავ,ესეგი ასეც იქნება. ყოველთვის ვასრულებ პირობას. -კარგი,რადგან ამ თემას შევეხეთ ბარემ გკითხავ.კიდევ ვისთვის გაქვს პირობა მიცემული,თან ისეთი რომ ის ამბავი მეც მეხება და ჩემა ოჯახსაც. -მეჩვენება თუ ახლა შენ გაგაღიზიანა რაღაცამ,უფრო სწორად ჩემმა ნათქვამმა? -არ ვიცი ეს რა გრძნობაა,მაგრამ შიგნიდან რომ მჭამს ვიცი. -კარგი,მოდი დავსხდეთ და ყველაფერი გავარკვიოთ,თუ რამე დარჩა გასარკვევი.თორემ ვერაფერი გავიგე და ავირიე.-თორნიკემ გვერდით გადადო ყველაფერი,სკამი გამოსწია,მაგიდასთან დაჯდა ბიჭს მიაჩერდა -ერთი რამ მიტრიალებს სულ თავში და ვერ ვხვდები ეს იმის ბრალი იყო დაჭრილი რომ ვიყავი,თუ იმის რომ ეს მართლა გავიგე და არ მომჩვენებია. -მკითხე და გეტყვი.მართლა გულწრფელად გიპასუხებ. -პირველ რიგში მადლობა უნდა გადაგიხადო,რადგან უკვე მეორედ გადამარჩინე,აქამდე ამის შანსი არ მქონია,ან შეიძლება მქონდა კიდეც და მე ვარიდებდი თავს -ეგ არაფერი,ერთხელ უკვე გითხარი და ახლაც გიმეორებ,ეს იმიტომ არ გამიკეთებია,რომ მადლობას ველოდები ვინმესგან. -დამაცადე,-გააწყვეტინა ბექაურმა,-ამ ქვეყნად მხოლოდ სამი ქალი მყავს საფიცარი დედა,ჩემი და სოფო.არც ერთი მათგანის შეურაწყოფას, გულისტკენას და ცრემლს არ შევარჩენ არავის,მათზე სუფთა და წმინდა არავინ მეგულება.მაგრამ არსებობს ერთი გარემოება,ერთი საკითხი წარმოიშვა და მოსვენებას მიკარგავს,იმ ღამით გუგამ ახსენა რომ დედაჩემს და მამაშენს წარსული აკავშირებთ ერთმანეთთან.ეს როგორ უნდა მომხდარიყო ან რა მიზეზი უნდა ყოფილიყო,ვერ წარმოვიდგენდი.. მაგრამ მერე კიდევ ერთ რამეზე დავფიქრდი და მიხვდი რომ ეს ნამდვილად ასეა და შენ ეს მიზეზი იცი.ბევრი გარემოებაა,რაც ამაზე მიგვითითებს.უნდა ვიცოდე დედაჩემის წარსულზე.იმ ფარული წარსულის შესახებ,რომელსაც ამდენი ხანი მალავდნენ. თორნიკე ჩუმად იყო.არაფერს ამბობდა.უყურებდა ბიჭს და ფიქრობდა რა ეთქვა.მერე მას მიაჩერდა და უთხრა. -შენ მართალი ხარ.არსებობს მიზეზი და არსებობს წარსული,მაგრამ ეს შენ რამდენად მოგეწონება არ ვიცი. სამაგიეროდ ის ვიცი,რომ ამას რომ გაიგებ,საშინელი რეაქცია გექნება და შეიძლება ბევრი ადამიანი შეიძულო. შეიძლება მეც შემიძულო ისევ რომ დაგიმალე და აქამდე არ გითხარი, მაგრამ ეს მხოლოდ მე არ მეხება და მე არ უნდა გითხრა. -ესეგი მართალი ვარ და რაღაც მართლა მოხდა წარსულში. მეტრეველმა თავი დაუქნია. -დაურეკე ჩემებს და უთხარი მოვიდნენ.ან მომეცი ტელეფონი და მე დავურეკავ.საერთოდაც,სად არის ჩემი ტელეფონი,რატომ არ მოგაქვს? -შენი ტელეფონი შენს სახლშია და გელოდება.აუცილებლად დაიბრუნებ,ოღონდ ახლა არა. თორნიკემ თავის მობილური ამოიღო და სოფოსთან დარეკა.თბილი მოკითხვების მერე,მიზეზი უთხრა რის გამოც ურეკავდა,მისამართი უთხრა და სთხოვა ქმართან ერთად მისულიყო.. ერთი საათის მერე კოჯრის აგარაკის კარი ბექაურების წყვილმა შეაღო…. მკაცრი სახით იჯდა დემეტრე,შუბლი არ გაუხსნია,როცა მონატრებული მშობლები სახლში შემოვიდნენ, მაშინვე მოსწყდა ადგილს სოფო და შვილს მოეხვია,გულში იხუტებდა. ეფერებოდა და ხელით ამოწმებდა ნამდვილი იყო თუ არა.ცრემლი ვერ შეიკავა და ტირილი დაიწყო.ხომ იცოდა რომ შვილი ცოცხალი იყო,მაგრამ ახლა მასთან პირისპირ შეხვედრამ მაინც აუჩუყა გული. -ეს რა დღეში ხარ შვილო?რას დაემსგავსე?ჩემი დემეტრესგან არაფერი აღარ დარჩა.მაპატიე,კარგი, მაპატიე რომ შენი არ მჯეროდა,რომ უარგყავი და იქ გაგიშვი,რომ შენს გვერდით არ ვიყავი ყველაფრის მიუხედავად.-ტიროდა ქალი და შვილს გულში იხუტებდა. -დამშვიდდი დედა.არაუშავს,ალბათ ასე სჯობდა.-ხელები მოხვია ბიჭმაც. მაინც ვერ გაუძლო დედის ცრემლებს. ეს ერთადერთი რამ იყო,რასაც ვერასოდეს ეგუებოდა.სულ რამდენჯერმე ჰყავს დედა ატირებული ნანახი,მაგრამ ნამდვილი მიზეზი არასოდეს უთქვამს ქალს,ახლა ხვდებოდა რომ ესეც მის წარსულთან იყო დაკავშირებული. -როგორ არაუშავს შვილო?კინაღამ დაგკარგე,კინაღამ.იმ აფეთქებასთან ერთად მეც მოვკვდი.მეგონა ვეღარასდროს გნახავდი. -მაგრამ მე ცოცხალი ვარ,თორნიკემ გადამარჩინა. -მადლობა,მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა იმისთვის რომ შვილი დამიბრუნე და კიდევ ერთხელ არ განმაცდევინე ის ტკივილი.-ახლა მას მიუბრუნდა ქალი და ხელები დაუკოცნა.იმდენად იყო გახარებული ვერ აკონტროლებდა თავს. -ერთი წუთით სოფო საყვარელო,მეც მომეცი უფლება შვილს დაველაპარაკო,ჩავეხუტო,მოვეფერო. -ჩაერთო რეზოც,როცა მიხდა რომ ცოლი ემოციებს ვერ აკონტროლებდა. მისკენ დაიძრა და შვილის წინ მუხლებზე დადგა.სახეში მიაჩერდა. პირველად დაინახა იმ დღეს დემეტრე ბექაურმა მამამისის თვალებში ცრემლი,შიში და ტკივილი.ტკივილი იმისა რომ შესაძლოა შვილი ვეღარასოდეს ენახა. -შვილო,-მხოლოდ ეს თქვა,ხელები გაშალა და ძლიერად ჩაიხუტა, სულ უფრო მეტად უჭერდა ხელებს და ასე ეგონა დაახრჩობდა.ვეღარც დემეტრემ შეიკავა თავი და მამას ჩაეხუტა.იგრძო როგორ მონატრებოდა ეს ყველაფერი.მშობლების სითბო.. -როცა შვილი გეყოლება,მაშინ მიხვდები რა ძნელია მშობლობა.მაშინ დააფასებ ჩვენს ამაგს,ჩვენს ტკივილს,ჩვენს განცდებს.როცა შვილი ცუდადაა,როცა მას უჭირს შენც გიჭირს,გტკივა.ასე გგონია ხორცებს გაგლეჯენ და ჭრილობაში მარილს გაყრიან,როცა მისი დაკარგვის საფრთხე არსებობს. მხოლოდ მაშინ გაიგებ რას ნიშნავს როცა მას ვერ შველი,ვერ ეხმარები. როცა მასზე იმედებს ამყარებ და ეს იმედები გიცრუვდება. -მამა,ვიცი რომ ბევრი დავაშავე,არ ვიყავი ისეთი შვილი,როგორიც გინდოდათ.როგორიც უნდა ვყოფილიყავი. თავს არ გავიმართლებ და მხოლოდ გუგას არ დავაბრალებ ყველაფერს,მეც უნდა გამომეჩინა მეტი ყურადღება და მივმხვდარიყავი ვინ ვინ იყო.სამაგიეროდ იქ როცა ვიყავი,ყაზბეგში,იქ მივხვდი ჩემს ნამდვილ დანიშნულებას და ახლა მზად ვარ პასუხი ვაგო ყველაფრისთვის. ყველა სისულელისა და დანაშაულისთვის. -არა დემე,არა.მოდი დავტოვოთ ყველაფერი წარსულში. შვილი მშობლისთვის ყოველთვის მართალია. -მამა,მე საკმარისად დიდი ვარ და კარგად ვხვდები ჩემს შეცდომებს, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი.აქ სხვა რამისთვის დაგიბარეთ. -რა ხდება შვილო?გვითხარი?- პირდაპირ მდგომ სავარძელში ჩაჯდა რეზო და ბიჭს მიაჩერდა. -წარსული...დედაჩემის წარსული.რაღაც გავიგე,მაგრამ არ მინდა რომ ის დავიჯერო.უნდა მომიყვეთ. -შენ უთხარი?-ბრაზით ჰკითხა რეზომ თორნიკეს. -არა,მას არ უთქვამს.გუგას წამოსცდა. -არაკაცი,-იყვირა კაცმა. -დამშვიდდით,-ჩაერთო სოფო.შვილს გვერდით მიუჯდა,ხელი ჩაჰკიდა და თქვა:- დადგა დრო სიმართლე გაიგო,არ ვიცი როგორი რეაქცია გექნება,არც ის ვიცი მაპატიებ თუ არა,მაგრამ მზად ვარ ყველაფერი ახლავე მოგიყვე. -იქნებ არ ღირს?-ჩაერია თორნიკე. -ღირს,ეს მხოლოდ მეხება და მე უნდა მოვყვე.ოღონდ გთხოვ არ შემიძულო და შენს თვალებში ზიზღი არ დამანახო.-შეევედრა ქალი. -ესეგი მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი.კარგი შევეცდები -ყველაფერი მაშინ დაიწყო,როცა საავადმყოფოში პრაქტიკებს გავდიოდი და ჩემს მიზნამდე გავმხდარიყავი ექიმი,სულ ცოტა მრჩებოდა.ჩემს ცხოვრებაში ერთი კაცი გამოჩნდა…. ყვებოდა სოფო თავისი ცხოვრების ამბავს და თან ტიროდა.ცრემლი ედგა დემეტრეს თვალებში,აცრემლებული იჯდა მეტრეველიც.ისევ იგივე და ისევ იმის განცდა რომ მამამისი ყველაზე დიდი არაკაცი იყო ცხოვრებაში და დედა ყველაზე საშინელი ქალი.თავი ჩაეღუნა. სინდისი ქეჯნიდა მათ გამო. მოყოლა რომ დაამთავრა ქალმა, ცრემლი მოიწმინდა და შვილს მიაჩერდა,თითქოს განაჩენს ელოდა. -დედა,როგორ შეძელი ეს?ამდენ ტკივილს როგორ გაუმკლავდი?როგორ გაუძელი?ჩვენ რატომ არ გვითხარი?ჩვენც გვქონდა უფლება შენს შვილებს ეს გვცოდნოდა.ჩვენც უნდა გვეგლოვა ჩვენი ძმა.-საყვედური ერია შვილის ხმაში. -ჯერ ვფიქრობდი პატარები იყავით.მერე შესაფერისი მომენტი ვერ ვნახე,მერე კი დრო გავიდა და აი აქამდე მოვედით.-ჩაილაპარალა სოფომ.რატომღაც შვილისგან სხვანაირ რეაქციას ელოდა,ელოდა რომ იყვირებდა,იღრიალებდა და დალეწავდა იქაურობას. -ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ.მე ძმა მყავდა.უფროსი ძმა დედა? -მეც მყავდა არ დაგავიწყდეს. -მიაჩერდა თორნიკე ბიჭს. -ხოო,შენ,ანუ ჩვენ საერთო ძმა გვყავდა.არც კი ვიცი რა ვთქვა.ახლა რა იქნება? -წარმოდგენა არ მაქვს.არც მე არ ვიცი როგორ მოვიქცე,ძალიან ავირიე, ერთადერთი ის ვიცი რომ ჩემი ოჯახი დამნაშავეა დედაშენის წინაშე. ამისთვის ყოველდღე რომ ვიხადო ბოდიში,მთელი ცხოვრების მანძილზე,ალბათ საკმარისიც არ იქნება.არც ის ვიცი როგორ გავაგრძელო ცხოვრება,რადგან შენი ბიძაშვილი სიგიჟემდე მიყვარს,ჩვენი ერთად ყოფნა კი რაც დრო გადის უფრო შეუძლებელი ხდება.-ბიჭის ხმაში სასოწარკვეთა იგრძნობოდა. თითქოს განაჩენს ელოდა.--- -შენ არაფერში ხარ დამნაშავე. საერთოდ მიმაჩნია რომ შვილები პასუხს არ უნდა აგებდნენ მშობლების ცოდვებზე.პირიქით ისინი ყველაზე მეტად იტანჯებიან ამით.-თქვა რეზომ. -ჩემი ძმის ძმა ჩემი მეგობარია. შესაბამისად არა მგონია ერთად ბიძაჩემის დარწმუნება გაგვიჭირდეს, რომ გოგო მოგათხოვოს. თუ არადა მოტაცებაში მე თვითონ დაგეხმარები.-გაუღიმა დემეტრემ თორნიკეს. -ხუმრობ?-თვალები გაუფართოვდა ბიჭს.ამას ყველაზე ნაკლებად ელოდა. -არ ვხუმრობ.სრული სერიოზულობით ვამბობ.-წამოდგა ბექაური და კიდევ ერთხელ მოეხვია ბიჭს. ხელი-ხელგადახვეულები მერე სოფოსკენ დაიძრნენ.აქეთ-იქით მოუსხდნენ და ქალს მხარზე ჩამოადეს თავი. -ჩემი ბიჭები,-სიხარულის ცრემლი მოერია ქალს და ლოყაზე მოეფერა ორივეს.მერე ხელები გაშალა და ისე შემოხვია ორივეს,ისე როგორც კრუხი გადაეფარება ხოლმე თავის წიწილებს… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.