შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულიერი გამოცდა (სრულად)


19-01-2019, 23:21
ავტორი ევა^
ნანახია 6 118

გამარჯობა <3 დაგიბრუნდით, ცოტახნის წინ ამ მოთხრობას თავებით ვდებდი, ახლა კი მის სრულ ვერსიას გთავაზობთ. სამწუხაროდ ახალი პროფილის გაკეთება მომიწია. მოთხრობა ეხება გოგონას, ბავშვთა სახლიდან, რომელიც ცხოვრებას თავიდან იწყებს და საკმაოდ ბევრი დაბრკოლების გადატანა უწევს. ეს ჩემი პირველი მოთხრობაა, ძალიან მინდა, რომ წაიკითხოთ და თქვენი აზრი დააფიქსიროთ. მადლობა წინასწარ <3
----------------------

დღეს ჩემი დაბადებისდღეა, 18 წლის გავხდი, თუმცა ეს ფაქტი სულაც არ მახარებს. ადრე თუ დასაძინებლად საწოლი მქონდა, ახლა ისიც არ მექნება, სამაგიეროდ თავს დავაღწევ ამ ტყვეობიდან და ვიქნები თავისუფალი. აი გამოჩნდა ჩემი თვალცრემლიანი აღმზრდელიც
- ლიზა შვილო
გადამეხვია და გულში ჩამიკრა თავისი თბილი ხელებით.
- ნანა დეიდა, რა გატირებთ, ხშირად მოვალ ხოლმე და გნახავთ.
- ლიზა უნივერსიტეტში ჩაბარება არ გადაიფიქრო იცოდე.
- მეშინია, რომ ვერ შევძლებ.
- შეძლებ შვილო, შეძლებ. მე მჯერა შენი ახლა კი წადი, თორემ ვეღარ გაგიშვებ.
კიდევ ერთხელ ჩავეხუტე ნანა დეიდას და ბავშვთა სახლი დავტოვე. ნელა და აუჩქარებლად მივუყვებოდი თბილისის ქუჩებს ან სად მეჩქარებოდა, მე ხომ არავინ არსად არ მელოდა, მე ხომ არ მქონდა სახლი, სადაც დედა დამხვდებოდა და მის გაკეთებულ კერძებს დამახვედრებდა, მე ხომ არ მყავდა მამა, რომელიც ხშირად დამირეკავდა და მეტყოდა, რომ სახლში არ დამეგვიანებიდა. არ მყავდა და ან ძმა, რომ ერთად გვესეირნა და ამავდროულად სულ გვეჩხუბა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ვიყავი ლიზა ქალდანი. დედას ქეთი ერქვა, მამას კი ალექსანდრე. ერთადერთი მიზანი მქონდა, მინდოდა მათემატიკური დამემთავრებინა და მოსწავლეები მყოლოდა, რადგან მიყვარდა ჩემი ცოდნის გადაცემა სხვისთვის. დედა ბუნდოვნად მახსოვს, 5 წლის ვიყავი ბავშვთა სახლში, რომ დამტოვა და მას შემდეგ აღარც გამოჩენილა. ნანა დეიდასგან ვიცოდი, რომ დიდხანს მეხუტებოდა და ტირილით მიხდიდა ბოდიშს დანგრეული მომავლისთვის.
დაღლა, რომ ვიგრძენი საკმაოდ შორს ვიყავი ჩემი ძველი სახლიდან. არც ის ვიცოდი სად ვიყავი და არც ის რა მინდოდა აქ. გზამ მომიყვანა აქამდე უბრალო დინებამ, ზუსტად ასე გავატარე ცხოვრება 5 წლიდან 18 წლამდე და ახლაც ასე გაგრძელდებოდა. სკვერში ჩამოვჯექი, ჰორიზონტს გავხედე პატარა ცისფერთვალება ბიჭი წაიქცა, ინსტიქტურად წამოვვარდი, მინდოდა წამოდგომაში დავხმარებოდი მას, თუმცა სანდომიანმა სახის გოგონამ მიმასწრო და პატარა წამოაყენა, შემდეგ გულში ჩაიკრა და ასე ეცადა დაეწყნარებინა ატირებული ბავშვი. გამეღიმა, გამახსენდა, რამდენჯერ წავქცეულვარ ეზოში, რამდენჯერ მინატრია დედის ჩახუტება მის ნაცვლად კი დირექტორის ყვირილი მავიწყებდა ტკივილს. ყვირილი იმის თაობაზე, რომ ბევრს სამედიცინო სპირტს ვახარჯინებდი მათ. ბევრს ჩემს მეგობარს მოაკითხა დედამ. მამამ. მეც დიდხანს ვიდექი ფანჯარასთან და ველოდი ოჯახს, რომელიც არა და არ ჩანდა. ბოლოს დავიღალე, ლოდინმა დამღალა და ფანჯარას მოვშორდი დიდი ხანი ვიჯექი სკვერში, რადგან წასასვლელი არ მქონდა. დავინახე ერთ-ერთი კაფე, რომლის კარზეც გამოკრული იყო, რომ მიმტანს ეძებდნენ. ბედი არაფერში მქონია, ახლა რატომ უნდა გამიმართლოს, თუმცა ჩემი რა მიდიოდა, მაინც შევედი შიგნით.
- გამარჯობა მიმტანის ვაკანსიაზე ვარ.
ვეცადე გამეღიმა დახლთან მდგომი მამაკაცისთვის. თავიდან ფეხებამდე ჩამათვალიერა უცნობმა და შემდეგ თვითონაც გამიღიმა.
- ყოველდღე ოც ლარს გადაგიხდი, მხოლოდ კვირას დაისვენებ სამიდან თერთმეტამდე იმუშავებ. გაწყობს?
- რათქმაუნდა,
დაუფიქრებლად გავეცი პასუხი წინ მდგომს.
- ძალიან კარგი.
მიპასუხა გაკვირვებულმა
- ხვალიდან დაიწყებ. სამზე აქ იყავი.
- მადლობა დიდი.
სიხარულით დავემშვიდობე კაცს და იქიდან წამოვედი. მალევე დავინახე მეტრო, რომელსაც ავლაბარი ეწერა. ესეიგი ავლაბარში ვარ. რადგან უკვე სამსახური მქონდა ვიფიქრე, რომ სახლსაც ვნახავდი. ერთ-ერთ ეზოში შევედი და ბინის თაობაზე ვიკითხე, ქალმა გამომხედა.
- მე ვაქირავებ ბინას
- ფასი მაინტერესებს
კიდევ ერთხელ ვეცადე გამეღიმა, უკვე დავიღალე ამდენი 18 წლის მანძილზე არ გამიღიმია.
- ერთი ოთახია შვილო 200 ლარად მოგცემ.
- შეიძლება ახლავე შევიდე?
- რათქმაუნდა მხოლოდ ნახევარი უნდა დამიტოვო.
- იცით ქალბატონო ფული არ მაქვს, მუშაობა დღეს დავიწყე. ყოველი თვის ბოლოს მოგცემთ ფულს გპირდებით არ გალოდინებთ.
- დარწმუნებული ხარ?
დაეჭვებულმა გამომხედა ქალმა
- დიახ
- კარგი, ოღონდ ხმაური, სმა და მსგავსი რაღაცეები არ გავიგონო
გამეცინა, სად მყავდა მეგობრები რომ აქ მომეყვანა.
- აქ არავინ მოვა ჩემს მეტი.
- ძალიან კარგი
გასაღები გამომიწოდა და დამტოვა, სახლი პატარა და მყუდრო აღმოჩნდა, ერთი საწოლი იდგა, გვერდზე კარადა და მაგიდაც. ასევე პატარა სამზარეულო და სააბაზანო. მე სრულებითაც მაკმაყოფილებდა მალე ეროვნული გამოცდები დაიწყებოდა და მე ცხორების ახალ საფეხურზე გადავიდოდი. შიმშილის გრძნობამ შემაწუხა, თუმცა არც ფული მქონდა და არც საკვები, ამიტომ ვეცადე დამეძინა და დავიძინე კიდეც მეორე დღის მოლოდინში.
დილას ადრე ავდექი და ჩაცმა დავიწყე. ბევრი არც არაფერი მქონია, მხოლოდ ერთი შარვალი, ორი ზედა და ერთი ფეხსაცმელი. მაღალ წელიანი ჯინსი ამოვიცვი და ფართო მაიკა გადავიცვი. სარკეში ჩავიხედე, რათა თმა დამევარცხნა. ჩემში ყოველთვის თმა და თვალები მომწონდა. გრძელი შავი ტალღოვანი თმა და ღია თაფლისფერი თვალები მაქვს. გამხდარი ვარ და დაბალი, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში. ტელეფონის ზარმა გამომიყვანა ფიქრებიდან:
- ნანა დეიდა, როგორ გამიხარდა რომ დამირეკეთ.
- ლიზა, შვილო დღეს ყოფილა პირველი გამოცდა, იჩქარე უნდა მიასწრო.
სწრაფად გავუთიშე ნანა დეიდას და თითქმის სირბილით გავემართე გაჩერებისკენ. არა აშკარად ჩავიჭრები, მე ხომ არც კი მოვმზადებულვარ. ზუსტ დროზე მივედი საგამოცდო ადგილას, ისეთი აფორიაქებული ვიყავი, ათი წუთი დაწყნარებას მოვუნდი. ერთმა საათმა ხუთი წუთივით განვლო. ყველაფერი დავწერე,თუმცა საკითხავია როგორ. უკვე ორი იყო. გადავწყვიტე სამსახურში წავსულიყავი პირდაპირ
- რა პუნქტუალური ხარ.
გამიცინა ზუსტად იმ კაცმა რომელიც გუშინ ანგელოზად მომევლინა.
- გამოცდიდან აქ წამოვედი პირდაპირ.
მეც გავიღიმე უხერხულად.
- შენი სახელი?
- მე ლიზა და თქვენ ?
- მე ზურა მქვია. აბა წარმატებულ დღეს გისურვებ, ლიკა დაგეხმარება ყველაფერში. როგორც გავიგე ლიკა მენეჯერი ყოფილა ამ კაფეში, მასთან მივედი.
- გამარჯობა
- გამარჯობა, შენ ლიზა ხარ ჰო?
გამიღიმა გულთბილად
- ჰო ,შენ ლიკა?
- დიახ. აი გამომართვი და გამოსაცვლელში ჩაიცვი
- მადლობა
ლიკა ალბათ ცხრამეტ წლამდე იქნებოდა მარწყვისფერი ქერა, მომწვანო თვალებით. გამხდარი და საყვარელი გოგოა. იქნებ დავმეგობრდეთ კიდეც.
ლიზა ამოიგდე თავიდან ეს ფიქრები, უპატრონო და ასეთი მეგობარი არავის სჭირდება, მითუმეტეს ასეთ მოვლილ და ლამაზ გოგოს. სამუშაოს ადვილად შევეჩვიე ხალხი საკმაოდ იყო, თუმცა მაინც არ მიჭირდა. ლიკა მამხნევებდა და მეხმარებოდა ყველანაირად. შესვენება ექვსიდან შვიდ საათამდე გვქონდა. ფანჯარასთან ვიდექი და ხალხს ვათვალიერებდი ყოველთვის მიყვარდა ადამიანების შესწავლა. ყავით ხელში მომიახლოვდა ლიკა და ნამცხვარი მომიტანა.
- მიდი ჭამე მთელი დღეა არაფერი გიჭამია
- არა მადლობა არ მშია
- უცნაური ხარ
მიკიბ-მოკიბვის გარეშე მითხრა ლიკამ სათქმელი. გამეცინა.
- შეიძლება, არვიცი.
მხრების ჩეჩვით გავეცი პასუხი.
- მომიყევი შენს შესახებ რაიმე.
ვეცადე ბოლომდე გიჟის შთაბეჭდილება არ დამეტოვებინა ამიტომ ასე ვეცადე საუბრის წამოწყება
- რა მოგიყვე მამა ბიზნესმენია, ეს კაფეც მისია, მე უსაქმოდ ვიყავი სწავლის შემდეგ და აქ მუშაობა დავიწყე. დედა დიასახლისია. იურიდიულზე ვსწავლობ, მეორე კურსზე გადავედი, შეყვარებულიც მყავს დემეტრე ჰქვია. აუცილებლად გაგაცნობ ხშირად მოდის ხოლმე აქ.
- ძალიან მაგარია
ისე გავერთე ლიკას ცხოვრებით წამით მეც მომინდა მის ადგილზე ყოფნა.
- ზურა მამაშენია ანუ?
- კი ახლა შენ მომიყევი რამე
- მე არაფერი მაქვს მოსაყოლი.
- როგორ არაფერი?
გაიკვირვა ლიკამ
- დედ-მამა არ მყავს, ბავშვთა სახლში გავიზარდე წელს ვაბარებ მათემატიკურზე. არც შეყვარებული მყავს და არც მეგობრები. სულ მარტო ვარ აქ მუშაობა კი,იმიტომ დავიწყე, რომ თავი ვირჩინო. ბავშვთა სახლიდან გუშინ გამომიშვეს.
ლიკას რომ შევხედე ცრემლებს იწმენდდა ჩუმად. თავი საშინლად დამცირებულად ვიგრძენი ან რა მეგონა ყველაფერი რომ მოვუყევი, თუმცა მეც ადამიანი ვარ და ხშირად მინდება ჩემი გრძნობების სხვებისთვის გადაცემა. გაბრაზებული სწრაფად წამოვდექი, ლიკამ უკან დამაბრუნდა.
- ცუდად გამომივიდა მაპატიე ლიზ.
- უბრალოდ არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე აქამდე მარტო მოვედი და ამას ბოლომდე შევძლებ
- მარტო აღარ ხარ!
მტკიცედ წარმოთქვა და გამიღიმა
- ეს არ არის სწორი. მე არ მინდა გეცოდებოდე და ამიტომ იმეგობრო ჩემთან
- ლიზა მე შენთან მეგობრობა მინდა და არა შენი შვილება. დახმარებას არ ვაპირებ დამშვიდდი და სულაც არ მეცოდები. შესაცოდი არაფერი გჭირს პირიქით ძალიან მაგარი გოგო ხარ მართლა.
გამაღიმა მისმა ამ საქციელმა. მას შემდეგ გავიდა დღეები ისევ უინტერესო და ერთფეროვანი. გამოცდები დავასრულე პასუხები არ ჩქარობდნენ. ლიკას ნელ-ნელა უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი.
მასთანაც ხშირად დავდიოდი გავიცანი მისი ოჯახი და უფროსი და ანასტასია ძალიან კარგი ადამიანი იყო, თუმცა თავიდან მისი მრცხვენოდა, მაგრამ მისმა დამოკიდებულებამ სულ მალე გამიქრო უხერხულობა და მანაც დასავით მიმიღო. დასვენების დღეებში ხშირად დავდიოდით ერთად სასეირნოდ მე ტასო და ლიკა. მათთან ყოფნა ყველანაირ პრობლემას მავიწყებდა, თუმცა ღამე ისევ ყველაფერი ძველებური ბრუნდებოდა წარსული არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას. მღრღნიდა ყოველღამ იმაზე ფიქრი თუ რატომ დამტოვეს მშობლებმა და გამიმეტეს. ნუთუ მათ არ ვუყვარდი . ლიკას რომ ვუყურებ მის ოჯახთან ერთად წარმოუდგენლად მიმაჩნია რომ მშობლებს არ უყვარდეთ შვილები. ისტერიკულად მინდა ერთხელ გავიღვიძო და გვერდით მყავდეს დედა არა მხოლოდ ფიქრებში, არამედ ნამდვილად ჩემს გვერდით. მინდა საათობით ვუყურებდე მის ლამაზ სახეს. მე ვერ ავხსნი თუ რამდენად რთულია ელოდო იმას რაც არასდროს მოხდება. ფაქტი ერთია მე მათ მიმატოვეს, დამივიწყეს , უარმყვეს. ხანდახან ადამიანებს არ სურთ სიმართლის მოსმენა, რათა არ დაემსხვრათ საკუთარი ილუზიები, თუმცა სიმართლე ერთია და ისეთივე მწარე როგორც სიკვდილი.
გავიგე რომ სრული დაფინანსებით მოვხვდი უნივერსიტეტში. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ლიკა ჩემს გვერდით იდგა და მარწმუნებდა რომ,აუცილებლად მოვიპოვებდი დაფინანსებას,თუმცა მე ისიც კი არ მჯეროდა რომ ჩავაბარებდი. ნელ_ნელა უფრო და უფრო ვეჩვეოდი ლიკას და ეს მაშინებდა. არ ვიცოდი შეიძლებოდა თუ არა ვინმეს ნდობა. არ ვიცოდი მქონდა კი მეგობრობის უფლება? მქონდა ბედნიერების უფლება? სამსახურს სწრაფად შევეჩვიე, ამიტომ საერთოდ არ მიჭირდა მუშაობა. ზურა ძალიან მეხმარებოდა ყველაფერში. სწავლა მალე დაიწყებოდა ეს ძალიან მახარებდა და ცხოვრებას ხიბლს მატებდა. ლიკა მეუბნებოდა რომ უნივერსიტეტში ბევრ ხალხს გავიცნობდი და დავუმეგობრდებოდი ეჭვიანობდა კიდეც. მე კი სიცილით ვეხუტებოდი და ვეუბნებოდი, რომ ის ერთადერთი იყო. ლიკამ საყიდლებზე ძალით წამიყვანა და ძალიან ლამაზი ლურჯი კაბა მიყიდა მუხლამდე გაშვებული კაბა იყო. გამაფრთხილა ამას პირველ დღეს ჩაიცვამო. მრცხვენოდა მაგრამ დაიჟინა უნდა გიყიდოო. იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ეს იმიჯი რომ სარკეში საკუთარი თავი ვერ ვიცანი. პირველი დღეს მალე მოვიდა და ტასომ წამიყვანა მანქანით.
- წარმატებები ლიზ, არ ინერვიულო არაფერზე.
- მადლობა ტასო
ჩავეხუტე და მანქანიდან გადმოვედი. ვღელავდი თანაც ძალიან. ლიკას დანაბარები გავიხსენე ამიტომ თავი ავწიე გავიღიმე და წინ წავედი ბევრმა გამომხედა უხერხულად ვიგრძენი თავი მაგრამ ნაბიჯს ვერ ავუჩქარე.
- მერე რა ლიზა,თუ გიყურებენ ეს კარგის ნიშანია ესეიგი მათ მე ვაინტერესებ.
თავს ვიწყნარებდი და ისე მივაბიჯებდი აუდიტორიისკენ. თავისუფალი ადგილი მხოლოდ ერთი ბიჭის გვერდით იყო სკამთან მისვლამდე შევათვალიერე ქერა, ლურჯთვალება ბიჭი იყო თავდაჯერებული იდიოტივით იღიმოდა დავჯექი ისე რომ არც მივსალმებივარ რატომ გავაკეთე ეს? არ ვიცი უბრალოდ ასე მომინდა.
- გამარჯობა
უცნობმა სცადა საუბრის წამოწყება
- გაგიმარჯოს.
მოკლედ გავეცი მეც პასუხი
- რა გქვია?
იღიმოდა და თან თვალებში მიყურებდა. დავიბენი, სხვაგან გავიხედე.
- ლიზა, და შენ?
- მე გიო მქვია, ლიზა,ლიზა... რა ლამაზი სახელია.
თქვა და გამიცინა.
- ჰო ალბათ. შენიც არ არის ცუდი.
ლექტორს გავხედე და აღარ მიმიქცევია ყურადღება გიოსთვის.
დამთავრებისას მალევე წამოვედი სამსახურში. ლიკას მოვუყევი ყველაფერი.
- მაგარია, მოეწონე ალბათ. რატომ არ გინდა შანსი მისცე?
- არ მიზიდავს საერთოდ, მეტიც ნერვებს მიშლის მისი თავდაჯერებულობა
- კარგი კარგი ნუ ბრაზდები.
გამიცინა ლიკამ და თავისი უგემრიელესი ყავა დამიდგა წინ, იმდღეს ტასოთან და ლიკასთან დავრჩი. ტასოსაც მოვუყევით ყველაფერი , ბევრი ვილაპარაკეთ, გვიან დავიძინეთ. ასე გადიოდა დღეები, თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, მაგრამ "თითქოს" ...
ერთ დღესაც, ადრე მომიწია უნივერსიტეტში მისვლა , აუდიტორია ცარიელი დამხვდა.ადგილისაკენ დავიძარი, თუმცა არ დამცალდა. ვიღაც შემოვარდა, ეს ვიღაც გიო იყო. ღიმილით უნდა მივსალმებოდი, მაგრამ ველურივით მეცა და დააცხრა ჩემს ტუჩებს. ვეცადე მომეშორებინა. ისეთი ძლიერი იყო, მისი მკლავებიდან თავი ვერ დავიძვრინე. დიდხანს არ გაჩერებულა. ეს ჩემი პირველი კოცნა იყო. თუმცა რატომ ჩემი? მე სულაც არ მინდოდა ეს მომხდარიყო. როგორც კი ჩემს ტუჩებს მოსწყდა, მოწყვეტით მოვუქნიე სახეში ხელი და დარწმუნებული ვარ იგრძნო წვა.
მაინც კმაყოფილი ღიმილით მიცქერდა. ცრემლები მომაწვა, თავი საგანი მეგონა, რომელსაც იყენებდნენ. ვერ შევიკავე თავი, ამიტომ ავტირდი. ვეცადე სწრაფად გავსულიყავი დერეფანში, სადაც კართან მდგომ ნატას შევეჩეხე. ნატა უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული გოგოა, მანაც იგივე გააკეთა რაც მე ცოტა ხნის წინ, გაშლილი ხელი მოიქნია და სახეში გამარტყა
- ქუჩის ქალო
დამიყვირა ყველას გასაგონად. ამ დროს გიოც გამოვიდა, ლოყა საშინლად მეწვოდა, ეს არ იყო ჩემთვის პირველი დარტყმა, თუმცა საჯაროდ პირველი იყო.თავი საშინლად დამცირებულად ვიგრძენი.
- გინდა შეყვარებული წამართვა არაა?
განაგრძობდა თავის მონოლოგს და საერთოდაც არ ფიქრობდა იქ მდგომ ხალხზე.
- რა გეგონა ვერ გავიგებდი ამას? კახპა!
ეს მეტისმეტი იყო. არ ვიცი საიდან მეყო გამბედაობა ხმის ამოღების.
- ჩვენ შორის ვინ არის კახპა ეს გასარკვევია. გირჩევნია შენი შეყვარებული დააწყნარო, კოცნა მისი ინიციატივა იყო,. რომც არ ყოფილიყო ხომ არ გაჩერდა?! პასუხი მოეთხოვება! მას ხომ შენ მყავხარ და კიდევ ერთი აღარ გაბედო და აღარ შემეხო.
გამწარებული გავარდა, ყველა მე მიყურებდა. ზოგი იცინოდა, ზოგი ჩურჩულებდა, ზოგიც მოღუშული იყო. კარგად ახლა გავაცნობიერე, რომ ქუჩის ქალი მიწოდა უფრო დამცირებულად ვიგრძენი თავი, მაგრამ არ დავუშვებდი რომ აქ მეტირა, ამიტომ სწრაფად დავტოვე შენობა და გავუყევი გზას. ცრემლებმა თავისით იწყეს დენა. მე ხომ არაფერს ვითხოვდი გარდა სიმშვიდისა, ვის რა უნდოდა ჩემგან რატომ მაინც და მაინც მე რატომ ამირჩია იმ სულელმა ასეთი რა დავაშავე რას ვიმკი ამდენი ხანი.
- ეს მხოლოდ თქვენი ბრალია!
მშობლებს ვადანაშაულებდი ყველაფერში, რადგან მათი დამსახურებაა მარტო, რომ ვარ და არავინ მყავს გვერდში
- ეს მხოლოდ თქვენი ბრალია და არავის სხვისი!
ვამბობ კიდევ უფრო ხმამაღლა და ტირილს ვუმატებ შეიძლება ამ ვითარებაში არაფერ შუაში იყვნენ დედა და მამა, თუმცა ვინმესთვის უნდა დამებრალებინა ყოველივე,რათა ცოტა შვება მეგრძნო.
არ ვიცოდი მეთქვა თუ არა ლიკასთვის ეს ამბავი.ღირდა თუ არა, რომ შესვცლოდა ჩემზე წარმოდგენა? რომ არ დაეჯერებინა ჩემთვის?. საბოლოოდ, ვერ ჩავიტოვე გულში და ყველაფერი ვუამბე. საშინლად გაბრაზდა, აქეთ-იქით დადიოდა და იმუქრებოდა, გაბრაზებული კიდევ უფრო საყვარელი იყო. თავიდან ბევრი ვიცინე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ ხუმრობდა, და გავჩერდი.
- თუ გინდა რომ არ გაგიბრაზდე, წამოდი დღეს მეგობრები ვიკრიბებით.
- კარგი რა ლიკუ.
საწყალი თვალებით შევხედე, თუმცა არ გაჭრა.
- დემეტრესაც გაგაცნობ და თუ არ წამოხვალ ხმას აღარ გაგცემ.
- კარგი ჰო ,მოვდივარ
საღამოს ლიკამ მყუდრო ადგილას მიმიყვანა,ტასოც იქ იყო კიდევ სამი ბიჭი და ერთი გოგო.
- გაიცანი ეს დემეტრეა, ჩემი შეყვარებული
- დემე ეს ლიზაა ,რომ გიყვებოდი
დემეტრემ გამიღიმა და გადამკოცნა .
- ე ლიკუნ ჩვენც გაგვაცანი შენი მეგობარი
ერთ-ერთმა ბიჭმა გამომხედა
- ეს ნიკაა, ეს ნინი ნიკას შეყვარებული ეს კი მაქსიმეა.
კონტაქტში ყველასთან მალევე შევედი,მაქსიმეს გარდა, რომელიც ცალკე იჯდა და ხმას არ იღებდა. მათთან ბევრი ვიცინე და ვიმხიარულე.
- ლიზა მათემატიკურზე სწავლობ ჰო?
- კი ნიკა, მაგრამ ახლა რაღაც მიზეზების გამო არ დავდივარ.
- შეგიძლია მიხვიდე
ბოხმა ბარიონეტმა გადაფარა სიჩუმე. ეს მაქსიმე იყო. იმდენად სასიამოვნოდ მომხვდა მისი ხმა, ვერც კი გავიაზრე რას გულისხმობდა.
- ლიკამ მითხრა რაც მოხდა, ამიტომ ყველაფერი მოგვარებულია ლიზა .შეგიძლია მიხვიდე ისე, რომ იქ შენ ვერავინ ვერ გეტყვის რამეს.
გამიღიმა დემემ .
- არ იყო საჭირო.
ჩემთვის ჩავილუღლუღე
- მართალი ხარ, საჭირო არა აუცილებელი იყო.
დემეს ბაძავს ნინიც და ისიც იღიმის. იქიდან გვიან ვიშლებით.
- წამოდი ლიზ ჩვენ გაგიყვანთ.
მანქანიდან გადმოყო ლიკამ თავი
- არ მინდა იყოს ავტობუსით წავალ
- სად მიდიხარ ?
ისევ ეს ხმა, შევკრთი.
- სად მიდიხარ თქო გკითხე.
- ავლაბარში
არ გამიხედავს მისთვის ისე გავეცი პასუხი
- მე გაგიყვან
- არ არის საჭირო მართლა, გაჩერება აქვეა
- ჩაჯექი ლიზა
ბოლოს დავთანხმდი, მანქანაში ჩავჯექი და უსაფრთხოების ღვედი გავიკეთე. გზაში ხმა არ ამოუღია, მხოლოდ სახლის შესახვევი მკითხა. გაუკვირდა შუქები რომ არ ენთო.
- მარტო ცხოვრობ?
- კი
გულში რაღაც ჩამწყდა
- გიყვარს დამოუკიდებლობა?
ტუჩის კუთხე ოდნავ ,მაგრამ შესამჩნევად ჩატეხა.
- ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ.
- მოიცა, ეგ როგორ
- იცი,მეჩქარება
- სად გეჩქარება შენ ხომ არავინ გელოდება.
ირონიულად გამიღიმა მაქსიმემ. შევცბი , არ მოველოდი მისგან ირონიას.
- არა არავინ არ მელოდება
თავი ჩავხარე
- ხომ არ გაწყენინე?
- არა უბრალოდ..
- უბრალოდ?
- უბრალოდ არ მყავს არც დედა არც მამა და საერთოდ არავინ ლიკას გარდა.
- გარდაიცვალნენ? ვწუხვარ
- ნუ წუხარ არ გარდაცვლილან, ბავშვობაში მიმატოვეს, მხოლოდ მათი სახელები ვიცი. ძალიან დრამატულად ჟღერს ,არა?
გამეცინა .
- არ არის ასე ,ლიზა.
თვალისმომჭრელად გამიღიმა
- კარგი ნახვამდის მაქსიმე.
გავუღიმე მეც. მანქანა დავტოვე და სახლში შევედი. მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრა მანქანა. კარებს მოვეყუდე და გულზე ხელი მივიდე. მაქსიმალურად ვცდილობდი დამშვიდებას, უშედეგოდ დამშვიდებას.
მეორე დღეს უნივერსიტეტში ჩვეულებრივ წავედი. ადგილი შევიცვალე და მარტო დავჯექი. ნატა ამრეზით მაკვირდებოდა, თუმცა ხმა არ გაუცია. მას შემდეგ ბავშვებს ხშირად ვნახულობდი, მაქსიმეს - არა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის? როგორ არა, გულის სიღრმეში მაინც მინდოდა მისი თუნდაც დანახვა, ოღონდ ძალიან სიღრმეში. კიდევ ერთი მათი ძმაკაცი დათო გავიცანი. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა.
- ბიჭო სად დაიარება ეს ჩვენი ბიჭი?
სიცილით იკითხა ნიკამ
- მაქსიმე?
ღრმა ნაფაზი ამოარტყა დემემ და ლიკას ხელი გადახვია
- ისევ კატოს დასდევს.
ამოიოხრა დათომაც. ჩემს გაკვირვებულ სახეს, რომ წააწყდნენ სიცილი აუტყდა თუ მე კი სულ არ მეცინებოდა.
- კატო მაქსიმეს შეყვარებულია. საოცარი წყვილი იყო ყოველთვის მაგრამ მაქსიმეს ძმაკაცთან ნუ ხო ხვდები რა?!
ამიხსნა დათომ
- და ამის მერე მაქსიმეს კატო უყვარს?
ვუსმენდი გაკვირვებული
- ვერ ანებებს თავს რა
ამის შემდეგ ხმა აღარ ამომიღია. ვფიქრობდი მაქსიმეზე ჩემს მაქსიმეზე, რომელიც ასევე სხვისიც იყო, რომელიც კატოს ეკუთვნოდა მას სხვა ყავდა მას სხვა უყვარდა.
- არ ღირს ამაზე ფიქრი ლიზა, მთავარია რომ უბრალოდ მოგწონს და არა გიყვარს. "სიყვარული" მხოლოდ ახლა წარმოვიდგინე, მე მაქსიმეს გვერდით. რა უცნაურია და ამავდროულად რა საოცარიც. ეს მხოლოდ ლამაზი ილუზიაა და სხვა არაფერი.
- ე ლიზა აქ ხარ?
სიცილიც მეკითხება ნინი
- კი უბრალოდ ჩავფიქრდი
- ანუ რა ვთქვით ვერ გაიგე?
- რამე თქვით?
- კლუბში მივდივართ ყველა ამ დღეებში.
- მე არ მცალია ვმუშაობ
- ხო არ დაგავიწყდა სად მუშაობ?
- კარგი წამოვალ წამოვალ.
მეორე დღეს უნივერსიტეტში წავედი, აუდიტორია ისევ ცარიელი დამხვდა მომხდარი გამახსენდა და შემეშინდა, კანკალმა ამიტანა, შინაგანად ვკანკალებდი.
- გამარჯობა ლიზა
კარი ჩემმა ერთ-ერთმა კურსელმა შემოაღო.
- გამარჯობა მათე
ღიმილით მივესალმე მას
- როგორ ხარ?
საუბარს შევყევით, ბევრი ვილაპარაკეთ. მათე ძალიან კარგი ბიჭია, შავგვრემანი მუქ თვალება. სკოლის მერე ერთად გავისეირნეთ, ვენდისში შევედით ბევრი ვიცინეთ, ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდი ხანი .მეტ დროს მათესთან ერთად ვატარებდი. მასთან ძალიან კარგად ვიყავი. ახლაც ლისის ტბაზე ვიყავით და კენჭებს ვისვრიდით
- ლიზ
ის არ გავდა მაქსიმეს დაძახილს, თუმცა არც ცუდი იყო
- გისმენ
- შენთან კარგად ვარ ,ასე არასდროს ვყოფილვარ. მინდა რომ ერთად ვიყოთ არ მოგატყუებ არ მიყვარხარ მაგრამ ძალიან მომწონხარ.
პასუხი არ გამიცია არ ვიყავი მზად ამისთვის, მითუმეტეს რომ გონებაში მუდამ მაქსიმე მიტრიალებდა, მაგრამ რატომ მაქსიმეს თუ ჰყავს შეყვარებული მე რატომ არ შეიძლება მყავდეს ?
- კი
- რა კი ლიზა?
გახარებულმა გამომხედა მათემ
- მეც მინდა რომ ერთად ვიყოთ
გაეღიმა ხელი გადამხვია და შუბლზე მაკოცა. რამდენიმე დღე გავიდა ყველაფერი იდეალურად იყო. ლიკასთან ავედი საღამოს.
- ნუ მიყვები მაგ ბიჭზე რა
დაიბუზღუნა ლიკამ
- რატო ლიკა?
- არ მომწონს ეგ ბიჭი, რამდენჯერ გითხრა?
- კატო ხო მოგწონს?
- არ თქვა, რომ ეჭვიანობ
- სულაც არა
- შური გინდა იძიოს?
- ლიკა მორჩი უაზრო დასკვნებს
- შეეშვი მათეს, თორემ თავს დაიღუპავ ლიზა.
- კარგი რა ლიკუ იცი რა საყვარელია? მოგეწონება რომ გაიცნობ.
- არა იყოს. გვიან კლუბში მივდივართ და ხო წამოხვალ.
- კი სიხარულო წავედი ახლა მათე მელოდება.
- ოხ ლიზა ლიზა
ლიკასგან რომ წამოვედი მათეს დავურეკე
- რას შვები სიხარულო?
მაშინვე მიპასუხა მათემ.
- რავიცი ,ლიკასგან წამოვედი და სახლში მივდივარ შენ?
- მე, რომ შენი ნახვა მინდოდა
- ამოდი ჩემთან და მერე გავისეირნით სადმე
რა საინტერესოა არა, როდესაც თავად შემი სიტყვები გღუპავენ.
- მართლა?
ზედმეტად გაუხარდა მათეს
- ჰო რა იყო?
მაშინ ვერ მივხვდი ამის მიზეზს
- არაფერი,მოვდივარ.
მათე მალევე მოვიდა დიდხანს მეხუტებოდა თვალები რატომღაც სხვანაირად უციმციმებდა. მიკვირდა მისი ასეთი ცვალებადობა.
- ყავა გინდა?
- შენი გაკეთებული კი.
გამიღიმა, სამზარეულოში გავედი და ყავის მომზადება დავიწყე. მათე მომიახლოვდა და ზურგიდან ჩამეხუტა. ეს უბრალო ჩახუტება მეგონა, შემდეგ კისერზე მაკოცა
- მათე გაჩერდი, რას აკეთებ?
უხეშად მომატრიალა და ჩემს კოცნას ეცადა. ვფართხალებდი და უშედეგოდ ვცდილობდი თავის დაღწევას მისგან. ვუყვიროდი ის კი განაგრძობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ ჩემთვის ზედა შემოეხია. ხელით ცხელ ჩაიდანს მივწვდი ხელები დამწვა მაგრამ იმ წამს ამაზე არ ვფიქრობდი. ზედ გადავასხი.
- ფუ შენი
დამიყვირა და განზე გახტა. მაშინვე დანა ავიღე ხელში. მისი საშინლად მეშინოდა ,ხელებს ვერ ვიმორჩილებდი.
- პატარა სულელო გოგო მაინც მივაღწევ იმას რაც მინდა. კიდევ უფრო უმატა ყვირილს
- შენ გეგონა მართლა მომწონდი და ერთ-ორ დღეში შემიყვარდებოდი? შე საწყალო, უპატორნო გოგოვ. რა გეგონა შემიყვარდებოდი მეთქი? გამეცი პასუხი
- არაკაცო
მხოლოდ ამის დაყვირება მოვახერხე.
- შენზე სანაძლეო დავდე, როგორც მომინდებოდა ისე გამოგიყენებდი გესმის? ხუმრობა არ გეგონოს, ჩემსას მართლა მივაღწევ ლიზა. ერთი საბრალო გოგო ხარ. შენ რაც არ უნდა გავიკეთო მაინც მე გამამართლებენ. მშობლებსაც კი არ უყვარდი, შენ ვის უნდა უყვარდე? მითხარი შენნაირი არავის სჭირდება
დაიყვირა და სახლიდან გავარდა. იქვე ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე, ვწყევლიდი ჩემი გაჩენის დღეს, იმ დღეს მე რომ დავიბადე. როცა დედამ მიმატოვა და ამ ბინძურ სამყაროში მარტო დამტოვა. მეზიზღებოდა ჩემი არსებობაც.
- მძულს ყველა და ყველაფერი. დავიყვირე და დანა ძირს დავაგდე ხელში მომხვდა წვა ვიგრძენი. არა სულელი ვარ, არავის უნდა ვენდოთ, არავის. რა მინდოდა, რატომ გავეხვიე კიდევ ერთ უსიამოვნებაში. ტანში მცრის, როცა წარმოვიდგენ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ტელეფონი რეკავს. ლიკაა.
- ლიზ რას შვრები? არ გამოხვალ ჩემთან?
- ლიკა
როგორც კი ჩემი ხმა გაიგო მაშინვე გამითიშა და 10 წუთში ჩემთან იყო.
- რა გატირებს გამისკდა გული ლიზა
პასუხს ვერ ვცემდი.
- ლიზა გთხოოვ ამოიღე ხმა.
- მათე იყო აქ.
ვცდილობდი ძლივს მელაპარაკა,რომ ცოტა დავმშვიდდი უკითხავს.
-დაწყნარდი კარგი წყალს მოგიტან და მერე მითხარი.
წყალი დავლიე ცოტა დავწყნარდი და ყველაფერი მოვუყევი.
- მაგას მიხედავენ ბიჭები, არა ხომ გითხარი.
-გთხოც ლიკა არ გინდა.
თავი მის კალთაში ჩავდე და ცრემლებმაც ხელახლა იწყებს დენა. ლიკამ კი ხელი შემომხვია. კლუბში მიდიოდნენ ბავშვები, ლიკამ აიჩემა რომ მარტო არ დამტოვებდა ამიტომ ის რომ არ დარჩენილიყო ცოტა ხნით მეც წავედი და შემდეგ შეუმჩნევლად წამოვიდოდი. საშინელი დღე იყო როგორც ყოველთვის, ყველა იქ იყო, ამავდროულად კიდევ ერთი გოგო მომხვდა თვალში, საოცრად ლამაზი იყო. ნეტა ვინ უნდა ყოფილიყო მაქსიმეც იქ იყო თუმცა იმდენად განადგურებული ვიყავი ახლა მნიშვნელობა არ ჰქონდა არაფერს
- გაიცანი ლიზა ეს კატია, მაქსიმეს შეყვარებული.
ასეც ვვარაუდობ დიდი, გული დამწყდა, ესეც საშინელი დღის უარესი დასასრული.- ეს კი ლიზაა ჩვენი მეგობარი.
- სასიამოვნოა.
გამიღიმა თავმომწონედ კატომ.
- ჩემთვისაც.
მეც ღიმილითვე ვუპასუხე. დიდ მაგიდასთან ჩამოვჯექით ყველა ერთად. კატო მაქსიმეს ეხუტებოდა მაქსიმე კი თავისუფლად განაგრძობდა მისი ტუჩებით ტკბობას. ვინ რას ლაპარაკობდა არ მესმოდა. არც მინდოდა გაგება. წამოვდექი და ბარისკენ დავიძარი.
- შეგიძლია რამე მძიმე დამისხა?
- დარწმუნებული ხარ?
- კი.
სასმელი მოვსვი და ბაღთან ჩამოვჯექი. კატო გარეთ გავიდა, შორიდან ვაკვირდებოდი, რომ არ დაბრუნდა მაქსიმეც გაჰყვა, საკმაოდ მთვრალი იყო უკვე, შიგნით გამწარებული შემოვარდა და კატოს ხმამაღალი ტონით უთხრა. რის შედეგადაც გოგონა კლუბიდან გავიდა. მას ტუჩსაცხი არეული ჰქონდა. ძნელი მისახვედრი არ არის თუ რა მოხდა. მაქსიმე მაგიდასთან დაბრუნდა,რაღაცას ლაპარაკობდნენ, აშკარად ჩემსკენ იხედებოდნენ. არც ამის ამოცნობა გამიჭირდა. სავარაუდოდ დღევანდელ მომხდარზე საუბრობდნენ. მაქსიმე ჩემსკენ წამოვიდა მაჯაში მწვდა და გარეთ გამიყვანა
- რას აკეთებ? მტკივა.
ტონს ავუწიე
- რა გინდოდა მაგ
- ვის გულისხმობ
- შენს შეყვარებულს
ირონიულად ჟღერდა მისი თათქვამი აშკარად კატოზე გაბრაზებული ცდილობდა დაცლილიყო შემდეგ კი მასთან მისულიყო და დამტკბარიყო ურთიერთობით.
- ყოფილს
შევუსწორე
- არ უნდა იკითხო ურთიერთობას რომ იწყებ ვისთან იწყებ როგორ და რატომ?
- ზედმეტის უფლებას აძლევ შენს თავს.
- ლიზა
ისე ლამაზად ჟღერდა მისგან წარმოთქმული ჩემი სახელი, რომ ტანში ჟრუანტელი მივლის. ისევ ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა
- შენს წინ მოვკლავ წამოდი
- გთხოვ არ გინდა ნასვამი ხარ გაჩერდი
- წამოდი,ლიზა.
- გთხოვ.
იმის წარმოდგენაზე რა შეიძლება მომხდარიყო,ცრემლები წამომივიდა, ჰო აი ასე უბრალოდ ამეტირა.
- ლიზა შენ რა ტირიხარ?
ხმა არ გამიცია
- შე სულელო
მოვიდა და ჩამიხუტა ეს იყო ყველაზე საოცარი რაც შეიძლება მომხდარიყო დღეს, ეს იყო რაღაც არაამქვეყნიური. მე მის გულის ცემას ვგრძნობდი მისი სურნელით გავიჟღინთე გონებას მაკარგინებდა
მანქანას მოშორდა და ტაქსი გააჩერა. მივხვდი რომ ქალაქგარეთ ვიყავით არ შემშინებია რადგან მას შინაგანად ვენდობოდი ვიცოდი ცუდს არაფერს მიზავდა. ლამაზ მინდორთან გააჩერებინა. აქ ძალიან დიდი თოვლი იყო თბილისიდან განსხვავებით იქ საერთოდ არ იყო თოვლი. თოვლში ვსეირნობდით ხმა არ ამოუღია არც მას და არც მე. ვიყავით ჩუმად მაგრამ ორივე ვგრძნობდით იმას რაც უნდა გვეგრძნო კიდეც.
მას შემდეგ ისევ არ გამოჩენილა მაქსიმე. დრო გადიოდა ის კი, ალბათ კატოსთან იყო. ახალი წელი ახლოვდებოდა. ახალი წელი არასდროს მყვარებია, თუმცა ვფიქრობ რომ ეს წელი არ უნდა დაწყებულიყო ცუდად. მე ხომ ამ წელს ახალ მეგობრებთან ერთად ვიწყებდი. საახალწლოდ ყველა ერთად ბაკურიანში დათოს სახლში მივდიოდით. მათ შორის მაქსიმეც იყო კატოსთან ერთად. ახალწელს გერმანიიდან იკა და სოფი ჩამოდიოდნენ მათაც გავიცნობდი და ზუსტად ვიცოდი ისინიც დასავით მიმიღებდნენ, როგორც ამ საოცარმა ხალხმა გააკეთა ეს. ძალიან ლამაზად მოვრთეთ ნაძვის ხე. წინა დღეს ყოველწამს რეკავდნენ მშობლები და ცდილობდნენ გაერკვიათ რამე ხომ არ გვიჭირდა. ჩემთვის არავის დაურეკავს, მე არავის გავხსენებივარ. საჭმელებს ვამზადებდი და ვცდილობდი დარდი რაიმეთი გამექრო. სამზარეულოში კატო შემოდის, სიცილით.
- რამეში ხო არ დაგეხმარო?
- არა მადლობა
მეც ვუღიმი
- როგორც გავიგე დედ-მამა არ გყავს ჰო?
ტანში უსიამოვნოდ გამცრა, თვალები ამიწყლიანდა, თუმცა თვალები მაგრად დავხუჭე.
- არ არ მყავს.
ამჯერად არ გამიღიმია, არც სურვილი მქონია ამის. მომაბეზრებელი იყო ყოველივე ეს ყოველივე ფარისევლობა.
- ძალიან ცუდია.
მოიღუშასავით, მაგრამ ესეც ფარისეველი იყო.
- მეცოდები.
ეს სიტყვები გარკვევით წარმოთქვა. რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაქსიმე შემოვიდა.
- კატო ,რამდენჯერ უნდა გითხრა რომ სისულელეები არ უნდა თქვა.
- მაქსიმე, მე უბრალოდ ძალიან ცუდად გავხდი როცა წარმოვიდგინე თავი მის ადგილას.
მე უბრალოდ ვუთანაგრძე, თან ჩვენ მეგობრები ვართ და არ ეწყინება, ხომ ასეა ლიზა?
- რათქმაუნდა.
თავი არ ამიწევია ისე გავეცი პასუხი.
-კატოოოო შეგიძლია დამეხმარო?
- კი ნიკუშ მოვდივარ.
კატო ნიკასკენ გაემართა.
- არ მოუსმინო, არ იცის რას ამბობს.
- არ მწყენია
ვცდილობდი მოკლე პასუხები გამეცა ჩემი ხმის ცვლილება შესამჩნევი რომ არ გამხდარიყო
- ლიზა მომხედე ერთ წამს.
- რაღაცას ვაკეთებ მაქსიმე, არ მცალია.
ხელები ნიკაპქვეშ მომკიდა და თავი ამაწევინა
- თვალებზე რა გჭირს?
გაღიზიანებულმა შემომხედა
- მე, მე უბრალოდ ხახვმა ამიწვა
სიცილი აუტყდა.
- რა გაცინებს
გაკვირვებული ვიყავი მისი სიცილი ჯერ კიდევ არ მქონდა ნანახი, საოცრად უხდებოდა იმდენად საოცრად რომ მეც კი გამაღიმა უნებლიედ.
- საშინლი მატყუარა ხარ
ჩემსკენ წამოიწია მაქსიმე
- მაქსიმე... საყვარელო არ მოდიხარ?
სამზარეულოში კატო დაბრუნდა
- რა მოხდა კატო?
ისევ გაღიზიანება დაეტყო სახეზე.
- სოფი და იკა ჩამოვიდნენ.
სამზარეულო დატოვეს მეც მათ გავყევი და გავიცანი ისინი. იკამ მხოლოდ გადამკოცნა სოფი კი, გადამეხვია. საოცარი სითბო მოდიოდა მათგან. ზუსტად ვიცოდი, რომ მათაც მალევე დავუმეგობრდებოდი. უკვე 11საათი იყო.სუფრის გაშლა დავიწყეთ გოგოებმა, სოფის არ ვუშვებდით დასვენებას ვაძალევდით. დაღლილი და ნამგზავრი იყო
- ხალხო არ მინდა ჯდომა იცით რამდენი ხანია ვზივარ?
- ჰოდა წამოწექი
გასცა სიცილით პასუხი ტასომ.
12 ის ნახევარზე სუფრას მოვუჯექით. ყველა სვავდა ჩემს გარდა. დათო გიტარაზე უკრავდა სხვები კი, მღეროდნენ. ბედნიერი შევყურებდი მათ და ცხოვრების იმედი მიჩნდებოდა. ნიკუშა ახალ-ახალ სადღეგრძელოებს ამბობდა და თან ყველას გვესიყვარულებიდა. მან ყველაზე მეტი დალია. ზუსტად 12 საათზე ფეიერვერკები ვისროლეთ, ბავშვობიდან მიყვარდა მათი ყურება ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, როგორ იდგა დედიკო ფანჯარასთან და მაყურებინებდა ფერად-ფერადი ფეიერვერკებისთვის. მოგონებებზე მეღიმება, თუმცა სიმძიმის გრძნობა მაბრუნებს რეალობაში ეს ლიკაა მთელი სიმძიმით მეყრდნობა და ცდილობს არ დაეცეს.
- რა არის ეს ლიკა? რამდენი დალიე?
- ხუთი თუ ათი არა ოცი. აუ არ მახსოვს შენს თავს ვფიცავარ
- ცუდად ხომ არ ხარ?
მეცინება მის მათემატიკაზე და ვცდილობ თავი შევიკავო, რათა არ გავაბრაზო მთვრალი ქალბატონი.
სკამზე ვაბრუნებ.
- მეტი აღარ დალიო!
- კარგი რა ლიზა ახალი წელია ის კი არა
- ის რა?
თავს ვეღარ ვიკავებ და მუცლის ატკიებამდე ვიცინი მის სახეზე. მორიგი სიმღერა შეგვისრულა დათომ ახალ წელზე ყველა მას ვუსმენდით. სიმღერა რომ დაასრულა ლუკა ვერსად ვეღარ შევნიშნე.
- დემე ლიკა სად არის?
ხმამაღლა ვეკითხები დემეს, რომ სიმღერის ხმა გადავფარო
- არ ვიცი ლიზა საპირფარეშოში ხომ არაა წამოდი ვნახოთ.
მანაც ხმამაღლა მიპასუხა. საპირფარეშოსკენ დავიძარით. დემე შევიდა ორ წამში კი, მისმა ღრიალმა ყველანაირი სიმღერა გადაფარა.
- რა ხდება დემე?
ეგრევე მასთან შევირბინე იქ ლიკა და დათო იყვნენ. დათო ლიკას კოცნიდა ლიკა კი წინააღმდეგობას არ უწევდა. დემე გაიწია დათოსკენ ძლივს ვიჭერდი ამასობაში სხვებიც მოვარდნენ ლიკა ძლივს გამოვიყვანე იქიდან. დემე მომიტრიალდა და მანქანის გასაღები მომაწოდა
- წაიყვანე აქედან და აღარასდროს მომხვდეს თვალებში.
- დემე გთხოვ
მუდარით შევხედე
- გააკეთე ის რასაც გეუბნები ლიზა
ლიკა ძლივს გავიყვანე გარეთ ტარება თითქმის დავიწყებული მქონდა. ხმამაღლა ტიროდა და ყვიროდა ეს რა გავაკეთეო. საბოლოოდ ჩაეძინა. მგონი ოცით ვატარებდი იმდენად მეშინოდა დიდ თოვლში სიარულის. მაქსიმემ დამირეკა
- სად ხარ ლიზა?
- ლიკა ჩამყავს თბილისში
- რითი ხართ?
- დემეს მანქანით.
- დაგეწევით
- მაქსიმე მართლაც დაგვეწია,მარტო იყო.
ლიკა ჩემთან მივიყვანეთ, ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ წავიყვანდი. საწოლში დავაწვინე და მაქსიმეს მივუბრუნდი. არ წასულა. მთელი ღამე ჩემთან იყო და ლიკას ვუვლიდით. ძილში რაღაცეებს ბოდავდა ექვს საათზე გაიღვიძა. და წინა დღის გახსნებისას ტირილი დაიწყო.
- მაქსიმე გთხოვ დამიყვანე დემეტრე უნდა ვნახო.
- დამშვიდდი ლიკუნ ყველაფერი კარგად იქნება.
სინამდვილეში კი არც ერთს არ გვჯეროდა ამ სიტყვების.
- თქვენც გეზიზღებით ჰო?
- რა სისულელეა ხო იცი როგორ გვიყვარხარ
მაქსიმე ლიკას ჩაეხუტა და ასე ეცადა მის დამშვვიდებას ყველას გვეშინოდა დემეს ქმედების, თუმცა ხმას არავინ ვიღებდით. ლიკამ კარგად გამოძიების შემდეგ გადაწყვიტა დემე ენახა და ყველაფერი აეხსნა მისთვის. დემეტრე არსად არ ჩანდა. ყველა მის საძებრად იყო ჩვენ გოგოები კი ლიკასთან ვიყავით.
- გთხოვთ დამიჯერეთ მთვრალი ვიყავი ვერაფერი გავარჩიე დემე მეგონა თან სახეზე წყალი, რომ უნდა შემესხა მაშინ შემოვარდა.
- ლიკა ჩვენ გვჯერა შენი მაგრამ აქ მთავარი დემეტრეა
- ვერ გადავიტან მის დაკარგვას.
- დაწყნარდი რა.
დას აწყნარებდა ტასო და თან ხელს ხვევდა
- მაქსიმე სად არის?
ჩემთვის საინტერესო კითხვა დასვა იკამ.
- ისევ დემეს ეძებს
კატომ გასცა პასუხი მას. როგორც კი მაქსიმე ვახსენეთ კარები შემოაღო.
- რა ხდება?
ფეხზე წამოვარდა ლიკა და მაქსიმეს მივარდა.
- გავარკვიე სადაც არის.
- იტყვი?
ვერ ისვენებდა სოფი
- მიდის, აეროპორტშია ფრენა რვაზეა უნდა მიასწრო ლიკა წადი.
ლიკა კარისკენ გაიქცა
- ლიკუ მაქსიმემ გასაღები ესროლა ლიკას
- მადლობა.
მადლიერი მზერით შემოგვხედა და წავიდა. ტასომ ყავა გაგვიკეთა, ნინიმ ნამცხვრები ამოიტანა. ყველა ერთად ფიქრობდა რომ მალე ბედნიერი წყვილი ისევ დაბრუნდებოდა
- ზუსტად ვიცი შერიგდებიან
წამოიყვირა კატომ
- არ შერიგდებიან
წყვილმა კამათი დაიწყო იმის თაობაზე, თუ რა მოხდებოდა. გულში მაქსიმეს ვეთანხმებოდი. ვიცოდი რომ დემე ლიკას ასე ადვილად არ აპატიებდა ამ საქციელს, თუმცა ხმა არ ამომიღია, რადგან არასდროს მყვარებია საკუთარი აზრის დაფიქსირება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვიყავი და პასუხი უარყოფითი იყო. უკვე ცხრა საათია ლიკა არ ჩანს ყველა ნერვიულობას ვიწყებთ. დემეს ტელეფონი გათიშული აქვს. ორ-ორი წავედით სხვადასხვა ადგილებში. ნინი და ნიკა, კატო და სოფი, იკა და ტასო, მე და მაქსიმე. ჩვენ აგარაკზე ავდიოდით ეს ჩემი იდეა იყო,მაგრამ მაქსიმესთან რა მინდოდა არ ვიცოდი. რათქმაუნდა მომწონდა მასთან სიახლოვე, მაგრამ ეს არ იყო სწორი მე არ უნდა შემეტოპა შორს და არ უნდა დამეშვა შეცდომა, თუმცა ეს უკვე გვიანი იყო.
- კატოს არ ეწყინება მე, რომ ვზივარ შენთან?
- ახლა არ აქვს მნიშვნელობა კატოს რა ეწყინება და რა არა.
- ჰო მაგრამ მე რატომ ვზივარ აქ?
- რამე არ მოგწონს ლიზა?
ტონს აუწია მაქსიმემ
- არა უბრალოდ, მე
უცებ მანქანა გააჩერა და გადარეკა
- ნიკუშ ნინი მე გადმომისვი და შენ ლიზა წამოგყვება.
- რა ხდება ბიჭო?
- თქვენ წადით აგარაკზე
- კაი როგორც გინდა.
ნერვები საშინლად მომეშალა, რა მინდოდა არ შეიძლებოდა ჩუმად ვყოფილიყავი? ახლა მე და ნიკა მივდიოდით აგარაკზე. ნიკა მთელი ძალით უჭერდა საჭეს ხელს.
- ნიკა დამშვიდდი გთხოვ
იმდენად გაღიზიანებული იყო ნიკა ჩემი ხმა არ ესმოდა, სწორედ, ამიტომ ვერ შეამჩნია ჩვენსკენ მომავალი მანქანა. ფარები თვალებში გვანათებს მხოლოდ ახლა ერკვევა ნიკა და უხვევს გზიდან მერე იყო, შეჯახების ხმა და აღარაფერი სხვა.მხოლოდ მაქსიმეს ხმა ჩამესმის, რომელიც ჩუმად ბუტბუტებს ჩემს სახესთან რაღაცას
- ჩემი ბრალია, მხოლოდ ჩემი
ესღა მესმის და საბოლოოდ ვკარგავ გონებას.
რომ გამოვფხიზლდი ღამე იყო. თავთან ლიკა მეჯდა მოშორებით კი მაქსიმე. წამოჯდომისას მაქსიმეს გაეღვიძა და ლიკაც გააღვიძა.
- რა მოხდა? აქ რა მინდა?
- არაფერი გახსოვს?
მაქსიმე მომიახლოვდა
- მხოლოდ ის, რომ მანქანიდან გადამსვი.
თავი ჩავხარე
- მაპატიე ლიზა
ჩემი ხელი თავისაში მოაქცია
- შემდეგ რა მოხდა?
- ნიკამ დაძაბულობის გამო მანქანა ვერ შეამჩნია და გზიდან გადავარდით.
- არაფერ მახსოვს. ნიკა სად არის როგორაა?
- ფეხი აქვს მოტეხილი. სერიოზული არაფერია
- ლიკა როგორ იპოვეთ?
- არ შეიძლება შენთვის ამდენი ლაპარაკი
მეჩვენება რომ მაქსიმე ჩემზე ზრუნავს , ამის წარმოდენაც კი ბედნიერების სხივს მფენს სახეზე. ლიკამ ექიმს დაუძახა
- თავი გტკივა შვილო?
- დიახ ცოტა
- ტვინის შერყევა გაქვს და ხელიც მოტეხილი. მურნალობის ფასები უკვე გადახდილია.
- კი მაგრამ ვინ გადაიხადა?
- მე პაციენტის დედა მეგონა.
ექიმა თქვა და მხრების ჩეჩვით დაგვტოვა
- დედა.
სიმწრით გამეცინა, ლიკა ქვასავით იჯდა აშკარა იყო რომ დემე წავიდა.
- წადით სახლში მე კარგად ვარ
- ლიზა მართალია ლიკ შენს სახლში წადი, აქ მე დავრჩები.
ხმა არ ამომიღია. ლიკამ უსიტყვოდ დაგვტოვა, მაქ მაქსიმეც მიყვა ცოტა გამიკვირდა, თუმცა ჩემი ინტერესი მაშინ ჩაახშო როდესაც პარკებით დახუნძლული შემოვიდა უკან
- აქ მტოვებ სამუდამოდ?
სიცილი ამიტყდა.
- ჰო აბა შენ რა გაგიძლებს?
ისიც ამყვა.
- კარგი მოდი ახლა შეჭამე, უცებ დასერიოზულდა ტავისი ხელით მაჭამა, ვგრძნობდი პულსის აჩქარებას და გარდატეხასაც სადღაც შიგნით, გარდატეხას, რომელიც აღარასოდეს დაუბრუნდებოდა პირველანდელ მდგომარეობას. საჭმელს გემო ვერ ჩავატანე ისეთი აფორიაქებული ვიყავი. შემდეგ თვითონ მომწმინდა ტუჩები და გამიღიმა.
- ხო გემრიელი იყო?
- კი საოცრად.
მომხდარზე დაფიქრების შემდეგ გავეცი პასუხი.
- მომიყევი გთხოვ რა მოხდა და ლიკა როგორ იპოვეთ.
- ავარიაში რომ მოყევით მე ნინი კატო და სოფი აქ წამოვედით. ტასომ და იკამ კი ლიკა აგარაკზე იპოვეს,როგორც კი გაიგო რა მოხდა მაშნვე წამოვიდა. განადგურებული ტიროდა ირგვლივ კი ყველაფერი დამტვრეული იყო.
- რაღა ალა მოვყევი ამ ავარიაში რა.
გავბრაზდი ჩემს თავზე, თუმცა მე რა შუაში ვიყავი.
- ჩემი ბრალია.
ნაღვლიანად გამომხედა მაქსიმემ
- შენ რა შუაში ხარ?
გამიკვირდა
- მე, რომ არა
- მართალი ხარ. მე, რომ არ გადაგესვი იქ ნინი იქნებოდა, ასე რომ როგორც მოხდა სჯობდა ისე მომხდარიყო.
ოთახში უცხო ქალი შემოდის.
- შეიძლება?
ასაკში შესული ქალბატონი იყო, მაგრამ ძალიან მოვლილი და ლამაზი იყო.
- უკაცრავად ვინ გნებავთ?
მაქსიმესაც გაუკვირდა მისი აქ ყოფნა, ისევე როგორც მე.
- ლიზასთან ვარ შვილო.
- ჩემთან?
- როგორ გრძნობ თავს?
ჩემი კითხვა დააიგნორა უცნობმა
- კარგად მადლობა, ვინ ბრძანდებით თქვენ?
- იმედია მალე გამოჯანმრთელდები, დაგტოვებთ
ამ დროს ექიმი შემოდის პალატაში.
- აი ამ ქალბატონმა გადაიხადა მკურნალობის ფული.
ქალი სწრაფად ტოვებს პალატას. ექიმიც მას მიყვება.
- როგორ გგავდა
- რა სისულელეა.
- იქნებ მართლა დედაშენია?
- აუ არვიცი რა
საშინლად მინდოდა მეტირა, მაგრამ ცრემლები უკვე დამშრალი მქონდა
- კარგი ლიზა, არ ინერვიულო ნახე რა მარად იქნება ყველაფერი.
- ან იქნება და ან არა.
ჩავილაპარაკე ჩემთვის და ვეცადე გამეღიმა.
საავადმყოფოდან 3 დღეში გამომწერეს. ყველა თავს დამტრიალებდა. ღამე ხან ნინი რჩებოდა და ხან ანასტასია, მაქსიმე იშვიათად ჩნდებოდა ასპარეზზე მხოლოდ მირეკავდა ხოლმე და მკითხულობდა წამიერად. ლიკა თითქმის არ გამოდიოდა გარეთ. სულ ჩაიკეტა საკუთარ თავში და არავის გვიშვებდა მასთან სიახლოვეს, რობოტივით იქცეოდა. დემე ხშირად მირეკავდა და ბევრს მელაპარაკებოდა, ლიკაზე კი ხმასაც არ იღებდა, არც კითხულობდა.
ახლაც წამოწოლილი ვიყავი და დემეს ველაპარაკებოდი.
- აბა, ხელი როგორ გაქვს დამანახე.
თან დამცინოდა დემეტრე და თან ცდილობდა არ დაენახებინა მწუხარება ჩემთვის.
- შეიძლება სულ დამცინოდე?
ამოვიბუზღუნე.
- კარგი, ხო ბოდიში.
ისევ აგრძელებდა სიცილს.
- როდის ჩამოხვალ?
- არ ვიცი ლიზ, ყოველ შემთხვევაში დიდი ხანი არა.
- უი ბოდიში კარზე არიან.
უცებ წამოვდექი ისე, რომ არც გამითიშია დემესთვის.
- ლიკუ, შენ ხარ? როგორ მოხდა?
მხოლოდ ახლა ვიფიქრე, რომ დემეს ტელეფონი არ გავუთიშე და ძალიან გამიხარდა, შემეძლო ლიკა მელაპარაკებინა.
- ჰო რავიცი, დიდიხანია სახლიდან არ გავსულვარ.
- ლიკა არ შეიძლება ასე.
- იცი ლიზა, დემეტრე უცხოეთშია. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვისუნთქებ თუ არა იმ ჰაერს, სადაც ჩემი დემე არ არის.
- ლიკა გთხოვ, დამშვიდდი წყალს მოგიტან.
- არა, არ ადგე არ შეიძლება შენთვის
ცრელები მოიწმინდა.
- გეფიცები სიცოცხლეც კი არ მინდა, როცა ვიცი, რომ ვეღარ ჩავეხუტები.
ლიკას ვუსმენდი და თან პარალელურად ტელეფონს ვუყურებდი, არ გაუთიშია დემეს და გვისმენდა. მე კი ზუსტად ვიცოდი, რომ როცა დემეტრე ამას მოისმენდა, უცებ ჩამოფრინდებოდა.
- შენც ჩემს პრობლემებს გახვევ. ბოდიში.
- ნუ სულელობ ლიკა, მე არ ვწუხდები უბრალოდ მინდა, რომ კარგად იყო.
- არ გესმის ლიზა, რომ მე ისეთი შეცდომა დავუშვი, რომ ამას დემე არ მაპატიებს. ხანდახან სიკვდილზეც კი ვფიქრობ.
- ნუ ხარ სულელი. მოდი კარგზე მელაპარაკე, მალე შენი დაბადების დღეა და 20 წლის ხდები.
- საერთოდ არ ვაპირებ არაფერს.
- მითხარი რა გაჩუქო.
- არაფერი მინდა?
- რაღაც ხომ მაინც გენდომება?
- მხოლოდ დემეტრეს ხმის გაგონება მინდა, კარგი წავალ სამეცადინო მაქვს. რაღაცეები მოგიტანე და ნახე.
- ნუ წუხდები ლიკა, მე არაფერი მაკლია.
მხოლოდ ახლა გათიშა დემემ ტელეფონი. უკვე გული მიგრძნობდა რაც მოხდებოდა. ორ დღეში ლიკას დაბადების დღე იყო. იმდენად ცუდ გუნებაზე იყო , რომ არაფერს აპირებდა. ჩვენ კი ვემზადებოდით ძალიან დიდი სიურპრიზისთვის და დარწმუნებული ვარ ეს დღე საუკეთესოიქნებოდა მის ცხოვრებაში.
ორმა დღემ უცბად განვლო, დაბადების დღე არავის მიგვილოცია ლიკუნასთვის, მხოლოდ ტასო აკონტროლებდა, რომ სახლიდან არსად გასულიყო. დილას შევიკრიბეთ ყველა, ნიკუშა ყავარნებით იყო, მე სოფი მეხმარებოდა, რადგან ჯერ კიდევ მეხვეოდა თავბრუ. ვიყიდეთ ტორტი, ბუშტები, საჩუქები, ხილი, შოკოლადები მოკლედ ყველაფერი, რაც ლიკას უყვარდა და ავედით მასთან. სიმღერით შევუვარდით და ყველა ჩავეხუტეთ. ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა და ის, რომ არ დაგვავიწყდა. მალე გაშალეს სუფრა გოგოებმა, მე ტახტზე დამსვეს და არ მაყენებდნენ. მაქსიმე ავარიის შემდეგ პირველად აქ ვნახე, გადამკოცნა მისალმების ნიშნად და მერე კატოს მიუბრუნდა. სუფრა მალევე გაშალეს. ლიკა არ სვავდა, ვერც მე და ნიკა ვსვავდით წამლების გამო. უკვე ყველა შეზარხოშებულები იყვნენ. ლიკა მაინც არ იყო ისეთი ბედნიერი, როგორიც უნდა ყოფილიყო. კარებზე კაკუნი გავიგე, როცა საზარეულოში წყლის დასალევად გავედი. მეგონა მომეჩვენა, ამიტომ გადავამოწმე დიდი ყვავილების თაიგული ფარავდა იქ მდგომ ადამიანს. მაინც გავაღე კარი და გაკვირვებისაგან პირზე ხელი ავიფარე. კართან არც მეტი არც ნაკლები დემეტრე იდგა ყვავილებით და საჩუქრებით. დიდხანს ვეხუტებოდი. ჩუმად შემოვიყვანე და კარიც ჩუმადვე დავხურე.
- რა კარგი ბიჭი ხარ, შენ ხომ არ იცი
- ვიცი ლიზ, როგორ არ ვიცი.
სარკეში თმა გაისწორა და თამამად შეაბიჯა ოთახში. ლიკა ზურგით იდგა ალბათ სწორედ, ამიტომ ვერ შეამჩნია დემე და მე ვეგონე. დემემ საჩუქრები გამომიწოდა და ლიკასკენ წავიდა. თვალებზე ხელები ააფარა
- აბა, თუ მიხვდები ვინ ვარ ლიკუნ.
- არ მინდა ღმერთო, რომ ეს სიზმარი იყოს.
დემემ ხელი მოაშორა ლიკას თვალებიდან და შემოატრიალა. ატირებული გოგონაც წამში ჩაეხუტა. შეყვარებულებს ყველა ბედნიერი შევყურებდით. ლიკა ვერ შორდებოდა მონატრებულ სხეულს.
- როგორ მომენატრე იცი?
დემემ ხელში აიტაცა ლიკა და შემდეგ მოწყვეტით აკოცა.
- მაპატიე გთხოვ
კიდევ უფრო აუწყლიანდა თვალები
- ნახე რა მოგიტანე ანგელოზო
კითხვა დააიგნორა დემემ. ყვავილები და საჩუქრები მივაწოდე დემეს და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. კატო მაქსიმეზე იყო მიხუტებული.
- ხო ვამბობდი შერიგდებიან თქო?!
წამოყვირა კატომ. ჩახუთულობა, რომ ვიგრძენი აივანზე გავედი. ლიკას სახლიდან ძალიან ლამაზად მოჩანს მთელი თბილისი და ჩემი სახლიც . უკვე ძალიან შემიყვარდა ავლაბარი, გვიან საღამოს ხშირად ვსეირნობ ხოლმე და ვათვარიელებ გარემოს. გვერდით ვიღაც მომიდგა, გახედვის გარეშეც ვიგრძენი სუნამოს სუნით, რომ მაქსიმე იდგა სიგარეტით ხელში.
- თავს ხომ კარგად გრძნობ?
- გადასარევად.
- იცოდი დემეტრე, რომ ჩამოდიოდა?
- ველაპარაკე გუშინ და ლაპარაკიდან გამომდინარე მივხვდი.
- გამიხარდა რომ, შერიგდნენ.
- შენ და კატო დაშორებულხართ როდესმე?
თვალებში შევხედე, აშკარად ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო.
- უთვალავჯერ
გაეცინა, ისე როგორც მე მიყვარდა, მაგრამ მე ხომ მისი ყველაფერი მიყვარდა. არა რა სისულელეა, უნდა ამომეგდო თავიდან ეს უაზრო ფიქრები
- ისე გიყვართ ერთმანეთი, რომ ერთად ყველაფერი გადალახეთ ჰო?
გავიღიმე გამომცდელად
- ეს რა კითხვაა ლიზა?
მომიახლოვდა და ეშმაკურად გამიღიმა. იმდენად ახლოს იყო ჩემთან, რომ მე მის სუნთქვას ვგრძნობდი. თმა ყურს უკან გადამიწია, გამიღიმა და დამტოვა. ჰო აი ასე უცნაურად დამტოვა და გავიდა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, მის სურნელს ყველგან ვგრძნობდი. ოთახში ცოტახანში დავბრუნდი. ახლა, კი ნამდვილად ბედნიერი იყო ლიკა.
- ლიზ შენ სად სწავლობ?
- ჯავახიშვილში კატო.
- ნატა შენი კურსელია ხო?
ირონიულად გამიღიმა კატომ და სიგარეტს გაუკიდა. მაქსიმე კარგად დამაკვირდა აშკარა იყო ჩემს სახეზე ცვლილება. პასუხი ვერ გავეცი დაბნეულობის გამო.
- როგორ არ იცი? გიორგი, რომ არის იმის შეყვარებულია, ისიც შენი კურსელი უნდა იყოს.
მაქსიმეს ძარღვები დაეჭიმა, მან იცოდა ლეგენდარული ისტორიის შესახებ, სადაც მთავარი გმირები მე ნატა და გიო ვიყავით.
- ჰო ჩემი კურსელები არიან, შენ საიდან იცნობ მათ?
- ნატა ჩემი დაქალია
ჩემს პირისპირ იჯდა კატო.
- ყოველთვის სვის შეყვარებულებს ადგავ თვალს?
პირდაპირ სახეში შემაბოლა სიგარეტის კვამლი.
- კატოო?
გაკვირვებული ლიკა წამოდგა ფეხზე, მე კი ხმის ამოუღებლად წამოვდექი და იქიდან წამოვედი. ფეხით დავუყევი გზას რუსთაველიდან ავლაბრამდე, იქვე სხვერში ჩამოვჯექი სკოლის წინ. ყოველთვის მინდოდა მასწავლებლობა, თუმცა ალბათ ეს ჩემს აუხდენელ ოცნებად დარჩებოდა სამუდამოდ. არ ვიცი რა ძალამ მიმიყვანა, მაგრამ სკოლაშ შევედი, კიდევ კარგი შედარებით ფორმალურად მეცვა ლიკას დაბადების დღეზე. ირგვლივ სულ ბავშვები დარბოდნენ. საოცარი სითბო იგრძნობოდა პატარა ბავშვებისგან.
- ქალბატონო ვინ გნებავთ?
მეკითხება მამაკაცი და თან მიღიმის
- დირექტორს ვეძებ.
- ვინმეს მშობელი ხართ?
- არა უბრალოდ საქმე მაქვს
მაქსიმალურად ვცდილბ თავაზიანი ვიყო მის მიმართ.
- მე ვარ დირექტორი წამობრძანდით კაბინეტში.
- გმადლობთ.
კაბინეტში შესვლისას სწრაფადვე დავიწყე ახსნა.
- მათემატიკურზე ვსწავლობ, პირველ კურს ვამთავრებ, სამსახურს ვეძებ.
- მშვენიერია. რამდენი წლის ხარ?
- მე.. 18-ის
თავი ჩავხარე
- კარგია, ბავშვებს მოსწონთ ახალგაზრდა მასწავლებლები, 5 6 და 7 კლასებში შეგიშვებთ და ვნახოთ რას იზავ.
- მართლა? თუ ხუმრობთ?
- თქვენი სახელი?
- ლიზა.
- რატომ უნდა ვხუმრობდე ლიზა მასწავლებელო?
გამიცინა დირექტორმა, ემოციებით დატვირთული გამოვედი სკოლიდან საშინლად აფორიაქებული ვიყავი, სამყარო ჩემი მეგონა.თითქოს დავფრინავდი სიარულის ნაცვლად. ტელეფონი რეკავს მაქსიმეა.
- სად წახვედი ლიზა?
- საქმეზე, რა გინდა?
- ზუსტად სად ხარ?
- 43 სკოლასთან.
მაქსიმემ გამითიშა ტელეფონი და 5 წუთშ ჩემთან გაჩნდა. ჩავჯექი მანქანაში.
- რატომ აქცევ ყურადღებას, იმას რას ამბობს?
- შენ არ მიაქცებდი ყურადღებას?
გავბრაზდი, რადგან აშკარად კატოს იცავდა.
- ხომ იცი, რომ სისულელეებს ამბობს?
- როგორ შეიძლება სულ ასე ამართლებდე მის საქციელებს?
ახლა უკვე ნამდვილად შემეტყო გაღიზიანება.
- მე არ მიკოცნია გიოსთვის.
- ვიცი მოხვდა ამისთვის.
- და ვისგან ?
- ვისგანაც საჭირო იყო.
- საჭირო არავისგან არ იყო. რადგან მე არავისთვის არაფერს არ წარმოვადგენ.
- მართლა ასე ფიქრობ?
ჩემსკენ წამოიწია და ტუჩები ჩემს საფერთქელს მიადო, შემდეგ უთქმელად სახლში მიმიყვანა და ისევ იმავე მანერით დამემშვიდობა. ეს იყო საოცარი გრძნობა, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი ან ვიცოდი და არ ვაღირებდი. მალე დავწექი და დავიძინე, რადგან ხვალიდან მე უკვე მასწავლებელი ვიყავი...
დილას ადრე ავდექი, შხაპი მივიღე და მომზადებას შევუდექი. ვეცადე მეტად ფორმალურად ჩამეცვა. მუხლამდე სწორი კაბა ჩავიცვი პიჯაკი მოვიცვი და თმა სანახევროდ შევიკარი. 9-ის ნახევარზე უკვე სკოლაში ვიყავი, დირექტორის კაბინეტთან.
- მოდი ლიზა, ეს 5ა კლასია, შენ მათი დამრიგებელი იქნები. აი ეს ცხრილი შენ კლასს თუ ვერ მიაგნებ, მანდატურებს კითხავ.
- დიდი მადლობა
გავუღიმე ვაჟას და ჩემი კლასისკენ წავედი. ძალიან კარგ ბავშვებთან მქონდა ურთიერთობა. ყველამ თბილად მიმიღო. გაკვეთილზე სრული იდილია იყო. ყველაფერი კარგად გავაგებინე ბავშვებს. ვცდილობდი მთელი გული ჩამედო მასალის ახსნაში და მგონი გამომდიოდა კიდეც. ლექციები გვიან გადავიტანე, საბედნიეროდ აღარ მომიწევდა არც ნატას და არც გიოს ნახვა. ბავშვებმა კარგად გამიგეს. შუა გაკვეთილის პროცესში, ერთი ბიჭი შემოვიდა.
- უკაცრავად ცარცი გაქვთ?
იმდენად საოცრად მგავდა ბიჭი, პასუხი არ გამიცია დაბნეულობის გამო.
- ცარცს ხომ ვერ მათხოვებთ?
კითხვა გამიმეორა უცნობმა და ამავდროულად საოცრად ნაცნობმა.
- კი, აი ინებეთ
მივაწოდე ერთი დიდი ცარცი
- გმადლობთ.
გაეცინა და კლასი დატოვა. ფიქრები უკუვაგდე და გაკვეთილის ჩატარება განვაგრძე.
ყველა კლასში კარგი დამოკიდებულება დავიმსახურე. დღეს 6 გაკვეთილს ვატარებდი. ბოლო გაკვეთილზე დირექტორმა შემოაღო კარები.
- აბა ბავშვებო, როგორ მოგეწონათ ლიზა მასწავლებელი?
- ძალიან
წამოხტა ერთი პატარა გოგო
- მშვენიერი. ლიზა შენ როგორ მოგწონს ჩვენი მოსწავლეები?
- საოცარი ბავშვები არიან.
ბავშვებს გავხედე და გავუღიმე. დირექტორი გავიდა. ჩვენ კი გაკვეთილის გამოკითხვა განვაგრძეთ. ლიკამ დამირეკა.
- ლიზ საღამოს ხო გამოხვალ?
- ლიკა სამსახურში ვარ ცოტახანში, დაგირეკავ
- აბა ზურამ არ მოსულაო.
- ჰო, მერე გეტყვი
ტელეფონი გავუთიშე და ისევ მოსწავლეებს მივუბრუნდი. გაკვეთილების დასრულების შემდეგ ჩემს კლასში ავედი. ბავშვები გავაცილე და სახლში წამოვედი. გზაში ლიკას დავურეკე.
- აბა ახლა მითხარი რა გინდოდა?
- საღამოს ბავშვები ვიკრიბებით ნიკასთან, ხო წამოხვალ?
- უნივერსიტეტს გვიან ვამთავრებ რვაზე და არამგონია.
- რა ახალ-ახალ ამბებს ვიგებ ხო მშვიდობა გაქვს?
- კი, მერე გეტყვი.
- უნივერსიტეტთან მოგაკითხავ.
- კარგი ჰო
სახლში მოვედი ცოტა შევჭამე, შემდეგ მეცადინეობას შევუდექი. კარზე ზარია, სახლის მეპატრონე მოვიდა, ძალიან კარგი ქალია სულ თბილად მექცევა.
- ლიზა შვილო რა ლამაზი ხარ, რა ხდება?
ეშმაკურად გამიცინა ირინა დეიდამ
- მუშაობა დავიწყე სკოლაში და
მეც გამეცინა
- არ უნდა გეთქვა?
- ისე უცებ მოხდა, მეც არ მაქვს ჯერ ბოლომდე გააზრებული. მათემატიკის მასწავლებელი ვარ
თან ყავა და ტკბილეული გამომქონდა და თან ვუყვებოდი ახალ ამბებს.
- რა კარგია. უი იცი გუშინ ჩემი მეზობელი მეუბნებოდა ბავშვის მომზადება მინდაო და შენს ნომერს მივცემ, 6 კლასელი გოგონაა. იქნებ აიყვანო მეტი შემოსავალია.
ნუცას დედამ მალევე დამირეკა, კვირაში ორჯერ უნდა მომემზადებინა ნუცა მათემატიკაში. ეს კარგის მაჩვენებელი იყო. ირინა დეიდაც მალევე წავიდა. გამოცვლა დამეზარა, ამიტომ პირდაპირ წავედი უნივერსიტეტში ორმა საათმა სწრაფად განვლო. ლექციებს დიდი ინტერესით ვუსმენდი, არცერთ სიტყვას არ ვტოვებდი. მიყვარდა როდესაც მეტსა და მეტს ვსწავლობდი ამ სფეროში. 8 საათზე გარეთ გავედი, ლიკას მანქანა ვერსად შევამჩნიე, ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე, რომ დამერეკა მისთვის, მაგრამ იქვე მაქსიმეს მანქანა იდგა. მისკენ წავედი. - ამდენი ხანი სად ხარ?
მოჩვენებით გამიბრაზდა მაქსიმე
- ბოდიში, არ ვიცოდი აქ თუ შენ იყავი.
- აბა ვის ელოდებოდა? მათე კი არ მოგაკითხავდა.
- არაა აუცილებელი ეს ირონია.
- რა ლამაზი ხარ
უცებ საასერიოზულა სახე მაქსიმემ.
- სადმე იყავი?
დაეჭვებულმა გამომხედა
- ჰო საქმეზე
მეც ინტრიგანული მზერა ვსტყორცნე.
- რაო რა საქმეო?
- სამსახური დავიწყე.
- ეგ კარგია და სად?
- სკოლაში
ალბათ ამას რომ ვამბობდი თვალები მიბრწყინავდა იმდენად მიხაროდა.
- მეც ჩამიტარებ ხოლმე გაკვეთილებს?
- გიჭირს მათემატიკა?
მთელი სერიოზულობით ვკითხე და ორივეს სიცილი აგვიტყდა. ასე სიცილ-სიცილით გავატარეთ მთელი გზა. ნიკასთან მალევე მივედით. კატო არ იყო, ცოტა ამოვისუნთქე. ჩემი ამბები რომ გაიგეს ძალიან გაუხარდათ. მალევე დავაპირე წამოსვლა, რომ წამოვდექი მაქსიმეს ტელეფონი ამღერდა.
- ხო კატუს, კაი მოვდივარ.
- ლიზა თუ გინდა გაგიყვან
- არა, იყოს
გაღიზიანებულმა მივუგდე სიტყვა და წამოვედი. ფეხით მივუყვებოდი მეტრომდე გზას, მანქანით დამეწია მაქსიმე.
- ჩაჯექი, გაგიყვან
- კატოსთან დაგაგვიანდება
- არ შეგიძლია ის გააკეთო რასაც გეუბნები?
- არა
მგონი პირველად ვეწინააღმდეგებოდი ვინმეს. უბრალოდ მომაბეზრებელი იყო, ის რომ ასე მანიპულირებდა ჩემით. მას არ ჰქონდა უფლება ასე მომქცეოდა. იმედი მოეცა ჩემთვის და ამავდროულად კატოსთან ყოფილიყო. მანქანა გააჩერა და ჩემსკენ წამოვიდა.
- ჩაჯექი ლიზა
უფრო და უფრო მიახლოვდებოდა.
- არა მეთქი მაქსიმე.
თვალი-თვალში გამიყარა და დაველოდე მის ქმედებას. მეგონა მანქანაში ჩაჯდომას მაიძულებდა, თუმცა არა არ განძრეულა. შემდეგ ნელ-ნელა მომიახლოვდა და თავისკენ მიმიზიდა. იმდენად დაბინდული მქონდა გონება არ შევწინააღმდეგებივარ. ტუჩებით ჩემს ტუჩებს შეეხო, ძალიან ნელა და ნაზად სწორედ ეს მაგიჟებდა და მაკარგინებდა გონებას. ისე ფაქიზად მაკოცა, რომ მეგონა მიწა გამომაცალეს, ფეხები მომეკვეთა და აზროვნების უნარი დავკარგე. არ გამიჩერებია და არც ავყოლილვარ. საოცარ გრძნობას ვყავდი შებყრობილი. მეგონა რომ ის ჩემი ნარკოტიკი იყო, რომლის გადაგდებაც დავაგვიანე. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე როცა მომშორდა და ისევ თვალებში შემომხედა. შემოვტრიალდი და ნელი ნაბიჯებით განვაგრძე გზა.
- ლიზა გთხოვ ჩაჯექი.
მხოლოდ ეს გავიგე მაქსიმესგან, თუმცა აღარ გავჩერებულვარ. ის სარგებლობდა იმით, რომ მე უპატრონო ვიყავი. მას არ ვჭირდებოდი მე, მას მხოლოდ გასართობი, შემცვლელი გოგონა უნდოდა. მე კი ამისთვის კარგი კანდიდატურა ვიყავი. გული საშინლად მეწვოდა იმის წარმოდგენაზე, რომ მაქსიმემაც გამიმეტა. ისიც, ისე მექცეოდა როგორც უნდოდა და არა ისე როგორც მე მინდოდა. ამას აღარ დავუშვებდი. მას ჰყავდა კატო და მე ამ ორში არ ვიყავი საჭირო მესამედ.
სახლში მივედი თუ არა დაძინება ვცადე, მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე. ავდექი და ყავა დავლიე. მთელი ღამე ასე ფხიზლად გავატარე. ვფიქრობდი ყველაფერზე, როგორ მოვედი აქამდე, რა გამოვიარე რატო და რანაირად. ბოლოს კი ისევ მაქსიმეს მივადექი. მაქსიმე იყო ის ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ დამანახა, მასწავლა, ბევრ რამეშიც დამეხმარა. ამავდროულად იყო ის ურჩხული, რომელმაც თავი შემაყვარა და ძირფესვიანად გაიდგა ფესვები ჩემში, სამუდამოდ.
გამთენიისას ჩამეძინა, ლიკას ზარმა გამაღვიძა
- ქალბატონო არ უნდა გეთქვა მაქსიმე, რომ მოგწონდა?
- დილამშვიდობისა ლიკუ, კი კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? ხო რავიცი არაფერს ვშვრები გამაღვიძე.
- ო, რა დროს ეგ არის, მე რა გკითხე და შენ რას მეუბნები?
- ოღონდ ახლა დამაძინე და იმასაც გეტყვი, როგორ მაკოცა.
- გაკოცა?
ლიკას ყვირილმა გადაფარა ყველანაირი ხმა. დიდხანს არ გაჩერებულა ამიტომ გავუთიშე. ძილი ვეღარ გავაგრძელე ავდექი და მომზადება დავიწყე. სკოლაში თავის დროზე მივედი, დღეს 4 გაკვეთილი მაქვს, მაგრამ ჩემებს 5 ჰქონდათ, ამიტომ დაველოდებოდი მათ სამასწავლებლოში. დღემ ძალიან მალე ჩაიარა. მათემატიკის ახსნაში, დრო ისე მიქროდა, ვერც კი ვხვდებოდი. ჩემი გაკვეთილი, რომ დავასრულე სამასწავლებლოში შევედი და დივანზე ჩამოვჯექი.
- ლიზა ძალიან მერიდება, მაგრამ სათხოვარი მაქვს.
- დიახ, გისმენთ
გავუღიმე ხანში შესულ თანამშრომელს.- აუცილებელ საქმეზე ვარ წასასვლელი, თორემ არ გთხოვდი, შეგიძლია ჩემს ნაცვლად შეხვიდე 12 ბ კლასში?
ცოტა დავფიქრდი არ ვიცოდი, რამდენად შევძლებდი მეთორმეტე კლასში შესვლას და გაკვეთილის ჩატარებას.
- კარგი ბავშვები არიან არ გაგაბრაზებენ
- არ, არის პრობლემა
ზარი, რომ დაირეკა მათი ჟურნალი ავიღე და მეოთხე სართულისკენ დავიძარი. ოთახში შესვლის თანავე შევამჩნიე, ის ბიჭი, რომელმაც ცარცი, ჰო ზუსტად ის, უცნობი რომ არის და ამასთანავე საოცრად ნაცნობიც. ყველას გავუღიმე მისალმების ნიშნად და ჩემს მაგიდას მოვუჯექი.
- თქვენ ახალი ხართ?
გაკვირვებულმა გოგონამ შემათვალიერა და ისე მკითხა.
- დიახ, მე გუშინ დავიწყე არ მუშაობა. კარგით ახლა სიას ამოვიკითხავ.
ბოლოში ჩემი გვარი მომხვდა
- ქალდანი ლუკა
არვიცი, რატომ, მაგრამ პირდაპირ მას გავხედე, რომელიც მე მგავდა. მართალი ავღმოჩნდი. ის იყო ლუკა. უცნაური გრძნობა დამეუფლა. იქნებ ის.. არა სისულელეა
- კარგად ხართ?
ფიქრებიდან ლუკას ხმას გამოვყავარ.
- კი, გმადლობთ
გაკვეთილის გამოკითხვას შევუდექი ცუდი ნიშნები საერთოდ არ დამიწერია ვცდილობდი კარგი შთაბეჭდილება დამეტოვებინა მათთვის. გაკვეთილი სწრაფად დასრულდა. ბავშვებმა საკლასო ოთახიდან გასვლა დაიწყეს.
- ლუკა შეიძლება ერთი წუთით?
- მე მეძახით?
გაუკვირდა მას, ჩემსკენ წამოვიდა და პირისპირ დამიჯდა.
- შეგიძლია მითხრა შენი მშობლების სახელები
- არ მითხრათ, რომ ეს რაიმე კავშირშია მათემატიკასთან.
- არანაირი, უბრალო ინტერესის ბრალია.
- არ ვიცი რატომ უნდა გითხრათ, მაგრამ ჩემი რა მიდის. დედას ნინი ჰქვია, მამას კი ალექსანდრე.
- ალექსანდრე
ჩემთვის გავინეორე. ამ სახელის გაგონებისას, ყოველთვის უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა ტანში.
- ქალბატონო ლიზა იქნებ მითხრათ რა ხდება?
- შეგიძლია წახვიდე ლუკა. ბოდიში და მადლობა
გავუღიმე და მეთვითონ დავტოვე საკლასო ოთახი. კიბეებზე ჩავდიოდი და თან მომხდარზე ვფიქრობდი. ამდენი დამთხვევა, თუმცა როგორ? დედაჩემს ქეთი ჰქვია, დედამის კი ნინო. ეს შეუძლებელია. სიმართლე რომც იყოს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვინაა. მე მათ მიმატოვეს არც დედა მყავს და არც მამა. ყოველშემთხვევაში აქამდე თუ არ მყავდა არც შემდგომში მჭირდებიან. მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ ჩემი ბავშვები მელოდნენ. უცებ ავირბინე კლასში.
- მაპატიეთ ბავშვებო, კლასში მომიწია გაჩერება.
- რა პრობლემაა მას.
წამოხტა ანდრეა, ორი დღეა ვიცნობ ამ ბავშვს და ასაკთან შედარებით აშკარად ძალიან ჭკვიანი და სერიოზული ბიჭია.
ბავშვები გავაცილე კლასი ჩავკეტე და ყველა ერთად ჩავედით ქვევით. თან მიყვებოდნენ დღეს ვინ რა მიიღო და სხვადასხვა მასწავლებლების პაროდიებს აკეთებდნენ. ბევრი ვიცინეთ. ჭიშკართან ერთმანეთს ჩამოვშორდით და ჩვენ-ჩვენ გზაზე წავედით. ყოველთვის ძალიან მიყვარდა ბავშვები და მათთან ურთიერთობა. ტასოს მანქანა შევნიშნე.
- ე ტას მე მომაკითხე?
მანქანიდან გადმოვიდა ანასტასია და გადამეხვია
- ჰო აბა, საქმეზე ვიყავი და შემოგიარე.
- რა კარგი გოგო ხარ.
- თან ლიკუნა გველოდება კაფეში წამოდი.
უკვე ვგრძნობდი მომავალი საუბრის თემა რასაც შეეხებოდა. კაფეში მალევე მივედით მარტო ლიკა იყო. თან სალათს ვჭამდით და თან ვუყვებოდი მათ ჩემი და მაქსიმეს უცნაურ ურთიერთობაზე. აღფრთოვანებული იყვნენ ამ ისტორიით.
- რა მაგარია, მოშორდება კატოს.
- რა სისულელეა ლიკა? მე არ ვაპირებ მათ შორის ჩადგომას.
- ეს გოგო სულელია
დაასკვნა ტასომ
- გოგო ასეთ ბიჭს უშვებ ხელიდან?
- კაი რა ლიკა,ისიც ისე მექცევა, როგორც უნდა.ასე შეიძლება?
- არა, მაგაში მართალია ლიზა. ცუდად იქცევა მაქსიმე. ვაიმე კარებში დემეტრე და მაქსიმე არიან არ გაიხედოთ.
წაიჩურჩულა ანასტასიამ. რთული მისახვედრი არ იყო საიდან აღმოჩნდნენ ბიჭები მაინც და მაინც ამ კაფეში.
- ვა გოგოებო? აქ რას აკეთებთ?
დემე გადაგვეხვია ყველას.
- არ უნდა გეთქვა ლიკუ აქ რომ იყავით?
- ლიზას გავუარეთ სკოლაში მე და ტასომ და.
- ვინმე ხო არ გაბრაზებს ლიზ სკოლაში?
ისე გამიცინა მაქსიმემ თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყოს.
- მე უნდა წავიდე მოსწავლესთან, საღამოს გნახავთ.
გავუღიმე ყველას და იქიდან წამოვედი.
- მაქსიმე ასე რომ არ შეიძლება გითხრა თუ ვერ ხვდები?
- ვიცი დემე, მაგრამ რა ვქნა?
- როგორც ვიცი არ შემოსულა ჯერ ორცოლიანობა საქართველოში.
- არ ვიცი რას ვგრძნობ. ვერ გავრკვეულვარ ჩემს თავში.
- ხოდა, რომ გაერკვევი მერე მიდი ლიზასთან. იქამდე კი საერთოდ ნუ გაეკარები. არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა და ახალგაზრდობასაც ნუ დაუნგრევ, ნუ მოიქცევი მათესავით, მგონი მეტი კაცობა გაქვს.
დაასრულა მონოლოგი დემემ და კაფე ყველამ ერთად დატოვა. ამასობაში მე ჩემს მოსწავლესთან ვიყავი, ნუცა ძალიან ნიჭიერი გოგონა აღმოჩნდა, უბრალოდ საკმაოდ ზარმაციც. მალევე გავაგებინე გაკვეთილი და დამატებით სავარჯიშოებიც გავაკეთეთ. იქიდან პირდაპირ უნივერსიტეტში წავედი, ძალიან ვიღლები, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდებოდა. დღეს ორი ლექცია მაქვს 9-ზე ვამთავრებ. დრომ მალე გაირბინა, წიგნებს ვუყურებდი და ისე გავედი გარეთ. ვიღაცას შევეჯახე.
- უკაცრავად
მხოლოდ ახლა ავწიე თავი, მათე იყო.
- შენთან დაჯახებაც კი დიდი პატივია ჩემთვის
ირონიულად მიმზერდნენ მისი თვალები. ვეცადე გამეარა, მაგრამ მისმა უხეშმა ხელებმა შემაჩერეს.
- გამიშვი ხელი.
- როგორ მიყვარს იცი, რაღაცას რომ მეხვეწები და მთხოვ?
- ავადმყოფი ხარ?
ვცდილობდი ნერვები, მაინც მომეშალა მისთვის.
- არ გინდა დაუმთავრებელი საქმე, ბოლომდე, რომ მივიყვანოთ?
როგორც კი მივხვდი, რას გულისხმობდა მაშინვე ვცადე ხელი გამომეგლიჯა მისი ხელებისგან, მაგრამ უფრო და უფრო მიჭერდა ხელებს. უკვე ვიცოდი, რომ ჩალურჯებები არ ამცდებოდა, თუმცა ახლა ამას საერთოდ არ ვჩიოდი მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ აქედან უნდა გავქცეულიყავი. ტერიტორიის მოთვალიერების თანავე დავინახე მაქსიმე, როგორ გადმოდიოდა გამწარებული მანქანიდან. ოღონდ ეს არა. არ მინდოდა მას ჩემს გამო რამე მოსვლოდა. სწრაფად გამანთავისუფლა მათეს მკლავებიდან.
- ლიზა მანქანაში დამელოდე.
- რაო ლიზ? ახლა ეს გყავს? შემდეგი ვინ არის?
ამის მოთმენას აღარ აპირებდა მაქსიმე, მთელი ძალით გაარტყა მათეს სახეში მუშტი. ვცდილობდი რაიმეთი გამეჩერებინა, მაგრამ ჩემი ხმა არ ესმოდა, ბოლოს ხელი ხელზე მოვკიდე მაქსიმეს და თვალებში შევხედე.
- აღარ დაგინახო მის სიახლოვეს, წავედით ლიზა.
მანქანაში ჩამსვა მაქსიმემ და მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს
- დაწყნარდი ლიზა, ნუღარ ნერვიულობ
თან ჩემი ხელი ეჭირა და თან ისე მართავდა მანქანას.
- იქ საიდან აღმოჩნდი?
- შენთან მქონდა სალაპარაკო, საბედნიეროდ მოვედი თორემ ღმერთმა იცის რა მოხდებოდა.
- მადლობა შენ, რომ არ ყოფილიყავი.
- გაჩერდი ლიზა, დაივიწყე რაც იყო, მოდი სადმე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.
უხმოდ დავუქნიე თავი, მყუდრო ადგილას მიმიყვანა
- ლიზა ბოდიში მინდა, რომ მოგიხადო გუშინდელისთვის.
- შენ თვლი, რომ ის შეცდომა იყო?
- მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ ლიზა და რაც მინდა ის შეცდომა არასდროსაა. ძალიან შეგაშინა მათემ?
- არც ისე ძალიან, როგორც მაშინ.
- ნუ იხსენებ იმას რაც წარსულში იყო..
- რთულია იმის დავიწყება რაც წარსულში იყო..
მძიმედ ამოვისუნთქე და მაქსიმეს მხარს ჩამოვადე თავი. მხოლოდ მის გვერდით ვგრძნობდი თავს უსაფრთხოდ, მხოლოდ მას შეეძლო ჩემი დაცვა. ჩემს საქციელზე მაქსიმეს გაეღიმა და მანაც თავი მომადო. მეტი რა მინდოდა ბედნიერებისთვის? არც არაფერი მთვარი მაქსიმეს ყოფნა იყო ჩემს გვერდით.
უკვე ერთი კვირაა რაც სკოლაში ვასწავლი, ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. მხოლოდ ვცდილობდი ლუკა არც კი დამენახა, რადგან მისი დანახვის შემდეგ სულ დათრგუნული ვიყავი მიზეზს კი ვერ ვხვდებოდი. დღეს პარასკევია, სკოლებში ზუსტად ამ დროს მოდიან მშობლები და ამოწმებენ შვილებს.მეოთხე სართულზე ჟურნალი დავტოვე და კლასისკენ მივდიოდი, როდესაც ვიღაცის ხმამ შემაჩერა.
- თქვენ მასწავლებელი ხართ?
მისკენ შევტრიალდი და გავშეშდი, როდესაც წინ მდგომი ლუკას ორეული დავინახე, მხოლოდ ასაკში იყო განსხვავება. უცნობს თვალები გაუფართოვდა ჩემი დანახვისას, შემდეგ კი იმავე თვალები ცრემლებით აევსო.
- დიახ, მე მასწავლებელი ვარ.
- თქვენ იყავით ჩემს შვილს, რომ ჰკითხეთ მშობლების შესახებ?
- შესწორებას შევიტან თქვენს კითხვაში, მშობლების შესახებ არა, მშობლების სახელები.
- მიზეზი მაინტერესებს.
- არ ვარ ვალდებული პასუხი გაგცეთ
- არც ჩემი შვილი იყო ვალდებული პასუხი გაეცა თქვენი კითხვებისთვის.
- ბატონო ალექსანდრე, საქმეს მირჩევთ?
- რა გქვია?
- ლიზა, მე ლიზა ქალდანი ვარ. რამეს ხომ არ გეუბნებათ ეს სახელი და გვარი?
კიდევ უფრო აუწყლიანდა თვალები.
- სად არის დედაშენი?
- და მე ვარ ვალდებული კითხვაზე პასუხი გაგცეთ?
- საჭიროა გთხოვ.
- მე არ მყავს არც დედა და არც მამა. ამის მოსმენა გინდათ?
- ეს როგორ?
- მიმატოვეს, როცა პატარა ვიყავი და მას შემდეგ არცერთს არ გავხსენებივარ. ალბათ ახლა კარგად არიან სხვა შვილებთან ერთად.
ბოლო სიტყვები მეტად გამოვკვეთე.
- მათი სახელები იცი?
მეტად და მეტად უხშირდებოდა მას სუნთქვა.
- ქეთი და ალექსანდრე.
ეს ვთქვი თუ არა კაცმა გულზე ხელი მიიდო და თვალები დახუჭა
- კარგად ხართ?
პასუხი არ გაუცია, ისე გამეცალა და მარტო დამტოვა. ისევ დამტოვა. ცრემლებმა იწყეს დენა, ჰო ისევ ვტიროდი, მე ხომ მეტი არც არაფერი შემეძლო. საპირფარეშოში თავი მოვიწესრიგე და კლასში ჩავედი. ყველა ბავშვის მშობელი მოსულიყო, კრების ჩატარება საკმაოდ გამიჭირდა, მათ ექსკურსიაზე სურდათ წასვლა, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ შემდეგ შაბათ-კვირას სიღნაღში და ანანურში მივდიოდით. არაფრის სურვილი არ მქონია, მაგრამ ვცდილობდი ყველანაირად მათ ავყოლოდი და ყველასთვის ღიმილით მეპასუხა. როგორც კი კრება დასრულდა, მაშინვე ლიკას დავურეკე.
- ლიკუ მჭირდები.
- რა გჭირს? ჩემთან ვართ ყველა. გინდა მოგაკითხო?
- არა იყოს ჩემით მოვალ. კატო მანდ არის?
- არა
სკოლიდან ახლოს ცხოვრობდა ლიკა, ამიტომ მალევე მივედი. ყველაფერი მოვუყევი მათ, რაც კი ხდებოდა ჩემს თავს, თან ცრემლები მახრჩობდა საშინლად მინდოდა მეტირა, მაგრამ ბოლომდე ვიკავებდი თავს საბოლოოდ ისტორიის დასასრულს თავი ვერ შევიკავე და ჩუმად ავტირდი.
- დამშვიდდი ლიზ.
ჩამეხუტა სოფი.
- ხომ იცი ჩვენ შენთან ვართ
დას მხარი აუბა იკამაც.
- გინდა ყველაფერი გაგირკვიო, საერთოდ ვინ ვინა რის?
მაქსიმე ცდილობდა რაიმეთი მაინც დავეწყნარებინე.
- ისედაც ყველაფერი გარკვეულია
ჩემს აზრზე იყო ტასოც.
- კი, მაგრამ დედა?
ვერც ნინი პოულობდა იმ კითხვაზე პასუხს, თუ სად იყო დედაჩემი.
- წინ ორი დღეა, ყველას გადატვირთული კვირის გადატანა მოგვიწია, წავიდეთ ჩემს სოფელში, კახეთში ამ საღამოს და კვირას გვიან წამოვიდეთ. ნიკამ წამოაყენა იდეა.
- კარგი აზრია, განტვირთვა არავის გვაწყენდა.
დემეტრეც მას დაეთანხმა.
გადავწყვიტეთ ამ საღამოს წავსულიყავით კახეთში და ესეც მოვიქეცით, რადგან ეს იყო ყველაზე კარგი იდეა დასასვენებლად, სულიერად დასასვენებლად ,ყველასგან შორს, მხოლოდ საყვარელ ადამიანებთან ერთად.
კახეთში გვიან ჩავედით, ამიტომ დასვენება ადავწყვიტეთ და დავიძინეთ. სახლი ცარიელი დაგვხვდა. მე ცალკე ოთახში მეძინა, დავწექი, მაგრამ ვერაფრით დაიძინე, ამიტომ გადავწყვიტე ქვემოთ ჩავსულიყავი და ცოტა მიმელაგებინა იქურობა და ამავდრულად რაიმე მომემზადებინა. პიცის გამოცხობა დავიწყე როდესაც რაღაც ხმა მომესმა. შემეშინდა. მაქსიმე აღმოჩნდა დემეტრესთან ერთად.
- ბიჭო რა ვქნა? არ შემიძლია ამ გოგოსგან შორს ყოფნა, მიზიდავს.
- ხო,მაგრამ რატმ აწვალებ, ცოდო არაა ლიზა?
- რაღაც სასწაულს ვგრძნობ მის მიმართ, ასეთი რამ არავისთან არ მიგვრძვნია.
- ვიღაცა შეყვარებულია
- ნეტა ლიზა რას გრძნობს
- თუ ნორმალურად მოექცევი იგრძნობს, რომ ადამიანი ხარ.
- როგორ მამხნევებ ძმა, გაიხარე
მაინც და მაინც ამ დროს დამივარდა თეფში.
- ლიზა შენ აქ იყავი?
- ვაიმე, ბიჭებო, როგორ შემაშინეთ.
- ანუ არ გაგიგია არაფერი?
- რამე უნდა გამეგო?
მგონი დამაჯეებლად ვაკეთებდი ყველაფერს.
- არც არაფეი
გამიღიმა მაქსიმემ
- რა გემრიელობებსაკეტებ?
სასაუბრო თემის გადათანა სცადა დემეთრემ
- ხო ვაკეთებ, ვედავიძინე და...
ბევრი ვიმხიარულეთ და ვიცინეთ.
ცოტახანში სხვებიც ჩამოვიდნენ. ყველამ ერთად ვივახშმეთ, შემდეგგზაში ნაყიდი ტკბილეულობები ვჭამეთ და ბევრი ვითამაშეთ. მერე ისევ ყველას მიეძინა და ავიდნენ ისევ დასაძინებლად. მე და მაქსიმე დავრჩით. ვსაუბრობდით ბევრ რამეზე, ბევრ სისულელეზე, მაგრამ მთავარი იყო, რომ მხოლოდ ჩვენ, მე და ის, ჩვენ ორნი.
- რამ მოგაწონა მათე?
- არვიცი, მართლა. ვფიქრობდი, რომ ურთიერთობა აგვეწყობოდა და თან იმდენად თბილად და კარგად მექცეოდა რომ... ეს უცხო იყო ჩემთვის, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა, როგორც ყოველთვის.
- ახლაც გიყვარს?
- არა, არც მყვარებია, უბრალოდ მომწონდა. შენ როგორ გაიცანი კატო?
- კატო კლუბში გავიცანი. მალევე ავაწყეთ ურთიერთობა, მერე ძმაკაცთან მიღალატა. საშინლად რთულად გადავიტანე. მეგონა მოვკვდებოდი. თავს დამცირებულად ვგრძნობდი. ქუჩაში აღარ გამოვდიოდი.
- და ამის შემდეგ აპატიე?
- ხო, მთხოვა, მეხვეწებოდა, რომ მეპატიებინა, რომ არ შეეძლო ჩემს გარეშე სუნთქვაც კი. უნებისყოფო ავღმოჩნდი და ვაპატიე. ცოტა ხნის წინ, კი იმავე კლუბში ვიღაცას კოცნიდა. შევეშვი იცი? ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს სად არის, ვისთან არის, როგორ არის, მგონი აღარც მიყვარს.
- მგონი
ჩუმად ჩავილაპარაკე ჩემთვის.
- კოცნაზე რას ფიქრობ?
გამომცდელად გამაკვირდა.
- რას უნდა ვფიქრობდე?
ლაპარაკის დროს საოცრად მინდოდა მივვარდნილიყავი და ჩავხუტებოდი, მინდოდა, რომ სამუდამოდ მეყურებინა მისი თვალებისთვის, მინდოდა ჩემი ყოფილიყო, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი.
- და შენ რას ფიქრობ?
კითხვა შევუტრიალე მას და ახლა მე დავაკვირდი.
- მე რაც მინდოდა, ის გავაკეთე.
- და ასე ადვილია გააკეთო, ის რაც გინდა?
- არ თქვა, რომ არ მოგეწონა.
- მაგას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა.
- და რა მიშლის ხელს იმის კეთებაში, რაც მინდა?
- მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ. სხვის გრძნობები არ გაინტერესებს?
- ლიზა გთხოვ, ძალიან მეძინება გაჩუმდი.
- თუ გეძინება, ადი ოთახში
- არა მე შენთან მინდა.
ეს თქვა თუ არა, თავი მხარე ჩამომადო და თვალები დახუჭა. დიდხანს ვაკვიდებოდი, მთლიანად შევისწავლე მისი სახის აგებულება, შემდეგ თითით მოვხაზე მისი თვალები, ცხვირი, ბოლოს კი ტუჩები. თითები მის ტუჩებს, რომ შევახე მაშინვე ჩვენი კოცნა გამახსენდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. თავი მის თავს ჩამოვადე და მეც დავიძინე.
- ე თქვენ კიდე არ გძინავთ?
ოთახში ლიკა და დემეტრე შემოვიდნენ.
- ნახე რა კარგები არიან.
დემემ ტელეფონი ამოიღო და სურათი გადაგვიღო.
- დარწმუნებული ვარ, მომავალში გამოგვადგება.
გაეცინა დემეს და ლიკას ხელი გადახვია.
საოცრად კარგად მეძინა, რომ გამეღვიძა, მაქსიმე ისევ ძილ ბურანში იყო. საათი 5 უჩვენებდა.
- გაიღვიძე მაქსიმე.
- რა გინდა ლიზა? რატომ მაღვიძებ?
- ოთახში ადი, შეგცივდება.
- მე, რომ შენთან მინდა?
- ადი გთხოვ და დაიძინე.
ერთად ავედით მეორე სართულზე. მე ჩემს ოთახში შევედი,ის კი თავისაში. დაძინებას ვცდილობ, მაგრამ თავში სულ მაქსიმეს სიტყვები მიტრიალებს და სულელივით მეღიმება. ვერ გავიგე, როდის და როგორ ჩამეძინა, იმაზე ფიქრებში, თუ რა საოცარება იყო სიყვარული, ანუ თვით მაქსიმე ჩემთვის.
დილას, რომ გავიღვიძე ქვევით ნინი, სოფი და იკა იყვნენ.
- დილამშვიდობისა
ღიმილით მივესალმე ყველას.
- ლიზა არ გინდა დღესაც პიზა გამომიცხო?
საწყლად შემომხედა იკამ.
- შეიძლება, შენ სულ ჭამაზე ფიქრობდე?
გაუბრაზდა მას სოფი.
- არ შეიძლება, ყოველდღე ცომეულების ჭამა. დღეს მსუბუქად მოვამზადოთ რამე და გავისეირნოთ.
წამოაყენა იდეა ნინიმ.
- სულელია ეგ, ყინავს გოგო. მაგას ჯობია დავლიოთ.
ეს იდეა ყველა ბიჭს მოეწონა, რათქმაუნდა. ამიტომ დავიწყეთ საღამოსთვის მზადება. გავაკეთეთ სალათები, ცხელი კერძები და იკას დაჟინებული თხოვნით პიცაც მე. სუფრას სუთისკენ მოვუჯექით, ბევრს არ სვავდნენ ბიჭები, რადგან დათრობა არავის უნდოდა, უბრალოდ კარგი დროის გატარება გვინდოდა ყველას. 7 საათი იყო უკვე ფანჯარაში, რომ გავიხედე და ჭიშკართან ვიღაც შევნიშნე.
- იქ ვიღაც არის.
ყველა გარეთ გავედით. ჭიშკართან დათო იდგა და შემოსვლას ცდილობდა.
- მე რატომ არ დამირეკეთ ბიჭებო? როდის იყო ჩემს გარეშე სვავდით?
- რა გინდა დათო?
ნიკა ცდილობდა საუბრით მოეგვარებინა საქმე, რასაც დემეტრეზე ვერ ვიტყოდით.
- რა არა, ვინ. ლიკა გამოუშვით ცოტახნით, დავტკბები.
სიცილით გასცა პასუხი დათომ ნიკას.
- დემეტრე ისე, რომ სვავთ ლიკასაც ხომ არ ასმევთ? საშიშია მაინც, ხომ იცი?
დემე მისკენ გაიწია მაგრამ იქვე მდგომმა იკამ შეაჩერა.
- ზედმეტის უფლებას აძლევ საკუთარ თავს, იმის მერე რაც გააკეთე, ბედავ და ჩვენს სიახლოვეს ჩნდები? ჩვეულებრივი არაკაცი ხარ, რომელიც ვერც კი ხვდება რა დააშავა და სწორედ ეს არის შენი პრობლემა.
- ოჰ თავად ლიზა მესაუბრება? შენი აზრი, რომ აქ არავის ანაღვლებს ეს ხომ იცი არა? მათ უბრალოდ შეგიცოდეს და ამიტომ მიგიღეს მეგობრად. ჰო მართლა მაქსიმე, ხომ არ შეგყვარებია ჯერ? არც სცადო ლიზა, რადგან შენ კატოს გვერდზე ვერ დაუდგები, ახლა არ მითხრა, რომ ამ ყველაფერს მამიკოს მოუყვები.
საბრალო მზერა ჰქონდა მიღებული და თავის ქნევით მიმზერდა.
- შენ საერთოდ არ გაქვს ხმა ამოსაღები. მაქსიმეს ზურგს უკან ჭორავდი კატოს და უკეთესი შენ რა გააკეთე მაქსიმეს ძმაკაცისგან განხვავებით? ხვდები, რომ იმდენად უძლური ხარ ადამიანს პირისპირაც ვერ ეუბნები სათქმელს.
პასუხის დაბრუნებას აპირებდა დათო, მაგრამ მაქსიმეს ხმამ შეაჩერა.
- წადი დათო, სანამ დროა, თორემ გპირდები შენს თავს ვერ გამომგლეჯენ.
- წავალ, აბა ას ვიზამ, მაგრამ იცოდე ისევ მოვალ. ლიზა ჩვენი საუბარი აქ არ დასრულებულა.
დათო წავიდა, სუფრაზე არავინ მივბრუნებულვართ, მე ჩემს ოთახში ავედი, საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და დათოს სიტყვებზე დავფიქრდი. "ლიხა ჩვენი საუბარი აქ არ დასრულებულა" ანუ მე მასთან კიდევ მომიწევდა ლაპარაკი, კიდევ ერთხელ ვნახავდი. ამის წარმოდგენაც კი არ მსურდა, რადგან მე მასთან საერთო არაფერი არ მქონდა.მისი სიტყვები გულთან ახლოს არ მიმიტანია, რადგან ვიცოდი,რომ ყველაფერი ტყუილი იყო. ის ცდილობდა რომ ჩემთვის გული ეტკინა და ყურადღებას ისევ ჩემს წარსულზე ამახვილებდა, როგორ ყოველთვის ყველა. კარებზე კაკუნია.
- შეიძლება?
თავი მაქსიმემ შემოყო.
- რათქმაუნდა.
- დათოზე ფიქრობ ჰო?
- ჰო.
- არ იფიქრო, რომ კატოზე რამეთი ნაკლები ხარ.
- მაგაზე არც ვნერვიულობ, ისედაც ვიცი, რომ კატოს ვერ შევედრები.
- ასე არაა ლიზა, რატომ იგებ ყველაფერს არასწორად?
- რატომ არ წამოვიდა კატოც?
- ვიჩხუბეთ.
- ჩემს გამო.
დავასკვენი
- არ არის ეგრე
აშკარად ეტყობოდა, რომ მატყუებდა.
- რა საჭიროა ტყუილი მაქსიმე?
- უბრალოდ ის თვლის, რომ მეტ ყურადღებას გითმობ და არც ვუარყობ, მომწონს შენთან ყოფნა და საერთოდ შენ მომწონხარ.
შევცბი არ ველოდი მისგან ასეთ პირდაპირობას.
- ოღონდ გთხოვ ესეც არასწორად არ გამიგო, მოდი თბილას ჩაიცვი და ცოტა გავისეირნოთ მე და შენ. მარტო მე და შენ.
ეს გამოკვეთა მაქსიმემ. გამეღიმა მის ამ საქციელზე. მართლაც თბილად ჩავიცვი და მაქსიმესთან მივედი.
- შეგვიძლია წავიდეთ.
გვიანობამდე ვსეირნობდით, ბევრი ადგილი მოვინახულეთ, ბევრიც ვილაპარაკეთ. უფრო და უფრო მეტს ვიგებდი მასზე და მისგანაც. მასთან სეირნობა არ მბეზრდებოდა და ალბათ არც არასდროს მომბეზრდებოდა,რადგან მასში იყო ის, რამაც სამუდამოდ შემიბყრო.
კახეთიდან კვირას საღამოს დავბრუნდით. სახლში დაღლილი მივედი, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურადაც, ამიტომ მაშინვე დავიძინე.
დილას სკოლაში წავედი, ძალიან რთულია ორი დღის დასვენების შემდებ, მაშინვე მუშაობის დაწყება. პირველი ჩემს ბავშვებთან შევედი.
- აბა როგორ დაისვენეთ?
- კარგად მას, თქვენ?
- მეც კარგად. აბა წავედი ჭკვიანად და კარგი ნიშნებით გამახარეთ.
დღეს 5 გაკვეთილი მაქვს, მესამეზე ვისვენებ, ჩემებს სპორტი აქვთ, ამიტომ ყავა ავიღე და კლასში დავჯექი. ჟურნალში ვაკეთებდი რაღაცეებს და თან ყავას ვსვავდი, უცებ ვიღაცამ შემოგლიჯა კარებბი.
- შეგიძლია ამიხსნა რა ხდება შენი გამოჩენის შემდეგ ჩემს სახლში?
- დამშვიდდი, ტონს დაუწიე და ვისაუბროთ. დაჯექი.
ლუკა თავიდან ყოყმანობდა, შემდეგ დაჯდა.
- ახლა წყნარად ამიხსენი, რა მოხდა შენს ოჯახში.
- მამაჩემს, რომ მოვუყევი შენს შესახებ, შენს სანახავად წამოვიდა. რა მოხდა და რა ილაპარაკეთ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მამაჩემის ცხოვრება თავდაყირა დააყენე. სახლში გვიან მოდის, ხან საერთოდ არ მოდის. ღამე აღარ იძნებს. რა გინდა ჩვენი ოჯახისგან მეტყვი?
- ბედნიერი ბავშვობა გქონდა? მამაშენი არაფერს გაკლებდა? ტანსაცმელი გაკლდა? საჭმელი? ბედნიერი იყავი?
- რატომ მისვავ სულ ასეთ უცნაურ კითხვებს, რა გინდა რა?
ისევ ტონს აუწია ლუკამ
- იმიტომ, რომ მე ეს ყველაფერი მაკლდა. მე ბავშვთა სახლში გავიზარდე, მიმატოვეს დედამაც და მამამაც, დედა ბუნდოვნად მახსოვს. მამა საერთოდ არა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ლიზა ქალდანი ვარ და ის, რომ მშობლებს ქეთი და ალექსანდრე ჰქვიათ. ამის შემდეგ მაგდებენ ერთადერთი საარსებო წყაროდან და ყველაფერს 0-დან ვიწყებ. იცი მაინც რა გამოვიარე? და ახლა, როდესაც ვხედავ, რომ ყველაფერი დალაგდა გიცნობ შენ, რომელიც ორეულივით მგავს. ერთხელ მაინც დაკვირვებულხარ რა საოცრად მგავხარ?
- რა გინდა თქვა, რომ შენ ჩემი და ხარ?
- მე არაფრის თქმა არ მინდა და საერთოდ არაფერი მინდა. შენ ხომ ბედნიერი ხარ შენი ცხოვრებით, მე არასდროს ვყოფილვარ. მხოლოდ მინდა გავიგო რატომ გამიმეტეს ასეთი ცხოვრებისათვის.
- გინდა დაველაპარაკო მამაჩემს?
- მეშინია ლუკა, მეშინია, რომ ტყუილი აღმოჩნდება და ისევ გამიცრუვდება იმედები, კიდევ იმის მეშინია, რომ უარმყოს და არ მაღიაროს შვილად, მერე ხომ უფრო მეტკინება.
- რაიმეთი შემიძლია დაგეხმარო?
- არაფრის, მხოლოდ გთხოვ, რომ არ გძულდე. მე არ დავანგრევ თქვენს ოჯახს.
- რა სისულელეა რატომ უნდა მძულდე?
ამ დროს ზარი დაირეკა
- წადი კლასში, ისედაც ერთი გაკვეთილი გააცდინე.
- კარგი, არ ინერვიულო.
გავუღიმე. კლასში ჩემი ბავშვები დაბრუნდნენ.
- აბა რა ქენით ჩემო ჭკვიანებო?
ღიმილით შევეგებე ბავშვებს. დავინახე, როგორ მაკვირდებოდა ლუკა ღიმილით. გაკვეთილებმა სწრაფად და საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვები გავაცილე და სახლში წავედი, მაქსიმემ დამირეკა.
- ლიზ, როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- კარგად, უნივერსიტეტს, რომელზე ამთავრებ?
- 7-ზე. რა ხდება?
- არაფერი, მოგაკითხავ.
ეს მითხრა და გამითიშა. რატომ არის ეს ბიჭი ასეთი უცნაური? ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეეძლო ყოფილიყო ერთ დღეს საოცრად თბილი, მეორე დღეს კი უბრალოდ ნაცნობივით მომქცეოდა. სახლში მისვლისას დავისვენე, შემდეგ კი იმას გადავხედე რაც ნუცასთვის უნდა ამეხსნა. თითქმის ჩაძინებული ვიყავი ლიკამ, რომ დამირეკა.
- ლიზა, შეგიძლია მნახო?
- მშვიდობაა?
- კი, კი არა და არვიცი საერთოდ რა ხდება, გამოხვალ?
- სად ხარ?
- მამაჩემის კაფეში.
მალე მივედი, რადგან ეს კაფე ახლოს იყო ჩემს სახლთან.
- რა ხდება აბა?
ვნახე, თუ არა მაშინვე საქმეზე გადავედი.
- გუშინ დათომ მომწერა, ვიცი, რომ დემეტრე არ გიყვარს დაშორდიო. შენით თუ არ იზავ ამას მე დაგაშორებო. ორივემ კარაგდ ვიცით, რომ ერთმანეთი მოგვწონსო. ცხოვერბას გაგინადურებო...
- და ამაზე ნერვიულობ ლიზა? ჩვენ ხო მისი არ გვეშინია.
- დემეტრემ ნახა. საშინლად გაბრაზდა, წავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. არც ტელეფონზე მპასუხობს.
თან მიყვებოდა და თან ცრემლები სდიოდა თვალებიდან.
- ნუ ღელავ, უნივერსიტეტში მიაკითხე, ან ბიჭებს კითხე. რამე გააკეთე. მთავარია, რომ დემე არ დაკარგო დათოს გამო.
- უკვე დავიღალე ამ ყველაფრით.
- არასდროს დაიღალო.
დავუღიმე ლიკას და ჩავეხუტე. მანაც თავი მომადო და უხმოდ განაგრძო ტირილი. მერე მე ნუცასთან წავედი, ლიკა კი ალბათ დემესთან. ამ დღეს ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. საშინლად ვიღლები ხოლმე. უნივერსიტეტიდან, რომ გამოვედი მაქსიმე დამხვდა. მანქანაში ჩავჯექი და გადავკოცნე.
- დაიღალე ლიზ?
- ჰო, ძალიან გადავიტვირთე დღეს, თან ლუკასთან ლაპარაკმა კიდევ უფრო დამამძიმა, მერე ლიკაც ვნახე, ისიც ცუდად იყო,
- ლიკა ვიცი. დათოსთან ვიყავით ბიჭები. დემეტრე მიდიოდა და მარტოს ხომ არ გავუშვებდით, ამიტომ გავყევით ძალიან ბევრი ილაპარაკა.
- ცემეთ?
- კი ლიზა, ბევრი ილაპარაკა მეთქი.
- ჩემზეც?
- აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი.
- მოიცა, რატომ არ გვინდა?
- აბა რისი მოსმენა გინდა, როგორ გლანძღავდნენ?
- მისი ლაპარაკი არ მიმაქვს გულთან.
- მითუმეტეს, რა საჭიროა მაშინ ამაზე ლაპარაკი? დაღლილი ხარ, თან გეშიება, წამოდი სადმე დავსხდეთ.
- არ არის საჭირო, ნუ წუხდები.
- ვაფასებ შენში იუმორის გრძნობას.
გამიცინა მაქსიმემ და მანქანანის ტარება განაგრძო. მეც ხმა აღარ ამომიღია მეტად. გემრიელად შევჭამეთ ერთად და შემდეგ გასეირნება გადავწყვიტეთ, რადაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს მთაწმინდის პარკში ვიყავით, ეშმაკის ბორბალზე დავჯექით, ბევრი ვისეირნეთ და ვიცინეთ. ბოლოს დაღლილები სკამზე ჩამოვჯექით.
- საოცარი დღე იყო.
გავუღიმე მაქსიმეს.
- შენი დამსახურებით ლიზა.
მაქსიმემ ხელი გადამხვია და თავისკენ მიმწია, მეც თავი გულზე მივადე და მომეჩვენა, რომ წამით სუნთქვაც კი სუნთქვაც კი შევწყვიტე, რადგან მხოლოდ მისი სუნთქვა მეგრძნო. გაყინული ცხვირი მის კისერში ჩავრგე და ვეცადე მეტად დავმტკბარიყავი მისი ოდეკალონის სუნით. დიდხანს ვისხედით ასე გაუნძრევლად. სიცივე საერთოდ არ გვაწუხებდა. მინდოდა წამი შემეჩერებინა და ბოლომდე შემეგრძნო მაქსიმეს სიახლოვე. მინდოდა ნებისმიერ წამს შემძლებოდა მისი ჩახუტება. მასთან არ მჭირდებოდა ძლიერი გოგოს როლის თამაში,მასთან მე ის ვიყავი, რაც სინამდვილეში.
* * *
უნივერსიტეტში ვიყავი მაქსიმემ, რომ დამირეკა.
- ლიზ ქვემოთ გელოდები, მალე ჩამოდი.
ლექციები, როგორც კი დასრულდა ქვემოთ ჩავედი და მაშინვე შევამჩნიე მაქსიმეს მანქანა, მისკენ წავედი. მანქანაში ჩავჯექი, მიზეზი უნდა მეკითხა მისი აქ მოსვლის, მაგრამ არაფერი არ დამაცადა, ისე შემიცურა თმაში ხელი, მისკენ მიმიზიდა და მაკოცა. ვერ ავღწერ იმ წამს რა ვიგრძენი. მინდოდა ეს მომენტი არასდროს დასრულებულიყო. მინდოდა ყოველთვის მეგრძნო მისი ტუჩები, ჩემსაზე. პირველივე წამს ჩემი გონების რაღაც ნაწილმა იცოდა, რომ შემიყვარდებოდა. ახლა ყველაფერი განსაზღვრულია. უკვე ვიცი, რომ მიყვარს, ვიცი, რომ მუდამ ყოველთვის მეყვარება.
წამით ჩემი თავის გამოფხიზლება ვცადე. მის ტუჩებს მოვწყდი და მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე. მაქსიმემ ხელით დამიჭირა და უკანვე დამაბრუნა.
- არ გინდა.
- მომისმინე ლიზა
- რა მოგისმინო მაქსიმე? რა? შენ კარგად იცი, რომ შენთვის უბრალოდ გასართობი ვარ, შემცვლელი. ეს უნდა გეთქვა? ეს ხომ ისედაც ვიცი.
- კატოს დავშორდი.
პირდაპირ მომახალა.
- რატომ?
გულის ერთ ნაწილს უხაროდა ამის მოსმენა, თუმცა მეორეს ეშინოდა, რადგან ჩემზე კარგად არავინ იცოდა ამას რა მოყვებოდა.
- შენს გამო, შენი ბრალია.
- მე?
- რაც შენ გამოჩნდი მას შემდეგ ყველაფერი აირია. ჩემი და კატოს ურთიერთობაც და საერთოდ ჩემი ცხოვრებაც. შენს გამო კატოს ჩახუტებაც და კოცნაც შემზიზღდა. მხოლოდ შენი დანახვა მინდა, მხოლოდ შენთან სიახლოვე მჭირდება ლიზა.
ამ სიტყვების მოსმენა საერთოდ არ აღმოჩნდა ჩემთვის ადვილი, მთლიანად ვხურდი, ეს ხომ ფაქტიურად სიყვარულის ახსნას უდრიდა. ეს ყველაფერი არასწორი იყო, მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერს იმას ვაკეთებთ რაც არასწორია, ჩვენ ხომ ყოველთვის ცუდი გვიზიდავს. ვცადე ჩემი აფორიაქება დამემალა.
- მაქსიმე
ვცადე საუბრის დაწყება. ძალიან მიჭირდა ხმის ამოღებაც კი, რადგან ხმა მიკანკალებდა.
- უბრალოდ აღელვებული ხარ, დამშვიდდი მალე შერიგდებით შენ და კატო.
ამ სიტყვებს მთელი ჩემი გული ამოვაყოლე და თავი ჩავხარე.
- რატომ ხარ ასეთი სულელი ლიზა? ვერ ხვდები, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ?
გული გამიჩერდა.
- მითხარი რას გრძნობ?
ხელი, ხელზე მომკიდა და თვალებში შემომხედა.
- არ ვიცი რა გითხრა, მართლა.
- ლიზა უბრალოდ ის მითხარი გიყვარვარ თუ არა?
- მიყვარხარ მაქსიმე.
ბოლოს მოთმინება დაკარგულმა ამოვილაპარაკე.
- ზუსტად იმავეს ვგრძნობ შენს მიმართ, რასაც შენ ჩემს მიმართ. მინდა, რომ მხოლოდ შენს თვალებს ვხედავდე.
საუბრის დასრულება არ მაცადა, ისე ჩამიხუტა მოვდუნდი, თვალები დავხუჭე და ბოლომდე მივენდე. ის კი ნელა და აუჩქარებლად მეფერებოდა თმაზე, რაღაც სიტყვებსაც მეჩურჩულებოდა, მაგრამ მე უკვე აღარაფერი მესმოდა, რადგან მის გვერდით სიამოვნების ზენიტში ვიყავი. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი ცხოვრება მექნებოდა მისი გულის ცემის მოსმენის სურვილი, ვიცოდი, რომ ყოველთვის ისეთ ბედნიერებას მომანიჭებდა მისი ჩახუტება, როგორც ახლა.
- ახლა რა იქნება მაქსიმე?
- ბედნიერების გარდა არაფერი.
- და კატო?
- დაივიწყე კატო. ამის შემდეგ მხოლოდ მე და შენ ვიქნებით.
- მადლობა მაქსიმე. მადლობა, რომ არსებობ.
მთელი საღამო ერთად გავატარეთ. უამრავი ადგილი მოვიარეთ. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ერთად ვიყავით და ამის მერეც სულ ერთად ვიქნებოდით. სახლში გვიან ღამით მიმაცილა, შუბლზე მაკოცა და წავიდა. არ მეგონა მსოფლიოში ჩემზე ბედნიერი ადამიანი თუ არსებობდა. მე ვერასდროს შევძლებდი, ისე შემეხედა თვალებში სხვისთვის, როგორც მაქსიმეს ვუყურებდი. მხოლოდ ის წარმოადგენდა ჩემთვის ბედნიერების წყაროს. მხოლოდ მასთან ერთად ვისურვებდი მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარებას.
დამეძინა, პირველად ვნახე სიზმარი, სადაც მე და მაქსიმე ერთად ვიყავით. ეს იყო პირველი, მაგრამ არა ბოლო, რადგან ამის შემდეგ მე და მაქსიმე, ისევე, როგორც სიზმარში რეალობაშიც სულ ერთნი ვიქნებოდით.
დილას ადრე გამეღვიძა, სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი. მთელი დღე ასე გავატარე, გაკვეთილებიც ღიმილით ჩავატარე. ვერავინ ხვდებოდა ჩემი ხასიათის მიზეზს, გარდა ლუკასი, რომელმაც დიდ შესვენებაზე შემომიღო კლასის კარი.
- როგორ ხარ ლიზა?
- კარგად, ლუკა შენ?
- რა გჭირს დღეს?
- რამე მჭირს?
გაკვირვებულმა გავხედე.
- მთელი დღეა ბედნიერი ღიმილით იყურები, ასე შეგიყვარდა სკოლა?
- სკოლა მე ყოველთვის მიყვარდა შენგან განსხვავებით.
- კარგი, ახლა მითხარი რა ჰქვია შენი ღიმილის მიზეზს.
- გეყოფა ლუკა სისულელეების ლაპარაკი.
გამეცინა მის მიხვედრილობაზე.
- ააა... ეს ის ბიჭია სკოლასთან, რომ გაკითხავს ხოლმე? დღეს დავაკვირდები როგორია და გეტყვი მომწონს, თუ არა.
- ლუკა მოდი აქ.
კართან მისულ ბიჭს სიცილით დავაწიე სიტყვა.
- მას გაკვეთილი მეწყება უნდა წავიდე.
სერიოზულად გამცა პასუხი და ამაზე უფრო აგვიტყდა სიცილი. მასთან ზუსტად ისე ვგრძნობდი თავს, როგორც და ძმასთან.
სკოლიდან, რომ გამოვედი, მაქსიმე მანქანაზე მიყურებული დამხვდა. მისკენ წავედი და ხელები კისერზე შემოვხვიე, შემდეგ კი ლუკასკენ გავიხედე, ცერა თითი ჰაერში აეწია და ღიმილით მიყურებდა. მეც გავუღიმე და მაქსიმეს მოვშორდი.
- აბა წავედით?
- სადმე მივდივართ?
- შენ რა არ გინდა ჩვენი ამბავი, სხვებმაც რომ გაიგონ?
- ჰო
სახის გამომეტყველება შემეცვალა.
- ლიზა რა ხდება?
- მეშინია მაქსიმე, რა უნდა ხდებოდეს?
- გეშინია?
გაეცინა
- რისი პატარავ?
- შენც კარგად იცი, რომ კატო არ შეგვარჩენს ბედნიერებას.
- მთავარია შენ ჩემი გჯეროდეს. გპირდები, რომ ჩვენს სიყვარულს ვერავინ დაანგრევს, თვით კატოც კი
ბოლოს ისევ გაიცინა, ის საერთოდ არ აღიქვავდა კატოს, რთულ საკითხად ჩემგან განსხვავებით.
- ახლა კი წავიდეთ და დანარჩენებს ვახაროთ ჩვენი ამბავი. ლიზა ნახავ ყველაფერი, როგორ საოცრად იქნება.
- ვიცი.
ღიმილით გავხედე და მისი ხელი სახესთან მივიტანე. ყველა ლიკასთან იყვნენ. მაქსიმემ ხელი გადამხვია და ისე შევაბიჯეთ სახლში.
- ე დაკარგულ... თქვენ რა?
თვალებგაფართოებულმა იკამ გამოგვხედა.
- არ მჯერა.
ბედნიერი ლიკა ჩვენსკენ გამოემართა.
- ერთი წუთით ლიკა.
დემეტრეს ხმამ შეაჩერა ჩვენსკენ მომავალი.
- გოგოებო ცოტახნით, დაგვტოვეთ.
ნიკა ეცადა გაღიმებას.
- რა ხდება?
გაღიზიანებულმა ნინიმ გახედა ბიჭებს.
- უბრალოდ მაქსიმესთან რაღაც საქმე გვაქვს.
ხმა აღარ ამოგვიღია ისე გავედით სამზარეულოში.
- ალბათ ეჩხუბებიან კატოს, რომ დაშორდა.
უმისამართოდ გავიხედე და ღრმად ჩავისუნთქე.
- რა სისულელეა, ბიჭები ისევე ვერ იტანენ კატოს, როგორც ჩვენ.
დარწმუნებით გამომხედა სოფიმ.
- სავარაუდოდ მაქსიმეს გრძნობების გარკვევას ცდილობენ, რომ გული არ გატკინოს.
- ჰო მეც ასე ვფიქრობ.
დას დაეთანხმა ლიკაც.
- გოგოებო..
ნიკამ დაგვიძახა ოთახიდან და ყველა უკანვე დავბრუნდით.
- გილოცავ სიხარულო, მინდა, რომ სულ ბედნიერს გხედავდე.
გადამეხვია იკა.
- მადლობა იკუშ.
მეც ჩავეხუტე მას.
- გამოუშვი ახლა ჩემი გოგო ჩემთან.
- სულ შენი არაა?
გაუბრაზდა იკა მაქსიმეს და მასთან გამიშვა. მეც მაქსიმეს მივუჯექი გვერდით და თავი მივადე მხარზე. ყველა ბედნიერი გვიყურებდა და მათაც ისე უხაროდათ ჩვენი ერთად ყოფნა, როგორც ჩვენ.
- მოდი თითო ჭიქით დავლოცოთ ეს ახალი წყვილი.
წამოდგა ნიკუშა.
- ეს სულ დალევაზე რატომ უნდა ფიქრობდეს?
იკან დააბრუნდა ნინიმ ნიკა სიცილით.
- მე ვეთანხმები ჩემს ძმაკაცს.
გაეცინა დემეს და იკასთან ერთად მაღაზიაში ჩავიდა. სულ მზა საჭმელები ამოიტანეს, სასმელიც და ტკბილეულიც. გოგოებმაც სუფრის გაშლა დავიწყეთ. მაქსიმე არ სვავდა, მანქანით იყო. მე ცოტა დავლიე. ამ ხალხთან ყოფნა ძალიან მომწონდა და მიყვარდა ისინი, რადგან სწორედ მათ შეძლეს ჩემი საშინელი ჭაობიდან ამოყვანა. უნივერსიტეტი გამაცდენინეს. ცოტახანში მაქსიმე წამოდგა და აივანზე გავიდა, რომ აღარ დაბრუნდა მეც გავყევი. ტელეფონზე ლაპარაკობდა.
- კატო რა გინდა ამიხსნი? რატომ არ გინდა იმის შეგუება, რომ მე და შენ აღარ შევრიგდებით? არა რა შუაშია ლიზა. ისე მე არ დავრჩებოდი კატო. ლიზა თუ არა სხვა იქნებოდა. გეყოფა უაზრო მუქარა. ყველაფერი შენს თავს დააბრალე. შენი საქციელები, რომ არა მე ისევ, ისე მეყვარებოდი, როგორც თავიდან. ნუღარ ჩადგები ჩვენს შორის და გვაცადე ბედნიერება. დამიჯერე ნახავ შენც ადამიანს, რომელსაც გულწრფელად ეყვარები და გაგიგებს. უაზრო მუქარას თავი დაანებე და შენს ცხოვრებას მიხედე. აქ ლიზა არაფერ შუაშია, ჩვენ ამოვწურეთ ის სიყვარული რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა. ჩვენი ერთად ყოფნა უბრალოდ ილუზიაა და ფარისევლობა იყო კატო. ასეთ ყოფნას რა აზრი ჰქონდა მითხარი, აბა? არც არანაირი. შენი უაზრო აკვიატება ვარ. დამივიწყე და ვცადე ცხოვრება გააგრძელო ისე, როგორც აქამდე აკეთებდი, როცა მღალატობდი და ჩემზე არც ფიქრობდი. კარგად.
ტელეფონი გათიშა და ჩემსკენ შემობრუნდა.
- ლიზა, შენ რა მისმენდი?
- დიახაც, გისმენდი. ვიცოდი, რომ რაღაც მოგხებოდა. ჩვენი ყოფნა არასწორია.
- ბრძოლის გეშინია?
- ეს რა შუაშია?
- გეკითხები, ჩემთან ყოფნის გამო ბრძოლის გეშინია?
- არა, არ მეშინია.
- ხოდა იბრძოლე ჩემთან ერთად და თუ ერთად ვიქნებით, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ბრძოლას.
- არ მინდა, რომ დაგკარგო.
ვთქვი და მივეხუტე.
- არ დამკარგავ, არასდროს.
შუბლზე მაკოცა და ხელი შემომხვია.
- მოიცა, როგორც მე შეგიყვარდი კატოსთან ყოფნის დროს, ისევე სხვა, რომ შეგიყვარდეს ჩემთან ყოფნის დროს?
- შენს თავს კატოს ადარებ გოგო?
- არა უბრალოდ
- უბრალოდ ეჭვიანიც ყოფილხარ.
გაეცინა მაქსიმეს. ოთახში დავბრუნდით და გავაგრძელეთ მხიარულება. გვიან დავიშალეთ. სახლში მაქსიმემ მიმიყვანა. მანქანიდან გადასვლა არ მინდოდა, არც მაქსიმეს უნდოდა ჩემი გაშვება. ამიტომ დიდხანს ვიჯექით მანქანაში და ათას სისულელეზე ვიცინოდით. საერთოდ ყველაფერი მავიწყდებოდა, როცა მასთან ვიყავი, მხოლოდ მაქსიმე მახსოვდა და ჩვენი სიყვარული. საბოლოოდ სახლში შესვლა მაინც მომიწია, არ მეძინებოდა, ამიტომ ჩაი მოვიმზადე და დივანზე ჩამოვჯექი. პლედში გავეხვიე და ცხელი ჩაით ვეცადე ხელების გათბობა. ერთი წლის წინ ჩემთვის ვინმეს, რომ ეთქვა, მეგობრებს შეიძენ, შეგიყვარდება ბიჭი და ბედნიერი იქნებიო სიცილადაც არ მეყოფოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ერთ წელს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ზუსტად ამ ერთმა წელმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, ზუსდაც ამ ერთმა წელმა გამიჩინა სიცოცხლის სურვილი, ამ ერთმა წელმა დამისახა ცხოვრების მიზანი. კარზე კაკუნმა გამომიყვანა ფიქრებიდან. ჩაი მაგიდაზე დავაბრუნე და კარისკენ წავედი. კარს მიღმა ქალი იყო.
- გამარჯობა. ბოდიში, რომ ასე გვიან გაწუხებთ.
- გამარჯობა. არაუშავს, რა გნებავთ?
- ლიზა ქალდანი არა?
- დიახ, გახლავართ.
- ეს წერილი თქვენთან გამომატანეს.
- ჩემთან? კი, მაგრამ ვინ?
- გახსენით და თქვენვე ნახავთ. მე დაგტოვებ, ღამე მშვიდობის.
გამიღიმა ქალმა და გამეცალა. კარები მივხურე და იქვე დავიწყე კონვერტის გახსნა. პირველივე სიტყვების წაკითხვისთანავე, ცრემლები წამომივიდა და იქვე კედელთან ჩავიკეცე.
"ლიზა დე გთხოვ ბოლომდე წაიკითხე ეს წერილი, ამ წერილით ყველა კითხვას გასცემ პასუხს, კითხვას, რომელიც აქამდე გაწუხებდა და მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გაძლევდა. ლიზ, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიმძიმს ამ წერილის დაწერა. იცი რამდენჯერ მინდოდა შენთვის "შვილო" დამეძახა? 5 წელი არ მეყო იმისთვის, რომ კარგად შემეგრძნე, როგორც ჩემი პატარა ლიზა. მაპატიე, მე ყველაზე კარგად ვიცი, რომ დამნაშავე უმეტეს წილად მე ვარ, მე დაგინგრიე ბავშობა, მე დავნებდი, შენ ეს არ გააკეთო, იბრძოლე გთხოვ! წერილი მაშინ დავწერე, როცა იმ დაწყევლილ ბავშთა სახლში მიგიყვანე. შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მიჭირდა შენი იქ დატოვება იმდენ ხანს გეხუტებოდი, სანამ არ მთხოვე, რომ გამეშვი, რადგან ვეღარ სუნთქავდი. ალბათ არც კი გახსოვს, როგორ მეძახდი დედიკოს. ჩემი სახეც არ გახსოვს ალბათ, ასე ძალიან რომ გიყვარდა და ძილის წინ სულ რომ ეფერებოდი. 17 წლის ვიყავი ალექსანდრე, რომ გავიცანი კლასელის დაბადების დღეზე. მას შემდეგ ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩემი ყურადღება მიეპყრო, მაგრამ მე მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობდი. ყოველ დღე ათას საჩუქარს მიგზავნიდა, მე კი ერთიანად ყველას სანაგვე ურნაზე ვუყრიდი ხოლმე თავს. საბოლოოდ მომაწონა თავი, მომაწონა კი არა შემაყვარა. სწავლას თავი არ დავანებე, მაგრამ მაინც სულ ერთად ვიყავით. მსოფლიო ჩემი მეგონა, როცა მის გვერდით ვიყავი. მეგონა, რომ მთელი ცხოვრება მასთან ვიქნებოდი და სულ ასე გვეყვარებოდა ერთმანეთი. იმდენად ძლიერი იყო ჩვენი სიყვარული რომ ვერც კი აგიღწერ შვილო. მე არარაობა ვიყავი მის გარეშე, სწორედ ამით ისარგებლა ალბათ.
სკოლის დასრულების შემდეგ ცოლობა მთხოვა, წარმოგიდგენია დე? ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე ალექსანდრეს ოჯახს მე არ ვუნდოდი რძლად. ვერასდროს ვხვდებოდი ამის მიზეზს, რადგან მე შეძლებული ოჯახიდან ვიყავი, არც სწავლა-განათლება მაკლდა და არც გარეგნობა. ალექსანდრეს ეს უბრალოდ დედამისის ახირება ეგონა, ამიტომ მაინც დავქორწინდით და შევქმენით ულამაზესი ოჯახი. ცოტახანში გავიგე, რომ ჩვენს პატარა ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატებოდა. შენ იყავი ის, რომელიც ჩვენს ოჯახს კიდევ უფრო გაამყარებდა, მაგრამ ყველაფერ ბედნიერს, ხომ უბედურება მოჰყვება. ჰოდა ასე ლიზა ზუსტად იმ დღეს როცა ალექსისთვის უნდა მეთქვა, რომ მალე შენ გვეყოლებოდი გამომიცხადა, რომ ოჯახში ბრუნდებოდა, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით, რომ არჩევანში ოჯახი აერჩია და მტოვებდა. სამუდამოდ მტოვებდა. არ შეგეცვალოს მამაზე წარმოდგენა, უბრალოდ ამ შემთხვევაში უძლური იყო. დედას მივაკითხე ჩემი პრობლემით, მაგრამ უკანანვე გამომიშვეს, რადგან მე მათი შემარცხვენელი ვიყავი. აი ასე დავრჩი მარტო, მარტო შენთან ერთად. არ გეგონო, რომ ამის გამო დაგტოვე. დიდ გასაჭირში ვცხოვრობდით, მაგრამ ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია შენი მიტოვება დე, რადგან მე უკვე ვიცოდი რა იყო მიტოვებისაგან გამოწვეული ტკივილი. მუშაობა დავიწყე, სწავლას შევეშვი, რაღაცნაირად გამქონდა თავი. ფეხმძიმობის დროს ბევრს ვმუშაობდი, რომ მერე თავი გვერჩინა. ერთ წელიწადში, გავიგე რომ ცოლი მოიყვანა. სწორედ მაშინ მივხვდი, რატომ მიწუნებდა მისი ოჯახი. მათ სხვა უნდოდათ შვილისთვის. ალექსიც ვერ შეეწინააღმდეგა და ჩვენი სიყვარული გაწირა. მალევე ეყოლათ ბიჭი, სახელად ლუკა. გაშორებიდან მხოლოდ ერთხელ ვნახე მამაშენი, შენს დაბადების დღეს. გვარი მოგცა ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად. საოცრად გავხარ მამას. ხანდახან მის გარეშე იმდენად მიჭირდა, რომ მეგონა მოვკვდებოდი, მაგრამ შენ მაძლიერებდი დე. შენ, რომ გიყურებდი ყოველთვის მამაშენი მახსენდებოდა. იცი როგორ მენატრებოდა? იცი დე? მთელი ჩემი სხეული ტკივილს მოეცვა მისი მონატრება ყელში მიჭერდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა... 4 წლის იყავი, რომ გავიგე ის რამაც საბოლოოდ გამტეხა და გამანადურა. გავიგე,რომ სიმსივნე მქონდა და სულ ცოტა დრო მრჩებოდა. საერთოდ არ მიფიქრია ჩემს თავზე, მხოლოდ შენზე ვფიქრობდი დე. მტკიოდა, შენს ნაცვლადაც მე მტკიოდა. აპატიე დედას, აპატიე შენს დედიკოს, რომ დაგტოვა. მაპატიე არ მინდოდა ჩემო სიცოცხლევ. მე მხოლოდ შენთან ერთად მინდოდა, მაგრამ ცხოვრებამაც კი გამიმეტა, გაგვიმეტა სიხარულო. ეს ამბავი, რომ გავიგე, არავისთვის მითქვამს. მხოლოდ ჩემ დას დავუტოვე წერილი და ვთხოვე,რომ 18 წლის ასაკში შენთვის გადმოეცა. მაპატიე ჩემო ლამაზო, რომ ისე ვერ გაცხოვრე როგორც იმსახურებდი. ზაფხულში მიგიყვანე ბავშვთა სახლში და ტირილით დაგტოვე იქ. მერჩივნა მომვკვდარიყავი ოღონდ მანდ არ დამეტოვე, მაგრამ მე ხომ ისედაც ვკვდებოდი. მთელი დარჩენილი თვეების მანძილზე ყურებში შენი ტირილის ხმა ჩამესმოდა, რაც არა მარტო ფიზიკურად, სულიერადაც მკლავდა. მახსოვს მაშინ მკითხე:
- დედიკო სად მიდიხარ?
- საქმეზე დედი.
- მალე მოხვალ?
- ვერა დე ვეღარ მოვალ, მაგრამ ხომ იცი დედას როგორც უყვარხარ?
- მეც მიყვარს დედა
ეს თქვი და შენი პატარა ხელები შემომხვიე. არ გთხოვ, რომ წერილით შეგიყვარდე, მაგრამ გახსოვდეს დე, რომ მე შენ მთელი გულით მიყვარდი, მართალია ახლა შენთან არ ვარ, მაშინ როცა ყველაზე მეტად გჭირდები, მაგრამ იცოდე რომ ყველაზე მეტად მიყვარდი, მეყვარები და ზეციდან დაგიცავ. ეს ჩემი პირველი და ბოლო წერილია დე. კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს. დედაშენი მოკვდა, თუმცა მისი შენდამი სიყვარული არ მომკვდარა, მხოლოდ იმას გთხოვ, რომ არ გძულდე. ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ , ახლა კი მარტო გიწევს ბრძოლა ამ ბინძურ და უსამართლო სამყაროში, გაუძელი ლიზა. მე აქედან დაგიცავ. "
- არა, არა, გთხოვ დედა. გთხოვ არ დამტოვო. რატომ? რატომ მაინც და მაინც შენ?
ვყვირი, რაც შემიძლია ხმამაღლა. იქვე მდგარ ლარნაკს კედელს ვესვრი. კონვერტიდან რაღაც სურათები ცვივა. ფოტოს დავყურებ სადაც დედა და ალექსანდრე არიან გამოსახული, დიახ ალექსანდრე და არა მამა, რადგან მისი ბრალია ყველაფერი. მან მომიკლა დედა. მისი ბრალია მე, რომ ამ დღეში ვარ. ჩემი და დედას ფოტოებიც იყო საოცრად ლამაზი დედა მყოლია მე ვამაყობ მისით, დედაჩემი ძლიერი ქალი იყო, მან ყველა ტკივილს გაუძლო მხლოდ და მხოლოდ ჩემს გამო, მე კი მას ვადანაშაულებდი.
- რატომ ღმერთო? რატომ ვარ ასეთი სულელი?
იქვე მაგიდაზე ტელეფონს ვწვდები და ლუკას ნომერს ვკრიფავ.
- გისმენთ
აშკარად ეძინა, პრინციფში სხვას რას უნდა აკეთბდეს ღამის 3 საათზე.
- ლუკა
- ლიზა რა ხდება, რა გატირებს?
- გთხოვ უნდა მნახო საქმე მაქ შენთან. გთხოვ თორემ მოვკვდები.
- დამშვიდდი ახლავე მოგაკითხავ, მოემზადე.
გამითიშა. სული მიხურდა. მე ახლა პასუხს ვაგებინებდუ იმ კაცს, რომელმაც დედა გაიმეტა. რა მომზადება მინდოდა ჩანთაში ჩავდე წერილი, სურათები და გარეთ გავედი. სიცივეს ვერ ვგძნობდი იმდენად ძლიერი იყო სულის ტკივილი. ლუკას მისამართი მივწერე. მალევე შევამჩნიე ტაქსი, რომელიც ჩემს წინ შეჩერდა. იქიდან ლუკა გადმოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა.
- რა მოგივიდა ლიზა? ვინ გაწყენინა მითხარი.
- ვინ მაწყენინა? არც არავინ, მხოლოდ მამაშენმა გამინადგურა ცხოვრება.
- რა სისულელეებს ამბობ ლიზა?
- მიმიყვანე მასთან გთხოვ.
- კარგი დამშვიდდი წამოდი ჩემთან სახლში
- სახლში?
- ჰო დედა მივლინებაშია. მარტო მე და მამა ვართ.
ფეხით გავუყევით გზას, რადგან ახლა ყველაზე მეტად სუფთა ჰაერი მჭირდებოდა. ლუკამ ლამაზ სახლთან მიმიყვანა. სიმწრით გამეღიმა, აქ ახლა მე და დედას უნდა გვეცხოვრა, რომ არა ის ადამიანები რომლებმაც დედაჩემს ცხოვრება დაუნგრიეს.
კაბინეტში იჯდა ბატონი ალექსანდრე და კარის საპირისპირო მხარეს შეეტრიალებინა სავარძელი.
- მამა
ლუკამ გამოაფხიზლა მამამისი ფიქრებიდან.
- გისმენ ლუკ...
ჩემს დანახვაზე სიტყვა გაუწყდა.
- რატომ არის შენი მასწავლებელი აქ?
შეშფოთება დაეტყო სახეზე.
- მე მისი მასწავლებელი არ ვარ, მე ლუკას და ვარ.
მტკიცედ განვაცხადე.
- რას ამბობ?
- თავის დროზე არ გეყოთ ბრძოლის უნარი, თავის დროზე უნებისყოფო აღმოჩნდით. ახლაც არ აღიარებთ, რომ მე თქვენი და ქეთის შვილი ვარ.
- მამა, მართალს ამბობს ლიზა?
- მითხარით, რატომ გამიმეტეთ? რატომ გამიმეტეთ ასეთი ცხოვრებისთვის?
- სად არის ლიზა დედაშენი?
- დედაჩემი აღარ არის, გარდაიცვალა.
- ლიზა თქვი, რომ ხუმრობ.
- აბა თქვენ რა გგონიათ რატომ მიმატოვა დედამ? შეეშინდა ჩემი გაზრდის? უბრალოდ ის კვდებოდა
- რითი დაამტკიცებ ამას?
ჩანთიდან სურათები ამოვიღე და წინ დავუდე.
- მითხარით რომ არ ხართ ეს თქვენ, მიდით მითხარით.
შემდეგ წერილი ამოვიღე და მისი ხმამაღლა კითხვა დავიწყე, ბოლოში ისევ ცრემლებმა დამისველეს სახე.
- რა დაგიშავა დედაჩემმა? რატომ მომიკალი, მითხარი გთხოვ.
უკვე ვგძნობდი როგორ მტკივდებოდა გული. ლუკა სწრაფად მოვიდა ჩემთან და ხელი შემომხვია.
- ლიზა გაჩერდი, ასე არ შეიძლება ცუდად გახდები.
მე კი მისი დანარჩენი სიტყვები აღარც გამიგია, რადგან უკვე ცუდად გავხვდი და ყველაფერი ბნელმა მოიცვა.
გამოფხიზლებისთანავე მივხვდი, რომ ჩემს ოთახში არ ვიყავი. წამოვდექი, თავბრუს ხვევა ვიგრძენი , მაგრამ არ შეჩერებულა არ.ქვევით ჩასასვლელ კიბეებს დავუყევი, მისაღებ ოთახში ლუკა და მამამისი იყვნენ.
- ეს როგორ გააკეთე მამა
- რა მექნა ლუკა მითხარი,დამემუქრნენ რომ სწავლის ფულს აღარ გადამიხდიდნენ, სამსახურს არ დამაწყებინა დემე, რომ ოჯახს ვერ ვარჩენდი მათ გარეშე და ისედაც დამენგრეოდა.
- მესმის მამა, მესმის მაგრამ ლიზამ რა დააშავა.ისიც ისე უნდა გიყვარდეს როგორც მე.
- შენ რა,გგონია არ მიყვარს? ლიზა ჩემი შვილია.ყოველთვის ვაკვირდებოდი, როგორ დადიოდა ბაღში,შემდეგ კი გაქრნენ, ისიც და დედამისიც. დიდხანს ვეძებდი მის ადგილსამყოფელს, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ ბოლოს მივაგენი, ისიც შენს სკოლაში.იცი რა გრძნობა დამეუფლა? ამდენი წლის შემდეგ პირველად ვნახე შვილი.13 წელი.13 წელი ვეძებდი, 13წელი ლიზა იქ იყო და არც ერთხელ არ მინახავს.
- არ ვიცი რა გითხრა, ფაქტი ერთია. ლიზამ ათასი დამცირება და ტკივილი გადაიტანა, ამას კი თქვენ, შენ და დედამის გაბრალებდათ ახლა, კი მხოლოდ და მხოლოდ შენ გაბრალებს.
- როგორ მიჭირს შენ ვერც კი წარმოიდგენ.
- უნდა დაანახო შენი სიყვარული, უნდა აგრძნობინო, რომ მამამისი ხარ და არა უბრალოდ მოვალეობის მიზნით აკეთებ ყველაფერს.
- დაველაპარაკო?
- სკოლაში ერთად წავალთ და გავიგებ რა გეგმები აქვს.
- არ მაპატიებს, არაკაცი ვარ.
ჩავახველე და კიბეებზე ვიწყებ სვლა.
- ლიზა როგორ ხარ?
ლუკამ გამიღიმა.
- კარგად. გმადლობთ, რომ ერთი ღამით შემიფარეთ, ახლა კი დაგტოვებთ.
- ერთად წავიდეთ სკოლაში.
- ჯერ ისაუზმეთ.
- ნუ შეწუხდებით.
- ლიზა გთხოვ
მუდარით შემომხედა ლუკამ და მეც აღარ შევწინააღმდეგებივარ. სუფრა მე და ლუკამ ერთად გავშალეთ, ალექსანდრე მაგიდასთან იჯდა და სევდიანად გვიღიმოდა.
- მე წაგიყვანთ სკოლაში.
- მადლობა, მაგრამ მე ავტობუსით დავდივარ და ნუ შეწუხდებით ჩემს გამო.
- ლიზა გთხოვ მომეცი საშუალება, რომ ჩემი დანაშაული გამოვისყიდო.
- დანაშაულის გამოსყიდვა
ირონიულად წარმოვთქვი და თვალებში შევხედე. თვითონ სხვაგან გაიხედა. საშინლად მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი ისე, როგორც შვილი ეხუტება ხოლმე მამას. სამწუხაროდ ხშირად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. საუზმეს, რომ მოვრჩით სუფრა ავალაგე და ჭურჭლის რეცხვა დავიწყე.
- შეეშვი მე თვითონ მივხედავ.
ჩემსკენ წამოვიდა ალექსანდრე. ლუკამაც დრო იხელთა და მარტო დაგვტოვა.
- არა თითქმის მოვრჩი.
- რაღაც მინდა გითხრა.
- გისმენთ
- პირველ რიგში, შეეშვი თქვენობით ლაპარაკს.
- კარგით, კარგი.
უცებვე შევასწორე და ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გამღიმებოდა.
- მინდა, რომ აქ გადმოხვიდე საცხოვრებლად.
- რა? აქ არ არის ჩემი ადგილი.
- მომეცი შანსი გთხოვ, ცოტახანს იყავი ჩემთან და თუ სურვილი ისევ არ გექნება აქ ცხოვრების ჩემივე ხელით წაგიყვან უკან, შენს სახლში.
- საღამომდე მოვიფიქრებ.
- კარგი შვილო.
მისი ნათქვამი "შვილო" სულ სხვა იყო. სხვანაირი გულით იყო ნათქვამი . ბევრი ვიფიქრე იმის თაობაზე რა მეთქვა ალექსანდრეს თვის. მაქსიმეს დავურეკე, სკოლის შემდეგ.
- ბოდიში სიხარულო, დილას ვაპირებდი შენს სამსახურში წაყვანას, მაგრამ ვეღარ მოვახერხე.
- სკოლაში მამაჩემმა წამიყვანა.
- მე მართლა გეუბნები ლიზა.
- მეც მაქსიმე.
- კარგი, მივხვდი რაღაც რიგზე ვერ არის. სახლში დამელოდე მოგაკითხავ.
გავუთიშე და სახლისკენ წავედი. გზაში ლუკა წამომეწია.
- მამა მოგვაკითხავს და სახლში წაგვიყვანს, ხომ წამოხვალ?
- ლუკა, არ ღირს დამიჯერე. საერთოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩემი მაგ სახლში ცხოვრება. ან საერთოდ დედაშენი რას იტყვის საერთოდ.
- ეს მამაჩემის სახლია და როგორც მე, ისევე შენც გეკუთვნის.
- არ არის ასე.
- ლიზა სცადე იყო ლმობიერი. ნუ იტანჯავ თავს.
- მოვალ.
- რა თქვი?
- ჰო ახლა მაქსიმეს ვნახავ და შემდეგ სახლში მოვალ.
- ჩემი პატარა დაიკო.
ჩამეხუტა ლუკა.
- პატარა? არ დაგავიწყდეს, რომ შენზე დიდი ვარ.
- მაინც ჩემი პატარა დაიკო ხარ
გამეცინა და მეც მოვხვიე ხელები, ასე იქამდე ვიდექით სანამ ალექსანდრე არ გამოჩნდა.
- ლიზა წამოხვალ?
შეპარვით მკითხა.
- საღამოს მოვალ
ვეცადე გამეღიმა და გავიღიმე კიდეც მაგრამ ვერავინ ვერ მიხვდა, რომ ამ ღიმილში ყველაფერი იყო ღიმილის გარდა.
სახლში საოცრად ცარიელი დავბრუნდი. აღარც მტკიოდა და აღარც განვიცდიდი რამეს. ცოტახანში მაქსიმე მოვიდა, არსად გასვლის სურვილი არ მქონდა, ვორჭოფობდიზ მათეს შემდეგ ყველას შემოსვლის მეშინოდა, მაგრამ შემდეგ მეთვითონ გავბრაზდი საკუთარ თავზე და მაქსიმე შემოვიპატიჟე. საერთოდ ყველაფერი მოვუყევი რაც გადამხდა თავს ამ ერთი დღის განმავლობაში, ის კი ჩუმად მისმენდა და თან ყავას სვავდა.
- რას ფიქრობ წავიდე?
დავსვი ბოლო კითხვა და ამოვისუნთქე.
- აუცილებლად ლიზა, ამას კითხვაც არ უნდა. უკვე გაირკვა, რომ დედაშენი არ არის ცოცხალი.
ამ სიტყვების თქმისას ცოტა შეყოვნდა, თუმცა შემდეგ თამამად განაგრძო
- სამაგიეროდ მამა გყავს, შეეცადე მიიღო გულით და აპატიო, დარწმუნებული ვარ ძალიან ნანობს.
- წარმოვიდგენ ხოლმე, რომ შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. და მგონია, რომ ვგიჟდები.
- დამშვიდდი ჩემო პატარა, მე შენს გვერდით ვარ
- მიყვარხარ მაქსიმე
- მეც ანგელოზი
თქვა და ტუჩებზე კოცნა დამიტოვა, შემდეგ კი ისევ მიმიხუტა. მეც ხარბად შევისუნთქე საყვარელი სურნელი. მიკვირდა როგორ შეეძლო ამ ადამიანს ჩემი გაღიმება ყველზე რთულ მომენტშიც კი. მალე ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო შეიცვლებოდა.
ჩემოდანში ჩავალაგე ჩემი ნივთები და სახლი დავტოვე. მაქსიმემ მიმიყვანა ალექსანდრეს სახლამდე.
- არ შემარცხვინო ლიზ.
გამიცინა და უცბად მაკოცა. ნერვიულობის მიუხედავად მეც გამეცინა.
- ვნერვიულობ მაქსიმე.
- თუ რამეა დამირეკე.
ჩემოდანი კარებამდე მიმატანინა მაქსიმემ და წავიდა.. ღრმად ჩავისუნთქე და ბევრჯერ წავიღე ხელი კარისკენ, მაგრამ უკანვე დავაბრუნე. ბოლოს გამოვტრიალდი. ტელეფონი აწკრიალდა.
- მაქსიმე?
- გიყურებ და გელოდები.
- არ შემიძლია.
- მოდი, ნუ ვიჩხუბეთ.
- კარგი
გავუთიშე ტელეფონი და კარებზე დავაკაკუნე.
- გამარჯობა ლიზა.
კარები ღიმილით გამიღო უცხო ქალმა.
- გამარჯობა. თქვენ ნინო ხართ?
- არა ლიზა, მე სახლის მომვლელი ვარ. შემოდი კარში ნუ დგახარ.
სახლში შევაბიჯე.
- ლუკა მოდი შვილო დაეხმარე ლიზას.
გახარებული ლუკა გამოვიდა და გადამეხვია.
- როგორ გამახარე შენ ხომ არ იცი. წამოდი მამა გველოდება ერთად ვისადილოთ
სამზარეულოში შევედით. ალექსანდრემ გამიღიმა. მაკა დეიდა სუფრას შლიდა.
- მამა ლიზას ანახე თავისი ოთახი, მოემზადება, სანამ სუფრას გავშალით.
ალექსანდრე წამოდგა და წინ გამიძღვა. მეორე სართულზე ავედით
- აი ეს არის შენი ოთახი. კარადაში ყველაფერია. დედაშენს მოსწონდა ჩემი გემოვნება იმედია შენც მოგეწონება. დაისვენე და ჩამოდი.
- მადლობა, ეს არ იყო საჭირო
იმდენად გაოცებული ვიყავი ამ სანახაობით სიტყვებს ვერ ვუყრიდიი თავს.
- იმედი მაქვს მოგწონს
- ძალიან.
გავუღიმე ალექსანდრეს. ისიც გავიდა.
ოთახი უზარმაზარი იყო,
ღია იისფერი კედლებით, რასაც ფუმფულა საწოლი და კუთხეში მდგარი დიდი სარკე ამშვენებდა. იქვე იდგა ტანსაცმლის კარადაც. და მაგიდაც, რომელზეც შავი apples ნოუთბუქი იდო. ამდენი ავეჯის მიუხედავად, მაინც დიდი სივრცე იყო. ოთახში იყო სააბაზანოც, და აივანი, რომლიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა.
საწოლზე ჩამოვჯექი და სარკეში ჩავიხედე. ჩემი თავი ვერ ვიცანი. მე აღარ ვიყავი ისეთი სასოწარკვეთილი, როგორიც ადრე. ეს კი რათქმაუნდა კარგს ნიშნავდა. სპორტულები ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.
- მართლა ძალიან მომეწონა ოთახი, ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
ყველას გავუღიმე და სუფრას მოვუჯექი.
- მთავარია, რომ მოგეწონა.
- არ მინდა, რომ შეგაწუხოთ.
- ლიზა ეს სახელი შენიცაა, ასე რომ... მიირთვი ახლა.
მეც ხმა აღარ ამომიღია ისე განვაგრძე ჭამა. ცოტახანში ტელეფონმა დამირეკა. წამოდგომა დავაპირე.
- უპასუხე, ნუ ადგები.
- გისმენ ლიკუნა
- რესტორანში მივდივართ ლიზ, ხომ წამოხვალ?
- არამგონია ლიკუნა.
- წამოდი, რა
- ცოტახანში დაგირეკავ.
- სადმე მიდიხარ ლიზა?
გაკვირვებულმა გამომხედა ლუკამ
- არა, ბავშვები რესტორანში მიდიან, მაგრამ მე არ მინდა წასვლა.
- როგორ არ გინდა? წადი ლიზა
ალექსანდრე ხვდებოდა ნამდვილ მიზეზს. მალე ადგა, სამზარეულო დატოვა და რაღაც კარგით დაბრუნდა ოთახში.
- ეს გამომართვი და სადაც მოგინდება იქ წადი.
- არ მინდა, მართლა სამეცადინო მაქვს.
- ხვალ შაბათი-კვირაა
გაეცინა ზუსტად ზუსტად ისე, მე რომ ვიცინი ხოლმე.
- ლიზა გამოართვი მამას კარტა და კარგად გაერთე, მე წაგიყვან.
- ლუკა მართალია, მიდი გამოიცვალე შვილო.
- მადლობა დიდი.
მისკენ წავედი, მაგრამ ვერ გავბედე ჩახუტება, ისიც მიხვდა, რასაც ვაპირებდი და უხერხული სიტუაციის განსამუხტად გამეცალა. ოთახში ავედი, კარადა გამოვაღე და დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ რა ჩამეცვა. ბოლოს არჩევანი მოკლე, მუხლს აცდენილ ნაცრისფერ კაბაზე შევარჩიე. შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შევუხამე და მკვეთრი მაკიაჟი გავიკეთე. მართალი აღმოჩნდა დედა მართლაც კარგი გემოვნება ჰქონია მამაჩემს. ეს ყველაფერი, ხომ მისი ნაყიდია. თმა გაშლილი დავიტოვე და ქვევით ჩავედი.
- ვაუ არ მჯერა, ეს ჩემი დაა? აბა დატრიალდა
ერთად ვიცინოდით მე და ლუკა და თან ვტრიალებდით.
- კარგი, ბიჭო ნუ ხარ მაიმუნი, არ ატკინო რამე გოგოს.
ალექსანდრეც სიცილით ცდილობდა ჩვენს შეჩერებას. ბოლოს გავჩერდით. ერთმანეთს ვიჭერდით, რომ არ წავქცეულიყავით.
- ლიზა მძღოლი წაგიყვანს.
- მადლობა
- რამდენიმე სიტყვა უნდა დაივიწყო.
- ბატონო? საწოლზე ჩამოვჯექი და სარკეში ჩავიხედე. ჩემი თავი ვერ ვიცანი. მე აღარ ვიყავი ისეთი სასოწარკვეთილი, როგორიც ადრე. ეს კი რათქმაუნდა კარგს ნიშნავდა. სპორტულები ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.
- მართლა ძალიან მომეწონა ოთახი, ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
ყველას გავუღიმე და სუფრას მოვუჯექი.
- მთავარია, რომ მოგეწონა.
- არ მინდა, რომ შეგაწუხოთ.
- ლიზა ეს სახელი შენიცაა, ასე რომ... მიირთვი ახლა.
მეც ხმა აღარ ამომიღია ისე განვაგრძე ჭამა. ცოტახანში ტელეფონმა დამირეკა. წამოდგომა დავაპირე.
- უპასუხე, ნუ ადგები.
- გისმენ ლიკუნა
- რესტორანში მივდივართ ლიზ, ხომ წამოხვალ?
- არამგონია ლიკუნა.
- წამოდი, რა
- ცოტახანში დაგირეკავ.
- სადმე მიდიხარ ლიზა?
გაკვირვებულმა გამომხედა ლუკამ
- არა, ბავშვები რესტორანში მიდიან, მაგრამ მე არ მინდა წასვლა.
- როგორ არ გინდა? წადი ლიზა
ალექსანდრე ხვდებოდა ნამდვილ მიზეზს. მალე ადგა, სამზარეულო დატოვა და რაღაც კარგით დაბრუნდა ოთახში.
- ეს გამომართვი და სადაც მოგინდება იქ წადი.
- არ მინდა, მართლა სამეცადინო მაქვს.
- ხვალ შაბათი-კვირაა
გაეცინა ზუსტად ზუსტად ისე, მე რომ ვიცინი ხოლმე.
- ლიზა გამოართვი მამას კარტა და კარგად გაერთე, მე წაგიყვან.
- ლუკა მართალია, მიდი გამოიცვალე შვილო.
- მადლობა დიდი.
მისკენ წავედი, მაგრამ ვერ გავბედე ჩახუტება, ისიც მიხვდა, რასაც ვაპირებდი და უხერხული სიტუაციის განსამუხტად გამეცალა. ოთახში ავედი, კარადა გამოვაღე და დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ რა ჩამეცვა. ბოლოს არჩევანი მოკლე, მუხლს აცდენილ ნაცრისფერ კაბაზე შევარჩიე. შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შევუხამე და მკვეთრი მაკიაჟი გავიკეთე. მართალი აღმოჩნდა დედა მართლაც კარგი გემოვნება ჰქონია მამაჩემს. ეს ყველაფერი, ხომ მისი ნაყიდია. თმა გაშლილი დავიტოვე და ქვევით ჩავედი.
- ვაუ არ მჯერა, ეს ჩემი დაა? აბა დატრიალდა
ერთად ვიცინოდით მე და ლუკა და თან ვტრიალებდით.
- კარგი, ბიჭო ნუ ხარ მაიმუნი, არ ატკინო რამე გოგოს.
ალექსანდრეც სიცილით ცდილობდა ჩვენს შეჩერებას. ბოლოს გავჩერდით. ერთმანეთს ვიჭერდით, რომ არ წავქცეულიყავით.
- ლიზა მძღოლი წაგიყვანს.
- მადლობა
- რამდენიმე სიტყვა უნდა დაივიწყო.
- ბატონო?საწოლზე ჩამოვჯექი და სარკეში ჩავიხედე. ჩემი თავი ვერ ვიცანი. მე აღარ ვიყავი ისეთი სასოწარკვეთილი, როგორიც ადრე. ეს კი რათქმაუნდა კარგს ნიშნავდა. სპორტულები ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.
- მართლა ძალიან მომეწონა ოთახი, ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
ყველას გავუღიმე და სუფრას მოვუჯექი.
- მთავარია, რომ მოგეწონა.
- არ მინდა, რომ შეგაწუხოთ.
- ლიზა ეს სახელი შენიცაა, ასე რომ... მიირთვი ახლა.
მეც ხმა აღარ ამომიღია ისე განვაგრძე ჭამა. ცოტახანში ტელეფონმა დამირეკა. წამოდგომა დავაპირე.
- უპასუხე, ნუ ადგები.
- გისმენ ლიკუნა
- რესტორანში მივდივართ ლიზ, ხომ წამოხვალ?
- არამგონია ლიკუნა.
- წამოდი, რა
- ცოტახანში დაგირეკავ.
- სადმე მიდიხარ ლიზა?
გაკვირვებულმა გამომხედა ლუკამ
- არა, ბავშვები რესტორანში მიდიან, მაგრამ მე არ მინდა წასვლა.
- როგორ არ გინდა? წადი ლიზა
ალექსანდრე ხვდებოდა ნამდვილ მიზეზს. მალე ადგა, სამზარეულო დატოვა და რაღაც კარგით დაბრუნდა ოთახში.
- ეს გამომართვი და სადაც მოგინდება იქ წადი.
- არ მინდა, მართლა სამეცადინო მაქვს.
- ხვალ შაბათი-კვირაა
გაეცინა ზუსტად ზუსტად ისე, მე რომ ვიცინი ხოლმე.
- ლიზა გამოართვი მამას კარტა და კარგად გაერთე, მე წაგიყვან.
- ლუკა მართალია, მიდი გამოიცვალე შვილო.
- მადლობა დიდი.
მისკენ წავედი, მაგრამ ვერ გავბედე ჩახუტება, ისიც მიხვდა, რასაც ვაპირებდი და უხერხული სიტუაციის განსამუხტად გამეცალა. ოთახში ავედი, კარადა გამოვაღე და დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ რა ჩამეცვა. ბოლოს არჩევანი მოკლე, მუხლს აცდენილ ნაცრისფერ კაბაზე შევარჩიე. შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შევუხამე და მკვეთრი მაკიაჟი გავიკეთე. მართალი აღმოჩნდა დედა მართლაც კარგი გემოვნება ჰქონია მამაჩემს. ეს ყველაფერი, ხომ მისი ნაყიდია. თმა გაშლილი დავიტოვე და ქვევით ჩავედი.
- ვაუ არ მჯერა, ეს ჩემი დაა? აბა დატრიალდა
ერთად ვიცინოდით მე და ლუკა და თან ვტრიალებდით.
- კარგი, ბიჭო ნუ ხარ მაიმუნი, არ ატკინო რამე გოგოს.
ალექსანდრეც სიცილით ცდილობდა ჩვენს შეჩერებას. ბოლოს გავჩერდით. ერთმანეთს ვიჭერდით, რომ არ წავქცეულიყავით.
- ლიზა მძღოლი წაგიყვანს.
- მადლობა
- რამდენიმე სიტყვა უნდა დაივიწყო.
- ბატონო?
გამიკვირდა მისი ნათქვამი
- მოდი ვითამაშოთ ვინც მადლობას იტყვის, დაისჯება.
ამაზე კიდევ უფრო მეტს ვიცინით, რომ დავმშვიდდი გარეთ გავედი.
- წარმატებები ლიზუ.
ეშმაკურად გამიცინა ლუკამ და კარები დაკეტა. დაგვიანებით შევედი რესტორანში, ყველა იქ დამხვდა, მათ შორის მაქსიმეც, რომელიც ჩემს დანახვაზე წამოდგა და ჩემსკენ გამოემართა.
- რა ლამაზი ხარ ლიზა.
- მეგონა მომაკითხავდი, ან დამირეკავდი მაინც.
- მაპატიე, თავიდან ამომივარდა უცებ.
- თავიდან ამოგივარდა? მით უკეთესი
გავეცალე და ბავშვებისკენ წავედი.
- ტასოს მივუჯექი გვერდით და ყველას მივესალმე, ბევრს ვიცინოდით ყველა, გარდა ტასოსი, რომელსაც რატომღაც ამ ხნის მანძილზე არც კი გაუღიმია. მარტო, რომ დავრჩით მხოლოდ მაშინ ვკითხე მიზეზი.
- ტასიკ რა გჭირს?
- არაფერი ლიზა, უბრალოდ არ მეძინა კარგად და მხოლოდ ეს არის.
მხოლოდ ახლა შევამჩნიე ბიჭი, რომელიც თვალს არ აშორებდა ტასოს.
- მგონი შენ გიყურებს.
იქით გავახედე ანასტასია.
- ახლა ეგ მადარდე რა.
გაეცინა და ისევ ფიქრებს მიეცა, ჩემთან კი მაქსიმე მოვიდა.
- წამოდი მეცეკვე.
- სხვას ეცეკვე
- ხო ხარ ღირსი მართლა სხვას რომ ვეცეკვო?
- ვინმემ დაგიშალა?
- ნუ მიშლი ნერვებს. ადექი.
ძალით წამომაყენა და საცეკვაო მოედნისკენ წამიყვანა. მეც ამს მივყევი და მელოდიას ტანი ავაყოლე. მაგიდასთან მარტო დარჩენილ ანასტასიას კი ზუსტად ის ბიჭი მიუახლოვდა მე, რომ ცოტახნისწინ შევამჩნიე.
- ხომ არ გვეცეკვა?
მომხიბვლელად გაუღიმა უცნობმა ტასოს.
- არა, მადლობა.
არც შეუხედავს, ისე გასცა პასუხი, სხვა რა გზა ჰქონდა უცნობს ისიც გაეცალა ტასოს და თავის მაგიდას დაუბრუნდა. სიმღერა მორჩა, და ჩვენც ტასოს შევუერთდით. მხიარულება გრძელდებოდა, მანამ სანამ რესტორანში კატო შემოაბიჯებდა, მისი შემოსვლის შემდეგ კი ჩვენი, ყველას გულებში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა.
- ამას აქ რაუნდა?
გაღიზიანებულმა გახედა ნინიმ კატოს.
- თუ მოვკიდე ხელი ვერავინ გამომგლეჯს
მას აჰყვა სოფიც. კატო კი ნელ-ნელა ჩემსკენ მოიწევდა.
- შენთან საქმე მაქვს.
- მე არანაირი საქმე არ მაქვს შენთან.
- გინდა, რომ ყველას წინ შეგარცხვინო?
- კატო წამოდი.
მაქსიმე ეცადა კატოს გაყვანას.
- რა დაგიშავა ამ გოგომ? რატომ იყენებ? არ გეცოდება მაინც? ის ხომ..
- რას ამბობს?
ფეხზე წამომდგარმა დემემ შეაჩერა კატო.
- მაქსიმე მიხვდა, რომ ლიზას გამოყენება ადვილია, ჰოდა შანსი ხელიდან არ გაუშვა.
- სისულელეა. არ მჯერა. შენი უაზრო გამოხტომებით ჩვენს სიყვარულს ვერ დაანრევ კატო.
ეს ვთქვი თუ არა, მაქსიმემ ამოისუნთქა, კატო კი ჩემსკენ გამოიწია. საბედნიეროდ მაქსიმემ დაიჭირა და გარეთ გაიყვანა. მეც მათ უნდა გავყოლოდი, მაგრამ ნიკამ შემაჩერა.
- არ ღირს უყურო, როგორ გაიყვანს.
- კარგი.
მეც ჩემს ადგილს დავუბრუნდი. დრო გავიდა, მაქსიმე არ გამოჩნდა, ამიტომ შეუმჩნევლად მეც წამოვდექი და გასასვლელისკენ დავიძარი. რესტორნის შესასვლელთან იდგნენ მაქსიმე და კატო, კამათობდნენ, წამით ჩემსკენ გამოიხედა კატომ და მაშინვე ეცა მაქსიმეს ტუჩებზე, მაქსიმემ თავიდან შეაჩერა მაგრამ მეორე ცდაზე ისიც აყვა კატოს კოცნაში.
მეგონა თავში, რაღაც მძიმე ჩამარტყეს. ყელში ბურთი გამეჩხირა. სუნთქვა გამიჭირდა. გულზე ხელი მივიდე და ვეცადე ღრმად ჩამესუნთქა. რესტორანი უკანა გასასვლელიდან დავტოვე და სახლში წამოვედი. კარი ლუკამ გამიღო.
- რა გჭირს ლიზა? მე ასეთი არ გამიშვიხარ.
- ლიზა, მამა რა მოგივიდა?
უცებ მოვიდა ალექსანდრე და ხელი მომხვია, რომ დივანზე ჩამოვესვი. ყველაფერი მოვუყევი მათ, მომხდარის შესახებ.
- დამშვიდდი შვილო, დაისვენე, დაიძინე და მერე გადაწყვიტე რას იზავ.
- მამა მართალია, ადი დაიძინე.
წამოვდექი და ჩემი ოთახისკენ გავემართე. საწოლზე პირქვე დავემხე და ტირილი დავიწყე. ვტიროდი, რადგან სიტყვებს არ შეეძლოთ იმის ახსნა, თუ რას განვიცდიდი. ჩემი ტელეფონი გაუჩერებლივ რეკავდა, თუმცა არავისთან ლაპარაკის თავი არ მქონდა. ბოლოს დემეტრეს ზარს ვუპასუხე.
- კარგად ვარ
ვუთხარი და ტელეფონი საერთოდ გავთიშე. სააბაზანოში შევედი, რომ ცოტა მაინც დავცლილიყავი ემოციებისგან და დამესვენა. მხოლოდ იქიდან გამოსვლის შემდეგ ჩავრთე ტელეფონი. ჩავრთე თუ არა მაქსიმეს ზარი შემოვიდა. ისევ არ ვუპასუხე. 10 წუთში კარებზე მომიკაკუნეს.
- ლიზა შეიძლება?
- მოდი.
- იცი მა, მაქსიმეა მოსული და.
- მაქსიმე?
- იქნებ დაელაპარაკო.
ქვევით ჩავედი, მისაღებში მიცდიდა.
- რატომ არ მპასუხობდი. იცი რამდენი ვინერვიულე.
- და რა განერვიულებდა?
- როგორ, თუ რა?
- წადი მაქსიმე, ასე სჯობს.
ვთქვი და შემოვტრიალდი, ისევ უკანვე დავბრუნდი ოთახში. აივნიდან დავინახე, როგორ გავიდა მაქსიმე ერთი ამომხედა და მერე გაუჩინარდა. რა აზრი ჰქონდა მოსმენას, რა მნიშვნელობა ჰქონდა რას იტყოდა. თავს იმართლებდა, თუ ბოდიშს მოიხდიდა. მისი ჩადენილი ქმედებები, მაინც არ შეიცველობდა. მეტი აღარ მიფიქრია დავწექი და დავიძინე, რადგან უაზრო ფიქრები თავიდან ამომეგდო და მეტი აღარ მეფიქრა მაქსიმეზე, თორემ ნამდვილად შევიშლებოდი ჭკუიდან.
დილას გვიან გავიღვიძე. ვინაიდან არც სკოლა იყო და არც უნივერსიტეტი შაბათს.
- დილამშვიდობისა ლიზა.
ღიმილით მომესალმა მაკა დეიდა.
- დილამშვიდობისა, არავინ არ არის?
- არა შვილო. ალექსანდრე სამსახურშია, ლუკაც მას გაყვა. მოდი სუფრას გაგიშლი მე შენ და ისაუზმე.
- არა, არ შეწუხდეთ. მხოლოდ ყავას დავლევ.
- როგორ შეიძლება დილას ყავის დალევა? დაჯექი და ცოტა მაინც ჭამე.
- კარგით.
გამეცინა მის მზრუნველობაზე.
- ლუკას დედა... როდის ჩამოდის?
- არ ვიცი ლიზა, ნინო უხეში ქალია. იშვიათად ჩამოდის. ყველას ნერვებს უშლის და ისევ მიდის მერე.
- აქ, რომ დამინახავს გაგიჟდება ალბათ.
- შენ მაგაზე ნუ ფიქრობ, მის ჩხუბს არავინ აქცევს ყურადღებას.
ბევრი ვილაპარაკეთ მე და მაკამ, ცოტახანში ალექსანდრემ დამირეკა.
- ლიზ სახლში ხარ?
- კი, რა ხდება?
- არაფერი, ცოტახანში გამოგივლით და დაგირეკავთ.
მითხრა და გამითიშა. გამიკვირდა მისი ნათქვამი, მაგრამ გაკვირვება უკუვაგდე და ჩასაცმელად ავედი ზემოთ. ალექსანდრე მალე მოვიდა და მეც ქვემოთ ჩავედი. ლუკა და მამა მელოდნენ მანქანაში.
- ლიზა ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ...
სათქმელს აჭიანურებდა ლუკა. მე, კი მომლოდინე მზერით ვუცქერდი და თვალს არ ვაშორებდი.
- შვილო შეიძლება ამხელა ბიჭი ასეთი ცანცარა იყო?
გაეცინა ალექსანდრეს და თვითონ განაგრძო ლაპარაკი.
- გადავწყვიტეთ, რომ მანქანა გიყიდოთ.
- მეე?
- ჰო რა მოხდა? გჭირდება.
- არა, არ მინდა. ისეც მშვენივრად დავდივარ.
- ვინმემ გკითხა გინდა, თუ არაო?
წარბაწეულმა გამომხედა ლუკამ, რაზეც სიცილი უფრო აგვიწყდა.
- ტარება ხომ იცი?
- კი
- ჰოდა წავიდეთ ავარჩიოთ.
- ძალიან მრცხვენი ასე, რომ გაწუხებთ.
- ასე არ ელაპარაკებიან მამას.
ვცდილობდი ყველაზე უბრალო ამერჩია, მაგრამ ორივე გამიბრაზდა და თვითონ დაიწყეს მანქანის შერჩევა. ბოლოს, დიდი ფიქრის შემდეგ მერსედის უახლესი მოდელის მანქანა მიყიდეს. ძალიან მომწონდა, მაგრამ ამავდროულად შემრცხვა კიდეც მათი. მამა ჩემს მიმართ ყურადღებას უფრო და უფრო იჩენდა.
- მოგწონს?
- ძალიან მომწონს, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
- მადლობა არ არის ლიზა საჭირო.
- მამა მშია და არ მივდივართ?
- წავიდეთ ლუკა. ოღონდ ჯერ პროდუქტები ვიყიდოთ სუპერმარკეტში, ლიზამ წაგვიყვანოს.
- მამა, მე ვთქვი მშია თქო და არა სიკვდილი მინდა თქო.
- შენ ისედაც არ ჩაგსვავ ჩემს მანქანაში.
- ხოდა, ჩვენ წავიდეთ მა.
გამიცინა ალექსანდრემდა წინ დამიჯდა.
- კარგით, ხო დამელოდეთ.
სირბილით წამოგვეწია ლუკა და მანქანაში ჩაჯდა. ნელა ვატარებდი მანქანას. დაძაბული ვიყავი, რადგან ქალაქში ჯერ არ მქონდა გატარებული. ფრესკოსთან გავჩერდით და პროდუქტები ვიყიდეთ. იქაც ბევრი ვიმხიარულეთ და დაღლილები წამოვედით სახლში, ისევ ჩემი მანქანით. სახლში ერთად ვისადილეთ. ჩემს ოთახში ვიყავი, ლიკამ, რომ დამირეკა.
- ჩემთან ვართ. გამოდი რა.
- ლიკა, იცი...
- ვიცი გამოდი მეთქი.
გამითიშა ისე, რომ პასუხს არც დალოდებია.
- მე ლიკასთან მივდივარ, არ დავაგვიანებ.
- მიდი მა და კარგად გაერთე.
ღიმილით გავხედე მამას და სახლი დავტოვე, რადგან კარგი ამინდი იყო. ბავშვები ლიკას სახლის ეზოში ისხდნენ და ისე მელოდნენ.
- ვაუ მანქანა საიდან ლიზ?
გადამეხვია იკა.
- მამაჩემმა მიყიდა.
- მშვიდობაში.
ყველა იქ იყო მაქსიმეს გარდა. გული დამწყდა, მეგონა აქ იქნებოდა და ცოტა მაინც მოვიკლავდი მონატრებას.
არსებობს ისეთი უღმერთო მონატრებაც სულში, რომ გატანს ტკივილი და ძვლებამდე ჩადის. ცრემლები, რომ გაწვება და თვალს არ ახელ. მთელი შენი მეობა, რომ კივის და მაინც დუმხარ. არსებობს ასეთი მონატრებაც.
- ლიზა მაქსიმეს შენთან დალაპარაკება უნდა.
- ამას თვითონ ვერ მეტყოდა? ან საერთოდ სად არის ახლა? კატოსთან?
- აქ ვარ ლიზა.
სახლიდან გამოვიდა მაქსიმე და პირდაპირ თვალებში შემომდეხა.
- გისმენ.
თვალი ავარიდე, რათა არ შეემჩნია ჩემი ამღვეული თვალები. მომიახლოვდა წამომაყენა და გარეთ გამიყვანა. სკვერში ჩამოვჯექით.
- ერთი დაშვებული შეცდომა, რომ მაპატიო არ შეგიძლია?
სიგარეტს გაუკიდა.
- რატომ აყევი კატოს?
პასუხი არ გაუცია, ან რა საჭირო იყო პასუხი. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ყველაფერი ცუდადაც იყო.
- ლიზა მიყვარხარ, რითი დაგიმტკიცო? როცა შენთან ვარ...
- და როცა არ ხარ კატო გიყვარს?
წინადადება არ დავასრულებინე ისე დავუსვი კითხვა.
- რატომ ფიქრობ ასე?
ხმა არ ამომიღია რამდენიმე წამს გაგრძელევული მტანჯველი სიჩუმე მომეჩვენა, რომ საუკუნედ გადაიქცა. ყურს უკან გადამიწია თმა. კოსმიური ტრაექტორიით დამიარა სისხლმა ძარღვებში. თვალები დავხუჭე და ყელში გაჩხერილი ბურთი მთელი ძალისხმვით გადავყლაპე. ისე მინდოდა ჩავხუტებოდი, საღად აზროვნების უნარიც კი წამერთვა. იმდენად ახლოს იყო მის ხშირ სუნთქვასაც ვგრძნობდი. საფერთქელზე მაკოცა, ცხელი ტუჩებით მომეწება და ცოტა ხანს ასე იდგა გაუნძრევლად.
- გაჩერდი.
რაც შემეძლო დამაჯერებლად ვუთხარი და უკან დავიხიე. უჩვეულოდ სევდიანი მეჩვენა ვერ ვუძლებდი მის ასეთ სიახლოვეს. გამიცინა, მე, რომ მიყვარდა ზუსტად ისე. მეგონა გავგიჟდი და ყველაფერი მომეჩვენა თქო, სანამ მისმა სუნმა ნესტოები ამიწვა და საცრემლე ჯირკვლებმაც მაშინვე მთელი მონდომებით დაიწყეს მუშაობა.
- მიყვარხარ ლიზა.
- მე, აღარ მიყვარხარ.
ერთხელღა ჩამხედა თვალებში და ადგილს მოსწყდა. სახე ხელებში ჩავრგე და ცრემლები მოვიწმინდე. ლიკასთან აღარ მივბრუნებულვარ. მანქანაში ჩავჯექი და პირდაპირ სახლში დავბრუნდი. კარი, რომ შევაღე მაშინვე უცხო ხმა მომესმა. მისაღები ოთახისკენ დავიძარი და ადვილად შევამჩნიე უცხო ქალი.
- ეს გოგონა ვინ არის ლუკა? შენი შეყვარებულია?
ღიმილით გამომხედა აწ უკვე ნაცნობმა ნინომ.
- არა დე, ეს ლიზაა, ჩემი და.
ღიმილი სახეზე შეაშრა ქალბატონ ნინოს სახეზე.
- ალექს რა ხდება? გამაგებინე.
- ლიზა ჩემი და ქეთის შვილია. გახსოვს?
- აქ რას აკეთებს მერე?
- ეს მისი სახლიც არის დედა.
- ბავშვთა სახლიდან გამოხვედი და უცებ ფუფუნება მოგინდა?
- და შენ რა იცი, რომ ის ბავშვთა სახლში იყო?
თავი საშინლად დამცირებულად ვიგრძენი. უხერხულად ვიდექი დასჯილი ბავშვივით და ვიღაცის ყვირილს ვუსმენდი.
- ძალიან კარგად ვიცოდი, მაგრამ არ მითქვამს, აქ, რომ არ მოგეთრია. ან ეს იქნება ამ სახლში ან არადა მე წავალ.
მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. მანქანის გასაღები მაგიდაზე დავდე, მადლობა გადავიხადე და სახლიდან წამოვედი. ქუჩაში მივსეირნობდი და მომხდარზე ვფიქრობდი. ხანდახან მგონია, რომ არავინ და არაფერი არ უნდა მიყვადრეს, რადგან ვისაც შეიყვარებ სწორედ იმას კარგავ. მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდა, მაგრამ ერთმა დღემ ყველაფერი გაანადურა, გააცამტვერა. ერთ დღეში დავკარგე შეყვარებული, დამაკარგინეს მამა და ძმაც. ლიკასთან წავედი პირდაპირ.
- ლიზ მშვიდობა გაქვს? ასე გვიან აქ რა გინდა?
კარი ტასომ გამიღო
- შეიძლება ერთი ღამით თქვენთან დავრჩე?
- რა კითხვაა? რა თქმა უნდა, მხოლოდ გვითხარი რა მოხდა.
ოთახში შემიყვანა ლიკამ.
- მაქსიმეს დავშორდი, ჰო ვერ ვაპატიე, მასში იმდენად გამჯდარია კატო, რომ ის მას ვერ დაივიწყებს. ნინომ, ლუკას დედამ სახლიდან გამომაგდო. წარმოგიდენია, მან იცოდა, რომ ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი და მამას არ უთხრა. მთელი ცხოვრება მე ვიტანჯებოდი იმ დაწყევლილ ადგილას, ნინომ კი ყველაფერი იცოდა და ფუფუნებაში ცხოვრებას განაგრძობდა. იცით რა ვიგრძენი ეს რომ გავიგე? სისხლი მომაწვა, ერთიანად გამანადურა ნინოს სიტყვებმა. მთელი ჩემი ცხოვრება მან განსაზღვრა. მას არ ჰქონდა ამის უფლება, არ ჰქონდა.
- კარგი, კარგი დამშვიდდი. რთული სიტუაციაა, მაგრამ ხომ იცი, რომ ჩვენ შენს გვერდით ვართ.
მიმიხუტა ანასტასიამ და ცრემლები მომწმინდა. თითქმის ჩაძინებული ვიყავი, ტელეფონის ზარმა, რომ გამაღვიძა.
- გისმენ ლუკა.
- ლიზა, უნდა მოხვიდე. აუცილებლად უნდა მოხვიდე. მამა..
- ლუკა, ლუკა გამეცი ხმა.
- ნიუ ჰოსპიტალში ვართ, მამა გელოდება ძალიან ცუდად არის.
სასწრაფოდ ტელეფონი გავუთიშე, ლიკამ წამიყვანა. მთელი გზა ვცქმუტავდი, ისიც რომ დამეკარგა...
საავადმყოფოში 15 წუთში მივედი, მამას პალატა მოვძებნე და ლუკაც შევამჩნიე.
- რა მოხდა? რა მოუვიდა. ამოიღე ხმა
თავიდან დავუყვირე, მაგრამ მერე მიმიხუტა ლუკამ და ოდნავ დავმშვიდდი.
- ნინოს ეჩხუბა, შენი წასვლის შემდეგ და გული გაუხდა ცუდად. სასწრაფოს გამოვუძახე. ასე დიდი ხანია არ მინერვიულია.
თან მიხუტებული ვყავდი და თან მეჩურჩულებოდა.
- რამე, რომ მოუვიდეს.
- არ მოუვა, შენ გელოდება. ვიცი, შენ რომ გნახავს წამში კარგად გახდება.
- ჰო , რათქმაუნდა. უნდა შევიდე.
გაშტერებული ვუყურებდი და ვუღიმოდი.
- ლიზა კარგად ხარ?
შეშინებულმა, მხრებზე მომკიდა ხელი.
- კარგად? ჰო კარგად ვარ.
მეტი აღარაფერი მითქვამს, მამას პალატისკენ დავიძარი.
- მამიკო.
მისი დანახვისას ისევ ცრემლებმა იწყეს დენა.
- ლიზა, შვილო შენ თუ არ მაპატიებ ჩემთვის ცხოვრებას მნიშვნელობა არ აქვს. მე შენს გარეშე..
- მამა, მე უკვე დიდი ხანია გაპატიე. ხომ აარ დამტოვებ? შენ მაინც მა, არ გამიმეტო რა.
- არა მამი, ნუ გეშინია. მე ხომ იცი რა ძლიერი ვარ. შენ და ლუკას მე მარტო არ დაგტოვებთ, თუმცა ორივე ისეთი ჭკვიანები ხართ თქვენი დატოვების არ მეშინია.
- ასე ნუ ამბობ მა, ჩვენ შენ გვჭირდები.
- მიყვარხარ.
- მეც მამა ძალიან..
- ჩემო გოგო, ხო დაბრუნდები სახლში? ნინო შენ ვეღარ შეგეხება.
- წამოვალ, მა წამოვალ.
- პაციენტს დასვენება სჭირდება, თუ შეიძლება დატოვეთ პალატა.
- დიახ, ახლავე.
მამას ჩავეხუტე და იქიდან გამოვედი. გარეთ ლუკა მელოდა. მანაც ხელი მომხვია და ერთად წავედით სახლში. მამას, გარეშე იმდენად ცარიელი იყო სახლი, რომ დიდხანს ვერ გავუძელი მის გარეშე ყოფნას და ოთახში ავედი. აივანზე ვიჯექი, ცხელი ყავით ხელში და ეზოს გავყურებდი. შესახვევში მაქსიმეს მანქანა შევნიშნე. მეგონა, რომ მომეჩვენა, ამიტომ ყურადღება არ მივაქციე და აივანი დავტოვე. დავწექი, მაგრამ ვერ დავიძინე, რადგან ყოველი დაძინების მცდელობისას მაქსიმეს თვალები მელანდებოდა და მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა.
მეორე დღეს მამა უნდა გამოგვეყვანა საავადმყოფოდან, ამიტომ ადრე ავდექით მე და ლუკა და მამასთან მივედით.
- ჩემი ბავშვები მოვიდნეენ.
ღიმილით შემოგვეგება მამა.
- როგორ ხარ მაა?
გადავეხვიე
- დავიღალე წოლით. ხომ გამწერენ დღეს?
- კი ზუსტად ამის გამო მოვედით, რომ სახშლი წაგიყვანოთ.
სახლში წამოვედით, მაკა დეიდამ სუფრა გაშლილი დაგვახვედრა. მამასთვის გადაღლა არ შეიძლებოდა, ამიტომ სადილის შემდეგ, მაშინვე საწოლი გავუშალე.
- არ მინდა ეს წოლა, კარგით რა.
- ცოტახანი მამა, ბავშვი ხომ არ ხარ?
გაუბრაზდა ლუკა მამას და ისიც აღარ შეგვწინააღმდეგებია.
საღამომდე ოთახში ვიყავი და ვმეცადინეობდი. საღამოს ნიკუშამ დამირეკა.
- ლიზ, ხომ იცი ხვალ ის ლეგენდარული დღეა მე, რომ დავიბადე.
- ვიცი ნიკუშ ვიცი
სიცილით გავეცი პასუხი.
- ჰოდა, 6-ზე რესტორანში გელოდები. მისამართს მოგწერ.
-კარგი სიხარულო.
ნიკას გავუთიშე და ლუკასთან გავედი.
- ლუკიტო
- ხო გითხარი ნუ მეძახი მაგ სახელს თქო?
- მაშინ გამომყევი.
- სად? სპეც ოპერაციაზე?
- სპეც არ ვიცი, მაგრამ ოპერაციაზე ნიკას საჩუქარი უნდა ვუყიდოთ, იმიტომ, რომ დაბადების დღე აქვს, იქ გამომყევი.
- კარგი ჰო.
ბუზღუნით წამოდგა ნიკა და ჩვენც მაღაზიებში წავედით. ბევრი ვიარეთ. ბოლოს არჩევანი საათზე შევაჩერეთ. ძალიან ლამაზი საათი იყო, თანაც ნიკას უყვარს საათები. დაღლილები იქვე კაფეში დავსხედით ყავის დასალევად. ბევრი ხალხი არ იყო, მაგრამ ადვილადვე შევამჩნიე მათე. მეგონა ხმას არ ამოიღებდა, ამიტომ ლუკასთვის არაფერი მითქვამს. ყავას ვსვამდით და თან ლუკა თავის ბავშვობაზე მიყვებოდა, რადგან ერთმანეთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით.
- ლიზა, გაიხედე მაქსიმე შემოვიდა.
- გთხოვ მითხარი, რომ ხუმრობ.
- არა, მართლა.
თვალი გავაპარე მაქსიმესკენ ვიღაც კაცთან ერთად იყო, სავარაუდოდ მამამისთან ერთად. ისე ვიქცეოდი თითქოს ვერ ვხედავდი. საშინლად ამიჩქარდა გული, რადგან ვიცოდი, რომ იქ სადაც მე მაქსიმე და მათე ერთად ვიყავით კარგი არაფერი მოხდებოდა. გული ცუდს მიგძნობდა. ვხედავდი მაქსიმეს, როგორ დაეჭიმა ძარღვები. თვალს არ აშორებდა მათეს, ცოტახანში მათე წამოდგა და გვერდზე მომიჯდა.
- ლიზა, არ გინდა შენი ამჟამინდელი რჩეული გამაცნო?
გული ამოვარდნას მქონდა.
- წადი მათე.
ჩუმად, მაგრამ მაინც გასაგებად მივმართე.
- არა რატომ? მაინტერესებს ამჟამად ვისთან ერთობი.
- ლიზა რა ხდება?
ფეხზე წამოდგა ლუკა და მაშინვე შევამჩნიე, როგორ მიბაძა მაქსიმემაც ლუკას და ისიც ფეხზე წამოდგა.
- ვინ ხარ და რა უფლებით გვეჭრები საუბარში?
- მე კი არა, შენ თითონ ვინხარ?
- მე ლიზას ძმა ვარ.
- ძმაა?
ირონიულად გაეღიმა მათეს.
- ანუ აღარ ხარ უპატრ...
სათქმელი არ დაასრულებინა ლუკამ მათეს, ისე წვდა ყელში და კედელზე მიანარცხა, მაქსიმეც წამში ჩვენთან გაჩნდა. გამწარებული ლუკა ხელს, უფრო და უფრო უჭერდა ყელზე მათეს.
- გაუშვი ლუკა, არ ღირს ამ არაკაცის გამო ხელების გასვრა.
მაქსიმე ცდილობდა ლუკა შეეჩერებინა.
- ლუკა გთხოვ.
მეც მასთან მივედი და ვეცადე გამეშველებინა. ლუკამ ნელ-ნელა მოადუნა ხელები.
- ჩემი და უპატრონო არ არის. აღარ გაბედო მის სიახლოვეზე მიკარება, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
- ვინ არის ეს გოგო ისეთი, რომ ამის გამო ასეთ დღეში ხართ? ერთი საცოდავი გოგოა, რომელიც დედიკომ და მამიკომ მიაგდეს. დარწმუნებული ვარ არც შენ ხარ მისი ძმა. უბრალოდ გეცოდება ხომ?
მაქსიმე საყელოში წვდა მათეს და გარეთ გაათრია.
- კარგად ხარ ლიზა?
ხმას ვერ ვიღებდი.
- წამოდი სახლში წავიდეთ.
- მე წაგიყვანთ.
მაქსიმე წამოდგა და მანქანისკენ წაგვიყვანა. გაქვავებული ვიყავი, საშინლად უარაფრო, ცარიელი. იმ წამს რას ვგრძნობდი? ამის გადმოცემაც კი შეუძლებელი იყო. ლუკამ მაქსიმეს ხელი ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი ისევ მე მომკიდა ხელი და სახლისკენ დაიძრა.
- ერთი წუთით.
ლუკამ შეგვაჩერა. მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა.
- თავს გაუფრთხილდი, იცოდე, რომ უმნიშვნელოვანესი ხარ ჩემთვის....
* * *
- ტელეფონს რატომ არ იღებდით არცერთი?
მისაღებში დაგვხვდა მამა. ლუკამ მოკლედმოუვა მამას სიტუაციის შესახებდა ოთახში ამიყვანა.
- ლიზი, ვიცი, რომ საშინლად ცუდად ხარ, არ გინდა ჩემთან ლაპარაკი, საერთოდ ჩემთან კი არა არავისთან არ გინდა ლაპარაკი. ვიცი, ვიცი, მაგრამ უნდა ვიცოდე რა მოხდა.
ღრმად ჩავისუნთქე და ამბის მოყოლა დავიწყე.
- მაქსიმე, რომ გავიცანი თავიდანვე მომეწონა, მაგრამ მას კატო უყვარდა, ამიტომ ჩემს თავს ბედნიერების უფლება მივეცი. მაშინ მათეს, მაგ ბიჭს მოვწონდი და თავის გრძნობების შესახებ გამიმხილა, მეც სულელმა დავუჯერე, ვენდე და გული გადავუშალე, ამის შემდეგ სულ ერთად ვიყავით. ლიკა მაფრთხილებდა, მაგრამ არ ვუსმენდი. ერთხელაც, ჩემთან მოუწია მოსვლა, სახლში. ჩემი გაუპატიურება სცადა.
დრო და დრო ვისვენებდი და ცრემლებს ვიწმენდდი. გულზე ხელს ვიდებდი და მოყოლას განვაგრძობდი.
- რაღაცნაირად თავი დავძვრინე მისი მკლავებიდან, დანა ავიღე, აღარ მომკარებია. დამამცირა, მითხრა, რომ ჩემზე სანაძლეო დადო ჩემზე და თავისას მაინც მიაღწევდა, რომ საქმეს აუცილებლად დაასრულებდა. მას შემდეგ ლექციები გვიან გადავიტანე, რომ მას აღარ შევხვედროდი, მაგრამ ერთხელ მაინც შემხვდა და მაშინაც ჩემი დამცირება დაიწყო, საბედნიეროდ მაქსიმე გამოჩნდა. ჩხუბო მოუვიდათ, ბოლოს კი ახლა ვნახე. შენთან ერთად.
- კარგი, დაწყნარდილიზ, რამდენი გადაგიტანია ჩემო ლამაზო. გპირდები, რომ აღარასდროს აღარ მოგშორდები და სულ დაგიცავ.
ჩამიხუტა ლუკამ, მეც მისი პერანგის დასველება განვაგრძე ცრემლებით, არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა ლუკაზე მიხუტებულს, თუმცა მშვიდად მეძინა, თავს პირველად ვგრძნობდი დაცულად, ჩემს სახლში, ჩემი ძმის გვერდით...
დილას მაღვიძარამ გამაღვიძა ავდექი და მოვემზადე. შემდეგ მე და ლუკამ ერთად ვისაუზმეთ და სკოლაში წავედი.
- დღეს მიდიხარ ნიკას დაბადების დღეზე ხო?
- არ ვიცი, წავიდე თუ არა.
- რას ქვია არ იცი? მაქსიმეს ნახვა არ გინდა?
ცალი წარბი ამიწია სასაცილოდ.
- რა შუაშია მაქსიმე, არ ვარ ხასიათზე.
ვეცადე გავბრაზებულიყავი, მაგრამ მის მიხვედრილობაზე ყოველთვის მეცინებოდა.
- წახვალ, წახვალ.
პასუხი აღარ გამიცია, მხოლოდ ღიმილით გავხედე ლუკას და გზა განვაგრძე. სკოლიდან პირდაპირ სახლში წავედი.
- ლიზა იცი, ჩვენი მასწავლებელი მიდის და უმრავლესობამ შენი შემოსვლა ითხოვა, ვაჟაც ალბათ შენ მოგაბარებს ჩვენს კლასს.
- ძალიან კარგი, იქაც ერთად იქნებით.
გაუხარდა მამას.
- ჰო ასე სჯობს, ალბათ.
- მა რაღაც ვერ ხარ ხასიათზე ხო?
- ჰო მამა, ცოტა თავი მტკივა.
- დღეს დალევს და გაუვლის.
გაიცინა ლუკამ და ჩვენი ბღვერაც დაიმსახურა.
- გავიხუმრე
ხელები მაღლა აწია.
- რა უჟმური ხალხი ხართ. წავედი მე და ლიზას წასვლამდე დავბრუნდები..
მეც ოთახში ავედი და მომზადებად დავიწყე. წყალი გადავივლე, გრძელი წელიდან გაშვებული ატმისფერი კაბა შევარჩიე, შავი მაღლები ჩავიცვი და თმა დავისწორე. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და ქვემოთ ჩავედი. ჩემი თავით კმაყოფილი მამას წინ დავტრიალდი.
-აბა როგორი ვარ ?
- ულამაზესი მამი.
ჩემსკენ წამოვიდა მამა და შუბლზე მაკოცა. რესტორანში ჩემი მანქანით მივედი ზუსტ დროს. ნიკას ბევრი ხალხი დაეპატიჟებინა. მისკენ წავედი, საჩუქარი გავუწოდე და ჩავეხუტე, ადგილი კი ლიკას გვერდით დავიკავე. მაქსიმეს წინ. მთელი საღამო მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. ვცდილობდი არ შემემჩნია და ბევრი მემხიარულა. ცოტახანში ჩემთან უცნობი ბიჭი მოვიდა, სავარაუდოდ ნიკას მეგობარი და ცეკვა შემომთავაზა, მეც გავყევი. ვხედავდი,როგორ გვიყურებდა დაძაბული მაქსიმე. ბიჭი რაღაცეებზე ღიმილით მესაუბრებოდა, მე მისი ხმა არ მესმოდა, ამიტომ მხოლოდ ღიმილით ვუყურებდი. დავინახე, როგორ წამოდგა მაქსიმე და ჩვენსკენ გამოემართა.
- გოგონას მოგტაცებთ, ცოტახნით.
- კი ბატონო.
უხერხულად გაგვიღიმა და დაგვტოვა. მაქსიმემ წელზე ხელი შემომხვია და კმაყოფილი ღიმილით მომაჩერდა. სუნთქვა გამიჭირდა, ერთი სული მწონდა როდის დასრულდებოდა მუსიკა, რომ მისი მკლავებიდან თავი გამენთავისუფლებინა. როგორც კი ეს შევძელი აივანზე გავედი და ღრმად ჩავისუნთქე.
- რა ლამაზი ხარ.
გვერდზე მომიდგა მაქსიმე.
- მადლობა.
არც კი გამიხედავს მისკენ, ისე გავეცი პასუხი.
- არ მოგენატრე?
- მაქსიმე ნასვამი ხარ.
- გამეცი პასუხი ლიზა.
კინაღამ წამომცდა "მენატრები" მერე უცებ თვალები დავხუჭე და მომდგარი ცრემლი დავიგუბე.
- არა
ენამ სხვა გითხრა, ენა სხვაა. სიტყვებს მხოლოდ თვალებიდან გავთქვავ.
- კარგი მაშნ ახლავე შევამოწმებ ამას.
ხელებს შორის მომიქცია და ხარბად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. იმდენად ნაზად მკოცნიდა, რომ აზროვნების უნარი დამეკარგა და წინააღმდეგობის გაწევაც ვერ შევძელი. ფეხებში ძალა წამერთვა, რომ არა მისი ხელები ნამდვილად დავეცემოდი. კოცნას, რომ მორჩა თვალებში შემომხედა, თავი ჩავხაე. მას კი გაეღიმა და ჩამიხუტა.
- გიყვარვარ ლიზა, გიყვარვარ უბრალოდ ამას ჯერ ვერ ხვდები.
ცდუნებას ვერ გავუძელი, მეც მოვხვიე მაქსიმეს ხელები და ასე ვიდექით მანამ, სანამ სიცივემ არ შეგვაწუხა.
- წამოდი შევიდეთ, არ გამიცივდე.
რესტორანში ერთად შევედით. საშინლად მინდოდა მასთან სიახლოვე. ტელეფონმა დამირეკა და ისევ გარეთ გავედი.
- რამდენჯერმე გადარჩი, სულ, ხომ ვერ დაგიცავენ შენი საყვარელი ძამიკო და მაქსიმე?
- რა გინდა მათე?
- შენ კარგად იცი რა მინდა.
- არა საიდან უნდა ვიცოდე, რა უნდა უნდოდეს შენნაირ არაკაცს.
- და კატოს რა უნდა ის ხომ მაინც იცი?
ხმა ვეღარ ამოვიღე, ის იცნობდა კატოს. ისინი არ დაუშვებდნენ ჩემს ბედნიერებას. ისინი გამანადგურებდნენ.
- კარგია, ბევრს, რომ აღარ ლაპარაკობ. დაფიქრება გმართებს. შეეშვი რა მაქსიმეს. ვერ ხედავ, რომ პრობლემის გარდა არაფერი მოუტანია?
პასუხი არ გამიცია ისე გავუთიშე ტელეფონი და ცრემლი მოვიწმინდე. ქვევით ჩავედი, მანქანაში ჩავჯექი და მხოლოდ ბოლოს ამოვიხედე აივნისკენ. დავიანხე როგორ მიყურებდა მაქსიმე, როგორ მიყურებდნენ მისი სევდიანი თვალები. გული საშინლად დამძიმებული მქონდა. ვერ ვხვდებოდი რას ვუშავებდი ამ ხალხს. ვერ ვხვდებებოდი, რატომ იჩენდნენ ასეთ აფრესიას ჩემს მიმართ. რატომ სურდათ ჩემთვის გული ეტკინათ. მე ხომ ისედაც მტკივნეული ცხოვრება მქონდა. სახლში მისვლისთანავე, ჩემს ოთახში ავედი. აივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი რა მექნა, იმისათვის, რომ მათე აღარ გამკარებოდა. მარტი სრულდებოა, მაგრამ თბილისის ქუჩებში ისევ იყო სიცივე. ტელეფონზე შეტყობინება მომდის.
- "შედი სახლში თორემ შეგცივდება."
შეტყობინება მაქსიმესგან იყო, გამეღიმა არემარე მოვათვალიერე, თუმცა მისი მანქანა ვერსად შევნიშნე, ამიტომ ოთახში შევედი და დავწექი. ჩემი ცხოვება ყველაზე ფუჭია მაქსიმეს გარეშე, მისი თბილი ხელების გარეშე, გამოხედვის გარეშე. ჩემს არსებობას არანაირი აზრი არ აქვს მაქსიმეს გარეშე...
* * *
დილას კარებზე კაკუნი მაღვიძებს. თვალებს ვისრეს და ლოგინზე ვჯდები.
- შეიძლება ლიზა?
- მოდი მამა.
ღიმილით ვპასუხობ.
- შენთან არიან ჩამოხვალ?
- ჩემთან? კი მოვდივარ.
მამას გასვლის შემდეგ სწრაფად ვდგები, მოსაცმელს ვიცვამ და კიბეებზე ჩავრბივარ. იმედი მაქვს რომ იქ მაქსიმეა, თუმცა მის ნაცლად ქალი მხვდება, რომელიც მეცნობა და ლუკას მოღუშული სახე.
- გამარჯობა.
გაკვირვებული ვესალმები.
- გამარჯობა ლიზა. შენს წასაყვანად მოვედი.
- ჩემს წასაყვანად?
- ჰო ლიზა მე შენი ბებია ვარ. რა გინდა ამათთან? ისინი შენც მოგკლავენ.
- რატომღაც არ მახსენდება, რომ ბებია მყავდეს.
- შენ რა ხუმრობ? ისინი არ არიან შენი ღირსები. არც ეს კაცია მამაშენი და არც ეს ბიჭი შენი ძმა. მან მოგიკლა დედა, მან გაგინადგურა ცხოვრება
- წესიერად ილაპარაკეთ მამაჩემზე.
- მამაშენზე?
ირონიულად იცინის ქალი.
- კარგი რა შვილო.
- თქვენ რა გააკეთეთ უკეთესი? რა გაუკეთეთ დედაჩემს?
- მე მივეცი დედაშენს ფული, გესმის? მე მივეცი ფული იმისთვის, რომ შენ მოეშორებინე.
ტონს უწევს ქალი და მხოლოდ მაშინ ხვდება მისი ნათქვამის აზრს ლუკას სახეს რომ აწყდება.
- არა, მე ამის თქმა არ მინდოდა.
- თქვენ სწორედ ის თქვით რაც იყო. თქვენ დედაჩემი სახლიდან გამოაგდეთ, არ მიიღეთ. საკუთარი შვილი გაწირეთ, საკუთარ შვილს ცხოვრება დაუნგრიეთ და გსურთ დავიჯერო, რომ შვილიშვილი გიყვართ? თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც არც კი შეხედა შვილის წყლიან თვალებს, არც კი შეხედა შვილის საქმისგან გაუხეშებულ ხელებს, არც კი შეხედა შვილის ფერმკრთალ სახეს, ისე გამოაგდო ქუჩაში. თქვენთვის ის მკვდარი იყო. ჩემთვის კი თვითონ თქვენ ხართ მკვდარი. ოჯახის სახელზე იფიქრეთ და დედა მომიკალით. კიდევ შეგიძლიათ, რომ მამაჩემი დაადანაშაულოთ რამეში?
- საიდან იცი ამდენი?
ხმის ტემბრი აუკანკალდა.
- მე დედამ ყველაფერი მომიყვა.
ვთქვი, თუ არა ვიგრძენი, როგორ ჩამოედინა ჩემი თვალებიდან ცრემლები.
- მან მე არ გამიმეტა, ის იბრძოდა ჩემთვის. მას უყვარდა შვილი თქვენგან განსხვავებით. დედას ყველა უყვარდით იმის მიუხედავად რაც გაუკეთეთ. მოყოლის დროს არცერთხელ უხსენებიხართ ცუდად. დედაჩემი მებრძოლი ქალი იყო. ის ადამიანი იყო, სამაგალითო ადამიანი. ჩემი ოცნებაც ესაა ვგავდე დედას და არა თქვენ.
- ასე დაგაბრმავა ფუფუნებამ?
თავისას განაგრძობდა ქალი, მაგრამ მისი ხმა აღარ იყო ისეთი ამაყი, როგორიც თავიდან.
- აქამდე სადიყავით?
- მე..მე მოვედი მაშინ, როდესაც საავადმყოფოში მოხვდი.
მხოლოდ ახლა გამახსენდა, სად მყავდა ნანახი ეგრედწოდებული "ბებია" მან ჩემი მკურნალობის ფული გადაიხადა.
- მითხარით, რამდენი გადაიხადეთ ჩემს გამო და ახლავე დაგიბრუნებთ.
მხოლოდ ახლა გავხედე მამას, რომელიც თავჩაღუნული იჯდა და ხმას ვერ იღებდა.
- იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ფული მომცე. შენც რაღაცას დაგმართებენ. წამოდი ჩემთან. შენი ადგილი აქ არ არის.
- სწორედ, რომ აქ არის ჩემი ადგილი და არა იქ, სადაც ერთ დროს დედაჩემს კარით ხელი.
- ანუ არ მოდიხარ?
ბოლო შანსებს ებღაუჭებოდა ქალი.
- არა.
მტკიცე იყო ჩემი პასუხი.
- კარგი, შემდეგში არ ინანო. კარგად ბრძანდებოდეთ.
უხეშად მომიგდო სიტყვა და კარი ხმაურით მიაჯახუნა. მამა ხმის ამოუღებლად წამოდგა და თავის კაბინეტში შევიდა, ცოტახანში მეც მას შევყევი. თავი ხელებში ჩაერგო და ხელები უკანკალებდა.
- მამა ნუ გეშინია რა, მე არ წავ...
- მე მიყვარდა ლიზა დედაშენი, მიყვარდა კი არა ახლაც მიყვარს. დღემდე მახსოვს მისი თმის სურნელი, მისი ლამაზი თვალები.. მახსოვს რა ფერის ტუჩსაცხს ისვამდა, მახსოვს რომელ სუნამოს ისხამდა და ალბათ სიკვდილის ბოლომდე არ დამავიწყდება მისი სიტყვები, როცა ვუთხარი რომ მივდიოდი მისგან. " არაუშავს ალექს, ალბათ ასე უკეთესია შენთვის.. მხოლოდ ერთს გთხოვ ასე აღარასდროს აღარ ატკინო სხვას.. " გამიღიმა ზუსტად იმ ღიმილით ლიზა, მე, რომ პირვალდ შემაყვარა თავი და ოთახიდან გავიდა. არასდროს დამავიწყდება მისი ბედნიერი სახე, შენი დაბადებისას. ჩემი თავი მეზიზღება, შენ ვერ წარმოიდგენ თანაც რამდენად. მე მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში მის გვერდით არ ვიყავი. შენი დანახვისას მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი, მეგონა რომ სადღაც დედაშენიც ახლოს იქნებოდა, თუმცა ის...
გაშეშებული ვუსმენდი მამას და არც კი ვიცოდი რა მეთქვა, ალბათ ვერანაირი სიტყვებით ვერ ვუთანაგრძნობდი მას ამ ტკივილს. მხოლოს ახლოს მივედი და ჩავეხუტე,
- მე შენ არ დაგტოვებ მა.
- ვიცი ლიზა, შენ მე არ მგავხარ შენ დედას გავხარ.
ოთახში ლუკა შემოვიდა.
- გვაგვიანდება
სულ დამავიწყდა სკოლა, სასწრაფოდ გამოვიცვალე და ისევ ქვემოთ გავჩნდი.
- რა პუნქტუალური ხარ დაიკო.
- რასაც შენზე ვერ ვიტყოდით ძამიკო.
ერთი შემომიბღვირა ლუკამ და თმის ვარცხნა განაგრძო.
- კარგი ხარ. გეყოფა გამოდი. გაგიჟდებიან გოგონები შენზე.
- ვიცი ხო, ვიცი.
თავმომწონედ გაიცინა და კარები გამოაღო.
- გთხოვთ.
- მამა მართალია, მართლა მასხარა ხარ.
ასე სიცილით მივედით სკოლამდე ლუკასთან არ ვიმჩნევდი, თუმცა აშკარა იყო შინაგანი აფორიაქება დილანდელი ინცინდენტის გამო. კლასში ასვლადე დამამშვიდებელი დავლიე და ისე დავხვდი ბავშვებს. დღე ერთფეროვანი იყო, უინტერესო, ისევე როგორც დანარჩენი დღეები, სადაც მაქსიმე არ ფუნქციონიებდა. ნუცასთან ვიყავი ლიკამ რომ დამირეკა.
- ქალბატონო ასე შეიძლება?
- ლიკუნ ახლა ნუცასთან ვარ გამოსვლისას დაგირეკავ.
- დამირეკავ კი არა, ჩვენს კაფეში ვართ გოგოები, და გელოდებით მხოლოდ გოგოები
დააყოლა ბოლოს და გამითიშა. ერთმა საათმა სწრაფად განვლო, მათემატიკის ახსნაში. ნუცასკან პირდაპირ კაფეში წავედი. ოთხივე გოგო ადგილზე დამხვდა.
- მომენატრეთ.
ყველას სათითაოდ გადავეხვიე.
- როგორ შეიძლება ასე?
საჩხუბრად მოემზადა ნინი.
- ვიცი, ვიცი, რომ დამნაშავე ვარ. მაგრამ ჩემს ცხოვებაში იმდენი რამ მოხდა..
თითქმის ყველაფერი მოვუყევი მათ.
- კარგი ამ ერთხელ გაპატიებთ.
მაქსიმეზე საუბრის დაწყება ბევრჯერ სცადეს, მაგრამ თემის გადატანა კარგად გამომდიოდა. გვიან დავიშალეთ. მე უნივერსიტეტში წავედი ისინი კი სახლში ალბათ. ძალიან დაღლილი ვიყავი, შუალედებში სახლშიც კი ვერ შევიარე. უნივერსიტეტიდან გვიან გამოვედი. დღეს პირველად ავიღე ხელფასი, ამიტომ დაღლილობა უკუვაგდე და მაღაზიებში შევედი. მამას პიჯაკი ვუყიდე, ლუკას სპორტულები, მაკა დეიდას კი ლამაზი მოსაცმელი, ჩემთვისაც ვიყიდე საჭირო ნივთები და სუპერმარკეტისაკენ გადავინაცვლე, სახლისთვის ტკბილეული და პროდუქტები ავიღე. შემდეგ კი ნამდვილად დავიძარი სახლისკენ. კარებზე ძლივს დავაკაკუნე, ორივე ხელი დატვირთული მქონდა.
- ეს რა არის?
ჩემსკენ წამოვიდა ლუკა და პარკები გამომართვა.
- რაღაცეები გიყიდეთ.
ყველას გავუწოდე საჩუქარი.
- რამდენი რამეა? რისთვის დაიხანჯე?
გაბრაზებულმა გამომხედა მამამ.
- ულამაზესია მადლობა ლიზ.
გამიღიმა მაკა დეიდამ და მხურვალედ მაკოცა ლოყაზე. ყველას ძალიან მოეწონა ჩემი ნაყიდი საჩუქრები.
- შენი საყვარელი სალათა გავაკეთე, ხო შეჭამ?
- არა მადლობა, ძალიან დაღლილი ვარ. წამოვწვები მირჩევნია, სალათს კი ხვალ გავსინჯავ.
გავუღიმე მათ და ოთახი დავტოვე. პირდაპირ საწოლში დავწექი. დაღლილობის მიუხედავად მაინც არ დამეძინა. ჭერს ავხედე და დედაზე დავფიქრდი. მხოლოდ ახლა წარმოვიდგინე ჩემი სიკვდილი. როგორი ამაღელვებელია ტანში უსიამოვნოდ გამცრა. ვეცადე ყურადღება გადამეტანა, მაგრამ უნებურად მეფიქრებოდა იმ ცხოვრებაზე, სადაც მე არ ვიქნებოდი. ადრე თუ გვიან, ეს ხომ მაინც მოხდებოდა. ადრე თუ გვიან, ხომ მაინც გავქრები. მე თუ არა სხვა იქნება. ადამიანი ყველაფერს ეგუება. უამრავი ხალხი მოვა ალბათ ჩემს დაკრძალვაზე, შავებში ჩაცმულნიც ბევრნი იქნებიან ალბათ, მაგრამ გულწრფელი ცრემლებით ცოტა თუ იტირებს ჩემს წასვლას. ალბათ ბევრს შევუყვარდები. სიკვდილის შემდეგ, ხომ ყოველთვის ასე ხდება. რა იქნება ხვალ, რომ არ გათენდეს ჩემთვის? დაბნელდეს და აღარ გათენდეს არასდროს. ნეტავ სიკვდილის შემდეგ მაინც, თუ შევხვდები დედას. იქ მაინც თუ დავინახავ მის ლამას სახეს, მე, რომ ასე მყვარებია ბავშვობაში. ნეტავ იქ თუ ვიქნები ბედნიერი... არა! საშინელი სიტყვაა სიკვდილი. გამთენიისას ჩამეძინა მხოლოდ მაშინ, როდესაც სიკვდილზე ფიქრი ამოვიგდე თავიდან...
დღეები უინტერესოდ გადიოდა. მაქსიმეს მონატრება მკლავდა, მეგონა ესეც გაივლიდა, თუმცა გრძნობას ვერაფერს ვშველიდი. ბავშვებს ხშირად ვნახულობდი, მათ მაქსიმე არ ახლდათ. ახლაც გადავწყვიტეთ, რომ სააღდგომოდ სვანეთში წავსულიყავით, იკას სოფელში. დილით ადრე გავედით. ლიკასთან და დემეტრესთან ერთად ვიჯექით მე და ანასტასია. მთელი მგზავრობის განმავლობაში გზას გავყურებდი და არ ნახულო სილამაზით ვტკბებოდი. ლიკას და დემეს ხელი ერთმანეთისთვის ჩაეჭიდათ, ასე ხომ შეიძლებოდა მე და მაქსიმეც ვყოფილიყავით. სიამაყე მეტად ძლიერი ჩემზე, სწორედ ის სიამაყე მე, რომ ასე მძაგდა.. დემეტრეს არ გამორჩენია ჩემი უხასიათობა.
- ლიზა, რა გჭირს?
- არაფერი დემე, უბრალოდ ვერ გამოვიძინე..
ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ხშრად მაწუხებდა უძილობა. დემეს გაეღიმა.
- კომპანია ვერ დატოვა და ამიტომ არ არის აქ, ჩვენთან ერთად.
- ვინ?
ვითომ ვერ ვხვდებოდი, ვისზე იყო საუბარი.
- მაქსიმე.
თვალი ჩამიკრა და გზას გახედა. პასუხი არ დამიბრუნებია, ვიცოდი არ ღირდა არც შეწინააღმდეგება და არც დადასტურება იმის, რომ საოცრად მაინტერესებდა სად და ვისთან ერთად იყო ახლა მაქსიმე. მეტად ხმა აღარ ამომიღია. რაღაცაზე საუბრობდნენ დანარჩენები, მაგრამ ჩემს ფიქრებში გართულს მათი ხმა საერთოდ არც კი მესმოდა. საღამოს ჩავედით სვანეთში. სახლი მოვაწესრიგეთ და ოთახებში გადავნაწილდით. პატარა, მაგრამ ბევრი საძინებელი იყო, ამიტომ თითქმის ყველა ცალ-ცალკე მოვხვდით. სახლი ძალიან მყუდრო და თბილი იყო. სვანეთში ძალიან ციოდა, ამიტომ თბილი ჟაკეტი მოვიცვი და ქვევით ჩავედი. ჰამაკში ვიჯექი და სიმღერებს ვუსმენდი. ისე მომიჯდა გვერდით ლიკა ვერც, კი შევნიშნე.
- შემაშინე ლიკუ.
გავუღიმე გვერდით მჯდომს.
- გენატრება?
შევცბი, არ ველოდი მისგან ასეთ პირდაპირობას.
- კი, ძალიან მენატრება.
- გიყვარს?
- ლიკა გთხოვ.
- მითხარი.
- სიცოცხლეზე მეტად.
- რატომ, არ გინდა დაიბრუნო?
- იგივე, რომ განმეორდეს.
- გინახავს უშეცდომო ადამიანი?
- არც კი ცდილობს.
- ბევრჯერ სცადა, მაგრამ უხეშად მოიშორე.
- არ არის ასეთი ადვილი ლიკა.
ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა, მაგრამ...
- ახლა ვერაფერს გრძნობ, გგონია მალე გაგივლის, ტკივილს ვერ გრძნობ, რადგან ყველაფერი ახალი მომხდარია. დრო გავა და ინანებ, თითოეულ წამს ინანებ მაქსიმეს გარეშე.
პასუხს არ დალოდებია, ისე წამოდგა და დამტოვა. სიცივემ, რომ შემაწუხა მეც მას გავყევი. გოგოებს საჭმლის კეთება დაეწყოთ, მეც მათ მივეხმარე და ერთობლივად უცებ მოვამზადეთ ვახშამი. შემდეგ კი ყველა დასაძინებლად დაწვა. მათ შორის მეც ვიყავი. ძილი ისევ ვერ შევძელი. ქვემოთ ჩავედი და ყავა მოვიმზადე. ისეთი მშვიდი ღამე იყო, ისეთი ლამაზი, როგორიც არასდროს. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. იმდენად სასიამოვნო იყო ყოველივე ეს, რომ ყველანაირად ვცდილობდი არ დამერღვია სიწყნარე. ცხელ ყავას ვსვავდი და ცას ვუყურებდი. უცებ ვიღაცამ შემოაღო კარები.
- ვერ გავძელი თქვენს გარეშე და..
სიტყვა გაუწყდა მაქსიმეს ჩემი დანახვისას.
- გამარჯობა.
ძლივს ჩავილაპარაკე.
- გამარჯობა ლიზა.
არანაკლებ დაბნეული ჩანდა ისიც.
- დანარჩენები სად არიან?
- სძინავს ყველას.
- ჯერ, ხომ უი 2 საათია.
- ყავას დალევ?
ვცდილობდი მღელვარება დამემალა
- ყავა არ მინდა, შენთან დალაპარაკება მინდა.
- გისმენ.
- იცი. მართლა მენატ...
- ნუ იტყვი, რომ გენატრები, რადგან ის რომ ახლა გენატრები შენი ბრალია.
- რომ არ მიყვადე, მართლა ახლა ხომ აქ არ ვიდგებოდი?
- მე შემეძლო შენს გამო ყველა და ყველაფერი დამეთმო, შენ კი ის აირჩიე ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია შენი დათმობა.
- მე არავინ არ ამირჩევია, შენს გარდა. გესმის? ჩემი არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ.
- იმ ღამეს ასე არ ჩანდა.
- დაივიწყე ის ღამე დაივიწყე გთხოვ, ასეთი რთულია?
- კი საკმაოდ
გაუაზრებლად ავუწიე ტონს.
- რატომ არ გესმის, რომ ვნანობ..
ხმა ვეღარ ამოვიღე, არ ვიცოდი რა მეთქვა. მაქსიმე ჩემსკენ წამოიწია და გულში ჩამიკრა, მეც ერთიანად მოვდუნდი, სახე მის კისერში ჩავრგე და თვალები დავხუჭე. მეგონა სიზმარი იყო, მთელი ღამე გავათენეთ ერთად, ათას რამეზე ვილაპარაკეთ, ათასი რამ განვიხილეთ. ვერ ვიჯერებდი, რომ შევრიგდით, რომ მე ისევ შემეძლებოდა ვყოფილიყავი მასთან, მაშინ როდესაც ეს მე მომინდებოდა. მე ისევ ვგრძნობდი მის სიყვარულს... ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, უსიამოვნო ნაცნობები აღარ ჩანდნენ ასპარესზე., იყვნენ მხოლოდ საყვარელი ადამიანები. ცხელი ზაფხული მალე დადგა, მალე ჩაანაცვლეს მზის სხივებმა ქარიანი ამინდები. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე გადავწყვიტეთ სადმე დასასვენებლად წასვლა. ნინიმ აიკვიატა რომ ზღვაზე წასვლა აუცილებელი იყო.
- სადმე გრილ ადგილას, მთებში არ ჯობს?
ნიკუშა ცდილობდა შეყვარებული დაერწმუნებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ ბათუმში წასვლა. როგორც კი ზღვა ახსენეს, მაშინვე მაქსიმეს მხრიდან თავი ავწიე.
- მართლა ზღვაზე მივდივართ?
- ჰო ლიზა, რამე მოხდა?
- ბავშვობიდან მინდოდა ზღვის ნახვა. მხოლოდ გაგებული მქონდა , რა საოცარი სანახავი იყო მზის ჩასვლა ზღვაში, ან ცურვა და მსგავსი რაღაცეები. მგონი ოცნება მისრულდება.
თვალებგაბრწყინებულმა ჩავილაპარაკე.
- მართლაც რომ საოცრებაა, ჩახვალ თუ არა შენით დარწმუნდები.
გამიღიმა ანასტასიამ და ინტერნეტში სახლის ძებნა განაგრძო. ბოლოს ტასომ და იკამ ერთად შეარჩიეს პატარა, მაგრამ მყუდრო სახლი. ისეთი რომ ყველა დავეტეოდით. სახლი ზღვასთან ახლოს იყო, თავისი პატარა ეზოთი.
უკვე ივნისის 30 იყო, ჩვენ კი ივლისის 3-ში მივდიოდით. მთელი 3 დღე გვქონდა მოსამზადებლად. გოგოები საყიდლებზე წავედით. ზღვისთვის საჭირო ნივთები და ტანსაცმელი შევიძინეთ, მერე კი კაფეში ჩამოვჯექით და სხვადასხვა თემებზე საუბარი დავიწყეთ, თან ცივ ყავას ვსვამდით.
- დაუვიწყარ არდადეგებს გავატარებთ, დარწმუნებული ვარ.
ამოილაპარაკა აღტაცებულმა ლიკამ.
- მე უნდა წავიდე.
უხერხულად წამოდგა ანასტასია
- საით ქალბატონო?
ეჭვით გახედა სოფიმ, მას
- მერე მოგიყვებით გოგოებო, გკოცნით
გაგვიცინა ტასომ და სასწრაფოდ დატოვა კაფე...
- ოღონდ ამას ვინმე მოეწონოს და რას დავეძებ.
სიცილით გახედა ლიკამ მიმავალ დას და ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა.
3 დღე სწრაფად გავიდა. დილას დავემშვიდობე მამას და ლუკას, შემდეგ კი გარეთ გავედი სადაც მაქსიმე მელოდა. მამამ ჩამაცილა.
- ჩემს გოგოს შენ გაბარებ.
მეგობრულად გაუცინა მამამ მაქსიმეს.
- არაფერზე არ ინერვიულოთ, თქვენ შვილს ისეთივეს დაგიბრუნებთ როგორსაც მატანთ.
შემდეგ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ჩვენც ქალაქის გასასვლელისკენ დავიძარით. გზაში ბევრს ვიცინოდით, ერთმანეთს ვეცვლებოდით და ვეჯიბრებიდით ვინ უფრო კარგად ატარებდა.ისე მხიარულად გავატარეთ მთელი გზა რომ ვერც კი გავიგე როგორ ჩავედით ბათუმში. სახლთან რომ მივედით, მხოლოდ ერთი მანქანა იდგა, დემე და ლიკა უკვე ჩამოსულან.
- დანარჩენები სად არიან?
კარი შეაღო თუ არა იკითხა მაქსიმემ.
- ნიკუშა და ნინი უკვე ქობულეთში არიან, დანარჩენები კი დაახლოებით ერთ საათში იქნებიან.. გოგოებო ყავა გააკეთეთ რა.
მუდარით გამოგვხედა დემემ და ჩვენც მაშინვე სამზარეულოში გავედით. უკან, რომ ვბრუნდებოდით ბიჭების ჩურჩული გავიგონეთ..
- არ ვიცი რა უნდა.. ისევ უნდა მაჩხუბოს ლიზასთან ვიცი რა. ვერ ვიშორებ. გაგიგია ასეთი რამ? რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ, რომ მოვიშორო და აღარ დავინახო, მაგრამ ის მაინც ყოველდღე მირეკავს და მიმტკიცებს, რომ ლიზა არ მიყვარს. კიდევ ერთხელ, რომ დავკარგო ლიზა, ალბათ მოვკლავ კატოს და მერე თავსაც მოვიკლავ.
- სანამ არ შემომაკვდება ვერ დაისვენებს ხო?
გაბრაზებულმა დემემ მუშტი დაკრა მაგიდას.
- იმ დღეს შემხვდა მაღაზიაში ვიღაც ბიჭთან ერთად, როგორც კი დამინახა მაშინვე გავარდა იქიდან. ლიკასთვის არ მითქვამს.
- მინდა ისე მოვაგვარო ეს საქმე, რომ ლიზამ ოდნავაც კი არ ინერვიულოს, მაგრამ არ ვიცი რა ვქნა..
- ნუ გეშინია ძმაო, რამეს ვიზავთ. ხომ იცი ლიზას როგორ უყვარხარ? ის ყოველთვის გავიგებს.
- ვიცი, ვიცი.
ჩემი სახელის ხსენებისას მაქსიმეს გაეღიმა. ჩვენც აღარ დავაყოვნეთ და მათთან დავბრუნდით ყავით ხელში. დანარჩენებიც მალე ჩამოვიდნენ. ორი საათი იყო, საღამოს ზღვაზე გასვლა გადავწყვიტეთ. იქამდე კი ერთად ვისადილეთ და გარეთ სკამებზე ჩამოვჯექით. როგორც კი გოგოები მარტო დავრჩით, მაშინვე დილანდელ შემთხვევაზე დავიწყეთ საუბარი. დარწმუნებული ვიყავი, რომ. ბიჭებსაც იგივე სასაუბრო თემა ჰქონდათ. ლიკამ გოგოებს მოუყვა მომხდარის შესახებ.
- რატომ ვერ წყნარდება? თავის დროზე ვერ დააფასა მაქსიმე და ახლა რაღა უნდა? დავიჯერო ასე ძალიან უყვარს მაქსიმე?
გაკვირვებით ლაპარაკობდა ნინი.
- უყვარს არა ის
ხელის ჩაქნევით უპასუხა ტასომ
- უბრალოდ ლიზას გამწარების თემაა რა
დარწმუნებით წარმოთქვა სოფიმ.
- ჰო მას თავიდანვე არ მოწონდა ლიზა
- მაინც ვერაფერს დაგვაკლებს.
გავუღიმე ყველას და მათაც შვებით ამოისუნთქეს. დრომ მალე გაიარა. 5 საათზე ყველამ ჩაცმა დავიწყეთ. ექვსის ნახევარზე კი უკვე ზღვისკენ მივაბიჯებდით. მოუთმენლობისაგან ვცქმუტავდი, როგორც კი ზღვას მოვუახლოვდით, მაშინვე მეცა მისი სუნი. მაშინვე ჰარმონიული შვება ვიგრძენი. თვალები დავხუჭე და კიდევ ერთხელ შევიგრძენი ზღვის სურნელი. თავიდან წყალში ჩასვლის მეშინოდა, მე ხომ ცურვა არ ვიცოდი, მაგრამ შემდეგ ეს შიში მე და მაქსიმემ ერთად დავძლიეთ. მაქსიმე მასწავლიდა ცურვას, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულადაც. ბევრი ვიმხიარულეთ, ერთმანეთს წყალს ვასხავდით და ბევრს ვიცინოდით, შემდეგ მე და მაქსიმე ზღვის ნაპირთან ჩამოვჯექით. მაქსიმეს ჩემი ხელი თავისაში მოექცია და ისე გაჰყურებდა ზღვას.
- აქამდე ზღვა არასდროს მყვარებია, შენთან ერთად აქაც საუკეთესოა..
ღიმილით გავხედე მას, ლოყაზე ვაკოცე და მეც მასთან ერთად ზღვის ცქერა განვაგრძე. სახლში იქამდე არ დავბრუნდით, სანამ ზღვის ჩასვლას არ ვუყურეთ. ასეთი სილამაზის შემსწრე არასდროს ვყოფილვარ.. ბევრი სურათები გადავიღეთ, გზად კი მზა საჭმელები ვიყიდეთ და ისე დავბრუნდით სახლში. სუფრაზე სწრაფად დავაწყეთ ნაყიდი საჭმელები და გემრიელად შევექეცით ვახშამს. შემდეგ ეზოში გავედით, მე ყველას დავასწარი ჰამაკში ჩაჯდომა, დანარჩენები ბუზღუნით მოთავსდნენ სკამებზე. რაღაცეებს ვთამაშობდით და ერთმანეთს საშიშ ისტორიებს ვუყვებოდით, რაზეც შიშის ნაცვლად ყველას გვეცინებოდა. ცოტახანში მაქსიმეს ტელეფონი აწკრიალდა, ფეხზე წამოდა და გვერდზე გავიდა. დაძაბული ხმით ესაუბრებოდა ვიღაცას.
- აუ ეს თუ ისევ კატოა გავაფრენ რა..
წაიბუზღუნა ლიკამ
- სხვა ვინ იქნება.
აყვა ნიკაც. სახეწაშლილი მაქსიმე მოვარდა და პირდაპირ მე შემომხედა.
- უნდა წავიდე.
განადგურებული ხმით ჩაილაპარაკა.
- სად მიდიხარ?
იმდენად გაკვირვებული ვიყავი, მისი საქციელით, ჩემს ნაცვლად კითხვა ანასტასიამ დასვა.
- კატოსთან..
- ბატონო?
გაბრაზებაც და გაკვირვებაც ერთ სიტყვაში მოაქცია ნიკამ
- მე მას ვჭირდები, კვდება
მაქსიმეს, რომ შევხედე შეშლილს გავდა.
- მეც წამოვალ
ფეხზე წამოვდექი.
- არა ლიზა შენ არ ხარ იქ საჭირო.
- მაქსიმე სიტყვები აკონტროლე, თუ შენ მიდიხარ ჩვენც წამოვალთ.
დემემაც მე მომბაძა და გვერდით დამიდგა.
- ყველა ხომ არ წავალთ? რამდენიმე დარჩნენ..
- ლიკუნა მართალია, ნიკა ნინი ტასო და იკა დარჩნენ. მე მაქსიმე ლიზა და სოფი წავალთ.
ლიკას დაეთანხმა დემეტრეც.
- არ მინდა, რომ ლიზა წამოვიდეს რთული გასაგებია? კატოს ახლა მე ვჭირდები, ყოველი წუთი აუცილებელია.
- არც ვაპირებ შენთან ერთად წამოსვლას..
- ლიზა, რეებს ლაპარაკობ საერთოდ?
- მაქსიმე ანერვიულებული ხარ, ზედმეტი ნუ მოგივა.
- უბრალოდ..
- უბრალოდ მე და შენ წავალთ ჩემი მანქანით, გოგოები კი ცალკე მანქანით.
მართლაც ასე მოვთავსდით, მე ლიკასთან და სოფისთან ერთად ვიყავი, საჭესთან ლიკა იჯდა. გზა საშინლად გაიწელა, წამი საუკუნედ მეჩვენებოდა.. მეგონა, რომ გზა სამუდამოდ გაიწელებოდა, თან ლიკა სამწუხაროდ ნელა ატარებდა.
- ლიკა დამსვი რა მე
- ახლა არ შეიძლება შენთვის, საჭესთან დაჯდომა. ანერვიულებული ხარ..
- არ შემიძლია ახლა, ასე ჯდომა და ლოდინი როდის ჩავალთ თბილისში.
- დასვი ლიკა, არაფერი მოხდება
სოფი ჩემს მხარეს იდგა, ის ხვდებოდა რომ ახლა ჩემთვის ასე უკეთესი იყო. ლიკა უკან გადმოვიდა მე კი წინ დამსვა. რაც შემეძლო სწრაფად ვატარებდი, შუა ღამეს ჩავედით და პირდაპირ კლინიკასთან მივედით, ზუსტად ერთდროულად.
- საჭესთან ლიზა რატომ დასვით?
შორიდან მომესმა დემეტრეს ჩურჩული.
- შეიძლება ყველაფერი საშინლად დასრულებულიყო
- მთავარია აქ ვართ ყველა და თან ჯანმრთელად.
მაქსიმე წინ გარბოდა.
- აქ გოგონა მოიყვანეს, ახალგაზრდა მომაკვდავი გოგონა, სად უნდა ვნახო?
- ქალბატონ ეკატერინე ტაბატაძეზე საუბრობთ?
- დიახ, სად არის.
- 8 სართულზე, საოპერაციო იკითხეთ, ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.
პასუხი აღარ დაუბრუნებია მაქსიმეს მისთვის, ისე გაემართა კიბეებისკენ. ჩვენც მას მივყევით.. ექთნები აქეთ-იქით დარბოდნენ, მაგრამ მაქსიმეს, კითხვაზე პასუხს არავინ სცემდა. ვერავინ ვისვენებდით, კატო ჩვენგან არავის უყვარდა , მაგრამ მისი სიკვდილი ზედმეტად საშინელი იყო ყველასთვის. დერეფნის ბოლოში ხმაური მოგვესმა, ჩვენც მათკენ გავიხედეთ, ნატა და გიო, ჩვენსკენ მოემართებოდნენ. ვიცოდი, რომ ისინი ჩემს დანახვას ადვილად არ შეეგუებოდნენ, ესეც ასე მათ უკან მათეც გამოჩნდა. ნატა ჩემთან ჩხუბს აპირებდა, თუმცა წამოწყებული საუბარი ექიმის მძიმე ნაბიჯებმა შეაწყვეტინა. ექიმი ნელა და აუჩქარებლად მოდიოდა.
- კატოსთან ვინ ბრძანდებით?
- გვითხარით ექიმო, როგორ არის კატო? ხო კარგად იქნება?
ექიმს პირველი ნატა მივარდა. ექიმმა თავის ქნევით უპასუხა ნატას.
- სამწუხაროდ
ლაპარაკი უჭირდა კაცს, ბოლოს ამოისუნთქა და ლაპარაკი განაგრძო.
- დოზას გადააჭარბა და სამწუხაროდ..
სათქმელი ვეღარ დაასრულა ექიმმა, ისე ჩაიკეცა მაქსიმე კედელთან.
- ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ კატო გარდაიცვალა.
ექიმმა დაასრულა სათქმელი და გაგვეცალა.
- რა მოხდა?
გამწარებული მაქსიმე ნატას მივარდა.
- არაფერი
- თქვი მეთქი!
- კლუბში ვიყავით, ექსტაზი მივიღეთ კატოს ბევრი მოუვიდა, ისედაც ცუდად იყო, ვიღაც ბიჭმა მისცა წამლები და.. ყველაფერი ამის ბრალია
უეცრად ჩემსკენ გამოიშვირა ხელი ნატამ.
- შენ, შენ რომ არა ის არ იქნებოდა ცუდად და არც ექსტაზს არ მიიღებდა. მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია, რომ კატო აღარ არის.
თან ტიროდა და თან მიყვიროდა. ხმის ამოღება ვერ შევძელი.
- მას ხომ გაფუჭების მეტი არაფერი შეუძლია.
ზიზღით გამომხედა მათემ. ხმას ვერ ვიღებდი, შოკურ მდგომარეობაში ვიყავი.
- აქ საერთოდ რა გინდა, შენ მოკალი კატო.
- წესივრად ილაპარალე ლიზაზე.
ფეხზე წამოხტა სოფი
- აქ საჩხუბარი ადგილი არ არის, წადი ლიზა.
მაქსიმემ გამომხედა. აწყლიანებული თვალებით შევხედე და შემდეგ ამაყი ნაბიჯებით გავუყევი დერეფანს. არავინ გამომყოლია, შუა ღამე იყო. სიბნელეში მარტო მივაბიჯებდი. ყველაზე მეტად სიჩუმე მკლავდა, სიჩუმე რომელიც არაფრის მთქმელი იყო, რომელიც კიდევ უფრო მომძაფრებდა იმაზე ფიქრს, რომ არ სამყაროში ჩემი ადგილი არ იყო.
მტკვარს ვუახლობდები, ჩემი ადგილი აქ არ არის, მე არ ვეკუთვნი აქაურობას. თბილი ნიავი სასიამოვნოდ მელამურება. საოცრად მშვიდად ვარ, მგონია რომ არც არაფერი გადამხდენია, ხანდახან საოცრად მინდა, რომ გავქრე, მინდა, რომ ყველას დაავიწყდეს ჩემი არსებობის შესახებ.. თვალებს ვხუჭავ და ბოლომდე ვეყრდნობი მოაჯირს. არაფერზე ვფიქრობ, არაფერზე ვღელავ. სულ მალე...
- ლიზა, რას აკეთებ
მესმის ყვირილი შორიდან, რომელიც სასტიკ რეალობაში მაბრუნებს. წამში ჩემთან ჩნდება უცნობი. უცნობი, რომელიც სინამდვილეში ნიკაა.
- გაგიჟდი? რას აპირებდი?
- მე.. მე არაფერს
- კიდევ კარგი, მოგისწარი. კიდევ კარგი.
ჩურჩულებს და თან მეხუტება.
- აქ რა გინდა? ბათუმში არ უნდა ყოფილიყავი?
- ლიკამ მითხრა რაც მოხდა და შენს წასაყვანად მოვედი.
- ქობულეთში ბრუნდებით?
- კი ლიზა,აქ არ დაგტოვებ.
პასუხი აღარ გამიცია, მანქანის მინას მივადე თავი და ღრმად ჩავისუნთქე. საოცრად დაღლილი ვიყავი ამიტომ ვერც კი გავიგე ისე ჩამეძინა. მხოლოდ ჩასვლის წინ გავიღვიძე, გამთენიისას.
- ცოტა მაინც დაისვენე?
- ჰო, გამოვიძინე.
- არაფერზე არ ინერვიულო რა.
ჩასვლისთანავე ყველა მომვარდა.
- მე აგიხსნით ყველაფერს, ოღონდ ახლა ლიზას დასვენება სჭირდება. ოთახამდე ააცილეთ.
ოთახში მარტო ავედი. წამოვწექი და თვალები დავხუჭე. მინდოდა, რომ მთელი ხმით მეღრიალა, მეყვირა, მეკივლა, ემოციებისგან დაცლა მინდოდა, მაგრამ " ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა" წყალი მჭირდება, ვერ ვიძინებ. ოთახიდან გამოვდივარ და მაშინვე ნიკას ჩურჩული ვუსმენ.
- წარმოგიდგებიათ წამითაც, რომ დამეგვიანა მოკვდებოდა. იმდენად ცარიელი და უსუსური იდგა იქ, რომ..
- რომ არ წასულიყავი, ლიზა..
- ლიზა მოკვდებოდა.
მეტის მოსმენა არ შემეძლო, ამიტომ თამამად შევაბიჯე. ყავა გავიკეთე და მათ მივუჯექი.
- მე სასეირნოდ მივდივარ.
გავუღიმე ყველას
- იქნებ ჯობს სახლში დარჩე.
- ნუ ნერვიულობ ნინი, თავს არაფერს დავუშავებ...
ზღვის ნაპირზე ვსეირნობდი და თან ზღვის ტალღებს გავცქეროდი. მთელი ცხოვრება აქ დავრჩებოდი, რომ შემეძლოს, აქ ხომ ყველაფერი იდუმალი, მშვიდი და საოცარია. სანაპიროსთან ჩამოვჯექი და წყალში კენჭების სროლა დავიწყე. ტელეფონი აწკრიალდა. მაქსიმე იყო. ვუპასუხე, თუმცა ხმა არ ამომიღია.
- მე აქ საჭირო ვარ ლიზა, რაც მოხდა ჩემი ბრალია ლიზა.
სვენებ- სვენებით მელაპარაკებოდა და აშკარა იყო რომ სიგარეტს ეწეოდა. გავუთიშე და ხელის გულით ცრემლები მოვიწმინდე. გულზე ხელს ვიდებ, ვცდილობ სუნთქვა დავირეგულირო. მინდა ყოველი წუთი უკან დავაბრუნო, რომ არავინ გავიცნო, რომ არავის არ მივაყენო ზიანი. სახლში მისულს დანარჩენებიც ადგილზე დამხვდნენ.დალაპარაკება არცერს უცდია, რადგან იცოდნენ, რომ ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როდესაც სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენ.
მაქსიმე რამდენიმე დღეში დაბრუნდა ბათუმში. მისი სიცივე, რომელიც შინაგანად მოდიოდა სულს მიყინავდა. არ მიმჩნევდა, ისე მექცეოდა თითქოს არასდროს არ ვყოფილვართ ერთმანეთისთვის რაღაც მაინც. ბავშვებთან ვცდილობდი დამემალა ჩემი ტკივილი, თუმცა ღამით ხშირად ვსეირნობდი მარტო ზღვის პირას. შორს მაქსიმესგან.კიდევ ერთი უაზრო ღამე იყო. არაფერის მთქმელი ღამე, რომელიც მარტოობის საშინელ განცდას კიდევ უფრო მიმძაფრებდა. ზღვაზე გასვლა დამეზარა, ამიტომ სამზარეულოში შევედი და ყავის კეთება დავიწყე.
- ნინ მეც გამიკეთე რა ყავა.
მომესმა მაქსიმეს ხმა, პასუხი არ გამიცია. ყავა მასაც გავუკეთე და წინ დავუდგი.
- არ ვიცოდი ლიზა, შენ თუ იყავი.
- არაუშავს. პრობლემა არ არის. საიდან უნდა გცოდნოდა.
საუკუნესავით გაიწელა, რამდენიმე წამი, რომელიც სიჩუმეში გავატარეთ.
- შეიძლება ვისაუბროთ?
- რაზე ლიზა?
ამოიხვნეშა და მივხვდი, რომ მას ჩემთან ლაპარაკის სურვილიც კი დაკარგული ჰქონდა.
- ასე, რატომ იქცევი?
- როგორ ლიზა? როგორ ვიქცევი. მე კი არა შენ იქცევი ცუდად. ეგოისტივით. ადამიანი მოკვდა და შენ..
- და მე ცოცხალი ვარ?
ვცდილობ ტონი ვაკონტროლო, მაგრამ ეს შეუძლებელია.
- ის რაც მოხდა ჩემი ბრალი არ არის. რაც კატოს მოუვიდა ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალია.
- როგორ ბედავ მასზე ასეთ ლაპარაკს.
ფეხზე დგება და მიყვირის. პასუხს აღარ ვცემ. თვალებზე მომდგარ ცრემლს ვაკავებ და გარეთ გავდივარ. ჰამაკში ვჯდები და ცრემლებს გასაქანს ვაძლევ. ეს ჩემი მაქსიმე არ არის, მე ეს ადამიანი არ შემყვარებია. მე ეს არ დამიმსახურებია მისგან. ჩუმად ვტირი. ვიცი, რომ მაქსიმე არ გამოვა. ვერ გაიგებს ჩემს ტკივილს. ვერ მიხვდება რას ვგრძნობ. ტელეფონი მირეკავს. ვერც კი ვხვდები ამ შუა ღამეს ვინ უნდა იყოს. ცრემლებს ვიწმენდ და მამას ვპასუხობ. მისი ხმა საშინლად აფორიაქებული მეჩვენება.
- ლიზა, უნდა ჩამოხვიდე.
ბოლოს მოთმინება დაკარგულმა ამოილაპარაკა.
- რა ხდება მა? მშვიდობაა?
- უბრალოდ აუცილებელი ხარ აქ.
- ლუკა, მამა ლუკას რამე მოუვიდა?
- არა შვილო, ლუკა კარგადაა. მეტს ნუღარ მკითხავ. უბრალოდ ეცადე მალე წამოხვიდე.
მითხრა და გამითიშა. სასწრაფოდ ჩემს ოთახში ავედი და ჩემი ნივთები ჩავალაგე. შემდეგ კი სამზარეულოში შევედი, რათა მანქანის გასაღები ამეღო. მაქსიმე ისევ იქ იყო. მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მანქანის გასაღები ავიღე და კარისკენ დავიძარი, როდესაც მისმა ხმამ შემაჩერა.
- სისულელედ მიმაჩნია, ჩვენი ჩხუბის გამო თბილისში წასვლა.
სისხლი მაწვება. კარებს ვხურავ, მისკენ მივიწევ. წინ ვუდგები და თვალებში ვაშტერდები.
- შენ არასდროს იქნები იმდენად მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ შენს გამო რაიმე გავაკეთო. მეზიზღები მაქსიმე.
ზიზღით ვპასუხობ და იქიდან მოვდივარ. გამთენიისას უკვე თბილისში ვიყავი. კარები მძინარე ლუკამ გამიღო.
- რა გეჩქარებოდა.
- სად არის მამა? სძინავს?
- არა კაბინეტშია და გელოდება.
სახეს ასერიოზულებს და კაბინეტისკენ მიბიძგებს.
- მამიკო, რა ხდება?
მისკენ წავედი და მოვეხვიე.
- არაფერი ლიზა, უბრალოდ...
- უბრალოდ?
- ბებიაშენია ცუდად...
- ბებია?
- ვიცი, შეიძლება გამიბრაზდე, ეს მე არ მეხებაო. მართალიც იქნები, მაგრამ მომაკვდავი ქალის ერთადერთი სურვილი შენი ნახვაა. უშეცდომო არავინ ვართ. ასე ნუ გაიმეტებ.
ხმის ამოუღებლად ვუსმენდი მამას.
- რა სჭირს?
ბოლოს ხმა წართმეულმა ამოვილაპარაკე.
- გული აწუხებს, საავადმყოფოში წასვლა არ ისურვა, ასე ამბობს მირჩევნია ჩემს სახლში მოვკვდეო.
ამჯერად პასუხი ლუკამ გამცა.
- ლუკა დადიოდა მასთან, სხვა მომვლელი არავინ ჩანს. ისიც მხოლოდ ლიზას გაიძახის.
- ახლავე წავალ.
- ეს მისამართია, მარტო წადი. ჩვენ სახლში დაგელოდებით.
ლუკას გავხედე, მანაც თავი დამიქნია. ბებიას სახლისკენ მარტო გავემართე. შორს არ იყო თხუთმეტ წუთში უკვე იქ ვიყავი, მაგრამ დიდხანს ვფიქრობდი გადავსულიყავი, თუ არა მანქანიდან. ბოლოს მივხვდი, რომ თითოეული წამი მნიშვნელოვანი იყო და მანქანა დავტოვე. კარები ღია დამხვდა.
- არის აქ ვინმე?
შესვლისთანავე ხმამაღლა დავიძახე, პასუხი არავინ გამცა. კარი მივხურე და ოთახები დავიარე. საძინებელში იწვა ბებია და ჩასძინებოდა. გაღვიძება არ მიცდია. მშვიდად ვიჯექი საწოლთან ახლოს და ველოდი, როდის გამოიღვიძებდა. დიდხანს არ მომიწია ლოდინი, მალევე გამოფხიზლდა. ჩემი დანახვისას შეცბა, თუმცა შემდეგ წამოიწია.
- მაინც მიხვედი ლიზა...
- რა თქმა უნდა.
ვეცადე გამეღიმა.
- მადლობა, რომ უკანასკნელი სურვილი შემისრულე.
- გავიგე, რომ ჩემთან ლაპარაკი გსურთ, გისმენთ.
- არც კი ვიცი საიდან დავიწყო.
- დრო ბევრი გვაქვს.
- მე არ მაქვს ბევრი დრო.
მიღიმის და აგრძელებს.
- დღეს მე ყველაფერი მაქვს, რაც კი ოდესმე მინატრია. სწორედ ეს მეგონა ცხოვრება, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ხვალ, როდესაც მე აღარ ვიქნები ვერანაირ სახელს ვერ დავტოვებ, რომ მე არასდროს არავინ გამიხსენებს სიყვარულით. არავინ იტყვის, რომ მოვენატრები. ვერც კი წარმოიდგენ როგორ ვნანობ განვლილ წლებს.
- "სიკვდილის წინ ყველა, ყველაფერს ნანობს"
გავიფიქრე ჩემთვის.
- მე საოცრად დამნაშავე ვარ თქვენთან. შენთან და დედაშენთან. დროის უკან დაბრუნება, რომ შემეძლოს, მაგრამ არა ეს შეუძლებელია. აზრები არ მაქვს დალაგებული, შეიძლება მომაბეზრებლადაც ვსაუბრობ, მაგრამ იცოდე, რომ რასაც ვამბობ ყველაფერი გულიდანაა წამოსული ლიზა. დედას ძალიან უყვარდი. ის ჩემზე ბევრად ძლიერი და კარგი დედა აღმოჩნდა. ხალხის აზრმა შემაშინა, ბრბომ ჩამითრია და საკუთარი შვილი გავწირე. ვიცი, რომ არ ვარ არაფრის ღირსი. არც პატიების, არც სიყვარულის, არც შებრალების. მშვიდად ვერ წავალ ამ ქვეყნიდან ლიზა, თუ არ მაპატიებ. ვიცი, რომ ყველაფრის ღირსი ვარ შვილო. ერთი გახსოვდეს, შეიძლება ძალიან გავხარ მამას, მაგრამ თვალები დედასი გაქვს. მრავლის მთქმელი თვალები. მასავით მებრძოლი ხარ. შენ იბრძოლე და აქამდე მოაღწიე. ბევრი ამას ვერ შეძლებდა. ბევრი ამას ვერ გაუძლებდა, ვერ აიტანდა ამდენ იმედგაცრუებას და ტკივილს. მე შენში ვხედავ ჩემს შვილს. მამაშენზე რაც ვთქვი მაპატიე, მინდოდა ისიც ისე გამემწარებინა, როგორც მან გაამწარა ქეთი. მინდოდა შენი წართმევა, მაგრამ შენ სწორ გზას დაადექი. მე ყველა. უარმყო ქეთის სიკვდილის შემდეგ. მიმატოვა მეუღლემ, შვილმა, დამ, საერთოდ ყველამ. არც ვადანაშაულებ მათ. ისინი მე ვერ მენდობოდნენ, რადგან როდესაც ადამიანი გაწირავს საკუთარ შვილს, ის სხვასაც არასდროს დაინდობს.
ცრემლები მდიოდა სახეზე. ის კვდებოდა, კიდევ ერთ მონათესავე სულს ვკარგავდი. კიდევ ერთხელ ვკარგავდი ადამიანს, რომელიც გვერდით უნდა მდგომოდა. ხელი მის ხელს დავადე.
- არაფერზე ინერვიულოთ.
- არ ვნერვიულობ ლიზა.
ძლივს გამიღიმა.
- მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, შენთან.
- მითხარით, რაც გნებავთ.
- ამ დოკუმენტებს ხელი მოაწერე. დღეიდან ყველაფერი, რაც მე მეკუთვნოდა შენია.
- არა, ეს მე არ მაწყობს.
- ლიზა, ბებიას ბოლო სურვილს არ შეუსრულებ? მე მეტი არაფერი შემიძლია. მხოლოდ ის მინდა, რომ ისე იცხოვრო, როგორც შენ იმსახურებ.
საბუთებს გადავხედე და ხელის კანკალით მოვაწერე ხელი.
- ჰო მართლა, მინდა, რომ დედაშენის საფლავი ნახო.
- ეს მეც მინდა.
- ეს მისამართია. ქეთი ბერიძე.
ცოტახანს სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა.
- ცოტა დამრჩა...
- ნუ ამბობთ ასე, ყველაფერი კარგად იქნება.
- აღარაფერი, ლიზა შვილო. ჩემთვის აღარაფერი იქნება.
ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოსთქვა, შემდეგ კი თვალები დახუჭა.
- ბებია, არა.
ფეხზე წამოვხტი ყვირილით. მის თავთან ჩავიმუხლე და ისე მივეფერე სახეზე.
- არა, რა დაბრუნდი. მე უკვე ყველაფერი გაპატიე. გთხოვ ბებია.
ტირილით გული, რომ ვიჯერე მამას დავურეკე.
- გთხოვ მოდი მამა.
მანაც მაშინვე გამითიშა, მიხვდა რაშიც იყო საქმე. მალე შემოვარდნენ სახლში მამა და ლუკა. ლუკა მაშინვე ჩემთან გაჩნდა. ხელები შემომხვია და მაგრად ჩამიხუტა. მამა, კი ბებიას მივარდა, შემდეგ სადღაც დარეკა. მისი ხმა აღარ მესმოდა. ლუკას ვებღაუჭებოდი და ხმამაღლა ვტიროდი. ხელი მომკიდა ლუკა. და გარეთ გამიყვანა.
- ცოტახანი დასვენება გჭირდება. მალე მოვალთ.
- არა მე მას ვჭირდები
- მიხედავენ ნუ ღელავ. ჩვენც მალე დავბრუნდებით.
სახლში მიმიყვანა ლუკამ და ოთახში შემიყვანა.
- მთელი ღამე არ გეძინა. დაიძინე და ყველაფერს მოვაგვარებთ.
- მარტო არ დამტოვო გთხოვ.
- აზრადაც არ მომსვლია, შენს გვერდით ვარ. ნუ ღელავ.
ლუკა გვერდით მომიწვა და დამამშვიდა. მეც მალე ჩამეძინა
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, თუმცა ლუკა ისევ ჩემს გვერდით იყო.
- ახლა ამის დროს არ არის, მაგრამ მაქსიმე რატომ არ გამოგყვა?
- გრძელი ისტორიაა. დავშორდით. კატო გარდაიცვალა და მას შემდეგ ყველაფერი დასრულდა.
- კარგი, კარგი. ამაზე ნუ იფიქრებ. მზად ხარ? მოემზადე გარეთ გელოდები.
გარეთ გავიდა ლუკა. მისი ოთახიდან გასვლის შემდეგ სწრაფად ჩავიცვი შავი ფერის ტანისამოსი, სახეზე წყალი შევისხი, ამდენი ტირილისგან თვალები დასიებული მქონდა. თმა ჩამოვივარცხნე და გარეთ გავედი. საჭესთან ლუკა იჯდა. გზას უემოციოდ გავყურებდი. არაფერს ვგრძნობდი არც ტკივილს და არც ბედნიერებას. არც შვებას ვგრძნობდი და საერთოდ არაფერს. როდის გავხდი ასეთი უარაფრო არც კი ვიცი. ლუკას გავხედე. "ხანდახან კითხვები ჯობია პასუხებს"...
სახლში შესვლისთანავე მეცა უსიამოვნო სუნი. ნაცნობი სახეები მალევე დავლანდე, თუმცა არავისთვის მიმიქცევია ყურადღება, ისე წავედი და ჭირისუფლების ადგილას დავიკავე სკამი. ყველა რიტულს დავესწარი. მყარად ვიდექი, მაგრამ შინაგანად ვკვდებოდი. მართალია ბებიასთან ერთად დრო საერთოდ არ გამიტარებია, თუმცა მისმა ამ ქვეყნიდან წასვლამ ჩემში დიდი კვალი დატოვა. ჩემები ბათუმიდან დაბრუნდნენ და გვერდით მედგნენ. მათ შორის მაქსიმეც იყო, თუმცა მას ახლოს არ ვიკარებდი, დიდად არც ის ცდილობდა ჩემთან ყოფნას. დაკრძალვაზე ბევრი ხალხი მოვიდა. ყველას დანახვა მაღიზიანებდა. სწორედ აქ გავიცანი საკუთარი დეიდაც, ზუსტად ის ქალი, რომელმაც დედას წერილი გადმომცა. შორიდან მაკვირდებოდა და მოახლოებას არ ცდილობდა. მამას დანახვამ ყველა გააკვირვა. ისიც უხერხულად გრძნობდა თავს, მაგრამ არ იმჩნევდა და ჩემს გამო აქ ყოფნას განაგრძობდა. ყველაფერი მალევე დასრულდა და ჩვენც ჩვენი ცხოვრების რუტინას დავუბრუნდი. ცოტახნით მამას აგარაკზე ავედი. ყველაფერზე ფიქრი და დამშვიდება მჭირდებოდა. იქ დიდხანს არ გავჩერებულვარ. მხოლოდ ორი დღე ვიყავი მარტო ჩემს პრობლემებთან და ტკივილებთან. მას შემდეგ მაქსიმე თვალით არ მინახავს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ის, რომ ასე ადვილად დამივიწყა, თუმცა ფაქტი სახეზე იყო. მაქსიმესგან განსხვავებით ბავშვებს ხშირად ვნახულობდი და მათთან ერთად ვივიწყებდი ყოველდღიურობას. ბავშვებმა აიჩემეს, რომ სწავლის დაწყებამდე აუცილებლად ბარში უნდა წავსულიყავით. ეს იდეა არ მომწონდა, თუმცა მათი ხათრით ყველგან წავიდოდი. შავი მოკლე კაბა ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და ლიკასთამ ერთად ბარში წავედი.შესვლისთანავე ჩვენების შემჩნევამდე მაქსიმე შევამჩნიე, თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მის ყოფნას არ ვიმჩნევდი და ვმხიარულობდი, თუმცა მისმა საქციელმა თავისი ქნა. არცერთ ლამაზ გოგოს არ ტოვებდა. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გავეღიზიანებინე. ბარბაცით დადიოდა და ყველას თვალს აყოლებდა. მოსალოდნელი სიტუაციის ასარიდებლად ფეხზე წამოვდექი.
- მე უნდა წავიდე, მამა არ იყო კარგად.
ყველა ხვდებოდა იმას, რომ ვტყუოდი, თუმცა არავინ შემწინააღმდეგებია.
- მხოლოდ დამირეკე, კარგი?
გამიღიმა სოფიმ.
- რა თქმა უნდა.
გარეთ გამოსვლისას ტაქსი გავაჩერე და სახლში წამოვედი. ახლა, ჩემს აივანზე ვზივარ, ვინ იცის მერამდენედ ვტირი გულის ამოვარდნამდე და არავინ მეგულება მთელს დედამიწაზე ვისაც დავურეკავ, ტირილს უფრო ვუმატებ და ისიც უბრალოდ მომისმენს. ადამიანთა მოდგმა ურნას აცდენილი ნაგვის ერთი დიდი პარკია. მთელ ღამეს აივანზე ვათენებ და მხოლოდ გამთენიისას ვიძინებ. დაახლოებით შუადღეს ტელეფონის ხმა მაღვიძებს. შეტყობინება უცნობისგან არის, რომელიც კატოს და მაქსიმეს სურათებს მიგზავნის. მგონია, რომ ვგიჟდები, გარდაცვლილ ქალზე ვეჭვიანობ. ტელეფონი კედელს მივანარცხე, თავი ბალიშში ჩავრგე და ავღრიალდი, ვინაიდან სახლში არავინ მეგულებოდა, რადგან ლუკა დედასთან იყო, მამა კი კომპანიაში. თავიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ყოველთვის ძლიერად ვეყვარებოდი, არც მიღალატებდა და არც არასდროს მომატყუებდა, მერე კი თითქოს ყველაფერი პირიქით ხდება, ჯერ ტყუილებს იწყებს, ბოლოს კი გღალატობს და როგორც იქნა ვხვდები, რომ ჩვენი "სამუდამო" სიყვარული მირაჟივით იყო. ლამაზი, მაგრამ წუთიერი.
მოვემზადე და სანამ მამა მოვიდოდა იქამდე გავედი სახლიდან. გზად ყვავილები ვიყიდე. რთული მისახვედრი არ იყო სად უნდა წავსულიყავი. მალევე ვიპოვე დედას სურათი, მის წინ ჩავიმუხდე და ცრემლებმაც არ დააყოვნეს.
- სწორედ ახლა მჭირდები ყველაზე მეტად დე, სად ხარ? გთხოვ დამეხმარე. ძალიან მიჭირს შენს გარეშე. ვიცი, რომ ახლა ჩემს გევრდით ხარ. ისიც ვიცი, რომ არ მოგწონს ჩემი ცრემლები, თუმცა მე მეტად მჭირდება შენი სიახლოვე და ვერც ამ ცრემლებს ვუხერხებ ვერაფერს. არაფერი არ არის კარგად, საერთოდ არაფერი. მჭირდები, ტკივილამდე მჭირდები.
ტირილით გული, რომ ვიჯერე იქიდან უკანმოუხედავად წამოვედი. კაფეში შევედი და ფანჯარასთან ჩამოვჯექი. ყავას ვსვავდი და თან ჰორიზონტს გავყურებდი. " როცა გიყვარს ცას წვდები, საკუთარ კანში ვეღარ ეტევი და იცი რატომ? გგონია გაუცხოებას, მარტოობას ბოლო მოეღო, გეშველა. რა გულუბყვილო თავის მოტყუებაა"
სახლში არ წავსულვარ, იმ ღამეს ლიკასთან დავრჩი. ის და ტასო მამშვიდებდნენ. არ მინდოდა მამას ამ მდგომარეობაში ვენახე. მხოლოდ დილას დავბრუნდი სახლში. მეგონა არაფერი შეიცვლებოდა და ესეც სწორედ იმიტომ, რომ მან მითხრა არის რაღაცეები რაც არასდროს მთავრდებაო, დავუჯერე. ახლა ვზივარ ჩემს ოთახში, ამოღამებული თვალებით და ვიცი, რომ უჩემოდ უკეთესადაც არ ხარ. ეს ყველაზე მტკივნეული ფიქრია, ფიქრთა შორის. ვერ გიყვები გული, როგორ მტკივა, როგორ დამჩემდა უხასიათობა და როგორ ვიღიმი ნაძალადევად. ჰო, აი ასე, ყველაფერი იცვლება მათ შორის ჩვენი ურთიერთობაც, რომელიც მუდამ მემახსოვრება...
ბოლო დროს ხშირად ვნახულობდი დედას, ვცდილობდი მისგან გამოწვეული სიცარიელე რაიმეთი ამომევსო. ყოველდღე ავდიოდი და ვუყვებოდი ამბებს, რომელიც ხდებოდა, არ ხდებოდა, ან უნდა მომხდარიყო. ავდიოდი და ვტიროდი, მანამ სანამ არ ვწყნარდებოდი. უაზრო მცდელობებით ვიკლადი ტკივილსაც, ზიზღსაც და სიყვარულსაც. უკვე აღარავის ველაპარაკებოდი, ნელ-ნელა ყველას ჩამოვშორდი. ამით ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი ზიანდებოდა, თუმცა არ შემეძლო მათთვის იმ ტკივილის გადაცემა, რომელიც მკლავდა. ისინი ამას მაინც ვერ გაიგებდნენ. საკუთარ თავში ჩავიკეტე და დახმარების უფლება არავის მივეცი. ლიკაც და დანარჩენი სხვა ჩემი მეგობრებიც ცდილობდნენ რამენაირად შემოეღწიათ ჩემს სამყაროში, მაგრამ ის იმაზე მეტად ჩახლართული აღმოჩნდა ვიდრე ეს ვინმე სხვას წარმოედგინა.
კიდევ ერთი უაზრო და უმნიშვნელო დღე გათენდა, მოვწესრიგდი და დედასთან წავედი. გზად ყვავილები ვიყიდე და ისე განვაგრძე გზა მანქანით. დედას გვირილები უყვარდა, მამამ მითხრა, ამიტომ მეც ყოველდღე დამაქვს მასთან ლამაზი გვირილების თაიგული, ვიცი, რომ სადღაც მაინც უხარია ეს. მანქანიდან გადმოსვლისთანავე შევნიშნე დედას საფლავთან მდგომი მამაკაცი. თავიდან მეგონა, რომ მეშლებოდა, თუმცა მიახლოებისას მივხვდი, რომ ეს უბრალო შემთხვევა არ იყო. თაიგული მიწაზე დავდე, სხვა გვირილებთან ერთად და ხანში შესულ მამაკაცს გავხედე.
- შენ ალბათ ლიზა...
- დიახ და თქვენ?
- ეს რთული ასახსნელია.
- არაუშავს, გავიგებ.
- მე ბაბუაშენი ვარ, ქეთის მამა. ვიცი, ვიცი უამრავი კითხვა გაგიჩნდა. როდესაც ბებიაშენმა დედაშენი სახლიდან გააგდო, ვიჩხუბეთ და მე უცხოეთში წავედი. ახლახანს ჩამოვედი, ყველაფერი მიამბეს. შენზე, მამაშენზე, ბებიაშენზე. რაც ჩამოვედი ყოველდღე ამოვდივარ ქეთის საფლავზე, შენც რამდენჯერმე დაგინახე, თუმცა მოახლოება ვერ გავბედე. ახლა კი შენით მხედავ. შენს წინ ვდგავარ, იმდენად თავხედი, რომ პირისპირ ლაპარაკს ვბედავ.
- ასე ნუ ამბობ.
- შენც თან უნდა წამეყვანე. შევცდი, ძალიან შევცდი.
- არაუშავს შევეჩვიე ბოდიშებს, ყველა ბოდიშს მიხდის ამის გამო. შენც გპატიობ მერე რა, რომ არ წამიყვანე, დაგავიწყდი.
- რაღაც გაწუხებს ლიზა? ვგრძნობ, რომ კარგად ვერ ხარ.
- რაღაც, კი არა ყველაფერი მაწუხებს.
ვეუბნები და ვბრუნდები, რათა იქიდან წამოვიდე. მანქანაში ვჯდები და სახლში მივდივარ. ოთახის კარებს ვკეტავ. ლუკას ძახილს არ ვუსმენ. სიმღერებს ვრთავ და წერას ვიწყებ, წერას, რომელიც ახლა ერთადერთი საშველია ჩემთვის. სიმღერების მოსმენას, წერასთან ერთად დემეს ზარი მაწყვეტინებს. მისი ზარით გახარებული ამავე აქცენტით ვპასუხობ.
- დემეე.
- ლიზ, არ უნდა მაწყენო ხო იცი, პატარა წვეულებას აწყობს ნიკა, ჩუმად გეტყვი მოიცა.. მოკლედ ნინის უნდა სთხოვოს ხელი, ამას არ უნდა გამოაკლდე ხომ იცი?! მარტო ჩვენები ვიქნებით არავინ ზედმეტი. ხო მოხვალ?
- ჰო აბა რას ვიზავ, დაქალი მითხოვდება..
ვპასუხობ სიცილით და იმაზე ფიქრს ვიწყებ რა ჩავიცვა. ბოლოს შავ შარვალს, კრემისფერ ზედას და დაბალ ქუსლიან შავ ფეხსაცმელს ვირგებ, ამავე ფერის ჩანთას ვავლებ ხელს და კიბეზე ჩავდივარ. მისაღებში, ლუკა მხვდება.
- საით?
მეკითხება ღიმილით და წარბებს ათამაშებს
- ნიკასთან, წვეულებაა, ბავშვები ვიკრიბებით.
მეც ღიმილით ვუბრუნებ პასუხს.
- მერე გოგო, ასე მიდიხარ?
- ხო, მერე რა?
- ადი ახლა და გამოიცვალე.
- ოო რატო, ასე ცუდად ვარ?
- სამსახურში კი არ მიდიხარ, წვეულებაა გოგო. ამო,ამო, მე აგირჩევ რამეს.
მეუბნება და ჩემზე სწრაფად უყვება ზემოთ ასასვლელ კიბეს, მეც თავის ქნევით უკან მივყვები. კარადას აღებს და ცოტა ფიქრის შემდეგ, ერთ კაბას არჩევს. კაბა გაშლილია, წითელი და გრძელი. მას შავ ფეხსაცმელს უხამებს, რომელიც ღიაა და საკმაოდ მაღალქუსლიანიც.
- ვფიქრობ ამ ტამსაცმელთან თმა უნდა აიწიო, არა დაიხვიე. მოკლედ თმას შენ განდობ. მიდი მიდი რას მიყურებ გამოიცვალე, ოღონდ ეგრე არ დამენახო.
ხმის ამოღებას ვაპირებდი, თუმცა მისმა სწრაფმა რეაქციამ შემაწყვეტინა.
- შეწინააღმდეგებას არ ექვემდებარება.
სიცილით გავაგდე ოთახიდან და მომზადებას შევუდექი. სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი ვერ ვიცანი. ვერ აღვიქვი, რომ მე ასეთად ყოფნაც შემეძლო. ბოლოჯერღა შევათვალიერე საკუთარი თავი, ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი, სადაც პირდაპირ ლუკას შევეჯახე.
- შემაშინე სულელო, ქვევით ვერ დამელოდებოდი?
გავუბრაზდი მოჩვენებით.
- ასე რა, ძლივს ადამიანს დაემსგავსე.
მას ყურადღებას აღარ ვაქცევ, მამას ვეხვევი და გასასვლელად ვემზადები.
- თავს გაუფრთხილდი ლიზ.
- მამიკო მიყვარხარ.
- ეი რა გჭირთ? ბოლოჯერ ხომ არ ნახულობთ ერთმანეთს?
- რა უაზრო ხუმრობები გაქვს ლუკა.
ვუბღვერ და ამჯერად ნამდვილად გამოვდივარ სახლიდან. ნელა და აუჩქარებლად მივდივარ ნიკას სახლისკენ. არ ვიცი იქ დამხვდება, თუ არა მაქსიმე, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მან უარი თქვა ჩემზე, სხვა გზით წავიდა. ფიქრებს თავიდან ვიგდებ და ვემზადები არაჩვეულებრივი დროის გატარებისთვის. დემეს არ მოვუტყუებივარ, ჩვენს გარდა მართლაც არავინ იყო სახლში. მაქსიმე დაგვიანებით მოვიდა. სიტუაცია მომეწონა, მუსიკა დაბალ ხმაზე ისმოდა. მეგობრული გარემო იყო. სახლი კარგად მორთული. ნიკამ ნინის ხელი საოცრად ორიგინალურად და ლამაზად სთხოვა. მართალია ნინიმ ცოტა ანერვიულა ნიკუშა, თუმცა მაინც ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ახლა უკვე ახლად დანიშნულ წყვილს ვუყურებდით და ყველა ვივსებოდით მათი სითბოთი ცოტახანში ნიკუშა და ნინი ტასომ, იკამ და სოფიმ ნინის მშობლებთან წაიყვანეს, რათა სიტუაცია აეხსნათ და ახალი ამბავი ეხარებინათ. სახლში კი მე ლიკუნა, დემე და მაქსიმე დავრჩით... ვგრძნობდი, როგორ ცდილობდნენ ლიკა და დემე ჩვენგან შორს ყოფნას, იმისთვის, რომ გვესაუბრა, შევრიგებულიყავით და ცხოვრება ერთად გაგვეგრძელებინა. არა სისულელეა ყველაფერი ასე იდეალურად ვერ იქნება. ბოლოს მაინც მოახერხეს და მარტო დაგვტოვეს. საოცრად უხერხულად ვგრძნობდი თავს. წამოვდექი და კიდევ ერთი ჭიქა კოკა კოლა დავისხი, თან დროის გასაყვანად ფანჯრისკენ ვიყურებოდი. იმდენად გავერთე ამით, რომ ჩემსკენ მომავალი მაქსიმე ვერ შევნიშნე.
- როგორ ხარ ლიზ?
- კარგად მაქსიმე, თავად?
- არამიშავს. რა ხდება შენსკენ ახალი?
პასუხს აღარ ვცემ, ვცდილობ კარისკენ წავიდე, თუმცა მისი ხელი მაჩერებს, მისკენ მაბრუნებს და მოწყურებული მეწაფება ტუჩებზე, თავიდან აზრზე ვერ მოვდივარ, არ ვაჩერებ. ვდუნდები, მიყვარს სამყაროზე მეტად მიყვარს. ოდნავი გამოვფიზლებისთანავე ვაჩერებ და სახეში ხელს ვარტყავ.
- არაკაცი ხარ მაქსიმე.
ვეუბნები, თუ არა უკან მოუხედავად მოვდივარ სახლიდან, მანქანაში ვჯდები და სასწრაფოდ ვცილდები ამ ტერიტორიას. ცრემლები თავისით მოედინება სახეზე.
მიყვარდა, ისე როგორც ცხოვრებაში არასდროს არავინ მყვარებია. მასთან ვიყავი ბედნიერი, ყველა ადამიანზე უფრო ბედნიერი მსოფლიოში. მიყვარდა მისი ყველაფერი, თვალები, ხელები, ტუჩები. მიყვარდა და მჯეროდა, რომ მუდამ გვერდით მეყოლებოდა, არასდროს დამტოვებდა აქ ასეთად, ასეთ უსუსურად და უარაფროდ. ამ ფიქრებში ვიყავი, ამიტომ ვერ შევნიშნე ბავშვი, რომელიც გზაზე გადმორბოდა. მანქანის არიდება ვცადე. მანქანა გზიდან გადავიყვანე. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ვერაფერი გავიაზრე. შემდეგ კი იყო ხმაური, კივილი და ბოლოს სამარისებური სიჩუმე...
* * *
თვალებს ვახელ, თავზე ექიმთა ხროვა მადგას. ვცდილობ წამოვდგე, ვდგები კიდეც. ტკივილი ოდნავაც არ მაწუხებს. მე გადავრჩი, ვჩურჩულებ ჩემთვის. არ ვიცი ეს უნდა მიხაროდეს, თუ მწყინდეს. უკან ვბრუნდები და ვხედავ, როგორ ვწევარ უგონოდ. ექიმები,კი მუშაობას განაგრძობენ. მათკენ მივიწევ.
- კი, მაგრამ მე ხომ ცოცხალი ვარ, რას აკეთებთ?
პასუხს არავინ მცემს. თითქოს იქ არც კი ვარ. თითქოს უსულო საგანი ვარ..
- თქვენ რა არ გესმით?
გაღიზიანება მეტყობა ხმაში, თუმცა ექიმებს ესეც არ აკავებთ.
- პუსლი ეცემა, სასწრაფოდ დავითს დაუძახეთ.
დაიყვირა ვიღაცამ, ყველა ჩემს სხეულს მივარდა. კარგი საყურებელი ნამდვილად არ არის, დამიჯერეთ ვიცი.
- პულსი?
მგონი სიზმარში ვარ, რა პულსი?
- მე ხომ აქ ვდგავარ, თქვენს წინ?
ახალგაზრდა ექთანი გარბის, რათა ჩემი გადარჩენა შეძლოს. მისი მადლობელი ვარ. უცებ ძირს ვეცემი, არც კი ვიცი, როგორ, ვერაფერს ვგრძნობ.
- ლიზა გაუძელი.
ხანში შესული მამაკაცი ჩემს ყურთან ჩურჩულებს.
- რას გავუძლო? რას?
ვყვირი, მაგრამ არც ეს ესმის არავის. ცოტახანში ახალგზარდა ექთანი ბრუნდება, მამაკაცთან ერთად. შემდეგ, კი ჩემი სხეულიც ტოვებს საოპერაციო მაგიდას და ჩემთვის უცნობი მიმართულებით მიდის. ექიმებს საკაცით მივყავარ ოთახისკენ. პალატაში შევდივართ. ცალკე, მარტო უნდა ვიწვე. იქ არავინ არის. ანუ გადავრჩი? გაურკვევლობა მკლავს. ან იქნებ მოვკვდი და ჩემებს ეძახიან. ექიმები ოთახს ტოვებენ. მხოლოდ ახლა ვაკვირდები ჩემს სხეულს. ის დასახიჩრებულია, სახეზე მრავლობითი ჩალურჯება აღმენიშნება. საშინელი სანახავი ვარ. პალატის კარები იღება, მეც მისკენ ვიხედები. ოთახში თვალცრემლიანი მამა შემოდის. ჩემს თავთან ჯდება და ხელზე მკოცნის. სახეზე ცრემლები სდის. ის ჩემს გამო ტირის.
- ჩემი ლიზა, ჩემი შვილი...
ჩურჩულებს და უფრო უმატებს ტირილს. უხმოდ ტირის. მინდა მასთან მივიდე და მოვეხვიო, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი.
- არ დამტოვო ლიზა, შენ მაინც არ დამტოვო.
ეს ის სიტყვები იყო, რომლითაც მივმართე მაშინ, როდესაც ცუდად იყო. მინდა პასუხი გავცე, რომ არ მივატოვებ, თუმცა ვიცი აზრი არ აქვს. ის ჩემს ხმას ვერ გაიგებს.
- დედაშენმა დამტოვა, სულ მარტო. გამანადგურა, ცხოვრება შავ-თეთრი ფერებით შემიღება. ნუ იზავ ამას შენც. შენს გარეშე არც კი ვიცი, როგორ ვიცხოვრებ ლიზ. გპირდები, რომ შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ. მხოლოდ გთხოვ შენც იბრძოლე. გვჭირდები.
მძიმედ დგება მამა და პალატას ტოვებს. ვერ ვხვდები მე რა შუაში ვარ. მე, როგორ უნდა ვიბრძოლო. საერთოდ მინდა, თუ არა გადარჩენა ისიც კი არ ვიცი. მამას მეც მივყვები. ის ქვევით ჩადის და სხვებს უერთდება. ყველა იქ არის. მაქსიმეს და დემეს გარდა. ლუკას ვხედავ, რომელიც კედელთან არის ჩაკეცილი, თავი კი ხელებში ჩაურგავს. ყველა ერთ წერტილს მიშტერებოდა, ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდს. მათთან არ დავრჩენილვარ, ან, რისთვის უნდა მეყურებინა, რომ დავრჩენილიყავი? იმისთვის, როგორ სდით ცრემლები ჩემს საყვარელ ადამიანებს? ჩემს თავთან ვბრუნდები, რა უცნაურად ჟღერს,არა? თუმცა,როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ასეა. მე ვერსად გავექცევი რეალობას. ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ქვევით ვუცქერდი ხალხს. ოთახში ისევ მამა შემოდის, მაგრამ, შედარებით მშვიდად. უკან ახალგაზრდა გოგონა და ბავშვი მოჰყვებიან. ეს ის პატარა გოგონაა მე, რომ გადამირბინა გზაზე. დარცხვენილი იდგა და თავი ჩაეხარა.
- არც კი ვიცი რა გითხრათ, ჩემი შვილი, რომ არა...
- ასე ნუ ამბობთ ქალბატონო, ლიზა გაბრაზდება.
მამა იღიმის და მიყურებს. ის მართალია.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- თქვენ ვერაფრით დაგვეხმარებით, ნუ იდარდებთ. ყველაფერი კარგად იქნება. არ დააკომპლექსოთ და დაადანაშაულოთ თქვენი გოგონა. ის არაფერ შუაშია.
ოთახი სამივემ დატოვა. მაქსიმე არ ჩანდა. ალბათ არ იცის, დარწმუნებული ვარ, რომ არ დამტოვებს, ის მოვა ჩემთან და იბრძოლებს ჩემს გადასარჩენად. ოთახის კარი იღება, კარს მიღმა ლუკა დგას, განადგურებული, ჩაშავებული თვალებით. მისი დგომარეობა მტკივა. ფეხებს ძლივს მოათრევს. ნელ-ნელა მოიწევს ჩემსკენ და ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს მხედავს. ჩემს წინ სკამზე ეცემა და თვალებს ისრესს.
- მე ვიცი, რომ ჩემი გესმის.
სიჩუმის შემდეგ იწყებს ლუკა თავის მონოლოგს.
- ექიმმა თქვა, რომ გესმის. ჰო ასეა?
ცრემლებს ვერ იკავებს და ნიაღვარივით სდის თვალებიდან.
- ლიზა, ლიზა, ჩემო დაიკო. მე ვიცი, როგორ გინდა დედას ნახვა. თუ მაინც ძალიან გინდა დედასთან წასვლა წადი, მე გაგიგებ. მართალია უშენოდ საშინლად გამიჭირდება, მაგრამ გპირდები, რომ გაგიგებ. და თუ მაინც გადაწყვეტ დარჩენას და დარჩები, აღარასდროს გაგაბრაზებ, არც ნერვებს მოგიშლი. ოღონდ დარჩი, ოღონდ დარჩი.
ლუკა ჩემს ფეხებთან იმუხლება და ისე ჩურჩულებს ამჯერად გაურკვეველ სიტყვებს. ცოტახანში ძალა გამოცლილი ფეხზე ძლივს-ძლივობით დგება და ოთახს ტოვებს. მინდა გავეკიდო, ვეჩხუბო, ასეთ დღეში, რომ იგდებს თავს. მინდა ძალით ვაჭამო და ჩემი ხელით მოვუარო. ლუკა დარჩენაზე საუბრობდა, დარჩენაზე, რომელიც ჩემი გადასაწყვეტია. კი, მაგრამ როგორ? რატომ? მე რა უნდა გავაკეთო? ვიტყვი მინდა დარჩენა და დავრჩები? ეს, ხომ შეუძლებელია. ისევ ჩემს ადგილს ვუბრუნდები და ქვევით ვიყურები. მალევე ვამჩნევ საავადმყოფოს ეზოში შემოვარდნილ მაქსიმეს, რომელსაც უკან დემე მოსდევს. გამწარებული წინ მოიწევს და წინ არავის აქცევს ყურადღებას. ზოგს ეჯახება, ზოგსაც ხელის უხეში მოძრაობით გვერდზე წევს. დემეტრე კი აშკარად მის მაგივრად იხდის ბოდიშებს. კარების შემონგრებით წინ მოიწევს და თუ არ ვცდები ორ წამში აქ შემოვა. ასეც ხდება ჩემი დანახვისას წამით ჩერდება და მგონი ნანობს კიდეც აქ შემოსვლას.
- არ მჯერა, რომ ეს შენ ხარ.
მინდა მონატრებულ სხეულს მივვარდე, ჩავეხუტო და არასდროს მოვშორდე.
- რატომ, რატომ მაინც და მაინც შენ?
ტონს ისე უწევს მაქსიმე ვერც კი ამჩნევს.
- მიდი წამოდექი, მიყვირე, მეჩხუბე, ხელი გამარტყი. ოღონდ არ დამტოვო. ადექი ლიზა არ გაქვს უფლება, რომ წახვიდე. მოვკვდები იცოდე გესმის? ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ აქ ამ ბინძურ სამყაროში მარტო არ დამტოვო. შენ ვერც კი წარმოიდგენ რას ნიშნავს უშენობა. აქამდე შორიდან გიყურებდი, ამასაც თუ ვერ შევძლებ... ლიზა გთხოვ.
სათქმელს ვერ ასრულებს მაქსიმე ისე გარბის პალატიდან. მას მეც მივყვები. სირბილით გადის საავადმყოფოდან..უკან სოფი მისდევს. ბოლოს ძირს ეცემა მაქსიმე, სოფიც მას ბაძავს და ეხუტება.
- დამშვიდდი მაქსიმე. ის ძლიერია, გაუძლებს. შენს გამო, ჩვენს გამო.
შორიდან ვუყურებ ამ სანახაობას, თავს ვაქნევ და ისევ ჩემს თავთან ვბრუნდები. ამასობაში ღამდება. მე კი დაძინება არ შემიძლია. რაფაზე ვზივარ და ვცდილობ აღვიდგინო ავარიის დროს რა მოხდა, თუმცა უშედეგოდ. ღამის ოთხ საათზე მაქსიმე ბრუნდება შედარებით წყნარად გამოიყურება.
- ნუ ღელავ, დამამშვიდებელი დავლიე. ამჯერად არ გავიქცევი არსად და არც ვიყვირებ.
ისე იწყებს საუბარს თითქოს, პასუხს მეც გავცემ და ასე ვისაუბრებთ, დილამდე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით.
- შენს მოსწავლეებს პროტესტი გამოუცხადებიათ,იცი? არ სწავლობენ, არც სხვებს უსმენენ.
მოყოლის დროს ეღიმება მაქსიმეს და მეც მაღიმებს.
- ხედავ,როგორ შეაყვარე ყველას თავი? შენი დაკარგვის მეშინია.
თავდახრილმა მითხრა, ძალიან ჩუმად.
- საბოლოოდ ვიცი მაინც იმას გააკეთებ, რაც გინდა, მაგრამ... მაგრამ იფიქრე ჩვენზეც. ვიცი, საშინელებაა ყველაფერი, რაც გამოიარე დღემდე, მაგრამ, არის რაღაც, ან ვიღაც, რის გამოც უნდა იცოცხლო. მე შენ მიყვარხარ, წარმოუდგენლად მიმაჩნია, ის, რომ აღარ გაახელ შენს ლამაზ თვალებს და აქ დაასრულებ შენს სიცოცხლეს. მეც მოვკვდები ლიზა, შენს გარეშე...
მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, ყურებზე ხელს ვიჭერ და თვალებს ვხუჭავ.
- მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, აღარ.
ვკივი ხმამაღლა, იმაზე ხმამაღლა ვიდრე შემიძლია, რადგან ვიცი ჩემს ხმას ვერავინ გაიგებს. არ ვიცი რამდენი ხანი გადის, თუმცა თვალებს რომ ვახელ პალატაში აღარ ვარ. აქაურობა ჩაბნელებულია, წინ მხოლოდ სინათლე ჩანს. სადღც ბუნებაში ვარ, ისევ ის წითელი კაბა მაცვია, რომელიც აქ მოსვლამდე მეცვა. სინათლიდან კი ვიღაც მოიწევს ჩემსკენ.
- გამარჯობა ლიზა.
უცნობი მიახლოვდება და ღიმილით მაჯილდოვებს. არ ვიცი საიდან, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ მას ასე უნდა მივმართო.
- დედა?
- გახსოვარ?
პასუხს ვერ ვცემ, მისკენ მივდივარ და ვეხვევი.
- ჩემო პატარა, ჯერ ძალიან ადრეა.
- ადრე? რისთვის დე?
- შენ საჭირო ხარ იქ.
ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა დედა ქრება.
- მოიცადე დე, სად ვარ საჭირო? მეც შენთან წამოვალ. არ დამტოვო დედა.
დედა საბოლოოდ ქრება და სინათლესაც სიბნელე ცვლის. სიბნელეში ვერაფერს ვარჩევ, მხოლოდ ტკივილის შეგრძნება მეუფლება. ახლა უკვე ნათლად ვგრძნობ ყველაფერს. ცოტახანში, კი ძლიერი სინათლე თვალს მჭრის და მაწუხებს.
- შენ დაბრუნდი.
ცხადში მესმის მაქსიმეს ხმა და ვგრძნობ, როგორ გარბის პალატიდან.
- ექიმო, ლიზა გამოფხიზლდა, ლიზამ არ დამტოვა.
ყვირის მაქსიმე და მისი ხმა მთელ საავადმყოფოს სწვდება.



ძაან მაგარი იყო რა

 


№2  offline წევრი ევა^

სიყვარული გულს გვტკენს
ძაან მაგარი იყო რა


მადლობა დიდი <3

 


№3  offline წევრი თეკკლას

სიტყვებით ვერ ავღწერ ისეთია. რამდენი მატირე იცი? საუკეთესოა და წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი ევა^

თეკკლას
სიტყვებით ვერ ავღწერ ისეთია. რამდენი მატირე იცი? საუკეთესოა და წარმატებები


დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent