შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Mercy (2 თავი)


20-01-2019, 02:26
ავტორი scorpio19
ნანახია 994

1968 წელი,26 აგვისტო

-საყვარელო,ბარგი მზად გაქვს?
-კი მზად მაქვს,მამა
-კარგი,სადილზე ჩამოდი 10 წუთში.
-მამა...
-გისმენ,რამე მოხდა?
-არაფერი,უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ გადასვლასთან დაკავშირებით,არ ვიცი როგორ შევეგუები ჩიკაგოდან შორს ყოფნას,ჩემთვის ძალიან რთულია...
-მისმინე,პატარავ,შენ ჯერ მხოლოდ 18 წლის ხარ,ჰო სკოლა დაამთავრე და სტუდენტი ხარ ერთ-ერთ უდიდეს უნივერსიტეტში მსოფლიოში,მაგრამ ჩემთვის ყოველთვის პატარა მერედიტი იქნები,ხელში მარწყვის ნაყინით და ბავშვური,ალმაცერა ღიმილით რომელიც მოკაშკაშე ვარსკვლავივით ანათებს ირგვლივ ყველაფერს,ჩემს გულს შენს სამყაროში და დედას გულს მასთან,ცაში.
არ მინდა გული გეტკინოს,რადგან ეს მე ყველაზე კარგად ვიცი რა არის,ტკივილი ამ სამყაროში,სამყაროში სადაც სიყვარულიც კი გულს გტკენს,ესეც არ კმარა და გტოვებს სულ მარტოდ.
- მე შენთან ვარ,ვიცი რომ დედამ დაგტოვა და..
-და ჩვენი სიყვარული დამიტოვა,საკმარისი იმისათვის რომ შენ გამეზარდე ესეთი ლამაზი,ტკბილი,თბილი და ჩვენი სიყვარულით სავსე.
-ძლიან მიყვარხარ!
-ვიცი რომ სირთულეების გეშნია,მაგრამ იცოდე რომ არავის ენდო საკუთარ თავზე მეტად,არავის მისცე უფლება გატკინოს და ყველანაირად ეცადე რომ შენც არავის ატკინო ნებიერად თუ უნებლიედ.ახლა კი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ჩიკაგოდან წასვლაა როგორც შენთვის ასევე ჩემთვის,მინდა ბევრად მეტს მიაღწიო ცხოვრებაში ვიდრე მე.
- მადლობა,ასეთი სიტყვებისთვის,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შენი თითოეული რჩევა,მამა.


15:00 PM


ახლა თვითმფრინავში ვსხედვართ მე და მამა,როცა ჩავფრინდებით,აეროპორტიდან მატარებლით მოგვიწევს ლონდონში ჩასვლა,რადგან სწორედ ლონდონშია ღია უნივერსიტეტი სადაც უნდა ვისწავლო ამიერიდან.
იქ მე და მამა 7 დამფუძნებლიდან ერთ-ერთს უნდა შევხვდეთ,სწავლასთან დაკავშირებით უნდა გავესაუბროთ.

16:00 AM

უკვე მატარებელში ვართ, მიყვარს მატარებელი
ზოგადად არსებობს ნივთები,არსებობს საგნები,არსებობს სიმღერა,ადამიანიც კი რომელსაც წარსულის რაღაც მონაკვეთამდე მიჰყავხარ და იქ გბოჭავს, აწმყოში დაბრუნების უფლებას გართმევს,სანამ ვინმე არ გაგრძნობიებს რომ წარსულის ეს მონაკვეთი ტკივილს გაყენებს,სუნთქვის უფლებას გართმევს,ცხოვრების,სიცოცხლის,ბედნიერების და საერთოდ ყველაფრის იმედს გიკარგავს.
თითქოს შენს სულში შემოდის და გართმევს უფლებას რომ გიყვარდეს.
შენს სხეულზე კი არა შენს სულზე ბრძანებლობს,იმდენად მკაცრად რომ ვერც ეწინააღმდეგები,იცი რომ უარეს შედეგამდე მიგიყვანს,უფრო გატკენს,სულს აგიოხრებს და წაგართმევს.
ამიტომაცაა რომ ცხოვრებაში ტკივილი უფრო გვამახსოვრდება ვიდრე რაიმე კარგი,რადგან სწორედ ტკივილია მიზეზი იმისა რომ აქამდე მოვედით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent