შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია (თავი 14)


20-01-2019, 04:02
ავტორი თათი
ნანახია 1 487

ჩემი ისტორიაც და თავიც დაგავიწყეთ მგონი... შეგახსენებთ რა ხდებოდა წინა თავებში. ორ მოცეკვავეს ერთმანეთი უყვარდებათ. მიუხედავად დიდი პრობლემებისა საბოლოოდ ახერხებენ ერთად ყოფნას. ლილეს დაქალის პრობლემის მოგვარების შემდეგ, სხვა პრობლემა უჩნდება, რაც რატის იმპულსურობასა და უხეშობასთანაა დაკავშირებული. წინა თავში მან ვენები გადაიჭრა, რითაც დაამტკიცა, რომ როცა რატი შეეცდება რამე ატკინოს, იგი საკუთარ თავს ორმაგად ატკენს. საავადმყოფოდან წამოსულები, ლილეს სახლში მიდიან, სადაც გაბრაზებული გოგონა ბიჭს მარტო დატოვებას სთხოვს. იმედია ცოტათი დაგეხმარეთ. ახლა კი შეგიძლიათ კითხვას შეუდგეთ!!!

"სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია" (თავი 14)

ბასრი დანა, რომელიც ყველას და ყველაფერს გაჭრიდა ბიჭს ხელში ეჭირა, წინ გოგო ედგა და ტიროდა.
_არა, რატი, გთხოვ არ გინდა, რატიიი... _და უცბად წამოვხტი, ყვირილით. გავაცნობიერე, რომ ყველაფერი სიზმარი იყო და სლუკუნი დავიწყე. რამდენიმე წუთი ვტიროდი, მერე თავი ბალიშზე დავდე და საბანში ჩავრგე. მალე დავმშვიდდი და წყლის დასალევად სამზარეულოში ჩავედი. იქ შესვლამდე სასტუმრო ოთახში შევიხედე და დივანზე მძინარე რატი დავინახე, გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. მასთან მივედი, ისე ტკბილად ეძინა, გასაღვიძებლად მენანებოდა. კუპრივით შავი თმა შუბლზე ჩამოყროდა, დიდ ტუჩებს შორის ორი კბილი უჩანდა და პირით სუნთქავდა. მეგონა მხოლოდ მის შავ_ბნელ თვალებში ვიძირებოდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მისი მძინარე სახე უფრო ღრმა უფსკრული ყოფილა, თვალს ვერ ვაშორებდი. მივუახლოვდი, ოდნავ დავიწიე, მინდოდა თმები გადამეწია, მაგრამ თმებისკენ გაწეულმა შეხვეულმა მაჯამ წინა დღე გამახსენა და გადამაფიქრებინა. სასტუმრო ოთახიდან გამოვედი და წყლის დასალევად სამზარეულოში შევედი. მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, თუ როგორ მშიოდა. მაცივრიდან ჩემი საფირმო ქათმის სალათი გადმოვიღე და ჭამას შევუდექი. ჯერკიდევ გუშინდელი ტანსაცმელი მეცვა, ეს აწ უკვე დანაყრებულმა შევამჩნიე და გამოსაცვლელად ოთახში ასვლა დავაპირე, მანამდე რატის შევხედე, მაგრამ იქ აღარ იყო. საძინებელში ავედი და ჩემსკენ ზურგით მდგომი დავინახე.
_ვინმეს ეძებ? _სიარული არ შემიწყვიტავს, საწოლთან მივედი და ტელეფონს დავხედე. _უკეთესად ხარ?
_კი, შეგიძლია წახვიდე. _ტელეფონი საწოლზე მივაგდე და სააბაზანოში შევედი. პასუხის გაცემა ვერ მოასწრო. აბაზანის კარები ჩავკეტე და რამდენიმე წამში წყლისგან ნეტარებას მივეცი საკუთარი თავი, ძალიან მესიამოვნა, ეს ჩემთვის ერთგვარი განტვირთვა იყო. სისწრაფეში ტანსაცმელები არ შემიტანია, ვიფიქრე, რომ რატო უკვე წასული იქნებოდა, ამიტომ პირსახოც შემოხვეული გამოვედი. გულისცემა გამოსვლისთანავე ამიჩქარდა რატის დანახვაზე, ფანჯარაში იყურებოდა. სანამ გამოიხედავდა სახე დავაწყნარე და პირვანდელ პოზიციას დავუბრუნდი. გამოიხედა, ჯერ გაუკვირდა, შემდეგ კი სიამოვნება აეკრა სახეზე, რამდენჯერმე ამათვალიერ_ჩამათვალიერა. ყურადღება არ მიმიქცევია, კარადისკენ წავედი და პარალელურად ვუთხარი.
_ოთახიდან გადი, უნდა ჩავიცვა. _კარადა გავაღე და ტანსაცმლის ამორჩევას შევიდექი. _არსადაც არ გავალ. _გაკვირვებულმა გავხედე.
_უკაცრავად?
_არ გავაალ!!! _ტანსაცმელები ავიღე.
_კარგი, იყავი. მე გავალ. _ოთახიდან გასვლა დავაპირე, ზურგიდან, რომ დამიჭირა და თავისკენ მიმიზიდა. ზურგით მას ვეყრდნობოდი, ხელები შემოხვეული ჰქონდა, თითქოს დაბმული ვყავდი.
_აუ, როგორ მომბზრდა, შენი ძალის დემონსტრიბები და დაჭერები, რაა... გამიშვი დროზე!
_მე კი მომბეზრდა ყოველთვის, რომ გარბიხარ.
_შენ თვალწინ ნამდვილად არ ვაპირებ ჩაცმას.
_ნუ მიბრაზდები გუშინდელისთვის, გთხოვ!
_არ გიბრაზდები, გამიშვი!
_მატყუებ.
_ჯანდაბა, გამიშვი ხელი, რომ გეუბნები!!! _ვცდილობ თავი გავითავისუფლო, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ძალა მეცლება და ვჩერდები. ჩუმად არის და ჩემს სველ თმას ეხება ცხვირით. შემდეგ თავს უფრო დაბლა წევს და ყელში მის შეხებას ვგრძნობ. ტანში ჟრუანტელი მივლის, თითქოს ჩემს სხეულში დენი გაატარეს, თვალებს ვხუჭავ და თავს ოდნავ გვერდით ვწევ, რომ მისი შეხება აღარ ვიგრძნო. თავს უფრო სწევს და ამჯერად კოცნას სცდილობს. რაღაცნაირად ბოლო ძალებს ვიკრებ, ხელები ეშვება, ერთი ნაბიჯით ვშორდები და მისკენ სახით ვტრიალდები. სხარტი მოძრაობის გამო პირსახოცი ეშვება, რომ არ ჩამომვარდნოდა ორივე ხელი გულთან მივიტანე და დავიჭირე. კიდევ მისკენ მიმიზიდა, ამჯერად სახით.
_აუ, გამიშვი გთხოვ!
_ჯერ მაკოცე.
_არ მინდა შენი კოცნა.
_აბა, ვისი?
_რომ დებილობ უკვე, ხვდები?
_შემირიგდი და გაგიშვებ.
_არ შეგირიგდები!
_აბა, არ ვბრაზობო? _ოდნავ გაეღიმა.
_გამიშვი!
_არ გაგიშვებ!
_კარგი, კარგი, ოღონდ გამიშვი. _ისევ ეღიმება და ხელებს მიშვებს. ძირს დავარდნილ ტანსაცმელს ვიღებ და ოთახიდან გავდივარ. ტანსაცმელს ვიცმევ და საძინებელში რამდენიმე წუთში ვბრუნდები.
_შენ კიდე არ წასულხარ? _ვეკითხები საწოლზე წამოწოლილს.
_არა, მეძინება.
_ვაა, სახლი არ გაქვს მერე?
_კი, მაგრამ ჩემს სახლში შენი სურნელი არ დგას.
_კაი ერთი, გაჩუქებ ჩემს სუნამოს და შეგიძლია მთელი სახლი ჩემი სუნით ააყროლო. _ჩამეხუტები?
_შენი აზრით? _ირონიულ სახეს ვიღებ.
_გთხოვ?! _თავს დაბლა ვხრი, დანებების ნიშნად. მასთან მივდივარ და ვეხუტები. თვითონ გაუნძრევლად წევს და თავი ჩემს კისერში აქვს მოთავსებული.
_დაიცა, ასეთი ცხელი რატომ ხარ? _გაკვირვებული ვამბობ და ჯერკიდევ ჩახუტებულს შუბლზე ვადებ ტუჩებს. _სიცხე გაქვს.
_არაფერია, გამივლის მალე. _ზურგზე ორივე ხელს რამდენჯერმე სხვადასხვა ადგილას ვადებ.
_სულ ოფლიანი ხარ. გაიხადე მაისური!
_ხელის აწევის თავიც კი არ მაქვს ლილე. _თავს ვაქნევ და ორივე ხელს მისი მაისურის ბოლოებს ვკიდებ. წამოჯდომას ახერხებს, მე კი მაისურს ვხდი.
_ცოტახანი ასე ჩაწექი, გავალ რაღაცებს მოგიტან და მოვალ. _სამზარეულოში გავდივარ. თერმომეტრს, რამდენიმე სახეობის წამალს, წყლით სავსე ჯამს და პატარა პირსახოცს ვიღებ, გაზზე წყალს ვდგავ ჩაისთვის და ოთახში ვბრუნდები. სიცხეს ვუზომავ, ტემპერატურის დაგდებისთვის შუბლზე სველ პირსახოცს ვადებ. სამზარეულოში ვბრუნდები, ჩაის ვამზადებ და ისევ ოთახში შევდივარ. თერმომეტრს ვიღებ.
_39.3 ყოჩაღ, მშვენიერი შედეგია ერთი ღამისთვის. სახლში რატომ არ წახვედი, ვინ გითხრა დარჩი და მიყარაულეო? _ვსაყვედურობ. პასუხს არ მცემს. _ჩაი დალიე, ცოტა ჭამე და მერე წამლებს დაგალევინებ. _არ მემორჩილებოდა, ძლივს ვაჭამე და წამალიც მოტყურბით გადავაყლაპე. მალევე ჩაეძინა. მის გვერდით მეც მიმეძინა.თითქმის მოსაღამოვებული იყო კარებზე კაკუნმა, რომ გამაღვიძა.

_თქვენს სახელზე გზავნილია?
_კარგით, სად მოვაწერო ხელი? _ხელს ვაწერ და ყვავილებს ვართმევ. კარებს ვხურავ და ყვავილებში სავარაუდო ბარათს ვეძებ, ვიპოვე კიდეც. „ვერ მიცანი?“ წერია ბარათში. გაკვირვებული ვარ, მაგრამ ამასთანავე ძალიან მომწონს ყვავილები და მათი სურნელი.
_ვინ მოგართვა? _მეკითხება ოთახიდან გამოსული რატი.
_არვიცი, გუშინ რაღაც სათამაშო გამომიგზავნეს გამარჯობაო, დღეს ეს ვერ მიცანიო? _გაკვირვებული სახით ვეუბნები.
_ვიღაცას ვაჭმევ მაგ ყვევილებს და იმ რაღაცასაც! _ოდნავ ეღიმება.
_ოჰჰ, მე პირადად ძალიან მომწონს ეს ყვავილები, იცი რა მაგარი სუნი აქვს?
_ნაგავში გადაგიგდებ ახლა, შეირგე სანამ ცოცხალია! _ხმამაღლა ვიცინი.
_ყვავილებზე ეჭვიანობაღა გაკლდა?!
_მშია, არაფერს მაჭმევ?
_არა, შიმშილით უნდა მოგკლა. _ვეუბნები და პარალელურად სამზარეულოსკენ მივდივარ. უკან მომყვება. მაცივრის კარს ვაღებ და მაგიდის გაშლას ვიწყებ. ერთმანეთის მიპირდაპირედ ვსხდებით და ჭამას ვიწყებთ.
_ხელი კიდე გტკივა?
_არა.
_მეორედ ეგეთი სისულელე აღარ გააკეთო!
_უარესს გავაკეთებ, თუ საჭირო იქნება, გპირდები!
_ლილიან, ნუ მაშინებ.
_კარგია, მეც ეგრე მეშინოდა.
_არ მინდა ჩემს გამო თავს რამე დაუშავო.
_როდესაც შეეცდები, რომ მატკინო, მეორე წამს ასმაგად ვატკენ საკუთარ თავს, ეს იცოდე!

უზომოდ მიყვარს ეს ბიჭი და მაშინებს მისი ნერვები. არვიცოდი რამდენად სწორი იქნებოდა ის გზა რომელიც მის სამკურნალოდ მოვიფიქრე მაგრამ ვფიქრობ ცდად ღირდა.
მას ეშინოდა იმის რომ საკუთარ თავს რამეს დავუშავებდი და ხმას ოდნავადაც კი არ უწევდა რამდენიმე თვის განმავლობაში. რაც შეეხება საჩუქრებს, მათ კვირაში რამდენჯერმე ვიღებდი, გაუგებარი და დამაბნეველი კითხვებით.
ვცდილობდი დიდი ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ჩემს მოთმინებასაც ჰქონდა საზღვარი.
ნინო და დათო ერთმანეთით ტკბობას განაგრძობდნენ. ნიკას და ლანასაც ყველაფერი რიგზე ჰქონდათ. თაკო და ნატა ერთი შეხედვით საშიშ დუეტს გავდა, მაგრამ სიმშვიდეს ისინიც ინარჩუნებდნენ. რაც შეეხება ლაშას, მას იშვიათად ვეკონტაქტებოდი და კარგად არ ვიცოდი რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ სამაგიეროდ მშვენივრად ვიცნობდი ჩემს დეიდაშვილ მარიამს, რომელიც არც ისე გულგრილი ჩანდა მის მიმართ.
ნინოს დაბადების დღე ახლოვდებოდა. გადახდას რა თქმა უნდა გეგმავდა, მაგრამ ჩემი ყოჩაღი დათუჩა დიდ სიურპრიზს უწყობდა და არამგონია ჩვენთვის ბევრი დრო ჰქონოდა მის იუბილეზე. ამიტომ ნინოსთვის სიურპრიზის მოწყობა და დაბადების დღის აღნიშვნა მეორე დღეს დავგეგმეთ. ორგანიზება ამ ყველაფერს, ჩვეულებისამებრ, მე გავუწიე. ადგილი ერთ_ერთ საუკეთესო კლუბში დავჯავშნე. 27მაისიც მალე მოგვეპარა.


_პრინცესა, 8ზე გამოგივლი და მზად დამხვდი. _დილით რატის შეტყობინება მხვდება ტელეფონში. მისი ხმის გაგონება მინდა, ამიტომ დაზეპირებულ ნომერს ვკრიფავ და ვრეკავ. _დილამშვიდობისა, ჩემო პრინცო?!
_დილამშვიდობისა, პრინცესა. _მესმის ხმა, რომელიც სულში ყველაფერს ერთიანად აფორიქებს. ერთად ყოფნის დრო იზრდებოდა და იზრდებოდა ჩემი სიყვარულიც მის მიმართ. წამითაც კი არ მინანია ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება მებრძოლა რატისთვის და ლილესთვის, რაც უფრო მეტად მაბედნიერებდა.
_როგორ ხარ?
_შენ გარეშე ვიღვიძებ უკვე მერამდენე დღეა, დეპრესიაში ჩავვარდები ცოტახანში!_ხმაში სევდა ეპარება, რაზეც გულიანად ვხარხარებ.
_შენი და ყოველდღე სახლში ხომ არ გიზის? დატკბით ერთმანეთით.
_როდის უნდა ნახო პირადად?
_სად მეჩქარება, წინ მთელი ცხოვრებაა. _ვიცინი.
_გეშინია?
_რისი? რომ არ მოვეწონო?
_მოეწონები!
_ვიცი, თანაც ხო იცი დიდი ხანია აღარაფრის მეშინია.
_ჰო, მე კი მატერორებ ხოლმე.
_შენ ნერვებს კონტროლი უნდა ვასწავლოთ!
_ისწავლეს უკვე.
_ჯერ ყველაფერი წინაა.
_ლილე...
_რა იყო?
_რამდენი ხანია არ მითქვამს, რომ მიყვარხარ?
_პირველის მერე აღარ გითქვამს, რა იყო? ხო არ აპირებ?
_არა, ისე ვიკითხე. _სიცილი მიტყდება.
_შენზე არ მკითხავ?
_რას?
_არასდროს გითქვამს, რომ გიყვარვარ.
_საჭიროა?
_რავიცი, რავიცი.
_კარგი, მოვა დრო და აუცილებლად გეტყვი.
_იმედი მაქვს.
_აუ, ძალიან გაგვიგრძელდა საუბარი, წავედი ახლა, გავემზადო, 8ზე გელოდები. _შეიძლება ცოტა ადრე მოვიდე!
_რატო?
_მოვალ და გაიგებ, გამზადება არ იჩქარო!
_კარგი, დროებით.
_შეხვედრამდე.


საწოლიდან ავდექი, შხაპი მივიღე, ჩავიცვი და სამზარეულოში საჭმელად ჩავედი, პარალელურად ჩემს სერიალს ვუყურე. შემდეგ მუსიკები ჩავრთე და „ცა მინორის“ თამხლებით ახალი ილეთების და ფრაგმენტების მოფიქრებას შევუდექი, ჩემი ახლად შექმნილი სტუდიისთვის.
ახლა უკვე ნამდვილი ცეკვის მასწავლებელი ვარ. ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყო, თითქოს ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ვხვდებოდი, რომ ყველაფერი სულ ასე კარგად ვერ იქნებოდა. კარებზე ზარი მომესმა და გაღებისას კვლავ ახალ საჩუქარს შევეგებე, უკვე ნერვებს მიშლიდა ეს ბავშვური სისულელე, საქმე მგონი მანიაკთან მაქვს! მორიგი წერილი და მორიგი ყვავილები. როგორ მაღიზიანებდა ეს ყველაფერი, ვერც აგიხსნით. ბარათი ამოვიღე ყვავილებიდან და წავიკითხე სხვებისგან განსხვავებული სიტყვები: „გეყო ამდენი ბედნიერება“. ეს სიტყვები მუქარას გავდა, შემეშინდა, თანაც ძალიან.
შევეცადე დიდი ყურადღება არ მიმექცია და ბევრი აღარ მეფიქრა ამ სიტყვებზე. ცეკვა გავაგრძელე, მაგრამ გულს ვეღარ ვუდებდი, ამიტომ ოთახში ავედი და სანამ გამზადებას დავიწყებდი დასვენება გადავწყვიტე.
რელაქსაციისთვის კი საუკეთესო საშუალება აბაზანაა. ნახევარი საათი საყვარელ მუსიკებთან ერთად სააბაზანოში დავყავი. ოთახში პირსახოც შემოხვეულს კარის ხმა მომესმა, უკვე 7 სრულდებოდა.
ქვემოთ პირსახოცით ჩავედი. რატი მართლა ადრე მოვიდა.
_ჩემი პრინცი მოსულა?! _ღიმილით შევეგებე.
_პრინცესას არ ეშინია?
_რისი უნდა მეშინოდეს?
_ასეთ ფორმაში რომ დამხვდი იმის. _ოდნავ ღიმილი ეპარება.
_უი, სულ დამავიწყდა?! სასტუმრო ოთახში შედი ჩავიცმევ და გამოვალ უცბად. _მისკენ ზურგით შევტრიალდი. უეცრად ხელით დამიჭირა და თავისკენ მიმიზიდა.
_მგონი ჩაცმაზე უკეთესი იდეა მაქვს.
_ძაან ხომ არ გამიტუტუცდი? _მკაცრ სახეს ვიღებ თან ოდნავ ვიღიმი.
_კოცნის უფლებასაც არ მაძლევ, ქალბატონო, რა იყო ქორწილამდე არ მაღირსებ? _ხმამაღლა გამეცინა, თავი უკან გადავწიე, ჯერ კიდევ თავის სხეულზე ვყავდი მიწებებული. როდესაც სიცილს მოვრჩი და თავი წინ წამოვწიე კისერში მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
_არა, ბატონო, არ გაღირსებ! _თავი გავინთავისუფლე და ოთახისკენ დავიძარი.
_უკან გამომყვა.
_ძალიან მტკენ გულს. _ღიმილნარევი ხმით მეწუწუნებოდა. ოთახამდე მოსულს კარები ცხვირწინ მივუხურე, ოდნავ გავუღიმე და ჩაცმას შევუდექი ჯინსის შორტი ჩავიცვი და მაიკის არჩევას ბიუსჰალტერის ამარა შევუდექი, უეცრად კარი შემოაღო...
_მაგიჟებ, ლილე! _ორ ნაბიჯში ჩემს წინ აიტუზა. ვერაფრის თქმა მოვასწარი ისე მოულოდნელად ეძგერა ჩემს ბაგეებს. კანკალმა ამიტანა, თან საოცრად მესიამოვნა. მისი შეხება ვიგრძენი წელზე, ორივე ხელით ამიყვანა და ლოგინზე დამაწვინა, კოცნას არ წყვეტდა. ვერ ვჩერდებოდი, რაღაც არ მაძლევდა უფლებას შევწინააღმდეგებოდი.
ნელ_ნელა მისი ტუჩები ქვემოთ ჩავიდნენ, კისერში რამდენიმე სველი კოცნა დამიტოვეს, ლავიწებზე მისულს კვლავ გამაჟრჟოლა, თითქოს ყინვაში ტანსაცმლის ამარა ვიდექი. შეშინებულმა ნიკაპზე ხელი მოვკიდე და კვლავ ტუჩებთან მივიზიდე. ერთი ხელით ჩემი ფეხი ეჭირა, მეორეს კი ხან წელზე ხანაც მკერდზე დაასრიალებდა. მის ბაგეებს ვეღარ ვაჩერებდი, მთლიანად ვხურდი და გამოფხიზლებას ვერ ვახერხებდი. სრულიად პარალიზებული ვიყავი, თვალები დამეხუჭა და შიშისგან წამში მილიარდჯერ ვახამხამებდი. თვალების გახელა მხოლოდ მაშინ შევძელი, როცა ვიგრძენი, რომ გაჩერდა. ჩემს ფეხებს შორის იყო მოქცეული და მიყურებდა. მისი თვალები მეუბნებოდნენ თუ როგორ ითხოვდნენ ლილეს. სიამოვნებისგან ჯერკიდევ არ ვიყავი ბოლომდე კმაყოფილი, ამიტომ მისმა თვალებმა სითამამე შემმატეს და მის ბაგეებს ახლა მეთვითონ დავეწაფე. ჩემსკენ მივიზიდე და ხელები მაისურისკენ წავიღე, სურვილს მალევე მიმიხვდა და სწრაფი მოძრაობით გაიხადა. მის კუნთებს ვეხებოდი, მთლიანად ვგრძნობდი მათ ძალას. ნელ_ნელა მისმა ხელების მოძრაობის არეალმა წელს ქვემოთაც ჩაახწია და ჩემი სხეულის ტემპერატურა მილიონს გაუთანაბრა. რამდენადაც დიდი იყო სიამოვნება, იმდენად მეტი იყო შიში. _რატიი, გთხოვ... _ჩუმად, მაგრამ გასაგებად ვუთხარი. თვალებში შემომხედა და რამდენიმე წამიამი პაუზის შემდეგ მითხრა.
_დაწყებულს დავამთავრებთ, მაგრამ მაშინ როცა მზად იქნები... ახლა დროა გაემზადო. _ჩემს სხეულს მოწყდა და ფეხზე ადგა. საწოლზე რამდენიმე წამი გაშეშებული ვიწექი, მისი მადლობელი ვიყავი და თან ვცდილობდი გამეაზრებინა რა ხდებოდა ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში.
საბოლოოდ გამოვფხიზლდი და ფეხზე წამოვდექი, თვალებში მიყურებდა და თითქოს პატიებას მთხოვდა. მივუახლოვდი და ყელში ვაკოცე.
_მადლობა. _თავი დაბლა დახარა და მეც მის ტუჩებს დავეწაფე.
_თავგზას ნუ მირევ, სანამ გადავიფიქრე გირჩევნია ჩაცმა დაიწყო. _ორივეს გაგვეღიმა.
ოთახიდან გავისტუმრე და გამზადება დავიწყე
სარკეში საკუთარ თავს რამდენიმე წამის განმავლობაში ვუყურებდი, ჩემი თვალები სულ სხვანაირები მომეჩვენნენ, ისე ანათებდნენ, როგორც არასდროს. ფიქრებში საკუთარ თავს გონზე მოსასვლელად ერთი გემრიელად წავუთაქე და გამზადება განვაგრძე.

20 წუთში სასტუმრო ოთახში, რატის წინ შავი, მოტკეცილი, მუხლსქვევით კაბით, ამ ფერისვე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, მუქი შინდისფერი პომადით და აწეული თმით ავეყუდე. პირდაღებული მიყურებდა რამდენიმე წამის განმავლობაში.
_აუ, მახინჯი ვარ? _მე რომ მჩვევია ისე დავიწყე წუწუნი.
_ჰაა? რა აა?
_რატიი... _ხელი თვალწინ ავუფრიალე.
_ისაა, გადავიფიქრე, ოთახში ხომ არ დავბრუნებულიყავით? _გამეღიმა.
_გცემ შენ! ანუ ლამაზი ვარ?
_პირშიენისჩამაგდებლად... როგორც მე დამემართა ისე. _თავი ვეღარ შევიკავე და გადავიხარხარე.
_წავიდეთ?
_კი, გარეთ ბნელა და კარგად ვერ დაგინახავ, საფრთხეც არ არსებობს.
_ნუ სულელობ, წავიდეთ! _მეღიმება და ჩემს პრინცს ვეხუტები. რამდენიმე წუთში სახლიდან გავდივართ და მერსედესში ვჯდებით.
20 წუთში დანიშნულების ადგილს ვახწევთ. მანქანიდან გადასულებს დათო და ნიკა გვეგებებიან:
_ძმაო, ცოცხალი ხარ? _ეკითხება ნიკა რატის და ორივეს სახეზე კითხვის ნიშანი გვეხატება. _რამე მოხდა? _ოდნავ შეშინებული ვკითხულობ.
_კი, ლილე, ისე გამოიყურები ჩვენც კი შეყვარებულებზე უარის თქმას ვაპირებთ და დავინტერესდი ამან ცოცხალმა როგორ მოახწია?!
_შემეშინდა სულელო! _მხარზე შევეხე და ოთხივემ სიცილი დავიწყეთ.
_ულამაზესი ხარ, ლილე!!! _მეუბნება დათო. მისკენ ორ ნაბიჯს ვდგავ და მადლობის ნიშნად ვეხუტები. მალევე კლუბისკენ დავიძარით. კლუბში გოგოები შევნიშნე და ბიჭები რამდენიმე წუთით მივატოვე.
_ჩემო ტკბილებო, აბა როგორ გრძნობთ თავს? _ვეკითხები მარიამს და ლანას.
_ლიი, ულამაზესი ხარ! _მეუბნება მარიამი.
_ისევე როგორც თქვენ. _ვუღიმი და ორივეს ერთდროულად ვეხუტები.



_ძმაო, ვიზიარებ შენს მწუხარებას!
_რას გულისხმობ, დათო?
_ასეთი გოგო გყავდეს გვერდით და ვერ ეხებოდე ძნელია. _იცინის.
_ცოტა ძაან ცდები.
_ახლა მოიცაა... თქვენ ჰო არ... _სიტყვას აწყვეტინებს.
_არა ძმაო, ჯერ მზად არ არის და არც ვაპირებ რამე დავაძალო.
_ჩემი ძმა ხარ შენ! _დათო რატის კისერში ხელს ავლებს და ერთმანეთს ეხუტებიან.
_ეგ გოგო ჩემთვის ბევრს ნიშნავს, იცოდე არ აწყენინო, მოთმინება გმართებს. იცოდე მისთვის პირველი ხარ.
_რა?
_არ იცოდი? შენამდე არავინ ყოფილა, ბიჭები პაემნებზე ეპატიჟებოდნენ, რამდენიმეს ჩემს თვალწინაც დაადო. შენ პირველი ხარ ვინც შეუყვარდა ჩემს მერე. _სიცილი აუტყდა.
_ჰო, ეგ ვიცი და საცემი მყავხარ თავის დაფასებისთვის.
_საცემი კი არა, მადლობას უნდა მიხდიდე, ახლა შენი რომაა და არა ჩემი.
_კაი ძმა, აღარაფერი მეთქმის. _ერთმანეთს ზურგზე ხელი დაადეს და სიცილი ასე განაგრძეს. ყველაფერი მაშინ დასრულდა, როდესაც კარებში ანგელოზივით შემოვიდა წინა დღის იუბილარი და ამ დღის ნამდვილი ვარსკვლავი. დათო გაოცებული უყურებდა გოგონას, რომელიც თითქოს ერთ დღეში სრულიად შეიცვალა.

_ვაუუ, შოკში ვარ, ნიი, ეს მართლა შენ ხარ? _გაოცებული ვუყურებდი ნინოს რომელმაც ყველა შოკში ჩაგვაგდო თავისი სილამაზით. აქამდე სადა და მოკრძალებული სილამაზის მოყვარულს, მაკიაჟი და მისთვის უჩვეულო სტილის კაბა სასწაულად მოუხდა. ჩემს დაქალს ვუყურებდი, გაოცებული თან უბედნიერესი და ამ ქვეყნად ყველაზე ამაყი ვიყავი.
_თქვენ ჩემთვის ეს საოცრება მოაწყვეთ, მეც ცოტა მოვინდომე, ცოტა უჩვეულოდ ვარ, მაგრამ უკვე 20ის ვარ ახალ ასაკს ახალი იმიჯი უხდება.
_ახლა უკვე მჯერა, რომ ნამდვილად ჩემი ნინი ხარ, კიდევ ერთხელ გილოცავ საყვარელო, ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი გიკავია და ალბათ, ერთადერთი ხარ ვისავ ვენდობოდი და დღესაც ვენდობი. ჩემი უერთგულესი მეგობარი ხარ და შენთვის საუკეთესოს მეტი არაფერი მემეტება. სწორედ ამიტომ გბალეშიკობდით შენ და ჩემს მეორე სიცოცხლეს, რომელიც ახლა გაშეშებული დგას და არც იცის რა გააკეთოს, მასთან მიდი, თორემ უკვე მეშინია. _ვიღიმი და ხელით დათოსკენ ვუბიძგებ.
რამდენიმე ნაბიჯში ნინო დათოს წინ იტუზება და დაბნეული რაიმის თქმას ცდილობს.
_დათო... _მხოლოდ ამას ვიგებთ და რამდენიმე წამში დათოს ხელებში ატაცებულ ნინოს ვუყურებთ, რომელსაც თვალები აქვს დახუჭული და იცინის, დათო კი ეხუტება და საკმაოდ ჩქარა ატრიალებს. ვერც კი აგიხსნით რამდენად საყვარლები იყვნენ, რატისთან ერთად ვიდექი და ვუყურებდი ამ საოცარ სანახაობას.
ერთი შეხედვით ბედნიერება დაპატრონებოდა ჩემს სხეულს და სულს, მაგრამ ცუდადაც ვიყავი, ზოგჯერ ბედნიერებაც ცუდად გხდის ადამიანს. განუწყვეტლივ იმაზე ფიქრობ, რომ არ შეიძლება ამდენი ბედნიერება და მუდამ რაღაც ცუდის შიში გაქვს. ეს უკანასკნელი ისე შემოგიჩნდება, როგორც ხავსი, სულს აგიფორიაქებს და დამშვიდების უფლებას არ გაძლევს და უცბად ხვდები, რომ ბედნიერი უკვე აღარ ხარ. მაგრამ ეს ის ცუდი არაა, რისი შიშიც გქონდა, იგი გამზადებს უარესისთვის.
ნუთუ მეც უარესი მელის? ნუთუ ცხოვრება არ მპატიობს წვრილმანებით დიდი ხნის განმავლობაში ბედნიერებას? ნუთუ სამყაროს კანონებს შევეწინააღმდეგე და მისი ბალანსი დავარღვიე, ამისთვის მიხდის სამაგიეროს? მაშინ ვინმემ უთხარით, რომ გამოუვიდა, შეაქეთ კიდეც, იქნებ დაკმაყოფილდეს და ამჯერად შემეშვას.
ეს ფიქრები მტანჯავდა მთელი ღამე, რასაც ქარის ბზუილი ემატებოდა, რომელიც უფრო მაშინებდა და მძაბავდა. ცოტახნის განმავლობაში დაძინებას და ჩემი ფიქრების უკუგდებას ვცდილობდი, მაგრამ უეცრად ქარმა ფანჯარა ხმაურიანად მიაჯახუნა, რასაც ჩემი კივილი მოჰყვა. მეგონა შიშისგან სადაც იყო გავგიჟდებოდი. ოთახიდან სწრაფად გამოვვარდი, 3 საათი ხდებოდა, ფეხსეცმელები და თბილი შემოსაცმელი ჩავიცვი, სახლის კარები ჩავკეტე, მანქანა დავქოქე და წავედი. რამდენიმე წუთში ნაცნობი კარების წინ ვიდექი და ხმაურიანად ვაბრახუნებდი. კარები მალევე გაიღო.
_ლილე...
_რატი... _მხოლოდ ეს ვთქვი და ჩავეხუტე, ვგრძნობდი როგორ ვებღაუჭებოდი, თითქოს ვიღაც მართმევდა.
_დაწყნარდი... _თმაზე ხელი მომკიდა და რამდენჯერმე ნელა ჩამომისვა. შემდეგ ჩემი სახე ხელებს შორის მოიქცია, რამდენიმე წამი თვალებში მიყურებდა
მისმა მზერამ კიდევ უფრო დამამშვიდა.
_დაწყნარდი? _თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. კიდევ ერთხელ ჩამეხუტა, ერთმანეთს მოშორებულები მისი საძინებლისკენ გავემართეთ. საწოლზე დამაწვინა, საბანი დამაფარა და ჩემს წინ ჩაიმუხლა.
_კარგად ხარ?
_მაპატიე, თუ შეგაშინე.
_რამე ცუდი მოხდა?
_არა, სახლში შემეშინდა.
_იცოდე არაფერი დამიმალო. _თავი გავაქნიე და აწყლიანებული თვალები დავხუჭე. _ჩამეხუტები? _არაფერი უპასუხია, ისე მომიწვა გვერდით და ჩამიხუტა. მის მკლავებში თითქოს დრო გაჩერდა, გულისცემა შეწყდა და დედამიწამაც შეწყვიტა ბრუნვა, მეგონა ისევ ბაკურიანში ვიყავი და თოვლში ანგელოზს ვხატავდი, ისეთივე ბედნიერი როგორიც მაშინ ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში, ახლაც ზუსტად იგივეს ვგრძნობდი ოღონდ რატის მკლავებში და მის საოცარ სურნელში. არვიცი რა იყო ეს, ბედნიერება თუ უფრო სიმშვიდე, მაგრამ ყველაფერს მივცემდი ოღონდ ეს საოცრება უსასრულოდ გაგრძელებულიყო.

დილით ოთახში მარტოს გამეღვიძა. სწრაფად ავდექი და ოთახიდან გავედი, სამზარეულოს შესასვლელთან საუბრის ხმა მომესმა:
_კიდე გოგო ამოიყვანე?
_შეყვარებულია.
_ვაა, როდიდან?
_რამდენიმე თვეა.
_და უკვე ღალატობ? _ვგრძნობდი როგორ წყვეტდა სისხლი მოძრაობას, ერთიანად გავცივდი, აზროვნების და მოძრაობის უნარი წამერთვა, გონება დაუსრულებლად იმეორებდა გაგონილს „და უკვე ღალატობ?“. იქ ვიდექი, მაგრამ ამ სოტყვების მერე აღარაფერი მესმოდა. ერთი რაც მოვიფიქრე, საკუთარ თავს ძალა დავატანე და ოთახში შევბრუნდი, ფეხზე ჩავიცვი, ჩუმი ნაბიჯებით, შეუმჩნევლად გამოვედი, მაგრამ კარის გაღებისას რატის ხმა მომესმა, ეს იყო ის რისი გაგონებაც ახლა ყველაზე ნაკლებად მსურდა:
_ლილე, ასე ჩუმად იპარები? _რამდენიმე წამი ჯერკიდევ ზურგით ვიდექი და ვფიქრობდი, ღირდა თუ არა კონცერტების მოწყობა, მაგრამ ეს ჩემი სტილი არაა, მითუმეტეს ახლა როცა მეორე ოთახში მისი და იმყოფებოდა.
_მეჩქარება. _არც კი შევბრუნებულვარ ისე ვუთხარი და კარი გავაღე. კიბეებზე მისი ხმა მესმოდა და თან არ მესმოდა. ქვემოთ ჩამოსულმა პირველივე ტაქსი გავაჩერე და წამოვედი. _სად მიგიყვანოთ?
_ქალაქიდან გავიდეთ თუ შეიძლება.

საბოლოოდ იმ ტბასთან მივედი, სადაც დაბადების დღის შემდეგ ლაშამ წამიყვანა. ეს ადგილი პირველივე დანახვაზე შემიყვარდა. იქ მისულმა ხეს დავუწყე ძებნა, წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ ადგილი შემეშალა, მაგრამ შევცდი, მაგიდაც კი იქ იყო, სადაც მაშინ. ორიენტაციით ზუსტად იმ ადგილას მივედი, სადაც ხე უნდა მდგაროყო. გადახრილი და ტბისკენ გადაწეული ხისგან პატარა მორიღა დარჩენილიყო.
გავშეშდი, თვალები ამიცრემლიანდა და რამდენიმე წამში მოწყვეტით დავეცი, მუხლი ხის მორს დავარტყი, მეტკინა, მაგრამ ვერც კი შევამჩნიე, რადგან ის ტკივილი, რასაც იმ წამს გული განიცდიდა ათასჯერ მძიმე იყო. 15წუთი მაინც, შეუჩერებლად ვტიროდი.
როცა ტირილით გული ვიჯერე, მაგიდასთან დავჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და არცვიცი როდის ჩამეძინა. უცნობმა ხმამ გამაღვიძა, უკვე შემოღამებულიყო.
_გოგონა, გაიღვიძე... _თავს იცნობი 25 წლამდე ბიჭი მედგა და მაჯანჯღარებდა. თავი ავწიე და რამდენიმე წამი გაშტერებული ვოყურებოდი.
_მადლობა ღმერთს, კარგად ხარ? _თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
_რომელი საათია?
_10 ხდება.
_ჯანდაბა, ჩამეძინა. მადლობთ გაღვიძებისთვის.
_სად ცხოვრობ? როგორც ჩანს მარტო ხარ და მანქანასაც ახლომახლო ვერსად ვხედავ, წაგიყვანდი.
_არაა საჭირო, საკუთარ თავს თავად მივხედავ.
_ძილისგუდასთან ერთად ბრაზიანი და უკარებაც ყოფილხარ, კარგი როგორც გინდა. _შეტრიალდა და გაღიმებული მანქანაში ჩაჯდა. სიბნელეში სრულიად მარტო დავრჩი, მანქანა არსად ჩანდა, მითუმეტეს ტაქსი, რამდენიმემ ჩამოიარა, მაგრამ არცერთმა გამიჩერა. ბოლოს ტელეფონი ამოვიღე, რატისგან 5 გამოტოვებული ზარი დამხვდა, უკმაყოფილოდ მოვხსენი ბლოკი და დათოს ნომერი ავკრიფე. დათო არ მპასუხობდა, შემდეგ ნინოსთან გადავრეკე, მანაც არ გამცა ხმა. რატიზე დავფიქრდი, მაგრამ სიამაყეს და ბრაზს ვერ ვაჯობე და კონტაქტებში ვინმეს ძებნა დავიწყე, ვინც მომაკითხავდა. უეცრად ჩემს წინ ბეემვე_ს მარკის მანქანა გაჩერდა, ჩემსას ძალიან გავდა, დავინტრიგდი და ქვემოთ დავიხარე, რათა მძღოლი დამენახა. შუშა ჩაიწია და თვალწინ ის ბიჭი დამიდგა, ვინც რამდენიმე წუთის წინ მაღვიძებდა.
_ისევ შენ?
_ჰო, შენც ისევ აქ დგახარ. _დებილივით და გამაღიზიანებლად იღრიჯებოდა.
_რატომ დაბრუნდი, თავადაც მივხედავ საკუთარ თავს.
_ჰო, გეტყობა. აი, იმ ტყეს ხომ ხედავ? იქ ძალიან ბევრი მგლები არიან, გვიან ღამით სულ ისმის ყმუილის ხმა, ღამღამობით ტბასთან ჩამოდიან _სახე შემეცვალა. _ხო, იმ ტბასთან სადაც უდარდელად გეძინა, ნუღა ჯიუტობ და მანქანაში ჩაჯექი.
_ოჰჰ, გგონია შენს ზღაპარს დავიჯერებ? _სინამდვილეში ცოტათი მჯეროდა კიდეც.
_კარგი, როგორც გინდა. ალექსანდრე დოლიძე, სახლში რომ მიხვალ სოციალურ ქსელში მომძებნე და მომწერე ცოცხალი ხარ თუ არა, თორემ ვინერვიულებ. დაიცა სავიზიტო ბარათსაც მოგცემ, თუ ეგ დაგეზარა დამირეკე.
_საფულიდან ბარათი ამოიღო, ხელშიმომაჩეჩა და წავიდა.

რამდენიმე წუთი სიმამაცეს არ ვკარგავდი, ტელეფონში ძებნას განვაგრძობდი. უეცრად ტელეფონმა დაიწრიპინა, ჯდებოდა 15 პროცენტზე იყო, შევცბი და კიდევ ერთხელ გადავრეკე დათოსთან, მერე ნინოსთან არცერთმა მიპასუხა, უკვე 8 პროცენტზე იყო.
_აჰჰჰ, ჯანდაბა. _გაბრაზებულმა ფეხი ძლიერად დავარტყი მიწას და ამის მერე ლამის წივილი დავიწყე, დავიწყებულმა ტკივილმა თავი კვლავ შემახსენა, ხელში ისევ ალექსანდრეს ბარათი მეჭირა, ფეხის ტკივილისა და ტელეფონის გარდაუვალი სიკვდილის გამო სწრაფად ავკრიფე ნომერი და დავრეკე, ზარი გადიოდა და თან საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა, დაურეკე რატის, რას სულელობ, მეუბნებოდა გული, მაგრამ მეორე მხრიდან გონება ეჩხუბებოდა, არ დაურეკო მოღალატე ნაცნობს, უცნობო ჯობიაო. _გისმენთ. _კარგია, თუ მისმენ, მცხვენია, მაგრამ ჩემი ბოლო იმედი ხარ...
_მოვდივარ. _ეს მითხრა და გათიშა. რამდენიმე წუთში, აწ უკვე ნაცნობ ბეემვეში აღმოვჩნდი.
_ბოდიში, შეგაწუხე.
_არ მაწუხებ, ვიცოდი, რომ დამირეკავდი. _ისევ ის გამაღიზიანებელი ღიმილი, თან მისი თავდაჯერებულობა ნერვებს სასწაულად მიშლიდა. _აბა სად მივდივართ?
_თბილისში.
_მშვენიერი, სახელს არ მეტყვი?
_ლილე.
_სასიამოვნოა, ლილე. რამე გტკივა?
_არა.
_კი, როგორ არა, რაღაც გტკივა. _მანქანა გააჩერა.
_რატომ გავჩერდით?
_მითხარი, თორემ არ წავალთ.
_ფეხი მტკივა, ისეთი არაფერია, ახლა წავიდეთ.
_მანახე, აბა სად? _ხელი ფეხზე დამადო _აქ?
_ჰო, მანდ, არაფერია წავიდეთ.
_მოცეკვავე ხარ?
_როგორ მიხვდი? _გაკვირვებული დამტოვა, ამ კითხვამ.
_ასეთი მუხლი მოცეკვავის მეტს არავის აქვს, არც გოგოებს, მაგრამ...
_ჰო, წლებია ვცეკვავ და დიდი ხანია მტკივა, ახლა წავიდეთ.
_კარგი, ოღონდ ჯერ საავადმყოფოში მიმყავხარ!
_რა საავადმყოფო, ვერ ვიტან იქაურობას, სახლში მინდა.
_აუ, ლილე, არ მიყვარს ჯიუტი გოგოები, ექიმი ვარ, ასეთი ფეხით, მაქსიმუმ ერთი წელი გაძლებ და დარჩენილ ცხოვრებას ინვალიდის ეტლში გაატარებ, ამიტომ სანამ დროა დამიჯერე.
_ექიმი ხარ?
_კი, ტრავამატოლოგი, საკუთარი კლინიკა მაქვს, ახლა იქ წაგიყვან.
_კარგი, მაგრამ ექიმისგან „ცეკვა უნდა შეწყვიტო“, „შეეცადე სრულ ფეხში არ იცეკვო“, „თაბაშირია საჭირო“, ან რაიმე ამდაგვარს თუ გავიგებ იცოდე იქიდან გამოვიქცევი და ჩემი გაჩერება არ სცადო. _იღიმის.
_სულ ასეთი ბავშვური და საყვარელი ხარ? _პასუხი არ გამიცია, მხოლოდ გავუღიმე. _კარგი, მსგავს არაფერს გეტყვი, გპირდები!
_დაიცა შენთვითონ?
_ჰო, რა იყო, სირცხვილი არ იქნება საკუთარ კლინიკაში სხვა ექიმთან, რომ მიგიყვანო?
_გაოცებული ვიყავი, ენა ჩამაგდებინა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაღიზიანებდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ კეთილი და მზრუნველი იყო.
ნახევარ საათში დანიშნულების ადგილს მივახწიეთ. შენობაში შევედით და ლიფტით მეოთხე სართულზე ავედით. ამ კლინიკაში პირველად ვიყავი, საკმაოდ კეთილმოწყობილი და სასიამოვნო გარემო იყო. ვინც შეგვხვდა ახლად გაცნობილს ყველა ბატონო ალექსანდრეთი მიმართავდა და მოწიწებით თავს უხრიდა. საბოლოოდ რომელიღაც კაბინეტში შევედით. იქ რამდენიმე საათი გავატარე. რაღაც ანალიზები ჩავაბარე და რენტგენი გადავიღე, ბოლოს ალექსანდრემ მუხლი შემიხვია და გამანთავისუფლა.
_ორ დღეში გელოდები, ახლა სახლში წაგიყვან.
_არაა საჭირო, წავალ ჩემით, მადლობა ყველაფრისთვის.
_შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს? _მკითხა გაღიმებულმა.
_არაა. _მეც ღიმილით ვუპასუხე და ოთახიდან გამოვედი.

15წუთში სახლში ვიყავი, შესვლისთანავე სამზარეულოში შევედი და წყალი დავადგი ჩაისთვის. იქვე მაგიდასთან დავჯექი და მხოლოდ ახლა ვიგრძენი დაღლა. სანამ წყალი ადუღდებოდა ტელეფონი ჩავრთე და სატენზე შევაერთე. რატის 3_ჯერ დაერეკა. იმდენად დაღლილი ვიყავი სიბრაზის თავიც არ მქონდა, ტელეფონი დავდე და ჩაის გაკეთებას შევუდექი. მაგიდასთან დავჯექი თუ არა ტელეფონმა წრიპინი დაიწყო. რატი იყო.
_გისმენ.
_ჩემი გაგიჟება გინდა, გოგო? სად ხარ მთელი დღე?
_ხმას დაუწიე. სახლში ვარ, ძალიან დავიღალე, ცოტახანი დასვენება მჭირდება. ვთიშავ, კარგად! _გავთიშე, ტელეფონს ხმა ჩავუწყვიტე და ჩაის დალევას შევუდექი. მალევე დავწექი და დავიძინე.

დილით კარის ხმამ გამაღვიძა. ნახევრად მძინარემ ძლივს მივახწიე შემოსასვლელამდე კარები გავაღე და თვალები მოვისრირე.
_დღეს რაღაც ადრე მოხვედით, ამ რაღაცებს ვინც მიგზავნის იქნებ კითხოთ, არ მობეზრდა? _აი, აქ მომიწერეთ ხელი.
_ჰო, ვიცი დამაზეპირებინეთ უკვე. _გაეღიმა. რაღაც ყუთი იყო. გავხსენი და ისევ ის სათამაშო დამხვდა, რაც პირველ ჯერზე გამოეგზავნათ, მაგრამ მუსიკა ამჯერად სხვა იყო. ბარათს დავხედე, „პატარა მინიშნება“ წავიკითხე და წამით დავფიქრდი. ვერ ვიხსენებდი ეს მუსიკა სად მქონდა მოსმენილი. ბევრი აღარ მიფიქრია, სათამაშო თაროზე შემოვდე და ძილი გავაგრძელე, ჯერ 10 საათი იყო.
ჯერ კიდევ ფხიზლად ვიყავი, როდესაც კარის ხმა ისევ მომესმა.
_რა გინდათ, რაა... _ხმამაღლა ვიყვირე და ოთახიდან გავედი. კარების სახელური ჩამოვწიე და ვიკითხე.
_ახლა, რა მომიტანე? _ამასობაში კარები გავაღე და რატის შავ თვალებს შევეჩეხე. _ტელეფონს რატომ არ პასუხობ? _პასუხი არ გამიცია, სახლში შემოვიდა და კარები დავკეტე. შევტრიალდი თუ არა, ორივე ხელი მხრებზე დამადო.
_ლილე, მოხდა რამე?
_რა უნდა მომხდარიყო?
_არვიცი, გუშინდელის მერე ვხვდები, რომ რაღაც გჭირს, ვიფიქრე ჩემს დას გაგაცნობდი, მაგრამ უცბად გამოიქეცი.
_რატი, მეძინება, ძალიან დავიღალე.
_როცა კითხვას გისვამ უნდა მიპასუხო! _ხმას ნელ_ნელა უწევდა.
_ხმა...
_მიპასუხე! _ვიგრძენი, როგორ მომიჭირა ორივე ხელი. თავი დაბლა დავხარე და თვალები დავხუჭე. თავს ძლივს ვიკავებდი.
_გამიშვი ხელი! _თითქმის ჩურჩულით ვუთხარი.
_არ გაგიშვებ სანამ არ მიპასუხებ! _ხმას ოდნავ დაუწია.
_მწყურია. _ხელები გავაშვებინე და სამზარეულოსკენ წავედი. უკან გამომყვა. ნიჟარასთან დავდექი, წყალი მოვუშვი და აუჩქარებლად დაველოდე ჭიქის ავსებას. წყალი გადავკეტე და ჭიქა მოვიყუდე, უეცრად ხელიდან გამომგლიჯა და იატაკზე მოისროლა. შემეშინდა, გაოცებული ვუყურებდი. რამდენიმე წამის შემდეგ მოთმინების უნარი დავკარგე. ორივე ხელი გულმკერდზე დავარტყი და რამდენიმე ნაბიჯით უკან გავწიე.
_ესეიგი შენი და უნდა გაგეცნო ხო? _კიდევ ერთხელ დავარტყი.
_მერე რა უნდა გეთქვა ვინააო? _მესამედაც დავარტყი.
_მორიგი ერთი ღამის გასართობი? _კვლავ დავარტყი და კედელს მძიმედ მივაჯახე. _მიპასუხე!!! მიდი მიპასუხე!!! _ერთხელაც ვცადე დარტყმა მაგრამ ორივე ხელი დამიჭირა. _რეებს ამბობ? _გავიცინე და ხელები ძირს ჩამოვუშვი.
_რეებს? გავიგონე, რაც გკითხა. ესეიგი უკვე მიღალატე? რატომ ხარ ჩუმად, მიდი მიპასუხე, რამდენთან? მერამდენე გოგო ვიყავი გუშინ?
_გაჩუმდი.
_რატომ? რატომ უნდა გავჩუმდე, არავინ აგიყვანია? მითხარი, რომ არა და გავჩუმდები, მიდი რას ელოდები?! _თავი დამნაშავესავით დაბლა დახარა. ერთი ნაბიჯით უკან გამოვიწიე, ცრემლები მოვიწმინდე და ისევ თავდახრილს შევხედე.
_ვერ მეუბნები, ხომ ხედავ? რატომ დახარე თავი, მითხარი ის რისი გაგებაც მინდა, თქვი, რომ ვცდები, რატომ ხარ ჩუმად? მითხარი მიდი!
_ლილე...
_ხო, რატი, გისმენ, მითხარი, რომ ტყუილია. მითხარი, რომ არავინ აგიყვანია სახლში. _თაკო იყო.
_რა? ვინ?
_ლილე, მომისმინე...
_გაეთრიე!!!
_ლი...
_გაეთრიე_მეთქი!!! _იმხელა ხმაზე დავუყვირე მეთვითონ შემეშინდა.
სამზარეულოდან გავედი და საძინებელში შევვარდი, კედელთან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. რამდენიმე წამში ავდექი, ცრემლები მოვიწმინდე და ოთახიდან გამოვედი. _რატიი... _სამზარეულოდან გამომხედა. დავინახე თუ არა სწრაფად გავექანე მისკენ და მთელი ძალით ჩავეხუტე. _არ შემიძლია შენი გაშვება.
_ყველაფერს აგიხსნი. _მითხრა ჯერ კიდევ ჩახუტებულმა. რამდენიმე წუთი ასე ვიყავით.
_ახლა წადი. _უცბად გამოვეცალე.
_რა?
_წადი.
_ლილე.
_რატი, წადი!!!_სამზარეულოდან გამოვედი და კარები გავაღე.
_ლილე, რას აკეთებ?
_კარგად.




"სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია"

დავბრუნდი, ჩემო საყვრლებო. პირველ რიგში გილოცავთ ახალ 2019 წელს, ბედობას, შობას, ძველით ახალ წელს და ნათლისღებას. მოკლედ ყველაფერს :დდ შეგიძლიათ მეჩხუბოთ, სად ვარ ამდენი ხანია, ოხხ მე ზარმაცი და ა.შ გეთანხმებით ყველაფერში :დ გამლანძღეთ, მაგრამ ისიც მითხარით რას ფიქრობთ ახალ მე_14_ე თავზე. დავტანჯე ეს ლილე და რატი, მაგრამ დიდი ბედნიერება დიდი განსაცდელის მერე მოდის. ადვილი არაფერია. მოკლედ გელოდებით, თქვენ და თქვენს კრიტიკას, როგორც ყოველთვის. ძალიან მიყვარხართ და გპირდებით, ამიერიდან თავს აღარ დაგავიწყებთ.



№1  offline წევრი dontworry

საოცრებაა❤ომდენად მიყვარს ეს მოთხრობა რომ დღეში 3-4ჯერ შემოვდიოდი და ვამოწმებდი ხომ არ დადო მეთქ❤და ეხლა რომ ვნახე უბრალოდ წამიერად გავბედნიერდი...რაც შეეხება მოთხრობას...ყოველ ჯერზე გაკვირვებული ვრჩები...და გთხოვ რატის და ლილეს ნუ დამიშორებ (და მითუმეტეს ნუ მოკლასვ რომელიმე????❤) გააგრძელე რაცშეიძლება მალეეე...წამატებები❤❤

 


№2  offline წევრი sometimes

მე ჯერ ამ ისტორიაზე არ დამიწერია კომენტარი მაგრამ მე ვკითხულობდი და ეს ორი ახალი თავი რომ ვნახე გამიხარდა და წავიკითხე მე არ ვიცი იგვიანებ თუ არა მაგრამ იმედია აღარ დაიგვიანებ ისე ლილე მეცოდება ამდენი ბედნიერეის მერე ბოლოს მაინც ტირის ამ მისმა ფეხმა კი ჩემი ამატკია უკვე და როგორც ვვარაუდობ მემგონი შენც მოცეკვავე უნდა იყო?

 


№3  offline წევრი თათი

sometimes
მე ჯერ ამ ისტორიაზე არ დამიწერია კომენტარი მაგრამ მე ვკითხულობდი და ეს ორი ახალი თავი რომ ვნახე გამიხარდა და წავიკითხე მე არ ვიცი იგვიანებ თუ არა მაგრამ იმედია აღარ დაიგვიანებ ისე ლილე მეცოდება ამდენი ბედნიერეის მერე ბოლოს მაინც ტირის ამ მისმა ფეხმა კი ჩემი ამატკია უკვე და როგორც ვვარაუდობ მემგონი შენც მოცეკვავე უნდა იყო?

კი მოცეკვავე ვარ

dontworry
საოცრებაა❤ომდენად მიყვარს ეს მოთხრობა რომ დღეში 3-4ჯერ შემოვდიოდი და ვამოწმებდი ხომ არ დადო მეთქ❤და ეხლა რომ ვნახე უბრალოდ წამიერად გავბედნიერდი...რაც შეეხება მოთხრობას...ყოველ ჯერზე გაკვირვებული ვრჩები...და გთხოვ რატის და ლილეს ნუ დამიშორებ (და მითუმეტეს ნუ მოკლასვ რომელიმე????❤) გააგრძელე რაცშეიძლება მალეეე...წამატებები❤❤

ძალიან მიხარია თუ მოგწონს და ძალიან დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent