შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული უსიყვარულოდ {12}


20-01-2019, 15:11
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 12 114

გამოფხიზლება სიცხემ აიძულა, ჩვეულებრივზე მეტად ჰქონდა გაცხელებული ზურგი. თითქოს ვიღაც უკნიდან ეხვეოდა . ამ შეგრძნებით კი წლებია არ გაუღვიძია. სიზმარი ეგონა და გაინაბა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თითები აამოძრავა . ნამდვილად შეეხო სხეულზე მოხვეულ მკლავს . შემდეგ ფეხზე ფეხის შეხებაც იგრძნო და უცებ გაახილა თვალები. თავი უკან შეაბრუნა მძინარე ყოფილს დააკვირდა და შემდეგ საათს შეხედა. თარიღიც შეამოწმა და ბოლოს მაგრად დაარტყა
_ააა გოგო რას აკეთებ ...მკლავ?
_აქ რა ჯანდაბას აკეთებ_ზემოდან დააჯდა პირზე ხელი ააფარა . სახეს თმები უფარავდა სანამ ხელი არ გადაისვა. თვალები ანთებული ჰქონდა და ნახევრად შიშველი იყო _დამიანე სახლში იქნება ... აქ რომ დაგინახოს რა ვუთხრა
_არ არის ... წუხელ ბიჭებთან ერთად წავიდა ვიღაცის აგარაკზე . ჯერ არ დაბრუნდება _ ერთი ხელი საჯდომზე მოუჭირა მეორე პენუარის ქვეშ შეუცურა
_ხელი გამიშვი ... რა გგონია რამდენჯერაც სხვას ვერ გამოიჭერ იმდენჯერ აქ მოხვალ ?
_შენზე ვფიქრობ ... მარტო ხარ ამხელა საწოლში _ ყელზე აკოცა შემდეგ ქვემოთ გადმოინაცვლა _ცოდოა ეს სხეული ... ჩემი სუნი გაქვს .
_ძვირფასო გგონია ასე მარტივად გამომიწვევ? _ გაიცინა და პენუარი მოიშორა _გგონია ჩემზე ისევ ისე მოქმედებ?
_მანანა ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ ...თუ ასე მოგწონს კი ბატონო ვთქვათ რომ საერთოდ არ ვეხებით ერთმანეთს _ გაიცინა და სხეულზე მიეკრა
_რაღაც ცუდ ხასიათზე გავიღვიძე შენს გვერდით ძილი ცუდად მოქმედებს ჩემზე _ წამოდგა და სწრაფად ჩავიდა საწოლიდან. სააბაზანოსკენ გაემართა
_ანუ სააბაზანოთი დავიწყოთ ხო? გასაგებია _ ვატო უკან გაჰყვა . კართან მისვლამდე შეჩერდა მანჩო ბიკინი ნელი მოძრაობით ჩააცოცა ტერფებისკენ და შემდეგ კარში გაუჩინარდა . ..
დაორთქლილ მინას იყო აკრული და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა ხმა რომ გაიგო
_დედააა ჩემი ლეპტოპი შენთან ხომ არ არის ... საქმე მაქვს
_ჯანდაბა ... დაბრუნდა. მოგკლავ. გეფიცები მოგკლავ რომ გაიგოს .მორჩა აი ხომ ხედავ ... აქ დასრულდა _ უცებ უთხრა სწრაფად გავარდა. ხალათი ჩაიცვა , თმა შეიკრა და ოთახიდან გავიდა. მისი ლეპტოპი სავარძელზე იდო . სწრაფად აიღო და კართან მისულ ბიჭს წინ გადაეღობა
_ვბანაობდი დე...აი აქ არის. ასე მალე დაბრუნდი ?
_ხო საქმე მქონდა ... გამიკეთებ ყავას?
_ხო რა თქმა უნდა ... აბა გავდივარო?
_ცოტა ხანს დავრჩები . აქ დავჯდები _სავარძელზე ჩამოჯდა და ლეპტოპი გაშალა .
_აქეთ გამოდი ... კექსსაც დაგიჭრი . მანდ დაიყრება . გუშინ დავალაგე ყველაფერი
_არ მინდა კექსი . ყავას დავლევ მხოლოდ... ანდაც გამოვალ რა პრობლემაა
_მომიყევი სად იყავი... კურსელებს არ გამაცნობ? კარგი ბავშვები არიან?
_გაგაცნობ აუცილებლად . იქნებ კიდევ მოეწონო ვინმეს და მერე ვუყურებ როგორ სცემს ვატო ჩემი ასაკის ბიჭს . ეგ არ ბერდება ისე არა?
_როდის სცემა...მე დაველაპარაკე და მერე ხომ შეეშვა სისულელეებს. მამაშენი საერთოდ რა შუაშია ...
_მოიცა მოვა და მოგვიყვება როგორ სცემა ბიჭი ... გეფიცები 20 წლის ბიჭს მოერია _ კედელს მიეყრდნო და გაიცინა
_სად მოვა
_აქ მოვა ... აი იმ კარს გააღებს და გამოვა
_დამიანე
_მოიცა დედა ...მისთვისაც მოამზადე ჩაი დალევს ხომ იცი როგორ უყვარს _ საძინებლისკენ წავიდა ისევ კარი გააღო და შეიხედა
_დამიანე რა მოგეჩვენა
_მამიკოო შენი შარვალი დავინახე და ვიცი სადღაც მანდ ხარ ... ტეხავს ასე დამალვა სხვის ცოლთან ხომ არ ხარ . გამოდი ჩვენ ყავას დავლევთ შენ ჩაის
_მე და ის უბრალოდ ... ის
_ამიტომ არ ვწვები არავის ქალთან...არაა ჩემი ეს დამალვა . მტკიცებულებებს ვტოვებ . მე მგავსო რომ იძახდი მართლა გგავს ხომ ხედავ დაგწვა_ვატოს შარვალი ეცვა და პერანგის ღილებს იკრავდა რომ გავიდა მანჩომ კი კივილი დაიწყო
_ცოცხლად დაგწვავ იდიოტოოო ... გეფიცები ბენზინს გადაგასხავ და ისე დაგწვავ
_როგორც იქნა გამოგიჭირეთ...გეყოფათ რა ახლა ჩხუბი არ დაიწყოთ. მდე ხო მარა შემდეგ ძაან შტერობაა ჩხუბი დედა
_შენ რა მეღადავები?
_ცოტას... წავედი ყავას დავლევ . თქვენი ლავ სთორისთვის არ მცალია. უბრალოდ მორჩით ჩემთან თამაშს მე ვიღაც იდიოტი კი არ ვარ თქვენი დაშორება დავიჯერო
_დავშორდით ...ამოიღე ხმა და უთხარი რომ დავშორდით. ეს უბრალოდ
_წუთიერი შეცდომა თუ გატაცება იყო? რაღაც მეეჭვება მაგ ხოდზე იყოთ წუთიერი რომ ერქვას... მმ კარგი სუნი აქვს ამ კექსს
_ვატო უთხარი რომ იმედი არ ჰქონდეს ჩვენი შერიგების ...ბავშვს ნუ აურევ ტვინს
_ჩემმა ბიჭმა უკეთ იცის რა როგორ არის . ჩაი არის ჩემთვის?
_ წყალი დაასხი ... წითელ ჭიქაშია
_ახლა გავგიჟდები მაგ მდუღარეს თავზე დაგასხავ აქედან თუ არ აორთქლდები. მე შენთან ერთად საუზმობას და შენს მომსახურებას არ ვაპირებ . არც კი გაბედო დამიანეს საშენოდ გამოყენება
_ცოტა მოშორდი დედა თორემ ისეთი ცეცხლია მეც კი ვიწვები... ისე ხომ იცით სულ მინდოდა და ან ძმა
_დამიანე ნუ სარგებლობ ჩემი შენდამი დედობრივი სიყვარულით თორემ ხომ იცი შვილო რომ გავგიჟდები მერე აღარც შვილი ვიცი და აღარც დედა ახლა კი ძალიან , ძალიან ვარ გაბრაზებული
_მართლა გეგონა რომ არ ვიცოდი თქვენი ამბავი? არა მართლა კარგად თამაშობდით , მაგრამ მე თქვენ მთელი 15 წელი გხედავდით და შეუძლებელი იყო თქვენი დაშორება . ყოველ შემთხვევაში თქვენი სხეულების დაშორება
_მე ის აღარ მიყვარს
_სიყვარულია თქვენს შორის , სიყვარულია უსიყვარულოდ დედა
_რადგან დამიანემ გაიგო იქნებ შევრიგდეთ მანანიკო
_მანანიკო იქნება ახლა რომ დაგწვავს _ ცხელი ყავით სავსე ფინჯანი აიღო და ვატოც წამსვე წამოდგა _გაიქეცი სანამ შევიშლები !
_დამშვიდდი უბრალოდ ვხუმრობ თორემ შენთან შერიგება მეც არ მინდა სრულიად საკმაროსი იყო ის 15 წელი
_მე ნუ გამრევთ გადაწყვეტილების მიღებაში . ორივე მიყვარხართ ერთადაც და ცალ_ცალკეც . ახლა კი წავედი , საქმეები მაქვს _ ორივეს აკოცა და წავიდა
_სად მიდიხარ...რა საქმეები გაქვს მე რატომ არ მიყვები . დამიანეე
_ეშინია ბავშვს ისევ მის ძმაკაცს არ შეუყვარდე და არც გაცნობს არავის ხომ ხედავ
_იმ ბავშვს რა უქენი...მართლა სცემე ?
_წარსულის ამბებს ნუ გავიხსენებთ
... საქმეები მაქვს მეც . ასე რომ უნდა დაგტოვო _ ხელი მოხვია და უცებ აკოცა _ არ მითხრა რომ ყველაფერი მორჩა ... აზრი არ აქვს
_იცი რას მივხვდი ამ ბოლო თვეების განმავლობაში?
_რომ გიყვარვარ?
_ყველაფერი უნდა დავასრულოთ ორივემ . არ ვაპირებ აქ ერთ ტერიტორიაზე ვიცხოვროთ. ერთ წუთს შენს საყვარლებს მშვიდად ვუცქირო და მეორე წუთს შენთან დავწვე. ეს ძალიან გულისამრევია , მე კი ატანა არ მაქვს მსგავსი სისულელეების. მე და შენ უცებ ვერ გადავეჩვეოდით ერთმანეთს ამიტომაც ეს ურთიერთობა გვჭირდებოდა . ახლა კი ჩვეულებრივი განქორწინებული ცოლ_ქმარი ვიქნებით
_როგორც ყოველთვის შენ წყვეტ რა იქნება და
_მე ვწყვეტ? რაღაც მგონია რომ შენი სხვა ქალთან დაწოლა მე არ გასამიწყვეტია
_გეყოფა...სამი წელი გავიდა რით ვერ დაივიწყე
_მას შემდეგ რამდენჯერ მიღალატე ... რომ არ გდომოდა განქორწინება და სხვასთან წასვლა ყველგან გამომყვებოდი. ყველაფერს გაუძლებდი და დანაშაულს გამოისყიდდი, შეცდომებზე ვისწავლიდით , მაგრამ შენ თავისუფლება გინდოდა და გათავისუფლდი კიდეც
_თავიდან რომ დავიწყოთ? ახალი ფურცლიდან . დამიანემ მართალი თქვა ჩვენ გვიყვარს უსიყვარულოდ . თუ თავიდან შევიყვარებთ ერთმანეთს თან ჩვენს შეცდომებს გავითვალისწინებთ ერთად ვიქნებით
_არ მინდა ! შენგან რაც მინდოდა ვიღებდი სხვა აღარაფერი მინდა ... არც არასდროს გამოგდიოდა სხვა რამე
_კარგი ახლა შენთან კამათის დრო არ მაქვს . დრო გვიჩვენებს ყველაფერს ... წარმატებულ დღეს გისურვებ _ ამჯერად ლოყაზე აკოცა და წავიდა.
*^
მარიამის მამა ქვეყანაში აღარ იყო ყველაფერი მას უნდა მოეგვარებინა თორემ გაკოტრდებოდა და საკუთარი საქმე უყვარდა იმისთვის რომ ყველაფერი დაეთმო.
ალექსანდრეც დაუბრუნდა კომპანიას. სახლში რომ შევიდა და ნინომ დაინახა საბოლოოდ დარწმუნდა იმაში რომ ამ მთელს ისტორიაში მისი მშობლები ყველაზე სუფთები იყვნენ. ორივე ისევ ისე ძლიერ უყვარდა და ნინო მისთვის უმნიშვნელოვანესი ქალი იყო. დაამშვიდა და შემდეგ ჩვეული ღიმილით დაჰპირდა რომ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა უკვე ცოლით და სხვა არაფერი შეიცვლებოდა მათთან.
საქმე მთლიანად შთანთქავს პირადს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი მოგვარდა ან დასრულდა.
ისევ ისე იყვნენ როგორც ადრე, თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ ან მეგობრების გარემოცვაში . ყველა ყველაფერს ივიწყებდა ირგვლივ, აღარავინ იხსენებდა წარსულს .

კაბინეტში იჯდა და ახალი შეკვეთის ნახაზებს უყურებდა , რაღაც ცვლილებები სურდათ და უნდა ჩაესწორებინა . შემდეგ ოთახი დატოვა და დერეფანში გავიდა . შემდეგ კი გაიყინა , ყველა ნიღაბი ერთად ჩამოშორდა მის სულს და ისევ თავიდან გაიხსნა ჭრილობა .
თორნიკე გიგანი იდგა მის წინ . წარმოდგენა არ ჰქონდა რამდენი დღე და კვირა გავიდა , მაგრამ ისევ საშინელი შეგრძნება ჰქონდა მისი დანახვისას
_ლუ დაურეკე რა ნათაძეებს და უთხარი რომ ორ საათში შევხვდები ... _კანინეტში დაბრუნდა და კარი ღია დატოვა. თორნიკეც გაჰყვა
_როგორ ხარ მარიამ _ლოყაზე კოცნას აპირებდა მაგრამ მარიამმა დისტანცია დაიცვა
_არ ვიცოდი საქართველოში ჩამოსვლას თუ გეგმავდი. სოფიოს არაფერი უთქვამს
_გადავწყვიტე მათ ჩამოსვლამდე მოვამზადო სახლი . სოფიო ჯერ კიდევ სუსტადაა ხომ იცი....ზაფხულამდე არ ჩამოვლენ როგორც ვიცი
_მოდი პირდაპორ საქმეზე გადავალ... შენთან როგორც არქიტექტორთან ვარ . მინდა ანდრეასთვის და სოფიოსთვის სახლი ავაშენო. ქალაქგარეთ, მიწა უკვე ვიყიდე . იქ მშვიდად იქნებიან ... აქ არ ვიცნობ არავის და იქნებ მირჩიო არქიტექტორი , დიზაინერი
_თორნიკე შენ ძალიან კარგად შეგეძლო სხვა კომპანიის პოვნა და სახლის აშენება
_შეიძლება შემეძლო , მაგრამ შენთან მოვედი. მე საქართველოში ცხოვრებას ვაპირებ არ მინდა იმ ქვეყანაში დარჩენა სადაც ამდენი რამ მოხდა
_და საქართველოში კარგი მოგონებები გაქვს ?
_გთხოვ არ გინდა მე ისედაც ვერ ვახერხებ საკუთარ თავს ვაპატიო
_თორნიკე მოდი მე ახლა ნომერს მოგცემ ...დაურეკე ქალბატონ ხატიას და ის დაგეხმარება _ ფურცელზე ნომერი დაწერა და მიაწოდა _ იმედია შენი დაბრუნება ამჯერად წარმატებულად დაიწყება და გაგრძელდება
_ამჯერად არავის მოტაცებას ვაპირებ და რადგან ვით აღარ მოვიქცევი ალბათ გამომივა ....ნუ ღელავ ასე ძალიან
_და საიდან მოიტანე რომ ვღელავ?
_რომ დამინახე იმ წამიდან დაიძაბე, თვალს არ მისწორებ და აქეთ _იქით იყურები . თითებს აწვალებ და წამებს ითვლი ჩემს წასვლამდე
_ალბათ იმიტომ რომ შენი ნახვა არ მსიამოვნებს . შენ ახლა უნდა ადგე და წახვიდე , მაგრამ მაქსიმალურად აჭიანურებ
_იცი დარწმუნებული ვარ რომ იქნება დღე როდესაც ჩემს მოშორებაზე არ იფიქრებ
_უკვე გასაგებია რატომაც ხარ ამ ქვეყანაში ... გადაწყვიტე დანაშაულის გამოსყიდვაზე იმუშაო?
_შეიძლება ასეც ითქვას
_მაშინ წლების განმავლობაში მოგოწევს აქ დარჩენა
_აქ რომ მოვდიოდი უკვე ვიცოდი რომ რთული იქნებოდა, მზად ვარ ყველაფრისთვის
_წარმატებებს გისურვებდი , მაგრამ არამგონია გულწრფელი ვიყო ...
_გმადლობ დახმარებისთვის ... ხატია ხომ ?
_დიახ
_მომავალ შეხვედრამდე მარიამ _წავიდა და ისევ დააბრუნა წარსულში ამჯერად მთელი გონებით.
შეხვედრა სწრაფად დაასრულა და შემდეგ სახლში წავიდა. ალექსანდრე უკვე დაბრუნებული იყო. საწოლზე ლეპტოპი იდო მისი საქმეეით სავსე თვითონ კი ჩასძინებოდა . ზედმეტი სამოსი მოიშორა და მის გვერდით დაწვა. თავი მკერდზე მიადო და ჩაეხუტა .
_რატომ დაგაგვიანდა _ ალექსანდრეც გამოფხიზლდა. მკლავები მოხვია და ლოყაზე აკოცა , მერე მხარზე გადავიდა _ რთული დღე იყო? ძალიან ჭირვეულები არიან?
_რთული დღე იყო
_შოკოლადის ტორტი მოგიტანე იცი? _ ყელში აკოცა _მეძინება ...
_წამალი დალიე?
_ხო
_ექიმთან მივიდეთ ხვალ
_დედაჩემივით ნუ იქცევი ... ექიმმა თქვა რომ ტკივილი იცის ხოლმე თანაც ახლა სიცივეა . შენ რაღაც გჭირს ხომ?_ გააჩერა და ისევ საწოლში დააბრუნა _ რა ხდება მარიამო ? _ თმები გადაუწია და ლოყაზე მოეფერა
_დავიღალე ... უკვე ცივა და მშენებლობაზე რომ მივდივარ ვიყინები
_გინდა საშოპინგოდ წავიდეთ ? თოვს უკვე და ყინავს
_ქუდი მომიქსოვე
_ქსოვა არ ვიცი და გულს მტკენ ხომ?
_მაპატიეე პატარაავ ...გასწავლი აუცილებლად _ გაიცინა და ერე რამდენჯერმე აკოცა
_ტორტი ვჭამოთ ...._ ხელში აიყვანა და სამზარეულოსკენ წავიდა _ შუა ნაწილი ჩემია
_ცუდოო ...
_ხვალ თავისუფალი ხარ? ტყის სახლში წავიდეთ... იქ ალბათ მალე მოთოვს და შევხვდეთ პირველ ფიფქებს
_წავიდეთ ... ამ საღამოს მაშო უნდა ვნახო
_მართლა ეყრებიან?
_მაშოს უნდა
_და შენს ძმას არა?
_ჩემი ძმის ტვინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და მისი სპერმით შექმნილი ნაყოფი ჩემს ჭკვიან, ნაზ, ჩუმ და საყვარელ გოგოზე მოქმედებს... ისეთი უკონტროლოა მაგიჟებს. ხან ტირის, ხან ილანძღება ... მოკლედ ფეხმძიმობამ და ამ არეულობამ სრულიად შეცვალა
_დათო მუშაობს იცი? ბიჭებმა თქვეს სერიოზულად უდგება საქმეს და კარგადაც გამსდისო
_გიგა სიამაყის პიკზე იქნება ახლა ბოლომდე მას დაემსგავსება თავისი ერთადერთი ნამდვილი შედევრი
_მგონი ამ ღამესვე უნდა წავიდეთ
_წავიდეთ
.....
მაშოსთან მივიდნენ. ცოტა ხანს ისაუბრეს , მაგრამ დამშვიდება იქაც ვერ მოახერხა შემდეგ კი ტყის სახლში წავიდნენ .
იმ ღამით მშვიდად ვერ დაიძინა ღამით გაეღვიძა ალექსანდრეც გრძნობდა მის განწყობას, მაგრამ ელოდა როდის დაიწყებდა მარიამი საუბარს.
გამთენიისას ჩაეძინა, ალექსანდრე დილით ადრე ადგა და საუზმის კომზადება დაიწყო
თოვდა
ფანჯარასთან იდგა და ფიფქები ხელისგულზე ეცემოდა. ალექსანდრემ ჭიქა მიაწოდა და პლედი მოახურა
_უკვე თოვს
_ხო ... ადრე აცივდა
_ჩვენი თავგადასავალი სხვანაირი გამოვიდა
_ყველაფერი წინაა...
_სამსახურშიც ყველაფერი აირია ... დრო საერთოდ არ გვაქვს ერთმანეთისთვის
_უკვე ყველაფერი გაირკვა ...დალაგდა
_სულის სიმძიმეს რომ ვერაფერს ვუხერხებ ნორმალურია?
_ცუდი ქმარი აღმოვჩნდი ხედავ ? აქამდე სულ გამომდიოდა შენთან აფსურდული ამბიდან სიგიჟის შექმნა ახლა კი ჩემი ისტორიის გამო ყველაფერი დამძიმდა _ მკლავები მოხვია
_თორნიკე აქ არის ალექსანდრე _ცოტა ხნის შემდეგ უთხრა და თავი მკერდზე მიადო_ იქ დარჩენა აღარ მინდა სამშობლოში ვბრუნდებიო. ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებს ... გუშინ გამომეცხადა
_და რაო რა მინდაო
_ალექსანდრე
_რა ალექსანდრე...რა ალექსანდრე მარიამ წარმოუდგენელი რამ შევარჩინე. სხვა ნებისმიერს რომ მოვკლავდი ისეთი რამ ... ჯერ მითხარი რომ გამეშვა, ვერ გაიმეტე. მერე იქ ყოფნისას მითხარი რომ პასუცი ისედაც აგო და სხვა დროს გაუსწორდებიო . შენ ჩემი კონტროლი შეგიძლია და მისთვის გამოიყენე ეს შესაძლებლობა მარიამ !
_მითხრა რომ სოფიო და ანდროც ჩამოვლენ გაზაფხულზე... მათთვის უნდა სახლის აშენება და შეკვეთა მისცა ჩემს არქიტექტირებს
_და შენც დათანხმდი
_მე ვმუშაობ და კლიენტებს არ ვარჩევ სტატუსის მიხედვით . თანაც ხატიას ჩავაბარე ეგ საქმე მე საერთოდ არ ჩავერევი
_მარიამ რას გრძნობ მის მიმართ?
_არაფერს !
_რომ ყვირი მაშინ უფრო აშკარაა რომ რაღაცას უმალავ საკუთარ თავს
_აუცილებლად რამეს უნდა ვგრძნობდე? მან მე მომიტაცა... იცი რა საშინელება იყო იმის დანახვა რომ დაგჭრეს და იმაზე ფიქრი რომ ვეღარავის ვნახავდი? რომ იქ მაწამებდნენ , ან შენ მოხვიდოდი და მოგკლავდნენ... იცი რა რთული იყო მისი ბრალდებებისთვის მეპასუხა ? ჯანდაბა მე მას ვერ ვიტან და ეს მაგიჟებს. არ მინდა რომ ვიღაც მეზიზღებოდეს და ვიღაც უარყოფითად მოქმედებდეს ჩემზე. არ მინდა რომ მოვწონდე და ფიქრობდეს რომ შანსი აქვს... შენ კი დგახარ და ეჭვიანობ . გგონია რომ რაღაცას გიმალავ და გიჟდები ... მაშინ როდესაც თვითონ არ მეუბნები რომ ცუდად ხარ. თავს მაჩვენებ თითქოს კარგად ხარ და ამ ყველაფერმა კვალი არ დაგიტოვა . თითქოს ჩემი გრცხვენია რომ მითხრა როგორ გტკივა ირინას ნახვისას ... შენ იკარგები ალექსანდრე პატარა ბავშვივით რომელსაც წასასვლელი არ აქვს და შენ ჩემთან არ მოდიხარ . არ მინდა რომ შურისძიების გრძნობა გვქონდეს ან გაუქრობელი ბრაზი . რამდენი თვე გავიდა და შენ არაფერს ამბობ...
თოვს , მე და შენ ამ დროს მთიდან ვეშვებოდით და იმ ადგილას ვიყავით სადაც ყველაზე დიდი თოვლია. მანამ ვიყავით გარეთ სანამ გავიყინებოდით და მერე ბუხრის წინ ვსხდებოდით , მე ცხელი შოკოლადით შენ წითელი ღვინით და ბოლოს მეც გიერთდდებოდი . ახლა ? ახლა რას ვაკეთებთ ... უშედეგოდ ვცდილობთ გავთავისუფლდეთ
_ყველაფერი ძველებურად ვერ იქნება...ადრეც ასე იყო , მე და შენ სულ ახალ საფეხურებზე ავდიოდით . ყოველთვის რთული იყო , ყოველთვის ყველაფერი რთული იყო. სკოლა, მეგობრები, უნივერსიტეტი , სამსახური . ყოველთვის ვცდილობდით ნათელი ფერებით გვეცხოვრა , მაგრამ ახლა ზედმეტად ბევრი რამ მოხდა. ორივე მარტო ვართ, ოროვემ ჩვენს საქმეებს უნდა მივხედოთ . ამას დამატებული ჩემი ოჯახის ამბები , გიგანი და ჩვენი სტატუსი
_იცი რა? როდესაც ვიღაცას ვერ იტან მძიმდები, სული გიავადდება და ყველაფერი მაშინ იწყება. ვირუსივით ვრცელდება ბრაზი სხეულში და სულს გიწამლავს. სულის ტკივილი კი მთელს არსებაზე მოქმედებს . მე და შენ არ შეგვიძლია ბრაზით ცხოვრება ...
_მე შენ მჭირდები ... სიძულვილისგან, ბრაზისგან ყველა მუქი ფერისგან შენ მიცავდი . შენ ხარ ჩემი ყველა ფერი _ცრემლები ფრთხილად შეუმშრალა მერე მთელი სახე დაუკოცნა _ მე შენზე ახლო არავინ მყავს ...
_აქ ვიყოთ რა ... აქ დავრჩეთ გთხოვ. დამღალა საქმიანი ქალის იმიჯმა. ყველაფერი ჩემი მოსაგვარებელია და ენერგია აღარ მაქვს . ბაბუას მიწებზეც პრობლემაა... მისი ძველი მომვლელი ავადაა . მჭირდები , ვერ ვუმკლავდები და საკუთარ თავზე ვბრაზობ! ყველა რაღაც ამბებს ხლართავს ... ყველას გავუშვებდი ამის რესურსი რომ მქონდეს
_კიდევ ? კიდევ რა უნდა ჩემს მარიამს
_მარიამს უნდა რომ გარეთ ვიხეტიალოთ და ყველაფერი ვთქვათ რაც გაგვახსენდება ბოლო თვეებიდან . ისიც რაც ერთად გავაკეთეთ და ისიც რაც ცალ_ცალკე
_კიდევ,
_კიდევ მინდა ჩემი საყვარელი ქიშმიშიანი ქადები დავაცხოთ ერთად
_კიდევ ?
_ოოოფ მეტს ვერაფერს მოვასწრებთ ...წამოდი ჩავიცვათ

მანამ დადიოდნენ უგზო უკვლოდ სანამ არ გაიყინნენ. ყველაფერი თქვეს რაც კი გონებაში მოუვიდათ. ყოველი ახალი ამბის მოყოლისას უფრო თავისუფლდებოდნენ , იცინოდნენ , სვლას უმატებდნენ ზოგჯერ მირბოდნენ , ზოგჯერ ძალიან ნელა მიდიოდნენ. უზარმაზარი გუბე რომ შეხვდათ ალექსანდრეს ზურგზე აბობღდა მე ფეხსაცმელს ვერ დავისვრიო და კომფორტულად მოკალათდდა.
აღარ თოვდა , არც თეთრი საფარით იყო ყველაფერი დაფარული . ბოლოს საერთოდ წვიმდა. სახლში რომ სევიდნენ იმ დროს გაძლიერდა , ღრუბლებმა დაფარა ცა . სწრაფად გამოიცვალეს, ცხელი წყალი გადაივლეს და შემდეგ სამზარეულიში შევიდნენ. პატარა სამზარეულო ჰქონდა ხის სახლს. ორივე ერთად ძლივე ეტეოდა და სწორედ ეს იყო ხიბლიც.
_ცომს ისევ მე უნდა მივხედო?
_დიდი ხანია არ გივარჯიშია ...კუნთებს უნდა მიხედო სანდრიკო
_მაშ ვიწყებთ_ ხელთათმანევი მოირგო წინსაფარი შეიკრა და მაგიდაზე დალაგებულ ინგრედიენტებს გადახედა
_შეიარაღებული ვარ გამეცალე_მიქსერი აიღო და მაღლა ასწია .
ცომს ამუშავებდნენ ალექსანდრეს მობილურის ხმა რომ გაისმა
_შიგთავსი მოაყარე და მე გადავახვევ
_ვინ არის ამ დროს ?
_არ ვიციი ... საყვარელია ვითომ?
_გეყოფა _ ფქვილი შეაყარა და წარბები შეკრა.
მალევე დაბრუნდა საქმესთან დაკავშირებით ურეკავდნენ და ლეპტოპის გამოყენება დასჭირდა. უკვე ქადების სურნელი ტრიალებდა ოთახში რომ დაბრუნდა.
_მეორე ნაწილს მე მივხედავ ... დაჯექი და უყურე როგორ უნდა ცომის გაბრტყელება
_როგორ აკეთებ ეგეთს ...
_მრავალმხრივ ნიჭიერი რომ ვარ არ იცი ძვირფასო? _ ყელში აკოცა და მერე გაიცინა
_რა გაცინებს
_ფქვილი გაქვს
_სად ...
_მოიწიე...
_მითხარი სად
_აიი აქ _ფქვილიანი თითები ლოყაზე მიადო
_აუუ ალექსანდრეეე
_აქაც აიი_ცხვირზე გადავიდა მერე მეორე ლოყაზე
_ქადები არ მინდოდეს ამოგავლებდი ფქვილში
_გეშინია რომ თავად დარჩები სულ თეთრი... მარიამ ბებო
_მე ჭაღარაც მომიხდება აი შენ კი მოხუცი არ წარმომიდგენიხარ
_ მე არ დავბერდები
_შენი დაკბენილი ქალები მინახავს და ვამპირი ხარ ?
_ხო და შენს მჩქეფარე სისხლსაც დავაგემოვნებ დროულად თუ არ გამასინჯებ ამ ქადებს_ყელზე უკბინა და მერე აკოცა _ვანილის სუნი გაქვს _ისევ აკოცა და მერე საქმეს დაუბრუნდა...


და აიი ისიც დაბრუნდა
იმედია მოგეწონათ
გელით
გყვარობთ



№1  offline წევრი LittleSnake

რატი და მანჩოო :დ სულ მეცინება მაგათ დიალოგებზე , ზე პოზიტიურები არიან რაა :დ
მარიამი და ალექსანდრე , იმის მიუხედავად რომ მათ შორის ჯერ ვერაფერს ვერ ვხედავ მეგობრობის გარდაა იმედი მაქვს ეშველებათ რამე :დ
თორნიკე მეცოდება და რაღაც მხრივ მოწმონს კიდეც მაგრამ ვერა რა მარიამთან ვერ წარმომიდგენია.
ძალიან პატარა თავუ იყო არ მეყო :დ <3

 


№2  offline წევრი Ultim

მანჩო არის ცეცხლი ???? ვატო ნავთი და ეს ორი ერთად არის აფეთქებაა???????? ჩემი მარიამი და ალექსანდრე???? ღმერთო როგორ მიყვარს ეს წყვილი და რომ წარმოვიდგენ რომ შეიძლება რაღაც მოხდეს და ამათი წყვილი დაირღვას ... ააააა არა !არა და არა! მოვკვდებიი ????
ხოლო შენ სასწაული ხარ მარიამ ❤ ველოდები შემდეგ თავს????❤

 


№3  offline წევრი artificial

ვგიჟდები მანანიკოზე და ვატოზე, დამიანე ხო ვაფშე უჯიგრესი ტიპი გამოდგა❤️ აი მარიამო და ალექსანდრე კი ვაფშე სხვა განზომილება, მაგ წყვილს შორის ვერ ვხედავ ქიმიას და რა ვქნა?! მე თოკას მომხრე ვარ ალბათ იმიტომ რომ, არაორდინალური წყვილი იქნებიან, ალბათ იმიტომ რომ გამორჩეული შეხვედრა ქონდათ, ალბათ იმიტომ რომ არაორდინალურ წყვილებზე ვაბოდებ, ბევრი ალბათ შეიძლება მაგრამ ზუსტად არ ვიცი რატო. ამ თავმა გამახარა მაგრამ რაღაც ჩამწყდა მაშენკა და დათო რომ ვერ ვიპოვე, ჩემი ფავორიტი წყვილია ეგ ორი, ორივე ძაან მიყვარს მაგრამ ქალური სოლიდარობა სულ სხვაა და მინდა დათომ ძაან მწარედ "ცხვირში ძმრად წამოადინოს" მაშენკამ ყველაფერი. საბოლოოჯამში ძაან საყვარლობაა, სიფორთხლეა და ვბედნიერდები მთელი არსებით. ველოდები მე-15 თავს მეტი მაშენკათი და დათოთი❤️

 


№4  offline წევრი Rania

Me pativs vcem shen gadacyvetilebas mariam.ar maxsovs sheni istoria daseulebuliyos da ukmarisobis shegrzneba daetovebinos. Yvelaferi gqtvili da aconili gaqvs. Ise karhad ikitxeba. Ar myofnis da ravqnaa. Saocari gogovxar shen. Scavlob da tan axerxeb droulqd mogvacodo axali epizodebi. Scored amitom sascauli vinme xarr
--------------------
Q.qimucadze

 


№5  offline წევრი Takk.22

აუ არ მეყო ,ვატო და მანჩო მართლაც ცეცხლს აფრქვევენ

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

Ultim
მანჩო არის ცეცხლი ???? ვატო ნავთი და ეს ორი ერთად არის აფეთქებაა???????? ჩემი მარიამი და ალექსანდრე???? ღმერთო როგორ მიყვარს ეს წყვილი და რომ წარმოვიდგენ რომ შეიძლება რაღაც მოხდეს და ამათი წყვილი დაირღვას ... ააააა არა !არა და არა! მოვკვდებიი ????
ხოლო შენ სასწაული ხარ მარიამ ❤ ველოდები შემდეგ თავს????❤

ვაიმეეეე
მიყვარს მიყვარს მე ასე დენთი და ცეცხლი წყვილები რომ მყავს და გიხარიათ თქვენც
არ მოგკლავ ნუ ღელავ ვიზამ რამეს ისე რო არავინ მოკვდეს

Rania
Me pativs vcem shen gadacyvetilebas mariam.ar maxsovs sheni istoria daseulebuliyos da ukmarisobis shegrzneba daetovebinos. Yvelaferi gqtvili da aconili gaqvs. Ise karhad ikitxeba. Ar myofnis da ravqnaa. Saocari gogovxar shen. Scavlob da tan axerxeb droulqd mogvacodo axali epizodebi. Scored amitom sascauli vinme xarr

ვაიიჰ როგორ გამახარე მადლობა
იმედების გაცრუება არ მინდა და იმედა გამოვა ამჯერადაც მეტ ნაკლებად კარგი დასასრული

 


№7  offline წევრი kora

მანჩო და ვატო ისტორიის ყველაზე პოზიტიური წყვილია და თურმე შვილიც არ ჩამოუვარდება მშობლებს:დდდ
მაშოს და დათოს განქორწინების იდეაზე გადავფსიხდი და დათოს მეტი რეაქცია მაინტერესებს ამ საკითხზე.
რაც შეეხება მარიამს და სანდროს, ვგრძნობ რომ ამათი ამბავი უნდა დამთავრდეს:( თორნიკე როგორც ცალკე პერსონაჟი უკვე მომწონს, მაგრამ იმ გატაცებას ახლა ისიც ემატება რომ გათხოვილ ქალს ცდილობს გონება აურიოს. ისე ნებისმიერი ადამიანი ესეთი ცხოველია, სხვის გაფუჭებულზე ჭედავს და საკუთარს ამართლებს. თორნიკეც ესეა, დის გამო რამდენი გააკეთა და ახლა თვითონაც რომ არასწორია სხვის წინაშე მაგას არ დარდობს, მთავარია მარიამი გამოაშტეროს. მოკლედ, რამდენიც მომეწონება ეგ პერსონაჟი ორი იმდენი ვერ ვიტან...
ის დროა, როცა მეტი დათო და მაშო მინდა ❤️
--------------------
kira.G

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუუუ დათუნა და მაშო სად არიაააან :'( ხვალამდე რა მოითმენს ეხლა აუუ ????????????

პ.ს ჩემი თორნიკე ყველას რო მირჩევნია მაგაზე აღარაფეეს ვამბობ.

 


№9  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

არ მომწონს ეს თორნიკეს მარიამის ცხოვრებაში გამოჩენა და ცხვირის ყოფიობა :/

მარიამი და ალექსანდრე კიდე ჰო მთელი არსებით მიყვარს მარა მაკლია რა ის მუხტი რაც მათ უნდათ და მთელი არსებით ველოდები მაგას ♥️

აუ დამიანე ძაან მომწონს რა ჯიგარი შვილი ყავთ ♥️ ძალიან მესაყვარლება ♥️

ჰო მანჩო და ვატო სულ სხვა სტილია რა აი გიჟები გადარეულები და ამ დროს ისეთი მშვიდები არიან ვერ გაუგებ რა ხდება მათთან ყველაფერი თავდაყირაა და არც ცდილობენ დალაგებას მაგრამ ესეც მომწონს იმდენ რამეს გადმოსცემენ ♥️♥️♥️ იმედია მათაც ეშველებათ ♥️

ცოტა დამაკლდნენ დღეს სხვა წყვილებიც და თავიც არიყო დიდი მაგრამ მაინც ვისიამოვნე და ბოლოს მაინც გაღიმებული დავრჩი რადგან საოცარი ადამიანი ხარ საიცარი ისტორიით♥️♥️♥️

გელოდები მოუთმენლად და ერთი სული მაქვს მომდევნო თავი ვიხილო ♥️წარმატებები♥️

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

ტკბილიწიწაკა
არ მომწონს ეს თორნიკეს მარიამის ცხოვრებაში გამოჩენა და ცხვირის ყოფიობა :/

მარიამი და ალექსანდრე კიდე ჰო მთელი არსებით მიყვარს მარა მაკლია რა ის მუხტი რაც მათ უნდათ და მთელი არსებით ველოდები მაგას ♥️

აუ დამიანე ძაან მომწონს რა ჯიგარი შვილი ყავთ ♥️ ძალიან მესაყვარლება ♥️

ჰო მანჩო და ვატო სულ სხვა სტილია რა აი გიჟები გადარეულები და ამ დროს ისეთი მშვიდები არიან ვერ გაუგებ რა ხდება მათთან ყველაფერი თავდაყირაა და არც ცდილობენ დალაგებას მაგრამ ესეც მომწონს იმდენ რამეს გადმოსცემენ ♥️♥️♥️ იმედია მათაც ეშველებათ ♥️

ცოტა დამაკლდნენ დღეს სხვა წყვილებიც და თავიც არიყო დიდი მაგრამ მაინც ვისიამოვნე და ბოლოს მაინც გაღიმებული დავრჩი რადგან საოცარი ადამიანი ხარ საიცარი ისტორიით♥️♥️♥️

გელოდები მოუთმენლად და ერთი სული მაქვს მომდევნო თავი ვიხილო ♥️წარმატებები♥️

ტკბილოო <3
როგორ მიხარიხარ
ვერაფერს ვამბობ ამათზე უკვე
რა გავაკეთო
მოვა დრო და გაირკვევა ვინ სად ვისთან იქნება

 


№11  offline წევრი elene2619

სასწაულ თავებს გვახვედრებ ყოველდღე ❤️❤️ მომწონს ძალიან ეს ისტორია თავისი გმირებით და მათი სიგიჟეებით ❤️მაშო და დათო არ დაააორო თორე გავგიჟდები ????
არ ვიცივრაღა უნდა გითხრ მოვლენების განვითარებას ველოდები ❤️
გელოდები მოუთმენლად ❤️

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

elene2619
სასწაულ თავებს გვახვედრებ ყოველდღე ❤️❤️ მომწონს ძალიან ეს ისტორია თავისი გმირებით და მათი სიგიჟეებით ❤️მაშო და დათო არ დაააორო თორე გავგიჟდები ????
არ ვიცივრაღა უნდა გითხრ მოვლენების განვითარებას ველოდები ❤️
გელოდები მოუთმენლად ❤️

მადლობაა <3
დღის პოზიტივები ხართ და მიხარია ყოველდღე რომ ვახერხებ დადებას

 


№13  offline წევრი ნინ ია

ვგიჟდები ამ ისტორიაზე და მარიამი და ალექსანდრე ყველაზე მაგრები გყავს როგორც ყოველთვის <3
ამ თორნიკეს ბოლო ბოლო ის ხომ არ უნდა ალექსანდრემ მარტლა გაულამაზოს ის სიფათი? კარგი ერთხელ შეცდა და ახლა მაინც რას გადაეკიდა ამათ :( არ მიყვარს ეს თორნიკე :(
ეს თავი არ მეყო ისეთი პატარა იყო და იმედია მალე იქნება შემდეგი <3

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

აუუ არ არსებოობს ყველას გიპასუხეთ ცალ_ცალკე და კომენტარი წამეშალა ვიკივლებ ახლა ამ ტელეფონს მოვისვრი ჯანდაბაში აუუუ

 


№15  offline წევრი ნანა73

მარიამ კარგი გოგო ხარ და მომწონხარ ძალიან. განსაკუთრებით ბოლო ნამუშევრებს ავღნიშნავდი. ამ ისტორიას მოვყვები თავიდან და ვფიქრობ საინტერესოა, მრავალფეროვანი სიუჟეტით... მაგრამ ახლა მომეჩვენა რომ ერთ ადგილზე ვდგავართ, ცუდად არ გამიგო... მოლოდინი მეტი მაქვს და ამასაც იმიტომ ვამბობ ( არ ვთვლი რომ მხოლოდ თინეიჯერებისთვის წერ) ❤️

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

ნანა73
მარიამ კარგი გოგო ხარ და მომწონხარ ძალიან. განსაკუთრებით ბოლო ნამუშევრებს ავღნიშნავდი. ამ ისტორიას მოვყვები თავიდან და ვფიქრობ საინტერესოა, მრავალფეროვანი სიუჟეტით... მაგრამ ახლა მომეჩვენა რომ ერთ ადგილზე ვდგავართ, ცუდად არ გამიგო... მოლოდინი მეტი მაქვს და ამასაც იმიტომ ვამბობ ( არ ვთვლი რომ მხოლოდ თინეიჯერებისთვის წერ) ❤️

მადლობაა
ჯერ ჯერობით ასე გამოდის
მალე დავდებ და იმედია მოგეწონება უფრო

 


№17  offline წევრი anukaaa

ვაიმეეე, ჩემო ტკბილოოოო.... როგორ გამახარე შენი გამოჩენიიით... ❤ აუ, დათუნაზე და მაშუნაზე ცალკე ისტორია მინდდდაააააა. plz ❤ ან უბრალოდ მაგ ტიპის ისტორია. ოგონდ ისე ბიჭი რომ იყოს დამნაშავე.. ხო იცი ბიჭების მიმართ სადისტი ვარ ☺
ხო, ახლა ისტორია:
ძაან მაგარი იყო... უბრალოდ მექანიკურ შეცდომებს აღარც კი ვთვლი.. მიყვარხარ... გელი... ????

 


№18  offline წევრი Takk.22

ახალი თავი იქნება დღეს?

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

Takk.22
ახალი თავი იქნება დღეს?

კიი დავდებ ცოტა ხანში

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

რაღაც აკლია ალექსანდრეს და მარიამის ურთიერთობას, რაღაც რგოლი, ძლიერი და მნიშვნელოვანი. რატომ მგონია რომ სტოქოლმის სინდრომი ჭირს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent