შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭარელის ჯიბრით (სრულად)


20-01-2019, 20:22
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 11 455

კაფეში ვზივარ, ყავას ვსვამ და ველოდები, ველოდები და კიდევ ერთხელ ველოდები, უკვე თითქმის ერთი საათია გასული.
-ამას არ შეგარჩენ კონსტანტინე ჭარელო-ჩემთვის ვბუტბუტებ და ცდას განვაგრძობ.
არ გეგონოთ პაემანზე ვარ, არა. ჩემ იდიოტ უფროსს ველოდები, რომელიც რატომღაც არსად არ ჩანს.
-ამომივიდა ყელში-კიდევ ნახევარსაათიანი ცდის შემდეგ გაბრაზებული ვდგები ფეხზე, ანგარიშს ვიხდი და ავტოსადგომისკენ მივდივარ, როდესაც ბატონი ჭარელი მანქანას პირდაპირ ფეხებთან მიჩერებს და საქმიანი იერით გადმოდის
-შენც ახლა მოხვედი ელენე?
-აქ მანქანის გაჩერება არ შეიძლება-მის კითხვას ვაიგნორებ და მანქანაზე ვანიშნებ
-დაიკიდე, წამო ყავა დავლიოთ და მერე საქმეს შევუდგეთ-გაიცინა და კაფისკენ გამიძღვა
-მე ყავაც დავლიე, და საათ ნახევარიც გელოდე-წარბები ავუწიე
-არაუშავს, ხომ მოვედი ბოლოს?-გაკვირვებულმა გადმომხედა "ზე" უფროსმა
-კი, წინა შემთხვევებს თუ გავითვალისწინებთ ბატონო ჭარელო, ნამდვილად დიდი მიღწევაა-თვალები ავატრიალე და კაფეში მასთან ერთად შევედი
-შენც კიდე ვერ დამირეკე? ტელეფონი რისთვის არსებობს? ტელევიზორში ჩემი სერიალი გადიოდა და სულ დამავიწყდი-უმნიშვნელოვანესი მიზეზი მაცნო მან დაგვიანების.
-15-ჯერ დაგირეკე-ცხვირწინ ავიფრიალე ტელეფონი და ყავა შევუკვეთე.
-მე ომლეტი მომიტანეთ, ოღონდ ბევრი ყველით, კიდევ მანგოს წვენი და შოკოლადის ნამცხვარი. ქალბატონი დიეტაზე გვყავს ალბათ და არაფერი უნდა-დაცინვით გადმომხედა მან
-ძალიან უპასუხისმგებლო, აუტანელი და საზიზღარი ხარ-გაბრაზებულმა დავყარე ჩანთიდან ამოღებული დოკუმენტები მაგიდაზე.
-კარგი, გამაცანი საქმის ვითარება, ვიცი რომ ძალიან კარგი უფროსი და ქმარი ვარ-თვალს მიკრავს ის და საბუთებს უაზროდ ჩაჰყურებს
-გაყრის საბუთებია, ხელი უნდა მოაწერო, კიდევ ჩემი სამსახურიდან წასვლის საბუთზე გაქვს ხელი მოსაწერი-ორივეს წინ ვუდებ და კალამსაც ვაწვდი
-ქალბატონო ელენე-ირონიას არ იშურებს ის-კარგად იცი რომ არცერთს ხელს არ მოვაწერ, კიდევ ერთხელ ტყუილად შეწუხდით-საწყალ სახეს იღებს ის
-ანუ არ აწერ?-უკვე ნერვები მეშლება მისი ასეთი სითავხედით, ფეხზე ვდგები, წვენს რომელიც წინ უდევს თავზე ვასხამ, არც საბუთებს ვიშურებ და პირდაპირ სახეში ვაყრი და კაფედან გამწარებული გამოვრბივარ, რამდენადაც ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამის საშუალებას მაძლევს.
ავტოსადგომზე ჩემს მანქანას ვუახლოვდები და როცა ვუყურებ გაბრაზებული კვლავ უკან ვბრუნდები
-აი შენი ნაჩუქარი მანქანაც და ტელეფონიც, შენი არაფერი მჭირდება-ჯერ გასაღებს ვესვრი, შემდეგ ტელეფონს ვახეთქებ კედელზე და უკან გამობრუნებას ვაპირებ როცა მისი ძახილი მესმის
-ბინის გასაღები გადავიწყდა-მიღიმის ის
-ჯანდაბაშიც წასულხარ კონსტანტინე ჭარელო, ყველაფერს მწარედ გაზღვევინებ, ბინის გასაღებს ჩემს საყვარელ ბრელოკთან ერთად ძირს ვაგდებ და უკვე ცრემლებმომდგარი გავდივარ გარეთ.
მოდით სიტუაციაში გაგარკვევთ.
კონსტანტინე ჭარელი, ჩემი ქმარი, ნუ ყოფილი ქმარი და ჩემი ერთ-ერთ უფროსი, უკვე ძალიან მაღიზიანებს, გარდა იმისა, რომ არ აპირებს გამშორდეს, არც სამსახურიდან წასვლის საშუალებას მაძლევს და ჭკუიდან მშლის.
--
კაკუნით ავიარე ოთხი სართული და კარზე დავაკაკუნე, ხელსახოცით დანამული თვალები ამოვიმშრალე და დაველოდე როდის გააღებდა კარებს ჩემი და
-რა ხდება?-ჩემ თვალებს როგორც კი შეხედა მკითხა და სახლში შემატარა
-კოსტა არ მშორდება, არც სამსახურიდან მიშვებს, მაგრამ არაუშავს დღეიდან ჩემი ფეხი აღარ იქნება მაგის იდიოტურ კომპანიაში-ვბღავი მე და დივანზე ვეშვები, ფეხსაცმელებს კი აქეთ იქით ვისვრი.
-იქნებ შერიგება უნდა? ან ისევ უყვარხარ?-მამხნევებს ლიზიკო
-მაგას მე არ ვაპატიებ, მისი ნაჩუქარი ტელეფონიც კედელს მივალეწე მის თვალწინ, მანქანის და ბინის გასაღებიც მივუგდე, ლიზ შეიძლება შენთან დავრჩე ცოტა ხნით?-ვკითხე და საწყალი თვალებით გავხედე
-რა თქმა უნდა, გოგო არაა პრობლემა რამდენი ხანიც გინდა დარჩი-მითხრა და მომეხუტა
ასე გავატარე ორი კვირა ჩემ დასთან, მერე ისევ სიძის შემრცხვა, მართალია ვატო ძალიან მაგარი პიროვნებაა მაგრამ ავდექი და ორი კვირით ამჯერად მშობლებთან წავედი, არც ტელეფონი მიყიდია, არც მანქანა და არც ბინა, ანგარიშზე რაც ფული მქონდა მისი გადმორიცხული კვლავ უკან გადავურიცხე ნერვებმოშლილმა და ამჯერად მშობლების კარზე დავაკაკუნე
-მიიღებთ თქვენც შვილს?-ვკითხე და ჩემი ბარგი შიგნით შევაგორე
-ყველაფერი უნდა მომიყვე იცოდე-დამემუქრა დედა და ჩემ ძველ ოთხში შემიძღვა
-არ ვაპირებ შერიგებას, როგორც დაიწყო ისე დამთავრდა ყველაფერი.
---- დასაწყისი ---
-ძალიან სექსუალური ხარ-მომდის მესიჯი ტელეფონზე ნაცნობი ნომრიდან და წარბშეკრული ვუყურებ კონსტანტინეს
-თქვენ კი უტაქტო ბრძანდებით-ვუბრუნებ მესიჯს და ვცდილობ მოვუსმინო რას ამბობს უფროსი ჭარელი, კოსტას მამა, რომელიც პარტნიორებს უთანხმდება.
--
-რა მიმზიდველი საჯდომი გაქვს-ყურში ჩამჩურჩულა მოულოდნელად მოახლოებულმა ჭარელმა და საჯდომზე ხელები უხეშად მომიჭირა
-მომშორდით-ჩურჩულით ვუყვირე და ხელი ვკარი როგორც კი შევბრუნდი-მეორედ ასეთ რამეს მოიმოქმედებთ და იძულებული ვიქნები სამსახური დავტოვო
-მაშინ ნუ ხარ ასეთი მიმზიდველი-ღიმილით ჩამიკრა თვალი და გამშორდა
--
-მე შენი სათამაშო არ ვარ-ხუთ თითს ვატყობ ლოყაზე კოსტას მას შემდეგ რაც ჩემ ტუჩებს უნებართვოდ დაეპატრონა
-კი ჩემიც ხარ და სათამაშოც-ირონიულად მპასუხობს, კიდევ ერთხელ მკოცნის და სანამ კიდევ გავარტყავ უჩინარდება
--
-ბატონო მერაბ, სამსახურის დატოვება მინდა-ვეუბნები უფროს ჭარელს და ნერვიულად ვათამაშებ თითებს.
-რატომ ელენიკო რა ხდება?-გაოცებულია მერაბი, რა თქმა უნდა, მამაჩემი და მამამისი დიდი ხნის მეგობრები არიან და ალბათ ახსნა-გარმატება არ ამცდება
-უბრალოდ შეიძლება მიზეზის გარეშე წავიდე?-ვკითხე ჩუმად
-არ შეიძლება, მამაშენს რა პასუხი გავცე? მართალია აქ მამაშენს არ მოუყვანიხარ მაგრამ ასე არ შეიძლენა, თუ ვინმე გაწუხებს მითხარი-თბილად მეუბნება კაცი
-არავინ არ მაწუხებს, უბრალოდ წასვლა მინდა-არ ვნებდები მე
-მოკლედ რა ვქნათ იცი? ერთ კვირას მოგცემ დასაფიქრებლად, ერთ კვირაში მოდი და თუ კიდევ წასვლა მოგინდება წადი-არც მერაბი აპირებს დანებებას
--
-გავიგე წასვლა გინდა- ჩემ მაგიდაზე ჩამოჯდა კონსტანტინე და გაიცინა
-დიახ მინდა, თუ

ძალიან გაინტერესებთ თქვენ გამო, იმედია სინდისი ოდნავ მაინც შეგაწუხებთ-ვუბღვერ და კომპიუტერში ჩემი საქმის კეთებას ვაგრძელებ
-ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რა ვქნათ-მხრებს იჩეჩს ის და ჩემი კაბინეტიდან გადის.
-იდიოტი,კრეტინი-ნერვებმოშლილი ვესვრი კარს იქვე დადებულ ვაშლს
--
-აწი რა გეშველება მე რომ ვეღარ მნახავ ხოლმე?-ვითომ დამწუხრებული მეუბნება და ხელს წელზე მხვევს
-მომაშორეთ ხელები-ვებრძვი, მაგრამ არაფერი გამომდის, ხელს საჯდომისკენ აცურებს და მაგრად მიჭერს
-თქვენნაირი უტაქტო ადამიანი არ არსებობს, იცოდეთ თუ არ შემეშვებით ბატონ მერაბს ვეტყვი ყველაფერს-ვცდილობ ხელი გავაწევინო მას
-უთხარი-თითქოს არ აინტერესებს ისე მეუბნება ის და ყელში მკოცნის
-კარგით, აუცილებლად ყველაფერს ვეტყვი, და აქედან მე კიარა, თქვენ გაგიშვებენ-ვემუქრები მას
-ოჰ როგორ შემეშინდა-იცინის ის და მაშინვე მშორდება ნაბიჯების ხმა რომ ისმის, სამზარეულოში მერაბი შემოდის.
-გამარჯობა ელენიკო, როგორ ხარ?-მიცინის ის
-კარგად თქვენ როგორ ხართ?-ვუღიმი თავაზიანად
-აბა როგორ მიდის საქმეები? ხომ არ გადაგიფიქრებია?
-არა, დღეს ბოლო სამუშაო დღეა
-ანუ კოსტას არ გამოუვიდა ხომ შენი გადარწმუნება? ხომ გთხოვე გადაარწმუნეთქო-მიუბრუნდა მამა შვილს
-მთელი კვირაა მაგას ვეხვეწები მაგრამ რავქნა, არ მთანხმდება და არა-საწყალ სახეს იღებს ჭარელი და იმდენად ამომდის მისი სითავხედე ყელში, რომ მზად ვარ სიმართლეც კი ვთქვა, თუმცა მერაბის ეძახიან და ისიც სამზარეულოდან გადის.
მას შვილიც უკან მიყვება და მე უკვე გაცივებული ყავით ხელში ვრჩები
--
კარებზე კაკუნი მაღვიძებს, საათს ვუყურებ, ათი საათია.
-ვინ არის?-ვყვირი და კარების ჭუჭრუტანაში ვიხედები მაგრამ როგორც ჩანს ვიღაცას ხელი აქვს აფარებული
-ვინ არის? თუ არ მეტყვით არ გავაღებ-ვყვირი ისევ
-ჭარელი ვარ-მესმის იქიდან ხმა
-ხოდა მითუმეტეს არ გავაღებ, კარგად ბრძანდებოდეთ
-მამაჩემმა გამომიშვა, აუცილებელი საქმეა თორემ არ შეგაწუხებდი-ჩამეცინა, როდის მერეა ჭარელი ასეთი ზრდილობიანი?
-ბატონ მერაბს თვითონ დავურეკავ, წაბრძანდი აქედან
-ეჰ რა გაეწყობა-ვითომ დამწუხრებული ამბობს და ჭუჭრუტანიდან ვხედავ როგორ მიდის, ვიცინი, ესეც ჩემი პირველი გამარჯვება, ჩემს ტერიტორიაზე ის ვერ დამამარცხებს.
--
-ლიზ რას შვები?-ვურეკავ ჩემ დას როცა მშობლებს სამსახურში ვისტუმრებ
-ცოტნიკომ გაიღვიძა და ვაჭმევ, შენ რას შვები?
-რავი, სამსახურს შევეშვი და ვარ უსაქმოდ, გამოვალ თუ გცალია დღეს, ყავა დავლიოთ და მე რომ მიყვარს ის კექსი ეუჭველი გექნება ვიცი-ვიცინი მე
-კაი გამო გელოდები-მითიშავს ის, რამდენი ხანია ჩემ დასთან არ ვყოფილვარ, ცოტნიკოც ძალიან მომენატრა, დეიდას პატარა ვაჟკაცია.
ვემზადები, მოკლე ქვედაბოლოს ვიცმევ, მისივე კლასიკურ კოსტუმთან ერთად და ფეხზე უბრალო თეთრ კეტებს ვირგებ, როგორც იურისტს და უბრალო ადამიანს, ვგიჟდები კლასიკურ სტილზე მაგრამ კეტები იმიტომ რომ ჩემი და ჩემგან შორს ცხოვრობს იქამდე მისვლაში კი ფეხები დამტყდებოდა .
სადარბაზოდან გასულს მანქანაზე მიყუდებული ჭარელი რომ დავინახე ტანში ერთიანად დამიარა სიმხურვალემ, გამიკვირდა მისი აქ დანახვა, მიუხედავად იმისა რომ არც მე ვარ მასთან ურთიერთობის წინააღმდეგი, მომწონს კიდეც, ვიცი რომ არანაირ შემთხვევაში არ ღირს ამ თავმომწონე და ამპარტავანი ადამიანის ნდობა, პირველ რიგში მექალთანეა, მეორეც ვიცი სერიოზული ურთიერთობა არარის მისთვის, მე კი უკვე 24 წლის ვარ და ნამდვილად არ ვაპირებ ჩერჩეტი ბავშვივით წამოვეგო მის მიერ დაგებულ მახეზე
-ჩემთვის გამოიპრანჭე?-მიახლოვდება ღიმილით და ამჯერად მკერდზე მაკვირდება, რომელიც კარგად ჩანს ამოღებული მაისურიდან.
-ქალების ხამი ხარ-ვეუბნები ნერვებმოშლილი, რამოხდებოდა მკერდის მაგივრად თვალებში შემოეხედა? დავიჯერო ჩემი ლურჯი თვალები ამ მკერდზე ულამაზოა?
-შენ კი ძალიან სექსუალური-წელზე მხვევს ხელებს ის და თავისი მანქანისკენ მივყავარ.
-გამიშვი, არ ვაპირებ შენთან ერთად წამოსვლას-წყნარად ვეუბნები და მისი ხელის მოშორებას ვცდილობ
-უბრალოდ მინდა ყველაფერზე ვისაუბროთ, რა მოხდება?-საწყალ გამომეტყველებას იღებს ის
-თუ დამპირდები, რომ შემეშვები, მაშინ წამოვალ-პირობას ვუყენებ მე
-კარგი-უყოყმანოდ მთანხმდება ის და მანქანის კარს აღებს
-ოჰ ჯელტმენობაც გვცოდნია-ირონიას არ ვიშურებ
-უბრალოდ ჩემ მანქანას ვერ განდობ, არ მინდა ვინმე უხეშად მოეპყროს-მეუბნება და მანქანას ამაყად უსვამს ხელს
-შეშლილი რომ ხარ გითხარი უკვე?-ნერვებმოშლილი ვჯდები მანქანაში და ღვედს ვიკრავ, ისიც ჯდება და ერთ ერთი კაფის წინ, ისე აჩერებს მანქანას კინაღამ შიშისგან ვკივი
-ცოტა ნელა რომ ჩაგეყენებინა არა?- მისკენ ვბრუნდები გაბრაზებული
-არაა-იცინის ის და მანქანიდან გადავდივართ
-ომლეტი, მანგოს წვენი, შოკოლადის ნამცხვარი და რაც მთავარია, ომლეტი ბევრი ყველით, შენ რას შეუკვეთავ?-მიბრუნდება ამჯერად ის
-მხოლოდ ყავას დავლევ, მეტი არაფერი მინდა
-კარგი-მიღიმის ის და მაგიდაზე აწყობს ხელებს
-გისმენ რა საქმე გქონდა-ველოდები როდის დაიწყებს საუბარს
-მინდა ურთიერთობა ვცადოთ-პირდაპირ მახლის ის
-და ვსო?-ველოდები კიდევ იტყვის თუ არა რამეს
-მეტი რა გინდა?-უკვირს მას
-არაფერი მეტი რა უნდა მინდოდეს?-ვბრაზობ მე-შენნაირ ეგოისტ და თავდაჯერებულ ადამიანთან არასდროს არ მექნება ურთიერთობა, დაიმახსოვრე-უხეშად ვეუბნები და ხელებს გულზე ვიჯვარედინებ
-ვაიმე ლატო პატალააა?-დამცინის ის და მოტანილ შეკვეთას გემრიელად შეექცევა
-მორჩი? მეტი არაფრის თქმა არ გინდა?-ვეკითხები და ჩანთას ვიღებ
-გეუბნები შენთან ურთიერთობა მინდა, ძალიან მომწონს შენი მკერდი, საჯდომიც არ დავივიწყოთ-მიცინის ის
-არასერიოზულობის პიკი ხარ-გაბრაზებული ვდგები ფეხზე და კაფედან გამოვდივარ.
--
-შენთვის საჩუქარი მაქვს-წინ მიდგება კონსტანტინე
-არმინდა-ვეუბნები და ვცდილობ გვერდი ავუარო
-მამაჩემს ვუთხარი რომ ერთად ვართ და მალე დავქორწინდებით-მიღიმის ის
-ვერ ხარ-რა თქმა უნდა სერიოზულად არ მიმიღია მისი ნათქვამი, მაგრამ მალევე ტელეფონზე მამაჩემის ზარი რომ შემოვიდა თვალმოჭუტულმა გავხედე ჭარელს, მამაჩემი იშვიათად მირეკავდა ტელეფონზე, თუ ძალიან აუცილებელი საქმე იყო
-გისმენ მა
-მართალია შენი და კოსტას ამბავი? რატომ დამიმალე?-მამაჩემის გაბრაზებულმა ხმამ მომიყვანა გონს
-სად ხარ?-ვკითხე მოუთმენლად და მკვლელი თვალებით გავხედე ტყუილების იმპერატორს
-სამსახურში, გელოდები-მიმხვდა ისიც და ტელეფონი გამითიშა.
-შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ?-ვეღარ შევიკავე თავი და შუა ქუჩაში ვიკივლე
-მეე? რა დავაშავე?-საწყალი სახე მიიღო მან
-ახლავე მამაჩემთან წამომყვები და ეტყვი სიმართლეს, არ მაინტერესებს-ხელი ჩავავლე სახელოში და მამაჩემის სამსახურამდე ისე მივიყვანე, კიდევ კარგი კლინიკა 5 წუთის სავალზეც არ იყო.
-სიმართლე უთხარი, თორემ შეიძლება მოგკლა-ვუთხარი წყნარად
-ბატონო პაატა, საქმე ისაა, რომ მე და ელენიკოს დიდი ხანია ერთმანეთი გვიყვარს, ელენეც ამიტომ წამოვიდა სამსახურიდან, ერიდებოდა, ახლაც თქვენი ერიდებოდა და იმიტომ მთხოვა მე დაგლაპარაკებოდით-სხაპა სხუპით უთხრა მამაჩემს
-შენ ნორმალური ხარ? მამა გეფიცები იტყუება, შენთავს ფიცავარ არაფერი ხდება ჩვენს შორის-ლამის ავტირდი ისე გავბრაზდი მე
-რატომ უარყოფ? ესეც ტყუილია? თუ დავამონტაჟე?-ტელეფონში "ჩვენც" სურათს აჩვენებს მამაჩემს.
-დამონტაჟებულია მამა გეფიცები-ვყვირი მე
-ნორმალურები ხართ საერთოდ?-გაოცებული იხედება მამაჩემი
-ძვირფასო ხომ ხედავ რომ დავაბნიეთ მამაშენი-ვითომ გაბრაზებული მიყურებს კოსტა.
-კარგი ძვირფასო, მამა მაპატიე ასეთი ხუმრობა-უცებ ვნებდები მე და მამაჩემს საწყლად ვუყურებ, მივხვდი, კოსტას დამარცხება არც ისეთი იოლი იქნებოდა, ამიტომ ისევ მისი წესებით უნდა მეთამაშა
-რატომ არაფერი მითხარი ელე? დაგიშლილი? მითუმეტეს კოსტას არაჩვეულებრივად ვიცნობ-ნაწყენია მამაჩემი
-უბრალოდ ძალიან შერცხვა, მე დავპირდი თვითონ ვეტყვი მეთქი მაგრამ მოუსწრია მამაჩემს დარეკვა-თავის თავზე აიღო დანაშაული ჭარელმა
-კარგით ბავშვებო, თუ ერთმანეთი გიყვართ, რას გავაწყობ, დღეს კი სახლში რომ მოვალ აუცილებლად დაგელაპარაკები-გამაფრთხილებლად დამიქნია მამამ ხელი და მანიშნა რომ აღარ ეცალა და წასვლის დრო იყო
-ეგრე არა ჭარელო? მე განახებ როგორ უნდა ქორწინება-გამწარებული ვამბობ და არც ველოდები ისე მივდივარ სახლში
--
-შენთან საქმე მაქვს "ძვირფასო"-ვურეკავ მობილურზე კოსტას
-ძვირფასო, ახლა არ მცალია და საღამოს "ჩვენ" კაფეში შევხვდეთ, 6 საათისთვის-მეუბნება და არც მაცლის ისე მითიშავს.
ჩვეულ კლასიკურ ფორმაში მივდივარ კაფეში, 7ის თხუთმეტი წუთი იყო რომ მივედი მარამ იქ არავინ დამხვდა. ათ წუთიანი ლოდინის შემდეგ ტელეფონზედავურეკე ჭარელს, თუმცა არ გამაგონა, ხუთი წუთის შემდეგ კიდევ გადავურეკე და სასწაული, მიპასუხა
-ალო-გაისმა მისი ნამძინარები ხმა ტელეფონში
-ნორმალური ხარ? არ მითხრა რომ გძინავს-გაკაპასებულმა ჩავყვირე ტელეფონში
-აუ შენ სულ დამავიწყდი ძვირფასო, ჩემს სერიალს ვუყურებდი და მერე ჩამეძინა-ძალიან საპატიო მიზეზს მეუბნება
-მე შენ განახებ დაძინებას, მაცადე-ტელეფონს ვუთიშავ და კაფედან გამოვდივარ, ტაქსს ვაჩერებ და პირდაპირ სახლისკენ მივდივარ
--
-რა გჭირს შვილო?-გაკვირვებულია დედაჩემი და შეშინებულიც, როცა თვალებდაწითლებულს მხედავს, გულში მეცინაბეა, რა იცის ამ დაწითლებული თვალებისთვის მთელი საათი რომ ხახვს ვაშტერდებოდი
-ყველაფერი კოსტას ბრალია-ვითომ ვსლუკუნებ და ისე მივრბივარ ოთახისკენ.
-რა მოხდა-ამჯერად მამამ ერთვება საუბარში.
-ვეუბნები ქორწილი არგვინდა უბრალოდ ხელი მოვაწეროთთქო, იმან კიდე გინდა თუ არა ხუთას კაციანი ქორწილიო- ეს სიტყვები ვთქვი თუარა დაიწყეს ფუსფუსი.
ჩვენი ოჯახები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და არც გაჭირვებიათ 50 კაციანი ქორწილის დაგეგმვა, ისევ ჩემი დაჟინებით პატარა ქორწილის, ცოტა კი გადმომხედავდახოლმე გაკვირვებული კონსტანტინე ამ გოგომ ხომ არ გაუბერაო მაგრამ მისი ბრალი იყო.
-შენ არ იცი ვის ჩაუვარდი ხელებში საკუთარი ნებით-წარბაწევით მაფრთხილებდა ჭარელი
-შენ არ იცი რა მახეში გაყავი თავი საკუთარი ნებით-ირონიას არ ვიშურებდი მე
---
-ვგიჟდები შენ საჯდომზე-"ჩვენს ბინაში" მყოფი საჯდომზე ხელს მადებს ის
-სამსახურში ვბრუნდები-ვუცხადებ და კულტურულად ვაშორებინებ ხელს ჩემი სხეულიდან შემდეგ კი ჩემს ოთახში ვიკეტები
--
ჩემ ხერხს მივმართლე, ერთი ცალი ხახვი ვიყიდე და გაჭრილს მანამდე მივაშტერდი სანამ თვალები ტირილისგან არ დამისივდა
-რა გჭირს შვილო?-დაფეთებული მეკითხება მერაბი, სამსახურში, სამზარეულოში რომ შემოდის, ალბათ ყავის დასალევად.
-კოსტამ ტელეფონი დამიმტვრია, ჩემს დას ვწერდი და იეჭვიანა ვიღაცას წერო, ახლა კი მეუბნება აღარ გიყიდიო-ვაფირისტობ და გატეხილ ტელეფონს ვაჩვენებ რომელიც წეხან შემთხვევით, ოღონდ მართლა შემთხვევით გადამივარდა მეორე სართულიდან და დაიფშვნა. მერაბს ხმა არ ამოუღია ისე გავარდა სამზარეულოდან. ორ საათში კი ბოლო მოდელის აიფონით ხელში დაბრუნდა ჩემი ძვირფასი ქმარი და თავის ქნევით და სიცილით გადმომცა
-მე შენ უცოდველი კრავი მეგონე და კარგი გაქნილი ვინმე ყოფილხარ-სიცილით მაკოცა ტუჩებზე და ოსტატურად აიქნია მოქნეული ხელი
--
-სამზარეულოში ვზივარ, ფეხნატკენი და წუთი-წუთზე ველოდები მერაბი შემოვიდეს ყავის დასალევად.
-რა მოგივიდა შვილო?-მეკითხება გაკვირვებული, ნატკენი და ცოტა მაკიაჟით გაწითლებული ფეხი სკამზე მაქვს შემოდებული
-დილით სამსახური ხომ 10ზე გვეწყება? მე ვდგები და მოვდივარ, არ მოვყავარ კოსტას, ეგ ხომ 12 საათამდე ძილსაა მიჩვეული, მეტროში ვიღაც დამეჯახა წავიქეცი და ნახეთ რა მომივიდა-ფეხს ვაჩვენებ და ისეთი გამომეტყველება მაქვს, მამამთილი ვერ უძლებს, მამშვიდებს და სამზარეულოდან ყურზე მიდებული ტელეფონით გადის. 12 საათია კაბინეტში ჩემი საყვარელი ქმარი რომ შემოდის.
-ღმერთო, ჩემ მოლოდინებს გადააჭარბე ელენიკო-იცინის ის და მანქანის გასაღებს მესვრის
-ჭკუას ისწვალი, და იცოდე, თუ მანქანა არ მომეწონა, მერე ნახე სპექტაკლები-ვიცინი და მანქანის სანახავად რასაც ქვია მივრბივარ
-არადა ფეხი ტკიოდა ქალბატონს-მაჯავრებს ის და უკან მომყვება
როცა ჩემი ოცნების მანქანას ვუყურებ კისერზე გახარებული ვეკიდები ქმარს
-სანაცვლოდ ვნებიან ღამეს არ მაჩუქებ?-წელის მაგივრად საჯდომზე მაწყობს ხელებს მასზე მიკრულს
-დედამიწა რომ მაჩუქო შენთან მაინც არ დავწვები-ხელზე ხელს ვურტყავ და მანქანაში გახარებული ვჯდები, ისიც გვერდით მიჯდება და მითითებებს მაძლევს.
-ბარემ აქ ვართ და მოდი მამაჩემს აქვე პატარა აგარაკი აქვს და იქ ავიდეთ-მეუბნება მანქანით სეირნობის დროს და მეც ვუჯერებ, აგარაკისკენ მივდივარ.
---
-რა ლამაზი სახლია-შევდივარ სახლში და დივანზე ვჯდები
-შენ საძინებლები უნდა ნახო-ეშმაკურად მეუბნება და ამჯერად წელზე მხვევს ხელს, მკოცნის და ვერც ვაცნობიერებ სიამოვნების მორევში ჩაძირული ისე შევყავარ საძინებელში.
-არაჩვეულებრივი ხარ-ყურში ჩამჩურჩულა და ნელნელა შემომაძარცვა ტანსაცმელი.
-ვგიჟდები შენზე-ვუთხარი მეც და ვაკოცე
--
-ვინ არის?-ასეთი გაბრაზებული ის არასდროს მენახა
-ჩემი კურსელი იყო, რა მოხდა მეგობარია?-გაკვირვებული ვარ მე
-მერე გათხოვილ ქალს რომ შუაღამეს ურეკავს და შეხვედრას თხოვს იდიოტია?-არ წყნარდებოდა ის
--
-ვინაა? ყველა შეხვედრაზე ასე უნდა გიჟუჟუნოს თვალები?არ იცის რომ გათხოვილი ხარ?-ამ ბოლოს ისეთი ეჭვიანი გახდა, ლამის ვცემო
-შენ რა ორსული ქალივით ჭირვეულობ? ჩემს მაგივრად შენ ხომ არ დაფეხმძიმდი?-ვუცინი მე თუმცა ის გაბრაზებული იჯახუნებს სახლის კარს და არც მოდის მთელი ღამე სახლში.კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა და მეორე დღეს ბარგიანად გავუშვი გარეთ.
---
-მხოლოდ ამის გამო დაშორდი შვილო ქმარს? გიჟი ხარ?-გაკვირვებულია დედაჩემი
-უნდა მენდობოდეს, არ უნდა იყოს ჩემში დარწმუნებული? ვგავარ ახლა მე მოღალატეს? თან რაც წამოვედი არც მოვუკითხივარ. ასე რომ დაიხურა ეგ თემა. მე ახლა ვარ თქვენც ხარჯზე, სანამ მუშაობას არ დავიწყებ.
---
2 თვე იყო გასული ჩემი და ჭარელის დაჭორებიდან, იმ იდიოტს არც კი დაურეკავს, ნუ საიდან დამირეკავდა ტელეფონი მივაფშვენი და ახალი არც მიყიდია, არ მჭირდება.
ხო რას ვამბობდი?
2 თვე იყო გასული დაშორებიდანთქო, დედაჩემმა ხელში ორსულობის ტესტი რომ მომაჩეჩა
-ეს რათ მინდა?-გამიკვირდა მე
-შვილო, ორ თვეში იმდენი მოიმატე, აქამდე სულ არ ყოფილხარ ამდენი, თან გაქვს რა ნიშნები, რას მახსნევინებ, მიდი და გაიკეთე ტესტი-ძალით შემაგდო საპირფარეშოში
--
ახალი გეგმა მაქვს, მამამთილის კაბინეტში საბუთებით ხელში ვდგავარ და თავჩაღუნული, ხახვით თვალებდაწითლებული
-ელენიკო შვილო რახდება?-მკოცნის ლოყაზე მამამთილი და თბილად მეუბნება
-მოკლედ, კოსტა ხომ დამშორდა, თავის ნაყიდი რაც იყო ყველაფერი წამართვა, ტელეფონიც კი არ მაქვს, ბინიდანაც გამომიშვა, განქორწინების და სამსახურიდან წასვლის საბუთებზე ხელის მოსაწერად დავიბარე და არც კი მოსულა-გავაბუქე მე
-ახლა კი მინდა თქვენ თხოვოთ....-სიტყვა არ დავამთავრე ისე ჩავიკეცე და რბილ ხალიჩაზე გავიშხლართე, ხო ეს ხალიჩა რათქმაუნდა სპეციალურად, აბა იატაკზე ხო ვიტკენდი რამეს?
მამამთილი ფეხზე წამოხტა ყვირილით და ჩემთან მოვარდა, ყვირილზე ვიღაც შემოვარდა ოთახში, მაგრამ თვალები დახუჭული მქონდა და აბა რას დავინახავდი?
-შვილო კოსტა, სასწრაფოს გამოუძახე და ნიშადური მოიტანე-იყვირა მერაბმა და ჩემს მოსულიერებას შეუდგა.
ნიშადურიც მალე მომიტანეს ცხვირთან და მეც "გამოვფხიზლდი"
-რა გჭირს შვილო?-თმაზე მეფერებოდა მამამთილი
-არ ვიცი-ამოვისრუტუნე და კოსტას გავხედე საწყლად რომელიც ხვდებოდა რომ კიდევ ვაფირისტობდი
-მამა, მიდი შენ ექიმებს დახვდი, მე მივხედავ ელენეს-უთხრა მერაბს და კაბინეტიდან გაისტუმრა
-ჩემი პატარა აფერისტიი-სიცილით წამოვიდა ჩემკენ და ცხვირზე მაკოცა
-ახლა ისეთ ამბავს მოგიწყობ, ვერასდროს დამშორდები, და მომშორდი, გაბრაზებული ვარ-ხელი ვკარი მას
-რაარის ეს როგორ გასუქებულხარ?-უკმაყოფილოდ გადმომხედა მან მაგრამ მალევე გაეცინა
-არაუშავს ახლა უფრო დიდი საჯდომი და მკერდი გექნება-დაიმშვიდა თავი. ამასობაში ექიმებიც შემოვიდნენ და გამსინჯეს
-არაფერია სერიოზული, დასვენება გჭირდება, მაგრამ ანალიზებს თუ აიღებთ უკეთესი იქნება-ეს მინდოდა მეც, მერაბმა საავადმყოფოში გამაქანა, რა თქმა უნდა კოსტაც წამოვიდა, უნდა გენახათ მამა შვილის სახე ჩემსორსულობაზე რომ გაიგეს.
-ღმერთო როგორ მიხარია არ იცი-სითბოჩამდგარი თვალებით მიყურებდა კოსტა და მუცელს ეფერებოდა
-ხო რა ვქნა, ასე გამოვიდა, მაგრამ მაინც არ დამავიწყდება რომ თვეა არ გაგხსენებივარ-ვუთხარი გაბუტულმა
-გასაგებია, ახლავე მოვალ-უცებ წამოხტა ფეხზე და 3 წუთში რაღაც შეფუთული ყუთით დაბრუნდა
-სანამ მორიგ სცენებს მოაწყობ ეს ჩემგან, და იცოდე რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ, და მიხარია რომ ჩემი შვილის დედა იქნები-პირველად ამიხსნა სიყვარული მან და ტუჩებზე დამაკვდა. არ მიპასუხია ისე გამვართვი საჩუქარი და ბოლო მოდელის ტელეფონს შევხედე
-მაშინ ჩვენც გვიყვარხარ კარგ საჩუქრებს რომ გვჩუქნი დედიკოს და შვილიკოს-ენა გამოვუყავი მე.

ასე სითავხედით და ჯიბრით დაწყობილი ურთიერთობა ისე გაგრძელდა, ვერც კი ვიოცნებებდი. ბედნიერები ვიყავით მე და კოსტა ერთად ჩვენ პატარა ჭარელებთან ერთად რომლის რიცხვიც მომავალში ოთხი გახდა და დედიკოს და მამიკოს გულს მუდამ ახარებდნენ. კოსტა იქიდან გამომდინარე რომ დედისერთა იყო, სურდა ბავშვობის დანაკლისის შევსება, და უკვე ოთხი აფერისტი ჭარელისგან გადაღლილს მალევე მომიხდა მეხუთეზე მუშაობის დაწყება...............





თუ მოგეწონებათ ჩემი ძველი ნაშრომები არ წაიკითხოთ გირჩევთ. რაღაც მუზა მომაწვა უცებ :დ



№1  offline წევრი anukaaa

Omg Mets verafers vambob. Kide imas getyvi ro xaxvi magari maswavle ????

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

anukaaa
Omg Mets verafers vambob. Kide imas getyvi ro xaxvi magari maswavle ????

თვითონ ნაწერი ისეთი არარის რამდენიც ჩემი ემოციები იყო ამის წესისას????????

 


№3  offline წევრი mariam m.k

mshvenieria. mokle da konkretuli, arc dagabnevs, da kargi wasakitxic aris.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

mariam m.k
mshvenieria. mokle da konkretuli, arc dagabnevs, da kargi wasakitxic aris.

Madloba didii????????

 


№5 სტუმარი ეკა

ძაან მაგარია ყოველი შენი მოთხრობა მაქვს წაკითხული ზოგი ხუთჯერ და ექვსჯერაც კი წამიკითხვას აი ძაან მაგარია მეც ვწერ ხოლმე მოთხრობებს heart_eyes heart_eyes

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ეკა
ძაან მაგარია ყოველი შენი მოთხრობა მაქვს წაკითხული ზოგი ხუთჯერ და ექვსჯერაც კი წამიკითხვას აი ძაან მაგარია მეც ვწერ ხოლმე მოთხრობებს heart_eyes heart_eyes
ვაიმეე ძალიან გამიხარდაააა, მადლობა დიიდიი რომ ჩემი ნაწვალები რამედ მაინც გიღირს<3

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

dakarguli
კიდევ ერთი... რა კარგი გოგო ხარ ♥

❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი ეკა 5

უუხ! მერამდენედ წავიკითხე, არ მახსოოვს, აი, განწუობას რომ გამოგიკეთებს ისეთია, საყვარლები არიან. მადლობა❤️❤️❤️????????????❤️❤️????????❤️ლამაზი იყოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent