სიყვარული უსიყვარულოდ {14}
ნუცამ ისევ თავიდან დაათვალიერა სახლი და ერთ_ერთ კარადაში ალბომი იპოვნა ძალიან ძველი ყდითა და გახუნებული ფოტოებით. რა თქმა უნდა შანსი არ გაუშვა და მაშინვე გამოიღო. კიდევ ძველი სათამაშოები იპოვნა . მიხვდა რომ ის საძინებელი დუდას ეკუთვნოდა. სხვაგან ყველაფერი ცარიელი იყო . სათამაშოები სახლში იყო დამზადებული და საკმაოდ შელახულიც ჩანდა . ორი ხისგან გამოთლილი მანქანა იყო და ასევე იარაღი. ალბომი ბუხართან მიიტანა და სავარძელში კომფორტულად მოკალათდდა. იმდენად გაერთო ფოტოების თვალიერებაში რომ დუდას დაბრუნებაც ძლივს გაიგო . პროდუქტები მიიტანა და პირდაპირ სამზარეულოში შევიდა. ქურთუკი სველი ჰქონდა და თმებიდანაც წვეთები ცვიოდა. _აუუ კარგი რაა ახლა ამ დროს რაღაც მსუყეს გააკეთებ და ბოლოს შენ მე გამასუქებ. რა მოიტანე? _არაფერი ისეთი ... კარტოფილს შეგიწვავ _სერიოზულად? _არ გიყვარს? _კარტოფილი ? _აჰაამ ... ამ სახლში რადგან ვართ ვახშამიც ნოსტალგიური უნდა იყოს . სულ ერთნაირი გემო რომ არ ჰქონოდა ათას რამეს ვიფიქრებდი . სანდრო ყოველთვის ჭირვეული იყო არაფერს ჭამდა ისედაც რა გვქონდა და შიმშილობდა ამიტომ სხვადასხვა ფორმით ვჭრიდი და ძალიან წითელი რომ გახდებოდა შემდეგ ვიღებდი თეფშებზე _მე კი სულ მიყვარდა და არ მაჭმევდნენ ხშირად ... მე კვერცხში მოვლებულ პურებს გავაკეთებ _მაგათ ყიყლიყოები ქვია ნუცი _რა მნიშვნელობა აქვს რა ჰქვია ... ბავშვობაში მიყვარდა და შენ არა? _როდესაც სოფელში ცხოვრობ კვერცხში შესაძლოა წიწილაც დაგხვდეს და მერე შეგზიზღდეს _აუუ რატო მითხარიი ახლა წარმოვიდგინე და ცუდად ვაარ . არადა როგორ მიყვარს _მანდ არ იქნება ნუ ღელავ... _ანუ შენ არ გიყვარს _არ ვამზადებ... მთავარია ბავშვობის ტრამვა არ გამახსენდეს თორემ თუ მოამზადებ უარს არ ვიტყვი. კარტოფილი დაჭრა შემდეგ მარილი და რაღაც სანელებლები მოაფრქვია მოურია და შემდეგ დაყარა ცხელ ტაფაზე. ნუცამ "ყიყლიყოები" მოამზადა და შემდეგ თეფშები იპოვნა. ბუხართან გავიდნენ და იქ დასხდნენ _საწებელი არ გვაქვს? _რომელიღაც პარკშია ...მოვიტან _იჯექი მე მოვიტან_სწრაფად გაიქცა და შემდეგ გემრიელად მიირთვა დაბრაწული კართოფილი ტყემალთან ერთად. ასე თუ გავაგეძელეთ მართლა გავსუქდები . ვარჯიში უნდა განვაგრძოთ ინტენსიური _შაბათ_კვირას დავდივარ დარბაზში ... დარჩი მე ავალაგებ . _ონკანში ცივი წყალი მოდის? _ხო ... გამათბობელი გაფუჭდა და გამოცვლა სულ დამავიწყდა. _იცი ვერ წარმოვიდგენდი შენ თუ დალაგება, საჭმლის მომზადება და თეფშების დარეცხვა შეგეძლო _გეუბნებოდი არ მიცნობ_თქო და მიმეორებდი ძალიან კარგადაც გიცნობო _ნუ გავიხსენებთ მაგ დროს ... თანაც საიდან უნდა მცოდნოდა როგორი იყავი არასდროს ლაპარაკობდი _როდის უნდა მეთქვა რაღაც სისულელის გამო რომ მეჩხუბებოდი? არასდროს მომყვებოდი სავახშმოდ ან სასეირნოდ. არც მელაპარაკებოდი ნორმალურად ნუცა _მოგენდომებინა უფრო და დაგელაპარაკებოდი _ნუცაა _კარგი ხო ... ჩემი ბრალია . რა გავაკეთო ასეთი ჯიუტი ვარ _ ჩუმად თქვა და თავი დახარა _მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი რომ ასეთი იყავი _როგორი ასეთი...ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ . მილიონერი რომ არ ვიყავი დაბადებიდან ეგ ისედაც არავისთვის დამიმალავს _ეგ ხო , მაგრამ ქველმოქმედი თუ იყავი და სხვა მდიდრრბისგან განსხვავებით ჩვეულებრივად ცხოვრებაში მართლა ჩვეულებრივად ცხოვრება იგულისხმებოდა ისე თითქოს სხვების დასახმარებლად უფრო გაკოიმუშავებ ფულს ვიდრე საკუთარი თავისთვის _ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ძალიან კეთილი და საყვარელი კაცი გგონივარ რაც საერთოდ არ მაწყობს და არ მინდა _ხელები არ გეყინება? _ცხელით რომ ვიბან უფრო უცნაურია ხოლმე ...დღემდე ვერ შევეჩვიე ამ კომფორტულ რაღაცებს და ზოგჯერ საოცრად მინდება ღუმელში ან ცეცხლზე შემწვარი ხახვისა და კარტოფილის ჭამა _ხახვის? ღუმელში? _ხო ... შეშის ღუმელი საერთოდ გინახავს? _ფილმებში _მაგ ღუმელში გაცხელებულ მჭადს და პურს აქვს ყველაზე მაგარი გემო _როგორ გაცხელებულს თუ გაკეთებულს _ღმერთო ჩემო რომ გავაკეთებდით ზოგჯერ რჩებოდა ნაწილი და ხომ არ გადავაგდებდით . ვახშამზე ვაცხელებდით და თბილს ვჭამდით . თუ გვქონდა საერთოდ . ზამთარი მეზიზღებოდა ყოველთვის. ზაფხულში თბილად ვიყავით და ზამთარში ყველაფერთან ერთად ვიყინებოდით . სანამ პატარა ვიყავი მთელი ზამთარი გაციებული დავდიოდი . მაღალი სიცხეები მქონდა ხოლმე და საშინლად მახსოვს . ზამთარში გარეთ რომ გავდივარ და გაყინულ ბავშვს ვხედავ ჭკუიდან ვიშლები . ჩემს მშობლებზე ამორალურები ისინი არიან თვითონ არაფერს რომ არ აკეთებენ და ბავშვებს მოწყალების სათხოვნელად გარეთ უშვებენ წვიმასა და ქარში _არ არსებობს ქვეყანა სადაც მათხოვრები არ არიან...ასე რაღაც წონასწორობა დგება . ყველა სხვადასხვა გზით აგრძელებს ცხოვრებას _შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორია როდესაც გშია და იმდენად გტკივა შიმშილისგან კუჭი რომ სუნთქვაც აღარ შეგიძლია . გგონია რომ ნაბიჯს ვეღარ გადადგამ და მოკვდები. იმ დროს მზად ხარ ნებისმიერი რამ შეჭამო . არ გაინტერესებს ახალია თუ ძველი , დასვრილია თუ სუფთა. საერთოდ ონკანიც არ აქვს ზოგს რომ ხილი გარეცხოს . არ უნდა გრძნობდეს ამას ადამიანი . არ უნდა იყოს ეს სამყარო ამდენად უსამართლო და ისინი არ უნდა ეგუებოდნენ ამ ფაქტს . ბოლომდე უნდა ცდილობდნენ ფეხზე დგომას და მოწყალებას არ უნდა ითხოვდნენ. იცი რა ? ადამიანი ზარმაცი ქმნილებაა ზოგს ურჩევნია ხელი გაუწვდინოს სხვას ვიდრე საპირფარეშოები ხეხოს ან მძიმე ყუთები ათრიოს. ნაგავი შეაგროვოს და ქალაქი გაწმინდოს. ასეთი ადამიანები საშუალო და მაღალ ფენებშიც არიან . თავისზე მდიდარს და შეძლებულს რომ უვარდებიან ფეხებში უბრალოდ ხელი არ აქვთ გაწვდილი თორემ იმათზე დიდ მათხკვრებს ვიცნობ ქუჩაში რომ დგანან კოწყალების სათხოვნელად _აგრესია გაქვს ყველას მიმართ ბავშვების გარდა _ბავშვები უცოდველები არიან და ძალა არ ჰყოფნით საბრძოლველად. შემდეგ კი სული ეწამლებათ იზრდებიან და სული საერთოდ უქრებათ . ბავშვ არ აქვს ძალა ... ბავშვი ვერ იმუშავებს მას უბრალოდ უნდა რომ აღარ სციოდეს , აღარ შიოდეს და მშვიდად ეძინოს. _მაგრამ ყველაფერს აქვს მეორე მხარე... ვინ იცის ვის რა გასაჭირი აქვს. მაშ იმ ქალებზე რას ფიქრობ შვილებისთვის ან საკუთარი თავის გადასარჩენად საკუთარ სხეულს რონ ჰყიდის _ახლა რა ყველა სადავო საკითხზე ვისაუბროთ? ასე პოლიტიკამდე მივალთ და წინასაარჩევნო გეგმებზე გიამბობ _აპირებ პოლიტიკაში წასვლას? _თუ სხვაგვარად ვერაფერი მოვახერხე ვიფიქრებ... _ანუ თემა დამიხურე _თუ დავფიქრდებით ყველამ ყველა დანაშაულს შეიძლება უპოვნოს გამართლება. პედოფილმაც შეიძლება მოიფიქროს რაიმე რითაც საკუთარ სინდისს ამშვიდებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის დამპალი არ არის და რამე ამართლებს . _უხეში შედარებაა _შეიძლება , მაგრამ ჩემი აზრი ასეთია _სულ გაგეყინა თითები _რომ დასხდნენ მის ხელებს თითები ჩაკიდა _ახლა შენ გაგეყინება ... საძინებელში არ იქნება ასეთი სითბო _მერე რა ... ყინვა ჯერ კიდევ არ არის. საბნები დავიფაროთ და გავთბებით _ჩემთან იძინებ? _ხო .... შენს ოთახში ვიყავი და ეს ვიპოვნე _ალბომი აიღო და მის გვრრდით დაჯდა _არა რა ...ახლა არ შემიძლია ამ ფოტოების ნახვა _ძალიან ცოტაა _დაათვალიერე უკვე? _ხოო _მიხვდი რომელი ვარ თუ ვერ მიხვდი და ეგ გაინტერესებს _მივხვდი... მხოლოდ მზერის გამო თანაც ლოგიკურად თუ ვიმსჯელებდით ეს თმაარეული ბიჭი სერიოზული სახით უნდა იყო _ფოტო იპოვნა და გაეღიმა _ ისე თმას ხშირად იპარსავ და მე ასე უფრო მომწონს _მაწუხებს ხოლმე და იმიტომ ვიპარსავ ისე უფრო კომფორტულია _ამ ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ფიზიკურად ამ კაცს ჰგავხარ ... მამაშეია ალბათ ხომ? _არა ... ბესო ეს არის , თინასთან ერთად . ეგ ბაბუაა ეს სახლი მან ააშენა და საერთოდ მე მას ვგავარ. მამაჩემმა ყველაფერი გაანადგურა რაც კი მან დატოვა_კაცის ფოტო აიღო და დააკვირდა _ მე ის არ მახსოვს. ორი წლისაც არ ვიყავი რომ გარდაიცვალა ,მასზე მეზობლები მიყვებოდნენ . მთელი რაიონი იცნობდა მისი ასაკის ხალხიც და პატარებიც . მამაჩემმა კი ყველაფერი გაანადგურა დედაჩემის დახმარებით_ ფოტოები გამოართვა მაშოს და ალბომი დახურა _ სანამ ბრაზის კონტროლი შემიძლია შევეშვათ ჩემს მოგონებებს თორემ წავალ და იმათ რამეს დავმართებ_ფეხზე წამოდგა და ბუხართან მივიდა. თავზე ხელი გადაისვა და თმებში შეიცურა თითები. მერე ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა . ნუცა ამ ჟესტს უკვე ცნობდა. ადრეც ასე იქცეოდა , მაგრამ ახლა ამჩნევდა რაღაც რომ აბრაზებდა სულ ღრმად სუნთქავდა ეწეოდა და კუნთები ეჭიმებოდა. ერთი ხელი ჯიბეში ედო მეორეში კი სიგარეტის ღერი ჰქონდა მოქცეული . მხრებში მოხრილი იდგა და ცეცხლს უყურებდა . ნუცა მიუახლოვდა მის მკლავს შემოხვია თითები და მისი თითები იპოვნა . თავი მხარზე დაადო და თითებზე დააკვირდა _გაყინული ხარ ... არადა შენ სულ ცხელი ხარ როდესაც მეჩხუბები . შეიძლება ბრაზის გამოხატვა და გათავისუფლება სულს შველის ... იცი მე ვგიჟდები შენთან ჩხუბზე . ალბათ ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. კმაყოფილებისგან გული მიჩქარდებოდა რომ გაგაგიჟებდი და მერე გტოვებდი _ ჩუმად უთხრა თავი მის ყელში ჩამალა და მერე ცალი თვალი გაახილა _ამაზე დიდ სიამოვნებასაც მოგანიჭებ ჩემსავით რომ აგერევა გული და ტვინი _ ზემოდან დახედა და ტუჩებსშორის კვამლი გამოუშვა . ნუცამ სიგარეტის ღერი გამოგლიჯა და თვითონ მოიქცია ტუჩებსშორის _ნუ მიწვევ თორემ ყველაფერს ავურევ ...მე და შენ ხომ ვიცით რომ შენ ჩემს შინაგან ქალღმერთს ყოველ წამს გაშიშვლებას აიძულებ _ნუთუ ... _ ტუჩებზე შეეხო და სიგარეტი ბუხარში ჩააგდო _ შენს ტუჩებს სიგარეტის გემო არ უხდება _შენსას უხდება , კატასტროფულად სექსუალური ხარ რომ ეწევი , მაგრამ ხშირად მოწევა ჯანმრთელობას ვნებს _ბუტბუტებდა და თითებს მის თმებში დაატარებდა _ასე თუ გააგრძელებ ან მარტო დაიძინებ და გაიყინები ან საერთოდ არ დაიძინებ და დამიჯერე ხვალ ყველაფერი გეტკიება _რა არარომანტიული ვინმე ხარ მე გეფერები და შენ მაშინებ? _გაფრთხილებ ...ის საწოლი მაგარია _რატომ არ იყიდე ნორმალური მატრასი მერე ... _ეგრე უზარმაზარ სახლს ავაშენებდი ნუცა... _აი უკვე ოთხი ზედა და ხუთი შარვალი ჩაიცვა ჩემმა შინაგანმა ქალღმერთმა და პირბადეც გაიკეთა ... არადა წამის წინ სულ შიშველი იყო და იწვოდა _ ზურგი აქცია დუდას და ხელები გაშალა _ რომელი საათია ... მე უკვე მინდა დაძინება _დაწექი და მოვალ მეც... ან არ მოვალ _აჰ გინდა საწოლი გავათბო და მერე მოხვიდე ამხელა სხეულით და ჩემს გამთბარ საწოლში დაწვე? _გამაოცე...არ მეგონა თუ მიხვდებოდი. ჩემი დები პირველს მე მაწვენდნენ და მთელს საწოლს რომ გავათბობდი მერე მიშვებდნენ ჩემს ცივ იატაკზე _რაა ? იატაკზე გეძინა? იატაკზე როგორ გეძინა _თუ ღმერთი გწამს ახლა ცემს ყველა წამოცდენილ სიტყვას ნუ გამოეკიდები...თორემ გავიხდი და ისე დავწვები _შენ კი არა მე გავიხდი... ტანსაცმლით ვერ დავიძინებ ! ჩვენ ორიდან ერთ ერთს უნდა ეცვას _ამ შარვლით ვერ დავწვები ნუცა _შენი პერანგი მე მინდა ... აქ ტანსაცმელი რატომ არ გაქვს _არ ვრჩები დიდხანს და იმიტომ... შენ რა გახდას იწყებ ? ასე უცებ როგორ იხდი ... გაიყინები _ ოთახში შესულს უკან გაჰყვა და წამში რომ მოიშორა ტანსაცმელი თვალები აატრიალა _პერანგს მომცემ თუ ასე დავწვე _გინდა რომ მაცდუნო და მერე მითხრა პირობა დაარღვიეო? _გეშინია? აი თურმე რაშია საქმე . შენ გეშინია რომ მე ერთ დღეს გავბრაზდები და გეტყვი შემაცდინე_თქო? მხოლოდ ჩემი სხეული გაინტერესებს_თქო? _არ ვიცი... ამ ორი წლის განმავლობაში დავრწმუნდი რომ შენგან ყველაფერი მოსალოდნელია თუ ოდნავ მაინც გაბრაზდები _პერანგი სწრაფად გაიხადა და მიაფარა _ჩაიცვი _სიცივეაა ... მართლა ძაიან ცივა. ზამთარში აქ ალბათ იყინება ყველაფერი . როგორ ცოცხლობს ეს ხალხი ცენტრალური გათბიბის გარეშე _ ფეხებს ერთმანეთს უხაუნებდა მერე საწოლზე ახტა და ისე განაგრძო ღილების შებნევა _ ეს თეთრეული როდის გამოცვალეს... _ბოლოს რომ ვიყავი მაშინ ... ახალი არ მაქვს . ერთხელ ვიწექი სულ _მტვერი აქვს _მაშინ ეგრე იყავი _ ქამარი გახსნა და შარვლის გახდა დაიწყო _შენ ცოტა ხანს არ დაწვე და ვგონებ მე ისე დამცხება აქვე დავანთებ კოცონს ...მერე ჩემი ფერფლი შეაგროვე და სადმე მიმოფანტე _ უყურებდა და ტუჩებს იკვნეტდა _ რა ჯანდაბა მემართება ... რა არის ამ საცვლებს სპეციალურად შენთვის კერავენ ? ხომ შეიძლებოდა რაღაც არასექსუალური გცმოდა და სიცილი მაინც დამეწყო . შენ ხო ადამიანს არ გაახარებ ... ასე როგორ უნდა გათბე _გეყოფა ლაპარაკი...მოდი აქ და გაჩვენებ როგორ ვთბები _საბანი გადასწია ფეხზე ხელი ჩაავლო და წაქცეულ ქალბატონს მოეხვია. _ველურო...დაფიქრება გეცლია იქნებ ვიცვამდი და დივანზე ვიძინებდი ... გამიშვი ეგ ხელი _ ფართხალებდა , მაგრამ ბოლოს მთელი სხეულით რომ იგრძნო მისი სითბო გაჩერდა. ფეხებით მის შიშველ ფეხებს ეხებოდა . გაყინული ტერფები აამოძრავა. მისკენ გადაბრუნდა და მიეკრო _როგორი თბილი ხარ... თითქოს თბილი ჰაერი გამოდის შენი კანიდან და ყველაფერს ათბობ ...ორთქლდები _ თავი მკერდზე მიადო . ხელები ვერ გაიგო სად წაეღო და ბოლოს წელზე დაადო _ცოტა ხანს თავი საბნის ქვეშ ჩასწიე და რომ გათბები მერე ამოსწიე _ ტელეფონი აიღო საბანი თავზე რომ დაიფარა მობილური გაანათა და ნუცას შეხედა _ მეჩვენება თუ წითელი გაქვს ღაწვები _გეჩვენება... სიცივის ბრალი იქნება _მეჰონა სიცხის დროს წითლდებოდა შენ კი ისევ ცივი ხარ _შენ რაღაც ძალიან ურეაქციოდ ხარ და რა ხდება? იმდენი ხანია ქალთან არ ყოფილხარ და იმდენად მოხუცი ხარ პრობლემები დაგეწყო? _შენს ადგილას გავჩუმდებოდი და ვისარგებლებდი სითბოთი . დავხუჭავდი თვალებს და დავიძინებდი _შენ მშვიდად დაიძინებ ახლა ასე რომ გძინავს ჩემს გვერდით ? _მე ყველანაირ პირობებში ძილი შემიძლია თუ ვწევარ _ თავი ბალიშზე დადო და თვალები მინაბა . ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ მერე უცებ ფეხზე წაავლო ხელი და ნუცას გული გაუხეთქა_რომ გაჩერდე და არ ათამაშო ეს ფეხები არ შეგიძლია? _რა გეტაკა ადამიანო მეგონა გეძინა _როგორ დავიძინებ როცა ფეხებს არ აჩერებ _მერე რა მცივა და თბილ ადგილს ვეძებ _გამყინო გინდა ხო? ამდენ ხანს რით ვერ გათბი სისხლი საერთოდ არ მოზრაობს ამ გაჩხიკულ სხეულში? _უკაცრავად რა ... შენნაირი მუსკულატურა და სისხლის მიმოქცევის სისტემა ვერ გვექნება ყველას . გაუშვებ თითებს ჩემს ბარძაყს თუ რას აპირებ _რა გაწუხებს... უნდა ვაკონტროლო როგორმე ძილში რომ არ დამაზიანო _აჰ თურმე გეშინია არ მოგარტყა ... თავს უფრთხილდება ბიჭი . შემეხუთა სული მოაშორე ეს საბანი _ ძირს დასწია და მერე ისევ რომ შესცივდა უკან დაბრუნდა _ ჯანდაბა ისევ გამეყინა ცხვირი. დავიტანჯე ძილი მინდა ...რომ გიყურებ ვერ ვისვენებ. ასე დავიძინებ _ გადაბრუნდა, ზურგით მიეხუტა ფეხები მოხარა და მისი მკლავი სხეულზე მოიხვია _ აი ასე უკვე თბილად ვარ ... მშვიდი ძილი _საჯდომს თუ არ მოაშორებ ცემს საზარდულს მშვიდად ვერ დაიძინებ ! _დავიძინებ შენ იდარდე თორემ... მაგის შეკეცვა ან მოშორება არ შემიძლია ეგეთია რომ იცოდე , მაგრამ საიდან ყველა გაფერილი სილიკონიანი ქალი გყავდა და ისინი ყველაფერს მოახერხებდნენ _ ჩუმად ლაპარაკობდა და იღიმოდა _შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს _ ხელი მოაშორა და თვითონაც გადაბრუნდა. წამსვე გაეყინა ზურგი. საიდანღაც ცივი ჰაერი შევიდათან საბანიც თავისკენ დაქაჩა და დარჩა გაყინული _რას აკეთებ... დუდა აუუ დუდაა _ჩშშ თორემ დაგტოვებ და გავალ _ ჩუმად უთხრა თან ეღიმებოდა მის ბუზღუნზე _დუდაა ნუ ხარ ბოროტიი... გადმობრუნდი და ჩამეხუტე . ნუ ბავშვობ ...აუ დუდაა . ასე შენც გეყიმება ზურგი ვერ გრძნობ? ბეჭები სულ გიჩანს _ უცებ თქვა და საბანი რომ ვერ ასწია მაღლა თვითონ ჩაეხუტა_დუდაა ... გაყინულხარ _ თავი მის თავთან ედო. არეული თმებიც კი შეეხო ლოყაზე_ დუდა _ თითები ინსტიქტურად შეუცურა თმებში მერე ქვემოთ ჩაიწია და აკოცა _ასე იწექი ... _შენ გამათბობ? _მე გაგათბობ _მერე შენ ვინ გაგათბობს _შენ გამათბობ ჩუმად ლაპარაკობდნენ სანამ ერთმანეთის თითებს არ ჩაეჭიდნენ . მერე ორივე გაჩუმდა. მხოლოდ სუნთქვის ხმა ისმოდა. ჯანდიერის ღრმა სუნთქვის ხმა და სიზმრებიც ნელ_ნელა ესტუმრნენ. ..... არასდროს უეჭვიანია კაცებზე , ეჭვიანობდა მეგობრებზე . ბავშვობიდან ვერ აკონტროლებდა თავს როდესაც მარიამი ვიღაც სხვას ზედმეტად უახლოვდებოდა. არ გამოხატავდა , მაგრამ სინამდვილეში ბრაზისგან იხრჩობოდა. ახლა კი ვერ ისვენებდა , ყველა აღიზიანებდა ვინც მარიამს თვალს გააყოლებდა . გაუგებარ ბრაზს გრძნობდა და თორნიკე გიგანის გამოჩენა საერთოდ აგიჟებდა. ანდრეას და სოფიოს გამო გერმანიაში თავი შეიკავა, მაგრამ უკვე მოთმინება აღარ ჰქონდა. იყო სიტუაციები როდესაც მასში არსებული მშვიდი და გაწონასწორებული ალექსანდრე ქრებოდა და ჩნდებოდა ვიღაც სხვა ცხოველური ინსტიქტებით. იცოდა მარიამი გაბრაზდებოდა ამას რომ გაიგებდა, მაგრამ მისი შემორიგება ერჩია თავის შეკავებას. გიგანი გვიან ღამით დაბრუნდა სახლში. სიბნელეში მიაბიჯებდა და აშკარად ფიქრებს ჰყავდა გატაცებული . შემდეგ სვლა შეანელა და უკან მიბრუნდა . სიბნელეშიც გაარჩია ალექსანდრეს სახე , მაგრამ მალე ოთახიც განათდდა _ალექსანდრე ? _რატომღაც მეგონა რომ ისევ ანდრეაში აგერეოდი _ჩემს სახლში რისთვის შემოხვედი ... _იმედია არ გაბრაზდი სახლში შესვლა რა მოსატანია საკუთარი ქორწილიდან ცოლის მოტაცებასთან _ხომ გითხარი რომ ვნანობ ... შეცდომა დავუშვი მაგრამ ნებისმიერს შეეშლებოდა . ისეთი არეული იყო თქვენი ამბავი როგორ უნდა მეფიქრა რომ სადღაც იყვნენ გაშვილებული ტყუპები რომლებიც გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან ერთმანეთს და აქედან ერთ_ ერთი დედაჩემის საყვარელს საკუთარი შვილი ეგონა მთელი ცხოვრება... არა აშკარად მარტივადაა საქმე , მაგრამ მე აღმოვჩნდი სულელი _საქმე იცი რაშია? შენ საერთოდ არ ნანობ . შეიძლება გინდა რომ ნანობდე და ყველაფრის უკან დაბრუნება გსურდეს , მაგრამ არ გინდა _აბა რა მინდა ... რა გგონია რა მინდა _თუ ღმერთი გწამს თავს ნუ მაცოდებ და ისე ნუ გამოგყავს თითქოს რთული ცხოვრება გაქვს და საწყალი ბიჭი ხარ რომელმაც მცირე დროში ბევრი რამ გადაიტანა . საბრალო თორნიკე რომელმაც სხვისი ცოლი მოატაცებინა ვიღაც ნაბიჭვრებს , ვიღაც დედამოტყ*^ არაკაცებს ...საწყალი თორნიკე . დამნაშავე რომ ვყოფილიყავი ან ანდრეა ყოფილიყო უდანაშუალო გოგოს ასეთ საშინელებას რომ მმართებდი ეგ ხომ მაგარი ბიჭობა იყო _შენ რას გააკეთებდი ჩემს ადგილას ... _აი იმას რასაც ახლა ვაკეთებ ... რაც გავაკეთე იმას. შურისძიებას კი არ ვეცადე ყველაფერი გავარკვიე ... ახლა კი სულ ბოლო ნაწილი დარჩა _ახლა თუ უნდა დამარტყა იცოდე რომ თავს აუცილებლად დავიცავ _არ დაგვისრულებია ჯერ საუბარი ... ის ნაწილი დაგვრჩა სადაც მარიამთან დაახლოებას ცდილობ. რა სითავხედეა არა? ჯერ ქორწილის ღამეს მომტაცე , მერე ორი კვირა გამოკეტე, გაარტყი, შეეხე , გააშიშვლე , ფოტოები გადაუღე და ახლა მშვიდად დაბრუნდი მონანიებული ცოდვებით და გინდა მაინცადამაინც მარიამს ააშენებინო სახლი _მე და შენ ნათესავები გამოვდივართ _მორჩი ამ სიყალბეს შენ მარიამი მოგწონს ... კი არ მოგწონს შენი ერთუჯრედიანი ტვინი მთლიანად მან დაიკავა და ახლა გინდა რომ დაუახლოვდე _აი თურმე რისთვის მოხვედი ... ეჭვიანობთ ბატონო ალექსანდრე? მარიამმა გამიშვა არ მოგცა შურისძიების საშუალება და ეს გაგიჟებს . ფიქრობ რატომ არ უნდა იმ კაცის შუაზე გახლეჩვა ვინც ასე ცუდად მოექცაო არა? _აი ამ წამს უკვე ძალიან მეცოდები ... შენ გგონია მარიამს ოდესმე გრძნობა გაუჩნდება შენს მიმართ? _მარიამს შენ არ უყვარხარ ... ყველამ იცის რომ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ , მაგრამ შენ მასში ვერ გამოიწვევ იმ ემოციებს რაც მე შემიძლია . არც შენ გიყვარს ის როგორც ქალი... ის არაა შენთვის ის ქალი ვისი დანახვისას ცეცხლი გეკიდება . შენ ვერასდროს დაინახავ მას ისე როგორც მე ვუყურებ ... ხო მარიამის გამო დავბრუნდი იმიტომ რომ თავიდან ვერ ამოვიგდე . ის საოცარი ქალია...მისი სურნელიც კი ჭკუიდან მშლის იცი? შენ რას გრძნობ რომ გეხუტება ... საერთოდ რამეს განიცდი რომ კოცნი ? მე მისი კანის გემოც კი მახსოვს ... შენ წლებია გვერდით გყავს და მე რამდენიმე დღეც მეყო მისი გემოს გასაგებად ალექსანდრეც თითქოს ამას ელოდა მასში არსებულ ცხოველს რომ გაეღვიძებინა . მთელი ძალით მოუქნია მუშტი და წონასწორობა დააკარგვინა გიგანს . თორნიკემაც უპასუხა , რამდენჯერმე აიცდინა შემდეგ კი ალექსანდრესაც გაუსკდა ტუჩი _მარიამს რომ მიუახლოვდე ...კიდევ რომ შეეხო მოგკლავ. შენ ჩემთვის არავინ ხარ. მე მარიამის გარდა არავინ მადარდებს და შენ არ ხარ ის კაცი ვისაც მარიამს დავუთმობ_ სუნთქვა გახშირებული ჰქონდა, ტუჩიდან სისხლი სდიოდა. გიგანი იატაკზე იჯდა და იცინოდა _შენც გიყვარს ხომ? ხო რა თქმა უნდა მთელი ცხოვრებაა მასზე გიჟდები , ის ისე გიყურებს როგორც მეგობარს და შენ მთელი ცხოვრებაა ელოდები როდის მოიქცევ მკლავებში ... გეშინია , ახლა ძალიან გეშინია რომ წაგართმევ . მარიამი რომ გაიგებს ატყუებდი მაშინვე დაკარგავ _ავადმყოფი ხარ ხო? _ძნელია არ იყო _მოგკლავდი შენს სისხლში ხელის გასვრა რომ არ მიტყდებოდეს, მაგრამ შენ შენი დაქირავებული ს*რების და ძალადობის გარეშე ? რაღაც მეეჭვება რომელიმე ქალთან რამე გამოგივიდეს ! _აი ეგ მართლა ძალიან მიტყდება ... გამოვს*რდი მივქარე ...ამის დედაც რა მაგრად მივქარე _ ცხვირიდან წამოსული სისხლი ხელით მოიწმინდა .მერე გადააფურთხა და ალექსანდრეს ახედა _ შენ იცი რომ მე მისი სხვანაირად შეყვარება შემიძლია და იმიტომ ხარ აქ _ შენ წარმოდგენაც არ გაქვს სიყვარულზე _შენ გაქვს? მთელი ცხოვრებაა გვერდით გყავს და უფლებას აძლევს სხვებს შეეხონ, უფლებას აძლევდი ვიღაც სხვას ჰყვარებოდა , მისი შეყვარებული ყოფილიყო და კიდევ ვინ იცის რა . შენ ისიც არ იცი მის მიმართ რას გრძნობ ... ხო მე ვით მოვიქეცი და ამას ნამდვილად ვნანობ , რომ მომატყუეს , რომ შემეშალა, რომ არ ვიცოდი სიმართლე ... ჩვენ მარიამი ორივეს გვჭირდება თუ მივხვდები რომ მას ისე უყვარხარ როგორც უნდა უყვარდეს ქმარი , არაფერს გავაკეთებ _არ აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებ , როგორ მიყვარს ან როგორ ვუყვარვარ . მარიამი შენთან არ იქნება ! *^*^* მანქანას სწრაფად ატარებდა და საკუთარ თავზეც ბრაზობდა . იქ მისვლით რომ არაფერი შეიცვლებოდა ხომ იცოდა , მაგრამ ახლა უფრო გიჟდებოდა _მარიამი მოუნდა ... დედას შევ*ცი _ საჭეს ხელი დაარტყა და გაზის პედალს მიაჭირა _ ... მარიმის ღირსი ჰგონია ნეტავ თავი? ს*რი... რომ გაარტყა მაშინ არ მოსწონდა და ახლა გიჟდება. ახვარი... არა უნდა მომეკლა და მე სცემას დავჯერდი რა აზრი აქვს მაგის თავ_ყბის გაერთიანებას . მართლა ჰგონია რომ მარიამს დავუთმობ მაგ ? მარიამს არ შეუყვარდება ... როგორ შეიძლება ის შეუყვარდეს. ან ჩემი გრძნობები რა შუაშია , ის მარიამს არ იმსახურებს ტელეფონის ხმა გაიგო და მაშინვე უპასუხა , მარიამი ურეკავდა _სად ხარ ამდენ ხანს ... ვერ ვიძინებ . მალე მოხვალ? _რატომ ვერ იძინებ , ცუდად ხარ? _ალექსანდრე მინდა მოხვიდე და დავიძინებ! ამ დროს სად დადიხარ უჩემოდ _ნუ ნერვიულობ პიცას მოგიტან და მოვალ _არ მინდა პიცა ... შენ მოდი _მარიამ რა გჭირს _მოდი ტიროდა , ზუსტად იცოდა მარიამს თვალები ცრემლიანი ჰქონდა. საწოლზე იწვა და ბალიშზე ჩახუტებული ტიროდა. სახლამდე როგორ მივიდა ვერ გაიაზრა . მხოლოდ ტუჩის მოწმენდა მოიფიქრა და შემდეგ კიბე აირბინა _მარიამ _ ბალიშზე ჩახუტებულ გოგოს ხელი ჩაკიდა და ჩაეხუტა _ რა დაგემართა _ცუდი სიზმარი ვნახე ... ძალიან ცუდი და შემეშინდა . შენ კი არ იყავი , სად იყავი იდიოტო სად დადიხარ ამ დროს _ჩაეხუტა და მერე მკერდზე მიარტყა ხელი _რა დაგესიზმრა ასეთი ... ნუ ტირი თორემ გავგიჟდები _ ლოყაზე რომ აკოცა და ცრემლები შეუმშრალა მერე შეხედა მარიამმა ტუჩზე და ხელებეზე _ვინ დაგარტყა... სად იჩხუბე . სად იყავი ალექსანდრე _გამოვიცვლი და მოვალ...ჩაის მოგიტან გინდა? _სად მიდიხარ ... აქ მოდი ალექსანდრეე _ ისევ ტირილი დაიწყო და მუხლებზე დადგა _ მოდიი რაა ... მოდი თორემ ვიტირებ _მარიამ _შენ დამესიზმრე... ის ღამე დამესიზმრა . ისევ გესროლეს , მაგრამ გულში მოგარტყეეს _ ცრემლებმა სულ დაუბინდა თვალები . საყელოში წვდა და თავისკენ მიიზიდა . მერე გულზე მიადო თავი და აკოცა_ აი აქ გესროლეს ... ბევრი სისხლი იყო და მე ვერაფერს ვაკეთებდი . ისევ წამიყვანეს და შენ აღარ იყავი . გავრბოდი , მაგრამ შენ აღარ იყავი ალექსანდრე . არსად წახვიდე რა ... ყველა და ყველაფერი დაივიწყე ყველა ... ყველა გთხოვ . შენ ჩემსავით არავის უყვარხარ. ყველა რაღაცას იტყუება, ყველა ცუდია , ყველა მეზიზღება ვინც გვტკენს. ყველანი მეზიზღებიან . ყველა ჯანდაბაში გაუშვი, ვითომ არ არსებობენ . მარტო მე და შენ ვიყოთ გთხოოვ ..._ ჯერ გულზე ჰქონდა თავი მიდებული მერე ალექსანდრე რომ მოეხვია და ეფერებოდა თავი ასწია და მთელი სახე დაუკოცნა _ჩშშ... დამშვიდდი შენთან ვარ . მე სულ შენთან ვარ . გეფიცები ყოველთვის ყველა შემთხვევაში შენთან ვიქნები _ სხეულზე მიიკრა , ცრემლები შეუმშრალა და მერე ათრთოლებულ ტუჩებზე აკოცა. გული სხვანაირად ამუშავდა თითქოს რამდენიმე შეკუმშვა საერთოდ გამოტოვა და მერე მთელი ძალით დაიწყო დაგროვილი სისხლის გადატუმბვა. მერე ისევ ლოყაზე აკოცა , ისევ მის ცრემლით დანამულ ღაწვებს მიუყვებოდა და მანამ არ გაუშვა ხელი სანამ არ დაამშვიდა _ვის ეჩხუბე არ მეტყვი? _არავის _გიგანს? _მნიშვნელობა აქვს? _აქვს... მნიშვნელობა ყველაფერს აქვს. გააჩნია ვის გამოჰყავხარ მწყობრიდან და ვისთან იწყებ ომს . სულელთან რომ ომს იწყებ შენ ხარ ყველაზე დიდი იდიოტი _ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს _და ახლა მან იცის თავისი ადგილი? _ეგეც დროის ამბავია ... ისე როგორც სხვები _სხვას არავის გავუტაცებივარ უმიზეზოდ...არავის გამოვუკეტივარ შუა ტყეში და არავის გაურტყავს ჩემთვის არც ძალადობა უცდია ვინმეს და ეს უკანასკნელი საიდანღაც უეცრად გამოჩეკილი ნათესავი არ აღმოჩენილა _ უცებ დაიყვირა . იატაკზე დადგა და თმაში შეიცურა თითები _ თავიდან ვერ ვიგდებ ... ვერა ვერ ვიგდებ . მინდა , ყველა მიზეზი გამოვიყენე ცივი გონებით შევხედე, სიტუაციას ყველას მხრიდან დავაკვირდი, შევაფასე , მაგრამ მაინც ვერ ვივიწყებ _ თვალები სულ წითელი ჰქობდა თმაში ჰქონდა თითები შეცურებული და მაგრად უჭერდა . მერე სკამი აიღო და სარკეს ესროლა _ არ მინდა ...არ მინდა რომ მახსოვდეს კარის შემომტვრევის ხმა , გასროლა , შენი სისხლი რომელიც იატაკზე იღვრებოდა , შეკრული სუნთქვა და იმ ნიღბიანების შეხება . ვგრძნობდი, ვერ ვმოძრაობდი, საერთოდ ვერ ვმოძრაობდი , მაგრამ ხომ ვგრძნობდი . მერე იქ გავიღვიძე და მითხრა ალექსანდრეს ბრალიაო... იცი რა მაგიჟებს ყველაზე მეტად? ბოლოს რაღაც მომენტში მეც ვიფიქრე რომ რაღაც გამომრჩა რაღაც არ ვიცოდი... გესმის? ალექსანდრე მე შენში ეჭვი შემეპარა. ერთ წამს ისიც ვიფიქრე რომ შენ იცნობდი ... ამას ვერ ვივიწყებ გესმის? მის ცისფერ თვალებს ვერ ვიშორებ ტვინიდან... იცი როგორ მიყურებდა? შემეშინდა ასე არაფრის არასდროს შემშინებია. მე იქ მასთან სულ მარტო ვიყავი და შენ არ იყავი ... ვერ მოხვიდოდი და ვერ მომაშორებდი . იცი როგორ მეშინოდა რომ დამარტყა და ხელებზე მომიჭირა ... შენს ნაკოცნ ტუჩებზე მაკოცა და არ მინდოდა . არ მინდოდა ალექსანდრე არ მინდოდა ... გგონია ცემ და რამე შეიცვლება? მაშინ მიდი და ძალიან ბევრჯერ დაარტყი იმდენჯერ დაარტყი რამდენჯერაც შემეხო .. იმდენჯერ დაარტყი და მომაშორე _ სარკის ნამსხვრევებით სავსე იატაკზე ისხდნენ ორივე. მარიამი ალექსანდრეს მკლავებში იყო მოქცეული მთელი სხეულით ეყრდნობოდა მისი ცრემლები შიშველ ზურგზე ეცემოდა და კანს წვავდა. თვითონ აღარ ტიროდა ალექსანდრეს გულისცემა ესმოდა, მისი სისხლის მოძრაობას გრძნობდა , გრძნობდა როგორ წვავდნენ მის გამობერილ ძარღვებს_ იცი როგორ მტკივა ყოველ ჯერზე ამათ რომ ვხედავ _ მის მაჯას ტუჩებით შეეხო და მერე თვალები დახუჭა _შენ ტკივილი გაგივლის და მე არა... მე სულ მეტკინება ამათ რომ დავინახავ _ჩემი ბრალია ... ყველაფერი ჩემი ბრალია ჩემი ოჯახის და იმათი უბედურებების . მაგათი ტყუილების და ჩემი უუნარობის. ვერ დაგიცავი, ვერც გიპოვნე, ვერაფერი გავაკეთე საერთოდ ვერაფერი შევძელი . უძლურებისგან ვგიჟდები მარიამ ... შენთვის ისევ ვერაფერს ვაკეთებ _ნეტავ რატომ შეგვახვედრა ღმერთმა ერთმანეთს _სრულიად შეცვალა თემა. თავი მაღლა ასწია ცრემლიანი მზერა გაუსწორა და სახეზე მოეფერა . ალექსანდრემ მისი თითები თავისი ხელით დაფარა და ხელისგულზე აკოცა _იცი მე ვიცი ...ღმერთმა ნინოსთან დამტოვა ჩემთან რომ მოსულიყავი. ყველაფერი იმიტომ მოხდა და იმიტომ ხდება რომ მე და შენ ერთი სულის ორი ნაწილი ვართ ... იცი მე საერთოდ ვერ ვხვდებოდი ასე ძალიან თუ მიყვარდი. ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და ამ დრომდე ვერ ვიგებდი. გგონია ჩემზე მეტად ვინმეს შეიყვარებდი? ამიტომ ვერ ვუძლებდით სხვებს, ვერ ვუღებდით გულის კარს ... მე და შენ ერთმენეთზე მეტად ვერავის შევიყვარებდით არ მადარდებს რა ქვია ამას როგორ მიყვარხარ ან როგორ გიყვარვარ . ვერცერთ ქალს შევხედავ ისე როგორც შენ გიყურებ და შენში ქალის დანახვა საერთოდ არ მჭირდება იმისთვის რომ ჩემი ნაწილი იყო ..... არ ვიცი ალბათ ნუცას და დუდას ამბავი ზედმეტად გავზარდე ასე გამოვიდა ვისაც არ მოგწონთ გამოტოვებდით სავარაუდოდ თორნიკეზე ვიცნ გიჟდებით ახლა ალექსანდრეს ჩამიქოლავთ ალბათ და დაგელოდეით მოკლედ გელოდებით ყველას და მაპატიეთ მაშო დათოს ფანებნა" დღეს არ გამოვიდა ხვალ იქნება მათზე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.