შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იისფერი სიყვარული +18 #13


23-01-2019, 00:36
ავტორი Nanaga
ნანახია 5 412

არ არსებობს ცხოვრების დაგეგმვა, არ არსებობს დოგმები და სისულელეა იმაზე ფიქრი, რა და როგორ იქნება. ჩვენი ცხოვრების მწერლები ჩვენ არ ვართ. მე ვფიქრობ, სადღაც რომელიმე ჩვენამდე არ მოღწეულ და გამოუკვლელ სამყაროში უნდა იჯდეს ვიღაც დიდწვერა, საწერი კალამი ეჭიროს და ჩვენი ცხოვრების რამდენიმე ალტერნატიულ ვერსიებს წერდეს. შემდგომ გვექნება არჩევნის უფლება, რა და როგორ გავაკეთოთ მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი მაინც უკვე გადაწყვეტილია, უბრალოდ მოცემული ვარიანტებიდან ვირჩევთ ერთს, რომლის მიხედვითაც წავა ჩვენი ცხოვრება. კესოსთვისაც კი წარმოუდგენლად წარიმართა მოვლენები.. ჯერ იყო დემეს გაცნობა, დარწმუნებული იყო რომ მამაკაცს ის არ უყვარდა, მაგრამ მაინც ვერ ერეოდა თავს და მასთან ყოფნის სურვილს, ფიქრობდა მისი სიყვარული ეყოფოდათ ორივეს.. შემდეგ მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა არა სასიამოვნო, არამედ ხორციელი წამების ტოლფასი გახდა.. ეხვეოდე საყვარელ ადამიანს მაგრამ იცოდე, რომ მისთვის შენ არ ხარ იმდენად საყვარელი, როგორც ის - შენთვის. შემდეგ იყო დემეტრეს ნათქვამი ''მიყვარხარ'' და ამ ერთ სიტყვაში ჩატეული მთელი გრძნობების კორიანტელი, მოულოდნელი ორსულობა, მოულოდნელი უბედურება და შემდეგ ბედნიერება. არ აქვს მნიშვნელობა ადრე რა და როგორ იყო, მთავარი მხოლოდ ის არის, რაც ამჟამად გვაქვს..



აივანის კუთხეში მდგომ სკამზე ფეხებ აკეცილი იჯდა და თავი მუხლებზე ედო, ღრმად სუნთქავდა და შიგადაშიგ თვალს აპარებდა ბრჭყვიალა, მოელვარე მზისკენ. სხივების სითბო სხეულზე სასიამოვნოდ ედებოდა და ოდნავ მოშიშვლებულ მკლავებს უთბობდა. რაღაცნაირად გრძნობდა თავს, თითქოს ჰაერში და მიწაზე ერთდროულად იყო. სასიამოვნო ნიავი ბოლომდე დაძინების საშუალებას არ აძლევდა.



- კესო ცუდად ხომ არ ხარ? - ოდნავ აღელვებული ხმით ჰკითხა აივანზე გამოსულმა დემეტრემ და ხელი ლოყაზე მიადო, კესო შეიშმუშნა და დემეტრეს ახედა, რომელსაც პოზიცია შეეცვალა და ახლა მზეს უჩრდილავდა

- როდის მოხვედი, ვერ გავიგე - მკრთალად გაუღიმა და ფეხები ქვემოთ დაუშვა

- ახლახანს მოვედი, სახეზე ფერი არ გადევს, ხომ მართლა კარგად ხარ? - მის ფეხებთან ჩაიმუხლა და მუხლებზე დაეყრდნო

- უკეთესად ვერ ვინატრებდი - სუსტად მოხვია მკლავები კისერზე და გაუღიმა

- გინდა რამე მოგიტანო? ყავა ან ჩაი, ან საჭმელი და ვისხდეთ აქ თუ გინდა - ხელი დაუჭირა და ტუჩები ოდნავ გაუსვა

- უნალექო ყავა გამიკეთე და მაცივარში რომ ეკლერებია ისინი წამომიღე, პლედიც წამოიღე და მალე მოდი, ისედაც მთელი დღე შენ გელოდებოდი - სასაცილოდ მობრიცა ტუჩები და ცხვირი შეჭმუხნა, დემეტრეს მხოლოდ ჩაეცინა, ფეხზე წამოდგა, მოშიშვლებულ მხარზე აკოცა და ოთახში შევიდა. რამდენიმე წუთში უკან ზუსტად იმ შესრულებული მითითებებით დაბრუნდა, რომელიც კესომ დაავალა. ხელის მოძრაობით ქალი კალთაში ჩაისვა და ზურგიდან პლედი მოაფარა.



- არ დაურეკავს? - თავი მხარზე ჩამოადო და პასუხის მოლოდინში გაირინდა

- არა, არაფერი არ ისმის, მითხრა რომ თვითონ შემეხმიანებოდა

- შენი აზრით ეს ყველაფერი ასე მარტივად დასრულდება? - ოდნავ წამოიწია და დემეტრეს ცივ მზერას შეეგება

- არ მაინტერესებს რა დასასრული ექნება ამ ამბავს, კესო - ხელებით სახე დაუჭირა - რაც არ უნდა მოხდეს, არავის მივცემ უფლებას რომ ჩვენს ცხოვრებაში ჩაერიოს, მამაჩემი იქნება თუ ვიღაც სხვა, ყველამ უნდა აგოს პასუხი თუ საჭირო გახდება, მთელი ცხოვრება ვინანებ იმას, რომ იმ დღეს არ დაგაცადე ჯერ შენ დაგეწყო ლაპარაკი და წავედი, ვიცი ის რამდენიმე დღე ჯოჯოხეთში ყოფნაზე უფრო უარესი იყო შენთვისაც და ჩემთვისაც. - სინანულით ჩაილაპარაკა და თავი საზურგეს მიადო - შენ, და აი ის პატარა არსება, რომელიც აქ თბილადაა - თითი მუცლისკენ გაიშვირა - ჩემთვის ყველაფერზე მეტი ხართ, შენს გარეშე თუ არ ვიქნები, მაშინ საერთოდ არ ვიქნები და მორჩა. - გაღიმებული სახით უსმენდა კესო დემეტრეს ემოციურ მონოლოგს, შემდეგ კი ღრმად ამოისუნთქა

- მთელი ცხოვრება მექნება ერთი კითხვა, რით დავიმსახურე შენი თავი? - ისევ ჩაეღიმა და სივრცეს გახედა

- არა კესო არა, ეგ კითხვა მე მექნება მთელი ცხოვრება. შენ ამ ყველაფერზე მეტს იმსახურებ, იმაზე მეტს, ვიდრე ოდესღაც მე მოგეცი შენ, მაშინ როცა.. როცა გეგონა ღამით სურვილის დასაკმაყოფილებლად მოვიდოდი და მერე მივდიოდი. წარმოუდგენელია, რომ მაინც შეგიყვარდი. რატომ? რატომ შეგიყვარდი? რას ხედავდი იმ დროს ჩემში?

- არ ვიცი დემეტრე, ვიცოდი ჩემგან რაც გინდოდა მაგრამ მაინც მიყვარდი. ამ ყველაფერს შენს გამო კი არ ვაკეთებდი, მე მინდოდა ასე და მე ვგრძნობდი თავს კომფორტულად. არ ვიცი რა გინდოდა და რა როგორ იყო, მაგრამ მაშინაც ბედნიერი ვიყავი და ახლაც ბედნიერი ვარ. აი შენ რატომ შეგიყვარდი?

- მე შენ რომ დაგინახე მაშინ შემიყვარდი, უბრალოდ გვიან მივხვდი ამას, როცა გამომიცხადე კარგად იყავიო. როცა წარმოვიდგინე, შენთან ვეღარ მოვიდოდი, ვერ დავინახავდი შენს მძინარე სახეს და გაწითლებულ სახეზე ჩამოყრილ თმებს ძილის დროს, ვერ გავიგებდი შენს წუწუნს რომ არ მომეწია საძინებელში, ვერ შეგეხებოდი და საერთოდ აღარ იქნებოდი ჩემს ცხოვრებაში, ვერც ღამე მოვიდოდი რადგან აქაურობა და აქ მოსვლა შესისხლხორცებული მქონდა, როცა ეს ყველაფერი გონებაში დავალაგე და რაღაც დროით ამოგშალე, რომ მენახა საბოლოო შედეგი რა იქნებოდა, მივხვდი რომ არაფერიც აღარ იქნებოდა და რომ გამეშვი, თან როგორ გააბი იმ ტიპთან ფლირტი? შენს კურსელთან? ერთად რომ დაგინახეთ მინდოდა ის ტიპი ცოცხლად დამეწვა. ამ ყველაფრის გადახარშვით მივხვდი, რომ რეალურად მე კი არ გავსებდი, შენ მავსებდი. - თმებში უკითხავად დააცეცებდა თითებს და თან ხელზე ეფერებოდა

- შენ რა იცი მე ვის ვეფლირტავებოდი და ვის არა? - გაეცინა კესოს - ესეიგი რომ მეგონა, ჩემს გვერდში არ იყავი, გამოდის რომ მაინც ჩემთან იყავი

- ხო, გაბრაზებული ვიყავი, ვფიქრობდი რა არ მოსწონს, ჩვენ ისედაც ასეთ ურთიერთობაზე შევთანხმდით მეთქი, მერე უცბად გამოჩნდი ვიღაცასთან ერთად და გადამეკეტა - თვითონაც გაეცინა თავის ნათქვამზე

- ნუ, ზოგი ჭირი მარგებელია. რაც არის არის, ახლა ყველაფერი მინდა რომ კარგად დასრულდეს. უფროსწორად კარგად დაიწყოს, უბრალოდ მეშინია, ცუდი წინათგრძნობა მაქვს და ვერ ვხვდები რა მოვუხერხო ამას - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა

- კესო, წინათგრძნობები არ არსებობს, დაძაბული ხარ, ყველაფერი ერთიანად დაგატყდა თავს და რა გასაკვირია ნერვიულობ, დამშვიდდი და ნუ ფიქრობ ცუდზე, ახლა იმაზე იფიქრე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ემოციებს არ მისცე საშუალება, რომ ცუდზე გაფიქრებინოს. - სანამ რამის თქმას მოასწრებდა, ოდნავ დახარა თავი და მის გაწითლებულ ბაგეებს დასწვდა. გატრუნული კესოს შემხედვარეს კი ცალყბად ჩაეღიმა.



მთელი საღამო ისე გაატარეს, თითქოს სამყაროში მხოლოდ ისინი იყვნენ. აღარც წარსულზე ულაპარაკიათ და აღარც სხვა რამეზე, რაც აღელვებას და ნერვიულობას მოუტანდათ. რამდენიმე ფილმს უყურეს, ბევრი იცინეს და ბოლოს სანამ ერთ-ერთი ფილმის დასრულებაზე მათი კამათი ომში გადაიზრდებოდა, გაჩუმდნენ. რაღაც პერიოდი ხმას არ იღებდნენ, მხოლოდ ერთმანეთის ჩუმი აზრები და სუნთქვა იფრქვეოდა ჩაბნელებულ ოთახში, რახანია ტიტრებიც დასრულებული იყო...



- ერთადერთი, რაც მაფიქრებს ისაა, როგორ მოგეფერო როცა ბავშვი ახლო მახლოს იქნება, ან რა მოხდება თუ რაღაც-რაღაცებს გაგვაწყვეტინებს ხოლმე - სერიოზული სახით ჩაილაპარაკა დემემ და ცალი ხელი მკერდთან ჩააცურა, მეორე კი მუცელთან. მის შეხებაზე კესოს სასიამოვნოდ გააჟრჟოლა და უნებური ამოკვნესა გაისმა.



- მე ვფიქრობ, დრო არ უნდა დავკარგოთ სანამ ბავში დაიბადება, რადგან მერე ისედაც მოგვიწევს - დემესკენ მიტრიალდა და ვნებით აგიზგიზებული თვალებით თითქოს ჩაიღიმა, ფეხებს შორის მუხლებით დაუდგა და ქამარს წაეტანა. დემეტრემ მხოლოდ ამოიხვნეშა და ქალს კისერში ხელი შეუცურა, თმები ერთ მუჭში შეუკრა და ცხელი კოცნის კვალი დაუტოვა. მარტივად შეუხსნა ბიუსჰალტერის შესაკრავი და კესოს მოშიშვლებულ და კერტებ ამოწეულ მკერდს ხარბად დააშტერდა. მეტისმეტი სინაზით ჩამოუსვა ხელი და ნელა გადააწვინა დივანზე, მის ზემოდან მოექცა და ტუჩებზე მონატრებული დაეძგერა, ტუჩებიდან ნიკაპზე, ნიკაპიდან დეკოლტეზე და მკერდთან ჩავიდა. სველი ენა ოდნავ შეახო ქალის კერტს და მხოლოდ მოძრაობით გამოწვეულ ხმაურს ჩუმ ოთახში, კესოს შეცვლილი ხმაც დაემატა. ფერების სადავეები მთლიანად მამაკაცს ეჭირა. ქალის სხეულს მხოლოდ ქვედა საცვალი შერჩენოდა. დემეტრე ნელა აიწია ზემოთ და სხეულს ისე დააშტერდა, თითქოს პირველად ხედავდა. სახე კესოს ფეხებს შორის მოაქცია და ტრუსები ნელა ჩამოუწია. ლაჯების სიმხურვალემ უფრო წაახალისა და ამჯერად საცვალი საბოლოოდ მოაშორა. ქვედა ტუჩი მუცელზე ოდნავ მიადო და იგრძნო როგორ შეკრთა ქალის სხეული. ცალი ხელი მის ხელში ახლართა და ნელა ჩაუყვა ენით მუცლიდან სასირცხვო ბაგეებთან. ზუსტად მაშინ, როდესაც კესო წესით ზენიტში უნდა ასულიყო და მისი სხეული უფრო და უფრო ზემოთ მიიწევდა, დემეტრე შეჩერდა და მოულოდნელად ქალის სხეული გადააბრუნა, ცალი ხელი მუცელზე შეუცურა, მეორე ბარძაყებს შორის ჩაუსრიალა და მთლიანად აიკრა სხეულზე, ტუჩებით ხერხემალს კაფავდა. ბოლოს ზუსტად ისე დააყენა, როგორც უნდოდა და შარვალი ისე გაიხსნა, კოცნა არ შეუწყვეტავს. ქალის ათრთოლებული სხეული შესამჩნევად შეკრთა ძლიერი ბიძგის გამო, თუმცა უმალ მოეშვა და მამაკაცის აჩქარებულ სუნთქვას თავისი ააყოლა, ნეტარების რამდენიმე წუთი საუკუნოდ გაგრძელდა და კულმინაციურ მომენტში, ბლანტი სითხის შეგრძნებამ გონს მოიყვანა. უმალ დაეშვა საწოლზე და ღონემიხდილს მხოლოდ სუნთქვის და გაურკვეველი ბგერების ხმა ესმოდა. დემეტრე კი ღიმილიანი სახით უყურებდა, თითქოს მისი მთლიანად შთანთქვა სურდა, დემეტრეს სახე ნელ-ნელა კესოს მხედველობის არეალიდან ბუნდოვანი გახდა, მხოლოდ გრძნობდა როგორ ჰკოცნიდა და თითებს მალებზე დაასრიალებდა. საბოლოოდ, ემოციებმა და სიამოვნებამ თავიანთ სამყოფელში შეიტყუეს და ლიბიდო სიზმრების სამყარომ ჩაანაცვლა.


____________

პირველ რიგში გილოცავთ ახალ 2019 წელს, მინდა ეს წელი რაღაც განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყოს ყველასთვის, ოღონდ ყველაფერი კარგით და თქვენთვის სასიხარულოთი <3

ახლა აგიხსნით რა ხდება :D

მოკლედ ვიცი, ვიცი ძალიან ცუდი ადამიანი ვარ, უყურადღებო და არ ვიცი, არაფერ კარგს არ ვიმსახურებ და არც ერთგულ მკითხველს, მაგრამ რა ვუყო ამ მუზას?! თავის გემოზე რომ არის და ხან მოდის ხან მიდის? რა ვქნა, რომ ვერ ვინარჩუნებ?!

საერთოდ ვერ ვწერდი ამდენი ხანი, ბოლოს, როგორც იქნა მომიფრინდა და ზუსტად მაგ პერიოდში პატარა შემეძინა.. ახლაც ისე ვწერ, რომ ბავშვს სძინავს და ვნატრობდი ნეტა არ გაეღვიძოს სანამ არ დავასრულებ წერას თქო. ისე მინდოდა დამეედო ახალი თავი, არ ვჩივი იმას, რომ ძილის ლიმიტირებულ წუთებს ვცვლი. <3
მოკლედ მიხარია, თუ ვინმე წაიკითხავთ კიდევ <3 მაგრამ თუ წაიკითხავთ აუცილებლად დაწერეთ, რომ მეც ვნახო <3



№1  offline წევრი Takk.22

არ მჯერავს რომ აგრძელებ,ძალიან მიყვარს ეს ოსტორია და უზომოდ გამიხარდა იმედია ისევ დადებ

 


№2  offline წევრი elene2619

აუ რა მაგარია რომ ისევ აგრძელებ ძალიან მომწონს ეს ისტორია და ძალიან გამახარე heart_eyes
გელოდები მოუთმენლად

 


№3  offline წევრი თამოთამო25

როგორ გამიხარდა გაგრძელება რომ ვნახე....მომწონს ეს ისტორია და ველოდები ახალ თავს ❤

 


№4  offline წევრი naniko mindia

Pirvel rigshi gilocav 2019 wels da patara ...s dabadebas istorias rac shexeba kargi istoria warmatebebs gisurveb da veli shemdegs tavs ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️
--------------------
lomidze

 


№5  offline წევრი Rania

Armjera rom gamochndi. Gilocav 2019 cels da yvelafeei gepatiebaaa.. deda gaxdi. Es saocrebaq. Ar arsebobs amaze didi grznoba. Janmrteli da gvtismoyvare gazediliyos sheni pacuka
--------------------
Q.qimucadze

 


№6  offline წევრი ქეთათო4

არ მჯერაა რომ აქ ხარ heart_eyes როგორ ველოდებოდი გაგრძელებას ნეტავ იცოდე! სასწაული მოთხრობაადა ველი ახალ თავს heart_eyes

 


№7  offline წევრი ჯულა

როგორ ველოდი გაგრძელებას, თუმცა აღარ ვაპირებ წაკითხვას სანამ დასასრული არ დაეწერება, ძალიან გვაწვალებ, აღარც მახსოვდა რომ არსებობდა ეს ისტორია, სათაური მეცნო და შემდეგ აღვიდგინე, აღარ დააგვიანო რა.

 


№8  offline წევრი mariamstabatadze

გაგრძელებააა მინდა :(((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent