სიყვარული თამაშია
ჩვენი ცხოვრების დიდი ტკივილი სიყვარულია, რომლის გამოცდა ყველას მოუწევს ადრე თუ გვიან... ესაა ცხოვრების წესი, გაუძლო ამ სულის დარტყმას. ჩვენ ვიღიმით და ვიცინით კიდეც, ხალხს კი ბედნიერები ვგონივართ, უდარდელები და სულელებიც კი, ვერ ხვდებიან რომ ეს ცხოვრებისეული ნიღაბია, რომლითაც თავს ვინუგეშებთ, უბრალოდ ვმალავთ ჩვენს ტკივილს, მწუხარებას და დარდს, ეს იმიტომ ხდება რომ არ მოვაბეზროთ ხალხს ჩვენი პრობლემებით თავი. გაუთავებელი ტირილი ღამე, ცხრემლების ღვრა, ბალიშის დასველება ცრემლებით, ასეთია სწორედ შეყვარებული ადამიანის თითქმის ყოველი ღამე... მათ მოსვენება არ აქვთ, ისინი სხვა სამყაროში ცხოვრობენ, სადაც ყველაფერი ფერადია, სადაც მასთან ერთად მისი საყვარელი ადამიანია, მხოლოდ ეს ორი, ყველაფერი ლამაზია ამ სამყაროში, ფერადია და მხიარული... თუმცა გათენდება და ისევ ნამდვილ, შავ სამყაროს უბრუნდება, სადაც გამუდმებით უნდა იღიმოს, ხალხის კრიტიკა უნდა ისმინოს, დაცინვა და ისევ და ისევ იღიმოს, რადგან სხვა გზა არ აქვს... უნდა რომ დანებდეს, ცხოვრებაზე ხელი აიღოს, თუმცა არ შეუძლია, ამის უფლება არ აქვს, რადგან ნამდვილი ბედნიერების ჯერა, ჯერ კიდევ ცოცხლობს მასში იმედის ნაპერწკალი, რომელიც არასდროს ქვრება. სისულელეა იმ ადამიანზე ფიქრი ვინც შენზე არ ფიქრობს, რატო უნდა შეიწუხო თავი სხვისთვის, რატო უნდა იდარდო იმ ადამიანზე რომელიც შენზე წამითან არ გაიფიქრებს... ეს ხომ საკუთარი თავის დამცირებაა. გავიღიმოთ და მივხვდეთ ბოლოს და ბოლოს რომ ეს ყველაფერი თამაშია, რომელიც უნდა ვითამაშოთ, სადაც არ წავაგებთ არ მოვიგებთ! ჩვენ კი იმდენად ძლიერები უნდა ვიყოთ რომ ყველაფერს გავუძლოთ, ყველაფერს ნათლად შევხედოთ და აი ნახეთ, ბოლოს ყველაფერს გამარჯვებით დავასრულებთ!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.