შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეული მინისტრისთვის {სრულად}


23-01-2019, 00:57
ავტორი martta
ნანახია 9 184

!!! მოგესალმებით ყველას. შეიძლება გახსოვთ კიდეც ეს მოთხრობა(სხვა ნიკით მედო - "თუკა გვრილიანით"),ვისაც არ გახსოვთ იმედი მაქვს მოგეწონებათ... სამწუხაროდ, ფიზიკურად ვერ მოვახერხე რედაქტირება ,ამიტომ წინასწარ ვიხდი ბოდიშს მოსალოდნელი გრამატიკული კრახის გამო ...
უძალიანესად მომენატრეთ...
ახალ-ახალი მოთხრობებით დაგიბრუნდებით სულ მალე...
********************************************************************************************

^^^

- მალიამ,მალიამ,გაიგიძე გაიგიძე.
როგორც,ყოველთვის დილით ჩემი პატარა ჭინკა ,შემოვარდა.თავი მოვიმძინარე, ვიფიქრე წავიდოდა მაგრამ,შენც არ მომიკვდე!საწოლზე ამოვიდა და ხტუნაობა დაიწყო.ფეხებში ჩავავლე ხელი და ჩავეხუტე.
- აბა,ქალბატონი რატომ მაღვიძებდი?
- ვაიმე,თქმა დამავიწკდა.ნათლია მოვიდა და ცაქმე მაქო.
- უი,უკვე?კარგი ,გამოვალ ახლავე.
უცებ მოვწესრიგდი ,ოთახიც მივალაგე. გუშინ გადმოყრილი ტანსაცმელი კარადაში შევალაგე და მისაღებისკენ გავწიე.
- ნათლიი.როგორ ხარ?
გავექანე პირდაპირ თიასკენ.
- კარგად ნათლიას გოგოვ , შენ?
- ნორმალურად.რომ დამპირდი სამსახურზე გაგირკვევ რამესო, ხომ არ გაგიგია?
- სწორედ,მაგის გამო მოვედი. მოკლედ,სომელიეზე ვარკვევდი და ვერსად ვერ ვნახე ნორმალური ,ისეთი რომელიც მოგეწონებოდა.მერე ერთმა ნაცნობმა დამირეკა ჩემი შვილისთვის კარგი, გამოცდილი მზარეული მინდაო,იქნებ დათანხმდე?არ არის ურიგო.ძალიან კარგი ოჯახია,ამ ქალს მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავს ,ისიც სულ მივლინებაშია და სახლში იშვიათადაა ბევრი საქმე არ გექნება.მხოლოდ უნდა მოამზადო.
ვინაიდან ორი პროფესია მაქვს ,სომელიე და შეფ-მზარეულობა ერთმანეთს კარგად შევუთავსე,მაგრამ მაინც სომელიე მირჩევნია.თუმცა,რა გაეწყობა. სამსახური მჭირდება...
- თანახმა ვარ.ხომ იცი ახლა როგორ მჭირდება სამსახური.ნებისმიერზე თანახმა ვარ.
- ძალიან კარგი,ჩემო გოგო.მოკლედ,ეს არის მისამართი და ეს კიდევ დათას ნომერი.
ფურცელს დავხედე. მგონი,სახეზე გაოგნება ნათლად მეტყობოდა.
- ამმ.. ეს. აქ რატო ცხოვრობს? აქ ხომ მხოლოდ..
- ჰო,მანდ მხოლოდ მინისტრები ცხოვრობენ.უი, არ მითქვამს? შენი ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრია.
- რა? რას ამბობ. მანამდე ვერ მითხარი? არც კი დაგეთანხმდებოდი.
- ნუ,გამაგიჟე. რა იყო ეგეც ადამიანია.კი არ შეგჭამს. შორიდან ვიცნობ ძალიან კეთილი ადამიანია.იცოდე , უარს თუ იტყვი ხმას აღარ გაგცემ.
- კარგი,ჰო.,კარგი. წავალ.მაგრამ ელენა ვის დავუტოვო?
- ჯერ მხოლოდ გასაუბრებაა,ასე რომ შეგიძლია წაიყვანო თან როგორც ვიცი უყვარს დათას ბავშვები.
- თითქმის მთელი ცხოვრება მომიყევი და კიდევ ამბობ შორიდან ვიცნობო?
- 21 საუკუნეა, სოც.ქსელებში ისიც კი წერია , ვინ როდის სე*სა*ბს.
- თეაკო. ბავშვს ნუ ასმენინებ. იმ დღესაც შენგან,რომ წამოვიყვანე ,გზაში მკითხა ვა**ნა რა არისო.
ქალს ამის გაგონებისას სიცილი აუტყდა.იმდენი იცინა ძლივს მოისულიერა თავი.
- აბა,გენაცვალე შენსავით დედა ტერეზა ვერ ვიქნებით ყველა..ისე,ბოლოს როდის იგემე კაცის ალერსი?
- რანაირი კითხვები გაქვს ხოლმე რაა.
კითხვის არიდება ვცადე.მგონი,ცუდად გამომივიდა,ისე შემომხედა თეაკომ
- კარგი,რაა შენც ხომ იცი,რომ ზურას შემდეგ ვერავის ვეღარ ვენდობი.არც ერთღამიანი რომანები მინდა.ამ ეტაპზე ,ჩემი საზრუნავი ჩემი შვილია,სხვა არაფერი.
- კარგი,ჰო,კარგი. წავედი აბა მე და შენ იცი.რას იზავ გამაგებინე.გკოცნით.
- მიდი ,მეც .
როგორც მოვიდა ,ისე გაუჩინარდა კარში.
- აბა, ქალბატონო ელენა. რა გაჭამოს მალიამ დედიკომ ?
გავედი თუ არა სამზარეულოში,ისიც იქ გაჩნდა. ღორმუცელა გოგონა მყავს.ჭამა განსაკუთრებით უყვარს.
- მმმ.. დედიკო მოდი დგეს ბლინები გავაკეთოთ და კიდევ ფოლთოქლის წვენი.
- დედიკოს მსუნაგო გოგო. ვისაუზმოთ და შემდეგ წავიდეთ გასაუბრებაზე.
ნახევარ საათში ყველაფერი მზად მქონდა და ჩემი გოგონაც მადიანად შეექცია ბლინებს.
მე კი,როგორც ყოველთვის ჭიქა ყავით ვიწყებდი დილას.სანამ ელენა საუზმობდა ,მისაღებში გავედი და ლეპტოპში "დათა ლაშხი" დავგუგლე.
- ოჰოო,ამდენ ინფორმაციასაც არ ველოდი.
ყველაფერი იყო ბავშობიდან დაწყებული აწმყომდე დამთავრებული... ფოტოებისთვის არც შემიხედავს,მხოლოდ ინფორმაცია მაინტერესებდა.
ქვემოთ სტატიების სათაური ამომიყარა.
მათ შორის იყო:
„ ყველაზე ახლაგაზრდა პრემიერმა დღეს ბავშთა სახლები მოინახულა “
„ ვინ არის დათა ლაშხის რჩეული? “
“ყველაზე სასურველი სასიძო- დათა ლაშხი “
კიდევ სხვა უამრავი.რომელა წაკითახვასაც წამითაც არ ვაპირებდი. ყვითელი პრესა ყოველთვის აზვიადებს ამბებს...
- მალიამ დედიკო ,მოვლჩი.
სამზარეულო მივალაგე და ელენას ჩავაცვი მისი საყვარელი იასამნისფერი კაბა. მე , კი გადავწყვიტე ცოტა სოლიდურად ჩამეცვა,ნუ როგორც ჩვეულებრივ მაცვია ხოლმე. ჩემს მივიწყებულ გარდერობში ,კაბების განყოფილებას მივაკითხე. მუქი,ლურჯი მუხლზე კაბა გამოვიღე,რომელიც ზურგზე სამკუთხდად იყო ოდნავ ჩახსნილი,წინ კი დახურული...ჩემი წითური,წელს ქვემოთ თმები კი ,ცხენის კუდად შევიკარი. ელენას წითური თმა ჩავუწანი და ორივე მზად ვიყავით.
მიხარია,რომ ამით მაინც დამემსგავსა ჩემი შვილი..
ტაქსიში ჩავსხედით და მისამართი ვუკარნახე სულ რაღაც 1 საათში კი მივედით მინისტრის სახლთან . სახლთან? სწორი,იქნება თუ ვიტყვი,სასახლესთან.. არც,მიკვირს მინისტრია,უბრალო ადამიანი ხომ არაა,თან როგორც წავიკითხე ბიზნესებიც აქვს. ღმერთო,ახლა იმდენს ვჭორაობ, თავი ჩემი მეზობელი ლალი მგონია.
ტაქსიდან გადმოვედი და უზარმაზარ ჭიშკართან გავჩერდი, დაცვამ როგორც კი შენიშნა ჩემსკენ დაიძრა.
- გამარჯობა,რით შემიძლია დაგეხმაროთ?
მკითხა საკმაოდ ზრდილობიანად,დაახლოებით 26-29 წლის ბიჭმა.
- მე გასაუბრებაზე ვარ მოსული ,მინისტრთან.
- ერთი წუთით,ახლავე მოვალ.
დაცვა უზარმაზარ ჭიშკარში გაუჩინარდა ,სულ რაღაც 5 წუთში კი, უკან მობრუნდა.
- მობრძანდით , ქალბატონო მარიამ, მინისტრი გელოდებათ.
ოჰო..აი, ეს მესმის.. გარედან,ხომ სასახლეს ჰგავს , შიგნიდან საერთოდ სამოთხეა..ეზოში უზარმაზარი შადრევანია,გარშემო ლამაზი ყვავილები.მაგრამ ჩემი ყურადღება,მაინც იასამნების ბაღმა მიიქცია.
- ღმერთო,რა ლამაზია.
აღმომხდა უცებ. ელენამ ამომხედა.
- მალიამ,დიდი ლომ გავიძდები,მეც გაგიკეთებ ეცეთც.
- ჩემო პატარა,მოდი დედიკოსთან.
ჩავიმუხლე და ხელში ავიყვანე,სანამ კარამდე მივედით კოცნით შევაწუხე.კართან ჩამოვსვი და ხელი ჩავკიდე.
კარი ,დამლაგებელმა გამიღო, როგორც აღმოჩნდა მხოლოდ დილით და საღამოს მოდიოდა აქ. ამიტომ ჩემი მისვლა და მისი წასვლა ერთი იყო..
მისაღებისკენ წავედით,როგორც დამლაგებელმა მიმასწავლა,იქ კი არავინ დამხვდა.ალბათ, მალე ჩამოვა.იქვე ჩამოვჯექი და ელენა გვერდით დავაყენე ისე რომ ხელი ჩამეკიდა..
- თევზებიიიი
მოულოდნელად წამოიყვირა ელენამ.მისი სუსტი წერტილია თევზები,სულ მთხოვდა აკვარიუმი მიყიდეო ,მაგრამ უარს ვეუბნებოდი ,ახლა კი დიდი აკვარიუმისა და თევზების დანახვისას , ხელი ისე სწრაფად გამიშვა და გაიქცა,რომ გონს ვერ მოვედი..
უცებ წამოვხტი და გაკიდება ვცადე,ჩემი ცხრაას სანტიმეტრიანი ქუსლიანი ფეხსაცმლით..
როგორცკი ელენასთან უცხო მამაკაცი დავინახე იქვე შევდექი..
- ჩემს დედიკოს ძალიან ,მოეწონა იაცამნებიც ბაგი და დავპილდი ლომ მეც გიკიდი აცეთც თქო.
- ჰო? გინდა მე ვაჩუქო დედიკოს?
- ქო,ძალიან გაუქალდება.იცი,ელთქელ მამა ლომ ეჩქუბებოდა დედიკ...
- ელენა,რამდენჯერ გითხარი ,ნუ ლაპარაკობ ბევრს-მეთქი!
კიდევ კარგი დროულად მივუსწარი, თორემ სულაც არ მსურდა უცხოსთვის მოეყოლა ხეპრე და მოძალადე მამამისზე...
- დათა უცქო ალაა,იცი ლა კალგია? აცე მითქლა ცენც დედიკოს იაცამნებც ვაცუქებო.
დათა? ეს ღვთებაა,მინისტრი? ჯანდაბა,ფოტო მაინც მენახა მოვემზადებოდი მისი ხილვისათვის.. კარგი, სიმპათიურს ველოდი მაგრამ ასეთსაც არა. ეს ტუჩები,მისია თუ ბოტოქსის შემოქმედებაა??!!
- თქვენ ხართ მზარეულის ვაკანსიაზე?
დავინახე როგორ აწკიპა წარბები, გაკვირვებისგან.
- დიახ,მე ვარ მარიამ აბაშიძე.ეს ჩემი შვილია ელენა.
მისაღებისკენ გამიძღვა და როგორც კი , დავსხედით კითხვებზე გადავიდა.
- რამდენი წლის ხართ?
ვითომ არ იცის,ისე მკითხა.
- 26
- ასეთი ახალგაზრდა?! რაიმე გამოცდილება გაქვთ?
ამ კითხვაზე ცოტა არ იყოს გავბრაზდი.ყველაზე საუკეთესო რესტორანში ვმუშაობდი,შეფ-მზარეულად,თან საფრანგეთში და ეს კიდევ ,ისე მეკითხება თითქოს მიმტანი ვიყო.
- დიახ,მაქვს.
- სად მუშაობდით მანამდე?
- საფრანგეთში, რესტორან "Amore" -ში. საქართველოში კი საკუთარი რესტორანი მქონდა.
ჩამოვურაკრაკე.
- მართლა? "Amore" ჩემი საყვარელი რესტორანია,ბოლოს 2 წლის წინ ვიყავი იქ.
ღიმილით მითხრა.ღიმილი? რაღაც საოცარი.ისეთი შარმი აქვს,რთულია ურეაქციოდ უყურო.
- კარგი,რადგან ასეა ,მოდი ხვალიდან შეუდექი საქმეს.სახლში ძირითადად არ ვარ.მაგრამ ყოველთვის მზად უნდა იყოს,საუზმე , სადილი და ვახშამი. ხელფასს რაც შეეხება , 2000 ლარი გექნებათ + სადღესასწაულო ბონუსები თუ არ მოგწონთ ახლავე თქვით და მოვილაპარაკოთ.
2000? ეს რა მეხუმრება?
- რას ამბობთ,პირიქით მგონი 2000 ზედმეტია.
გაოცებულმა ამოვილაპარაკე.
- არ არის ზედმეტი,დამიჯერე.
- კარგი,როგორც თქვენ გნებავთ.
- თქვენს შესახებ , ინფორმაცია მოვიძიე.ხომ ხვდებით ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვის ექნება ყოველდღიურად ჩემთან ურთიერთობა.ერთმა ფაქტმა განსაკუთრებით მიიპყრო ჩემი ყურადღება.
- დიახ,გისმენთ.
ცოტა არ იყოს ავღელდი.მივხვდი , რომ საქმე ზურას ეხება.
- თქვენი ქმარი...
- ყოფილი ქმარი.
- დიახ, ყოფილი ქმარი,ციხეშია როგორც გავიგე. ძალადობისა და ქურდობის გამო.ასეა?
-დიახ, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით არ ვსაუბრობ ელენასთან ერთად . იქნებ სხვა დროს...
- კი,რა თქმა უნდა,მაშინ მომავალ შეხვედრამდე. მე შეხვედრაზე მეჩქარება სამწუხაროდ,იმედი მაქვს კიდევ გნახავ პატარა ქალბატონო.
ისე თბილად მიმართა ელენას წამიერად თვალები ამიცრემლიანდა. რა იქნებოდა ზურა ასეთი ყოფილიყო და არა ცოლ-შვილზე მოძალადე,მატყუარა და ქურდი ,რომელმაც ჩემი რესტორანი მოტყუებით გამაყიდინა და ფული მომპარა..
- ნახვამდის.
ნირწამხდარმა ძლივს ამოვთქვი ერთი სიტყვა და ხელში ავიყვანე ელენა. გეზი სახლისკენ ავიღე.
სახლთან დედაჩემი,დარო მელოდა.ზოგს გაუხარდებოდა ჩემს ადგილას,თუმცა მე სიხარულის არაფერი მეტყობა.დედაჩემს ჯერ კიდევ ჰგონია,რომ ზურა ციხეში უბრალოდ ჩემთან კონფლიქტის გამო ზის. მისთვის არასდროს მითქვამს,რომ ზურამ ჩემზე რამდენიმეჯერპ ხელი აღმართა,ამას თავი დავანებოთ ელენაზეც ,რომ სცადა გაწევა ,სწორედ მაშინ გადამეკეტა.ვუჩივლე.დიახ,ვუჩივლე და არც ვნანობ,რომ ეს გავაკეთე, პირიქით მგონი აქამდეც უნდა მექნა.
- მარიამ,სად ხარ აქამდე? თითქმის 1 საათია,სახლთან ვიცდი.
როგორც ყოველთვის პირდაპირ საქმეზე გადავიდა და არა მოკითხვაზე
- გამარჯობა,მეც კარგად ვარ მადლობა.იქნებ მოგეკითხე მაინც დედა?
- თავხედო,კიდევ მე მედურვი. განა მე ჩავსვი საკუთარი ქმარი ციხეში და დავტოვე შვილი უმამოდ?
შეტევაზე გადავიდა ქალი.
- ბავშვს არაფერი აკლია,არც მამის მზრუნველობა,რომელიც შენ წარმოიდგინე არასდროს უგრძვნია.
- რას ლაპარაკობ ზურა არაჩვეულებრივი ქმარი და მამა არის.ეს შენ ხარ უნიათო.
- სანამ კიდეც შემიძლია მოთმენა, პირდაპირ მითხარი რა გინდა.ძალიან კარგად ვიცი,რომ ჩემი ან ჩემი შვილის მოსაკითხად არ მოხვიდოდი.გისმენ!
- დღეს,ნათია იყო მოსული,ზურას დედა.ძალიან ნანერვიულები იყო,ჩემთან პირდაპირ ციხიდან მოვიდა.ზურას თურმე საშინლად ექცევიან,საშინლად ნაცემია იქნებ მარიამს უთხრა გამოიტანოს სარჩელიო.ასე,რომ ახლა წავალთ მე და შენ ,დაწერ განცხადებას და გამოიტან სარჩელს უკან.
ამის მოსმენისას ჯერ გავოგნდი,შემდეგ კი ისეთი ხარხარი ამიტყდა,რომ ვეღარ ვჩერდებოდი.სიმართლე გითხრათ გულის სიღრმეში გამიხარდა , ზურას ამბავი.ზუსტად,ამას იმსახურებს.
- დაასრულე? შეგიძლია წახვიდე .. სარჩელის გამოტანაზე არც კი იოცნებოთ, ნათიასაც გადაეცი.
- რას ნიშნავს არ გამოიტან? შენი კაპრიზების გამო ანგელოზივით ბიჭი ტყუილად უნდა იყოს ციხეში?
გააფთრდა უცებ.რა თქმა უნდა , ზურა თავიდან იმდენად კარგი ჩანდა,რომ ჩემს გარშემო ყველას ადვილად შეაყვარა თავი.სწორედ,ამის გამო ყველას დამნაშავე მე ვგონივარ
- ნამდვილად ანგელოზივით ბიჭი იყო,როდესაც ჩემზე იძალადა , ჩემი რესტორანი გაყიდა ,ფული სადღაც გააქრო და ელენაზეც დააპირა ხელის აღმართვა.კი,დედა არაჩვეულებრივი ბიჭია.ვერ შეგედავები.
ირონიული გამიხდა ხმა... თქვენ დაროს სახე უნდა გენახათ,როდესაც სიმართლე პირში მივახალე. ნეტავ აქამდეც მეთქვა, ნერვებს მაინც აღარ მომიშლიდა.ახლა კი ,სახეზე გაოცება და იმედგაცრუება ეწერა...
- რრ..აა?
ძლივს ამოღერღა ერთი სიტყვა. ალბათ,ნერვიულობს,რომ ასე მიენდო.აბა,ჩემზე ხომ არ იდარდებს.
- ჰო,რაც გაიგე.არ მოგესმა დედა.შენმა სანაქებო სიძემ ჩაიდინა ,ეს ყველაფერი.მანამდე ვერ გითხარი,ისედაც ვერ მიტანდით შენ და შენი ქმარი და ახლა რა ? უსარგებლოც გავხდებოდი.თუმცა,უკვე გავხდი .
იმდენად ურეაქციოდ ვესაუბრებოდი,რომ ჩემი თავის შემეშინდა.ასეთი არასდროს ვყოფილვარ...
მას შემდეგ,რაც დარო წავიდა ,ძლივს მოვახერხე დამშვიდება.აქეთ ელენა მაწუხებდა კითხვებით ჩემს სამსახურზე და თქვენ წარმოიდგინეთ დათაზე,იქეთ დღევანდელი ინციდენტი მაფიქრებდა. გეგმაში სიმართლის თქმა არ შედიოდა,მაგრამ იმდენად გადამეკეტა ,სხვანაირად არ შემეძლო.
ფიქრებიდან მობილურის ზარმა გამომიყვანა.
- შე ადრე და მალე მოსაკლავო ქალო.ასე უნდა საუკეთესო მეგობრის დავიწყება? პროსტა,თუ გაპატიო.
- მეც კარგად ვარ,შენ? რა იყო დღეს შენ და დაროს ჩხუბის დღე გაქვთ?
- დარო რა შუაშია?მოიცა,შენთან იყო მოსული?
- ჰო,მაგარი კონცერტი გამოტოვე.
- მოვდივარ,რამე ამოვაყოლო?
- კი, შოკოლადები ,სასმელი მაქვს...
ყველაფრის მოყოლიდან ზუსტად ნახევარი საათი ლანძღავდა ზურას, შემდეგ დაროსაც გადაწყდა და იყო გართობაში. იდეაში,სასმლის წრუპვა გადავწყვიტეთ მაგრამ ისე შევყევით სმას,რომ ცოტა არ იყოს შევთვერით კიდეც. მისთვის ჩემს სამსახურზე ჯერაც არ მითქვ..
- ვაიმე , სამსახური!!!
წამოვიყვირე უცებ,როდესაც გავაცნობიერე რომ ხვალ პირველი სამუშაო დღე მაქვს და მე ჯერ კიდევ ვსვავდი
- რამ წამოგიარა ქალო, ან რა სამსახური აგიტყდა ამ უმუშევარ ქალს.
სიცილით მომახარა.მე კი ასევე ღიმილით ვახარე.
- ხვალიდან , ოფიციალურად პრემიერ-მინისტრის ,დათა ლაშხის მზარეული ვარ!
ცოტა ხანი გაოგნებული მიყურებდა,ეგონა რომ ვხუმრობდი.თუმცა,როცა დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი, მთელი სახლი კივილით აიკლო.
- შე გაფუჭებულო ქალო,მერე მანამდე არ უნდა გეთქვა? აუ ,რა მაგარიაა.. მოიცა,ნახე უკვე? როგორია? სიმპატიურია უფრო ვიდრე ფოტოებში ხო?
- იმიტომ,არ გითხარი რომ დამავიწყდა.კი ვნახე.არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ხო რავი არაუშავს.
ბოლომდე არ ვაღიარებ,რომ უზომოდ სიმპატიურია, თან მამაკაცურიც.
- აბა,კარგად შემომხედე!
მობეზრებული მზერით შემომხედა.
- რა?
- მარიამ?!
- ნინა!
- ოოო,მარიამ
- კარგი,ხოო. უზომოდ სიმპატიურია,ჯანდაბა როგორი მამაკაცურია.ელენას ისე ექცეოდა ,ლამის იქვე ვიტირე. ძალიან თბილი და კეთილი ჩანს.
- ანუ მოგეწონა
- არა,ასე ვერ ვიტყვი,რომ მომეწონა.უკვე ყველა მამაკაცი ზურასნაირი მგონია,გინდა პრემიერ-მინისტრი იყოს ,გინდა პრეზიდენტი.
ან რაიცი იქნებ ჰყავს შეყვარებული და გამხელა არ უნდა?
- კარგი ახლა,ნუ წახვედი წარსულში.ზურა,რადგან მოძალადე აღმოჩნდა ,იმას არ ნიშნავს,რომ ყველა მასეთი იქნება.
-ჰო,რა ვიცი
- რა ვიცი,არ უნდა მაგას.. ისე,ხვალ მაინც პირველი დღეა და რის მომზადებას გეგმავ?
- ისე,ჯერ არ მიფიქრია.ვნახოთ,რომ მივალ მერე გადავწყვეტ,თან იქნებ არ მოსწონს ,ხომ უნდა გავიგო ,რა უყვარს.
ნინა კიდევ ცოტახანს დარჩა,შემდეგ კი მისმა სატრფომ დაურეკა დაბლა გელოდებიო და ესეც ბედნიერი ჩაფარფატდა...
ტანზე გადავივლე,ელენა ვაბანავე და მეოთხე ზღაპრის მოყოლისას ჩაეძინა.
აივანზე გავედი..უკვე ჩვევად მექცა აივანზე დაძინებამდე ყავის და ერთი ღერი სიგარეტის მოწევა..არადა , 2 წლის წინ თავად ვუშლიდი ზურას ,სიგარეტის მოწევას..ვერც კი წარმოვიდგენდი ოდესმე,რომ ზურა ამის ჩამდენი იქნებოდა. დღემდე მახსენებს მის თავს მოგონებები. მის მიმართ არაფერს ვგრძნობ,მაგრამ ის რასაც მის მიმართ ვგრძნობდი,რთულია დაივიწყო.ნუ, ამ ჯერად მაინც...

^^^
დილით, საათი შვიდს უჩვენებდა , როდესაც გავიღვიძე.უცებ გავამზადე საუზმე და ელენას ოთახისკენ დავიძარი,რომ ესაუზმა.
ოთახის კარი შევაღე და რას ვხედავ? უკვე ჩაცმული, მოწესრიგებული დამხვდა. საწოლი აელაგებინა, თავისებურად.
- დედიკო, მე მზად ვალ,წავედით.
მის შემხედვარეს ფხუკუნი ძლივს შევიკავე.დიდ ქალობს გოგო.
- წამოდი , ვისაუზმოთ
- კალგი
ოთახიდან გაიქცა და მეც ოთახი ხელახლა დავალაგე. ელენამ როგორც კი დაასრულა საუზმობა,მივალაგე ყველაფერი და უკვე ჩაცმულ-დახურულებმა გეზი ლაშხის სახლისკენ ავიღეთ...
დაცვამ მიცნო და ყოველგვარი კითხვების გარეშე გახსნა უზარმაზარი ჭიშკარი.
ელენა უცებ შევიდა სახლში ,თევზების ნახვის სურვილმა უფრო იმარჯვა ,ვიდრრ ბაღიდ დათვალიერების სურვილმა. ამიტომ მე ბაღისკენ მიმავალ ,ქვაფენილს გავყევი.ულამაზესი იყო იქაურობა.ჰაერში,იასამნების სურნელი ტრიალებდა. ვცდილობდი,უფრო მეტი სურნელი შემესრუტა. ბაღიდან გამოვედი და უკან დავბრუნდი.ცვლილება იყო. კართან ორი დიდი გაურკვეველი ჯიშის ძაღლი იყო. ჯერ არ მითქვამს? ძაღლების პანიკურად მეშინია ,იმდენად ,რომ მათი დანახვა და გონების დაკარგვა ერთი იყო. საბოლოოდ , ყველაფერი ბურუსში გაეხვია....
გონს, მძაფრმა სუნმა მომიყვანა. როგორც მივხვდი ნიშადურმა. ნელ-ნელა შევძელი გამოსახულების გარჩევა. პირველი რაც დავინახე იყო,ელენა ,რომელსაც ტირილისგან თვალები დასწითლებოდა.მეორე კი რაც იმ წამს აღვიქვი ეს იყო ლაშხი,რომელიც დივანთან იყო ჩამუხლული და ნიშადურით ხელში ,შემომყურებდა.
- დედიკოოო
წამოიყვირა ელენამ და ისე მომეხუტა ლამის მომახრჩო.
- პატარავ, დამშვიდდი დედიკო კარგადაა.
- თავს როგორ გრძნობ?გული ასე ხშირად მიგდის ხოლმე?
მზურველური ტონით მკითხა მინისტრმა.ცოტა არიყოს მესიამოვნა მისი ყურადღება.
- მხოლოდ მაშინ,როდესაც ძაღლებს ვხედავ
- სერიოზულად?
ისე ჩაიცინა,ლამის დივანი დავადნე.
- რამე სასაცილო ვთქვი?
ვკითხე ცოტა გაბრაზებით.
- არა,უბრალოდ..- ისევ ჩაიცინა.- არ მეგონა ჩემი 3 თვის ლეკვები ,ვინმეს ასე თუ შეაშინებდა.
ახლა ამას მივახრჩობ.
- ლეკვები? გინდათ თქვათ ,რომ მხოლოდ ლეკვები არიან? ალბათ,რომ გაიზრდებიან შემჭამენ.
შიშით ამოვთქვი.ცოტაღა მაკლდა გულის მეორედ წასვლამდე.
- დედიკოოო
თვალების მიბნეტვაზე უარესად აყვირდა ელენა.
- კარგი, დამშვიდდი.უკან ეზოში დავაბავ ძაღლებს და ვეღარ ნახავ. - თმაზე ხელი გადაისვა.- ელენ, დედიკო კარგადაა,მიდი თევზები მოინახულე.
მას შემდეგ გავიდა, თევზებთან, როცა თვალებით ვანიშნე კარგად ვარ თქო.
ასე , ვიწექი ის კი მიყურებდა.კიდევ დიდხანს ვიქნებოდით ასე, ამიტომ წამოდგომა დავაპირე.მგონი,ცუდი აზრი იყო, რადგან იმდენად ახლოს აღმოჩნდა ,რომ სუნთქვაც დამავიწყდა. მოულოდნელად ჩემსკენ ხელი გამოსწია,გრძელ ნაწნავზე დამისვა ხელი.მე, სულელს კი თვალები ისე მიმელულა, სიამოვნებისგან,რომ გონს მხოლოდ მისმა ხმამ მომიყვანა
- ბალახი გქონდა ,თმაში .
მეც , გამწარებულმა ნაწნავი ისე სწრაფად გადავგდე უკან,რომ წელიც კი მეტკინა...
- უკვე კარგად ვარ,ასე რომ შემიძლია საუზმე მოვამზადო.
- მართლა,კარგად ხარ?
- კი.
- მაშინ მიდი,მოამზადე. მე და ელენა აუზთან ვიქნებით.
- კარგი
სამზარეულოში შევედი.პროდუქტებს გადავხედე და ისეთი რაღაცეებიც დამხვდა, აქ თუ იყიდებოდა არც მეგონა. ბევრი ,ვიფიქრე თუ რა გამეკეთებინა. საუზმისთვისგადავწყვიტე სალათა გამეკეთებინა, ერთი ბოსტნეულის , მეორე იტალიური "პანცანელა",ტოსტები , ხილის წვენი და ყავა. სადილისთვის კი , ფრანგული სამზარეულოდან ფრისაკე თევზის ხორცით,ვინაიდან თევზი უყვარს.ამას იმით მივხვდი,რომ მაცივარი სხვადასხვა სახის თევზებითაა სავსე. დესერტად კი, ტრუფელი.
საუზმე, ზუსტად ნახევარ საათში გავამზადე. მაგიდაც გავაწყვე და დასაძახებლად გავედი.
კარის ჩარჩოს მივეყრდენი და მოთამაშე დათას და ელენას ვუყურებდი.ელენა,როგორც ყოველთვის ლაპარაკობდა.გარკვევით ვერა ,მაგრამ ვიცოდი ჩემს შესახებ უამბობდა.
- საუზმე მზადაა
ჩემს ხმაზე ორივემ,გამომხედა. ელენა ,ფეხზე წამოხტა და სახლში შევარდა.ისე იქცევა ,თითქოს საკუთარ სახლშია.
ფიქრებიდან ,მინისტრის ხმამ გამომიყვანა.
- არაჩვეულებრივი შვილი გყავს,მარიამ.
მის მიერ წარმოთქმული "მარიამ",იმდენად სასიამოვნოდ ჩამესმა,რომ მთელს ტანში დენმა დამიარა.
-მადლობა...შევიდეთ
ძლივს ამოვილუღლუღე.ალბათ,მისმა სიახლოვემ იმოქმედა.
- მარტო არ მიყვარს ჭამა,იმედი მაქვს ისაუზმებთ ,ჩემთან ერთად.
თქმა არც სჭირდებოდა ,რადგან ელენას ლამის ნახევარი სუფრა ,უკვე შეეჭამა..
სიცილით ჩამოჯდა სკამზე,დათა. ერთად შეუდგნენ საუზმობას. თქვენ უნდა გენახათ,როგორ ჰგავდნენ მომენტებში ერთმანეთს. დამიჯერეთ,მათი ერთად ცქერა, საოცრებაა.
სიმყუდროვე,მინისტრის ტელეფონმა დაარღვი.
- გისმენ, ლიკა!
ისეთი სერიოზული ხმით საუბრობდა,მივხვდი საიდანაც რეკავდნენ.
- გადადე 1საათით... ვიცი,მაგრამ მაინც გადადე. ..უკვე აქ არიან???? მერე მანამდე ვერ მითხარი?!მოვდივარ !
უცებ წამოხტა ფეხზე და შეწუხებული მზერა მომაპყრო.
- სამწუხაროდ,უნდა წავიდე.მნიშნველოვანი შეხვედრა მაქვს.დროებით.
- სადილი მოვამზადო?
- თქვენთვის, მე ვერ მოვახერხებ მოსვლას.
- კარგი.
გავიდა თუ არა, ელენა აჭიკჭიკდა.
- დედიკო , დათუჩამ მითხრა დიდი ფისო ,უნდა გიყიდოვო.
ლამის ყბა ჩამომივარდა.
- რა? დათუჩა ვინაა??? ან რა ფისო??? საერთოდაც, ხომ გითხარი არავის უთხრა,რომ რაიმე გიყიდოს თქო? ან იქნებ ფული არ აქვს ადამიანს?!
- დათა ბიძია.თან დათუჩა უცქო ალაა,თვითონ მითქლა გიკიდიო,იცი ლამდენი ფული აქვც??ბევლი.
- არ გამაგიჟო.კი არ ვიცოდი.
- ალ გაგიჯდე მელე ცენც
თვალები ლამის ბუდიდან გადმომცვივდა.სულ წავიდა ხელიდან,რაც თეაკოს დავუტოვე.აშკარად,იმას ემსგავსება.
- ბევრს ნუ ლაპარაკობ.წადი, ხელები დაიბანე და თევზებს ეჭორავე.
- კალგი,მალიამ დედიკო.
გამეღიმა, მის ბავშვურ ლაპარაკზე.მახსოვს,ერთხელ ჩემმა შეყვარებულმა უკვე ყოფილმა ქმარმა, პირველად ხელი ,რომ აღმართა ელენამაც დაინახა.მეორე დღეს რა თქმა უნდა ,ბოდიშები მიხადა,მაგრამ რა აზრი ჰქონდა?. ელენამ კი უცებ წამოიძახა: "თუ კიდევ გაალტკავ დედიკოს , გცემ! ".
იმ მომენტში, სიცილი ძლივს შევიკავე,მაგრამ ყველაზე მეტად ზურამ გამაოცა.რა ქნა? არაფერი,მაგიდაზე ხელი დაარტყა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა სახლიდან..
რეალობაში ელენას ხმამ დამაბრუნა.
- დედიკო ტელეფონი გილეკავც.
ტელეფონით ხელში მოირბინა. უცხო ნომერი იყო.
- გისმენთ?
- მარიამ, ჩემი მძღოლი გამოგივლით და წამოგიყვანთ
- შეიძლება,ვიკითხო სად მივდივართ?
- დიახ,რა თქმა უნდა.ელენას დავპირდი,რომ მთაწმინდის პარკში გავასეირნებდი.
- გთხოვთ,ნუ შეწუხდებით,ისედაც დაკავებული ხართ.მე წავიყვან საღამოს.
"ელენა , მოგკლავ !!!"
- პირობა დავდე,მე კი ყოველთვის ვასრულებ , ასე რომ მზად დახვდით!
- კი,მაგრამ..გათიშა?? ჰმ, ამას მე ვინ ვგონივარ???მითიშავს , თითქოს ვაწუხებ. ელენააა.
ხმამაღლა დავიძახე მისი სახელი. კი , აშკარად მეტყობა გაცოფება.
- გიცმენ დეე
ისეთი თვალებით ამომხედა,სულ დამავიწყდა,რომ უნდა მეჩხუბა მისთვის.
- დათა ბიძიას , შენ სთხოვე პარკში წაეყვანე?
- ალა, დედიკო. მე ვუთქალი მამიკო ალ მაცეილნებდა ,ქოლმე თქო და დედიკო ეცქუბებოდა ცუულ თქო
დაახლოებით, ნახევარი საათი ვიდექი და ვიაზრებდი,რაც მითხრა.
- რ..რაა?? რატომ უთხარი? ხომ გაგაფრთხილე,ასეთი რამეები სხვებს არ უნდა უთხრა თქო?! მითუმეტეს,ჩემს უფროსს!
- ლა ჩემი ბრალია, თვითონ მკითქა და მეც ვუპაცუქე.
- თვითონ???
ახლა უფრო,გადმომცვივდა თვალები.ერთი უზარმაზარი კითხვა დამებადა: რატომ ,იქექება ჩემს პირადში?!

^^^

ზუსტად,ერთ საათში სამინისტროს შესასვლელთან ვიყავით.მე ,ელენა და მისი მძღოლი ლექსო,მის გამოჩენას ველოდით.რატომღაც, აგრესია მოპყრობს მისი ხსენებისას.ალაბთ,იმიტომ რომ ვერ ვიტან ,როცა ჩემს ცხოვრებაში იქექებიან.თუნდაც, ეს იყოს კაცი,რომელიც მომწონს. " აჰ,ესეიგი მოგწონს?". ღმერთო,ჩემო ეს მე თვითონ ვთქვი? რა სისულელეა...ნუ,კარგი, ჰო. ცოტათი მიზიდავს,სულ ცოტათი.
ფიქრებში,ისე გავერთე,რომ მინისტრიც ვერ შევამჩნიე.
ჩვენი დანახვისას ,თითქოს დაღლილობა წამში მოეხსნა.
ლექსოსთან მივიდა ,რაღაც უთხრა და მანაც ტაქსი გააჩერა და წავიდა. თვითონ, მანქანას მოუარა და საჭეს მიუჯდა.
- დათუჩა, აბა ცადაა ცემი დიდი ფიცო?
"დათუჩა??" მგონი,დღეს ვიღაც დაისჯება.
- ელენ, სახლში,რომ მივალთ ,ზუსტად ისეთი ფისო დაგხვდება,როგორიც გინდოდა.
ვაღიარებ , ასეთ პასუხს ,არ ველოდი. უნდა ვაღიარო,რომ ძალიან მომწონს მისი დამოკიდებულება,ელენას მიმართ. "ნეტავ,ზურაც ასეთი მამა ყოფილიყო"- გამეფიქრა, ჩემდაუნებურად.
არ მჯერა,რომ პრემიერ-მინისტრს, დათა ლაშხს,მთაწმინდის პარკში მივყავართ მე და ელენა.სასწაული ,თუ გინდა .
პარკში მივედით ,თუ არა ,ელენამ აიტეხა ' ეშმაკიც ბოლბალზე ' მინდაო. ჩვენც, დავყევით მის ნებას და შევედით კაბინაში.
- დედიკო ,ნაქე ლა ლამაზია. დათუჩა , იჩი ჩემს დედიკოს ძალიან უკვალც კვავილები. ცაქცი , ბევლი კვავილები გვაქვც, დედიკოს იაცამნები უკვალც. მე მალიამ დედიკოც, ვგავალ წითელი თმები გვაქვც ,ოლივეც. ქომ,ლამაზი დედიკო მყავც?
თავიდან მის საუბარს ,ღიმილით ვუსმენდი ,ბოლო სიტყვებზე კი თვალები ვჭყიტე.დათამ ,ისე გამომხედა ,თითქოს რენტგენის სხივები ჰქონდა ,თვალებში.
- კი, ძალიან ლამაზი დედიკო გყავს, შენც მას ჰგავხარ პატარა ეშმაკუნავ.
ისე თქვა ,ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.მისმა სიტყვებმა,უჩვეულო გრძნობა გამოიწვიეს ,ჩემში.თითქოს , მივიწყებული გრძნობები გააღვივა..თვალებით ,ისე მბურღავდა ცოტაც და სკამს დავადნობდი.
ისე წამოვედით პარკიდან,რომ ხმა არ ამომიღია.მხოლოდ ჩემი ლაქლაქა გოგონა და მინისტრი საუბრობდნენ.
"სასახლეში" მივედით,ისე შემოგვაღამდა ,რომ უკვე ვახშმის დრო იყო.როგორც,მინისტრმა მითხრა , მსუბუქად მსურს ვახშმობაო,ასე რომ , სალათების და ჩემი საფირმო კერძის მომზადება გადავწყვიტე. გავამზადე,მაგიდა გავშალე და დასაძახებლად წავედი.
- ვახშამი მზადაა
- თქვენ არ ივახშმებთ?
- არა, სამწუხაროდ, მეგობარი მელოდება.
- აჰ, მაშ კარგი. ლექსო წაგიყვანთ
ღამე მშვიდობისა.
მომეჩვენა,რომ ირონია ერია ,მის ხმაში.
-კარგი,ღამე მშვიდობისა
მე და ელენა ,ლექსომ მიგვიყვანა. ალბათ,მიხვდით,რომ მოვატყუე მიზეზი.მასთან ,ერთად დიდი დროის გატარება ,სულაც არ მსურს. არ მინდა,ძალიან დავუახლოვდე. ელენა,ვაბანავე და დასაძინებლად წავიყვანე.თან თავის "დათუჩაზე" მელაპარაკებოდა.. ტრადიცია,არ დავარღვიე და ჭიქა ყავით და ერთი ღერი სიგარეტით ხელში,აევანს ვესტუმრე.
დაღლილს , მალევე ჩამეძინა.


^^^

დილით ,კარებზე ბრაუნის ხმამ ,გამაღვიძა.მთქნარებით გავედი და თვალებდახუჭულმა გავაღე კარი. გაღება და თეაკოს შემოვარდნა ერთი იყო.
- არა,რა ამბები ხდება ,თურმე და მე ამ ყველაფერს სოც.ქსელებიდან უნდა ვიგებდე? ყოჩაღ,აი ყოჩაღ რაა.
ისე, შემოვარდა და აქოთქოთდა,რომ სიტყვის ჩაკვეხებაც , ვერ მოვახერხე
- დამაცადე.რა ხდება?რა ამბები?ან ამ დილაუთენია,ვინ გაგაღვიძა?
- შენ, რა არ იცი?
ისეთი, გაოგნებული სახით მკითხრა,რომ უკვე მართლა ,დამაინტერესდა რა წერია ამისთანა.
ჩემი სახის დანახვისას კი,უცებ მიუჯდა ლეპტოპს და რომელიღაც საიტზე გადავიდა.
- შენთვითონ ნახე!
მხრების ჩეჩვით მივედი.მონიტორის დანახვისას,კი თვალები ლამის კეფაზე გადამივიდა.
- "მოსიყვარულე ოჯახი,დროს ერთად ბედნიერად ატარებენ." ჰა???კი, მაგრამ.ეს???
- შენც , გაგიკვირდა არაა?? შენ ,ჩემი სახე უნდა გენახა. შენ,მეორე სტატია უნდა ნახო.
ახლა,ის გახსნა და იქ უფრო , გადმომცვივდა თვალები.
" პრემიერ-მინისტრის , დათა ლაშხის საიდუმლო ურთიერთობა და შვილი,რომლის შესახებაც , აქამდე უცნობი იყო."
- ესენი,სულ გაგიჟდნენ???
კარებზე ბრახუნი, ატყდა.ვინ იქნებოდა , თუ არა ნინა?!გავაღე,თუ არა შემოვარდა. წინასწარ,უკვე დავიღალე მოსალოდნელი "აფეთქების " გამო.
- არა, ნამდვილად მოგკლავ!! რა , ჯანდაბაა ეს??!! ეს ყველაფერი მე ინტერნეტით, უნდა გამეგო??პროსტა,თუ გაპატიოო!! აბა,უბრალოდ მომწონსო?
თვალებდაქაჩული ვუყურებდი , მაგრამ აზრი?!.
- არაა..შენ და თეაკო აშკარად გაგიჟდით... რამ, გადაგრიათ. გუშინ,ვერ მოვახერხე მეთქვა,ელენას დაპირდა პარკში გავასეირნებო და რა მექნა??!! მარტო,ხომ არ გავუშვებდი.
- ვითომ??
- ნინა!!!
- კარგი,ჰო ვხუმრობ... რა ხმაა?? ვინ კრუტუნებს??
- აჰ, დათამ ფისო აჩუქა ,ელენას.
- უკვე დათა??
- ელენა,დათუჩას ეძახის.
- სერიოზულად???მერე ,ის რას ამბობს??
-არც არაფერს.მოსწონს ასე,რომ ეძახის.
- შენ როგორ მიმართავ?
- საყვარელო,ძვირფასო.... ნუ,გამაგიჟე.როგორ უნდა მივმართო?! თქვენობით ვესაუბრები.პრინციპში სახელით ჯერ არ მიმიმართავს.
- აუ,ისე ძალიან სიმპატიურიაა,დიდი სიამოვნებით გავიცნობდი.
ამის გაგონებისას , შუბლი შევკარი.ნინას, ისეთი სიცილი აუვარდა,რომ ეჭვი მაქვს ანტარქტიდამდე მიაღწია,მისმა ხმამ.
- მოიცა.. შენ რა იეჭვიანე?
- რრ..აა? ვერ ხარ? რა ვიეჭვიანე?!
- ააა,ალბათ მომეჩვენა.
- ვერ ხარ რაა..
სანამ,ძალით არ გავაგდე არ წავიდა. მეც , ჩავიცვი, გავემზადე და ელენაც გავამზადე.უკვე სახლიდან ვაპირებდი გასვლას, როდესაც კარზე დააკაკუნეს.
არც მეტი,არც ნაკლები.დარო იყო.გონებაში , ათასჯერ შემოვუძახე თავს,რომ არ გავფსხებულიყავი ,კვლავ.
- როგორ ხარ?
ცოტა არ იყოს,გამიკვირდა.როდის იყო,დარო მკითხულობდა.
-ამ..კარგად შენ?
- არამიშავს.შეიძლება შემოვიდე? ბევრ დროს, არ წაგართმევ.
- მოდი,შემოდი.
სამზარეულოში შევიყვანე,მისი საყვარელი ყავა ,ჯერ კიდევ მქონდა , გავამზადე და წინ დავუდგი.
- შვილო,ვიცი, რომ ბევრი შეცდომა დავუშვი.
განსაკუთრებით ,ზურასთან დაკავშირებით.პირადში ცუდად ვერეოდი.მინდა,რომ ძველი ურთიერთობა აღვადგინოთ,როცა არამარტო დედა-შვილი,არამედ მეგობრებიც ვიყავით.გთხოვ,მაპატიე ყველა შეცდომა,რაც კი შენთან დავუშვი.
ტირილით მესაუბრებოდა.იმდენად,იმოქმედა ამან,რომ მეც უნებურად ავტირდი.სკამიდან ავდექი და ჩავეხუტე. ახლა,მივხვდი ,თუ რა მაკლდა . დედის ჩახუტება,სითბო ეს ხომ ყველაფერია.
- ჰო,მართლა.შენ რა მართლა , დათასთან მუშაობ?
მკითხა, გაკვირვებულმა.
- ჰო, მისი მზარეული ვარ..იცნობ?
ვკითხე ,ცოტა გაურკვევლობაში მყოფმა.გამიკვირდა სახელით ,რომ მიმართა
- კი , დედი.. ეგ , ჩვენი ახლო ნათესავია.
ღიმილით მითხრა. რაოო??? ნათესავიოო???
ღიმილი სახეზე შემაშრა, გაკვირვებისგან ხმას ვეღარ ვიღებდი.
- რა იყო დედიკო??
- არაფერი. არ ვიცოდი.
თითქოს გულდაწყვეტით ვთქვი.ხმაში , აშკარად მეტყობოდა დამწუხრება.დაროს ავხედე,რომლიც ეშმაკურად მიღიმოდა.
- კარგი,ნუ გაფითრდი.მოგატყუე.მაინტერესებდა ,მართლა მოგწონდა , თუ არა.
ცარცი მიმიქარავს,მგონი ისე გათეთრდი,სახეზე.
ნუთუ , ასეთი ადვილი შესამჩნევია ,რომ მომწონს?!
- ესეიგი მოგწონს?!
- ჰო, ცოტათი.
- ცოტათი,რას ქვია?
- ჯერ არ ვიცნობ ისე ,რომ ძალიან მომწონდეს და...
- უიმე,შენ და შენი გაურკვეველი ხასიათი.კარგი ,წავედი მე და წადი შენც დაგაგვიანდება.მოიცა,ელენა მე ,რომ წავიყვანო დღეს ,შეიძლება? დიდი ხანია, არ წამიყვანა არსად.
ელენას გავხედე,რომელსაც გასეირნება უზომოდ უყვარს და ეგრევე აენთო სახე,ამის გაგონებისას.
- კარგი,მე საღამოსკენ ვიქნები სახლში.
- კარგი,მოგიყვან საღამოსკენ.
ბებია-შვილიშვილი გავაცილე და მეც , მინისტრის სახლისკენ გავეშურე.
დაცვამ, როგორც ყოველთვის უპრობლემოდ შემატარა.კარი მოსამსახურე ,ქეთომ გამიღო.
-ქეთო, როგორ ხარ?
- კარგად, მარიამ შენ?ელენა სადაა?
- მეც კარგად.ელენა ბებიასთანაა დღეს. ბატონ დათას ღვიძავს?
- კი,ოთახშია და ისვენებს.ასე დამიბარა საუზმეს ,რომ გაამზადებს დამიძახოსო.
- კარგი,მადლობა და ნახვამდის.
- ნახვამდის.
გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღე.უცებ,გადმოვიღე პროდუქტები და მზადებას შევუდექი. ყველაფერი ,რომ გავამზადე დასაძახებლად წავედი.კიბეები, რითმულად ავიარე და მის კართან შევჩერდი.დავაკაკუნე ,მაგრამ ხმა არ გამცა.კვლავ,დავაკაკუნე ,ისევ ისე. ამიტომ პირდაპირ შევაღე კარი. ოთახი ცარიელი დამხვდა. "ალბათ, აბაზანაშია". იქვე ,კართან მივედი და ყური მივადე,რომ გამეგო იქ იყო ,თუ არა.
მოულოდნელად,საყრდენი გამომეცალა და გამოღებულ კარში მდგომ მინისტრს ხელი ვტაცე,თავის შესამაგრებლად. მან კი ,როგორც ჩანს ნამიანი იატაკის გამო თავი ვერ შეიკავა და ზემოდან დამეცა.. ფიქრიც კი ვერ მოვახერხე,იმდენად იმოქმედა მისი შიშველი კანის შეგრძნებამ.
" ყველაფერი,შენ როგორ გემართება მარიამ!!!"
თვალები ლამის ამომცვივდა , გაკვირვებისგან,როცა ჩემი ტუჩებისკენ დაიხარა. მისი ცხელი სუნთქვა ,უფრო მაბრუებდა,ცოტაც და მაკოცებდა,მერე თითქოს რაღაც გადატრიალდა თავში და უცებ წამოდგა,მეც წამომაყენა და ფანჯრისკენ შებრუნდა.
ისიც კი დამავიწყდა ,რისთვის ამოვედი.უკვე ,კართან ვიყავი,როცა მივტრიალდი,რომ მეთქვა სწორედ,ამ დროს ორ ნაბიჯში ჩემთან გაჩნდა , კარებზე ამაკრა და გამხეცევული დამეკონა ტუჩებზე..იმდენად მომთხოვნად მკოცნდა , რომ უნებურად კვნესა წამსკდა.ამის გაგონებისას ,უფრო მომთხოვნი გახდა , ხელები წელზე ჩამჭიდა და უფრო ამიკრო ტანზე.
უჟანგბადობის გამო ,მომშორდა.ძლივს ამოვისუნთქე,ჯანდაბა .. საშინლად ვნებიანია, უსაშინლესად!!
- ამმ... საუზმე ..მზადაა.
სვენებ-სვენებით ვუთხარი.რასაც მისი სიცილი მოჰყვა.ხელები შემიშვა, განზე გადგა და ხელით გასვლისკენ მიბიძგა.
საუზმემ ,ისე ჩაიარა ხმა არ ამოუღია. შიგადაშიგ გამომხედავდა ,ხოლმე და ეშმაკურად იღიმოდა,რაც უფრო მაგიჟებდა.
გადავწყვიტე ,მეც ავყოლოდი "თამაშში" და ქვედა ტუჩზე ენა გადავიტარე.მისი სახის ცვლილება ,არ გამომპარვია. თვალები აუგიზგიზდა და მოულოდნელად ჰაერში, აღმოვჩნდი. მეგონა ,როგორც პირველად ახლაც , ველურივით მეცემოდა,მაგრამ შევცდი, იმდენად ნაზად მკოცნიდა,რომ თავი ფაიფურის თოჯინა მეგონა.
კისერზე ხელები შემოვხვიე და მეც ავყევი.
ვგრძნობ,რომ ბედნიერი ვარ !!!

^^^
სახლში მალევე მივედი,რადგან ბატონი თურქეთში გაემგზავრა ,საქმიანი ვიზიტით,სულ რაღაც 2 დღით.
თითქოს არ უნდა მანაღვლებდეს,მაგრამ როგორ არ ვიღელვო მასზე?!
ვინაიდან,საღამომდე მარტო ვარ,გადავწყვიტე თეაკოს და ნინას დავურეკო და "ჭორიკნობის საღამო" მოვაწყოთ.
- ნინ,გამო რა ჩემთან
- ამ დროს სახლში ხარ? ხომ არ წამოხვედი ?
- არა გოგო ,რას ამბობ.მოდი და მოგიყვები.
- კარგი,მოვდივარ.
კმაყოფილმა გავუთიშე და ახლა თეაკოს ნომერი ავკრიფე.
- თეაკო
- ოჰ, ქალბატონო,როდის იყო ამ დროს გაეცალა?ხოარ წამოხვედი დათუჩასგან?
- ვაიმე,არა.. შენ და ნინა ერთნაირად აზროვნებთ უკვე.მოდი და მოგიყვები .
- ოჰო..მოვდივარ.
- კარ...გამითიშა,გიჟი!
ავდექი და უცებ გავამზადე ტკბილეულობა, გემრიელი ორცხობილები გავაკეთე,რომელიც საფრანგეთში მასწავლა,ერთმა საყვარელმა მოხუცმა ქალმა,რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობდა..
მაგიდაც გავაწყვე,ყავაც გავაკეთე ნაყინით,რომელიც განსაკუთრებით უყვარს ორივე გიჟს. მე თავისთავად.
შემოცვივდნენ თუ არა ,ეგრევე დამაცხრა ორივე.ისეთი თვალებით მიყურებენ , ასე მგონია , ცეცხლოვანი ღამის დეტალებს ელოდნენ.
ყველაფერი მოვუყევი და ისეთი,სახე ჰქონდათ,რომ აშკარად ელოდნენ მეტს.
- უკვე აღფრთოვანებული ვარ ჩვენი სასიძოთი.
ღიმილით განაცხადა ნინამ
- ნინაა,უბრალოდ მაკოცა , ს*ქსი ხომარ გვქონდა
მობეზრებულად ავატრიალე თვალები.
- მიხარია,შენ და დარო ,რომ შერიგდით
- მეც ძალიან მიხარია,თეაკო.კიდევ კარგი გონს მოეგო...ვისი ტელეფონია?
- შენია. დაიცა... დათა რეკავს
ტელეფონი ხელში მომაჩეჩა ,ნინამ. თეაკომ და ნინამ ,უცებ დაცქვიტეს ყურები.
- გისმენთ
- მარიამ, უკვე გადმოვფრინდი თურქეთიდან
- უი, ასე მალე?
- ჰო,დიდხანს აღარ გაიწელა საქმე. მოკლედ, დღეს აგარაკზე მინდა ასვლა,დამლაგებელი ვნახე და თუ შეგიძლია ,რომ წამოხვიდე შენც?
- კი,კი რა თქმა უნდა ,ჩემი საქმე ეგაა,სადაც წახვალთ გამოგყვეთ. რომელზე გამოვიდე?
- მე მოგაკითხავ , 1 საათში.
- მისამარ...
- ვიცი,მისამართი
უცებ გამითიშა. გოგოების სახეს ,რომ გადავხედე მივხვდი,ელოდნენ როდის ვეტყოდი ყველაფერს.
- აგარაკზე მიდის და მთხოვა წამომყევი შენცო.
- რაოოოო?? მინისტრი ნახე შენ!! ნინა ,დაგენიძლავები იქ მაგარი ღამეები იქნება
წარბების თამაშით ,საუბრობდა.
- თეაკოოო..კარგი რაა.. ნუ მაგიჟებ,ჩემი გამჭირვებია.
ამოიხვნეშე , დათას შიშველი სხეულის გახსენებაზე.
- მგონი,ეს იძალადებს დათაზე
სიცილი დაიწყო თეაკომ,რასაც რა თქმა უნდა ნინას სიცილი მოჰყვა.ამათი სიცილი ერთად?უჰჰ,ნუ მკითხავთ!!! კოშმარია...
გავემზადე უცებ და ჩანთაშიც გავამზადე რამოდენიმე დღის სამყოფი , ტანსაცმელი.
ვაიმე.. ელენა სულ დამავიწყდა. ტელეფონი მოვიმარჯვე და დაროს ნომერი ავკრიფე.
- დე,რას შვრებით?
- ისე გაერთო ელენა,შენი ბავშვობის ოთახში დაეძინა.
- მართლა??
- ჰო ,იყოს აქ დღეს,ცოდოა ხომ არ გავაღვიძებ.
- დეე , მინისტრი ქალაქგარეთ მიდის და მეც უნდა გავყვე,სხვა გზა არაა,ჩემი სამსახურია,ხომ გესმის.
- კარგი დედიკო დავიტოვებ ელენას,რა პრობლემაა.პირიქით გამიხარდა ძალიან
- კარგი,დე წავედი ,მომაკითხავს უკვე.
- კარგი, ჭკვიანად
გავთიშე ,თუ არა ხელახლა აწკრიალდა ტელეფონი.
- მოვედი,ჩამოდი.
დააა გათიშა...ჰმ,თავხედი!!!
ჩანთა ავიკიდე ,კარი კარგად დავკეტე ,ყველაფერი შევამოწმე და კიბეს ჩავუყევი.
მანქანასთან იდგა,ისეთი სიმპატიური იყო , ჩვეულებრივ ფორმაში,რომ ლამის იქვე დავდნი.. ჯელტმენურად გამომართვა ჩანთა,საბარგულში მოათავსა,მის გვერდით კარი გამიღო და ფრთხილად მომიხურა კარი.
საჭეს მიუჯდა და მანქანა ტრასაზე გაიყვანა. დაახლოებით, ერთ საათში უკვე ,დანიშნულების ადგილას ვიყავით.. ძალიან ლამაზი ადგილი იყო,სახლი იასამნისფერი აგურით იყო ნაშენები,ეზო გადაჭედილი იყო იასამნის ხეებით. იმდენად,მომეწონა იქაურობა ,რომ სიამოვნებით ვიცხოვრებდი მთელი ცხოვრება.
- აქ დაცვა არ არის??
ვიკითხე ,გაოცებულმა.
- არა, ეს სახლი ბებიაჩემს ეკუთვნის,ასე რომ მისი არსებობის შესახებ თითქმის არავინ იცის.
გარედან,ხომ საოცარი ,მაგრამ შიგნით მდიდრულად და გემოვნებით იყო მოწყობილი. ერთი კედელი სულ მინის იყო,საიდანაც დიდი,ღრმა , "იასამნისფერი" აუზი იწონებდა თავს.
- ეს წყალი?
აღმომხდა გაოცებულს.
- კაფელია, იასამნისფერი. ბებიას, ძალიან უყვარს იასამნი და ყველაფერი იასამნისფერი.
- მართლა? მგონი,გავიგებთ ერთმანეთს.
ხუმრობით ვთქვი.
- აუცილებლად , გაგაცნობთ ერთმანეთს.
მითხრა ღიმილით.მოიცა?რაო?
- ამმ..მე ვიხუმრე..მე , თორემ თქვეს .. თქვენს..ასე..ასე... ახლოს ნუ მოდიხართ...
დავიბენი , როგორცკი ჩემსკენ თვალებაგიზგიზებული დაიძრა.გასაქცევი,რომ აღარ მქონდა, ჟურნალების მაგიდას ავეკარი.ორ ნაბიჯში უკვე ჩემთან იყო,ხელები მაგიდაზე ჩემს გარშემო დაალაგა და მთელი ტანით ამეკრო.
ტუჩები , მფეთქავ არტერიაზე მომაკრო და იმდენად ვნებიანად მაკოცა ,კვნესა წამსკდა,რამაც გააჩერა და ტუჩებისკენ დაიძრა.
- აბა,კიდევ გაქვს რაიმე სათქმელი?
ამოიხრიალა კოცნება შორი.მისი ხმა.... ხმაში, ეტყობოდა თუ როგორ ვუნდოდი,ისევე როგორც მე.თითები თმებში შევუცურე და ოდნავ მოვქაჩე,მან საპასუხოდ ამოიგმინა და გახელებული მეცა ბაგეებზე.
- მხოლოდ მზარეული, არა ?
გაისმა ოთახში ,უცნობი ქალის ხმა.
ხელები შეუშვი უცებ და ვუბიძგე მომშორებოდა.
- მაკრინე?? აქ რა გინდა??
აღმოხდა დათას.მეც სწორედ ახლა შევხედე იმ ქალს. ჩემს წინ, ელეგანტური, ლამაზი ქალი იდგა , დაახლოებით 55-60 წლამდე.ასაკს მისთვის ვერაფერი დაეკლო.
- ჰმ, ჩემს სახლში,როდის მოვიდე თურმე , შვილიშვილს უნდა ვკითხო.
კუშტი მზერა ჰქონდა,ქალს. ისე, მათვალიერებდა, აშკარად თვალებში რენტგენი აქვს .
- კარგი ,რა ბებო , ხომ იცი სულ მიხარია შენი ნახვა.
ღიმილით გაემართა ,როგორც აღმოჩნდა ბებიისკენ. ისე თბილად გადაეხვია,წამიერად ჩემი გარდაცვლილი ბებია გამახსენდა.
- აბა, გამაცანი შენი "მზარეული"
ბოლო სიტყვა ირონიით თქვა,რაც დათასკენ იყო მიმართული.
- მზარეული არა , საცოლე.
რაოოოო??? საცოლე???მომესმა???ნამდვილად,მომესმა..
- ოჰ, ჯერ კიდევ 4 დღის წინ უბრალოდ მზარეული იყო .
- კარგი,ხო მოგატყუე. ხომ იცი , სანამ არ გავერკვეოდი ვერაფერს გეტყოდი. ახლა,კი დარწმუნებული ვარ.
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაბრწყინებული მიყურებდა და ისე საუბრობდა. ხალხო,მიშველეთ!! ახლა,ალბათ მუხლს მოიდრეკს და ხელსაც მთხოვს.
- ნეტავ,იცოდე ჩემო გოგოვ ,როგორ გამახარე. წლებია ველოდები , ჩემი დათუჩას რჩეულს,მიხარია, რომ ასეთი არაჩვეულებრივი აარჩია.
დავმუნჯდი, ჩვეულებრივად დავმუნჯდი...
- მეც ძალიან მიხარია,რომ დათა ვიპოვნე.
"თამაშში" ავყევი დათას,სადაც ჩვენ რიგითი საყვარელი წყვილი ვართ,რომელთაც ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ!
ქალი, ისე სწრაფად მოვიდა და გადამეხვია,რომ რეაგირება ვერ მოვახერხე.
ისეთი თბილი იყო მისი ჩახუტება,თვალები ამიცრელიანდა,ჩემი საყვარელი თამრო ბებო გამახსენდა. ცრემლის ბურთულამ ,მაინც მოახერხა ჯებირიდან გადმოსვა,რაც დათას არ გამორჩენია.
- მაკრინ, მარიამს ცოტახნით მოგტაცებ,სხვენი უნდა ვაჩვენო.
- სულელო, ამდენ ხანს რას ელოდი,მიდი ,აჩვენე.
დათამ,წელზე ხელი მომხვია და გვერდით ისე მომეკრა , ვეღარ ავდიოდი კიბეზე,ნორმალურად.
- დათა
გადავუჩურჩულე
- გისმენ, ძვირფასო
ლამის თვალები შუბლზე ამოვიდა.
- რა თამაშს, თამაშობ? სანამ გეგმებს დააწყობდი იქნებ ჩემთვისაც გეთქვა?!
- მშვიდად , ძვირფასო,მშვიდად.
ვითომც არაფერიო,ხელი საჯდომთან ახლოს ,წელთან ჩააცურა ,რაზეც თვალები ვჭყიტე. მისი ხელის მოშორება , უშედეგოდ ვცადე.ისეთი დაკუნთული ,ალბათ ცალი ხელითაც ამწევს.
ისე ავიარეთ სამი სართული,რომ ვერც კი გავიგე.სხვენის კართან ვიდექით, კარი ისეთი ლამაზი ორნამენტებით იყო გაფორმებული ,რომ აღვფრთოვანდი.
- ჩემი დიზაინია.
- მართლა? ულამაზესია,ჩემს სახლშიც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი...
- როგორც შენ უწოდებ ჩემს "სასახლეში" არის ასეთი , თითქმის ,ოღონდ კედელზე.
- მართლა?? არ მინახავს
- სახლში,რომ მივალთ გაჩვენებ.
კარის შეხსნა.
- ღმერთო ჩემო!!! ეს რეალურია????
გაოცება,გაკვირვება, აღფრთოვანება ყველაფერი ერთად სუფევდა, იმ წამს ჩემში.
არ ვიცი რა უნდა ვთქვა. თქვენ რას იზავდით ,როცა კაცი ,რომელიც ძალიან მოგწონს ,თან ამავდროულად მინისტრია და შენ მისი ქვეშევრდომი, შეჰყავხარ ოთახში ,სადაც კედლები შენი სურათებითაა სავსე. არა სურათებით , არამედ ხელით ნახატი , შავ-თეთრში,ჩარჩოში ჩასმული. ადგილი,არ იყო კედელზე თავისუფალი,სულ სავსე იყო ჩემი პორტრეტებით. ჩუმად მყოფ დათას გავხედე
- ეს....ე..ს.. ვინ? რატომმ? კი ,მაგრამ...
- ეს ყველაფერი ჩემი შემოქმედებაა, რატომ??! ალბათ,იმიტომ რომ ჩემი ერთადერთი,პირველი და უკანასკნელი სიყვარული ხარ,ალბათ იმიტომ რომ შენამდე ვერავინ შეძლო , ასე თავდავიწყებით თავის შეყვარება,ასე უსასრულოდ, უსაზღვროდ.ეს აქამდეც უნდა მეთქვა,მაგრამ ვფიქრობდი ,რომ ჯერ ადრე იყო,ახლა კი მგონი დროა ,ჩემი ქალის ტიტული ატარო და არა მზარეულის ,ნუ რა თქმა უნდა, მზარეული ისევ იქნები,ოღონდ არა მინისტრის,არამედ ქმრის, საყვარელი მამაკაცის და მომავალში შვილების მამის. ბავშვებზე აქედანვე მოვრიგდეთ, მაქსიმუმ 5 შვილი მინდა , 3 ბიჭი ,2 გოგო .აბა ???არაფერს მეტყვი????
რა ვთქვა?არ ვიცი,ისიც არ ვიცი ახლა ფეხზე ,როგორ ვდგავარ, საერთოდ როგორ ვარ გონზე.. ჰო...მისი ხელები მიჭერს , თორემ აქამდე ზღართანს მოვადენდი.
- და..თა... ეს...ეს.. ჯანდაბა.. ისიც კი არ ვიცი,რა გითხრა! ასეთ საუბარს არ ველოდი,არც იმას რომ ჩემს მიმართ რაიმე გრძნობა გექნებოდა...მიჭირს ნდობა,მას მერე რაც ზურას დავშორდი,ხომ იცი რა რთულია ნდობა,ახლა მითუმეტეს..გენდობი, პირველივე შეხვედრიდან გენდობი.იმედი მაქვს ეს გრძნობა რაც ახლა მაქვს , მეტად გაღვივება და გასერიოზულდება...ჩვენ აღარ ვართ პატარები,რომ "იდუმალი წყვილი" ვიყოთ.. ვგრძნობ,რომ მიყვარდები,მაგრამ არ მინდა მხოლოდ"მიყვარხარ" ,მეტი მსურს, უფრო მეტი ვიდრე უბრალო სიყვარულია...
- მაშ, თუ ასეა, მგონი დროა პირველ და ოფიციალურ პაემანზე დაგპატიჟო !
- ველი, ჩვენს პირველ პაემანს!!
კეკლუცური ღიმილით მივუახლოვდი და საყვარელ ბაგეებს,ჩემივე სურვილით დავეწაფე.

^^^

" დღეს,საღამოს 8 საათზე გამოგივლი.პაემანზე მივდივართ ,მარიამ! "

დილით გაღვიძებისთანავე შეტყობინება გაუგზავნა მარიამს.. უცებ , დაფაცუცდა გოგონა და სააბაზანოში შეიჭრა.. აბაზანა აავსო და მისი საყვარელი ,სურნელოვანი ქაფით გაავსო,რომელსაც მისი საყვარელი ყვავილის , იასამნის სუნი ჰქონდა.
დაახლოებით,ერთი საათი ინებივრა ,შემდეგ შხაპი მიიღო,საჭირო პროცედურები ჩაიტარა და დაროს დაურეკა,რომელიც ელენასთან ერთად , ურეკში იმყოფებოდა.
- დე, რას შვრებით,როგორ ხართ აბა? ხომ არ გაბრაზებს ელენა??
- არა,დედიკო რას ამბობ,რას მაბრაზებს, პირიქით ჭკვიანად იქცევა,მიჯერებს.შენ როგორ ხარ დედი???
- კარგად დეე არამიშავს. ცხელა აქ ძალიან,დავდნი ლამის
- სიცხემ დაგადნო თუ დათამ?
- დაროოო,კარგი რაა.. სხვათაშორის დღეს პაემანზე დამპატიჟა.
- ოჰჰ, სიძე-მინისტრი ნახეთ რაა..
- რით ვერ გადაეჩვიე ,ასეთ ხუმრობებს
- კარგი,ჰო ,კარგი..
- წავედი დე უნდა გავემზადო ,თორემ ვერ მოვასწრებ.
- კარგი, ბევრი არ იცელქოთ
- ვაიმე,დაროო.
სიცილით გაუთიშა ტელეფონი , გოგონამ.. უცებ მიალაგა სახლი,ოთახში შევიდა და სამოსის არჩევას შეუდგა.

***
უკვე რვას უჩვენებს ისრები,მაგრამ დათა არ ჩანდა. ცხრა საათი ,რომ გახდა ისევ იმედით იყურებოდა,რადგან ეგონა აგვიანდებოდა, თერთმეტი საათი ,რომ გახდა იმედი საბოლოოდ გადაეწურა და დამწუხრებული გაემართა ოთახისკენ გამოსაცვლელად.მისი საყვარელი იასამნისფერი პენუარი ჩაიცვა და ფუმფულა საწოლში ჩაიკარგა...

***
მეორე დღეს გაიგო,რომ მოულოდნელი,საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა ამერიკაში,მის კოლეგასთან შესახვედრად.
გაუგო,თუმცა მაინც ძალიან იყო ნაწყენი მასზე, რომ ასე უსიტყვოდ წავიდა ,თანაც არც კი იცის,როდის დაბრუნდება.
დილით გაიღვიძა,მაგრამ როგორც კი გაიხსენა მომხდარი, განაწყენებული,ისევ დაწვა და სცადა დაძინება,თვალები დახუჭა ,თუ არა კარზე ზარის ხმაც გაისმა.. ახლა, ნამდვილად ესიკვდილებოდა ,ადგომა და კარებამდე მისვლა,მაგრამ ,როდესაც ზარის ხმა არ შეწყდა ადგა და გალასლასდა, ძლივძლივობით.
"ჭუჭრუტანაში" გაიხედა და მომღიმარი,პარკებით და სასმელებით ხელდამშვენებული , თეაკო უმზერდა,რომელსაც გვერდს ნინა უმშვენებდა.
- ამ დილა უთენია ,რომელმა დამპალმა ქარმა გადმოგაგდოთ??!!
ამოიბუზღუნა ,მარიამმა.
წარბაწეულმა გადახედეს გოგონებმა,მარიამს თვალით მისაღებისკენ უბიძგეს და უკან მიჰყვნენ.
- აბა,დღეს ვწვავთ წაქცევამდე
მხიარულად გამოაცხადა ნინამ.
- ოჰ, რა გენაღვლება ქალბატონო ნინა, საქმრო გვყავს აღარ ვდარდობთო???
ირონიით ამოთქვა მარიამმა.
- მწარევვ,ვიცი რომ გაბრაზებული ხარ და ამიტომ მეუბნები,სწორედ ამიტომ გპატიობ
ცხვირაბზუებულმა უპასუხა
- კარგი,გეყოთ ეხლა. ვსვავთ გათიშვამდე
კამათით დაღლილმა თეაკომ,როგორც იქნა ხმა ამოიღო.
დალევა დაიწყეს და რა დაიწყეს.არყის ჭიქებს, ერთმანეთს ანაცვლებდნენ,საბოლოოდ კი ისე გამოთვრნენ,რომ ნინას და თეაკოს,ფეხზე დგომაც კი აღარ შეეძლოთ.
- უი,კარზე ზარია
- ლექსო იქნება,მე გავაღებ
ღიმილით "გაბობღდა" ნინა,საქმროს შესახვედრად.
- ოჰ,სიძევვ ,მოდი ,მოდი
- რა გჭირთ ხალხო?
აღმოხდა გაკვირვებულ ლექსოს,გოგონების დახანვისას.
- არაფერი,ლექსიკუნა დავთვერით
ამოიბლუყუნა მთვრალმა ,მარიამმა.
- ღმერთო,შენ უშველე ქალებს.კარგი შენ მესმის მარიამ,მაგრამ ნინა,შენ რაღატომ მოგინდა დალევა?
წარბაწეულმა გადახედა , აწ უკვე საცოლეს.
- რა ვიცი,ჩემო სიცოცხლევ , " უბედურთა დუეტს" ხომ არ მივატოვებდი.
გაკრეჭილი საუბრობდა გოგონა
- ეჰჰ,არაფერი გეშველებათ... კარგი,მოდი წავიდეთ ,თეკო მიდი აიღე შენი ნივთები.
ღიმილით დაემშვიდობა ,წყვილს და თეაკოს.
მარიამმა,დაძინება გადაწყვიტა, ზუსტად ნახევარი საათი ჩათვლიმა,როცა კარზე მშვიდი, მელოდიური კაკუნი გაისმა. ზოზინით წამოდგა,ჯერ კიდევ მთვრალი და დარეტიანებული გაუყვა ოთახიდან-შემოსასვლელამდე გზას.
- კიდევ,ღამე დაგრჩათ ლექსო?
ამოიბუზღუნა და თვალებდახუჭული მიეყუდა კედელს.
- ლექსო ვინ არის?
მოულოდნელობისგან გოგონამ თვალები ჭყიტა,ეგონა ეჩვენებოდა,ისევ სიზმარი ეგონა,იცოდა რომ ვერ ახერხებდა ჩამოსვლას...


"გეჩვენება,აქ არ არის,გეჩვენება მარიამ!!"
- არ გეჩვენები,აქ ვარ .... შენთან

დაბნეულმა, დიდხანს უყურა,ბოლოს მიხვდა,რომ ნამდვილად დათა იყო და გაბრაზებამ კვლავ წამოუარა... კარს უცებ ხელი ჰკრა და დახურვა სცადა,მაგრამ მინისტრმა წინასწარ გათვალა და ფეხი კარში დაუდო,რითიც შეძლო და გააჩერა კარი,შეაღო და მისკენ ისე დაიძრა, როგორც მტაცებელი უახლოვდება მის მსხვერპლს.შემთვრალი გოგონა მისმა ქცევამ, დააფრთხო, მისი ერთი ნაბიჯისას, მარიამი ორ ნაბიჯს დგამდა უკან,ბიჭის გააფთრებული მზერის შეეშინდა..
უკვე კედელთან ჰყავდა მიმწყვდეული,როცა ხმა ამოიღო,მაგრამ ვაი ამ ამოღებას.
- აბა, არ მეტყვი ვინ არის ლექსო??
იმდენად დააბნია,მისმა სიახლოვემ,რომ ხმის ამოღება ვერ შეძლო,შეჰყურებდა მის საყვარელ და მონატრებულ ადამიანს,რომელიც მასზე ძალიან იყო "გაბრაზებული" .
- ნინას საქმროა
ამოთქვა თვალებმილეულმა
- კარგად გაერთეთ გოგოები?
ვითომც არაფერიო,ისე თქვა
- შენ რა იცი?
- ლექსოს მე ვთხოვე მათი წაყვანა.. ლექსო ,ნატალიას ნათლულია
ტკივილით ამოთქვა ბიჭმა.ბიჭს , გარდაცვლილი დედის გახსენებაზე ,თვალები დიდი ტკივილით აევსო,ის უძირო თვალები ასე,რომ მოსწონდა მარიამს,ახლა ტკივილს და მწუხარებას დაეფარა...
- ვწუხვარ
გოგონა მოეხვია,ისე მოეხვია,თითქოს მის ტკივილს გაინაწილებდა.
- რადგან დღეს გულახდილი საუბრები გვაქვს , მოდი ბოლომდე ვისაუბროთ...
- კარგი, ის პორტრეტები,სხვენში...შენ რა მანამდეც მიცნობდი?
ბიჭს ჩაეღიმა
- რა თქმა უნდა... მე და ლექსო, დაახლოებით 3 წლის წინ ერთ-ერთ კლუბში ვიყავით,სადაც კუთხეში, მაგიდასთან მეტად სექსუალური, მიმზიდველი,წითელ კაბიანი ქალი იჯდა,რომელმაც ერთი ნახვით შეძლო,ჩემი ყურადღების მიქცევა.მაშინ უბრალოდ ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ვიყავი, სამინისტროში. იმდენად,მოხდენილად ცეკვავდი,რომ ერთი სული მქონდა ხელში ჩამეგდე, შემდეგ მივხვდი,რომ მხოლოდ ერთი ღამისთვის არ მჭირდებოდი და გადავწყვიტე სხვანაირად მომეყვანე ჩემამდე,
თუმცა,მასე მერე შეიცვალა ყველაფერი ,რაც პრემიერის თანამდებობა დავიკავე,სულ საქმეებში ვიყავი და თითქმის ვეღარც სახლშიც ვერ ვახერხებდი,ამიტომ გადამავიწყდა ის წითელ კაბიანი ქალიც,მაგრამ როცა მეგონა ,რომ დამავიწყდა სწორედ მაშინ გამოჩნდა და კვლავ ამაფორიაქა.ჩემი ძველი მზარეული გავუშვი და ისე მოვაწყვე ,რომ გასაუბრებაზე მოსულიყავი. პორტრეტების ხატვა მაშინ დავიწყე ,როცა პირველად გნახე,მას შემდეგ შენით შებყრობილი გავხდი. გაგიკვირდება და მანამდე არც კი ვიცოდი,რომ ხატვა შემეძლო უბრალოდ ასე გამოვხატავდი ყველაფერს...
მოკლედ, ასე გაგიცანი.
გაკვირვებული უსმენდა გოგონა მთელ ამ მონოლოგს.
- ვერ ვიჯერებ.
ამოთქვა ძლივს
- დაიჯერებ,მალე დაგაჯერებ.. ახლა კი ,მგონი დროა ჩაშლილი პაემანი , ხელახლა დავგეგმოთ.
ვნებიანი ხმით ამოთქვა ბიჭმა
- იმედი მაქვს ,ახლაც არ დამივიწყებ.
წყენანარევი ხმით ამოთქვა მარიამმა
- მიდი , ტანსაცმელი ჩაალაგე, 2 დღით ჩემს აგარაკზე ავიდეთ,მხოლოდ ჩვენ ვიქნებით.
გოგონა , ოთახისკენ გაემართა ,ბარგის ჩასალაგებლად,თან ტელეფონი გაიყოლა ,რომ დედისთვის მიეწერა.
" მე და დათა, მის აგარაკზე ავდივართ ორი დღით და იცოდეთ! " დაწერა შეტყობინება და ნინას,თეაკოს და დაროს ერთად გაუგზავნა.მობილური კი გამორთო და ჩანთაში ჩაიგდო. გარდერობში უცებ მოძებნა საჭირო სამოსი და ჩანთაც გაამზადა.ოთახიდან გამოვიდა და დათას წინ დაუდგა.
- მზად ვარ
- კარგი,წავედით
ბიჭმა ჩანთა გამოართვა და საბარგულში ჩადო ,ჩასხდნენ მანქანაში და ტრასაზე გააქროლა მანქანა.
სულ რაღაც ერთ საათში , მივიდნენ დანიშნულების ადგილას. მაკრინეს სახლთან შედარებით , მოკრძალებული და მყუდრო ჩანდა,აქაც ყვავილებით იყო გადაჭედილი ეზო.
- ულამაზესია აქაურობა
- მიხარია,რომ მოგეწონა. შევიდეთ
ოთახში ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი. ბარგი იქვე დააწყვეს და სამზარეულოში გადაინაცვლეს.
- ყავა მინდა მე,შენ რას დალევ?
კითხვა გოგონამ
- მეც ყავას..უი, ჰო მართლა , მანდ კარადაში "წინასწარმეტყველების " მსგავსი ნამცხვრებია.
გოგონამ კარადიდან გამოიღო შეკვრა და მაგიდაზე დადებულ თეფშზე ამოაპირქვავა,იქ კი ერთი ცალი ნამცხვარი იყო.
დასხდნენ ,დათას ცოტა არ იყოს სახეზე ღელვა ეტყობოდა.
მარიამმა ნამცხვარი აიღო და შუაზე გადატეხა, ხელში ფურცელი აიღო და ნელნელა გაშლა დაიწყო.
" გამომყვები ცოლად? "
ოთახში, მარიამის გამაყრუებელი სიცილი გაისმა,ვერ იჯერებდა,რომ მინისტრი ხელს ასე სთხოვდა. ბოლოს სიცილით ძლივსღა ამოთქვა
- საშინლად,საშინლად არარომანტიკოსი ხარ, მაგრამ....მაინც თანახმა ვარრ!!!
სკამიდან წამოიწია და დათას ბაგეებს დაეკონა...
- მიყვარხარ,რომ გითხრა ბანალური ვიქნები?
კითხვა ბიჭმა
- არა,არ იქნები.
- სიტყვა,მიყვარხარ ვერ გადმოსცემს იმ გრძნობას,რომელსაც შენს მიმართ ვგრძნობ.
ღიმილით ამოიბუბუნა დათამ
- უკიდეგანოდ!
- უსასრულოდ!
-----------------------------------------------------

* ქორწილი *

მეორე ქორწინება, ქმარი, ოჯახი.... რთულია, მარიამისთვის მეორედ გადადგას ნაბიჯი,რომელმაც პირველ შემთხვევაში იმედი გაუცრუა,მაგრამ რა ქნას? უყვარს!
მზადება ერთი კვირით ადრე დაიწყო,კაბის ძიებაში თითქმის მთელი ქვეყანა შემოიარა, მაგრამ ვერ ნახა ის ერთი, რომელიც მას სურდა.ამ შემთხვევაშიც ,როგორც მხსნელი ისე მოევლინა დათა და წაიყვანა მის მეგობარ დიზაინერთან,რომელმაც ზუსტად იცოდა,თუ რა სურდა მარიამს. თითქმის სამეფო ქორწილს გაუტოლდა ,მათი ქორწილი ,რადგან პრემიერ-მინისტრს ბევრი მაღალჩინოსანი ჰყავდა დაპატიჟებული. რა თქმა უნდა თავიდან ძალიან არ უნდოდათ დიდი და გრანდიოზული ქორწილი , მაგრამ როგორცკი პრესაში ამ ინფორმაციამ გაჟონვა დაიწყო,ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა დათას...მარიამის მეჯვარე ნინა უნდა ყოფილიყო,ხოლო დათას მეჯვარე კი, მისი ბავშვობის მეგობარი დიმიტრი ,რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა...
თქვენ უნდა გენახათ დათას სახე ,როდესაც ულამაზეს კაბაში გამოწყობილი მარიამი , დაინახა. ორივე მათ გადაწყვეტილებაში ,კიდევ უფრო დარწმუნდა ,როცა უფლის წინაშე ფიცს დებდნენ...
რესტორანი??? ისეთი მდიდრული და ლამაზი გაფორმებით იყო,რომ მხოლოდ მის სანახავად ღირდა იქ ყოფნა,თუნდაც ხუთი წუთით..დიაზინი კი არც მეტი , არც ნაკლები თეაკოს ორგანიზებული იყო...
აღფრთოვანებულმა ძალიან ბევრმა სტუმარმა კი, თეაკოს გადმობირება სცადეს,თავიანთ კომპანიებში....
ელენა? პატარა ელენა ,გახარებული იმით ,რომ ნამდვილი მამიკო ეყოლებოდა ,გახარებული დააბიჯებდა აქეთ-იქით. ფერიას ჰგავდა,ისეთი საყვარელი ატმისფერი კაბა ეცვა...
და მაინც,რა არის ქორწილი ახალი წყვილის ან სიურპრიზების გარეშე??
ამიტომ,ლექსომ ქორწილიდანვე დაავლო ხელი ნინას და "მოიტაცა",თუმცა მოტაცებას არ ერქვა ,რადგან უარზე არავინ იყო,ხოლო რაც შეეხება თეაკოს... თეაკოს ყურადღება , სწორედ სიძის მეჯვარემ დიმიტრიმ.ასევე იყო ბიჭიც,რომელმაც ძალიან სექსუალური, დახვეწილი ქალი დაინახა თეაკოს სახით...
მათი ამბავი შეიძლება ოდესმე თქვენც გაგიზიაროთ,თუმცა ჯერ ამასაც დავჯერდეთ...


****

" პრემიერ-მინისტრის დათა ლაშხის და მარიამ ჟღენტის ქორწილი,გუშინ გაიმართა,სადაც დედოფალს, ცნობილი დიზაინერის ევა გვაზავას შეკერილი კაბა ეცვა."
" გახმაურებული ქორწილი დეტალები"...
და კიდევ სხვა მრავალი ,სტატია დაიბეჭდა და იბეჭდებოდა ქორწილიდან ერთი თვის განმავლობაში.მათი ქორწილი მართლაც ,რომ გახმაურებული და ყველასათვის საინტერესო იყო.
წყვილი ქორწილიდან, ტოკიოში გაემგზავრა,მარიამის საყვარელ ქვეყანაში.
მოგვიანებით,როცა ისინი ქვეყანაში დაბრუნდნენ ,მალევე გასაჯაროვდა პრემიერ-მინისტრის მეუღლის ორსულობის ამბავი.
დათა ,მარიამი, ელენა და უკვე პატარა ანდრეა, ერთი დიდი ოჯახი გახდნენ...



№1  offline წევრი DI ANA

ძალიან საყვარლობა იყო❤ სხვანაირად ვერ ავღწერ,. მომეწონა ძალიან

 


№2  offline წევრი martta

DI ANA
ძალიან საყვარლობა იყო❤ სხვანაირად ვერ ავღწერ,. მომეწონა ძალიან

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️

 


მე ძალიან მომეწონა, მომწონა სიტყვა ვერ აღწერს, კარგია რომ ასე გააკეთე და მიხარია რომ არ დამთავრდა ცუდათ, გელოდები და არ დაგვივიწყო

 


№4  offline წევრი martta

სიყვარული გულს გვტკენს
მე ძალიან მომეწონა, მომწონა სიტყვა ვერ აღწერს, კარგია რომ ასე გააკეთე და მიხარია რომ არ დამთავრდა ცუდათ, გელოდები და არ დაგვივიწყო

ძალიან დიდი მადლობა????????მიხარია,რომ მოგეწონა❤️❤️აუცილებლად,იქნება ახალი და საინტერესო მოთხრობა❣

 


№5  offline წევრი Tamara Tamo

რა მაგარია, დაასრულე ანუ ეს ისტორია, ჰოდა ჩავუჯდები ეხლა მაშინ :))

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

პატარა თბილი ისტორია

 


№7  offline წევრი martta

terooo
პატარა თბილი ისტორია

მიხარია,რომ ასე ფიქრობ ❤️❤️❤️❣❣❣

 


№8 სტუმარი ეკა 5

ასე რაა❤️❤️❤️❤️პოზიტივი, მიყვარს კარგი დასარულიიიი ❤️

 


№9 სტუმარი ნაესტანი

მომეწონა ძალიან საინტერესო და საყვარელი წყვილი და პატარა ელენემ მომხიბლა მადლობა წარმატებები ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent