სიყვარული უსიყვარულოდ {15}
დილით ადრე გაიღვიძა. დუდას უყურებდა რომელიც სიზმარში რაღაც ისეთს ხედავდა რაც აფორიაქებდა. რამდენჯერმე რომ გადაბრუნდა შემდეგ ისევ ნუცას მიეკრო. თავი მკერდზე დაადო და მკლავები მოხვია . ნუცამ თითები თმაში შეუცურა და ფრთხილად აკოცა . ნელ_ნელა რწმუნდებოდა ღამით მიღებულ გადაწყვეტილებაში. წარმოდგენა არ ჰქონდა ასე ძალიან რატომ სურდა დუდასთვის ამ ტკივილის გაყუჩება , მაგრამ ზუსტად იცოდა ისე არ წავიდოდა სოფლიდან დუდას რომ არ დახმარებოდა . თვალები როგორც კი გაახილა ბიჭმა მაშინვე გასწორდა და სახეზე ჩამოისვა ხელი _მე გაგაღვიძე? მართლა არ ვიცი როდის გადმოვბრუნდი _სად წახვედი გავიყინე მოიწიე _ უცებ მოქაჩა საბანი და მისკენ მიიწია _ გარეთ აღარ წვიმს... მგონი დღეს მზე იქნება , მაგრამ მაინც მცივა _ნუცა _რაღაც მინდა და გააკეთებ ჩემთვის? ძალიან მინდა _გააჩნია რა გინდა _აქ მინდა დავრჩე ! _არა ! _ ისევ წამოიწია _ვიცი გინდა ყველაფერი გაიგო , მაგრამ არ შემიძლია . ათასი საქმე მაქვს და აქ ვერ გამოვიკეტები ... ვერ ხედავ როგორი სახლია? _მაინტერესებს როგორია სოფლის ცხოვრება ... თუ შემიყვარდები და მერე გავკოტრდებით ხომ უნდა ვიცოდე როგორ უნდა ვიცხოვროთ _ნუცა გგონია მატყუებ?_შარვალი ამოიცვა და ფეხსაცმელიც ჩაიცვა _ჩაიცვი და პერანგი დამიბრუნე მივდივართ ! _რისი გეშინია დუდა _ საწოლიდან წამოდგა და ბიჭს წინ გადაეღობა _ნუ მიწვევ ნუცა ხომ იცი ყოველთვის მშვიდი არ ვარ და ყველაფერს ისე არ გავაკეთებ როგორც შენ მოგესურვება _შენ არაფერს აკეთებ ისე როგორც მე მინდა... შენც გინდა და იმიტომ. საერთოდაც რამეს ჩემი სურვილით თუ აკეთებ ისევ შენ გინდა ბედნიერს და კნაყოფილს მხედავდე . მოგწონს ყველაფრის გაკეთება რომ შეგიძლია _ახლა უბრალოდ რაღაც ისეთი იპოვნე რაც სხვანაირს მხდის და გინდა ბოლომდე გამომწურო _ძალიან საყვარელი ხარ _ ოთახში მოსიარულე კაცს უყურებდა და იღიმოდა. წარბებშეკრული, ბუზღუნა კაცი იდგა მის წინ _უკაცრავად როგორი ვარ? _საყვარელი ხარ როდესაც გინდა თავი აკონტროლო, არადა ძალიან ღელავ ...შენ ჩემთვის უარის თქმა არ გიყვარს, არ შეგიძლია მერე სულ ღელავ _საყვარელი იმიტო ვარ რომ უარის თქმა არ მიყვარს და შენზე ვფიქრობ? მაგას სიყვარული და ზრუნვა ჰქვია _საყვარელი რომ იყო ტეხავს? _ ისევ იცინოდა და უახლოვდებოდა _ტვინს მირევ დადიხარ ჩემი პერანგით რომელიც ბოლომდეც არ გაცვია ... ამ დილაადრიან მეუბნები რომ აქ დავრჩეთ _და რა პრობლემაა შენ არ ხარ გაბღენძილი ღიპიანი მდიდარი ღარიბ ადამიანებთან რომ არ კონტაქტობს და არც ეს პირობებია შენთვის უცხო _სამაგიეროდ შენთვისაა და ახლა არ მაქვს აქ დარჩენის დრო... ზაფხულამდე თუ გამიძლებ ორი დღით დავრჩეთ _მე ახლა მინდა _ტანსაცმელიც არ გაქვს ...რაღაც მოიგონე ნუცა და მეც მაიძულებ რომ დაგიჯერო _გთხოვ _ თვალებში უყურებდა და გონებას ურევდა _დუდა დავრჩეთ _ახლა წავიდეთ ... საქმეებს მოვაგვარებ შეხვედრებს გადავდებ და ორშაბათამდე დავრჩეთ ...ხომ გინდა ნახო სოფლის ცხოვრება ხოდა ისე მოიქცევი როგორც ყველა ქალი ვინც აქ ცხოვრობს _მაგარიაა _ ნუცა ყელზე მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა მერე სწრაფად მოემზადა . მთელი დღე გააწამა დუდამ. ათასი რამ დაავალა ლეპტოპში გადაატანინა ყველაფერი. ლიკა ისედაც არ იყო და მთელი მისი საქმე ნუცას გააკეთებინა . ბოლოს სახლამდეც მიაღწიეს. ტანსაცმელი ჩაალაგეს , სუპერნარკეტში გაიარეს და ბოლოს სოფლის სახლამდეც მიაღწიეს. ამჯერად გზას უყურებდა და ყველაფერს აკვირდებოდა. გზაში აღარავინ იყო , ღამე იყო და თითქმის ყველა სახლიდან სინათლე გამოდიოდა _პარკები შენ გადმოიტანე _სოფელში კაცებს ჯელტმენობა არ შერჩენიათ? _აქ ქალი მეტ საქმეს აკეთებს რომ იცოდე _არ მჯერა _კაცები სახლის გარეთ მუშაობენ დაღლილები მოდიან და ცოლები ემსახურებიან, უვლიან _აქ ტალახია სად გააჩერე ეს მანქანა _ქუჩაში ყველგან ტალახია ფეხსაცმლის გაწმენდა ხშირად მოგიხდება _ანუ გავბედო და ჩემი კეტები დავსვარო? _რომ დაისვრება მერე მოგეწონება _ვაიმეე რა მაგარიაა..._ რამდენჯერმე გაიარა და მერე სახლისკენ გაიქცა. სახლში უნდა შესულიყი უცებ ჰაერში რომ აღმოჩნდა _ამ ფეხსაცმლით სახლში რომ შეხვალ მერე ხალიჩის ხეხვა მოგიწევს..ისე სექსუალური იქნები მაგ პოზაში _ვაიმეე არაა არ დამსვა ...უკან გამიყვანე დროზეე _ ყელზე მოეხვია და ფეხები მაღლა ასწია. დუდა ხმამაღლა იცინოდა და ნუცას ქცევებზე _აუუ ასე თუ უნდა გავიხადო ყოველ შესვლაზე და გამოსვლაზე ხომ დავიღლები _ მეორედ რომ შევიდა სახლში ძლივს მიხვდა რომ კართან დაეწყო ყველაფერი. როგორღაც ამოლაგდნენ . მერე სახლის ფეხსაცმელი ჩაიცვა და ისე დაიწყო ფუსფუსი _სახლი უნდა გავათბოთ ... ბუხარი დაანთე . სამზარეულოში გაზს ავანთებ თან ვახშამიც უნდა მოვამზადო...აქ კაცები ქალებს ეხმარებიან? _არაა _ატრ*კებ დუდა _შენ გინდოდა აქ ცხოვრება ძვირფასო _რას აკეთებ _ტელევიზორის წინ ვწვები ... გავიგებ რა ხდება ქვეყანაში _აქ ინტერნეტი არ არის ხომ ? _არაა... ტელევიზორით და ტელეფონით უნდა გავერთოთ . _საერთოდ არ არის თუ შენ არ გაქვს _ვინმეს ექნება საკაბელო ... არ ვიცი ნუციკო _რა მოვამზადო _მჭადი მინდა და ყველი ...კიდევ ჩაი _მჭადი? სერიოზულად? კეცზეც ხომ არ დავაცხო ბუხარში _ხელებს დაიწვავ თორემ მიყვარს _ისე ამბობს ვითომ თვითონ იცის როგორ კეთდდება _გგონია არ ვიცი? _არ არსებობს დუდა ჯანდიერმა კეცზე მჭადის გამოცხობა იცის? _ბავშვობაში მასწავლა მაყვალა ბებომ ... გაგაცნობ ხვალ _ბებია გყავს ცოცხალი? _მეზობლის ქალია ... მუსიკის მასწავლებელი იყო . მისი სახლიდან სულ სასიამოვნო ხმა გამოდიოდა. მეზობლები მის წინ ჭიშკართან სხდებოდნენ და უსმენდნენ. პროდუქტების დალაგებაში მიეხმარა . მერე მისი მჭადების ცხობის მანერაზე იხალისა . ბოლოს ნუცამ ბუზღუნი რომ დაიწყო , ცომი ჯამში ჩააგდო . თვითონ მივიდა და ყელში აკოცა _ასე მალე ნებდები ნუცი? _ოოუუფ არ გამოდის ლამაზი და შენ დამცინიი... რამე გეთქვა ისეთი . მინდა ვახშამი მოგიმზადო და რას მიკეთებ _ცომი არ არის კარგი ... ძალიან თხელია ცოტა ფქვილი უნდა დავუმატოთ ნახე უკვე კარგია ... აი ახლა დავამრგვალებთ და დავდებთ ტაფაზე. გავაბრტყელებთ ფრთხილად ხელი რომ არ დაგეწვას . ხელი ოდნავ დანამული თუ გექნება კარგია მაგრამ სველი არა _არ არსებობს გამოვიდა? არ გატყდება? _თუ მორმალურად გადავაბრუნებთ არ გატყდება ... _ძალიან გავაწითლოთ რაა. ბოლოს როდის ვჭამე არ მახსოვს _დრო დასჭირდება... მანამდე შენ რაც გინდა ის გააკეთე _მეც მინდაა _დარწმუნებული ხარ ? საერთოდ გასინჯული გაქვს ასეთი მჭადი? _ზუსტად ასეთი არა , მაგრამ გამისინჯავს ...დიდი ხნის წინ სოფელში ვიყავი ჩემი მეგობრის ბებიასთან და იქ გავსინჯე _ბავშვობაში რომ გავტეხდით მჭადს თუ ყველი გვქონდა თხელ ნაჭერს ვდებდით შუაში . მერე ყველი ლღვებოდა და ძალიან გემრიელი იყო...ბავშვობის ტკბილი მოგონებებიდან ერთ ერთია სიცივეში ცხელი მჭადი და ყველი _ახლაც აკეთებ ხოლმე ეგრე? _გამიკეთებია მას შემდეგ მაგრამ სიცივეში რომ ჭამ , ძალიან გშია და იცი მთელი დღე იმ ერთ თხელ ნაჭერ ყველზე და მჭადზე უნდა იყო სრულიად სხვა სიამოვნებას იღებ ცივი მჭადიდანაც კი _ყველი როგორ არ გქონდათ ... აქ ძროხები ხომ ჰყავთ . მიწები არის და ბევრს თუ არა ცოტა რძეს მაინც ხო მოგცემდათ ძროხა . ცხელი რძეც სასარგებლოა პატარა ბავშვისთვის _სოფელში ძროხა ვისაც ჰყავდა მაშინ ის შეძლებულად ითვლებოდა. ძროხა, ქათამი, ინდაური და ბატო რომ გყავს ხორციც გაქვს, კვერცხიც და რძის ნაწარმიც შესაბამისად მშიერიც არ ხარ, მაგრამ ჩემმა მშობლებმა ბაბუას გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი ჭამეს და სვეს რაც ჰყავდათ. მამა ქეიფს და დროს ტარებას იყო მიჩვეული ბაბუას ფულებითა და მოტანილი საჭმლით. დედაჩემს ყველაფერი ეზარებოდა. ქათამს სიმინდი უნდოდა , სიმინდს დათესვა, მოხვნა, თოხი , მერე მოჭრა, გარჩევა მე კი ამ საუკუნის ლუარსაბი და დარეჯანი მყავს მშობლებად _ მაგიდას იყო მიყრდნობილი და ისე საუბრობდა_ კარგად არ მახსოვს როგორ მივედით მაგ დონემდე სადღაც 6_7 წლის ვიყავი გურამი პაპამ ხბო რომ გვაჩუქა. მამას უთხრა მოუარე, მალე ძროხა გახდება და ბავშვებს ლუკმა პურს აჭმევო. თავიდან ჩვენც ვუვლიდით საბალახოდ დაგვყავდა მე და ჩემს დას მერე მამა ბატონმა გადაწყვიტა დავკლავ და ხორცს შევჭამთ ამ ზამთარშიო. იმ ზამთარს ბოლომდე არც ეყოთ ის ხორცი...ვალები ჰქონდა ნაწილი გაყიდა და ის მევალეები გაისტუმრა ვინც არ ასვენებდა . მერე კი ისევ მშივრები დავრჩით ... იმ ძროხამ შრამი დამიტოვა მხოლოდ _რა შრამი ... დაგეჯახა? _უბედური შემთხვევა იყო ... ბაძარი მომეხვია ფეხზე და რომ წავიდა დავეცი _მერე? რომ გაქცეულიყო და თან წაჰყოლოდი? _ფაქტია თავს ვუშველე და ისიც არ გაქცეულა და ნუ ნერვიულობ იმაზე რამაც უკვე გაიარა თორემ არაფერს გეტყვი ! _ასეთი ზარმაცები როგორ იყვნენ ... ამდენი შვილი ჰყავდათ და არ ფიქრობდნენ იმაზე რომ ჭამა მაინც გჭირდებოდათ სხვა თუ არაფერი? არ ეცოდებოდით მაინც? _ცოლი გამიბრაზდა , ჩემს მშობლებს აღარ გაგაცნობ რამე არ დამართო შურისძიების მიზნით _ გაიცინა და მერე ლოყაზე ჩამოუსვა ხელი _მჭადი მე გავაკეთე და შენ როგორ დაისვარე _მეორეს მე გავაკეთებ ... აგერ ნახავ თუ არ გამომივა , მაგრამ შენ იმხელა ხელები გაქვს კი ავსებს ამ ტაფას _დააბრალა ახლა ხელებს ... _ნუ დამცინი _თქო _ჩაი გინდა თუ სხვა რამე _ჩაი ... მგონი ჩაი უფრო მოუხდება. ბუხარი დაანთე? _ნწ...დამეზარა _იქეთ რომ გავალთ უნდა გავიყინო? _შეგცივდება და გაგათბობ _წინასაწარ გათვალე? _მთელი თვეა ჩემი ცოლი ხარ და სანამ არ გაიყინე გვერდით არ მომიწექი ... შენზე სიცივე კარგად მოქმედებს _გახალისდა ბატონი დუდა ... გადავაბრუნებ თორემ დაიწვება _არც გაბედო. ასე ხელს დაიწვავ... ტაფა უნდა ასწიო თან _აუუ რა რთულიაა ... აღარ გავაკეთებ მეტჯერ. ეგრე მე თითებს დავიწვავ. პატარებს გავაკეთებ ხოლმე . ფორმასც მივცემ და მარტივადაც დავდებ _რა მარტივად უყურებ ყველაფერს და თან რა უცებ ნებდები ...ასეთს არ გიცნობ ნუცი _ღმერთო სანამ მოვკლავ ამ დანით გაჩუმდეს _ღმერთო არაფეის კეთება იცის და არ აღიარებს რა ჩემი ბრალია _ძალიან კარგადაც ვიცი... უბრალოდ სოფლის სამზარეულოს არ ვიცნობ და ეს ქართული კერძები არც ისე მარტივია _შენ ღომი და ელარჯიც არ გეცოდინება ხო? _ელარჯი მიყვარს, მაგრამ გაკეთების აზრზე არ ვარ. შენ ეგეც იცი? _არა მე ეგეთი კულინარიც არ ვარ, მაგრამ თუ გინდა გასწავლი. ჩვენს გვერდით მაკრინე ბიცოლა ცხოვრობს, მეგრელია და უგემრიელეს ელარჯს აკეთებს, საერთლდ ყველაფერს გემრიელს აკეთებდა ხოლმე . შვილები ჩვენზე დიდები ჰყავს იმათ რომ უკეთებდა ხოლმე ჩვენც გვეძახდა თუ ეზოში დაგვინახავდა. მერე რომ გავიზარდე აღარ მივდიოდი, მოწყალებასავით ვხედავდი ყველაფერს . რაღაც გარდატეხის ასაკში შეხედულებები შემეცვალა არადა რა იყო ცუდი ამაში , ქალს ვეცოდებოდით და მართალიც იყო , მაგრამ მეზიზღება ეს სიბრალული. _შენ რას გრძნობ ახლა იმათ მიმართ ვისაც ეხმარები არა სიბრალულს...არ ვციი რას, მაგრამ სიბრალულის გამო არ ვეხმარები . არც უმაქნისებს ვაძლევ ფულს ... მე შანსს ვაძლვ მხოლოდ უკეთ ცხოვრების შანსს . სულ მცირე ბიძგს რომ მოერიონ სიზარმაცეს და შიმშილმა არ შეუშალოს სწავლაში ან საყვარელი საქმის კეთებაში. როცა გებრალება მძიმდები , გინდა უბრალოდ ის რამდენიმე წამი შეუმსუბუქო და მე ასე არ ვარ _მე არ ვიცი როგორ არ უნდა გადავლვეთო სობრალულის ზღვაი ან საერთოდ სად არის ეგ ზღვარი. არ მიფიქრია ამაზე არასდროს. _ქუჩაში ხელგაწვდილ მათხოვარს რომ ხედავ ხომ გებრალება ... ნაგვის ბუნკერში ჩამძვრალი ადამიანი გინახავს? სხვის გადაყრილში რომ ეძებს საჭმელს, ტანსაცმელს და რაიმე გამოსადეგს. შენ საერთოდ გარეუბნებში ყოფილხარ? ან მსტროთი გიმგზავრია? სამრშუტო ტაქსით გივლია? _არა ... ტაქსით დავდივარ ხოლმე ან მძღოლს დავყავდი ან საკუთარი მანქანით _ადამიანთა სახეებს იქ დაინახავ...მდიდრები თითქლს ერთნაირები არიან . ათიდან სამს მაინც ერთნაირი სუნამო ასხია და ერთი ფირმის ფეხსაცმელი აცვია . ერთნაირი სტილი აქვს და საერთოდ იდენტურები არიან. მეტროში კი ყველანაირი ადამიანი ირევა . ყველა სხვადასხვა პრობლემითაა, სხვადასხვა განწყობით...იქ ათასი ფერია. წიგნივითაა თუ დრო გაქვს და გინდა ყველაფერი დაივიწყო შეხვიდე დაჯდე და უყურო ხალხს რომელიც შენს ირგვლივაა _დღემდე დადიხარ მეტროთი? _ბოლოს მგონი შვიდი თუ რვა თვის წონ ვიყავი სამწუხაროდ დრო აღარ მქონდა . წელიწადში რამდენჯერმე ვიცლი ხოლმე. ოთხი ხუთი წლის წინ კი ხხშირად დავდიოდი ძალიან. _შეიძლება შევიშალო ... მგონია ახლა სულ სხვა სამყაროს ვეცნობი და აქამდე სხვა პლანეტაზე ვცხოვრობდი _თქვენ ყოველთვის სხვა პლანეტაზე ხართ... მდიდრებისთვის გაკოტრებაც კი იმაზე მეტი შეაძლებლობაა ვიდრე უბრალო ადამიანის ფუფუნება... საერთოდ ღარიბი უფრო მარტივად ბედნიერდება ...მაშინ უფრო ხშირად ვიყავი ბედნიერი. როცა არაფერი გაქვს კარადაში სადღაც ჩავარდნილი თბილი წინდაც გახარებს ... შენ ? შენ რა გაბედნიერებს ნუცა ... მე გეტყვი გინდა? სულ რთული რამე გაბედნიერებს , ანდაც უფრო გახალისებს. მე არ მგონია ჯერ შენი გაბედნიერება მომეხერხებინა . უბრალიდ გახარებ ... შენ რაღაც დიდი და უცნაური გინდა და სულ ასე იქნება. ახლა მე გაინტერესებ, გადაწყვიტე რომ ასე გაერთობი , დროს სასიამოვნოდ გაიყვან და ჩემი წარსულიდან მაინც იპოვნი ლაქებს... _ასე არ არის მე ... ხო თანდათან მიძნელდება გართობა , მაგრამ აქ არ ვარ მაგიტომ _არ გინდა... მე არასდროს არაფრის მრხხვენია რაც კი გამიმეთებია და გამომივლია. ჩემი ცხოვრება მთლიანად ლაქაა ერთი დიდი შავი ლაქა რომელიც ხან მფარავს ხანაც პატატავდება, მშორდება , მაგრამ მაინც არის და სიცოცხლის ბოლომდე იქნება _ტყუილია... შენ ლაქა აარ გაქვს . შენ _მზადაა ჩვენი მჭადი ... ვჭამოთ და მერე ბუხარსაც დავანთებ _თემა შეცვალა და სუფრის მომზადებაზე გადართო ნუცაც . *^*^*^*^ დილით მამლის ხმამ გააღვიძა ,ნორმალურად გათენებულიც არ იყო . დუდას სხეულის პოვნა სცადა , მაგრამ არ გამოუვიდა. თვალები გაახილა და ზურგით მდგომს გაუსწორა მზერა _რომელი საათია სად გეჩქარებოდა _სოფლის ცხოვრებას ვიხსენებ... ამ დროს ყველას ღვიძავს უკვე . ჩაიცვი და გამოდი _სად მივდივართ? იმედია ცხვრებს არ გამადენინებ _არ ჰყავთ აქ ცხვრების ფარა ...ძროხებს გაჩვენებ. გინახავს ? _ნუ დამცინი რა... სწრაფად დაიწყო ჩაცმა. თმმები დაიწნა და მერე თავშალი მოიხვია. საკმაოდ ციოდა ამიტომ თბილად უნდა ყოფილიყო. გარეთ რომ გავიდა მაშინვე შემოიხვია ჟაკეტი სხეულზე და დუდასკენ გაიქცა _ვიყინებიი რატომაა ასეთი სიცივე _შემოდგომის მიწურულს როგორ იქნება სითბო ნუციკო ... წამოდი ქუჩაში გავისეირნოთ _არავისთან მივალთ? ასე უბრალოდ ქუჩაში ვივლით ამ დროს? _დამშვიდდი ... იქეთ ტყეა ხედავ? _იქ მივდივართ? შორიაა _იმ ტყეში ძალიან ბევრი სოკო იყო ყოველთვის... ბავშვებთან ერთად დავდიოდი და კალათს ვავსებდით . ტყეში ბევრი იკარგებოდა მე კი ყველაფერი ზეპირად ვიცოდი იქედან სკოლაშიც კი მივდიოდი მოკლე გზით როცა ძალიან მაგვიანდებოდა. ზამთარში ფიჩხი მომქონდა და იმით ვთბებოდით . მეზობელსაც ვეხმარებოდი და მერე ხარს მთხოვნიდა და ურემს...შენ საერთოდ ურემი იცი რეალურად როგორია? _შენ წარმოიდგინე ვიცი, მაგრამ არასდროს მიმგზავრია ურმით _ოო ღმერთო ჩემოო ... არ მჯერა _ დუდაა _ სიცილი ვერ შეიკავა . მხარზე ხელი მიარტყა და მერე ჩაეხუტა _მცივაა ... აქ ძალიან დიდი ტალახია და ძროხის ფეკალიები _არ გამაგიჟო სოფლის ორღობეში სად იპოვნე _ფრთხილად იყავი არ გამაბრაზო თორემ წაიქცევი და ჩავარდები ამ ტალახში გზაში მიდიოდნენ ისევ , დუდა აწვალებდა ის კი ჯუჯღუნებდა. ეზოებში ხალხი იყო . ძროხების , თხების, ბატების ყველაფრის ხმა ისმოდა სოფელი იღვიძებდა . ერთ_ერთი ჭიშკარი რომ გაიღო ეზოდან უზარმაზარი ძაღლი ყეფით გამოვარდა და მათკენ გაიქცა . ნუცამ გააზრებაც ვერ მოასწრო უბრალოდ კივილი წასკდა მერე უცებ ჰაერში აღმოჩნდა და დუდას ზურგს უკან აღმოჩნდა . თვალებზე ხელები ჰქონდა აფარებული და კიოდა _დუდაა ... დუდაა _ უცებ იფიქრა რომ ძაღლმა დაკბინა ბიჭი და მაისურში წვდა _დამშვიდდი ნუც დამშვიდდი კარგად ვარ შეხედე ... _ის ... არ გიკბინა? რას აკეთებს...კუდს რას უშვება_ზურგიდან ჩაეხუტა და ისე უყურებდა ძაღლს _გამოეცალე არ გიკვინოს აცრილიც არ იქნება ... დუდაა _კარგიი რაა ...ნახე რა საყვარელი ძაღლია _თავზე გადაუსვა ხელი და მერე ნუცას მოხვია მკლავები. ეზოდან მოხუცი კაცი გამოვიდა ხელში ჯოხი ეჭირა და ისე მოდიოდა წყვილისაკენ . თან ბიწს უყურებდა და ცდილობდა მისი სახის გახსენებას _ვისთან ხართ ბაბუ... ძაღლის არ შეგეშინდეთ . უცხოებს უყეფს ხოლმე ... _თევდორე პაპა როგორ ხარ ... _რომელი ხარ შვილო ... დავბერდი მახსოვრობაც დამეკარგა მგონია . არადა მეზობლის ბალღებს კარგად ვიცნობ ... შენც მეცნობი თითქოს მინახავხარ სადღაც _დუდა ვარ ბაბუ _დუდა? ჩვენი დუდა ხარ ბიჭო შენა? მოიცა ერთი შემოგხედო როგორ შეცვლილხარ ... დაკაცებულხარ . ხომ ვეუბნებოდი შენს სალახანა მამას დრო გავა და ამ ბიჭისგან კაცი დადგება_თქო . შენ გენაცვალე როგორ გამიხარდა ნეტავ იცოდე ... ახლაცანს გახსენებდა ჩემი ქალი თურმე ჩამოსული ყოფილაო და ნეტავ მენახაო ... _ მოხუცმა ხელები დაუკოცნა . დუდაც მოეხვია _ხომ შემოხვალთ ... ეს ლამაზი გოგო ვინ არის ცოლი გყავს უკვე? იფ იფ რა კარგი გოგია ყოჩაღ , ყოჩაღ ბაბუ შენ _თევდორე პაპა სხვა დროს შემოგივლით ... რამდენიმე დღით ვრჩებით მე და ნუცა _ნუცა გქვია ბაბუკო? იცი შენ ამის დიდ ბებიასაც ნუცა რომ ერქვა? იცი რა ქალი იყო? _მართლა? არ ვიცოდი ... _ეგ მეც არ მახსოვდა ... ბებიას ბებიის დას ერქვა ნუცა მგონი ხო? _ბაბუაშენის დეიდას ერქვა ... ეგ როგორ დაგავიწყდა არ გიყვებოდი ბავშვობაში მიყვარდა_თქვა? ოღონდ ჩუ ჩემ ქალს არ უთხრათ თორემ საფლავშიც არ გააჩერებს იმ ცხონებულს ...სახლში შემოდით ახლა. ძროხებს მერე გავდენი ტყეში. ვისაუზმოთ , ტყის ჩაი და კარგი ხაჭაპური გვაქ მოხარშულ დედალთან ერთად თუ გვიკადრებ დუდა ბატონო _თევდორე ბაბუ მოდი ჯერ საქონელს მივხედოთ... თან გიჟდება ნუცა ისე აინტერესებს სოფლის ცხოვრება გზაში მომიყევით რა ხდება სოფელში და მერე ვისაუზმოთ _რას ამბობ შე კაცო ამ სტუმარ გოგოს ძროხები ვამწყესინო? შენც პატარა ბავშვი ხომ აღარ ხარ ჯოხით ხელში რომ გაგიშვა ტყეში _გახსოვთ ის ძროხა? რა ერქვა? ჭრელი რომ იყო სულ წითელი და თეთრი ლაქებით ... სულ ტყეში რომ რჩებოდა და იკარგებოდა _მაგას რა დამავიწყებს ... რა სულელი ცხოველია მაინც. ან საად რჩებოდა ან შენ რანაირად ნახულიბდი შე მაღვალაკო რო გადავატრიალებდით ყველაფერს მოხვიდოდი შენ გავარდებოდი სადღაც და მოგყავდა _მეზობლის ხართან დადიოდა ეგ რომ იცოდე _კაიი არ გადამრიო ვისთან ბიჭო ნუცა ჯერ სერიოზულად უსმენდა და მერე რომ გაიაზრა ამ ყველაფერს შუა ქუჩაში ტალახში ამოსვრილი დუდა ელაპარაკებოდა მოხუცს და თან ძროხებს კარს უღებდნენ სიცილი წასკდა. ძლივს გააკონტროლა ხმა , მერე ერთიანად რომ გამოცვივდნენ ბღავილით საქონლები უცებ დაიხია უკან და დუდას მიეკრა _ნუ გეშინია მაგათ იციან თავიანთი გზა და შენთან არ მოვლენ ... _აი ხომ ხედავ შეაშინე გოგო...აშკარად არაა სოფლელი და რას დაატარებ ორღობეში ბიჭო არაგცხვენია? _ეს ისეთი ყოჩაღი მყავს მარტოც მწყევსავს ... ჯოხი უნდა მხოლოდ _ მოხუცს ჯოხი გამოართვა და ნუცას მიაჩეჩა _ მიდი ნუც არ მოგერიდოს... ეცადე ჩიხში არ გადაუხვიონ და ვინმეს ეზოში არ შევიდნენ ან არ ეჩხუბონ მეზობლის ძროხებს _აბა თავისით წავლენო? _მიდიან კიდეც ...უბრალოდ მიმართულების მიცემაც უნდა ზოგს დუდას ოინებს ხვდებოდა და მაინც არ ეწინააღმდეგებოდა . მედგრად ხვდებოდა ბარიერებს . ძროხებმა ცხუბი რომ დაიწყეს აი მანდ მართლა კივილი დაიწყო და ლამის ზედ შეახტა დუდას _ვაიმეე ...ვაიმე ახლა დამეჯახება და რქაზე წამომაცვამს. როგორი გაგიჟებულები არიან რა აჩხუბებთ _ხარი ვერ გაიყვეს როგორც ჩანს ... ქალების ამბავია აქაც _განგებ მიკეთებ ხომ? გინდა გთხოვო ქალაქში დამაბრუნო ხო? _გაკოტრების შემთხვევაში ძროხებს ვიყიდი და ფერმას გავაკეთებთ. მოსამსახურეს ვერ ავიყვანთ და ხომ უნდა იცოდე რამე , მოწველას მაინც ვერ შეძლებ და _ვითომ რატომ ვერ შევძლებ და საერთოდაც ... შესანიშნავად გამომივა მე ყველაფერი უბრალოდ უნდა მასწავლო _კარგი რახან არ იშლი საღამოს ძროხის ცურზე თამაშს გასწავლი ისე რომ რძე მიიღო _სანამ ჩუმად ბაასობდნენ კაცმა გააზავა ძროხები და შემდეგ ისევ სვლა განაგრძეს _შენ არ გეცოდინება შვილო რა ოქროს ბიჭია დუდა...ალბათ ახალი დაქორწინებულები ხართ და ბევრი არაფერი იცით ერთმანეთზე ... ეს ისეთი ბიჭია სულ უნდა მოუფრთხილდე და გვერდიდან არ მოიშორო _აჭარბებთ თოვდორე პაპა _არაფერსაც არ ვაჭარბებ...გგონია ვერ გავიგე ჩუმ ჩუმად რა ამბებსაც აკეთებ მთელი სოფლისთვის ? გამსაუთრებით ჩვენთვის _მე არც კი ჩამოვსულვარ ამდენი წელია რაღაც _გამოვტეხე ჩვენი ახალგაზრდა გამგებელი ... მითხრა შენ რომ უფინანსებ სწავლის ხარჯებს ღოღობერიძის ბიჭებს . ამათ კიდე ჰგონიათ სოფლის გამგეობა ეხმარება არიფები არიან ...როდის იყო ქვეყანა ფულს იმეტებდა მასეთი ბავშვებისთვის . ისე ვავიგე და მართლა კარგად სწავლობენ ორივენი _კიდევ ვის უთხარით ეგ ...მე უბრალოდ მაგათ მამას ვიცნობდი ხომ იცით როგორ ვაფასებდი და _კაი ერთი თუ კაცი ხარ მე კი მოვხუცდი მარა მასეც არ დავშტერებულვარ...სულ არ იცნობდი შენ ოლიას სახლი რომ გადაეწვათ მთლად და ახალი ოუშენე იმაზე უკეთესი რაც ჰქონდა . შენი სახელი არ იცის მარა რასაც იგი ილოცება იმის ნახევარი რო მოგივიდეს გეყოფა დამიჯერე _თქვენ დეტექტივი გამხდარხართ პენსიაზე გასვლის შემდეგ _მილიციელს რა შეცვლის ბიძიკო...ახლა კი ამბობენ ძველი მილიციელი სხვა არიო და ახალი სხვაო , მაგრამ მე და შენ ხო ვიცით რომ არაა მაგი ამბავი მასე _ეგ ამბები ხომ ექვემდებარება კომფოდენციალურ საიდუმლოს _მე არ ვიტყვი მარა შენ რატო არ ამბობ მაგი ვერ გავიგე სიმართლე გითხრა _ხომ იცი ბავშვობაშიც არ მიყვარდა მადლობებს რომ მიხდიდნენ და ვინმე თვლიდა რომ ჩემი ვალი ჰქონდა. შენ არ იცი , მაგრამ ნინიას მდუღარე რომ გადაესხა და დაიწვა ოლიამ მოუტანა მალამოები . იცი შენ ჩემებს არ ელაპარაკებოდა და მერე ნინია დამყავდა მასთან სახლში სანამ ბოლომდე არ გაუქრა დამწვრობის კვალი . ამ ქუჩაში არავინაა ისეთი ბოროტი გული რომ ჰქონდეს და თუ შევძლებ სულ ცოტას მაინც გავახარებ ნუცა წინ მიდიოდა ისევ ჯოხი ეჭირა და საქმეს ასრულებდა , თან დუდას მშვიდ ხმაში შერეული ემოციებს უსმენდა და გულისცემა ეცვლებოდა. უყვარდა ასე გულწრფელად და ბუნებრივად რომ საუბრობა სრულიად მშვიდი ეჩვენებოდა ან დროს . უკან არ შებრუნებულა, მათ დიალოგში არ ჩარეულა სანამ მოხუცმა არ გაუბა საუბარი ძროხები რომ დატოვეს და უკან დაბრუნდნენ გზად რამდენიმე ადამიანს მიესალმნენ ყველა აკვირდებოდა ახალ სახეებს და ჩუმად ლაპარაკობდნენ. ზოგი ცბობდა დუდას ზოგიც ვერ იხსენებდა ანდაც საერთოდ არ იცნობდა ჯანდიერს. ბოლოს სახლამდეც მივიდნენ მოხუცს დაჰპირდა და უარს ვერ ეტყოდა მიპატიჟებაზე _შევიდეთ ხო? ცოტა ხანს დავრჩეთ დიასახლისს ვნახავ და წავიდეთ _არ არის პრობლემა და ნუ მელაპარაკები ასე მგლის ბუნაგში ხო არ შეგყავარ ... მთის ჩაი რატომ გამოკვეთა გიყვარდა ბავშვობაში? _მე და ჩემი მეგობრები დავდიოდით ტყეში . ტომრებს ვავსებდით და მერე მეზობლებსაც ვურიგებდით ხოლმე იმათ ვისაც მაღლა ასვლა არ შეეძლო ეზოში რომ შევიდნენ მოხუცი ეზოში დამონტაჟებული ონკანისკენ წავიდა. ხელები დაიბანეს. ნიცას თითები ისე ჰქონდა გაყინული და გაჩაჩხული დუდამ დასცინა და მის მსგავსად გაშალა თითები _ცუდო_ წყლის წვეთები შეასხა . დუდა ჩაეხუტა . თავზე აკოცა და მერე ხელები გაუთბო _თედოოო სად ხარ კაცო ამდენ ხანს ... გავაწყვე სუფრა. ეს ბავშვები ვინ არიან _მზიკოო როგორ გაჭაღარავებულხარ ესაა მე არ დავბერდებიო რა დაგმართნია ბები _დუდაა ? მართლა შენ ხარ ბიჭოო? ჩემი დუდაა ... ჩემი ოქროს ბიჭი _ ქალი ისე ჩაეხუტა თავი ვერ დაიხსნა . ისიც გაბადრული იდგა დაბალი პუტკუნა ქალის წინ . წელში მლიკეცა და ისე ეხვეოდა _კარგი ქალო ნუ შეჭამე შეხედე რამხელაა ბავშვი კი აღარაა ცოლი ჰყავს რას იფიქრებს ეს გოგო _ვინო? ცოლიოო? რა დროს შენი ცოლი იყო ბიჭო... ცოლი უჩემოდ მოიყვანე? ისე რომ მე არ შემამოწმებინე? _ყურში წვდა და მოქაჩა _მზიკოო ორი დღის წინ გამომყვა ხელიც არ მოგვიწერია ჯერ და რანაირად მეჩვენებინა ... _ხოო? გაიწიე მაჩვენე ერთი ვინ მოიყვანე ... იმედია ვიღაც სვეწკი ყავაწრუპია ვაკელი არაა _ჰე დაიწყო ახლა ნეტა შენ ვინ გკითხავს ... უყვარს და მოიყვანა _შენ გაჩუმდი ... მოდი შვილო აქეთ ამდენი სიარული სად შემიძლია ახლოდან დაგინახო _ნუუც მოდიი ... ცოტა სუსტია , მაგრამ ბევრს ვაჭმევ და გავასუქებ _ეგ არაფერია ... როგორი ლამაზი და თვალებხატულაა ... იფ იფ იფ რა კარგი ხარ _ ნუცა დაატრიალა მერე ხელი ჩაკიდა და აკოცა _გაყინულა გოგო...წამოდი სახლში შევიდეთ. ფეჩი აგიზგიზებულია უცებ გათბები. ბადრიჯანს გავაკეთებ ახლა მე ... ნიგოზში ჩემ ბიჭს რომ უყვარს ისეთს . შენც ბევრი უნდა ჭამო ხომ ხედავ როგორი ჯანიანი ქმარი გყავს ძალა თუ არ დაგრჩა შვილი კაცი ცოლად რომ მოგიყვანს მერე კი აღარ მოგასვენებს _გეყოფა ქალო ნუ გადარიე გოგო... წადი მიხედე საქმეს და მერე ილაპარაკე _მოდი ქურთუკი მომეცი და ღუმელთან მიდი _ დუდა სიცილს ვერ იკავებდა ნუცა ისეთი სახით უყურებდა ქალს. _უნდა გამასუქო? სერიოზულად? _აქ მოდაში ფუმფულა ქალებია... ხელში უნდა გხვდებოდეს საწოლში და გათბობდეს შენ კი არ უნდა ათბობდე _ანუ გინდა რომ გავსუქდე ... _ჩუ მზიკო არ გამიბრაზო ... მზიკოო მართლა შემიწვავ ბადრიჯანს? იცი როგორ მომენატრა? გეფიცები შენნაირს ვერავინ აკეთებს _გავაკეთებ ჩემო ბიჭო აბა რას ვიზამ ... ასე უნდა დაკარგვა ? არ გრცხვენია ? დადიხარ ახლა რესტორნებში და დაივიწყე შენი მზიკო ... ნიგოზს რომ ვპარავდი გრიშას მაშინ ხომ ვიყავი კარგი მზიკო ... შე მოღალატე . ადრეც იყავი და არ მოხვედი ჩემთან _შენ რატომ არ ჩამოხვედი მე ხომ დაგიტოვეთ მისამართი და ერთხელ არ ჩამოხვედი _ძლივს დავდივარ ბიჭო ვერ მიყურებ? დავბერდი ხო ხედავ ... ხან წნევა მაქ, დიაბეტიო ესაო ისაო ამ ექიმებს ხომ ვერაფერს გაუგებ. იმ ჩემმა რძალმა მოკიდა ჩემ შტერ ბიწს ხელი ბავშვებიც თან წაიყვანა და ჩემგან რძე, ყველი, ხორცი, ხილი და სოფლის ნობათი უნდა . ვაი ჩემი ბავშვები არ ჰყავდეს იმას ვაჭმევდი ცეცხლს და ნავთს_ ილანძღებოდა და თან ბადრიჯანს ჭრიდა. ჩვეულ ფორმაში იყო. დუდა სამზარეულოს მაგიდას მიეყრდნო და ისე უსმენდა. მერე ნუცაც მივიდა და გვერდით დაუდგა _მოგეხმაროთ? _არა დედა მეტჯერ აღარ შევცდები რამდენი ახალი რძალი შემოვიდა ამ სამზარეულოში იმდენმა რაღაც გატეხა, დაწვა და გაჭრა _კარგი რა მზიკო ჩემ ცოლს ვის ადარებ არ გრცხვენია? ჩემი მადა მაინც არ იცოდე _რავა იცის გემრიელი საჭმლების კეთება? იცი გოგონი? დავიჯერო ლამაზიც ხარ და ჭკვიანიც? ყოჩაღ შენ ... მოდი აქეთ დაჯექი და მომიყევი აბა კიდე რა იცი...სად სწავლობ . როგორ მოაწონე ჩემს ლამაზ ბიჭს თავი ეს მთელს სოფელს მოსწონდა , მაგრამ ამას არასდროს არავინ მოსწონებია რომ შეკრავდა წარბებს ვერავინ ელაპარაკებოდა. ჩემთან მოდიოდნენ ბავშვები ვინ რაში მეხმარებოდა რამე რომ მეთქვა აღარც ვიცი _მზიკოო მყიდდი ხო? _აბა მარტო რას დავკრეფდი ამდენ ყურძენს ...ათასი საქმეა სოფელში. დუდა რომ მოვიდოდა მერე სხვებსაც უცებ მოუნდებოდათ დახმარება _ვაიმეე ახლა მოვკვდენი_ ნუცამ ამდენ ხნიანი დუმილის შემდეგ თავი ვეღარ შეიკავა და იხეთქა. ისე იიცნოდა სავარაუდოდ საყვარელი რძლის სტატუსს დაკარგავდა , მაგრამ მზად იყო. დუდად კოსერში ჩამალა თავი და ისე ფხუკინება _მიშველე ვეღარ ...ვეღარ ვჩერდები _ნუ გადამირიე ქალი ... წყალი დალიე აჰა _რა კაი სიცილი გცოდნია ალბათ პირველად რომ გნახა მასე გაიცინე _მზიკოო ნუ ხარ წუნკალი _არაა პირველად რომ ვნახე ვტიროდი... ისე შემეშინდა რომ დავინახე მეგონა გული გამისკდებოდა . მერე თვალები რომ გაახილა და მომანათა თავისი ბრიალა ტვალები ვიფიქრე მეცემა და დამახრჩობს_თქო _ გაუაზრებლად დაიწყო მოყოლა . შემდეგ მზიკოს ემოციები მოაწვა. ხან რას აკეთებდნენ ხან რას შემდეგ კი დასხდნენ და საუზმობა დაიწყეს. ნუცამ იმდენი რამე ჭამა ლამის თითებიც მიაყოლა. მზიკო ნამდვილად საოცარი მზარეული აღმოჩნდა. _მომაქციე ყურადღება თორემ მზიკოსთან დაგტოვებ _ეგ დალიე და გაჩუმდი . მიყვება თავის სიყვარულის ისტორიას_ჩუმად ელაპარაკებოდა და მერე ისევ მზიას მიუბრუნდა _მზიკოო ეს მწნილი უგემრიელესია... როგორ აკეთებ მომიყვები? _მოგიყვები ...მოგიყვები აბა რას ვიზამ _ უცებ წამოდგა და თედოს გვერდით მჯდომ დუდას დააცხრა თავს. ბიჭს ჭიქა ეჭირა ხელში და ლამის ღვინო გადასცდა ყურში რომ წვდა ქალი _ ცოტა რომ კოგეთმინა და ქორწილის მერე გექნა მოკვდებოდი ხო? შე მაიმუნო ბიჭო გამოშტერე გოგო დააფეხმძიმე და ახლა აცმევ თეთრ კაბას? _არა არა...ვაიმე არ ვარ ფეხმძიმედ . არ ვარ საერთოდ ოდნავადაც არ ვარ ფეხმძიმედ გამორიცხულია . გუშინ ჩამოვედით სოფელში აბა რანაირად ... უბრალოდ ძალიან გემრიელია ყველაფერი და დიდი ხანია ასე კარგად არ მიჭამია _ ნუცა უცებ წამოვარდა და დუდას უშველა _სულ გადაირია ქალო სად გაგონილა ამხელა კაცს ყურში წვდე...რომელი საუკუნეა შენ კი ბერდები , მაგრამ აღარაა ახლა ეგ დრო . _არ ტკივა ამას და შენ ჩუ ვერ ხედავ როგორ იცინის? _მზიკო გამაბრაზე ... გული მატკინე. არ გეკადრებოდა შენ ეს ქცევა . წამოდი ცოლო მე გასწავლი როგორ მზადდება ყველა მისი რეცეპტი ვიცი ზეპირად _სად მიდიხარ ბიჭო ჯერ... მაყვალასთან მიხვალ ხო? _მაყვალა ყურს არ ამიწევს _გამღერებს და ეგ იქნება ... ყველამ სიმღერა არ ვიცით . კრუხი ეგ ზის და უკრავს სულ . ქმარი გააქცია და ყველა...მეზობლის მამალსაც არ აჩერებს ეზოში _ დაიწყოო ისევ ... _თედომ ჩაილაპარაკა და კიდევ ერთი ჭიქა დაცალა _ თქვენ გაგიმარჯოთ გვრიტებო _მართლა უნდა წავიდეთ ... რამდენიმე დღით ვართ სულ . კიდევ გადმოვალ მერე ახლა წასვლის დროა _კარგი ხო ... მიდი წადი . მერე გნახავ კიდე .... ქუჩაში მიდიოდნენ . ჯერ ჩუმად იყვნენ მერე ნუცამ ისევ სიცილი დაიწყო. ტალახში ისე მოაბიჯებდა თითქოს მინდორზე დახტოდა . უკან შებრუნდა და ისე განაგრძო სვლა _სასწაული ქალია ... მე მეგონა ჩემს გრძნობებს სცემდი პატივს და თურმე მთვრალს იმიტომ არ მეფერებოდი რომ მზიკო გეჩვენებოდა _არანორმალურო _ თავი გააქნია და წარბები შეკრა _კიდევ კარგი არ უთხარი რომ არ გიყვარვარ თორემ ნაწილ ნაწილ აგკუწავდა და სადმე ხევში გადაგაგდებდა _ძალიანაც მიყვარხარ მე შენ უბრალოდ შენ გინდა მეტი თორემ მე ვინ მეზიზღება ? არც არავინ _უცებ გამოასწორა და მერე ნორმალურად განაგრძო სიარული_ახლა სად მივდივართ? _იმ გოგოსთან შენ რომ იეჭვიანე... _იმათ არ მაჩვენებ ვისაც უყვარდი? _არავის ვუყვარდი ... გარდატეხის ასაკში ჩვევიათ გოგონებს ზედმეტი ემოციურობა _გამორიცხულია ვიღაც იქნებოდა ვისაც ნამდვილად უყვარდი... ბავშბებთან ასე ხო არ მივალთ _შედი სახლში ცალკე რომ დევს ტკბილეულის პარკი ის წამოიღე და გამოდი _ოოუფ მეზარება ამ ფეხსაცმლით ვერსად შევალ _ყველაფერი გეზარება მოკლედ რაა _მგონი ჩვენი ერთად ცხოვრება იმით დასრულდება რომ შენ გადამიყვარებ და მე შეგიყვარებ _სერიოზულად? _დიახ სერიოზულად _და რატომ შეგიყვარდები იმაზე ჩვეულებრივი რომ ვარ ვიდრე გეგონე? სოფლის სახლში ცხოვრება რომ შემიძლია და ერთ ორ ადამიანს ჩემი ქონების მეათასედ ნაწილს ვუთმობ რომ იცოცხლონ ისწავლონ ან არ ვიცი კიდევ რა... _რამ გაგაბრაზა რა ვთქვი ახლა ისეთი _მაინც არ მესმის აქ რატომ მოინდომე დარჩენა _კარგად რომ ვარ ვერ ხედავ? ვგრძნობდი რომ მომეწონებოდა ამ ემოციების მიღება და საერთოდაც მე მომწონს ეს დუდა ჯანდიერი . ჩვეულებრივი მხიარული , ბავშვივით თავისუფალი და გულწრფელი დუდა ჯანდიერი რომელსაც არც უამრავი საქმე აქვს, არც ათასობით თანამშრომელი ჰყავს, არც ვინმეს უბღვერს და არც მდუმარე ხელმწიფეს ჰგავს ... წამოდი ახლა ყოველ დღე ნუ მეტყვი აქ რატომ ვართო . საერთოდაც აქ ხშირად უნდა იარო და აჩვენო ამ ხალხს რომ გაბღენძილი მდიდარი არ გახდი _ ხელი ჩაკიდა და წინ წავიდა. *^*^*^*^*^*^ ისევ კარის წინ იდგა . ეს იყო მისი ბოლო ნაბიჯი რომელიც ყველაფერს დაალაგებდა . სულ რამდენიმე წუთი და უკვე ღია იყო კარი , ზღურბლზე კი დაბნეული გოგონა იდგა . მღვრიე ლურჯი თვალებითა და შეკრული სუნთქვით . მზერა კი მაშოს მუცლისკენ გაურბოდა და ისიც უშედეგოდ იფარებდა აცახცახებულ თითებს _მაშო _გამარჯობა ლილე ... შეიძლება შემოვიდე ? _ უცებ ჩაისუნთქა და უდარდელი გამომეტყველება მიიღო. იღიმოდა და გოგოს ისე უცქერდა _ რა თქმა უნდა , როგორ გაიგე რომ ჩამოვედი _მარტივად , დათუნა მთელს ღამეს ამ ფანჯრების წინ ატარებს და მერე ხერხემალი სტკივა _ ფანჯრიდან გადაიხედა და ქურთუკი გაიხადა _მაშო მე წარმოდგენა არ მაქვს რას გულისხობ. ბოლოს მარიამის ამბის დროს ვნახე ... უბრალოდ მის გამო ვღელავდი. რამდენჯერმე მომწერა ეგ იყო და ეგ _შეგიძლია წყალი მომიტანო? _დივანზე ჩამოჯდა და ხელები მუხლებზე დაიწყო. _ახლავე... ხომ კარგად ხარ _ნუ ღელავ ... წონაში მოვიმატე , მაგრამ სერიოზული ცვლილებები არ მაქვს _ისევ გაიცინა და ჭიქა გამოართვა _მადლობა _მაშო მისმინე მე არ _დიდხანს დარჩენა არ შემიძლია ... შენთან საუბარი მინდა . გთხოვ მომისმინე და გულწრფელი იყავი _მე ყოველთვის გულწრფელი ვარ და ხომ იცი არ ვარ ის ქალი სხვის ქმარს რომ ეფლირტაოს... მე დავკარგე დათო და ამას ვერაფერი შეცვლი . ვცდილობ გავაგრძელო ცხოვრება მის გარეშე , რთულია ... ძალიან რთულია _ვიცი, ან არ ვიცი . წარმომიდგენია როგორ გრძნობდი თავს თვეების წინ როდესაც გაიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი და მერე მისი ცოლი გავხდი . სულ მოკლე დროში გახდი უცხო ბიჭისთვის რომელიც შენია ... არ ვიცი დაიჯერებ თუ არა,მაგრამ მე არ მქონდა გეგმა და ის ღამე მხოლოდ ერთი იყო . სხვა მე და მას არაფერი გვაკავშირებდა. ის ძალიან მთვრალი იყო და მე თავი ვერ შევიკავე _დათოს გამართლება რა საჭიროა მაშო ვერ ვხვდები ... მე და ის სწორედ იმიტომ დავშორდით რომ ერთგულებას ითხოვდა მაშინ როდესაც თავად ჰყავდა სხვადასხვა პარტნიორი ... _ასეთია მისი სიყვარული...შენნაირი გოგოსთვის რთული გასაგებია , მაგრამ დამიჯერე დათუნას იმაზე მეტი სიყვარული არ შეუძლია . შენ უყვარხარ ... მე მას წლებია ვიცნობ და არავინ არასდროს ყოფილა მისთვის ისეთი მნიშვნელოვანი როგორც შენ. _ეს აფსურდია ... ის და მე ერთად დიდხანს ვერ ვიქნებოდით. ის ძალიან განსხვავდება ჩემგან და ჩემი შეხედულებებისგან _გგონია მე მომწონს მისი ხასიათი? შენ მასთან ბრძოლა შეგიძლია მე კი აქამდე საერთოდ ვერ ველაპარაკებოდი ნორმალურად... იცი რა? შენ ის არასდროს გიღალატებდა ხორცითაც მისი რომ ყოფილიყავი ... ესაა და ეს. ის ახლა იტანჯება , ვერც კი წარმოიდგენ როგორ იტანჯება . ყველაფრის გამო შენ გამო, ჩემ გამო, ბავშვის . თავისი პრინციპების გამოც კი გიჟდება . საერთოდაც ყველაფერი ბავშვის გამო გააკეთა ... მას მე ოდნავადაც არ ვაინტერესებს. აქამდე უბრალოდ ზურას და ვიყავი ახლა კი ვეზიზღები . მე ვარ მიზეზი რის გამოც დაშორდით. თანაც უბრალოდ მიზეზი კი არა უფსკრული გავხდით მე და ჩემი შვილი _მაშო არ გინდა რა... ვერ ვხვდები აქ რატომ ხარ. შენ მასთან იწექი ... მერე რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. ერთხლე ცუდად რომ გახდი მეც ვღელავდი ... ამ ამბავში დამნაშავე არ არსებობს ან ყველანი ვართ. ფაქტი კი ისაა რომ შენში ახალი სიცოცხლეა ...დათუნას ნაწილს ატარებ . ლილე და დათუნა მორჩა. წარსულს ჩაბარდა თავისი ნათელი და ბნელი დღეებით . მაშომ ისევ დალია წყალი. თავი დახარა და მუცელზე მოისვა თითები. ბავშვიც ვერ ისვენებდა თითქოს გრძნობდა რა ცუდად იყო მაშო. _გახსოვს ? მე გითხარი რომ მიყვარდა...არავისთვის მითქვამს მანამდე. ხმამაღლა არასდროს მითქვამს რომ მიყვარდა, მაგრამ ვიცოდი რომ შენ სხვა იყავი მისთვის . იცი რატომ გითხარი რომ მიყვარდა? იმაზე მეტად რომ შეგეყვარებინა ვიდრე მე მიყვარდა ... მინდოდა გავთავისუფლებულიყავი მისგან. მეგონა თუ ერთად იქნებოდით და დავინახავდი რომ მან თავისი ნახევარი იპოვნა გადავიყვარებდი, მე აღმოვჩნდი ძალიან სუსტი და ვერ მოვერიე საკუთარ გრძობებს. საკუთარ თავთან ბრძოლაში დავმარცხდი და ყველაფერი ავურიე . ქაოსი შევქმენი , მაგრამ ყველაფერი მოგვარდება . ძალიან მარტივია იბრალოდ ნაბიჯი უნდა გადადგა . ვიცი რთული იქნება , მაგრამ მე და ბავშვი წავალთ . აღარასდროს ჩავერევი თქვენს ურთიერთობაში ... დათუნა უშენოდ ...უშენოდ ქრება _შენ წარმოდგენაც არ გაქვს დათოსთვის ვინ ხარ...ამბობ სულერთი ვარო. ამბობ ეს უბრალოდ ჟინის დაკნაყოფილება იყო მისთვის ,მთვრალი იყო და მე შევაცდინეო , ამბობ გავქრები მისი ცხოვრებიდანო და გგონია კარგად იქნება შენ თუ წახვალ? გგონია ჩვენ შორის ჩადექი? არა ეს მე ვცდილობდი სულ შენი კვალი გამექრო . სულ ვცდილობდი უფრო მნიშვნელოვანი ვყოფილიყავი მისთვის ვიდრე შენ . ხო მითხარი რომ გიყვარდა ... მითხარი და მერე ავირიე. სულ ველოდი დღეს როდესაც დათუნა შენთან წამოვიდოდა _არ გესმის... შენ სულ ტყუილად ეჩხუბებოდი ამდენს. ტყუილად ეჭვიანობდი . მე მიყვარდა , მაგრამ აზრადაც არ მომსვლია მასთან ურთიერთობის დაწყება და თქვენი დაშორება ... ასეთი ძნელი დასაჯერებელია? _მახსოვს ერთხელ ხელი მოიტეხე...არ ვიცი როგორ მოახერხე დაეცი თუ რაღაც დაგემართა . ჩემთან იყო , იმ ღამით ჩემთან უნდა დარჩენილიყო . აი იქ ვიყავით , მკოცნიდა რომ დაურეკეს და უთხრეს მაშომ ხელი მოიტეხაო . უბრალოდ ხელი მოიტეხე სხვა არაფერი გჭირდა...საერთოდ არაფერი ის კი ისე გაიქცა აქედან უკან არც მოუხედავს . ვუთხარი თუ წახვალ მეორე შანსი ქორწილამდე არ გექნება_თქო . გაჩერდა , შემონხედა მითხრა ვეცდები ქორწილი მალე იყოსო და შენთან წამოვიდა. ის შენთან არ მოსულა ... დარწუნებული ვარ არც იცი რომ იქ იყო. დილით რომ მოვედით შენს სანახავად სკამზე ეძინა ზურას გვერდით ... მას ყველაფერზე უარის თქმა შეუძლია თუ შენ მოინდომებ. ის უბრალოდ თავის სტერეოტიპებს ვერ აბიჯებს . ვერ იაზრებს რომ ძმაკაცის და უყვარს. შენგან შვილი ეყოლება , მაგრამ მაინც ვერ იაზრებს მისი ტვინი რომ უყვარხარ ! შენ კი საერთოდ არ გაქვს თავდაჯერებულობა ... გეუბნება სულერთი ხარო და შენც იჯერებ ... გეუბნება ვერ გიტანი და გგონია რომ ვერ გიტანს. შენც მისნაირი ხარ სინდისი გაწუხებს რომ სხვის კაცთან იყავი . მე ის მიყვარს, მასაც ჰგონია რომ ვუყვარვარ , ალბათ ვუყვარვარ კიდეც მაგრან ეს სიყვარული არაა საკმარისი. მისი მეორე ნახევარი შენ ხარ. მისი ნაწილიც და არ ვიცი კიდევ რა ... მე კი , მე ვეცდები სხვა შევიყვარო და გავაუფერულო მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში _ის უბრალოდ ზურას გამო ... მე არ. ლილე ასე ვერ წავალ მე აქ ჩემი შეცდომის გამოსასწორებლად მოვედი . შენ უნდა შეურიგდე ...უნდა იცოდე რომ ის სულ შენზე ფიქრობს _სჭირდება რომ ვაპატიო... უნდა ვუთხრა რომ ვაპატიე და შემდეგ დამშვიდდება _აქ მოვედი ... ხვალ სასამართლოა უმდა განვქორწინდეთ . ჩემგამ ვათავისუფლებ და შენ რას მეუბნები არც კი ვიცი ... აქამდე მეგონა რომ უბრალოდ , არა ვიცოდი რომ რთული იქნებოდა და ახლავე არ შეურიგდებოდი, მაგრამ _სასამართლოში საერთოდ არ მოვა ... არ გქონდეს იმის იმედი რომ გაგეყრება. ის შენ არ გაგიშვებს.. ვერ მიხვდება რატომ , მაგრამ არ გაგიშვებს . ჩემზე ნუ ფიქრობ მე უბრალოდ ყოფილი ვარ და მორჩა. ერთ დღეს რომ შეგხვდებით მშვიდად გავჩერდები და შეიძლება ვიჭორაოთ კიდეც _არა ... არ იქნება ისე როგორც შენ ამბობ. მე ვთქვი ის რისი თქმაც მინდიდა და დანარჩენი თავისთავად მოხდება წამოდგა და კარისკენ წავიდა. არეული იყო, დაბნეული და სახლში მისვლამდე გონს არ მოსულა. ნატალია მისაღებში იყო სუფრას შლიდა რომ დაინახა წამსვე შეეგება. ცუდად იყო , ძალიან ცუდად და არაფერი ესმოდა. სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა. ნატოს კივილი გაიგო და მერე ძალა გამოეცალა . ნატოს კივილის ხმა რომ გაიგო ოთახში იყო . იმდენად სწრაფად გაიქცა რომ თითქმის იფრინა. მაშო წაქცეული რომ დაინახა გული გაუჩერდა. ხელში ძლივს აიყვანა გიგასთან ერთად ჩასვა მანქანაში . ნორმალურად ვერაფერს იაზრებდა ხან სახეს უკოცნიდა ხან ხელებს და გამოფხიზლებას სთხოვდა. მერე დერეფანში იდგა და არ ტოკდებოდა. კარს უყურებდა სადაც მაშო შეიყვანეს , მანამ უყურებდა სანამ იქედან ექიმია რ გამოვიდა და არ უთხრა რომ ყველაფერი უბრალოდ სტრესის გამო იყო და პაციენტს დასვენება სჭირდებოდა. გინეკოლოგი მალე გამოვა და დეტალურად მოგაწოდებთ ინფორმაციასო უთხრა და წავიდა. ნაადრევი მშობიარობის თავიდან ასაცილებლად წოლითი რეჟიმი და რამდენიმე წამალი დაუნიშნეს. ისევ გათიშული იყო , თითქოს იქ იყო , მაგრამ სხვაგან დაფრინავდა. ზურა დაინახა , გოგონებიც იქ იყვნენ. სავარძელში დათომ ჩასვა და მანქანისკენ წაიყვამა . ისევ არ ლააპრაკობდა,ა რც სახლში უთქვამს რამე. საბანში გაეხვია და თვალები დახუჭა. დიდი დრო გავიდა ირგვლივ ხმაუირი შეწყდა . სრული სიჩუმე იყო და შემდეგ მისი შეხება იგრძნო. _ყველაფერი კარგად იქნება პატარავ ... შენ ყველაფერს გაუძლებ *^*^*^*^ პროცესი გადაიდო. უნივერსიტეტშიც ვერ დადიოდა ამიტომ მთელი დღე მოწყენილი იყო. ძირითადად საძინებელში იწვა და ფილმებს უყურებდა. მარიამი და ნუცა ხშირად მიდიოდნენ თითქმის მთელ თავისუფალ დროს იქ ატარებდნენ. განქორწინებაზე საუბარი ორივეს აუკრძალა . სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო. სარკის წინ იჯდა და თმის დავარცხნას ცდილობდა . სახეზე კანი საშინლად გამომშრალი ჰქონდა და კრემს ისვამდა. შემდეგ სავარცხალი აიღო და თმაზე დაისვა _რატომ არ ჭამე...ნატომ თქვა მხოლოდ ვაშლი შეჭამა დღესო . ექიმმა ხომ გითხრა კარგად უნდა იკვებოო_დათო ლანგრით ხელში გამოჩნდა . ტუმბოზე დადო და მერე წამლები ამოიღო _ პატარა ბავშვივით რატომ იქცევი _იქნებ არც ისეთი დიდი ვარ ... უბრალოდ არ მშია და მორჩა . წამალი ცოტა ხნის წინ დავლიე და ჯერ არ მინდა . გვიან დავლევ _საწოლზე დაჯდდა და მერე ფრთხილად დაწვა . ფეხზე ჭრელი წინდები ეცვა , ტერფებს ამოძრავებდა . დაუბუჟდა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა _რა გჭირს ... _ფეხი მტკივა ... ვერ ვამოძრავეებ _ ცრემლები წამოუვიდა ისევ ვერ აკონტროლებდა თავს _დამშვიდდი ... გადაგივლის მოიცა _ ფეხი გააშლევინა და მასაჟის გაკეთება დაიწყო_ჩშშ , ცოტა მოითმინე და გაგივლის _აღარ შემიძლია _ასე გტკივა? _შემეშვი ... აღარ მტკივა _ ფეხი მოხარა და წინდის აღება სცადა_ ამასაც ვეღარ ვიცვამ _ისევ ატირდა_პატარა ბავშვივით ვარ _ცოტა დარჩა და მერე ყველაფერს შენ გააკეთებ _ჩაცმა მინდა, მაგრამ არ შემიძლია ... თითქმის 20 კილო მოვიმატე და სარკეში რომ ვიხედები სხვა ვარ. ვერაფერს ვაკეთებ. სასამართლოშიც ვერ მივედი მაინცადამაინც ახლა ვარ ცუდად . ლილეც ვერ დავარწმუნე, ვერაფერს ვაკეთებ. მე ვერაფერს ვაკეთებ არაფერი გამოდის ისე როგორც მინდა და სულ შენი ბრალია. შენ რომ ცოლად არ შეგერთე ყველაფერს მოვაგვარებდი , არაფერი აირეოდა. ბავშვს გავაჩენდი და დასრულდებოდა ... ახლა კი დამოუკიდებლად წინდასაც ვერ ვიცვამ _ ტიროდა და სახეზე ხელებს იფარებდა . მერე დათა ჩაეხუტა _გამიშვი ...არ მჭირდება შენი შეცოდება . რომ ვიმშობიარებ მერე გაგეყრები...სხდომა მაინც ორი თვით გადადეს . ბავშვს რომ გავაჩენ მერე მივხედავ ყველაფერს და შენგან გავთავისუფლდები _ვერა ... ვერ გათავისუფლდები. ასე მარტივად არ გამოდის არც შეყვარება და არც გადაყვარება _თავზე გადაუსვა თითები და მერე ლოყაზე აკოცა _ისუნთქე ... ღრმად ისუნთქე და მოდუნდი _არ შემიძლია ... მე შენთან მშვიდად ვერ ვიქნები. შენთან ვერ ვსუნთქავ. გული მისკდება _თავი მკერდზე მიადო . ხელები მიაბჯინა და გაჩუმდა_საერთოდ არ ისმის ... სულ არაფერს ამბობს . დუმს _თავი ასწია , გასწორდა და ცრემლები შეიმშრალა . თითები თმებში შეიცურა ,თვალები წამით დახუჭა _მაშო ლილე რატომ ახსენე წეხან _არ მახსოვს... შემეშვი _თავი ბალიშზე დადო და გაჩუმდა _მასთან იყავი? მითხარი გთხოვ _ შენ რატომ არ ადიხარ ... გეშინია? გამბედაობა არ გყოფნის რომ მიხვიდე ხელი ჩაკიდო და აღარ გაუშვა? ასეთი რთულია წახვიდე ? _რა უთხარი ... რატომ ნახე რა უთხარი _რა უნდა მეთქვა შენი აზრით _წარმოდგენა არ მაქვს ... ალბათ სულ მთლად გააგიჟე _მას შემდეგ ვფიქრობ ის ჩემს ადგილას რას გააკეთებდა ... რას გააკეთებდა . ის არ მოვიდოდა და არ მეტყოდა ჩემი ქმარი წაიყვანეო ... არ მეტყოდა ვათავისუფლებ და გააბედნიერეო _მაშო შენ სულ მთლად შეიშალე ხომ ? _დავიღალე ... ძალიან დავიღალე _ მუცელზე ისვამდა თითებს და ჭერს უყურებდა _გგონია მე ლილესთან წავალ ის მშვიდად მიმიღებ და ასე დასრულდება ყველაფერი? _ბავშვს ვერ გავაქრობ შენი სიმშვიდისთვის და სხვა ყველაფერს გავაკეთებ _გითხრა რა მჭირდება? _მის გვერდით დაწვა . ხელი მუცელზე დაადო და მზერა გაუსწორა _ ეს ბავშვი მჭირდება , ჩემთან უნდა იყოთ და დრო რომელიც ყველაფერს გარდაქმნის _გვტკივა ერთად _მე და შენ ცალ_ცალკეც გვტკიოდა _ლილე? _დამივიწყებს და ვინმე უკეთესს შეიყვარებს ... _ასე მარტივია ? _შეძლებს _შენ შეძლებ ? _სამუდამო არაფერია მხოლოდ მე და ის _თავი მკერდზე დაადო გამობერილ მუცელზე აკოცა _ნახე იქაც გრძნობს ჩემს სიახლოვეს _ ვიბრაცია რომ იგრძნო ისევ შეეხო მუცელზე და ბოლოს თვალები დახუჭა _მე შენ არ გაგეყრები ! ჩემთვის ესთავ ემოციური იყო ორივე წყვილთან დაკავშირებით და იმედია წაიკითხავთ ნუ ვინც არ წაიკითხავთ ვერც გამიზიარევთ ემოციას და ვერ გავიგებ რასაც განვიცდიდი გადმოვეცი სწორად თუ არა. არადა ძალიან მაინტერესებს თუ სეიცვალა თქვენო დამოკიდებულება ლილეს, მაშოს ანდაც დათოს მიმართ ნუდაზეც მაინტერესებს ეს ბოლო დიდი ნაწილია მათზე შემდეგ აღარ მოგაწყენთ თავს მიყვარხართ ყველანი და სრულიად ყველას აზრი მისაღებია ჩემთვის იმის მიუხედავად შევძლებ ტუ ვერა გათვალისწინებას უღრმესი მადლობა ყველას წინა კომენტარებისთვის და მაპატიეთ თუ ვინმრს ვერ გიპასუხეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.