კოცნის ვალი (დასასრული)
-თხუთმეტი წუთი...-საათზე დაიხედა და გამაფრთხილა ალექსანდრემ. შევჩერდი. სირბილი აღარ შემეძლო, ისეთი დამქანცველი იყო, როგორც შავი მუშის შრომა შახტაში. გავრბოდი, თითქოს ძაღლი მომდევდა, სწრაფად და გამწარებული, ალექსანდრეს ძლივს ვექეოდი და როცა ვეწეოდი, კვლავ უჩქარებდა ჩემ გამო შენელებულ სიჩქარეს. -ალექს...-დავუძახე ქოშინით და ხელებით მუხლებს დავეყრდენი წელში მოხრილი. -ვეღარ? -ღიმილით კითხა და უკან მობრუნდა. თავი გავაქნიე. წესით რამდენიმე წუთის წინ უნდა ჩამექნია ხელი, თუმცა მას აღარ გავუტეხე ჩემთან ერთად სირბილის იმედი, ახლა კი ნამდვილად აღარ შემეძლო. -კარგი, თუ გინდა მივბრუნდეთ სახლში-დამთანხმდა და დამყოლად მიმანიშნა სახლისკენ. -არაა საჭირო, სეირნობაც არაა ცუდი აზრი.-მკლავი გამოვდე და დაღლილმა ამოვისუნთქე ღრმად.-სად გაქვს ამდენი ენერგია? -კარგად ვიკვებები ძვირფასო-ირონიულად ჩაორირქილა და აზიდული წარბით გამომხედა. -მეც.-არ ჩამოვრჩი და თავი მაღლა ავწიე. -ჰო, როგორ არა-ჩაიცინა და ხელი ჩემს წელზე შემოაპარა.-ადგები დილით, დალევ კაპუჩინოს და ეგ არის შენი ჯანსაღი კვება. -აბა, რა გინდა, შემწვარი ინდაური ვჭამო თუ იაპონური ზღვის მოლუსკები? -დილის კვება მნიშვნელოვანია-მკლავი მაგრად შემომაჭდო წელზე და ცხელი მზერით გამომხედა (ცოტაც და, ვარჯიშისგან გახურებული, მისი მზერისგან მთლად ავალდებოდი).-მხოლოდ ვარჯიშისთვის არა.-ეშმაკურად გამიღიმა და წინ გაიხედა, თითქოს არაფერი უცნაური არ უთქვამს. -კიდევ რისთვის?-მეც ეშმაკური მზერითვე ჩავეკითხე. -გაიგებ მალე-თვალი ჩამიკრა და ამით მანიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი დახურული იყო. ამოვიოხრე და ჰორიზონტს გავხედე. მზე ამოდიოდა და წითელი სხივები სწორი ტალღებივით ეფინა გაცისკროვნებულ, ლაჟვარდისფერ ცაზე. თითქოს იმდენად ღრმა იყო ცა, რამდენადაც ვერც კი წარმოვიდგენდი. -ნახე, რა ლამაზია-გაცისკროვნებული თვალებით მივჩერებოდი განთიადს და მასაც სახე ვისკენ შევაბრუნებინე. -შენ ვერ გჯობია-გამომხედა და თბილი მზერით მომაჩერდა. უნებურად ჩამეღიმა და თავი მხარზე დავაყრდენი. მისი უცნაური, ძლიერი და მათრობელი სუნი შევიყნოსე, არ დავფიქრებულვარ, ასე თუ მომადუნებდა და მომთენთავდა. არომატით დამთვრალი და გაბრუებული შევბარბაცდი და სასიამოვნოდ ჩამეღიმა. უცებ ვიგრძენი ცხელ შუბლზე მისი ტუჩები და უცნაური შეგრძნებები კვლავ დატრიალდნენ ჩემს სხეულსა და თავში. კვლავ მეგონა, სამყარო ტრიალებდა და მეც თან მიმაქანებდა, თითქოს ცალბორბალზე დამდგარი ჯამბაზი ვიყავი და ველოსიპედის ტარება არ ვიცოდი, თითქოს საციგურაო შოუს მონაწილე ვიყავი და ციგურაობა არ ვიცოდი. -ხომ არ დაგეძინა?-ჩამომხედა მოჭუტული თვალით, რადგან მზე პირდაპირ თვალებში ანათებდა მას, მე კი თმაზე და ჩემი თმა შავად ელვარებდა მზის სხივების შეხებაზე. -თითქმის-ჩამეღიმა და წელში გავსწორდი-ვიაროთ, თორემ მართლა ჩამეძინება ასე დგომისგან. -წამო-ხელი ჩამკიდა. უცებ, ერთ-ერთი სადარბაზოდან პატარა ლეკვი გადმოხტა და ჩვენკენ გამოიქცა. შევატყე, როგორ ელოდებოდა ალექსი ჩემს რეაქციას, თუმცა როცა არაფერი მიქნია ისეთი, რაც ჩემს შიშ დაადასტურებდა ძაღლების მიმართ, გაკვირვებული დარჩა ვაჟბატონი. -რაო, ძაღლების ხომ არ გეშინია?-წარბაწეული ჩავეკითხე და ჩემს ფეხებთან მოსული ლეკვის მოსაფერებლად დავიხარე, რომელიც საყვარლად აქიცინებდა კუდს და თავისით გიწვევდა, რომ მოფერებოდი.-თუ გეშინია, აქ მეყოლება, შენ კი გაიქეცი. როცა მიხვდა, რომ დავცინოდი, ჩემ ჯინაზე დაიხარა და ხელში აიტაცა პატარა ლეკვი. -მომიყვანე აქ-შევუბღვირე, მაგრამ ნება არ მომცა, ხელში ამეყვანა და სულელური რამ მოიმიზეზა-ხელიდან რომ გაგივარდეს, ცოდოაო. -ნუ ხარ უნამუსო- საჩვენებელი თითი დავუქნიე და ლეკვის აყვანა ვცადე, თუმცა ამასობაში ახალგაზრდა გოგონაც გამოჩნდა საყელოთი ხელში. ჩვენკენ ღიმილით მოემართებოდა, ამიტომ მივხვდი, ვინც იყო-ძაღლის პატრონი. -ბობი, სად გამომექეცი-თბილად მიმართა ლეკვს და ალექსანდრეს გამოართვა.-რა ცელქი ვიღაც ხარ. -ჰო, ჩემსას ჰგავს-მიმიხუტა ალექსანდრემ და თმა ამიჩეჩა გაკრეჭილი კბილებით. გავიფიქრე, ასეთი სერიოზული კაცი რამ გააგიჟა ასე-თქო, მაგრამ მიზეზი ისევ და ისევ ცხადი იყო, ჩემი სახით. წარბაწეული მივაჩერდი. -რაო, ხომ არ უარყოფ, პატარავ?-ჩამეკითხა ეშმაკურად და ლოყაზე მოულოდნელად მაკოცა. ცხვირი ავიბზიკე და სახე სხვა მხარეს მივატრიალე. ძაღლის პატრონი თავის ბობისთან ერთად უკვე წასულიყო და მე და ალექსანდრე მარტოები დავრჩენილიყავით. -ტკბილო...-მიჩურჩულა ყურში და ყურთან ახლოს, ყელთან მაკოცა. ჟრუანტელმა დამიარა და კანი დამეხორკლა, თუმცა არ მინდოდა, ჩემი განსაკუთრებული რეაქციები მას შეემჩნია, ამიტომ პირი ვიბრუნე და ჩვეული ხმით განვუცხადე, რომ სახლში ვბრუნდებოდით. -სოფი...-დამიძახა უკან მოტოვებულმა და სირბილით დამეწია.-სახლამდე მიგაცილებ და უნდა წავიდე, რაღაც საქმე მაქვს. თავი უხმოდ დავუქნიე და ღიღინით განვაგრძე გზა. ******************************************** -ყავა მომოდუღე, ის ნამცხვარიც დამანახე, ცალი თვალით მაინც შევხედო, წელიწადში ერთხელ რომ აკეთებ-უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა თიკამ და სამზარეულოში ზუსტად თავისი ზომის სკამი გამოწია, რომ ჩამომჯდარიყო, მერე კი თავისი კატა მაგიდასთან დასვა და მე მომიტრიალდა-სრულიად შემთხვევით, სადმე, როგორმე კატის საჭმელი ხომ არ გექნება? -საიდან უნდა...-უაზრო გამომწტყველებით დავიწყე, თუმცა თიკას უნილაკურ ბედზე, გამახსენდა, რამდენიმე დღის წინ სწორედ ლუისთვის რომ ვიყიდე და თიკასთან ვიზიტი როგორღაც გადაიდო.საჩვენებელი თითი ავწიე და სხაპასზუპით მივახალე-დამელოდე! ლუის თავისი საჭმელი პატარა ჯამში დავუდე და თიკას გვერდით მივუჯექი მაგიდას. -უი, ყავა, ნამცხვარი...-ისევ წამოვხტი, ამჯერად ყავისთვის ადუღებული წყალი გადმოვასხი ჭიქებში და ჩვენთვის ნაცნობი, ჩემი გამომცხვარი (ნაწვალები, ბედოვლათი) ნამცხვარი გამოვიღე ქურიდან. -დაჭრი შენ?-ვკითხე წელზე ხელებმიბჯენილმა შეწუხებული სახით. წარბაწეულმა, ისე გააქნია თავი, თითქოს დიდი უსაქმური ვინმე ვყოფილიყავი და წამოდგა, რომ დაეჭრა. სანამ ნამცხვარს შუაზე გაჭრიდა, ჩემი ტელეფონი ამღერდა და ინტერესით დავხედე ნომერს. "თვალმარგალიტა" მირეკავდა. -ჰო ალექს-ვუპასუხე და ჩამოვჯექი. თიკამ თვალები გადაატრიალა და ერთი ნაჭერი თეფშზე გადმოდო. -მომისმინე, მზად ხარ, რომ გამოგიარო და სადღაც წავიდეთ?-სერიოზული ტონით წამოიწყო საუბარი. თიკამ ხელები გააქნია,რა უნდაო, ამიტომ speaker-ზე ჩავრთე, რომ მასაც კარგად და გარკვევით გაეგო. -თიკასთან ერთად ვარ ჩემთან, რამე სერიოზული ხდება? -კაი, დამელოდე. გამითიშა ისე, რომ არც კი დამმშვიდობებია. ამოვიოხრე და ტელეფონი მაგიდაზე დავდე, თიკამ კი ჩემ მაგივრად ჩაილაპარაკა თავისთვის, თითქოს ლუის ელაპარაკებოდა: -რას გაუგებ ამ კაცებს... ორ წუთში თიკას ტელეფონზე ზარი გაისმა და მანაც მობეზრებულმა უპასუხა: -ალო... ჰო...-უცებ თვალები აუციმციმდა და წამში მივხვდი, ვინც იქნებოდა ყურმილს უკან.-კი... არაა... კაი... აჰამ... დროებით... გათიშა, მე კი ოდნავადაც ვერ მივხვდი, რის შესახებ ილაპარაკეს და რა საქმე ჰქონდა პატივცემულ დიმიტრის ჩემს დაქალთან. გაცისკროვნებული თვალებით გამომხედა თიკამ, როგორც კი ტელეფონზე საუბარს მორჩა და მახარა: -ცოტა ხანში დიმიტრი გამომივლის და სადღაც წამიყვანს, ჯერ მეც არ ვიცი სად... თვალები ავატრიალე. მაშინვე ჩემი ტელეფონი აწკრიალდა: -ჰოო ალექსანდრე, ახლა უნდა დამემშვიდობო წინა საუბრის მაგივრად? -თიკა მოგვარებულია, ახლა მოდიხარ?-დააიგნორა ჩემი სიტყვები და მთავარ თემაზე გადავიდა. თვალები გამიფართოვდა. -ეს შენ გააკეთე? -რა გავაკეთე პატარავ? -შანსი არაა. -როგორ არაა.-ჩაიცინა და განაგრძო-გამოგივლი და რომ დაგირეკავ ჩამოდი. -ღმერთო-ამოვიოხრე.-კარგი, გელოდები. გავუთიშე და თავში ვიტაცე ხელები. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვენახე, ნამდვილად დასაფასებელი იყო. თიკას გაბრწყინებული თვალების დანახვაზე კიდევ ერთხელ გამითბა გული. ალბათ, იმდენად არაფერი უხარია ადამიანს, როგორც საყვარელი ადამიანის ბედნიერება. მალე, დიმიტრიც მოვიდა მანქანით და თიკა აჟიტირებული გაიქცა ლუისთან ერთად, სწრაფად მაკოცა და კიბე სულ სირბილით ჩაიარა. სანამ მე მოღრუბლული ცის ცქერითა და უცნაური ფიქრით ვიყავი შეყრობილი, ფანჯრიდან დავინახე, როგორ შემოუხვია ქუჩის კუთხეში ალექსანდრეს მანქანამ და აუღელვებლად წამოვდექი, რომ კეტები ჩამეცვა. როგორც კი ზარის ხმა გავიგე, ტელეფონი ყურზე მივიდე და მხრით დავიჭირე, რადგან ხელები დაკავებული მქონდა. -რას შვრები?-მკითხა ალექსმა. -ფეხსაცმელს ვიცმევ-ვუპასუხე ქოშინით და თასმები შევიკარი. -ნუ ჩქარობ-ყურმილის მეორე მხარეს ვიგრძენი, როგორ ჩაეღიმა და მეც გამეღიმა. -არ მინდა, გალოდინო. -დაგელოდები, რამდენი ხანიც გინდა-თბილად მიპასუხა. სანამ გრძელი მოსასხამი ჩავიცვი და ჩანთა ავიღე, მისი სუნთქვა მესმოდა ტელეფონში. -ალექსანდრე-ჩავძახი სახლიდან გამოსულმა-აქ ხარ? -ჰო, აქ ვარ. -ჩამოვდივარ. -ჩამო, გელოდები. მანქანის კარი გამოვაღე და შიგნით ჩავხტი წინა სავარძელზე. -რა კურდღელივით დახტიხარ-გაეცინა ალექსანდრეს და ლოყაზე ხელი მომიჭირა, მაგრამ შევუბღვირე და მიხვდა, ჩემთან ხუმრობა არ ღირდა. ხელები უდანაშაულობის დასამტკიცებლად აწია და მხრები აიწურა: -არ გეხები,ვსიო... -სად მივდივართ?-ვკითხე ენერგიული განწყობით და თვალებში შევციცინე. მასაც ჩაეღიმა და მიპასუხა: -ნახავ. -რატომ არ მეუბნები?-თვალები ავატრიალე და ღრმად ამოვისუნთქე. უკვე აღარც მახსოვდა, მერამდენე სიურპრიზი იყო ეს. -რომ მივალთ, შენ თვითონ ნახავ. მაგაზეც არ გაიბუტო იცოდე, თორემ გავბრაზდები-გამაფრთხილა ღიმილით, თუმცა ვიცოდი, მართლა ასე იზამდა, ამიტომ გავჩუმდი და მუსიკა ჩავრჩე. ლინდა ადამიას "მოდი წავოდეთ" გაისმა და თვალები თავისით დამეხუჩა. რა ადვილია, მთელ სიმღერის ტექსტზე შენი ცხოვრების სცენარი ააწყო და შენი სიყვარულის-მაშინ, როცა გიყვარს. ჩამეღიმა და ღიღინი წამოვიწყე. მანქანა ნელა მიდიოდა, მე კი სულ არ მადარდებდა, რომ ამ ქვეყნად იყო ხალხი, ჩვენ გარშემო სხვებიც ცხოვრობდნენ და არსებობდნენ, რადგან ამ წამებში ჩვენ ისე მარტლ ვიყავით მუსიკის თანხლებით, როგორც არასდროს. ეს იყო მუსიკა, რომელზეც შემეძლო მასთან ყოფნის დროს მეტირა, რადგან მელოდია ემოციების საწყისი და მთავარი ეტაპია. -რაო, ხომ არ მოიწყინე?-გამომხედა და ცრემლჩამდგარი თვალებიც შენიშნა. თავი გავაქნიე, არ მინდოდა, ხმის ამოღებისას ხმა ამკანკალებოდა, თუმცა საუბარი მან კვლავ განაგრძო: -აბა, ემოციები მოგეძალა? თავი დავუქნიე. ჩაეღიმა და ჩემი ხელი თავის ხელში მოაქცია. ხელის მუდამ გაყინული თითები გამითბა და ამ სითბომ სხეულშიც შეაღწია, სწორედ გულამდე. -მოვედით.-მანქანა კერძო სახლთან გააჩერა და გადმომხედა-მზად ხარ? -რისთვის? -სიურპრიზისთვის.-მომიგო. -ჰო-ჩავილაპარაკე-მზად ვარ. მზერა რომ მომაცილა, მანქანიდან გადავიდა და კარი ჯელტმენურად გამომიღო: -ხელი ჩამკიდე-მანიშნა და მეც დავემორჩილე. გადავედი და ულამაზესი გალავნისკენ წავედით. ეზოს გარედან უზარმაზარი მდიდრული და თანაც ფერადი, ძვირფასი ყვავილებით მორთული ქვის გალავანი ამშვენებდა. მოორნამენტებული ჭიშკრის კარი გასახების ასხმიდან ამორჩეული ერთ-ერთი მათგანით გააღო ალექსანდრემ და წინ შემატარა. თვალწინ საოცრება გადამეშალა, თითქოს ალისა ვუიყავი, საოცრებაზე საოცრებათა ქვეყანაში და ყველაფერი, რასაც ჩემი თვალები ხედავდნენ, მხოლოდ გულის ამოძახილი იყო. მომეჩვენა, რომ ეს არ ხდებოდა და გულიც დამწყდა, ასეთი რამ სიზმარი რომ შეიძლებოდა ყოფილიყო. მწვანე ბალახი ისე ბიბინებდა, როგორც ახლადამოსული ჯეჯილი, ბუჩქებისგან გამოქანდაკებული ფორმები კი, თვალს მოჭრიდნენ ნებისმიერ მნახველს. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ამ ადგილს მე ვეკუთვნოდი, თითქოს ეს სილამაზე ჩემს გულთან ერთად ჩემს მთელ არსებასაც იპრობდა და თვალს ვერ ვაცილებდი ვერც ერთ დეტალს , რომელიც ეზოში მეგულებოდა. მხოლოდ ის შემეძლო მეფიქრა, რომ ამ დროს, მე ვიყავი სამოთხის ბაღში. -არ ჩამოგეძინოს-გაშტერებული თვალების წინ ხელი ამიქნია ალექსმა მომღიმარი სახით. კვლავ ეშმაკურად იმზირებოდა. მხარზე ცალი მკლავი ჩამოვადე და დავეყრდენი. -ძალიან ლამაზია, შეგვიძლია ჩამოვსხდეთ? -შენ სულ დაჯდომაზე როგორ ფიქრობ?-გაეცინა და წარბაწეული რომ მივაჩერდი, მაშინვე დასერიოზულდა. -მოდი, მოდი, დაჯექი-სკამზე მანიშნა და ჩემ გვერდით ჩამოჯდა.-ანუ, მოგეწონა... -რა ცუდად მიცნობ... რად უნდა მაგას "ანუ"? ჩაიცინა და უცნაური მზერით გამომხედა. -ჰო, არ უნდა, იმიტომ, რომ როგორიც არ უნდა იყოს შენი სახლი, ყველა შემთხვევაში გეყვარება.-თვალი ჩამიკრა, მე კი გააზრება ნელა დავიწყე. ორი წუთი მელოდებოდა მომლოდინე და ეშმკაური მზეროთ, მერე კი ჩემით წამოვხგტი და თვალებგაფართოებულმა, აღტაცებით ვკითხე: -მითხარი ალექს, ეს სახლი ჩვენია? -აბა გამოიცანი-წელზე ხელები შემომხვია და სახე ახლოს მომიტანა ჩემს სახესთან. -რა არის აქ გამოსაცნობი-ჩავიბურტყუნე.-აბა, სხვის სახლში რატომ მომიყვანდი, რათქმაუნდა ჩვენია. არა? -ჰო, ჰო-მიპასუხა სიცილით და თავი გვერდულად გადახარა-მაკოცე ახლა, ერთი კოცნაც ვერ დავიმსახურე შენგან? წარბები ავწიე და ენა გამოვუყავი: -ქრთამისტო, ამისთვის იყიდე ეს სახლი, რომ შენთვის მეკოცნა? ვერ ეღირ.... სანამ წინადადებას დავასრულებდი, სუნთქვა შემეკრა და მერე მივხვდი, რატომაც-ალექსანდრე დამეკონა ტუჩებზე თავისი ბაგით და ისე დამათრო, როგორც ვერც ერთმა ღვინომ ვერ შეძლო ჩემი დათრობა. მისი არომატი მაგიჟებდა და ჭკუიდან მშლიდა, მისი სუნთქვა კი გულს მიცოცხლებდა, უფრო ენერგიულად მიძგერდა გული, როცა ვგრძნობდი ლოყაზე, ყელში, თმაზე მის სუნთქვას და სახეზე მეფინებოდა. ვამაყობდი, რომ მიყვარდა და ვუყვარდი, უბრალოდ ჩვენი ურთიერთობით ვამაყობდი და ბედნიერი ვიყავი, რომ სიტყვა "ჩვენ" არსებობდა. ეს ყველაფერს ცვლიდა, თვითონ ცხოვრების არსსაც. ტუჩები მომაშორა და თვალებში ჩამხედა, აღარ იყო ისეთი აჟიტირებული, სერიოზულობა მაშინვე შევატყე. უეცრად, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის, ისე დაიხარა და ცალ მუხლზე დადგა. ვიცოდი, იმდენად გამიფართოვდა თვალები, რამდენადაც კი შეიძლებოდა, რადგან ვსრ ვიაზრებდი, რა ხდებოდა. -სოფი, რაღაც უნდა გკითხო...-დაიწყო, მაგრამ შევაწყვეტინე. -მე გკითხავ. -რას იზამ?-გაკვირვებული მომაშტერდა. -არ შეიძლება, რაღაცით მეც ვიყო დომინანტი?-წარბები ავქაჩე. ჩაიფხუკუნა და მანიშნა, განაგრძეო. -აბა, ალექს, მომიყვან ცოლად, თუ ჩემგანაც ასეთ ძვირფას საჩუქრებს ელი ჯერ? გაეცინა და ბეჭდის ყუთს თავი ახადა. სხვა ყველაფერთან ერთად, ჩემი გემოვნებაც ზეპირად იცოდა. ცრემლის ფორმის ძვირფასი ქვა ბუდეში ლამაზად იყო ჩასმული. ცრემლი მომადგა და თვალებაწყლიანებულმა შევხედე მის ბედნიერად მომღიმარ ტუჩებს, რომლებსაც პატრონის დაუნახავად შევეხე პირველად. ვფიქრობდი, რომ სწორედ ეს ტუჩები იყო, რომლებიც ყველაზე მეტად მელამაზებოდა მასში და ვფიქრობდი, რომ მე მეკუთვნოდნენ. -არ იტირო-ხმა დაუბოხდა, რადგან ჩემნაირად, მასაც შეეპარა ბედნიერების სევდა და სიხარული ერთად.-თუმცა, იტირე, თუ ასე უფრო კარგად იგრძნობ თავს, ცრემლები საოცრად გიხდება... სამყარო უკიდეგანო სევდა და ბედნიერებაა ერთად, ყველაფერ დანარჩენს კი, უბრალოდ შენი გონებით ქმნი. ჩვენს გონებაში მრავალი რამ იყო, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა და მათ შორის ყველაზე მთავარი-სურვილი, ერთმანეთისთვის მოგვეტანა ბედნიერება. და დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ ერთად შევიცანით, როგორც ერთადყოფნის დაუსრულებელი და ულევი სურვილი. საყვარლებო და ტკბილებო. ესეც ბოლო თავი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი, ისე დამესრულებინა, როგორც მინდოდა. ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით თქვენით, ჩემო მკითხველებო. ულევ ემოციას ვგრძნობდი თქვენგან და ენერგიას თქვენი დადებითი შეფასებები, თუნდაც უბრალო თბილი სიტყვები მმატებდა. ასე, რომ ამ მოთხრობის სრულყოფაში თქვენც მიგიძღვით წვლილი. დიდი მადლობა. პ.ს. არ დავიკარგები, სავარაუდოდ ახალ მოთრობაზე, ან ძველების დასრულებაზე ვიმუშავებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.