შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Showmance II თავი


23-01-2019, 23:26
ნანახია 848

-კარი დახურე თუ შეიძლება
მან კარს ხელი გაუშვა და მეც შევძელი სააბაზანოში ჩაკეტვა.
დიდი ხანი გავატარე აბაზანაში. საბოლოოდ როგორც იქნა ჩავიცვი და გამოვედი ოთახში, თან თმებს ვიშრობდი პირსახოცით. მარკო ისევ წელსზემოთ შიშველი იწვა და პლანშეტში რაღაცეებს წერდა. მხედველობის სათვალეები ეკეთა, რომელიც ძალიან ამკაცრებდა მის სერიოზულ გამომეტყველებას. მან გამომხედა
-ჩაცმული აპირებ ძილს?
-შენსავით ნახევრად შიშველი ვერ ვივლი ოთახში, ამიტომ მოიწევს.
-საკმაოდ ცხელა, შეწუხდები
-ნუ ღელავ, კონდენციონერს ჩავრთავ
-როგორ გინდა.
მან მხრები აიჩეჩა და წერა განაგრძო.
მე თმები დავივარცხნე, კონდენციონერი ჩავრთე და დავწექი.
კორიდორიდან ჩხუბის ხმა მოგვესმა. ორივე წამოვვარდით და გავიხედეთ. კორიდორში ჩენგი და ტომი ერთმანეთს ურტყამდნენ და გარშემო კამერები ეხვიათ. მარკომ ხელით გამწია და მოჩხუბრები გააშველა.
ტომი-ნუ ერევი მარკო?
ჩენგი-კიდევ გინდა მოგხვდეს?
როგორც იქნა ბოლოს დამშვიდდნენ და ყველამ თავისი საქმე განაგრძო. მხოლოდ ტომი და ჩენგი აიყვანეს სტუდიაში ინტერვიუსთვის, რომელსაც „აღიარებას“ ეძახდნენ. ასეთი ინტერვიუ ყველა მონაწილეს უნდა ჩაეწერა ყოველი კვირის ბოლოს და ასევე ფორსმაჟორულ სიტუაციებში, როგორიც ახლა იყო.
-რაზე იჩხუბეს?
ვკითხე მარკოს როცა ოთახში დავბრუნდით
-ოთახი ვერ გაიყვეს.
-საბავშვო ბაღი
ჩავილაპარაკე ჩემთვის, მარკოს ჩაეცინა ამაზე
-რა გაცინებს?
-შენ გგონია ორი მამაკაცი ოთახის გამო ერთმანეთს ცხვირ-პირს დაულეწავს?
-ამ წუთას ასე არ მოხდა?
-იმიტომ რომ სცენარისტებმა და რეჟისორებმა დაწერეს ასე. შენ მემგონი ჯერ კიდევ ვერ ხვდები სად მოხვდი. რეალითი შოუ კი არის, მაგრამ აქ რეალური არაფერია, მათ შორის ადამიანებიც კი...
-არც შენ?
-არც მე... არავის ენდო საკუთარი თავის გარდა, თორემ... თუმცა რა აზრი აქვს ახსნას, მაინც შენებურად მოიქცევი.
-რატომ გადაწყვიტე ასე? გგონია ეგეთი პრიმიტიული ვარ?
-კი. თუნდაც ეს შენი გაცნობის ცერემონია რა იყო... ყველას ფეხებზე ეკიდა, კამერები რომ არა, არც კი მოგისმენდა ნახევარი ჯგუფი. ძალიან მიამიტი და ბავშვური ხარ, ამის გაგებას დიდი დრო არ სჭირდება. შენ აქ ვერ გაძლებ. საქმე რომ გაგიმარტივო პირველივე ნომინაციაზე შენს წინაააღმდეგ მივცემ ხმას.
მისმა სიტყვებმა გული მატკინა, მართლაც ასეთი ვარ, 1 საათის გაცნობილი ადამიანი უკვე თითქმის მეგობრად ჩავთვალე, რომელიც მზადაა სახლში გამიშვას პირველივე ნომინაციაზე. სააბაზანოში შევედი უსიტყვოდ. ცრემლები შევიშრე და გადავწყვიტე მაქსიმალურად გონებით მემოქმედა, მაგრამ სხვებისთვის ჩემი მიამიტობა მეჩვენებინა.
ასევე უსიტყვოდ დავწექი და დავიძინე.
გამთენიისას ხმაურმა გაგვაღვიძა, ეს სტივენი იყო. 10 წუთში ყველა კონკურსანტი მისაღებ ოთახში შევიკრიბეთ, რომელიც კამერებით აივსო.
-დილა მშვიდობის კონკურსანტებო, იმედია კარგად გამოიძინეთ, რადგან დღეს დაუნდობელი ბრძოლა გელით. ბრძოლა მოგიწევთ წყვილებში, რომლებიც წინასწარ გავანაწილეთ. თქვენი წყვილის სახელს თქვენი კოორდინატორები გადმოგცემენ. ახლა კი გამოეწყვეთ საუკეთესო საცურაო ტანისამოსში და ათ წუთში შევხვდებით პლაჟზე. კამერები გაითიშა.
თორნიკემ მოირბინა ჩემთან
-აუ რო იცოდე რამდენი ვიჩალიჩე ეს ტიპი რო შეგხვედროდა.
მან დაკეცილი ფურცელი გამომიწოდა. ფურცელი გავხსენი, მასზე ეწერა კლაუსი.
-ეს ვინ არის?
-ბრიტანელია, ის შავგვრემანი, შენსკენ რომ მოდის. სპორტსმენია ამიტომ ფიზიკური შეჯიბრი თუ იქნება ძალიან გამოგადგება და თუ რამე თავსატეხები, მაგაში შენ ვერავინ შეგედრება.
-მადლობა დახმარებისთის
-ეს ჩემი სამუშაოა. ხო კიდევ. სხვების სისუსტეებს დააკვირდით.
თორნიკემ დამტოვა როცა კლაუსი მომიახლოვდა.
-ჰეი ნინა
-ჰეი. გუშინ გავიგე რომ სპორტსმენი ყოფილხარ, ანუ არ გაგვიჭირდება.
-მე კიდევ გავიგე რომ აქ ყველაზე ჭკვიანი და სტრატეგიული მოთამაშე ხარ.
-ჩანს ერთად კარგად ვიმუშავებთ
-იმედია, რადგან კონკურსს თუ წავაგებთ ეგრევე ნომინაციაში აღმოვჩნდებით.
-რა? მაგის შესახებ არ ვიცოდი.
-მეც არ უნდა მცოდნოდა, მაგრამ ჩემს კოორდინატორს წამოსცდა
-დროა გამოვიცვალოთ, ჯობს პირველები მივიდეთ და შევისწავლოთ ადგილი.
-ესე იგი სიმართლე უთქვამთ შენზე
მას ჩაეცინა და ერთად ავუყევით კიბეს ოთახებისკენ.
მაყურებლისთვის ათ წუთიანი ბრეიქი, ჩვენთვის ერთ საათიანი მზადების პროცესი იყო.
საცურაო კოსტუმში გამოწყობილი, მაკიაჟს ვისწორებდი, როდესაც მარკო შემოვიდა ოთახში. მე ის სარკიდან დავინახე, რადგან უკან არც კი გამიხედავს. ის ხმაურიანად დადიოდა ოთახში.
-ეგ საცვლები დიდი ბებიისგან დაგრჩა სამახსოვროდ?
-არაფერია ცუდი იმაში თუ არ მსურს ჩემი ნახევარმა მსოფლიომ დაინახოს. შენი შეფასება არ მითხოვია.
-ჰეი, რა იყო გეხუმრე.
-იუმორთან აშკარად პრობლემა გაქვს, ისევე როგორც სხვა ყველაფერთან
-რატომ სწერვობ?
-არაფერი პირადული, მხოლოდ საქმე.
კარი გავიჯახუნე.
კლაუსი კართან მელოდა და აივნის მოაჯირს იყო მიყუდებული, რომელიც ოთახების გასწვრივ მთელ სიგრძეზე იყო გადაჭიმული.
-ძალიან სექსუალურად გამოიყურები ნინა
მან შემათვალიერა. ავწითლდი, მაგრამ შევიფერე
-მადლობა, შენც
-ისე სპორტული ტანი გაქვს, ნავარჯიშები
-ვცდილობ
-პროფესიონალურად, თუ ისე შენთვის
-წონისთვის
-მშვენიერ ფორმაში ხარ
-ეს ახლა, 2 წლის წინ არც შემომხედავდი
-არ მგონია შენი ღიმილი არ შემემჩნია. მე მხოლოდ გარეგნობით ადამიანს არ ვაფასებ. თვალებია მთავარი. შენი თვალები კი ბევრს ამბობს.
-საინტერესო ადამიანი ხარ. რას ამბობს ჩემი თვალები?
-გარედან დაუცველ, შეშინებულ პატარა გოგოს გავხარ, მაგრამ შენს თვალებში ნამდვილი ცეცხლია, რაც ნიშნავს რომ არც ისეთი მარტივი და მიამიტი ხარ როგორც ბევრს გონია აქ.
-ბევრს გონია?
-თითქმის ყველას ჩემს გარდა, თუმცა ჯობს ასე ეგონოთ
-ხო მეც ასე ვთვლი, თუ შენ არ გამცემ
-არა. რა თქმა უნდა.
ამასობაში პლაჟზეც მივედით.
კამერები ჯერ ბოლომდე არ იყო განლაგებული, ამიტომ დრო გვქონდა. წინ დიდი ავზი იდგა, ხოლო გვერდზე დაბრკოლებათა მთელი გზა. ავზი შევათვალიერეთ. დიდი შლანგი იყო მასთან შეერთებული.
-ავზი ალბათ წყლით აივსება.
თქვა მან
-იქნებ შიგ მოგვიწიოს ყოფნა?
-წყალი ჩემი სტიქია ნამდვილად არაა, დაბრკოლებებს კი გავირბენდი მარტივად.
-თუ მოგვიწევს წყალში მე ვიქნები.
-დარწმუნებული ხარ?
-რაც არ უნდა მოხდეს ეს შეჯიბრი უნდა მოვიგოთ.
ყველა მოგროვდა და კამერებით ჩაირთო.
-და აი ჩვენ დავბრუნდით არაჩვეულებრივი მალიბუს პლაჟიდან და ჩვენი 6 წყვილი მზადაა ერთმანეთს შეეჯიბროს. წესები შემდეგია. ერთერთი მონაწილე წყვილიდან ჯდება ავზში, მეორე კი გარბის დაბრკოლებების ბილიკს, ბოლოში პოულობს გასაღებს და ათავისუფლებს ავზში მყოფს. საქმე ისაა რომ ავზი 5 წუთში წყლით აივსება. თუ პარტნიორი იგრძნობს რომ ვერ სუნთქვას შეუძლია შეაჩეროს კონკურსი, რაც ნიშნავ რომ ეს წყვილი ავტომატურად ხვდება ნომინაციაში. თუ რამდენიმე წყვილი შეწყვეტს თამაშს, მაშინ ის მოხვდება ნომინაციაში ვინც ყველაზე ნაკლებ დროში მიხვდება რომ არ შეუძლია მონაწილეობა.
წარმატებას გისურვებთ.
კლაუსი ბილიკს ათვალიერებდა, მე უკვე მქონდა გეგმა
-5 წუთში ამ გზის გარბენა რეალურია?
-რთულია, საკმაოდ, მაგრამ შეუძლებელი არაა.
-6 წუთი გაქვს
-რა?
-ავზში მე ვიქნები, 5 წუთში გაივსება, ერთი წუთი, მაქსიმუმ წუთ ნახევარი შევძლებ წყალში სწორად სუნთქვას.
-ესე იგი გეგმა გვაქვს.
-კი და არავითარ შემთხვევაში არ დანებდე ჩემს გამო, მე კარგად ვიქნები.
ამასობაში პირველი წყვილი მოათავსეს სასტარტო პოზიციაზე. ტომასი ავზში იყო, ხოლო კეტრინი სარბენ ბილიკზე. წამზომი ჩაირთო თუ არა კაწიამ სირბილი დაიწყო და დაბრკოლებების გადალახვა, მაგრამ სიჩქარე პირიქით ხელს უშლიდა, ბევრ ადგილას მოუწია შეყოვნება და საბოლოოდ ტომასი დანებდა.
სტივენი-კეტრინმა და ტომასმა გასაღები ვერ მოიპოვეს თუმცა 5 წუთ ნახევარი მოახერხეს ბრძოლა.
კლაუსმა მიჩურჩულა
-არ წავიდეთ?
-მოიცადე ჯერ, კიდევ ორიც და მერე.
-როგორც იტყვი კაპიტანო
სტივენმა სამი მონაწილის შედეგები გამოაცხადა. ისინი ყველა ერთ შეცდომას უშვებდნენ. გოგონებს ავზის ეშინოდათ, ამიტომ ბიჭებს უწევდათ ჩაკეტვა, საბოლოოდ გოგონები დიდ ხანს უნდებოდნენ და წყვილი ნებდებოდა.
სტივენი-კეტი და ტომასი 5,30; ჩენგი და ბელა 5,50; ჰაირემი და ელენა 6 წუთი.. შემდეგი წყვილი ნინა და კლაუსი.
კლაუსს გავუღიმე და მოვასწარი მეთქვა
-არ იჩქარო, იფიქრე
ავზისკენ გავემართე. ავზში მომათავსეს და დაკეტეს. ჯერ გარკვევით ვხედავდი როგორ მიიწევდა კლაუსი წინ, ნელნელა წყალი იმატებდა. წყალი არ მაშინებს, მაგრამ ახლა სხვანაირად საშიში მომეჩვენა. ცოტა პანიკამ მომიცვა. კლაუსისკენ ვერც კი ვიხედებოდი იმის შიშით, რომ არასასურველ შედეგს დავინახავდი. წყალი უკვე ყელამდე იყო, ისევ გაშეშებული ვიყავი, მოვემზადე რომ ჩამეყვინთა, თავი დავიმშვიდე, ღრმად ჩავისუნთქე და ვიგრძენი როგორ ამევსო ნესტოები და ყურები წყლით. გულში ჩემთვის წამებს ვითვლიდი.
-1...2...3...40...41...60...61...66...70
ვიგრძენი რომ ჰაერის ბოლო მარაგი უნდა გამომეშვა პირიდან, როდესაც წყალმა კლება დაიწყო. ავზიდან გამათავისუფლეს თუ არა კლაუსს მოვეხვიე.
-კარგად ხარ?
-კი.
სტივენი-ეს გასაოცარია! კლაუსმა მოახერხა დაბრკოლების დამარცხება მხოლოდ 6 წუთსა და 10 წამში მისი პარტნიორი ნინა კი ნამდვილი მებრძოლი აღმოჩნდა. ვნახოთ ვინ აჯობებს მათ. თუმცა ეჭვი მეპარება.
ბოლო ორი წყვილი ჯენა და რომა და სერენა და მარკო იყვნენ.
სერენა და მარკომ მოიპოვეს გასაღები მაგრამ 6 წუთსა და 55 წამში, სერენა ჩემზე დიდ ხანს გაჩერდა წყალქვეშ, თუმცა მარკო უფრო ნელი აღმოჩნდა ვიდრე კლაუსი . რომა და ჯენა დანებდნენ 4 წუთზე, რაც ნიშნავდა რომ ისინი ნომინაციაში იყვნენ.
სტივენი-ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო შედეგებიდან გამომდინარე გვყავს გამარჯვებულები ნინა და კლაუსი და დამარცხებული რომა და ჯენა. ნინა და კლაუსს იმუნიტეტი აქვთ ამ კვირაში, რომა, ჯენა თქვენ კი სამწუხაროდ ნომინაციაში ხართ. თუმცა აქვე პატარა დეტალიც უნდა ავღნიშნო. გამარჯვებულ წყვილს უფლება აქვს ამ ორი ნომინანტიდან ერთერთი შეცვალოს ხმის მიცემის ღამეს და ამით გადაარჩინოს ის, თუმცა სამაგიეროდ სხვისი დასახელება მოუწევთ. ამას კვირის ბოლოს ვნახავთ, დღეისთვის სულ ეს იყო, შეხვედრამდე.
სტივენი დაემშვიდობა მაყურებელს და კამერები ჩაქრა.
-სავარაუდოდ ამ კვირაში შეჯიბრები აღარ იქნება
მითხრა კლაუსმა.
-ძალიან მიხარია რომ მოვიგეთ. მოგვიწევს ვიფიქროთ ვინ გადავარჩინოთ.
-ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ კარგი? ჯერ არ ვიცნობთ კონკურსანტებს. ნომინაციამდე კი 4 დღეა.
თორნიკე მომიახლოვდა სირბილით.
-ჰეი გილოცავ! ეს დიდი პრივილეგიაა, იმუნიტეტი და მონაწილის შეცვლის უფლება. უკვე იცი ვის შეცვლი?
მე პლაჟს თვალი მოვავლე და მარკოს შევხედე, რომელიც ჩემსკენ იყურებოდა.
-ვფიქრობ ერთ თავხედს ჭკუა ვასწავლო. ცოტა შევაშინო. გაგდებით მას მაინც არ გააგდებენ
-არ მეტყვი ვინ არის?
-დრო მოვა და გაიგებ თოკს
ხელი ოდნავ ვკარი და სახლისკენ დავიძარი.
ოთახში რომ ავედი მარკო არ დამხვდა. საწოლზე თეთრი ლილიები ეწყო და შოკოლადის ყუთი წარწერით „გილოცავ ქალთევზა“
რა თქმა უნდა თავიდან გამეხარდა და მესიამოვნა კიდეც საჩუქარი, სანამ მარკოს ხმას გავიგებდი
-მოგეწონა?
-ცდილობ მომისყიდო?
უკან შევბრუნდი. ის ისე ახლოს იდგა, რომ თითქმის მის სუნთქვას ვგრძნობდი.
-მოგისყიდო?
-ხო. იცი რომ შემიძლია დაგასახელო და ცდილობ ასე დანაშაული გამოისყიდო, რომ თავი დაცულად იგრძნო.
-აპირებ ჩემს დასახელებას?
-ეჭვიც არ შეგეპაროს!
-შენს გარდა ხმის უფლება კლაუსსაც აქვს, მისი აზრიც ხომ უნდა გაითვალისწინო. მე და კლაუსი კი კარგად ვუგებთ ერთმანეთს.
-დამერწმუნე ეგ დროებითია.
-შევცდი შენს შეფასებაში... მიამიტის გარდა სულელიც ყოფილხარ.
-მადლობა კომპლიმენტებისთვის.
თვალები ამიცრემლიანდა, მისგან ზურგით შევბრუნდი. საწოლიდან ყვავილები და შოკოლადის ყუთი ავიღე ძირს დავყარე და სააბაზანოში მიმავალმა გზად ზედ გადავუარე.
ოთახის კარზე კაკუნი გაისმა,სწორედ მაშინ როდესაც თავის მოწესრიგება დავასრულე. ოთახში თორნიკე შემოვიდა.
-ნინ წამოდი პირველი „აღიარება“ უნდა ჩაწერო, როგორც გამარჯვებულმა.
მე მას გავყევი უსიტყვოდ სტუდიაში, სადაც ორი სავარძელი იდგა, რამდენიმე კამერა და თეთრი ფონი იყო.
სავარძლები დავიკავეთ და კამერები ჩაირთო.
-გამარჯობა ნინა! მოგვიყევი როგორ გრძნობ თავს ვილაში და ზოგადად როგორ მოგწონს პროექტი?
-პროექტი ძალიან საინტერესო და ჩახლართული ჩანს, ჯერ არ დაწყებულა და ასე მგონია უკვე თვეებია აქ ვარ. ვილაში ცხოვრებას ვეჩვევი ნელ-ნელა.
-თუ მოასწარი მეგობრების ან მტრების გაჩენა?
-ჯერ მგონი ადრეა მსგავსი დასკვნებისთვის.
-კარგი. მოგება რა გრძნობაა?
-ენით აუწერელი. სიტყვებით ამ ემოციას ვერ გადმოსცემ
-და ტრიუმფის შემდეგ სასიამოვნო საჩუქარმა თუ გაგახარა? მე ვგულისხმობ ლილიებს, როგორც ჩანს მარკო დაახლოებას ცდილობს შენთან.
-საჩუქრები ყოველთვის სასიამოვნოა, ნებისმიერი ადამიანისაგან.
-მადლობა. დღეს სულ ეს იყო.
კამერები გამოირთო. თორნიკეს შევხედე ბრაზით
-რა კითხვები იყო ეს? ან ლილიები საიდან იცი?
თორნიკე წამოდგა და თავით მანიშნა გამომყევი. ოთახისკენ მიმავალ გზაზე ქართულად მელაპარაკებოდა რომ არავის გაგეგო.
-კითხვებს მე არ ვწერ ნინ სორი, პროექტის რეიტინგისთვის ინტერვიუები მეტად პირადული და საინტერესო უნდა იყოს. შენამდე ინტერვიუ მარკომ ჩაწერა და მოყვა თუ როგორი აღფრთოვანებულია შენით და რომ ლილიას გადარებს, რომელიც უმანკოების სიმბოლოა. ოღონდ იცოდე მე არაფერი მითქვამს. კონკურსანტებმა ერთმანეთის ინტერვიუების შესახებ არ უნდა იცოდნენ.
-კარგი მადლობა.
ოთახში შევედი და უსიტყვოდ დავიწყე ლეპტოპში წერა. ისიც იწვა ჩემი საწოლის მოპირდაპირე საწოლზე და თავს მაჩვენებდა ვითომ კითხულობდა, ორივე ერთმანეთისკენ ვაპარებდით თვალს. ბოლოს დავიღალე და გადავწყვიტე სხვა კონკურსანტებთან გამეტარებინა დრო.
მისაღებში ელენა, ჩენგი, კაწია და რომა ისხდნენ. რომა სამზარეულოსკენ გავივანე, რომ ცალკე დავლაპარაკებოდი.
-როგორ ხარ?
-ნომინაციას თუ გულისხმობ, ვღელავ.
-არ ინერვიულო, არ დავუშვებ რომ გაგაგდონ.
-მადლობა ნინა.
-შენ ერთთან მაქვს მგონი ნორმალური ურთიერთობა და შენც რომ წახვიდე გავაფრენ.
-მერე კლაუსი?
-კლაუსს დავარწმუნებ
ორივე შევუერთდით საკმაოდ ხმამაღალ დიალოგს.
რომა-რა ყაყანია?
ელენა-კეტრინი ამტკიცებს რომ ნომინაციაში არ აღმოჩნდება
ჩენგი-ახლა როცა ძალაუფლება შენ გეკუთვნის ნებისმიერი საფრთხის ქვეშ ვართ.
-თავიდანვე ძლიერ მოთამაშეებს არ მოვიშორებ, მერე თამაში მოსაწყენი გახდება.
კეტრინი-ანუ გადავრჩი
ჩენგი-შენ თავი ძლიერი მოთამაშე გგონია?
ელენა-რა საბავშვო ბაღია! მოვა ნომინაციის დღე და გაიგებთ.
-მე არცერთ თქვენგანზე მითქვამს რომ ძლიერები ხართ ამიტომ- Who know?!
მისაღებში სიჩუმე ჩამოვარდა. მე ოთახში დავბრუნდი. მომეწონა ჩემი ძალაუფლებით სარგებლობა.
მერე დილას როდესაც ყველა მისაღებში ჩავედით სტივენი გამოჩნდა და კლაუსს რაღაც კონვერტი გადასცა. სტივენს კამერებიც შემოყვა. კლაუსმა გახსნა და ხმამაღლა წაიკითხა.
კონკურსის გამარჯვებულები წავლენ პაემანზე და გაატარებენ მთელ დღეს იახტაზე სხვა კონკურსანტებთან ერთად.
ეს კიდევ ერთი გასაოცარი სიურპრიზი იყო.
სტივენი-აირჩიეთ რომელ ოთხ კონკურსანტს წაიყვანთ იახტაზე.
მე და კლაუსი მოვშორდით ბრბოს თუმცა კამერა მაინც გამოგვყვა.
-რას ფიქრობ? ვინ წავიყვანოთ?
დაუფიქრებლად ვთქვი
-რომა და მარკო
-მაშინ მე ბელას ვირჩევ და სერენას
ჩვენი არჩევანი როდესაც გავაცანით ყველას, მარკო აშკარად გაკვირვებული იყო.
სტივენი-მოემზადეთ , ერთ საათში ოცნების პაემანზე გაემგზავრებით.
ოთახში ავედი და ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე. მარკო ამომყვა.
-რას ნიშნავს ეს?
-თუ არ გინდა შეგიძლია დათმო ადგილი, თუმცა ეს პაემანი მთელი დღის სატელევიზიო დროს ნიშნავს და როგორ გამოტოვებ ასეთ შანსს, ხომ ასეა?
-მე არ მითქვამს რომ არ მინდა...
-მაშინ მოემზადე.
-უცნაური ხარ.
გავემზადეთ და სულ მალე იახტაზე აღმოვჩნდით.
-ბელა ხო?
მივუახლოვდი მომხიბლავ შავგვრემანს, რომელიც მოაჯირს მიყრდნობოდა და ზღვას გაჰყურებდა.
-აჰა
დამეთანხმა ის და არც გამოუხედავს.
-მინდოდა შენი ახლოს გაცნობა და აი შანსიც
-საჭირო არაა, დროს ნუ კარგავ
-ჰეი ეს...
-თავისუფალი ხარ თქო
მან ხელის მოძრაობით მანიშნა მოვშორებოდი
კლაუსი სერენასთან განმარტოვდა კაიუტაში. რომა ვიპოვნე და მის გვერდით ჩამოვჯექი.
-ჰეი, რატომ მოიწყინე?
-ჯერ არ მოვსულვარ და უკვე ნომინაციაში ვარ, არ მინდა წასვლა.
-ჩემი გჯერა?
-კი.
-ხო და გეუბნები რომ არ წახვალ.
-რა გეგმა გაქვს.
-მინდა რომ შენს სანაცვლოდ კლაუსს მარკო შევთავაზო და თუ დამთანხმდა გადარჩები.
-თუ არ დაგთანხმდა
-დამიჯერე ძალიან შევეცდები დავითანხმო.
-სიტყვას მაძლევ?
-კი
ამ დროს მარკო გამოჩნდა და თავით მანიშნა გავყოლოდი. იახტის მოაჯირს მიეყრდნო და ზღვას გაჰყურებდა.
-საუბარი გინდა?
-ჩემს ნომინირებას ვერ გადაგაფიქრებინებ ხო?
-რავი თუ ძალიან ეცდები...
ეშმაკურად გავხედე
-ოჰო... როგორ მივიღო ეს გამოწვევა?
-მაგაზე შენ იფიქრე. ჯერჯერობით კი აზრი უცვლელია.
-უცნაური ხარ ქალთევზა
-მე მირჩევნია „იდუმალი“
-როგორც გინდა.
საბოლოოდ როგორც იქნა ყველა შევიკრიბეთ. ჩვენი ურთიერთობიდან ეს გავარკვიე, ბელა ნამდვილი სწერვა და გველია, კლაუსი-მექალთანე, სერენა-სულელი მოდელი. ერთი შეცდომა დავუშვი ამ კრუზზე. მარკო და კლაუსი ერთმანეთს არ უნდა დაახლოვებოდნენ, რადგან შემდეგ კლაუსის დარწმუნება მის წინააღმდეგ ხმის მისაცემად გამიჭირდებოდა.
საბოლოოდ სახლში დავბრუნდით და ყველა ოთახებში განაწილდა დასაძინებლად.
ოთახში რომ შევედით მარკომ დაიწყო
-კლაუსს უკვე ელაპარაკე ჩემი ნომინაციის შესახებ?
-ასე ძალიან გეშინია?
-უაზროდ წასვლა არ მინდა, ჯერ თამაში არც კი გახურებულა.
-არა, ჯერ არა, მაგრამ ხვალ მოგვიწევს დალაპარაკება.
-კარგი.
-შენ მოიფიქრე როგორ უნდა გადამაფიქრებინო?
-ჩემი ფანტაზია მხოლოდ ლილიებზე მეყო, სხვას ვერ ვფიქრობ.
-ჰაჰა მე მჯერა შენი, არ დანებდე.
თვალი ჩავუკარი და სააბაზანოში შევასწარი.
მომდევნო დილით სამზარეულოში ჯენა, ელენა და ბელა ყავას სვამდნენ. მეც შევუერთდი მათ.
ელენა-აბა როგორი იყო პაემანი გუშინ?
ბელა-კრუიზი ნამდვილი იდიოტობა იყო
-რატომ? მე და დანარჩენებმა ვისიამოვნეთ და გავერთეთ, შენ უბრალოდ მოშორებით იდექი და რა თქმა უნდა არ მოგეწონებოდა.
ბელა-თქვენნაირ ლუზერებთან გართობას, გვერდზე დგომა მერჩივნა.
-ჩემი აზრით კლაუსს ლუზერად არ თვლიდი კაიუტაში რომ შეყევი, თან მას მერე რაც სერენასთან ერთად იყო იმ კაიუტაში მთელი საათი.
ელენას და ჯენას ამაზე გაეცინათ.
ჯენა-კლაუსს სულ კუდში დასდევს და უარს ვერაფერზე ეტყოდა
ბელა-გეყოთ! საკუთარ თავებზე ილაპარაკეთ. შენ გგონია ვერ ვხვდებით რომ შენ და მარკოს რაღაც ურთიერთობა გაქვთ?
ელენა-ჰეი ეგ საიდან მოიტანე, მარკოს სხვებთან შედარებით კარგად ვიცნობ და ნინაზე სიტყვა არ დაცდენია ჩემთან.
-მადლობა ელენა დაცვისთვის. მე და მარკო რეალურად ერთმანეთს ვერ ვიტანთ. ნეტა ჩვენი ჩხუბი განახათ ყოველ დღე.
ბელა-რომელსაც ბოლოს მის საწოლში ასრულებ ხო?
თქვა ბელამ და სამზარეულოდან გავიდა.
ელენა-გველი!
ჯენამ ენა გამოყო და გველის სისისინს გააჯავრა. ამაზე სამივეს გაგვეცინა. ელენამ სამზარეულო დატოვა.
-ჰეი, ღელავ ნომინაციის გამო?
-ძალიან, პირველი წასვლა დებილობაა. შეგიძლია დამეხმარო?
-ბოდიში მაგრამ რომას სიტყვა მივეცი. ის პირველი გავიცანი და...
-თავს ნუ იმართლებ... მესმის
-მაგრამ შევეცდები რომა ისეთი კონკურსანტით შევცვალო, რომ უპირატესობა შენ გქონდეს, თუმცა ხომ იცი მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული.
-ხო კლაუსი ჩემი წინააღმდეგი იქნება, რადგან საწოლში არ ჩავუხტი პირველივე დღეს.
-ჰო, არადა თავიდან სხვანაირი მომეჩვენა
-ჰაჰაჰა როგორი?
-რავი ჯენტლმენი, თავაზიანი და ისეთი ნამდვილ გრძნობებს რომ აფასებს
-თვალებზე გებოდიალა ხო?
-შენც?
-ყველა გოგოს და მგონი ზოგ ბიჭსაც
-ჰაჰაჰა ღმერთო რა ეშველება.
-კარგი კლაუსის ხსენებაზე წავედი უნდა დაველაპარაკო.
-სასიამოვნო იყო შენი შედარებით ახლოს გაცნობა. იმედია მალე არ წავალ და კიდევ ვიჭორავებთ.
-იმედია
კლაუსის ოთახის კართან მივედი, ჩავისუნთქე და კარზე დავაკაკუნე.
-შემოდი ჩენგ!
კარი შევაღე.
-ჩენგი არ ვარ ბოდიში
-ოუ ნინა... არ გელოდი.
ის არეულ საწოლში იწვა, მხოლოდ ტრუსებში.
-თუ გინდა გავალ და ჩაიცვი
-მხოლოდ გახედვაც საკმარისია.
მე გავიხედე და მან შარვალი ჩაიცვა.
-ნომინაციაზე სალაპარაკოდ მოხვედი?
-ხო, ვის შეცვლას ვაპირებთ?
-ჯენა არ მევასება, ამიტომ დავტოვოთ. რომა კაი ტიპი ჩანს, გავერთეთ გუშინ.
-ანუ ამაზე ვთანხმდებით
კლაუსმა სიგარეტს მოუკიდა და საწოლზე ჩამოჯდა ისევ. მეც შემომთავაზა, მაგრამ ვანიშნე რომ არ მინდოდა.
-მე მინდა რომ მარკოთი ჩავანაცვლოთ
-მარკო?
-ხო, რა იყო?
-არ ვიცი, მარკო ძლიერი კონკურენტია, თავიდანვე მაგისი მოშორება ძალიან მშიშრებად გამოგვაჩენს. თან ცოტა დავუმეგობრდი კიდეც.
-მისმინე ჯენას მარკოსთან შანსი არ აქვს, ამიტომ მარკო მაინც გადარჩება, უბრალოდ მისი შეშინება მინდა.
-და მე რა მაგითი?
-არ ვიცი?...
-მოდი ასე შევთანხმდეთ, ერთი კოცნა და მარკოზე თანახმა ვარ.
-რა?
-ხო. რა იყო? მხოლოდ ერთი კოცნა
-არც კი იოცნებო
მისი ოთახის კარი გამოვაჯახუნე და ჩემს ოთახში შევედი. მომდევნო სამი დღე დასვენება გვქონდა გადაღებებისგან, ამიტომ თავისუფლად შეგვეძლო პლაჟზე გასვლა. საღამოსკენ გადავწყვიტე ქვიშიან სანაპიროზე გამესეირნა და თან დილას მომხდარი სცენა მიტრიალებდა თავში.
-იდიოტი! როგორ გაბედა! მე მაგას სერენასავით დებილი ვგონივარ!
-ვინ გაგაბრაზა ქალთევზა?
ხმა მომესმა უკნიდან და შეხება ვიგრძენი მხარზე, ჩემს წინ მხოლოდ ლილია დავინახე. მარკოსკენ შევბრუნდი. მას ერთი ცალი ლილია ეჭირა, რომელიც თმაში ჩამიმაგრა.
-აქ რას აკეთებ? მითვალთვალებ?
-ფანჯრიდან დაგინახე, ძალიან შეწუხებული ჩანდი და ვიფიქრე საუბარი გინდოდა ვინმესთან.
-უცებ რატომ შეიცვალე ჩემს მიმართ? მხოლოდ ნომინაციის გამოა ხო? გიხაროდეს არ იქნები ნომინაციაში?
-არა? რატომ? კლაუსი ვერ დაითანხმე?
-შენი ნომინაციის საფასური საკმაოდ ძვირია... მზად არ ვარ ასეთი თამაშისთვის ჯერ.
-რა საფასური?
-იმ იდიოტმა კოცნა მთხოვა
-მხოლოდ კოცნა?
-მხოლოდ? თქვენთვის ეს არაფერს ნიშნავს...
-როგორ არა... მაგრამ ისე გინდოდა ჩემი დასახელება და ახლა კოცნის გამო ნებდები?
-კოცნა ჩემთვის იმაზე მეტად ინტიმური და პირადულია ვიდრე სე*სი და საერთოდ კოცნა ადამიანთან იმაზე მეტად გაკავშირებს ვიდრე წარმოგიდგენია. არ მინდა უაზროდ, რაღაც შეჯიბრის გამო ვაკოცო ადამიანს, რომელსაც ორი დღეა ვიცნობ.
-გასაგებია ქალთევზა, ნუ ბრაზობ...
მან გამიღიმა.
-იცი მართალი ხარ. აქამდე მაგაზე არ მიფიქრია, თუ როგორ ვაუფასურებთ პირველი კოცნის ემოციებს ხშირად...
-მოდი თემა შევცვალოთ. ამ ლილიებს სად შოულობ?
-გინდა განახო?
-ჰმ? გენდო? იქნებ სადმე შემიტყუო და მომკლა... იქნებ მანიაკი ხარ?
-ნოველების წერა არ გიცდია?
-კი. ვწერ ამჟამად
-მართლა? რაზეა?
-დეტექტივია
-წამაკითხებ
-ყველაფერს დამსახურება სჭირდება, ისწავლე უკვე მარკუს
-ხომ გითხარი მარკუსს ნუ მეძახი
-თორემ?
-ასე ხო?
მან უეცრად ხელში ამიყვანა და წყლისკენ გაიქცა
-მარკო! არ გაბედო
-უკვე გავბედე
უეცრად ორივე წყალში აღმოვჩნდით.
-არ შეგარჩენ მარკუს
სანამ აზრზე მოვიდოდა ჩავაყვინთე და თავზე დავაწექი, მაგრამ მან მარტივად ამომატრიალა და წყალში ჩამაგდო. გადავწყვიტე ცოტა შემეშინებინა და მისგან ოდნავ შორს გავცურე ისე რომ არ ამომიყვინთავს და წყალში დავრჩი ცოტა ხანს. პანიკამაც არ დააყოვნა.
-ნინა?! ნინა სად ხარ?! მან რამდენჯერმე ჩაყვინთა და სახეზე აშკარად პანიკა დაეტყო. ამასობაში უკნიდან მივეპარე და კიდევ ერთხელ ჩავაყვინთე. როდესაც ამოყვინთა ჩემსკენ მობრუნდა.
-გული გამიხეთქე
-დაგავიწყდა ქალთევზა რატომ შემარქვი?
-ამართლებ სახელს ქალთევზა.
-წამოდი ავიდეთ ცოტა აგრილდა.
-კარგი რა სახლში რა გვინდა.
-მცივა მარკო...
-ავიდეთ და ჟაკეტს მოგიტან, ოღონდ იმ გველების ბუდეში არ შევიდეთ ჯერ.
-კარგი ხო, ოღონდ მალე მომიტანე, სანამ გავცივდები.
ნაპირზე ავედით. მარკო სახლისკენ გაიქცა. ჩემი სველი კაბა ტანზე ამეკრო და ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი როდესაც მარკომ შემათვალიერა დაბრუნებისას. მან ჟაკეტი მომაცვა და მეც გავეხვიე მის გიგანტურ ჟაკეტში.
-შენ რაღაც შემპირდი.
-ცოტა სასიარულოა
-თუ დავიღლები ხელში ამიყვან
-შენით მოიფიქრე?
-არა შენ მომაწოდე ეგ იდეა წეღან
-კარგი
გზა ვილას უკან გავიკვლიეთ და გაჭრილ ღობეში გავძვერით, ცოტა სიარულის შემდეგ ლამაზ ბილიკზე აღმოვჩნდით, რომელსაც მთვარე ნაცრისფრად ანათებდა, გვერდებში სხვადასხვა ფერის ლილიები იყო გადაშლილი. შუა ბაღში პატარა ხიდზე ავედით, რომლის ქვეშაც პატარა ტბა იყო. ტბაში თეთრი წყლის შროშანები ტივტივებდა და სიბნელეში გარკვევით ჩანდა ოქროსფერი ლიფსიტები.
-ოქროს თევზები...
-სურვილი ჩავიფიქროთ?
ეშმაკურად გამომხედა
-კარგი. ჯერ მე. მინდა რომ ყველა იდიოტი მალე წავიდეს პროექტიდან
-მე მინდა რომ ქალთევზამ მოწყალება გამოიჩინოს და დავრჩე პროექტში.
-ჩემი და შენი სურვილი ურთიერთსაწინააღმდეგოა, ანუ მხოლოდ ერთ აგვიხდება
-ანუ იდიოტად მთვლი?
-ჯერ კიდევ კი. ეს საღამო არაფერს ცვლის. თვითონვე გამაფრთხილე არავის ენდოო და ასეც ვიქცევი, ნუ გიკვირს.
-მართალი ხარ.
ვილასკენ მიმავალი გზა ჩუმად გავიარეთ. მივხვდი არ ესიამოვნა ჩემი პასუხი, მაგრამ ამ საღამოს გამო აზრის შეცვლას არ ვაპირებდი და ეს პირველ რიგში მისი ბრალი იყო.
მომდევნო ორი დღე არც კი გვილაპარაკია წესიერად. კლაუსი დავითანხმე მარკოს ნომინაციაზე. ნომინაციის დღეს წითელი კაბა ჩავიცვი, როგორც ასეთი ეს ჩემი იმიჯის ნაწილი იყო.
-ქალბატონი წითლებში.
ჩაილაპარაკა მარკომ.
წითელი ტუჩსაცხის წასმის შემდეგ ქვევით დავეშვი. კლაუსმა მის გვერდით ადგილზე მანიშნა და მეც დავჯექი მასთან.
-არავისთან დაგცდეს თორემ იცოდე ჩემი ხელით გაგგუდავ.
-გითხარი რომ წითლებში სასტიკად სექსუალური ხარ...
-შენი გამოსწორება შეუძლებელია.
სტივენი გამოჩნდა სცენაზე და კამერებმაც დაიწყეს მუშაობა.
გრძელი მისალმების შემდეგ მან სცენაზე აიყვანა რომა და ჯენა.
სტივენი-გამარჯვებულმა წყვილმა გადმომცა კონვერტი, რომელშიც წერია იმ ადამიანის სახელი რომელიც გადაარჩინეს და ასევე იმის სახელი რომელიც გაწირეს დღევანდელი ნომინაციისთვის.
მარკომ სევდიანად გამომხედა. პასუხად ცივი მზერა დავუბრუნე.
სტივენი-ნომინაციიდან გადარჩა... ჯენა
-შოკში ჩავვარდი მეგონა ყველაფერზე შევთანხმდით მე და კლაუსი, მისთვის კონვერტი არ უნდა მენდო. რომამ სევდიანად შემომხედა. ვერაფერი ვუთხარი.
კლაუსისკენ მივბრუნდი.
-ეს რას ნიშნავს?
-შენ შეცვალე თამაშის წესები საყვარელო, ხო და მეც შევცვალე შედეგი.
-იდიოტი ხარ
-მადლობა ლამაზო.
მან ხელზე ხელი მომკიდა სწორედ იმ დროს როდესაც კამერა ჩვენზე იყო ფოკუსირებული. ეს კამერის გარდა მარკომაც დააფიქსირა.
სტივენი-დღეს ნომინაციაში რომანს შემოუერთდება მარკო
მარკომ რომას გვერდით დაიკავა ადგილი.
სტივენი-ახლა კი მონაწილეებო ხმის მიცემის დროა.
ყველა მონაწილე ინტერვიუს ოთახში სათითაოდ გადიოდა ხმის მისაცემად. მე და კლაუსს როგორც მოგებულებს ბოლო გადამწყვეტი ხმა გვქონდა იმ შემთხვევისთვის თუ მონაწილეების ხმები გაიყოფოდა.
მალე სტივენი დაბრუნდა სცენაზე, კამერებიც მისკენ მიმართეს.
სტივენი-ხმები განაწილდა ასე 3 ხმა ერთ მონაწილეს, 5 ხმა მეორეს...
რატომღაც მინდოდა მარკო დარჩენილიყო. რომაზე სულ არ ვდარდობდი ახლა.
სტივენი-პროექტში დარჩება...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent