შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Showmance


22-01-2019, 00:01
ნანახია 8 297

როგორ მოვხვდი აქ მეც არ ვიცი. ეს შოუ ქარიშხალივით დამატყდა თავს. ის ვიცი რომ ჩემს დაქალს მოვკლავ აქედან რომ გავალ.
მე ნინა მქვია, ჩემი დაქალის წყალობით აღმოვჩნდი რეალითი-შოუს ქასთინგზე, რომელიც ჩემდა გასაკვირად, წარმატებით გავიარე და რამდენიმე საათში გადაღებებისთვის მივემგზავრები ლოს ანჯელესში.
შოუს სახელი, რამდენად ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, არის „სასურველი“. წესების მიხედვით 12 ქვეყნის წარმომადგენელი შეეჯიბრება ერთმანეთს ამ ტიტულისთვის. საქართველოდან მხოლოდ მე ვარ. ნახევარზე მეტი ამერიკელები არიან, სხვადასხვა შტატებიდან. ვფიქრობ რომ ეს შოუ სულელობაა, მაგრამ როგორ შეიძლება ამერიკაში წასვლის შანსი ხელიდან გავუშვა, როდესაც ყველაფერს მიფინანსებენ.
2 დღის შემდეგ კალიფორნიაში, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ ჰოლივუდის ერთერთ პავილიონში აღმოვჩნდი უამრავ ჩემსავით დაბნეულ ხალხთან ერთად. გაოცებული ვაკვირდებოდი ყველა დეკორაციას, პროდუსერები და რეჟისორები ირეოდნენ აქეთ-იქეთ, წამყვანები ტექნიკოსებთან აპარატურებს ამოწმებდნენ. ზოგიერთ ვარსკვლავსაც მოვკარი შორს თვალი.
-აღმაფრთოვანებელი სანახაობაა არა?
გატეხილმა ინგლისურმა გამომაფხიზლა. გვერდით ქერა ახალგაზრდა მამაკაცი შევნიშნე, რომელიც ჩემსავით ათვალიერებდა პავილიონს.
-დიახ!
ვუპასუხე და ინტერესით მივაშტერდი ახლა მას. მან გამოიხედა და ხელი გამომიწოდა.
-რომანი
ხელი ჩამოვართვი მომღიმარ მამაკაცს
-ნინა, სასიამოვნოა... შენც მონაწილე ხარ?
-კი... საიდან ხარ?
-საქართველო
-ასეც ვიფიქრე. მე უკრაინიდან ვარ.
ცოტა ხანი ისევ მივუბრუნდით პავილიონის თვალიერებას.
შემდეგ ქართული სიტყვები გავარჩიე
-აი სად ყოფილხარ!
ჩემი კოორდინატორი მომიახლოვდა, რომელიც ჯერ კიდევ ქასთინგზე გავიცანი.
-ვხედავ დროს უქმად არ კარგავ
მითხრა და ჩაეღიმა, თან რომა შეათვალიერა
-თოკს მართლა?
დავებღვირე, მანაც ხელი წამომარტყა ხუმრობით და მერე მითხრა
-მართლა უნდა წავიდეთ
-კარგი.
რომას დავემშვიდობე და თორნიკეს გავყევი.
-ახლა ყურადღებით მისმინე და დაიმახსოვრე რასაც გეტყვი. აქ შენ ხარ მოსაგებად ხომ ასეა?
-კი, რა თქმა უნდა.
ვუპასუხე თავდაჯერებით, თუმცა ამის გაფიქრებაც კი საეჭვოდ მეჩვენებოდა.
-ხო და მაშინ არავითარი გრძნობები, არავითარი სიყვარული, მხოლოდ ცივსისხლიანი ბრძოლა და ინტრიგები, ისე რომ შენ სიტუაციიდან ყოველთვის მშრალი გამოხვიდე. ხალხის თვალში საყვარელი, კომუნიკაბელური ადამიანი უნდა იყო, მაგრამ კამერებს იქით ნამდვილი მეომარი.
-კარგი გასაგებია.
-ნებისმიერ დროს მე კამერებს უკან ვიქნები და დაგეხმარები, მაგრამ სულ ჩემს იმედზეც ნუ იქნები. ყოველი კვირის ბოლოს გაგდება იქნება და ასევე ლიდერებისთვის კონკრეტული უპირატესობები. ახლა გრიმზე წაგიყვან. ქუდს გადავიღებთ და მერე შეგასახლებენ ვილაში.
ეს ძალიან საინტერესო თავგადასავლის დასაწყისს გავს, მიუხედავად იმისა რომ ამ წესების სასტიკი წინააღმდეგი ვარ, იმედი მაქვს რამეს შეცვლას შევძლებ.
საგრიმიორო მონაწილეებით სავსე იყო, მაგრამ გაცნობა ვერ მოვახერხეთ, რადგან სტილისტები ისე გვატრიალებდნენ აქეთ იქეთ საუბრის დრო და საშუალება არ გვქონდა.
ბოლოს წითელ კაბასა და ქუდში გამომაწყვეს. რადგან პროექტში ყველას თავისი როლი უნდა ქონოდა მაგალითად: ცუდი ბიჭი, სპორტსმენი, გულთა-მპყრობი და ასე შემდეგ... მე რატომღაც პროდიუსერებმა შემარქვეს “Lady in red” (ქალი წითლებში). წინააღმდეგი არ ვიყავი. მათი აზრით ეს იდუმალებას მმატებდა.
ქუდის გადაღება არც ისე რთული აღმოჩნდა და ყველას გასაკვირად 3 საათში დავასრულეთ.
მალევე გამოვიცვალეთ სამოსი, მხოლოდ მაკიაჟი დავიტოვეთ ხელ უხლები და უკვე ვილაში გავემართეთ დიდი ავტობუსით.
ავტობუსში ჩემი უკვე ნაცნობი რომას გვერდი დავიკავე.
-ჰეი ძალიან ლამაზი იყავი წითელში.
-дякую! ты теж був красунчиком (მადლობა! შენც სიმპათიური იყავი)
ვუპასუხე უკრაინულად. მან გაოცებით პირი გააღო. შემდეგ საუბარი უკრაინულად განვაგრძეთ.
-ესე იგი უკრაინულიც იცი? მაგარია... კიდევ რა ენებზე საუბრობ?
-ინგლისური როგორც უკვე ნახე, რუსული, გერმანული და ესპანური.
-ნამდვილი პოლიგლოტი ყოფილხარ
მე გამეცინა მის ნათქვამზე.
-ხო შეიძლება ეგრეც ითქვას. ძალიან მიყვარს უცხო ენების შესწავლა.
-კარგადაც გამოგდის, აქცენტი საერთოდ არ გაქვს. თუ დროს გამოვნახავთ, გადაღებებს შორის ინგლისურის დახვეწაში თუ დამეხმარები კარგი იქნება.
-რა პრობლემაა. სიამოვნებით.
დარჩენილი გზა საუბარში ისე გავერთეთ ვერც გავიგეთ როგორ მივედით.
როდესაც ვილასთან ჩამოვედით ავტობუსიდან და ჩვენი ჩანთებიც მოვიძიეთ, ისევ ობიექტივში აღმოვჩნდით. ყველამ ყურადღება ერთ ფიგურას მივაპყარით.
-მოგესალმებით მე სტივენ როჯერსი გახლავართ და თქვენ სწორედ მიხვდით- ეს შოუ „ყველაზე სასურველია“ და ჩემთან ახალი სეზონის თორმეტი მონაწილეა, ისინი მალე შეაბიჯებენ ვილაში, რომელიც აივსება ემოციების კორიანტელით და თქვენ ამ ყველაფერს ნახავთ ჩვენთან ერთად.
კამერები ახლა ჩვენკენ მომართეს. რეჟისორი გამოვიდა ჩვენთან და ზედმეტი შესავლის გარეშე დაიწყო საუბარი.
-ვიღებთ შესვლის მომენტს, მთელს თქვენს აღფრთოვანებას და სიხარულს, რომ ამ ვილაში სახლდებით.
ამჯერად გადაღება ცოტა გაიწელა, ხან სწორ ემოციას ვერ გადმოვცემდით, ხან არასწორად შევდიოდით ვილაში, ხან რაკურსი არ ვარგოდა და ხან განათება. ბოლოს როგორც იქნა მოეწონათ ყველაფერი რეჟისორებსაც და პროდუსერებსაც და დასვენების უფლება მოგვცეს.
ვილა დიდი თეთრი ნაგებობა იყო, გრძელი ვიტრაჟებით და ფრიალა ფარდებით, პირდაპირ ზღვის პირას. ხის ორნამენტები ძალიან ალამაზებდა და მყუდროს ხდიდა. ოთახები კომფორტული და კეთილმოწყობილი იყო. თუმცა ერთი ოთახი ორ კაცს უნდა გაეყო. მე მალევე მოვნახე ჩემი შესაფერისი ნათელი ოთახი და ჩანთები დავალაგე შემდეგ კი პლაჟზე შევხვდი თორნიკეს.
-აბა რას იტყვი? მოგეწონა პირველი დღე?
-ცუდი არ იყო, მაგრამ ძალიან დავიღალე, წარმომიდგენია მერე რა იქნება, როცა მთელი დღე კამერის ობიექტივში ვიქნებით.
-ხო რთულია. ვილაზე რას იტყვი?
-არაჩვეულებრივია, განსაკუთრებით ჩემი ოთახი.
-ვისთან შესახლდი?
-არ ვიცი, მე პირველი შევედი ოთახში
-ეცადე ყველასთან კარგი ურთიერთობა დაამყარო მეტნაკლებად, რომ თუ რამე ხმა შენ მოგცენ.
-კარგი ვეცდები.
-არ გაგიჭირდება.
მან თბილად გამიღიმა.
-წადი იმუშავე
გავუღიმე და მოვშორდი მას.
ოთახში დავბრუნდი და შევნიშნე რომ მეორე საწოლზე ჩემოდნები ეყარა. ესე იგი ვიღაც შემოსახლდა ჩემთან. სააბაზანოდან შხაპის ხმა ისმოდა. მე წამოვწექი და წიგნის კითხვა დავიწყე. თუმცა მალევე ჩემი მზერის არეალში შიშველი ტორსი აღმოჩნდა და წიგნი თითქმის გამივარდა ხელიდან.
-ჰეი!
გამიღიმა უცნობმა მამაკაცმა, რომელიც მხოლოდ პირსახოცით იყო შემოსილი.
-ჰეი... თქვენ... შენ ჩემი მეზობელი ხარ?
-ასე გამოდის. მე მარკო ვარ იტალიიდან.
-ნინა, საქართველოდან, სასიამოვნოა.
-დაგაბნიე?
-უბრალოდ მეგონა გოგონები ერთად ვიქნებოდით და ბიჭები ერთად.
-კარგი რა! მას ჩაეცინა -ეს ხომ რეალითი შოუა და არა საბავშვო ბაღი. აქ პირიქით უნდა ეძებო რაც შეიძლება მეტი დრო გაატარო საპირისპირო სქესთან, მეტი რომანტიკა და მეტი დრამა...
-ოუ გასაგებია და იტალიელების ტემპერამენტის შესახებაც მსმენია, მაგრამ ძალიანაც ნუ მოვინდომებთ პირველი დღისთვის.
-ჰაჰაჰა მე ზოგადად ვიგულისხმე.
მან მაისური გადაიცვა, შარვალი კი სააბაზანოში ჩაიცვა.
-ქვევით არ მოდიხარ? პირველი საერთო შეკრება გვაქვს.
-კი ჩამოვალ.
მარკო ოთახიდან გავიდა. ყველა ბედნიერებას, ახლა იტალიელი მაჩო აკლდა და ისიც აქვეა.
კიბეებზე დავეშვი. მისაღებში დივანზე ნელ-ნელა ყველა შეგროვდა. მე რომას და მარკოსთან სიახლოვეში დავჯექი. ჯერ სხვას არავის ვიცნობდი. ქერა, გამომწვევად ჩაცმული გოგონა იქცევდა ყველას ყურადღებას, არამხოლოდ გარეგნობით, არამედ იმით რომ ხმამაღლა ყვებოდა თავის სამოდელო მიღწევებზე. რომამ ჩამჩურჩულა
-ეს კაწია არის რუსეთიდან. საკუთარ თავს ქეთრინს ეძახის. ოდნავ ჩამეცინა და ეს ქეთრინს შეუმჩნეველი არ დარჩა.
-რამე სასაცილო ვთქვი?
შემომიბღვირა.
-არა, მაგრამ სხვებისთვისაც რომ დაგეცდია საუბარი კარგი იქნებოდა, ჯერ არავინ ვიცნობთ ერთმანეთს. მე ნინა ვარ, 22 წლის, მიყვარს სიმღერა და ხატვა, ვმუშაობ და ვსწავლობ ერთდროულად. ახლა შენი ჯერია
მივუბრუნდი რომას. ასე გავიცანი : ტომი-ტექსასიდან, ელენა-გერმანიიდან, სერენა-ნიუ იორკიდან, კლაუსი-ლონდონიდან, ჰაირემი-ესპანეთიდან, ჯენა-ვირჯინიადან, ჩენგი-ჩინეთიდან, იზაბელა-ბრაზილიიდან.
ასე გავიცანით თორმეტეულმა ერთმანეთი. უკვე გვანი იყო და მე ოთახისკენ გავემართე. მარკო უკან გამომყვა. ოთახის კარი გამიღო და შემატარა.
-სულ ასეთი ჯენტლმენი ხარ, თუ მხოლოდ მაშინ როდესაც გოგოსთან ერთ ოთახში გძინავს.
მას ჩაეცინა.
-ნუ გეშინია, ცუდი ტიპი არ ვარ, არაფერს დაგიშავებ, თუ შენ თვითონ არ მთხოვ
მან გადაიხარხარა
-ჰა ჰა ჰა იოცნებე მარკუს
-მარკუსს ნუ მეძახი
-თორემ?
უეცრად ბალიში მომხვდა თავში დიდი ძალით
-ასე ხო?
საწოლზე ავხტი და საპასუხოდ ბალიში გავუქანე, თუმცა ძალა არ მეყო და ავაცილე, თან ფრჩხილიც მოვიტეხე.
-შენს გამო ფრჩხილი მოვიტეხე.
-ჩემი ბრალი არაა ბალიშებს რომ ისვრი.
-სააბაზანოში შევდივარ და არ გაბედო შემოსვლა
-კარებს საკეტი გააჩნია
-ნერვებს მიშლი!
-ჯერ სად ხარ ლამაზო
-რა? ლამაზო დამიძახე?
თავი სააბაზანოს კარიდან გამოვყავი
-წადი იბანავე თქო
მან ცალი ხელით კარი დაიჭირა, მეორეთი კი კედელს მიეყრდნო ისე რომ ალყაში მომაქცია.
-მარკო...რა პრობლემა გაქვს?
-მე? თუ შენ?
სიცილ-ყვირილიდან ახლა თითქმის ჩურჩულზე გადავედით. ის თვალებში მიყურებდა, მისი დიდი წაბლისფერი თვალების და ლამაზად მოყვანილი ტუჩების ყურებით ისე გავერთე ძლივს ამოვილაპარაკე.
-კარი დახურე თუ შეიძლება
მან კარს ხელი გაუშვა და მეც შევძელი სააბაზანოში ჩაკეტვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent