შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული უსიყვარულოდ {16}

24-01-2019, 12:43
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 13 524

შუაღამით გაეღვიძა ცარიელ საწოლში . მაშო რომ ვერ დაინახა წამსვე წამოვარდა. ჯერ სააბაზანოში შევიდა მერე იქაც რომ არ დახვდა პირველი სართულისკენ წავიდა იფიქრა შეიძლება ისევ ვერ დაიძინა და ტელევიზორის ყურების დროს დივანზე ჩაეძინაო. იქაც არ იყო , მაგრამ სამზარეულოდან ხმა გამოვიდა და მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე. ჯერ კიდევ არ იყო ნორმალური გამოფხიზლებული , მაგრამ ჟღალი რომ დაინახა ინსტიქტურად გაეღიმა.
თმები არეულად ეყარა მხრებზე ზურგით იდგა რაღაცას ღიღინებდა სხეულს არხევდა და თან ამზადებდა . მერე თეფში გაავსო და მაგიდაზე დადო . თითებს ილოკავდა და ისეთი სახით უყურებდა კერძს თითქოს რაღაც სანატრელი იყო ერთადერთი და საოცნებო . დაჯდომას აპირებდა უცებ რომ დაბრიცა ტუჩები ცხვირზე ხელი მოიჭირა და თეფში შორს გასწია. მერე მაცივრის კარი გახსნა დიდხანს იყურებოდა ბოლოს წელზე ხელი მიიბჯინა ფრთხილად დაიხარა და მწნილის ქილა აიღო. თვალები დახუჭა ფართოდ გაიცინა და ერთი კიტრი ამოიღო. წამოდგომა ვეღარ შეძლო იქვე დაჯდა და კედელს მიეყრდნო. კიტრს ხრაშუნით ჭამდა , ტუჩებს ილოკავდა , კმაყოფილებისგან სავსე იყო , ბედნიერებას ასხივებდა . სამი რომ შეჭამა შემდეგ მუცელს მოეფერა
_დეე ამდენი მჟავე რატომ მინდა? ნეტავ რომ გელაპარაკები ბგერები მაინც გესმის? მალე მინდა რომ გნახო ... ძალიან მაინტერესებს როგორი ხარ . იცი სულ მეგონა რომ გოგო იყავი , მაგრამ არაუშავს მე მაინც ყველაზე მეტად მიყვარხარ
_ამდენს როგორ ჭამ ვერ ვიგებ იცი? მგონია რომ ვიღაც ქალმა მაშიკო გადაყლაპა ჩემი ბავშვით და ახლა ის მელაპარაკება
_აი აუტანელი მამაშენი მოვიდა... ნეტავ რამ გაგაღვიძა ამ დროს ?
_მე არ მაჭმევ ? _მაშოს გვერდით დაჯდა და მწნილი აიღო _ გემრიელია
_რატომ დამცინი რა გინდა ჩემგან? გავსუქდი ხო ... 20 კილო მოვიმატე და თითებიც კი პუტკუნა მაქვს . რა ადამიანი ხარ იმის ნაცვლად რომ მამხნევებდე დამცინი . ძალიან თუ გაწუხებ საერთოდ ნუ დაწვები ჩემს გვერდით და საერთოდაც მომშორდი . ეს მწნილი ჩემია _ ცრემლები წამოუვიდა და სულ დაეფარა ლოყები. წითელ სავსე ტუჩებზე ცრემლები იკარგებოდნენ _წადი აქედან რატომ ჩამოხვედი შენ ხომ ღიზიანდები ჩემი დანახვისას...შენ . შენ უგულო ხარ _ სლუკუნებდა და მთელი სხეულით თრთოდა
დათო ბოლო დროს მის ცრემლებს ისე შეეჩვია უკვე ინსტიქტურად ეღიმებოდა , ცრემლებს უმშრალებდა და ეხვეოდა , მაგრამ იმ ღამით არ გამოუვიდა. რაღაც დაემართა , მხოლოდ მის ტუჩებს უყურებდა . ისეთი წითელი და სავსე იყო, რბილი და ტკბილი ცრემლებიც კი უფრო მიმზიდველს ხდიდა . ვერც კი გაიაზრა ისე წაავლო ხელი კეფაზე და მის ტუჩებს წაეტანა. გონება სრულიად დაებინდა გოგოს გაყინული თითების შეხება რომ იგრძნო , მის ტუჩებს ვერ შორდებოდა მონაცვლეობით კოცნიდა და უკვე ვნებისგან ათრთოლებულ სხეულს გრძნობდა
_აღარ იტირო თორემ დღეიდან ასე გაგაჩუმებ..._ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს მაშოს ამღვრეულ თვალებს უყურებდა და ხმა თანდათან ეკარგებოდა_ კიდევ თუ გშია რამე მითხარი და საძინებელში წამოგიღებ . აქ ჯდომა არ შეიძლება , გაცივდები _ ხელი წელზე მოხვია და წამოდგომაში დაეხმარა
_რატომ მაკოცე რა გინდა რომ თავიდან შემიყვარდე?
_გგონია გადამიყვარე ? _ გაიცინა და უკვე წინ მდგომ გოგოს მზერა გაუსწორა _ მე რატომ მგონია რომ თანდათან უფრო ძლიერ და ნამდვილი სიყვარულით გიყვარდები _ გამომწვევი იყო იცოდა როგორ მოქმედებდა ჟღალზე და განგებ არ აშორებდა მზერას
_დიდი ხანია არ გვითამაშია და მოგენატრა ალბათ , მაპატიე მაგრამ მე არ ვარ კარგი მოთამაშე
_ამ ფორმაში ნამდვილად ვერ მეთამაშები ვერაფერს... დიდი დიდი ნარდი გავაგოროთ _ გაიცინა და წინ წავიდა _ წვენს წამოვიღებ ვიცი მოგინდება . წყალი კი გვაქვს _ ბოთლი აიღო და მერე ოთახიდან გავიდა. მაშო გაბუტული მიაბიჯებდა , კიბეზე სვენებ_სვენებით ადიოდა და როგორც იქნა ოთახამდეც მიაღწია. კიდევ კარგი საწოლი მაღალი იყო და მარტივად ჯდებოდა. შემდეგ დაწვა და ბალიშები გაისწორა
_ისეთი ტემპით დაგორავ ცხრა თვის რომ იქნები არ ვიცი როგორ გადაადგილებას მიმართვ
_ბავშვზე მეტად სულელი ხარ!
_სულელის ცოლი ხარ ანუ
_ნუ მეხები
_ძნელია შენს გვერდით იწვე ისე რომ არ გეხებოდე
_ვერ გიტან
_დამშვიდდი მეც არ ვგიჟდები შენზე
_ჩემზე არა ზოგადად გიჟი ხარ
_ რა გაწუხებს რომ ვერ ისვენებ. გინდა ბალიშს კიდევ მოგცემ
_არ მინდა ... გაჩუმდი და დავიძინებ
_არ გეძინება ... გინდა ზღაპარს მოგიყვები
_დამცინი?
_მართლა ...
_არ მინდა _ტუჩები დაბრიცა და თავი გააქნია
_აბა რა გინდა ...მითხარი_ იღიმოდა და ისე უყურებდა
_არაფერი_უცებ აუწითლდა ლოყები და თავი შეაბრუნა
_რა უნდა ჩემს წითურს? _ მისკენ მიიწია და მისი თითები მტევანში მოიქცია _მითხარი მიდი ნუ გრცხვენია
_ნწ
_მაშო რა უნდა მითხრა ახლა ისეთი რომ ვერ გავაკეთო ... რა გრცხვენია ბავშვი გეყოლება მალე ჩემგან
_ჩაგეხუტები და თმაზე მომეფერე. რომ დამეძინება მერე გაიწიე _ ჩუმად უთხრა და დათო რომ ახარხარდა სახეზე აიფარა ხელები _ვერ გიტან ... იდიოტი ვარ და ყოველთვის მასულელებ
_აუ მეგონა რაღაც საოცრებას მეტყოდი და ბოდიალი მომიწევდა ამ დროს . დავიძაბე ვფიქრობ ახლა რაღაც ისეთს მეტყვის ვერ მოვუტან და გამიტყდებათქო ...თურმე რა მარტივადაა საქმე_ არ მიაქცია ყურადღება მის ცრემლებს. თვითონ ჩაეხუტა თავი მკერდზე დაადებინა . საბანი გაუსწორა , სანათი ჩააქრო კომფორტულად მოკალათდდა და თითები მის ხვეულ თმაში შეაცურა
_გამიშვი აღარ მინდა
_ჩშშ ასე ვერ დაიძინებ ... ჩუ _ ცხვირის წვერზე აკოცა და ცრემლები შეუმშრალა_რაც შენ ამ ბოლო თვეებში იტირე პირად ტბას გავაკეთებდით _ გაიღიმა და ამჯერად ლოყაზე აკოცა _ მარილიანი მარწყვი ხარ რომ ტირიხარ ... უგემურდები
_მარწყვი არ ვარ
_წითელი ხარ და ტკბილი...თითქოს უწყინარი , მაგრამ ალერგიით შეიძლება დაბრიდო ვინმე . საშიშად ტკბილი ხარ _ ჩუმად ელაპარაკებოდა და თან ეფერებოდა_ძალიან სახიფათო _ ცხვირი მის თმაში ჩამალა და სურნელი შეისუნთქა _ნარკოტიკად მექცევი ვიცი_ უკვე მძინარეს უთხრა და გაეღიმა _ თურმე რა მარტივი ყოფილა შენი დაძინება ... მა მგონი ახლა საბოლოოდ დამენძრა
*^*^*^*^
სამსახურში იყო
გოგა თათბირს მართავდა ვიღაც ახალი მეწილე ჰყავდა მათ კომპანიონს და ცვილებებთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთო . არ იცნობდნენ ახალ კომპანიონს და არც ის იცოდნენ რა ელოდათ .
მაგიდასთან ისხდნენ უკვე რომ შევიდა უფრო ადრე მისვლა ვერ მოახერხა. ყველას გადახედა მისი თანამშრომლები იყვნენ და ნაცნობებიც. მხოლოდ ერთი იყო უცნობი და თან ნაცნობი. მზერა გაუსწორა და გიგას გახედა. კაცს ფერი აღარ ედო სახეზე . ისევ უცნობს გახედა და დააკვირდა , მხოლოდ ფოტოზე ჰყავდა მანამდე ნანახი და ახლა მის წინ იყო . თვეების წინ განცდილი ტკივილი განუახლდა ყველა დღე , ყველა წამი გაახსენდა, მარიამი, ალექსანდრე, მაშო , ნატა და მთელი სხეული დაეჭიმა. საბუთები მაგიდაზე დადო. გიგა ფეხზე იდგა უკვე ხვდებოდა დათო კარგს არაფერს გააკეთებდა
_დავით გაიცანი თქვენი ახალი კომპანიონი თორნიკე გიგანი
_თქვენ გიგას შვილი უნდა იყოთ ხომ?
_თათბირი დასრულებულია... ყველანი ახლავე გადით _ მაქსიმალურად ეცადა ხმა ეკონტროლებინა. გიგანისკენ მიდიოდა რომელიც აშკარად ვერ იგებდა რა ხდებოდა _დასრულდა_მეთქი ... სხვა დროს ისაუბრეთ ან სხვაგან . გიგაა !
_ბატონებო... სხვა დროს იყოს გთხოვთ_კაცმა სცადა ყველა გაეშვა მაგრამ დათუნა უკვე გიგანთან იდგა
_რა ხდება დავით?
_არ იცი ვინ ვარ ?
_მგონი ვიცი
_არა არ იცი ... ან იცი და იმაზე დედამოტყ*ული ხარ ვიდრე წარმოვიდგენდი _ სკამი მოისროლა და მერე პირდაპირ თავი დაარტყა ერთი თავით მაღალ გიგანს _ მარიამის ძმა ვარ ... იმ მარიამის შენ რომ აწამე. სასიამოვნოა _ თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა
_ჯანდაბა ...
_შენ გყავს ცოლი ან საცოლე? ჩემი დის გამო შურისძიება მეც მინდა ... გყავს ვინმე ვინც გევასება ? _ ამჯერად მუშტი მოუქნია , მაგრამ გიგანმა აიცდინა
_არ გინდა ... არ ღირს . აქ მე განგებ არ მოვსულვარ
_მარიამის სახე გახსოვს?მე რომ ვნახე ტონალურიც ვერ უფარავდა სიწითლეს_ ყველაფერი მოისროლა რაც ხელში მოყვა. ოთახი სავსე იყო მინის კედლიდან ყველა უყურებდა
_მახსოვს ხოო ... მახსოვს და ვიცი რომ უკანასკნელი არაკაცი ვარ , მაგრამ მე იმაზე უარესად ვიყავი ვიდრე შენ ხარ ახლა . მთელი წელი ტვინი აზროვნებას წყვეტდდა რობოტად გადავიქეცი...უსულგულო ნაბიჭვრად ამის დედაც . მიდი დამარტყი
_გგონია შენი სიტყვები იმოქმედებს? ს*რზე რას განიცდიდი ყველა და ყველაფერი თუნდაც ალექსანდრეს მოეკლა შენი და ...დედა ან ვინც გინდა . მე რაში მაინტერესებს შენი განცდები ... მე ის მადარდებს შენ რაც გაუკეთე . მარიამს არასდროს არავინ შეზიზღებია მისი სული სუფთა იყო შენამდე ახლა ეზიზღები ...იმდენად რომ სახელის გაგებაც კი გულს ურევს . შენ ნახე ? აქ როდის ჩამოხვედი ... შეხვდი ხომ?
_შევხვდი და აქაც მის გამო ვარ...კონკრეტულად აქ არა, მაგრამ საქართველოში იმისთვის ვარ რომ ის ორი კვირა გავაქრო მისი მეხსიერებიდან
_კაიი ტოო _ხმამაღლა გაიცინა და მერე სიგარეტს მოუკიდა . აღარ უნდოდა ჩხუბის გაგრძელება .გარეთ შეკრებილები არ ადარდებდა, მაგრამ იმას დასჯერდა რაც მოხვდა . არ ჰგავდა გიგანი ჩვეულებრივ ნაბიჭვარს და ამას ხვდებოდა_ და რა გგონია რომ შენ შეძლებ მაგას? შენ ახლა რასგან გადარჩი და არავინ დაგბრიდა გგონია ჩვენ ს*რები ვართ ? გგონია ალექსანდრემ ისე პროსტა გაგიშვა ? შენ დას უნდა უმადლოდე ცოცხალი რომ ხარ , მაგრამ მარიამს ჩალიჩი რო დაუწყო, უბრალოდ რომ აანერვიულო და ხასიათი შეუცვალო ის მოგკლავს . იმას მარიამის გარდა ყველა ჰკიდია ... ახლა მითუმეტეს იცის ნაშვილებია და ყველას მიმართ გაუნახევრდა გრძნობები ... მის სისხლში იმაზე მეტადაა მარიამი ვიდრე ჩემსაში რა გინდა რატომ გინდა ბ*ზივით გამოგჭრას ყელი
_არ არის ასე მარტივად ყველაფერი ... მარიამის გარდა ამ ეტაპზე არაფერი მაინტერესებს
_ანუ გკიდია რომ გცემოთ და დაგბრიდოთ?
_არ დავბრუნებულვარ აქ რაღაც ფარული მიზნით ... კომპანიაც დაემთხვა მე
_ს*რზე მახატია ახლა შენი საქმეები... იმათთან თუ ისმის ჩვენი ლაპარაკი და გაიგეს რაც ჩაიდინე ვაფშე ყველა დაგახურავს. ამ ქალაქში , ჩვენს ტერიტორიაზე ყველას უყვარს მარიამი და თუ მარიამი არა ალექსანდრე . შენ წარმოდგენაც არ გაქვს თუ არ დაახვევ რა შარში ჩავარდები
_რჩევას რატომ მაძლევ
_მაგრად არ მინდა ახლა შემომაკვდე და ვცდილობ თავი შევიკავო , მაგრამ რაღაც არ გამომდის
_ვერ წავალ... სანამ სულს და სინდისს არ დავიმშვიდებ . არ მივხვდები რომ მარიამმა მაპატია ვერ წავალ ! შემდეგ წავალ ... ან სამუდამოდ დავრჩები
_გააღე კარი დათო_ გიგამ დააკაკუნა ისევ და თვალები აატრიალა
_შემ*ემს ახლა ... კაი მაშინ შირისძიება გინდოდა არაკაცური ხერხით და ახლა გინდა რომ გამოასწორო...აშკარად ვერ გამოგდის ჩვენთან ურთიერთობა და რატომ ვერ ხვდები?
_ვნახოთ იქნებ მეორე შეხვედრა უკეთესი გამოვიდეს
_თუ არ გადამეყრები საერთოდ ეგ უკეთესი იქნება...
გიგანი რომ წავიდა მაგიდაზე დაჯდა დაიღრიალა საქმეს მიხედეთო და მერე გიგას გახედა
_იცოდი ?
_შენი აზრით?
_მე რომ მოვედი იმის შეგეშინდა თორემ ისე გეკიდა ვინ გეჯდა წინ...იცი დედა გეტირება მისი კომპანიის გარეშე და ჩაის*არე ხო ?
_არ არის ეგრე შენსავით ვერ მივვარდებოდი და ყველას დასანახად ვერ ვცემდი კაცს რომელიც სხვათაშორის შენმა დამ გაუშვა
_ჩემ დას ნუ ახსენებ საერთოდ ... მივდივარ შენი ნერვები არ მაქვს მეშინია არ შემომაკვდე ...
მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად წავიდა . სხვა დროს ლილესთან მივიდოდა არაფერს ეტყოდა , მაგრამ განიტვირთებოდა. ლილე ყოველთვის კარგი მოსაუბრე იყო, ჭკვიანი გოგო რომელსაც ყველა თემაზე საკუთარი განსხვავებული აზრი ჰქონდა . ახლა მიდიოდა და არ იცოდა სად მიდიოდა. საერთოდ ვინმეს ესმოდა მისი აზრები? ჰყავდა ვინმე ვისაც ყველაფერს ეტყოდა და გათავისუფლდებოდა? არავინ ჰყავდა.
სახლში გვიან მივიდა . პირდაპირ საძინებელში ავიდა და წამსვე სახე გაუნათდდა ბატიბუტის ჯამით ჟღალი რომ დაინახა. მუცელზე ედო მინის ჯამი და საწოლზე დადებულ ლეპტოპში რაღაც სასაცილოს უყურებდა. დათო რომ დაინახა მუჭით ჭამა შეწყვიტა და წყალი დალია
_რას უყურებ
_საახალწლო ფილმია რაღაც... ყველას სჯერა ახალი წლის საოცრებების შენს გარდა
_შენ რა იცი რომ მე არ მჯერა
_გჯერა?
_ნწ _ თავი გააქნია და საწოლზე ავიდა. ლეპტოპი ფეხებზე დაიდო და ჟღალის მხარზე დადო თავი _ მაჭმევ ?
_ცოტა აიღე ...
_სულ ცოტა ? ბევრი არა?
_ნწ , ეს ჩემია
_მე ვისი ვარ
_რა კითხვებია ... პოპკორნთან პარალელს რატომ ავლებ
_მე ხომ გიყვარვარ ყველაზე მეტად
_რა გინდა დათო? დეპრესია გაქვს სიყვარული გჭირდება და გამიხსენე?
_ალბათ
_მაყურებინე
_უყურე _ თავი ბალიშზე დადო და მანძილი გაზარდა . მაშო ცოტა ხანს უყურებდა მერე მიჩოჩდა და ტუჩებთან მიუტანა ბატიბუტი
_აჰა _ისეთი საყვარელი იყო დათომ ისევ ვერ შეიკავა ღიმილი. კიდე ანიშნა მინდაო და ისევ თავად აჭამა . მერე ჯამი გვერდით დადო და მზერა გაუსწორა
_ცუდად ხარ?
_საიდან მოიტანე
_აქამდე ათჯერ მომიშლიდი ნერვებს შენ კი ჩუმად ხარ და შენი თვალები სევდისფერია
_სევდისფერი რა ფერია მოიგონებ რაღაცას
_ჩემი ბრალია ?
_შენი ბრალი რა არის
_ამ ამბამდე ცუდად თითქმის არასდროს ყოფილხარ
_თვალებში არ მიყურებდი ალბათ და იმიტომ ...თორემ დაინახავდი იმ ფერს როგორია? როგორ ხვდები სევდისფერი რომელია
_მე რომ მიყვარს ისე არ ანათებს ... _უთხრა და წამოწითლდა _ კარგად იქნები? თუ გინდა გავალ და მარტო დაგტოვებ
_არადა ყველას ჭკვიანი ჰგონიხარ და რა სულელი ხარ ღმერთო, რატომაა ასეთი
_კარგი ლეპტოპს ავიღებ და გავალ..._ წამოიწია და საწოლიდან ჩასვლა დააპირა
_აქ მოდი ... სად მიდიხარ. გააგრძელე ფილმის ყურება
_კი მაგრამ, შენ ხომ მარტო ყოფნა გიყვარს ცუდ ხასიათზე რომ ხარ
_ნუ მიყურებ ასეთი მზერით და შეეშვი მაგ ტუჩებს ისედაც დაგისივდა და მოგაჭამ იცოდე _ ისე უთხრა თითქოს რაღაც საშინელებას ეუბნებოდა _ მიეყრდენი ბალიშებს აგტკივდა წელი . ახლა განაგრძე ფილმის ყურება _ ისევ ჩართო და გაჩუმდა. მაშო ფილმს ვეღარ უყურებდა სუნთქვა შეკრული უყურებდა დათოს . ლეპტოპი დახურა და გვერდით გადადო , დათოს რეაქცია არ ჰქონია ოდნავ იცვალა გვერდი . ისევ თვალებდახუჭული იწვა . ინსტიქტურად ჩაეხუტა , თითქოს მისი რეაქციის ეშინიდა, ეშინოდა რომ მის უსიამოვნო შეგრძნებას თავადაც იგრძნობდა , მაგრამ ასე არ მომხდარა. შემდეგ თმაზე შეახო თითები ჯერ ძლივს სუნთქავდა , ყოველ წამს ელოდა რომ დათო რაღაც ცუდს ეტყოდა და ლამის წინასწარ დაიწყო ტირილი. შემდეგ ბიჭი მკლავში წვდა და გააჩერა . მაშინვე უკან გამოსწია ხელი და მანძილიც გაზარდა. თვალები დახუჭა და ცრემლები წამოუვიდა. იცოდა ტკიოდა და თვითონაც გრძნობდა ტკივილს. ბოლოს სითბო იგრძნო. მის მკერდთან ედო თავი ბიჭს, ხელი მუცელზე დაადო მისი მტევანი აიღო და თავთან მიიტანა . შემდეგ ისევ მუცელს შეეხო. ნელ_ნელა იგრძნო როგორ მოდუნდა, შვება იგრძნო , თითქოს ტვირთი მოშორდა . ჟღალის გულისცემას ისმენდა და სრულიად გაურკვეველ სიმშვიდეს გრძნობდა . არავის გულს ჰქონდა ისეთი ხმა როგორიც მაშოს .
*^*^*^
კვირა საღამოს უკვე ემოციებისგან დაღლილი იყო. ათასი ამბით, ახალი კერძების რეცეპტებით. სრულიად ახალი დუდა ჯანდიერს იცნობდა და მისით იყო აღფრთოვანებული . დუდა კი ცდილობდა რაც შეიძლება ნაკლები რამ ეთქვათ მასზე , მაგრამ ნუცა მაინც იღებდა ინფორმაციებს.
მთელი ქუჩის მცხოვრებლები გაიცნო . დუდა ბევრს არ იცნობდა ახალი რძლები , შვილიშვილები ზოგს შვილთაშვილიც ჰყავდა უკვე .
ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ხან მოხუცებთან ერთად ჭორებს ისმენდა, ხან ბავშვებს ეთამაშებოდა , ხანაც მოზარდებთან ერთად ლაპარაკობდა ბიჭებზე . მთავარი კი იყო ის რომ ამ დღეების განმავლობაში ღიმილი არ მოშორებია . გული სულ აჩქარებული ჰქონდა და ყველაზე ბედნიერი იყო ჯანდიერთან ერთად.
მართალია ბატონი ერთობოდა და ხშირად უკრავდა მის ნერვებზე, მაგრამ დუდადსთან ცხუბი ხომ ყველაზე კარგად გამოსდიოდა.
რაც არ უნდა მომხდარიყო , სულ რომ ყველაფერი დაევიწყებინა მზიკოს ძროხას რომ მიუჯდა და მე უნდა მოვწველოო განაცხადა, ეგ არასდროს დავიწყდება.
კარგი გამოცდილი სოფლელი გოგოსავით მოკალათდდა ვედრო დადგა და ცურზე თითები რომ მოუჭირა რძე პირდაპირ სახეში შეესხა . ძროხაც გადარია დუდას ხარხარმა და ალბათ მზიკოსაც არ მისცემდა რძეს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში . დუდას იმ დღეს არ ელაპარაკებოდა ის კი მთელი დღე დასცინოდა და ნერვებს უშლიდა.
_ჭირვეულის მორჯულებას ჰგავდა ეს კვირა
_იმედია მაგ ფილმის დასასრულის განმეორებაზე არ ფიქრობ
_ორნელას მშვენიერი გამომეტყველება ჰქონდა ბოლოს
_კიდე ხო ჩამოვალთ დუდა? _საწოლზე ავიდა და უცებ შეძვრა საბანში. უკვე მიჩვეული იყო , მაგრამ ინსტიქტურად გამოსდიოდა
_სამსახურიდან თუ გამოაღწევ ამდენი დაგროვებული საქმის შემდეგ ჩამოგიყვან და იქნებ მზიკოს ჭრელასაც დაავიწყდეს შენი თავხედური ქცევა
_ის ძროხა შენმა როხროხმა შეაშინა
_ან ფრჩხილები ჩაარჭე საცოდავს ... შენ რომ ვინმემ დაგკაწროს არ გაგიჟდები?
_შენ კიდე დიდხანს მოგიწევს ჩემს მკერდზე ოცნება ვატყობ მე
_ისეთი პერანგებით დადიხარ რაღა ოცნება თვალწინაა პირდაპირ
_აუტანელო ! _ზედა გაისწორა და ზურგი აქცია. მერე შესცივდა მისკენ მიჩოჩდა და ისე ჩაეხუტა
_მადლობა _ დუდა ჯერ ჩუმად იყო . მერე ზურგიდან მოეხვია და ყელში აკოცა _ აქამდე ვერ ვხვდებოდი აქ ყოფნა ასე კარგად თუ იმოქმედებდა. აქაურობას რომ ვიხსენებდი რატომღაც სულ ცუდი მახსენდებოდა და შენთან ერთად მივხვდი რომ ყოველთვის ხდება რაღაც კარგი . იმ წლებში განცდილ სიხარულს და ემოციებს ვერასდროს გავიმეორებ როგორ წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო _ ნუცას ყელში ჰქონდა სახე ჩამალული და ჩუმად ლაპარაკობდა.
_შენ კი მეუბნებოდი არ დავრჩეთო _მისკენ შებრუნდა და გაიღიმა _ ხედავ? აწი სულ უნდა დამიჯერო და კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებ ცხოვრებისგან
_რა გვეშველება მე და ჩემ გულს ამასაც მეტყვით ქალბატონი ნუცა? _ ლოყაზე ჩამოუსვა თითები , ისე უყურებდა სხვა არავის რომ არ შეუხედავს ისე ნუცასთვის
_რა გაწუხებთ ...სიმპტომები მაინტერესებს _ იღიმოდა, მერე ოდნავ შეეხო მაჯაზე ტუჩებით
_იცით ნუცა აქამდე მეგონა რომ უკვე ყველა უჯრედში გავრცელდით , ახლა კი ვფიქრობ რომ სისხლშიც შენ ხარ , ჟანგბადიც და წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ შენ თუ წახვალ
_იცით ბატონო დუდა ამ მდგომარეობის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია...შესაძლოა საერთოდ არ დადგეთ პრობლემის წინაშე ამიტომ ახლა უბრალოდ დამამშვიდებლებზე უნდა გადახვიდეთ
_მიშველის?
_არ ვიცი რამდენად გიშველის , მაგრამ მდგომარეობას მცირედით შეგიმსუბუქებს _ უკვე მის ტუჩებს ეხებოდა, ლოყაზე აკოცა და შემდეგ ცხვირის წვერი შეახო წვერით დაფარულ კანზე . ჯანდრიერი თითებს ნელა ამოძრავებდა მის ხერხემალზე _თითებს თუ არ გააჩერებ გაგეყრები
_ხელი არ მოგვიწერია ჯერ
_რომ ჩავალთ ხომ უნდა მოვაწეროთ...ერთი დღე რას ცვლის _ ისევ ჩუმად ლაპარაკობდა მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა და სუნთქვაც უჭირდა
_კარგი ... როგორც გინდა ! ვიძინებთ ! _ უკან გაიწია ნუცა თვალებ მინაბული დატოვა და შუქი ჩააქრო
_დუდა
_დიახ ქალბატონო ნუცი
_მე
_შენ?
_რას მიკეთებ
_მე არაფერს ვაკეთებ , სრულიად
_ასე ხომ? კარგი ვიძინებ და ხვალ იცოდე რომ იქ ახალი დღე დაიწყება სრულიად ახალი ფურცლიდან _ ზურგი აქცია საბანი თავისკენ დაქაჩა, საჯდომი გაბზიკა და ბალიშს მოხვია ხელები.
დუდამ გაიცინა , ვინ იცის მერამდენედ დააიგნორა გრძნობები და თვალები დახუჭა . მერე უცებ მოხვია ხელი ზემოდან მოექცა და ვნებიანი კოცნით დააგვორგვინა საღამო. საკუთარი გულისცემა ესმოდა ყურებში და გამშრალ ტუჩებს ენის წვერით ისველებდა . მერე თავად აკოცა და მანძილი საბოლოოდ შეამცირა _ მაშინ მოგატყუე
_რომელ ერთზე მეუბნები _ ყბაზე აკოცა და მერე ყელზე გადავიდა. თითები წელიდან თეძოებზე გადაიტანა და ჟრუანტელმა თხემით ტერფამდე დაუარა. გაეღიმა , შეუდარებელ სიამოვნებას იღებდა როდესაც მის რეაქციებს გრძნობდა . ახლა კი მკლავებში ჰყავდა მოქცეული და მისი ყოველი ამოსუნთქვა კანზე ეფრქვეოდა
_ჩემი ყველა კოცნა შენია_ თვალები დახუჭა , დუდამ ისევ ტუჩებზე აკოცა და შემდეგ მთელი სახე დაუკოცნა
_ტყუილია
_როგორ _თვალები გაახილა და მის მუქ ფერებში ჩაიკარგა
_გგონია შენი ტუჩები მიყვარს და მინდა მხოლოდ? შენი თვალები მიყვარს , მითხარი აქ უკოცნია ვინმეს ? _ ნუშისებრი ჭრილის დასასრულს აკოცა , შემდეგ ყვრიმალზე გადავიდა _აქ ხომ გკოცნიან ... შენს თითებს ეხებიან. ვიღაც სხვები გკოცნიან და ვნებიანი მზერით გიყურებენ. კანზე გეხებიან და ვინ იცის შენი გემოს გაგებისას რაზე ფიქრობენ ... იცი აქ ხალი გაქვს _ყურის ძირში ყბასთან ახლოს შეახო ტუჩები _აი აქ ჩემს გარდა არავის უკოცნია ... ჩემს გარდა არავის აკოცნინო ამ ხალზე _ ცხვირის წვერი მის თმაში ჩამალა და სურნელი შეიგრძნო
_როგორ შეიძლება ნამდვილი იყო შენ და ყველაფერი რასაც მეუბნები, აკეთებ და გრძნობ
_შენ სრულიად სხვა დუდა შექმენი ჩემში ის ერთი ცალი მხოლოდ შენია და სხვა ვერავინ მიუახლოვდება ... იმ დუდას ყველაფერი შეუძლია ისიც რაც სხვები არასდროს გაიფიქრებდნენ. მე წარმოდგენა არ მაქვს რას ვაკეთებ, რატომ ვამბობ, ან საერთოდ როგორ მივედით აქამდე
_მინდა რომ სულ გიყვარდე ... შენი ცოლი მინდა ვიყო , მხოლოდ მე და სხვა არავინ . შენი ყველა დარჩენილი კოცნა მინდა . მინდა მხოლოდ ჩემი იყო და სხვა არავისი . შენი სიყვარული მინდა დუდა
*^*^*^*
მარიამი მშენებლობაზე იყო , წყვილს უყურებდა ახალ სახლს რომ ელოდნენ და გეგმებს სახავდნენ. უყურებდა და ხვდებოდა რომ ალექსანდრე იმ კაცზე მეტად მნათობი თვალებით უყურებდა , ხვდებოდა რომ ამ წყვილზე მეტი სიყვარული ჰქონდათ და საერთოდ იშვიათად ხედავდა ისეთ ცოლ_ქმარს ვინც მეტ გრძნობებს იტევდა. ყველა კამათობდა, ყველას დაძაბულობა ეტყობოდა, ზოგიც ჭირვეულობდა და ძალიან საყვარელი იყო, ზოგ კაცს არაფერი აინტერესებდა და მხოლოდ ქალი ცდილობდა. ზოგჯერ მხოლოდ კაცები აკეთებდნენ ყველაფერს საყვარელი ცოლის გასახარებლად. იმ დღეს არ წვიმდა და ფეხით გავლა გადაწყვიტა. ქუჩაში მიდიოდა და ხალხს აკვირდებოდა , წელიწადში ფამდენჯერმე ჰქონდა ალექსანდრესთან ერთად ერთი დღე ქუჩებში ხეტიალისთვის. ამ დროს მეტროთი დადიოდნენ , ხალხს აკვირდებოდნენ და სხვადასხვა ემოციებს იღებდნენ . ახალ კაფეებს, რესტორნებს , სწრაფი კვების ობიექტებს სტუმრობდნენ. ისე ატარებდნენ დღეს როგორც ჩვეულებრივი ადამიანები , მაგრამ მაინც მთავარი ის იყო რომ ალექსანდრე სულ ათბობდა. ახლა პირველად შეამჩნია რომ არასდროს დადიოდა ქუჩაში ისე სანდროს რომ არ ჩაჰხუტებოდა, ზამთარში ხელთათმანს მალავდა და ალექსანდრეს ეწუწუნებოდა ხელები მეყინებაო . უყვარდა თავის გრძელ თითებს რომ ხვევდა და ხელებს იკოცნიდა . შეყვარებულებთან ასე არასდროს იქცეოდა საერთოდ არ უყვარდა რომ ეხვეოდნენ და სულ დისტანციას იცავდა იმათთანაც კი რომებიც ძალიან მოსწონდა. ფიქრებიდან სანდროს ზარმა გამოიყვანა, თითქოს იგრძნო როდის უნდა დაერეკა
_სად ხარ მარიამო?
_ვსეირნობ
_უჩემოდ?
_გცალია?
_მიღალატე მარიამ? უჩემოდ როგორ სეირნობ
_მოხვალ?
_სადმე კაფეში დამელოდე და მოვალ ... მომწერე სად ხარ . 20 წუთში მოვალ
_ბევრია
_მარიამ!
_ალექსანდრე !
ცხელ ჩაის აგემოვნებდა და ტელეფონში იყურებოდა ალექსანდრე რომ მოეხვია. ყელში აკოცა და მთლიანად გაათბო
_დაისჯები ხომ იცი...ყველა ნაბიჯისთვის რაც უჩემოდ გაიარე_ყელში აკოცა და მერე გვერდით მიუჯდა
_სასჯელს მივიღებ ...მოიფიქრე უკვე?_თვალებში უყურებდა და იღიმოდა..._ალექსანდრე
_ასე რომ იღიმი ყველაზე ლამაზი ხარ
_მეუღლევ თქვენ აღარ ხუმრობთ_ფართოდ გაიღიმა და ლოყაზე ღრმული გაუჩნდა
_წავიდეთ თორემ მალე დაღამდება _ხელი ჩაკიდა და წაიყვანა .
ცოტა ხანს ჩუმად მიდიოდნენ, ციოდა და მარიამი ისევ მკლავზე ეხვეოდა ალექსანდრეს
_პატარა ნაბიჯებით იარე თორემ მე დავრბივარ
_დიდი ხანია არ გვივარჯიშია ...ცოტა მოპუტკუნდი კიდეც
_გავთხოვდი უკვე ვის აინტერესებს როგორ გამოვიყურები
_ქმარი გიღალატებს
_ქმარს მოვაჭრი იმას რითაც მიღალატებს
_ოუუ თქვენ მწამებელი ყოფილხართ გოგონავ არადა როგორი ლამაზი და საყვარელი ხარ ... ნებისმიერს მოატყუებ
_ქმარიც ასე მოვატყუე სულ ვუღიმოდი და ბევრს ვკოცნიდი
_ნუ იტყუები...სულ მეჩხუბენი ხოლმე
_ვაიმეე ნახე ის ბავშვი რა საყვარელი _ სკოლის ჩანთით ხელში პატარა გოგონა დაინახა დედას მიჰყვებოდა გვერდით. პუტკუნა და ძალიან საყვარელი იყო .რაღაც ამბავს უყვებოდა დედას და ლოყები სულ წითელი ჰქონდა.
_ბავშვს რომ დაინახავ გონებას კარგავ... ჩვენი შვილი ასეთი პუტკუნა არ იქნება. მე ძალიან გამხდარი ვიყავი
_სამაგიეროდ მე ვიყავი პუტკუნა და მე დამემსგავსება
_შენ რატომ დაგემსგავსება ...
_არ გინდა რომ მე დამემსგავსოს? _გაჩერდა და გაბრაზებულმა შეხედა
_აქ მოდი _ ალექსანდრემ ხელი გაშალა წელზე მოხვია და ისევ ჩაეხუტა_კაშნე გჭირდება და ვერ ხვდები ... გაცივდები
_თემას ნუ ცვლი...არ გინდა რომ მე მგავდეს?
_გოგო თუ იქნება და შენ დაგემსგავსება ვერასდროს ვერაფერს ავუკრძალავ და ყველაფერზე დავთანხმდები. მამას ცოტა ხომ უნდა დაუჯეროს , რომ ვეტყვი ეგ ბიჭი არ მომწონს_თქო უნდა დაფიქრდეს მაინც...საერთოდაც კიდევ ერთს შენნაირს ვერ დაიტევს ჩემი გული და მოვკვდები
_მოუნდა ახლა მკაცრი მამის როლის მორგება ...
_უცნაურია ჩემი და შენი ბავშვი ... ამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ და აქამდე ასეთ თემებზე რატომ არ ვსაუბრობდით
_არ ვიცი არ მაქვს პასუხები ... არც მინდა რომ მქონდეს უბრალოდ ვიცი შეცდომა არ დაგვიშვია და შენს გარდა არავინ მჭირდება _ლოყაზე აკოცა და ისევ ჩაეხუტა.
ცოცა ხანს ჩუმად მიდიოდნენ შემდეგ ალექსანდრემ გზიდან გადაუხვია ვიტრინიდან ლამაზი კაშნე დაინახა და შესვლისთანავე მოახვია მარიამს
_არ მინდაა რაა ხომ იცი არ მიყვარს
_აი ასე... გიხდება ხომ იცი_თავზე მოახვია და მერე ყელთან შეუკრა
_დამცინი?
_ქერა რომ იყო უკრაინელს ჰგავხარ
_ოო კარგი რაა ...
_ აბა მე დავიფარებ _ მოაშორა და მხრებზე მოისხა ყვავილებიანი ჭრელი კაშნე _არ მიხდება? _ ბოხი ხმით უთხრა გამვლელ გოგონებს .
_გიხდებათ , ძალიან
_შენ უფრო ეს _ ხელთათმანები მისცა ბევრი თვლებით
_მარიაამ ამაში თითებს ვერ ჩავატევ
_ნიჩბები გაქვს ხელების ნაცვლად არადა დაგაკვდებოდა
_ხო არაა? ჰკითხე აბა დიდი ზომები არ აქვთ?
_წავიდეთ
_კაშნე?
__ისევ მოახვია ამჯერად ლამაზად და მერე აკოცა _ყველაფერი რატომ გიხდება რა არის _"უკმაყოფილოდ" შეკრა წარბები და მერე სალაროსთან მივიდა.
კიდევ ცოტა ხანს დადიოდნენ , მერე მუსიკის ხმა გაიგეს მეტროსთან და სწრაფად ჩაირბინეს კიბის საფეხურები.
ბოლოს იცეკვეს კიდეც , მატარებელში შევიდნენ და რამდენიმე გაჩერებაც გაიარეს.
გვიანი იყო სახლში რომ დაბრუნდნენ.
_ინამ დამირეკა კლუბში ვართ და გამოდითო ...წავიდეთ ხო?
_მეც დამირეკა რეზიმ უკვე ნასვამი იყო _გაიცინა და გამოცვლა დაიწყო
_ალექსანდრეე
_ჰოო _ გამოხედა და გაეღიმა_რატო მიყურებ პატარა ბავშვივით კამფეტი უნდა მთხოვო?
_კარგად ვარ იცი? თითქმის ისე როგორც ადრე _ ყელზე მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა
_ჩემი ბედნიერება ხარ შენ _ ყელში აკოცა და ისევ დაუარა ჟრუანტელმა .მარიამი უცებ მოშორდა და გამოცვლა დაიწყო. მალევე მოემზადა და ალექსანდრეს წინ აესვეტა
_როგორ უნდა გასწრებდე სულ მითხარი_ პერანგის ღილები შეუკრა და მერე ყელზე გაუსვა ცხვირის წვერი_ეს სუნამო მე ჩამოგიტანე ხო?
_არასდროს არაფერი გახსოვს... მე რამეს რომ ვარჩევ შენთვის საათობით ვაკვირდები შენ კი უბრალოდ იღებ და მოგაქვს
_ყველაფერი მახსოვს რაც მიყიდე და არ შემიძლია რაღაცების არჩევა
_არ შეუძლია და ბიკინიც კი ჩემი ნაყიდი აცვია
_ნუ ბუზღუნებ ... გიყვარს რომ მახარებ და შენი არჩეული რომ მაცვია _ თვალებში უყურებდა და ტვინს ურევდა . ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ახლა სრულიად სხვაგვარად გრძნობდა. მერე უცებ მაღალწელიანი შარვლის ელვა ჩასწია და თეძოსთან ჩააცურა თითები შავი ბიკინი ოდნავ ამოსწია და დააკვირდა _ეს შენ მიყიდე?
_თუ ღმერთი გწამს...სულ გაგიჟდა _ ჯერ უყურებდა მერე სუნთქვა რომ შეეკრა უცებ შებრუნდა და ქურთუკი აიღო_ გავდივარ მე და შენ რას აპირებ
_მოვდივარ _ ტოპი გაისწორა , მოსაცმელი აიღო და უკან გაჰყვა _ რამდენი თვეა არ დაგვილევია
_დავლიოთ?
_ბევრი
_შენი მორიგეობაა ხვალ
_ქმარი ხარ, ბატონი ხარ
_ხვალ გაიღვიძებს მალოცებს და მეტყვის რომ მე მივუტანო გამაყუჩებელი
_ამ ბოლო დროს შენი კოცნა მიყუჩებს ტკივილსაც და მეც მაყუჩებს ... იქნებ ბახუსიც გააქროს შენმა ყოვლის შემძლე ბაგეებმა
_ვცდი აუცილებლად და მე ვინ მიშველის
_მოგიყვან ვინმეს...მასაჟისტს მაგალითად
_შესანისნავი იდეაა
_ხო არა? სახლში რომ დავბრუნდებით მე გაგიკეთებ მასაჟს
_არ მინდა იყოს , გადამინდა
კლუბამდე სიცილით მივიდნენ და შესვლისთანავე მიიქციეს ყურადღება. ვსვავთ დღესო რომ დაიძახეს და ჭიქები შეაგებეს ისეთი გართობა დაიწყეს როგორც სჩვეოდათ უბრალოდ ახლა მხოლოდ ერთად ცეკვავდნენ, სულ ერთად იყვნენ . მარიამი ალექსანდრეს სხეულს ეკვროდა და სრულიად გათიშული მხოლოდ მუსიკა ესმოდა, ალექსანდრეს თითები მუცელზე, თეძოებზე, ბარძაყზე და მკლავებზე რომ დაცოცავდნენ, ტუჩებს ყელზე რომ აწებებდა, მის სუნთქვას გრძნობდა აჩქარებულს, გახშირებულს ფა ზოგჯერ ღრმას. არ უნდოდა დასრულებულიყო , სულ ასე უნდოდა ყოფნა საოცრად გრძნობდა თავს . ისე თითქოს პირველად ცეკვავდა , არადა ყოველთვის მოსწონდა მისი შეხება , ყოველთვის დუნდებოდა, ნირვანაში გადადიოდა და მერე აღარავინ ახსოვდა, ალექსანდრეს გარდა .
ბევრი არარფერი ახსოვდათ , მხოლოდ ის რომ სახლში იყვნენ. მარიამი იცინოდა, ალექსანდრემ ხელში აიყვანა და ისე აიარეს კიბე კოცნა არ შეუწყვეტიათ. მერე მარიამმა პერანგი მოაშორა, ქურთუკების გზას გააყოლა და მის შიშველ სხეულზე თითებს დაატარებდა. ალექსანდრე კი უყურებდა და მერე ტუჩებს ვმებიანად უკოცნიდა, ტუჩებიდან ყელზე გადავიდა , დეკოლტეს მიაღწია და მკერდსაც შეეხო . თითებს მის შიშველ წელზე დაატარებდა , მაგრამ ზედის მოშორებას არ ჩქარობდა. მარიამის ჩუმი კვნესა ესმოდა და წელს ქვემოთ ცვლილებებს გრძნობდა . მერე ყველაფერი გაჩერდა , კადრი შეწყდა და წამში გაახილა თვალები. უცებ წამოჯდა და იგივე სამოსით მძინარე მარიამის დანახვისას ამოისუნთქა. სახე ხელებში ჩამალა და შარვალზე გახსნილ ღილებს დააკვირდა. მერე ჩუმად შეიკურთხა და საწოლიდან გაიპარა.
კითხვები, ცვლილებები, პროტესტი ამ ცვლილებების მიმართ და ბოლოს მაინც ჩვეული მშვიდი გამომეტყველება. საუზმე მარიამსთვის და ახლადგაღვიძებული ქალბატონის ბუზღუნი
_თავიიი
_დალიე_ ხელში მიჩეჩებული მინერალური და მარიამის ტუჩები . თითქოს ავად იყო და ყველაფერს ჰალუცინაციასავით ხედავდა, იმასაც კი აღიქვავდა როგორ ეხებოდა წვეთები მარიამის ტუჩებს . როგორ იწმენდდა ენით ამ წვეთებს, როგორ ეხებოდა კბილებით ქვედა ტუჩს და როგორ იცურებდა თითებს დანამულ კისერზე მერე თმებში და ბოლოს ისევ ბალისზე ეშვებოდა
_საუკეთესო ხარ ...
_ჯანდაბა _ ამოიგმინა ბოთლი როგორც კი დადო მაშინვე ხელი წაავლო ჰაერში ასწია მუხლებზე დაისვა და ტუჩებზე დააცხრა . მერე სუნთქვა გაუჭირდა, გული ეწვიდა ისე ჩქარა უცემდა. კოცნა რომ შეწყვიტა და მარიამის გაფართოებულ თვალებს წააწყდა უცებ გაიცინა_აბა? გიშველა თუ ცრუ ვარაუდი იყო
_რა?
_სასწაულებრივი კოცნის ამბავი ჩავარდა...არადა ბიზნესს დავიწყებდი. ვაკოცებდი ყველას ვისაც მსუბუქი დაავდება ექნებოდა და განვკურნავდი ყველა ბახუსზე მყოფ ქალს _ თვითონაც არ იცოდა რას ამბობდა მერე მარიამის სიცილს უყურებდა და ისევ ეჭიმებოდა ყველა კუნთი მთელს სხეულზე
_არა ძვირფასო , შენ მხოლოდ ჩემი მკურნალი ხარ უკვე რამდენიმე თვეა _ მარიამმა ტერფები ფეხებზე დააწყო და მერე მუცელზე მიაბჯინა_ მგონი მიშველა ... წვნიანამდე გავიმეოროთ თუ შემდეგ? _ ფეხი მსუბუქად ჰკრა საწოლზე დააწვინა და ზემოდან მოექცა _შენ ? შენს ტკივილს ვინ უშველის? _ თითები მკერდზე ააყოლა და მერე ნეკნებზე ჩამოვიდა... _აღარ მახსოვს ადრე როგორ ვფხიზლდებოდით?
_წვნიანით , წამლით და მინერალურით _ ხმა შეცვლილი ჰქონდა, პირი უშრებოდა და სუნთქვა უჭირდა . მარიამი ეშმაკურად უღიმოდა და ფრთხილად კოცნიდა
_თავი მისკდება _ თავი მის მკერდზე დადო . ერთი ფეხი მოხრილი ჰქონდა მეორე ალექსანდრეს ფეხებს შორის _ გული საერთოდ არ გიცემს ალექსანდრე თუ მე მეჩვენება
_მარიამ ...
_ჰო
_ჯანდაბა _ სუნთქვა შეეკრა მერე თავი ააწევინა , ტუჩები დაუკოცნა. ზემოდან მოექცა და რამდენიმე წამში მოშორდა_მე ... წავალ ვიბანავებ. ჩავიცვამ და წავალ თორემ შეხვედრაზე დავაგვიანებ
_რა შეხვედრაზე შაბათია ალექსანდრე
_იმდენი ხანია არ დამილევია აშარად ცუდად ვარ და გაფხიზლება მჭრდება _ სააბაზანოში შევიდა კარი მიხურა და ზურგით მიეყრდნო_შენი დედაც დადვანო რა ჯანდაბა გემართება მარიამია...მარიამია

მგონი პირველი თავია სადაც ყველა მთავარი წყვილია და არ ვიცი სავარაუდოდ უნდა მოგეწონებათ . ვიცი ალექსანდრე და მარიამი ისევ დიდი განხილვის საგანი იქნება და ამიტომ გელოდებით.
ხო მომდევნო თავი ცოტა გადახვევა იქნება ალბათ იმედია მოგეწონებათ ძალიან ძალიან მინდა რომ მოგეწონოთ

№1 სტუმარი ანოო

აღარავიზე აღარაფერს აღარ ვიტყვი მაშოს და დათოს გარდა... საოოოცარი წყვილია... განსაკუთრებით ეს თავი მაშოთი და დათუჩათი რო დაიწყო სიხარულისგან ცას ვეწიეეე...

რას ნიშნავს იმედია? დარწმუნებული ვარ ყველას მოეწონება, აი მე მაგალითად, ვაბოდებ ამ ისტორიაზე, ეს თავი განსაკუთრებით მომეწონა, მე ყველა პერონაჟი მომწონს, განსაკუთრებული ჩემთვის კი ჩემი საყვარრლი სამეულია, თორნიკე, მარიამი და ალექსანდრე, საინტერესოა შემდეგ თავში რა მოხდება, მაგრამ უნდა ვაღიარო, მწერალი უფრო მომწონს, რადგან ის რომ არა მაშინ არც ეს ისტორია იქნებოდა

№3 სტუმარი სტუმარი მართა

თორნიკე მოაშორეთ ჰორიზონტს, ალექსანდრე არ დატანჯო რა... მომწონს ეს წყვილი, ამ თავის მერე ხო საერთოდ

№4  offline მოდერი abezara98

ვამბობ, ჩემმა მუქარამ უშველა დათუჩას და ხისთავიანს ცოტა ტვინი გაეხსნა-მეთქი და აჰა, მართალიც აღმოვჩნდი. ახლა თავში ამივარდება laughing sweat_smile ისეთი საყვარელია ჩემი მაშიკოო, ხომ ხედავთ დათუჩაც კი ვეღარ უძლებს მის შარმს blush ჩემი ციკალულები არიან ეგენი heart_eyes დუდა და ნუცაც ისე უხდებიან ერთმანეთს blush მგონი, ნელ-ნელა ალღობს აისბერგ ნუციკოს ჩემი დუდა smile ნუ, მარიამი და ალექსანდრე ხომ საერთოდ ზე წყვილია. უბრალოდ ვაბოდებ მათზე და ნელ-ნელა ვამჩნევ რომ მათ შორისაც ჩნდება ის ქიმია, რაც ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულ წყვილს აქვს blush უჰ, ისეთი თბილი თავი იყო, იმდენად მომეწონა და გამათბო, გაზის გამათბობელი ვერ ათბობს ასე ჩემს სახლს sweat_smile
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს, ჩემო გადარეულო heart_eyes საუკეთესო ხარ! heart_eyes

№5 სტუმარი სტუმარი Waka

Sauketeso xar

Male dauchqare amati urtiertoba tore daviwvi :D ise minds rom gamoutydnen ertmanets grdznobebshi

№6  offline წევრი Ultim

მაააარიააამ მადლობა რომ არსებობს და ასეთ ისტორიებს ქმნიი♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️ სასწაული თავი იყო თავისი მაშოთი და დათოთი , ნუცათი და დუდათი ..... და რაღათქმა უნდა ჩემი ალექსანდრეთი და მარიამით ♥️♥️♥️ გამაბედნიერე♥️♥️♥️♥️♥️

№7  offline წევრი MariaM :)

ალექსანდრეს არ ატკინო გთხოვ ისინი ხომ მხოლოდ ერთმანეთს ეკუთვნიან .დათუნა და მაშო ხომ ყველაზე მაგარი წყვილია.კარგი იქნება რამდენიმე თავს თუ დაუთმობ ისეტ ადამიანს ვინც მაშოს ცხოვრებაში გამოჩნდება და დათუნას ეჭვიანობისგან გააჟიბეს (მაგრამ ბოლოს მაინც დათუნასთან იყოს) შეიძლება ეს მათ უფრო დაეხმაროს და მიახვედროს რომ მათ ერთმანეთი უყვართ..ძალიან მიყვარს ეს ისტორია. მაგარი ხარ ძალიან <33

№8  offline მოდერი sameone crazy girl

mmm
როგორ მახარებ ხოლმე დილაუთენია <3

როგორ მიყვარს მერე მე რო გახარებთ

ანოო
აღარავიზე აღარაფერს აღარ ვიტყვი მაშოს და დათოს გარდა... საოოოცარი წყვილია... განსაკუთრებით ეს თავი მაშოთი და დათუჩათი რო დაიწყო სიხარულისგან ცას ვეწიეეე...

უიიი
რატო არ იტყვი
რა დაგიშავეს სხვებმა :დ
კარგი ნუ რას ვიზამ
მადლობა მიხარია რო მოგწონს მომდევნოშიც იქნებიან
მალე ბავშიც იქნება და სამი გამოჩდება ერთად

მარია.
კაი რა, ალექს :(

laughing laughing laughing

სიყვარული გულს გვტკენს
რას ნიშნავს იმედია? დარწმუნებული ვარ ყველას მოეწონება, აი მე მაგალითად, ვაბოდებ ამ ისტორიაზე, ეს თავი განსაკუთრებით მომეწონა, მე ყველა პერონაჟი მომწონს, განსაკუთრებული ჩემთვის კი ჩემი საყვარრლი სამეულია, თორნიკე, მარიამი და ალექსანდრე, საინტერესოა შემდეგ თავში რა მოხდება, მაგრამ უნდა ვაღიარო, მწერალი უფრო მომწონს, რადგან ის რომ არა მაშინ არც ეს ისტორია იქნებოდა

ვაიმეეე
ძალიან ძალიან დიდი მადლობა
ავტორს სტიმულს და განწყბას თქვენ აძლევთ
heart_eyes heart_eyes

სტუმარი მართა
თორნიკე მოაშორეთ ჰორიზონტს, ალექსანდრე არ დატანჯო რა... მომწონს ეს წყვილი, ამ თავის მერე ხო საერთოდ

smile ალექსანდრეს რაღა დატანჯავს აწი
ახლა იწყება ყველაფერი
მიხარი არომ მოგწონს
smile heart_eyes heart_eyes

abezara98
ვამბობ, ჩემმა მუქარამ უშველა დათუჩას და ხისთავიანს ცოტა ტვინი გაეხსნა-მეთქი და აჰა, მართალიც აღმოვჩნდი. ახლა თავში ამივარდება laughing sweat_smile ისეთი საყვარელია ჩემი მაშიკოო, ხომ ხედავთ დათუჩაც კი ვეღარ უძლებს მის შარმს blush ჩემი ციკალულები არიან ეგენი heart_eyes დუდა და ნუცაც ისე უხდებიან ერთმანეთს blush მგონი, ნელ-ნელა ალღობს აისბერგ ნუციკოს ჩემი დუდა smile ნუ, მარიამი და ალექსანდრე ხომ საერთოდ ზე წყვილია. უბრალოდ ვაბოდებ მათზე და ნელ-ნელა ვამჩნევ რომ მათ შორისაც ჩნდება ის ქიმია, რაც ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულ წყვილს აქვს blush უჰ, ისეთი თბილი თავი იყო, იმდენად მომეწონა და გამათბო, გაზის გამათბობელი ვერ ათბობს ასე ჩემს სახლს sweat_smile
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს, ჩემო გადარეულო heart_eyes საუკეთესო ხარ! heart_eyes

არ ვიც მუქარამ გაჭრა თუ რა მოხდა მაგრამ მგონი ნელ ნელა გვეშველება ყველას და დავისვენებ მეც თქვენც ტრიფონაც laughing laughing
ნუცა მართლა ცამოდნება გაგიჟდება შეიშლება და მარიამზე უარესიც დაემართება
მადდობააა ჩემოოო გოგოო
heart_eyes

სტუმარი Waka
Sauketeso xar

Male dauchqare amati urtiertoba tore daviwvi :D ise minds rom gamoutydnen ertmanets grdznobebshi

მეტად ვერ ვაჩქარებ რაღაც არაბუნებრივი მგონია
და ისე მალე ვდებ პრინციპშ ახალ თავებს დაჩქარდება და ესა
smile smile

Ultim
მაააარიააამ მადლობა რომ არსებობს და ასეთ ისტორიებს ქმნიი♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️ სასწაული თავი იყო თავისი მაშოთი და დათოთი , ნუცათი და დუდათი ..... და რაღათქმა უნდა ჩემი ალექსანდრეთი და მარიამით ♥️♥️♥️ გამაბედნიერე♥️♥️♥️♥️♥️

თქვენ მე მაბედნიერებთ მახარებთ
და იმდენს ვიღიმი რომ მთელი დღე მყოფნის რაღაც სასაწაული თუ არ მომიშლის ნერვებს ხოლმე
heart_eyes heart_eyes

№9  offline წევრი ანაკონდა

ველი გაგრძელებას ????

№10  offline მოდერი sameone crazy girl

MariaM :)
ალექსანდრეს არ ატკინო გთხოვ ისინი ხომ მხოლოდ ერთმანეთს ეკუთვნიან .დათუნა და მაშო ხომ ყველაზე მაგარი წყვილია.კარგი იქნება რამდენიმე თავს თუ დაუთმობ ისეტ ადამიანს ვინც მაშოს ცხოვრებაში გამოჩნდება და დათუნას ეჭვიანობისგან გააჟიბეს (მაგრამ ბოლოს მაინც დათუნასთან იყოს) შეიძლება ეს მათ უფრო დაეხმაროს და მიახვედროს რომ მათ ერთმანეთი უყვართ..ძალიან მიყვარს ეს ისტორია. მაგარი ხარ ძალიან <33

საშინლად არ მიყვარს მსგავსი დოზით ეჭვიანობით დაახლოებული წყვილები ისედაც ეჭვიანობს დათო და ამის გარეშეც მიხვდება დამიჯერეთ smile სულ ცოტაც და ეშველება მაგის ტვინსაც
მადლობა დიდიიიიი
უძალიანესად მიხარია რომ ასე მოგწონთ ეს წყვილი

ანაკონდა
ველი გაგრძელებას ????

ხვალ იქნება
აუცილებლად
heart_eyes

№11  offline წევრი _alaskaay_

აუ; დღეს ძალიან მაგარი იყოო... ბოლო გაკვეთილზე გავხსენი, შემთხვევით საიტი და არ მომისმენია მასწი რას ამბობდა ისე გავერთე.... ბატონი პრიმატი მოდის გონს, საოცრებაა :დდ მაშო რა საყვარელია, ბრძოლა უნდა ეზარება, ტირილი უნდა ეზარება, ჭამა უნდა ეზარება ზის და წუწუნებს. დედა გამახსენდა ამ სამი თვის უკან, ზუსტად ასე იყო.... მეჩხუბებოდა და რატო არც მან იცოდა... ვგიჟდები ორსულებზე და მაშოც ერთ-ერთი ფავორიტი ორსულია, რომელიც ისე განიცდის როგორც ორი ადამიანი <3..... წინსვლააა ამ წყვილთან დაკავშირებით და ყოჩაღ...
ვფიქრობდი, ვფიქრობდი და იცი რაა? გამახსენდა ისტორია, რომელიც ამ საიტზე პირველად წავიკითხე... პირველი მოთხრობა ამ საიტზე, და პირველი დრამა საერთოდ...,,გიჟი და უფრო გიჟი", კესო და ლაშა... ორი ადამიანი რომელებიც ქიმიას ვერ გრძნობდა და უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი... გადავფსიხდი რო გავიხსენე და თურმე ავტორიც შენ ყოფილხარ.... მაგარი ხარ, თავიდან გამახსენდა ყველაფერი მათზე და მათ უდიდეს სიყვარულზე...
აუ ალექსანდრე რაა ნაშა! ვგიჟდები და კიდევ მესიზმრება ცოდნისთვის(: ....! მეტი თავი ალექსანდრეზე და მარიამზე, ამათ ნუ მაკლებ რაა <3 ძალიან მაგრები არიან ეს გმირები და შენც უმაგრესი ხარ <3

№12  offline მოდერი sameone crazy girl

_alaskaay_

ვაიმეე როგორ გამამხიარულე
ალექსანდრე რო ნაშაა ამაზე ძალიან მეცინება რაღაცნაირად ჟღერს
ოოჰ ცხელი სიზმრებიიი მარიამიც ნახავს ცოტა ხანში და იმედია შენც ეგეთიარ გინახავს
smile smile laughing laughing

№13  offline წევრი ნინ ია

რა მაგარი თავი იყო heart_eyes სამივე უსაყვარლესი წყვილით heart_eyes ასეთ დათოზე გავგიჟდი ისეთი საყვარლები არიან. თან გიგანთან მისი გამოსვლა მომეწონა smile
ნუცა და დუდა სითბოს ასხხივებენ heart_eyes
აუ მარიამი და სანდრო არ მყოფნის ვგიჟდები ამ ორზე იმედია მალე მიხვდებიან რომ უყვართ ერთმანთი და ჩვენც გაგვახარებენ heart_eyes

№14  offline მოდერი sameone crazy girl

ნინ ია
რა მაგარი თავი იყო heart_eyes სამივე უსაყვარლესი წყვილით heart_eyes ასეთ დათოზე გავგიჟდი ისეთი საყვარლები არიან. თან გიგანთან მისი გამოსვლა მომეწონა smile
ნუცა და დუდა სითბოს ასხხივებენ heart_eyes
აუ მარიამი და სანდრო არ მყოფნის ვგიჟდები ამ ორზე იმედია მალე მიხვდებიან რომ უყვართ ერთმანთი და ჩვენც გაგვახარებენ heart_eyes

ძალიან მიხარია რომ მოგწონს
მარიამი და სანდრო თითქმის ყოველ თავშ იქნებიან
მადლობაა
heart_eyes heart_eyes

№15  offline წევრი Rania

Vtqvi da vimeoreb.naleqsandres da mariams sigijemde uyvart ertmaneti. Ise shenigbes megobrobit es grznoba rom axla uchitt am zgvaris gadalaxvaa. Saocari vinme xar mariamoooo
--------------------
Q.qimucadze

№16  offline მოდერი sameone crazy girl

Rania
Vtqvi da vimeoreb.naleqsandres da mariams sigijemde uyvart ertmaneti. Ise shenigbes megobrobit es grznoba rom axla uchitt am zgvaris gadalaxvaa. Saocari vinme xar mariamoooo

ვაიმეე მადლობაა
მიხარია რო მოგწონს ეს ორი ერთად

№17  offline წევრი დარინა

ჩემი საუკეთესო დღის გარანტი ხარ, აი თითოეული სიტყვა მიყვარს ამ ისტორიის პერსონაჟებზე ხომ აღარაფერს ვამბობ, განსაკუთრებული დამიკიდებულება მაქვს ალექსანდრეს და მარიამის წყვილზეეე, აი უბრალოდ ვეჭედავ მათზეეე, ეგოისტი ვარ და ამ წყვილის გარდა სხვა არავინ მინდააა, თორნიკე რომ ფართხალებს იმაზე ვკაიფობ, ჯობია ახლავე გაეცალოს მერე უფრო ეტკინება გული. დუდა ზე პერსონაჟია ის ცალკე განზომილებააა და ამდენი ტანჯვის მერე მინდა, რომ ყველაზე ბედნიერი იყოს. ხოო და ველოდები სანდრიკოს და მარიამის ცეცხლოვან პირველ ღამეს, ბევრ ბევრ ტკბილ მომენტებს. საოცრება მარიამი ხარ უბრალოდ შენი არსებობა მიხარია ასე რომ გვანებივრებ ახალ ახალი სიახლეებით.

№18  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა

ვაიმეე ამდენს თუ მოგწონდათ ეს წყვილი არ ვიცოდი ახლა კარგად გამოჩნდა და მიხარია თუ გამოდის
დუდა ჩემთვისაც ზე პერსონაჟია და ნუცა ნამდვილად ისაა ვიც სრულყოფილს გახდის მის ცხოვრებას
მადლობაა

მწერალი ქალი
რჩეული წყვილები...მარიამ!აი ეს უკვე სხვა საქმეა.ახლა ქიმია ჩნდება.მე მაინც კაცი პიროვნება დუდა მიყვარს მაგრამ ახლა მარიამი და ალექსანდრეს წყვილიც არ იყო ურიგო.სხვათაშორის დათუნა კაი ტიპია რაა თავისი პეწი აქ))მოკლედ კაი იყო რა:)

ვერ ვიფიქრებდი მარიამის და ალექსადრეს წყვილზე თუ ასეთ შეფასებას გააკეთებდი და მიხარია უზომოდ
დათოს 50-50 აქ კარგი და ცუდი თვისებები ჩემთვის უფრო სწორად ამ თვისებების გამოხატვაში ჭედავს რაა
smile

№19  offline წევრი ნაია61

ღმერთო, სასწაული დაატრიალე. ყველა წყვილი ისე შემაყვარე, ახლა რომ ვფიქრობ რომ ოდესმე დასრულდება მწყინს :/ გელი heart_eyes რა აჟიტირებული ვარ ვერც კი წარმოიდგენ smile

№20  offline წევრი natuka99

ნუ წარმოუდგენელიაა რეალურ ცხივრებაში მაგრაამ ძლივს ალექსანდრენ იგრძნო რაღაც და თირნიკეც გაუფერულდა.უბრალოდ არ მესმის მარიამმი როგორ ვერ გრძნობს ვერაფერს ან შეიძლება გრძნობს და შენ არ აღწერე ამ თავში
ბავშვობის მეგიბარი როცა გკოცნის ან გული უნდა აგერიოს თუ მეგობრულად უყურებ ან კიდე რაღაც შენც უნდა იგრძნო. ეხლა პროსტა მაკოცა და არაფერია მემგონი არ გამოდის ეგრეე.მოკლედ საინტერესოა უკვე ეს წყვილი და მთელი უპირატესობა ალექსანდრესია თორნიკე უკვე ჩემი აზრით გამორიცხული ვარიანტია
სხვებს რაც შეეხებათ შენებურ სტილში უბერაავ და რათქმაუნდა ძაალიაააან მომწონს.
წარმატებები

№21  offline მოდერი sameone crazy girl

natuka99

მადლობა მიხარია რო გამოიკვეთა უკვე ალექსანდრეს უპირატესობა და რაც შეეხება მარიამს უბრალოდ ამ თავშ არ გამოჩნდა თორემ კაცის კოცნა ასე უბრალდო არ გინდება მითუმეტეს გამოწვევა

ნაია61
ღმერთო, სასწაული დაატრიალე. ყველა წყვილი ისე შემაყვარე, ახლა რომ ვფიქრობ რომ ოდესმე დასრულდება მწყინს :/ გელი heart_eyes რა აჟიტირებული ვარ ვერც კი წარმოიდგენ smile

უჰ როგორ ძალიან მიხარია რომ მოგწონთ
ვეღრა მივედი დასასრულამდე თორემ კარგია
heart_eyes heart_eyes

№22  offline წევრი Anya10

აუუუ ალექსანდრე!!! აი მეტი რო არ მეთმქმის ეგაა რა. როგოორც იქნაა!! მეტი ალექსანრე და მარიამი!! უუუუხ რა წყვილია რაა. მომეწონაა ის ქიმია რაც გამჩნდა.ბოლოოს ძაააან ბევრი ბოლოოს. მაგრაა უჭიირს იმის მიღება რო იიის მარიამი მაგისიი მარიამიი აღაგზნეებს. ეგრეეც უნდოდა!! შაბათს თათბირზე რო გააქცევ ბიჭს აიი კიდეე ბევრი ეგეთი მომენტი გვინდაა!! ეხლაა მარიამიი გავაქვიოოთ. რაა საბოლოოდ არცერთი რო ად გაიქცეეს ეგრე ვქნათ. მართლაა რჩეულიი წყვილეები. დათოზე და მაშოზეე სულ ხო არ შეიძლება მატირო არა ?? ეხლა ბედნიერებისგაან ვტიროდი რო დათოო დასამშვიდებლად მაშოსთაან წავიდა. აუუ მაშოო აი იმენააა ორსული რაა. დედაჩეემს მახსენეებს. აი ყველაფერზეე ტირილიი და წუწუნი არ გამიგია. ნუუ დუდაა ღმერთკაცია ეხლაა ეხლაა რა. ერთადერთი პერსონაჟიაა კომენტარსააც რო ვერ ვაკეთეებ ისეთი. მოკლედ ჩემო მარიამ ძააალიან მიყვარხაარ და გეელი

№23  offline მოდერი sameone crazy girl

Anya10

მადლობაააა
მიხარია უზომოდ ასე რომ მოგწონთ და აღარ ვიცი როგორ გამოვხატო
მალე გამოწორდება ყველაფერი და სრულიად ახალ ურთიერთობებზე გადავალთ
heart_eyes heart_eyes

№24  offline მოდერი ენემი

ალექსი და მარიამი იმენა შოკი???? საუაოცარი წყვილია ბოლოს რა თქმა უნდა ერთად იქბებიან (ნუ იმედი მაქვს)❤ თორნიკე მინდა დავანაწევრო რაა???? ხოო დათა და მაშო ძაან საყვარლები არიან და მიხარია დათა თუ მიხვდა რო მაშო უყვარს❤ გელი დიდი და საოცარი თავით (იმედია თორნიკე არ იქნება)

№25  offline მოდერი sameone crazy girl

ენემი
ალექსი და მარიამი იმენა შოკი???? საუაოცარი წყვილია ბოლოს რა თქმა უნდა ერთად იქბებიან (ნუ იმედი მაქვს)❤ თორნიკე მინდა დავანაწევრო რაა???? ხოო დათა და მაშო ძაან საყვარლები არიან და მიხარია დათა თუ მიხვდა რო მაშო უყვარს❤ გელი დიდი და საოცარი თავით (იმედია თორნიკე არ იქნება)

მადლობაააა
თორნიკე იქნება ასე გამოვიდა ხვალ იქნება და ვნახოთ როგორ დავინახავთ თორნიკეს
იმედია მოგეწონებათ
დათა ჯერ ვერაფერს მიხვდა ან შეიძლება არც უყვარს ისე ჯერ
და რომ შეუყვარდება მიხვდება
heart_eyes heart_eyes

№26  offline წევრი რუსკიმარუსია

ჰალილუია! დათუნა ნელ-ნელა გონს მოდის laughing სულ ცოტაც დავით და მაშენკა მართლა ნარკოტიკივით იქნება შენთვის. დღეს ხომ მიხვდი, რომ მსგავსი გულის ცემა არავის აქვს და დამშვიდდი, მალე სხვა დანარჩებსაც მიხვდები და ჩემი გაბერილი გოგოც დაიბრუნებს ძველ ხალისს heart_eyes უფ, გული მომეფხანა თორნიკეს, რომ მოადო laughing ეს ბიჭი დიდი შეუგნებელი ვინმეა, ნაცვლად იმისა, რომ გაეცალოს მარიამის გარემოცვას, საშუალება მისცეს მარიამს ყველაფერი დაივიწყოს და ბედნიერი იყოს, პირიქით იქცვა: მარიამთან ფლირტს აოირებს და ყველაფერს აკეთებს მის სიახლოვეს ყოფნისთვის angry საერთოდაც მადლობა უნდა თქვას ცოცხალი, რომ არის.
დამრთავდა სოფლის დღეები და გართობა, ახლა ქალაქური არდავიწყეა იწყება ნუციკოსთან და დუდასთან heart_eyes მიხარია დუდამ ბავშვობის ტრამვებს თავლი, რომ გაუსწორა და იმ დღეებში ის ნათელი დღეები არ დაკარგა kissing_heart

ალექსანდრე და მარიამი heart_eyes ორივე გრძნობს მაგრამ არ გადადიან ზღვარს და ვცემ მე ორივეს laughing სასმლის ბრალი იყო თუ სხვა რამის ვნება ხომ მაინც გაჩნდა მათთან, ხოდა რატომ ეწინააღმდეგებიან, ნუ უფრო ალექსანდრე. ისე ამათი შვილი მართლა საოცრება იქნება kissing_heart გული დამარტყავს ამ ვნებიან დილას გაგრძელება თუ არ ღამე მაინც, რომ არ ქონდეს ცეცხლოვანი smile ნახევარი ნაბიჯი უკვე გადადგეს და რაღაა ის ნეხევარი smile
ხვალ უფრო ცეცხლი თავი მინდა heart_eyes

№27  offline წევრი Mariammmo

მარტო იმის თქმა მინდა ასეთ აჟიტირებულს რომ მიიიყვარხარრრრრ!!!
შენ ხარ ის ავტორი რომელიც ზუსტად იმ ემოციას და მუხტს მაძლევს რაც მჭირდება ხოლმე!!!

№28 სტუმარი ucnobi

აუ რა მაგარი თავი იყო, დათოს და გიგანის შეხვედრაააა.... აი ამას ჰქვია დის სიყვარული, დუდა ხომ საოცრებაა, ალექსანდრე და მარიამი როგორ ბუნებრივად დაახლოვე,
1 კი იმჩნევა აქამდე თითქოს გაუცხოება რომ იყო მათ შორის. ძალიან მომწონხარ მარიამ!

№29  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
ჰალილუია! დათუნა ნელ-ნელა გონს მოდის laughing სულ ცოტაც დავით და მაშენკა მართლა ნარკოტიკივით იქნება შენთვის. დღეს ხომ მიხვდი, რომ მსგავსი გულის ცემა არავის აქვს და დამშვიდდი, მალე სხვა დანარჩებსაც მიხვდები და ჩემი გაბერილი გოგოც დაიბრუნებს ძველ ხალისს heart_eyes უფ, გული მომეფხანა თორნიკეს, რომ მოადო laughing ეს ბიჭი დიდი შეუგნებელი ვინმეა, ნაცვლად იმისა, რომ გაეცალოს მარიამის გარემოცვას, საშუალება მისცეს მარიამს ყველაფერი დაივიწყოს და ბედნიერი იყოს, პირიქით იქცვა: მარიამთან ფლირტს აოირებს და ყველაფერს აკეთებს მის სიახლოვეს ყოფნისთვის angry საერთოდაც მადლობა უნდა თქვას ცოცხალი, რომ არის.
დამრთავდა სოფლის დღეები და გართობა, ახლა ქალაქური არდავიწყეა იწყება ნუციკოსთან და დუდასთან heart_eyes მიხარია დუდამ ბავშვობის ტრამვებს თავლი, რომ გაუსწორა და იმ დღეებში ის ნათელი დღეები არ დაკარგა kissing_heart

ალექსანდრე და მარიამი heart_eyes ორივე გრძნობს მაგრამ არ გადადიან ზღვარს და ვცემ მე ორივეს laughing სასმლის ბრალი იყო თუ სხვა რამის ვნება ხომ მაინც გაჩნდა მათთან, ხოდა რატომ ეწინააღმდეგებიან, ნუ უფრო ალექსანდრე. ისე ამათი შვილი მართლა საოცრება იქნება kissing_heart გული დამარტყავს ამ ვნებიან დილას გაგრძელება თუ არ ღამე მაინც, რომ არ ქონდეს ცეცხლოვანი smile ნახევარი ნაბიჯი უკვე გადადგეს და რაღაა ის ნეხევარი smile
ხვალ უფრო ცეცხლი თავი მინდა heart_eyes

ყველაერი კარგად იქნება სულ მალე
პატარაც მალე ეყოლება მაშენკას და მერე ყველაფერი ახალ რელსებზე გადავა'
უზომოდ მიხარია
ის ევნერვიულობ ახალ თავებს რომ ვდებ ხოლმე
და ძალიან მინდა ბოლომდე კარგი გამოვიდეს

Mariammmo
მარტო იმის თქმა მინდა ასეთ აჟიტირებულს რომ მიიიყვარხარრრრრ!!!
შენ ხარ ის ავტორი რომელიც ზუსტად იმ ემოციას და მუხტს მაძლევს რაც მჭირდება ხოლმე!!!

მარიამოოოო
მადლობა
ბედნიერი ვარ რომ კითხულობ და ამ სიტყვებს ვკითხულობ
heart_eyes heart_eyes

№30  offline წევრი Ninuciusi

ერთი სული მაქ როდის ათუხთუხდება ჩემი ვენები ალექსანდრესა და მარიამის პირველი ღამის ეპიზოდით.. :დდდდდ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent