შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთი სიყვარული არს (IV ნაწილი)


25-01-2019, 00:50
ავტორი ვინსენტ
ნანახია 1 656

- ბარბარე,რატომ არ მითხარი პოლიციელები რომ იყვნენ მოსულები დაკითხვისთვის-ჩუმად ჩაილაპარაკა
-როდის უნდა მეთქვა?ჩვენი რომელი ჩხუბისას ჩამეკვეხებინა პოლიციელების ამბავი.ან რა არის გასაკვირი?!5 ადგილას დაჭრილი ბიჭი მოიყვანეს საავადმყოფოში და პოლიციელებს არ ელოდი?
-რა უთხაარი მათ?
-რაც ვიცოდი
-რატოო,გამაგებინე,რატო ერევი ყველაფერში,რატო აკეთებ ყველაფერს მარტო-ისევ დაიწყო ყვირილი
-ვერ გავიგე?შენ არ გინდა დამნაშავე რომ დაისაჯოს?
-ჯერ ერთი დამნაშავე კი არა დამნაშავეები და მეორეც შენ ნუ ერევი ნურავის დასჯაში-თავზე დამადგა და თვალებში მიყურებს
--დამნაშავეები?შენ რა იცი?
-რასქვია რა ვიცი-ვათომ თვალი ამარიდა და ენა დაება
-ჰო,ჰო,შენ რა იცი ბევრნი იყვნენ თუ ერთი იყო?
-არ ვიცი,არაფერი არ ვიცი,კარგი?-მომაძახა და კარი მოიჯახუნა
ნახევარ საათშ ისევ შემოვიდა.
-მე მივდივარ,ასეა საჭირო.ჩვენს შვილს მიხედე.მალე დავბრუნდები,მაგრამ თუ გაჭანურდა ,იცოდე,შენს გარეშე ჩემი ყველა ამოსუნთქვა უმიზნო და უაზრო იქნება.მიყვარხარ-მითხრა თვალებგაშტერებულმა,ხელი თეთრ კედელს დაადო წამიერად და ისე გავარდა ოთახიდან თითქოს სულ არ ანაღვლებდა ჩემი პასუხი
-სად მიდიხარ?ვათო სად მიდიხარ მეთქი-ვუყვირი ოთახიდან აორთქ;ებულს-მარტო მტოვებ?ვათო ვერ გაიგე ტყუპები გვეყოლება,სად მიდიხარ-ვბოდავდი შეშლილივით და საწოლიდან წამოდგომას ვცდილობდი,როცა დედაჩემი შემოვიდა.
-ბარბარე ნუ იქცევი ასე,გთხოვ!-ტირის
-როგორ ვიქცევი?გამაგებინეთ როგორ ვიქცევი?
-მესმის შენი,რთულია მაგრ....
-არა,შენ არაფერი არ გესმის-შევაწყვეტინე ყვირილით-საერთოდ არაფერი არ გესმის,შენ ეგოისტი ხარ რომელსაც შვილის გადარჩენ უნდა მხოლოდ სხვა ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია,აბა მე მკითხე...მეც შვილების გადარჩენისთვის ვიბრძვი,გესმის?შენ თუ გინდა შვილი გვერდით გყავდე,მე არ მინდა შვილები?მე როგორ მოვკლა საკუთარი შილები საკუთარი ხელებით?საერთოდ ერთხელ მაინც გიფიქრიათ რას მოითხოვთ ჩემგან?-ავიქოქე-ან რისთვის ჩამოხვედით?ჩემს სანუგეშოდ?იმისთვის რომ გვერდით დამიდგეთ და თავი მარტოსულად არ მაგრძნობინოთ?ან იქნებ იმისთვის რომ თავი შემახსენოთ.თუ იმისთვის რომ დილას დილამშვიდობისას ნაცვლად მალე მოკვდებიო მითხრათ,თუ გამარჯობის ნაცვლად აბორტი გაიკეთეს სათქმელად?ან იქნებ ჩემს ბოლოჯერ სანახავად ჩამოხვდით?-ჩახლეჩლი ხმა საუბრის საშუალებას აღარ მაძლევდა-მარტო მინდა ყოფნა-ძლივს ამოვღერღე ბოლოს.
-ეეეე,გეყოს მართლა ახლა.შენ სულ მარტო გინდა ყოფნა,ჩამოვედით შილს გვერდში დავუდგეთო და შენ ახლოსაც არ გვიკარებ მარტო მინდა ყოფნაო.საერთოდ არ მოგენატრეთ ბარბარე?-ახლა მამამ განაგრძო
-აა,თქვენ შვილს გვერდში რომ დადგომოდით ამიტომ ჩამოხვედით?მე მეგონა თავზე ყორანივით რომ დაგეჭყავლათ და წინასწარ დაგეტირეთ ამისთვის ჩამოხვედით და საერთოდ მგონია რომ ვინც აქ მოდის,ჩემი შვილის გარდა,ყველა ამისთვის მოდის.
-საკმარისია-დაიყვირა მამამ,დედას ხელი დაავლო და პალატიდან გაცვივდნენ.
ერთი თვის მანძილზე მარტო ვიყავი.მარტო,რადგან არ მყავდა ვათო.უემოციო ადამიანები,რომლებიც პალატაში შემოდიოდნენ,იმედის ბოლო ნაპერწკალსაც მიქრობდნენ,ცოცხალს მიყურებდნენ და მკვდრად მასაღებდნენ.ნინა,ისევე როგორც ვათოს ძმაკაცები,ყოველ დღე მოდიოდა,დაჯდებოდა და მელაპარაკებოდა,ჩემგან ერთ სიტყვასაც რომ ვერ გაიგებდა პასუხად,ხვდებოდა მისი აქ ყოფნის უაზრობას და გადიოდა.ასე მეორდებოდა შემდეგ დღესაც.ვათოს ძმაკაცები სიტუაციას დაზვერავდნენ და მიდიოდნენ დიდად ხმას არც იღებდნენ.დედაჩემი და მამაჩემი საათობით მიყურებდნენ,თავს აქეთ-იქით გააქნევდნენ და ცრემლებს ყრიდნენ.დედამთილ-მამამთილი მიშოს რეამინაციასა და ჩემს პალატას შორის დარბოდნენ,შემოვიდოდნენ დარწმუნდებოდნენ რომ ვსუნთქავდი და თავის შვილთან მიდიოდნენ.ჩემსა და მიშოს შორის მაშინ ერთადერთი განსხვავება იყო,მე თვალები ღია მქონდა,მას-დახუჭული.თორემ ორივე რთნაირად უგონონი ვიყავით.ბატონი გიორგი შემოვიდოდა დღიური მოხსენებასავით დაგეგმილ სიტყვებს მომაყრიდა და გადიოდა.ერთადერთი ადამიანი ვისთანაც ვსაუბრობდი ჩემი შვილი იყო,ლიტა.ყოველ მეორე დღეს მოჰყავდათ ლაშას და ნათიას.ლიტას წასვლიდან მის მოსვლამდე მკვდარივით ვიდე საწოლზე,მისი მოსვლისას ვცოცხლდებოდი და წასვლისას ისევ უკუნითში ვეშვებოდი.
გავიდა ერთი თვე,მე ისევ ყოველი კარის გაღებისას ვათოს ველი და ყოველ ჯერზე მიცრუვდება იმედი.ამჯერადაც იმედიანად გავიხედე კარისკენ,რომლის ურდულიც ჩამოსწიეს მაგრამ ხელში ბატონი გიორგი შემრჩა.ერთი თვის მანძლზე პირველად,გაღიმებული სახით შემოვიდა და ჩემს საწოლს ხელებით დაეყრდნო.
-ვნახოთ ერთი ახლაც თუ არ დამელაპარაკები მამაცო გოგონავ.
როგორც ყოველთვის თავი გვერდით ვაქციე და თვალები დავხუჭე.
-მიშო კომიდან გამოვიდა
თვალები ფართოდ გავახილე,შევხედე წვერიან ექიმს და დავიყვირე:-გაიმეორე!
-შენ მოიგე-მეთქი გეუბნები,მიშო კომიდან გამოვიდა-მიცინის
-მანახეთ!-ასეთი ბედნიერი ხმა ბოლოს როდის აღმომხდა აღარ მახსოვდა.
-უნდა მოითმინო-მითხრა წარბებშეკრულმა.
-მეტი საქმე არ მაქვს-ხმამაღლა ვთქვი და წამოდგომა დავიწყე.
-ხო,რა თქმა უნდა,რა აზრი აქვს შენთან შეწინააღმდეგებას-გამიღიმა და წამოდგომაში დამეხმარა.
მიშოსთან დედა და მამა იყვნენ შესულები.კარი რომ შევაღე სამივეს მზერა ჩემკენ მოიმართა,დედა მომვარდა შენი დამსახურებაა ჩემს შილს თვალები ღია რომ აქვსო და კოცნა დამიწყო,მამამ მისაყვედურა რატომ ადექიო,ძალაგამოცლილმა მიშომ კი ნანატრი ღიმილი მსტყორცნა.
-ამდენი ერთად ვერ დარჩებით,ვინმე უნდა გავიდეს-თქვა მიშოს ექიმმა,ბატონმა კოტემ.
-ბარბარე დარჩება-გამიღიმა დედამ,მიშოს თავზე აკოცა,ქმარს ხელი ჩაჰკიდა და ოთახიდან გავიდნენ.
ბატონმა კოტემ სკამი მომიწია,ფეხზე დგომა არ შეიძლება შენთვისო და გამაფრთხილა 10 წუთი გაქვს დრო,ესეც ბევრია,ახლა თქვენთვის,ორივე სუსტად ხართო და გავიდა.
მიშოს ხელი დავადე,ცრემლიანი თვალები მივაბყარი და უხმოდ ვუყურებდი,თვითონ მიღიმოდა შიგადაშიგ თვალს ხუჭავდა და თან მიყურებდა.მუცელზე დამხედა და თავისი ხელი ნელი მოძრაობით დამადო.
-ჰო,შენს არ ყოფნაში სასწაული მოხდა ჩვენს თავს.-გავუღიმე-თან ტყუპები,წარმოგიდგენია?სამ გზის ბიძა იქნები.
-უფალს ვერასოდეს გადავუხდი მადლობას შენი გამოკეთებისთვის-ხელახლა სუნთქვის საშუალება მომცა-განვაგრძე რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ.ვატყობდი,მიშოს თვალები ეხუჭებოდა,ბევრი საუბრის ძალა არც მე მქონდა-ახლა მე წავალ,შენ გამოიძინე კარგად და ცოტა ხანში ისევ შემოვალ-მეთქი ვუთხარი და ძლივს მივაღწიე კარებამდე,თითქმის უაზროდ გავაღე კარი და იქვე მდგომ დედას დავეყრდენი,როგორ მიმიყვანეს პალატამდე თითქმის არ მახსოვს,მიუხედავად იმისა,რომ გონება არ დამიკარგავს.
-პირველი ვათო იკითხა,ძლივს ამოღერღა ასოები,ვათო ვათოო იმეორებდა,ვუთხარი ლიტას სიცხე აქვს და მასთანაა-მეთქი-რამოდენიმე საათში დედა ისევ შემოვიდა პალატაში.
-რატომ მოატყუეთ,გეთქვათ,რომ მისი ლაჩარი ძმა უბრალოდ გაიქცა ჩვენგან და ორი ოჯახისწევრი საავადმყოფოში დატოვა,ორი კი არა-ოთხი,გეთქვათ რომ ფეხებზე დაგვიკიდა.-ცრემლები წამსკდა,ყვირილი მომინდა,თავი ძლივს შევიკავე.
-ასე ნუ ამბობ,ბარბარე,ჩემი შვილი ლაჩარი არ არის,ეს შენც კარგად იცი!ის დღეში მილიონჯერ რეკავს და კითხულობს თქვენს ამბავს
-აააჰ,რეკავს?მაგარია-ვუთხარი ირონიულად.დედა განაწყენდა,ოთახიდან გავიდა.
ჩემი ყურადღება ისევ იმ შავმა წერტილმა მიიბყრო თეთრი კედლის თეთრ კუთხეში რომ დაედო ბინა,თვალშისაცემ კონტრასტს რომ ქმნის და ვათოს წასვლის შემდეგ თვალს რომ ვითხრი მასზე დაკვირვებით.
-უკეთ არ გრძნობ თავს?-საღამო ხანს ისევ შევაღე მიშოს რეამინაციის კარები
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.და ხელით სკამისენ მანიშნა.მეც უხმოდ ჩამოვჯექი.
-ვათო?-კითხვის ტონით ლუღლუღებს მიშო თავისი გაუჩინარეული ძმის სახელს
-გიკვირს ხო?გიკვირს პიველი ის რომ არ შემოვარდა ოთახში შენს სანახავად,გიკვირს შენთან მარტო რომ შემოვდივარ,ვათოს გარეშე...-ხელის გულებით თვალები მოვისრისე და განვაგრძე-მეც მიკვირს.მეც შენსავით არაფერი მესმის,ჯერ კიდევ კოშმარში მგონია თავი-მიშომ წარბები შეკრა და გაკვირვებული მზერა მომაპყრო
-წავედიო მითხრა და ოთახიდან გასვილს შემდეგ არ დაბრუნებულა.მიშო,წარმოგიდგენია?.ერთი თვეა არ მინახავს,გჯერა?ჩემს გარეშე სუნთქვა შესძლებია,მეც ვსუნთქავ თურმე მის გარეშე-ახლა კი ნამდვილად ვეღარ შევიკავე თავი და დაუნანებლად წამსკდა ცრემლები.
-რა დაგემართათ?-ამოილუღლუღა მიშომ და ჩუმი ტონით დასძინა-ბევრი ხანია აქ ვარ?
-თითქმის ორი თვეა აქ ვართ.
-შენ რატომ გაცვია ასე?შენ რა გინდა აქ?-ვხვდები თანდათან როგორ ეპარება სიძლიერე ხმაში.მის სისუსტეზე ძ₾იერი აღმოჩნდა ცნობისმოყვარეობა.
-მე ცუდი ორსულობა მაქვს.მუდმივად თავბრუ მეხვევა,ფეხზე ადგომა მიჭირს.საშიში არაფერი,უბრალოდ აქ ყოფნა მიწევს.-"საშიში არაფერი",თვითონ არ მჯეროდა ამ სიტყვების.
-დიდი ხანია აქ ხარ?ვათომ როგორ დაგვტოვა?ლიტა სადაა?დედამ რატომ გითხრა შენი დამსახურებაა მიშო ცოცხალირომ არისო?-ერთმანეთ მიაყარა კითხვები და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა
-მეც იმ დღის მერე ვსუნთქავ აქაურ სულისშემხუთველ დუნს,რაც შენ.-ვხვდებოდი,ძალა თანდათან მეცლებოდა და თავი ცოტა ხნით საკუთარ ხელებში ჩავრგე.
-ვატომ რატო წავიდა?-დაჟინებით იმეორებს კითხვას
-არ ვიცი,მიშო,წარმოდგენა არ მაქვს,უბრალოდ წავედიო და წავიდა.-მიკნავლებული ხმით ამოვილუღლუღე
-რაღაც ხდება-ჩაილუღლუღა მიშმ და ამასობაში ულვაშებიანმა ექიმმაც შემოაღო კარები.
-რა ამბავია,რა გლოვა გამოგიცხადებიათ,იმის ნაცვლად რომ გიხაროდეთ გადარჩენა ეს რა სახეებია?-ჯიბიდან ერთჯერადი სალფეთქი ამოიღო და გამომიწოდა-ბარბარე თუ შეილება ცრემლები შეიმშრალე.
-არ მჭირდება-მივუგე გაბრაზებული ტონით.თითქოს მას ვაბრალებდი ჩემს აქ ყოფნას,მასზე ვიყრიდი ჯავრს რომელიც მთელი სამყაროსადმი მქონდა.
-გაბრძანდი ოთახიდან -მკაცრი ტონით მითხრა,ძუსტად ისე სკოლაშ მოსწავლე რომ იუზრდელებს და გაკვეთილიდან გააგდებენ.
-ჯერ ახლახანს შემოვედი,ისე ურიგო არ იქნება თავად თუ დაგვტოვებთ,ვსაუბრობთ-მივახალე გაუზრდელი ბავშის კილოთი.
-ხო,ვხედავ როგორც საუბრობთ.რატომ არ გესმით რომ ორივე იმაზე სუსტად ხართ ვიდრე გგონიათ.თქვენი გამნერვიულება კატასტროფულად არ შეიძლება.
-ხოდა,ნუ გვანერვიულებთ და მოგვეცით საშუალება ვისაუბროთ.-ნიშნისმოგებით გადავუჭერი სათქმელი
-მოკლედ ისე ნუ იზამთ,საერთოდ რომ არ მოგცეთ ერთმანეთის ნახვის საშუალება და ახლა გაბრძანდით ოთახიდან,მიშო პალატაშ გადასაყვანად უნდა მოვამზადოთ-თქვა და ჩემსკენ გამოიწია,ეცადა წამოდგომაშ დამხმარებოდა.
-მე თვითონაც შემიძლია-მივახალე და მის სანახავად ისე წამოვხტი სკამიდან ,თითქოს პაციენტი კი არა,მკურნალი ვყოფილიყავი.
მერე მიშოს მივუბრუნდი-პალატაში რომ გადაგიყვანენ შემოვალ,არ მოიწყინო.
მანაც ხელი დამიწნია და ახლა უკვე ბარბაცით გავიკვლიე გზა პალატამდე.
ისევ მივაშტერდი შავ ლაქას და ვერაფრით მოვიკრიბე ძალა მასთან მისასვლელად,რომ ავმხტარიყავი აუცილებლად მივწვდებოდი მაგრამ ახტომა რომ შემძლებოდა საავადმყოფოშიც არ გვჩერდებოდი.
ორ კვირში მიშო საავადმყოფოდან გაწერს,მაგრამ მე ისევ ერთ ადგილს ვტკეპნიდი.ზოგჯერ მარტლა მეგონა რომ გავგიჟდი და ფსიქიატრიულში გადამიყვანდნენ.
გულწრფელად მაღიზიანებდა ყველა და ყველაფერი,მხოლოდ ჩემი შვილის ნახვისას ამოვისუნთქავდი ხოლმე და ვახელდი ჩემს ჩაშავებულ თვალებს..მიშოს მოსვლაც მახარებდა,მახარებდა ფაქტი,რომ ის დადიოდა,მეტიც ის სახლში იყო და ლიტას უვლიდა.გავიდა კიდევ სამი თვე და ვათო მაინც არ ჩანს.5 თვეა რაც საავადმყოფოში ვწევარ 4 თვე ვათოს გარეშე გავიდა,4 თვე ვათოს გარეშე,მაშინ როცა მე და ჩემი შვილის მამა 4 დღეც არ ვყოფილვართ ცალ-ცალკე.
ზოგჯერ ვფიქრობდი:-მოვბეზრდი,მობეზრდა მუდმივი ბრძოლა,მობეზრდა რომ ჩვენს ბედნიერებას მუდმივად რაღაც ეწინააღმდეგება და უბრალოდ წავიდა-მეთქი.მერე ვიაზრებდი რომ ის არც ლიტას აღარ ნახულობს და ეს ფაქტი კიდევ უფრო მისერავდა გულს,მაფიქრებინებდა რომ რაღაც მოხდა,რომ ის თავისი ნებით არ წასულა ჩვენგან,რაღაცამ აიძულა.მაგრამ რამ?რამ შეიძლება გაიძულოს ოჯახის საავადმყოფოში მიტოვება?რამ შეიძლება გაიძლოს შვილის მიტოვება?.მერე ვფიქრობდი რაც არ უნდა მომხდარიყო,რომელი ვარიანტიც არ უნდა იყოს მართალი,ფაქტი ერთია-მიგვატოვა და რა სულელი ხარ მარბარე ისევ მის გამართლებას რომ ცდილობ-მეთქი.ხან საკუთარი თავი ჭიანჭველად მეჩვენებოდა,უსუსურ წერტილად,ხანაც უზარმაზარი სიძ₾იერის პატრონად აღვიქვამდი და ყოველ დღე ვფიქრობდი,რომ ვათოს გარეშე ცხოვრება უნდა მესწავლა.მერე ისევ მოგონებებით ცხოვრებას ვაგრძელებდი,ვიხსენებდი ყველაფერს რაც მე და ვათოს გვეხებოდა.ჩვენი შეხვედრის პირველივე წამიდან დღემდე ყველაფერს ვხარშავდი თითქმის უფუნქციოდ დარჩენილ ტვინში და გავაანალიზე,რომ როგორც კი ფიქრს ვიწყებდი ყოველთვის იმ წამიდან იშლებოდა ჩემი მოგონებების ფარდა,როცა ვათო პირველად ვნახე.თითქოს ვათომდე სულ არ მიცხოვრია,თითქოს ვათოს ნახვისას დავიბადე.და ამის გამო კიდევ უფრო ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე.საკუთარი თავი მეზიზღებოდა იმის გამო,რომ ვფიქრობდი კაცზე,რომელმაც მიმატოვა.ვიცოდი,მე თუ არ დავეხმარებოდი საკუთარ თავს ამ წუმპედან ამოსვლაში აუცილებლად ჩემი ბოლო ფსიქიატრიული იქნებოდა.ამიტომ თავს ძალას ვატანდი მეფიქრა ჩემს ყველაზე ბედნიერ დღეებზე,ამ უბედურებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ახლა ეს იყო.



№1  offline წევრი Rania

Au armeyo. Saocrad kargad cer. Ubralod zalian ishbiataf deb. Meamis xarisxi dros moitxobs. Mahram lodini ar shemiLiaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

დასაწყისიდანვე თვალს ვადევნებ ამ ისტორიას. მომეწონა პირველივე თავიდან, თანაც ძალიან. ისტორიიდან იგრძნობა ავტორის ნიჭიერება და შეგნების მაღალი დონე.
თავები არ მყოფნის წასაკითხად და დიდი შუალედებიც უფრო უარესად მხდის. ნელა ვკითხულობ რომ არ შემომელიოს მალე ეს თავები. ველოდები, და კიდევ დაველოდები ახალ თავს. მიხარია რომ გიპოვე ამ საიტზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent