შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორც დაიწყო ისე დასრულდა (3 თავი)


18-09-2016, 12:18
ავტორი ♥love love♥
ნანახია 2 160

-სასწრაფოდ მოიტანეთ საკაცეები. აქ 4 მძიმედ დაშვებული ახალგაზრდაა, რომელთა გადარჩენა ძნელია. განსაკუთრებით რთულია გოგონების სიტუცია. მძიმე მოტეხილობები და თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვთ. ბიჭების მდგომარეობა შედარებით უკეთესია. მათ მსუბუქი მოტეხილობები აქვთ.
გოგონები ერთი კვირის განმავლობაში კომაში იყვნენ. არავის ეგონა თუ ისინი გადარჩებოდნენ, რადგან სიტუაცია რთულდებოდა. ბიჭები კი ერთ კვირაში გამოწერეს. მათი მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებოდა. ერთ დღეს ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ გოგონების სანახავად წასულიყვნენ საავადმყოფოში.
-ლაშა, ჩვენც დამნაშავეები ვართ იმაში, რომ ავარია მოხდა. ყურადღება არ მივაქციეთ საჭეს და საუბარში გავერთეთ. ეხლა კი ამის გამო გოგონები დღესაც საავადმყოფოში არიან. არ გინდა წავიდეთ და მოვინახულოთ?
-კი დათო აუცილებლად უნდა წავიდეთ. განსაკუთრებით მე ვარ ვალდებული ისინნი ვნახო, რადგან საჭესთან მე ვიჯექი და ჩემს გამო მოხდა ავარია. ვერ შევძელი საჭის დამორჩილება. ეხლა კი დიდ სინანულს ვგრძნობ, ამიტომ აუცილებლად უნდა წავიდე მათ სანახავად. შენც წამოხვალ?
-აპა რა აუცილებლად. მეც დამნაშავე ვარ.
ბიჭები წავიდნენ. თან მაღაზიაში გაიარეს რაიმე წავიღოთ თორემ სირცხვილიაო. მათ ცოტათი რცხვენოდათ გოგონების ნახვა, მაგრამ რადგანაც თავს დამნაშავედ თვლიდნე თავს ძალა დაატანეს და მაინც მივიდნენ.
-უკაცრავად 2 კვირის წინ რომ ავარია მოხდა და 4 ახალგაზრდა დაშავდა გოგონები რომელ პალატაში არიან?
-გოგონები არიან 2 სართულზე 24 პალატაში.
-კარგით. ძალიან დიდი მადლობა.
ბიჭები მორცხვად მივიდნენ პალატამდე. არ სურდათ შესვლა, მაგრამ მეორე ,,მე" უბიძგებდა მათ ეს გაეკეთებინათ. პალატაში შევიდნენ თუ არა ლაშას ფეხები მოეკვეთა. გაშეშდა. დათო ვერ მიხვდა რა დაემართა.
-ყველას ველოდი მაგრამ ამ გოგოს არა. ღმერთო ჩემო კიდევ კარგი რომ გადარჩა, თორემ ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი.(ჩაილაპარაკა ლაშამ)
-რა თქვი? ვერ გავიგე. რატომ ნერვიულობ ეგრე?
-არაფერი დათო. მერე გეტყვი.
-უკაცრავად გოგონებო, შეიძლება რომ შემოვიდეთ?(დათო)
-მართალია არ გიცნობთ მაგრამ შემობრძანდით.(ნინო)
-გამარჯობა მე დათო მქვია ეს კი ლაშაა.
-სასიამოვნოა. მე ნინი ვარ ეს კი ქეთია. მგონი ერთმანეთს არ ვიცნობთ ხომ?
-იცით, ჩვენ ის ბიჭები ვართ ავარიის დროს რომ დაეჯახეთ, ამიტომ ეხლა ბოდიშის მოსახდელად მოვედით. ნასვამები ვიყავით უეცრად საჭე ვერ დავიმორჩილეთ და ჩვენი ბრალია ეხლკა თქვენ ეგეთ მდგომარეობაშ რომ ხართ. გთხოვთ გვაპატიოთ ეს შეცდომა და ჩვენყველანაირად დაგეხმარებით. მანჯანის ღირებულებას ჩვენ ავანაზღაურებთ. (დათო)
-არა რას ამბობთ. რატომ უნდა აგვინაზღაუროთ? მარტო თქვენ ხომ არ ხართ დამნაშავეები? ჩვენც დამანაშავენი ვართ. ნასვამები ვიყავით საჭე ვერ დავიმორჩილეთ, ამიტომ პირიქით ჩვენ გიხდით ბოდიშს. გთხოვთ გვაპატიოთ. ეხლა როგოია თქვენი მდგომარეობა? (ნინი)
-ჩვენი მდგომარეობა მშვენივრადაა, მაგრამ ცუდია ეგეთი ლამაზი გოგონები ესეთ მდგომარეობაში რომ ხართ. ვწუვხარ. (დათო)
-კარგით არა უშავს. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. (ნინი)
-ღმერთო ჩემო ესეთი ლამაზი ბიჭი, საყვარელი, არ ველოდი ჩემს სნახავად თუ მოვიდოდა. რა ლამაზია. (ჩუმად ჩაილაპარაკა ქეთიმ)
-რა თქვი ქეთი? (ნინი)
-არა არაფერი. უბრალოდ მეც მესიამოვნა მათი გაცნობა.
-მეც ძალიან მიხარია გოგონებო და მინდა კიდევ ერთხელ მოგიბოდიშოთ. (ლაშა)
-კარგი არაუშავს, მოდი დავივიწყოთ (ქეთი)
-იცით? ექიმმა თქვა რომ თქვენ 3 დღეში გამოგწერენ, რადგან თქვენი მდგომარეობა უმჯობესდება და ჩვენ ვიზრუნებთ შემდეგ თქვენზე. (ლაშა)
-იცით არ არის საჭირო ამდენის გაკეთება. (ქეთი)
-არა. ჩვენ ვალდებულნი ვართ. ნუ გვეწინააღმდეგებით. (ლაშა)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent