შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ შენი (სრულად)


25-01-2019, 10:28
ნანახია 23 354

ძალიან მიყვარს წვიმა. ყოველთვის მზად ვარ ვუყურო, როგორ ეცემა წვიმის წვეთები მიწაზე. ვგრძნობ დედაჩემი მიყურებს, მაგრამ არ ვაპირებ მისკენ გახედვას. ვუყურებ სახლებს, რომლებიც სწრაფად იცვლებიან. მუსიკა,წვიმა, გრძელი გზა. ყველაფერი
იდეალური იქნებოდა , რომ არა ის, რომ საცხოვრებლად სხვაგან გადავდივართ. მე არც კი დამიწყია კამათი დედასთან, როდესაც მან მითხრა რომ მის საქმროსთან გადავდიოდით საცხოვრებლად, რომელიც საერთოდ სხვა ქალაქში ცხოვრობს, საერთოდ არაფერი არ მითქვამს. უბრალოდ თავი დავუქნიე და ჩემს ოთახში ავედი, ახლა კი არც ვიცი მექნება თუ არა საკუთარი ოთახი. საერთოდ ეს კაცი არანაირ გრძნობას არ მიჩენს. ის თითქოს და საყვარელია მაგრამ ჩემთვის სულ ერთია. არ მაქვს სურვილი რომ მასთან კონტაქტი მქონდეს.


არ მესმის რა სავალდებულო იყო ჩვენი სახლის გაყიდვა. მგონი დედა მართლა იმედოვნებს რომ ეს ურთიერთობა ზუსტად "დიდხანს და ბედნიერადაა", მე კი მეცინება ამ სისულელეზე.

მანქანა ჩერდება უცხო სახლთან, ვწევ თავს და ყურსასმენებს ვიხსნი.

არ მინდა მანქანიდან გადმოსვლა. წვიმა კვლავ მოდის, დასველება და შემოდგომის ცივი ქარის მოხვედრა კი ნამდვილად არ მინდა. დედაჩემი მალე გადმოდის მანქანიდან და ეხუტება კაცს.

რა უნდა დავუძახო მე მას? ის ხომ ჩემთვის არავინაა, ჩვიდმეტი წელი არავინ იყო და ახლა ?ერთადერთი რაც ვიცი მის შესახებ ისაა რომ ის ამ ქალაქის შერიფია. ნუ კარგი სამუშაოა მაგრამ არცისე მომგებიანი. არ აქვს მნიშვნელობა.


გადმოვდივარ მანქანიდან , ჩანთას ვისწორებ ზურგზე და დედას ვუახლოვდები.


- ოუ, მიხარია შენი ნახვა ლიდია - წარმოთქვა კაცმა.


ოჰ მან დაიმახსოვრა ჩემი სახელი? კი ჩვენ ხშირად ვხედავდით ერთმანეთს მაგრამ არ მეგონა რომ ყურადღებას მაქცევდა, რადგან მე სულ არ ვაქცევდი ყურადღებას.


-გამარჯობათ- ვიღიმი ძალით.


- კარგი მოდი შევიდეთ სახლში თორემ აცივდა.


თავს ვუქნევ და ზრდასრულებს უკან მივყვები.


"კომფორტული სახლია" ერთადერთი რაც გავიფიქრე სახლში შესვლისას.


-და ჩემი ოთახი სადაა? -ვსვამ შეკითხვას და ვუყურებ ჯონს, თუ არ მეშლება ასე ქვია .


- ზევით , წამომყევი განახებ.


-მადლობა.


-ბარგის ამოლაგებაში დაგეხმარო?


-არა გმადლობთ. - კაცი თავს მიქნევს და ოთახის კარებს მიღებს:

-მოეწყვე და შემდეგ სავახშმოდ ჩამოდი.


-კარგი- ვეუბნები და შევდივარ ოთახში რომელიც მადლობა ღმერთს შავ-თეთრ ფერებშია. ამოვისუნთქე და საწოლს მივუახლოვდი, რომელიც ფანჯარასთან ახლოსაა. ვწვები და ძალიან მიხარია რადგან სააწოლი ფუმფულაა. შემდეგ ვიწყებ ოთახის თვალიერებს.


საწერი მაგიდა, კარადა, და კუთხეში სარკე- არცისე დიდია მაგრამ მაინც წავა.


ვდგები საწოლიდან და ნივთების ამოლაგებას ვიწყებ. როდესაც ყველაფერი დავასრულე შორტები და ჩვეულებრივი თეთრი მაისური ჩავიცვი შემდეგ კი ქვევით ჩამოვედი. დედა ზის მაგიდასთან და საყვარლად უღიმის მის რჩეულს, ზედმეტი ცერემონიის გარეშე მივედი და გვერდით მივუჯექი, სამზარეულოს თვალიერება დავიწყე. მაგიდა უკვე გაწყობილია რაც ძალიან კარგია, შევჭამ და მაშინვე ოთახში ავალ.


ჯონი ჩვენს წინ ჯდება, რის შემდეგაც ტელეფონია ამოაქვს ჯიბიდან და ვიღაცის ნომერს კრეფს.


-სად ხარ? - ჩუმად ეკითხება კაცი. - დილან, მე ხომ გთხოვე რომ არ დაგეგვიანებინა.

დილან? ჩემი წარბები ზევით ფრინდება. ვინ ჯანდაბაა საერთოდ დილანი? და რატომ უნდა ივახშმოს ჩვენთან ერთად?

- კარგი - ამოისუნთქა კაცმა და ისევ ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში.


- და შეიძლება გავიგო ვინაა დილანი?- უნდა ვიცოდე.


- ის ჩემი შვილია, ისიც აქ ცხოვრობს.


-შვილი? - ჩემი ხმა იცვლება - და ადრე ამის შესახებ, რატომ არავინ არაფერი არ მითხრა?- თითქმის ვყვირი.

-აი სწორედ ამიტომ ლიდია - საუბარში ერთვება დედა - სწორედ იმიტომ, რომ ესეთი რეაქცია აგვერიდებინა თავიდან.


- თქვენ უნდა გეთქვათ ჩემთვის.


- ეს არაფერს არ ცვლის.


- კარგი- გაღიზიანებული ამოვისუნთქე და ჭამას შევუდექი, მე არ ვაპირებ ვიღაც დილანის ლოდინს.


უფროსები კიდევ ხუთი წუთი მიყურებდნენ მერე კი თვითონაც დაიწყეს ჭამა.


მე უკვე თითქმის დავასრულე ჭამა , როდესაც კარი ნელ-ნელა გაიღო და ოთახში შავთმიანი ბიჭი შემოვიდა, ჩვენ შემოგვხედა და მძიმედ ამოისუნთქა.


- შვილო, არ გინდა მოგვესალმო ?- იკითხა ჯონმა


-ზუსტად- ჩუმად ამბობს ბიჭი და ნელ-ნელა მაგიდას უახლოვდება - ყველას საღამო მშვიდობისა - ცრუდ იღიმის ის და დედაჩემს ათვალიერებს, ამის შემდეგ კი მზერას ჩემზე აჩერებს, - ახლა შემიძლია წავიდე? - უყურებს ჯონს.


- არ გინდა შემოგვიერთდე?- როგორც ჩანს კაცი უკვე გაბრაზებულია.


- მე ვარ დილან ო'ბრაიანი, თქვენი ახლად შეძენილი უკმაყოფილო ნათესავი, თქვენ კი მამაჩემის სიყვარული ნატალი და მისი საყვარელი შვილი ლიდია. დიახ, მამაჩემი თქვენზე საუბრობდა, ამით მე დავამთავრე - ბიჭი ბრუნდება და კიბისკენ მიდის.


- ვახშამი - ცივი ხმით ეუბნება ჯონი.


- უკვე ვჭამე - დილანი ისევ იღიმის და კიბეებზე ადის.


- ის ყოველთვის ასეთი არაა..- იწყებს კაცი


- ყველაფერი რიგზეა - დედა ხელს ხელზე ადებს და აწყნარებს კაცს.


- კარგი მადლობა ვახშმისთვის, მე წავალ - ვამბობ ჩუმად რის შემდეგადაც კიბისკენ მივდივარ. ვუახლოვდები ჩემს ოთახს და მესმის მუსიკის ჩუმი ხმა. მუსიკა? სერიოზულად? ჩემი ოთახის პირდაპირ? ამ ბიჭის პირდაპირ უნდა ვიცხოვრო?


შესანიშნავია.



***


დიდი სურვილი არ მაქვს რომ ოთახიდან გამოვიდე, მაგრამ აბაზანაში უნდა შევიდე. საერთოდ მე იმის სურვილი მაქვს რომ ახლავე მოვკვდე. მომეცით სხვა ოთახი. მომეცით მე სხვა სახლი, მომეცით სხვა ქალაქი, მომეცით მე სხვა ცხოვრება. ცუდია რომ მე არავინ არ მისმენს.


პირსახოცს მხარზე ვიკიდებ და გავდივარ ოთახიდან. სწრაფად ვჩერდები აბაზანის გვერდით, რადგან იქიდან გამოდის ბიჭი. ვათვალიერებ მას:


ფეხშიშველია, ნაცრისფერი სპორტული შარვალი და შავი მაისური აცვია.


- რას მომაშტერდი- უეცრად კითხულობს ის.


- არ მოგშტერებივარ - არ მინდა რომ ასე ცუდად მელაპარაკოს, საერთოდ არავის არ ვუთმენ ასეთ საუბარს და მითუმეტეს მას . ის თვალებს ატრიალებს, უპასუხოდ გვერდს მივლის და მისი ოთახისკენ მიდის. რაღაც მგონია რომ ამ ბიჭთან ტკბილი ურთიერთობა არ მექნება.


***

უკვე მეორე დღეა რაც აქ ვარ და ამ ბიჭთან საერთო ენა ვერ ვიპოვე, უფროსწორად არც კი მიცდია, როგორც მას.


ვიყურები სარკეში რომელიც კუთხეში კიდია და ვხვდები რომ გამოვიყურები არც ისე კარგად. ძილისაგან დასიებული სახე, არეული თმა და მძინარე თვალები.


ვდგები საწოლიდან ვიღებ პირსახოცს და ჩუმად გავდივარ ოთახიდან, რადგან დღეს ახალ სკოლაში პირველი დღეა და არ მინდა დედამ რამე სიურპრიზი მომიწყოს ან თუ უკვე გაკეთებული აქვს გავიპარები, ისევე ჩუმად ვუახლოვდები აბანოს და ვხედავ რომ კარები ღიაა. ახლოს მივდივარ და მაშინათვე ადგილზე ვიყინები, რადგან ვხედავ ბიჭს რომელიც ნიჟარასთან დგას და კბილებს იხეხავს. უხერხულია.


- დიდი ხანი აპირებ მანდ დგომას? - იღებს ჩოთქს პირიდან , მეუბნება და შემდეგ ისევ უბრუნდება მის საქმეს.


ნელა შევდივარ, პირსახოცს მხარზე ვიკიდებ , მეორე ნიჟარას ვუახლოვდები , წყალს ვუშვებ და ვიწყებ ხელ-პირის დაბანას, როცა ბიჭმა უკვე დაასრულა მისი საქმე , სარკეში ჩაიხედა და გავიდა ოთახიდან , ისე იქცევა თითქოს არც კი ვარსებობდე.


***


სწრაფად ვჭამ საჭმელს , და ყურადღებით ვუსმენ დედას. არ მიყვარს დილით ჭამა, მაგრამ დედაჩემს ვერ შეეწინააღმდეგები. გვერდზე ვიხედები და ვამჩნევ ბიჭს, რომელიც იღებს ფეხსაცმლებს და ზევით მიდის. ის არც კი საუზმობს, ის რა საერთოდ არ ჭამს?


დედაჩემი ასრულებს თავის სიტყვას თუ როგორ უნდა მოვიქცე პირველ დღეს სკოლაში და მიდის ზევით რომ ჯონი დააჩქაროს, მან ხომ სანამ სამსახურში წავა, სკოლაში უნდა წამიყვანოს. მხოლოდ მე უნდა წამიყვანოს, რადგან დილანს თავისი მანქანა ყავს, მაგრამ რათქმაუნდა ის მე არ წამიყვანს, საინტერესოა რა დავუშავე მას? მაგრამ ეს კარგიცაა , დიდი სურვილი არ მაქვს მასთან ერთად მარტო დავრჩე მის მანქანაში. ვიყურები ერთ წერტილში და მახსენდება ჩემი ძველი ცხოვრება, რომელიც ძალიანაც მაკმაყოფილებდა, და ვადარებ მას ახალს. ფიქრებიდან გამოვყავარ ზარს კარზე.


ვდგები სკამიდან და ვაღებ კარს.


შემოსასვლელთან მხვდება მაღალი გოგონა სახეზე კი შეშინებული ღიმილი აქვს აკრული:


-ჰეი,- დაბნეული ამბობს ის. ვათვალიერებ მას: მოკლე, არა ძალიან მოკლე ჯინსის შორტები, ცისფერი მაისური და ასევე ჯინსის ჟილეტი აცვია.


-ვისთან მოხვედი? - ვუსვამ, როგორც მე ვთვლი ლოგიკურ შეკითხვას.


- მასთან, - გოგონა თავით მანიშნებს ვიღაცაზე , რომელიც ჩემს უკან დგას, ვიხედები და ვხედავ დილანს, რომელიც უბრალოდ ალბათ მკლავს მისი მზერით.


გოგონა შემოდის სახლში და უცებ ეხუტება ბიჭს, ის კი ამის შემდეგ კოცნის მას.


***


ვიხედები იქით აქეთ, ვცდილობ რამე გავარკვიო, მაგრამ არაფერი არ გამომდის, ხალხი რომელიც ვერც კი მამჩნევს და სადაცაა გამიტანენ ცოტათი მაშინებს. არ მეგონა, რომ ამ პატარა ქალაქში ამდენი სკოლის მოსწავლე იქნებოდა. მივდივარ ჩემს კარადასთან, თან კვლავ ირგვლივ ვიყურები და ჩემთვის ნაცნობ ფიგურას ვხედავ.

დილანი მის კარადასთან დგას, რომელიც ჩემს პირდაპირაა.
ჯანდაბა, ეს რა იდიოტური ხუმრობაა? კარადებიც ერთმანეთის პირდაპირ გვაქვს?


ვაგრძელებ ბიჭის ყურებას , ვამჩნევ რომ ის ეხვევა იმ გოგოს, რომელიც დღეს ჩვენს სახლში გამოცხადდა დილიდან. გოგო იცინის, და მხარზე ხელს უსვამს. მის მზერას ვაკვირდები, რომელიც მეორე მაღალი გოგოსკენაა მიმართული, რომელიც შავთმიან ბიჭს თითქოს და მიეწებაო და რაღაცას ეუბნება.


-ჰეი-მესმის გოგონას ხმა და თავს ვაბრუნებ, ჩემს წინ დგას გოგონა ძალიან პატარა სიმაღლის, ის ჩემზე პატარაა.


-ჰეი- ვაღებ კარადას, და მასში ვდებ რვეულებს


- შენ ახალი ხარ არა? - მეუბნება ღიმილით.


-აჰა- ვუქნევ თავს.


-მე ლილი მქვია.


-ლიდია- ვუღიმი და თვალი დილანისკენ მეპარება.


-ჯობს მას არ უყურო - მიჩურჩულებს ლილი.


-რა?


- ნუ ეს დილან ო'ბრაიანი და მისი ჯგუფია. არც ისე კარგი ჯგუფია . - გოგონა მხრებს აჩეჩებს და აგრძელებს - ეს გოგო მის გვერდით, მას შელი ჰქვია, ისინი ერთად არიან... უკვე არც კი მახსოვს რამდენი ხანი, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე დიდი ხანია. მათ გვერდით მისი საუკეთესო მეგობარი დეივი და მისი შეყვარებული ნინაა.


-ამას რატომ მიყვები? - ვეკითხები დაბნეული.


-იმიტომ რომ , მთელი დასვენება დგახარ და მათ უყურებ , მეგონა გაინტერესებდა.. მაგრამ გირჩევ ო'ბრაიანს არც კი უყურო, შელიმ უკვე ყველას გააგებინა, რომ ვინც კი ხელს შეუშლის მათ ურთიერთობას , კარგი არაფერი მოუვათ.


- და მე არც არაფერს არ ვგეგმავდი- ნერვულად გავუღიმე მას - დილანი ჩემი ძმაა.


- რაა?


- მისმინე , მოდი შენ დამეხმარე კაბინეტის მოძებნაში და მე ყველაფერს მოგიყვები რაც კი გაინტერესებს კარგი?


- შევთანმხდით , - მეთანხმება ლილი - რა გაქვს ახლა?


-ისტორია


-მაგარია , ჩვენ ერთ კლასში ვართ, წამოდი- ლილიმ ხელი ჩამჭიდა და წამიყვანა.


შევდივართ კლასში და ვჯდებით ფანჯარასთან ახლოს მდებარე მერხთან.


ისმის ზარის ხმა, რის შემდეგაც კაბინეტი ივსება მოსწავლეებით. ნერვები მეშლება, როდესაც მესმის ხმამაღალი სიცილი, ამ გამაღიზიანებელი სიცილის პატრონი კი შელია, ვიხედები მათკენ, შემდეგ კი უცებ ვბრუნდები, რადგან ვგრძნობ, რომ ვიღაც მიყურებს, ვწევ თავს და ვხედავ იმ ბიჭის დაჟინებულ მზერას, რომელსაც ლილიმ დეივი უწოდა.


-ეი- ის დილანს პერანგზე ექაჩება , ის კი ბრუნდება და უკმაყოფილოდ უყურებს:


-რა გინდა? - დილანი იშორებს დეივის ხელს მისი პერანგიდან და ელის მეგობრის პასუხს:


- ეს ისაა? - თავით ანიშნებს ჩემს მხარეს მორიდების გარეშე. მეც ვწევ თავს , გაკვირვებული ვწევ წარბებს და პირდაპირ თვალებში ვუყურებ.


- ჰო- ჩქარა პასუხობს დილანი და ბრუნდება შელისკენ. დეივი მიღიმის, მაგრამ მე არც კი ვრეაგირებ, რის შემდეგაც დილანისკენ მიიწევს.


***


ვუყურებ სავსე საჭმელს ჩემ თეფშზე , იმ დროს როცა ლილი გაუჩერებლად ჭამს.


- რატომ არ ჭამ? - მეკითხება გავსებული პირით.


-მადა არ მაქვს- ვეუბნები და ვუღიმი, კარგი გოგო ჩანს.


-ეი, ალექს - ყვირის ის და შემდეგ წამს ჩვენთან მოდის ხუჭუჭა , ცისფერთვალება ბიჭი:

- ჰეი, როგორ მიდის ვარჯიშის საქმეები?- ეკითხება გოგონა, ბიჭი კი მის გვერდით ჯდება და მძიმედ ისუნთქავს:


- არანაირად - ნერვულად პასუხობს ბიჭი. -დეჰაანმა ისევ კინაღამ მხარი მომტეხა.


- დეივ დეჰაანი- დამიზუსტა ლილიმ.


- და შენ ვინ ხარ? - ბიჭი როგორც იქნა მამჩნევს და ინტერესით მიყურებს.


- მე ლიდია ვარ- ვამბობ და ხელს ვუწვდი.


- მე კი ალექსანდრე - ხელი ჩამომართვა რის შემდეგაც ჭამას შეუდგა.


-ტომასი სადაა? - კითხულობს ლილი პატარა პაუზის შემდეგ.


-ერიკა ისევ ცუდად გახდა და სახლამდე გააცილა- ასევე გავსებული პირით პასუხობს ალექსი, ნუ ამ გოგოს მეგობრები ისეთივენი არიან როგორც თვითონ , მაგრამ მე მომწონს.


მესმის მაღალი ხმა და სწრაფად ვრეაგირებ.


ვიღაცის ფოდნოსი იატაკზე აგდია. მის გვერდით დგას ბიჭი, რომელიც მძიმედ სუნთქავს და აშტერდება დილანს, რომელიც, როგორც მე მეჩვენება წყნარადაა.


- კარგად მისმინე- დილანი მიდის ახლოს ბიჭთან- კიდევ ერთხელ დაგინახავ მასთან ერთად- ხელს შელისკენ იშვერს, რომელიც დგას გვერდით - ინანებ , ყველაფერი გასაგებია?


-გავიგე- ბიჭი სწრაფად გადის სასადილოდან.


დილანი მიდის შელისთან ეხვევა მას და ერთად მიდიან მაგიდასთან, სადაც უკვე ზიან ნინა და დეივი.


ვუყურებ ალექსს და ლილის, მაგრამ, როგორც ჩანს მათ სულ არ უკვირთ ეს ყველაფერი.


- ეს ნორმალურია? - ვკითხულობ და თავით დილანზე და მათ ჯგუფზე ვანიშნებ.


- ნუ კი -დაძაბულად მპასუხობს ალექსი- ასეთი რამ ხშირად ხდება, შელი ყველაზე ლამაზი გოგოა სკოლაში და მას ბევრი ბიჭი აწუხებს, და რაც შეეხება ჯოშს , მან უკვე დიდი ხანია შელის თვალი დაადგა.


-ჯოში?


-აი ის ბიჭი რომელსაც არ გაუმართლა.


- ჰო მართლაც არ გაუმართლა, დარჩება მშიერი -ვიჩეჩავ მხრებს და ვაქცევ ყურადღებას ჩემს საჭმელს.


***


ვუყურებ როგორ მიდიან მოსწავლეები სახლში თავიანთი მანქანებით. მეც მინდა სახლში, მაგრამ როგორც ჩანს დედაჩემი იგვიანებს.


ვხედავ დილანს , რომელიც უახლოვდება მის ლურჯ ჯიპს და ჯდება საჭესთან. რას უცდის? რატომ არ მიდის სახლში ? მე რომ მანქანა მყავდეს უკვე სახლში ვიქნებოდი.


პრაქტიკულად მზერით ვწვავ მის მანქანას, ვიმედოვნებ ამას არ ხედავს, როგორც იქნა სკოლიდან გამოდის შელი და ჯიპისკენ მიიწევს. ახლა გასაგებია ვის უცდიდა ის. გოგონა ჯდება ჯიპში და კოცნის მის პატრონს. გვერდზე ვიხედები. ვერ ვიტან ასეთ სანახაობებს. სავალდებულოა ყველას დაანახონ მათი კოცნა? როგორც ჩანს სავალდებულოა.


ჯიპი დაიძრა , მზერით ვაცილებ მას. შესანიშნავია. ჩანთიდან ვიღებ ტელეფონს და დედაჩემს ვურეკავ.


-შვილო , მაპატიე, მაგრამ გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა, ვერ მოვახერხებ შენს წამოყვანას, ფეხით შეძლებ სახლში მისვლას? - სწრაფად მეუბნება დედაჩემი.


-რა? დედა მე ხომ გზაც არ ვიცი წესიერად.


- დილანს თხოვე და წაგიყვანს.


- რა? დილანს? სხვათაშორის ის უკვე წავიდა და მე მაინც არ ვაპირებ მას რამე ვთხოვო , ეს ბიჭი გიჟს გავს.


-ჰეი , ცოტა თავაზიანად.


-დედა , ახლა რა გავაკეთო? - ნაწყენი ვეუბნები მას.


- ნუ ეცადე სახლის გზა იპოვო?

- გასაგებია. - ტელეფონს ჩანთაში ვდებ და თავს ვხრი .


- აქ რას დგახარ? - მესმის ნაცნობი ხმა, გავიხედე და გავიღიმე, რადგან არ შევმცდარვარ:


-ლილი- საწყალი თვალებით ვუყურებ გოგონას - შემთხვევით ხომ არ იცი ჯონ ო'ბრაიანი სად ცხოვრობს?


- შერიფი? ხუმრობ? ყველამ იცის სად ცხოვრობს ის.


- დამეხმარები მისვლაში? უბრალოდ მე ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიე აქაურობას.


- რათქმაუნდა, სხვათაშორის ჩვენ მეზობლები ვართ, ამიტომ ერთი გზა გვაქვს.


-შესანიშნავია- ვეწევი გოგონას რომელიც უკვე წინ იყო წასული და რაღაცას მელაპარაკებოდა.


***


ვიყურები სარკეში და ვისწორებ სარაფანს. არც ისე ცუდია. მე ვზრუნავ ჩემს თავზე, მაგრამ სახლში არა, სახლში მინდა თავისუფლად ვიგრძნო თავი, თუმცა არ ვარ დარწმუნებული რომ ეს ჩემი სახლია.


თმებს ვიწევ და ქვევით ჩავდივარ. შევდივარ სამზარეულოში , ისევ ვჩერდები და ბიჭს ვუყურებ. უხერხულად ვგრძნობ თავს მის გვერდით.


არ მიქრება ის გრძნობა რომ ეს მისი სახლია მე კი ნაგლად შემოვსახლდი მის ტერიტორიაზე, თან ეს მისი ჩვევა, მოიქცეს ისე თითქოს არც კი ვარსებობ ცოტა ნერვებს მიშლის.


ფრთხილად მივდივარ მაცივართან. ნუ მთავარია არ შეამჩნიოს რომ მისი მეშინია. თუმცა მე მისი არ მეშინია. მე თვითონაც არ ვიცი რა დავარქვა ამ გრძნობას. ვიღებ საჭმელს და მაგიდისკენ მივდივარ.


ვჯდები მაგიდასთან ბიჭის წინ.


ის ჭამს და ძველებურად იქცევა ისე თითქოს მე ინტერიერის ნაწილი ვიყო.


კოვზით ვათამაშებ საჭმელს და ბიჭს ვუყურებ.


-იქნებ შეწყვეტ ჩემზე ყურებას? - ის წევს თავს და მიყურებს ისეთი მზერით, რომ მზად ვარ ახლავე მიწაში ჩავწვე და ცოცხლად დამმარხონ.


- მე უბრალოდ მინდოდა მეკითხა- ვცდილობ თავი გავიმართლო, მაგრამ არვიცი რა ვუთხრა.


- რა?- გაღიზიანებული მპასუხობს თან აგრძელებს მისი მზერით ჩემს დაწვას.


და მართლაც რა? რა ვუპასუხო?


-უკვე არაფერი?- ვწევ თავს და ჩემს თეფშს ვუყურებ.


ბიჭი არაფერს არ ამბობს ისე ასრულებს ჭამას, დებს თეფშს ნიჟარაში და დივნისკენ მიდის.


მე ვბრუნდები და ჩემს ყველა ყურადღებას ვუთმობ საჭმელს რომ ისევ უხერხულ სიტუაციაში არ ავღმოვჩნდე.


რამდენიმე წუთის შემდეგ ისმის კარზე კაკუნი და ვამჩნევ რომ დილანი ადგა დივნიდან და მიდის კარებისკენ.


- აი მეც მოვედი- მესმის ხმა და უცებ ვბრუნდები , ვცნობ ჩვენ სტუმარს - დეივს.


- შემოდი- დილანი ატრიალებს თვალებს და უშვებს სახლში ბიჭს.


-ჰეი- მეუბნება დეივი და მიქნევს ხელს.


-ჰეი- ვპასუხობ და ვწევ მასზე მზერას.


- წამოდი აწი- წუწუნებს დილანი და მიდის ზევით, დეივი მიკრავს თვალს და მის მეგობარს მიჰყვება.


***



ფანჯარაში ვიხედები , გაკვეთილი სადაცაა უნდა დაიწყოს, მაგრამ ჩემი გონება სულ სხვაგანაა, ის ჩემს ძველ სკოლაშია, ჩემს მეგობრებთან ერთად...


ჩემი ფიქრებიდან გამომიყვანა ბიჭმა, რომელიც ჩემს გვერდზე ხმაურიანად დაჯდა.


ვაბრუნებ თავს და ვცდილობ გავიხსენო სად მყავს უკვე ნანახი ეს ბიჭი.


-ეს კრეტინი - წარმოთქვამს ბიჭი და იყურება დაფისკენ.


ის სადღაც ნანახი მყავს... გამახსენდა, ეს ის ბიჭია, რომელთანაც დილანს კონფლიქტი ჰქონდა, შელის გამო. ახლა გასაგებია კრეტინი ვისაც უწოდა.


ბიჭი ტუჩებს იკვნეტს და ერთ წერტილს აშტერდება.


-ჰაი- უბრალოდ ვცდილობ რომ სიტუაცია გამოვასწორო , თან, რადგან ჩემს გვერდით დაჯდა უნდა შემამჩნიოს.


-ჰაი - ის ბრუნდება და ჩემს სახეზე პატარა ღიმილი ჩნდება, ვაუ ის საკმაოდ სიმპატიურია - ადრე რატომ არ მინახიხარ?


- ახალი ვარ , ლიდია მქვია.


- ჯოში , დიდიხანია აქ ხარ?


- არა , მხოლოდ რამდენიმე დღეა.


- შენს ნათესავებთან ჩამოხვედი, თუ ოჯახთან ერთად გადმოდი საცხოვრებლად? - ვუყურებ და არვიცი რა ვუპასუხო , ვფიქრობ არ ღირს ვუთხრა რომ დილანის ნათესავი ვარ:


- დედაჩემთან ერთად გადმოვედი აქ- ამოვისუნთქე და ჩემს რვეულს დავხედე.


-დღეს წვეულება იქნება, არ გინდა წამოხვიდე?


- იცი- მზერას ვაპყრობ ლილის, რომელიც ჯერ ჯოშს უყურებს შემდეგ მე , შემდეგ კი თვალებს ატრიალებს და სხვა მერხზე ჯდება, ეს ჟესტი ვერ გაიგე, ამიტომაც ყურადღება კვლავ ბიჭს მივაპყრე - მე ახლახანს გადმოვედი და ჯერ ამისთვის არ მცალია, კვირის ბოლოს მზად ვიქნები.


-ნუ მე დავიცდი - ღიმილით ამბობს ბიჭი და ჩანთიდან რვეულს იღებს მანამ სანამ უცხო ბიჭი გვიახლოვდება.


- არ შეიძლება ამის ასე დატოვება - გამოაცხადა ბიჭმა.


-დენი, ვინ გითხრა რომ ასე დავტოვებ? -წყნარად წარმოთქვა ჯოშმა ისე რომ ბიჭისკენ არც კი გაუხედავს - ეს ადამიანის მსგავსი არსება ყველაფერს ინანებს!


- ემმ... ჰეი, მე დენი ვარ - ბიჭმა ჩამომართვა ხელი.


-ლიდია, - ვეუბნები და თავს სხვა მხარეს ვწევ . დენი თავის მერხთან წავიდა, რადგან მასწავლებელი უკვე კაბინეტში შემოვიდა. არ მინდა იმაზე ფიქრი რაც გავიგე, არ მინდა ვიფიქრო იმაზე რაზეც ვფიქრობ. არ მინდა.



***


მთელი დღე სახლში მარტო ვიყავი. დედა და შერიფი სტუმრად იყვნენ წასულები.
დილანი კი დილიდან არ მინახავს, უცნაურია სკოლაშიც კი არ მინახავს.

ვრთავ სხვადასხვა კანალებზე იქნებ რამე საინტერესო ვიპოვო და გავერთო, მაგრამ ჩემი მცდელობა კრახით სრულდება.


ვუყურებ საათს, საღამოს 10 საათია. იქნებ დღეს ადრე დავწვე დასაძინებლად?


ვდგები დივნიდან, უკვე ზევით წასვლას ვაპირებ, მაგრამ მესმის კარებთან ხმა, მივდივარ ახლოს რის შემდეგაც შიშისგან ვხტები, რადგან კარი უცებ იღება და ოთახში შელი შემოდის, ფაქტობრივად დილანსაც ათრევს ოთახში. ამ სანახაობას პირ ღია ვუყურებ, რადგან ვერაფერს ვერ ვამბობ.


გოგონა სკამზე სვამს დილანს, თვითონ მის წინ ჯდება და ცრემლებს იშორებს:


- როგორ ხარ?- ცრემლების გამო ძლივს ამბობს შელი - შემომხედე დილან.


ბიჭი ზის სკამზე მოხრილი და მის სახეს ხელებით იფარავს.


- დამეხმარე- მიყურებს გოგო საცოდავი თვალებით, მე კიდევ წარმოდგენაც არ მაქვს როგორ უნდა დავეხმარო.


- რა გავაკეთო?- ვკითხულობ და დაბნეული ვუყურებ ბიჭს, რომელიც ტკივილისგან სულ არ გავს მის თავს.


-წამლები სად გაქვთ?- კითხულობს შელი, და ფეხზე დგება.


- არვიცი , მე მხოლოდ რამდენიმე დღეა აქ ვარ.


-მაშინ იპოვე ! - მიყვირის, რის შემდეგაც ბრუნდება დილანისკენ და ცდილობს მოაშოროს მისი ხელი სახეს.


მივრბივარ სამზარეულოში და ვიწყებ ყველა კარადის დათვალიერებას.


ღმერთო. რა ხდება? პირი გამიშრა, ფეხები კი არ მემორჩილება. პანიკა? ნუ ის ხომ არ მოკვდება? მაგრამ თუ.. არა, არა, არ მინდა რომ ჩემს თვალწინ ვინმე მოკვდეს, არა ეს მე სულ არ მჭირდება. არ შემიძლია ვუყურო ვინმეს ტანჯვას , მირჩევნია მე ვიყო მათ ადგილას ოღონდ სხვას არ ტკიოდეს, ჩემი ბუნების იდიოტური ნაწილია.


ვხედავ საჭირო ყუთს და გავრბივარ შელისკენ.


- და ახლა რა? - ვუყურებ გოგონას და ვხვდები რომ ის ჩემზე ცუდადაა, მე ახლახანს გავიცანი ეს ბიჭი ის კიდევ რამდენიხანია..


- არვიცი, რას აკეთებენ ასეთ სიტუაციაში?


- სასწრაფოს უძახებენ - ძლივს წესიერი აზრი მომივიდა თავში.


- ეი, შენ, ჭკუიდან შეიშალე?- ძლივს თქვა დილანმა და თავი აწია.


მის სახეზე სისხლს ვხედავ, და კისერში თითქოს ბურთი მეჩხირება. ვცდილობ გადავყლაპო მაგრამ არაფერი გამომდის, არ მეგონა თუ სისხლზე ასეთი რეაქცია მექნებოდა.


- ექიმი გჭირდება - ვამბობ ხმამაღლა, რადგან ვფიქრობ რომ მას ჩემი არ ესმის.


- შენს გარეშეც მოვაგვარებ ჩემს საქმეებს - იღებს ჩემი ხელიდან წამლებით სავსე ყუთს და იწყებს საჭირო წამლის ძებნას.


- დილან, - იწყებს შელი - ვფიქრობ ის მართალია


- მისი რიჟა რჩევების გარეშეც მოვაგვარებთ ყველაფერს - ამ სიტყვების შემდეგ, ვხვდები, რომ ის უკეთესადაა და წყნარად ვისუნთქავ.


-დეივს უნდა დავურეკოთ- სწრაფად ამბობს გოგონა.


- არაა საჭირო - ცივად ეუბნება ბიჭი და ფეხზე დგება, თუმცა წონასწორობას ვერ ინარჩუნებს და რომ არა შელი იატაკზე აღმოჩნდებოდა.


- შეიძლება შერყევა გქონდეს- ვამბობ და რამდენიე ნაბიჯით უკან ვიწევ.


- მართლა? რა ჭკვიანი დაიკო მყავს, როგორ გამიმართლა - ხელით სახიდან სისხლს იშორებს , და შელიზე დაყრდნობილი ზევით მიდის.


ვუყურებ წამლების ყუთს, რომელიც დევს იატაკზე, მძიმედ ვისუნთქავ. უმადური ღორი, მხოლოდ ასე შეიძლება დავუძახო ამ ადამიანს. და რა შეიძლება მას მოუვიდეს? რისი მეშინოდა? მისნაირებთან, როგორიც ისაა არასდროს არაფერი არ ხდება.


მზერას ვწევ შელიზე , რომელიც სწრაფად ჩამოდის კიბეებიდან იღებს აფთიაქის ყუთს და ისევე სწრაფად არბის ზევით.


ვერ ვიტან ამ ღამეს.


***


ვიყურები სარკეში, ყურადღებით ვუყურებ თუ როგორ ჩამოდის წყლის წვეთები ჩემს სახეზე.


პირველ სართულზე ხმაური მესმის, ამიტომაც სწრაფად ვიშრობ სახეს და ქვევით ჩავდივარ.


ვშეშდები კიბეზე და ვუყურებ დილანს. ბიჭი დგას მისი მამის პირდაპირ , ხელები სპორტული შარვლის ჯიბეში უწყვია.


ჯონმა მძიმედ ამოისუნთქა და დაიწყო ბიჭის ჭრილობების თვალიერება.მეც ვუყურებ ბიჭის დასიებულ სახეს. დილანი ხელს კიდებს მის გატეხილ ტუჩს რის შემდეგაც ისევ აწყობს ხელებს ჯიბეში.


- კიდევ ერთხელ გეკითხები, - გაღიზიანებული ხმით ეკითხება ჯონი - ეს ვინ გააკეთა?


-მამა ხომ გითხარი არა, უბრალოდ ბაიკიდან ჩამოვვარდი- ბიჭმა ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა ტკივილისგან, მას რა ასე ძალიან სტკივა? იქნებ რამე მოტეხილი აქვს? - მე და დეივმა გადავწყვიტეთ გვეკატავა - აგრძელებს დილანი - და აი არ გამიმართლა.


-დილან, შენი აზრით იდიოტი ვარ?


- მა, მოდი დავამთავროთ ამაზე საუბარი, ჰა?


- ადვილად შემიძლია მათი ციხეში ჩასმა, შენ უბრალოდ სახელები მითხარი.


- ო ღმერთო- დილანი ატრიალებს თვალებს და კოჭლობით მიდის მაგიდასთან, სადაც ზის დედაჩემი.


- ლიდია- მესმის შერიფის ხმა და უცებ ვრეაგირებ:


-ჰო?- როგორც იქნა ვცოცხლდები და ვიწყებ კიბიდან ჩამოსვლას.


- შენ ნახე , როგორ და ვისთან დაბრუნდა დილანი სახლში?


-მე?- მზერა გადამაქვს დილანზე, რომელიც ასევე მიყურებს მე - არა გუშინ ადრე დავწექი და არაფერი გამიგია.


-გასაგებია- ჯონი უყურებს მის შვილს , შემდეგ მიდის კიბეებთან - დღესვე წახვალ ექიმთან - ამატებს კაცი.


-ღმერთო-ჩურჩულებს ბიჭი და ჯდება სკამზე.


- როგორ მიდის საქმეები სკოლაში? - დედა მიყურებს და ცდილობს მოიქცეს ისე თითქოს არაფერი მომხდარა.


-ყველაფერი კარგადაა. - ვუქნევ თავს.


- ხვალაც ვერ ჩევძლებ შენს წამოყვანას, გასაუბრებაზე მივდივარ.


- კარგი, შორი მაინც არაა , ამიტომ ყველაფერი რიგზეა -ვუღიმი დედას. ვუყურებ დილანს და ვიჭერ მის დაინტერესებულ მზერას ჩემს ფეხებზე, ჰოო მე მძინავს მოკლე შორტებით, ჯანდაბა, უნდა გამომეცვალა. ჯანდაბა, ჯანდაბა, არ ვიმჩნევ არაფერს და ვჯდები სკამზე.


- რას მიირთმევ? - ეკითხება დედაჩემი დილანს.


- არ ვარ მშიერი- მოკლედ ეუბნება ბიჭი და ნელა დგება სკამიდან.


- როგორ გაატარებ ამ შაბათ-კვირას? - შემეკითხა დედა და სწრაფად ამოისუნთქა, როცა დილანი წავიდა


- არანაირად. ვფიქობ კარგი იქნება გამოძინება.


***


ნუ ჩემი გეგმები დასვენების დღეებში არ გამართლდა.


ვზივარ მერხზე და ვხვდები, რომ თვალები მეხუჭება, ნუ როგორც ჩანს გამოძინება ვერ მოვასწარი. ხშირად ვახამხამებ თვალებს , და ვათვალიერებ მოსწავლეებს:


ჯოში ისევ ჩემს გვერდით ჯდება და იღიმის. სუნთქვას ვანელებ, რადგან მის სახეზე ვხედავ დაბეჟილობას.


-ვინმესთან იჩხუბე?- ვეკითხები და ვწევ ცალ წარბს.


- შეიძლება ასეც ვთქვათ - მპასუხობს ბიჭი.


გადამაქვს მზერა და ვხედავ შელის, რომლის უკანაც მოდის დილანი და ისევ კოჭლობს, ის გუშინ საავადმყოფოში იყო, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს , რა უთხრეს.


დილანი ჩერდება, სადღაც ათი წამის განმავლობაში ჯოშს მზერით წვავს, ამის შემდეგ კი თავის მერხზე ჯდება.


- საინტერესოა ვისთან - ვეუბნები ბიჭს და თავით დილანისკენ ვანიშნებ.


-და ეს სიმართლეა რომ შენ მისი და ხარ? - მოულოდნელად მეკითხება ბიჭი.


-შეიძლება ასეც ვთქვათ.


-გასაგებია - ბიჭი ჩუმად იცინის - შენი ნამდვილად არ მშურს, სახლშიც ასეთია?


- როგორი?


- აი, ზუსტად რომ არანაირი.


- ზუსტად- მეც ვიღიმი , ვგრძნობ სასიკვდილო მზერას, ვაბრუნებ თავს და ვხვდები, რომ ეს მზერა დილანს ეკუთვნის, ბიჭი გაბრაზებული მიყურებს თვალებში, რის შემდეგაც კი ბრუნდება.



გაკვეთილი სწრაფად გადის. და ამ დროის განმავლობაში სამჯერ დავიჭირე დილანის მზერა, მაგრამ დამიჯერეთ ეს მზერა სულაც არ იყო კარგის მიმანიშნებელი.


ზარი დაირეკა, უცებ გავდივარ დერეფანში და მივდივარ ლილისკენ, რომელიც თავის კარადასთან დგას. რის შემდეგაც მესმის დარტყმის ხმა და უცებ ვბრუნდები.


- მისმინე ჰატჩერსონ, შენ რამე ხომ არ გეშლება? - ამბობს დეივი და ჯოშს კედელზე ახეთქებს.


- რას გულისხმობ? - ჯოში კმაყოფილი სახით უყურებს მას და იცინის.


- ეი , არაა საჭირო - მათთან მიდის დილანი და ცდილობს დეივის ხელი მოაშოროს ჯოშის მაისურს - მე თვითონ გავარკვევ მასთან ამ საქმეს - მკაცრად ამბობს დილანი.


- ფერფლად გაქცევ იცოდე- არ ჩერდება დეივი.


- რა გჭირს ასეთი დეჰაან? - ჯოშიც არ წყვეტს სიცილს.


- დეივ, დაანებე თავი - არ ეშვება დილანიც.


- ვერც კი წარმოიდგენ რას გაგიკეთებ - დეჰაანი არ აპირებს დათმობას.


- დეივ, გეყოფა - ბიჭის გვერდით უეცრად ჩნდება ნინა, რის გამოც ის , ჯოშს ხელს უშვებს.


- ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით -ამბობს გოგონა, დეივი რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს და ნაგლად იცინის.


- რა ხდება ? - ახლა კლასიდან შელი გამოდის.


- არაფერი უბრალოდ დილანის დედინაცვალი ღელავდა იმის გამო, რომ ო'ბრაიანმა საკადრისი პასუხი მიიღო, რადგან გოგო წამართვა. ყველამ ვიცით რომ თქვენს ურთიერთობას მალე ბოლო მოეღება, ნახე დილან , შელი როგორ მიყურებს , აშკარაა რომ მე უფრო მოვწონვარ.


დილანი ცოტა ხანი დგას , შემდეგ იცინის და ჯოშს ურტყამს, ის იატაკზე ვარდება და ხელით ცხვირს იფარავს. შელი, დილანთან მირბის და მაგრად ეხუტება მას , დილანი კი საპასუხოდ მას კოცნის და გარეთ გადიან. ო ღმერთო ეს ყველაფერი მის გამოა? შელის გამო? საბავშო ბაღია რა. რის დამტკიცებას ცდილობს ჯოში? როგორ შეიძლება გოგოს გაყოფა? ეს სცენა არავის არ უკვირს, რადგან აქ უკვე მიჩვეულები არიან მსგავს სანახაობებს.


***


- მე რა მართლა გამოვტოვე ჩხუბი? - ეკითხება ალექსს ვიღაც ცისფერთვალება ბიჭი.


ალექსი ლილის უყურებს და ანიშნებს რომ მან გასცეს პასუხი. უცნაურია, მეგონა ამ მაგიდასთან მხოლოდ ალექსი და ლილი იჯდნენ.


- ტომას, არაფერი საინტერესო არ ყოფილა - ამბობს ლილი.


- ვინ ვის? - ვერ წყნარდება ბიჭი.


- ო'ბრაიანმა დაარტყა ჰატჩერსონს - ამბობს ალექსი- არაფერი საინტერესო არ იყო.


- ჯანდაბა, ყველაფერი გამოვტოვე- ამბობს ტომასი რის შემდეგაც ჩემსკენ ბრუნდება - პრივეტ ლიდია - ვუყურებ გაკვირვებული , საიდან იცის ჩემი სახელი?


- ვიცნობთ ერთმანეთს?


-არა , ლილი მიყვებოდა შენს შესახებ.


-გასაგებია. სასიამოვნოა შენი გაცნობა ტომას - ვუღიმი ბიჭს.


-ჩემთვისაც.


- ერიკა როგორაა? - კითხულობს ლილი.


-ხვალ სკოლაში დაბრუნდება, ესეიგი ყველაფერი რიგზეა. მოიცადეთ მე მითხრეს რომ ჩხუბი დეივმა წამოიწყო.


-რათქმაუნდა, როგორც ყოველთვის სკანდალი მან წამოიწყო - ატრიალებს თვალებს ხუჭუჭა ბიჭი, სკამიდან დგება და მიდის გასასვლელისკენ.


- ასე რატომ ვერ იტანს დეივს ? - ვუყურებ ბიჭს რომელიც გადის სასადილოდან და კითხვას ვუსვამ ლილის.


- მას დაწყებითი კლასიდან ნინა უყვარს - სწორად წარმოთქვამს ლილი - ნუ რათქმაუნდა , ის ხომ სკოლის მეორე ლამაზმანია, აირჩია პოპულარული ბიჭი და ალექსი ისე დარჩა.


ვუყურებ ტომასს, რომელიც ისე ჭამს რომ ჩვენ ვერც კი გვამჩნევს.


- აჰა. და მომიყევი ჯოშზე - ვეკითხები, რადგან ვფიქრობ, რომ ამ გოგომ იცის ყველაფერი ამ ქვეყანაზე.


-რა? ჯოში? მის თავზე შეყვარებული ეგოისტია მეტი არაფერი.


- და ეს ყველაფერი შელის გამოა?


- ჰო, ჯოში მდიდარი ოჯახიდანაა და მიჩვეულია, რომ, რასაც მოინდომებს ყველაფერს იღებს , აქ კი დილანი გამოჩნდა, რომელმაც გოგო წაართვა და დეივი ,რომელმაც მისი ადგილი დაიკავა ფეხბურთის გუნდში.


- ადგილი გუნდში?


- ჰო, ჯოში კაპიტანი იყო, მაგრამ ახლა დეივი გახდა. მოკლედ ეს ბიჭები მანამ არ შეჩერდებიან სანამ ერთმანეთს ყველა ძვალს არ დაუტეხავენ.


- და დენი ვინაა?


-ჯოშის საუკეთესო მეგობარი, დამერწმუნე სხვებზე უკეთესი ისიც არაა.


- ასეც მივხვდი.


***


ჩანთას მისაღებ ოთახში, იატაკზე ვაგდებ. შევდივარ სამზარეულოში და ვაიგნორებ დილანს, რომელიც რაღაცას ეძებს მაცივარში.


ვჯდები სკამზე, მაგიდიდან ვიღებ ვაშლს და ვკბეჩ მას.


- მაგარი ნაცნობები გყავს სკოლაში - შემანჯღრიეთ ან გამომაღვიძეთ. სერიოზულად? მან საუბარი დამიწყო? და ეს ერთადერთხელაა, როცა ის არ მთხოვს შევწყვიტო მასზე ყურება. ნუ, როგორც ჩანს მისი სიტყვების ლექსიკონი უფრო დიდია ვიდრე მეგონა.


- რა? - გვერდზე ვდებ ვაშლს და ვწევ წარბებს.


- მაგარი ნაცნობობა შეიძინეთქო - კეტავს მაცივარს და მაშტერდება.


- ვერ გავიგე?


- ნუ სულ იმ ლილისთან ერთად დადიხარ , ახლა კიდე ჯოშთან დაიწყე ურთიერთობა, ყოჩაღ! - ბიჭი აშკარად გაღიზიანებულია.


ვყლაპავ ნერწყვს და მეც თვალებში ვუყურებ:


- და მერე შენ რა გინდა?


- არა არაფერი, რას ამბობ. შენ თვითონ უნდა აირჩიო ვისთან დაიწყო ურთიერთობა . მითუმეტეს შენ და ჯოში ერთად უნდა იყოთ, ისიც ისეთი სულელია, როგორც შენ , თუ ფიქრობს რომ შენით ჩემამდე მოაღწევს - ამბობს და მის ხმაში სიბრაზის ნოტებს ვამჩნევ, გვერდს მივლის და კიბისკენ მიდის.


- შენზე არ უსწავლებიათ ადამიანებთან წესიერად საუბარი ? - მივყვები მას და ოდნავ ხმამაღლა ვეუბნები.


- რა ? - ბიჭი მობრუნდა და ნაგლად გაიცინა.


- სულ ასე ცუდად რატომ მელაპარაკები?


- ოი- ბიჭმა სიცილი დაიწყო - სერიოზულად? შენი პატარა ბავშური ფსიქიკა დავაზიანე? ნუ ბოდიში - გააგრძელა ბოლო ხმაზე სიცილი , შემდეგ შებრუნდა და მისი გზა გააგრძელა.


იდიოტი.


***


ნელნელა ვდებ რვეულებს ჩანთაში. გარეთ წვიმს. კი მე ვგიჟდები წვიმაზე , მაგრამ მისი ყურება უფრო მიყვარს, საერთოდ არ მინდა გავიარო წვიმის ქვეშ და დავსველდე. და ასეთ ამინდში მითუმეტეს არსად წასვლა არ მინდა, მაგრამ დედაჩემს ამას ვერ აუხსნი. მძიმედ ვისუნთქავ და ჩანთას ვკრავ.


პირველ სართულზე რაღაც დავარდა. შემდეგ კი მესმის, როგორ ყვირის დედაჩემი რაღაცას გაუგებრად.


ჩანთას საწოლზე ვაგდებ და სწრაფად გამოვრბივარ დერეფანში , უცებვე ვეჯახები რაღაცას, ვწევ თავს და ვხვდები რომ ეს "რაღაც" დილანია, ვუყურებ დამნაშავე თვალებით ქვევიდან ზემოთ:


-ბოდიში -რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ - უბრალოდ დედა...


-მან შემთხვევით თეფში გატეხა და ხელი გაიჭრა - გამართულად წარმოთქვამს ბიჭი.


ამის შემდეგ გვერდს მივლის და მისი ოთახისკენ მიდის. ნუ , მე ცოცხალი ვარ, მან მე არ მომკლა , ეს პროგრესია.


- და ჰო - იძახის ბიჭი, როდესაც მე უკვე მზად ვიყავი ქვევით ჩავსულიყავი და გამეგო დედაჩემის მდგომარეობა. - შეეცადე სახლში იარო გაღებული თვალებით და აღარასდროს შემეჯახო - ასევე გამართულად თქვა ბიჭმა და მის ოთახში შევიდა.


თვითონ ვარ დამნაშავე, უნდა მეყურა სად მივდიოდი.ჯანდაბა.


***


წვიმა კიდევ არ შემწყდარა. როგორც ჩანს წვიმის ქვეშ უნდა წავიდე სახლში და დავსველდე. შესანიშნავია.


გაისმა ბოლო გაკვეთილის დასრულების ზარი, გამოვდივარ დერეფანში და თვალებით ვეძებ ლილის.


გოგონა ჰორიზონტზე არ ჩანს. არავინ არაა. არც ალექსი და არც ტომასი, უცნაურია და სად არიან ისინი ყველა ერთად?


მივდივარ დერეფანში და უეცრად მესმის ნაცნობი ხმა. კი მე ვიცი ეს ხმა. კაბინეტთან გავჩერდი და მოსმენა დავიწყე. ვერ ვარკვევ რაზე საუბრობენ ეს ბიჭები ან ვინები არიან, მაგრამ ზუსტად ვიცი მე მათ ვიცნობ.


შემდეგ წამს მესმის ხმა , როგორც ჩანს ერთერთმა მათგანმა დაარტყა მეორეს.


რა ხდება? ვაღებ კარს და პირ ღია ვშეშდები. ამის ნახვას ნამდვილად არ მოველოდი.


დეივი მიყურებს და ხელებს იმშრალებს, სკამზე კი ზის ტომასი, რომელსაც ცხვირიდან სისხლი მოსდის.


- შენ რა, მას დაარტყი? - პრაქტიკულად ვყვირი და კლასში შევდივარ.


-არა - დეივი ცდილობს გაიღიმოს -ყველაფერი რიგზეა.


-ის ხომ შენზე უმცროსია, ეს რატომ გააკეთე? -ვიხრები ტომასისკენ რომ მისი სახე კარგად ვნახო.


-ყველაფერი კარგადაა- ჩურჩულებს ტომასი და ხელს იფარებს სახეზე.


-შენ რა ჭკუიდან შეიშალე? - ვსწორდები და ვუყურებ დეჰაანს.


-ლიდია, მე კარგად ვარ - აგრძელებს ჩემს დარწმუნებას ტომასი.


-არა , ამას ასე არ დავტოვებ- ვაცხადებ და კლასიდან გამოვდივარ რათა ლილი ვიპოვო.

მესმის რომ დეივი მეძახის, მაგრამ ეს არ მაინტერესებს.


***


დეივი თითქმის გიჟივით მირბის დილანისკენ :


- დამერხა - ამბობს დეჰაანი.


-რა?- დილანი კარგად აკვირდება მეგობრის სახეს და ამჩნევს რომ ის შეშინებულია.


- შენმა ახალმა დაიკომ რაღაც ნახა.


- და რა ნახა?


-ის რაც არუნდა ენახა, მე ისევ გადავწყვიტე ტომასთან საუბარი და მაშინ ისიც გამოჩნდა.


- და მერე რა? - დაბნეული ეკითხება დილანი.
- რა? ის ყველაფერს მამაშენს მოუყვება. შენი და ხომ კოლინზთან ერთადაა სულ, ის კი მე ვერ მიტანს , ლილი უფრო დააძალებს რომ ჩამიშვას და აი მერე საქმე ცუდადაა..

- ნუ იფიქრებ, დაარტყი მაგას, მერე რაა? ყველაფერს დრამად ნუ გახდი.


-დილან, არ მინდა დედაჩემმა გაიგოს საიდან ვშოულობ ფულს, მან არ უნდა იცოდეს ეს.


-კარგი, და მე რით შემიძლია დაგეხმარო?


-დაელაპარაკე მას.


- მე? და რა ფეხები დავუკოცნო და ვემუდარო მამაჩემს არაფერი უთხრა თქო?


-დილან, შენ ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, უნდა დამეხმარო.


-ის მაინც არ მომისმენს.


-შენ შეეცადე და ნახავ რომ მოგისმენს.


-საიდან იცი?


- უბრალოდ ცადე.



***


ლილი ზის სასადილოში , ალექსთან და ჩემთვის უცნობ ქერა გოგოსთან ერთად. მივირბინე გოგონასთან და პირდაპირ თვალებში შევხედე.


- ლიდია, რა გჭირს? - ლილი ნერვულად იღიმის, რადგან ამჩნევს რომ რაღაც კარგად ვერ არის.


-მესმის, რომ ამ სკოლაში ჩხუბი და სანახაობები მიღებულია- ვამბობ და ხელებს მკერდზე ვიწყობ- მაგრამ ტომასს რომ დეივი ცემს ეს არავის ადარდებს?!


- მან ისევ დაარტყა ტომასს? - ლილი არც უცდის ჩემს პასუხს და გარბის სასადილოდან , ვფიქრობ წამის განმავლობაში მას უკან ალექსი და ქერა გოგო მისდევს. დაბნეული ვდგავარ, არვიცი რა გავაკეთო. მაგრამ მაინც გავრბივარ მათკენ.


გავდივარ სასადილოდან , უეცრად ვიღაცის ხელი მიჭერს და კედელზე მაკრავს:


-შორს აპირებ წასვლას? - მეუბნება დილანი და მის სახეს ჩემსკენ ახლოს წევს.


-შენ რაღა გინდა? -პრაქტიკულად ვაფურთხებ სახეში ამ სიტყვას.


- მირბიხარ, რათა საცოდავი და დაუცველი ადამიანები გადაარჩინო? - იცინის.


- ესეიგი შენ იცი, - ჩემი თვალები დამრგვალდა - იცი და კიდევ არ უთხარი ეს მამაშენს?


-ო ღმერთო შენ უფრო სულელი ყოფილხარ ვიდრე მეგონე- ბიჭი ამას თითქოს მის თავს ეუბნება და ეს მაღიზიანებს.


-აჰა გასაგებია, შენც მასთან ერთად ხარ არა? შენც ცემ შენზე უმცროსებს და იმათ ვინც შენზე სუსტია? მათ ვისაც არ შეუძლია ხურდა მოგცეთ. დარწმუნებული ვარ ჯოშს უმიზეზოდ არ დაარტყამ , და ტომასი რა პრობლემაა.


- მისმინე, მისს სამართლიანობავ. დავიწყოთ იმით რომ შენ ძვირფას ტომასზე ხელიც არ დამიკარებია. - როგორც ჩანს ის გაბრაზებულია, ნუ მე კმაყოფილი ვარ , როგორც იქნა მივაღწიე იმას რაც მინდოდა. - ასევე გაგახსენებ, რომ შენ ახალი ხარ - აგრძელებს ბიჭი - და არიცი რაა მიღებული ამ სკოლაში და რა არა , და საერთოდ შენ ამ ხალხს წესიერადაც არ იცნობ.


- აქ მიღებულია ერთმანეთისთვის სახის გალამაზება, ეს ნამდვილად გავიგე, მაგრამ იცი რა არ მესმის? რა დაგიშავათ ისეთმა საყვარელმა ბიჭმა როგორიც ტომასია?


- შეწყვიტე მრავლობითში საუბრაი, მე მასზე ხელი არ დამიკარებია. იცი ყველა მდიდრების შვილი არაა ისეთი, როგორც ჯოში, არიან ისეთები როგორიც ტომასია და ასევე არიან დეივის ნაირები, რომლებსაც უწევთ რაღაცით თავის გადარჩენა.


- გავიგე - მისმა სიტყვებმა საშინლად გამაბრაზეს - გავიგე, ტომასი, იმაშია დამნაშავე რომ მას მდიდარი მშობლები ყავს , გასაგებია. იქნებ დეივი მის უკანალს აწევს და რაიმე სასარგებლო საქმის კეთებას დაიწყებს? არა უკეთესია შეაშინოს ტომასი, რომელსაც ერთი სიტყვის თქმაც კი ეშინია. შესანიშნავია. და ვინ არის ის ამის შემდეგ? თავს ისე ირჩენს როგორც შეუძლია... ეს თავის გადარჩენა არაა, ეს ადამიანის დამცირებაა , იმ ადამიანის, რომელსაც თავის დაცვა არ შეუძლია - როგორღაც გამოვძვერი ბიჭის ხელებიდან და წინ ვაგრძელებ სვლას


***


ჯერ კიდევ ვდარდობ ტომასზე, კი ლილიმ და ალექსმა ის წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმმა თქვა რომ არაფერი ისეთი არ სჭირს მაგრამ მაინც... საწყალი ბიჭი არაფრის გამო მოხვდა.


გამოვდივარ კაბინეტიდან და მივდივარ გასასვლელისკენ მაგრამ უცებ მესმის დილანის ხმა და ვჩერდები:


- არაფერსაც არ ეტყვის ის მამაჩემს - ამბობს გაღიზიანებული , ხმის მიხედვით ვბრუნდები და ვხედავ დილანს, რომელიც ჩემსკენ ზურგით დგას, შეშინებული დეივი კი დადის იქით აქეთ და ხშირად უყურებს მეგობარს:


- დარწმუნებული ხარ? - დეივის ხმაში მესმის ძალიან დიდი შიში, რაც ძალიან მახარებს.


- დარწმუნებული ვარ, კარგი , წავედი თორემ სახლში წასვლა უნდა მოვასწრო სანამ შელისთან წავალ.


-ისე , რა ჭირს მას?


- არაფერი სერიოზული, უბრალოდ გაციებულია - ეუბნება ო'ბრაიანი - და ჰო გთხოვ ხელი არ დააკარო მას - ამ სიტყვების თქმა არცისე ადვილია მისთვის.


-რაზე ამბობ? - ვერ ხვდება დეივი.


- ტომასი, მას აღარ შეეხო კარგი?


- რატომ? ფიქრობ რომ თუ კიდევ ერთხელ ასეთი მოხდება ის შერიფს ეტყვის?

-აჰა - დაუჯერებლად უქნევს თავს დილანი.


***


ვგრძნობ რომ ჩემი კედები უკვე ავსებულია წვიმის წვეთებით. შესანიშნავია, რატომაც არა გავისეირნებ ამ თავსხმა წვიმაში. უბრალოდ მაგარია. ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? მოიცა იქნება გავჩერდე და პირი გავაღო? ნუ ამ შემთხვევაში შეიძლება გადამცდეს, და მოვკვდე.


ფიქრებიდან, სადაც ზე ვფიქრობდი გამომიყვანა ჯიპმა, რომელიც გაჩერდა ზუსტად ჩემს გვერდით. კარი გაიღო, აი მე კი ჯერ ვერ ვუჯერებდი ჩემს თვალებს.


-კიდევ ბევრი ხანი ვითამაშებთ ერთმანეთზე თვალებში ყურებას? - ხმამაღლა კითხულობს დილანი და მიყურებს თვალებში.


-ჩემი წაყვანა გინდა? - მე უნდა დავრწმუნდე, რადგან ეს დაუჯერებლად მიმაჩნია.


-არა, გადავწყვიტე უბრალოდ დავდგე აქ და შენით დავტკბე. მოკლედ თუ გინდა დაისველო შენი რიჟა თავი მე წინააღმდეგი არ ვარ.


-არა, ჯობს შენთან ერთად წამოვალ,- ვჯდები ჯიპში და ვკეტავ კარებს , არ მეგონა თუ ოდესმე აქ აღმოვჩნდებოდი.-მადლობა - ვამბობ ჩუმმად, რადგან ძალიან დაღლილი ვარ და ძალები თითქმის აღარ დამრჩა.


- უკვე ნათქვამი მაქვს რომ შენი თავაზიანობა გულს მირევს?


- არაა გასაკვირი, რადგან თვითონ შენ არც კი იცი ეს რა არის.


- ნუ რათქმაუნდა, შენს რიჟა მანერებამდე ბევრი მაკლია.


-ზუსტად - ვამბობ და ფანჯარისკენ ვიხედები, არა მე უნდა ვკითხო:


-რატომ უთხარი დეივს რომ ტომასზე ხელი არ დაეკარებინა? - ვეკითხები შეუჩერებლად რადგან მეშინია არ გადავიფიქრო.


- და რატომ უსმენ შენ ჩემი და დეივის საუბარს?


- არ ვუსმენდი, უბრალოდ შემთხვევით გავიგე, ნუ, გამცემ პასუხს?


-რათქმაუნდა. არმინდა ჩემს მეგობარს შენს გამო პრობლემები ჰქონდეს, მეგონა ეს, ისედაც გასაგები იყო.


-შენ ხომ იცოდი რომ არ ვეტყოდი შერიფს.


- მე საიდან უნდა ვიცოდე რა ხდება შენს თავში?


- რიჟა თავში - ვამატებ სიცილით.


-რა?

-ნუ , შევამჩნიე რომ ჩემს თმის ფერზე საუბარი მოგწონს.


- დამიჯერე შენზე საუბარი არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს.


-მჯერა - მოკლედ ვპასუხობ, ისევ ვბრუნდები ფანჯრისკენ და ვამჩნევ რომ უკვე მივუახლოვდით სახლს.


***


დღეს მზიანი ამინდია, მაგრამ განწყობა ამინდის შესაფერისი არ მაქვს. ფანქრით ვცდილობ რამის დახატვას ფურცელზე და მასწავლებელს საერთოდ არ ვუსმენ. როდესაც ასეთ ხასიათზე ვარ აუცილებლად ვინმე უნდა დავხატო. ჰო მე ვგიჟდები ხატვაზე. მითუმეტეს ხალხის ხატვა . პორტრეტები ჩემი სუსტი წერტილია. თუ ვინმეს დახატვა მომინდა ვერავინ ვერ შემაჩერებს, როდესაც ვხატავ საკუთარ თავში ვარ და საკუთარ აზრებს ვაწყობ. ახლა კი ეს ყველაზე მეტად მჭირდება.


ვათვალიერებ მოსწავლეებს და ჩემი მზერა ჩერდება მასზე.


შავთმიანი გოგონა , სახის ლამაზი მოყვანილობით მისი დახატვა ადვილია, ზუსტად რაც მჭირდება, დარწმუნებული ვარ მისი ხატვით დიდ სიამოვნებას მივიღებ, ადრე ვერ ვამჩნევდი ნინას სილამაზეს.


დაწყებულიც არ მქონდა მისი ხატვა და ზარი დაირეკა. არა! მე ის უნდა დავხატო! მე ეს მჭირდება! მე უნდა დავხატო ადამიანის სახე, რომელიც მამშვიდებს,უნდა დავხატო ნინა.


***


ვზივარ ჩემს ოთახში და ვცდილობ უფრო კარგად გავიხსენო ნინას სახე.


არაფერი არ გამომდის , საშინელი წამოწყებაა. ისე ცუდად ვარ, როგორც ჩანს ეს დეპრესიაა, მე ახლავე მჭირდება საყვარელი საქმით დავკავდე.


გამოვდივარ და ვუყურებ კარს, რომელიც ჩემი ოთახის პირდაპირაა. ნუ ვცდი, ის ხომ არ მომკლავს ამის გამო არა? თუმცა ამას ასე დანამდვილებითაც ვერ ვიტყვი.


ვაკაკუნებ კარზე, რომელიც რამდენიმე წამის შემდეგ იღება.

დილანი გაკვირვებული მიყურებს და ახლაც კი მზად ვარ მიწაში ჩავწვე.


- შენ რაღა გინდა? - ცივად მეკითხება, ნუ ამას ველოდი.


- მე მიყვარს ხატვა, - ვიწყებ ტუჩის კვნეტას


-მე კიდე ბავშობაში ვოცნებობდი კოსმონავტობაზე, დაასრულე?


-არა, შენ ვერ გაიგე,მე მიყვარს ლამაზი ადამიანების ხატვა. - ვუხსნი მას.


- ჩემი მთავარი მიზანი კი მთვარეზე წასვლა იყო, სულ ესაა რაც გინდოდა?


- იქნებ ბოლომდე მომისმენ? - მივაშტერდი ბიჭს და წამწამებსაც კი არ ვახამხამებ.


- კარგი, თქვი - ნებდება ბიჭი.


-ნინას ფოტო მჭირდება.


-რა?


- ნინა , შენი მეგობარი.
-შენ აქ მოხვედი მხოლოდ ნინას ფოტოს გამო? მეხუმრები? დაიმახსოვრე ხანძარი რომც იყოს არ გაბედო ჩემი შეწუხება - ბიჭი შედის ოთახში და კეტავს კარს ჩემს ცხვირ წინ.


ამას თავი ვინ გონია? და საერთოდ, როგორ გავიფიქრე მისთვის დახმარება მეთხოვა? დილანის წყევლა არ მაქვს დასრულებული ისე კარები კვლავ იღება და ბიჭი საქაღალდეს მაწვდის.


-ეს რა არის? - ვთქვა რომ გაკვირვებული ვარ? ამას ჯობს საერთოდ არაფერი არ ვთქვა


-ჩვენ საერთო ფოტო გადავიღეთ ერთი წლის წინ , მანდ მთელი კლასი ვართ ნინას ჩათვლით , წაიღე და გთხოვ შეწყვიტე ჩემი გაღიზიანება შენი არსებობით.


-მადლობა- ვამბობ და საქაღალდეს მაგრად ვიჭერ ხელში.


- ისევ ეს ჯანდაბა თავაზიანობა, - ატრიალებს ბიჭი თვალებს და შედის ოთახში.


შევდივარ ჩემს ოთახში და კმაყოფილი ვიღიმი. ვჯდები საწოლზე და ვაღებ საქაღალდეს. ჩემს ყურადღებას იპყრობს ღიმილი. ის იცინის. ჯანდაბა ის იცინის. დიდი ფოტოა, ამიტომაც შემიძლია მისი სახე კარგად დავათვალიერო. მას შეუძლია ღიმილი, არასდროს არ მინახავს მისი ღიმილი ადრე.
მას უხდება ღიმილი. დილანს ძალიან უხდება ღიმილი, ისეთი ნამდვილი ღიმილია, რომ მეც ვიწყებ ღიმილს. მისი ღიმილი. ამის შემდეგ მზერა გადამაქვს ნინაზე, რის შემდეგაც ვიღებ ფანქარს და ნელნელა ვიწყებ ხატვას. არასდროს არ მიმიღია ასეთი სიამოვნება ხატვისაგან.


***


ვაწყობ დასვრილ ჭურჭელს ნიჟარაში და ვუყურებ დედას.


- ეს ბავშვი ჭკუიდან შემშლის - მესმის ჯონის ჩურჩული და მზერა მასზე გადამაქვს.


- ის უნდა მოგვეჩვიოს ჩვენ, ფაქტია რომ ჩვენთან ერთად ჭამა არ სიამოვნებს, მისთვის ჩვენ უცხოები ვართ- ასევე ჩურჩულებს დედა.


მართლაც, დილანს ერთხელაც კი არ უჭამია დედაჩემთან ერთად.


ვამთავრებ ჭურჭლის რეცხვას და ავდივარ ჩემს ოთახში. ვიღებ საქაღალდეს და მივდივარ მისი ოთახისკენ , რადგან ნახატის ხატვა უკვე დავასრულე, ვაკაკუნებ და კარი სწრაფად იღება.


-რა? - კითხულობს დილანი.


- მოვედი რომ დაგიბრუნო - და საქაღალდეს ვუწვდი მას.


- მეჩვენება თუ დღეს გთხოვე რომ არ შეგეწუხებინე.


- მე მხოლოდ შენი ნივთის დაბრუნება მინდოდა.


- შენი თავაზიანობისგან გული მერევა, აჰ თუმცა ეს უკვე კარგად იცი.


პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ რადგან მესმის გოგონას ხმა:


-სად გაქრი? - დავინახე შელი.


- უკვე მოვდივარ - შემდეგ ბიჭი ბრუნდება გოგონასკენ და მართმევს საქაღალდეს.


მე სულაც არ მომწონს შელის მზერა. სავალდებულოა ისე მიყუროს თითქოს მისი მტერი ვიყო? და საერთოდ ეს გოგო მაღიზიანებს. საკმაოდ ბევრი ყურადღება ეთმობა მას , ძალიან ბევრი. შევდივარ ოთახში და ვუყურებ ნახატს რომელიც დევს საწოლზე.


და რატომ დავხატე ის ? რატომ დავხატე დილანი?


***


ყურადღებით ვუსმენ დედას, რომელიც ჭკუას მარიგებს.


-დედა ყველაფერი გავიგე , მართლა.


-ჩვენ ხვალ შუადღისთვის დავბრუნდებით გასაგებია? - ზუსტად ვერც გავიგე სად მიდიან, მაგრამ მგონი შერიფის დას აქვს დაბადების დღე, მაგრამ სად ცხოვრობს ის არ მახსოვს. ჩემს უკან მესმის ვიღაცის ნაბიჯების ხმა ვბრუნდები და ვხედავ დილანს, რომელიც კიბიდან ჩამოდის.


- კარგი ჩვენი წასვლის დროა- თბილად იღიმის დედა და მეც საპასუხოდ ვუღიმი.


უფროსები გადიან კარი იკეტება და ვგრძნობ დაძაბულობას. მივდივარ მაგიდასთან, სადაც დილანი ზის. მის წინ ვჯდები და მობილური ამომაქვს ჯიბიდან.


- რატომ ხარ ჩუმად? - კითხულობს ის რამდენიმე წუთის შემდეგ, მე კი ვუყურებ მას და ვხვდები რომ ჰაერი აღარ მყოფნის. ჯანდაბა რა მჭირს?


- ნუ შეიძლება იმიტომ, რომ ზედმეტად თავაზიანი ვარ და არ მინდა გაგაღიზიანო.


- მაგრამ მაინც აკეთებ ამას - მის სახეზე ჩნდება ღიმილი, მაგრამ ისეთი ნამდვილი არა როგორც ფოტოზე ან ნახატზე. როდესაც ნახატს ვიხსენებ თავს ვხრი , რატომღაც მრცხვენია რომ ის დავხატე. ეს არ უნდა გამეკეთებინა.


- აი ზუსტად ამიტომაც ვიყავი ჩუმად -სუსტად ვიღიმი ისე რომ თავსაც კი არ ვწევ.


კარებზე ვიღაც აკაკუნებს და დილანი მაშინვე მიდის მისკენ.


შემდეგ წამს უკმაყოფილოდ ვატრიალებ თვალებს რადგან ვხედავ დეივს.
- ჰეი ლიდია - ამბობს ბიჭი და ჩემსკენ მოდის.


-ჰაი - ვიღიმი ხელოვნურად.


-არასწორი ვიყავი - იწყებს ბიჭი - არუნდა მეცემა ტომასი და მასზე ფული არუნდა წამერთვა , მადლობა რომ სწორ გზაზე დამაყენე, ასეთი მეტჯერ არ განმეორდება, და ჩვენი კონფლიქტი რომ მოგვეგვარებინა მე და დილანმა გადავწყვიტეთ მოგვეწყო წვეულება- მზერა გადამაქვს დილანზე, რომლის სახეზეც გაუგებრობას ვკითხულობ.


- და ის არაფერია რომ ეს წვეულება ჩვენ დავგეგმეთ მანამ სანამ ლიდია აქ გადმოვიდოდა? - ამბობს ო'ბრაიანი , მე კი სიცილს ვიწყებ და დეივს ვუყურებ.


- არ შეგიძლია რომ მოკეტო? - კითხულობს დეივი და უყურებს მეგობარს.


- გააგრძელე - სიცილით ამბობს დილანი.


- მოკლედ , არ მინდა რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანდეთ , უფროსწორად შენ ვერ მიტანდე მე , რადგან მე თავიდანვე მომეწონე , ნუ გიყვარს წვეულებები?


- და უარს თუ ვიტყვი? - ვწევ წარბებს


- მაგრამ შენ ხომ კის იტყვი?


- აჰა - ვუქნევ თავს.


-ასეც ვიცოდი რომ შენ ნორმალური იყავი.


- მაგრამ... თუ ეს შესარიგებელი წვეულებაა , შემიძლია ჩემი მეგობრები დავპატიჟო?


- შენ რა კოლინსზე ამბობ? - მეკითხება დილანი.


- არამარტო მასზე -ვიღიმი.


- შენ გინდა რომ ჩემს სახლში მოვიდნენ ალექსი , ტომასი და ერიკა? - დილანი მოდის ახლოს.


- ჰო, თქვენ უბრალოდ მათ არ იცნობთ , ისინი კარგები არიან - ვუყურებ დილანს და ვაცნობიერებ რომ ჯობდა მომეკეტა.


გადამარჩინა კარზე კაკუნმა. დილანს ჯერ გაღებულიც არ აქვს წესიერად კარი, როდესაც შელი შემოდის და ბიჭს კისერზე ეკიდება. გოგონას შემდეგ შემოდის ნინა და დეივის მხარეს მოდის. უახლოვდება მას და მოკლედ კოცნის:


- შენ ლიდია ხარ არა? - კითხულობს გოგონა.


- შენ კი ნინა.


- ნუ პრაქტიკულად ვიცნობთ ერთმანეთს.


- ასე გამოდის - ვეუბნები ნინას და მზერას ვაპყრობ შელის, რომელიც გვიახლოვდება დილანთან ერთად ხელჩაკიდებული.


- იქნებ დავიწყოთ მზადება ? - კითხულობს შელი.


- აჰა - დეივი მხარს უჭერს მას , დილანს მხარზე ურტყამს ხელს და კიბისკენ მიდიან.


-დაგვეხმარები მომზადებაში? - მეკითხება შელი. ეს გოგო საყვარელია მაგრამ მე მაინც არ მომწონს, ვერ ვხვდები მიზეზს უბრალოდ არვიცი არ მომწონს.
ვუქნევ თავს.


- შესანიშნავია - მიღიმის ნინა. მას ლამაზი ღიმილი აქვს , მე ის უნდა დამეხატა, ღმერთო რატომ დავხატე დილანი? არ შემიძლია შევწყვიტო ამაზე ფიქრი.


***


დეივი ჩემს წინ ლუდით სავსე ყუთს დებს და ისევ გარეთ გადის.


- რას ვუცდით? - მოულოდნელად წამოვხტი, შევბრუნდი და დავინახე დილანი.


- შემაშინე- ამოვისუნთქე


- რას ვუცდით? - იმეორებს ბიჭი.


-უბრალოდ- ვათვალიერებ ოთახს- აქ იმდენი ალკოჰოლია, რამდენი ადამიანი იქნება?


-ბევრი.


-შენ აწყობ წვეულებას შერიფის სახლში ეს კი ნიშნავს იმას რომ...


-იმას რომ პოლიცია აქ არ მოვა. სასარგებლოა, სასარგებლო. და დაიტოვე შენი რიჟა აზრები შენთვის და საქმეს მიხედე.


-კარგი- ვკიდებ ხელს ცივ ბოთლებს. დილანმა გვერდი ამიარა და შელისკენ დაიძრა. ბიჭი უკნიდან ეპარება და ეხუტება , რაღაცას ჩურჩულით ეუბნება ყურში და იცინიან შემდეგ წამს კი მესმის რაღაცის დამსხვრევის ხმა.


ვუყურებ იატაკს და ვხედავ ნამსხვრევებს. ჰო მე გავტეხე ბოთლი. ნუ უბრალოდ შესანისნავია.


- ხუმრობ? - დილანი მოდის ჩემსკენ - მიდი შელის დაეხმარე , ამას კი მე მივხედავ კარგი?


- კარგი - ფრთხილად ვაბიჯებ ნამსხვრევებს შემდეგ კი მესმის ისევ მისი ხმა:


- შენ უბრალოდ რიჟა გაუგებრობა ხარ - ამბობს ბიჭი და უყურებს ჩემს ხელს . სისხლი, მე გავიჭერი ხელი. ჯანდაბა ვერ ვიტან ჩემს თავს! მხოლოდ მე შემიძლია ასე ჩაფლავება.


-ღმერთო- ნინას მორბის ჩემსკენ და იწყებს ხელის თვალიერებას.


-ყველაფერი რიგზეა- ვარწმუნებ მას, რადგან საერთოდ არ ვგრძნობ ტკივილს.


-უნდა შევახვიოთ ხელი.


- ყველაფერი...


- მისმინე ნამდვილად არ მინდა პირდაპირ წვეულებაზე მოკვდე თან ჩემს სახლში , ამიტომ მოუსმინე ადამიანს, რომელსაც ტვინი აქვს - დილანი თავს ანებებს მის საქმე და მე მიყურებს.


- კარგი - ჩავისუნთქე და ავედი ზევით ნინასთან ერთად.


***


მუსიკა. ხმამაღლა. ალკოჰოლი. ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი , სწორედ ისაა რაც მე მჭირდება. უნდა გავერთო , როგორც იქნა რაღაც ახალი ხდება.


ვხედავ ლილის, რომელიც მოვიდა ალექსთან ერთად.


-ტომასი და ერიკა სად არიან? - ვამბობ ხმამაღლა , ვცდილობ მუსიკის ხმას გადავაჭარბო.


-მალე მოვლენ- მიპასუხა ლილიმ - ესეიგი შენ მოგვათრიე ო'ბრაიანის სახლში? ეს უკვე შენს სიძლიერეს აჩენს, არასდროს არ მეგონა რომ ამ კარის შემდეგ ფეხს გადმოვდგამდი.


- ჰოო სურვილი არ მაქვს მასთან ერთად ვიყო ერთ შენობაში - იცინის ალექსი - ერთ ქალაქშიც კი , და ერთ პლანეტაზეც კი - ვიცინი ამ სიტყვების გაგონებაზე.


- კარგი წამოდით დროა დავლიოთ.


***


გავდივარ გარეთ, რადგან თავბრუ მეხვევა . ამდენი ნამდვილად არ უნდა დამელია. გავდივარ ბაღისკენ და მესმის ნაცნობი ხმა. მოიცა ეს აქ რას აკეთებს?


- მე უბრალოდ შელისთან საუბარი მინდა - მე მას ვერ ვხედავ მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ჯოშია.


-არა- პასუხობს გოგონა.


-ნინა, გთხოვ -ოჰო ეს უკვე საინტერესოა.


-ჰატჩერსონ შენ რა არ გესმის რას ან ვის თხოვ? - ნინას ხმა უფრო მკაცრი ხდება.


-ერთი საუბარი, რომელიც არაა აუცილებელი ო'ბრაიანმა გაიგოს.


-შელი შენ არ დაგელაპარაკება - ნუ, როგორ ყველამ გააფრინა ამ შელიზე.


-მოდი, ეს მან თავად გადაწყვიტოს კარგი? უბრალოდ დაუძახე მას. - თავისის გატანას ცდილობს ბიჭი.
-დილანი მომკლავს.


-ის ვერ გაიგებს, ნინ, ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით სანამ დეჰაანს გაიცნობდი, მიდი რა, გპირდები ვერავინ ვერ გაიგებს, ჩვენი ძველი მეგობრობის ხათრით.


-კარგი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას ვინანებ. - თავს აქანავებს გოგო.


-მადლობა ნინა...


ჯოში კიდევ რაღაცას ამბობდა, მაგრამ არ მოვუსმინე, ნელი ნაბიჯებით სახლში შევედი. ვიხედები იქით აქეთ და ვპოულობ ლილის.


-ყველაფერი რიგზეა? - კითხულობს გოგონა, რომელმაც ჩანს რომ ბევრი დალია.

ვუყურებ ნინას, რომელიც შელის რაღაცას ეუბნება ყურში.


-მალე ჩხუბი იქნება - ვამბობ ჩუმად , მაგრამ ლილის სახის გამომეტყველებიდან ვამჩნევ რომ მან გაიგო:


-რას გულისხმობ?


-მე - ვეძებ დილანს ამდენ ხალხში თვალებით , აი ისიც ბიჭი დგას დეივთან ერთად, და ყურადღებით უსმენს მეგობრის საუბარს - მე უბრალოდ ვიცი - ვაგრძელებ.


-საიდან? - ინტერესდება ლილი.


-უბრალოდ...


ვერ ვასწრებ დასრულებას რადგან მესმის ალექსის ხმა:


- როგორც ჩანს ტომასი ცუდადაა -ყვირის ბიჭი.


- ჯანდაბა - მივრბივარ ბიჭისკენ და ვეხმარები ტომასის გარეთ გაყვანაში .


გვერდზე ვიხედები, რადგან არ მაქვს სურვილი დავინახო ეს სანახაობა. ბიჭი გამოსცემს საშინელ ხმებს, რომლებისგანაც მეც კინაღამ ვაღებინე. არვიცი ეს რამდენი ხანი გრძელდებოდა, მაგრამ ტომასი, როგორც იქნა ცოტათი კარგად გახდა. ერიკამ მას წყალი მოუტანა, მან კი სახეზე მისი შესხმა დაიწყო.


- როგორც შევამჩნიე შენ დალევა არ იცი - სიცილით ვეუბნები ბიჭს, ტომასი დაბნეული მიქნევს თავს თანხმობის ნიშნად და სვამს წყალს.

მესმის ჩხუბის ხმა.

ბაღში... ო არა


- იყავით მასთან - ვეუბნები ლილის და ბაღისკენ მივდივარ.


- და შენ საით?


- არ მინდა რომ ეს სახლი დაანგრიონ. - მივდივარ ბაღთან ახლოს და მესმის კივილის ხმა.


-დილან არ გინდა - თითქმის ბოლო ხმაზე კივის შელი.


როგორც იქნა ვხედავ მთლიან სურათს, რომელსაც ასე გამწარებული უყურებდა ჩვენი სტუმრები . შელი მთლიანად ცრემლებშია და დილანის გვერდით დგას, რომელსაც ჯოში ხესთან ყავს მიყუდებული.


- ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით - სუსტად ამბობს ჯოში, რადგან დილანის ხელი კისერზე უჭერს.


- გაუშვი, მას დაახრჩობ - ყვირის შელი.


- მასზე ღელავ? - დილანი ისვრის ბიჭს სადღაც შორს - მიდი დაამშვიდე ის .


- დილან, შენ არასწორად გაიგე - იწყებს თავის გამართლებას გოგონა.


- არაფრის გაგება არ მინდა - ბიჭი გვერდით უვლის მას , მაგრამ შელი მის ხელს იჭერს და მისკენ იზიდავს :


- გთხოვ მომისმინე - ეხვეწება გოგო.


- წადი შენი - ცივად ეუბნება ბიჭი, რის შემდეგაც ხელს ინთავისუფლებს და ჩემსკენ მოდის.


- რას მოგვაშტერდი? - მეკითხება, მაგრამ არვიცი რა ვუპასუხო , არ მეგონა თუ შემამჩნევდა. - წვეულება დასრულდა - აცხადებს ბიჭი და სტუმრებისკენ ბრუნდება. - სახლში - ხელს მაგრად მჭიდებს. მტკივა. სავალდებულოა ყველა ბრაზი ჩემზე ამოანთხიოს? ბიჭმა სახლში შემიყვანა სადაც უკვე არავინ არაა, კეტავს კარებს გასაღებით.


- უნდა გავიგო ტომასი როგორაა... - უცებ ვჩერდები რადგან დილანმა დაიწყო ბოთლების მტვრევა.


-სწერვა - ამოისუნთქა ბიჭმა და დივანზე დაჯდა.


-შელი არაა დამნაშავე - ვამბობ ჩუმად და დივნისკენ მივდივარ.


-რა? - ბიჭი წევს ჩემზე დაინტერესებულ მზერას.


- მან არიცოდა ნინას სად მიჰყავდა.


-ჰო და ამიტომაც კოცნიდა ჯოშს, არა? საიდან ამდენი მზრუნველობა და დაცვა?


-უბრალოდ... - მაწყვეტინებს.


-მივხვდი, დედა ტერეზას სინდრომი გჭირს - ამბობს ბიჭი რის შემდეგაც ზევით ადის.


ის ცუდადაა და მას გული ტკივა, ეს ჩანს მისი თვალებიდან. არ მეგონა რომ შელი ამას გააკეთებდა, მიუხედავად იმისა რომ ის მე არ მომწონს , ვფიქრობდი რომ მისი გრძნობები დილანის მიმართ ნამდვილი იყო.


***



ბიჭი ოთახიდან გამოდის და მძინარე თვალებს იწმენდს. დილანი აღებს სააბაზანოს კარს და ხედავს მას.


ლიდია დგას სარკესთან და სველ თმებს ივარცხნის.


ბიჭი მძიმედ ყლაპავს ნერწყვს და უყურებს გოგოს მაისურს რომელიც შემოკეცილია და მის ზურგს მთლიანად აჩენს. ბიჭის მზერა თანდათან ქვევით ჩამოდის და გოგოს ფეხებზე ჩერდება, ის სახლში ყოველთვის მოკლე შორტებით დადის, თითქოს ამას ძალით აკეთებს. დილანი , რაც არ უნდა იყოს ბიჭია და დროა მან ეს გაიგოს. დილანი მიდის ახლოს და უყურებს მის თავს სარკეში, კარგად ჩანს რომ მან ვერ გამოიძინა.


ლიდია უსიტყვოდ ბრუნდება კარისკენ, მაგრად აჯახუნებს მას და ოთახიდან გადის.


და რა იყო ეს ?



***


ვუყურებ ჭრილობას ხელზე. მე რათქმაუნდა მივხედე მას რომ ინფექცია არ მომხვდარიყო, მაგრამ როგორ გადავიხვიო? ჯანდაბა.


მესმის მძიმე ნაბიჯების ხმა და თავს ვწევ.


- შენ რა დაალაგე? - კითხულობს დილანი წარბებ აწეული.


-და რა ვერ ხედავ? - ვპასუხობ და ისევ ვხრი თავს.


-მარტო? - რა საინტერესო კითხვაა, ისიც გაღიზიანების ოსტატია.


-არა , შენ ხომ დიდი სიამოვნებით დამეხმარე, მადლობა დილან.


-მე შემეძლო თვითონ...


- ნუ რათქმაუნდა- ვაწყვეტინებ - შეგიძლია უბრალოდ მადლობა თქვა?


ბიჭმა მძიმედ ამოისუნთქა , ჩემს პირდაპირ სკამზე დაჯდა და ჩემი ხელი მის ხელის გულზე დაიდო.


- რას აკეთებ? - ვკითხულობ და ვცდილობ ხელი გავაშვებინო.


- ვცდილობ დაგეხმარო - ამბობს და ჩემს ხელს აკვირდება, ამის შემდეგ იღებს ბინტს და მის გადახვევას იწყებს.


მისი თითები თბილია, ყოველი მისი შეხება ჩემს სხეულში ვიბრაციებს იწვევს. ვცდილობ გადავყლაპო სითხე რომელიც ჩემს პირში დაგროვდა, მაგრამ არაფერი გამომდის. ის თითქოს ვერც კი მამჩნევს მე. მისი მზერა მიპყრობილი აქვს ჩემს ხელს, მე კი გაშეშებული ვარ და ვათვალიერებ მის სახეს. ვერასდროს ვერ მოვასწარი მისი ბოლომდე დათვალიერება, რადგან ბიჭს აწუხებს, როდესაც მას ვუყურებ, მაგრამ ახლა , ამ მომენტში უბრალოდ ვზივარ და ვუყურებ მას. გავაანალიზე ეს და მაშინათვე გავიხედე სხვა მხარეს და ტუჩზე ვიკვნიტე, რა იყო ახლა ეს?


ბიჭმა დაასრულა და მზერა მე მომაპყრო:


- ეს იყო ჩემი "მადლობა" - ჩუმად თქვა მან.


მოკლედ ვუქნევ თავს. ბიჭი დგება და მაცივართან მიდის. ვხვდები, რომ მას არ სურს საუბარი. ის ცუდადაა, ამ სიტუაციამ შელისთან მასზე ძალიან იმოქმედა, მგონი მეც უცნაურად ვიქცევი, ძალიან უცნაურად, მაგრამ ამას ვერავინ ვერ ხედავს, მადლობა ღმერთს.


- კარგი - ვამბობ და ფეხზე ვდგები - დროა სკოლისთვის მოვემზადო.


- ჯერ ხომ ადრეა - ის ჩვეულებრივად გამოიყურება , მაგრამ მე ვხედავ მის მზერას , და... ის ისე მელაპარაკება როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, პირველად მესმის მისი ხმა სარკაზმის გარეშე.


- ჯონი არაა, ამიტომაც ფეხით წასვლა მომიწევს.


-კარგი - ამოისუნთქა ბიჭმა, როდესაც უკვე კიბესთან ვიყავი - მე წაგიყვან.


-რა? - სერიოზულად ამბობს? თუ ისევ ხუმრობს?


-რა? არ იფიქრო რომ შენთან კარგად მოქცევა დავიწყე , უბრალოდ შენ მართლაც დაიმსახურე მადლობა, მე აქ.. მოკლედ თითქმის მთელი არეულობა აქ ჩემს გამო იყო.. არც კი ვიცი, რამდენი ბოთლი გავტეხე მაგრამ მაინც. არც კი გკითხავ, რომელ საათზე ადექი. არ მიყვარს ვალში ყოფნა. ამას არ მიეჩვიო , ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი დღითაა. - მაფრთხილებს ის.


- ასეც გავიგე - ავდივარ კიბეზე და ვხარშავ მის სიტყვებს.


***


როგორც კი ავღმოვჩნდი ჯიპში მაშინათვე ვიგრძენი, რომ მთელი ჯიპი დილანის არომატითაა გაჟღენთილი. ნუ ეს გასაკვირი არცაა.


ვჯდები და თავს უხერხულად ვგრძნობ.


-მისმინე - ო ღმერთო ლიდია გთხოვ მოკეტე - არ მესმის, ასე ძალიან რატომ ვერ მიტან?


- და რატომ უნდა მიყვარდე? - მპასუხობს ისე, თითქოს ელოდა ამ შეკითხვას.


- მე ხომ შენთვის არაფერი არ დამიშავებია.


- ისე ამბობ თითქოს თვითოს ნამდვილი დაიკოს სიყვარულით მექცეოდე, როგორც ვამჩნევ შენც არ ხარ ჩემს მიმართ კარგად განწყობილი.


- მაგრამ მე ვცდილობ ურთიერთობის მოგვარებას. ჩვენ ხომ ერთ სახლში ვცხოვრობთ, ჩვენი მშობლები მალე დაქორწინდებიან , და ჩვენ და-ძმა ვიქნებით.


- ესეიგი ამიტომაც დაალაგე დღეს სახლი?


- არა , უბრალოდ არ მინდოდა რომ მშობლებს ენახათ.


- მშობლებს? შერიფს მამად თვლი?


- არა, ის მამაჩემი არაა, მაგრამ მე მას პატივს ვცემ, ხოლო შენი მხრიდან დედაჩემის პატივისცემა ვერ შევამჩნიე.


- საერთოდ რატომ უნდა გექცეოდეთ ნორმალურად?


- იმიტომ რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. - ვამტკიცებ.


- არა მგონია იცოდე ეს სიტყვა რას ნიშნავს, თუ ჩვენ ოჯახს გვეძახი. - დამცინავად ამბობს ბიჭი.


- შენ უბრალოდ ეჭვიანობ დედაჩემზე ?


- არა უბრალოდ ვბრაზდები იმაზე, რომ მამაჩემს ჰგონია რომ ის ქალი დედას შემიცვლის - მგონი ის "აფეთქდა" , ბიჭი უკვე აღარ უყურებს გზას , ის მიყურებს მე პირდაპირ თვალებში.


-მაპატიე.


- ისევ შენი თავაზიანობა - წუწუნებს ის.


ჯიპი გაჩერდა, უცებ გამოვრბივარ მანქანიდან და სკოლისკენ მივდივარ.


ჯანდაბა . არ შემიძლია მასთან მარტო ყოფნა , ყველაფერს არასწორად ვაკეთებ. რატომ ვგრძნობ თავს ასე უხერხულად მხოლოდ მაშინ როცა მას ვხედავ? ჯანდაბა.


***


- ასე რომ, დღეს შეიძლება კლუბში წასვლა- ასრულებს ლილი, როდესაც კლასიდან გამოვდივართ.


ვშეშდები როცა ვხედავ დილანს, შელის პირდაპირ.


- წამოდი - მეძახის ლილი.


-მოიცადე ერთი წუთით - ვეუბნები ჩუმად და თვალს არ ვაშორებ წყვილს.


- მაპატიე-თხოვს შელი - შენ ხომ გესმის, რომ მას უბრალოდ ჩვენი დაშორება უნდა? დილან ნუთუ მართლა იფიქრე, რომ მასში გაგცვლიდი. ღმერთო დილან, ის ჩემს თვალებში ადამიანიც კი არაა - ხმა უკანკალებს, როგორც ჩანს ცრემლებს იკავებს - ის რაც შენ ნახე , არასწორად გაიგე , ეს ყველაფერი რაც მოხდა ჩემი სურვილის წინააღმდეგ იყო, როგორ შეგეძლო ამის დაჯერება? - გოგონა უახლოვდება მას - მე შენ მიყვარხარ , დილ და შენ იცი ეს- ვგრძნობ რომ ყელში რაღაც მომაწვა და ხელს უშლის ჩემს ნორმალურად სუნთქვას, ჯანდაბა ჰაერი არ მყოფნის, მაგრამ ფაქტია აზრზე არ ვარ რა მჭირს.


ბიჭი უსიტყვოდ , მიდის გოგონასთან და კოცნის მას.


- მეც მიყვარხარ - რის შემდეგაც მაგრად ეხუტება. ეს ყველაფერი ხდება მთელი სკოლის თვალ წინ. და ფაქტია რომ მხოლოდ მე არ ვარ ამით დაინტერესებული. ალბათ ამას იმიტომ აკეთებენ რომ ყველამ ნახოს... ნუ ყველა ხედავს.


ლილის ვჭიდებ ხელს და გასასვლელისაკენ მიმყავს.


***


მუსიკა ძალიან ხმამაღალია, ასე რომ დილანს მხოლოდ აქედან წასვლა და ძილი უნდა. შელი მაგრად უჭერს მას ხელს და ხალხისკენ მიათრევს.


-მისმინე -ყვირის ბიჭი, რათა მუსიკის ხმას გადაასწროს-აუცილებელია აქ ვიყოთ?


-დღეს მთელმა კლასმა გადავწყვიტეთ აქ მოსვლა, ამიტომ გთხოვ შეწყვიტე უხასიათოდ ყოფნა და გაერთე.


-კარგი - ბიჭი ეხუტება და ცხვირით გოგოს თმებს ეთამაშება.


- შენ ხომ შეწყვიტე? - გაკვირვებული ამბობს ბიჭი და გრძნობს სიგარეტის სუნს.


- ბოდიში, უბრალოდ ჩვენ ვიჩხუბეთ და ისე ვნერვიულობდი , ვეღარ მოვითმინე.


-არაუშავს - ამბობს ბიჭი და უფრო მაგრად ეხუტება მას.


- ეი - ნინა მიდის მათთან და შელი შორდება დილანს - ცეკვა არ გინდათ? - გოგონა თვითონ უკვე ცეკვაშია გართული , შელიმაც ჩასჭიდა ბიჭს ხელი და გაიყვანა საცეკვაოდ.


დილანი ხელს უშვებს გოგონას და დეივისკენ მიდის.


- აქ რას დგახარ? - კითხულობს ო'ბრაიანი.


-აქედან კარგი ხედია - მხრებს იჩეჩავს დეივი.


- ვისზე? - დილანი აკვირდება მოცეკვავეებს - შეიძლება მასზე? - თავით ანიშნებს ლილისკენ.


- არა -პასუხობს დეივი - მაგალითად მასზე , სხვათაშორის მშვენიერია , ადრე ამას ვერ ვამჩნევდი.


-ვინ? - დაბნეული კითხულობს ო'ბრაიანი.


- შენი დაიკო


ამ სიტყვების შემდეგ დილანი თვალებით პოულობს ლიდიას, რომელიც ცეკვავს არც ისე შორს ლილისგან.


მოკლე კაბა აცვია , რომელიც ძალიან უხდება და ამას დილანიც ამჩნევს. გოგონა მუსიკასაა აყოლილი და მშვენივრად ცეკვავს, შემდეგ მიდის ალექსთან , ხელს კიდებს მას და მუსიკის რითმში ცეკვავს, ბიჭი ცდილობს გოგოზე უკეთესად იცეკვოს,მაგრამ არაფერი გამოსდის , რაზეც ლიდია მხოლოდ იცინის.


- ხომ ვამბობდი მშვენიერია- ეცინება დეივს.


- არაფერი განსაკუთრებული - აბობს ო'ბრაიანი და გოგოს თვალს აშორებს.


- მაშინ მთელი ხუთი წუთი რატომ აშტერდებოდი ? - დასცინის დეივი.


- ვერ ხარ? - დამწუხრებული იხედება დილანი - ის ხომ ჩემი დაა.


- ნუ ჰო - პასუხობს დეჰაანი.



***


შელის გარეთ გაჰყავს ბიჭი და მაგრად ეხუტება.


- მეც შემეძლო შენი წაყვანა - დამნაშავედ ეუბნება ბიჭი.


- არაუშავს, რატომ უნდა წამოხვიდე ქალაქის მეორე ბოლოში, როცა დეივს და მე მეაინც ერთი გზა გვაქვს?- ამშვიდებს გოგონა


-ჰეი გვრიტებო , მე აქ ვიცდი!- წუწუნებს დეივი.


შელი ბიჭს კოცნის და დეივის მანქანისკენ მიდის.


***


დილანი კლუბში შედის და მოულოდნელად არსაიდან მის წინ გოგო ჩნდება:


- ეი შეჩერდი!- ამბობს გოგო და დილანს მომთხოვნად უყურებს.


- ლილი, რამე ხომ არ გეშლება? - გაოცებული ეკითხება დილანი - სემს ვეძებ და ხო არ იცი სადაა?


- მან ზედმეტი დალია - გოგო აიგნორებს ბიჭის შეკითვას.


-ვინ? - გაღიზიანებული ამბობს დილანი.


- ლიდიამ.


- მერე მე რა?


- ერთი საღამო კარგი ძმა, რომ იყო არ შეგიძლია?


- არამგონია - სიცილით ამბობს ბიჭი და გოგოს გვერდს უვლის.


- მაშინ ადამიანი იყავი - ბიჭი ბრუნდება და გაბრაზებული იყურება :


- კარგი ჯანდაბაას , სადაა?


***


დილანს ხელში აყვანილი გამოჰყავს ლიდია, ჯიპთან მიჰყავს და ფეხზე აყენებს , როცა ხედავს რომ გოგოს დადგომაც კი არ შეუძლია ხელს სჭიდებს.


- ლილი არ მოდიხარ? - ყვირის ალექსი.


- მარტო მიხედავ? - ეკითხება ლილი დილანს.

- ოჰ წადი უკვე - ამბობს ბიჭი და თვალებს ატრიალებს.


დილანი, ლიდიას ჯიპთან აყუდებს და მის წინ დგება:


- შემომხედე- ბრძანებით ეუბნება ბიჭი , გოგო კი მაშინვე წევს თავს და უყურებს დაბურული მზერით. - ჯანდაბა და რამდენი დალიე? - ჩუმად ამბობს ბიჭი და ათვალიერებს გოგოს სახეს.


- მე ვიცი შენი საიდუმლო - ჩურჩულით ამბობს გოგო.


- რა? - ბიჭი გაუგებარი თვალებით უყურებს.


- შენ შეგიძლია, შეგიძლია ღიმილი- გოგო კვნეტს ტუჩს და ხშირად ახამხამებს თვალებს.


- რა დებილობას ბოდიალობ? ჩაჯექი მანქანაში.


- არა - გოგო არ ჩერდება და ხელებს გულმკერდზე ადებს. - შენ ხომ შეგიძლია - გოგოს მზერა ბიჭის ტუჩებზე გადადის , დილანი კი იბნევა.


- მისმინე , მოდი უბრალოდ მანქანაში ჩაჯექი სანამ შენს რიჟა თავში დარტყმა არ მიგიღია.


-რაღაც მემართება - ისევ ჩურჩულებს .


- თვითმფრინავები? - იცინის ბიჭი.


- უარესი , - ამოისუნთქა გოგომ - მგონი ჭკუიდან ვიშლები.


- შეიძლება- ბიჭი ცოტახანი ფიქრდება შემდეგ კი აღებს ჯიპის კარს გოგოს ხელს კიდებს და ძალით შეჰყავს მანქანაში.


- აი მშვენიერია- ბიჭი ჯდება საჭესთან და თითქოს მთელ ტანში დენი ურტყამს როდესაც ახსენდება თუ როგორ უყურებდა გოგო მის ტუჩებს.


რა ხდება საერთოდ?


***


დილანი ხმამაღლა ჩხუბობს, როდესაც ხედავს, როგორ წყნარად სძინავს ლიდიას მის ჯიპში.


- შესანიშნავია - ის ეხება მის მხარს - ადექი ლოთო - ხმამაღლა ამბობს ბიჭი, რაზეც გოგოს არანაირი რეაქცია არ აქვს.


- ნუ მაბრაზებ - ყვირის ბიჭი და გოგოს ანჯღრევს. ლიდიამ უცებ თვალები გააღო და წამოჯდა.


- მოვედითთქო გეუბნები - გაბრაზებული ამბობს დილანი.


-ოთახამდე ვერ მიმიყვან ? - ეკითხება გოგო და ხელით მძინარე თვალებს იწმენდს , რომ შეხედავ პატარა ბავშვი გეგონება.


- მეტი რა გინდა? , თვითონ წახვალ.


- მე ხომ დავეცემი.


- მაშინ ხოხვით წადი - ბიჭს ისევე ძალით გამოჰყავს გოგო მანქანიდან და ჯიპის კარებს კეტავს .


-დილან - ლიდიამ ხელი ჩასჭიდა ბიჭს -ასე მაინც გამაცილე.


- იცოდე ხვალ მოგკლავ - ბიჭი ოდნავ მაგრად უჭერს გოგოს ხელის გულს და სწრაფი ნაბიჯებით მიდის სახლისკენ . ლიდია რამდენიმეჯერ წაბორძიკდა, მაგრამ მაინც არ დაცემულა.


ამის შემდეგ დილანი მიდის კიბესთან და არადამაჯერებლად უყურებს გოგოს.


- ამისთვის გადამიხდი - ბიჭი ახლოს მივიდა მასთან და ხელში აიყვანა , გოგომაც ხელები კისერზე შემოჰხვია და თავი მხარზე დაადო.


- ტკბილი სურნელი გაქვს - ჩურჩულებს გოგო, დილანი კი გრძნობს რომ სუნთქვა ირევა, მისი სუნთქვა და არა ლიდიასი. ბიჭი ასევე გრძნობს გოგოს თბილ სუნთქვას, ამისგან ბიჭს ისევ დენები ურტყამს. დილანი ფეხზე დგამს ლიდიას და გოგოს ოთახის კარს აღებს.


ლიდია ყანყალით შედის ოთახში და ეცემა საწოლზე.


- რიჟა თავი , ტვინის გარეშე - იღიმის დილანი და კეტავს კარებს.


***

თავი. ღმერთო ჩემი თავი, ის ხომ ახლა აფეთქდება ტკივილისგან. ვაძალებ თავს თვალების გახელას და მაშინათვე ვწუხდები რადგან მზის ნათელი სხივები არც ისე მსიამოვნებს. პირი მიშრება, ვყლაპავ იმის იმედით რომ ეს დამეხმარება მაგრამ არა , უფრო უარესი ხდება. ღებინების შეგრძნება მაქვს და ვერ ვიტან ჩემს თავს რომ დღეს საერთოდ გავიღვიძე.


კარგი , გუშინ რა იყო? დილანი მომკლავს, ზუსტად. ბალიშზე ვდებ სახეს, როდესაც მახსენდება რა ვუთხარი მას გუშინ. "ტკბილი სურნელი გაქვს" საერთოდ რას ვაკეთებდი? მე ხომ აწი ვეღარ ვიცხოვრებ , ის ეგრევე მომკლავს იმის გამო რომ ჩემი ხელში აყვანა ვაიძულე. მოიცა მან მე ხელში აყვანილი მომიყვანა ოთახამდე? მას ძალიან არ ჰგავს. ვდგები საწოლიდან და სარკეს ვუახლოვდები . ო ღმერთო ჩემო. ეს რა არის? სასწრაფოდ აბაზანაში უნდა შევიდე. ვიღებ პირსახოცს და მსუბუქ სარაფანს, მივდივარ სააბაზანოში და ვიმედოვნებ რომ დილანს არ შევხვდები , არა ასეთ მდგომარეობაში. ღმერთო გთხოვ.


***

ჩამოვდივარ ქვევით ჯერ კიდევ სველი თმით.
სადილი, ისინი სადილობენ ყველა ერთად. დილანი და დედაჩემი ერთ მაგიდასთან , რაღაც ახალია. დაბნეული ვუახლოვდები მათ. შეიძლება დილანმა ყველაფერი მოუყვა დედაჩემს? მაშინ სახლიდან მინიმუმ ერთი თვე არ გამიშვებენ, კი მას შეეძლო ყველაფრის თქმა, და ალბათ თქვა კიდეც.


ვჯდები დედაჩემის წინ , ის ყავას მისხამს და მიღიმის. მზერა გადამაქვს დილანზე, რომელიც ჩვეულებრივად გამოიყურება, ისევ ისე იქცევა თითქოს მე არ ვარსებობდე. ბიჭი მის თეფშს უყურებს და წარბებს ათამაშებს. მე ისევ მას ვუყურებ. ეს გავაანალიზე და ჯანდაბა დამარტყას სახეში ან რამე გააკეთოს რომ ყურადღება სხვა რამეს მივაქციო. კარგი შეწყვიტე ამაზე ფიქრი, შეწყვიტე ფიქრი ... მასზე. ჯანდაბა მე ხომ მართლა მასზე ვფიქრობ. და რატომ?


- გუშინ როგორ გაატარეთ დრო? - დედის ხმა მაიძულებს რეალობაში დავბრუნდე.


- ნორმალურად - ვიჩეჩავ მხრებს. დილანი ისევ ისე იქცევა თითქოს მარტო ზის მაგიდასთან და ეს მიხარია. ღმერთო მე მეშინია. მეშინია რაც აწი მოხდება იმის. ის ახლა უფრო ვერ მიტანს და ეს ცხადია.


- კარგი , მოემზადე, სკოლაში მე წაგიყვან - მიღიმის ჯონი.


-ჩვენ მეორე გაკვეთილზე უნდა მივიდეთ - სწრაფად ამბობს დილანი და მამამისს უყურებს.


ვუყურებ ბიჭს გაფართოებული თვალებით, რის შემდეგაც თავს ვუქნევ ჯონს.


- ნუ მაინც წაგიყვან მერე ფეხით რომ არ წახვიდე - აგრძელებს შერიფი.


- მე წავიყვან მას , ჩვენ ხომ ერთ სკოლაში ვსწავლობთ - ისევ ისმის უმცროსი ო'ბრაიანის ხმა , და მე მართლა არ მესმის რა ხდება, ასე გადაწყვიტა ჩემი დასჯა?


ვდგები მაგიდიდან , შემდეგ მივდივარ ზევით , მშობლები ახლა წავლენ , და არ მინდა დილანთან ერთად მარტო დარჩენა.


***


ვუყურებ საათს და ვხვდები რომ მეორე გაკვეთილი უკვე მალე დაიწყება, მაგრამ დილანი საადღაც გაქრა. იქნებ ჩემს გარეშე წავიდა?


გამოვდივარ ოთახიდან და ბიჭს ვეჯახები, რომელიც ტელეფონს მზერას აშორებს და მე მიყურებს.


- ნუ , მივდივართ სკოლაში? - ვკითხულობ


- აჰა, რათქმაუნდა , შენს ნაბახუსევზე , კი კი აუცილებლად , შენ რა გინდა პირდაპირ კლასში აღებინო?


- ნორმალურად ვგრძნობ თავს - ვამტკიცებ, მაგრამ ვგრძნობ რომ დილანი მართალია.


- თუ გავითვალისწინებთ იმას , გუშინ რამდენი დალიე, მე არ ვიქნებოდი შენს ადგილას ასეთი დარწმუნებული.


- და შენ საიდან იცი რამდენი დავლიე მე?


- ვნახე შენი მდგომარეობა, იცი მე შემიძლია თვალებით ამის გარკვევა.


- კარგი, ბოდიში, მართლა არ მესმის ეს როგორ მოხდა, და მრცხვენია , მართლა მრცხვენია, მე მინდოდა მადლობა გადამეხადა მეტი არაფერი.


- აწი თუ ერთ შენობაში ვიქნებით დალევის უფლებას არ მოგცემ, გასაგებია? - ბიჭი გვერდს მივლის და მის ოთახში შედის.


სულ ეს იყო? მე უფრო საშინელებებს მოველოდი.


***
საღამოს მადა მომივიდა , მართლაც მომშივდა. გამოვდივარ ოთახიდან და მესმის სიცილის ხმა.


თავს ვაბრუნებ დილანის ოთახისკენ და ვშეშდები , კარი ოდნავ ღიაა. აი ასეთს კი მე ამ სახლში არ მოველოდი.


ფრთხილად ვიხედები ოთახში ისე რომ ვერავინ მამჩნევს, ვხედავ შელის , გოგონა წევს მუცელზე, მას წიგნში აქვს თავი ჩარგული, დილანი კი მის გვერდით წევს იგივე მდგომარეობაში.


- დავიღალე - ამბობს შელი და იწყებს ბიჭის კოცნას.


- მაინც ვერ შეძლებ სწავლისგან თავის დაძვრენას - ამბობს დილანი.


- კარგი კარგი - შელი ისევ ბრუნდება წიგნისკენ და იწყებს წერას.


- ნუ მისტერ ო'ბრაიან, თქვენ თუ ჩემი მასწავლებელი ხართ - სარკაზმით ამბობს შელი - რა იქნება თქვენი შემდეგი დავალება? - დილანი უყურებს მას შემდეგ კი კოცნის.


- არა , მხოლოდ სწავლა - აჩერებს მას შელი.


და რატომ ვუყურებ მე ამას?


ჩემი თავის თვითონ არ მესმის. ნერვულად ვიღიმი და ქვევით ჩავდივარ.



***


ვათვალიერებ იოგურტის შემცველობას ყურადღებით.


-ჰეი ლიდია - ის თითქოს აძალებს მის თავს ჩემთან საუბარს.


-ჰაი შელი - ნუ მე ზუსტად ვაძალებ ჩემ თავს.


გოგო ჩამორბის კიბიდან და ჯდება მაგიდასთან. დილანი მას უკან მოჰყვება და მის გვერდით ჯდება. შელი იღებს ბოსტნეულს და მის დაჭრას იწყებს. ის ისე იქცევა თითქოს მის სახლში იყოს. თვითონ მეც ვერ ვგრძნობ ამ სახლში თავს ასე.


ბიჭის ტელეფონი ვიბრაციას იწყებს , რაც აუწყებს მას ახალ წერილზე , მე ვუყურებ მის თითებს, რომლითაც იწყებს წერილის წერას. შემდეგ მზერა ცოტა ზევით , მის ხელებზე გადამაქვს. მახსენდება მისი შეხება, მასთან ისე ახლოს ვიყავი გუშინ, რომ ახლაც კი ვგრძნობ მისი სხეულის სითბოს.


მისი ხელები.


მახსოვს როგორ მეჭირა მისი ხელი, მახსოვს როგორ ვათვალიერებდი მის სახეს ,რომელიც ასე ახლოს იყო ჩემთან და მისი ტუჩები...


უცებ გადამაქვს მზერა შელიზე, რომელიც პირ ღია მიყურებს და რაღაცის მოსმენას აპირებს ჩემგან. ალბათ ახსნა - განმარტების. მაგრამ მე თვითონაც მჭირდება ამის ახსნა -განმარტება.


- ოთახში დავასრულებ ჭამას - ვიღებ ვაშლს მაგიდიდან და კიბისკენ მივდივარ. რა არის ეს? რატომ ვუყურებ სულ მას? რატომ ვერ ვიკავებ თავს? ასე ძალიან რატომ მომწონს მისი ყურება?



***
ნინა ცდილობს რამე ისწავლოს, მაგრამ ხელს უშლის შელი , რომელიც ეგრევე ვარდება გოგონას ოთახში.


- მე მგონი სწავლას ვცდილობ - გამოაცხადა დობრევმა და საწოლზე წამოჯდა.


- პრობლემები მაქვს - სწრაფად წარმოთქვა ჰენინგმა.


- რა პრობლემები?


- არ მომწონს დილანის და ახალი დაიკო.


-ჩემი აზრით ის საყვარელია.


- მეც ასე ვიფიქრებდი, სანამ დილანს ასეთი მზერით შეხედავდა.


-და როგორი მზერით უყურებს?


- მას ის მოსწონს.


- კარგი რა, ისინი ხომ ნათესავები არიან.


-მე ვნახე ის როგორ უყურებდა!


- და როგორ? როგორც ჯოში გიყურებს შენ?


-არა, ჯოშის მზერაში ჩანს რომ მხოლოდ ჩემი წართმევა უნდა დილანზე, ხოლო ლიდიას მზერაში .. სინაზე ჩანს.


-სისულელეა


-ნინა , მე ასეთ საქმეებში ვერკვევი, და.. რამე უნდა მოვიმოქმედო


-რატომ?


- იმიტომ რომ დილანმაც არ დაუწყოს ისე ყურება.


- არ დაუწყებს, რადგანაც მას შენ ჰყავხარ.


-ახალგაზრდა , ლამაზი გოგონა ცხოვრობს მასთან ერთად სახლში, დიდი რისკია


- მაგრამ მას შენ უყვარხარ.


***


მოტოციკლი. არ ვმალავ აღფრთოვანებას და ისე ვათვალიერებ მას. არ მოველოდი მისი ჩვენი სახლის წინ ნახვას.


- მოგწონს? - მეკითხება დეივი.


- ამას კითხვა უნდა? ის უბრალოდ ლამაზმანია.


- შენ რა მოტოციკლები მოგწონს ? - ფრთხილად კითხულობს დილანი.


- არ ჩანს? - ვუღიმი - ეს ხომ ხელოვნების ნიმუშია.


- გინდა სკოლამდე ამით მიგიყვანო? - მეკითხება დეჰაანი.


- დილიდან ამით გასეირნება? შენ უბრალოდ ჯადოქარი ხარ, რომელიც ჩემს აზრებს კითხულობს, რათქმაუნდა მინდა.


-არანორმალური - ჩაიჩურჩულა დილანმა. მაგრამ ეს სიტყვა არ იყო სარკაზმით ან ბრაზით ნათქვამი, მან ეს წარმოსთქვა თითქოს მე პატარა ბავშვი ვიყო. მომეწონა ეს სიტყვა, როგორც წარმოთქვა.


***


დეივის ხმა ხელს მიშლის. ბიჭი ისე ხმამაღლა უყვება დილანს რაღაცას რომ მასწავლებლის ხმა არ მესმის.



- ასე- ვერ ითმენს კაცი - დეჰაან გადაჯექი ჰენინგთან , დობრევ კოლინზთან და ო'ბრაიან მარტინთან - ჩემი წარბები ზევით აფრინდა, რა თქვა მან ახლა?


დილანი კამათის გარეშე დგება, იღებს ჩანთას, მერხზე რაც კი მისი დევს მასში აწყობს . თავს ვაბრუნებ ლილისკენ, რომელიც უცნაურად მიყურებს, ვუსვამ თვალებით კითხვას , ის კი მხოლოდ თავს მიქნევს.


დილანი ჯდება ჩემს გვერდით და ვგრძნობ უხერხულობას.


- ახლა კი ლაბორატორიული , ვიმუშაოთ წყვილებში - გვაცნობებს მასწავლებელი.


- კარგი - ვამბობ და დილანს ვუყურებ , - ქიმიაში როგორი ხარ?


-არამიშავს- მხრებს იჩეჩებს ბიჭი.


ვიწყებთ სამუშაოს, და ვხვდები რომ მისი ცოდნა არის ბევრი ვიდრე უბრალოდ "არამიშავს ", მე მეგონა რომ ეს საგანი კარგად ვიცოდი მაგრამ შევცდი. დილანი უბრალოდ გენიოსია ამ საქმეში, სიმართლე გითხრათ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ მას კარგი სწავლა შეუძლია.


- შესაძლებლობები გქონია - ვამბობ და თან რვეულში ვწერ დავალებას.


- ვხედავ ქიმიაში შენც რაღაც გესმის - იცინის ბიჭი.


- შეიძლება ასეც ვთქვათ - ვუღიმი და ბიჭი მზერას ჩემს სახეზე აჩერებს შემდეგ კი ისევ უბრუნდება სამუშაოს.


- ისე, ჩვენ ბოულინგის სათამაშოდ გადავწყვიტეთ წასვლა, დეივი და ნინა იჩემებენ ,რომ შენც წამოხვიდე - მოულოდნელად ამბობს ბიჭი.


- ვიცი რომ შენ არ გინდა ჩემი წამოსვლა, მაგრამ სახლში ჯდომაც არ მინდა.


- სხვათაშორის ჩემთვის სულ ერთია. თუ გინდა წამოდი.


-მაგრამ ლილისაც წამოვიყვან.


- საიდუმლოს გეტყვი, ის ჩვენ ვერ გვიტანს.


-ვიცი მაგრამ ის ჩემთან წამოვა.


- კარგი თუ უნდა შემოგვიერთდეს


- შესანიშნავია.


და როდის მერე გახდა ასეთი კეთილი?



***
მე მომწონს. ლილიზე ხელი მიჭირავს რადგან მეშინია ამდენ ხალხში არ დავიკარგო.


ჩვენ ვუახლოვდებით ერთ მაგიდას და ვჯდებით წრეში.


- მე აქ სათამაშოდ მოვედი - გამოაცხადა დეივმა - ვინ არის ჩემთან ერთად?


- მე - ვდგები და ბიჭს ჩემს ხელს ვაწვდი რის შემდეგაც მივდივართ სათამაშოდ.


გამარჯვების ნიშნად ჰაერში ვწევ ხელებს და დეივს დავცინი.


- მოვიგე - ვიცინი და დეივთან ახლოს მივდივარ.


- იქნებ გინდა სცადო ჩემთან თამაში? - მესმის დილანის ხმა რის შემდეგაც ვუყურებ ბიჭს.


-ადვილია - ვპასუხობ და თმას უკან ვიწევ.


- კარგი- ვუყურებ ბიჭის თამაშს და ვხვდები რომ დამერხა. ზუსტად ვიცი მას ვერ მოვუგებ მაგრამ თავს მოვაჩვენებ რომ მისი არ მეშინია.



***
- ჯამში, მე გავიმარჯვე - გამარჯვებულად იცინის დილანი.


- უბრალოდ გაგიმართლა - ვამბობ და გაზიან სასმელს ვსვამ.


- ოჰო არაფერი მსგავსი არ ყოფილა - იცინის ბიჭი


- დამშვიდდით- გვეუბნება ლილი - ყველაზე ცუდად მაინც მე ვთამაშობ.


- რამდენიმე კარგი მცდელობა გქონდა - უთხრა გოგონას ნინამ.


-დილან - შელიმ მხარზე ხელი გადაუსვა მას - ჩემი წასვლის დროა.


- კარგი. მამაჩემს უთხარი რომ გვიან მოვალ - მეუბნება ბიჭი . მე მოკლედ ვუქნევ თავს. და ვერ ვიტან ამ გრძნობას, როდესაც შიგნიდან რაღაც მჭამს და მილიმეტრსაც არ ტოვებს ყურადღების გარეშე. ეს ისეთივე გრძნობაა როდესაც ვუყურებ მას, როდესაც ვუყურებ შელის.


***


ვგრძნობ ტკივილს ყელში , ვახელ თვალებს და ვიწყებ ხველებას.


ვერაფრით ვერ ვსუნთქავ, თავი კი იმდენად მძიმეა რომ ბალიშს ვერ ვაშორებ. აი მხოლოდ გაციება მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.


ვდგები საწოლიდან და ცხვირით ძლივს ვსუნთქავ , ქვევით ჩავდივარ და უცებ ვიჭერ ჩემზე მომართულ სამ დაინტერესებულ მზერას. მხოლოდ ახლა მესმის როგორ გამოვიყურები , სუსტად რომ ვთქვათ არც ისე კარგად.


- ლიდია, ყველაფერი რიგზეა? - კითხულლობს დედა.


- როგორც ჩანს ცოტათი გავცივდი, მაგრამ... არაფერი სერიოზული არაა.


- გრიპის რა წამლები გვაქვს? - ეკითხება ჯონი დილანს.


- მე რა ვგავარ იმას ვინც ამ სახლში წამლებზე აგებს პასუხს? - დილანი უყურებს მამამისს გაკვირვებული.


-კარგი, ჩვენ სამსახურში უნდა წავიდეთ, შენ კი წადი აფთიაქში , ჩვენ ვერ მოვასწრებთ.


- ასე სკოლაში დავაგვიანებ - სიზარმაცით ამბობს ბიჭი.


- ჩათვალე რომ დღეს დასვენებაა , ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ლიდია ასე მარტო დავტოვოთ , მითუმეტეს წამლის გარეშე.


- მე რა ძიძა გავხდი? - არ წყნარდება დილანი.


- მე თვითონაც მივხედავ ჩემს თავს - ვარწმუნებ ჯონს და ხველებას ვიწყებ.


- არა ეს საკითხი დაიხურა - აგრძელებს ჯონი - არაფერზე არ ინერვიულო - მეუბნება კაცი - დილანი ძმურ დახმარებას გამოიჩენს - კაცი იღიმის - ხომ ასეა შვილო?


- კარგი , მაგრამ მაშინ დღეს ღამე სახლში არ მოვალ , უბრლოდ გასამჯელო იქნება, იმისთვის რომ კარგი ძმა და შვილი ვიქნები .


- კარგი - ეთანხმება ჯონი


***


წამლების პარკი იდება ჩემს პატარა კარადაზე, რომელიც ჩემი საწოლის გვერდზე დევს და ვწევ მზერას დილანზე.


- მე ჩემი ვალი მოვიხადე - ამბობს ბიჭი და კარისკენ მიდის.


- ჯერ ერთიდაც , დაკაკუნება უნდა ისწავლო, ეს ჩემი ოთახია და მე აქ.. შეიძლება მაგალითად არ ვარ ჩაცმული.


-და ისეთ ახალს რას აღმოვაჩენდი ჩემთვის , შენ რომ შიშველი მენახე?


-კარგი , მაინც გაფრთხილებ რომ აწი კაკუნის გარეშე ჩემს ოთახში არ შემოხვიდე , მე ხომ შენს ოთახში ისე არ შემოვდივარ რომ არ დავაკაკუნო.


-შეიძლება შენ არასდროს არ გყავს ბიჭი ტანსაცმლის გარეშე ნანახი, აი მე კი მყავს გოგოები ნანახი ტანსაცმლის გარეშე და არ მეშინია.


-სხვათაშორის მე მყავს ნანახი ბიჭები, ტანსაცმლის გარეშეც.


- ოი კარგი რა მართლა? სერიოზულად? გილოცავ.


- და კიდევ ის ვინც შენ ნანახი გყავს , მე ვერ შემედრება და ახლა კი...


- იყოს შენებურად -იცინის ბიჭი- კიდევ რა გინდოდა?


- აჰ, ჰო. მეორედაც მე არვიცი ეს ყველაფერი როგორ დავლიო.


-მეც, მე მითხრეს რომ მეყიდა, და ვიყიდე, მორჩა. -ამბობს ბიჭი და გადის ოთახიდან.


***


ვიცმავ ჯინსებს, რის შემდეგაც თბილ სვიტერს. უკვე უკეთესად ვარ , მაგრამ მაინც მცივა. ვიყურები ფანჯარაში და ვამჩნევ რომ უკვე ბნელა.


ჩავდივარ ქვევით და მზერით დილანს ვეჯახები, რომელიც მისაღებ ოთახში, დივანზე წევს.


- შენ ხომ სადღაც წასვლას აპირებდი - ვამბობ და დივანს ვუახლოვდები.


-მამამ მითხრა რომ მარტო არ დამეტოვებინე , ამიტომ ჯერ მშობლებს ვუცდი.


- გასაგებია, მაგრამ შეგიძლია წახვიდე მე კარგად ვარ.


- რომ მინდოდეს უკვე წავიდოდი, თუ ფიქრობ რომ ჩემთვის სულ ერთი არაა?


- ზუსტად , მაშინ რატომ დარჩი?


- ფეხბურთი- თავით ტელევიზორისკენ მანიშნებს.


-სერიოზულად ? - ვჯდები დივანზე ბიჭის გვერდით.


- ფეხბურთი გიყვარს? - ეჭვით მეკითხება ბიჭი.


- რათქმაუნდა - ვბრუნდები მისკენ და ცოტათი ვიბნევი, რადგან არ მეგონა თუ ბიჭის სახე ასე ახლოს იყო ჩემთან.


- შენ თვით სინაზე ხარ და შენი სიყვარული მოტოციკლებთან და ფეხბურთთან არ ჯდება შენს გარეგნობაში.


- ეს კომპლიმენტად ჩავთვალო თუ შეურაცხყოფად?


- არც ერთად და არც მეორედ, უბრალოდ... მართლა??


-ჰო მე მიყვარს ფეხბურთი, აქ ასეთი გასაკვირი რაა?


-როდესაც შენ გიყურებ , ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ , შენი საყვარელი სპორტი ციგურებით სრიალია.


-სასაცილოა - მეცინება და ვუყურებ ბიჭს.


-არ გამიკვირდება ბოქსითაც რომ იყო დაკავებული.


-არა, არვარ დაკავებული ბოქსით.


- კარგი მე შენზე სხვა აზრის ვიყავი.


-რა აზრის?


- შენ ტოვებ "საყვარელი, კარგად აღზრდილი დედიკოს გოგოს" შთაბეჭდილებას - იცინის ბიჭი და ტელევიზორისკენ იხედება.


- შენ კი საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტის შთაბეჭდილებას ტოვებ.


- ნუ ამ შემთხვევაში , კაცი ამოცანა ვერ ვიქნები , თურმე ყველაფერი სახეზე მაწერია.


-არაფერიც არ გაწერია სახეზე - ვაქნევ თავს და ქვევით ვიყურები.


- აბა როგორ გაიგე ?


- მე ხომ არ მითქვამს რომ შენ ისეთი ხარ, უბრალოდ ეს პირველი შთაბეჭდილებაა, და ის მცდარია ისევე როგორც შენი შთაბეჭდილება ჩემზე.


- საიდან იცი?


- უბრალოდ უსულო ეგოისტები სხვებზე არ ზრუნავენ.


-რას გულისხმობ? - არ ესმის ბიჭს.


-შელის, შენ ხომ მზად ხარ მის გამო ნებისმიერს თავი წააცალო, დეივზეც და ნინაზეც, ნებისმიერზე შენი მეგობრებიდან.


- როგორც ჩანს შემიძლია კაცი ამოცანა ვიყო , შენ საერთოდ ვერ გამიგე.


- ეს შენ ვერ გაუგე შენს თავს.


-ოჰ - ბიჭმა დაიწყო სიცილი - ფილოსოფიური აზრები?


-არა , უბრალოდ... მინდოდა შენი კარგად გაცნობა.


-რატომ?


- მიზეზი იგივეა , ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ერთმანეთს, როგორც არ უნდა გვინდოდეს რამის შეცვლა , ვერაფერს ვერ შევცვლით.


- ვფიქრობ შენ ისედაც ყველაფერი გაწყობს.


-მე უბრალოდ ჩემი გრძნობების და ემოციების დამალვა ვიცი, გეხმარება ცხოვრებაში, რადგანაც ჯამში არავის არ აინტერესებს ისინი , არ ვარ მართალი?


-და მაინც გადაწყვიტე ფილოსოფიური საუბარი, ისევ სიცხე ხომ არ გაქვს?


- კარგი ერთი , უკეთესია ფეხბურთს ვუყუროთ.


- მართლაც უკეთესია - მისი სიტყვების შემდეგ მივაშტერდი ეკრანს, მაგრამ ვგრძნობ მის მზერას ჩემსკენ, თვალს არ ვაშორებ ეკრანს და ისე სუსტად ვიღიმი.


როგორც აღმოჩნდა მასთან საუბარი შეიძლება, მას... მას შეუძლია ნორმალური ადამიანივით ისაუბროს.


ის, ის , ის და ყოველთვის ის, იქნებ ოდესმე შევწყვეტ მასზე ფიქრს?



***


-ჰოდა... მისმენ? - მესმის ლილის ხმა.


-კი -ვუქნევ თავს


- მე მეჩვენება რომ სტადიონს უყურებ- აწია წარბები გოგონამ


-იქ ხომ ვარჯიშია.


- მე ხომ რაღაცას გიყვები.


- მე ყველაფერი მესმის.


- და რას ვამბობდი?


- შენ და ერიკა იყავით მაღაზიაში , შენ აურჩიე მას კაბა, მაგრამ იქ არ აღმოჩნდა..


- გასაგებია - შემაწყვეტინა კოლინზმა- უბრალოდ სად იყურები?


ვუყურებ ვინ როგორ თამაშობს, დეივი მაართლაც კარგად თამაშობს, ის იმსახურებს კაპიტნობას, აი ჯოშმა კი დღეს თავი ვერ გამოიჩინა - ვიკვნეტ ტუჩს როცა ვუყურებ ბიჭს რომელიც თავდაჯერებულად მიიწევს მეტოქის კარებისკენ - მან გაიტანა.


- დილანი ამ წელს კარგ რეზულტატებს ანახებს - რაღაც უცნაურად თქვა ლილიმ.


- ის ცოტათი ჩამორჩება დეივს.


- შენ რა თამაშს თვალს ადევნებ? - ინტერესით მეკითხება გოგონა.


- მე ვუყურებ თამაშს და ვხედავ ვინ რამდენი გაიტანა - ვციდილობ თავი გამოვიძვრინო - შენი ისტორია არ დაგისრულებია - ვახსენებ.


- ზუსტად , ჰოდა წავედით მეზობელ მაღაზიაში , სადაც დაიწყო ეს ყველაფერი - ლილი აგრძელებს საუბარს , მე კი კვლავ ვუყურებ სტადიონს. ის კიდევ ერთს იტანს.

ის და ისევ ის.


***


ვარჯიში როგორციქნა დასრულდა , მე და ლილი სკოლისკენ მივდივართ. თავს ვაბრუნებ და ვხედავ სკამზე ნაცნობ ჩანთას.


- ეს ხომ, დილანის ჩანთაა? - ვკითხულობ და ნივთზე მივუთითებ.


- ჰო ,როგორც ჩანს დაავიწყდა ო'ბრაიანს - ამბობს ლილი და გზას აგრძელებს.


-ჰოო- ვწელავ სიტყვას რის შემდეგაც მესმის ტელეფონის ზარი მისი ჩანთიდან - ღირს რომ დავუბრუნო.


- ბიჭების გამოსაცვლელში გინდა წასვლა?


-მას ვიღაც ურეკავს, იქნებ ეს შერიფია და რამე მოხდა?


-სიმართლე მითხარი - მკაცრად ამბობს ლილი და მისი ტონი არ მომწონს.


- ვერ ვხვდები.


- იცი, მე ყოველთვის უკეთესად ვხდები როდესაც ჩემს ამბავს სხვას ვუყვები -აგრძელებს გოგონა


-მე.. შენი არ მესმის.


-შენ მეგობრად მთვლი?


- კი - დარწმუნებული ვპასუხობ.


-მაშინ შეგიძლია მენდო.


- გენდო რაში? - ვერ ვითმენ და ვწევ ხმას.


- კარგი- ამოისუნთქა ლილიმ - როდესაც მიხვდები, რას ვგულისხმობ , მოდი ჩემთან და რჩევას მოგცემ - გოგონა მხრებს იჩეჩებს.


-რა? საერთოდ რაზე ლაპარაკობ?


-უბრალოდ წაუღე მას ჩანთა, შეიძლება მართლაც რამე მნიშვნელოვანია - გოგონა მიდის, მე კი ვგრძნობ რომ მან ჩემს სულზე კვალი დატოვა, ეს საუბარი... რას გულისხმობს ის?



***


შევდივარ გასახდელში და უცებვე ვიბნევი, თვალებით ვხვდები ჰატჩერსონს.


-ჯოშ - ნერვულად ამოვისუნთქე.


-ჰეი ლიდია, როგორ ხარ?- ტკბილად იღიმის.


- ყველაფერი რიგზეა და შენ ?


- ნორმალურად , აქ რას აკეთებ?


-დილანს ვეძებ - ვამჩნევ როგორ ეცვლება სახე როცა ამას ვამბობ.


-ის შხაპს იღებს, დაიცადე ცოტახანი.


- კარგი და დეივი ? - არმინდა აქ დარჩენა


- თვითონ მოძებნე, ჩვენ არცისე კარგი მეგობრები ვართ - იცინის ბიჭი და გასასვლელისკენ მიდის.


-ჯანდაბა - ვჩურჩულებ და ვაგრძელებ წინ სვლას , ვხვდები უცნობ ბიჭს და ჩვეულებრივზე დიდ ხანს ვუყურებ თვალებში.


-რა? - მეკითხება დამცინავი სიცილით.


-არ იცი ო'ბრაიანი სადაა?


-იქ - მანიშნებს თავით, და მეც მივიწევ მინიშნებულ ადგილას.


- ვაუ - ამბობს დილანი, როცა მე მხედავს.


ვშეშდები და ბიჭს ვათვალიერებ. მაისურის გარეშე, ის მაისურის გარეშეა, მზერით ქვევით ჩამოვდივარ და მადლობა ღმერთს ვამჩნევ რომ ჯინსები აცვია. დილანი ხელს ისვამს მის სველ თმებზე და მიყურებს:


-იქნებ იტყვი რატომ მოხვედი? - ბოლოს და ბოლოს ვეღარ ითმენს ის .

-შენი ჩანთა, - ვაწვდი მას მის ნივთს.


- დაიკო მეხმარება? - იცინის ბიჭი.


დაიკო... მეც რას ვაშტერდები მას?


- აჰა - ვისუნთქავ - კარგი მე გაკვეთილი მაქვს.. სახლში შევხვდებით.


-კარგი - მიქნევს თავს ბიჭი.


სასწრაფოდ უნდა წავიდე აქედან , უნდა წავიდე მისგან.



***


საღამოსკენ დავბრუნდი სახლში. უცნაურია სახლში არავინ არაა. ძალიან უცნაურია.


ვჯდები მაგიდასთან და ვუყურებ სამზარეულოს, ისეთი სიჩუმეა. ცუდი წინათგრძნობა მაქვს, არვიცი, ყოველთვის ვგრძნობ რომ რაღაც ცუდი ხდება.


ჩემი ტელეფონი რეკავს და ვფიქრობ რომ ეს ლილია, რომელთანაც მთელი დღე გავატარე მაგრამ ეს... დედაა?


- ლიდია - როგორც კი ვიღებ ტელეფონს მესმის დედაჩემის ნამტირალი ხმა.


-დედა? - ვდგები ფეხზე - სად? სად ხარ?


- საავადმყოფოში... ჯონი , ჯონი დაჭრეს , შენ უნდა მოხვიდე საავადმყოფოში.


-მალე მოვალ- ვუთიშავ დედას და მივრბივარ კარებისკენ. ვგრძნობ ცრემლებს თვალებზე, არ მინდა ვიტირო მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებ.



***


ვაღებ კარებს და სწრაფად შევრბივარ შენობაში. როგორც კი შევდივარ ვგრძნობ საავადმყოფოს უსიამოვნო სუნს, მაგრამ ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო. ვიხედები ირგვლივ და ვხედავ ქალს, რომელიც მოდის ჩემსკენ ყველაზე კეთილშობილი ღიმილით - რამე მოხდა საყვარელო? - მეკითხება შავთმიანი ქალი და ფრთხილად მისვამს ხელს მხარზე.


-შერიფი... რა სჭირს მას? სად არის? ... და სად არის დედაჩემი?- არ შემიძლია კარგად აზროვნება, ჩემზე კონტროლს იღებს პანიკა.


- ლიდია ხარ არა? - მეკითხება ქალი.


- კი - ვისუნთქავ და ვუყურებ გაფართოებული თვალებით მას.


- მე მელისა დეჰაანი ვარ, ექთანი ვარ , გთხოვ ეცადე დამშვიდდე კარგი?


-დედაჩემი სადაა? - ვცდილობ ქალის სახეზე მოვახდინო ფოკუსირება, მაგრამ არაფერი გამომდის.


- მას ნერვული შეტევა ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, მას ახლა სძინავს პალატაში და ჯობს არ შევაწუხოთ.


- ნერვული შეტევა - ვიმეორებ ამ სიტყვებს ჩურჩულით.


-ლიდია, არაფერი სერიოზული, ის კარგად იქნება.


- შერიფი - თითქოს გამოვფხიზლდი, და ქალს შევხედე - რა ჭირს მას?


-შერიფი- ჩურჩულებს მელისა და იატაკს უყურებს.


-რა მოხდა?


- ის დაჭრეს და ახლა ოპერაციას უკეთებენ. სიმართლეს გეტყვი გადარჩენის შანსი ცოტაა, მაგრამ ჩვენ ბილომდე ვიბრძოლებთ...


-რა? - ხელს პირზე ვიფარებ, ვგრძნობ ცრემლებს რომლებიც შეუჩერებლად მოდის სახეზე- არა, არა - ვაქნევ თავს - ეს შეუძლებელია , ეს უბრალოდ შეუძლებელია...


-ლიდია!- ცოტათი უწევს ხმას მელისა რათა გონზე მომიყვანოს.-დამშვიდდი პანიკა არაფერში არ დაგეხმარება.


ვხუჭავ თვალებს, ღრმად ვსუნთქავ და ჩემს თავში იბადება აზრი რომლისგანაც მრცხვენია.


- და დილანს რა ჭირს? სად არის ის?


-იქ - მელისა თავით მაჩვენებს გრძელი დერეფნისკენ -იქნებ შენ დაელაპარაკები , რადგან მე ვცდილობდი მაგრამ არაფერი გამომივიდა.


-ის მეც არ მომისმენს - მოკანკალე ხელებით ვიწმენდ ცრემლებს.


-მოიცადეთ თქვენ თქვით დეჰაანი? თქვენ დეივის ნათესავი ხართ?


-დეივი? ჩემს შვილს იცნობ?


-შვილს? მელისა დაურეკეთ მას ის ხომ დილანის საუკეთესო მეგობარია, მხოლოდ მას შეუძლია დახმარება და... შელის, სადაა შელი? არ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში დილანის მარტო დატოვება, მე კი... უბრალოდ ცარიელი ადგილი ვარ მისთვის, როგორც თქვენ! მას ახლო ადამიანები სჭირდება - ვერც კი ვამჩნევ როგორ ვიწყებ ყვირილს.


-დეივი, შელი, ნინა და დილანი ქალაქ გარეთ იყვნენ, როდესაც ეს ამბავი მოხდა, ასე რომ დილანი უბრალოდ გამოიქცა იქიდან მისი მანქანით მარტო , ხოლო ავტობუსი ხვალ იქნება, ამიტომ ისინი ხვალამდე ვერ მოვლენ.


-ხვალ? მე ხომ დილანის ადგილას ჭკუიდან შევიშლებოდი!


-იქნებ სცადო?-ქალი რაღაც დამნაშავედ იჩეჩავს მხრებს.


-კარგი მაგრამ ეს მას არ დაეხმარება-ვამბობ და თავს ვხრი. ცრემლებს ვიკავებ, მივდივარ მითითებულ ადგილას. დერეფანის ბოლოს ვხედავ ბიჭს, რომელიც სკამზე ზის, თავი დახრილი აქვს , ამიტომაც მის სახეს ვერ ვხედავ. ვჯდები გვერდზე და ვცდილობ ხმამაღლა არ ვისუნთქო, რადგან არ მინდა დილანი გავაღიზიანო, ალბათ ახლა ყველაფერს უფრო აქცევს ყურადღებას.


-მისმინე -ვჩურჩულებ ჩუმად მაგრამ ვიცი რომ დილანს ესმის. – ალბათ , ბანალურად ჟღერს მაგრამ ... ყველაფერი კარგად იქნება, მართლა ... უბრალოდ დამიჯერე.


ბიჭი არც ინძრევა, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ის აქ არ არის, და არც კი მისმენს.


-როდესაც ათი წლის ვიყავი , მამაჩემი ავარიაში მოყვა. საშინლად ვნერვიულობდი, ვტიროდი და მთელს საავადმყოფოს ესმოდა ჩემი ხმა. მაშინ დედამ მითხრა რომ ასეთ სიტუაციებში მთავარია რწმენა.რწმენა გესმის? არ არის არაფერი მასზე ძლიერი, უბრალოდ ირწმუნე დილან. მას ძალიან უყვარხარ , ის არ დაგტოვებს. ის ძლიერია, ძალიან ძლიერია, ამიტომაც ის შეძლებს. და შენ.. შენც ასეთივე ძლიერი ხარ, ვერ დანებდები, შენ შეძლებ მის დახმარებას თუ ირწმუნებ მასში. მას მხოლოდ ეს სჭირდება ახლა ყველაზე მეტად , გესმის?


ამოვისუნთქე რადგან დილანი ისევ არ რეაგირებს.


-კარგი, მესმის... მარტო ყოფნა და ყველაფრის გაანალიზება გჭირდება. უბრალოდ იცოდე შენს გარშემო არის ხალხი, რომელიც დაგეხმარებიან. მე კი ალბათ წავალ - მინდა ავდგე სკამიდან, მაგრამ შემდეგ წამს ხდება სასწაული, რაც მაიძულბს შევიკავო სუნთქვა.


ბიჭი ხელს მაგრად მიჭერს და საცოდავი თვალებით მიყურებს, ჩვენ ხელებს მთლიან გაუგებრობაში ვუყურებ. მისი ხელის გული ისეთი მაგარი და თბილია , რომ არ მინდა ეს შეხება გავწყვიტო ამიტომაც ისევ ისე ვჯდები როგორც წინათ. - გინდა რომ დავრჩე? - ვცდილობ დავაზუსტო, ის არაფერს მპასუხობს უბრალოდ უფრო მაგრად მიჭერს ხელს.


- კარგი , დილან მე შენთან ვარ. თუ გინდა დავრჩები.


ბიჭი თავს მიქნევს და ჩემს ხელს უშვებს , რის შემდეგაც სიცივეს ვგრძნობ. ხელები მიკანკალებს , პანიკა არ მტოვებს მარტო.


- მე არ უნდა წავსულიყავი - იწყებს საუბარს ბიჭი.


- რას გულისხმობ?


- მან მითხრა რომ სახლში დავრჩენილიყავი მე კი არ დავთანმხდი შემდეგ ვიჩხუბეთ და მე წავედი, მას რომ რამე მოუვიდეს...


-არა! - არვიცი საიდან მაქვს ამდენი სიმამაცე მაგრამ ჩემს ხელებში ვაქცევ ბიჭის სახეს და ვაიძულებ თვალებში შემომხედოს - არ თქვა ასე ! არც კი გაბედო ამაზე ფიქრი გესმის? - ვუყურებ ბიჭს და ვხვდევი რომ თვალებიდან ცრემლები მცვივა , ბიჭი არ მაშორებს მის მზერას - ის არ დაგტოვებს შენ , შენ არ შეგიძლია დაკარგო ორივე მშობელი - ვჩურჩულებ, რადგან ცრემლები ნორმალურად საუბრის საშუალებას არ მაძლევს . დილანი არაფერს არ ამბობს და მესმის რომ ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში თან უკვე დიდი ხანია. ვგრძნობ რომ ხელები მეწვის, რადგან მათ ქვეშ თბილ კანს ვგრძნობ და თანდათან ვუშვებ ხელს დილანის სახეს.


- გინდა ბევრს ვილაპარაკებ, ეს გაგაღიზიანებს, მერე დამიყვირებ და ცოტა გაერთობი ამით?


-არ ღირს

- და რამე ჭამე დღეს?


- არა და ეს ყველაზე ბოლოა იმათ რიცხვში რისი გაკეთებაც მინდა.


-არა ასე არ გვაწყობს, დამიცადე ახლავე მოვიტან საჭმელს - ის მიყურებს და ვხვდები, დილანს არ უნდა რომ წავიდე, მას უნდა რომ დავრჩე? თუმცა ვფიქრობ ნებისმიერს თხოვდა დარჩენას, რადგან ახლა მას მხარში დგომა სჭირდება. - მალე დავბრუნდები - ვუღიმი და საშინლად ვხდები იმ აზრისგან რომ მე არ მინდა მისი დატოვება, მინდა რომ სულ მასთან ვიყო.

**
- უბრალოდ შეჭამე- ვამბობ და ბიჭს ვუყურებ.


- არ მინდა.


- მშვენიერი ბურგერია, უბრალოდ გასინჯე - არ ვმშვიდდები.


- არ მშია - მოთმინებით ამბობს ის.


-ამით მას ვერ დაეხმარები დილან. გინდა რომ მამაშენი გამოჯანმრთელდეს ? მაშინ იბრძოლე მასთან ერთად, თუ ხელებს ჩამოუშვებ? არა არამგონია. - ბიჭი მიყურებს ჩაფიქრებული შემდეგ კი იწყებს ჭამას. - ასე უკეთესია, ყავა გინდა? - ბიჭი უხმოდ მიქნევს თავს , მე კი მეღიმება და სკამიდან ვდგები.



***


არვიცი რომელი საათია , მაგრამ დღევანდელი გადატანილი სტრესის შემდეგ მეძინება, საშინლად მეძინება. დილანი არეულად სუნთქავს გვერდით რისგანაც თვალები მეხუჭება.


***


დილანი უყურებს გოგონას, რომელიც ებრძოლება ძილს ბოლო ძალებით , რის გამოც ბიჭი გონებაში იღიმის. ერთი წამით ხუჭავს თვალებს და გრძნობს, როგორ ეცემა გოგონას თავი მის მხარზე. დილანი ფრთხილად უყურებს მის სახეს, ლიდიას ძინავს და ჩანს რომ უკვე ვერავინ ვერ გააღვიძებს. ბიჭი კედელს აშტერდება და ცდილობს არ იფიქროს გოგოს ცხელ სუნთქვაზე რომელიც კისერს უწვავს, მაგრამ ის არ აპირებს ლიდიას გაღვიძებას და მისი თავის მხრიდან მოშორებას.


***


უკვე ვერ ვიტან დღევანდელ დილას , სხეული გაშეშებული მაქვს , კისერიც მტკივა. ნელნელა თვალებს ვახელ და ადგილზე ვქვავდები. ჩემი თავი მის მხარზეა. მისი სახე ძალიან ახლოსაა. ვწევ თავს და სწორად ვჯდები. ჯანდაბა. გადამაქვს მზერა დილანზე , რომელიც უყურებს კედელს და თვალებს არც კი ახამხამებს.


- შენ რა , საერთოდ არ გეძინა? - ვეკითხები და თმებს ვიწევ.


-არა - ესეიგი მას არ ეძინა. მთელი ღამე იჯდა და არც ინძრეოდა. ეს... ცოტა უცნაურია.


- აი თუ პერანგი დანერწყვე მერე ვეღარ გადამირჩები - ამბობს ის, უცებ გადმოაქვს მზერა ჩემზე.


- არამგონია მაგრამ თუ ასეა გაგირეცხავ ან ახალს გიყიდი.


- იცოდე ვიმახსოვრებ ამ სიტყვებს. - ის ისე სევდიანად იღიმის , მაგრამ აგრძელებს ჩემზე ყურებას.


- ვფიქრობ ღირს რომ გამოიძინო.


-ყველაფერი რიგზეა.


- არა ასე თვითონ მოხვდები საავადმყოფოში, დილან! ასეთებთან არ ხუმრობენ!


- ზრუნვა?


- დაგავიწყდა? დედა ტერეზას სინდრომი მაქვს, რომელიც არ ინკურნება.


- ჰო, საშინელი დაავადებაა - ამოისუნთქა ბიჭმა.


-დილ! - მესმის ნაცნობი ხმა და მოულოდნელობისაგან კინაღამ წამოვხტი. ბიჭი დგება ფეხზე და შემდეგ წამს უკვე შელის ეხუტება.


- ბოდიში, როგორც კი შევძელი ისე მოვედი - ამბობს შელი.


-არაუშავს- ბიჭი უფრო მაგრად ეხუტება - მადლობა რომ ჩემთან ხარ .


სერიოზულად? შელია შენთან ? აბა მე სად ვარ?მეც ვიყავი შენს გვერდით, მაგრამ ჩემი "მადლობა" არ მიმიღია. ვერ ვიტან ამ გრძნობას ჩემს შიგნით, როდესაც დილანს და შელის ერთად ვხედავ.



***



ვსვამ ყავას, რომელსაც არც ისეთი კარგი გემო აქვს მაგრამ მაინც... წამოვედი იქიდან , არ მინდოდა ხელი შემეშალა. ძლივს მოვიდა მართლაც ძვირფასი ადამიანი მისთვის , მე კი ზედმეტი ავღმოვჩნდი. მიხარია, რომ დახმარება შევძელი, როცა ის სულ მარტო იყო , ახლა კი ჩემი მისია დასრულებულია. არ მოვიტყუები და წყენა ისევ დამრჩა გულში. მაგრამ ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო. ზუსტად ათი წუთის წინ წამოვედი იქიდან და დედაჩემის პალატის წინ დავჯექი, დარწმუნებული ვარ დილანმა ვერც კი შეამჩნია ჩემი არ ყოფნა , ნუ რატომ უნდა შეემჩნია?


- ეი - უეცრად მესმის მისი ხმა და თითქოს ადუღებული წყალი მესხმევა თავზე.


- რა? შელი სადაა? - ვუსვამ კითხვას თითქოს მაინტერესებდეს.


- წავიდა , მისი მშობლები უკრძალავენ სკოლის გაცდენას, ჩვენი მშობლებისგან განსხვავებით ისინი არიან იმ მდგომარეობაში რომ რამე აკრძალონ .


- შეწყვიტე - სიცილით ვეუბნები და ვანელებ სუნთქვას, როდესაც ის გვერდით მიჯდება.


- რატომ წახვედი?


-არ მინდოდა ხელი შემეშალა , შენ მისი მხარდაჭერა გჭირდებოდა , მე კი ზედმეტი ვიყავი. ვცდილობდი შენს მხარდაჭერას მაგრამ ეს ის არაა რაც ...


- ლიდია - მაწყვეტინებს ბიჭი - მადლობა რომ ჩემთან იყავი . შენთვისაც არაა ადვილი ,დედაშენიც ცუდადაა, მაგრამ მაინც მე მეხმარებოდი, ამიტომ დიდი მადლობა, რომ გვერდში მედექი - ვიყურები პირღია . ლიდია? მან სახელით მომმართა? მან ჯანდაბა ,ჩემი სახელი თქვა. არ გადმოუგდია ის ისე, როგორც ჩვენი გაცნობის დღეს არამედ ჩვეულებრივად წარმოთქვა. დამიძახა სახელით და კიდევ მადლობა გადამიხადა!
მან.წარმოთქვა.ჩემი.სახელი.და.მადლობა.გადამიხადა. ამის გაანალიზებაში დიდი დრო გავიდა.


-დედაშენმა გაიღვიძა - მესმის მელისას ხმა , ვბრუნდები რეალობაში, ზედმეტი სიტყვების გარეშე ვდგები სკამიდან და მივდივარ პალატისკენ.




შევრბივარ პალატაში და უცებ ვხედავ დედას რომელიც მიღიმის


- როგორ ხარ? - ვიღებ მის ხელს და საპასუხოდ ვუღიმი.


- მე კარგად ვარ ლიდია, ჯონი როგორაა?


-ის რეანიმაციაში გადაიყვანეს - პასუხობს მელისა ჩემს მაგივრად.


-როგორაა?


-ნატალი ყველაფერი კარგად იქნება.


-როგორ გრძნობთ თავს? - ცუდად ვხდები როდესაც მესმის დილანის ხმა ზურგს უკან.


-ყველაფერი რიგზეა - დედა უღიმის მას უფრო ნამდვილად ვიდრე მე. და მიჩნდება კითხვა როდის დამეგობრდნენ ასე?


-მაშინ მიხარია რომ ყველაფერი მოგვარდა - დილანი მოდის ახლოს და ვიჭერ ჩემს თავს იმაში რომ სუნთქვა შევიკავე.


-რა დაღლილები ჩანხართ - ჩაფიქრებული ამბობს დედა და გვათვალიერებს.


- რათქმაუნდა ისინი ხომ მთელი ღამე აქ იყვნენ - აცხადებს მელისა.


-თქვენ რა ჭკუიდან შეიშალეთ? - დედა ცდილობს ხმის აწევას მაგრამ ისე სუსტადაა არაფერი გამოსდის. - ესეიგი.. თქვენ ახლავე წახვალთ სახლში , კარგად გამოიძინებთ და წესიერად შეჭამთ. მე კარგად ვარ , ჯონს კი აქ ვერ დაეხმარებით.


-არ იდარდოთ ნატალი - ო'ბრაიანის ტონი ისეთი ნაზია რომ საერთოდ ეჭვი მეპარება რომ ეს ნამდვილი დილანია. - მე ვიზრუნებ თქვენს შვილზე ის კი ჩემზე სანამ თქვენ აქ იმყოფებით. - რამე ხომ არ დაემართა ამ ბიჭს? რა თქვა? ეს საერთოდ დილანია?


- მადლობა დილან - დედა ისევ იღიმის, მე კი მგონია რომ პარალელურ სამყაროში მოვხვდი.


- წამოდი დედაშენს დასვენება სჭირდება - მეუბნება დილანი და გასასვლელისკენ მიდის, მე დედას ვეხუტები და ბიჭს მივყვები.


დილანი ჯდება ისევ იმ სკამზე, რომელზეც გუშინ იჯდა.


- არსად წასვლას არ აპირებ არა? - ვეკითხები მაგრამ პასუხი უკვე კარგად ვიცი.


-არა , აი შენ კი უნდა წახვიდე დასვენება არ გაწყენს.


- არა არ შემიძლია , ვერ მივატოვებ ჯონს დედას და ... - დროზე გავწყვიტე წინადადება, ვიკვნეტ ტუჩს და ვუყურებ ბიჭს, რომელიც ასევე დაინტერესებული მიყურებს .


-და ?.. - ამბობს ბიჭი და არვიცი რა ვუპასუხო, " და შენ დილან , მე ვერ დაგტოვებ შენ" როგორ ვუთხრა ეს? საერთოდ რატომ ვგრძნობ ამას? მაგრამ რას ვგრძნობ?


- ძმაო - მესმის ხმა ზურგს უკან და ვხვდები რომ გადავრჩი , მაგრამ არ შემიძლია მზერის გადატანა და ისევ ბიჭს ვუყურებ , რომელიც ასევე მიყურებს მაგრამ ბოლოს მაინც დგება ფეხზე და მეგობრებს ესალმება.


დეივი, დილანს მხარზე ხელს ურტყამს მწუხარების აღსანიშნავად , ხოლო ნინა მაგრად ეხუტება და ეუბნება რომ ყველაფერი კარგად იქნება.


- ჩვენ გაკვეთილებიდან გამოვიქეცით - ამბობს მხიარულად დეივი და მეგობრის გამხიარულებას ცდილობს რაც როგორც ჩანს გამოსდის.


- და რატომ არ მიკვირს ? - პასუხობს სიცილით დილანი.


- იმიტომ რომ ეს ჩვენ ვართ - ასევე უცინის დეივი.


- შენ როგორ ხარ ? დედაშენი როგორაა? - ნინა მიბრუნდება მე.


- მადლობა ყველაფერი კარგადაა .


- შენ კიდევ აქ ხარ? - მეკითხება დილანი და სამივე მაშტერდება რაც ცოტა უხერხულობას იწვევს.


- ხომ გითხარი მე არსად არ წავალ.


- კარგი - ამბობს ბიჭი, როგორც ჩანს შეეჩვია ამ, გადაწყვეტილებას.


-მაღაზიაში გამომყვები საჭმელზე? - ვეკითხები ნინას.


- რათქმაუნდა - მპასუხობს გოგონა და მიღიმის , ამ გოგოს ძალიან ლამაზი ღიმილი აქვს. ნინა ხელს მჭიდებს და გასასვლელისკენ მივდივართ.



***


- იცი აუცილებელი არაა აქ დარჩე - მეუბნება დილანი საღამოსკენ. ნინა და დეივი მთელი დღე ჩვენთან იყვნენ და ბიჭს ხასიათი აუმაღლეს, მაგრამ არცისე დიდი ხნით, ვფიქრობ ის შელის უცდის, რომლისგანაც არაფერი არ ისმის. ჯანდაბა რატომ არ მსიამოვნებს ის აზრი რომ ის შელის უცდის?


- მე უკვე ყველაფერი გითხარი - ვუთხარი და ცივ კედელს მივაწექი - მაგრამ თუ გაღიზიანებ შემიძლია სხვაგან წავიდე.


- დაჯექი აწი - ამბობს გაღიზიანებულად ან დაღლილად არვიცი მაგრამ ფაქტია უემოციოდ. რის შემდეგაც ჯდება სკამზე ჩემს გვერდით.


-ესეიგი - მესმის ნაცნობი ხმა და ვიღიმი - აი მეც მოვედი - აცხადებს ლილი და მოდის ახლოს.


- როგორ მიხარია რომ მოხვედი - ვეხუტები მეგობარს და ვუყურებ დილანს, რომელიც თვალებს ატრიალებს , რატომ ვერ იტანს ეს ორი ერთმანეთს ?


- დღეს გიჟური დღე იყო , იცი გვაკლიხარ - ლილი ახალ ამბებს მიყვება და სკამზე ჯდება - მოკლედ ქიმიაში ჩავიჭერი , დალევა არ გინდა? - გოგონა ჩვეულებრივად იქცევა, არც კითხულობს ჯონისა და დედაჩემის ამბავს, არც მე მეკითხება თუ როგორ ვარ. მაგრამ ეს მომწონს, ეს ერთერთი მიზეზია რის გამოც მიყვარს ლილი. მან იცის რომ ამაზე საუბარი არ მინდა და ცდილობს გამართოს , მას ყველაზე კარგად ესმის ჩემი.


- არცისე - ვუღიმი


- ნუ მარტო მომიწევს დალევა მაგრამ იცი ამას შეიძლება შევეჩვი...


- ოდესმე შენს პირს კეტავ? - გაღიზიანებული ეკითხება დილანი და უყურებს ლილის.


-ოი, ჩვენი პატარა ბიჭი გაღიზიანებულია- დამცინავად უგდებს პასუხს ლილი. როგორც ჩანს დილანის ასეთი მოქცევა მას არ ადარდებს, ხანდახან ისეთი გრძნობა მიჩნდება, რომ ამ გოგოს ყველაფერი ფეხებზე კიდია. ის პოპულარული არაა, მაგრამ მას და მის ჯგუფს ეს არ აინტერესებთ, მას თავისუფლად შეუძლია ჩხუბი დაუწყოს ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანს თუ ის დამნაშავეა რამეში, მისთვის საზღვრები არ არსებობს, არაა გასაკვირი რომ მისით აღფრთოვანებული ვარ.


- საერთოდ აქ რა დაგავიწყდა? - არ წყნარდება ბიჭი.


- შენს საყურებლად მოვედი - არც დაფიქრებულა ისე უპასუხა ლილიმ - ვიღაც გაბრაზებულია რომ შელიმ არც კი დარეკა? - მე და დილანი გოგოს პირ ღია ვუყურებთ.


-რა? - მესმის მის ხმაში ინტერესი.


- გეუბნები გიჟური დღე იყო - აგრძელებს ლილი - ჯერ ყველა ეკითხებოდა შელის სად არიან დეივი და ნინა, მერე კი მისი მშობლები მოვიდნენ და...


- და?.. - მოუთმენლად ეკითხება ბიჭი.


- საერთოდ რატომ უნდა გელაპარაკო შენ?


- ლილი, - დილანი ხმას არ უწევს მაგრამ ლილის ადგილას უცებ ვუპასუხებდი.


- ოჰ ჩემი სახელი გახსოვს? ეს პროგრესია.


- თქვი აწი- ალბათ მალე დილანს მოთმინება ამოეწურება.


-არვიცი მე ! მამამის ეკამათა და მან მთელი სკოლის თვალ წინ მობილური დაუმსხვრია.


-სერიოზულად?


-ეს ხუმრობას გავს? - წევს წარბებს გოგო.


-გასაგებია - როგორც ჩანს ეს სიახლე დილანს უფრო მოეწონა ვიდრე დაამწუხრა.
ახლა ის მაინც იცის რატომ არის ჩუმად მისი შეყვარებული.


-ის ისე ტიროდა- ამ სიტყვებით ლილი უკვე ჩემსკენ ტრიალდება. - მაგრამ ვერ ვხვდები რა ნახა ამ დილანში ისეთი, რომ ამის გამო ოჯახს ეკამათოს.


-მე ჯერ კიდევ აქ ვარ - წუწუნებს დილანი.


- ოი და როგორ შემეშინდა - ლილი ძალით კანკალებს და ბიჭს აგებინებს რომ მისი აზრი სულ არ აინტერესებს.


- რათქმაუნდა ალექს სტუარტზე შეყვარებული გოგო ვერ გაიგებს. - ჯანდაბა რა თქვა მან? ამბების ასეთ შებრუნებას არ ველოდი. ლილი იღიმის და ბიჭს უყურებს. ამ სიტყვებმა სულ არ იმოქმედა გოგოზე , როგორც ჩანს მან არ იცის რა არის კომპლექსები.


-არვიცი ალექსზე უკეთესი რატომ გგონია თავი , მაგრამ ვფიქრობ რომ ნებისმიერი ბიჭი ჩვენს სკოლაში შენზე უკეთესია.


- როგორც ვხვდები შენ კიდევ იმაზე ხარ გაბრაზებული მეშვიდე კლასში რომ შენი ვალენტინობის წერილი რომელიც ალექსისთვის იყო დაწერილი მთელს კლასს ვანახეთ.


- იმის ხსენება დაგავიწყდა რომ მაგ დღეს ალექსსაც მოპარეთ წერილი, რომელიც ნინას დაუწერა და ისიც მთელ კლას ანახეთ - უგდებს პასუხს ლილი.


- ჰოო - ჩაფიქერებული წელავს სიტყვას დილანი - მაგრამ შენს წერილზე უფრო ბევრი იცინოდა.


- როგორც ვხვდები თქვენ მეშვიდე კლასიდან ომი გაქვთ - ვერთვები საუბარში.


- მესამედან - მისწორებს ლილი - ამ იდიოტმა ცივი წყალი გადამასხა.


- სხვათაშორის ეს დეივის იდეა იყო - აზუსტებს დილანი.
-თქვენ უბრალოდ ორი იდიოტი ხართ და ვისი იდეა იყო ეს არაფერს არ ცვლის - ამბობს ლილი და მე მიბრუნდება - მასთან ერთად ერთ სახლში როგორ ცხოვრობ?
- ნორმალურად- დაბნეული ვპასუხობ " მთავარია არ შევეფეთო, მაშინ , როცა ცუდ ხასიათზეა ანუ თითქმის ყოველდღე" ვფიქრობ გონებაში მაგრამ ხმამაღლა ამის თქმას არ ვაპირებ.


- კარგი წავედით - უვებ ცვლის თემას ლილი.


- სად? - კითხულობს დილანი.


- სახლში აბა კიდევ სად?


- მე არსად არ წამოვალ - წყნარად პასუხობს ბიჭი.


- აჰა , ტაქსი უკვე გვიცდის - ლილი ბიჭს ხელს ჭიდებს და ფეხზე აყენებს .


- ეი - როგორც ჩანს შოკში მე მარტო არ ვარ , დილანიც იგივე მდგომარეობაშია - რას აკეთებ?


- კარგი საქციელი არაა ტაქსს ვალოდინოთ - პასუხობს გოგო და დილანს გასასვლელისკენ მიათრევს , მე კი მათ მივყვები და ჩუმად ვიცინი.


***


- ეს გიჟი მეორედ აღარ დავინახო! - აცხადებს დილანი და სახლის კარებს კეტავს.


- მაგიერში კარგად დავიძინებთ - ვიჩეჩებ მხრებს .


- თუ ასე გინდოდა სახლში , იქ არავინ არ გიჭერდა - ამჩნევს დილანი.


-იცი არ შემიძლია ასეთ სიტუაციებში მარტო დარჩენა - ვამბობ ჩუმად, რადგან არვარ დარწმუნებული საჭიროა თუ არა ვუთხრა დილანს ეს.


- რას გულისხმობ?


- შეიძლება ჩანს რომ მე მშვიდად ვარ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მეშინია.. დილან, მამაშენს რამე რომ მოუვიდეს წარმოდგენაც კი მიჭირს რა მოუვა დედაჩემს , რა მოგვივა ჩვენ, ჩვენი სამყარო დაიმსხვრევა. მე ... მე მზად არ ვარ ასეთისთვის - ვამბობ და ვგრძნობ რომ პანიკა მეწყება.


- მას არაფერი არ მოუვა.


- მე ჩვეულებრივი თინეიჯერი ვარ, ასე რთულად გადამაქს ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ვამჩნევ რომ შენ ათასჯერ უფრო ცუდად ხარ - უკვე ცრემლებს ვგრძნობ სახეზე -უბრალოდ ვიფიქრე რომ თუ მხარს დაგიჭერდი ამ სიტუაციაში რაღაცით მაინც ვიქნებოდი გამოსადეგარი , მაგრამ როგორც ჩანს მე მხოლოდ ხელს გიშლი.


- შენ სულაც არ მიშლი ხელს , პირიქით - ის თითქმის ჩურჩულებს ამ სიტყვებს და შემდეგ პარალელურ სამყაროში ვხვდები , აბა როგორ ავხსნა ის რომ დილანი მეხუტება ?


ბიჭი ისე ახლოსაა რომ მისი სწრაფი გულის ცემა მესმის , ჩემი კი მასთან შედარებით საერთოდ არ ცემს. მის სურნელს ვგრძნობ და საშინლად ვხვდები რომ ეს არ მყოფნის , ეს კატასტროფულად ცოტაა, მე მეტი მჭირდება , მე ...


- კარგად ხარ? - ბიჭი წყვეტს ჩახუტებას, ხელებს მხრებზე მიწყობს და თვალებში მიყურებს.


- კი, მადლობა.


- კარგი - მან ამოისუნთქა და უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით. მე რაღაცას ვგრძნობ მის მიმართ, და ეს შორსაა დის სიყავარულისგან . არა, არა ეს არასწორია. არაფერს არ უნდა ვგრძნობდე მის მიმართ. საერთოდ როდის დაიწყო ეს? როგორ მოვიშორო ეს გრძნობა? მაგრამ ვხვდები რომ სულაც არ მინდა ამ გრძნობის მოშორება...


- მოდი ვახშამს მოვამზადებ- მთავაზობს დილანი და ასევე რეალობაში მაბრუნებს.


- საჭმლის კეთება იცი?


- ცოტა .


- კარგი მაშინ მე აბაზანაში შევალ.


- კარგი აზრია - მეუბნება და მაცივრისკენ მიდის. მინდა სახეში დავირტყა, რა საშინელი აზრები მოდის ჩემს გონებაში? ძმა , ის ხომ ჩემი ძმაა. რატომ მინდა ამის გამო ტირილი?


***


- გემრიელი სუნი ასდის - ვამბობ და ჯერ კიდევ სველი თმებით ჩამოვდივარ კიბეებიდან.


-აჰა- დილანი ჯდება მაგიდასთან და იწყებს ჭამას. თავს უხერხულად ვგრძნობ როდესაც მის წინ ვჯდები. რატომ ჩამეხუტა? ამაზე ფიქრისგანაც კი ტანში დენები მირტყამს, უბრალოდ შეაჩერეთ ეს!!


- ხვლ დილიდან საავადმყოფოში წავალ - წყვეტს ჩემს მდინარე ფიქრებს ბიჭი.


- შეიძლება შენთან ერთად წამოვიდე? - ვკითხულობ და ნერვულად ქვედა ტუჩს ვიკვნეტ და ჯანდაბა ვამჩნევ რომ დილანი მათ უყურებს სადღაც ხუთი წამის განმავლობაში , შემდეგ კი მზერა გადააქვს.
როცა მიყურებს არვიცი რა მემართება და ეს უკვე დიდი ხანია ხდება. ადრე რატომ ვერ ვამჩნევდი? ვიმედოვნებ ეს მალე დამთავრდება რადგან დარწმუნებული ვარ სხვა მხრიდან ეს გულის ამრევად ჩანს ჩვენ ხომ ნათესავები ვართ.


- როგორც გინდა - აქნევს თავს და მის თეფშს აშტერდება.


- მე შენ გაღიზიანებ? - სიტყვები ფრინდება ჩემი პირიდან სანამ მათ გაანალიზებსას ვასწრებ.


- ნუუ - წელავს ბიჭი და მიყურებს- შენს მეგობართან შედარებით , შენ უბრალოდ მიყვარხარ.


- კარგი რაა - ვიცინი - ის საყვარელია , თან მასთან პრობლემების დავიწყება შეიძლება, აღიარე შენც კი დაგავიწყდა.


-ჰო, ჰო კიდევ ერთი წამი და შენ მოგიწევდა დამხმარებოდი გვამის დამალვაში.


- და მაინც ჩვენ შევძელით გართობა- ვიწყებ სიცილს და ვიჭერ დილანის დაინტერესებულ მზერას ჩემზე.


- საერთოდ მასთან როგორ მეგობრობ? - როგორც ჩანს მას მართლაც უკვირს ეს ფაქტი.


- მასთან მხიარულად ვარ.


- როგორც ჩანს სხვადასხვანაირად გვესმის ჩვენ სიტყვა მხიარულობის მნიშვნელობა.


- უბრალოდ შენ მას ცუდად იცნობ.


- ესეიგი მას შენზე არ უთქვამს რომ ალექსზეა შეყვარებული , ვნახე შენი რეაქცია , და შენ გაკვირვებული იყავი.


- როგორც ჩანს მისთვის ეს მტკივნეული თემაა.


- სიყვარული... იცი ეს როგორი გრძნობაა? - მეკითხება ინტერესით, მაგრამ მე ვერ ვხვდები რატომ დამისვა ეს კითხვა.


- არა ჩემთან ასეთი არ მომხდარა.


-როგორი?


-სიყვარული. ჩვიდმეტი წლის ვარ და მე არ ვიცი ეს როგორი გრძნობაა. ეს შენ გაგიმართლა , შენს მეორე ნახევარს შეხვდი.


- შენ რა შეყვარებულიც კი არ გყავდა ? - უკვირს ბიჭს.


- როგორ არა, მყავდა.


- და სად წავიდა?


- ვუთხარი რომ ჩვენ საცხოვრებლად სხვაგან გადავდიოდით და... შორი მანძილის ურთიერთობა მისი სტილი არაა - არ მეგონა რომ დილანთან ასეთ თემებზე ვისაუბრებდი.


- მან რა მიგატოვა ? - იცინის ბიჭი


- ჰო მაგრამ...


- მაგრამ შენ ეს სულაც არ გაწუხებს?


- ჰო, ჩემთვის თითქოს სულ ერთია.


- და რა აკლდა მას? - მისი ხმა ცოტა დაძაბული ხდება.


-რა?


- ნუ შენ თქვი რომ ვერ შეიყვარე ის , რა აკლა მას?


- არვიცი- ჩაფიქრებული ვიღიმი იმის გამო რომ ბოლო დროს დილანი მაკვირვებს - ალბათ ჩემი ადამიანი არ იყო?


- შეიძლება - უცებ მპასუხობს ბიჭი და დგება მაგიდიდან - კარგი მე აბაზანაში და შემდეგ დასაძინებლად - აცხადებს ის.


- აჰა - ვუქნევ თავს და თეფშებს გასარეცხად ვაწყობ. რა ჭირს მას ამ ბოლო დროს? თუ უნდა გავარკვიო მე რა მჭირს ამ ბოლო დროს?


***


დილანი წვება საწოლში და ხუჭავს თვალებს. ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს იყო ნათესავური ჩახუტება. ამ გოგონას მხოლოდ გაბრაზება შეუძლია მისი უნიკალური ფერის თმით, დიდი მწვანე თვალებით , უცნაური ხასიათით და სხვანაირი შეხედულებით სამყაროზე. როგორც ჩანს ჯობს მან ცოტა იფიქროს ლიდიაზე , ძალიან ცოტა. და საერთოდ რატომ ფიქრობს ის ლიდიაზე? და იმაზე რომ ჩაეხუტა მას? მას უბრალოდ მოუნდა გოგონას დაცვა , დაწყნარება თითქოს ეს მისი მოვალეობაა.

უბრალოდ არ იფიქრო მასზე , დილან . არ იფიქრო.


***
ვაღებ თვალებს, ვუყურებ საათს . დილის რვა საათია, როგორც ჩანს ადგომის დროა. ნელა ჩამოვდივარ საწოლიდან და ნამდვილად მიხარია რომ სახლში ვარ. ოჰო როგორც ჩანს ეს ადგილი საკუთარ სახლად ჩავთვალე !


მიხარია ამის გაანალიზება. მივდივარ აბაზანისკენ პრაქტიკულად დახუჭული თვალებით. როდესაც უკვე გამოვდივარ და ჩემს ოთახში დაბრუნებას ვაპირებ გადავწყვიტე დილანის ოთახში შემეხედა. ფრთხილად ვაღებ კარებს და შევდივარ შიგნით. პირველად ვარ მის ოთახში , აქ სიბნელეა რადგან ფანჯრებზე ფარდებია ჩამოფარებული და თითქმის ვერაფერს ვერ ვათვალიერებ. მივდივარ ახლოს საწოლთან, სადაც ჯერ კიდევ ძინავს ბიჭს. მუცელზე წევს ამიტომ მის სახეს ვერ ვხედავ. მზერა გადამაქვს პატარა კარადაზე, სადაც ვიღაც ქალის ფოტო დევს, ალბათ დედამისია, მის გვერდით კი შელის და მისი ფოტო, სადაც ერთმანეთს ეხუტებიან , როგორც ჩანს მისთვის მართლაც ძვირფასია ეს გოგო რადგან დედამისის ფოტოს გვერდით უდგას. და საერთოდ რა ჩემი საქმეა? ნელა გამოვდივარ ოთახიდან და ვცდილობ გულთან ახლოს არ მივიტანო ეს ამბავი.


***
- სადილი? - დილანი შემოდის სამზარეულოში და ჩანს რომ დღეს კარგ ხასიათზეა .


- ჰო- ვბრუნდები მისკენ - ვახშამი შენ მოამზადე მე კი სადილი , მაგრამ ფაქტია შენ უკეთესად ამზადებ.


-ეჭვიც არ მეპარება - იღებს ჩემს ტელეფონს და უწევს მუსიკას ხმას .


- ვხედავ კარგ ხასიათზე ხარ.


- გამოვიძინე - მოკლედ მპასუხობს ის.


- შელიმ დარეკა არა? - ვუსვამ კითხვას და წინასწარ ვიცი პასუხი.


- ნუ ჰო ესეც - მეთანხმება ბიჭი - კარგი მოდი ვჭამოთ და მერე უნდა წავიდეთ.


-აჰა - ვაწოდებ თეფშს და მის წინ ვჯდები. შელის მიმართ არ უნდა ვგრძნობდე ამ გრძნობას , რა ქვია ამ გრძნობას რომელიც ჩნდება მკერდში როცა მათ ურთიერთობაზე ვფიქრობ?


***


მელისა გვხვდება საავადმყოფოში შესვლისთანავე მომღიმარი სახით.


- ახალი ამბები მაქვს - გვაცნობებს ექთანი მისალმების მაგივრად.


- იმედია კარგი ამბები - ამბობს დილანი და შეუმჩნევლად ჩემსკენ იხედება, თითქოს უნდა დარწმუნდეს რომ მე მის გვერდით ვარ.


- მამაშენი გონს მოვიდა - თქვა მელისამ.

კარგად ვერ ვაზროვნებ , თავში ხმაა. დილანი რაღაც კითხვებს სვამს და მელისაც პასუხობს მათზე, მაგრამ მე არაფერი არ მესმის, რადგნ მხოლოდ ერთ ფრაზას ვიმეორებ გონებაში , მან გაიღვიძა, ის ცოცხალია ,მასთან ყველაფერი კარგად იქნება.


- ასე რომ მასთან შესვლა ჯერ არ შეიძლება - ამთავრებს ახსნას მელისა, და მხოლოდ ეს სიტყვები მესმის ექთნისგან. ქალი იღიმის და დედაჩემის პალატისკენ მიდის.


- მადლობა ღმერთს - ჩურჩულებს დილანი და მის თვალებში სიხარულის ნაპერწკალს ვხედავ.


- ხომ გითხარი ყველაფერი კარგად იქნება თქო - ვამბობ ჩუმად , მაგრამ ბიჭი მაინც წევს ჩემზე მზერას და გეფიცებით მშვენივრად ვხედავ რომ ღიმილს იკავებს. ნუ გაიღიმე აწი. გამიღიმე მე. მინდა ვნახო , როგორ მიღიმი.


- ჰო ზუსტად - თავს მიქნევს ამის მაგივრად დილანი.


- დედასთან შევალ - ვუღიმი და საპასუხო ღიმილს ვუცდი მააგრამ ეს არ ხდება.
ვბრუნდები მაგრამ ვგრძნობ რომ ის მიყურებს.



-ჰეი - როგორც შემიძლია მხიარულად ვამბობ და პალატაში შევდივარ. დედაჩემის სახეზე ღიმილი ჩნდება, ნუ კარგია რომ ის მაინც მიღიმის.


- როგორ ხარ? ახალი კარგი ამბები გაიგე?


-კი - დედა მძიმედ ისუნთქავს და საწოლზე ჯდება - ვიმედოვნებ აქედან მალე გამოვალ მანამდე კი მომიყევი როგორ ხართ? როგორ ძლებთ ერთად?


-დედა ჩვენ პატარები არ ვართ.


- ჰო, ჰო . სხვათაშორის ამ ყველაფრის გამო შენ გაკვეთილები გააცდინე, არ ღირს სკოლის დავიწყება, მალე ყველაფერი მოგვარდება, ახლა კი დროა სწავლას დაუბრუნდე.


- მაგრამ... - ვცდილობ წინააღმდეგობა გავუწიო მაგრამ დედა მაწყვეტინებს :


-არა, ლიდია! თქვენ არ შეგიძლიათ გააცდინოთ სკოლა, გაკვეთილების შემდეგ ივლი ჩემთან , იქ უკეთესად იქნები, ერთი რაღაცის გამო არ ღირს ნიშნების გაფუჭება.


- კარგი, მხოლოდ დილანის დათანხმება მომიწევს...


- დათანხმება? - მესმის ბიჭის ხხმა, ვხუჭავ თვალებს და ღრმად ვისუნთქავ , მოკლედ კამათისთვის ვემზადები.


- ჩვენ სკოლაზე ვლაპარაკობთ - აცნობებს დედა.


- აჰ - ჩაფიქრებული წელავს დილანი - ნამდვილად არ მინდა რომ სწავლის ბოლო წელს გამომაგდონ , მინდა ეს ჯოჯოხეთის ფილიალი დედამიწაზე დავამთავრო.


- აი მშვენიერია - დედა თმებზე მეფერება და საპასუხოდ ვუღიმი.


- რამე ხომ არ მოგიტანო ? -ვეკითხები დედას რადგან დილანი ოთახიდან გავიდა.


-არაფერი არ მჭირდება - დედა აქნევს თავს.


- კარგი , რადგან ხვალ სკოლაში უნდა წავიდეთ მე ახლა სახლში წავალ.


-რათქმაუნდა, წადი დაისვენე.


- კარგი- მის ლოყაზე კოცნას ვტოვებ და კარებისკენ მივდივარ.


-ლიდია - მეძახის დედა


-რა?


- როოგორ ხარ მასთან? ადრე კარგი ურთიერთობა არ გქონდათ და ახლა შეეწყვეთ ერთმანეთს?


-აჰა - " კარგი იქნებოდა არ დავმეგობრებულიყავით" ვამატებ გონებაში.


- მიხარია. - მიღიმის ქალი.


- დაისვენე დედა.


გამოვდივარ პალატიდან და თვალებით დილანს ვეძებ , ვერ ვიტან ჩემს თავს ამის გამო . ვხედავ მას და სუნთქვას ვიკავებ. ის მოვიდა. შელი ეხუტება მას. ძალიან მაგრად, აი ეს არის ჩახუტება და არა ის რაც ჩვენ გვქონდა... მინდა იგივე გამოვცადო რასაც შელი გრძნობს ახლა. მინდა რომ ის ნამდვილად ჩამეხუტოს. არა , არა, არა მე არ უნდა... ეს არასწორია. ის გრძნობა რომელიც ჩემში ჩნდება, როდესაც მათ ვხედავ, მე მივხვდი რა გრძნობაა ეს. ეჭვიანობა. მე ვეჭვიანობ საკუთარ ძმას მის შეყვარებულთან.

ეჰ ლიდია სანამდე მიხვედი?


- გაგიკვირდა? - გოგონა შორდება მას და თვალებში უყურებს.


-ცოტა - ბიჭის ხმა ჩუმია მაგრამ მაინც მესმის.


- გამოვიქეცი და ერი თვით სახლიდან რომც არ გამომიშვან მე უბრრალოდ უნდა მენახე. - რატომ მგონია რომ მე მესმის მისი? ბიჭი კოცნის მას, რის შემდეგაც ისევ ეხუტება. ვერ ვიტან ჩემს თავს!



***


უკვე საღამოა დილანი კი კიდევ არ ჩანს. ნუ ჩვენ გავიგეთ კარგი ამბები, საფრთხემ ჩაიარა და რატომ არ დაუთმოს დრო მის შეყვარებულს? - ყველაფერი ლოგიკურია.


მესმის როგორ გადატრიალდა გასაღები კარებში და ჩემი გული მაშინათვე იწყებს ხტუნვას.


- მეგონა არ მოხვიდოდი - ვამბობ მსუბუქი ღიმილით და ვუყურებ დილანს.


- და შენ მიცდიდი?- ის ოდნავ იღიმის და ახლოს მოდის.


-არა, უბრალოდ მარტო დაძინება მეშინია.


- და ვინ შეგჭამდა აქ?


- არავინაც არ შემჭამდა- ვწუწუნებ და ფეხზე ვდგები.


- მართლაც დამაგვიანდა - უეცრად ამბობს ის და ტელეფონის ეკრანს უყურებს - უბრალოდ ნინამ დაგვაყოვნა მე და დეივი.


-ნინსმ?


- ჰო მას მალე წვეულება აქვს და მე და დეივი დავრჩით დასახმარებლად , უფროსწორედ მან გვაიძულა დარჩენა და დახმარება.


- ჰო ვფიქრობ მას ეს შეუძლია.


-ზუსტად - დილანი მაცივრისკენ მიდის , მე კი მას ვუყურებ.


-დილან - წარმოვთქვამ მის სახელს და მახსენდება როგორ თქვა მან ჩემი. მისი პირიდან მხოლოდ ერთხელ მაქვს განაგონი , და ვერ ვივიწყებ. მისი '"ლიდია" , რაღაც განსაკუთრებულად ჟღერდა.


-რა? - მიყურებს და ეგრევე ვიბნევი.


- ხვალ სკოლამდე მიმიყვან? შენ არიფიქრო რომ მე ვფიქრობ რომ ჩვენ დავმეგობრდით ან და ძმა გავხდით , უბრალოდ ვიფიქრე რომ, შენთვის რთული არ იქნება წამიყვანო იქ სადაც თვითონაც მიდიხარ. - ბიჭი მიყურებს და არაფერს არ ამბობს. სიჩუმე გრძელდება და ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ ერთმანეთს. მე კი ეს მომწონს, მე მომწონს ჩუმად ყოფნა და მისი ყურება , ის კი ამის შესაძლებლობას მაძლევს...


- მართალი ხარ - ბოლოს და ბოლოს ამბობს დილანი - ჩემთვის ძნელი არაა.


- მადლობა - ვიღიმი და კიბისკენ მივდივარ.


-უკვე მიდიხარ? - მეკითხება და ვერ ვგებულობ ხუმრობაა თუ არა.


- ნუ ჰო ხვალ ხომ სკოლაა.


- კარგი რაა, ჯერ ადრეა - მას უნდა რომ მასთან ერთად ვიყო? რა ჯანდაბაა? მან უბრალოდ მოიწყინა, მან უბრალოდ მოიწყინა.


- კარგი - ამოვისუნთქე და მისკენ მივდივარ - რა გავაკეთოთ?


-ფილმს ვუყუროთ?


-ცუდი აზრი არაა.


- ლეპტოპს მოვიტან- გვერდს მივლის და ზევით ადის. როგორც ჩანს ისე მექცევა როგორც საკუთარ დას, მაგრამ როგორ ვექცევი მე მას? მე ის მომწონს. მე ის მიზიდავს. მე აღვიქვამ მას როგორც ბიჭს. ბიჭად რომელიც ჩემთვის სულ ერთი არაა. მისთვის კი და ვარ. რა უნდა ვქნა?


***


დილანი შევიდა ოთახში და მძიმედ ამოისუნთქა. მას არ შეუძლია იმ ფაქტის გააზრება რომ ლიდიასთან დროის გატარება უნდა. მას უბრალოდ მოსწონს გოგოს გვერდით ყოფნა. უბრალოდ მასთან მშვიდდება. რა არის ეს? როგორ უნდა ახსნას დილანმა ეს გრძნობა?


***


დივანზე ვჯდებით, და ცოტა შორს ვიწევი ბიჭისგან , მაგრამ ის უფრო ახლოს ჯდება. ის უბრალოდ მეღადავება! დილანი ხსნის ნოუთბუქს და ცოტახნით საუბრის ძალას ვკარგავ. შელი? მთავარ ფონად შელის ფოტო უყენია? სერიოზულად? როგორც ჩანს მართლაც უყვარს ის, ნუ ალბათ უნდა მიხაროდეს, რომ ჩვენ ორისგან რომელიმეს მაინც აქვს პირადი ცხოვრება აწყობილი.


- ის ისეთი ლამაზია -ვჩურჩულებ რის შემდეგაც მზერას ბიჭზე ვწევ.


- ვინ?


- შელი - ვაჩვენებ ლეპტოპის ეკრანზე.


- ხო ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს - უყურებს ეკრანს შემდეგ მე მიყურებს ბოლოს კი ამბობს -მეც ვფიქრობ რომ ის ლამაზია.


- როგორ შეაყვარე თავი ქალაქის ყველაზე ლამაზ გოგოს?- ვბრუნდები მისკენ და ვცილობ ეს დამცინავად არ ვთქვა.


- შენი აზრით ლამაზ გოგოს არ ვიმსახურებ?


- უბრალოდ ყურადღება ასეთი გოგოსგან როგორიც ისაა რთული მოსაპოვებელია.


- შენი გამოცდილებით იცი?- წევს წარბებს.


- რა?


-ნუ იმაზე ვამბობ, რომ ლამაზი გოგონების ყურადღება უნდა მოიპოვო.


- ეს კომპლიმენტია? - ვიკავებ სიცილს. შემდეგ პირს ოდნავ ვაღებ და დილანს ვუყურებ. ბიჭი უყურებს ჩემს ტუჩებს და არაფერს არ ამბობს. ჩემი გული ისე სწრაფად ცემს, რომ აქედან გაქცევა მინდება , მთავარია მან ვერ შეამჩნიოს. უკვე რთული ხდება სუნთქვა.


- კი - პირდაპირ თვალებში მიყურებს. - ეს კომპლიმენტი იყო.


-მადლობა - დაუჯერებლად ვუქნევ თავს.


-რას ვუყუროთ ?


- რამე კომედიას.


- შევთანხმდით- აჩეჩებს მხრებს და უყურებს ეკრანს.
რა მოხდა ახლახანს ? ცოტაც და.. არა ლიდია არ იფიქრო ამაზე.


***


- წვეულება დობრევთან , წვეულება დობრევთან , მთელი დღე მხოლოდ ეს მესმის - წუწუნებს ლილი და კლასისკენ მიდის. მე თითქმის არც კი ვუსმენ მას. გონებაში მხოლოდ დილანი მიტრიალებს. ჩვენ გავარჩიეთ ფილმი, ვისაუბრეთ წვეულებაზე, იმაზე რომ საავადმყოფოში ვართ წასასვლელები, ის მესაუბრება მე როგორც ნამდვილი ძმა.


- სად ხარ? - მეკითხება ლილი და ხელს მაისურზე მჭიდებს.


- აქ.


- რაღაც არ გავს რომ აქ იყო. - იცინის ის


- ყველას გამარჯობა - გვესამლება ალექსი . ვუყურებ ლილის რომელიც უღიმის ბიჭს , ისინი მოკლე ფრაზებს ეუბნებიან ერთმანეთს შემდეგ კი ყველა ერთად კლასში შევდივართ.


- მან იცის? - ვუჩურჩულებ ლილის, რომელიც გაკვირვბული სახით მიყურებს.


-რის შესახებ?


- შენი გრძნობების შესახებ- ვჯდები მერხზე.


-ნუ კი - თავს მიქნევს ის.


- და რას ამობს ამაზე ის ?


-ნუ... ლიდია ის ჭკუიდან იშლება ნინაზე და ჩემნაირებს არაფერი არ გამოუვათ... მე უკვე შევეჩვიე და ჩვენ ორივეს ყველაფერი გვაწყობს.


-შენ არ გწყინს? -ვეკითხები გაოცებული.


- არა, მას სხვა მოსწონს ეს მისი ნებაა, მას რა ჩემი ვალი უნდა ჰქონდეს იმის გამო რომ მხოლოდ მე მაქვს მის მიმართ გრძნობა ?


- მართალი ხარ - ვაშტერდები კედელს. ის მართალია, ჯანდაბა ეს გოგო იდეალურია სად იყურება ალექსი?


- მიხარია ისევ შენი ნახვა - მიღიმის ჯოში და გვერდით მიჯდება.


- ჰეი - ვუღიმი საპასუხოდ


- წამოხვალ წვეულებაზე?


- არა , პრობლემები მაქვს მშობლებთან დაკავშირებით.


- ო , ჰო ვიცი სწორედ ამიტომ ცოტა გართობა არ გაწყენდა, წამოდი რა.


- ანუ შენ მპატიჟებ? - ვწევ თავს და ბიჭი იცინის.


-ნუ ჰო , წამოხვალ? - ის აბრუნებს თავს მეზობელი მერხისკენ.


დილანი მის ჩანთაში იქექება შემდეგ კი საერთოდ აგდებს მას იატაკზე. ფაქტია ის გაღიზიანებულია.


- დედაჩემს ვკითხავ და თუ შემპირდები რომ არ იქნება არანაირი ჩხუბი...


- ოჰ მე ვბრაზობდი ო'ბრაიანზე, მხოლოდ იმიტომ რომ მას სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო ჰყავდა, ახლა კი ყველაზე ლამაზ გოგოსთან ერთად მე ვიქნები.


- აჰა ასე? - ვწევ თვალებს და ვხედავ დილანს, რომელიც ისე მიყურებს თითქოს მეკითხება " რა ჯანდაბას აკეთებ ?" თუ ჯოში არ მოსწონს ეს იმას არ ნიშნავს რომ მეც არ უნდა მომწონდეს, არა?


- ვიმედოვნებ რომ წამოხვალ - ამთავრებს ჯოში.


- კარგი.


***


ვაგდებ ჩანთას იატაკზე და მივდივარ დივნისკენ.

- სახლში ხარ? - ვკითხულობ გაკვირვებული, რადგან ვამჩნევ დილანს სამზარეულოში.

ნახევარი საათის წინ ვნახე შელი, როგორ ჩაჯდა მის ჯიპში და მეგონა რომ კიდევ ბევრი ხანი არ მოვიდოდა სახლში.


- შემთხვევით გავიგე შენი და ჯოშის საუბარი... შენ რა მართლა აპირებ მასთან ერთად წასვლას? - აიგნორებს ჩემს შეკითხვას და მეკითხება.


- ჯერ არ გადამიწყვეტია, და თუ ასეცაა მერე რა?


- შენ ეს სერიოზულად ? ჰატჩერსონი?


- ჰო და რა არის აქ ისეთი?


- მართლაც , რატომ არ უნდა წახვიდე წვეულებაზე ყველაზე საშინელ ადამიანთან ერთად.


- მისმინე, ის რომ შენ მასთან კონფლიქტი გაქვს , ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ასეთი ცუდია.


- უბრალოდ რა მოგწონს მასში ? რით მოგხიბლა? შენ მას არც კი იცნობ .


- საერთოდ რა გინდა?


- არ მინდა რომ მერე მეჩხუბონ რატომ არ მიხედეო.


- ოჰ ძამიკო ჩემზე ზრუნავს? ჩემთავს თვითონ მივხედავ.- ვდგები ფეხზე და ვგრძნობ ჩემს შიგნით ყველაფერი იწვის ბრაზისაგან.


- შეწყვიტე ! შეწყვიტე ჩემზე ძმის დაძახება ! - ის ისე ხმამაღლა ყვირის რომ სადაცაა დავყრუვდე.


- მოკლედ მე მივდივარ მასთან, ვისთანაც მინდა - ჩხუბის დასრულების სურვილით ვამბობ საბოლოო სიტყვებს.


- შესანიშნავია , მოიქეცი ისე როგორც გინდა- გვერდს მივლის და კიბეზე ადის. ვერ ვიტან ჩემს თავს.


***


ვფიქრობ დღეს ყველაფერი მოგვარდება და დილანი ჩვენს ჩხუბს დაივიწყებს? ჩავდივარ კიბეებზე და ვხედავ მას , სამზარეულოში.

-დილა მშვიდობისა - ვამბობ ღმამახლა, რადგან მეშინია რომ ვერ გაიგებს, მაგრამ მისი პასუხი არ მესმის , იქცევა ისე თითქოს არ ვარსებობდე , ნუ ამის გაკეთება კარგად ეხერხება. - რამე მოხდა?-ვიძაბები რადგან ის ისევ ჩუმადაა. - დილან?


- არ მაინტერესებს შენი ცხოვრება, მხოლოდ იმიტომ ვურთიერთობდი შენთან რომ სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ... მე მათთან არ მინდა რამე მაკავშირებდეს, ვინც ჯოშთან მეგობრობს, შენ გააკეთე შენი არჩევანი ახლა კი გთხოვ თავი დამანებე - ბიჭი ისევ მაცივრისკენ ბრუნდება და ვგრძნობ რომ მზად ვარ ახლავე დავიწყო ტირილი, შევბრუნდი ისევ კიბეებისკენ და ჩქარა წავედი ზევით, რადგან ცრემლები უკვე სახეზე იყო.


***


დედაჩემთან ვიყავი ყველაფერი მოვუყევი რათქმაუნდა დილანი არ მიხსენებია, ჯონი უკეთესადაა და პალატაში გადაიყვანეს. ვუთხარი რომ დიდი სურვილი არ მქონდა წავსულიყავი წვეულებაზე მაგრამ მან დამაძალა და მითხრა რომ გართობა მჭირდება, ამიტომაც ვზივარ ახლა აქ ვუსმენ ბოლო ხმაზე სიმღერებს , უცხო ხალხთან ერთად რადგან დეივის და ნინას გარდა აქ არავის არ ვიცნობ ნუ ჯოშსაც, რომელმაც უკვე ვფიქრობ საკმაოდ ბევრი დალია. ლილის და ჩემს მეგობრებს ასეთ წრეში ვერ ვნახავდი ეს ძალიან კარგად ვიცოდი და საერთოდ რატომ წამოვედი? დილანი არ ჩანს , როგორც ჩანს არ აპირებს მოსვლას. მოსული რომ იყოს დეივის გვერდზე იქნებოდა მაგრამ დეივთან მხოლოდ ნინა დგას. ლიდია შეწყვიტე მასზე ფიქრი! შეწყვიტე!


***


ჯოში საცეკვაოდ მიმათრევს, მართლაც ბევრი დალია, ის ძალიან ახლოსაა და თან მეხვევა , ჯანდაბა ლიდია სახლში უნდა დარჩენილიყავი. ბიჭს ვშორდები რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ:


- იცი სახლში უნდა წავიდე.


-არა- ხელს მჭიდებს და ირგვლივ იხედება , ვინმეს ეძებს? - გინდა სახლი დაგათვალიერებინო? მე და ნინა ადრე ვმეგობრობდით, ამიტომაც თითოეული სანტიმეტრი ვიცი აქ.


- არა მადლობა , მართლა მეჩქარება.


- კარგი რაა, გართობის დრო მოვიდა. - ის მისი ძალით მიმათრევს კიბისკენ, ხელის გამოგლეჯა მინდა მაგრამ არაფერი გამომდის. მეორე სართულზე ავდივართ და ჩემს წინ აღებს რომელიღაც ოთახის კარს.


- მე მაინც სახლში წავალ .


- უბრალოდ რაღაცას განახებ , გთხოვ არ გააფუჭო ეს საღამო.


- კარგი - ვუქნევ თავს და ოთახში შევდივარ.


- შენ ძალიან ლამაზი ხარ, ლიდია -წარმოთქვამს ის და კარებს კეტავს რაც ძალიან არ მომწონს.


- მადლობა - ხმა მიკანკალებს მაგრამ მიზეზს ვერ ვპოულბ.


-უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ შენი სილამაზით - ის მოიწევს ახლოს და ინსტიქტურად უკან ვიწევი სადაც კედელს ვეჯახები.


- ჯოშ- ვამბობ ჩუმად, რადგან ჩემთვის რთულია სუნთქვა, მეწყება პანიკა, როდესაც ვაცნობიერებ რომ კედლისა და მისი სხეულის შუაში ვარ.


- შენ მე მომწონხარ - ცდილობს მაკოცოს მაგრამ მე თავს ვწევ.


- კარგი ჯოშ ვიხუმრეთ და გვეყო - ვცდილობ გვერდზე გავწიო მაგრამ ძალა არ მყოფნის.


- შენ იცოდი რაზე მოდიოდი , ამიტომ მორჩი წუწუნს , ვერავინ ვერ გაიგებს შენს ხმას - სიცილით ამბობს ის - შენი ძამიკოც კი, ვიმედოვნებდი რომ აქ იქნებოდა და ჩვენ ერთად გვნახავდა, მაგრამ არაუშავს ჩვენ მას მოვუყვებით, მისი შეყვარებული ვერ წავართვი მაგრამ არაუშავს მის დას მივიღებ. - ვაცნობიერებ რომ სიტყვის თქმაც კი არ შემიძლია. ეს ყველაფერი ხდება, რათა დილანს ეტკინოს გული? მეგონა ჯოშს შელი უყვარდა, მაგრამ ვხვდები რომ მას მხოლოდ მისი თავი უყვარს.


- მე შერიფის შვილი ვარ ! - ბრაზით წარმოვთქვამ.


- აი შენ კი ვერც წარმოიდგენ ვინაა მამაჩემი, შენი შერიფი ვერაფერს ვერ მიზამს - ვცდილობ თავის დაღწევას მაგრამ არაფერი გამომდის ჯოში ხელს მკიდებს და საწოლზე მაწვენს , ვერაფერს ვერ ვაკეთებ მხოლოდ ვტირი - შეწყვიტე! ნერვებს მიშლი.


- გთხოვ არ გინდა - ჯოში ცრემლებს მწმენდს მე კი პანიკაში ვარ - დამეხმარეთ - ვყვირი ბოლო ხმაზე.


- კარგი რა, მოგეწონება - მიჩურჩულებს ჯოში ყურთან და კისერზე მკოცნის. უეცრად ვგრძნობ სიმსუბუქეს და ვხვდები რომ სუნთქვა შემიძლია, ვხვდები რომ გადავრჩი.


- კარგად ხარ? - მესმის ნაცნობი ხმა , ამოვისუნთქე და თვალები გავახილე.


დეივი დგას საწოლთან ახლოს და ფეხზე დადგომაში მეხმარება.


- შენ მერე მოგხედავ - ეუბნება ჯოშს, რომელიც იატაკზე წევს.


- როგორ ხარ ? - ახლოს მოდის ჩემთან.


- ყველაფერი რიგზია - ვკანკალებ, მაგრამ ვგრძნობ რომ შიგნით სიხარულის ნაპერწკალი ჩნდება. ვდგები საწოლიდან და გამოვდივარ ოთახიდან. ისე მწყინს რომ ცრემლები თვითონ გამოდიან გარეთ.


- ღმერთო! - წარმოთქვამს ნინა, როდესაც მხედავს - რა გჭირს? - გოგონა მეხუტება.
ო ღმერო , არ მჯერა , არ მჯერა რომ ის აქაა, მისი ხმა მესმის, მისი ხმა ახლა ყველაზე მეტად ის მჭირდება.


- რა მოხდა? -კითხულობს დილანი , ახლოს მოდის და მათვალიერებს.


- ჯოში - მოკლედ პასუხობს დეივი.


- ოუ - ამოისუნთქა დილანმა. ხელებს მუშტში კრავს , სახე კი დაძაბული უხდება. - როგორც მახსოვს მე მას ვაფრთხილებდი, მაგრამ ის აკეთებს იმას რაც უნდა, ეს კი მისთვის გაკვეთილი იქნება. ისეთებს როგორიც ისაა ჭკუის სწავლა ჭირდებათ, და აი ჯოშმაც ჩაუტარა გაკვეთილი.


ცრემლები უფრო ბევრი ხდება. ეს მისთვის სწავლების მიზეზია? მე კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით! მე მხარდაჭერა მჭირდება! შენი მხარდაჭერა , დილან! რატომ მექცევი ასე? გთხოვ მითხარი რომ ფეხებზე არ გკიდივარ.


- რა ხდება - ახლოს მოდის შელი და მიყურებს .


- ყველაფერი რიგზეა - დილანი კიდებს შელის ხელს და გასასვლელისკენ მიდის.


***


დილანი ისეთი სისწრაფით მიდის რომ შელი ძლივს ეწევა მას.


- რა გჭირს ასეთი? - ვერ ითმენს გოგონა.


- დაიცადე აქ! - უბრძანებს დილანი და ზევით ადის. ხედავს ბიჭს, რომელიც ნინას ოთახიდან გამოდის და მაისურით იჭერს მას.


- სადაა ჰატჩერსონი? - ბრაზით ამბობს ის.


- იქ - ბიჭი მიუთითებს ოთახისკენ, რომლიდანაც ახლახანს გამოვიდა. დილანი ზედმეტი სიტყვების გარეშე შევიდა მითითებულ ადგილას.


- თუ კიდევ ერთხელ , უბრალოდ მისკენ გაიხედავ, იცოდე რომ ცოცხალი ვერ გადამირჩები. - აცხადებს დილანი. ჯოში ზის სკამზე , სამი გოგო გვერდზე უზის და ცდილობენ სისხლი შეაჩერონ მისი პატარა ჭრილობისგან წარბზე.


- რას გულისხმობ? - ჰატჩერსონი იქნევს ხელებს - დღეს შელი სულ არ მინახავს!


- მე კი არც ვსაუბრობ შელიზე - დარტყმა. ჯოში ვარდება იატაკზე და აგრძელებს რაღაცის გაუგებრად საუბარს. - ეს გაფრთხილება იყო, კიდევ ერთხელ მასთან დაგინახავ და იცოდე ინანებ - ხმამაღლა აცხადებს დილანი, ოთახიდან გადის და კარებს ხმამაღლა ახეთქებს.

***




ნელა ვაღებ თვალებს და ოთახს ვათვალიერებ.


- გაიღვიძე? - ნინა საწოლის პირდაპირ მდგარ სავარძელში ზის და მიღიმის.


თავში გუშინდელი ღამე მახსენდება : წვეულება, ჯოში , შემდეგ ნინამ შემომთვაზა მასთან დარჩენა.
ჯოშის გახსენებაზეც კი გული მერევა.


- კარგად ხარ? - შეწუხებული მეკითხება გოგონა და ვხვდები რომ უკვე დიდი ხანია ჩუმად ვარ.


- ჰო, ყველაფერი რიგზეა.


- მშვენიერია- ნინა დგება სავარძლიდან და საწოლთან მოდის - მოდი ვისადილოთ და სახლში წაგიყვან, და ჰო დღეს სკოლაში მიდიხარ?


- კი - დაუჯერებლად ვაქნევ თავს და ვფიქრობ რომ სწორად გადავწყვიტე - კი - ვპასუხობ უკვე დარწმუნებული.


- კარგი მაშინ შენი სახლიდან უცებ სკოლაში წავიდეთ.


-მადლობა.


***


სარკეში ჩავიხედე , რის შემდეგაც შევხედე კაბას, რომელიც გუშინ მეცვა წვეულებაზე. აწი არასდროს არ ჩავიცმევ მას. სწრაფად ვალაგებ ჩანთას და ვუყურებ საათს , ნინა უკვე მიცდიდეს იქნება. გამოვდივარ ოთახიდან და ვჩერდები მეზობელ კართან. არ შემიძლია ჩემს სურვილებს შევეწინააღმდეგო. ნელა ვაღებ კარს. ცარიელია. საწოლი არეულია. ანუ გუშინ სახლში ეძინა, რატომ მითბობს ეს აზრი სულს? . რატომ მომწონს ასე ძალიან მის ოთახში , მის ნივთებთან ერთად ყოფნა? ჯანდაბა , ლიდია ,რაზე ფიქრობ? თავი ხელში ავიყვანე და ოთახიდან გამოვედი. როგორც იქნა ტვინი გავანძრიე!



***


- დარწმუნებული ხარ რომ დღეს აქ ყოფნა გინდა? - მეკითხება ნინა სკოლის შესასვლელთან.


-ყველაფერი რიგზეა - ცოტა დაძაბული ვპასუხობ და შევდივარ შენობაში.


ნინა მე მომყვება და ვხედავ მზერებს, რომლებიც ჩემსკენაა მომართული. სკოლის მეორე ლამაზმანი გოგო ახალთან ერთად და თან რომელიც კოლინზის ჯგუფიდანაა - ეს რაღაც უცნაურია. ლილის ამ სკოლაში არც ისე კარგად ექცევიან, როგორც მე. დილანის და რომ არ ვიყო არამგონია ნინას ჩემზე ყურადღება მოექცია და ის რასაც არ უნდა აკეთებდეს, რათქმაუნდა მისი მადლობელი ვარ მაგრამ ლილისთან უფრო მშვიდად ვარ.


- ჰეი - დობრევი იღიმის და ლოყაზე კოცნის მის შეყვარებულს, რომელიც არც მე და არც ნინას ყურადღებას არ აქცევს.


- დეივ? - ფრთხილად ეძახის ნინა.


-რა?- გაღიზიანებული ამბობს ის.


-რა მოხდა? უკვე მოასწარი ჯოშთან შეხვედრა?


- არამგონია ის სკოლაში გამოჩნდეს გატეხილი ძვლით. - გამოაცხადა დეჰაანმა.


- შენ მას ყბა გაუმტვრიე? - ვეკითხები


-მე არაფერიც არ გამიტეხავს მისთვის - ჩემსკენ ცოტა ბრაზით იყურება ბიჭი, დილანიც ასე იყურება როცა რამე არ მოსწონს , როგორც ჩანს ეს ბიჭები მართლაც საუკეთესო მეგობრები არინ, ჩვევებიც კი ერთნაირი აქვთ - ეს დილანი იყო - ამატებს ის.


- ეს რატომ გააკეთა- ბიჭის სიტყვების შემდეგ ყველაფერი აირია ჩემს გონებაში და ნორმალურად ვერც კი ვაზროვნებ.


- ბევრი ვარიანტი გაქვს? - გაიცინა დეივმა - თუ ვიღაც, არ დარჩებოდა მარტო ოთახში ვიღაცასთან ერთად შეიძლება დილანს პრობლემები არ ჰქონოდა.


- მას პრობლემები აქვს?


- და შენ როგორ ფიქრობ? მან ძვალი გაუტეხა ჰატჩერსონს.


- მან ხომ ჩემი გაუპატიურება სცადა!


- მინდა გაგახსენო რომ ყველას ჩვენს გარდა ეს ფეხებზე კიდია ის ხომ ჰატჩერსონია და აი დილანს პრობლემები მაინც აქვს, სხვათაშორის მეც და ამიტომ აწი სანამ რამეს გააკეთებ იქნებ დაფიქრდე ჰა? - როგორც ჩანს ის ჩემზე ძალიან გაბრაზებულია.


დეივმა მძიმედ ამოისუნთქა და კლასისკენ წავიდა.


-აპატიე მას - მეუბნება ნინა და ბიჭს მიჰყვება.


შევდივარ კლასში , სურვილი არ მაქვს დეივის მხარეს ვიყურო . ძალიან მრცხვენია. და დეივის მაგივრად მზერით ერთმანეთს მე და დილანი ვეჯახებით. ვიკავებ სუნთქვას და მას ვუყურებ მაგრამ ბიჭს უცებ გადააქვს მზერა სხვა მხარეს.


ვჯდები ჩემს მერხზე და ვიწყებ რვეულების ამოტანას ჩანთიდან. ვწევ თავს და დილანის ზურგს ვუყურებ. როგორ მრცხვენია , აი სიტყვებითაც ვერ გადმოვცემ , არადა ის მე მაფრთხილებდა. სხვა მხრიდან რო შევხედოთ მას არ ვკიდივარ ფეხებზე, მან მე დამიცვა... ან უბრალოდ მიზეზი იყო რომ ჯოშთან ეჩხუბა.


- ჰეი, როგორი იყო წვეულება? - გვერდით მიჯდება ლილი და ეს არის ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გამაღიმოს ამ სიტუაციაშიც კი.


- ნუ, ჩვენ დავლიეთ, ვიცეკვეთ , შემდეგ ჯოშმა სცადა ჩემი გაუპატიურება და მერე დილანმა მას ძვალი გაუტეხა- ვამბობ ჩუმად, რადგან არავინ არ გაიგოს მაგრამ ლილი ყვირის მის "რა?" ისე ხმამაღლა რომ მთელი კლასი ჩვენ გვაშტერდება , გარდა დილანისა, ის აგრძელებს მოქცევას ისე თითქოს მე მისთვის ცარიელი ადგილი ვარ.


- ჩუმად - ვეუბნები მე.


- დეტალები - უკვე ჩურჩულებს ლილიც.


- გაკვეთილების შემდეგ - ვუჭრი მე.


-ჩემი სიკვდილი ინტერესის გამო, შენ სინდისზე იქნება- სიცილით ამბობს ლილი.


- კარგი- ვუქნევ თავს და ღიმილს ვიკავებ.


***


ბედნიერებას რომლესაც ამ მომენტამდე განვიცდიდი , მომენტალურად ქრება, როდესაც გავაღე შერიფის პალატის კარგი და ადგილზე გავშეშდი.


დილანმა ოდნავ შემომხედა შემდეგ კი მამისკენ შებრუნდა.


არ შემიძლია უკვე მისი იგნორის ატანა. ეს ყველაზე უარესია, უმჯობესია მიყვიროს მაგრამ მისი სიჩუმე მკლავს.


- კარგი , ხვალაც შემოგივლი - ნაზად ამბობს ბიჭი და ვერც კი წარმოვიდგენდი რომ მისი ხმა ამდონემდე ნაზი შეიძლებოდა ყოფილიყო.


- კარგი , შვილო - მსუბუქად უღიმის ჯონი.


ბიჭი გვერდს მივლის და გადის პალატიდან, ძველებურად ისე იქცევა თითქოს არც ვარსებობდე. ჩემი გული ჩქარდება როდესაც მის სურნელს ვგრძნობ ჰაერში მფრინავს.


-ლიდია, - მეძახის შერიფი , გაკვირვებული ჩემი სიჩუმისგან.


- როგორ გრძნობთ თავს? - ვუღიმი და სკამზე ვჯდები.


***


ჯონის პალატიდან სადღაც ოც წუთში გამოვედი. ნუ ის კარგადაა და მალე გამოჯანმრთელდება , სიმართლე გითხრათ არ მეგონა თუ ასე მალე მოვიდოდა გონს.


ამ ფიქრებისგან ვერ ვამჩნევ ბიჭს, რომელიც შერიფის პალატის წინ სკამზე ზის.


- აქ ხარ? - ვიწყებ პირველი საუბარს და არც კი ვიმედოვნებ რომ დილანი მიპასუხებს.


-როგორი იყო გუშინდელი წვეულება, მოგეწონა? - დგება ფეხზე და მის ხმაში დაცინვის ნოტს ვიჭერ.


- საიდან უნდა მცოდნოდა რომ ის ასე მოიქცეოდა?


- სხვათაშორის მე შენ გაგაფრთხილე - ახლოს მოდის და ვგრძნობ რომ ცოტა მეშინია მისი.


- მე ხომ არ ვფიქრობდი რომ ის ასეთი იყო... და რატომ დაარტყი მას? დეივმა თქვა რომ ახლა პრობლემები გაქვს!


- რატომ? ესეიგი მაინც მოგეწონა არა? - ის უწევს ხმას მე კი კედელს ვეყუდები.


- რა ჯანდაბას ლაპარაკობ? - ჩემი ხმა თითქოს სხვა მხრიდან მესმის და დაჯერებაც კი მიჭირს რომ ასე საცოდავად ვლაპარაკობ. ბიჭი ერთი წამით ხუჭავს თვალებს და ღრმად ისუნთქავს:


- რა გაგიკეთა მან? - ის პრაქტიკულად მეფარება მისი სხეულით და ვერც კი ვინძრევი, ვგრძნობ შიშს, მაგრამ ისეთს არა როგორსაც ჯოშთან ვგრძნობდი.


- არაფერი.


- არაფერი არ იყო? - მისი ხმა უფრო მსუბუქი ჩანს მაგრამ , სახის კუნთები კვლავ დაძაბული აქვს.


- ო ღმერთო არა , რათქმაუნდა არა , დეივი...


- დეივი - იმეორებს ბიჭი და რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს - და დეივს რომ ვერ მოესწრო? გესმის მაშინ რა იქნებოდა? ნუ თუ ამდონემდე მოგწონს რომ მასთან ერთად წახვედი? და საერთოდ რა იპოვე მასში? - მისი სიტყვები მაიძულებს პირი გავაღო.


- საერთოდ რას გულისხმობ?- როგორც ჩანს ისევ ტირილი მინდება.


- ღმერთო, სადაა შენი ტვინი? - ყვირის ბიჭი რის შემდეგაც ბრუნდება გასასვლელისკენ და გზად კინაღამ აქცევს მელისას რომელიც გაჩნდა უეცრად.


- როგორ ხარ? - მეკითხება და გაკვირვებული უყურებს დილანს, რომელიც გადის შენობიდან.


- ყველაფერი კარგადაა.


***


დილანი უკვე მესამე დღეა მაიგნორებს, მე კი არც ვცდილობ სიტუაციის გამოსწორებას. საქმე იმაშია რომ მე ეს გამოუსწორებლად მიმაჩნია. ვიყურები ფანჯარაში - მზის ჩასვლა, ლამაზია. არ მიყვარს მარტოობა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც უბრალოდ გინდება მარტო ყოფნა, და ახლა სწორედ ეს მომენტია.


სიამოვნებას ვიღებ მარტოობით იმ მომენტამდე სანამ კარი იღება და ოთახში შემოდის ის.


დილანი ყანყალით შემოდის მისაღებში და გამოვდივარ სამზარეულოდან რათა დავრწმუნდე რომ ის ... კიი ის მართლაც მთვრალია.


- როგორ ხარ? - მაინც გადავწყვიტე დავიწყო საუბარი, შეიძლება ზუსტად ამ მდგომარეობაში დამელაპარაკოს.


-კარგად - მპასუხობს ბიჭი, რის შემდეგაც ჯდება დივანზე და იხდის ფეხსაცმელს. - სხვათაშორის - იწყებს ის - ჩვენ აქ წვეულებას ვაწყობთ ნუ პატარას მხოლოდ ჩვენი ჯგუფის ადამიანები , ნუ შელის დაბადების დღე აქვს.


- ვფიქრობ , თქვენ უკვე აღნიშნეთ - მიხარია რომ ახლა მაინც შემიძლია მასთან საუბარი.


- ჰო , ცოტა - კომფორტულად ჯდება დივანზე შემდეგ კი მზერას ჩემზე წევს - ანუ შენ ის გეცოდება?


- ვინ? - ვიბნევი რადგან არ მესმის რაზე ლაპარაკობს.


- ჰატჩერსონი.


- მეცოდება ? - ვწევ წარბებს


- ნუ ჰო. მას ხომ ძვალი აქვს გატეხილი.


- და სულ მე მისი ძვალიც და თვითონ ჯოშიც. - ვისუნთქავ რადგან დილანი დგება დივნიდან - მე უბრალოდ არ მინდოდა რომ შენ გქონოდა პრობლემები... ჩემს გამო , მე ხომ თვითონ ვარ დამნაშავე.


- რატომ წახვედი მასთან ერთად?


- მე ხომ უკვე გითხარი...


- ოთახში! შენ რა პატარა ხარ, არ გესმის რა რას ნიშნავს?


- მე ხომ არ მეგონა რომ ის ასეთი...


- ნუთუ არ ჩანს?


- არა , დილან - გადავდივარ ყვირილზე - მე არ შემიძლია სახეზე კითხვა.


- ეი...


- რა "ეი" ? - ვაწყვეტინებ - ნუთუ ასეთი რთულია სახელით მომმართო? მე ჩვეულებრივი სახელი მაქვს, რომლის დამახსოვრებაც ადვილია, ასე გირთულდება მისი წარმოთქმა?


- მიყვირი კიდეც - იცინის ბიჭი საპასუხოდ და ამით კიდევ უფრო მკლავს.


- უბრალოდ მინდა გაცნობო რომ მე მქვია ლიდია! ლი-დი-ა - ვუმარცვლავ,


- ვიცი ! - ყვირის ის და რამდენიმე წამის შემდეგ უცებ ჩემს წინ ჩნდება. ჩემი სუნთქვა ირევა და მზად ვარ ახლავე გული წამივიდეს იმის გამო თუ როგორ სწრაფად და ძლიერად ფეთქავს გული.


- ლიდია - ჩურჩულებს სიბრაზის ნოტით ბიჭი.


მისი ხელი ჩემს ლოყას ეხება, ვგრძნობ რომ ელემენტარული გადაყლაპვაც კი არ შემიძლია. მეორე ხელით თმებს ეხება. ბიჭი მიყურებს და თვალს არ მაცილებს , ვხვდები რომ ის დაძაბულია, მაგრამ ისე არა როგორც მე. დილანი, ჩემს სახეს ხელებში იქცევს , და ნელნელა წევს ქვევით მის თავს, ჩემს სახესთან. მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ ჩემს ტუჩებთან , ხოლო ერთი წამის შემდეგ ეხება მათ თავისი ტუჩებით. მე ვერც კი ვინძრევი, ვდგავარ ერთ ადგილზე. გონებაში ერთი აზრიც არაა. ჯანდაბა ის მკოცნის. მისი ხელი ჩემს კისერთან ჩამოდის და ვეღარ ვითმენ. ხელებს მის თმაში ვაცურებ და ბიჭს უფრო ახლოს ვწევ ჩემსკენ. არ მინდა რომ ჩვენს შორის მანძილი იყოს. მისი მარჯვენა ხელი წელზე მეხება და უფრო მაგრად მიხუტებს.


მესმის ხმა კარებთან. მე მესმის ხმები! უცებ ვწყვეტ კოცნას და ოთახის მეორე ბოლოში მივდივარ.


კარები იღება და ოთახში მთვრალი დეივი შემოდის, მას კი უკან შელი და ნინა მოყვება. ჯგუფიდან მზერა დილანზე გადამაქვს, ის კი მე მიყურებს თვალ მოუცილებლად , მე კი მის თვალებში ვერაფერს ვერ ვკითხულობ.


- რა გჭირთ? - კითხულობს ნინა და დეივს მხრებზე ადებს ხელს.


- არაფერი - დილანი რამდენიმეჯერ ახამხამებს თვალებს , ილოკავს ტუჩებს და აგდებს პატარა მზერას ჩემსკენ ამის შემდეგ კი უბრუნდება მის მეგობრებს. სასწრაფოდ ჩემს ოთახში უნდა ავიდე. უნდა ვიფიქრო. უნდა გავაანალიზო. უნდა გავიგო.


ვკეტავ კარებს და ვჯდები საწოლზე. თითებით ვეხები ტუჩებს და ვხუჭავ თვალებს. ისინი ჯერ კიდევ იწვინ და ვგრძნობ დილანის ტუჩების გემოს. ვიხსენებ ჩვენს კოცნას და ღრმად ვისუნთქავ. მე უბრალოდ არ შემიძლია ფიქრი. ჩემს თავში ჭკვიანური აზრები კვლავ არ მოდის. მისი კოცნა დარჩა ჩემს ტუჩებზე. მან მე მაკოცა! მე კი ვუპასუხე. შეჩერდი! საერთოდ როგორ მოხდა ეს? ჩვენ ვაკოცეთ ერთმანეთს. მე ვაკოცე საკუთარ ძმას. და ეს კოცნა ისეთი ნაზი იყო... მისი კოცნა , მე ჯერ კიდევ ვგრძნობ მას.


- აქ რატომ ზიხარ? - ნაცნობ ხმას ფიქრებიდან გამოვყავარ, მაგრამ მე კვლავ ვგავარ ზომბს. ვაბრუნებ თავს დეივის მხარეს, რომელიც ჩემი ოთახის შემოსასვლელთან დგას.


- აქ რატომ ზიხარ? წამოდი, ქვევით წვეულება მალე დაიწყება - იმეორებს ის.


- ჯობს ოთახში დავჯდები.


- ნუ ხარ მოსაწყენი - ბიჭი მოდის საწოლთან, ჩემს ხელს იღებს და გასასვლელისკენ მიმათრევს.


-დეივ, ცუდად ვგრძნობ თავს- ვცდილობ ბიჭის შეჩერებას მაგრამ არაფერი არ გამომდის.


ჩვენ ჩამოვდივართ კიბიდან, და ვცდილობ თვალები არ ავწიო რომ მას არ შევეჯახო მზერით.


- დალევ? - მეკითხება შელი და მასზე ვწევ მზერას. ის ეხუტება დილანს და თავს მის მხარზე დებს.


- არა მადლობა - ვუყურებ დილანს, რომელიც ასევე მიყურებს მე და თითქოს რაღაცას უცდის ჩემსგან. - იცით - ვიწყებ მე - წვეულება კარგია მაგრამ მე ლილის შევპირდი რომ მივიდოდი, ამიტომ უნდა წავიდე.


- კარგი რაა - მაჩერებს ნინა - ეს ხომ წვეულებაა.


- შეგიძლია ლილისაც დაუძახო - ერევა საუბარში შელი.


-არა იცით ჩვენ გეგმები გვქონდა ამ საღამოსთვის, ასე რომ ბოდიშით. ჰო გილოცავ დაბადების დღეს - ვუყურებ შელის , და ვამჩნევ რომ დილანი ლუდის ყუთთანაა მისული.


- მადლობა , მაგრამ რო რამედა მოდით. - მიღიმის ის.


-აუცილებლად - ვუღიმი საპასუხოდ. რის შემდეგაც ვიცვამ ქურთუკს , კედებს და გამოვდივარ ოთახიდან. მართალია მაღალ ქუსლიანებს ვატარებ სულ, მაგრამ ახლა ფეხები ისე მიკანკალებს ვფიქრობ კედებითაც გამიჭირდება სიარული.


უცებ მივდივარ ლილის სახლთან , მადლობა ღმერთს ახლოს ცხოვრობს. ვაკაკუნებ კარებზე და მას სადღაც ორმოცი წლის კაცი მიღებს. არაა რთული რომ მიხვდე ვინ არის ის ლილისთვის.


- გამარჯობათ , მისტერ კოლინზ. თქვენ მე არ მიცნობთ , მე ლიდია ვარ, ლილი სახლშია?


- საღამო მშვიდობისა. კი სახლშია, ლილი! - ეძახის კაცი და წამის შემდეგ კიბეზე ლილი ჩნდება. ის ჩერდდება კიბეებზე და როგორც ჩანს სულ არ უკვირს ჩემი ნახვა. რაზე ვლაპარაკობ, ეს ხომ ლილია, მას საერთოდ რამე უკვირს?


- ა, დამავიწყდა თქმა -იწყებს ლილი - ლიდია დღეს ჩემთან რჩება - მას პირ ღია ვუყურებ რაზეც ლილი იღიმის.


- მიხარია - აცხადებს კაცი - შემოდი - მეუბნება მე.


- მადლობა - შევდივარ და ლილისკენ მივდივარ.


- ჩემს ოთახში ვიქნებით - ამბობს ლილი და მისი ოთახისკენ მივყავარ. ჯდება საწოლზე და მეც მის საქციელს ვიმეორებ.


-რა მოხდა? - მეკითხება ის.


-არაფერი - ვუქნევ თავს.


-და სწორედ ამიტომ მოხვედი ამ დროს? თქვი აწი !


- გახსოვს, რომ მითხარი რომ შენთან რჩევაზე მოსვლა შემიძლია?


-აჰა - მიქნევს თავს გოგონა და ეს უცნაურია მაგრამ ვიცი რომ მისი ნდობა შემიძლია.


-მოკლედ...


- და თქვი აწი- ვერ ითმენს ლილი.


- დილანმა მაკოცა - ვამბობ უცებ და ვუყურებ ლილის, რომელსაც სახის გამომეტყველება არც კი შეეცვალა.


- და? - მეკითხება ის


- რა "და"?


- ნუ გაკოცა ესეიგი არის ორი ვარიანტი. ან დაარტყი იმიტომ რომ ის არ მოგწონს, ან უპასუხე რადგან შენთვის სულ ერთი არაა.


ვუყურებ გოგოს და არვიცი რა ვუთხრა.


- და რა გააკეთე შენ, ლიდია?


- ვუპასუხე...


- არც კი მეპარებოდა ეჭვი.


-რა? შენ არ ფიქრობ რომ ეს გულის ამრევია?


-ის რომ სიმპატიური , ახალგაზრდა ბიჭი მოგწონს, რომელთან ერთადაც ცხოვრობ? ნამდვილად არა.


-ის ხომ ჩემი ძმაა.


- შეწყვიტე! ასე ნებისმიერი შეიძლებოდა შენი ძმა გამხდარიყო, ჯოშიც , დეივიც , ალექსიც და ტომასიც. ის რომ თქვენმა მშობლებმა გადაწყვიტეს დაქორწინება, თქვენ არაფრით არ გეხებათ.


- და რა გავაკეთო აწი?


- ნუ დაუცადე მის მოქმედებას , პირველი ხომ მან გაკოცა.


-რატომ?


- ოი - ლილი ატრიალებს თვალებს - სერიოზულად? არ იცი?


-ვფიქრობ რომ მას არ მოვწონვარ.


- როდესაც საქმე მას ეხება , შენ საერთოდ არ ფიქრობ - აცხადებს გოგონა.


-რა?


- რაა? მე ხომ არ ვუყურებ მას ყოველთვის სკოლაში.


-როდის ვუყურებ ერთი მე მას?


- ყოველთვის - დამაჯერებლად ამბობს ის.


- ეს არასწორია ლილი!


-ნუ ხარ ასეთი პატიოსანი... შენ ხო მოგწონს ის.


- ეს არაფერს არ ცვლის... და მაინც ჯობს რომ ეს ყველაფერი დავივიწყო.


- მოიქეცი როგორც გინდა ისე , მაგრამ...


- არა , არ თქვა მეტი არაფერი, არ შემიძლია ამის გარჩევა ახლა.


- კარგი.



***


დეივი ურტყამს მეგობარს მხარზე , მაგრამ დილანს არანაირი რეაქცია არ აქვს და ისევ აგრძელებს ტელეფონის ეკრანის ყურებას.


- რა გჭირს გუშინდელი დღის მერე? - არ წყნარდება დეჰაანი.


-არაფერი - ამოისუნთქა დილანმა.


-რომ არა გიცნობდე ისე ამბობ... იქნებ დაურეკავ აწი?


- ვის? - დილანი რაღაც შეშინებული უყურებს მეგობარს.


- ვის გამოც უკვე მთელი ოცი წუთი აშტერდები მაგ ტელეფონს.


- არავის გამო არ ვაშტერდები. მისმინე დღეს კოლინზი არ გინახავს?


- და როდის მერე ინტერესდები მისით? - წევს წარბს დეივი.


-უბრალოდ მიპასუხე.


- არვიცი , რომც მენახა ვერ დავიმახსოვრეებდი- იჩეჩებს მხრებს დეივი - მოიცა კი ვნახე - რამდენიმე წამის შემდეგ ამბობს ბიჭი.


-სად?


- პირდაპირ შენს წინ - დილანი მიჰყვება მეგობრის მზერას და დილანის მზერა წითელ თმიან გოგოზე ჩერდება, რომელიც შემოდის კლასში და არც კი იყურება მის მხარეს.


- შენ რა ლილი მოგეწონა? - იცინის დეივი.


-შენ რამეს თავი მიარტყი? - პასუხობს დილანი.


-ნუ ლიდიას ხო არ უყურებდი და კოლინსზეც ხომ იმიტომ არ მეკითხებოდი რომ სინამდვილეში ლიდიაზე ღელავდი რომელიც სახლში არ მოსულა გუშინ.


- რას ლაპარაკობ ? - იძაბება დილანი


- გინდა რჩევა? - ჩურჩულებს დეივი - უბრალოდ აღიარე ეს.


***


შევდივარ სახლში და მივდივარ პირდაპირ მაცივართან, რადგან ძალიან მშია.


ვჩერდები სამზარეულოს შესასვლელთან რადგან მაგიდასთან დილანი ზის და რაღაცას წერს რვეულში , ვერ ვბედავ ნაბიჯის გადადგმას.


- რას დგახარ? - გადმოაქვს მზერა ჩემზე


- არ მინდოდა ხელი შემეშალა - ვამბობ და მაცივარს ვუახლოვდები.


- ზუსტდად , შენ ხომ " მის სინაზე" ხარ - ვერ ვხედავ მის სახეს მაგრამ დარწმუნებული ვარ იცინის.


- ზუსტად - ვჯდები მაგიდასთან. მომიწევს მასთან ერთად ჯდომა სანამ საჭმელი არ გაცხელდება. ვუყურებ მის ტუჩებს და ვიკავებ სუნთქვას, მახსენდება გუშინდელი კოცნა და უცებ ვიხედები სხვა მხარეს.


- მისმინე - მიყურებს - მე გუშინ ბევრი დავლია , ძალიან ბევრი დავლიე... ჩვენ ხომ შეგვიძლია დავივიწყოთ ის რაც მოხდა? - არვიცი რატომ მაგრამ ძალიან ვბრაზდები.


- რათქმაუნდა - ვდგები ფეხზე - რატომაც არა? შენ ხომ მთვრალი იყავი, შენზე ყველაფრის პატიება შეიძლება! რომ იცოდე დილან ტვინმა ყველანაირ შემთხვევაში უნდა იმუშაოს და ის რომ შენ აკოცე საკუთარ დას მთვრალ მდგომარეობაში არანაირად არ გამართლებს!


- მე ვიცი ასე რატომაც ბრაზდები - ისიც დგება ფეხზე - იმიტომ კი არ ბრაზდები რომ მე გაკოცე , ბრაზდები რადგან შენ მიპასუხე მე.


- ეს... - ჰაერს ვერ ვღებულობ , არვიცი რა ვუპასუხო - ეს რეფლექსი იყო.


- და ამ რეფლექსმა ჯოშთან რატომ არ იმუშავა?


- ამით რისი თქმა გინდა?


- არაფრის , უბრალოდ დავივიწყოთ - ბიჭი გადის სამზარეულოდან და მტოვებს მარტო ჩემს ფიქრებთან ერთად , რომლებიც მალე ჭკუიდან შემშლიან .



***


- კარგი - ამბობს ლილი და ტორტს ჭამს - მაგრამ ღამისთვის კომედიაც არაა ცუდი .


- ჩვენ ერთ ოთახში დავიძინებთ დღეს, ამიტომ საშინელებაც კარგი იქნება - ვაქნევ თავს.


- მხოლოდ დღეს , შემდეგ როცა სახლში წავალ რა გავაკეთო ? - წუწუნებს ლილი.


- უბრალოდ დაივიწყე და მორჩა.


- იცი ასეთ ფილმებს ვერ ვივიწყებ უცებ.


- რა მშიშარა ხარ - ვიცინი და ჩაის ვსვამ. მესმის კარებთან ხმა , ის მოვიდა. ცოტა უხერხულად ვარ ლილისთან, რადგან ვთხოვე ჩემთან დარჩენილიყო, დილანთან მარტო რომ არ ვყოფილიყავი. ამიტომ შევძლებ ცოტა დამშვიდებას რადგან მასთან მარტო არ ვიქნები. დილანი შემოვიდა და ჩვენსკენ შემოიხედა. მე და ლილი ვზივარ მდივანზე , ვჭამთ ტორტს და ვსვამთ ჩაის , წინ კი ლეპტოპი გვიდევს და ფილმს ვარჩევთ, ვფიქრობ ამ სურათისგან დილანს აღებინებს.


- აქ რა დაგავიწყდა? - ის უყურებს ლილის და კიდევ ვერ ვხვდები რატომ აღიზიანებს ეს გოგო მას ასე ძალიან.


- სიყვარულში უნდა გამოგიტყდე ო'ბრაიან - მაგრამ ლილიც არ ჩამორჩება.


- რა ჯანდაბაა? - მიყურებს , მე კი უდანაშაულოდ ვიჩეჩავ მხრებს


- ნუ რა მერე? - ძალიან მიჭირს მასთან საუბარი - ჩვენ ხომ ხელს არ გიშლით?


- არა რათქმაუნდა. იმედია არ იტირებთ ამ მელოდრამაზე.


- ვგავართ მელოდრამის მაყურებლებს? - ვწევ წარბებს.


-ვაუ , ცუდი გოგონები საშინელების ყურებას აპირებენ - იცინის ბიჭი.


- ჯობს მოდი და დაგვეხმარე რამე საშინელების მოძებნაში - ამბობს ლილი.


ის ისე იქცევა თითქოს არაფერი არ მომხდარა და მე მხოლოდ ერთ რამეს ვხვდები - ეს კოცნა მისთვის არაფერს არ ნიშნავდა. მან უკვე დაივიწყა კიდეც ეს, მე კი აქ ვწვალობ. მაგრამ უნდა დავდგე მყარად, არ უნდა ვანახო ჩემი სისუსტე.


- ნუ დაგვეხმარები ? - ვკითხულობ და ვუყურებ ბიჭს, შემდეგ კი პირს ვაღებ , ბიჭმა გაიხედა იმ წამსვე როდესაც მას შევხედე, თვალებით კონტაქტს ვერ გაუძლო?


- კარგი , დაგეხმარებით - ამბობს ბიჭი და ჩემს გვერდით ჯდება , ნუ რათქმაუნდა ლილის გვერდით ჯდომას ურჩევნია ჩემთან დაჯდეს. იღებს ლეპტოპს, იკვნეტს ქვედა ტუჩს , უყურებს ეკრანს და მისი თითები დარბიან კლავიატურაზე... მოიცა! კიდევ მას ვუყურებ? როდესაც ამას მივხვდი ლილისკენ გავიხედე. გოგონა მიყურებს და შეუმჩნევლად იცინის.


მას რა ეცინება? ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მას არ ესმის რა ხდება. როგორ გავაგებინო მას , ან როგორ გავაგებინო ეს ჩემს ტვინს... თუმცა არა , ტვინს ისედაც ყველაფერი ესმის..


- აი ეს კარგია- ბიჭი მაგიდაზე დებს ლეპტოპს და კომფორტულად ჯდება.


- შენ რა ჩვენთან ერთად უყურებ? - ეკითხება ლილი.


- ნუ , საქმე მაინც არ მაქვს, ამიტომ გაივსე შენი პირი ტორტით და მაყურებინე.


- გინდა? - ვაწოდებ ტორტიან ტეფშს , ის რამდენიმე წამი მიყურებს შემდეგ მზერას ჩემს ხელებზე აჩერებს.


- არა, მადლობა - ამბობს ჩუმად და ყურადღება ფილმზე გადააქვს.

ჯანდაბა! ის გრძნობა როცა ის მიყურებს უკვე ყველანაირ საზღვრებს ცდება. როგორ ჩევაჩერო ეს? რატომ მაკოცე მაშინ?


- ჯანდაბა!- ჩურჩულებს ლილი - დედა მირეკავს, მალე დავბრუნდები - დგება ფეხზე და ოთახიდან გადის, მე კი პანიკაში ვვარდები, როდესაც ვაცნობიერებ რომ მარტო დავრჩით. მაგრამ აქ ისეთი არაფერი არაა ხო? ყურადღებით ვუყურებ ლეპტოპის ეკრანს, ვცდილობ მთლიანად ჩავერთო ფილმის ატმოსფეეროში. ეკრანზე უეცრად ჩნდება პატარა გოგონა, სისხლიანი სახით , მე კი შიშისგან წამოვხტი , ვხუჭავ თვალებს, ინსტიქტურად თავის დაცვას ვცდილობ.


- მორჩა? - ჩემი ხმა ჩუმად ისმის, რადგან დილანის კისერში "ვიმალები" . ისე თბილად ვარ, მინდება გავიღიმო მაგრამ დროზე ვაჩერებ ჩემ თავს.


- მორჩა, მორჩა - წყნარად ამბობს დილანი, ვწევ თავს და შემთხვევით ჩემი ცხვირი მის ცხვირს ეხება.


- საშიში მომენტი? - შემოდის ლილი.


- აჰა - ვამბობ .


- ასეც ვფიქრობდი - ამბობს ლილი და წარბებს ათამაშებს.


***


ჩამოვდივარ კიბეებზე და ვხედავ დილანს, რომელიც ინტერესით უყურებს მის ტელეფონს. რაღაც უნდა ვუთხრა მაგრამ მეშინია. რამდენიმეჯერ პირს ვაღებ , შემდეგ ისევ ვხურავ მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე ხმა ამომეღო:


-დილან- ვამბობ ჩუმად თან მაგიდასთან მივდივარ და მის პირდაპირ ვჯდები, სადილი მასთან ეს რაღაც წამებაა.


- რა? - მიყურებს რის შემდეგადაც ტელეფონს მაგიდაზე დებს.


- ვიცი არ ხარ ვალდებული - ვამბობ არა დარწმუნებულად, ჯანდაბა ადრე ასე არასდროს არ ვყოფილვარ. ვერ გიტან ო'ბრაიან. - მაგრამ დღეს დედას საავადმყოფოდან გამოწერენ - ვაგრძელებ, და ისიც ყურადღებით მისმენს. უბრალოდ არ მიყურო ჯანდაბა შენი მზერისგან ისე მინდა დამალვა ახლავე ავდგებოდი და გავიქცეოდი სადმე - მას არუნდა რომ ტაქსით წამოვიდეს, შენ არ შეგიძ...


- რათქმაუნდა. მივაკითხოთ სკოლის შემდეგ - ადვილად თანხმდება ბიჭი.


-მივაკითხოთ?


-შენ რა არ წამოხვალ, დედაშენთან საავადმყოფოში რათა დაეხმარო მას? - წევს წარბს ბიჭი.


- წამოვალ, რათქმაუნდა - უფრო ცოცხლად ვეუბენბი , წამოვალ რათქმაუნდა , უბრალოდ არ მეგონა რომ ის მის ჯიპში ჩაჯდომას შემომთავაზებდა აწი. მოიცა მასთან ერთად მარტო ვიქნები , ეს მინდა თუ არა არ ვიცი. თუმცა ვიცი რათქმაუნდა მინდა, მაგრამ ეს არასწორია და ეს ყველა საზღვრებს გადადის.


- კარგი ჩაიცვი და წავედით - დგება ფეხზე ბიჭი.


- გინდა სკოლამდე მიმიყვანო? - ვეკითხები გაკვირვებული.


- გინდა ფეხით წახვიდე? - იცინის ის.


- არა- ვაქნევ თავს - შენი შემოთავაზება უფრო მაწყობს.


- მაშინ მალე ჩაიცვი, ვერ ვიტან ლოდინს - მე კი ვერ ვიტან რომ ისე იქცევი თითქოს არაფერი არ მომხდარა... თუ ასე სწორია?


***


ვჯდები ჯიპში და თმებს უკან ვიწევ, დილანი საჭესთან ჯდება და ამუშავებს მანქანას.


- საავადმყოფოში სანამ მივალთ მანამდე მაღაზიაში უნდა შევიაროთ , მამაჩემმა რაღაცეები დამაბარა - ოჰო პირველად მან წამოიწყო საუბარი, ეს პროგრესია.


- არაა პრობლემა - ვამბობ და ყურადღებით ვუყურებ გზას.


- მისმინე - იწყებს ის - მე ალბათ ყველაფერი არასწორად აგიხსენი მაშინ...


- რაზე ლაპარაკობ?


- კოცნაზე - არა უკეთესი იყო როცა ისე იქცეოდი თითქოს არაფერი არ მომხდარა. ამის გარჩევა მასთან არ შემიძლია , არა არ შემიძლია.


- დაივიწყე აწი - ვამბობ მე , მოიცა ამას მე ვამბობ? დაივიწყე? მან შეიძლება დაივიწყოს მაგრამ მე ...


- ჰო რათქმაუნდა მაგრამ არ მინდა იფიქრო რომ დამპალი მანიაკი ვარ.


- ასე არც ვფიქრობდი - ვამბობ ჩუმად და თავს ვხრი. უბრალოდ მოკეტე დილან , არ მინდა ამაზე საუბარი.


-უბრალოდ ამან ისე გაგაბრაზა რომ მინდოდა კარგად ამეხსნა შენთვის. კონტროლს ვკარგავ როდესაც ვსვამ. არ იფიქრო რომ მე გულში ვოცნებობდი შენთან კოცნაზე, უბრალოდ ეს... როგორ თქვი შენ.. რეფლექსი იყო , და ეს აღარ განმეორდება.


- ვიმედოვნებ - ვამბობ ღიმილით რადგან ვერ მიხვდეს რა არასასიამოვნო კვალი დატოვეს მისმა სიტყვებმა ჩემს გულში.


***


ლილი ჯდება მერხზე და წიგნებს იღებს.


- ჰეი - ვეძახი


- მე არ ვსაუბრობ მათთან ვინ არ აღიარებს სიმართლეს - ამბობს გოგო.


- რა სიმართლეს ?


- ოი კარგი რაა ისე იქცევით თითქოს " არა , ჩვენ არ გვიზიდავს ერთმანეთი და ბლა ბლა ბლაა " არადა განახათ სხვისი თვალით ერთმანეთს როგორ უყურებთ - ლილის ეს სიტყვები მესიამოვნა მაგრამ არ შევიმჩნიე.


- არა , ლილი , ეს არასწორია.


ჩვენს მერხთან ალექსი მოვიდა ერიკა და ტომასთან ერთად და საუბარი დაიწყეს. მთელი კლასი გვიყურებდა და დამცინავად იცინოდნენ მაგრამ ჩვენ ეს არცერთს არ გვაინტერესებს. მესმის ვიღაც გოგოს საშინელი წუწუნის ხმა და თავს ვაბრუნებ შემოსასვლელისკენ.


- არა დილან , ეს ჩემი საყვარელი საყურე იყო ,თან ის შენ მაჩუქე - წუწუნებს შელი.


- არაუშავს , კიდევ გაჩუქებ - ამშვიდებს ბიჭი.


-მპირდები?


- რათქმაუნდა - შელი ბიჭს ეხუტება , შემდეგ კი მერხზე ჯდებიან.


-ჰეი გვისმენ? -მეკითხება ერიკა, პასუსხიგან კი მასწავლებელმა გადამარჩინა, რომელიც კლასში შემოვიდა და ყველა თავის მერხებთან წავიდა.


-მინდა გაგახსენოთ რომ რამდენიმე დღეში ტესტი გექნებათ. ასევე არ დაივიწყოთ ცეკვების საღამო, რომლის ორგანიზება ევალება დობრევს და კოლინზს-გამოაცხადა კაცმა.


- ვაუ ვაუ როდის მერე შეიძლება ლუზერებისა და ელიტის ერთად მუშაობა?-თქვა ვიღაც ქერა გოგომ.


- ნუ ოდესმე ხო უნდა ისწავლოს კოლინზმა , ნორმალურ ადამიანებთან ურთიერთობა - აყვა მას შავგრემანი ბიჭი. - ნინა , ამ გიჟთან ურთიერთობის შემდეგ თუ გააფრინე დაიძახე დასახმარებლად - აგრძელებს დენის გვერდით მჯდომი ბიჭი.


- ისინი ხომ ერთმანეთს მოკლავენ - მხარი დაუჭირა ბიჭს თვითონ დენიმაც.


- ლილიმ საერთოდ იცის ნორმალურ ადამიანებთან საუბარი? - გაიცინა, დეივის უკან მჯდომმა ბიჭმა.


-მორჩით!-ჩაერთო მასწავლებელიც


-მართალია, გეყოს ნინა ურთიერთობა ამ... მე სიტყვებიც არ მყოფნის...


- ძალიან ვწუხვარ რომ შენი სიტყვათა ლექსიკონი ასეთი ცოტაა- წამოვიძახე მე.


-ნახეთ მისმა ლეკვებმა საუბარიც იციან - ჩაერთო ქერა გოგოც.


- ყველაფერი თქვით? ახლა კი დაკეტეთ თქვენი პირები და მოკეტეთ რადგან ჩვენ თქვენი აზრი სულ არ გვაინტერესებს, კიდევ ერთხელ ჩემს მეგობრებს აწყენინებ და იცოდე ინანებ! -თქვა ლილიმ.


- და რას გააკეთებ? შენს ლეკვებს გამოუშვებ?


-ოჰ -ლილიმ სიცილი დაიწყო. - შენ მართლა გგონია რომ რადგან მე შეურაცხოფას მაყენებ ამით ელიტის კომპანიაში მოხვდები? ნინა - მიუბრუნდა ლილი გოგონას -ამ გოგოს სახელი იცი? - ნინამ უარყოფითად გააქნია თავი - აი ხედავ ? შენ სახელიც კი არ გაქვს და არც კი იოცნებო რომ "დედოფლები" შეგამჩნევენ.


-შენ კი მთავარი ლუზერის სახელი გაქვს , ეს უკეთესია?


-ჩვენ არ ვართ ლუზერები, ჩვენ ვართ ადამიანები რომლებსაც საკუთარი აზრი გააჩნიათ, და ელიტას კუდში აბნეული ცხვრებივით არ დავყვებით.


- უკეთესად გახდი?


- და შენ?


- მირჩევნია ელიტასკენ მივისწრაფო ვიდრე შენნაირი ვიყო-ამაყად ამბობს გოგო.


- რათქმაუნდა ამიტომაც დაჰყვები ნინას და შელის კუდში და არც კი შეადარო ჩემი მეგობრები შენნაირებს.


-იცი...- აპირებდა რაღაცის თქმას გოგონა მაგრამ შევაწყვეტინე.


-იქნებ მოკეტო ჰა? -ვეკითხები- შენი აზრი არავის არ უკითხავს. ლუზერები ვართ? კარგი რა თუ ღმერთი გწამს ყველას კიდია შენი აზრი თუ ამჩნევ. მიჰყევი ელიტას და ჩვენ არ შეგვეხო.


- ნახეთ ვინ ამიწია ხმა - გაკვირვებული იცინის ქერა.


-იქნებ დაწყნარდები? - ეს ხმა მაიძულებს გავოგნდე. დილანი ჩაერია ამ საუბარში?


- მე უბრალოდ...


-ჩემ დას ლეკვი უწოდე? - აწყვეტინებს დილანი- არვიცი ვინ ხარ მაგრამ შენ ენას მიხედე.


- ისეთი ცუდი არ ხარ როგორიც მეგონა - ეუბნება ღიმილით ლილი დილანს.


-ყველაფერი შენთვის , ძვირფასო - საპასუხოდ იღიმის დილანი და ჰაეროვან კოცნას უგზავნის.


ვაუ ამ სანახაობას არ მოველოდი. დილანმა მე დამიცვა? არ მჯერა, გამომაფხიზლეთ.


- დაანებე თავი ლილი. თუ ნინას არუნდა შენთან მუშაობა ეს მისი საქმეა- ერევა ალექსი საუბარში.


- არა- ამბობს ნინა - მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს.


-ოჰ ნინსმ შეიწყალა საბრალო ლილი? - არ წყნარდება შავგრემანი ბიჭი.


-შენ საერთოდ რა გინდა? -კითხულობს ტომასი.


- შეწყვიტეთ!!!- როგორც იქნა მობეზრდა მასწავლებელს - არ მაინტერესებს არაფერი თქვენ იმუშავებთ ერთად და მორჩა-აცხადებს კაცი და ზარიც ირეკება.


-იდიოტები - ჩაიჩურჩულა ლილიმ და მის კარადასთან მივედით.


- ასეთი ხშირად ხდება?- ვეკითხები.


- ასეთი კი. მაგრამ დილანი რომ ჩაერია აი ეს რაღაც ახალია. იცი შენ დილანის და ხარ, წვეულებებზე ჯოშთან ერთად დადიხარ და ამასთანავე ჩემთან მეგობრობ , ამათ ტვინს უტეხავ - გაიღიმა ლილიმ.


- თუ რათქმაუნდა აქვთ ტვინი - ვატრიალებ თვალებს და ვუყურებ მოზარდებს, რომლებიც კლასებიდან გამოდიან - არ გწყინს?


-ოჰ -იწყებს ლილი -მოდი მათ ენაზე აგიხსნი. წარმოიდგინე მიდიხარ გზაზე და ძაღლმა ყეფა დაგიწყო, ამ დროს შენ რას აკეთებ? მიდიხარ და შენ გზას აგრძელებ თუ ჩერდები და ჩხუბს უწყებ უშედეგოდ, რადგან ის მაინც არ მორჩება ყეფას , და შენ გწყინს რომ ის გიყეფს? ეს უბრალოდ მათი ცარიელი სიტყვებია. მათ გონიათ რომ მე არ ვპასუხობ, რადგან არაფერი მაქვს სათქმელი, მაგრამ საქმე იმაშია რომ მე იმ ძაღლთან არ გავჩერდები და არ დავუწყებ საუბარს რადგან ამაში აზრს ვერ ვხედავ- დაამთავრა და ამოისუნთქა გოგონამ - ნანობ რომ ჩვენთან მეგობრობ?


-ლილი, მე შენ მიყვარხარ - ვეხუტები გოგონას და მალევე ჩურჩულის ხმა მესმის.


- ნინა მან ის დაიცვა - მესმის ხმა როგორც ადრე მეგონა ცარიელი კლასიდან.


-შელი -წელავს დობრევი, კი კი ეს ზუსტად ნინას ხმაა -დაიცავს აბა რა , ის ხომ მისი დაა.


-ეს შენც გესმის?-ვეკითხები ჩუმად ლილის.


-რათქმაუნდა.


- და როდის მერე აქცევს ის ყურადღებას ამ ლუზერებს? მართალია მათ არ ვერჩი არაფერს მაგრამ ის ხომ ლილის ვერ იტანს.


- მას ლილი არც დაუცვია.


-ჰოდა სწორედ ეს მაწუხებს მეც.


- ის ეჭვიანობს-მიჩურჩულებს ლილი.


-აჰა-ვიღებ ლილის ხელს და ვეცლები იქაურობას, არ მინდა იმაზე ფიქრი რომ დილანის პირად ცხოვრებასაც ვუფუჭებ.



***
- სად წავიდა ყველა?- მეკითხება ალექსი.


-ნუ ტომასი და ერიკა ყოველთვის იგვიანებენ და ლილი , ეს ხომ ლილის - ვიცინი - ალექს , შეგიძლია მომიყვე ნინას შესახებ?


-რა?


-ნუ რაიცი მის შესახებ.


-რატომ მეკითხები ამას?- მეკითხება დაბნეული.


-კარგი, მომიყევი ლილის შესახებ.


-ლილი ჩემი საუკეთესო მეგობარია, მხიარული და ცანცარაა, ასევე გიჟია , კარგი გაგებით, ის ყველას ამხიარულებს -ღიმილით ამბობს ბიჭი.


-ახლა კი ნინაზე მოყევი.-ალექსი შეშდება და ვერაფერს ამბობს. -რა არაფერი გაქვს მასზე სათქმელი? შენ ამბობ რომ გიყვარს ის მაგრამ მას არც კი იცნობ, შენ გიყვარს ლამაზი სურათი, რომელსაც გარედან ხედავ. სინამდვილეში კი არ შეგიძლია მასზე არაფრის თქმა.


-ამით რისი თქმა გინდა?


-უკეთესია განახებ ,წამოდი - ფეხზე ვდგები და ბიჭიც იგივეს აკეთებს.


-სად მივდივართ?-კითხულობს და წარბებს წევს.


-მათ მაგიდასთან.


-ეი ჩვენ იქ არ შეგვიძლია მისვლა, შენ კი მაგრამ მე ნამდვილად არა , და იმის მიუხედავად რომ დილანმა დღეს დაგვიცვა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ვიმეგობრებთ.


-განახებ განსხვავებას მათ და ჩვენს შორის.


-დეივი და დილანი მოგვკლავს-წუწუნებს ბიჭი.


-დიდი არაფერი-ვამბობ და ვუახლოვდები "ელიტის" მაგიდას.


- მაინც არ მომწონს ეს აზრი.


- უბრალოდ არ შეიმჩნიო- ვწევ სკამს და ვჯდები , ალექსიც იგივეს აკეთებს.


გოგოები პირ ღია გვიყურებენ, ნინა ძალით იღიმის, შელი კი გაკვირვებული იყურება.


- როგორ არის საქმეები-ვკითხულობ ღიმილით.


-ნორმალურად-მპასუხობს ნინა , შელი კი ისე მიყურებს თითქოს რაღაც პასუხს ელოდეს ჩემსგან.


- რა...-მესმის ნაცნობი ხმა, ვბრუნდები უკან და ვხედავ დილანს, რომელიც მიყურებს და ხშირად ახამხამებს თვალებს , ასევე ვამჩნევ მის უკან მდგომ დეივს, რომელიც იღიმის. ვიხედები გვერდზე და ვხედავ რომ მთელი სკოლა ჩვენსკენ იყურება. ასეთი რამ ხშირად ნამდვილად არ ხდება აქ.


- ნუ -დილანი იღებს სკამს და ჩემსა და შელის შორის ჯდება , დეივი კი ნინას გვერდზე. - გემრიელად მიირთვით - აცხადებს დილანი და იღიმის. ყველა ჩვენსკენ იყურება , ეტყობათ შოკში არიან. მალე ლილი , ტომასი და ერიკაც ჩვენსკენ მოდიან და დილანი მომღიმარი სახით ხვდება მათაც. სიმართლე გითხრათ არ ველოდი ამას მაგრამ ერთმანეთს ძალიან შევეწყვეთ, მიხარია რომ დავუმეგობრდით ერთმანეთს. და გადავწყვიტეთ რომ ლილისა და ნინას დავეხმაროთ ცეკვების მოწყობაში და ყველამ ერთად მოვაწყოთ დარბაზი.


***


ჩამოვდივარ კიბიდან და მეღიმება:


- რა კარგი სუნი ასდის - ვჯდები მაგიდასთან და დედას ვუღიმი.


- მალე ყველაფერი მზად იქნება-მეუბნება ის-მანამდე მომიყევი როგორ ართმევდით თავს მარტო ? სიმართლე გითხრა მეგონა მეორე დღესვე გაიქცეოდი აქედან.


-რატომ?


-შენ და დილანი ერთ სახლში? მას შეუძლია მხოლოდ ერთი მზერით მოგკლას.


-მსგავსი არაფერი არ ყოფილა- ვაქნევ თავს-ის ღელავდა შერიფზე როგორც მე , ამიტომ ერთმანეთს ვეხმარებოდით.


-ანუ დამეგობრდით?


-აჰა


- რა გემრიელი სუნია - დილანი ჯდება ჩემს გვერდით. ძალიან ახლოს. ვგრძნობ რომ მისი მუხლი , ჩემას ეხება , ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო ამას, მაგრამ როდესაც ხელს მუხლზე დებს ისე როგორც მე და ჩვენი ხელები ერთმანეთს ეხება, არა მგონია დიდი ხანი გავძლო.


-ლიდია კარგად ხარ?- მეკითხება დედა.


-უბრალოდ ცეკვების გამო ნერვიულობს -პასუხობს დილანი ჩემს მაგივრად.


-ზუსტად - ვუმატებ.


-ცეკვები? საინტერესოა, უკვე მოიფიქრე ვისთან წახვალ? - დედა ჯდება ჩემს წინ.


-მარტო.


- ნუთუ არავინ არაა სკოლაში ვისაც მოსწონხარ?


-დედა, იქნებ ამაზე მაშინ ვისაუბროთ როცა მარტო ვიქნებით.


-ოი-ამბობს დედა და დილანს უყურებს.-ბოდიში.


-კარგი რა-ამბობს დილანი -ყველამ იცის რომ ჯოში მოგწონს - პირ ღია ვუყურებ პირ ღია ვუყურებ ბიჭს და ვაპირებ ვეკამათო, მაგრამ დედა მასწრებს:


-ჯოში?-კითხულობს დედა -ვინ არის ჯოში?


- ჯერ ერთი და მე ის არ მომწონს - ვამბობ და დილანს ვუყურებ.


ნუ მადლობა


-აჰა , შევამჩნიე-დამცინავად ამბობს ბიჭი.


-ნუ მეტყვით ვინაა ჯოში?


-არავინ - ვპასუხობ მოკლედ, რადგან ამ საუბრის გაგრძელების სურვილი არ მაქვს.


-იცი, როდესაც ისეთი ბიჭი როგორიც ჯოშია შენს მიმართ ინტერესს იჩენს არ ღირს ამ შანსის გაშვება - არ წყნარდება ბიჭი.


- და იქნებ მე არ მჭირდება ისეთი ბიჭი როგორიც ჯოშია?


- აბა როგორი გჭირდება?


- ეს შენი საქმე არაა.


- მე მეგონა დამეგობრდით - სიცილით ამბობს დედა და ბრუნდება გაზისკენ


- ასეცაა, უბრალოდ ვფიქრობ რომ ჩემს პირად ცხოვრებას მე თვითონ მივხედავ.


-შენ ის არ გაქვს- იცინის ბიჭი.


- მაგიერში მშვენიერია რომ შენ ყველაფერი აწყობილი გაქვს.-მინდა ავდგე მაგრამ , ბიჭი ხელს მაგრად მიჭერს, დედა კიდევ შებრუნებულია და ვერაფერს ვერ ამჩნევს. მე არც ვჩქარობ ხელის განთავისუფლებას, უბრალოდ ვუცდი სანამ თვითონ გამიშვებს. ბიჭი ისევ მაგრად მიჭერს ხელს.


-გამიშვი- თითქმის ყურთან ვუჩურჩულებ.


-ჯერ დაწყნარდი


- წყნარად ვარ , დილან. გამიშვი.


-კარგი , ლიდია - ამბობს ჩემს სახელს და ხელს მიშვებს.


- აი ყველაფერი მზადაა-ბრუნდება დედა და საჭმელს მაგიდაზე დებს.


- მადლობა, გავძეხი ახლა კი სკოლაში უნდა წავიდე.


-ხო მაგრამ არაფერი არ გიჭამია - არ მანებებს დედა თავს.


- დედა არ მშია-ვამბობ და ვხედავ რომ ორივე გაურკვევლად მიყურებს, ვდგები მაგიდიდან და სახლიდან გავდივარ.


***


- მე ცოცხი ვიშოვე-აცხდებს შელი.


-გიხდება -იცინის დილანი.


-მე პოსტერი ვიპოვე-ამბობს ტომასი.


-მშვენიერია-ართმევს პოსტერს ტომასს, ნინა და ხმამაღლა აცხადებს - ესაა დასაკიდი ზევით , ვინ დაკიდებს?


-მე-ვწევ ხელს-მე არ მეშინია სიმაღლის.


-კარგია-მაწვდის პოსტერს და პატარა რკინის კიბეზე ავდივარ.


- ასე კარგია?-ვკითხულობ.


-ცოტა მარცხნივ- ბრძანებლობს ლილი.


-ასე?


-აჰა-მიღიმის ნინა.


ჩამოსასვლელად ვემზადები , უკვე ორი საფეხური დამრჩა მაგრამ არვიცი რა მემართება და ფეხი მიცდება, რომ არა ვიღაცის ძლიერი ხელები უკვე მიწაზე ვიქნებოდი.


- უბრალოდ რიჟა გაუგებრობა ხარ -ამბობს ბიჭი , ზევით ვიხედები და ვხედავ დილანს, რომელიც ფაქტია დამცინის.


-მადლობა


- და ბურთები?-ამბობს შელი.


- კარგი იქნება - მხარს უჭერს ალექსი. - დავიწყოთ?


-დავიწყოთ- ენთუზიაზმით ამბობს ლილი.


***


სასადილოში ყველაზე ბოლოს შევდივარ და ვჯდები მეგობრებთან.


- კაბებზე როდის წავიდეთ?- კითხულობს ნინა.


-ხვალ-პასუხობს შელი -თქვენ ჩვენთან ერთად წამოხვალთ?


- აა მე და ლილის გეგმები გვაქვს თან დღეს ვაპირებთ წასვლას.-ვპასუხობ


-ალექს- სერიოზულად იწყებს დეივი -შეარჩიე შენთვის კაბა?


- წადი რაა-სიცილით პასუხობს ბიჭი


-რა? მე და დილანმა უკვე ვიყიდეთ, არა დილ?


-აჰა-ეთანხმება ბიჭი მეგობარს და იცინის.


-სიმღერებზე რა ვქნათ- ვეკითხები დეივს.


- ყველაფერი კარგადაა. ნუ შენ რომ არ დაგეჩემებინა "Nickelback " ...


-ეს ჩემი საყვარელი ჯგუფია!


- ხო მაგრამ არამგონია რომ ცეკვებს მოუხდეს.


- ამ ცეკვებისთვის იმდენი გავაკეთე და შეიძლება პრიზი მივიღო?


-კარგი , მაგრამ სამი სიმღერა მხოლოდ.


-მიყვარხარ- ვუღიმი დეივს.


- ვაუუ!! რამდენი ხანი მეძინა? - მესმის ნაცნობი და გულის ამრევი ხმა. ლილის და დილანის კომპანიები ერთად ? დილანმა ჩაახველა და გაიცინა, მის სიტყვებს ყურადღებასაც არ აქცევს.


-ისინი უბრალოდ ცეკვების საღამოს აწყობენე ერთად - აუხსნა დენიმ.


-მგონი შენ სადღაც მიდიოდი-სწორად წარმოთქვა დილანმა.


- სანამ არ ვიყავი აქ გადატრიალება მომხდარა-ჩაიცინა ჯოშმა და ჯანდაბაში წავიდა.



***



ჩემს კარადასთან ვდგავარ და რაღაცას ვეძებ.


-ჰეი - მესმის ხმა და ჩემს წინ ჯოშს ვხედავ, უცებ ვბრუნდები მაგრამ ბიჭი მაჩერებს.


-უბრალოდ მომისმინე.


-რა გინდა? - ვიცინი - შენთან არ მსურს საუბარი.


-მაპატიე, მაპატიე, მაპატიე თუ გინდა დავიჩოქები და ისე გთხოვ.


-არ ღირს-ვაქანავებ თავს.


-უბრალოდ შანსი მომეცი, ვიცი ცუდად მოვიქეცი, მაგრამ მთვრალი ვიყავი და ვერ ვაკონტროლებდი ჩემს თავს, ძალიან მომწონხარ, მართლა ამიტომ არ მინდა დაგკარგო.


-კარგი


-ანუ მაპატიებ? თუ ასეა მინდა ცეკვებზე დაგპატიჟო.


-გპატიობ მაგრამ არა მგონია ცეკვებზე კარგი იდეა იყოს.


-გთხოვ მომეცი შანსი.


-ვიფიქრებ - ვეუბნები და ვაგრძელებ გზას.


-მადლობა.

****


შევდივარ სახლში და მესმის ხმა სამზარეულოდან, შევდივარ და ვხედავ მას. დილანი სვამს. ის სვამს ვისკის პირდაპირ ბოთლიდან. ცუდის ნიშანია.


-შელისთან იჩხუბე? -ვეკითხები და ახლოს მივდივარ.


- უბრალოდ მინდა და ვსვამ, რა შენი საქმეა.


-მარტო სმა - ალკოჰოლიზმია.


-შენ არ გეხება. - ბიჭი გაღიზიანებულია.


-რა მოხდა?


-არ გკიდია?


-თუ ვკითხულობ ესეიგი არ . - ვატრიალებ თვალებს.


-შენ ნამდვილად არ უნდა იყო ჩემს ცხოვრებაში.


-როგორც ჩანს შენ გეყოფა- ვიღებ ბოთლს და ბიჭი მზერას წევს ჩემზე.


-დადე ადგილზე!-მეუბნება ბრძანებით.


-მთვრალი ხარ!


- შენი რიჟა რჩევები არ მჭირდება.


- აბა - ვამბობ და ავრბივარ კიბეზე. რას ვაკეთებ? ის ხომ მომკლავს. შევრბივარ ოთახში და ბოთლს კარადაში ვდებ მის კარებს კი ვკეტავ.


-დამიბრუნე ეს ჯანდაბა ბოთლი-შემოდის ჩემს ოთახში და მიყვირის.


-რატომ?


- არ გამაბრაზო-ამბობს და ტუმბოში იქექება.


-სხვათაშორის არ შეიძლება ჩემს ნივთებში ქექვა!


-არც ჩემი ბოთლის მოპარვა-ბიჭს გამოაქვს ჩემი ნახატების საქაღალდე და საწოლზე აგდებს. ო ღმერთო ეს ნახატი სულ დამავიწყდა. დილანი უყურებს საკუთარ პორტრეტს და არაფერს არ ამბობს. ასეც ვიცოდი რომ არ უნდა დამეხატა. რაზე ფიქრობს ნეტა? ის ისევ ჩუმადაა და ამის გამო ვერ ვიტან. ნელა მივდივარ კარადასთან და გამომაქვს ბოთლი. ვაჩეჩებ მას ბიჭს , რომელიც კვლავ ნახატს უყურებს.


-წაიღე შენი ბოთლი და გაეთრიე ჩემი ოთახიდან - ბრაზინად ვამბობ . ბიჭი მართმევს ბოთლს და უსიტყვოდ გადის ოთახიდან.



***


დედა რაღაცას მიყვება, მაგრამ რათქმაუნდა მას არ ვუსმენ.


-მე მამასთან მივდივარ და წამოხვალთ - ზურგს უკან კითხულობს დილანი.


-არა- ღიმილით პასუხობს დედა - მე და ლიდია კაბის საყიდლად მივდივართ. უი ჰო მაინც მარტო აპირებ წასვლას?-მიბრუნდება მე დედა


-არა- ვიკვნეტ ტუჩს და ვპასუხობ -ჩემს მეგობართან, ჯოშთან ერთად მივდივარ .


-ჯოშთან ?- ცოცხლდება დილანი. არა არა გუშინდელის შემდეგ მას არ დაველაპარაკები. - სერიოზულად?


-დიახ - ამაყად ვწევ თავს , ვდგები მაგიდიდან და ზევით ავდივარ, ჩემს უკან მძიმე ნაბიჯების ხმა მესმის. ის რა მომყვება? კარგი ლიდია დაწყნარდი, ყველაფერი რიგზეა. შევდივარ ჩემს ოთახში და მალევე დილანიც შემოდის.


- ჭკუიდან შეიშალე?


-რა?


-ჯოში? ერთხელ რაც მოხდა არ გეყო?


- ყველაფერი არასწორად გაიგე... და საერთოდ ვაკეთებ იმას რაც მინდა!


-თქვენს შორის რაღაც იყო არა?


-შენ რა ავადმყოფი ხარ? თავი დამანებე საერთოდ.


- ანუ შენ უბრალიდ მზად ხარ მას აპატიო ასეთი რაღაც?


- ეს შენ არ გეხება!


-რის მიღწევას ცდილობ?-ყვირის ის, მეშინია მაგრამ ამავდროულად მინდა რომ გაბრაზდეს, მინდა რომ იეჭვიანოს, მინდა რომ ჩემს მიმართ გრძნობები გამოავლინოს - რა გინდა?-ისევ ყვირის ის.


- მინდა რომ ისევ მაკოცო!- მყარად ვამბობ და პირდაპირ თვალებში ვუყურებ. უბრალოდ ვეუბნები იმას რაც მინდა და ვიცი რომ ვინანებ მაგრამ ახლა თავს ვერ ვაკონტროლებ.


- რა? - კითხულობს დილანი და მზერას ჩემს ტუჩებზე აჩერებს.


- მაკოცე


-გაიმეორე- ის ამბობს ამას იმიტომ კი არა რომ ვერ გაიგო არამედ იმიტომ რომ უბრალოდ უნდა რომ ეს კიდევ ერთხელ ვთქვა.


- მინდა რომ მაკოცო და...


ბიჭი ახლოს მოდის და მისკენ ახლოს მივყავარ.


- როგორ მაღიზიანებ- მეუბნება და მისი ტუჩებით, ჩემსას ეხება. ჩემთვის რთულია საკუთარი გრძნობების გარჩევა. ამ წამს თითქოს სამოთხეში ვარ. დილანი მაგრად მხვევს ხელებს წელზე. მე კი ხელებში მისი კისერი მოვიქციე. ისე ნაზად მკოცნის რომ ახლავე მზად ვარ გული წამივიდეს.


მე ის მხოლოდ არ მომწონს...


როგორ გამოვიდე ამ სიტუაციიდან?


ჩემთვის რთულია სუნთქვა, ფიზიკურად არ შემიძლია ჩავისუნთქო. სასწრაფოდ მჭირდება ჰაერი , სუფთა ჰაერი. ვუყურებ დილანს თვალებში და არც კი ვცდილობ მზერა სხვაგან გადავიტანო. უცნაურია ადრე არ შემიმჩნევია რა ლამაზი ფერის თვალები აქვს. ეს უბრალოდ შოკოლადის ფერია, რომელიც ძალიან მიყვარს. ბიჭიც არაფერს არ ამბობს , უბრალოდ ისევ მაგრად მიჭერს წელზე მის ხელებს. რისგანაც სუნთქვა კიდევ უფრო რთული ხდება.


- ლიდია - მესმის პირველი სართულიდან დედის ხმა.


- გამიშვი - ვუჩურჩულებ ბიჭს - უნდა წავიდე - უფრო დაჯერებულად ვეუბნები და ბიჭს ხელებს მკერდზე ვადებ, მაგრამ ის არ რეაგირებს. დილანი მიყურებს და როგორც ჩანს ის გაბრაზებულია. - დილან- ვამბობ ცოტა ხმამაღლა - გამიშვი - ვცდილობ თავი გავითავისუფლო მისი ხელებისგან, მაგრამ არაფერი გამომდის, ან არც ისე კარგად ვცდილობ გათავისუფლებას, რადგან სულაც არ მინდა ჩახუტება შევწყვიტოთ?


- დაკმაყოფილდი? - როგორც იქნა წარმოთქვამს ბიჭი. არა, არა მე არ ვარ კმაყოფილი ამით , არ მომწონს ის რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება! რატომ გავაკეთე ეს?


- გამიშვი - ვამბობ და მის ხელებს ძალით ვიშორებ , ოთახიდან გავდივარ და კიბეზე ჩავდივარ.


- სად დაიკარგე?-იღიმის დედა ჩემი დანახვისას.


- მივდივართ თუ არა? - გამომდის ოდნავ უხეშად.


- კი რათქმაუნდა- დაბნეული მპასუხობს ის - იქნებ შელი წამოვიდეს ჩვენთან ერთად , კარგი იქნებოდა გაგვეცნო კარგად - სამწუხაროდ ვხვდები რომ დედა ამას მე არ მეუბნება.


- ჩვენ დღეს გეგმები გვაქვს - პასუხობს დილანი, რომელიც თურმე ჩემს უკან იდგა.


- ცუდია მას კარგი გემოვნება აქვს - იღიმის დედა. ნუ მორჩა.


-დედა- ვაწვდი ხმას - ჩვენი წასვლის დროა და დამიჯერე მეც კარგი გემოვნება მაქვს.


- ნუ ჰო - დედა დგება ფეხზე - არ მოიწყინო - ეუბნება ის დილანს.


- შევეცდები. - არ მაქვს ძალა მას ვუყურო , უბრალოდ გავდივარ სახლიდან და კარებს ვხურავ.



***


- მე მოვედი! - გამოაცხადა ხმამაღლა დეივმა როგორც კი დილანმა კარი გაუღო.


- და რა ? - დილანი წევს წარბებს


-ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ მოვიდოდი - ახსენებს დეჰაანი.


- მახსოვს , შემოდი - დილანი ბრუნდება და დივნისკენ მიდის.


-მარტო ხარ ? - ეკითხება დეივი და სახლს ათვალიერებს.


- მადლობა ღმერთს - ამოისუნთქა ბიჭმა.


- შენ რა დეპრესიაში ხარ? - გაიცინა დეივმა და მეგობარს გვერდით მიუჯდა .


- ზუსტად - აქნევს თავს დილანი.


-რაშია საქმე? - ინტერესდება ცისფერთვალება.


- არაფერი, დაივიწყე.


- ეი , მე შენთან საიდუმლოები არ მაქვს, აი შენ კი ვამჩნევ რომ რამოდენიმე გაიჩინე . მიდი მოყევი


-ნუ არაფერი ისეთი - თავისას აწვება დილანი.


- თქვი აწი - ვერ ითმენს დეივი.


-მოკლედ... მე ვაკოცე მას- ისუნთქავს ბიჭი


- მე რათქმაუნდა ძალიან ბედნიერი ვარ , რომ ასე ძალიან აფასებ ჩემს ექსტრასენსულ შესაძლებლობებს მაგრამ საქმე იმაშია რომ მე ისინი საერთოდ არ მაქვს. ამიტომ შეგიძლია დააკონკრეტო?


- იმ რიჟა გაუგებრობას , ვერ უნდა მიხვდე? - დილანი ფეხზე დგება და ოთახში იქით აქეთ სიარულს იწყებს.


- შენ ლიდიას აკოცე? - მოკლე პაუზის შემდეგ აზუსტებს დეივი.


- ვაუ რა ჭკვიანი ხარ - სარკაზმით წარმოთქვამს დილანი.


-რატომ აკოცე?


- პირველად მთვრალი ვიყავი...


- მოიცა, მოიცა, მოიცა - იქნევს ხელებს დეჰაანი - ეს მხოლოდ ერთხელ არ ყოფილა?


- შენ უბრალოდ არ გესმის...


- მე უკვე დიდიხანია ყველაფერი კარგად მესმის. - იღიმის ბიჭი.


- რა?


-ნუ , ის შენ მოგწონს , თან ძალიან და ვერ ვხედავ მიზეზს ამის უარყოფაში.


- მე ის არ მომწონს - ჩქარობს თავის გამართლებას დილანი.


- ჰო რათქმაუნდა, რის გაკეთებას ფიქრობ?


-არაფრის... არ ვიცი...


- თან მანაც დაგადგა თვალი - დარწმუნებულად ამბობს დეივი. ო'ბრაიანი თავს ხრის და იატაკს უყურებს. - მე რაღაც არ ვიცი? - ინტერესდება დეჰაანი.


- უბრალოდ... თუ მართლაც ასეა? თუ მართლა გრძნობს რაღაცას ჩემს მიმართ?


-დილან...


-მან მე დამხატა.


- რა?


- ნახატი, მან მე დამხატა , გუშინ ვნახე.


- სასწრაფოდ რამე უნდა მოიმოქმედო.


- ვიცი- სმბობს ბიჭი და თვალებს იწმენდს.


- ის ისევ მის ოთახშია?


- ვინ?


- ნახატი.


- არვიცი, ალბათ რად გინდა?


- ნახვა მინდა !


***
- ამაზე რას ფიქრობ? - მეკითხება დედა და იისფერ კაბას მანახებს , მართალია არ მინდა ამ დღეს უხასიათოდ ვიყო მაგრამ უბრალოდ არ გამომდის გამხიარულება.


- აჰა კარგია- ვუქნევ დედას თავს, მალე ერიკა გამოდის განოსაცველიდან.


- აბა რას ფიქრობთ - კითხულობს ქერა, რომელსაც გრძელი შავი კაბა აცვია.


- ძალიან გიხდება - ვეუბნები რამდენიმე წამის შემდეგ.


- წინა სამ კაბაზეც ასე მითხარი - იცინის გოგო. სამი კაბა? ჰმ არ მახსოვს არცერთი - კარგად ხო ხარ?


- კი ყველაფერი რიგზეა. - უბრალოდ ახლა არაფერზე ფიქრი არ შემიძლია, რატომ ვთხოვე ჩემზე ეკოცნა? მაგრამ მან რატომ მომისმინა? ეს ხომ არასწორია, ჩვენ ნათესავები ვართ , ჩვენ და ძმა ვართ.


- ეს ალექსია? -გოგონა ხელს იშვერს ხალხის ჯგუფისაკენ სადაც მაღალი ბიჭი ჩანს.


- ალექსს ! - ვეძახი მას და ბიჭიც მალევე ჩვენთან მოდის - აქ რას აკეთებ?


- ნუ ჩემმა ნათესავმა მომიყვანა , კაბის არჩევა უნდოდა და თქვა რომ კაცის თვალი აინტერესებდა, მე კი ვერ ვხვდები საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს სხვა რას იტყვის მთავარია თვითონ მოეწონოს... - ბიჭს საუბრის დამთავრებას არ აცდის გოგონა რომელიც გამოდის მეორე გამოსაცვლელიდან.


- როგორია? - ამბობს გოგონა და როდესაც ალექსს ხედავს თავს ქვევით ხრის, ბიჭი კი პირ ღია იყურება და შოკისგან ვერაფერს ვერ ამბობს.


-ლილი! ულამაზესი ხარ - ვეუბნები და ვიღიმი, ისეთი არაფერი უბრალოდ მოკლე შავი კაბა აცვია, მაგრამ არასდროს არ მინდახავს ეს გოგო კაბაში და ახლა კი ის კაბამ უფრო გაალამაზა.


- იცი შეიძლება სხვა ჩავიცვა უბრალოდ...


- არა ლილი- ხმას იღებს ალექსი - ეს უბრალოდ შეუდარებელია , შენ ხარ შეუდარებელი - ლილი თავს წევს და იღიმის , და ეს ბიჭი ამბობს ნინა მიყვარსო? ეჰ ანახა მისი თავი , და ის თუ როგორ უყურებს ლილის.


***


- იქნებ მომიყვე ? - მეკითხება ლილი, როგორც კი მაგიდასთან ვჯდებით. დედა და ერიკა სახლში წავიდნენ მე კი არც ისე ძალიან მინდა ახლა მანდ გაჩენა, ამიტომაც კაფეში წამოვედი და ლილიც სიამოვნებით გამომყვა. და რათქმაუნდა მას არ შეუძლია ზედმეტი კითხვების გარეშე.


-რას გულისხმობ?- ვცდილობ არ შევიმჩნიო ნერვიულობა მაგრამ კოლინზი წარბებს წევს და ვხვდები რომ არაფერი არ გამომდის.


- მთელი დღეა თითქოს ნემსებზე ზიხარ , რა მოხდა?


- მე... - ვისუნთქავ - არ ვიცი რა გავაკეთო აწი.


- ნუ და რა მოხდა? - ვერ ითმენს ის და ინტერესით მაშტერდება.


- დილანმა მაკოცა - ვეუბნები და თავს ვხრი.


- ვიცი , შენ ხომ უკვე მითხარი - არ ესმის გოგონას.


- არა , კიდევ ერთხელ - ვუხსნი მას.


- რა? სერიოზულად? - გაოცებული ამბობს ლილი.


- კი... მე ვთხოვე რომ ეკოცნა - ვუყურებ მას.


- ვუა , გაგიჟებულხარ - ამბობს გოგო და სკამის ზურგს ეყრდნობა.


- ვიცი , გასაგებია? იქნებ რამეს მირჩევ? - გაღიზიანებული ვეკითხები მას.


- უბრალოდ შენ თავში გაერკვიე, კარგი? არავინ არ დაგეხმარება , ვერ დაგეხმარება შენი თავის გარდა. ყველაფერზე კარგად დაფიქრდი. მაგრამ ეცადე დილანისგან შორს გაერკვე შენს თავში, კარგი?


- კარგი - ვუქნევ თავს და ვწევ მზერას. და როგორ ავღმოვჩნდე დილანისგან შორს?


***


მეშინია ოთახიდან გამოსვლა, რადგან შემიძლია ის ვნახო. გუშინ საღამოს არ მინახავს და არც დღეს შემხვედრია მაგრამ ახლა... არ შეიძლება მასთან ვილაპარაკო ცეკვების წინ, ამან შეიძლება ხასიათი გამიფუჭოს. ვუყურებ ჩემს თავს სარკეში , ვისწორებ თმებს ვუყურებ კაბას რომელიც მაცვია , შემდეგ კი ნელა გავდივარ ოთახიდან. ვუსმენ თუ ისმის მისი ოთახიდან რამე ხმა . და არა ის ოთახში არაა. ჩავდივარ კიბეებზე და ვხედავ დედას:


- მშვენივრად გამოიყურები - მაცნობებს ის.


- მადლობა - ვათვალიერებ სახლს მაგრამ მგონი ჩვენ ორის გარდა სახლში არავინ არაა. - და დილანი სადაა?


- ის უკვე წავიდა შელისთან ერთად.


- და რგორც ჩანს მეც მომაკითხეს - ვიხედები ფანჯარიდან და ვხედავ ჩემს მეწყვილეს -ჯოშს.


სხვა მხრიდან ყველაფერი იდეალურად ჩანს და უკეთესია დედამ არ იცოდეს სინამდვილეში რა ხდება.


- კარგი, მე წავალ- მივდივარ კარისკენ.


-გაერთეთ-მაძახებს დედა მე კი მხოლოდ თავს ვუქნევ.


***


ჯოში აღებს მანქანის კარებს,გამოვდივარ და ირგვლივ ვიყურები.


-არაჩვეულებრივად გამოიყურები-ამბობს ბიჭი.


-მადლობა შენც - მივიწევთ სკოლის შენობისკენ, მე კი მზერას ლურჯ ჯიპზე ვაჩერებ. ვფიქრობ ეს საღამო კარგად არ დამთავრდება.


შევდივართ შენობაში და უცებ ვხედვ ლილის, რომელიც ჩვენსკენ მოდის მის მეწყვილესთან ერთად რომელიც... ალექსია ?


-თქვენ რა ერთად მოხვედით? - პირდაპირ ვსვამ კითხვას და ლილი თავს ხრის.


- აჰა- მპასუხობს ალექსი - უბრალოდ არცერთს არ გვყავდა მეწყვილე და ერთად გადავწყვიტეთ წამოსვლა.


-მშვენივრად გამოიყურები -ეუბნება ჯოში ლილის.


- ოჰ, მადლობა - უღიმის საპასუხოდ გოგო.


-რატომ ვდგავართ?- ჩვენსკენ მოირბინა ნინამ - ეს ხომ ბალია, უნდა გავერთოთ, წამოდით ვიცეკვოთ?


-მე...-მინდოდა რამე მეთქვა მაგრამ ჩემი აზრები გაწყდა როდესაც დავინახე ის.


შელი იდგა საცეკვაო ადგილის შუაში და რათქმაუნდა ის იყო ამ ბალის დედოფალი -დიდი სიამოვნებით -ვამთავრებ წინადადებას.


- შესანიშნავია- ნინა შელისკენ მიდის და ჩვენც იგივეს ვაკეთებთ.


ლილი თვალს მიკრავს და ხალხისკენ მიდის.


კარგი ლიდია. ყველაფერი კარგადაა


დილანი დგას კედელთან და ყურადღებით აკვირდება მის შეყვარებულს.


ლილი მიდის შელისთან , ზუსტად მის წინ დგება და იწყებს ცეკვას. დილანი მზერას მე მაპყრობს, რადგან შელიზე ხედი ლილიმ დაუფარა, რას აკეთებს ეს გოგო?


ვიწყებ დაუჯერებლად მოძრაობას, აი დეივი მოდის ჩემთან და იწყებს სასაცილოდ ხელების ქნევას ნუ ალბათ გონია რომ ცეკვავს.


მეც მისნაირად ვიწყებ მოძრაობას და ეს უკვე ძალიან სასაცილო ხდება. ვიცინი და დეივს მასთან ახლოს მივყავარ და ხელებს წელზე მხვევს და ისევ ვაგრძელებთ "ცეკვას"


ბიჭი რაღაცას ყვირის და ხელებს ზევით წევს. მეც იგივეს ვაკეთებ. ვეხვევი კისერზე და ვაგრძელებ მოძრაობას.


- კარგად ცეკვავ -მაცნობებს ბიჭი.


-შენც- ისევ ვიცინი და ისე ვეუბნები, ვბრუნდები სხვა მხარეს და ვიკავებ სუნთქვას, რადგან ის ისევ მიყურებს . დილანი ამ დროის განმავლობაში მიყურებდა? ღმერთო. არ მინდა ვანახო მას ჩემი დაბნეულობა, ამიტომაც ვაგრძელებ ცეკვას. ვიღიმი, რადგან ვამჩნევ რომ ჯოში მოდის ჩემსკენ. ის მეხუტება და მწევს ისე რომ ცოტახნით ვცილდები მიწას, შემდეგ კი ისევ ვუბრუნდები. ჯოში ცდილობს გაიმეოროს ის მოძრაობები რასაც მე ვაკეთებ მაგრამ არცისე კარგად გამოსდის და ეს სასაცილოა მაგრამ მე ვმხიარულობ.


ვამჩნევ რომ შელი და ლილი ერთად ცეკვავენ. ლილის ცეკვაც ეხერხება? მე ბევრი არ ვიცი მის შესახებ.


- დავიღალე , გავიდეთ? -ვუჩურჩულებ ჯოშის ყურში.


- კი რათქმაუნდა- იღებს ჩემს ხელს და გავდივართ გარეთ. ვერ ვიტან ჩემს თავს, რადგან მაინც ვისროლე მოკლე მზერა ო'ბრაიანისკენ.


***


გავდივართ გარეთ და ჯოში ჩემს პირდაპირ დგება. ხელებს შარვლის ჯიბეში იწყობს:


-პირველ რიგში , მინდა კიდევ ბოდიში მოგიხადო-იწყებს ის- ნამდვილი კრეტინივით მოვიქეცი.


-ყველაფერი რიგზეა , მესმის.


-შენ... შენ მართლა მომწონხარ თან...


-თან მე საშუალება ვარ დილანის გასაბრაზებლად - ვიცინი.


-დილანი რა შუაშია? დამიჯერე დედამიწა ო'ბრაიანის ირგვლივ არ ბრუნავს.


- და შელი?


- რა შელი ? სიმართლე გითხრა შენ მეხმარები მის დავიწყებაში. როდესაც შენთან ვარ ის სულ არ მახსოვს.


- სიმართლე გითხრა ვერ ვხვდები ეს საუბარი რატომ წამოიწყე .


- ვიცი , ბოლომდე არ მაპატიებ იმას რაც გავაკეთე მაგრამ მაინც მინდა რომ მეცადა.


- გეცადა?


- როგორ ფიქრობ ჩვენ რამე გამოგვივა?


- ჯოშ - არც კი მქონდა დასრულებული და ბიჭი ახლოს მოიწია და მისი ტუჩებით ჩემსას შეეხო. არა არა , ეს ის არაა. ყველაფერი სხვანაირადაა. მე ეს არ მჭირდება. ეს კოცნა სხვაა , ის არაა რომელიც მე მჭირდება.


მესმის ხმა. იღება კარი. ჯოში პირველი წყვეტს კოცნას და აბრუნებს თავს გოგონას მხარეს რომელმაც ხელი შეგვიშალა.


შელი ხან მე მიყურებს , ხან ჯოშს , პირ ღია და ცხადია მან არიცის რა თქვას.


-მაპატიეთ - ბოლოს და ბოლოს ამბობს გოგო.


- არაფერია- ჯოში მე მიყურებს


- უბრალოდ დილანი თითქოს მიწამ ჩაყლაპა, ვერ ვპოულობ, ხომ არ გინახავთ?


- არა , არ გვინახავს.


- კარგი - გოგონა უკან იხევს - კიდევ ერთხელ, ბოდიშით.


-აჰა- ჯოში უქნევს თავს და გოგონა შედის შენობაში.


- შენ არ მაცადე თქმა- ვამბობ და ბიჭი სწრაფად ჩემსკენ იხედება.


- ზუსტად, ბოდიში.


-საყვარელი ბიჭი ხარ , ჯოშ , მაგრამ არსფერი არ გამოგვივა, და საქმე შენს საქციელშიც კი არაა, უბრალოდ... მე არ.მინდა ჯერ არანაირი ურთიერთობა.


-ოუ- ბიჭმა ჩაისუნთქა .


- Nickelback "Far Away" - მესმის ზურგს უკან დეივის ხმა - თვითონ ითხოვდი მათ სიმღერებს და ახლა აქ დგახარ? - წევს წარბებს ბიჭი. როდესაც ვიხედები ბიჭისკენ ვხედავ რომ მის გვერდით დილანი დგას , რომელიც ჩაფიქრებული უყურებს მიწას, მალევე წევს თავს და ჯოშს უახლოვდება.


- წინააღმდეგი ხომ არ იქნები მეწყვილე მოგპარო? - იღიმის დილანი.


- არა - უქნევს თავს ჰატჩერსონი.


- ვიცეკვოთ? - მეკითხება მე.


- კი- ნერვულად ვისუნთქავ, არ მაქვს ძალა მას უარი ვუთხრა.დილანი ხელს მჭიდებს და სკოლის შენობაში შევდივართ.


ის უეცრად მეხვევა წელზე და ვხვდები მე მასთან ძალიან ახლოს ვარ, მეც ხელებს მის მხრებზე ვაწყობ. ვმოძრაობთ მაგრამ არამგონია მუსიკის ტაქტში.


კიდევ უფრო ახლოს ვიწევი ბიჭისკენ და ვისუნთქავ მის არომატს.


აი ისიც. ის რაც მე მჭირდება.


- კანკალებ - მიჩურჩულებს ყურში, რის გამოც უფრო მაგრად ვიწყებ კანკალს.


- გარეთ სიცივეა- არ შეიძლება მასთან ერთად ვიყო რადგან ამ დროს უბრალოდ საერთოდ ვწყვეტ სუნთქვას.


არვიცი რაზე ვფიქრობ, მაგრამ თავს მის მხარზე ვდებ.


ის ისეთი თბილია. ჩემი გული მალე გადმოხტება მკერდიდან, ვცდილობ ღრმად ჩავისუნთქო, როდესაც ბიჭის ხელები იწყებს ზურგზე მოფერებას.


თავს ვწევ და ვუყურებ მას თვალებში.


რას აკეთებს?


- ბოდიში დღევანდელის გამო- ვუჩურჩულებ.


- ბოდიში ახლა მომხდარის გამო - ასევე ჩურჩულით ამბობს ბიჭი.


***


ვკეტავ ჩემი ოთახის კარებს და ვშეშდები დერეფანში.


დილანი დგას მის კარებთან, და მიყურებს.


- იქნებ ვისაუბროთ?- კითხულობს ბიჭი


- რაზე?


- ფიქრობ არაფერზე?


- კარგი , თქვი.


-მე? - ის წევს წარბებს - თუ არ ვცდები, ეს შენ მთხოვე რომ შენთვის მეკოცნა .


- ხო მაგრამ ეს შენ მაკოცე მე .


- ხო მაგრამ შენ ეს გინდოდა!


- და შენ? რომ არ გდომებოდა, არ მაკოცებდი


- ლოგიკურია- წელავს ბიჭი - და მაინც რა იყო ეს?


- არაფერი , მე ხომ გოგო ვარ, თავში ქარი მაქვს, როგორც ყველა გოგოს. ამიტომ უბრალოდ ყურადღება არ მიაქციო კარგი? - თავს ამით ვიმართლებ რადგან უკეთესი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე.


- არ მივაქციო ყურადღება?


- ჩვენ ხომ არ მივაქციეთ ყურადღება პირველ კოცნას?


- ხომ ხვდები რომ რაღაც ხდება ჩვენს შორის.


- არაფერიც არ ხდება, დილან, არაფერი. თავი დამანებე და აწი არასდროს არ გაიხსენო ამის შესახებ- გვერდს ვუვლი ბიჭს და შევდივარ აბაზანაში სადაც ვყლაპავ ცრემლებს და ვცდილობ ხმა არ გამოვცე.


ნუ რატომ მტკივა ასე?


***


- ესეიგი- დედა საჭმელს მაგიდაზე აწყობს და მიყურებს - მოკლედ როგორ ჩაიარა გუშშინდელმა საღამომ?


- კარგად- ვუღიმი დედას.


- დილა მშვიდობისა საყვარელო- ამბობს დედა და კიბისკენ იყურება.


"საყვარელო?" რამე გამოვტოვე?


- დილა მშვიდობის- დილანი ჯდება სკმზე, და ვხვდები რომ სპეციალურად დაჯდა ჩემსგან შორს.


- კარგი ამბები მაქვს, ჯონს დღეს გამოწერენ - აცხადებს დედა.


- ხუმრობთ?- წამოხტა ბიჭი


- არა, ახლა ვისადილოთ და წავიდეთ მასთან.


- ჯობს მე სკოლაში წავალ - ვაწვდი ხმას მე.


- დარწმუნებული ხარ? - მეკითხება დედა.


- ხოდა სწორიცაა, არაფერი არ ესქმება მანდ - აგდებს სიტყვებს დილანი, თითქოს მე აქ არ ვიყო.


"გთხოვ შეწყვიტე!" - უყვირის ჩემი გონება , მაგრამ მესმის რომ მე თვითონ გამოვიწვიე ბიჭის ასეთი დამოკიდებულება ჩემს მიმართ.


- ნუ კარგი - იჩეჩავს მხრებს დედა.


***


ვაღებ კარს, დილანს შემოჰყავს ჯონი სხლში.


- გილოცვთ დაბრუნებას- მხიარულად ვიღიმი.


-მადლობა,ძვირფასო-მპასუხობს შერიფი- კარგია ისევ სახლში ყოფნა.


- უკვე დაურეკე მათ? - კითხულობს დედა.


- არა- პასუხობს კაცი.


- ვის?- კითხულობს დილანი.


- ჩვენთან სტუმრები მოდიან- აცხადებს ჯონი.


- მა, შენ ახლახანს დაბრუნდი საავადმყოფოდა დარწმუნებული ხარ რომ სტუმრები გჭირდება?


- კი, ეს ჩემი ძველი მეგობარია, რობერტი ,გახსოვს ის? ბავშობაში მის შვილებთან ერთად თამაშობდი..


- აჰ ის, სამი შვილი რომ ჰყავს?


- ხო და ძალინ მიხარია რომ მოდიან.


- მას ყავს სამი შვილი? - ვკითხულობ , და ვიმედოვნებ რომ რაღაც არასწორად გავიგე.


- დიახ და ისინი თქვენზე ერთი წლით უფროსები არიან - მპასუხობს ჯონი.


***


კარზე ზარი ირეკება და დედა ჩქარობს კიბიდან ჩამოსვლას , რათა გააღოს ის.


კარი იღება და ვხედავ ქალს, ეტყობა რომ ოცდაათიდან ორმოცამდე ასაკისაა , რომელსაც ხელი ჩაკიდებული აქვს მისივე ასაკის კაცზე.


- რობერტ, ანა , მე ნატალი ვარ, ძალიან გვიხარია რომ გვესტუმრეთ - ამბობს დედა და უშვებს სტუმრებს სახლში.


- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა - ეუბნება კაცი დედაჩემს.


- მაიკლ ცოტა ფრთხილად- მესმის ქალის ხმა და ცოტახანში წყვილთან ჩნდება ახალგაზრდა ქერა გოგო, და კიდევ ორი მისი ტოლი ბიჭი.


- ესენი ჩვნი შვილები არიან- აცხადებს კაცი - სოფია, მაიკლი და ჯეიკი.


- ეს კი ჩემი შვილია, ლიდია- დედა ანიშნებს ჩემზე.


- გამარჯობათ- ვიღიმი


- გამარჯობა ყველას- კიბიდან ჩამოდის დილანი, - მიხარია რომ მოხვედით.


- ჰეი , დილ ! - ამბობს სოფია, იღიმის და აგრძელებს ბიჭის ყურებას.


ჯანდაბა, უბრალოდ გაწიე თვალები, არ უყურო მას ასე!

***


ნერვულად ვლოკავ ტუჩებს, ვუყურებ ჩემს თეფშს და ვგრძნობ თავს უხერხულად. ყველაფერი თითქოს რიგზეა , სამზარეულოც დიდია , მაგრამ მე არ შემიძლია ის გრძნობა მოვიშორო თავიდან , რომ ეს ხალხი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდნენ და ხელს მიშლიან.


-ლიდია- მეძახის დედა, და ვწევ მასზე მზერას - ოთახები არ გვყოფნის ამიტომაც სოფია შენს ოთახში დაიძინებს კარგი?


სასაცილოა. თითქოს ჩემს პასუხს მნიშვნელობა ქონდეს.


- კარგი, მაგრამ ვფიქრობ. რომ ჩემი საწოლი არცისე დიდია- ჩუმად ვპასუხობ.


- ნუ ღელავ - ერევა სოფია -ჩვენ ყოველთვის გზაში ვართ, მე მაქვს გასაშლელი საწოლი, არაა პრობლემა - არა არაფერი არაა პრობლემა, ჩნდება ჩემს გონებაში ცინიკური აზრები, კიდევ დილანს არ წვავდე შენი მზერით უფრო კარგი იქნებოდა, ვფიქრობ და მზერა ბიჭზე გადამაქვს რომელიც ჩუმად ჭამს და სულ არ ინტერესდება რა ხდება მაგიდასთან.


-იქნებ ოთახი განახო? - ვთავაზობ და სოფიას ვუყურებ.


-კარგი იქნებოდა- მეთანხმება ქერა.


ვუღიმი და ვდგები სკამიდან, ვუახლოვდები კიბეს და გოგოც მომყვება.


- ის ისეთი საყვარელია- ამბობს ქერა, როგორც კი მეორე სართულზე ავდივართ.


-ვინ?- რატომ ვკითხულობ? ყველაფერი ხომ ისედაც გასაგებია.


- დილანი- ღიმილით ამბობს გოგო - რომ მცოდნოდა რომ ისეთი მოუხერხებელი ბიჭი რომელთანაც პატარაობაში ვთამაშობდი ასეთი გაიზრდებოდა შერიფთან ხშირად ვივლიდი.


- ჰო მაგარია - ვამბობ და ოთახის კარებს ვაღებ.


- კომფორტული ოთახია - ამბობს სოფია და ოთახში შედის.


- მადლობა- ვუღიმი


- რამე რომ გთხოვო შემისრულებ?


- გააჩნია თხოვნას- ვხურავ კარებს და საწოლზე ვჯდები.


-დრო ცოტაა , ამიტომ... არ მომიყვები შენს ძმაზე ბევრ რამეს?


- დილანზე ?- ვაზუსტებ მე, თითქოს ქვევით ბევრი ბიჭია რომლებთანაც ნათესაური კავშირი მქონდეს.


-ნუ ჰო.


-კარგი რა გაინტერესებს?


- შეყვარებული ყავს?


- კი- უცებ ვპასუხობ მე. ვხვდები რომ ეს ერთადერთხელაა როდესაც ეს ფაქტი მახარებს.


-ჯანდაბა- გულდაწყვეტილი ამოისუნთქა სოფიამ - როგორია ის გოგო?


- ნუ - ვფიქრობ - სკოლის პირველი ლამაზმანი, გრძელი ფეხები ,ლამაზი ტუჩები,იდეალური თმები. სტანდარტული შეკვრა - ვიცინი მე


- გასაგებია - ჩაფიქრებულად ამბობს ქერა - ნუ ასეთი ბიჭის გამო უნდა მოვინდომო, არა?

- როგორც გინდა - ჩუმად ვამბობ მე.

დაწყნარდი ლიდია, უბრალოდ დაწყნარდი.


***


კვირა დილა. როგორც ჩანს ჩემს ხასიათს ვერაფერი გააფუჭებს. გამოვდივარ აბაზანიდან და სველ თმებს ვიწევ.

ჩამოვდივარ კიბიდან და ვხვდები რომ კარგ ხასიათს ბოლო მოეღო.რა გულის ამრევი სიცილი აქვს ამ გოგოს! სინამდვილეში ვხვდები რომ ასე მეჩვენება. მაგრამ სოფია ძალიან მაღიზიანებს.

გოგო ზის დივანზე , გვერდით დილანი უზის და ყურადღებით აკვირდება გოგოს სიცილს.


და რითი გააცინა ასე?


ღმერთო ვაზროვნებ როგორც გიჟი, ისტერიკიანი , ეჭვიანი გოგო , თუმცა ეჭვიანობის ნება არ მაქვს.


-დილა მშვიდობისა - ვცდილობ ღიმილს მაგრამ ბურთი მეჩხირება კისერში როდესაც დილანს ვეჯახები მზერით.


-ჰეი - იღიმის სოფია.


- ოჰ ლიდია - უცებ ვბრუნდები ბიჭის ხმის მიმართულებით.


მაიკლი ჩემს წინ დგას , და იღიმის უფრო ბუნებრივად ვიდრე სოფია.

ცოტა ნერვულად ვისწორებ მაისურს რომელიც აშიშვლებდა მხრებს. არ ვარ მიჩვვეული რომ სახლში სხვა ხალხია, ამიტომაც იმ ტანსაცმლით ჩამოვედი რომლითაც მეძინა და რომლითაც დავდივარ ხოლმე სახლში.


-როგორ გეძინა? - ვეკითხები რადგან სიმართლე გითხრათ არვიცი მეტი რა ვუთხრა.


- მშვენივრად - მეგობრულად მპასუხობს ბიჭი.


- რა გავაკკეთოთ დღეს?- კითხულობს ჯეიკი რომელიც კიბიდან ჩამოდის.


-იქნებ, ქალაქს გვანახებთ?- გვთვაზობს სოფია.


-კი რათქმაუნდა- ეგრევე ეთანხმება დილანი . ნუ მოკლედ რაა, რა სტუმართმოყვარე ბიჭია.


- მაგრამ თითქმის არაფერი არაა აქ დასათვალიერებელი. - ვიჩეჩებ მხრებს, და ამ მომენტში კარზე ზარის ხმა მესმის.


- ვინმეს უცდი? - მეკითხება დილანი.


თავს უარყოფითად ვუქნევ და ნელა მივდივარ კარეებისკენ , ვაღებ მას.


- რამდენი უნდა ვიცადო? - პრაქტიკულად ყვირის ლილი.


- ბოდიში - ჩემს სახეზე ღიმილი ჩნდება. - შემოდი.


გოგონა შემოდის სახლში , რის შემდეგაც ჩერდება და ათვალიერებს უცხო ხალხს.


-რა გამოვტოვე?- ინტერესდება ლილი.


- ჯონის მეგობრის ბავშვები არიან- ვუხსნი მე.


- შენ ამბობდი, რომ არაფერი არ იყო სანახავი - იღიმის ჯეიკი - როგორც ჩანს აქ ძალიან ლამაზი გოგოები არიან - ბიჭი უყურებს ლილის, ის კი საპასუხოდ სკეპტიკურად წევს წარბებს..


- ეს ჩემი მეგობარია ლილი,- ვცოცხლდები და ვგრძნობ რომ კარგი ხასიათი მიბრუნდება - ეს კი ჯეიკია, მაიკლი და სოფია.


- სასიამოვნოა- მოკლედ ამბობს გოგო და თავს უქნევს ყველას ერთად , მისალმების ნიშნად.


- ნუ თანახმა ხართ?- აზუსტებს მაიკლი.


- კი, უკვე ხო შევთანხმდით- ვპასუხობ მას - ჩვენთან ერთად წამოხვალ?- ვეუბნები ლილის , და ვოცნებობ რომ ის დათანხმდეს.


-კი- თავს აქნევს გოგო - და სად მივდივართ?


***


- ეს კი სკოლაა, აქ ვსწავლობთ - ვამბობ და ვუთითებ ნაცნობ შენობაზე.


- და როგორ სწავლობ? - ინტერესდება მაიკლი და ახლოს მოდის.


- არცისე ცუდად- ვუღიმი რის შემდეგაც ვიხედები ირგვლივ, - სოფია სადაა?


- დილანთან ერთად სადღაც წავიდა - წყნარად მპასუხობს ბიჭი.


დილანთან ერთად? უბრალოდ შესანიშნავია!


გაღიზიანებულად ამოვისუნთქე , და ვუყურეებ გოგონას რომელიც ჩნდება თვალის ობიექტივში. სოფია იცინის და ხელში გაზიანი სასმელი უჭირავს.


ისინი ახლოს მოდიან და მე შარფში ვყოფ თავს, ინსტიქტურად ვეძებ ამაში დაცვას.


- გავიყინე, იქნებ სახლში წავიდეთ? - კითხულობს სოფია.


- აჰა - მხარს უჭერს მაიკლი - ეი თქვენ , გვრიტებო - ყვირის ის ,და იყურება ლილისა და ჯეიკის მხარეს, რომლებიც მოშორებით სკამზე ზიან.


- ჩვენ სახლში მივდივართ, თქვენ ჩვენთან ერთად წამოხვალთ?- კითხულობს სოფია და იკავებს სიცილს.


- კი- პასუხობს ლილი და დგება ფეხზე, ჯეიკიც იგივეს აკეთებს და დილანის ჯიპს უახლოვდებიან.


საშინლად გავიყინე. ყველა მანქანისკენ წავიდნენ, მე კი არ შემიძლია განძრევა, რადგან პრაქტიკულად ვერ ვვგრძნობ ფეხებს.


- რას დგახარ?- მეკითხება და მეც ვაბრუნებ თავს დილანისკენ.


- უკვე მოვდივარ- მივდივარ ბიჭის მხარეს და ჩემ თავს ვეხუტები , იმედით რომ გავთბები.


-გცივა?- კითხულობს ბიჭი და ვწევ მასზე მზერას.


- ცოტა- ვიჩეჩებ მხრებს


- ცოტა- იცინის ის - ვხედავ, კარგი წამოდი - ერთად მივდივართ მანქანასთან, და ძალიან ბედნიერი ვარ რადგან ის ისევ მელაპარაკება.


მან მე მაპატია.


***
- რატომ არ დათანხმდა ლილი სტუმრად წამოსვლაზე?- კითხულობს ჯეიკი რიდესაც შემოვდივართ სახლში.


- იმიტომ რომ თავი მოაბეზრე - ატრიალებს თვალებს მაიკლი.


- მე მას მოვეწონე - არწმუნებს მას ჯეიკი, შემდეგ კი მის ცისფერ თვალებს ჩემზე აჩერებს - ასეა არა ?


- ალბათ - ვამბობ და ქურთუკს ვიხდი. სახლში სითბოა მაგრამ მაინც ვკანკალებ.


- შეყვარებული ყავს? - არ წყნარდება ჯეიკი.


- რა მნიშშვნელობა აქვს შენთვის?- ერთვება საუბარში სოფია- აქ მაინც ცოტა ხნით ვართ. - და მადლობა ღმერთს ,ამბობს ჩემი გონება - რა მნიშვნელობაა ყავს თუ არა შეყვარებული?


- მე უბრალოდ მასთან მეგობრობა მინდა- იმართლებს თავს ჯეიკი.


- მაშინ არ უნდა გადარდებდეს ყავს თუ არა შეყვარებული.


- მაინც არ ჰყავს - მაინც ვპასუხობ მე - იცით ძალიან გავიყინე, და ცხელი აბანო მჭირდება, ამიტომ მე წავალ - მორცხვად ვიღიმი.


- ჩაი გაგიკეთო? - კითხულობს სოფია.


- კარგი იქნებოდა - მადლიერად ვუქნევ თავს, ცოტა სიმპათია გამიჩნდა ამ გოგოს მიმართ.


***


შევდივარ ჩემს ოთახში, აბანოდან გამოსული კმაყოფილად ვიღიმი. როგორც იქნა გავთბი. ვაღებ კარადას და ვათვალიერებ ჩემს ტანსაცმლებს.


-ეი - მესმის კარზე კაკუნის ხმა და ვბრუნდები კარისკენ სადაც დილანის თავი ჩანს. - შეამჩნიე? მე დავაკაკუნე - ჩქარა ამბობს ბიჭი.


- ჯერ გააღე კარი და მერე დააკაკუნე - ვუღიმი მას.


-რა მნიშვნელობა აქვს - აქნევს თავს - მოკლედ, სოფიამ მთხოვა შენთვის რაღაც გადმომეცა- შემოდის ოთახში და ხელში ჭიქა უჭირავს სადაც ჩაი ასხია.


- თვითონ სადაა?


- ისინი საყიდლებზე გააგზავნეს, კარგია რომ მე არ გამიშვეს, ნახე რამდენი პლიუსი აქვს მათ აქ ყოფნას - იღიმის დილანი.


- აჰა- ვატრიალებ თვალებს და ბიჭს ჭიქას ვართმევ.


- ისინი არ მოგწონს? თუ ოთახის გაყოფა არ გინდა სოფიასთან? - რათქმაუნდა არ ვარ კმაყოფილი! ბოლო წუთში მისი სახელი უფრო მეტჯერ თქვი ვიდრე ამდენი ხნის განმავლობაში ჩემი სახელი. ალბათ ისეთი რთული სახელი მაქვს რომ ვერ წარმოთქვამს.ან არ მთვლის ყურადღების ღირსადაც კი. და ჰო რად მინდა სახელი? უბრალოდ "ეი" წავა , ვინ ვარ მე მისთვის? და ის კი სოფიაა..ზუსტად...


- რატო გაშეშდი?- დილანი წარბებს კრავს და მიყურებს, მე კი ვხვდები რომ უკვე დიდი ხანია ჩუმად ვარ.


-უბრალოდ...არა აქვს მნიშვნელობა. არა, საქმე ოთახში არაა, უბრალოდ არ მიყვარს, როდესაცც სახლში უცხოები არიან, და საერთოდ ბევრი ხალხი... არ ვარ მიჩვეული ასეთს, თან შერიფს დასვენება ჭირდება და ასეთ პირობებში ეს შეუძლებელია.


-მაგრამ ცუდი ბავშვები ხომ არ არიან? - რატომ მიწყობს ასეთ დაკითხვას?


- ნუ ჰო... მათთან მხიარულად ვარ.


- მე დრო არ მქონდა მაიკლი გამეცნო - მოულოდნელად წარმოთქვამს ის. რათქმაუნდა დილან შენ დრო არ გქონდა, შენ ხომ სოფიათი ხარ დაკავებული. - ის ნორმალური ბიჭია?


- კი - ვუქნევ თავს - ალბათ კი, მე ჯერ ვერ მოვასწარი გაგება, აი ჯეიკი კი საყვარელია, როგორც ჩანს ლილი მართლც მოეწონა.


- ჰო.. როგორც ჩანს ასეა.


- სოფიაც არის რა - ღმერთო ლიდია უბრალიდ დახურე პირი,არ გაუტეხო გული შენ თავს თვითონვე.


- ჰო -მეთანხმება დილანი ჩემს საშინელ აზრზე - მასთან საინტერესოა ურთიერთობა - რათქმაუნდა მასთან საინტერესოა, უფრო საინტერესო ვიდრე ჩემთან. - კარგი მე წავალ , ხელს არ შეგიშლი- ბიჭი ბრუნდება კარისკენ და ვგრძნობ რომ რაღაც მძიმე მაწვება გულთან.


" არა, არ წახვიდე!"


- დილან - ხშირად ვახამხამებ თვალებს როცა ბიჭი ბრუნდება და მიყურებს. - მე უბრალოდ დაზუსტება მინდოდა. ჩვენს შორის ყველაფერი ძველებურადაა?


- კი, და რა უნდა შეცვლილიყო? - ის წევს წარბებს.


- არა... უბრალოდ... ნუ ხო მიხვდი...


- ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ ამას აღარ გავიხსენებდით - არ გავიხსენოთ, დილან? სერიოზულად? ყოველ წამს ამაზე ვფიქრობ და შენ ამბობ " არ გავიხსენოთ"?


- ნუ ჰო.. უბრალოდ დარწმუნება მინდოდა.


- არა, - ერთ ხელს ჯიბეში იწყობს , მეორეთი კი თმებს იჩეჩავს - თუ შენ გინდა ამიხსნა მიზეზი შენი საქციელის , მე მზად ვარ მოგისმინო.


- გიპასუხებ- ჩუმად ვამბობ - თუ შენ მიპასუხებბ რატომ შეასრულე ჩემი თხოვნა- რას ვაკეთებ? როგორც ჩანს ჩემი ტვინიც ისე გაიყინა როგორც მე.


- ნამდვილად? - ბიჭი იკვნეტს ტუჩს - მე არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე , უბრალოდ არვიცი.


- მეც ვერ ვხსნი ჩემს საქციელს- ვგრძნობ რომ ხელი მეწვება, რადგან ცხელი სითხით სავსე ჭიქა უკვე დიდი ხანი მიჭირავს, მაგრამ განძრევა არ შემიძლია. როდესაც ის მიყურებს, ჩემს სხეულს უცნაური გრძნობა იპყრობს.


- შენ,- ბიჭი იბნევა და იატაკს უყურებს- შენ თქვი რომ ეს გინდოდა...?


- ნუ - ვგრძნობ რომ ჰაერი მთავრდება, მაგრამ არ შემიძლია ვანახო მას რომ კუთხეში მიმამწყვდია. მინდოდა! და ახლაც მინდა, დილან . - მე ალბათ გაღიზიანებ - ვამბობ და ოდნავ ვიღიმი.


- უბრალოდ ძალიან მაღიზიანებ - უცებ მეთანხმება ის.


- ეს არასწორია, ჩვვენ და ძმა ვართ, და ეს კოცნა...


- ორი კოცნა- მისწორებს დილანი.


- ჰო ეს ორი კოცნა შეცდომა იყო, ამიტომ ტყუილად წავოვჭერით ისევ ეს თემა - ღრმად ვსუნთქავ, თვალებში ვუყურებ, რა რთულია თავი ვაკონტრილო მაშინ როცა ის ჩემს გვერდითაა.


და თუ ახლა გთხოვ რომ მაკოცო, გააკეთებ ამას?


ამ აზრისგან ოდნავ წამოვხტი და მზერა მის ტუჩებზე გადავიტანე , ჟრუანტელმა დამიარა, ვწევ მზერას და ვხვდები რომ ისიც ჩემს ტუჩებს უყურებს:


- მართალი ხარ - წარმოთქვამს ის - ეს ხომ უბრალოდ ბავშური გატაცებაა.


- ჰო - ვუქნევ თავს.


- დილან !- პირველი სართულიდან ისმის სოფიას ხმა, რომელიც უკვე დაბრუნდა სახლში.


- მოდიხარ? - მეკითხება დილანი.


- არა, ცოტა გვიან მოვალ.


- კარგი- ბიჭი გადის ოთახიდან, ვდგამ ჭიქას ტუმბოზე და მივდივარ კარებთან , ხელს ვუსვამ მას. შემდეგ მისკენ ზურგით ვბრუნდები და იატაკზე ვჯდები.


ჩემი ლოყები იწვის მდინარე ცხელი ცრემლებისგან , რომლების გაჩერებასაც არ ვცდილობ.ისე მტკივა, ეს ისეთი რთულია , მე არ შემიძლია... არ შემიძლია ავღწერო, რა დონემდე ცუდად ვარ, რა დონემდე ცუდად ვარ მის გსრეშე.


რატომ ის ? რატომ მანდამაინც დილანი?


არ შემიძლია გაჩერება ამიტომ ვიწყებ ხმამაღლა ტირილს, ხელებს პირზე ვიფარებ რომ არავინ არ გაიგოს.


შეწყვიტე ლიდია, შენ ხომ ძლიერი ხარ.


მივხოხავ კარიდან სხვა მხარეს და კედელს ვეყრდნობი ზურგით. მე არ შემიძლია მეტი ასე, არ შემიძლია.


ჩემი ოთახის კარები იღება და ცრემლებიდან ვხედავ მხოლოდ დედაჩემის სილუეტს. ის კეტავს კარებს და მორბის ჩემკენ, რის შემდეგაც თმებზე მეფერება.


მე არ შემიძლია!


ცრემლები ახალი ძალით ჩამომცვივდა თვალებიდან.


- რა გჭირს , ლიდია? - დედა მეხუტება მაგრად- პატარავ , რა მოხდა?


- ის... დედა... ის...- მაგრად ვუჭერ ხელს მის მაისურს და მესმის რომ დედა ოდნავ იღიმის.


- ჩემი გოგონა შეყვარებულია? - ნაზად მკითხა მან.


კი, კი, ჯანდაბა , შეყვარებული ვარ!


ვწევ თავს და დედას თვალებში ვუყურებ.


- მე მართლაც მიყვარს ის- ჩუმად ვამბობ


- ყველა გავდივართ ამას , უბრალოდ უნდა მოითმინო, არსად არ წავა შენი ჯოში.


მე ის შემიყვარდა. მაგრამ ეს ჯოში ნამდვილად არაა.


***


- როგორ არის საქმე სკოლაში? -მიღიმის დედა


- კარგად - ვპასუხობ და ჭამას ვიწყებ. სიმართლე გითხრათ მიხარია რომ წყნარად შემიძლია ჭამა. ჩვენი სტუმრები წავიდნენ მაგრამ ცუდია რომ სამუდამოდ არა.. ერთადერთი ვინც მძაბავს ეს დილანია, რომელიც გვერდზე მიზის და რაღაცას ყურადღებით ათვალიერებს ჩემს თეფშზე.


- მისმინე - იწყებს დედა - მე ვიფიქრე , შენ ხომ კარგად ხატავ , იქნებ ხატვის კურსებზე ჩაეწერო?


- არ ღირს - არც მიფიქრია ისე ვუარყავი შემოთავაზება..


- ვითომ რატომ ? დილან ?- დედას მზერა ბიჭზე გადააქვს - ნანახი გაქვს ლიდია როგორ ხატავს? - ბიჭს წყალი კინაღამ გადასცდა , რომელიც ახლახანს მოიყუდა, ჭიქა დადო მაგიდაზე , ჩაახველა. ჯანდაბა დედა ვინ გთხოვა ამაზე საუბარი?


- კი , ნანახი მაქვს. - ჩუმად ამბობს ის.


- და როგორია?


- ნუ - წელავს ბიჭი - მე მომეწონა.


- შეწყვიტეთ - ჩუმად ვამბობ. შემდეგ ვდგები და კიბეზე ავდივარ.


***
დილანი უხერხულად ზის იმის შემდეგ რაც ლიდია წავიდა. ის უყურებს ქალს, რომელიც აცილებს მის შვილს მზერით. დილანი იღებს ტელეფონს და იმედოვნებს რომ შელიმ უპასუხა მის წერილებს მაგრამ ასე არ მომხდარა, გოგონა გაბრაზებულია...


- შეიძლება რაღაც გკითხო? - მოუოდნელად კითხულობს ნატალი.


- რათქმაუნდა- ბიჭი დებს ტელეფონს - რა ხდება?


- ჯოშზე რამე მომიყევი.


- რატომ?


- უბრალოდ... ის მართლაც მოსწონს ლიდიას, როგორც ჩანს მას ის შეუყვარდა კიდეც და მინდა ვიცოდე ბევრი მის შესახებ.


შეუყვარდა? ჰატჩერსონი? სერიოზულად? რაზე ფიქრობს ეს გოგო ? როგორ შეიძლება ჯოში შეგიყვარდეს? რა იპოვა მასში ასეთი?


არა, დილანი არ აპირებს უარყოს რომ ახლა უნდა კისერი გადაუტეხოს, როგორც ლიდიას ასევე ჯოშს. ასევე არ აპირებს უარყოს ის რომ ჯოშის ადგილას სხვა ბიჭი რომც ყოფილიყო, მისი სურვილი მაინც არ შეიცვლებოდა. ბიჭი უკვე დიდი ხანი ატყუებს მის თავს , მაგრამ ის რომ ახლა საშინლად ეჭვიანობს ამას ვერ უარყოფს.


მას არ შეუძლია უარყოს ისიც , რომ მას არ მოსწონს მაიკლი, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო- მაიკლს მოსწონს ლიდია.


და ეს უცნაურია მაგრამ დილანს არ უნდა უკვე მისი თავის მოტყუება.


- ერთს გეტყვით - ბოლოს და ბოლოს წარმოთქვა ბიჭმა - თქვენს ადგილას არ ვიქნებოდი ასეთი ბედნიერი თქვენი შვილის არჩევნის გამო - წყნარად ამბობს ის და გადის სამზარეულოდან.


**

წვეულებები და კლუბები მიყვარს მაგრამ დღეს არა. დღეს არა როდესაც სოფია დაუმორცხვებლად ეკიდება დილანს კისერზე , კლუბის შორეულ კუთხეში , ის კი არცისე წინააღმდეგია , ცეკვავენ იდიოტები. ვერ ვიტან ჩემს თავს რიმ მათ ვუყურებ. მეც თითქოს ვცეკვავ მაგრამ სინამდვილეში ვდგავარ და ვუყურებ ამ "საყვარელ წყვილს"


- უნდა დავლიო- ვეუბნები ლილის და მივდივარ ბარის მაგიდასთან.


- ჰეი , არა არასრულწლოვანი ხარ .


- არა მგონია ამას აქ მნიშვნელობა ქონდეს.


- არა ლიდია მოიცა...


- ჯეიკთან წადი ლილი.


- ჯეიკს ისედაც მივაქცევ ყურადღებას აი შენ კი...


- მე მივხედავ ჩემს თავს !


***


- რა ჯანდაბაა- დილანი სიბრაზით უყურებს ლილის , რომელიც საპასუხოდ მხოლოდ დამნაშავედ აციმციბეს თვალებს.


- არვიცი ეს როგორ მოხდა- გოგონას გადააქვს მზერა მაიკლისკენ, რომელიც სვამს ლიდიას მანქანაში .ლიდია რაღაცას გაუგებრად ლაპარაკობს მაგრამ მაიკლი მაინც ცდილობს აზრის გამოტანას მისი სიტყვებისგან.


- გაგაცილებ- მხიარულად ამბობს ჯეიკი და მიდის ლილისთან.


- მადლობა. კარგი ჩვენ წავალთ - გოგონა უღიმის დილანს ისევ დამნაშავე გამომეტყველებით, დილანი კი ისევ ბრაზიანი სახით უყურებს.


- ტკბილი ძილი - ნაწყენი ამბობს ბიჭი.


-შენც.


***


- შენ წადი , მას მე ავიყვან ოთახში - ეუბნება მაიკლს დილანი, რომელსაც ლიდია ხელში უჭირავს. მაიკლი საპასუხოდ მხოლოდ თავს უქნევს და მისაღებში დივნისკენ მიდის სადაც სოფიას ასევე მთვრალს ძინავს. ჰო ჯობს მან დღეს აქ დაიძინოს თორემ ლიდიას თუ გამოეღვიძა...


***


დილანს შეჰყავს გოგო ოთახში და კარებს ხურავს. ის მოხერხებულად აწვენს მას საწოლში და აპირებს წასვლას , მაგრამ ლიდია მოულოდნელად იჭერს მის ხელს და მისკენ მიყავს.


- არ წახვიდე- ჩურჩულებს გოგო.


- მისმინე...


- არ დამტოვო მარტო, დილან, გთხოვ.


ბიჭი ლიდიას გვერდით წვება , და გოგო მის ხელს არ უშვებს ისე ბრუნდება ბიჭისკენ ზურგით.


დილანი ვერც კი აანალიზებს ისე წევს თავს მის რიჟა თმებთან და მის არომატს ისუნთქავს. ლიდია უეცრად აბრუნებს თავს ბიჭის მხარეს და მათ სახეებს შორის მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრი რჩება.


- მადლობა - იღიმის ლიდია და ისევ ბრუნდება კედლისკენ.


ის ცოტა შორდება ბიჭს, მაგრამ დილანი ეხვევა ხელით , წელზე და უფრო ახლოს მიჰყავს მასთან.


მას უნდა რომ გოგონაც იგივეს გრძნობდეს რასაც ის. უნდა რომ , მასში აორთქლდეს და არ აქვს მისი გაშვების სურვილი- არა ახლა.


არასდროს!


მას ის ჭირდება, შიშით აცნობიერებს დილანი. სამუდამოდ თავის მოტყუება შეუძლებელია.


***


ვაღებ თვალებს და მაშინვე ვამჩნევ რომ უკვე შუა დღეა. ვბრუნდები და ვწვები ზურგით და მაშონვე მახსენდება გუშინდელი.


" არ დამტოვო მარტო, დილან"


ჯანდაბა!


სახეს ხელებით ვიფარებ სირცხვილისგან. რას ფიქრობს ამის მერე ჩემზე?


მაგრამ... ის ხომ დარჩა? თუ მე ეს დამესიზმრა?


***
ჩავდივარ ქვევით და ვუსმენ :


- მე ხუთი წლის ვიყავი- მხიარულად ამბობს სოფია.


- მაგრამ მე ხომ მახსოვს ყველაფერი - იცინის დილანი.


- დილამშვიდობისა- ვამბობ ხმამაღლა , რადგან მეშინია რომ ვერ შემამჩნევენ, და მაშინათვე მტკივდება თავი ჩემი ხმისგან.


- ჰეი- იღიმის სოფია - გინდა ყავა?


- არა , მირჩევნია წყალს დავლევ- მივდივარ მაცივართან , რომლის გვერდითაც დილანი დგას. ბიჭმა ჩაახველა და შორს გაიწია.როგორც ჩანს ისევ დასაწყისში დავბრუნდით.


- მე და შენ , გუშინ ბევრი მოგვივიდა - იცინის სოფია.


- ჰო ზუსტად- ვუქნევ თავს და ვსვამ წყალს.


- როგორ გეძინა? - ეუბნება დილანი გოგოს.


- ძალიან კომფორტული დივანია - იცინის გოგო , გადამაქვს მზერა დილანზე, რომელიც მე მიყურებს.


რა ხდება ჩვენს შორის? მე ვერაფერს ვერ ვიგებ.


უბრალოდ მჭირდება რომ ის იყოს ახლოს და ეს ძალიან არასწორია.


***


შელი ჯდება დივანზე , დილანის გვერდზე, სანამ ის უყურებს ტელევიზორს. როგორც ჩანს შერიგდნენ.


- ვხედავ, ჯოშმა მიატოვა შენი შეწუხება - თქვა ბიჭმა.


- ნუ ჰო, მას ხომ შეყვარებული ჰყავს.


- შეყვარებული?- ბიჭი წევს წარბებს.


- ნუ ჰო, ლიდია , შენი და.


- როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ისინი არ ხვდებიან ერთმანეთს.


-ნუ ჰო მაგრამ მე ვნახე რომ ერთმანეთს კოცნიდნენ ბალზე...


- ისინი რა?


- ერთმანეთს კოცნიდნენ.


- სერიოზულად? არაფერი არ გეშლება?


- არა, არ მეშლება, ასე რატომ აღელდი?


- უბრალოდ... არ მინდა, რომ იმ ხალხმა, რომლებიც ჩემთან ახლოს არიან , ჯოშთან იკონტაქტონ.


- ნუთუ?


- სერიოზულად... უბრალოდ... არ მინდა...


- რომ ის ლიდიასთან იყოს, შენ არ ბრაზდები ჯოშზე, შენ ბრაზდები ლიდიაზე!


- ისევ შენსას იმეორებ?


- შენ შენი თავი ნახე? თითქის გასკდი ბოღმისგან ამ სიახლისგან, სახეზე ყველაფერი გაწერია!


- როგორ მომაბეზრე თავი შენი ეჭვიანობით , შელი!


- მე შემიძლია მაიმც ვიეჭვიანო შენზე, აი შენ კი არ შეგიძლია ლიდიაზე იეჭვიანო, არ დაგავიწყდეს ის შენი დაა.


- შენს თავზე მოგასმინა - ჩაიჩურჩულა ბიჭმა და კრებისკენ წავიდა.


- დიახაც წაეთრიე!


***


მესმის რაღაცის ლეწვის ხმა ქვედა სართულზე და დედაჩემის ყვირილი. ვდგები კიბესთან და ვიწყებ მოსმენას.
- იმიტომ რომ მე არ უნდა შემეხო, როცა არ ვარ ხასიათზე! - ყვირის დილანი და უყურებს შერიფს თვალებში. ვიყურები: იატაკზე , ვხედავ ნამსხვრევებს და ვხვდები ეს ვინც გააკეთა, ეს დილანის სტილია.


ჩქარა ავდივარ და ვჩერდები საკუთარ ოთახთან რადგან მესმის ნაბიჯების ხმა ზურგს უკან:


- რა მოხდა? - ჩუმად ვინტერესდები და ბიჭისკენ ვბრუნდები.


- შეყვარებულთან ვიჩხუბე , კმაყოფილი ხარ? - სხვათაშორის კი მაგრამ ამის ცოდნა შენთვის საჭირო არაა.


- მაგრამ მამაშენი არაა დამნაშავე, რატომ უყვირი მას?


- არა, ის არაფერ შუაში არაა, ეს შენ ხარ დამნაშავე!


- მე?


- ესეიგი , ჩემი.კოცნის დავიწყება გადაწყვიტე , და ჯოშის კოცნა კიდევ დიდი ხანი დაგამახსოვრდება? - დილანი ამბობს ამას და ახლოს მოდის, შოკისგან არ შემიძლია განძრევა... რა თქვა? საიდან გაიგო ამის შესახებ?


- ხო და მერე შენ რა? - შეწუხებული ვამბობ.


-რა იპოვე მასში?


- და შენ რა იპივე შელიში? შენ ის გიყვარს, თქვენ უკვე ეშმაკმა იცის რამდები ხანია ერთად ხართ, თქვენი ურთიერთობის მხოლოდ უნდა შეგშურდეთ და ასეთები... ასე რომ იქნებ , დამანებებ თავს და შენი შელითი დატკბები?


- შენ ეჭვიანობ- წყნარად ამბობს ბიჭი.


- მე ვეჭვიანობ? სხვათაშორის სულ ფეხებზე შენც და შენი ურთიერთობაც, ეს შენ ძვრები ჩემს პირად ცხოვრებაში! კი მე მომწონს ჯოში, და მე ვიქნები მასთან, და შენ , შენ კი თავი დამანებე.


- გაიმეორე- ის მიყურებს თვალებში, და ვგრძნობ მის სუნთქვას ჩემს სახეზე. ჯანდაბა , მე ასე არ შემიძლია, მე არასდროს არ ვიყავი ძლიერი ასეთ თამაშებში! - მითხარი რომ გკიდივარ, მითხარი რომ არ ეჭვიანობ ჩემზე.


- - მყარად ვამბობ


- იტყუები- იღიმის ის


- წადი შენი! - ვამბობ და ოთახში შევდივარ.


***


მიყვარს დღესასწაულები, განსაკუთრებით დღესასწაულები რომლებსაც ოჯახთან ერთად ავღნიშნავ , მაგრამ დღეს დღესასწაულიც კი არაა, შერიფმა და დედაჩემმა რაღაც წვეულების მსგავსი მოაწყვეს, სახლში კი ბევრი უცხო ხალხია, რომლებსაც არ ვიცნობ და არც კი მინდა მათი გაცნობა. ვერ ვხვდები რატომ მოაწყვეს ეს ყველაფერი..? გართობა უნდათ? კარგი, ამის წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ რა აუცილებელია მე დავესწრო ამ ყველაფერს?


ამ მუსიკისგან უკვე გული მერევა, მაგრამ ვუღიმი სტუმრებს, ვიღებ ისეთ სახეს თითქოს ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ვფიქრობ არც ისე დამაჯერებლად გამომდის.


- ვერ ვიტან ჩემს ძმებს - ჩურჩულებს სოფია, და სხვათაშორის ვეთანხმები მას. მაიკლი, ჯეიკი და დილანი შეუმჩნევლად წავიდნენ სახლიდან, მე და სოფიას კი აქ ყოფნა გვიწევს, ის სამი კი ალბათ სადმე ერთობიან.


- გეთანხმები - ჩუმად ვპასუხობ.


- ეს ვინაა? - სოფია კარისკენ მანიშნებს და შებრუნებულზე ვხედავს დეივს, რომლის შემდეგაც კარებში დილანი შემოდის.


- რა ჯანდაბაა? - ვჩურჩულებ მე


- ოჰ, რა კარგია რომ მოვიდა - ქერას თვალები გაუბრწყინდა როდესაც დილანი დაინახა.


- გოგონებო დამეხმარეთ - მოდის ჩვენთან დედა.


- აჰა რათქმაუნდა- ვპასუხობ ღიმილით, სოფია კი თავს უქნევს.


***


- ძალიან შესამჩნევად ათვალიერებ მას - უჩურჩულებს დეივი მეგობარს.


- რა?- დილანი გაუგებარ მზერას აპყრობს მას.


- შენ ძალიან ბევრ ყურადღებას უთმობ... როგორ ეძახი? "რიჟა გაუგებრობა"? ნუ ჰო და სწორედ მას.


- საერთოდაც...


- საერთოდაც, დილან , მე ვერ ვხვდები , რატომ მომათრიე აქ, ჩვენ შეგვეძლო ნებისმიერი რამის გაკეთება, მაგრამ შენ სახლში მოსვლის სურვილით დაიწვი, იმიტომ რომ მხოლოდ მასზე გეყურებინა? ნუ გადაუღე ფოტო და დატკბი მისით რამდენიც გინდა.


- ნამდვილად ბოდავ.


- ოი , თითქოს არ მოგწონს- დეივი ატრიალებს თვალებს.


- დავუშვად , ის მე მომწონს და მერე რა?


- აი ასე უკეთესია, რის გაკეთებას აპირებ?


- მე...- დილანი ხრის თავს და იატაკს უყურებს - არვიცი , გასაგებია?


- ოო რათქმაუნდა ეს ჩემთვის გასაგებია.


- და კიდევ შელი...- დილანი ათვალიერებს სტუმრებს და ნამდვილად უხარია რომ მას და დეივს ვერავინ ვერ ხედავს და მათ შეუძლიათ წყნარად საუბარი - ის თითქოს...


- გრძნობს, რომ შენ სხვა გოგო მოგწონს - ამთავრებს მეგობრის ფრაზას დეივი.


- არ ვიცი. უბრალოდ ეს შელია...


- კარგი, მოდი დავივიწყოთ ერთი წამით შელი. მოდი წარმოვიდგინოთ რომ შენს ცხოვრებაში მხოლოდ ლიდიაა. რას გააკეთებ შემდეგ ?


- იცი, ყველაფერი ასეთი ადვილი არაა, შელი არის ჩემს ცხოვრებაში.


- და რომ არ იყოს?


- არვიცი, არვიცი, რას შეცვლიდა ეს ?


- ჰოდა მეც მაგას გეკითხები. შენ უნდა აირჩიო...


- ავირჩიო?- იცინის დილანი- შენ დამცინი? ავირჩიო... არაფერია ის რომ მას ჯოში უყვარს და მე საერთოდ არ ვაინტერესებ?


- მას- ლიდიას? - კითხულობს დეივი.


- ჰო- გაღიზიანებული პასუხობს ო'ბრაიანი.


- მშვენიერია, ახლა კი მომიყევი, საიდან გაჩნდა შენს თავში ეს იდიოტური აზრი რომ მას ჯოში უყვარს?


- დედამისმა მითხრა.


- ტყუილია - ხმას უწევს დეივი - არ მოწონს მას ჯოში.


- არა?


- არა, და გოგონას თუ ბიჭი არ აინტერესებს ის მას კოცნას არ სთხოვს , გასაგებია შენთვის?


- ის ჯოშსაც კოცნიდა.


- მაგრამ მას ეს არ უთხოვია.


- საიდან იცი?


- იმიტომ რომ ჯოშს არ სჭირდება თხოვნა ვინმეს საკოცნელად , ეს შენ დადიხარ გოგოს ირგვლივ რომელიც მოგწონს და არაფერს არ აკეთებ.


- სხვათაშორის მე მყავს შეყვარებული.


- ნუ გეუბნები, აირჩიე აწი.


***


- როგორ ფიქრობ დილანთან შანსი მაქვს? - უეცრად კითხულობს სოფია.


- მას შელი ჰყავს.


- მერე რა? ეს სულაც არ შემაჩერებს თუ დილანს მოვწონვარ. ნუ რას ფიქრობ?


- არვიცი


- იქნებ წავიდე და ვკითხო?


- ასე რატომ იქცევი სოფია?


- იმიტომ რომ ის სიმპატიური, ლამაზი, ახალგაზრდა ბიჭია რომელიც მომწონს და დროა ვიმოქმედო.


- და რა გინდა მისგან , მხოლოდ დაწოლა მასთან და მერე?


- ნუ ბავშვები ნამდვილად არ მინდა მისგან.


- და რომ მოწონდე რას იზამ?


-ნამიოკებიდან მოქმედებაზე გადავალ, კარგი წარმატებები მისურვე.


- აჰა წარმატებები.


- აი მშვენიერია - გოგონა იღიმის, მიგდებს გაუგებარ მზერას და გადის ოთახიდან.


ვჯდები საწოლზე, ვგრძნობ ფეხებში ტკივილს, რადგან ამ უფროსების მინი წვეულების გამო მთელი დღე ფეხზე ვიდექი, მაგრამ ამ მომენტში მე სხვა რამ მადარდებს.


ის მასთან წავიდა. ის ახლა დილანთანაა.


***


დილანი დაღლილად იწმენდს თვალებს და სარკეში იყურება- დღევანდღელმა დღემ უფრო მეტი ძალა წაართვა ვიდრე ელოდა.


საუბარი დეივთან, მისი თავიდან არ გამოდის, ის ცდილობს უსარგებლო აზრების მოშორებას, მაგრამ არაფერი არ გამოსდის.


უეცარი კაკუნი კარზე , ბიჭს რეალობაში აბრუნებს. ის ბრუნდება და ხედავს მომღიმარ სოფიას და საპასუხოდ უღიმის.


- როგორ არის საქმეები?- გოგონა შემოდის ოთახში და კარებს ხურავს.


- ყველაფერი რიგზეა, შენსკენ?


- კარგად, აი შენ კი დაღლილი ჩანხარ.


- ჰო? ალბათ უნდა დავისვენო.


- შენ ხომ იცი რომ ჩვენ მალე მივდივართ?


- ჰო და ძალიან დამაკლდებით, ხშირად იარეთ ჩვენთან.


- ეს მხოლოდ ერთი თავისუფალი წელი იყო კოლეჯის წინ, შეიძლება ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა.


- ცუდია.


- ჰო. ნუ რას ამბობდი დასვენების შესახებ? - გოგონა იღიმის და ახლოს მიდის.- გინდა დასვენება?


- ჰო , ცუდი არ იქნებოდა.


- გინდა მასაჟს გაგიკეთებ? - ხელებს მხრებზე ადებს რაზეც დილანი იღიმის.


- სერიოზულად სოფია?- უხეშად ამბობს ბიჭი - მე პატარა არ ვარ, ყველაფერი დიდი ხნის წინ გავიგე, და თუ უცებ არ ვიაქტიურე , ფიქრობ რომ ახლა რამე იქნება?


- ნუთუ ასეთი პატიოსანი ხარ? - გოგონა უკან იხევს და გამომწვევად უყურებს ბიჭს.


- ასე ჩათვალე - ბიჭი უინტერესოდ იჩეჩებს მხრებს.


- და იცი რა? სულაც არ ხარ პატიოსანი, კარგი ბიჭები საკუთარ დებს ასე არ უყურებენ- გაბრაზებულად წარმოთქვამს მიგდებული გოგონა.


დილანი ილოკავს ტუჩებს და ახლოს მიდის ქერასთან:


- "ასე" როგორ?


- ისე როგორც შენ უყურებ მას, პატიოსანი არა? ვნახოთ რამდენი ხანი გაძლებ მასთან ერთად ერთ სახლში - სოფია ხელოვნურად იღიმის , რის შემდეგაც ოთახიდან გადის და კარებს ხმამაღლა აჯახუნებს.


***


ვუყურებ საათს, ხშირად ვახამხამებ თვალებს, ვიკვნეტ ფრჩხილებს და გადამქვს მზერა საკუთარი ოთახის კარებზე.


სოფია უკვე დიდი ხანია არ ჩანს, ამიტომაც რთული მისახვედრი არაა რომ მას ყველაფერი გამოუვიდა.


მაგრამ მაინც... მაინც ბოლო ძალებით ვდგავარ, ვიმედოვნებ რომ ეს ასე არაა, რადგან თუ ეს ასეა მე უბრალოდ ჭკუიდან შევიშლები. ჯანდაბა . რატომ მანდამაინც ის?


კარი იღება და ოთახში კმაყოფილი სოფია შემოდის.


- ნუ?- ნერვულად ვეკითხები


- შესანიშნავი- გოგონა იწევს უკან თმებს და შუა ოთახში შემოდის- ეს უბრალოდ შესანიშნავი იყო


" ეს იყო" - ეს სიტყვები რჩება ჩემს თავში და უკვე აღარაფრის მოსმენა და ნახვა აღარ მინდა.


ვერ ვიტან დილანს.


უბრალოდ ვერ ვიტან მას.


ვიყურებ გოგოს და ვიკავებ ცრემლებს. ის მას კოცნიდა. ის მას ეხებოდა. ის მასთან ერთად იყო.


- კარგად ხარ?- კითხულობს სოფია.


- კი - ვცდილობ ვუპასუხო უემოციოდ.


- ის ისეთი... ამას უბრალოდ ვერ აღწერ სიტყვებით, შენ ვერც კი წარმოიდგენ...


- და ეჭვი მეპარება რომ მინდა - ვაწყვეტინებ მას- ბოდიში მაგრამ არც ისე ძალიან მინდა ჩემი ძმის სექსუალურ ურთიერთობებზე რამე ვისმინო. - ძმის? ჰო ლიდია , მართლაც ძმად რომ თვლიდე ამ ყველაფერს ადვილად მოუსმენდი. - ახლა კი უნდა წავიდე, ბოდიში.- დამნაშავედ ვიღიმი, რის შემდეგაც ოთახიდან გავდივარ, ძალების გარეშე ვშეშდები და ცრემლიანი თვალებით ვუყურებ მოპირდაპირე კარებს.


ვერ გიტან დილან.


სწრაფად მივდივარ აბაზანისკენ, შევდივარ და კარებს ვკეტავ.


ვერ ვიტან.


ვჯდები იატაკზე და საკუთარ თავს ვეხუტები ხელებით.


- რისთვის? - ვჩურჩულებ, უკვე ვერ ვიკავებ თავს - რისთვის დავიმსახურე ეს ყველაფერი?


ზურგით ცივ კედელს ვაწვები, მუხლებს მკერდთან ვკეცავ, ხელებს სახეზე ვიდებ და ვაგრძელებ ტირილს, თან ვცდილობ რომ ნაკლები ხმა გამოვცე.


"ეს იყო"


მესმის კარზე კაკუნი.


ვწვები იატაკზე, ისევ მუხლები მკერდთან მაქვს და ხელებით პირს ვიხურავ რათა იმან ვინც კარებთან დგას ჩემი ხმა არ გაიგოს.


" იმან ვინც კარებთან დგას"


ვიცი , რომ ეს ისაა, მაგრამ არ მინდა მისი ნახვა.


ვერ ვიტან მას.


- მესმის შენი ხმა- ჩუმად წარმოთქვამს ის, მაგრამ მეც მესმის მისი ხმა- ეი, გესმის?


- წადი, გთხოვ.


-რა მოგივიდა?- თითქოს მართლა აინტერესებდეს.


- არაფერი, შენ ეს არ გეხება, უბრალოდ თავი დამანებე, გევედრები.


- კარგი, მოგშორდები , როგორც კი მეტყვი რა მოგივიდა


- დილან - გადავდივარ ყვირილზე- უბრალოდ წადი , დამტოვე- ერთი წუთის მერე ყველაფერი ჩუმდება, მე კი ვაგრძელებ ტირილს, და ვერაფერს ვერ ვხედავ ისე ვაშტერდები ერთ წერტილს კედელზე.


***


დილანი ჯდება იატაკზე, კარებს აწვება ზურგით და უსმენს გოგონას ტირილს რომელიც კარის მეორე მხარეს იმყოფება.


***


- მოსაწყენია- აცხადებს ლილი და ალექსს უყურებს.


- მე რა ჯამბაზი ვარ?- გაუგებრად წევს წარბებს ბიჭი.


- უბრალოდ...


- გენატრება ის მაგიდა? - ტომასი ანიშნებს მაგიდისკენ სადაც დეივი ზის ნინასთან და შელისთან ერთად.


- ისინი მხიარულები არიან - ამტკიცებს ლილი.


- ჰო , მაგრამ მაშინ ვალდებულნი იყვნენ ჩვენთან ურთიერთობას - ამოისუნთქა ერიკამ.


- არვიცი , მე მომეჩვენა რომ დავმეგობრდით.


- მე კი მგონია რომ- არა დარწმუნებულად ვამბობ მე - მათაც ვაკლივართ ჩვენ - მაგიდას მზერას ვაშორებ რადგან მეგობრებს დილანიც შეუერთდა.


- მე ასე არ ვფიქრიბ - აქნევს თავს ალექსი.


- ამის გასინჯვა შეიძლება - ვდგები ჩემი ადგილიდან - დეივ - ვამბობ ისე ხმამაღლა რომ ჩემსკენ ყველა ბრუნდება ვინც სასადილოშია.


- ყურადღებით გისმენ - მპასუხობს ბიჭი და მიღიმის.


- არ გინდათ შემოგვიერთდეთ? - დეივი ღიმილით ათვალიერებს მეგობრებს, რის შემდეგაც კვლავ მე მიყურებს :
- სხვათაშორის მე თვითონ მინდოდა შემოთავაზება, მაგრამ რადგანაც შენ პირველი ხარ... - ბიჭი იღებს მის საჭმელს და მოდის ჩვენი მაგიდისკენ, მას ნინაც მოჰყვება ცოტახანში კი შელიც.


დილანი მძიმედ სუნთქავს, მაგრამ არც ცდილობს მეგობრის დაყოლიებას რომ უკან დაბრუნდეს , ამის მაგივრად ის თვითონაც მოდის ჩვენსკენ.


ყველა უყურებს მომხდარს დიდი ინტერესით , მაგრამ მათ მზერაში აღარაა გაკვირვება.


ნერვულად ვყლაპავ როდესაც დილანი ჩემს გვერდით ჯდება. უცებ ვწევ თვალებს სხვა მხარეს და მზერით შელის ვეჯახები.


- როგორ გაატარეთ დღე?- კითხულობს ლილი.


- მშვენივრად - აგრძელებს საუბარს დეივი.


მე არ შემიძლია მათი მოსმენა, ჩემი ტვინი უბრალოდ გაითიშა. არ მინდა მასთან ერთად ყოფნა ახლა. მე არც კი მინდა მისი ნახვა იმის შემდეგ რაც მოხდა.


ბიჭი გაღიზიანებული აწვება სკამის ზურგს , შემდეგ კი მე მიყურებს. მე ისევ მინდა სხვაგან გადავიტანო მზერა მაგრამ არ გამომდის.


ჯანდაბა,ჯანდაბა, ჯანდაბა!


- შენც ორი გაკვეთილი დაგრჩა, როგორც მე? - ჩუმად მეკითხება ის ,მე კი ვიბნევი. რატომ დამელაპარაკა?


- ჰო.


- ეს ნიშნავს რომ სახლში ერთად წავალთ? - ის ამბობს კიდევ უფრო ჩუმად და ვხვდები, რომ ჩვენი არავის არ ესმის.


- მირჩევნია ფეხით წავიდე - ვარწმუნებ.


- როდის მერე მოგეწონა ფეხით სიარული?


- და შენ როდის მერე მოგეწონა ჩემი წაყვანა სახლამდე?


- ჩვენ... ჩვენ უნდა დავილაპარაკოთ.


- არ ვარ დაინტერესებული - მკაცრად ვეუბნები.


- რა იყო ეს , გუშინ აბაზანაში?


- არ ვაპირებ შენთან გარჩევას, მე თვითონ მივხედავ ჩემს საქმეს - ვწევ თავს ამაყად და გადამაქვს მზერა სხვაგან.


დილანი დგება მისი ადგილიდან და ყველა ეგრევე რეაგირებს.


- რაშია საქმე ?- კითხულობს შელი.


- ვაუ, შენ უკვე მელაპარაკები? - მსახიობურად უკვირს ბიჭს - განცვიფრებული ვარ - დილანი აგდებს მოკლე მზერას ჩემზე და გასასვლელისკენ მიდის. დეივმა ჩაახველა და მე შემომხედა, მე კი ვერ ვხვდები რას ნიშნავს მისი მზერა.


- ნუ ხდება ხოლმე - აქნევს თავს ბიჭი - ახალი რა ხდება?


***


ლილის სახეზე ღიმილი ჩნდება როგორც კი სკოლიდან გამოვდივართ.


- რას დგახარ აქ? - ვინტერესდები


- ნუ...- წელავს გოგონა


- წადი უკვე - ვატრიალებ თვალებს რის შემდეგაც გოგო ჯეიკის მხარეს მიდის.


- ეს საერთოდ ვინაა?- მაშინებს ვიღაცის ცივი ხმა ზურგს უკან.


- ეს ჯეიკია , ალექსს , მე გიყვებოდი მის შესახებ.


- ისინი წყვილი არიან?


- ნუ არვიცი და შენ რა ?


- არაფერი ის უბრალოდ მეგობარია და მე ვღელავ მასზე.


- ჰო მხოლოდ მეგობარია - ვიღიმი


- ჯეიკს მოწონს ლილი არა?


- აჰა როგორც შენ ნინა - ბიჭი თავს ხრის და მხრებს იჩეჩავს.


***


შევდივარ სახლში და ვხედავ მას.


სოფია ზის დივანზე , და აშტერდება ტელევიზორის ეკრანს. ვიხედები სამზარეულოსკენ სადაც მაგიდასთან ზის დილანი.


ისინი ახლა არ ლაპარაკობენ?


მიზანს მიღწეულია, მისია შესრულებულია და ინტერესი გაქრა?


ორივემ მიიღო რაც უნდოდათ და დაიშალნენ?


მშვენიერია!


სწრაფად მივდივარ კიბისკენ, რადგან სურვილი მაქვს სწრაფად ავღმოვჩნდე ჩემს ოთახში.


- საჭმელი არ გინდა?- მესმის ქერას ხმა .


- არ მშია- გამართულად ვამბობ და ვაგრძელებ კიბეზე ასვლას.


უბრალოდ არ შემიძლია სოფიას ნახვა.


არ შემიძლია დილანის ნახვა.


არ შემიძლია მათი ერთად ნახვა.


***


როგორც იქნა! მზად ვარ სიხარულისგან გავსკდე.

ისინი მიდიან! აღარ მომიწევს სოფიას კმაყოფილი სახის ნახვა!

ღმერთო საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში!

მაგრამ მაიკლი და ჯეიკი მომენატრებიან , ისინი საყვარლები არიან. თან ლილი და ჯეიკი კარგი წყვილი იქნებოდა.


სოფია იღიმის როგორც ყოველთვის. ჯეიკი რაღაცას ეუბნება ლილის, რომელიც მის გასაცილებლად მოვიდა. მაიკლი კი დგას მშობლების გვერდით რომლებიც რაღაცას ლაპარაკობენ , მათ არც კი ვუსმენ უბრალოდ სწრაფად მინდა ამ ყველაფრის დასრულება.


დილანი არც კი ჩამოვიდა ქვევით სოფიას გასაცილებლად. ნუთუ იმის შემდეგ რაც მათ შორის მოხდა სულ დაკარგა ინტერესი?


- წასვლის დროა - აცხადებს რობერტი.


- ნუ კარგად? - სევდიანად წარმოთქვამს სოფია და ჩემთან მოდის - მომენატრები - ამბობს ის რის შემდეგაც მეხუტება - ბოდიში - უეცრად ჩურჩულებს ის.


- რისთვის?


- მალე გაიგებ - გოგონა თვალებში მიყურებს შემდეგ კი მშორდება და მანქანაში ჯდება.


- ლიდია ჩვენ ცოტა გვიან დავბრუნდებით, ისინი უნდა გავაცილოთ ამიტომ მარტო მოგიწევთ დარჩენა...


- არაუშავს დე, ჩვენ პატარები არ ვართ.


***


ავდივარ მეორე სართულზე, და ვგრძნობ რომ როგორც იქნა შემიძლია ჩავისუნთქო წყნარად, სახლში არაა უცხო ხალხი. ახლა ის ისევ ჩემი ციხე სიმაგრეა. თუ არა?


დილანი გამოდის მისი ოთახიდან და ჩერდება ჩემს ყურებაში.


- იქნებ , მაინც დავილაპარაკოთ? - მეკითხება და ახლოს მოდის.


- არაფერი არ გვაქვს სალაპარაკო - ისევ ამაყად ვწევ თავს და მივდივარ ჩემი ოთახისკენ. ვერც კი ვამჩნევ ისე ბიჭი იჭერს ჩემს ხელს, შემდეგ წამს მის ოთახში ავღმოვჩნდი. ის კეტავს კარს საკეტით და იწყობს ხელებს მკერდზე:


- მე ასე არ ვფიქრობ - ამოისუნთქა მან.


- რას ამეკიდე? - ვფეთქდები მე - რა გინდა?


- ყოველ საღამოს ტირი აბაზანაში არა?


- დავუშვად ასეა, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? არ გკიდია?


- რომ არ მაინტერესებდეს - ყვირის ბიჭი - მე აქ არ ვიდგებოდი და არ მოვითმენდი შენს ბავშურ კაპრიზებს!


- კაპრიზებს? სერიოზულად ამბობ ამას?ახლა შენთვის სულ ერთი უნდა იყოს! ახლა მშვენიერი ხასიათი უნდა გქონდეს ბოლო ამბებიდან გამომდინარე! თუ რა სოფიასთან სექსი ისეთი კარგი არ აღმოჩნდა როგორსაც ელოდი?


- რა? - ბიჭი კრავს წარბებს.


- რა? არ მოგეწონა?


-ოჰ - ბიჭი აქნევს თავს - როგორ თუ არ მომეწონა? მომეწონა , რათქმაუნდა, რაზეა ლაპარაკი. მშვენიერი იყო! შეიძლება გავიგო, საიდან გაიგე ეს ?


- სოფიამ მომიყვა- მართლა მეშინია, რომ ვერ მოვითმენ და დავარტყამ სახეში, უბრალოდ არ შემიძლია ამის მოთმენა!


- მართლა? ალბათ დეტალებში არა?


- არა, მე არ მაიბტერესებს დეტალები , სიმართლე თუ გინდა.


- ესეიგი შენ ამის გამო ტიროდი? - ვიკავებ სუნთქვას, ვუყურებ ბიჭს. და რა უნდა ვუპასუხო?


საშინლად ვარ. უკვე ვერ ვაჩერებ ამას ჩემში. თავს ვერ ვაკონტროლებ.

ვერც ჩემ აზრებს. ვერც სიტყვებს. ვერც საქციელს.

ვერ ვაკონტროლებ ჩემს ტვინს, რომელიც მთლიანად გათიშულია. ახლა მე სულ სხვა რაღაც მამოძრავებს:


- და თუ ასეა? - უეცრად ვსვამ შეკითხვას.


ბიჭი ხელს ისვამს შუბლზე შემდეგ ილოკავს ტუჩებს და მიყურებს:
- ანუ, შენ ეჭვიანობ? - კითხულობს ის , რითაც ძალიან მიშლის ნერვებს.


- ჰო - გადავდივარ ყვირილზე , არ მაქვს ძალა უკვე ეს შევიკავო - ვეჭვიანობ თუ არა? კი, კი , კი, მე საშინლად ვეჭვიანობ, კმაყოფილი ხარ? უბრალოდ ჭკუიდან ვიშლები ეჭვიანობისგან, სულ ამაზე ვფიქრობ, მე ჯანდაბა ყოველთვის შენზე ვფიქრობ! - ბიჭი წევს ქვევით მზერას და ამის მოთმენა არ შემიძლია, ჯანდაბა, დილან, შემომხედე! - მე... მე უბრალოდ ვკვდები ეჭვიანობით - ჩუმად ვამატებ - მაგრამ კიდევ უფრო მკლავს ის რომ ეს არასწორია.


- და რა არის შენს გაგებაში სწორი?- წარმოთქვამს ის.


- არ ვიცი... მაგრამ მასთან დაწოლაც არასწორი იყო.


- მე მასთან არ ვიწექი - უცებ ამბობს ბიჭი და წევს მზერას ჩემზე.


- რა?


- ჩვენს შორის არაფერი არ ყოფილა, გასაგებია?


- ეს არ იყო?


- მან იფიქრა რომ ეს შენ ხარ იმის მიზეზი რომ მასთან არაფერი არ გამომივიდა. გესმის? არა ჩემი შეყვარებული, არამედ შენ.


- მე რა შუაში ვარ აქ?


ბიჭი მოდის ახლოს. უფრო ახლოს. ის ისე ახლოსაა რომ სუნთქვის მეშინია.


ის ძალიან ახლოსაა.


- მომეცი ნება გაკოცო- ჩურჩულებს ის.


ვწევ თავს და ვეჯახები მის მზერას.


ბიჭი ხრის თავს და ვხვდები რომ ჩვენი ტუჩები ერთ სიმაღლეზეა.


ის მოდის წინ, ოდნავ ვაღებ ტუჩებს, ის მხოლოდ ეხება მათ , თავისი ტუჩებით.


არანაირი შემდეგი მოქმედება არაა.


ის უბრალოდ წვავს ჩემს ტუჩებს მისი სუნთქვით.


ის რამეს უცდის?


აღარ შემიძლია ამის მოთმენა.


ვეხვევი მას კისერზე და ვიზიდავ ჩემსკენ ახლოს და ვკოცნი.


ის უცებვე რეაგირებს და მხვევს ხელებს წელზე.


ისევ მისი კოცნა.


მე მზად ვარ სიკვდილისთვის ამ გრძნობის გამო.


უეცრად ავღმოვჩნდი კედელთან მიკრული.


ვფიქრობ მასაც არ ესმის რას აკეთებს.


დილანი ოდნავ მშორდება და თვალებში მიყურებს რისგანაც თავბრუ მეხვევა.


გვერდზე ვხრი თავს და კისერი მისი კოცნით ცხელდება. ამასთან ერთად ვცდილობ ვისუნთქო , როდესაც მისი ხელი ჩემი მაისურის შიგნით ჩნდება , ტკივილამდე უჭერს ჩემს ზურგს.


ჩემი ხელები თვითონ მიდიან მისი პერანგისკენ და მე ვერ ვგრძნობ საკუთარ თავს, სწრაფად ვაშორებ ნაჭერს მისი სხეულიდან.


- დილან - ჩუმად წარმოვთქვამ , სანამ ის ისევ მკოცნის. ისე არა როგორც მანამდე .


მომთხოვნად ,ისე როგორც მას უნდა.


მე კი ვაძლევ მას ამის ნებას .


***


გოგონა უყურებს მას თვალებში და არ სუნთქავს. მას უბრალოდ არ შეუძლია ჩაისუნთქოს.


დილანს ეშინია მასზე ტკივილის მიყენების.


მას ეშინია რომ რამეს არასწორად გააკეთებს.


და ასეთი რამ მასთან პირველად ხდება.


- წარმოთქვი ეს... წარმოთქვი ჩემი სახელი,- თხოვს გოგო და მძიმედ სუნთქავს.


- ლიდია...ლიდია...ლიდია


- თქვი კიდევ ერთხელ - ჩურჩულებს ის - დილან.


- ლიდია, ლიდია


ბიჭს უნდა რომ ლიდია მხოლოდ მას ეკუთნოდეს.


გოგონას კი უნდა რომ მხოლოდ დილანს მიეკუთნებოდეს.


"შენ მხოლოდ ჩემი ხარ"


" მე მხოლოდ შენი ვარ"


***


დილანი ახელს თვალებს და ბრუნდება ზურგის მხარეს.


ლიდია გვერდით არაა.


ის წავიდა? რატომ ასე ადრე?


ბიჭი დგება საწოლიდან და ათვალიერებს ოთახს.


ჯანდაბა რატომ წავიდა ის?


***


დილანი ჩამოდის ქვევით, სადაც ყველა გართულია სადილით.


ლიდია უყურებს მის თეფშს და სულ არაქვს სურვილი ბიჭს შეხედოს.


სხვათაშორის დილანი აპირებდა დღევანდელ ღამეზე საუბარს. როგორც ჩანს გოგოს სხვა ინტერესები აქვს.


- სადილი? - ეკითხება ნატალი.


- არა, სკოლაში წასვლის დროს. ეი შენ მოდიხარ? - ლიდია წევს თავს და ბიჭი წევს წარბებს.


- კი - არა დარწმუნებულად პასუხობს ის - მე დედა წამიყვანს.


- დედა?- ის გაუგებრად უყურებს მას , მაგრამ როგორც ჩანს გოგო არაფრის ახსნას არ აპირებს- რატომ? ჩვენ ერთი და იგივე ადგილას მივდივართ, მეც შემიძლია შენი წაყვანა.


- მე უკვე შევუთანხმდი დედას, შეგიძლია არ გაირთულო საქმე.


გაირთულოს საქმე? ჯანდაბა, იქნებ ის შეწყვეტს მის გაღიზიანებას?


არ უნდა დილანის გვერდით ყოფნა?


მაშინ რა ჯანდაბა იყო გუშინ ღამე?


***


სწრაფად შევდივარ კლასში და ვჯდები ლილისთან.


- რა ხდება? - გაუგებრად წევს წარბებს გოგონა.


- ნახე ის? - ვიყურები ირგვლივ.


- ვინ?


- დილანი!


- არა , არ მინახავს , თქვენ რა ახლა ერთმანეთს ემალებით?


- არა , უფრო მე ვემალები მას.


- მართლა? და რაშია საქმე?


- ჩვენ ერთად ვიწექით - ვამბობ ჩქარა, რადგან მეშინია რომ გადავიფიქრებ და ვერ ვეტყვი მას.


- თქვენ ერთად იწექით? - იკითხა გოგომ და აი ახლა მის სახეზე ვამჩნევ შოკს.


- თვითონაც არ მჯერა ამის.


- კარგი - გოგონამ ამოისუნთქა - და რატომ გაურბიხარ ახლა?


- და რაუნდა გავაკეთო?


- იქნებ ღირს რომ დაილაპარაკოთ?


- დავილაპარაკოთ? - წამოვხტი. - ლილი , რა გავაკეთო აწი?


- ნუ ერთად გადაწყვიტეთ.


- არა, არა , მე მისი მეშინია.


- ნუ გუშინ ხომ არ შეგჭამა, ესეიგი არაა საშიში. - იცინის გოგო.


- არაა სასაცილო!- უცებ ვჩერდები , რადგან ვხედავ მას.


დილანი შემოდის კლასში დეივთან ერთად, მიყურებს მე შემდეგ კი წყნარად ჯდება საკუთარ ადგილას.


ეს რა ჩავიდინეთ, დილან? ახლა როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან?


ვიწყებ მის თვალიერებას, ვაჩერებ მზერას მის ხელებზე.


ვიხსენებ როგორ მეხუტებოდა, ვიხსენებ მის შეხებას და სიცხე მიწევს.


- ვერ გავძლებ - ჩუმად ვამბობ მე.


- მის გვერდით? - მეკითხება ლილი.


- უარესი - ამოვისუნთქე - მის გარეშე.


***


დილანი ჩემს წინ დგება, გზას მიკეტავს და კლასიდან ვერ გავდივარ.


ლილი მხრებს იჩეჩავს და მიდის.


მიმატოვა? ასეთს მისგან არ ველოდი. რათქმაუნდა ის ფიქრობს რომ მეხმარება მე, მაგრამ ეს ასე არაა!


- მე უნდა წავიდე - წარმოვთქვამ მე


- არაფრის განხილვა არ გინდა? - მეკითხება ბიჭი.


მე და ის მარტო. არა, არა, არა.


- მე ხომ ვთქვი, უნდა წავიდე!


- სად? - ბიჭი შლის ხელებს - იცი შენთან ერთი მნიშვნელოვანი სალაპარაკო გამომიჩნდა.


- ეს შეცდომა იყო - ვჩურჩულებ და ცრემლებს ვიკავებ.


- რა? - მესმის მის ხმაში სიბრაზე.


- ეს ღამე , ეს არასწორია, ეს შეცდომაა, ჩვენ არ უნდა...


- შენ რა დამცინი? - ბიჭი მოდის ახლოს , მე კი ნაბიჯით უკან ვიწევ.


- და რა ? თუ შენ ხედავ ჩვენი ურთიერთობის გაგრძელების გზას?


- შენ რა ვერ ხედავ?


- არა , დილან , მე ვერ ვხედავ ურთიერთობას და-ძმას შორის.


- შენ ჩემი და არ ხარ, ლიდია!


- და ვინ ვარ შენთვის?


- ეს დამოკიდებულია იმაზე , თუ როგორი დამოკიდებულება გაქვს ჩემს მიმართ.


- მე... მე არ მინდა ეს, დილან.


- მაშინ რატომ გააკეთე ეს ყველაფერი?


- ჩემსგან თავი შორს დაიჭირე, როდესაც ჩემს გვერდით ხარ , ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ - ვამბობ და კლასიდან გავრბივარ



***




ლილი წევს მზერას, რის შემდეგაც იწმენდს ხელებს. გოგონა იკვნეტს ტუჩს ეტყობა რომ ნერვიულობს. უცებ გადაწყვიტა , მოვიდა ახლოს ჩემთან და ჩანეხუტა.


- ყველაფერი კარგად იქნება - წამის შემდეგ მესმის მისი ჩურჩული - გინდა წავიდეთ აქედან? - გოგონა მშორდება და მიყურებს მსუბუქი ღიმილით.


-კი - ვუქნევ თავს და ვყლაპავ ცრემლებს.


- კარგია. გამომართვი- მაწვდის ჩემს ჩანთას და მეც ვიღებ მას- წამოდი- მივდივართ გასასვლელისკენ, ის ჩუმადაა იცის რომ ახლა ყველაზე ნაკლებად საუბარი მინდა.


სიკვდილი მინდა.


***


დილანი ათვალიერებს სკოლის დერეფანს, ყურადღებით აკვირდება თითოეულ მოსწავლეს.


- ის წავიდა - ჩუმად წარმოთქვამს დეივი მის ზურგს უკან.


-სად? - გაღიზიანებული კითხულობს ბიჭი.


- არვიცი, ლილიმ სადღაც წაიყვანა, არ გინდა მომიყვე რა ხდება?


- უბრალოდ...


- შელი - აწყვეტინებს ბიჭს დეივი, რითიც ანიშნებს გოგოს მოახლოებაზე.


- ჯანდაბა - ისუნთქავს ბიჭი და ბრუნდება გოგოსკენ, ის გვერდით უვლის მას და დილანი აანალიზებს რომ ისინი კიდევ არ შერიგებულან .


- შელი - ეძახის ის და გოგონა ბრუნდება და ხელებს მკერდზე იწყობს.


- შეიძლება ვილაპარაკოთ? - კითხულობს ბიჭი.


- კარგი, მოდი ვილაპარაკოთ.


- კარგია - ის მიდის კლასისკენ და შელიც მიჰყვება მას.


დილანმა ამოისუნთქა რადგან აღმოჩნდა რომ კლასში სადაც არავინ არაა. ბიჭი ჯდება სკამზე , შელი კი მის პირდაპირ.


- რაზე გინდოდა საუბარი? - დაძაბულად ეკითხება გოგო.


- ჩვენ - დილანი იბნევა და ხრის თავს - ჩვენ დიდი ხანია ერთად ვართ, და კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, და ახლა როგორც შენ ისევე მე ვხვდებით რომ ჩვენს შორის რაღაც ისე არაა როგორც ადრე იყო.


- რას გულისხმობ? - გოგონა კრავს წარბებს.


- გაიხსენე , როგორ იყო ადრე , ახლა... რაღაც ისე ვერ არის. ვფიქრობ დრო გვჭირდება.


- დრო რისთვის დილან?


- იმისთვის რომ გავერკვე ჩემს თავში.


- მე ეს არ მჭირდება...


- მე კი მჭირდება, ეს აუცილებელია, მე მჭირდება პაუზა.


- პაუზა ურთიერთობაში?


- ჰო, მე ასე არ შემიძლია, მე დავიბენი, და ეს ისაა რაც მჭირდება, უნდა გამიგო.


- არანაირი პაუზები არ არსებობს ურთიერთობაში, შენ მე მშორდები, დილან.


- ასეა საჭირო დამიჯერე


- უბრალოდ სიმართლე მითხარი, რა მოხდა, რა არის მიზეზი?


- შელი , უბრალოდ მომეცი დრო, მეტს არაფერს არ გთხოვ!


- და მერე რა იქნება?


- არვიცი, სწორედ იმისთვის რომ გავიგო რა იქნება შემდეგში მჭირდება დრო.


- კარგი- გოგონა იუყურება კედლისკენ და დილანი ხვდება რომ გოგო არც კი ახამხამებს თვალებს.


- შელი...


- არა , არ თქვა არაფერი კარგი? მე გავიგე - უცებ მოიწმინდა ცრემლი და გავიდა კლასიდან.


წუთის შემდეგ კარი ისევ იღება და შემოდის დეივი:


- როგორ ხარ? - კითხულობს ის.


- საშინლად - აქნევს თავს დილანი.


***


ის არ მოსულა სახლში მთელი ღამე.


არ შემიძლია ვიფიქრო ამის გარდა სხვა რამეზე.


ვუყურებ შერიფს, რომელიც ნერვიულობს ჩემზე მეტად. ვცდილობ ჩვეულებრივად მოვიქცე რომ ეჭვი არ გამოვიწვიო მაგრამ არაფერი გამომდის.


ვნერვიულობ და გაღიზიანებული ვარ უძილო ღამის გამო.


ვიჯექი და მთელი ღამე ვუცდიდი, მაგრამ ის არ მოვიდა.


ვუყურებ თეფშს, ვხვდები რომ ლუკმა ყელში არ გადადის.


დედა რაღაცას ეკითხება ჯონს, ის კი მოკლედ პასუხობს - მას ახლა არ სცალია საუბრისთვის და მე მესმის მისი.


უცებ ვრეაგირებ როდესაც მესმის ხმაური კარებთან. წამის შემდეგ კარებში შემოდის დილანი და ვისუნთქავ, ძალიან ხმამაღლა, ვიმედოვნებ ეს ვერავინ ვერ შეამჩნია.


ბიჭი მოდის მაგიდასთან, და ხელოვნურად იღიმის.


- ო, სადილი - წელავს ბიჭი - რა საყვარლობაა.


- სად იყავი?- შერიფი დგება ფეხზე და უყურებს შვილს, როგორც ჩანს ის ძალიან გაბრაზებულია.


დილანი აქნევს თავს და ერთი წამით ჩემზე გადმოაქვს მზერა.


ის მთვრალია. ის მთელი ღამე სვამდა? ეს ხომ ჩემს გამო არაა?


- მე უბრალიდ ვისვენებდი - წყნარად პასუხობს ბიჭი.


- ისვენებდი? - ჯონი იწყებს ყვირილს- იცი რა მჭირდა მე? მე კინაღამ მოვკვდი , დილან!


- წყნარად, მა , მე უკვე დიდი ბიჭი ვარ.


- იმდენად დიდი რომ სახლში დილას მოდიხარ და კიდევ ასეთ მდგომსრეობაში? მე ასე არ ვფიქრობ!


- მამა , შეწყვიტე - ბიჭი ატრიალებს თვალებ, რითაც უფრო აბრაზებს კაცს.


- იქნებ მეტყვი იმას მაინც რატომ მოაწყვე ეს ცირკი?


- დავშორდი შეყვარებულს, დაკმაყოფილდი?


რა? ის დაშორდა მას? ახლა გასაგებია ვის გამოა ეს ყველაფერი , გასაგებია რომ მე ასეთ მსხვერპლს არ ვღირვარ.


- შელიზე ლაპარაკობ? - ოდნავ მსუბუქად ეკითხება ჯონი.


- ბევრი შეყვარებული მყავს? ჰო შელიზე ვლაპარაკობ - ამტკიცებს დილანი სერიოზული სახით.


- და სად იყავი?


- სხვა გოგოსთან - ის იტყუება. ის არ ამბობს სიმართლეს.


- კარგი- შერიფმა ამოისუნთქა რის შემდეგაც შეხედა დედას - დღეს დარჩი სახლში და მიხედე მას ლიდია.- უეცრად წარმოთქვამს კაცი.


- მე არ მჭირდება ძიძა - არ მაცდის პირის გაღებას , აცხადებს დილანი.


- მე ვფიქრიბ რომ გჭირდება. მე რათქმაუნდა მესმის ყველაფერი, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ასეთი აღარ განმეორდება, გასაგებია?


-აჰა- ბიჭი აქნევს თავს რის შემდეგაც მიყურებს მე. მე კი თავს ვხრი და თეფშს ვუყურებ მაგრამ მაინც ვგრძნობ მის მზერას.


მესმის რომ მშობლები ემზადებიან, და მართალია მიხარია რომ შერიფი სამუშაოდ დაბრუნა მაგრამ ახლა ეს ფაქტი არც ისე მახარებს.


დილანი ისევ ჩემს გვერდით დგას რაც მძაბავს.


უფროსები ხურავენ კარს და ვწყვეტ სუნთქვას.


დილანი მიდის მაცივართან და მე მაინც ვწევ მასზე მზერას. ბიჭი იღებს წყლის ბოთლს და თითქმის ბოლომდე ცლის მას


- რას მომაშტერდი? - უეცრად მისვამს კითხვას ის და არ ვიცი როგორ მოვიქცე. სხვათაშორის ეს პირველი ფრაზაა რომელიც მითხრა მაშინ. ო ღმერთო ესეც მახსოვს.


- ვცდილობ გავიგო , გაქვს. თუ არა სინდისი. - მკაცრად ვამბობ.


- ა - წელლავს ბიჭი , რიშს შემდეგაც. დებს ბოთლს მაგიდაზე და ახლოს მოდის. - და მერე?


-შენ ის ზუსტად არ გაქვს - ვდგები ფეხზე, ბიჭის წინ. საშინლად ვბრაზობ მასზე, ჯანდაბა , თითქმის ჭკუიდან შევიშალე.

- შეგეძლო მამაშენი გაგეფრთხილებინა, გენახა როგორ ნერვიულობდა, შენ კი უბრალოდ დამთავრებული ეგოისტი ხარ.


- ჰო , მე ეგოისტი ვარ. მე შენ არ ვარ გასაგებია? მე არ ვფიქრობ ყველაზე, არ ვზრუნავ იმაზე რომ ყველა კარგად იყოს, მე მინდა რომ მე ვიყო კარგად!მაგრამ შენ! - ბიჭი ყვირის და ჩემი სიბრაზე შიშით იცვლება. - შენთან ყველაფერი სხვაგვარადაა- ის მიყურებს თვალებში, ვიკვნეტ ტუჩს რათა ზედმეტი არ ვილაპარაკო - მე ვერ ვიტან ამას, მაგრამ შენ...როდესაც საქმე შენ გეხება მე ყველას ვივიწყებ, ჩემს თავსაც კი ვივიწყებ, მე მხოლოდ შენზე ვფიქრობ... ჯანდაბა, ჯანდაბა, ვერ გიტან, გასაგებია? რატომ გამიკეთე ეს? შენ მოგწონს ჩემი დაცინვა არა? უბრალოდ სიცილი გინდა არა? ეს შენთვის არაფერს არ ნიშნავს?


- არა მგონია , რომ ამ სიტუაციაში ჩემზე ცუდად ხარ - მაინც წარმოვთქვამ მე.


- რატომ?


- თუ ფიქრობ, რიმ ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს , მაშინ კრეტინი ხარ , დილან. ეს ჩემთვის უფრო ბევრს ნიშნავს ვიდრე შენთვის აი ამიტომ - გვერდს ვუვლი ბიჭს და ავდივარ კიბეზე.


***


დილანი მთელი დღის განმავლობაში ოთახიდან არ გამოსულა, და არვიცი მიხარია ეს თუ პირიქით.


შერიფი დაღლილად იწმენდს თვალებს და ჯდება სკამზე.


- როგორი დღე გქონდათ- ვინტერესდები მე.


- ნორმალური- აქნევს თავს კაცი- დილანი როგორაა?


- მე არვიცი, ის...


- მე აქ ვარ - მაწყვეტინებს ბიჭი, რომელიც სამზარეულოში შემოდის- და მე ძალიან მშია.


დედა დგება ადგილიდან რათა ბიჭს საჭმელი მოუმზადოს.


- როგორ ხარ?- სარკაზმით ეკითხება ჯონი.


- მშვენივრად, შეგეძლოთ არ შეგეწუხებინათ დაიკო , თვითონაც მივხედავდი თავს - დაიკო? ის უბრალოდ დამცინის!


- გემრიელად მიირთვი- ამბობს დედა და უდგამს წინ თეფშს.


- მადლობა- ბიჭი იწყებს ჭამას, მე კი ისევ მას ვუყურებ.


ის უცებ წევს მზერას ჩემზე და გონებაში ვცდილობ გასასმართლებელი რამე მიზეზი მოვიფიქრო.


- ეი, წყალს არ მომაწოდებ? - მეუბნება მე. "ეი"? არაფერი არ იცვლება.


მე ხომ მახსოვს როგორ წარმოთქვი ჩემი სახელი. მე მახსოვს ეს. და მზად ვარ თავი გავწირო ამ მოგონებისთვის.


- რათქმაუნდა- ვუქნევ. თავს და ვდგები ფეხზე.


- ვიმედოვნებ დღეს გეგმები არ გაქვს- მესმის შშერიფის ხმა ზურგს უკან.


- მე და დეივი უნდა შევხვდეთ- პასუხობს დილანი.


- ფიქრობ რომ დღევანდელის მერე სადმე გაგიშვებ?


- შენ ფიქრობ რომ შენი ნებართვა მჭირდება?


- დილან , მესმის ყველაფერი, დაშორდი გოგოს რომელიც გიყვარს მაგრამ ეს არაა ასეთი მოქცევის მიზეზი.


- არაფერიც არ გესმის- ბიჭი იღებს ჩემი ხელიდან ჭიქას, სვამს წყალს. დგება მაგიდიდან - საქმე გოგოში არაა, საქმე ჩვენი დაშორების მიზეზშია- ის ამბობს ამას და მე მიყურებს თვალებში რის შემდეგაც მიდის და მტოვებს მთლიან გაუგებრობაში.


ის რა მადანაშაულებს მათ დაშორებაში? თუ რას ნიშნავს ეს? ჯანდაბა დილან რა რთულია შენი გაგება.


***


დილის ოთხი საათი. მშვენიერია. უბრალოდ მაგარია. დილან სად ჯანდაბაში ხარ? ასე მართლა ჭკუიდან გადავალ.


მესმის ნაბიჯები კართან, კარის დაკეტვის შემდეგ გამოვდივარ დერეფანში და ვიხედები ირგვლივ.


ნელა ვაღებ ოთახის კარს რომელიც ჩემს პირდაპირაა.


ბიჭი იხდის ქურთუკს და გადმოაქვს მზერა ჩემზე.


- რა? - უინტერესოდ მეკითხება ის.


- სად იყავი? - ვჩურჩულებ და ოთახში შევდივარ.


- და რატომ უნდა ვიმართლო თავი შენს წინ?


- გთხოვ მითხარი , სად იყავი - ვყლაპავ და ვგრძნობ რომ ცრემლი ჩამომცვივდა სახეზე. რატომ ვტირი მის წინ? ჯანდაბა.


- ვიყავი ხალხთან , ვისთანაც ნათესაური კავშირი არ მაკავშირებს, და მადლობა ღმერთს რადგან ამ ბოლო დროს ნათესავები ძალიან მაღიზიანებენ. მაპატიე დაიკო.


- არ დამიძახო ასე - ვამბობ და ცრემლს ვიშორებ .


- რატომ? შენ ხო თვითონ თქვი რომ და-ძმა ვართ, და ის რაც ამ ოთახში იყო საერთოდ არაფერს არ ნიშნავს, ხო ასეა?


- მე უკვე გითხარი რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის.


- მაშინ რა ჯანდაბაა? ან შენი ძმა ვარ და თავს მანებებ, ან ... - ბიჭი ჩერდება და ცდილობს ჩემი სახე დაათვალიეროს რადგან ოთახში ბნელა მას შუქი არ უნთია.


- ან? - ვეკითხები


- ან მოდი შევწყვიტოთ ეს ყველაფერი, ჩვენ შეგვეძლო...


- შეგვეძლო? დილან შენი აზრით რას იტყვიან ჩვენი მშობლები? ჩვენი მეგობრები? ხალხი?


- და სულ მე ისინი! შენ უბრალოდ უნდა იყო ჩემთან, და მე საერთოდ ვერ გავიგე შენ გინდა ეს თუ არა.


მინდა თუ არა ეს ? დილან მე ნელნელა ვკვდები შენს გარეშე, მე არ შემიძლია შენს გარეშე სუნთქვაც კი.


- ყველაფერი ჩვენს სურვილებზე არაა დამოკიდებული ამ ქვეყანაზე.


- მაგრამ იმ ღამეს შენ ხომ დაემორჩილე შენს სურვილებს, შენ ნანობ ამას?


მე არ ვნანობ არც ერთ წამზე რომელიც შენთან მაქვს გატარებული.


- ეს არასწორი იყო.


ბიჭი ჯდება საწოლზე. მივდივარ ახლოს და ვჯდები მუხლებზე მის წინ.


- უბრალოდ დაფიქრდი- ვჩურჩულებ - რა იქნება თუ ჩვენ...


- რას გრძნობ ჩემს მიმართ? - მაწყვეტინებს ბიჭი.


- დილან...


- არა, არა. მე მივხვდი ეს ჩვენი ბოლო საუბარია ამ თემაზე , უბრალოდ მიპასუხე.


- შენ ნარკოტიკივით ხარ, დილან. შენ იწვევ მიჩვევას რომლისგანაც შეუძლებელია გადაჩვევა.- ვწევ ხელს , ვეხები მის სახეს , რაზეც ის არანაირად არ რეაგირებს. ის უბრალოდ მიყურებს მე და ამას სიბნელეშიც ვხედავ.


- მაპატიე ამის გამო - ჩუმად ვამბობ , რის შემდეგადაც ვიწევი და ვეხები ჩემი ტუჩებით მის ტუჩებს. ბიჭი მპასუხობს კოცნაზე , მაგრამ მე ვფხიზლდები და ვშორდები ოდნავ და თვალებში ვუყურებ.


- მე ხომ გთხოვე რომ შორს დაგეჭირა თავი ჩემსგან.


- ეს შენ მოხვედი ჩემთან.


ვდგები ფეხზე, მივდივარ კარისკენ


- უბრალოდ წახვალ? - მეუბნება ის.


- მე ასე არ შემიძლია- გავდივარ კარებიდან და ვუყურებ კედელს.


გამაჩერე, გევედრები , ჩამეხუტე , უბრალოდ შენთან ყოფნა მინდა. მე შენ მიყვარხარ!
მაგრამ ეს შენ არ უნდა იცოდე...


***


- ან ყურადღებას მომაქცევ ან ჩვენი მეგობრობა დასრულდება- წარმოთქვამს დეივი და დილანი უცებ წევს მასზე მზერას.


- მე უბრალოდ ჩავფიქრდი.


- ჰო და მეც გეკითხები რაზე?


- ის უცნაურად იქცევა.


- ლიდია?


- ჰო. მე... მე უბრალოდ მისი არ მესმის.


- კარგი, და შენი გესმის? რა გადაწყვიტე?


- ეს საშინლად სულელურად მოგეჩვენება.


- რა?


- ასეთი რამ ჯერ არასდროს არ დამმართნია.


- ჰო- უქნევს თავს დეივი - მართალი ხარ, როგორც ცრემლიან მელოდრამებში.


- აი მეც ამას ვამბობ - დილანმა ჩაისუნთქა და გააღო მისი სახლის კარები.


- ნუ რა გჭირს, რას გულისხმობ საერთოდ? - დეივი შედის პირველი და ჯდება დივანზე.


- უბრალოდ იმ ღამეს...


- როცა ერთად იწექით?


- ჰო, ჰო, ვფიქრობ ეს ისედაც ცხადია. ნუ იმ ღამეს მე რაღაც ვიგრძენი.


- ჰო ეს ჩვეულებრივი ამბავია- იცინის დეივი.


- ჯანდაბა , მე ხომ სერიოზულად გეუბნები!


- კარგი , და რა იგრძენი?


- არვიცი. ლიდია თითქოს ფაიფურის თოჯინა იყო და მე... მე ისე მეშინიდა რომ რამე არასწორსდ გამეკეთებინა, თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება დამოკიდებულია...


- მასზე?


- აჰა.


- მეგობარო , ნამდვილად დაგერხა.



***


ის დამცინის.მას უყვარს ჩემს ნერვებზე თამაში. ის ვერც კი ხვდება რას ვგრძნობ მე.


ის უკვე მესამე დღეა არ ათენებს სახლში, ეს ნამდვილად არაა ნორმალური.


ღმერთო , დილა, რის მიღწევას ცდილობ?


და ისევ დილის ოთხი საათი, რის მიღწევას ვცდილობ მე ?


ვიკავებ სუნთქვას , როდესაც ნაბიჯების ხმა მესმის კარებთან.წამის შემდეგ ჩემი ოთახის კარები იღება და შემოდის ის.


- სად იყავი ისევ? კინაღამ შევიშალე- ვამბობ და არც კი ვარ შებრუნებული დილანის მხარეს.


- ვიცი - წყნარად ამბობს ის - ამიტომაც დავბრუნდი.


ბიჭი მიწვება გვერდზე, და ვგრძნობ მის ცხელ სუნთქვას ჩემს კისერზე.


ის ჩუმადაა, და ეს მკლავს მე. არვიცი რა გავაკეთო. მე უბრალოდ ვწევარ ისე როგორც ის და არ ვამბობ არც ერთ სიტყვას, რადგანაც არაფერი მაქვს სათქმელი, ის გვერდითაა და ეს ისაა რაც მე მჭირდება.


ბიჭი მეხუტება წელზე , მისი ხელი ადიელის ზევითაა , მაგრამ მაინც ხდება სიცხე მისი შეხებისგან.


- შემომხედე - ჩურჩულებს ის. მე კი ვერ ვგრძნობ ალკოჰოლის სუნს. ის ფხიზელია. აბსოლუტურად. მაშინ სად იყო?


მე არ შემიძლია განძრევა. ვყლაპავ სითხეს პირში რაც არც ისე ადვილია ამ სიტუაციაში.


- ლიდია- ჩუმად ამბობს ის , და ეს ხდება საბოლოო. ვბრუნდები მისკენ და თვალებში ვუყურებ.


მოხერხებულად ვდებ თავს ბალიშზე , სანამ ის ყურადღებით ათვსლიერებს ჩემს სახეს.


- შენ ვერ გაექცევი საკუთარ თავს - ამბობს ის - მითხარი თუ რამე არასწორად გავიგე.


- არ შემიძლია მოგატყუო - ვჩურჩულებ მე.


ღრმად ვისუნთქავ, ვცდილობ ვიფიქრო საღად , მაგრამ როცა ის ახლოსაა, მე არაფერი არ გამომდის.


დილანი კრავს წარბებს რის შემდეგაც ეხება მისი ცხვირით ჩემსას.


- შენ ჯოშთან ხარ არა?


- მე მასთან არაფერი არ მქონია და არც მექნება.


ბიჭი იღიმის როცა მისკენ უფრო ახლოს ვიწევი და ვეხვევი კისერზე.


მისი ტუჩები ისეთი ცხელია, ჩემი სუნთქვა ირევა.


ვწყვეტ კოცნას, ვუყურებ მას თვალებში.


- მე შენ მიყვარხარ - მყარად ვამბობ, ვხვდები რომ მე პასუხი არ მჭირდება. მე მყოფნის ის რომ შევძელი და ვუთხარი, მეტი არაფერი არ მჭირდება.


- არ შემიძლია შენი გაშვება. - ამბობს ბიჭი რის შემდეგაც იწევა და ჯდება საწოლზე, მიყუდებულია ზურგით კედელზე. - არ შემიძლია შენი გაგება - ოდნავ ფიცხად ამბობს ის.


მე მეტი არ მაქვს არაფერი მასზე სათქმელი.


მეც ვიწევი და დილანის მუხლებზე. ვჯდები.ვეხვევი მის წელს ფეხებით. ვუყურებ თვალებში და ხელებს კისერზე ვუწყობ. ვკოცნი ტუჩებში. ბიჭის ხელები უცებ მაისურის ქვეშ ჩნდება , მე კი ვაძლევ მისი გახდის ნებას.


ვგრძნობ მსუბუქ სიმორცხვეს რადგან მაისურის შიგნით არაფერი არ მაცვია, მაგრამ დილანი ხარბად ათვალიერებს ჩემს სხეულს, რის შემდეგაც თვითონ მკოცნის და ატარებს მის ხელებს ჩემს ზურგზე.


ჩემი ტანი ჟრუანტელით იფარება. ვშორდები მის ტუჩებს, ვუყურებ თვალებში.


- თქვი - სუსტიი ხმით წარმოვთქვამ , და ის უცებ მიგებს მე.


- ლიდია...


ის ჩერდება.


- მე მინდა ეს. - ვუქნევ თავს რადგან გავიგე რასაც უცდიდა ის.


ეს დასასრულია. ახლა ის ჩემი ჰაერია. ჩემი ცხოვრება. ჩემი სამყარო.


***


ვახელ თვალებს, ვათვალიერებ ოთახს, რომელიც უკვე დღის შუქით გაივსო. ვგრძნობ, ძლიერი ხელი როგორ მიხუტებს მისკენ და მისი სუნთქვა ათბობს კისრის კანს.


ვბრუნდები მის მხარეს, რის შემდეგაც ვუყურებ ბიჭს. მას წყნარად ძინავს და მე შემიძლია სირცხვილის გარეშე დავათვალიერო მისი სახის თითოეული სანტიმეტრი, დავითვალო მისი ხალები და მე მაქვს ამის უფლება.


თუმცა არ ვარ დარწმუნებული. სიმართლე გითხრათ ვფიქრობ ჩვენ უნდა დავილაპარაკოთ. რადგან მე არვიცი რა გავაკეთო შემდეგში, მეშინია მომავლის, უფრო კი მეშინია მომავლის მის გარეშე.


- რაზე ჩაფიქრდი? - თვალის გაუღებლად ამბობს ბიჭი.


- ესეიგი არ გძინავს?


- როგორ დავიძინო როდესაც ასე ხვარხვალებ.


- დილან , ვფიქრობ არ უნდა გადავდოთ საუბარი...


- ლიდია- წელავს ბიჭი, ვგრძნობ როგორ იბადება ჩემს შიგნით სითბო, როგორ კარგად ჟღერს ჩემი სახელი შენი პირიდან, მე არ შემიძლია სხვა რამეზე ფიქრი.


მან სახელით მომმართა.


- დილა ისე კარგად იწყება- ის ახელს თვალებს , და შემდეგ წამს მავიწყდება როგორ ვისუნთქო.


ის იღიმის. ის მიღიმის ზუსტად ისეთი ღიმილით. ამას მე ვხედავ არა ნახატზე არამედ რეალობაში.


ყველა ჩემი ფიქრები ქრება, მივიწევ მისკენ ახლოს, ის კი ისევ იღიმის, ვკოცნი მას და ვხვდები რომ საბოლოოდ ჭკუიდან შევიშალე.


ნელა ვშორდები და კისერზე ვადებ თავს.


- გინდა მთელი დღე საწოლში გავატაროთ? - იცინის და მეკითხება ის.


- წინააღმდეგი არ ვარ - ვწევ თავს და ვუღიმი.


ბიჭი ახლოს მოდის და შუბლზე მკოცნის.


- ახლა რა იქნება? - მაინც ვამბობ მე.


- ღმერთო, ლიდია, გთხოვ არ იდარდო ამაზე კარგი? შენ ძალიან ბევრს ფიქრობ, ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნი.- მან ისევ თქვა ჩემი სახელი და არ შემიძლია ეს ყურადღების გარეშე დავტოვო.


- ესეიგი - ვუყურებ ბიჭს თვალებში- აწი არანაირი "ეი"?


- ნუ თუ მოგწონს...


- არა, არა, არა მე მაწყობს უბრალოდ "ლიდია"


- მეც.


**

სრულიად არ ვიცი როგორ მოვიქცე მაგიდასთან.


ნუ რატომაა დღეს შაბათი?


დილანი წყნარად ჭამს , მე კი ისეთი დაძაბული ვარ.


- რამე მოხდა? - უეცრად მეკითხება დედა.


- ყველაფერი კარგადაა- გასაკვირად წუნარად და სწორად ვამბობ , დილანი წევს ჩემზე მზერას. ბიჭი წევს წარბებს და სუსტად იღიმის და ეს მამშვიდებს. მეც შეუმჩნევლად ვუღიმი მას საპასუხოდ, რის შემდეგაც ვხრი თავს , თეფშს ვუყურებ და ჭამას ვიწყებ.


- დღეს რომელზე დაბრუნდი?- კითხულობს ჯონი და დილანი აპყრობს მას მზერას.


- არ მახსოვს, მაგრამ გპირდები, ასეთი აღარ განმეორდება.


- ჭკუა მოგემატა?


- ალბათ, მაგრამ უფრო მომბეზრდა- ბიჭი უცინის კაცს რაზეც ის კრავს წარბებს.


- კარგი- ჯონმა ამოისუნთქა და ადგა მაგიდიდან.


დედაც დგება და იწყებს თეფშების ალაგებას.


- მე ავალაგებ - უეცრად ვამბობ მე.


- დარწმუნებული ხარ?


- კი დე, ნუ ღელავ , წადი დაისვენე.


- კარგი- დედა აქნევს თავს , რის შემდეგაც მიდის კიბისკენ შერიფთან ერთად.


- დაგეხმარო? - მეკითხება დილანი , როდესაც მშობლები უკვე ზევით ავიდნენ.


- ნუ? შენთვის თუ რთული არაა.


- ჩემთვის ? - ბიჭი ახლოს მოდის და თვალებში მიყურებს- არა, ჩემთვის არაა რთული.


- მშვენიერია- მინდა გვერდი ავუარო მაგრამ ბიჭი უცებ მიჭერს ხელზე და მისკენ მივყავარ.


- ის რაც თქვი ღამე, ეს...


- მართალია, დილან - ბიჭი მიყურებს და მე არვიცი რა უნდა მას - მე არ ვითხოვ შენგან იგივეს, უბრალოდ იყავი ჩემს გვერდით კარგი?- ჩუმად ვამბობ მე.


- თუ შენ ისევ არ გაიქცევი ჩემგან.


- რომ იცოდე რამდენს ნიშნავ ჩემთვის, ჩემში ეჭვი არ შეგეპარებოდა.


- მე არ მეპარება შენში ეჭვი. ახლა კი მოდი საქმეს მივხედოთ თორემ დაგვსჯიან იმის გამო რომ არაფერი არ გაგვიკეთებია.


- ეს კარგი იდეაა- ვკოცნი ბიჭს, მივდივარ ნიჟარისკენ და ვიღიმი რადგან ვაცნობიერებ რომ მე ბედნიერი ვარ, ახლა მე ნამდვილად ბედნიერი ვარ.


***


- სად ჯანდაბაში იყავი? - ყვირის დეივი, როგორც კი მე და დილანი შევდივართ სკოლის შენობაში.


- ამ დილიდან რას ყვირიხარ?- ღიმილით კითხულობს დილანი.


- ასეთი კმაყოფილი რატომ ხარ? დაგავიწყდა გუშინ ჩვენ შევთანხმდით რომ ერთად გავატარებდით კვირა დღეს , შენ კი არ მოხვედი და მომიწია მთელი დღე ნინასთან ერთად მაღაზიაში სიარული, და იცი რაა ეს არ არის ყველაზე საინტერსო საქმიანობა დედამიწაზე. - წუწუნებს ბიჭი.


- გუშინ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა - იჩეჩავს მხრებს ბიჭი.


- რა უნდა იყოს ჩემზე მნიშვნელოვანი? - აგრძელებს წუწუნს დეჰაანი.


- ვიღაც არის - დილანი ისევ იღიმის და ვხედავ რომ დეივის სახის გამომეტყველება იცვლება.


- თქვენ რა ერთად ხართ?- ჩუმად კითხულობს ის.


- ოღონდ არავის არ უთხრა - აქნევს თავს დილანი.


- ნინასაც?


- მითუმეტეს ნინას!


- როგორც ვხვდები შენ მხოლოდ ლილის მოუყვები - მეუბნება დეივი მე.


- ვფიქრობ შემიძლია რომ მას ვენდო- ვპასუხობ მე


- ჰეი შელი - ხმამაღლა ამბობს დეივი და ვხედავ რომ დილანის ხასიათი მომენტალურად იცვლება.


- გამარჯობა ყველას- გოგონა მოდის ჩვენთან და დილანი წევს მზერას მასზე. გოგო წამები უყურებს თვალებში შემდეგ კი უცებ გადააქვს მზერა.


- რას ვდგავართ? - დეივის ზურგს უკან ჩნდება ნინა - გაკვეთილზე გვაგვიანდება.


***


ლილი იღიმის და უყურებს დილანს, რომელმაც ჩათვალა რომ ჯობდა დამჯდარიყო მასთან ვიდრე შელისთან.


არმინდა ამაზე ფიქრი. ნერვები მეშლება


როდესაც ვუყურებ მას , არ შემიძლია შურის მოშორება . შელი იმდენი ხანი იყო დილანთან , მას ჰქონდა ის რაც მე მაქვს ახლა, მე კი რამდენი გამოვტოვე ჩემი სულელობის გამო, ჩემთვის მნიშვნელოვანია მასთან გადარებული თითოეული წამი.


აი ახლა კი ლილის მზერა არ მომწონს. ალბათ, არ უნდა მეთქვა მისთვის მაგრამ რა ვქნა მას ვერაფერს ვერ დავუმალავ.


ის იხრება დილანისკენ და რაღაცას უჩურჩულებს, წამების შემდეგ ბიჭი იწყებს სიცილს და ხელებით იფარებს პირს , რაზეც გოგონა ღიმილით წევს წარბებს.


ძალიან მიხარია რომ საერთო ენა იპოვეს.


***


ვგრძნობ როგორ მძიმდება თვალები მაგრამ მაინც ბოლო ძალებით ვცდილობ რომ თვალები არ დავხუჭო.


ყურადღებით ვუყურებ ლეპტოპის ეკრანს, და ვხვდები რომ ფილმის აზრი უკვე დიდი ხნის წინ დავკარგე.


დილანი ხელს მხვევს მხრებზე და თავს მის მხარზე ვდებ.


- დაიძინე - ამბობს ის.


მე ვუყურებ მას, რის შემდეგაც ვხუჭავ თვალებს და ვვარდები სიზმრების სამყაროში.


"მე ისე კარგად ვარ შენთან ერთად ". ეს იყი ჩემი ბოლო ფიქრი, რომელიც გაჩნდა ჩემს გონებაში


***

დილანი დაღლილად ისუნთქავს და გადააქვს მზერა სხვაგან.


- მითხარი - ბრძანებით წარმოთქვამს გოგონა.


- არაფერი არ მაქვს სათქმელი - ბიჭი აქნევს თავს და ისევ გოგოს აპყრობს მზერას.


- მითხარი- იმეორებს გოგონა.


- ეს ჩემი ცხოვრებაა, არ ვარ ვალდებული შენს წინ თავი გავიმართლო.


- შენ სიმართლე უნდა მითხრა!


- არაფერიც არ უნდა გითხრა!


- მე ყველაფერი მესმის... უბრალოდ ეს შენგან უნდა გავიგო.


- ნინა - მკაცრად წარმოთქვა დილანმა - ჩვენი დაშორება შელისთან შენ არ გეხება.


- მე არ ვამბობ დაშორებაზე, მე მის მიზეზებზე ვკითხულობ.


- უბრალოდ ნუ ძვრები ჩემს ცხოვრებაში, კარგი?


- მე დახმარებას ვცდილობ.


- არ ღირს.


***
ყურადღებით ვათვალიერებ მოსწავლეებს რომლებიც სასადილოში შემოდიან.


- ვინმეს უცდი? - ღიმილით მეკითხება ლილი.


- და შენ რატომ ხარ ასეთი ბედნიერი? შენ ხომ უნდა დაიტანჯო იმის გამო რომ ჯეიკი წავიდა.


-რატომ უნდა მოვიწყინო? მაგალითად მარტო დღეს სამჯერ დამირეკა.


- ანუ ურთიერობა გაქვთ ? - ჩაერთო საუბარში ალექსი.


- არა, ურთიერთობა არა, უბრალოდ მეგობრები ვართ - პასუხობს ლილი.


- კარგი რაა- ბიჭი ატრიალებს თვალებს - იქნებ უკვე მოყვები რა ხდება თქვენს შორის? თუ საიდუმლო რომანი გაქვთ?


- მერე შენ რა? - წარმოვთქვამ მე.


- არაფერი, უბრალოდ ეს სულელურად მიმაჩნია...


- რასაც შენ აკეთებ, ეს არის სულელური - ვაწყვეტინებ მე.


- სერიოზულად?


- კი , ალექსს, ყველაფერი ხომ ხელის გულზე გაქვს...


- მოიცადეთ! - ცოცხლდება ლილი - ახლა საერთოდ არაფერი არ მესმის , იქნებ ამიხსნათ?


- არაფერზე არ ვლაპარაკობთ - პასუხობს ბიჭი.


- რაშია საქმე?- არ წყნარდება ლილი.


- ყველას გამარჯობა- მესმის ხმა ზურგს უკან.


ვყლაპავ რის შემდეგაც ძალით ვიღიმი. მე არ მინდა მისი ნახვა.


მე მესაკუთრე ვარ. არ მინდა რომ ჩემს გვერდით იმყოფებოდეს.. არ მინდა რომ ის მასთან იმყოფებოდეს.


- ჰეი , შელი - მაინც წარმოვთქვამ .


გოგონა ჯდება მაგიდასთან ალექსის გვერდზე რომელიც ისევ არაა ხასიათზე.


სული მითბება როდესაც ჩვენთან დეივი და ნინა მოდის.


თავი ავწიე და ვხედავ რომ ნინა თვალმოუშორებლად მიყურებს.


ეს უცნაური მზერაა , ჩვეულებრივ მის სახეზე ყველა ემოციას ვკითხულობ ახლა კი არანაირი ემოცია არ აქვს.


ის არაფრის კითხვას არ აპირებს , უბრალოდ მიყურებს.


- გთავაზობთ ქიმიიდან გავიპაროთ- ამოვისუნთქე რადგან ბოლოს და ბოლოს ის მოვიდა.


დილანი ჯდება შელის გვერდით, რადგან სხვა ადგილი აღარაა. რაზეც გოგო ცდილობს მისგან შორს გაიწიოს.


- თანახმა ვარ - უცებ პასუხობს დეივი.


დილანს მზერა ნინაზე გადააქვს, და გოგონა როგორც იქნა მაშორებს თვალებს, ნინამ ჩაახველა რის შემდეგაც გაუღიმა დეივს.


დილანი უყურებს ნინას და ის მთელი ძალებით ცდილობს აიცილოს მისი მზერა.


რა ხდება?


***


- კარგი , შენ არ გინდა ამის აღიარება? - ვამბობ და ალექსს ვეწევი სკოლის დერეფანში.


- დამანებე თავი - მიგდებს პასუხს .


- არა არ დაგანებებ, კი მე მიყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა!


- რა გინდა? - ბიჭი უეცრად ჩერდება და მიყურებს.


- შენ აწვალებ შენს თავსაც და მასაც აწვალებ... უბრალოდ...


- რა - მაწყვეტინებს ის - რა უნდა გავაკეთო?


- ჯერ აღიარე რომ მისი ურთიერთობა ჯეიკთან არ მოგწონს.


- კარგი, მე ეს არ მომწონს.


- ახლა აღიარე რომ ის შენთვის მეგობარზე მეტია.


- რის მიღწევას ცდილობ?


- შენ რა მართლა გგონია რომ ნინა , დეივს მიატოვებს?


- არა , არა გესმის? - ბიჭი გადადის ყვირილზე - მე მომწონს ლილი! მიაღწიე შენსას?


- კი , რატომ არ ეუბნები?


- იცი რა პატარა საზღვარია მეგობრობასა და შეყვარებულობას შორის? ნინას სიყვარულით თავს ვიცავ , უბრალოდ მე მეშინია რომ ერთმანეთს რამეს ვაწყენინებთ და მერე სამუდამოდ დავკარგავ მას - ბიჭი ბრუნდება და მიდის.


ოჰო ვფიქრობ რომ მე მესმის მისი.



***


ყურადღებით ვაკვირდები როგორ იღებს დილანი პროდუქტებს მაცივრიდან. ბიჭი აგდებს ჩემსკენ მოკლე მზერებს, ისე რომ არ შორდება მის საქმეს.


- რატომ ხარ ასეთი ჩაფიქრებული? - ბოლოს და ბოლოს წარმოთქვა მან.


- უბრალოდ დღეს ალექსს ველაპარაკე, და ახლა იმდენი აზრი მაქვს გონებაში.


- რის შესახებ?


- ლილი და მისი ურთიერთობა ჯეიკთან , ასევე არ მესმის რა ხდება ლილისა და ალექსს შორის.


- ყველაფერი იყოს ისე როგორც არის, სერიოზულად თუ გინდა ჩემი აზრი, მე ვფიქრობ რომ ალექსი უბრალოდ მზად არაა ჯერ, მას დრო სჭირდება, ის ასეთი ადამიანია რომელზეც დაძალება არ ღირს. ის დაღვინდება ასეთი ურთიერთობისათვის, დარწმუნებული ვარ.


- ესეიგი ურთიერთობისთვის უნდა დაღვინდე? - ვწევ წარბებს და დილანი შეკავებულად იღიმის. - როგორ ფიქრობ მე დავღვინდი?


- ნუ, არც კი ვიცი - ის ათამაშებს ცხვირს და არ შემიძლია ღიმილის შეკავება. - ეს დამოკიდებულია ბიჭზე, რომელთანაც გადაწყვიტე ურთიერთობა, რას ფიქრობ მასზე?


- მე? ნუ არვიცი, ზოგჯერ მგონია , რომ მან თვითონ არ იცის რა უნდა, ის... ცოტა უცნაურია.


- როგორ?


- ის სულ ამბობს , რომ მე მას ვაღიზიანებ , მაგრამ ჩვენი ურთიერთობის ინიციატორი თვითონ გახდა.


- შეიძლება, მას მოსწონს ის თუ როგორ აღიზიანებ მას.


- აჰა, ესეიგი მას ეს მოწონს?


- ჰო, ვფიქრობ რომ მას ეს ძალიან მოწონს.


- ოჰო , მთლად ასეც? - ვიფარებ ხელებს პირზე და ვცდილობ სიცილი შევიკავო- და კიდევ რა მოსწონს მას ჩემში?


- ნუ- წელავს ბიჭი, აგრძელებს პროდუქტებში ქექვას - მაგალითად , ყველა ადამიანს არ აქვს " დედა ტერეზის" სინდრომი, იცი ეს განსხვავებული ხასიათის თვისებაა რაც ძალიან იზიდავს მას. ასევე მას მოსწონს შენი " მის სამართლიანობის" ტიტული. კიდევ მას უბრალოდ მოსწონს შენთან საუბარი, ისე რომ არ შეეხოთ სერიოზულ თემებს, შენთან ურთიერთობა ამშვიდებს მას. ის ასევე ფიქრობს რომ შენ გესმის მისი. რაც შეეხება გარეგნობას , ის გამოყოფდა შენი თმების ფერს, რომელიც ძალიან აღიზიანებს, და იცი რა? მას ეს ყველაზე მეტად მოსწონს, - დილანმა ამოისუნთქა და ისევ დაუბრუნდა ვახშმის მომზადებას- და შენ? რითი გიზიდავს შენი ბიჭი? - წევს წარბებს ის.


- ესეიგი- ვიწყობ ხელებს მუხლებზე- ის იდეალური არაა, და სწორედ ეს მომწონს, მან იცის სწავლა საკუთარ შეცდომებზე. მას აქვს მისი მოსაზრება ყველაფერზე და ეს მაგარია. ასევე მან იცის იყოს ნამდვილი, მე კი შემიძლია მასთან უბრალოდ ჩუმად ვიჯდე , ეს ძალიან კარგია. არვიცი უბრალოდ მინდა რომ ის ჩემს გვერდით იყოს, იმიტომ რომ ის ისაა. ის მხიარულია, ასევე კარგი მზარეულია. მაგრამ ყველაზე მთავარია რომ ის ბედნიერია იმით რაც აქვს . მაგალითად მისი მეგობრები, ვფიქრობ ისინი მისთვის ბევრს ნიშნავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ისეთი ადამიანი როგორიც ისაა გვერდით მყავს.


- კარგი - დილანი აქნევს თავს და ჩემსკენ ახლოს მოდის.- ვფიქრიბ მასში გაგიმართლა.


- როგორც შენ ჩემში - ვიღიმი და ვეხვევი ბიჭს კისერზე.


- გეთანხმები - მწევს და მაგიდაზე მსვამს.


- ახლა მშობლები მოვლენ - ვჩურჩულებ მე.


- არ აქვს მნიშვნელობა - აქნევს თავს და შემდეგ წამს ვგრძნობ სითბოს ტუჩებზე.


ოდნავ ვიღიმი,რის შემდეგაც ვპასუხობ კოცნაზე.


რომ იცოდეს მან რა ხდება ჩემს შიგნით ასეთ მომენტებში. მეშინია გონების დაკარგვის როდესაც ის ახლოსაა.


- უბრალოდ იყავი ჩემს გვერდით.


ვწყვეტ კოცნას, მძიმედ ვსუნთქავ


- მე რა , განსაკუთრებული ვარ?


- არც კი იმედოვნო- ვიცინი და ვატარებ ხელებს მის სახეზე.


- ჯანდაბა - ბიჭი იკვნეტს ტუჩს, რის შემდეგაც უცებ მჭიდებს ხელს და მეორე წამს ფეხზე ვდგავარ, ის მესვრის ლიმონათის ბოთლს , თვითონ კი იწყებს ბოსტნეულის ჭრას. გაუგებრობაში ხელებს ვაქნევ, რის შემდეგაც ვბრუნდები , ვხედავ დედას და შერიფს რომლებიც გაკვირვებულნი გვიყურებენ , რის. შემდეგც დედა მიღიმის.


ჯანდაბა, კინაღამ გვნახეს, და რა იქნება როცა ისინი გაიგებენ? ამაზე ფიქრისაც კი მეშინია.


- ჰეიი - იღიმის დილანი - ჩვენ გადავწყვიტეთ ვახშამი მოგვემზადებინა.


- ძალიან კარგი - იღიმის დედა - ლიდია არც კი ვიცოდი რომ საჭმლის გაკეთება გეხერხებოდა.


-ასეცაა არ მეხერხება მაგრამ ვსწავლობ - ვპასუხობ ღიმილით.


-კარგია.


***


დილანი ისწორებს ჩანთას, როდესაც შევდივართ სკოლაში.


ასეთ მომენტებში ვფიქრობ რომ ჩვენი ურთიერთობა სრულფასოვანი არაა.


მე არ შემიძლია მასთან ერთად ხელ ჩაკიდებული სიარული, არ შემიძლია ვაკოცო, ვცდილობ რომ მისგან თავი შორს დავიჭირო რათა ვინმემ ეჭვით არ შემოგვხედოს, და ეს მხოლოდ ერთ აზრს მიჩენს თავში.


მას შეიძლება ეს მობეზრდეს. არავის არ უყვარს საიდუმლო ურთიერთობები. მას ადვილად შეუძლია ეს ურთიერთობა გაცვალოს ნებისმიერ სხვაზე სადაც უფრო ადვილად იქნება საქმე, მას არ უყვარს სირთულეები , მე ეს ვიცი. და ეს მაშინებს. როგორც ჩანს პარანოიკი ვხდები.


ვხედავ ნინას , რომელიც "მოათრევს" დეივს ჩვენს მხარეს და იღიმის.


-ჰეი !-სიხარულით ამბობს ის


-ჰეი , ვხედავ კარგ ხასიათზე ხარ - დილანი ეხუტება გოგოს და მის სახეზეც ჩნდება ღიმილი.


- რათქმაუნდა , რადგან შენ მეხმარები სახლის რემონტში.


-ბოდიში, რაა?


- რემონტს ვაკეთებ ოთახში, შელი დამპირდა დახმარებას მაგრამ ახლა მას დეპრესია აქვს და მას არ შეუძლია.


-მერე მე აქ რა შუაში ვარ?


-ის დეპრესიაშია რადგან შენ ის მიატოვე შენ ანუ შენ უნდა დამეხმარო.


- ეს რაღაც არაა სამართლიანი. - აქნევს თავს დილანი.


- ო არა , ჩემო ძვირფასო , ყველაფერი სამართლიანადაა.


-შენ ეს ნახე?- დილანი მზერას დეივს აპყრობს.


-აჰა, ამაში მეც ვმონაწილეობ.- იწყობს ხელებს მკერდზე.


-კარგი -წელავს დილანი.


-წინააღმდეგი თუ არ ხარ, მეც შემიძლია დაგეხმარო -ერთი წამითაც არ მიფიქრია ამაზე ისე შევთავაზე.


ნინა რამდენიმე წამი ჩაფიქრდა , რის შემდეგაც ისევ გაიღიმა:


- რათქმაუნდა, არვარ წინააღმდეგი ,პირიქით გამიხარდება. ერთად უფრო ჩქარა და მხიარულად მოვრჩებით.


***


ვიცინი როდესაც ნინა , დეივს სახეზე ფუნჯს უსვამს.


-შემომხედე- წყნარად ამბობს ბიჭი - თვითონ დამბან.


- მე მეგონა , ჩვენ ორი შევიდოდით დუშში.- ვითომ დამწუხრებული წარმოთქვამს დილანი.


-ზუსტად, ბოდიში ძმაო -ამბობს დეივი - ხედავ შენი ადგილი დაკავებულია!


- როგორმე ვიცოცხლებ -იღიმის ნინა და ჩემსკენ მოდის - ეს ფერი როგორ მოგწონს?


-დეივს რომ სახეზე აქვს? - ვკითხულობ და მეღიმება ბიჭის სახეზე.


-აჰა.


- ვფიქრობ კარგია, ოთახი ნათელი იქნება, ეს ის არის რაც შენ გჭირდება.


-მადლობა. ლიდიას მოეწონა - ეუბნება ის დეივს.


-ანუ ჩემს აზრს მნიშვნელობა არ აქვს?


- არა.


***


-დაგეხმარო?-მეკითხება დილანი, როდესაც ხედავს რომ კედლის ზედა მხარეს ვერ ვწვდები შესაღებად.


- გავართმევ თავს-ვპასუხობ


-მართლა? - ბიჭი მოდის და მწევს ჰაერში.


- შენ უბრალოდ გინდა რომ შემეხო, დილან.


- ჩუმად , არავის არ უთხრა.


ამ დროს ოთახში შემოდის ნინა , ცოტა მრცხვენია მაგრამ დილანი ამ ფაქტზე არანაირად არ რეაგირებს. გოგონა ამ სურათს ხუთი წამის განმავლობაში უყურებს შემდეგ კი გადის.


-დილან , ეს ნინა იყო - ვაწვდი ხმას მე.


- და რა?


- არაფერი?


-არა, უბრალოდ გააგრძელე კარგი?


-კარგი.


***


-როგორ დავიღალე - ვწვები საწოლზე და ვშლი ხელებს სხვადასხვა მხარეს.


-ფიქრობ მე არ დავღლილვარ? - დილანი წვება გვერდით - ნინა ტირანია. - ვიცინი და ჭერს ვუყურებ.


-ჰო- ვწევ ხელს და ვეხები ბიჭის ხელის თითებს - მაგრამ ის მხიარულია.


- ჰო მართლა, მალე დასვენებაა და...-ბიჭი ჩუმდება და უყურებს ჭერს.


-და? - ვეკითხები მე.


-გავიგე რომ დედაშენი ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკებოდა, მართალია რომ დასასვენებლად მამაშენთან გინდა წასვლა?


- მას ეს არ უთქვამს ჩემთვის, მე ამაზე არც ვფიქრობდი, არამგონია ეს კარგი აზრი იყოს.


- არ გინდა წასვლა?


- არა, მე შენთან დარჩენა მინდა, - ბიჭის მკერდზე ვდებ თავს და თვალებს ვხუჭავ. - თუ შენ გინდა რომ წავიდე?


- მე შენ არსად არ გაგიშვებ.


-ასეც ვფიქრობდი - ღიმილით ვეუბენბი მას.


***


დილანი მოდის ჩემსკენ, როდესაც ვცდილობ საღებავი პერანგიდან მოვიშორო.


- ვფიქრობ ამას აზრი არ აქვს-იცინის ის.


- ნუ მართლა?- ვიწყობ ხელებს წელზე და ვუყურებ ბიჭს თვალებში.


-დიახაც, გინდა, მე გაჩუქებ ჩემს ერთერთ პერანგს?


-კარგი იქნებოდა- ბიჭი ახლოს მოდის და მეხუტება.


- ჩემს პერანგში კარგად გამოიყურებოდე იქნება.


- ფიქრობ?


- ჯობს ვცადოთ - ის წევს თავს და ცხვირით ეხება ჩემს კისერს, ამ მომენტში კი ნინა ჩნდება ოთახში:


-ნუუ- წელავს გოგონა -არ ვარ გაკვირვებული.


-შენ ხომ იცოდი- წყნარად წარმოთქვამს დილანი.


- მინდოდა რომ თვითონ გეთქვა.


-შენ...


-კარგი. მე არავის არ ვეტყვი. შელი ჩემი დაქალია მაგრამ თქვენც ჩემი მეგობრები ხართ, მთავარია თქვენ იყოთ ბედნიერები.ბედნიერები ხართ არა?


- ამაზე შეგიძლია არ იდარდო -უღიმის დილანი.


- მაგრამ შელიმ ამის შესახებ არ უნდა გაიგოს.


- აჰა , მეც ასე ვფიქრობ ნინა.


***


-ჰეი! წვიმს - სიხარულით ყვირის ნინა და სახლში შემოდის.


-მართლა?- წევს წარბებს დეივი, და მზერას აშორებს კედელს რომელიც ახლახანს შეღება.


- ჰო ჰო, წავიდეთ?- ბავშურად იკითხა ნინამ.


- რათქმაუნდა!- დეჰაანი მირბის გოგონასკენ და ჭიდებს მას ხელს - რას უცდი? - ეუბნება ის დილანს.


ამაზე დილანი მოდის ჩემთან , მჭიდებს ხელს და გარეთ გავდივართ.


გავრბივართ გარეთ, სადაც უკვე დამდგარია ღრმა ღამე. ვათვალიერებ მეგობრებს და ვამჩნევ რომ ჩვენ ყველა ფეხშიშველი ვართ.


წვიმა ისეთი ძლიერია რომ უკვე ღრმა გუბეებიც კი შეიქმნა.


ვიწყებ სიცილს, როდესაც დილანი მეხუტება და მიწას მაშორებს. ვუყურებ მის თვალებს და ვგრძნობ რომ ფეხები ისევ ეხება ცივ სითხეს. ის ღიმილით მაშორებს სველ თმას სახიდან.


- რა მაგარია - ვჩურჩულებ.


- მართლაც - ბიჭი ტოვებს მოკლე კოცნას ჩემს ტუჩებზე და მე ისევ ვხვდები ამას.


მე ბედნიერი ვარ. მე ბედნიერი ვარ მის გვერდით.


***


- წამოდი-ჩუმად ამბობს დილანი და მიჭერს ხელს.


- სად მივდივართ? და სად არიან ნინა და დეივი?


- ისინი უკვე იქ არიან.


- იქ?


- აჰა - აქნევს თავს ბიჭი.


ჩვენ ავდივართ სახურავზე, და ვამჩნევ ორ სილუეტს. ვამთქნარებ რადგან მთელი ღამე არ გვეძინა.


მივდივართ ახლოს და ვჯდებით მათ გვერდზე. დილანი მხრებზე პლედს მაფარებს და თავს მის მხარზე ვდებ.


ვიყურები ქვევით. არცისე ცოტა სიმაღლეზე ვართ, მაგრამ არ მეშინია. კიდევ ერთი უნიკალური გრძნობა - მე არაფრის არ მეშინია როდესაც ის ჩემს გვერდითაა.


დილანი მეხვევა მხრებზე და მე უფრო ვთბები.


განთიადი. ჩვენ ვხვდებით განთიადს.


ვუყურებ დეივს და ნინას . ბიჭი ეხუტება მას და ცხვირით მის თმებში იქექება.


ვბრუნდები და დილანს ვუყურებ.


-მადლობა - მსუბუქად ვეხები მის ტუჩებს საკუთარი ტუჩებით, რაზეც ის იღიმის.


მე მიყვარს მისი ღიმილი. მე მიყვარს მისი სიბრაზე. მე მიყვარს მისი სიცილი. მე მიყვარს მისი არომატი. მე მიყვარს მისი ხმა.


მე მიყვარს ის.


***


- ნუ როგორია? - ვკითხულობ როგორც კი დილანი ოთახის კარებს აღებს.


ბიჭი შეშდება შემოსასვლელთან და მათვალიერებს პირ ღია.


- და რისი მოსმენა გონდა?


- შენ ხომ თვითონ ამბობდი რომ კარგად გამოვიყურებოდე იქნება შენს პერანგში, აი მინდა მოვისმინო შენი აზრი- ქვევით ვწევ პერანგს რომელიც სულ ცოტატი ფარავს ყველაფერს .


-ოუ- ის ისუნთქავს და ახლოს მოდის - არცისე ცუდია, კარგი, ხო საერთოდ არაა ცუდი. - ბიჭი წევს თმებს ჩემი კისრიდან და იწყებს მის დაფარვას მისი ცხელი კოცნით.


ვგრძნობ რომ ნელნელა საწოლისკენ მიიწევს და მეც მას მივყვები.


-მოიცადე- ხელბს ვაწყობ მის მკერდზე.


- უფროსები წავიდნენ , ყველაფერი რიგზეა. - მის მზერაში ვგრძნობ სურვილს.


მე ვგრძნობ საკუთარ თავს სასურველად და ეს ყველაზე მშვენიერი გრძნობაა დედამიწაზე.


***

დილანი უყურებს გოგოს, და ხვდება რომ უბრალოდ არ შეუძლია მის თავს დააძალოს სხვაგან გახედვა.


გოგონა უკან იწევს თმებს და ათვალიერებს მოსწავლეებს.


ბიჭი უცდის, როდის მოვა ის ბიჭის მაგიდასთან, და ხვდება , მას უნდა რომ ის მის გვერდით იყოს- დილანი არაა მზად ის გაუშვას. ეს გოგო სჭირდება მას.


გოგო კი როგორც ჩანს არ აპირებს მის მხარეს მისვლას.


ჯოში მსუბუქად ეხება მის მხრებს, ის ბრუნდება და უღიმის მას.


რა ჯანდბაა? ჯოში მის გვერდითაც არ უნდა იდგეს!


ჰატჩერსონი მიდის მის მაგიდასთან და შელიც მიჰყვება მას.


ის ჯოშთან არ უნდა იყოს.


დილანი ხელებს მუშტში კრავს, ილოკავს გამშრალ ტუჩებს. სისხლი დუღდება დაგროვებული სიძულვილის გამო.


ის მზადაა ადგეს და მოაწყოს მსოფლიო მაშტაბის სკანდალი, კიდევ წამი და ის ვერ მოითმენს , მაგრამ ამის შემდეგ ხდება ეს.


მსუბუქი შეხება .


ბიჭი იკავებს სუნთქვას. წვრილი თითები მის ხელს ეხება , ბიჭი ხუჭავს თვალებს და მაშინვე წყნარდება.


დილანს გადააქვს მზერა გოგონაზე, რომელიც ზის მის გვერდით მწუხარე მზერით.


გოგოს ესმის მისი.


ლიდია მსუბუქად იღიმის, რის შემდეგაც უფრო გაბედულად ეხება მას ხელზე.


- ყველაფერი კარგადაა- ჩურჩულებს გოგო.


და დილანი ხვდება, რომ ეს მართლაც ასეა.


მხოლოდ მისი „ყველაფერი კარგადაა" და ის მზადაა დაივიწყოს ყველაფერი.


***


დილანი მკაცრად იჭერს ნინას ხელს და მიჰყავა მისკენ.


- რა ჯანდაბა იყოს დღეს სასადილოში? - დაძაბულად ამბობს ბიჭი.


- რაზე ლაპარაკობ? - ნინა გაბრაზებული ითავისუფლებს ხელს , რის შემდეგაც უყურებს ბიჭს.


-რის შემდეგ ეკონტაქტება შელი ჯოშს ?


- და რა, შენ შეგიძლია სხვა ურთიერთობების დაწყება და მას არა?


- მე ამას არ ვგულისხმობ, დაიწყოს ურთიერთობა ვისთანაც უნდა მაგრამ ეს ხომ ჰატჩერსონია , ჯოშ ჰატჩერსონი , გესმის?


- ის ჩემი მეგობარი იყო, და ის არაა ისეთი ცუდი, მართლა.


-ოჰ მართლა? უბრალოდ... შელი სეეიოზულად ურთიერთობს მასთან?


- რათქმანდა, არა, დილან . ეს ყველაფერი იმისთვისაა რომ გაეჭვიანოს, მაგრამ მე და შენ ხო ვხვდებით რომ ეს არ იმუშავებს, ახლა კი იყავი კეთილი და აუხსენი ეს მას , კარგი?


***


ჩემი ოთახის კარი იღება, და ვწევ თავს , ვუყურებ დილანს.


ჩართულია სიმღერა Nickelback-"Far Away" და არ შემიძლია არ გავიღიმო როდესაც ჩვენი ცეკვა მახსენდება.


მოვსვი ჩაი ჭიქიდან, რის შემდეგაც დავიწყე სიმღერა.


ბიჭი ჯდება გვერდით, მე კიდევ ვსვამ და ვდებ ჭიქას მაგიდაზე.


ბიჭი დებს თავს ჩემს მხარზე და თვითონაც იწყებს სიმღერას.


ვიღებ ჭიქას ორივე ხელით, ხელის გულები მეწვება, მაგრამ ამაზე არ ვრეაგირებ და ვსვამ შემდეგ. დილანი ნელნელა მართმევს ჭიქას და თვითონ იწყებს სმას.


ვგრძნობ, როგორ ეხება მისი ტუჩები ჩემს კისერს მაგრამ ვცდილობ ამაზე არ მოვახდინო რეაგირება.


ჩემი ტუჩები მოძრაობს, და წარმოვთქვამ სიმღერის სიტყვებს, მაგრამ უკვე უხმოდ. ბიჭი მეხუტება , ცდილობს იყოს ახლოს მაგრამ მე ეს არ მინდა.


მე ვნახე მისი რეაქცია, მე ვნახე როგორ უყურებდა ის მას, მე ყველაფერი მესმის, მე შემიძლია მისი გაგება, მაგრამ მე ძალიან მტკივა, არ შემიძლია ამის მოთმენა.


ვყლაპავ, რის შემდეგაც ვბრუნდები მისკენ. ვუყურებ თვალებში, ვხვდები რომ მის გარეშე უფრო რთული იქნება ცხოვრება ვიდრე მასთან ერთად.


- შენ ის გიყვარს? - ვჩურჩულებ, ბიჭი მხოლოდ წევს მზერას ქვევით და იკვნეტს ტუჩს. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია.


ისევ ვუყურებ კედელს.


ვუსმენ მის სუნთქვას, ის არეულია. ის ღელავს.


- ყველაფერი რიგზეა, არ იდარდო - ვდგები და მივდივარ კარებისკენ.


ყველაზე ცუდი ისაა რომ მე შემიძლია მისი გაგება.


***


ვაღებ სახლის კარებს, და ჩემს სახეზე ჩნდება ღიმილი.


- დასვენება!- ყვირის დეივი , რის შემდეგაც მოფრინავს ჩემსკენ და მეხუტება.


- ჰო, დეივ , ვიცი - ვიცინი, ბიჭის კისერში ჩაფლული.


- მალე ეჭვიანობას დავიწყებ- იცინის ნინა და შემოდის სახლში.


- დიდი ხანი დროა - მხარს უჭერს ალექი, რომელიც შემოდის ნინას შემდეგ.


- გაჩერდი აწი - ერიკა ურტყამს მას მხარზე, და ცდილობს არ დაუვარდეს პარკები. უი ჰო ყველას პარკები უჭირავთ , დეივის გარდა, როგორც ჩანს, ჩახუტებისთვის მოემზადა.


- ჩვენ არაფერი არ დაგვავიწყდა? - დაღლილი ამბობს ლილი და სახლში შემოდის.


- არა - ტომასი შემოდის ბოლოს და კეტავს კარებს.


- და რა ხდება? - მაინც გადავწყვიტე მეკითხა, როდესაც ვუყურებბდი მეგობრებს რომლებიც დიასახლისებივით დადიან სამზარეულოში.


- წვეულება დასვენების გამო - მესმის ხმა ზურგს უკან.


ღრმად ვისუნთქავ, როდესაც მესმის ეს ხმა. მას ჩემთვის ეს არ უთქვამს ადრე. ალბათ იმიტომ რომ ის უკვე რამდენიმე დღეა არ მელაპარაკება, და ძალიან მინდა გავიგო რას ნიშნავს ეს.


ვბრუნდები და ვუყურებ დილანს.


-მაგარია, კარგი იქნებოდა რომ გაგეფრთხილებინე.


-მაგრამ... შენ ხომ არ მელაპარაკები- რა? სერიოზულად?


- ჯერ ერთიდაც ეს შენ არ მელაპარაკები მე- გაბრაზებული ვამბობ.


-გავიგე- გვაწვდის ხმას ლილი - თქვენ არ ელაპარაკებით ერთმანეთს.


- რას ნიშნავს მე არ გელაპარაკები?- ვაგრძელებ მე.


- და რა? - ბიჭი იქნებს ხელებს სხვადასხვა მხარეს- შენი არ მესმის, გაიხსენე ჩვენი ბოლო საუბარი.


-საუბარი? - ნერვულად ვიცინი- იცი რა შევამჩნიე , შენ არც გიპასუხია ჩემს კითხვაზე, და ვფიქრობ ესაა ყველაფრის მიზეზი.- ვაპყრობ მზერას მეგობრებს რომლებიც გვიყურებენ პირ ღია, და მესმის რომ ჩვენ ვიპოვეთ ცუდი დრო და ცუდი ადგილი სალაპარაკოდ.


- კარგი - ამოვისუნთქე მე - მოდი უკეთესია წვეულებისთვის მოვემზადოთ.


- ბრძნული აზრია - მიქნევს თავს ალექსი.



***


- მგონი უკვე ბევრი დალიე- ლილი ართმევს ჭიქას ალექსს და დებს გვერდით.


- მისმინე პატარა არ ვარ - დაღლილი ამოისუნთქა ალექსმა.


- ვიცი უბრალოდ შენ უკვე გეყოფა.


- ზუსტად, ლილი გეყოფა! გეყოფა ჩემზე ზრუნვა, გეყოფა ასე მოქცევა ჩემთან !


- შენ ეს გაღიზიანებს?


- ეს მე არ მაღიზიანებს, მე უბრალოდ არ ვიმსახურებ ასეთ მოქცევას, შენ ხომ იცი მე შენი ღირსი არ ვარ.


- ალექსს, მე ყველაფერი ვიცი.თუ ფიქრობ რომ დამნაშავე ხარ იმის გამო რომ გრძნობაზე ვერ მპასუხობ მაშინ სულელი ხარ. გულს ვერ უბრძანებ, მე არ შემიძლია შენს მიმართ გრძნობა გამოვრთო როგორც შენ არ შეგიძლია გამორთო გრძნობა ნინას მიმართ, შენ ამაში არ ხარ დამნაშავე. მე შენი მეგობარი ვარ, და შენ გეცოდები მაგრამ ამაზე არუნდა იდარდო. ჩვენ ისევ მეგობრები ვართ და მე ვზრუნავ შენზე იმიტომ კი არა რომ ვიმედოვნებ რომ ერთ მშვენიერ დღეს შენ გაგიჩნდება გრძნობები ჩემს მიმართ, მე უბრალოდ მომწონს ზრუნვა შენზე და მორჩა.


- შენ კარგი ბიჭი გჭირდება.


- არ მჭირდება მე ბიჭი, მართლა, მე ასეც კარგად ვარ. ოდესმე მაინც შევხვდები ვინმეს ვინც შემიყვარებს და ვიქნები მასთან ბედნიერი.


- შეგიყვარებს? და შენ მას? შენც შეიყვარებ მას.


-მე უკვე მიყვარს, ამ გრძნობას ორჯერ ვერავინ ვერ განიცდის, და მადლობა რომ მე ამას ვგრძნობ.


- ისმის როგორც "ალექსს , შენ მე ცხოვრება დამინგრიე"


- შენ ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ, ამით შენ ზუსტად არ დაგინგრევია ჩემი ცხოვრება.- გოგონა ტოვებს ბიჭის ლოყაზე კოცნას, შორდება მას და უყურებს თვალებში- მადლობა.



***


ავდივარ მეორე სართულზე, ვგრძნობ თავისუფლებას.


როგორც იქნა.


მუსიკა, ალკოჰოლი, ბევრი ხალხი - ყველაფერი რაც ჩვეულებრივ მიკეთებს ხასიათს, მაგრამ დღეს საშინლად მაღიზიანებს.


ვჩერდები , რადგან დილანი დგას ჩემს ოთახთან, ის დგას ჩემსკენ ზურგით , ვერ ვხედავ მის სახეს, იქნებ ის მთვრალია.


- აქ რატომ დგახარ? რატომ არ მხიარულობ სხვებთან ერთად?


- და შენ რატომ არ ერთობი? - მისი ხმით ვხვდები რომ ის ფხიზელია.


- რაღაც არ ვარ ხასიათზე.


ბიჭი ბრუნდება, მე კი ღრმად ვისუნთქავ. ნახატი. მას ხელში ნახატი უჭირავს სადაც თვითონ ხატია. მაინც ხო ვამბობდი არ უნდა დამეხატა.


- სხვისი ნივთების აღება კი ცუდი საქციელია - ვიცინი მაგრამ მესმის რომ ჩემი ხმა კანკალებს.


- როდის დახატე ეს? - პირდაპირ კითხულობს ის.


- არ მახსოვს - ვიტყუები.


- გახსოვს, არც კი იფიქრო ჩემი მოტყუება.


- კარგი- ვნებდები მე - გახსოვს, ნინას ფოტო რომ გთხოვე და შენ კლასის ალბომი მათხოვე?


-რატომ? - მისი ხმა სწორია, რაც უფრო მძაბავს.


- უბრალოდ მე მომეწონა ეს ფოტო...


- ლიდია- ბიჭი ისუნთქავს, და წევს ჩემზე მზერას. "ლიდია" ის კვლავ წარმოთქვამს ამას.


- რისი მოსმენა გინდა ჩემგან? კი , კი , კი შენ ჩემთვის ბევრს ნიშნავ ჯერ კიდევ იმ დროიდან, მაგრამ თუ ფიქრობ რომ ვენებს გადავიჭრი იმის გამო რომ შენ ისევ გაქვს გრძნობები ყოფილთან,ძალიან ცდები, ყველაფერი რიგზეა, მართლა, მე მესმის, თქვენ ბევრი რამ გაკავშირებთ და მე... მე ზუსტად არ ვარ ის ვინც მას შეცვლის.


- მე არ მინდა რომ შენ მას ცვლიდე. შენ მკითხე, მიყვარს თუ არა ის. სიმართლე გითხრა მე არც ვფიქრობდი ამაზე არასდროს, არც მიფიქრია ამ სიტყვის მნიშვნელობაზე. მე მასთან კარგად ვიყავი, და იყო ეს სიყვარული , თუ არა- ეს არაა მთავარი, ვფიქრობდი მე. ჩემს თავში იყო აზრები რომ მე არ შემეძლო ვინმეს შეყვარება. მაგრამ აქ გამოჩნდი შენ... მე ვერც კი ვხვდები რა არის შენში ასეთი განსაკუთრებული, რომ მე შევძელი მასთან დაშორება, მე მზად ვარ შევეჩვიო იმას რომ ის სხვასთანაა მაგრამ შენ - ბიჭი მოდის ახლოს, და მე აღმოვჩნდი კედელთან აკრული - შენ მმხოლოდ ჩემი ხარ - ის ეხება ჩემს შუბლს თავისით - მე მზად ვარ შენს გამო ყველაფერზე. მე ჯანდაბა მიყვარხარ შენ , ლიდია- ღრმად ვისუნთქავ, და ვცდილობ აზრები დავალაგო - და იცი რატომ?


- იმიტომ რომ მე მხოლოდ შენი ვარ -ვჩურჩულებ მე


***



ვიღვიძებ რადგან თვალს მზის ნათელი შუქი მიჭრის, რომელიც ფანჯრიდან შემოდის.


ვბრუნდები მეორე მხარეს , რადგან შევხედო ბიჭს რომელსაც ჩემს გვერდით ძინავს. ღრმად ვისუნთქავ. ვგიჟდები მის ოთახში ყოფნაზე - აქ ყველაფერი გაჟღენთილია მისი არომატით.


"მე, ჯანდაბა მიყვარხარ შენ, ლიდია"


ეს სიტყვები დაბინავდნენ ჩემს თავში და მე არ შემიძლია ვიფიქრო სხვა რამეზე.


ვათვალიერებ დილანის სახეს, და ჩემი ტუჩები თვითონვე იღიმიან.


- მოიცადე, შენ ყოველთვის მიყურებ , როცა მძინავს?- წარმოთქვამს ბიჭი.


- მე უბრალოდ გაკვირდები - ჩუმად ვპასუხობ მე.


- ეს უცნაურია - ბიჭი ახელს თვალებს და სიცილით მიყურებს.


- ეს რომანტიულია - თამაშით ვბრაზობ.


- ეს ნიშნავს იმას რომ რომანტიკის აზრზე არ ვარ - ბიჭი ახლოს იწევა და მისი ცხვირის ბოლოთი ჩემსას ეხება.


- შეიძლება გკითხო, ადრე რატომ არ მეძახდი სახელით? - ჩემთვისაც უეცრად ვეკითხები მას.


- ეს ასე გადარდებს ?


- კი, დილან, ვერც კი წარმოიდგენ რამდენად.


- არვიცი, ალბათ , მეშინოდა რომ იმაზე მეტ ყურადღებას დაგითმობდი , ვიდრე საჭირო იყო.


- აჰ ასე? - ვურტყამ ბიჭს მხარზე და ის იწყებს სიცილს.


ჩემი მზერა დადის ოთახის ირგვლივ და ჩერდება ფოტოზე, რომელიც ტუმბოზე დგას.


- არგინდა მისი ფოტო აიღო?


-რა? - ბიჭი ბრუნდება და უყურებს შელის ფოტოს.


- მე არ ვეჭვიანობ - უცებვე ვაფრთხილებ მას.


- მე უბრალოდ დამავიწყდა - ბიჭი იწევა ფოტოსკენ და დებს მას კარადის შიგნით. - აი მორჩა - ამოისუნთქა მან და ისევ ჩემსკენ მოაბრუნა სახე.


- შეგეძლო დაგეტოვებინა, არ ვარ წინააღმდეგი , მართლა, უბრალოდ ვიკითხე.


- არ მჭირდება ეს ფოტო.


- კარგი ერთი? თქვენ იმდენი ხანი იყავით ერთად, არ შეიძლება რომ მის მიმართ არაფერს არ გრძნობდე.


- არ ვამბობ, რომ მის მიმართ არაფერს არ ვგრძნობ, უბრალოდ ეს გრძნობები გაცივდა.


- ფოტოს დატოვება მაინც შეგეძლო, შენ ხომ არ შეგიძლია მის ადგილას, ჩემი ფოტო დადო არა ?


-რატომ? შენ ხომ სულ ჩემს გვერდით ხარ.


- შენ ეს არ გაწყობს?


- ჭკუიდან შეიშალე? - ბიჭი მეხუტება. მისი ხელები მისივე მაისურის შიგნით ჩნდება, რომელშიც უბრალოდ მიყვარს ძილი. - მე შენ მიყვარხარ - ჩურჩულებს დილანი , რის შემდეგაც მკოცნის ცხვირზე.


- ვიცი - ვიღიმი და მას თვალებში ვუყურებ.


სინამდვილეში მე არ შემიძლია ამის დაჯერება , თითქოს ზღაპარში ვარ, მაგრამ არ არსებობს ზღაპარი სადაც სირთულეები არაა.


***


ვაწვდი დილანს ჩაის ჭიქას, რის შემდეგაც ვწვები მის გვერდით.


- დეივს ბაიკი გამოვართვი , შეგვიძლია გავისეირნოთ,თუ გინდა - ამბობს ბიჭი , ისე რომ თვალს არ აშორებს ლეპტოპის ეკრანს.


- ხუმრობ? რათქმაუნდა , მინდა - ვკოცნი ბიჭს ლოყაზე, რის შემდეგაც ოდნავ ვშორდები და მის სახეს ვათვალიერებ.


- გეყოს ყურება!


-არაა, მე მომწონს შენზე ყურება.


- და რითი მოგწონს ეს?


- შენ ისეთი ხარ...


- როგორი?- ბიჭი მაწყვეტინებს და სახით ჩემსკენ ბრუნდება.


- ჩემი - მოკლედ ვკოცნი ტუჩებში , რაზეც ის იღიმის - ამიტომაც იმდენს გიყურებ რამდენიც მინდა!


- შევთანხმდით - ბიჭი ილოკავს ტუჩებს და მიყურებს თვალებში.


- როგორ მეშინია - სერიოზული სახით წარმოვთქვამ.


- გეშინია?


- ჰო , იმდენად ვარ შენზე დამოკიდებული რომ ეს უბრალოდ ყველა საზღვრებს სცდება, და თუ დაგკარგავ , მე უბრალოდ ჭკუიდან შევიშლები.


- საიდან მოიტანე, რომ დამკარგავ?


-უბრალოდ... უბრალოდ მე საშინლად ვარ.


- ჰეი, ჰეი , ნუ გეშინია, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.


- მპირდები?


- გპირდები , რომ სულ ერთად ვიქნებით.


- მე მჯერა შენი.


***


- ჰეი - ჯოში ნერვულად იღიმის , და მიყურებს - რა გეგმები გაქვს შობაზე?


-არანაირი,რატომ? - ვკეტავ კარადას, რის შემდეგაც ვუყურებ ბიჭს.


- უბრალოდ ვიფიქრე, რომ ცუდი არიქნებოდა თუ... მოკლედ, უბრალოდ არვიცოდი როგორ დამეწყო საუბარი.


- ასეც მივხვდი. კარგი, თქვი რა გინდოდა.


- ვიცი, უკვე ბევრი დრო გავიდადა ჩვენ არ გვისაუბრია, მაგრამ გადავწყვიტე რომ მეცადა. წამოხვალ ჩემთან პაემანზე? - მისი სიტყვები სიცილს იწვევს ჩემში, რომელსაც როგორც არ უნდა ვეცადო , ვერ ვიკავებ.


ვიწმენდ ხელებს , და ვუყურებ საკუთარ ფეხებს. რა უნდა ვუპასუხო? ბოდიში, მაგრამ მე უკვე რამდენიმე თვეა დილანს ვხვდები? ცუდი იდეაა.


ძალიან ცუდი.


- ვიფიქრებ - მაინც ვაძალებ საკუთარ თავს პასუხის გაცემას.


- შევთანხმდით - ბიჭი თვალს მიკრავს და მიდის, ამის შემდეგ უცებ ვგრძნობ უეცარ შეხებას რის შემდეგაც ავღმოვჩნდი ცარიელ კლასში.


- ესეიგი, ჯოშთან პაემანზე აპირებ წასვლას? - მეკითხება დილანი, რომლის დანახვასაც , ახლა ნამდვილად არ ველოდი.


- შენ რა, მითვალთვალებ? - ვიწყობ ხელებს მკერდზე.


- რომ იცოდე, საშინლად ეჭვიანი ვარ.


- აჰ ასე? - მივდივარ ახლოს და ვეხვევი კისერზე - და ეჭვიანობის მიზეზი გაქვს?


- შენ მასთან პაემანზე წასვლას აპირებ!


- ნუ ჰო - ვხრი თავს და ჩუმად ვიცინი - გინდა, შენც წაგიყვანო ?


- არ გეშინია , რომ ჯოში შენთან ერთად დამინახავს?


- ასეთი აზრი მქონდა - ვუქნევ თავს, რის შემდეგაც ვხუჭავ თვალებს და ვეხები მის ტუჩებს , საკუთარი ტუჩებით.


უეცარი მოძრაობა და კარის გაღების ხმა, ვშორდები ბიჭს, ვბრუნდები კარებისკენ.


გოგონა დგას შემოსასვლელთან გაფართოებული თვალებით, მე კი არც ვიცი რა ვთქვა.


მან ეს ნახა.


- შელი - ჩუმად წარმოთქვამს დილანი.


- არა - გოგონა აქნევს თავს - არაფერი არ თქვა, ჩემითაც უნდა მივხვედროდი. - ის გადის კლასიდან და ხმამაღლა კეტავს კარებს.


- მან... - ვყლაპავ მე , არ მაქვს ძალა მეტი რამე ვთქვა.


- ჩუმად პატარავ, ჩუმად - ბიჭი მოდის ჩემთან და მაგრად მეხუტება - ყველაფერი კარგადაა. მე შენთან ვარ, მე მას დაველაპარაკები, გესმის? ყველაფერი კარგად იქნება.


არა , მე ვგრძნობ ამას.


ეს ჩვენი ტკბილი ზღაპრის დასასრულია


***


კაცი ზარმაცად დგება როდესაც ესმის ზარის ხმა კარზე. აღებს მას და შეშდება როდესაც ხედავს ნამტირალ გოგოს.


- შელი, რა მოხდა?


- უბრალოდ...


- მისმინე, არც დილანი და არც ლიდია არაა აქ.


- ვიცი , მე თქვენთან სალაპარაკოდ მოვედი


***



ვგიჟდები წვიმაზე. მზად ვარ ყოველთვის ვუყურო როგორ წვეთავს წვეთები მინაზე.


ვგრძნობ დეჟავიუს და ვხუჭავ თვალებს, მძიმედ ვსუნთქავ.


ვუყურებ დიდი ხნის წინ დავიწყებულ ქუჩებს და ვიკვნეტ ტუჩს, ვოცნებობ რომ ცოტა ფიზიკური ტკივილი ვიგრძნო, რადგან ჩემს შიგნით ტკივილი მანადგურებს, სულს მიხლეჩს.


ვუყურებ ქალს , რომელიც მანქანის საჭესთან ზის, არც კი მესმის მისი, და ეს ფაქტი სულ არ მამწუხრებს. ის ბრუნდება , რათა შემომხედოს, მაგრამ მე ვწევ ცხვირს და სხვა მხარეს ვბრუნდები. არ მინდა მას თვალებში ვუყურო, მასში იმდენი განხილვაა, რომ უკვე გული მერევა.


ვიწევ თმებს და ისევ ვიყურები ფანჯრიდან, ხშირად ვახამხამებ თვალებს, რადგან მთელი ღამე ვტიროდი, ახლა კი ცრემლებისთვის ძალა აღარ დამრჩა. მინდა დავიძინო. აზრზე არ ვარ კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიაროთ, ამ ქალაქში ათი წლის წინ ვიყავი, და ყველაფერი შეცვლილია, ვიმედოვნებ რომ მალე მივალთ.


ქალი ისევ მიყურებს, მე კი ვიკვნეტ ტუჩს, მზერას ვწევ სხვა მხარეს. ქალის მზერით რთული არაა მივხვდე ახლა რად მთვლის.


რას ვფიქრობ ამაზე მე ?


მე ეს ფეხებზე !


უბრალოდ ნება მომეცით , მის გვერდით აღმოვჩნდე, გთხოვთ, გევედრებით, გემუდარებით.


***1 დღის წინ ***


- ნუ სად ხარ? - წარმოვთქვამ და ტელეფონი ყურთან ახლოს მიმაქვს.


- ზუსტად შენს უკან - მესმის ხმა ჩემს ზურგს უკან.


- სად იყავი? - ვკითხულობ მე და ვუყურებ დილანს. - სხვათაშორის ვნერვიულობდი.


- აღფრთოვანებული ვარ შენი ზრუნვით - ბიჭი იღიმის და ტოვებს მოკლე კოცნას ჩემს ლოყაზე.- შელის ვეძებდი, დალაპარაკება მინდოდა მასთან მაგრამ ის კონტაქტზე არ გამოდის.


- იცი , ეს არაა გასაკვირი - ვწევ წარბებს - მაგრამ ეცადე მაინც რამე გააკეთო, კარგი?


- რათქმაუნდა, კარგი , წამოდი - ბიჭი მხვევს ხელს წელზე და მივდივართ სახლისკენ.


- მშობლები სახლში არიან - ვჩურჩულებ მე, და ვიშორებ მის ხელს .


- ბოდიში - ბიჭი მიქნევს თავს და უჩქარებს ნაბიჯებს.


დილანი აღებს კარს , შევდივარ პირველი, ვიყურები სამზარეულოსკენ, სადაც ზის დედა , შერიფთან ერთად, და უცებ ვხვდები რომ რაღაც ვერ არის.


შევდივარ სამზარეულოში, დილანი კი უკან მომყვება.


- ემ - იწყებს ბიჭი და უყურებს მშობლებს - რაშია საქმე?


- დაჯექით, სალაპარაკო გვაქვს - სწორად წარმოთქვამს ჯონი.


ვჯდებით მშობლების წინ , დილანი გვერდით ჯდება და ვგრძნობ დისკომფორტს რადგან ის ძალიან ახლოს დაჯდა.


- ყველაფერი რისი მოსმენაც მინდა, ეს ისაა რომ , ეს მხოლოდ იდიოტური ხუმრობაა - თავ დახრილი ამბობს შერიფი.


- მა, რაშია საქმე? - ვერ ითმენს დილანი.


- უბრალოდ ჩვენამდე დღეს მოვიდა ინფორმაცია, რომ თქვენ... უბრალოდ მითხარით, როგორი ურთიერთობა გაქვთ? - ამ სიტყვების შემდეგ გული თითქოს მაგრად შეიკუმშა და ვერც კი ვახერხებ განძრევას, სუნთქვა რთული ხდება, თვალებს კი ცრემლები ჭრის რომლებიც მალე გადმოცვივდებიან თვალებიდან.


მზერა გადამაქვს დილანზე, რომელიც უყურებს მამამის გაკვირვებული სახით:


- ვერ გავიგე შეკითხვა - ბიჭი აქნევს თავს.


- თქვენ ერთად ხართ?- ვერ ითმენს დედა - ვგულისხმობ როგორც გოგო და ბიჭი, ურთიერთობა გაქვთ? - ის დღეს ძალიან პირდაპირია, როგორც ჩანს ამ თემამ ძალიან გააღიზიანა.


არვიცი, რა ვთქვა - მათ უკვე ყველაფერი იციან. რა გავაკეთო აწი, აზრზე არ ვარ.


- მე - დილანი ისუნთქავს, რის შემდეგაც გადმოაქვს მზერა ჩემზე - მე არ მესმის, ეს საიდან მოიტანეთ.


- უბრალოდ გვიპასუხე - ბრაზით ამბობს შერიფი.


- ეს არაა მართალი - წყნარად პასუხობს ბიჭი.


- რაღაც მგონია , რომ იტყუები - არ უთმობს კაცი.


- ლიდია- მსუბუქად წარმოთქვამს დედა - შენ არასდროს არ მოგიტყუებივარ, მითხარი სიმართლე, ხომ იცი რაც მეტია ტყუილი, პრობლემებიც მეტია. მითხარი სიმართლე,ჩვენ შევძლებთ ამის წყნარად მოგვარებას. უბრალოდ მითხარი.


მე აღარ შემიძლია მეტი. არ შემიძლია. თუ მოვიტყუებ , რა იქნება მერე?


- ეს სიმართლეა - ჩუმად ვამბობ და დილანს უცებ გადმოაქვს მზერა ჩემზე.


- და დიდი ხანია ერთად ხართ?- დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ წარმოთქვამს დედა.


- ამას არ აქვს მნიშვნელობა - პრაქტიკულად ვჩურჩულებ მე.


- აქვს - მკაცრად ამბობს დედა.


ვწევ ხელს სახესთან და ვიფარავ მას. მე მეშინია. შიშმა შეიპყრო ჩემი სხეული,მე მეშინია იმის თუ რა იქნება შემდეგ.


- თქვენ უბრალოდ არასწორად იგებთ ამ სიტუაციას... - იწყებს დილანი.


- ჩვენ ყველაფერი სწორად გვესმის - აწყვწტინებს შერიფი - ჯანდაბა, დილან, ნუთუ ირგვლივ ცოტა გოგოა? სავალდებულო იყო შემი შერცხვენა?


- შერცხვენა? - ბიჭი წევს წარბებს. - საერთოდ რაზე ლაპარაკობ?


- მართლაც, შერიფის შვილი ხვდება საკუთარ დას და მე რაზე ვლაპარაკობ?


- ის ჩემი და არ არის.


- მართლა? ჯანდაბა, ეს გულის ამრევია.


- სერიოზულად?


- როგორ შეგეძლო ამის დამალვა ჩემგან - მაწვდის ხმა დედა და მიყურებს.


- დე, გთხოვ - ვჩურჩულებ მე, არ მაქვს ძალა კიდევ რამე ვთქვა.


- ჯონ, როგორ ვერ შევამჩნიეთ ეს? ეს ხომ ჩვენს ცხვირ წინ ხდებოდა!


- უბრალოდ მე ვფიქრობდი, რომ ღირსეულად ავღზარდე ჩემი შვილი - ამ სიტყვების შემდეგ ვუყურებ დილანს, ვხვდები რომ ის ნაწყენია.


- და ახლა რა, ოთახებში ჩაგვკეტავთ და შიმშილით მოგვკლავთ? - ოდნავ დამცინავად ამბობს ბიჭი.


- ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია- დედა მკაცრად მჭიდებს ხელს და დგება მაგიდიდან. დილანიც დგება ჩვენს შემდეგ, როგორც შერიფი.


- ახლა კი მითხარი...მასთან იწექი?- ჩუმად მეკითხება დედა, გადამაქვს მზერა დილანზე , რომელიც ატრიალებს თვალებს, და ვხვდები რომ მას ყველაფერი ესმის.


ჩუმად ვარ და ტუჩებს ვილოკავ - და რა ვუთხრა?


- მიპასუხე! - დედა მკიდებს ხელებს მხრებზე და იწყებსმე ჩემს ჯნღრევას, ვგრძნობ როგორ მომდის სახეზე ცრემლები - მიპასუხე !!


- კი - პრაქტიკულად უხმოდ ვამბობ, რის შემდეგაც ვგრძნობ საშინელ ტკივილს. მან მე სახეში გამარტყა. მან მე დამარტყა. ადრე არასდროს არ გაუკეთებია ასეთი რამ.


- ლიდია- დილანი დგამს ნაბიჯს ჩემს მხარეს, მაგრამ დედა წინ უდგება მას და არ უშვებს ჩემსკენ.


- არ გაბედო მასთან მიახლოება!


- თქვენ რა დამცინით? თქვენ ახლახანს დაარტყით მას! - ყვირის ბიჭი, ფაქტია არც კი ცდილობს თავის შეკავებას.


- ეს ჩემი შვილია, შენ ეს არ გეხება!


- თქვენი შვილი? ამიტომაც აყენებთ მას ტკივილს?


- მე არ დამირთია ნებართვა რომ ჩემს შვილს შეხებოდი!


- მე არ მჭირდება თქვენი ნებართვა!


- ტონს დაუწიე - ერთვება შერიფი - არ გაქვს არანაირი უფლება ჩემს ცოლს ასე ელაპარაკო.


- მან ლიდიას დაარტყა!


- შენ ეს არ გეხება


- რა აიჩემეთ ეს ერთი და იგივე? მე ეს მეხება, მე მიყვარს ის , გასაგებია? მე არ მინდა ვუყურო, როგორ აყენებენ მას ტკივილს! - დილან რას აკეთებ? ამით უფრო აბრაზებ მათ, და არვარ დარწმუნებული რომ ეს ამ სიტუაციაში კარგია.


- არ გაბედო სიყვარულზე და ლიდიაზე ერთად საუბარი - მესმის დედას ხმაში ძალიან ბევრი ბრაზი.


- რატომ არა? - ბიჭი იქნევს ხელებს სხვადასხვა მხარეს- მე ის მიყვარს, და სულ ფეხებზე რას ფიქრობთ თქვენ ამაზე.


- იგივეს მეტყვი? - დედა მკაცრად მიჭერს ხელს იდაყვზე, და მაძალებს ვუყურო მას თვალებში - შენც გიყვარს ის?


- დედა - ცრემლების გამო მირთულდება საუბარი , ამიტომაც პრაქტიკულად ვჩურჩულებ.


- ნუ, მითხარი, გიყვარს ის? მიპასუხე!


- კი - ამოვისუნთქე და თვალები დავხუჭე.


- რა "კი"?


- კი, მე ის მიყვარს.


- მშვენიერია - ნერვული ღიმილით ამბობს დედა - ყველაფერი გავიგე , შენ არანაირ შემთხვევაში არ დარჩები მასთან ერთ სახლში, ჩააწყვე ბარგი, საცხოვრებლად გადადიხარ.


- არა - თითქოს დენმა დამარტყა ისე წარმოთქვი - გთხოვ, არ მინდა წასვლა, გემუდარები, დედა , დამრთე დარჩენის ნება, გპირდები , არც კი დაველაპარაკები მას, უბრალოდ გთხოვ მომეცი დარჩენის ნება.


- მასთან ერთად , ერთ სახლში? - ისევ ნერვულად იღიმის დედა - ჯანდაბა, ლიდია - მის ლოყაზე ცვივდება ცრემლები - შენ იწექი მასთან ერთად, როგორ შევძელი და ეს გამომეპარა? ასე აგღზარდე? - ის ჩურჩულებს ამ სიტყვებს მაგრამ მე მაინც მესმის ისინი.


- დედა, მე არ შემიძლია წასვლა.


- წავედით - დედა მჭიდებს ხელს და მიმათრევს კიბისკენ.


- თქვენ რა უბრალოდ წაიყვანთ მას? - ყვირის დილანი- ეს სისულელეა!


- ის ამ სახლში ერთი დღეც არ გაჩერდება შენთან ერთად - პასუხობს დედა, რის შემდეგაც ვიწყებთ კიბეზე ასვლას. ვუყურებ დილანს, რომლის სახეზეც ცრემლებს ვამჩნევ, ღმერთო ის ტირის, არა დილან არ იტირო გთხოვ.
გთხოვ ,დილან , არ გამიშვა.




დედა აგდებს ყველა ჩემს ნივთს, რომელიც კარადაში დევს, და გამოაქვს ჩემოდანი თან იწმენს ცრემლებს.


- ახლა ყველაფერ საჭიროს წავიღებთ, შემდეგ ბილეთებზე წავალთ.


- სად მიშვებ?


- მერე გაიგებ - იფხანს თავს და უყურებს ბარგას.


- მეგობრებთან დამშვიდობება მაინც არ შემიძლია?


- ამის დრო არაა.


-დედა, ისინი ჩემი მეგობრები არია! გთხოვ.


- არა.


- დედა , შენ მე მკლავ- ვჩურჩულებ- მე მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ, მე უბრალოდ მოვკვდები,თუ ის ჩემს გვერდით არ იქნება, მე სუნთქვაც კი არ შემიძლია მის გარეშე.


დედას გადმოაქვს მზერა ჩემზე, შემდეგ აქნევს თავს და იწყებს ჩალაგებას.


- ადრე ცხოვრობდი მის გარეშე, ახლაც როგორმე გაართმევ თავს.


-არა, ვერ გავართმევ!


- ასე უბრალოდ შენ გგონია, ეს ახალგაზრდული სიყვარულია, არაფერი სერიოზული.


- ახლა ჩემს დარწმუნებას ფიქრობ, თუ საკუთარი თავის? თუ ჩემსას, მაშინ არ ღირს, მე ვიცი, რას ვგრძნობ!


- არ შეიძლება მხოლოდ შენს თავზე ფიქრი, ლიდია!


- დედა, მე უნდა დავრჩე, უბრალოდ იმისთვის რომ მას ყოველ დღე ვხედავდე.


- რაც უფრო შორს იქნები მისგან , მით უფრო მალე დაივიწყებ.


- მე ვერასდროს ვერ დავივიწყებ მას !


-ნახავ რამდენიმე წლის შემდეგ ამ ისტორიაზე ერთად გავიცინებთ.


-ამის მართლა გჯერა?


- ის – შენი წარსულია, უბრალოდ მიეჩვიე ამ აზრს, ასე უფრო ადვილად დაივიწყებ.


ვგრძნობ უიმედობას და სიცარიელეს შიგნით – მას არ ესმის ჩემი, არც კი ცდილობს გაგებას.

ეს დასასრულია.



ვდგავარ სახლის წინ, ვუყურებ როგორ დებს ჩემს ნივთებს შერიფი მანქანაში. ვიწმენდ ცრემლებს, ვიკვნეტ ტუჩებს , ღმერთო როგორ მიჭირს სუნთქვა.


-ლიდია, - მესმის ძვირფასი ხმა ზურგს უკან და ვბრუნდები, უცებ აღმოვჩნდი , დილანის მკლავებში - ლიდია , არ იტირო - ნაზად მეფერება თმებზე, მე კი უფრო მაგრამ ვეხუტები მას.


- არ გამიშვა, მე არ შემიძლია შენს გარეშე.


-ჩვენ მაინც ვიქნებით ერთად, გპირდები, უბრალოდ დამიჯერე, შენ გჯერა ჩემი?


- უფრო მეტად ვიდრე საკუთარი თავის.


-მაშინ უბრალოდ იცოდე, რომ ჩვენ მაინც ვიქნებით ერთად, არ დაივიწყო ეს. - მკოცნის შუბლზე.


-ლიდია - დედის მკაცრი ხმა მაიძულებს ოდნვ წამოვხტე, მაგრამ არ შემიძლია დილანს მოვშორდე, სასიცოცხლოდ მჭირდება მისი ჩახუტება.


- დავაგვიანებთ - უფრო მკაცრად ამბობს ქალი.


- ყველაფერი კარგადაა- დილანი მშორდება, ღიმილით იყურება ჩემს მწვანე თვალებში, სახიდან ცრემლს მაშორებს, რაზეც ჩემს სახეზეც ჩნდება ღიმილი. - მე შენ მიყვარხარ,ლიდია - ჩურჩულებს ის, რის შემდეგაც ჩემს ტუჩებზე მსუბუქ კოცნას ტოვებს. დედა ბრუნდება რომ ეს სცენა არ ნახოს,შემდეგ უცებ ბრუნდება, ხელს მაგრამ მჭიდებს და მანქანისკენ მივყავარ.


ვჯდები უკანა სკამზე და ვბრუნდები, რათა საბოლოოდ შევხედო მას.


საბოლოოდ.


აი, ახლა კი ეს ნამდვილად დასასრულია.


***


მანქანა უცებ ჩერდება სახლის წინ, მე კი მძიმედ ვისუნთქავ , ვათვალიერებ მას


-გადმოდი- ამბობს ქალი, რის შემდეგაც თვითონ გადმოდის მანქანიდან.


დეიდა მეგანი, ის არასდროს არ მომწონდა მე. ჰო ზუსტად აქ ათი წლის წინ ვიყავი. და რატომ გადაწყვიტა დედამ ჩემი აქ მოყვანა ? რადგან დილანი ვერ მიხვდეს სად ვარ? ეს სისულელეა, რომც იცოდეს სად ვარ მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებდა.


გამოვდივარ მანქანიდან, ვაკვირდები, როგორ ათრევს ქალი ჩემს ჩემოდანს სახლამდე. მე თვითონაც წავიღებდი, ბავშვი არ ვარ.


მეგანი აღებს კარს და ვაცემინებ , დიდი ხანია ალბათ სახლი არ დაულაგებია.


შევდივარ ქალის შემდეგ, ის დგამს ჩემოდანს იატაკზე, შემდეგ გადმოაქვს მზერა ჩემზე, ღმერთო ის ვერ მიტანს , ეს იკითხება მის სახეზე.


- უკვე მოვიდნენ - ოთახიდან გამოდის ქერა ბიჭი, მიახლოებით ჩემი ასაკის იქნება.


ზუსტად დედის დას ყავს შვილი. ანუ ჩემი ძმა... ძმა, ვერ ვიტან ამ სიტყვას.
ბავშვობაში ერთად ვთამაშობდით, მაგრამ დამავიწყდა რა ქვია.


- ჯო - მკაცრად წარმოთქვამს ქალი. ზუსტად ჯო - ანახე ლიდიას მისი ოთახი.


-კარგი, წამოდი - ბიჭი მოდის ახლოს, იღებს ჩემოდანს და მიდის კიბისკენ. ჩემი ოთახი მეორე სართულზეა? რამეში მაინც გამიმართლა.


ავდივართ ზევით , ბიჭი მიღიმის და მანიშნებს მუქი ფერის კარზე.


- ეს ჩემი ოთახია, შემდეგი კი შენი, ასე ვთქვათ მეზობლები ვართ.


ვუქნევ თავს, არაფერს არ ვამბობ, მინდა გავუღიმო მაგრამ ძალები არ მყოფნის.


ვაღებ უკვე ჩემი ოთახის კარებს და შევდივარ შიგნით.


- აბაზანა ამ სართულზეა, დერეფნის ბოლოში, დედაჩემის ოთახი პირველ სართულზეა, როგორც სამზარეულო, მოკლედ თუ რამე დაგჭირდება მე დამიძახე, მე თითქმის სულ ჩემს ოთახში ვარ, მთავარია არ მოგერიდოს. ხო მართლა არაფერი არ გჭირდება?


უარყოფითად ვაქნევ თავს რაზეც ქერა იღიმის.


- კარგი, მე გავალ , შენ კი მიეჩვიე აქაურობას - ის გადის რის შემდეგაც მძიმედ ვისუნთქავ.


ვიშლი თმებს, ვხუჭავ თვალებს რომლისგანაც ცრემლებმა დაიწყო სვლა. არვიცი რამდენ ხანს გავძლებ, ისეთი გრძნობა მაქვს რომ არც ისე დიდ ხანს.


ეს მართლაც დამოკიდებულებაა.


დილან ო'ბრაიანი - ყველაზე ნამდვილი ნარკოტიკია.


ვიწმენდ ცრემლებს, მივდივარ საწოლთან, ვჯდები და ჩემს წინ ვიყურები.
ვიწმენდ ცრემლებს , მაგრამ ეს არ მეხმარება.
ვიხსენებ გონებაში ყველაფერს, რაც მოხდა, ვცდილობ გავიგო, სად დავუშვით შეცდომა?


რისთვის?


მე დავკარგე ყველაფერი, რაც მქონდა.


დავკარგე სახლი, მშობლები, მეგობრები... ის, მე დავკარგე ის სამუდამოდ.


და როდესაც ამას ვაანალიზებ ვხვდები რომ მე საერთოდ არ მინდა ცხოვრება.

ცხოვრება მის გარეშე ცხოვრება არაა..


***

- ეს როგორ, ლიდია წაიყვანეს და შენ არც კი იცი სად? - დამწუხრებული ამბობს ლილი , რომელიც დილანის სახლის კარებთან დგას , ალექსთან ერთად .


- აი ასე - იჩეჩავს მხრებს დილანი.


- რატომ წაიყვანეს საერთოდ?


- გაიგეს ჩვენს შესახებ, ო შოკი, მათ ეს არ მოეწონათ.


-ყველაფერი თქვენი ურთიერთობის გამოა?


-ურთიერთობის? - ერთვება ალექსი -თქვენ ხვდებოდით? მოიცა. მე რატომ არ ვიცოდი? როგორც ჩანს მარტო მე...


- მარტო შენ არა - მოკლედ პასუხობს ლილი - მოიცადე - გოგონა გვერდს უვლის დილანს და შემოდის სახლში, ალექსიც მას მიჰყვება.


- ასეთი ხერხი აქვთ მათ, ფიქრობენ რომ თუ ერთმანეთისგან შორს ვიქნებით მაშინ...


- ნუ მორჩა, მორჩა- უქნევს ხელებს ლილი და აწყვეტინებს დილანს - არ მინდა ამ იდიოტობის მოსმენა. მე რატომ არაფერი არ მითხრა ლიდიამ?


- მას აუკრძალეს გესმის? უბრალოდ აიღეს და წაიყვანეს, ჩვენ რა პატარა ბავშვები ვართ? და რა გავაკეთო ახლა? მას მობილური წაართვეს , ვერ ვუკავშირდები. სადაა ის? ვისთან? როგორ გრძნობს თავს? მე არაფერი არ ვიცი, გარდა ერთისა მე ვერასდროს ვერ ვნახავ მის მწვანე თვალებს, ვერასდროს ვერ მოვეფერები მის თმებს, ვერასდროს ვერ გავიგებ მის სიცილს გასაგებია? მე უბრალოდ ჭკუიდან ვიშლები!


ლილი უთქმელად მიდის ბიჭთან და ფრთხილად ეხუტება მას :


- ყველაფერი კარგად იქნება - ჩურჩულებს ის.


- ბოდიში ლილი, მაგრამ ეს არ მუშაობს - ოდნავ დამცინავად იცინის დილანი - ჯანდაბა მე ის მჭირდება.


***


ალექსი არანაირად არ რეაგირებს როდესაც ლილი ჯდება მის გვერდით.


- ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ - ჩურჩულებს გოგონა - როგორ შეეძლოთ მის მშობლებს ასე მოქცევა?


- და დიდი ხანია ერთად არიან? - უცებ კითხულობს ალექსი.


-კი, დიდიხანია, არვიცი ეს როგორ ვერ შეამჩნიეთ.


- მე უბრალოდ...- ალექსი წევს თვალებს, ჩაფიქრებული - უბრალოდ ვიფიქრე, რომ თუ დილანს არ შეეშინდა არაფრის, მაშინ რისი მეშინია მე? თუ ამ ორს ყველაფერი გამოუვიდათ, მაშინ ჩვენ ზუსტად გამოგვივა.


- რაზე ლაპარაკობ? - ვერ ხვდება ლილი.


- მე... უბრალოდ... იქნებ ვცადოთ?


-ალექსს... - ლილი ვერ ასწრებს დამთავრებას რადგან ბიჭი კოცნის მას.


- შენ რა მე მაკოცე? - წყვეტს გოგონა კოცნას.


- იქნები ჩემი შეყვარებული? - ღიმილით ამბობს ალექსი.


- იდიოტი ხარ - იღიმის ლილი.


***
დილანი ნელა წვება საწოლზე ჩემს გვერდით , რაზეც ვიღიმი.


- შენ... შენ მოხვედი?


- მე ხომ შეგპირდი, რომ ერთად ვიქნებოდით...


მსუბუქი შეხება.


- ეი , ლიდია...


-დილან - ხმამაღლა წარმოვთქვამ და ვახელ თვალებს.


ჯო მიყურებს და არვიცი რა ვუთხრა.


საშინელი სიზმარი, საშინელი სიტუაცია.


- მე ჯო ვარ, მაგრამ თუ გინდა დამიძახე როგორც მოგესურვება ისე, არ ვარ წინააღმდეგი, დისთვის არაფერი არ მენანება.


ვუქნევ თავს და ვიკვნეტ ტუჩს.


- დედამ ვახშამი გაამზადა, არ გინდა ჭამა?


- არა - ვამბობ რაზეც ბიჭი არაა კმაყოფილი.


- ჰო ნატალი - ხმამაღლა ამბობს მეგანი და შემოდის ოთახში. მესმის დედის სახელი და უეცრად ვიცვლები სახეზე. ის ზრუნავს ჩემზე? ოჰ როდის მერე.


- დაიჭირე - ქალი მწვდის ტელეფონს - დედაშენს შენთან საუბარი უნდა.


- მე კი არ მინდა - ისე ხმამაღლა ვამბობ რომ დედამ გაიგოს, შემდეგ ვბრუნდები კედლისკენ.


- კიდე კაპრიზები აქვს - ეუბნება მეგანი და გადის ოთახიდან.


- დედაჩემი ცოტა უცნაურია - ღიმილით ამბობს ჯო, როგორც კი ქალი გადის ოთახიდან და კარი იკეტება. - ნუ რაც შეეხება ვახშამს, შენ ჭამა გჭირდება.


- არ მშია, მადლობა - ვბრუნდები სახით ბიჭისკენ.


-კარგი - ბიჭი უცებ გადის ჩემი ოთახიდან. ის მე ვიღაცას მახსენებს.


ახალი სახლი, ახალი სკოლა, ახალი მეგობრები , ეს არასდროს არ შემიცვლის იმას რაც მაქვს.


ჯანდაბა საშინლად მჭირდება ახლა მეგობრებთან ყოფნა და არა მარტო მეგობრებთან.


აზრებს მაწყვეტინებს ჯო, რომელმაც ოთახში ამომიტანა საჭმელი. ლილი!! აი ვის მახსენებს ეს ბიჭი.


***


ვიყურები ქვევით, ვდგამ ერთ ფეხს და ვგრძნობ სიმსუბუქეს.


მეორე სართული- რომ გადავვარდე არ მოვკვდები, რამე სხვა, უფრო ეფექტური უნდა ვცადო.


- ვფიქრობ ეს ცუდი იდეაა - მესმის ჯოს ხმა.


- ეს ხმამაღა ვთქვი?


- აჰა, თუ ს ცდილობ ამის შესახებ ხმამაღლა არ უნდა ისაუბრო, და საერთოდ ჩამოდი ფანჯრიდან.


- კარგი რა, მეორე სართულია მაინც არ მოვკვდები, მე უბურალოდ ვფიქრობ.


- როგორ მოიკლა თავი?


- შენ არაფერი არ გესმის - ვაქნევ თავს და ვიკავებ ცრელებს, არ მინდა ამაზე მასთან საუბარი.


- ნუ რატომ? - ჯო მოდის ახლოს და მეხმარება ჩამოსვლაში, შემდეგ კი საწოლზე ვჯდებით. - მე ყველაფერი მესმის და ვიცი, ალბათ აქ საშინლად ხარ, რადგან დედაჩემის განკითხვები მის მზერაშიც კი ჩანს.

- და შენ არ განმიკითხავ მე?


- მე შენი ძმა ვარ... ის კი არა, ის უბრალოდ ბიჭია, რომელიც შენ შეგიყვარდა, რა ქვია... დილანი?


- აჰა - ვიღიმი როცა მისი სახელი მესმის.


- ნუ და ჰო. არ მესმის შენი ერთ რამეში. რატომ ფიქრობ ზე? იფიქრე დილანზე . რას გააკეთებდი მან რომ თავი მოიკლას და დაგტოვოს? იქნებ ეცადო და იცხოვრო , არა შენი თავის გამო, არამედ დილანის გამო?


***


- ბავშვებო, პროდუქტები დაგვიმთავრდა, მაღაზიაშია წასასვლელი - ამბობს მეგანი და გამოდის სამზარეულოდან.


- ლიდიას ჯერია - ამბობს ჯო.


- აჰა - ვუყურებ ძმას - ჩემთან ერთად წამოხვალ.


- რატო ვითო?


- არვიცი მაღაზია სადაა.


- ძალიან სასახილოა, აქ უკვე ორი თვე ხარ - იცინის ბიჭი.


- დედაშენი რეკავს - მოულოდნელად ამბობს დეიდა და იღებს ტელეფონს ჯიბიდან - იქნებ დაელაპარაკები უკვე - მეგანი უკვე არ განმიკითხავს ისე როგორც ადრე მაგრამ ცოტა სიბრაზე მაინც დარჩა.


- დაელაპარაკე -ჩურჩულებს ჯო, მე კი ვნებდები და ვართმევ ტელეფონს.


- გამარჯობა , დედა - ჩუმად ვამბობ და მხოლოდ ქალის მძიმე სუნთქვა მესმის.


-გამარჯობა- ამბობს ის - როგორ ხარ?


- მომთმენად.


- როგორია ახალი სკოლა?


- იგივე.


- დაუმეგობრდი ვინმეს ?


- მარტო ჯოს - ვიცინი და ვუყურებ ბიჭს.


- დილან ! - მესმის შერიფის ხმა უკანა ფონზე, რისგანაც მძიმედ ვსუნთქავ. დედა ჩუმდება, ალბათ უყურებს მის წინ მომხდარ სურათს.


- რა გინდა? - მესმის მისი ხმა, ვიფარებ თვალებს, ის დედაჩემთან ახლოს დგას, რადგანაც ძალიან სუფთად მესმის მისი სიბრაზის ნოტები მის ხმაში.


- ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ არსად არ წახვიდოდი დღეს...


- წადი შენი! - დამცინავად ამბობს დილანი - როდის დავბრუნდები არვიცი, - ეს საერთოდ ისაა? ადრე კი ელაპარაკებოდა მამამის ცივად , ისიც ხანდახან. ახლა კი ძალიან ზედმეტია, დილანისთვისაც კი.


- ანუ კარგად ხარ? - აგრძელებს საუბარს დედა , მე კი ვგრძნობ რომ უკვე აღარ შემიძლია სიტყვის წარმოთქვა.


- კი, ბოდიში, უნდა წავიდე. - ვაგდებ მობილურს დივანზე და უცებ მივდივარ კიბისკენ, შევრბივარ ოთახში , ვვარდები საწოლზე და ვიწყებ ტირილს.


ღმერთო რა სჭირს მას? უნდა ვიყო მის გვერდით, მე მინდა მის გვერდით ყოფნა.


***


არც კი მჯერა რომ ეს სიმართლეა. როგორ ჩავიჭერი გამოცდებში? არა, არა რა მე ვერ დავრჩები სკოლაში კიდევ ერთი წელი. არა , არა , არა


- ნატალი მალე მოვა - აცხადებს დეიდა და კარებიც იღება და შემოდის დედაჩემი.


-კმაყოფილი ხარ? -მოულოდნელად წარმოთქვამს ის.


- რითი?


-არ ვიცი, რის მიღწევასაც ცდილობ.


- ფიქრობ ძალით არ ჩავაბარე გამოცდები?


- კარგი, ვიმედოვნებ , ჭკუას ისწავლი და მომდევნო წელს ყველაფერი კარგად იქნება.


- დასვენების დროს სახლში არ წამიყვან?


-არა.


- ნუთუ სულ არ გენატრები?


- მენატრები, მაგრამ ხომ იცი... ის ჯერ კიდევ იქაა, ამ ყველაფერს შენ გამო ვაკეთებ.


- კი , მახსოვს. მან... მან ჩააბარა გამოცდები? მას ყველაფერი კარგად აქვს?


- კი , ის კოლეჯში მიდის, შენ კი უკეთესია აქ დარჩე.


- და ლილი, დეივი, ნინა და დანარჩენები?


- მათ ყველაფერი რიგზე აქვთ, ყველა შენმა მეგობარმა ჩააბარა გამოცდა შენს გარდა, იფიქრე ამაზე.


-კარგი.


***1 წლის შემდეგ***



- მომეცი ტელეფონი! - მივრბივარ ჯოსკენ ის კი გარბის ჩემგან და ასე დავრბივართ მთელს ოთახში რაზეც ის იცინის.


- დამიბრუნე!- ხელებს ვიწყობ წელზე, და ამით ვანახებ რომ ხუმრობით არ გავბრაზებულვარ.


- კარგი - მოდის ბიჭი ახლოს - დაიჭირე.


ვწერ ნაცნობ ნომერს და იღებს დედა.


- გამოიცანი ვისმა შვილმა ჩააბარა გამოცდები?


- კიი! - ყვირის დედა ისე რომ კინაღამ მაყრუებს -ყოჩაღ ჩემო გოგო, მე მჯეროდა შენი!


- მადლობა! შენ და ჯონი აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ჩემს გამოშვებაზე!


- რათქმაუნდა, ხვალვე წავალთ ბილეთებზე.


- მშვენიერია!


- კარგი, წავალ ჯონს მოვუყვები, კიდევ დავრეკავ...


-მოიცა დედა - ვიკვნეტ ტუჩს და ხშირად ვახამხამებ თვალებს.


- რა?


- არაფერი, კარგი , კიდევ დაგიკავშირდებით - ვთიშავ და ვიყურები ერთ წერტილში.


რაზე ვფიქრობდი? მე უბრალოდ მჭირდება გავიგო როგორაა ის. მე უბრალოდ მინდა პირველად ამ წელს გავიგო რამე მასზე.


დილან, როგორ ხარ ?


თუ დედამ გაიგო რომ ჩემი გრძნობები დილანის მიმართ არ გამქრალა მაშინ... მეშინია წარმოვიდგინო რა მოხდება.


- ისწვ შენს დილანზე ჩაფიქრდი? - ჩურჩულებს ჯო და ახლოს მოდის.


- ამას ვინ მეუბნება?


- და რა?მე მიყვარს გოგო რომელიც ჩემს გვერდითაა , შენ კი შენი დილანი ერთ წელზე მეტია არ გინახავს.


- ამას არ აქვს მნიშვნელობა.


- ნუ ჰო.


- უკეთესია წადი და დატკბი შენი კლერით.


- ნუ ის ჯერ არ მოსულა, დაურეკე ის ხომ შენი საუკეთესო მეგობარია.


- ის არაა ჩემი საუკეთესო მეგობარი, მე მხოლოდ ერთი საუკეთესო მეგობარი მყავს რომელსაც ვერავინ ვერ შეცცლის.


- ვხედავ მოგონებებში ჩამძვრალხარ.


- მე მათგან არც ამოვძვრალვარ. - ვიცინი და კიბეს ვუახლოვდები.
სულზე რაღაც მძიმე მაწვება, უნდა მეკითხა, ამ სასიხარულო ამბის შემდეგ რამეს მაინც მომიყვებოდა. თუმცა რას ვიმედოვნებ?




-ეს ვინ მოსულა? - ვიღიმი როდესაც დაქალს კარებთან ვხედავ.


- ნუ, ხომ არ შემეძლო ამ დღეს დამეტოვებინე - კლერი მოდის ახლოს და მეხუტება - გილოცავ კიდევ ერთხელ - მან იცის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის, მან იცის რომ გამოშვების გამო ბევრი ნათესავი შეიკრიბება სახლში, ამიტომაც სახლი დასალაგებელია, რათა სტუმრებს , რომლებშიც დედა და შერიფიც შედის სახლი სუფთად დავახვედროთ.


მან იცის რომ საკუთარი დედა ერთი წელი არ მინახავს, მაგრამ ამის მიზეზი არ იცის, მან არაფერი არ იცის ჩემს შესახებ, მაგრამ ამის მიუხედავად თავს ჩემს საუკეთესო მეგობრად თვლის, მე არ მინახია ლილი, ერთ წელზე მეტია , მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, ის მაინც ყველაზე ახლო ადამიანია , და ვიმედოვნებ რომ ისიც ასე თვლის.


რაც შეეხება დილანს... რათქმაუნდა, მე არ ვიცი, როდის ვნახავ კიდევ მას და საერთოდ ვნახავ თუ არა, შეიძლება ჩვენ ვერასდროს ვერ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ მე ვიცი რომ ის სამუდამოდ იქნება ჩემს ცხოვრებაში, ეს არ გადის, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მე ახლა უფრო მეტად მიყვარს , ვიდრე ადრე, ბევრი ფიქრობს რომ ეს შეუძლებელია მაგრამ არა.


ჰო და , კლერი ჯოს უყვარს ,საბავშვო ბაღიდან, და ვფიქრობ ეს მაგარია. კლერი საყვარელია , მაგრამ... ეს ის არაა, როგორც ყველა მეგობარი ახალ სკოლაში, ეს ყველაფერი სხვანაირია.


- ანუ, მშობლები დღეს მოდიან? - აზუსტებს კლერი და ათვალიერებს ოთახს.


- კი, ამიტომაც გადავწყვიტე დალაგება, მინდა, რომ დედის მოსვლამდე ყველაფერი საუკეთესოდ გამოიყურებოდეს, და საერთოდ... - ვწყვეტ საუბარს როცა მესმის ზურგს უკან ჯოს ხმა.


- ჰეი - წარმოთქვამს ბიჭი და ახლოს მოდის.


- მიხარია შენი ნახვა - კლერი უქნევს თავს, და ჯოს ღიმილს საზღვარი არ აქვს. ღმერთო ისინი ისეთი საყვარლები არიან, რომ ბოლო ხმაზე სიცილი მინდება.


- ლიდია, ჯო - გვეძახის მეგანი, რომელიც ოთახში შემოდის - იჩქარეთ, ო'ბრაიანის ოჯახი ორ საათში მოვა.


- ო'ბრაიანი - ვჩურჩულებ ცხვირ წინ.


-რა ? - მეკითხება კლერი.


- არა, არაფერი , დამეხმარები ყველაფრის მოგვარებაში?


- კი, რათქმაუნდა - გოგონა იღიმის და იკრავს სწორ, ყავისფერ თმებს.


- მადლობა - ჩუმად ვპასუხობ მე.


***


- ნუ, თითქმის მორჩა- ვიშლი თმებს, და ისინი ცვივდება მხრებზე რის გამოც კმაყოფილი ვისუნთქავ.


- აჰა - კლერი იღიმის, რაზეც ჯო პირ ღია უყურებს. ღმერთო, როდის ეტყვის აწი მის გრძნობებზე?


- შენი მშობლები მოვიდნენ - აცხადებს დეიდა.


ჩემი სუნთქვა ირევა, გული კი სწრაფად იწყებს ფეთქვას, და მაინც მე მენატრებოდნენ ისინი, მიუხედავად იმისა რაც გამიკეთეს, მართლა ძალიან მენატრებოდნენ.


ჩემს სახეზე წარმოიქმნება ღიმილი, როდესაც ოთახში შემოდის დედა.


- ლიდია, ჩემო გოგო - დედა იმ წამსვე ჩნდება ჩემს გვერდით და მეხუტება.


- როგორ მომენატრე - უფრო ძლიერ ვეხუტები მას და ვტკბები ამ მომენტით.


- ნუ გეყოთ - მესმის ნაცნობი ხმა და ვშორდები ქალს, რათა შევხედო კაცს.


- მოდი აქ - შერიფი ახლოს მოდის და მეხუტება , ნუ რა ვთქვა თავიდან არ მესიამოვნა მაგრამ როგორც უკვე ვთქვი მომენატრა ისიც.


- ღმერთო, უფრო ლამაზი გამხდარხარ - კაცი იცინის და თვალებში მიყურებს.


- მადლობა. თქვენც კარგად გამოიყურებით, გაახალგაზრდავდით კიდეც.


- ნუ გეყოს - კაცი წევს თვალებს და ჩუმად იცინის.


- აბა - ვშორდები კაცს და ვუყურებ დედას - დე, მშვენივრად გამოიყურები.


- მადლობა ,ვიცი - დედა ნაზად მეფერება თმებზე , მე კი ვიღიმი.


- სად წავიდა ის ? - კაცი იყურება კარისკენ, მე კი ვკრავ წარბებს, არ მესმის მისი სიტყვების აზრი.


- არ ვიცი - მოკლედ პასუხობს დედა და წევს თვალებს.


- ის ჩვენს უკან მოდიოდა, თუ რაღაც მეშლება.


- მგონი - ნაწყენად პასუხობს დედა.


- ის ? - ვკითხულობ და ვუყურებ შერიფს - ვინ "ის"? - ჩემი ხმა უკვე კანკალებს და მე არ მინდა ჩემმა ტვინმა დაიწყოს ამოცანების გაკეთება ამ საკითხის შესახებ.


- დილან - ყვირის შერიფი კარებისკენ, და ჩემს შიგნით ყველაფერი ინგრევა, გული იფრქვევა პატარა ნაფლეთებად, და ვგრძნობ, რომ ჩემი სხეული იწყებს კანკალს.

ვუყურებ დედას რომელიც წევს თვალებს, ცდილობს დაათვალიეროს იატაკი, ის არაა გახარებული რომ , ბიჭი აქაა.


მაგრამ ის აქაა, ის, ჯანდაბა, აქაა.


ვგრძნობ, რომ თვალებში იწყებს დაბნელებას, ამიტომაც ვწევ მათ, ვცდილობ წესრიგში მოვიყვანო გონება.


დაწყნარდი , ლიდია, დაწყნარდი.


- არა, დეივ, ეს არ არის მიტოვებული სოფელი, აქ ცხოვრობს ნორმალური ხალხი, არა, დეივ , მისმენ? ჩემი აზროთ ეს უფრო დიდია ვიდრე ჩვენი ქალაქი - მესმის ხმა რომლისგანაც ტანში ჟრუანტელი მივლის.


ვწევ თვალებს ზევით და, ო ღმერთო, ეს ისაა. ის დგას კარებთან, ერთი ხელით ტელეფონს იკავებს ყურთან , მეორეთი კი ჩანთა უჭირავს.


ის დგას პირდაპირ ჩემს წინ , ამდენი თვის შემდეგ.


ის ჩემს გვერდითაა.


ის.


- სერიოზულად , დეივ ? - იცინის დილანი , რის შემდეგაც იატაკზე დებს ჩანთას. - აჰა , კი, გავიგე. მისმინე, მე უნდა წავიდე, საღამოს დაგირეკავ, ნინა მომიკითხე - ისინი ისევ ერთად არიან, ეჭვიც არ მეპარებოდა.


ბიჭი კიდებს ყურმილს და იდებს ტელეფონს ჯიბეში.


მე კი ისევ ვუყურებ მას.


მე ყოველთვის ვუყურებ მას.


ეს უბრალოდ საშინელი ჩვევაა. ჯანდაბა ლიდია მიატოვე.


- ნუ, რა? - წუწუნით წარმოთქვამას ის - მე უბრალოდ დეივი მირეკავდა.


- უკვე მივხვდით - პასუხობს შერიფი.


- აქ ცუდი არაა - დილანი ათვალიერებს და მოდის ახლოს. - ო - ის აჩერებს მზერას ჩემზე, მე კი ვაიძულებ თავს ადგილზე დავრჩე. მე ისე მინდა ჩავეხუტო მას, ისე მინდა მას შევეხო. ჯანდაბა.


ის მიწოდებს ხელს, მე კი განძრევაც კი არ შემიძლია. ვუყურებ მას თვალებში, არც კი ვსუნთქავ, ამისგან თავი მებრუალება, ან ამისგან არა...
- ეი - საბოლოოდ წარმოთქვამს ის.


"ეი", ასეთი ახლო და ამავდროულად ცივი.


- ჰეი - მაინც ვამბობ და ვართმევ მას ხელს. თითქოს დენი მირტყამს , მაგრამ მე არ ვარ ისეთ მდგომარეობაში რომ მისი ხელი გავუშვა.


- გაზრდილხარ - სიცილით წარმოთქვამს ის.


შენ კი თითქმის არ შეცვლილხარ, მე მართლა მინდა ეს ვუთხრა , მაგრამ ისე ვარ რომ სიტყასაც ვერ წარმოთქვამ.


- ბავშვებო - ერევა დედა, მე კი ვგრძნობ როგორ შლის თითებს ბიჭი. მე კი მიწევს გავუშვა მას ხელი - უნდა ვილაპარაკოთ, გავიდეთ?


- რათქმაუნდა - ბიჭი ხრის თავს და მიყვება დედას, მე კი ვაძალებ საკუთარ თავს მოვწყვიტო ბიჭისგან თვალები და მათ უკან წავყვე.


- ვფიქრობ, არ ღირს გაგახსენოთ სიტუაცია, რომელიც თქვენს შორის იყო მაშინ - იწყებს დედა - და მინდა გითხრათ...


- სერიოზულად? - აწყვეტინებს დილანი.


- მომისმინე, აქ მხოლოდ იმიტომ ხარ რომ მარტო არ შეგვეძლო შენი დატოვება, რადგან დასვენებებზე მოხვედი თან მამაშენს ნახევარი წელი არ უნახიხარ, მაგრამ შენ იცი რომ მე წინააღმდეგი ვიყავი თქვენი შეხვედრის...


- მორჩა. ჩვენ უკვე ბავშვები არ ვართ - დაძაბულად წარმოთქვამს დილანი - მოდი დავივიწყოთ ამის შესახებ და არასდროს არ გავიხსენოთ. კი ჩვენ დავუშვით შეცდომა, მთელი ცხოვრება გაგვახსენებთ ამას? ჩვენ თინეიჯერები ვართ , ეს ჰორმონები იყო, წყნარად, ეს წარსულშია, ჩვენ ყველაფერს მივხვდით, ამიტომ მოდი აღარ გავიხსენოთ ეს, - და ჩემს შიგნით ყველაფერი ინგრევა უკვე მეორეჯერ. ყველაფერი რის გამოც ამდენი ხანი ვიბრძოდი, ეს ყველაფერი ილუზიაა, ეს არ არსებობს. მე მისთვის ისევ ცარიელი ადგილი ვარ.


არ არის ეს ნაზი "ლიდია" , ახლა მხოლოდ ცივი "ეი" დარჩა.


არ არის ის ღიმილი, რომელიც ჩნდებოდა მის სახეზე, როდესაც მის გვერდით ვიყავი, დარჩა მხოლოდ ეს დამცინავი სიცილი, რომელსაც ყველა ხედავს, მისი ღიმილის ნახვა კი მხოლოდ მე შემეძლო.


ეს ყველაფერი არაა. ყველაფერი დამთავრდა, ჯერ კიდევ მაშინ დასრულდა , ადრე როგორ ვერ გავიგე ეს?


- ეი - მესმის მისი ხმა, და ჩემთვის რთული არაა მიხვედრა რომ ის მე მეძახის.


ვგრძნობ რომ ცრემლები ახლოვდება ამიტომაც თავს ვხრი და ტუჩებს ტკივილამდე ვუჭერ.


მე ვერ გავუძლებ ამას.


- ეი, იქნებ , შენც იტყვი რამეს, რადგან მე არ მინდა მეტი ამაზე საუბარი.


- მეც - მოკლედ ვპასუხობ, ვუახლოვდები კიბეს. ისევ ეს ჯანდაბა ცრემლები.


***


- შენ არ შეგიძლია სამუდამოდ ოთახში ჯდომა - ისუნთქავს ჯო და ჩემს ოთახში შემოდის.


-მან მე მომატყუა, - სწორად წარმოთქვამ მე - და მე რა უნდა გავაკეთო ახლა? - ვწევ თვალებს ძმაზე,რაზეც ის კრავს წარბებს.


- კარგი ერთი - ბიჭი ჯდება საწოლზე - მე კიდე ის წარმომედგინა... ის კი ასეთი აღმოჩნდა? არაფერი განსაკუთრებული, - მსუბუქად ვიღიმი , რის შემდეგაც ვდებ თავს მის მხარზე - უკეთესს იპოვი - აგრძელებს ჯო.


- ჰო ზუსტად, მითუმეტეს, მან სწორად თქვა , ჩვენ ხომ და ძმა ვართ.


- ჰოდა , არაფერია მის გამო დასამწუხრებელი, ჯობს წამოდი, სანამ ყველაფერი რაც გემრიელია არ შეჭამეს.


- წავიდეთ.


***


ვხედავ, როგორ მიღიმის დედა, ამიტომაც მივდივარ და ვეხუტები ქალს მხრებზე.

- მითხარი სიმართლე - ჩურჩულებს ის.- შენ.. შენ, ხომ ისე არ თვლი როგორც დილანი.


- მე ვთქვი, არ მინდა ამაზე საუბარი - გვერდს ვუვლი დედას და უცებვე ვპოულობ დილანს მზერით.


- უბრალოდ უდიდესი სახლია, ორჯერ კინაღამ დავიკარგე, და კიდევ ამდენი ხალხია - დილანი ამბობს ამ ყველაფერს და ჩემსკენ ახლოს მოდის.


- მიეჩვიე - ვაძალებ თავს საუბარს.


- ნუ ჰო. არცისე ცუდია აქ - ბიჭი ჩუმდება, აცილებს მზერით კლერს - ძალიანაც არაა ცუდი - აქნევს თავს და აშორებს გოგოს მზერას.


- აჰა - მეტი არ ვიცი რა ვუთხრა. რა ჯანდაბას აშტერდება მას? უბრალოდ არ უყურო, გთხოვ, ჩემი თვალების წინ მაინც არა .


- ვინ არის ეს ? - თავით კლერისკენ მანიშნებს , და ვგრძნობ რომ მზად ვარ ახლავე ისტერიკულად ვიტირო მის თვალ წინ.


- კლერი - ჩუმად ვპასუხობ- ჩემი დაქალი.


- გამაცნობ?


- თუ გინდა...


- კარგი, უბრალოდ ვიხუმრე, როგორმე თვითონ გავიცნობ.


- ნუ წარმატებები.


- ბავშვებო, ვახშამი - აცხადებს მეგანი, რომელიც სამზარეულოდან გამოდის.


- მართლა - ამოისუნთქა დილანმა - მე უბრალოდ საშინლად მშია.


***



ვიწმენდ დაღლილ თვალებს, კომფორტულად ვჯდები სკამზე. მომიწევს ჭამა, ნუ ხომ ვერ ვანახებ დედას ახლა რა მდგომარეობაშიც ვარ , ის ისედაც არ მიჯერებს მე.


ვიკავებ სუნთქვას , რადგან დილანი გვერდით ჯდება. კი, მას უყვარს ჩემი წვალება. ვუყურებ ბიჭს, და მინდა რომ გავუღიმო, ისეთი ძვირფასი და ნაცნობი სახე, ისეთი ძვირფასი არომატი... ჯანდაბა.


- ეი - მიყურებს, გთხოვ, წარმოთქვი ჩემი სახელი, ერთხელ მაინც, მხოლოდ ერთხელ მაინც გავიგო ეს. - მომაწოდე წყალი , გთხოვ.


-რათქმაუნდა - ვდგები და ვკეტავ ემოციებს საკუთარ თავში.


მე ძლიერი ვარ, მე ავიტან ამას.


- გამომართვი - ვაწოდებ ბიჭს ჭიქას, ის კი მართმევს მას ამავდროულად ეხება ჩემს ხელს მისი თითებით. ოდნავ წამოვხტი რითაც ბიჭის ინტერესით სავსე მზერა დავიმსახურე. ვგრძნობ რომ ვიღაც კიდევ მიყურებს. ვწევ მზერას და ვხვდები , რომ მეგანი უბრალოდ გვწვავს მზერით ორივეს.


ყველა ნათესავმა, რომელიც შეკრებილი არიან ამ მაგიდასთან იციან ჩემსა და დილანის შესახებ, მაგრამ ჩუმად არიან და ისვრიან ჩვენკენ გამკიცხავ მზერებს.


ვჯდები საკუთარ ადგილას, ღრმად ვისუნთქავ.


- საინტერესოა, სავალდებულოა ასე მოგვაშტერდნენ? - ვჩურჩულებ და ვიმედოვნებ, რომ ამას არავინ არ გაიგებს.


- მიეჩვიე - ჩურჩულებს საპასუხოდ დილანი.


მაგრამ ბოლომდე არ მესმის მისი სიტყვების მნიშვნელობა, ამიტომაც უბრალოდ ვიყურები თეფშში, ვხვდები რომ ნორმალურად მაინც ვერ შევჭამ. ნუ რატომ დაჯდა ჩემს გვერდით?


***


-წამოდი-ჯო მიმათრევს მისაღებში, და არც აპირებს ჩემს მოსმენას


-მე არ მინდა მისი ნახვა - ვჩურჩულებ მე.


- მე კი არ მინდა მისი ნახვა კლერის გვერდით, ამიტომ წამოდი.


- მე უფრო მეტად არ მინდა მისი ნახვა კლერთან.


- გვეყოს შეჯიბრი.


შევდივართ მისაღებში , და ჯო უცებვე ჯდება კლერის გვერდით.


ნუ მადლობა.


ვჯდები დივნის კიდეში დილანის მხარეს.


- როგორაა საქმეები?- ბიჭი ბრუნდება ჩემსკენ , ჯო უცებ სარგებლობს ამ მომენტით და იწყებს საუბარს კლერთან.


- ნორმალურად - მსუბუქად ვუღიმი - შენსკენ?


- ვთქვათ საშუალოდ.


- როგორაა სწავლა?


-მშვენივრად, სერიოზულად, მე დავამთავრე წელი მშვენიერ ქულებზე.


- ყოჩაღ, გილოცავ, ლილი როგორაა?


- ლილი ? ო, არა ასე აღარ ლაპარაკობენ.


- აბა როგორ ლაპარაკობენ?


- ლილი და ალექი, ეს ორი ერთი მთლიანია, მათი სახელები უკვე ცალ ცალკე არ გამოიყენება. - იცინის ბიჭი.


- ისინი ერთად არიან?- ვაღებ პირს , რადგან ვერ ვიჯერებ მონასმენს.


- კი, ისინი ერთად არიან უკვე დიდი ხანია. ისინი ერთადაც კი ცხოვრობენ... ზუსტად რომ გითხრა , ჩვენ სამი ვცხოვრობთ ერთად.


- ეს როგორ?


- ჩვენ ერთ კოლეჯში ვსწავლობთ ლონდონში. დედის მხრიდან ჩემს ბიძას კი მანდ ბინა აქვს, რომელიც დიდი სიყვარულით დამითმო, და აი ჩვენც ვცხოვრობთ სამივე ერთად, მაგრამ არაფერი ზედმეტი არ იფიქრო, მე ჩემი ოთახი მაქვს, მაგრამ სამზარეულო საერთო გვაქვს, ამიტომაც იმ ორმა უკვე სული ამომიღეს.


- ვაუ, და თუ სერიოზულად, როგორ ხართ მანდ?


- სიმართლე რომ გითხრა, მაგრად, ჩვენ ერთად ვსწავლობთ, შემდეგ პატარა სამუშაო გვაქვს და იქ მივდივართ, ფული ზედმეტი არასდროს არაა.


- ისმის როგორც მეტი ვიდრე მაგარია.


- ასეცაა.


- და ნინა და დეივი?


- ამ ორმაც ერთი და იგივე კოლეჯში ჩააბარეს, ჩვენ მხოლოდ დასვენებებზე ვხედავთ ერთმანეთს, როდესაც ყველა ერთად ვიკრიბებით მშობლებთან.


- ერიკა და ტომასი?


- ტომასმა დაამთავრა სკოლა, ერიკა ამ წელს არ მინახავს, ალბათ მშობლებთანაა.


- და შელი ? - ეს თვითონ ამოვარდა პირიდან. მე უბრალოდ მომწონს მასთან საუბარი, მომწონს მისი ხმის მოსმენა, მომწონს მის გვერდით ყოფნა, მასთან ყოფნა.


- რამდენადაც ვიცი ის ჯოშთანაა... მეტი არაფერი არ ვიცი - ვაუ ეს კი მოულოდნელი იყო. ნუ ისინი ერთად არ არიან , რაც მაინტერესებდა გავიგე.


- კარგი, მოყევი, შენ რას შვრები? რა არის ახალი? ჩვენ ხომ ამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი. - ჰო მაგრამ ეს ფაქტი არცისე გაწუხებს, მაგრამ მე გავუძლებ.


-არაფერი ახალი არ ხდება- სწორად წარმოთქვამ და თვალებში ვუყურებ. - ჩავიჭერი გამიცდებში, მაგრამ მერე თავი ხელში ავიყვანე და ჩავაბარე. იცი, ვფიქრობ ეს ჩაჭრა წინა წელს ახალი სკოლის გამო იყო , აქ სულ სხვა მასალა იყო - ჯანდაბა ეს შენს გამო იყო, შენ კი წყნარად ჩააბარე გამოცდები და წახვედი კოლეჯში, მე დამივიწყე, ყოჩაღ დილან.


- ჰო? მეტი არაფერი? და სკოლის რომანი? - საკმარისია.


- დრო არ იყო. და შენ? ალბათ კოლეჯში ბევრი ლამაზი გოგოა - ამ სიტყვების შემდეგ ბიჭი უბრალოდ ჩუმდება და მიყურებს, მე კი ვერ ვხვდები, რა არის ამის მიზეზი, ის ყურადღებით ათვალიერებს ჩემს სახეს, რისგანაც სუნთქვა უფრო რთული ხდება.


ჯანდაბა.


- ჰო, მეც არ მქონდა ამისთვის დრო - ბოლოს და ბოლოს მპასუხობს ის.


მესმის საყვარელი ჯგუფის სიმღერა, რის შემდეგაც ვიწყებ ირგვლივ ყურებას.


-ეს ჩემია - ბიჭი იღებს ტელეფონს ჯიბიდან და ყურადღებით უყურებს მას - ეს ლილია, გინდა დალაპარაკება? - ის მიწოდებს ტელეფონს, მე კი ვერ ვიჯერებ ჩემს ბედნიერებას.


- მადლობა - ვიღებ ტელეფონს ხელში და ვიდებ ყურთან.


- ჰეი , ლილი . - ჩუმად წარმოთქვავ.


- თქვენ მეხუმრებით?- როგორც კი მესმის მისი ხმა , მაშინვე სიხარულის ცრემლები მცვივდება სახეზე. ვიწმენდ სახიდან სითხეს რის შემდეგაც ვიწყებ სიცილს.ვუყურებ დილანს, რომელიც ნამდვილად იკავებს ღიმილს.


-ო ღმერთო ჩემო - ყვირის ლილი - ეს უბრალოდ შეუძლებელია! შენ ცოცხალი ხარ? სწრაფად მომიყევი, როგორ ხარ ჩემო ძვირფასო?


- შეგიძლია შენს ოთახში წახვიდე , რათა ხელი არავინ არ შეგიშალოს - ჩურჩულებს დილანი.


-მადლობა - კიდევ ერთხელ ვეუბნები, შემდეგ კი კიბისკენ მივრბივარ


***


- ესეიგი, გამოსაშვები სამ დღეშია, და შენ კაბა არ გაქვს ნაყიდი? - მკაცრად წარმოთქვამს კლერი.


- სხვათაშორის მას უკვე უყიდეს კაბა- ამბობს დილანი, რომელიც სამზარეულოში შემოდის, სადაც ამ მომენტამდე მხოლოდ მე და კლერი ვიყავით.


- რა? - გაუგებბრად ვამბობ.


- დედაშენმა გიყიდა კაბა , საჩუქრად, რა? ჯერ კიდევ არ უთქვამს?


-არა.


-უპს, სიურპრიზი გავაფუჭე.


- კარგი , ისეთი არაფერია, მადლობა, რომ მითხარი. ლამაზი მაინცაა?


- ამაში მე ვერ ვერკვევი.


-კარგი - მივდივარ მაცივართან, ვაღებ მას.


- ეი - ისევ ეს ჯანდაბა "ეი" მე უკვე გადავეჩვიე ამას. - მშია, მაჭმევ რამეს?


- კი, რათქმაუნდა - ვუქნევ თავს და ვუბრუნებ ყურადღებას მაცივარს.


და რის გამო მიყვარხარ?


ცხადია, რომ შენ მე ყოველთვის ფეხებზე გეკიდე. ეს რომ ნამდვილი გრძნობები ყოფილიყო ასე ადვილად ვერ დამივიწყებდი.


ღმერთო , რა დონემდე ბრმა ვიყავი!




**


ვიყურები ფანჯარაში, ვტკბები სანახაობით. ამ ბოლო დროს ვგიჟდები ღამეზე. ისე წყნარი და კარგია, ადრე ამას ვერ ვამჩნევდი.


მართლა, ყოველთვის ვოცნებობდი, რომ დილანს შევხვდებოდი, და იმაზე რომ ჩვენ ისევ ერთად ვიქნებოდით, და ახლა? ისეთი შეგრძნება მაქვს , რომ ცხოვრების აზრი დავკარგე, შეიძლება სხვა მხრიდან ჩანს , რომ კარგად ვარ , მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. შიგნით დამსხვრეული ვარ. მე უბრალოდ არ ვარ. მან მე მომკლა. დილანმა მომკლა.


გაანადგურა ყველაფერი, რაც მქონდა.


წამართვა ყველაფერი, რის გამოც ვცხოვრობდი.


ის - ერთადერთია რაც მე მჭირდება ბედნიერებისთვის.


ჩემი აზრები შემაწყვეტინა კარზე კაკუნმა, ვცილდები ფანჯარას, ვწუწუნებ ცხვირ წინ , რადგან რა ჯანდაბა უნდა ჯოს, რომ ამ დროს მაწუხებს.


ვაღებ კარებს და ვშეშდები ადგილზე, ვხვდები, რომ ეს ჯო არაა.


- ბოდიში, თუ გაგაღვიძე - დაბნეულად წარმოთქვამს დილანი.


- არ მეძინა - უცებ ვპასუხობ - რამე გინდოდა?


- კი, შეიძლება ვილაპარაკოთ?


- რათქმაუნდა, შემოდი- ოდნავ ვიბნევი, მაგრამ ბოლოს მაინც ვშორდები კარებს და ვაძლევ ბიჭს შემოსვლის საშუალებას.


ვხურავ კარებს, რის შემდეგაც ვბრუნდები ბიჭისკენ სახით.


- ჩაკეტე , გასაღებით, გთხოვ, თუ ვინმე შემოვიდა ბევრი კითხვა ექნება.


- რათქმაუნდა - ვკეტავ კარებს, და ვცდილობ გავიგო, რა სჭირდება მას. ცოტა დამცინა? კიდევ უნდა? უხარია იმის ნახვა , როგორ ვიტანჯები?


- აბა რა გინდოდა? - ვუყურებ ბიჭს, ვიკვნეტ ტუჩს, დიახ, ვნერვიულობ, უბრალოდ საშინლად ვნერვიულობ.


- ჯანდაბაში წავიდეს ყველაფერი - ისუნთქავს ბიჭი, რის შემდეგაც უცებ ჩნდება ჩემს წინ , ხოლო წამის შემდეგ კედელთან ვარ მიკრული.


ის ნელა ხრის თავს და ისუნთქავს ჩემი თმის არომატს.


- დილან , - ვცდილობ ვილაპარაკო, მაგრამ გონებაში ყველაფერი არეულია, ამიტომაც საკუთარი თავისაც არ მესმის. - რას... რა ხდება?


- მითხარი, რომ არ დაიჯერე ის სიტყვები, რასაც დედაშენს ვეუბნებოდი. მითხარი, რომ არ დაივიწყე ის ყველაფერი, რაც ჩვენს შორის იყო, მითხარი, რომ ისევ გიყვარვარ, გთხოვ, ლიდია, თქვი ეს - ეს ისაა, ეს ჩემი დილანია - რომ იცოდე რა რთული იყო ჩემთვის, ისე მოქცევა თითქოს არ მაინტერესებდი, რომ ადვილი სულაც არ იყო ჩემთვის მესაუბრა ჩვენს ურთიერთობაზა ასე, როგორი რთულია – ვიყო შენს გვერდით მაგრამ არ მქონდეს შესაძლებლობა შეგეხო. გთხოვ ლიდია, ნუ ხარ ჩუმად.


- მე მეგონა, შენ არც კი მიხსენებდი მე.- ვჩურჩულებ და ცრემლებს ვიკავებ.


- შენ მახსენდებოდი მხოლოდ ერთხელ... მაშინ როდესაც ვსუნთქავდი... იხსენებენ მათ, ვისი დავიწყებაც შეიძლება, ლიდია, როგორ შეგიძლია ასეთი თქვა?


- მე... - ხშირად ვახამხამებ თვალებს, რის შემდეგაც ვწევ ხელს, რომ ცრემლი მოვიწმინდო, მაგრამ ბიჭი მაჩერებს, და ეხება სახეს მისი თითებით.


- მიპასუხებ?


ჩუმად ვარ. არვიცი, რა ვუთხრა. როგორც ჩანს საუბრის უნარი დავკარგე.


ბიჭი ნელა მშორდება, ისე რომ არც კი მაშორებს მზერას.


- მაპატიე- ჩუმად წარმოთქვამს ის - სისულელე იყო ფიქრი , რომ შენ მე აქ მელოდებოდი... უკვე იმდენი დრო გავიდა, არვიცი, რაზე ვფიქრობდი.


- როგორი იდიოტი ხარ - მივრბივარ ბიჭისკენ, უცებ ვკოცნი - ძალიან მიყვარხარ - ვჩურჩულებ და ვწყვეტ კოცნას.


- მეც მიყვარხარ - მპასუხობს ის და ისევ მკოცნის. მე კი ვიკარგები სამყაროში.


ის ჩემს გვერდითაა – ეს ყველაფერია, რაც მე მჭირდება ამ მომენტში.


მოვდივარ გონს, როდესაც უკვე საწოლზე ვწევარ და ვიხუტებ დილანს ჩემსკენ–ახლოს, უფრო ახლოს.


მე ის მჭირდება. ჯანდაბა, მე ის მჭირდება რათა ვიარსებო.


და ის ჩემია! ის მხოლოდ ჩემია!


***


ვიღვიძებ იმისგან, რომ ბიჭი მეხუტება, ფარავს ჩემს კისერს კოცნით, ვიღიმი, პრაქტიკულად ვდნები მის ხელებში.


- რომელი საათია? - ვკითხულობ, სახით ვბრუნდები დილანისკენ.


- სადღაც რვა, ნუ ღელავ , ჯერ ყველას ძინავს.


- სულ არ მაინტერესებს - ვაქნევ თავს, რის შემდეგაც ვეხუტები მას კისერზე, ვწევ ახლოს კოცნისთვის - ნუთუ ჩემთან ხარ?


- მე ხომ შეგპირდი, გახსოვს?


- აჰა - ბიჭი წვება ზურგით და მხარზე თავს ვადებ. - და ახლა რა იქნება?


- ახლა ჩვენ მშობლებზე არ ვართ დამოკიდებულნი. შენ დაამთავრე სკოლა, როდესაც გამოსაშვები დამთავრდება წავალთ, იგივე კოლეჯში ისწავლი , სადაც მე ვსწავლობ და ჩვენ ვიცხოვრებთ ოთხივე ერთად.


-ეს ისეთი იდეალურია რომ შეუძლებლად ჟღერს.


- მე მზად ვარ შენი ცხოვრება ზღაპრად ვაქციო.


- მშობლები ამას არ დაუშვებენ...


- მათ აზრს არავინ არ კითხულობს, პირადად მე უკვე არ მყავს მამა, მან გადაწყვიტა, რომ შეუძლია ჩემი ცხოვრების დანგრევა, მე კიდევ სულ არ მაინტერესებს მისი ცხოვრება, მე მზად ვარ მასზე უარი ვთქვა შენს გამო.


- მე თანახმა ვარ ყველაფერზე.


***


- მამა, მოიცადე, - ეძახის დილანი და შერიფი ჩერდება ოთახის კარებთან, მე ვუყურებ ბიჭს , რომელიც ეძახის მამამის.


-ახლა?- ვჩურჩულებ, რაზეც ბიჭი უფრო მაგრად მჭიდებს ხელს. - გამოსაშვები მხოლოდ გუშინ იყო.


- ფიქრობ, დროის დაკარგვა მინდა?


- რაშია საქმე? - ჯონი მოდის ახლოს, მისი მზერა უცებ ჩერდება ჩვენს ხელებზე


-ნატალი- ყვირის შერიფი, რამდენიმე წამის შემდეგ ოთახში ჩნდება დედა.


- რამე მოხდა?


- თქვენთან საუბარი გვინდოდა - წარმოთქვამს დილანი.


- და რაშია საქმე? - დაძაბულად კითხულობს შერიფი, რომელიც აგრძელებს ყურებას თუ, როგორ უჭირავს დილანს მის ხელში ჩემი.


- ჩვენ ერთად ვართ, და ახლა რაც არ უნდა თქვათ, თქვენ ვერ შეძლებთ ამის შეცვლას - სწორად წარმოთქვამს დილანი - ყველაფერი ეს სპექტაკლი იმისთვის იყო, რომ თქვენ მიგეცათ საშუალება მისთვის, რომ სკოლა წესიერად დაემთავრებინა.


- ასეთ შემთხვევაში, ჩვენ აღარ გვყავს შვილები - წყნარად პასუხობს ჯონი.


***


ვჯდები ბარის მაგიდასთან და მძიმედ ვისუნთქავ.


ჰო, ოფიციანტის სამუშაოს არ მოაქვს სიამოვნება, მაგრამ მას მოაქვს ფული... არცისე ბევრი , რათქმაუნდა , მაგრამ ფული ზედმეტი არასდროს არაა.


მოვიტყუები, თუ ვიტყვი , რომ რამეთი უკმაყოფილო ვარ – მე ბედნიერი ვარ.


- ამ კაფეში მხოლოდ შენს გამო მოვდივარ, სინამდვილეში პირველი შეხვედრით შემიყვარდი - მესმის გოგონას ხმა, რომელიც , როგორც მე მგონია , ეუბნება ბარმენს.


- ბოდიში, მაგრამ ჩემი გული უკვე დაკავებულია - პასუხობს ბიჭი.


- შენმა გოგომ იცის, როგორ გაუმართლა? - გოგოს ენა ებნევა, რაზეც ჩუმად ვიცინი.


- მან იცის - ამტკიცებს ის.


- საიდან იცი ასე დარწმუნებით?


- ლიდია,შენ ხომ იცი? - ოდნავ ხმამაღლა წარმოთქვამს ის.


- ვიცი - ვპასუხობ და მათკენ ვბრუნდები.


- ბოდიშით - დაბნეული წარმოთქვამს გოგონა, რის შემდეგაც დგება და მიდის გასასვლელისაკენ.


- ანუ იცი? - ღიმილით მეკითხება დილანი.


- შენ წარმოიდგინე - მეც ვუღიმი და ვაწყობ ხელებს მაგიდაზე.


- ახლა ბოთლს დავამხობ მას თავზე - ჩვენთან მოდის ლილი ჭიკით ხელში.


- რა ისევ?- ატრიალებს თვალებს დილანი.


- ხანდახან ეს კლიენტები საშინლად მაღიზიანებენ, თუმცა არა, ისინი ხანდახან არ მაღიზიანებენ. კიდევ კარგი, მხოლოდ ნახევარი წელი დარჩა...


- უბრალოდ არ თქვა, რომ, როცა კოლეჯს დაამთავრებ, აქაურობა არ მოგენატრება -ვაწყვეტინებ.


- ნუ კარგი, რაღაცაში მართალი ხარ.


-აბა ,რატომ დავჯექით?- გვვაწვდის ხმას დილანი - ვიმუშაოთ გოგოებო, სამუშაო დროის დამთავრებამდე კიდევ ორი საათია.


- ალექსი, ერთ საათში მოვა - ამბიბს ლილი და მიდის ხალხთან.


- და პიცის კაცუნა პიცას მოიტანს?- ყვირის დილანი, რათა გააგონოს გოგოს.


- ვიმედოვნებ.


***


- სადილი, - მესმის დილანის ხმა სამზარეულოდან და გამოვდივარ ოთახიდან, თან ვიწმენდ მძინარე თვალებს.


- ძილისგუდა, დროა გაიღვიძო - სიცილით წარმოთქვამს ალექსი.


- აჰა, დღეს გამოცდა მაქვს, მე კი კიდევ მძინავს.


-წარმატებები გამოცდაზე - მამხნევებს ლილი.


- მადლობა - ვჯდები მაგიდასთან დილანის გვერდით და ვიღიმი, როდესაც ვხედავ ალექსს რომელიც ნაზად კოცნის ლილის.


გავიდა ოთხი წელი, მე კი მაინც გაოცებული ვარ რომ ეს ორი ერთად არიან.


- ესეიგი, ბოლო სასწავლო კვირაა, რა გეგმები გაქვთ შობისთვის? - კითხულობს ალექსი.


- და თქვენ? - წელავს დილანი.


- ჩვენ როგორ ყოველთვის, მშობლებთან წავალთ - პასუხობს სტუარტი - თან ეს ბოლო წელია კოლეჯში და შემდეგ დასვენებისთვის დრო უფრო ნაკლები იქნება.


- გაჩერდი, ეს თქვენ გაქვთ ბოლო წელი, მეკი კიდევ დამრჩა ერთი წელი - ვბერავ ლოყებს და ვუყურებ ბიჭს.


- ლუზერო – ეს შენი ბედია - იცინის ალექსი.


-მმმ, ჩაი ლიმნით - ლილი იღებს დილანის ხელიდან ჭიქას და აკეთებს ყლუპს. - გემრიელია.


- ვიცი - ბიჭი დგება , ცდილობს დაიბრუნოს ის რაც მას ეკუთვნის, მაგრამ არაფერი არ გამოსდის.


და ასეა ყოველ დილით, ასეთ მომენტებში ვხვდები რა არის ბედნიერება.

მე მაქვს. ყველაფერი, რაც მჭირდება.


***


- დილან - ვამბობ ჩუმად, რადგან არ ვარ დარწმუნებული რომ ბიჭს არ ძინავს.


- რა?- ზარმაცად მპასუხობს ის.


- ვფიქრობდი შობის შესახებ, ჩვენ უკვე ოთხი წელია არ აგვიღნიშნავს ის მშობლიურ ქალაქში, ჩვენ ოთხი წელია არ გვინახავს ჩვენი მშობლები.


- არ მესმის, ამას რატომ მეუბნები, მე ერთი წელი ვიტყუებოდი, რომ ყველაფერი კარგად იყო, მე ერთი წელი ვცხოვრობდი მათი სიძულვილით, არ მინდა ამაზე საუბარი.


- იქ ყველა ჩვენი მეგობრები მოვლენ... ნუთუ არ გენატრება?


- მათ ხომ არ ვენატრებით.


- დილან, ისინი უფროსები არიან, ჩვენ პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, ეს ჩვენ წავედით მათ წინააღმდეგ.


- მათ ხომ არ ვენატრებით.


- დილან, ისინი უფროსები არიან, ჩვენ პირველი უნდა გადავდგათ ნაბიჯი, ეს ჩვენ წავედით მათ წინააღმდეგ.


-ისინი კი ჩვენს წინააღმდეგ.


- ნუ ჯიუტობ. შენ ხომ გიყვარს მამა, როგორც მას შენ. ისინი გვაპატიებენ, მათ ხომ ვენატრებით.


- რატომ წამოიწყე ეს საერთოდ?


- უბრალოდ მე ბედნიერი ვარ , გესმის? და მე მინდა რომ ეს დედაჩემს გავუზიარო, იმიტომ რომ ის დედაჩემია, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.


-ლიდია...


- გთხოვ, წავიდეთ მათთან, აი ნახავ... მოგვეცი შანსი.


***


თოვლი. ღრმად ვისუნთქავ ზამთრის გაყინულ ჰაერს, უკვე ვიფიქრე იმაზე რომ ტყუილად გადავწყვიტე აქ მოსვლა. ვდგავარ ნაცნობი კარის წინ და ვერ ვწყვეტ დავაკაკუნო თუ არა.


- მიდი - დაძაბულად ამბობს დილანი.


- ჩვენ დავბრუნდით სახლში, ყველაფრის შემდეგ, იქნებ ცოტა დრო მომცე.


- გავიყინე.


- არაა სასაცილო.


- ვიცი, აი საერთოდ არაა სასაცილო.


- კარგი ერთი - ვაკაკუნებ კარებზე და მხოლოდ შემდეგ ვხვდები, რა გავაკეთე.


- აი ხედავ, როგორ ვმოქმედებ შენზე. - ბიჭი მაშინვე გაჩერდა, როცა კარი გაიღო და შერიფი ვნახეთ.


ის შესამჩნევად დაბერდა, ჭაღარები უფრო ბევრი გაჩნდა მის თავზე, და კიდევ ის დასუსტებულია.


- ნატალი - წარმოთქვამს ის და თვალებს არ გვაშორებს.


- ვინ მოვიდა? - დედა ჩერდება ქმრის გვერდით პირ ღია - ლიდია - მის თვალებზე ჩნდება ცრემლები, და მე ვეღარ ვითმენ.


მივდივარ და ვეხუტები.


- მაპატიე - ჩურჩულებს ის - მაპატიე ყველაფრის გამო, ჩემო გოგონავ.


- შენც მაპატიე - ვჩურჩულებ საპასუხოდ.


- მადლობა , რომ მოხვედი - ჩუმად ამბობს შერიფი, რის შემდეგაც უბრალოდ ეხუტება დილანს, ის კი არც ეწინააღმდეგება.


- მადლობა რომ მაპატიე - პასუხობს დილანი და უფრო ძლიერ ეხუტება მამას.


***


- მოდი მე - წელავს დილანი და მათხოვარი თვალებით მიყურებს.


- არა- უარყოფითად ვაქნევ თავს - უბრალოდ ამწიე, ნუ მე ესე ვარ მიჩვეული, ყოველთვის მე ვკიდევ ვარსკვლავს ნაძვის ხეზე.


- კარგი - დილანი ხელში მიყვანს და ამ მომენტში ოთახში შემოდის დედა.


- მიაღწიე შენსას? ის ყოველთვის კაპრიზა ბავშვი იყო - იცინის ის და აწყობს მაგიდას - იჩქარეთ , სტუმრები მალე მოვლენ.


- უკვე მოვრჩით - მოკლედ ვკოცნი დილანს , შემდეგ კი მივდივარ დედასთან, რათა დავეხმარო მას.


- როგორ მომენატრა საჭმელი, რომელსაც შენ აკეთებ - ვჩურჩულებ და ვუყურებ მაგიდას.


- მიხარია, რომ იპოვეთ თქვენში ძალები და მოხვედით.


- მეც , დედა.


- მოვიდნენ - ყვვირის შერიფი.


- წამოდი, დროა შევხვდეთ სტუმრებს - დილანი მჭიდებს ხელს და ერთად მივდივართ კარებთან.


ბიჭი აღებს კარებს და მე ფაქტიურად მოსიარულე ღიმილი ვხდები , როდესაც ვხედავ მათ , ყველას.


მათ , ვინც იყო გვვერდით იმ დროს, სანამ ჩვენი, ჩემი და დილანის ურთიერთობა ვითარდებოდა. მათ, ვინც დაგვეხმარა გავმკლავებოდით ყველაფერს რაც იყო ჩვენს ცხოვრებაში.


ჰო, ყველა თავისებურად, ვიღაც მხარს გვიჭერდა, ვიღაც გვანიშნებდა შეცდომებზე, ვიღაც დებდა ჯოხს საბურავებში, მაგრამ მე მადლობელი ვარ, რადგან გამოვიარე ეს ყველაფერი, და მე დავიმსახურე ბედნიერება.


ნინა, როგორც ყოველთვის იღიმის და დეივს ეხუტება. ალექსი თავს გვიქნევს და ლილის ხელს ჭიდებს. ერიკა გვიყურებს ჩვენ, და მის თვალებში სიყვარულის ნაპერწკალს ვხედავ. ტომასს უცებ შეამჩნევ რომ ის ბედნიერია ჩვენს გამო, ისევე როგორც შელი ჯოშთან ერთად , რომლებიც ასევე ბედნიერები არიან ერთად, მე ამაში დარწმუნებული ვარ.


და მე ნამდვილად მიხარია ამ ადამიანების ნახვა, რომლებმაც შექმნეს ეს ისტორია.



№1  offline წევრი ამელიაპონდ11

დილან ო'ბრაიანი - დილანი.
ჰოლანდ როდენი - ლიდია.
დან დეჰაანი - დეივი.
ლილი კოლინზი - ლილი.
შელი ჰენინგი - შელი.
ნინა დობრევი - ნინა.
სემ კლაფინი - ალექსი.
ტომას სანგსტერი - ტომასი.

თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ მყავს წარმოდგენილი პერსონაჟები :)

ეს ისტორია დავწერე სამი წლის უკან, ამიტომ შეიძლება "მშრალი" მოგეჩვენოთ. ვფირქობ აღწერა აკლია, მაგრამ გადასაწერად დრო არ მაქვს. რედაქტირება კი , როგორც შემეძლო გავაკეთე, თუმცა შეიძლება პატარა შეცდომები გამომრჩა.
ნუ მოკლედ, ვიმედოვნებ, ვისაც არ დაეზარება წაკითხვა მოეწონება ეს "ტკბილი" ისტორია..

 


№2  offline წევრი sunflower

ჯერ პირველადს გადავხედე, მერე ამას და გეტყობა, როგორ განვითარდი. ნუ მართალია პერსონაჟებს სახელები შეუცვალე, მაგრამ ლიდია რო დატოვე კაია.ისტორიების შინაარსი კი მაშინაც თუ ახლა მშვენიერია და იმედია პარანორმალურის მერე გააგრძელებ დანარჩენებს

 


№3  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ძალიან კარგი ისტორია მომეწონა
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№4  offline წევრი ამელიაპონდ11

sunflower
ჯერ პირველადს გადავხედე, მერე ამას და გეტყობა, როგორ განვითარდი. ნუ მართალია პერსონაჟებს სახელები შეუცვალე, მაგრამ ლიდია რო დატოვე კაია.ისტორიების შინაარსი კი მაშინაც თუ ახლა მშვენიერია და იმედია პარანორმალურის მერე გააგრძელებ დანარჩენებს

ეგ რაა :დდ რედაქტირების დროს ისე შემრცხვა ამას როგორ ვპოსტავდი თქო joy
ჰო იცი ვერ ვძლებ წერის გარეშე.. რათქმაუნდა გავაგრძელებ სხვებსაც. heart_eyes

თაკოთაკო
ძალიან კარგი ისტორია მომეწონა

დიდი მადლობა ❤️❤️

 


№5  offline წევრი ანნა ა

ძალიან მომეწონა თან მიყვარს ასეთი სიუჟეტები :დ

 


№6  offline წევრი ამელიაპონდ11

ანნა ა
ძალიან მომეწონა თან მიყვარს ასეთი სიუჟეტები :დ

მადლობა, მიხარია ❤️

 


№7  offline აქტიური მკითხველი Sofia-sofie

ძალიან მსუბუქი და სასიამოვნოდ წასაკითხია, წარმატებები:)

 


№8  offline წევრი თეკკლას

ძალიან კარგიიყოხ,მაგრამ ამდენი ,,ნუ"აღარ გამოიყენი წერისდრს

 


№9 სტუმარი სტუმარი ლია

აბზაც-აბზაც ნაწერი ცუდი წასაკითხია გული ვერ დავუდე.
გ ა ი თ ვ ა ლ ი ს წ ი ნ ე . დაწერე როგორც სხვა წერს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent