შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილთან ახლოს... (თავი 6 დასასრული


26-01-2019, 13:36
ავტორი naattii
ნანახია 2 230

ერთი კვირა გაბრუებული დადიოდა ლუკა, ისე დაბნეული ელაპარაკებოდა ოჯახს სკაიპში თითქოს ყველას აგებინებდა მის გარეშე არ ვარსებობო, ყოველი კარის გაღებას იმედიანი სახით ახედავდა, ბოლომდე ეგონა ან ახლა შემოვა და ან ახლაო. ეს იმედი კი ათი დღის შემდეგ გადაეწურა ნუცას საწოლი 60 წლის ლუკას სიტყვებით :გადახრჩუებულმა ბებერმა“ რომ დაიკავა. მატიასი გრმანელი იყო და მუდმივად წამლის ფირფიტებს აჭრიჭინებდა ხელში, რაც დაძაბული ბიჭის ნერვებზე უარესად მოქმედებდა.
-ახალი ამბავი მაქვს_ორი კვირა იქნებოდა გასული ექიმი რომ ესტუმრა ლუკას.
-სახლში მიშვებთ?_არც ამოუხედავს ტელეფონიდან ისე უპასუხა. იმდენად იყო გაუხეშებული მასთან შემოსვლა აღარავის უხაროდა, ნუცას გარეშე იმ ბებრებს დაემსგავსა ყველაფერზე რომ წუწუნებენ და ადრე რომ დაცინოდნენ.
-თქვენს ახლობელზეა ახალი ამბები მეგონა დაგაინტერესებდათ_ეშმაკური გაუხდა ხმა ექიმს და ახლობელი ხაზგასმით წარმოთქვა. ლუკას თვალი ტელეფონის ეკრანზე გაუშტერდა, სადაც სწორედ საყვარელი გოგოს სურათს დაჰყურებდა.
-ჰმ, დიდად არა, მაგრამ რადგან მაგიტო შემოხვედით თუ გინდათ მითხარით_იხტიბარი არ გაიტეხა, მაგრამ სინამდვილეში მთელი გულისყურით უსმენდა.
-კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა, გუშინ გაუკეთეს._ბიჭის შეშფოთებულ სახეზე მაშინვე ასწია ხელი და დაამშვიდა -ნუ ნერვიულობ, გაუმართლა, დღეს საბოლოო ანალიზის შედეგები გადმომიგზავნა და ჩემგანაც მიიღო მისალოცი ბარათი, სრულიად გამქრალია სიმსივნე. ახლა მხოლოდ კონტროლი მოუწევს ხოლმე.
-მადლობა_გაჭირვებით გადაყლაპა ბიჭმა ნერწყვი და გახარებული სახით ახედა ექიმს -მადლობა ექიმო.
-დროებით_თავი დაუქნია კაცმა და გამხიარულებული დატოვა პალატა, დღე ბევრად უკეთესი ხდებოდა პაციენტის ბედნიერი სახის დანახვის შემდეგ.
-ესეიგი კარგად ხარ, ჯანდაბა, ესეიგი კარგად ხარ_სიცილით უყურებდა ლუკა ფანჯრიდან მზის ჩასვლას და რამდენიმე დღის წინ ნუცას გამოქვეყნებულ სურათს დაჰყურებდა, სადაც ოჯახთან ერთად იყო და უბედნიერესი გამომეტყველება ქონდა. მთელი ძალით ეხვეოდა დედა და მამის წინ ძაღლი იყო ჩამხტარი. გოგო კი ბოლომდე გაკრეჭილი შეჰყურებდა კამერას.

ახლა მიხვდა ლუკა რას ნიშნავდა მარტო ყოფნა, საავადმყოფოში ცხოვრება და დიდი წითელი ნემსის ისევ მარტო გაკეთება. ლამის პატარა გოგოსავეთ აღრიალდა, როცა ექიმმა ორი ქიმიოთერაპიის კურსი დაუმატა და ერთი თვით გადადო ბიჭის გამგზავრება. ნელ-ნელა ოჯახთან რეკვასაც მოუკლო, უარესად ჩიკეტა საკუთარ თავში და თერაპიას როგორც კი მორჩებოდა გარეთ გარბოდა და ეზოში სეირნობდა. გაზაფხულის პირველი ნიშნები დაეტყო გერმანიას, თოვლმა და სიცივემ ნელ-ნელა დათმო პოზიცია და მზეს მეტი თავისუფლება მიანიჭა.
-ლუკააა_ნაცნობი ექთნის ხმა მოესმა და კარისკენ შებრუნდა. -წამო საექთნოში პიცა გვაქვს.
-რასთან დაგავშირებით?_დიდად არ იყო ხასიათზე, მაგრამ მაინც წამოდგა და მოსაცმელი აიღო.
წინა დღით ნუცამ თავის გვერძე გოგოს და ბიჭის ნახატი გამოაქვეყნა, რომლებიც ზღვის ნაპირას ისხდნენ და მზის ჩასვლას უყურებდნენ. ბევრჯერ უოცნებიათ ამ დღეზე და ამ სურათმა გონება აურია ბიჭს, ზღვა ნუცას საყვარელი ადგილი იყო და ყოველ საღამოს ოცნებობდნენ იქ ერთად წასვლაზე. გაბრაზებულ ბიჭს მთელი თვე არაფერი მიუწერია, არც ნუცას უთქვამს რამე, მაგრამ ახლა გაორებული იყო, ანუ ეს სურათი რას ნიშნავდა? ბიჭს თავი შეახსენა? იცოდა ნახავდა? იმას ნიშნავდა რომ ლუკას უნდა მიეწერა? პირველი ნაბიჯი გადმოდგა თუ უბრალოდ ოცნება დაიტანა მოლბერტზე?
ამ ფიქრებში თავზე დათენებულს სულაც არ ქონდა ექთნებთან ჭორაობის ხალისი, მაგრა პალატიდან გასვლაც უნდოდა.
-პიცა რასთან დაკავშირებით? რამე მოხდა?
-ხო ლუკა, ერთი კვირა შენთან რომ იწვა ტომასი გახსოვს? ორი დღე მეწუწუნე სხვაგან რომ გადამეყვანა_სევდიანად გაეღიმა ექთანს.
-ხო, მერე მაგან დაგპატიჟათ?
-გარდაიცვალა_სევდიანად გადმოხედა ქალმა. -ჩვენ ასეთი წესი გვაქვს, როდესაც ვინმე გვაკლდება ყველა ვიკრიბებით და მასზე ამბებს ვიხსენებთ, ნუ პიცა დანამატია.
-გასაგებია_შეფიქრიანებულმა დაუქნია თავი ლუკამ და რატომღაც გულთან რაღაც აეწვა, გაახსენდა შერეკილ ნერვოზიანს რომ ეძახდა გულში ტაბლეტების ჭრაჭუნისთვის, დანახვისას გადახრჩუებელი ბებერი რომ უწოდა, არადა კაცი ისე თბილად ექცეოდა, არ აწუხებდა, ცდილობდა წყნარად ყოფილიყო და ბიჭი არ შეეწუხებინა, ახლა კი ცივ მიწაში იწვა და ჭიები ემზადებოდნენ მის შესახრავად. ჯანდაბა, რა დაუნდობელია ეს დამპალი ცხოვრება, თავი გადააქნია ლუკამ ჩუმად და ცალად ჩამოვარდნილი ცრემლი ჩუმად მოიწმინდა. იმ კვირაში კიდევ სამჯერ დაპატიჟეს ლუკა პიცაზე.

რამდენიმე დღის დასრულებული ქონდა ლუკას ბოლო ქიმია და უნიტაზთან დამეგობრებული, რამდენიმე წუთით ახერხებდა ლოგინთან მილასლასებას, ისე იყო დასუსტებული სარკეში კარგა ხანი იყო თავს არ უყურებდა, ერთ-ერთი ასეთი პატარა შესვენების დროს ექიმი შემოვარდა პალატაში და მთელი დასტა ფურცლები დემონსტრაციულად დაყარა მაგიდაზე.
-მშვიდობაა ექიმო?
-ჩალაგდი ლუკა, ხვალ ბოლო ანალიზის პასუხს ავიღებ და ოფიციალურად გაწერილი ხარ საავადმყოფოდან. გილოცავ გამოჯანმრთელებას_ხელი გამოუწოდა გაოგნებულ ბიჭს და ოთახი ისე დატოვა ლუკას არაფერი გაუგია.
სასწრაფოდ იყიდა ბილეთი, ოჯახს გააგებინა და აბარგება დაიწყო. როგორც იქნა ხასიათი გამოუკეთდა, ქუთაისში ჩასვლისთანავე კი ნუცას იპოვიდა, უკვე გადაწყვეტილი ქონდა გოგოს მოძებნა და უკან აღარ დაიხევდა. სამი თვე გავიდა მისი წასვლიდან და ძლივს აღიარა საკუთარ თავთან, რომ გოგო საოცრად ენატრებოდა.

უამრავი ხალხი ირეოდა კოპიტნარის აეროპორტში. დუსელდორფის რეისს ელოდნენ დამხვედრები და ჟრიამული მთელ შენობას მოდებოდა. მოუთმენლად ცმუკავდა ლუკა მისი ჩემოდნის მოლოდინში და წამებს ითვლიდა როდის მოეხვეოდა ოჯახის წევრებს. გარეთ გასული სიცილისგან ძლივს გასწორდა, რატო მიკი მაუსის ყურებიანი აბადოკით იდგა, დედას და მამას დიდი პლაკატი ეჭირათ ხელში, ბავშვობის მეგობრები კი პრინცესას გვირგვინებითა და ვარდისფერი ბუშტებით ხელში იცინოდნენ.
-არანორმალურები ხაართ_მთელ ხმაზე ყვიროდა ლუკა და მთელი ძალით ეხვეოდა ყველას ერთად, ერთი გოგოს მონატრებას თუ არ ჩავთვლიდით იმ წამს ყველანაირად ბედნიერი იყო და როგორც იქნა ისიც მიხვდა, ბედნიერება არა საცხოვრებელ ადგილში, უკეთეს პირობიან ქვეყანაში ან მაღალ ხელფასშია, სწორედ აქ არის ბედნიერება, ოჯახში, რომელიც ყველაფერს გააკეთებს შენთვის, ბავშვობის მეგობრებში, რომელთანაც მთელი ცხოვრება და უამრავი მოგონება გაკავშირებს და აი იმ გოგოში, მომავალს ვისთანაც ხედავ, აცრემლებული რომ იდგა გასასვლელ კარებთან და აკანკალებულ ხელში პლაკატიც ცახცახებდა.
წამში დააბრუნა მზერა ისევ უკან და გაოცებისგან გაშეშდა. ხალხის ნაკადის უკან შეცვლილი, უკვე მოძლიერებული და ბედნიერი ნუცა იდგა, რომელსაც ხელში დიდი ასოებით წაწერილი ქაღალდი ეკავა: „მომენატრე!“
არამგონია იმ ღამით ვინმეს დავიწყებოდა მათთვის უცხო ბიჭის უბედნიერესი სახე და მისი საყვარელი გოგოს ჭინკებ ათამაშებული თვალები.
და კიდევ ერთხელ: ბედნიერება წვრილმანებშია!



№1 სტუმარი ზინიკო

შენი ისტორიებისგან განსხვავებული,მაგრამ ძალიან საინტერესო ისტორია იყო,ბევრ რამეზე დააფიქრებს ადამიანს.. ყოჩაღ ნათია.. <3 ახალ ისტორიას ველი.. ;)

 


№2  offline მოდერი naattii

ზინიკო
შენი ისტორიებისგან განსხვავებული,მაგრამ ძალიან საინტერესო ისტორია იყო,ბევრ რამეზე დააფიქრებს ადამიანს.. ყოჩაღ ნათია.. <3 ახალ ისტორიას ველი.. ;)

დიდი მადლობა, საკმაოდ შიშით დავიწყე გამოქვეყნება იმდენად განსხვავდებოდა "ჩემებიდა", ამიტომ მთელი გულით მიხარია თუ გამომივიდა <3

 


მგონი ლუკა საბოლოოდ მიხვდა, რომ სხვა ქვეყანაში ბედნიერად ყოფნა ყველაფერს არ ნიშნავს, მაშინ როცა ოჯახი გვერდით არ გყავს.
მართალია ცუდი გზით, მაგრამ მაინც ისწავლა, სახლის, ოჯახის და მეგობრების ფასი. ბონუსად კი სიყვარული დაემატა ❤

 


№4  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
მგონი ლუკა საბოლოოდ მიხვდა, რომ სხვა ქვეყანაში ბედნიერად ყოფნა ყველაფერს არ ნიშნავს, მაშინ როცა ოჯახი გვერდით არ გყავს.
მართალია ცუდი გზით, მაგრამ მაინც ისწავლა, სახლის, ოჯახის და მეგობრების ფასი. ბონუსად კი სიყვარული დაემატა ❤

გეთანხმები ❤️

 


№5  offline წევრი სიბილა

ამაცრემლიანე

 


№6  offline მოდერი naattii

სიბილა
ამაცრემლიანე

იმედია ბოლოს გამოვასწორე ❤️

 


№7  offline წევრი martosuli-25

თავს დავდებ რომ ოპერი ხარ ან იყავი????????????????

 


№8  offline მოდერი naattii

martosuli-25
თავს დავდებ რომ ოპერი ხარ ან იყავი????????????????

კი ბატონო, ცოტა ავტობიოგრაფიულია :დ იმის გამოკლებით, რომ სიმპატიური ბიჭი არ გამიცვნია :დ

 


№9  offline წევრი martosuli-25

naattii
martosuli-25
თავს დავდებ რომ ოპერი ხარ ან იყავი????????????????

კი ბატონო, ცოტა ავტობიოგრაფიულია :დ იმის გამოკლებით, რომ სიმპატიური ბიჭი არ გამიცვნია :დ



იმედია რაც გავიფიქრე ეგ არაა .. :((((

 


№10  offline მოდერი naattii

martosuli-25
naattii
martosuli-25
თავს დავდებ რომ ოპერი ხარ ან იყავი????????????????

კი ბატონო, ცოტა ავტობიოგრაფიულია :დ იმის გამოკლებით, რომ სიმპატიური ბიჭი არ გამიცვნია :დ



იმედია რაც გავიფიქრე ეგ არაა .. :((((

არაუშავს, ხდება ხოლმე :D უკვე დიდი ხანი გავიდა :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent