შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცურვა სიყვარულის მორევში (2)


26-01-2019, 17:24
ავტორი nataliia
ნანახია 1 085

სახლში წასვლისას გადავწყვიტე საბა ბაღიდან გამომეყვანა. ბაღიდან გამოსვლისას საბამ მთხოვა ჩუპაჩუფსის ყიდვა. სახლის გზაზე მაღაზიაში შევიარეთ. საბამ ჩუპაჩუფსი დაიტაცა და მაღაზიიდან გაიქცა ისე რომ ფულის გადახდა ვერ მოვასწარი. მაღაზიის წინ ცენტრალური ტრასაა რამაც ძალიან შემაშინა და მეც ბავშვს გავეკიდე. საბა მანქანებისკენ მირბოდა, ჩემი გული კი საგულედაბ ამოვარდნას ლამობდა. თითქოს ეს წამები საუკუნეებად იქცა, მაგრამ უეცრად საბას ვიღაცამ ხელი ჩასჭიდა და არ მისცა ნება მანქანებს შევარდნოდა. იმ წამს მადლიერების და სიბრაზის შეგრძნება ერთიანად მომეძალა, თვალები დამიბმელდა და ადგილზე ჩავიკეცე.არცისე ნაცნობმა ხმამ გამომაფხიზლა და დამაბრუნა რეალობაში.
- ნატალია კარგად ხარ? -ეს ხმა თითქოს სადღაც მომესმინა. ბოხი და ყოვლისმთქმელი ბგერები თანდათან მიახლოვდებოდა.
- ნატალია ადექი სახლში წავიდეთ - ჩაილაპარაკა საბამ და მომეხუტა, საბოლოოდ ნაცნობმა სილუეტმა გამომაფხიზლა. ჩემ წინ სანდრო იდგა და დაღონებული სახით ელოდებოდა ჩემს გამოფხიზლებას. წამოდგომაში დამეხმარა და კიდევ ერთხელ მკითხა
- ნატალია კარგად ხარ?
- უკვე კი -ვუთხარი ხმის კანკალით- დიდი მადლობა სანდრო,არვიცი შენ რომ არ ყოფილიყავი რა მოხდებოდა... -ცრემლი მომადგა
- არაფერია, მთავარია ყველაფერი კარგადაა - მითხრა და ლოყაზე წინანდელივით მიჩმიტა
- ნატალია სახლში მინდა- დაიბუზღუნა საბამ და ხელზე მომქაჩა
- კარგად სანდრო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა- ვუთხარი და არც დაველოდე პასუხს ისე გავყევი საბას სახლისკენ შეშინებული.
- კარგად არა ნახვამდის - მომწვდა მისი სულში ჩამწვდომი ხმა და გამეღიმა.
არვიცოდი საკუთარ თავზე გავბრაზებულიყავი საბაზე თუ საერთოდ სამყაროზე. საბოლოოდ ყველაფრის დავიწყება გადავწყიტე მაგრამ ის ვიცოდი რომ საბას თვალს აღარასდროს მოვაშორებდი.

მამაჩემი ცნობილი კაცი იყო. მას თავისი სამშენებლო კომპანია ქონდა რომელიც მსოფლიო მასშტაბის პროექტებს აშენებფა. ეს ყველაფერი არაასდროს იწვევდა ჩემში ინტერესს, მამაჩემს უნდოდა თავისი ბიზნესი მის შემდეგ მე და საბას გვემართა. საბა ჩემზე 13 წლით პატარაა, ამიტომ ეს ყველაფერი ჩემ ხელში უნდა ყოფილიყო, მე ამის სურვილი არ მქონდა ,მინდოდა ცნობილი გამომძიებელი გავმხდარიყავი. ალბათ რომ გეკითხათ
- სად ხედავ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ ?- მაშინვე გიპასუხებდით - გამომძიებლის პოსტზე! მამაჩემს ეს ყველაფერი დიდად გულზე არ ეხატებოდა, მე კი არ ვაპირებდი მისი სურვილების ასრულებას. ვთვლი რომ მაქვს იმის შესაძლებლობა ვაკეთო რაც მიყვარს ამიტომ არავის მივცემდი ნებას ხელი შეეშალა ჩემთვის. დედაჩემის ძმა იურისტია რომელიც დიდი პოპულარობით და პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში. შეიძლება ითქვას, რომ ის ჩემი მეორე მამაა ამიტომ ბავშვობიდან მასთანერთად ბევრ დროს ვატარებდი. ყოველთვის მიყვარდა მის კაბინეტში ძრომიალი . დაფა სადაც მუდმივად იყო ფერადი ხაზები გაბმული და სხვადასხვა ჩემთვის უცნობი ადამიანების სურათები დროდადრო ჩანაცვლდებოდა ხოლმე. აქ ყოფნა მხოლოდ ცოტახანი გრძელდებოდა შემდეგ კი როდესაც ვატოს ხმას გავიგებდი ,ვიცოდი რომ კარგი დღე არ დამადგებოდა. ყოველთვის ერთიდაიგივეს გამო მსაყვედურობდა ,მაგრამ იცოდა რამდენად მაინტერესებდა ეს ყველაფერი.
------------
რამოდენიმე დღემ უაზროდ ჩაიარა. ერთ დილასაც სკოლაში წასასვლელად გავემზადე, გარეთ არ გამიხედავს ისე ავიღე ჩანთა და სახლიდან გავედი, რატომღაც ფეხით ჩასვლა მომინდა, ამიტომ მალევე ჩავირბინე კიბეები. გარეთ წვიმდა, რის გამოც სახლში აბრუნება და ქოლგის აღება გადავწყვიტე. უკან უნდა შევბრუნებულიყავი, როდესაც სანდროს ხმა მომესმა
- ნატალია დაიცადე- იყვირა მან და უეცრად ჩემს გვერდით დადგა.
- აქ რაღა გინდა? არ მითხრა რომ აქ ვინმესთან მოხვედი ვუთხარი მას.
- კარგი არ გეტყვი -მითხრა მან და თვალი ჩამიკრა
- სახლში უნდა ავბრუნდე, თუ ჩემ დალოდებას აპირებ თავი არ შეიწუხო - ვუთხარი მე
- მეც მაქეთ მოვდივარ- მითხრა მან, შეპასუხების თავი არ მქონდა, ამიტომ არაფერი მითქვამს და ლიფტისკენ წავედი, ისიც უკან გამომყვა. ლოდინის 2 წუთი საოცრად უხერხული იყო დუმილი მან დაარღვია
- დღეს მათემატიკაზე მოდიხარ?
- კი წამოვალ
- არგინდა ერთად მივიდეთ? -იკითხა და სანამ პასუხს დაელოდებოდა თავადვე თქვა -კარგი 5 ზე გამოგივლი- პირი ღია დამრჩა. ის ბგერები კი რაც უნდა წარმომეთქვა მალევე უკან ჩაბრუნდა.
- მე არ მეკითხები? -ვიკითხე გაკვირვებულმა
- როგორც ჩანს არა -მითხრა ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს. ამასობაში ლიფტიც მოვიდა და შიგნით შევედით. გადავწყვიტე ჯერ მე მივსულიყავი დანიშნულების ადგილზე და ხელი გავწიე ადგილისკენ სადაც 10 ეწერა. ალბათ მანაც იგივე იფიქრა და ღილაკთან ჩვენი თითები ერთმანეთს შეეხო. ცოტა შემრცხვა და გავწითლდი, მაგრამ გამიკვირდა მანაც რომ 10 ს დააჭირა.
- რა საყვარელი ხარ როდესაც წითლდები- თქვა მან და ელოდა კიდევ უფრო როდის გავწითლდებოდი
- კარგი რა სანდრო -ვუთხარი და ზურგით შევბრუნდი, სარკეში ჩანდა როგორ ჩაიღიმა, გულში სითბო ჩამეღვარა. ლიფტში შუქმა ციმციმი დაიწყო ,შენელდა და უეცრად გაჩერფა. პანიკა დამეწყო
- ჩვენ რა გავჩერდით? ვაიმე გავჩერდით - ვიკივლე უცებ
- დაწყნარდი მალე წავალთ - მითხრა უდარდელად
- დროზე წავიდეთ აღარ შემიძლია - ვთქვი ნერვიულად
- კარგი რა ნატალია რა განერვიულებს
- კლაუსტროფობია მაქვს-ვიყვირე ბოლო ხმაზე და ღილაკებს დავუწყე ერთიანად დაჭერა.
- მე ვიცი როგორც გიშველო- თქვა მან და უეცრად ხელი ჩამკიდა, შემდეგ კი წამებში ჩამეხუტა.
- გამიშვი თამაშის დრო არ მაქვს - ვუთხარი და ხელი ვკარი
- ცოტახანი გაჩერდი - მითხრა და ისევ მიმიხუტა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent