შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შკვალი. (სრულად)


27-01-2019, 00:52
ნანახია 1 772

გაყინული ხელები დაჭმული ფრჩხილებით და მათზე წასმული მუქი მწვანე ლაქით. სიგარეტის სუნი და კვამლის ღრუბელი, რომელიც ფილტვებში აღწევს ცხვირის საშუალებით. ნათელი თვალები, გახვეული ეჭვების ნისლში, რომელებიც ჯერ კიდევ ბავშვის გულში გაჩნდნენ. ეს შინაგანი დისკომფორტი არაფერში არ შეგეშლება. მას ვერ შეადარებ ჩვეულებრივ დეპრესიას. ეს რაღაც უფრო მეტია. ყოველ წელს, ყოველთვე , ყოველ კვირას და ყოველ დასაწვავ დღეს - შენ გრძნობ ამ ნემსებს საკუთარი კანის ქვეშ. ის სადღაც შიგნითაა ჩამჯდარი და მას ვერ გამოიყვან. წამწამების მსუბუქი მოძრაობა და კვლავ ვხედავ ბიჭს. ის ყოველთვის ნელა დადის, მაგრამ არა სიზარმაცის გამო, ის თითქოს დროს წელავს. უბრალოდ, არაა ერთერთი მათგანი, ვისაც ეჩქარება. ის გვერდით წვება და ნიკოტინს ისუნთქავს. უკმაყოფილო ვწუწუნებ და გვერდზე ვბრუნდები, რადგან იწვე ქვის ნაპირზე არც ისე მოსახერხებელია. ვჯდები და მუხლებს ვკეცავ. დახეული ჯინსები, ქარს უფლებას აძლევენ ნაჭრის შიგნით შევიდნენ. მუქი ლურჯი ქურთუკი ათბობს ზედა ნაწილს. ვუყურებ მოშავო ზღვას, რომელიც მზადაა თავზე დაგვაფაროს მისი ტალღები, რომელიც ფაქტობრივად ჩემს კედებს ეხება.

ჩვენ ერთმანეთს ვუყურებთ და ჩუმად ვართ.

ჩვენ ხშირად ვართ ასე ჩუმად. არა,
ფაქტობრივად ყოველთვის.

შეგვიძლია მთელი დღე ერთად გავატაროთ, თუმცა ერთი სიტყვაც კი არ ვთქვათ.

ჩვენ ეს არც გვჭირდება.

რადგან ჩვენ ქარის უხეშ კივილს ვუსმენთ. ეს კი უფრო სასიამოვნოა ვიდრე ცარიელი დიალოგები, რომლებსაც შეუძლიათ დაარღვიონ იდილია ჩვენს შორის.

ყოველდღე, ერთი და იგივე დროს მოვდივარ სანაპიროზე და ისიც სულ აქ მხვდება. ნებისმიერ ამინდში. ზოგჯერ ის იგვიანებს და ვგძნობ, როგორ იბადება შიგნით ღელვა, თუმცა მალევე ქრება , რადგან ვხედავ მას, რომელიც მოდის სანაპიროსკენ, წიგნით ხელში. ის ხშირად კითხულობს. ყოველდღე - ახალი წიგნი. ზოგჯერ წანაკითხ წიგნებს მე მაძლევს, მაგრამ მათ უკან არ ითხოვს. სანამ ის კითხულობს, მე ჩაის ვსვამ. თბილი ჩაი, რომელიც ქარის გამო თანდათან ცივდება.

ბიჭი თავიდან უცნაურად მიყურებდა, რადგან თან თერმოსი არ დამაქვს.
ხელში ვიჭერ თვითონ ჭიქას, მსიამოვნებს მისი ცხელი ორთქლი, რომელიც ზემოთ ამოდის და ჰაერში იფანტება. ვხრი სახეს და უფლებას ვაძლევ ცხელ ორთქლს ჩემს ლოყებს შეეხოს.

ასე გადის ჩვენი დღეები. საშიში ზღვის ხმა ნარკოტიკივითაა და შენ ერთ დღესაც ვერ გაძლებ ბნელი ჰორიზონტის გარეშე.
და სიჩუმის. ეს ბუნების სიჩუმე, რომელიც ქალაქის ხმაურისგან დაღლილ გონებას ასე სიამოვნებს.
დახუჭე თვალები და მოუსმინე:
ზღვა მარილიანი ტალღებით ეხეთქება პატარა ქვის კლდეებს, თოლიების ხმა კი, რომლებიც მათი ფრთებით ცივ ჰაერს ჭრიან ძლივს მოდის ყურებამდე. წყალი ნახევარ ნაპირს ფარავს, ჩნდება ნისლი და გხვევთ ირგვლივ მის კვამლში. ის თითქოს გმალავს შენს ირგვლივ სამყაროდან . ის გიცავს ქალაქის ხმაურისგან. და შენ იფანტები მასში. ქარი ლოყების მკრთალ კანს ჭრის , რომლებიც თანდათან წითლდება ყინულიანი სიცივის გამო.

ბუნება ყვირის, თითქოს იხლეჩს საკუთარ კისერს. ის გვაფრთხილებს მოსალოდნელ კატასტროფაზე, რომელიც ქარის სწრაფ მოძრაობას მოაქვს.

ჩვენ კი ჩუმად ვართ.

ჩვენ არ გვჭირდება სიტყვები. ჩვენ მარტო ვართ ამ სანაპიროზე. ჩვენ მარტო ვართ, ნისლს, ტალღებსა და ქვებს შორის. და ჩვენ ვიძირებით ამ სიამოვნებაში. ჩვენ უკვე თავამდე ვიძირებით იმ სიმშვიდეში, რომელიც ჩვენს ირგვლივაა, რომელიც ჰაერში გაიყინა, როგორც დრო.

ჩვენ დროში გავიყინეთ.
ჩვენ დავიკარგეთ.

ჩვენ ვგრძნობთ ერთმანეთს. ამას სიტყვებით ვერ ახსნი. მე მხოლოდ ვიცი, რომ ბიჭს ესმის ჩემი. ვიცი, რომ ჩვენი გრძნობები ერთმანეთს ჰგავს. ვიცი, რომ ნისლიც კი ვერ დაფარავს ჩვენს მზერებს.

ის მე მიყურებს. ამას თვალის ბოლოებით ვხედავ, მაგრამ არ ვიმჩნევ. მხოლოდ დახეთქილ, ღია-ვარდისფერ ტუჩებს ვშლი მსუბუქ ღიმილში.
და ისიც იღიმის პირის კუთხით.

ღიმილი, რომელიც ჯერ არ მინახავს.

ჰორიზონტზე გაისმა ქუხილის ხმა - ნათებამ უმოწყალოდ გაჭრა ბნელი ცა. დავლიე ჩემი გაციებული ჩაი, ვიგრძენი, როგორ დაიფარა ტანი არა სასიამოვნო ჟრუანტელით, ზურგზე კი სიცივემ ჩამიარა.

შავი თმები ერთმანეთში ირევა, ისინი სახისკენ მოძვრებიან, ფარავენ თვალებს.
ბიჭი აქრობს სიგარეტს შავ ქვაზე, უშვებს კვამლს ცხვირიდან.

ტალღები კედებს მოსწვდნენ. წყლის ზედაპირი მოძრაობს, როდესაც მათ წვიმის წვეთები ეხება.

ბიჭის მზერა სანაპიროზე მოძრაობს, თითქოს აფასებს, რის შემდეგაც ჩემზე ჩერდება. მსუბუქად ვიღიმი, ვკრავ ტუჩებს და თავს ვუქნევ. გადამაქვს მასზე მწვანე თვალები.

ის სუნთქვას იკავებს, რათა გამოუშვას ნიკოტინის ღრუბელი ჩემს სახეზე. ვწყვეტ სუნთქვას, მაგრამ არ ვტრიალდები. მისი თვალები ჩემს სახეზე დარბიან, საბოლოოდ კი თვალებზე ჩერდებიან. ცივმა, ფაქტობრივად გაყინულმა თითებმა , ჩემი ხელი იპოვეს სიბნელეში, რომელმაც მთლიანად მოგვიცვა ჩვენ. მსუბუქი, ძალიან ხანმოკლე შეხება. არ არის არც გარყვნილი და არც წახდენილი.

მე უკვე აღარ ვხედავდი ზღვას, მხოლოდ თეთრ ნისლს ირგვლივ.
და მის სახეს, რომელიც ადგილებში პატარა ხალებითაა დაფარული.

ჩვენ - არ ვართ ისინი, ვინც ცარიელ სიტყვებს აგდებენ და ირწმუნებიან " ღრმა, ერთგულ" სიყვარულში.

საყვარელი წყვილები ჩვენ დეპრესიაში გვაგდებენ.

ჩვენ - ისინი ვართ ვისაც არ სჭირდებათ კოცნა, რათა მოყვნენ მათ გრძნობებზე.

ჩვენთვის საკმარისია მხოლოდ ერთმანეთს ვხედავდეთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent