სამოთხე ჩემებურად
იცი? მას დღემდე არ სცივა..შენი თბილი მკლავები ისევ ათბობს... ალბათ აღარც არასოდეს აღარ შესცივდება, მაგრამ თუ მაინც ოდესმე კვლავ იგრძნობს თითების ისევ გაყინვას, იცის, რომ წავა... იქ წავა.. „თავის სამოთხეში“... წავა და არ ექნება მნიშვნელობა რამდენად შორი იქნება გზა ამ „სამოთხისაკენ“...ან ვინ იქნება იქ.. მასთან.. უბრალოდ მივა და ისევ ისე.. ისევ იმ გრძნობებით... როგორც მაშინ, სულ ბავშობისას, ჩახედავს თვალებში... არაფერი იქნება შეცვლილი.. ჰო.. თითქოს არაფერი.. უბრალოდ გაუჭირდება რაღაცების ახსნა.. გაუკვირდება ისიც, რატომაა თვალები ასეთი მღვრიე, ან ამდენი ნაოჭი რამ გაუჩინა სახეზე „ანგელოზს“... ვერც იმას გაიგებს, რატომ წამოვა იქიდან უცებ მუქი ცრემლები.. იქ... შეცვლილი იქნება კიდევ ერთი რამ.. დრო..... უბრალოდ დგება ცხოვრებაში ალბათ მომენტი, როცა წინ ვერ წაუხვალ რაღაც ეტაპებს.. როცა მიხვდები, რომ აღარაფერს შეცვლი.... ამ მომენტში იდგები მდინარის ნაპირზე, რომლის გადაცურვა სასიცოცხლოდაა აუცილებელი, მაგრამ შენ... უბრალოდ ცურვა არ იცი..... აი მაშინ, დამიჯერე, ყველა ნათელი- ყველაზე ბნელია.... აი აქ, უკვე ყველა ოცნებას განაჩენი აქვს გამოტანილი - უბრალოდ სიკვდილი... შენ კი.. ისევ პატარა, ბავშური სხეულით, მიზნებითა და ოცნებებით... მაგრამ.. ძალიან ბევრი ჭაღარით თავზე, იდგები მდინარის ამ დიდ ნაპირზე და დაელოდები ზამთარს.. რომ ისევ ძალიან აცივდეს და კვლავ გქონდეს მიზეზი უკან - „სამოთხეში“ დაბრუნებისა... გამარჯობა ! დიდი ხანია ვწერ.. თქვენს „სამყაროში“ კი პირველად.. ესეც განწყობის ამბავია.. ჯანსაღი კრიტიკა მჭირდება ახლა ყველაზე მეტად.. იმედია, გამიზიარებთ თქვენს აზრებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.