შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ვარსკვლავი ცაზე (თავი 5)


28-01-2019, 01:24
ავტორი მარიამი მ.ბ
ნანახია 1 402

როგორციქნა მოვახერხე ამ თავის დადება.დამერწმუნეთ ძალიან ვწუხვარ როცა გალოდინებთ ბოდიშს გიხდით ჩემო საყვარლებო.ველოდები თქვენგან შეფასებას,კრიტიკას,შთაბეჭდილებას და ა.შ...
......................................................
   არვიცი რამდენი ხანი მივშტერებოდი კარს იქით მდგომს,ალბათ სახით რომელზეც გაურკვეველი გამომეტყველება მქონდა მიკრული.არც მას მოუშორებია ჩემთვის თვალი ამ დროის განმავლობაში.ხმა არ ამომიღია გამომეტყველებით ისე ვკითხე რას მოეყვანა შუაღამისას ჩემს სახლში და რატომ იდგა იქ.ალბათ სხვა ბევრი რამეც ვკითხე,გავლანძღე კიდეც ალბათ...თუმცა კრინტიც არ დამიძრავს.
ოდნავ ქვემოდან მიყურებდა და ღიმილისებრ მიმიკას არ იცილებდა.
-თუ ჩემი  შემოსვლა არ გინდა სკამი მაინც გამომიდგი დავიღალე .
-ჰმ..-მაოცებდა მისი ეს ხასიათი და სიმშვიდე.არა უფრო მაცოფებდა.
-არ დაგჭირდება მიდიხარ!როგორც მახსოვს გეჩქარებოდა!-ვერ მოვითმინე და მაინც ჩავუსისინე.წარბაწევით შემომხედა და გამიღიმა.
-ჰომ...კიბეზე ხომარ ჩამოვსხდეთ?-იოანემ ხელი კიბისკენ გაიშვირა-რავიცი მეზობლები არ შევაწუხოთ მაინც...
-იცი რომელი საათია?!
-მეც მაგას ვამბობ გვიანია და აქ ვდგავართ ....
უკვე მოთმინება მეწურებოდა.კარი გავაღე და გვერდზე გავდექი რომ შემოსულიყო.გამიღიმა ფართეთ,კმაყოფილი სახით და დივანზე მოკალათდა.ჩემი ვიწრო შარფი მის გვერდით იდო დივანზე ,ხელში აიღო და თვალიერება დაუწყო.
-იოანე!
უცებ ამომხედა თითქოს შეცბა.
-რამ მოგიყვანა აქ?
ირონიას თვითონ მიმაჩვია!
-შენ რამ წამოგიყვანა ჩემს მოსაძებნად?-უცებ სხვა გახდა.თვალებში რაღაც უელავდა.ენა დამება.
-შენმა მეგობარმა მთხოვა..მაგრამ ორივე შევცდით ძალიან კარგად ყოფილხარ!
-იცი სად ვიყავი?
-არ მაინტერესებს მართლა..
-იმ ბიჭის ოჯახში...-თავი ჩაღუნა.გული შემეკუმშა.არაფერი მითქვამს.
-საშინელება იყო...-ხმა გაებზარა,მე გული.თვალებში საშინელი სევდა ქონდა.ჩემდა უნებურად ხელი დავადე.
-მესმის..-ძლივს ამოვთქვი.
ამომხედა და შემდეგ სივრცეს გახედა.ჩემს შარფს ხელზე იხვევდა და იხსნიდა გაუჩერებლად.
-ის ქალი..
-არგინდა..მე არ მეხება.
-რომ არ მინდოდეს არაფერს ვიტყოდი.-გამომხედა და გააგრძელა-ფსიქიკურად ავადაა.ჩემი მეგობრის პაციენტია.არიცის რას ამბობს ხვალ არც ვემახსოვრები...
არ ვიცი რა მაგრამ რაღაც მომეხსნა გულიდან.
-საბრალო..-წარმოვთქვი გაპარული ხმით და განზე გავიხედე.
გაეცინა.
-ჰო საბრალო..
ფეხზე წამოდგა და გასვლა დააპირა.ნახევრად გამომხედა
-ძილინებისა..თათია..აღარ მოგაცდენ.იმედია მშვიდად დაიძინებ.
ხელი უკან გამოწია.ჩემი შარფი ეკეთა.არაფერი მითქვამს.კარი გაიხურა.
გათენდა...
არ გამიღვიძია..
არც დამიძინია...
.............
სარკეში ჩავიხედე,საოცრად გამოვიყურებოდი გვერდზე მოქცეული აბურდული კოსით,მოშვებული,ორი ზომით დიდი ტანსაცმლით და გამოუძინებელი სახით.თუმცა ეს საერთოდ არ მაღელვებდა.
ტელეფონი ჩავრთე ერეს და ლიზას დანარეკი იყო.ტელეფონი დავდე მაგრამ ერეკლემ დარეკა.
-ჰო
-რას შვები თათუ?
-აუ რავიცი არაფერს,უნივერსიტეტში უნდა წავიდე ცოტახანში.
-მანქანა არ გინდა?
-რა ლმობიერი ხარ ერე
ვუთხარი სიცილით.
-აბა როგორ.
-არა არ მინდა გავივლი..საღამოს მოხვალ?
-ჰო მემგონი მოვალ.კაი აბა შენ იცი,არ მოიწყინო!
-კარგიი წავედი..
ამ ბოლო დროს მივეჩვიე რომ ჩაფიქრებული და გაბრუებული დავდივარ.სწორედ ასე მოვიარე უნივერსიტეტიც.ლიზა არ იყო ამიტომ გადავწყვიტეთ კაფეში შევხვედროდით და ახლა სწორედ მას ველოდები და აი ისიც მოფრინავს ჩემსკენ.
-აბა როგორაა ჩემი გოგო?
-შენ და ერე ნერვებს მიშლით, უნივერსიტეტში თორნიკემ გადამრია!კარგად ვარ!
-კარგია მერე!
-რა დაგემართათ ვერ ვხვდები.რატომ ჩაიციკლედ ასე ყველა?
-იმიტორო პირველია როცა.. შენც მოგწონს.
-ვინ გითხრა?
-სარკეში ჩაიხედე ანათებ თვალებიდან.
გადაიხარხარა ხმამაღლა.
განზე გავიხედე თუ არა თვალში ერთი ბიჭი მომხვდა,ზურგით იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.მზერა ლიზაზე გადავიტანე და საუბარი გავაგრძელეთ.
-გუშინ თორნიკეს რა დაემართა იცი?-დაიწყო ლიზამ
-რა?
-აუდიტორიიდან გამოვდიოდით,წინ გოგოები იდგნენ და თორნიკე ხო იცი..ჰოდა რაღაც მოძრაობა გააკეთა...ფეხი აუცურდა და...დაეცა...-ლიზა სულს ვეღარ ითქვამდა და მეც ხმამაღლა გულიანად გავიცინე.
უცებ დავინახე როგორ შემოტრიალდა ვიღაც ელვისებურად.მწვანე თვალები შემომანათა..იოანე ნელ-ნელა მოგვიახლოვდა ისე,რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.ადგილზე ავწრიალდი მაგრამ არ გავნძრეულვარ.ჩემი სული აღშფოთდა,სისხლი ამიჩქეფდა და გულმა ხტუნვა დაიწყო.მოვიდა ოდნავ მოიხარა და მოგვესალმა.
-გამარჯობა..-მისი ღიმილი..
ლიზამ შეუმჩნევლად გამომხედა,ტელეფონს წვდა ვითომ ვიღაც ურეკავდა და გავარდა.
-უკაცრავად..
აუცილებლად მოვკლავ ამის გამო!
იოანე ჩემს წინ დაჯდა და ხელები გადააჯვარედინა
-სასწაული დამთხვევებია არა?
-საოცარი..-დავეთანხმე ირონიით.
-თან დიდი ხანია არ მინახიხარ.
-ჰო..რამოდენიმე საათია.
ჩაიცინა, წინ წამოიწია და ხმადაბლა მითხრა.
-ბევრია!..
-ვერ გავიგე?!-გაუგებარი ტონით ვუთხარი.
უკან გადაიწია,ჩაიღიმა და ფანჯარაში გაიხედა.მერე უცებ წამოდგა
-წავედი..და რავიცი..შეხვედრამდე.
-ნახვამდის-თავი დავუქნიე მეც აუღელვებლად.მიმავალს თვალს ვადევნებდი,სიარულის მანერა,ხელის მოძრაობა,როცა ძმაკაცებს ანიშნა წავედითო და შეუმჩნეველი გამოხედვა,როცა გადიოდა.
ყოველთვის რეალისტი ვიყავი,მაგრამ ახლა რაღარ მემართებოდა,რაღაცას ვემალებოდი,არ ვაღიარებდი.თუმდაც იმას,რომ ეს ჟესტები უცნაურ შეგრძნებას იწვევდა ჩემში,რომ მომწონდა ეს განსხვავებული მიმიკები.
-თათია მოვედიი-ლიზა წინ დამიჯდა.ისეთივე დოინჯშემოყრილმა უცვლელად შევხედე ლიზას.
-რა იყო ახლა ეს?
-რა?-ტყუილი არასოდეს ეხერხებოდა.მაშინვე აწითლდა და თვალი ამარიდა.
-არაფერი კარგი დაივიწყე..
გამიღიმა მადლიერებით და ყავის სმა განაგრძო.
კაფიდან რომ გამოვედით დაბინდებული იყო.თოვლი წამოვიდა,სახლისკენ მარტო მივდიოდი.ციდან უზარმაზარი ფიფქები ცვიოდა ყველაფერს თეთრად ეფინებოდა.მივდიოდი და ვფიქრობდი ყველაფერზე და ბოლოს გამეღიმა...უმიზეზოდ გამეღიმა...და კიდევ გამეღიმა,ახლა იმოტომ რომ უმიზეზოდ ღიმილი- მივხვდი,რისი ნიშანიცაა.
ყველაფერი რასაც პირველად შეიგრძნობ დაუვიწყარია-ესაა ამ ყველაფრის მიზეზი.
უცებ ვიგრძენი ვიღაც,უბრალოდ კიარ მოდიოდა გვერდით მომყვებოდა.მივიხედე,იოანემ არც შემომხედა ისე განაგრძო არემარეს თვალიერება.თმასა და მხრებზე თოვლი ჰქონდა დაფენილი.მზერა გზაზე გადავიტანე და სიარული განვაგრძე.ხმა არ ამომიღია.არც მას უთქვამს რამე.ორივენი უსიტყვოდ მივდიოდით თოვლით დაფარულ ქალაქში,ასე გვერჩივნა.მაინც ორივეს გვესმოდა ერთმანეთის,ზოგჯერ სიტყვები არაა საჭირო რომ ვინმესი გაიგო.
იოანემ ხელი ჯიბიდან ამოიღო და უეცარი მოძრაობით ჩემს ხელს მოხვდა.უცბად მეგონა დენმა დამარტყა მისი თბილი ხელი,რომ შემეხო.მხოლოდ მაშინღა ამოიღო ხმა
-ხელები გაყინული გაქვს!
ცალყბად ჩავიღიმე
-ჰო..ცივა,ნორმალურია არა?
-ხელი მომეცი.-ხელი გამომიწოდა და განზე გაიხედა.
-რატომ..
-იმიტომ რომ გაიყინე,მომეცი მეთქი!
-არცისე არ მცივა იოანე ...
ხელი გამომტაცა და ორივე ხელში მოიქცია.უეცარი სითბო ვიგრძენი,ტანში ჟრუანტელმა დამიარა.ხელი დავიხსენი და ჯიბეში ჩავიტენე.ისევ ცალყბად ჩაიღიმა
-გათბი?
-კი..მადლობა-ირონიულად მივუგე მეც
-არაფერს...
შემომხედა და დავინახე შუბლთან ნაკაწრი ჰქონდა
-შუბლზე ნაკაწი გაქვს
-მერერა..-გამიმეორა და მიმიკით გამომაჯავრა.განზე გავიხედე..
-ღია ჭრილობაა,ექიმი ხარ მე არუნდა გეუბნებოდე ამას.
-მართალია.ამას ეშველება არაფერია...
-იცი,უკვე მივეჩვიე,რომ იქ გხედავ სადაც არ გელი.საოცარია..
-ჩვევების უნდა გეშინოდეს
-რატომ?
-იმიტომ,რომ შეიძლება სხვა რამეში გადაიზარდოს..
-მაინც?-გავჩერდი და შევხედე.
-მაინც..-შემოტრიალდა და ისე მომიახლოვდა რომ უკან დახევას ვაპირებდი.-მაინც იმაში რასაც ასე გაურბიხარ.
-არ მესმის-არვიცი ამას რატომ ვაკეთებდი,თითქოს მისმა თავდაჯერებულობამ გამაღიზიანა.
-სიტყვები ზოგჯერ ზედმეტია თათია.შეიძლება ყველაფერი მოსპოს..სულელი არ ვარ, თუ შევამჩნევ რომ ზედმეტი ვარ ვეღარ მნახავ ვერც მოულოდნელად..გეყოფა ეს შენ თავთან ომი..
  ცოტა ხნის მერე მითხრა.
-შენ ის იკითხე იქრომ არ ვიქნები სადაც მელი..ნეტავ შეამჩნევ?
თვალებით მინმარტავდა თავის ნათქვამს მაგრამ ვეღარ გავუძელი და განზე გავიხედე.
-რას?
-უჩემობას..
-ძალიან თავდაჯერებული ხარ!
-თავდაჯერებული კი არა რეალისტი ვარ,რატომ არ გესმის?ვერ გაექცევი შენს თავს..
-იქნებ არც მინდა გავექცე..შენ რა იცი?
-აბა ამას რატომ აკეთებ?თითქოს ვერაფერს ხვდები თითქოს არგინდა გაიგო მაგრამ ამით ვერაფერს შეცვლი!-გაკვირვებული ვიყავი ამ ემოციების შემყურე.გავქვავდი ვეღარ ვსუნთქავდი..უბრალოდ თვალებში ვუყურებდი,წყლიან,მწვანე,მჩქეფარე თვალებში..
-შეწყვიტე-ძლივს ამოვუშვი პირიდან.
-თათია ექიმი ვარ,ხელის მოკიდება და შენი პულსის აჩქარება ერთი იყო,რომ მოგიახლოვდი შენი გულის ხმა მესმოდა,ახლა შენს თვალებს ვუყურებ..შენ გგონია სიტყვები რამედ ღირს?არა..რატომ გამირბიხარ?ან შენს თავს რატომ გაურბიხარ..
-იქნებ მეშინია...-ვთქვი და თვალებში მივაჩერდი,გამომეტყველება ეცვალა,თვალები დაუთბა
-რისი თათია?
-გულის გატეხვის ...ჩემი თავის იმედი არ მაქვს,რომ ამას გავუძლებ...ამას ვერ გადავიტან..კიდევ ვინმემ რომ დამტოვოს..
დიდხანს მიყურა მერე ხელებში ჩემი თავი მოიქცია შუბლზე მაკოცა და მითხრა
-არ შეგეშინდეს ვარსკვლავო..
ხმა არ ამომიღია,არც მას.მხოლოდ შემდეგ დაარღვია დუმილი როცა სახლამდე მივედით
-ლამაზად თოვს..
უცებ ჩაილაპარაკა თავისთვის ისე თითქოს უკვირსო.
-ჰო..-მიმოვიხედე და მეც დავეთანხმე
-რაღაც სხვანაირად..
-ჰო...
გაიღიმა,ცალყბად არა,უბრალოდ გაიღიმა.
გამეღიმა,მეც უბრალოდ გამეღიმა.
არადა არასოდეს ყოფილა ღიმილი,ასეთი ბრალიანი...



№1 სტუმარი ნათია41

ხუთივე თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა. მაგრამ ცოტა არ იყოს შემეშინდა ისეთი დაგვიანებით დებ თავებს. გთხოვ ეცადო რომ ძაან არ დაიგვიანო ასეთი ისტორია არ იმსახურებს ასეთ პასიურობას

 


№2  offline წევრი მარიამი მ.ბ

ნათია41
ხუთივე თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა. მაგრამ ცოტა არ იყოს შემეშინდა ისეთი დაგვიანებით დებ თავებს. გთხოვ ეცადო რომ ძაან არ დაიგვიანო ასეთი ისტორია არ იმსახურებს ასეთ პასიურობას


ბედნიერი ვარ თუ მოგეწონა ჩემი ისტორია..რაც შეეხება დაგვიანებას მეც ძალიან ვდარდობ მაგრამ ეს ჩემი გრაფიკის ბრალია,თუმცა ყველანაირად ვეცდები ჩემი მკითხველი ლოდინით არ დავღალო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent