კარგი გოგო/ცუდი გოგო +18 (4თავი)
აქ მივხვდი რომ ჩემს ნამდვილ ვინაობას ვერასდროს გავუმხელდი, მაგრამ ის ფაქტი მაშინებდა რომ ჯესიკამ ყველაფერი იცოდა. როდესაც ეისმა კითხვების დასმა დამიწყო, როგორ ვიქირავე ბინა, სამუშაოს ძებნა დავიწყე. ვერ ვეტყოდი რომ მშობლების გამოგზავნილი ფული ბინის საქირავებლად მყოფნიდა და მეტიც მათი გამოგზავნილი თანხის ნახევარიც არ მქონდა დახარჯული. ოფიციანტად დავიწყე მუშაობა. საღამოობით მოვდიოდი სახლში დაღლილი და გვიანობამდე ვმეცადინეობდი. ერთ სახლში ვცხოვრობდით, მაგრამ ძალიან დავშორდით ერთმანეთს. ცდილობდა სახლის საქმეებში დამხმარებოდა, მაგრამ ცეცხლი აღარ იყო ჩვენს შორის. ასაკიანი ცოლ-ქმრის რუტინად გადაიქცა მომდევნო ორი კვირა. დაძაბულობა იგრძნობოდა. იშვიათად ვსაუბრობდით. ამ სიტუაციამ ფსიქოლოგიურად და სულიერად გამომფიტა... ადრენალინი აკლდა ჩემს ცხოვრებას... ის რაც მთელი 18 წელი არ გამომიცდია და რამდენიმე თვის წინ შევიგრძენი. ერთ საღამოს გვიან დავბრუნდი, ეისი საჭმელს აკეთებდა. ლოყაზე ვაკოცე და სკამზე დავეშვი. ის ჩემგან ზურგით იდგა. -ეის... მომენატრე -მეც მომენატრე, მთელი დღეა გასული ხარ... -არა მე ვგულისხმობ არა ხალათიან კაცს ტაფასთან... მე მაწანწალა ეისი მომენატრა. ახლა როცა ვიცი რასაც საქმიანობ... ბევრი ვიფიქრე და მინდა შენთან ვიყო... მე ვგულისხმობ რომ... -ვხვდები რასაც გულისხმობ და ჩემი პასუხიც იცი. თუ ამისთვის დაშორება მოგვიწევს ავიტან, მაგრამ შენ არ ჩაგითრევ ამ ყველაფერში. მან ომლეტის თეფში დამიდგა წინ და ჩემს საპირისპირო მხარეს დაჯდა. -ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, ჩემი ცხოვრებაა და ბევრი ვიფიქრე... -შენ გგონია მე არ ვიფიქრე? რამე რომ მოხდეს? შენც რომ რამე შეგემთხვეს ამის მსგავსი მაშინ რა ვქნა? -ანუ არ გინდა რომ ერთად ვიყოთ? -მე ეგ არ მითქვამს, მაგრამ თუ სხვანაირად ვერ გადაგაფიქრებინებ მოგვიწევს... -არა! ასე ვერ მომექცევი... მე ცხოვრება ახლა დავიწყე... მას აღარაფერი უთქვამს. ჩუმად დავასრულეთ ჭამა. დივანზე წამოვწექი და კითხვა დავიწყე. მალევე ძილი მომერია. ძილბურანში ვიგრძენი, როგორ გადამაწვინა საწოლში და დამაფარა. ვიგრძენი თმებზე მეფერებოდა, მერე ჩამჩურჩულა -მიხვდები ასე რატომ ვიქცევი... მიყვარხარ! მის სიტყვებზე ჟრუანტელმა დამიარა, პირველად მითხრა მიყვარხარო. ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა და თვალები გავახილე. ის ოთახში არ იყო. ჩუმად გავედი და ის კართან იდგა, წასვლას აპირებდა... -ეის?! ასე წახვალ? ასე მტოვებ? არ მინდა შენი გაშვება გაიგე! -ნატ... სანამ რამეს იტყოდა ვაკოცე. დიდი ხანია არც კი გვიკოცნია ერთმანეთისთვის. მან გამიღიმა და წელზე მომხვია ორივე ხელი. მისი კოცნა განვაგრძე. თავში მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებდა „მიყვარხარ“. მან ეს მართლა მითხრა. ახლა აღარ გავუშვებდი არსად. ერთი სწრაფი მოძრაობით სამზარეულოს მაგიდაზე შემომსვა. კურტკა და მაისური გავხადე. მისი სხეული ისეთ სიმხურვალეს გამოსცემდა. ისე მინდოდა ის... ის ხარბად მკოცნიდა კისერში, მკერდზე... კაბის ქვეშ ხელი შეასრიალა და ჩემი საცვლები ძირს აღმოჩნდა ისევე სწრაფად როგორც მისი შარვალი და საცვლები. ფეხები წელზე მოვხვიე. -მაგიჟებ! მის სიტყვებზე გავუღიმე და მის სწრაფ მოძრაობას ავყევი... მან შუბლი მომადო შუბლზე... ორივეს სუნთქვა გვქონდა გახშირებული. -ახლაც გინდა წასვლა? -კი... საძინებელში. ხელი მოვკიდე და ოთახში შევედით. პირველად გვეძინა ამ საწოლში ერთად. ის საკმაოდ ვიწრო იყო, მაგრამ ჩვენთვის დიდიც კი იყო. მასთან ჩახუტებულს მეგონა მეჩვენებოდა რომ ნებისმიერი იარაღი უძლური იყო ჩვენს წინაშე. დილით რომ ავდექი ის სამზარეულოში იჯდა და ლეპტოპში რაღაცას აკეთებდა... კისერზე მოვეხვიე. -გაიღვიძე? -ლექციები მაქვს მალე. ისე შენც რომ გამოჩნდე უნივერსიტეტში კარგი იქნებოდა -ახლა არ მცალია მაგისთვის. -რას აკეთებ? -საქმეს... ცოტა ჩაფიქრდა, მერე სკამი გამომიწია და მანიშნა დაჯექიო. გვერდზე მივუჯექი. -დაცვის სისტემის გასათიშად რამე სერიოზული პროგრამა მჭირდება. -ოუ Hack, Hack, Hack! სიამოვნებით დაგეხმარები -ჯერ კიდევ არ მჯერა რომ ამის უფლებას გაძლევ -დრო გავა და დაიჯერებ, შუბლზე ვაკოცე და ჩემი ლეპტოპის საძებნად შევედი ოთახში. -ლექციებზე არ დააგვიანებ? -დაიკიდე... -აშკარად ცუდ გავლენას ვახდენ შენზე -გეთანხმები. ჩემი მშობლები გააფრენდნენ რომ მიყურებდნენ ახლა. -ისე შენი მშობლები რას საქმიანობენ? -მამა-სტომატოლოგია, დედა-დიასახლისი. -ესე იგი დედის დამსახურებაა ასე გემრიელად რომ ამზადებ საჭმელს? -არა, დედას არ უყვარს დიდი დროის გატარება ჩემთან, მისი ყურადღება უფრო მამაზეა მიმართული. მე ყველაფერი ბებიამ მასწავლა. ამის მოტყუება მაინც არ მომიწია. დედა მართლაც არ იყო ჩვენთან დედობრივ ურთიერთობაში. თითქოს დედინაცვალი იყო, ყოველთვის თავს გვარიდებდა. მას სალონში ერჩივნა დროის გატარება, ვიდრე შვილებთან. -ჰეი. ვწუხვარ, რომ დედასთან არ გაქვს კარგი ურთიერთობა, მე მაგალითად არც კი ვიცი რა არის მშობლების ყოლა. ეისს მოვეხვიე. ერთი კვირა დღე და ღამე ვმუშაობდით ჩვენს პროგრამაზე. სახლიდან არც კი გავსულვართ. ვჭამდით, ვმუშაობდით და სე*სი გვქონდა. მეტი არაფერი იყო საჭირო. პროგრამას ვერ ვასრულებდით, რაღაც არასწორად გვქონდა გათვლილი. ეისს გამთენიისას ჩაეძინა. მე მუშაობა გავაგრძელე და როგორც იქნა რამდენიმე საათში დავასრულე. ლეპტოპი გახსნილი დავტოვე და სააბაზანოში შევედი. წყალი მოვუშვი და ქვეშ დავდექი. გრილმა შხაპმა გამომაფხიზლა. სააბაზანოს კარი ღია დავტოვე. ეისი შემოვიდა. -ოდესმე მითქვამს რომ გენიოსი ხარ! უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ის მომიახლოვდა, გზადაგზა მაისური და საცვლები გაიხადა და შემომიერთდა შხაპის ქვეშ. ჩავეხუტე. -მიყვარხარ! -მეც! მის ჭრილობას გადავუსვი ხელი. -შრამი დაგრჩება -მეგონა ჩემი შრამები მოგწონდა -კი, აღმაგზნებს კიდეც გავუღიმე და ტუჩზე ვიკბინე ოდნავ. მას ეს მოსწონდა. -მან თავი ჩემს კისერში ჩარგო -ჰეი, ვამპირო ცოტა ფრთხილად დღეს უნივერსიტეტში მივდივარ. -მივდივართ! სასიამოვნო შხაპის შემდეგ ჩავიცვით და ერთად წავედით უნივერსიტეტში. ხელი მასზე მჭიდროდ მეკიდა, თითქოს სადმე გამექცეოდა. ეზოში ჯესიკამ დაგვინახა და ჩვენკენ წამოვიდა. გული ამიჩქარდა ნერვიულობაზე. ხელი კიდევ უფრო მჭიდროდ მოვუჭირე. -ჰეი თითებს მომტეხავ ასე სიცილით მითხრა ეისმა -ბოდიში -ნუ გეშინია არავინ მომიტაცებს -ეჭვი მეპარება. თავით მომავალ ჯესიკაზე ვანიშნე. ეისს სახე შეეცვალა. ჯესიკა მოგვიახლოვდა. -გამარჯობა ეის. -გამარჯობა! -რატომ არ მწერ? ამ ბოლო დროს ძალიან დაიკარგე, ვერაფრით დაგიკავშირდი. -საქმე გაქვს რამე? -ვიფიქრე რომ სადმე გავიდოდით... -ჯეს თუ ვერ შეამჩნიე დაკავებული ვარ. გაიცანი ნატალი ჯესიკას ღიმილი გაუქრა, გამომხედა და ძალით გამიღიმა -ნატალი? ძალიან ნაცნობი სახე გაქვს? -მართლა? -მგონი რომელიღაც ბიზნეს ვახშამზე შევხვდით ერთმანეთს... მან თვალები მოჭუტა, თითქოს ცდილობს გაიხსენოსო. მე ისტერიული სიცილი ამიტყდა. ეისისკენ შევბრუნდი. -ჰაჰაჰა მე? ბიზნეს ვახშამზე? წარმოგიდგენია? ეს გოგო ძალიან ხუმარაა ჯესიკამ ერთი სწერვულად ჩაიღიმა, მერე ანგელოზის სახით შებრუნდა ეისისკენ -ხო ალბათ ვინმეში ამერიე. ჯესიკა უცებ შებრუნდა და მოგვშორდა. -ეს რა იყო? მისმა კითხვამ დამაბნია. -რას გულისხმობ? -ჯესიკას შეხვედრიხარ? -ეის საიდან შევხვდებოდი ჯესიკას... თან ბიზნეს ვახშამზე... მამაჩემი უბრალო სტომატოლოგია... ალბათ ვინმეში ავერიე. -ხო ალბათ. დარჩენილი დღე იმის შიშში გავატარე რომ იგი კიდევ გაიხსენებდა ამ ინციდენტს, მაგრამ საბედნიეროდ მალევე დაავიწყდა. ლექციებს შორის დრო მქონდა. არონი და სებასტიანი დავინახე ხის ქვეშ მაგიდასთან ისხდნენ და მივუახლოვდი. სებასტიანი სკამის საზურგეზე იჯდა, ხელში დანა ეჭირა და ხის ნატეხს თლიდა. არონი სკამზე იჯდა და ფეხები მაგიდაზე ეწყო. არონი-ჰეი ნატ! როგორ ხარ? -კარგად. თქვენ? სებასტიანი-ეისი როგორაა? -კარგად. ლექციაზე არ ნახეთ? არონი-აქ არის? სებასტიანი-ლექციაზე არ ავსულვართ. მე მათ საპირისპირო სკამზე ჩამოვჯექი. უეცრად საზურგეს ვიღაც გადმოახტა და ჩემს გვერდით მოკალათდა, თან ხელი გადამხვია. -ლესტერ ჩემს გოგოს ნუ აწუხებ! გავიხედე და ეისი დავინახე. ჩვენკენ მოდიოდა. ლესტერს ლოყაზე ვაკოცე. ლესტერი-ეის ჩემზე ეჭვიანობ? ეისი-ჰაჰაჰა ვეჭვიანობ? თან შენზე? არონი-დაიწყეს ისევ... ლესტერი წამოხტა და ის და ეისი ერთმანეთს ხუმრობით ეჩხუბებოდნენ. სასაცილო სანახავი იყო ერთმანეთს მუშტებს რომ უქნევდნენ. სებასტიანი-გეყოთ საქმე გვაქვს მათ შეწყვიტეს და ერთმანეთს გადაეხვივნენ. ლესტერი ყველაზე ახლოს იყო ეისთან. ეისიც ხშირად ახსენებდა მას. ეისი გვერდზე დამიჯდა და თვალი ჩამიკრა, ლესტერი მაგიდაზე შემოჯდა. არონი ეისს უყურებდა თითქოს რაღაც უნდოდა ეთქვა და ვერ ბედავდა. ის თვალს პერიოდულად ჩემკენ აპარებდა. -თუ ჩემ გამოა ეს უხერხული სიჩუმე გეტყვით რომ მე თქვენთან ვარ. სამივეს სახეზე გაკვირვება დაეტყო. არონი-ეის ეს რას ნიშნავს? ეისი-მან ყველაფერი იცის არონი-კი მაგრამ... -ვერ მენდობით? არონი-ზუსტადაც ეისი-თქვენ მას ჩემი სიცოცხლე ანდეთ, თუ რამეს გაკეთება უნდოდა აქამდე უკვე ჩაგვიშვებდა. მე მას ვენდობი და თან ნატალიმ დღეს პროგრამა დაასრულა. მის გარეშე მარტო ვერ გავაკეთებდი, ამიტომ მოგიწევთ მიიღოთ ის ან მეც წავალ. არონი-კარგად იცი რომ ვერ წახვალ ასე... ლესტერი-მე მათ მხარეს ვარ არონ... ნატალი ჭკვიანია და თან ხომ ნახე ეისი გადაარჩინა. არონი-სებ? სებასტიანი-მე ვფიქრობ დამატებითი თვალები და ხელები არ გვაწყენდა. არონი-კარგი, კარგი. საქმეში გნახავთ არონმა გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. მეც ღიმილით ჩამოვართვი. ბიჭების შტაბი იმ შენობის სარდაფში იყო, სადაც მე და ესი ფართი-ზე ვიყავით. პატარა ოთახის შუაში მაგიდა იდგა მასზე ნახაზები და გეგმები იყო გაშლილი, ორი დივანი, ორი სავარძელი და კედელში ჩაშენებული დიდი ბარით, ეს ოთახი ამ მიტოვებული შენობის ერთადერთ ცოცხალ ადგილს წამოადგენდა, რომელსაც ხალხის კვალი ეტყობოდა. ეისი-რა გეგმა გვაქვს? არონი-ხვალ ღამით, რიჩმონდ ქეფითალი. რიჩმონდ ქეფითალი? ეს ბიჭები არ ხუმრობენ... ასეთი ბაკის გაძარცვას დიდი ამბიცია და მოხერხებულობა უნდა. ლესტერი-დარწმუნებული ხარ რომ არ ვჩქარობთ? არონი-არ ვიცი, მეც ვფიქრობ... უბრალოდ სხვა ვარიანტები არ გვაქვს ჯერ. ერთ ლოკაციაზე ხშირად ვერ გამოვჩნდებით, მითუმეტეს იმ სროლის მერე. ლესტერი-ფული გვჭირდება ძალიან. ყველა ჩაფიქრებული იჯდა. ლესტერი ჰაერზე გავიდა და მეც გავყევი. -ჰეი, რატომ მოიწყინე ასე... -ეს საქმე ძალიან მჭირდება, მაგრამ მზად არ ვართ. რიჩმონდი სერიოზული ბანკია, ბლექის ბანკივით ვერ გაიტან. -ფული გჭირდება? -დედაჩემს სჭირდება მკურნალობისთვის. ეისი სულ მეხმარება, მაგრამ მას ვერ ვთხოვ და როცა საქმეები დიდი ხანი არ გვაქვს ფული არაფერზე მყოფნის. -შემიძლია დაგეხმარო. -შენ ძალიან მდიდარი ხარ? -ძალიან არა, მაგრამ მე მყოფნის. -შენგან ფულს ვერ ავიღებ -კარგი, მაშინ ვეცდები რაიმე მოვიფიქრო -შენ თუ მოიფიქრებ თორემ არონს ტვინის განძრევა ეზარება. -არონი უფროსად ვინ დანიშნა? -არავის დაუნიშნავს. მან და ეისმა დაიწყეს ეს საქმე ერთად -აბა რატომ მბრძანებლობს? -ბევრჯერ გადაგვარჩინა მე და ეისი, მასთან ვალში ვართ. -ისე სულ მაინტერესებდა ეისი, აარონი და სებასტიანი როგორ სწავლობენ სტენფორდში. თან სტიპენდია არცერთს აქვს -ცდები. სებასტიანი არ სწავლობს, დაამთავრა, ის არც ისე ღარიბია თანაც, უბრალოდ მშობლებთან ცხოვრება არ უყვარს, თორემ მათგან გამოგზავნილ ფულზე უარს არ ამბობს. არონი სტიპენდიანტია და ეისი... ეისი ნაძარცვიდან იხდის, მისთვის ასეთი განათლების მიღება თითქმის წარმოუდგენელი იყო, ის ხომ მაწანწალაა, თავიდან სტიპენდია ჰქონდა და ბეჯითი სტუდენტიც იყო, ბოლო ორი წელია სტიპენდია მოუხსნეს გაცდენების გამო. -და შენ? -სწავლა ჩემი საქმე არაა... მეტისმეტად გაფანტული ვარ, რომ ერთ რამეზე მობილიზება მოვახდინო. -ასე არაა. -შენ ოპერაცია ჩამატარებინე, ექთანო ლესტერ, თანაც ძალიან დამეხმარე. -ჰაჰა მაშინ იქნებ სამედიცინოზე მეცადა ბედი -რავიცი, კარგი იქნებოდა, სულ მძარცველი ხომ არ იქნები. ბიჭები თავისი გზებით წავლენ, შენც მოგიწევს რამე მოიფიქრო სამომავლოდ. -მართალი ხარ. დავბრუნდეთ იქნებ რამე მოიფიქრეს მთელი ღამე ვფიქრობდით რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. ეისმა მიმიხუტა. -დაიღალე? -არც ისე. -არ გინდა სახლში წახვიდე? დაისვენებ -სახლში არა ჯერ კამპუსში გავივლი და ნივთებს ავიღებ, მერე მოვალ სახლში. -გინდა კამპუსში გამოგიარო? მოტოციკლით ვიქნები. -თუ მოტოციკლით იქნები აუცილებლად. ვაკოცე და ბიჭებს დავემშვიდობე. კამპუსში არ წავსულვარ. ერთი ადგილი უნდა მენახა მანამდე. ტაქსი გავაჩერე და მისამართი მივეცი. დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ Carmel beach-ზე დიდი თეთრი კარიბჭის წინ გავჩერდით. მძღოლს თანხა გადავუხადე და კარს მივუახლოვდი. რუგზაკიდან ბარათი ამოვიღე და კარზე მიმაგრებულ მოწყობილობაში გავატარე. ეკრანზე დაეწერა „Welcome miss Preston”, კარები ორად გაიყო და ქვის კედელში გაუჩინარდა. საღამოს, მთვარის შუქზე ჩემი ვილა უფრო თვალწარმტაცი ჩანდა. ეზოში შევაბიჯე და კარის მეორე მხრიდან გავატარე ბარათი, რომ დახურულიყო. ახლა გავიაზრე როგორ მომნატრებია აქ ჩამოსვლა. თეთრ ქვიშას და ღია მომწვანო-მოცისფერო ზღვას, მეწამული მზის სხივები რაღაც არაამქვეყნიურ სანახაობად აქცევდა. გარშემო პალმები და დიდი, ლამაზი შენობები იდგა. სახლში შევედი და ჩემს ოთახში ავედი. ეს ოთახი ძალიან მიყვარდა ადრე. უზარმაზარი ვიტრაჟებით და დიდი თეთრი ფარდებით. დიდი საწოლი და ცალკე ოთახი ტანისამოსის და ფეხსაცმელისთვის. ჩემი დიდი აბაზანა. თვითონ ეს ადგილი ჩემთვის სამოთხის განსახიერება იყო. მთელი ეს დრო ჩემს მშობლებს ეგონათ რომ მე ვილაში ვცხოვრობდი. თუმცა აქ მოსვლა მხოლოდ ერთი რამის საჭიროებამ მაიძულა. ავტოფარეხში ჩავედი და აი ისინიც ჩემი ბიჭები: პორშე, ფერარი, კიონიგსეგი, მაკლარენი. აი ჩემი ნამდვილი სიყვარული. მთელი ჩვენი ქონებიდან მხოლოდ ეს პატარები მიყვარდა ყველაზე მეტად. ავტოფარეხში თითქმის გავიზარდე. ტარებაც 16 წლისამ კარგად ვიცოდი. ისე მინდოდა ახლა ქუჩებში თავისუფლად მეფრინა რომელიმე მათგანით, მაგრამ აქ სხვა რამემ მომიყვანა. ოთახში დავბრუნდი დ მოახლეების შემოსასვლელი ბარათების ძებნა დავიწყე უჯრაში. მალევე ვიპოვნე. ტელეფონს რომ დავხედე ეისისგან ბევრი შემომავალი ზარი მქონდა. სასწრაფოდ გადავურეკე. -ეის, რაღაც გიჟური მოვიფიქრე. მისამართს ჩაგიგდებ და მოდი. -სად ხარ? მოდი და ნახავ. ლოკაცია ჩავუგდე და ისევ სახლში შევბრუნდი. ჯაკუზი ავავსე, ფარდები გადავწიე და სანთლები დავანთე. მზის ჩასვლაც რომანტიულ გარემოს ქმნიდა. როდესაც მოტორის ხმა გავიგე შიგნიდან გავხსენი კარი ეისისთვის, თვითონ კი ჯაკუზიში ჩავწექი. წითელი ღვინით გავავსე ჭიქა და დაველოდე მის მოსვლას. -ნატალი?! სად ხარ? მან ოთახში შემოიხედა -მალე მოხვალ? გავძახე სააბაზანოდან. ის გაკვირვებული სახით გაჩნდა ჩემს წინ. -ეს რა ადგილია? როგორ მოხვდი აქ? -დამშვიდდი ყველაფერს მერე აგიხსნი. შემომიერთდი -რა ჩაიფიქრე. -მოდუნდი მართლა, ცუდი არაფერი მან გახდა დაიწყო, შარვალში იარაღი შევნიშნე. -იარაღი გაქვს? -დამავიწყდა შტაბში დატოვება. ხომ არ გეშინია? -შენი თუ იარაღის? -ჩემი იარაღით -შენი მხოლოდ ერთ შემთხვევაში მეშინია, როდესაც ჩემს სიახლოვეს შიშველი ხარ. -მართლა? მაშინ ჩაცმული ჩამოვალ ჰაჰაჰა -მაინც უნდა გაგხადო და აზრი? -ნატალი ჯენკინს, მაგიჟებ. ის ჯაკუზიში ჩამოვიდა და მომეხვია. -ადრეც გქონია ასეთი შეგრძნება? -რას გულისხმობ? -გაგიჟებდა ვინმე ჩემამდე ასე ძალიან? -არა, ურთიერთობა თითქმის არ მქონია. უბრალოდ არ მეცალა მაგისთვის და არც შენნაირ გოგოს შევხვედრივარ. ვაკოცე და მის კალთაში მოვექეცი. ჯაკუზიში ნებივრობის შემდეგ, საწოლზე გადმოვინაცვლეთ. მის გვერდით ვიწექი და მის სხეულზე თითებს დავასრიალებდი. ეისისგან ყოველთვის ისეთი სითბო მოდიოდა. მისი სხეულის სიმხურვალე მათბობდა. ცოტა ხანში წამოვდექი და ვიტრაჟებს მივუახლოვდი. პლაჟი ისეთი მშვიდი, ბნელი და იდუმალი იყო. -სულ ასე რომ იყოს წარმოგიდგენია? მე და შენ ამ სახლში... -ამ სახლში? კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან დიდია, ხომ ხედავ მხოლოდ ერთი ოთახი გვყოფნის. -მე კიდევ სიამოვნებით ვიცხოვრებდი. -მომავალი როგორ წარმოგიდგენია? -არ ვიცი. ადრე ვიცოდი, ახლა აღარ ვიცი. ყოველ წუთას შეიძლება შეიცვალოს რაღაც... -ხო მართალი ხარ, მაგრამ მაინც, როგორი გინდა -არ ვიცი ალბათ სადმე კომპანიაში ვიმუშავებ და წარმატებული ვიქნები. -და ოჯახი? -ოჯახიც მეყოლება. დიდი ოჯახი, ბევრი შვილები და მოსიყვარულე ქმარი. რატომ მეკითხები? მისი ნაბიჯების ხმა გავიგე, ის უკნიდან მომეხვია. -მე არ ვარ შენს მომავალში? -ძალიან მინდა რომ იყო მართლაც ძალიან მინდოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვეოდა და მასთან ყოფნის უფლებას არავინ მომცემდა. ცრემლები შევიკავე და მისკენ შევბრუნდი. - საქმეზე გადავიდეთ. -როგორ მოხვდი აქ? -ეს იცი ვისი სახლია? მან დაბნეულმა გამომხედა -პრესტონების ის გაოცებისაგან და ბრაზისგან დამუნჯდა. -სახლში მოახლის ბარათით შემოვედი. ადრე ვმუშაობდი მათთან ცოტა ხნით. ბარათი უნდა ჩამოერთმიათ, მაგრამ მოვასწარი და ანალოგი გავაკეთე. ვიცოდი გამომადგებოდა. -ეგ გასაგებია მაგრამ აქ რა გვინდა. - პირველი-ფულის შოვნის წყარო, მეორე-ძარცვისთვის შესაფერისი ტრანსპორტი. ტანსაცმელი ჩაიცვი გავდივართ. ის ჯერ კიდევ დაბნეული იყურებოდა სანამ ავტოფარეხში არ ჩავიყვანე. -მანქანის გატაცება სერიოზულია -ბანკის ძარცვაზე სერიოზული? არ დაგავიწყდეს ეს კესიდი პრესტონის საკუთრებაა. არადა კესიდის მხოლოდ ერთი ეკუთვნოდა აქედან. -აირჩიე ეის -კიონიგსეგი? -სწორი არჩევანია გასაღები ავიღე და წითელ სპორტულ მანქანაში ჩავჯექი. -ტარება იცი? -უკაცრავად? წარბაწევით გავხედე. -ჯობს შენს ცხენზე ამხედრდე და განახაბ რაც შემიძლია. ეისი მოტოციკლზე დაჯდა. კარი დისტანციურად გავხსენი და ორივე გავედით ეზოდან. მანქანის ძრავის ხმაზე ჟრუანტელი მივლიდა. ეისი მალე ჩამოვიტოვე უკან. შტაბის ეზოში გავაჩერე მანქანა. ძრავის ხმაზე ბიჭები გამოვიდნენ. ისინი გაკვირვებულები მიყურებდნენ ხან მე და ხან მანქანას. ლესტერი-ეს საოცრება საიდან? არონი-ნატალი? ჩვენ ყველაფერ შეთანხმებით ვაკეთებთ და არა თვითნებურად. ასე შეიძლება შარში გავეხვეთ ყველა -დამშვიდდით. მანქანის ნომრები დაფარულია კამერებისთვის. მის გაქრობას კიდევ ვერავინ იეჭვებს, რადგან პატრონები აქ აღარ ჩამოდიან. სებასტიანი-საიდან გაჩითე? -პრესტონების ავტოფარეხიდან... ეს თუ არ ვცდები უმცროს გოგოს ეკუთვნის, რომელიც ნიუ იორკიდან არ გადის და მანქანა ფარეხში ლპება. ამიტომ ფაქტიურად ვეხმარები მას. ლესტერმა გაიცინა. -ეისი სად დატოვე? -სადღაც გზაში ჩამომრჩა, ალბათ ერთ საათში მოვა. ლესტერი და სებასტიანი მანქანას ათვალიერებდნენ, სანამ მე არონს ვესაუბრებოდი ცალკე. -ეს მანქანა ტყუილად არ მომიყვანია, თქვენ ფული გჭირდებათ, მე ადრენალინი, სანამ ბანკში შევაღწევთ შეგვიძლია ავტორბოლაზე ვცადოთ ბედი, მხოლოდ ერთი პირობით... მძღოლი მხოლოდ მე ვიქნები და არავინ სხვა. -ავტორბოლა კარგი იდეაა და მძღოლიც შენ იქნები, ძალიან საეჭვოა რომელიმე ჩვენგანს ასეთი მანქანა რომ ყავდეს და ყველა მიხვდება რომ რაღაც არაა რიგზე. შენ კიდევ არავინ გიცნობს. Welcome to the gang ! მან თვალი ჩამიკრა და ბიჭებს შეუერთდა. ეისიც გამოჩნდა. -ჰეი როგორ იმგზავრე მარტომ? -ვაღიარებ რომ კარგი მძღოლი ხარ, მაგრამ ასეთი მანქანის ტარებას გამოცდილება სჭირდება. -შენ გგონია ნიუ იორკში მანქანები არ არის? და ავტორბოლები არ იმართება? -კი მაგრამ მანქანა საიდან გყავდა? -პრესტონები მოახლეებს კარგად უხდიან. ასეთი მანქანა არ მყავს, მაგრამ იქაური რბოლებისთვის საკმაოდ კარგი იყო. ამ მონსტრს რა თქმა უნდა ვერ შეედრება. -რამდენი რამე არ ვიცი შენზე... -ისევე როგორც მე შენზე. -მაგალითად? -მაგალითად ის რომ იარაღს ატარებ... სროლა იცი? -კი, ძალიან კარგად... მე და... რაღაც უნდა ეთქვა და თითქოს გადაიფიქრა. შემდეგ დაასრულა -მე და ლესტერი ვვარჯიშობთ ხოლმე ტყეში. -მასწავლი? -რად გინდა? მე ყოველთვის დაგიცავ -მიყვარხარ, მაგრამ მაინც სხვის იმედზე ყოფნა არ მჩვევია. მას გაეცინა -კარგი გასწავლი, როცა მოვიცლით მაგისთვის. მას ჩავეხუტე. ბიჭებთან მივედით, რომელებიც ისევ მანქანას დასტრიალებდნენ. -ვცადოთ ბედი? მობილურმა დამირეკა. კესიდი იყო. გვერდზე გავედი. -ჰეი კეს მოხდა რამე? -ასე ხვდები ძმას? ვილაში ვარ, მეგონა სურპრიზს გაგიკეთებდი. -ჩამოხვედი? -დღეს რბოლების ახალი სეზონი იწყება, შენი აზრით გავაცდენდი? -სხვათა შორის შევნიშნე, რომ შენი მონსტრი გარეთაა. -გეგონა რადგან ნიუ იორკში არ ვართ აქ ვერ შეგეჯიბრებოდი? -კარგი რა... ვიფიქრე ერთხელ მაინც მოვიგებდი... -ხომ იცი შანსი არ გაქვს... -კარგი ადგილზე გნახავ ბიჭებთან დავბრუნდი, ისე მინდოდა მათ ჩემი მოგება ენახათ, მაგრამ ახლა როცა ჩემმა ძმამ გადაწყვიტა წამოსვლა, რამე ეუნდა მომეფიქრებინა რომ ისინი არ შეხვედროდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.