კარგი გოგო/ცუდი გოგო +18 (3თავი)
-კი მაგრამ ქვეყნის მეორე ბოლოში უცებ ვერ გავჩნდები... ახლავე გამოვალ... ტაქსი გავაჩერე და აეროპორტში წავედი. კიდევ კარგი კლატჩი თან მქონდა. ბილეთი ვიყიდე, თუმცა ფრენა 3 საათში იყო. თვითონ კალიფორნიაში ჩასვლას კი 7 საათამდე უნდოდა. ძალიან ვღელავდი. სახლში გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი და ნივთები ამეღო. მამა-ნატალი სად გარბიხარ ასე მალე? -მამა ბოდიში, დამირეკეს ხვალ გამოცდა დაუნიშნავთ, რომ არ ჩავიდე გამომრიცხავენ. დედა-კარგი საყვარელო, საქმე არ გაიფუჭო. რომ ჩახვალ დარეკე. ბებიამ მაკოცა. გამოხედვაზე ეტყობოდა, რომ მიხვდა ჩემს ტყუილს. მხოლოდ ლოლას ვუთხარი სიმართლე სანამ ტანსაცმელს ვიცვლიდი. თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ლესტერს ვურეკავდი და არ მპასუხობდა. ერთი სული მქონდა როდის ჩავაღწევდი. მთელი გზა ვერ ვისვენებდი. დაძაბულობისგან კუნთები მტკიოდა უკვე. როგორც იქნა დაეშვა თვითმფრინავი. როგორც კი გამოვედი აეროპორტიდან ეგრევე ლესტერს გადავურეკე. -შეგიძლია აღარ მოხვიდე... -რა? რა ხდება? ეისი როგორაა? სად ხართ? მან ტელეფონი გამითიშა. ბრაზი, შიში, ნერვიულობა ყველაფერი ერთად მომერია. იმ ნანგრევებში წავედი სადაც ბოლოს ვიჩხუბეთ. სანამ ოთახში შევიდოდი იატაკზე სისხლის კვალი შევნიშნე. ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი. კარი სწრაფად შევაღე. ეისი იწვა მატრასზე სისხლის გუბეში. ოთახში მის გარდა არავინ იყო. მასთან მივედი და დავაკვირდი თუ სუნთქავდა. როცა მივხვდი რომ ცოცხალი იყო შვებით ამოვისუნთქე და მხოლოდ ახლა დამისველდა ლოყები. მაისური ავუწიე და რაღაც ნაჭრით უხეშად გადახვეული ჭრილობა დავინახე. ოთახში ლესტერი შემოვიდა -თქვენ ვერ ხართ? სასწრაფოში დარეკეთ! ექიმთან წავიყვანოთ! ის მოკვდება ასე. -საავადმყოფოში ვერ წავიყვანთ... მითხრა მან ბურდღუნით. ძალიან გავბრაზდი -სისხლისგან იცლება, ჭრილობა ბინძური ძონძით აქვს შეხვეული... -არ შეიძლება სავადმყოფოში მისი წაყვანა -რატო?! დავიღრიალე სასოწარკვეთილებისგან -იმიტომ რომ დაგვიჭერენ! ყველას! -დაგვიჭერენ?... რა ჩაიდინეთ? -დაეხმარები მას? -მე? ის მაინც მითხარი რა მოუვიდა -ვიღაც *ლემ ესროლა დრო არ მქონდა ამ ინფორმაციის ადეკვატურად აღსაქმელად. ძალა მოვიკრიბე და საკუთარი თავის გამხნევება დავიწყე. „ნატ ფილმებში ხომ გინახავს, არაფერია, შენ ამას შეძლებ, დანარჩენს მერე გაარკვევ, შენ ხომ არ გინდა ის მოკვდეს“ -ნატალი... თითქმის ვედრებით შემომხედა ლესტერმა. მე მას ფული გავუწოდე -უახლოეს აფთიაქში ბევრი ბინტი, ბამბა და სპირტი იყიდე და კიდევ რამე პინცეტისმაგვარი. ხელები დავიბანე და ეისი გამოვაფხიზლე. მან რომ დამინახა, რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ ძალა არ ჰქონდა. შუბლზე ვაკოცე. -ყველაფერი კარგად იქნება... უბრალოდ მენდე კარგი? მან პასუხად თვალები დაახამხამა. -ოღონდ იცოდე თვალები არ დახუჭო... ოთახიდან გავედი. არონი ვიპოვნე. ის ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს. -დახმარება მჭირდება... -მე რითი დაგეხმარო. -უბრალოდ მისი ხელი მინდა დაიჭირო. -მაგას შევძლებ. ის უკან გამომყვა და ეისს გაუღიმა. -ჰეი, მეგობარო მალე კარგად იქნები. ეისმა გაუღიმა. არონმა ხელი მოკიდა ლესტერი სირბილით შემოვარდა და პარკი მომაწოდა. -ყველაფერი მოვიტანე. ეისს მივუბრუნდი. -არონს ხელი არ გაუშვა კარგი? არავითარ შემთხვევაში... მან მხოლოდ გამიღიმა ისევ. ნაჭერი ფრთხილად მოვაძრე ჭრილობიდან და დიდი ხვრელი დავინახე. წამიერად შოკისგან თვალები დავხუჭე, შემდეგ თავი ხელში ავიყვანე და საქმეს დავუბრუნდი. ტყვია არც ისე ღრმად იყო. პარკიდან კოსმეტიკური პატარა პინცეტი ამოვიღე. -სხვა ვერ ვიშოვე -მგონი ესეც მეყოფა. სანთებელა მათხოვე. სანთებელა ავანთე და პინცეტის თავი შევუშვირე, ეისს დავაკვირდი, არ მინდოდა ტკენოდა, მაგრამ მეტი გზა არ იყო. ჭრილობაზე სპირტი დავასხი. მას სახე დაემანჭა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. სპირტმა სისხლი ჩამორეცხადა ჭრილობა უკეთ გამოჩნდა. სპირტიანი ბამბით მოვწმინდე შემხმარი სისხლი და პინცეტი მოვიმარჯვე. ვეცადე პირველივე ცდაზე ამომეღო ტყვია ჭრილობიდან. მაგრად ჩავჭიდე პირები და ძალიან ნელა დავიწყე მისი ამოწევა. ორჯერ გამისხლტა. მას გავხედე. მე მიყურებდა... -ბოდიში ცოტა გეტკინება. მივხვდი რომ ნელა ვერ ამოვიღებდი. -ლესტერ როგორც კი ამოვაძრობ ჭრილობას ბევრი ბამბა დააფარე და დააჭირე. მან ნერვიულად დამიქნია თავი და ბამბის მომზადება დაიწყო. პინცეტი მაგრად ჩავჭიდე ტყვიას, ლესტერს ვანიშნე მზად ყოფილიყო და უცებ, მთელი ძალით ამოვქაჩე. ლესტერმა ბამბები დააჭირა ჭრილობას. -ცოტა ხანი გეჭიროს. ეისის ყვირილი არც კი გამიგია იმ მომენტში. მას არონის ხელი ეჭირა მთელი ძალით. სისხლდენა შეჩერდა, ჭრილობა გადავუხვიე და მჭიდროდ შევუკარი. ლესტერი მომეხვია სიხარულისგან. მე ემოცია არ მქონდა. სწრაფად წამოვდექი და გარეთ გავედი. არონი გამომყვა. შოკში ვიყავი, ხელფეხი მიკანკალებდა, სისხლიანი ხელებით ვიდექი და აზრზე ვერ მოვდიოდი. არონს სიგარეტი გამოვართვი, მოწევა რომ დავასრულე წამოვედი. კანკალი ვერ შევიჩერე. ოთახში რომ ავედი, სააბაზანოში შევედი, სარკეში ჩემს შეშლი სახეს მოვკარი თვალი და დიდი ხანი დავაკვირდი. *რაში გავყავი თავი*. მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა. დიდი ხანი ვიბანდი სისხლს ხელებიდან. დამამშვიდებლები დავლიე და ცოტა ხნით გავითიშე. მალევე ისევ ეისზე ფიქრმა გამაღვიძა. ლესტერს დავურეკე. -ერთ საათში მისამართს ჩაგიგდებ და ეისი იქ მოიყვანეთ -გაგიჟდი? ასეთ მდგომარეობაში? -მაგ სიბინძურეს ნორმალური სახლის სუფთა ოთახი არ ჯობს? -კარგი, კარგი. მანქანას გავჩითავ და მოგიყვანთ. გაზეთიდან მისამართები ამოვწერე და სახლიდან გავედი, როგორც იქნა პატარა სუფთა ბინა ვიქირავე. არონს დავურეკე და ეისი მოიყვანეს. დავმშვიდდი როდესაც ის სუფთა საწოლში მოვათავსეთ და როდესაც დავრწმუნდი რომ სუნთქავდა. ბიჭები სამზარეულოში გავიყვანე და ლუდი შევთავაზე. ერთი უცნობი ახლდათ. ლესტერმა გამაცნო -ეს სებასტიანია ჩვენი მეგობარი -სასიამოვნოა. უცნობ-ნაცნობს ლუდი გავუწოდე, მან ღიმილით გამომართვა. ცოტა ხანი ვსაუბრობდით სანამ ლუდს ვსვამდით. ბიჭები წავიდნენ მალე. არონი-ნატალი როცა საქმე გექნება დაგვირეკე და ჩვენ დავრჩებით მასთან. სამზარეულო მივალაგე და ოთახში შევედი. პატარა სახლი იყო, ერთი საწოლით, დივანით და ტელევიზორით. სამზარეულოც ვიწრო ჰქონდა და ასევე პატარა ერთიანი სააბაზანო და ტუალეტი. დივანზე დავჯექი და ეისს ვუყურებდი. გონებაში ვერ ვაწყობდი, როგორ მოვახერხე, რომ ოთახში მეწვა უცხო მამაკაცი, იარაღით მიყენებული ჭრილობით, რომელსაც მე ჩავუტარე ოპერცია და თანაც ამ მამაკაცის მიმართ გულგრილი არ ვიყავი, მაგრამ ის მაინც უცხო იყო ჩემთვის. მითუმეტეს ახლა. ის ვიცოდი, რომ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა ვხვდებოდი, ან უნდა დავრჩენილიყავი მასთან, ან საერთოდ გავმქრალიყავი მისი ცხოვრებიდან. ორი უკიდურესი ვარიანტი. ფიქრებში გართულს ჩამეძინა. ძილიდან სუსტმა ძახილმა გამომაფხიზლა -ნატ... წყალი... მას ეღვიძა. წყალი დავალევინე და დივანზე დავბრუნდი. ის ცდილობდა რაღაც ეთქვა. -დაისვენე, თავს ნუ ძაბავ, დრო მოვა და მეტყვი. მან უძლურებისგან თავი ბალიშზე დადო და თვალები დახუჭა. მეორე დილით უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ფლიგელში შევედი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიჭი ვიპოვნე, რომელსაც ყველა აქებდა. ბოლო კურსზე უკვე პრაქტიკა უნდა ქონოდა ოპერაციის. მე მას ძალიან ვთხოვე ეისი ენახა. ის დამთანხმდა. -იცოდე არავინ უნდა გაიგოს კარგი? -კარგი. რადგან ფულს მიხდი სიტყვას ვერავინ დამაცდენინებს. -სწორი მიდგომაა. მან ეისი გასინჯა და ჭრილობა დაათვალიერა. ჭრილობა გაწმინდა, გაკერა და ისევ შეახვია. -ესეც წამლები... -დარწმუნებული ხარ? -შენ ხომ მენდე? ესე იგი კარგი რეკომენდაცია გაგიწიეს ჩემზე. ისე კარგად გიმუშავია ჭრილობაზე. -მადლობა დახმარებისთვის. -წამლები მიეცი და მოუფრთხილდეს ჭრილობას. კიმი გავაცილე და ეისთან დავბრუნდი. *კიდევ კარგი კიმი მოვიდა, ის რომ არა ინფექცია წავიდოდა.* კარზე კაკუნი გავიგე და გასაღებად ავდექი. ცოტა თავბრუ დამეხვა. ყურადღება არ მივაქციე. ლესტერი და სებასტიანი მოვიდნენ, თან პროდუქტები მოიტანეს. -კარგ დროს მოხვედით ბიჭებო. უნივერსიტეტში უნდა წავიდე. ლესტერი-მშვიდად იყავი მივხედავთ. -მაცივარზე წამლების მიღების დროებია. კარი გავიხურე. ლექციაზე თავს უცნაურად ვგრძნობდი. თავბრუ მესხმოდა და გათიშული ვიყავი. გუშინდელი კანკალი ჯერ კიდევ მქონდა. ლექციის ბოლოს ავდექი და ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ფეხები მომეკვეთა. გავითიშე. სამედიცინო კაბინეტში გამოვფხიზლდი. -აქ რას ვაკეთებ? -მის ჯენკინს გამოფხიზლდით? გონება დაკარგეთ -სუსტად ვიყავი დილიდან. -რატომ? რამე გჭირთ -მგონი არა. ვინერვიულე ძალიან და თან არც მიჭამია. ახლა გამახსენდა რომ მეორე დღეა არ მიჭამია. მაშინ გასაგებია. შეეცადეთ დაისვენოთ და კარგად მიირთვათ. ექიმმა გამომიშვა. სახლში რომ მივედი ეისის ხმა მომესმა. ოთახში შევედი. ის ბიჭებს ელაპარაკებოდა მხიარულად. რომ დამინახა დასერიოზულდა. -ნატ... დივანზე დავეშვი ბიჭების გვერდით. -საუბარი გაგაწყვეტინეთ? -არა. მივდიოდით უკვე თქვა სებასტიანმა და ლესტერს ხელი ჰკრა, რომ წამომდგარიყო. ისინი გავიდნენ სახლიდან. არც კი გავაცილე, ძალა არ მქონდა. -კარგად ხარ? ფერი არ გადევს... -დაისვენე... მე კარგად ვარ -საკმარისად დავისვენე... ვიცი რომ სალაპარაკო გვაქვს. -აღარ მინდა საუბარი. -გამოკეთდები და მერე ვნახოთ რა იქნება. დივანიდან წამოვდექი და ისევ ვიგრძენი ფეხებში სისუსტე. კარს მიეყრდენი. -ცუდად ხარ? -ცუდად ვარ! ორი დღეა ტვინი მისკდება და გული მეკუმშება... რაში გამხვიე... მე მხოლოდ გართობა მინდოდა... ახლა კი არც კი ვიცი ვინ შევიფარე... მკვლელი, ქურდი, ავაზაკი?! შენი ძმაკაცების მოსვლისას გული მისკდება, სულ მეშინია. ორი დღეა შოკში ვარ და მეკითხები კარგად ვარ თუ არა? დავიღალე ამ შენი იდუმალებით. ვინ ხარ? ჩემგან რა გინდა... ამოვიქვითინე ბოლო ხმაზე და ემოციებისგან დაცლილი მუხლებზე დავეშვი. -ვწუხვარ...მაპატიე რომ ამაში გაგხვიე... -წუხხარ? შენ არ იცი მე რა გადავიტანე, როცა ვფიქრობდი რომ მოკვდებოდი და ვერ გნახავდი. 10 საათი ჯოჯოხეთში გავატარე, ჩამოვედი და შენი სისხლის გუბეში სასოწარკვეთილი ოპერაციას გიკეთებდი... -მე მეგონა მოვკვდებოდი და ვეღარ გნახავდი... მეშინოდა, რომ ვერ მომისწრებდი. თუ მოვკვდები ის მაინც მეცოდინება რომ ბოლო წუთებში ჩემზე ზრუნავდი. -არ გაბედო სიკვდილი! არასდროს გაპატიებ! თავს ძალა დავატანე და წამოვდექი. საჭმელი გავიმზადე და დავჯექი მაგიდასთან. ჭამა არ მინდოდა, მაგრამ ძალით ვჭამდი, რომ ენერგიაზე მოვსულიყავი. ისეთი გათიშული ვიყავი ვერც კი გავიგე ნაბიჯების ხმა. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როცა ჩემს წინ ეისი დავინახე. -რატომ ადექი? -აღარ შემიძლია წოლა -ბევრი სისხლი დაკარგე. -ვიცი... მაგრამ წოლა არ მინდა. -დაჯექი მაინც. ის ჩემს წინ ჩამოჯდა. -გაცივდები ასე შიშველი. ოთახიდან პლედი გამოვიტანე და მოვახურე. მას მხოლოდ ტრუსი ეცვა და მისი სხეულის ნაწილს ბინტი ფარავდა. -მადლობა... შენ რომ არა რა მეშველებოდა -ადრე სხვანაირად ამბობდი, სადღაც 4 დღის წინ. -ვიცი, ბოდიში... -კარგი გეყო მობოდიშება, მაგრამ ახსნას მაინც ველი. რაში ხართ გარეული. -მე და ბიჭები, მდიდრებს ვპარავთ და ღარიბებს ვაძლევთ. მარტივად რომ ვთქვა. -ქურდი ხარ? -უფრო მძარცველი. -ესე იგი ჯოშუა მართალი იყო? -ჯოშუა ბლექი? მამამისის ბანკი გავიტანეთ გუშინწინ ღამით. მაგის მერე დაგვედევნა ერთი დაცვა და აი ასე დამჭრეს. მართალი არ იყო შენთვის არაფერი მომიპარავს... ყოველ შემთხვევაში მატერიალური... მას ჩაეცინა თავისივე ნათქვამზე. -რა გიყო ეის? რატომ მიზიდავ მაგნიტივით, როდესაც შენგან უნდა გავრბოდე მასთან მივედი და ვაკოცე. -რატომ დაიწყეთ ძარცვა? -უსამართლობაა როცა იმ ღორებს თავზე გადასდით ქონება და ზოგი შიმშილით კვდება... ბლექის ბანკში პრესტონის სახელზე ისეთი ყელსაბამი იყო შენახული მგონი მთელი გატანილი თანხის ტოლფასი იყო. აქ მივხვდი რომ ჩემს ნამდვილ ვინაობას ვერასდროს გავუმხელდი, მაგრამ ის ფაქტი მაშინებდა რომ ჯესიკამ ყველაფერი იცოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.