შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარანორმალური. 15


28-01-2019, 05:12
ნანახია 975

აუღწერელი, უცნაური და რთულად გადასატანი სიცარიელის გრძნობა. არ არის გასაკვირი რომ ის მაშინვე დაბრუნდა, როცა საკუთარ ოთახში აღმოჩნდი.

ჩემი სახლი და ო'ბრაიანის სახლი - ორი სხვადასხვა სამყაროა.

ჩემი ოჯახი და ო'ბრაიანის ოჯახი - საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს.


ჩემს თავს ოთახის დატოვება ვაიძულე, რათა დავრწმუნდე, რომ დედა სახლში არაა, მამა კი მის კაბინეტშია ჩაკეტილი. წარმოდგენაც კი არ მაქვს რას შვრება ის იქ, რადგან შუქიც კი არ ანთია. საქმე იმაშია რომ ის ფარდას არ ხსნის. მას არ უყვარს გარე სამყაროს დანახვა, რადგან რეალობას აბრალებს ყველა საკუთარ პრობლემას. რაღაცით მისი მესმის მაგრამ ჩაკეტვას არ ვაპირებ. თან მამა ამ ბოლო დროს ხშირად ტოვებს სახლს, რამაც არ შეიძლება არ გამაკვირვოს.


არადა ჩვეულებრივი ოჯახი ვიყავით: მამა მის ზღაპრებს მიკითხავდა ღამე, საჭმელს ამზადებდა, ალაგებდა, იმ დროს როცა დედა - უფრო სამსახურის ადამიანი - საკუთარ კარიერას იწყობდა, რომელიც დაიმსხვრა, მაშინვე, როცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ვალებში ჩავვარდით, ისევე როგორც მამა, ახლა კი მაინც ერთად გვიწევს რამის მოფიქრება.


არ მიყვარს მოგონებები, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, რასთანაც არ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი. ეს ფიქრები, ეს ნათელი სურათები წარსულიდან მაიძულებს ვიგრძნო "რაღაც" . და ეს არაა სიხარული, არც მონატრება ძველი დროის. ეს სიძულვილია. მე მძულს ბედისწერა თუ ეს მისი ბრალია, მძულს გარემოებები თუ ეს მათი ბრალია, მძულს მშობლების გრძნობები თუ საქმე მათ გაუგებრობაშია.


ბებია ბავშვობიდან მასწავლიდა რომ არ ღირს ეგოისტი ვიყო. როცა მშობლები უკვე ერთად აღარ იყვნენ და დედა ქალაქში მიდიოდა სამუშაოდ სულ ვტიროდი.


საქმე ასე იყო: მამაჩემი სამსახურის გამო წავიდა, დედა და ბებია მივლიდნენ, რის შემდეგაც დედაც წავიდა, რომელიც ამბობდა, რომ მამას იპოვიდა და მას დააბრუნებდა. მაგრამ მან ის მოძებნა მხოლოდ იმიტომ რომ გაშორებოდა. ვფიქრობ მამა წასული იყო, რათა შთაგონება ეპოვა. მას არ მივუტოვებივართ ჩვენ. ვიმეორებ რომ ხელოვანი ხალხი - რთული პიროვნებები არიან. დედამ კი უბრალოდ მიმაგდო ბებიასთან, წავიდა ქალაქში, რათა კარიერა აეწყო. ის მაქსიმუმ ორ-სამჯერ მოდიოდა წელიწადში, მპირდებოდა, რომ მალე მეც წამიყვანდა, მაგრამ ვფიქრობ, ბებია, რომ არ მომკვდარიყო ვერ შეასრულებდა მის პირობას, რადგან მე სერიოზულად შევუშლიდი ხელს მის სამსახურს. ვფიქრობ, ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ქალისთვის, ვისაც ბავშვი ჰყავს რთულია კაცის პოვნა, სწორედ ეს იყო ის მიზეზი რის გამოც მმალავდა დედა. მე არ ვადანაშაულებ მას. ჩვენ წესიერად არც ვსაუბრობდით ამის შესახებ, მე არ ვითხოვდი მისგან განმარტებებსა და ბოდიშებს, რადგან ვიცოდი რომ დედას რთული პერიოდი ჰქონდა. ის ახლა ცდილობს დაეწიოს ხელიდან გაშვებულ დროს და მე ამის წინააღმდეგი არ ვარ. საშინლად მაკლდა ის. თუმცა ახლა ბებია მაკლია, რადგან მიუხედავად იმისა რომ მშობლები ერთად ცხოვრობენ, როგორც ამაზე ვოცნებობდი, არაფერი არ შეცვლილა. ჩემი "მზიანი" ცხოვრება- ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, ეს ისაა რაც სუფთა ფურცელზე გადმომაქვს და ვმალავ სხვადასხვა "ნაჯღაბნების" ქვეშ, რათა არავინ არ შეძლოს ჩემი აზრების წაკითხვა.


არავინ არ შეძლოს?


ჰო, ეს უცნაურია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სულ ვწუწუნებ, რომ ჩემი არავის არ ესმის, რომ მჭირდება მხარდაჭერა, როცა ვინმე ჩემს სულში შემოძრომას იწყებს, როცა ვიღაცას ესმის ჩემი ნახატები, გული მერევა. ისეთი საშინელი სიბრაზის გრძნობა მიჩნდება, ისეთი სიძულვილი იმ ადამიანის მიმართ, რომ მინდა მოვკლა ის, მინდა დავუყვირო, ვუთხრა რომ ვერ ვიტან მასთან კონტაქტს, გავაგდო... ამის შემდეგ კი ვიტირო ბალიშში, რომ ჩემი არავის არ ესმის.


ხელებით უნიტაზის ბოლოებს ვეყრდნობი. გემრიელი სადილი მტოვებს და ყველაფერს აცარიელებს შიგნით. ძალით არ გამომიწვევია ღებინება, ის თვითონ დაიწყო, მე კი ვერაფრით ვერ ვაკონტროლებ ამ პროცესს. ვახველებ, მცდება. საშინელი სუნი, საშინელი სიტუაცია, საშინელი მე.


მინდა გავიქცე, მოვიხსნა ხელებიდან უჩინარი ბორკილები, რომლებიც თვითონვე გავიკეთე.


ვდგები და სარკესთან მივდივარ.

სად ჯანდაბიდან მოვიდა ეს გრძნობა? ყველაფერი ხომ ნორმალურად იყო.

ვრთავ წყალს.


ჰო, იყო, მანამდე, სანამ სახლში არ დავბრუნდებოდი.


ვიბან სახეს და ვაჭერ თითებს თვალებს. რა გავაკეთო? როგორც მახსოვს ბოლო გაკვეთილი, რომელზეც მისწრება შემიძლია, მისტერ მონტეზთან მაქვს. არ მინდა მასთან მარტო წასვლა.


ვუყურებ საკუთარ ანარეკლს.


დილანთან წავიდე? არ მინდა თავი მოვაბეზრო. საშინლად მინდა მასთან საუბარი, ერთ ოთახში ყოფნა, მაგრამ მისი ხასიათი, რომ ვიცი შეიძლება გამაგდოს.


მეშინია თავი მოვაბეზრო ჩემი წუწუნით და იქ ყოფნით.


მაგრამ, რისი გაკეთება შემიძლია ასეთ სიტუაციაში?


რისი?

ამის დედა, რისი?


ხელის დარტყმა.

ჩემი თავი ოდნავ გვერდითაა მობრუნებული, ჩამოცვენილი თმები დანარტყამისგან წითელ ლოყას ფარავენ. უნდა დავმშვიდდე და გონს მოვიდე. კვლავ ვწევ ხელს და ვემზადები დარტყმის გასამეორებლად. ვკრავ მუშტს. ასე არ გამოვა არაფერი. მივდივარ უკან კედლისკენ და ვჯდები იატაკზე უნიტაზის გვერდით. მიმაქვს ხელი ტუჩებთან, ვაღებ პირს.

ვკბენ მტევანს. ძლიერ ვარჭობ კბილებს კანში, თითქოს ძაღლი ვიყო, მინდა გავხლიჩო ის და ნებას ვრთავ სისხლს გარეთ გამოვიდეს.

ჩემი სახე წითლდება. უფრო ძლიერ ვკბენ, რის შემდეგაც ვუშვებ ხელს და ვგრძნობ რაღაცნაირ სიამოვნებას. ვხუჭავ თვალებს, ვცდილობ დავიჭირო და დავიმახსოვრო ეს შეგრძნება. წამიერად უკეთესად ვხდები, მაგრამ შემდეგ ისევ მეორდება ყველაფერი, კვლავ ჩნდება შიგნით ხვრელი და ისევ ვკბენ თავს.


ვცხოვრობ მშობლებთან ერთად. მამაჩემი ძალიან კარგი ადამიანია რომელიც ყოველთვის მხარს მიჭერს. დედაჩემი - ქალი რთული ბედით, რომელიც ცდილობს აანაზღაუროს წარსული და ღელავს ჩემს ჯანმრთელობაზე.


მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ ჩემს გაგებას. ჩემი გრძნობების გაგებას. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან ჩემზე, როგორც პიროვნებაზე, რადგან ჩემი ღიმილი ფაქტობრივად არ ქრება სახიდან მთელი დღის განმავლობაში.


მაგრამ ეს ასე არაა. ისინი სრულიად არ მიცნობენ.


კაკუნის ხმა მაიძულებს გონს მოვიდე. ის მქაჩავს რაღაც უცნაური მგომარეობიდან თითქოს ყველაფერი ირგვლივ ხდებოდა ფილმში, რომლის მოქმედებასაც მე ვუყურედი სხვა მხრიდან.


ვკრავ წარბებს, ვიწმენდ სახეს: ოთახში ვარ.


ვდგები საწოლიდან და მივდივარ, როცა ვხვდები რომ ვიღაც მინაზე აკაკუნებს.


ნუთუ დილანია?


ვაღებ ფანჯარას, ვძაბავ თვალებს შუქის გამო, რომელიც ბიჭის ოთახიდან შემოდის. უკვე საღამოა? რამდენი ხანი გავატარე დეპრესიულ მდგომარეობაში?


ვუყურებ ბიჭს, რომელიც ეყრდნობა ფანჯრის რაფას:


- სკოლაში არ წასულხარ?


უცებ არ მესმის რაზე ლაპარაკობს , ამიტომ ნელა ვრეაგირებ მის სიტყვებზე:


- ა, არა , არ ვყოფილვარ - ვაქანავებ თავს, ვიბნევი - რამე გინდოდა? - მგონი შეკითხვა უხეშად გამომივიდა , რადგან ბიჭი წარბებს კრავს:


- კეტრინზე საუბარი მინდოდა.


- პეტრაზე? - ვაზუსტებ, რის გამოც დილანი თვალებს ატრიალებს:


- ანუ, შეიძლება შემოვიდე?


საბოლოოდ "ვიღვიძებ", ბიჭს ვუყურებ:


- კ-კი. რათქმაუნდა. - ვცილდები ფანჯარას და ადგილს ვუნთავისუფლებ.


როგორც კი დილანმა გადმოძრომა დაიწყო, მისი ოთახის კარები გაიღო და ქალი გამოჩნდა ლამაზ კაბაში. მან ბიჭს შიშით შეხედა, რომელიც უკვე ჩემს ოთახში იყო გადმომძვრალი, ის ბრუნდება ფანჯრისკენ. ვისუნთქავ , როცა ქალი დაბნეული აღებს პირს , დილანი კი თითქოს არც კი ამჩნევს მას, კეტავს ფანჯარას და ხურავს ფარდას.


ვუყურებ ო'ბრაიანს, ვუცდი, რომ თვითონ ამიხსნის, მაგრამ ბიჭი უბრალოდ ჩემს კარებთან მიდის, კეტავს მას, მანამდე კი დერეფანში იხედება.


- ვინაა? - ვეკითხები , მინდა გავიხედო ფანჯრიდან მაგრამ დილანი მაჩერებს:


- არ აქვს მნიშვნელობა - ჯდება ჩემს საწოლზე. მას სულ არ ერიდება, ისე იქცევა თითქოს საკუთარ სახლში იყოს. მე კი მორცხვად, ვჯდები მის გვერდით:


- ესეიგი, პეტრაზე გინდოდა რაღაცის თქმა არა?


ბიჭი იქექება ჯიბეებში, ამოაქვს დაკუჭული ფურცელი, რომელიც ფოტო აღმოჩნდა. ვიღებ ხელში მას და უცებვე ვცნობ გოგონას მასზე:


- ეს პეტრაა.


- ეს კეტრინია - მისწორებს დილანი - რატომ ეძახი ისე?


- ავტობუსის გაჩერებასთან შევხვდი და ასე გამეცნო - ვიჩეჩავ მხრებს - კონკრეტულად რაზე გინდოდა საუბარი? - ვაბრუნებ თავს , ვუყურებ ბიჭს, რომელიც ჩახლეჩილი და სუსტი ხმით მპასუხობს:


- ვფიქრობ, უკვე ყველაფერს მიხვდი.


ვაგრძელებ მის ყურებას წარბ აწეული, რადგან მართლა ვერ ვხვდები, რაზე საუბრობს, რის გამოც დილანი მძიმედ ისუნთქავს:


- ჩერი, კეტრინი უკვე ერთი წელია რაც გარდაიცვალა.


ვეჭვობდი ამას, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდი კანზე ჟრუანტელმა დამიარა. სინამდვილეში, ველაპარაკებოდი ადამიანს, რომელიც უკვე დიდი ხანია ცოცხალი არ არის? თვითონ ამის გააანალიზებაც აიძულებს გონებას დაბნელდეს, ამიტომ ვაქანავებ თავს და ბოლო ძალებით ვამბობ:


- რა მოუვიდა ?


დილანი კი მშვიდად იქცევა:


- არვიცი დეტალები, მაგრამ მახსოვს, რომ მის სიკვდილამდე, რამდენიმე დღით ადრე, ის უცნაურად იქცეოდა, მეუბნებოდა რომ თავი ტკიოდა და ასევე აწუხებდა ტკივილი გულმკერდში. ვურჩევდი რომ საავადმყოფოში წასულიყო, მაგრამ ხელს იქნევდა. კეტრინმა ფაქტობრივად მიატოვა სახლიდან გასვლა დედამისის სიკვდილის შემდეგ.


- მას მაინც რა მოუვიდა? - ვწევ წარბებს.


- აბაზანაში დაიხრჩო. - ჩვეულებრივად მპასუხობს, მე კი ღებინების სურვილი მიჩნდება. იმ აბაზანაში, სადაც ყოველდღე ვიბან, დაიხრჩო ქალი?


- და პეტრა? ანუ, - ვისუნთქავ - კეტრინი?


- ის ამ ოთახში იპოვეს - დილანი ირგვლივ იყურება - გული გაუსკდა.


რა ჯანდაბის გამო მეუბნება ამას? ისედაც ნერვები ბეწვზე მაქვს, ის კი ასეთ დეტალებს მიყვება.


- და ადრე არ შეგეძლო ამის თქმა - გადამაქვს მზერა, ვკრავ წარბებს.


- ადრე საერთოდ არ მქონდა შენთან კონტაქტის სურვილი - იცინის, რის გამოც ვწუწუნებ:


- და ახლა რატომ გაქვს ? გაგეზარდა ინტერესი, რადგან იმ სახლში ვცხოვრობ, სადაც ღმერთმა იცის რა ხდება?


დილანი ატრიალებს თვალებს:


- ნიჭი გაქვს ადამიანები გააღიზიანო.


- ჯერ კიდევ შორს ვარ შენსგან - ვპასუხობ - და საერთოდ დღეს ადრე უნდა დავწვე, რათა ხვალ სკოლაში წავიდე, ამიტომ, თუ მორჩი , თავისუფალი ხარ - ეს ნამდვილად არ არის ის სიტყვები, რომლის თქმაც მისთვის მინდა.


დილანი ჩუმადაა, უყურებს კედელს, რის შემდეგაც ღრმად ისუნთქავს და ამბობს:


- არ გაშინებს ის ფაქტი, რომ ასეთ ადგილას იძინებ?


ვვარდები:


- მაშინებს! ვერც კი წარმოიდგენ როგორ მაშინებს! - ვწევ თავს და ხელის ჟესტებით ვლაპარაკობ - პარანოიკი ვხდები, რომელიც ყოველ პატარა ხმაზე ხტება. შენ ხომ ყველაფერი მშვენივრად გაქვს. არ ხარ ვალდებული აქ დაიძინო, ჭამო ან საერთოდ იცხოვრო.


- რატომ არ გადახვალთ? - მშვიდად ინტერესდება.


ვიწმენდ შუბლს, ვხუჭავ თვალებს დაღლილობის გამო:


- თანხასთან ცუდად გვაქვს საქმე ამ მომენტში. სანამ ყველა ვალს არ გადავიხდით , ვერსად ვერ წავალთ.


- გასაგებია - მოკლედ მპასუხობს - კარგი, მე...


- როგორ ფიქრობ - ვაწყვეტინებ, ვუყურებ ჩემს მუხლებს - რამ მოკლა კეტრინი?


დილანი ჩუმადაა, ამიტომაც მე ვაგრძელებ:


- ვფიქრობ, ამ სახლში რაღაც ცხოვრობს. სწორედ მან მოკლა კეტრინი. მგონია რომ პეტრას ჩემი გაფრთხილება უნდოდა, რადგან მას არცისე ხშირად ვხედავდი, მაგრამ მისი ნახვის მომენტებში დამწუხრებული ჩანდა. - შევკარი წარბები და შევხედე ო'ბრაიანს, რომელიც ამ მომენტში მე მიყურებდა.


- არ შემიძლია ამაზე პასუხი გაგცე - იჩეჩავს მხრებს და ფანჯრისკენ იხედება. - და მე თვითონაც არ მესმის კარგად ეს ყველაფერი, რადგან არ შემიძლია მომხდარი დავიჯერო, მაგრამ... - ილოკავს მშრალ ტუჩებს - მხოლოდ ერთით შემიძლია შენი დახმარება.


კაკუნი ფანჯარაზე.


ვკრავ წარბებს და ვიყურები ფანჯრისკენ. დილანი ჩურჩულებს:


- ან შენ დამეხმარები.


ვერ ვხვდები, კვლავ მას ვუყურებ:


- რას გულისხმობ?


- შეიძლება შენთან დავიძინო?


ვაღებ პირს და ნერვულად ვიცინი:


- შენ. გინდა. დაიძინო. ამ. ადგილას ? - ვწევ წარბებს - უბრალოდ ვაზუსტებ.


დილანი უკმაყოფილოდ იწყებს საუბარს:


- ერთმანეთის გადარჩენა - მე გეხმარები შენ, შენ კი მე.


კაკუნი განმეორდა, რის შემდეგაც ქალის ხმა გაისმა. ჩავფიქრდი:


- ეს ქალი. ვინაა ის?


-არავინ - წუწუნებს.


- შენ აპირებ დაიძინო ჩემს ოთახში, სახლში, სადაც ცხოვრობს რაღაც "ჯანდაბა" , მხოლოდ იმიტომ რომ შენს სახლში არ დაბრუნდე, რადგან ის ქალი იქაა. და მეუბნები რომ ის - არავინაა?


- ჩერი - მკაცრად ამბობს ჩემს სახელს და მაშტერდება. მეც ისე ვუყურებ მას, ჩემი ხმა თანდათან წყდება, ყელი შრება. ნუ, თუ არ უნდა ამაზე ლაპარაკი, კარგი. თუმცა უკეთესი მის ოთახში დარჩენა იქნებოდა.


ვუქნევ თავს, ვჩურჩულებ:


-შევთანხმდით, ო'ბრაიან - ვუყურებ საკეტს. კარი ჩაკეტილია, რაც ნიშნავს, რომ მშობლები შემოსვლას ვერ შეძლებენ. დილანი ჩემს მზერას მიჰყვება და ამბობს:


- შენი მშობლები ვერ შემოვლენ, აი "ის" კი...


ის? აწი ასე დავუძახებთ იმ არსებას?


მკერდთან ვწევ მუხლებს:


- მაშინ შენ გამორთე შუქი, რადგან მე საწოლიდან ფეხს არ ჩამოვდგამ, სანამ არ გათენდება.


დილანი ჩუმად დგება და მიდის ჩამრთველთან. არ ვფიქრობ, რომ მას არ ეშინია, უბრალოდ ამას არ აჩვენებს. ის საერთოდ კარგად მალავს საკუთარ ემოციებს, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი. ამაში მისი მშურს.


წამი და ოთახი სიბნელეში იფლობა.


დილანი მშვიდად ბრუნდება საწოლთან და ჩემი ლოყები წვას იწყებენ: მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ერთ საწოლში მომიწევს მასთან ერთად ყოფნა. პირველად მიხარია რომ სიბნელეა. დილანი არ ნახავს ჩემს წითელ ლოყებს.


დილანი წვება, როცა საბანს ვწევ და კედლისკენ ვიწევი. ის კომფორტულად ათავსებს თავს ჩემს ბალიშზე. მეც ვდებ თავს ბალიშის ნახევარზე, ვკრავ წარბებს:


- ეი - ვჩურჩლებ. - თურმე მართლაც არ გჭირდება სათვალეები. მშვენივრად ხედავ.


დილანი ისუნთქავს, იფარავს საბანს, ისევე როგორც მე:


- როგორც გინდა ისე იფიქრე.


სუსტად ვიღიმი, თავს ვუქნევ, რის შემდეგაც ვეკითხები:


- როგორი ურთიერთობა გქონდათ შენ და კეტრინს?


დილანი ჩაფიქრდა:


-ჩვენ მეგობრები ვიყავით.


- რაღაც არამგონია.


-მას არ ჰყავდა მეგობრები - მაწყვეტინებს.


- რატომ? მე ის მომეწონა. არამგონია ცუდი ხასიათი ჰქონოდა.


- მაქსმა ყველა მის წინააღმდეგ აამხედრა.


- ეს დამპალი მაღიზიანებს.


დილანმა ჩაიცინა:


- აჰა.


- მოიცადე, ანუ მაქსის დედა - კეტრინის დედინაცვალია. გამოდის, მაქსს არ ჰყავს დედა, რადგან ის დაიხრჩო.


- უბრალოდ პროფესიონალი ხარ ლოგიკური ჯაჭვის აწყობაში - მისი სარკაზმი ცხადია.


ეს ბევრ რამეს ხსნის მაქსზე, მაგრამ ეს მას იმის უფლებას არ აძლევს, რომ საბოლოო კრეტინივით მოიქცეს.


- ჩერი, მითხარი... - იწყებს ო'ბრაიანი. მაგრამ ვაწყვეტინებ:


- რატომ მეძახი "ჩერის"?


- შენი სახელის ერთერთი ფორმაა, რატომ? - არ ესმის.


- უბრალოდ, ასე ბებიაჩემის გარდა არავინ არ მეძახდა, ამიტომ თავს რაღაცნაირად ვგრძნობ - ვუხსნი.


- მაშინ ბებიაშენს ვუერთდები. ასე უფრო მომწონს, ვიდრე "ჩარლი".


- ბებიაჩემი მოკვდა, ამიტომ, ასეთი ერთი დარჩი - ვიღიმი.


- ვწუხვარ - სწორად წარმოთქვამს და ეგრევე ვხვდები,რომ ის ამას გრძნობის გარეშე ამბობს:


- ჰო. ის კარგი ადამიანი იყო. მივლიდა, სანამ დედა მუშაობდა. მაკლია ის.


- ეს გასაოცარია - ამბობს დილანი დაბნეული და მაიძულებს აღელვებას:


- კონკრეტულად რა? - ვუყურებ მას და ოდნავ ვიწევი იდაყვით.


- ის თუ როგორ საუბრობ მასზე. მე ეს არ მესმის.


- იქნებ იმიტომ რომ შენ არავინ დაგიკარგავს? - ვვარაუდობ, კვლავ ვდებ თავს ბალიშზე.


- არა, დამიკარგავს, მაგრამ... - ენა დაება.


- მაგრამ, რა? - არ მინდა რომ გაჩუმდეს, რადგან ძლივს დავამყარეთ კონტაქტი. შემიძლია ჩვენს ურთიერთობას "მეგობრობა" დავარქვა, რაც მახარებს. თუმცა ყველაფერი ჩვენს შორის ძალიან მყარად არ არის, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყო.


- ადრე ამაზე არავისთან არ მისაუბრია...


მაშინვე ჟრუანტელი მივლის, მაგრამ ისინი დარბიან სასიამოვნო შეგრძნებისგან.

დილანი სწორად სუნთქავს და ყლაპავს :


-ჩემი გრძნობები და ემოციები ოდნავ სხვანაირები არიან. ისინი თითქოს დაკარგულები არიან, ხვდები? ეს ძალიან მაბრაზებს, რადგან ადამიანების ბევრი საქციელი არ მესმის, ამიტომ დავიწყე ყველაფრის სწავლა ცნობარებიდან, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ მივაღწიე, - ის იწევა იდაყვით და პირდაპირ მესაუბრება - მახსოვს, როგორ ლაპარაკობდი შენს მშობლებზე. იმაზე, რომ ისინი განშორებულები არიან, და მე მახსოვს შენი სახის გამომეტყველება ამ დროს. ჩემი მშობლებიც არ არიან ერთად მაგრამ მე არ ვგრძნობ მსგავს რამეს: არ ვგრძნობ წუხილს, მონატრებას, არ ვარ მორალურად განადგურებული. ერთადერთი რაც მანადგურებს შინაგანად, ეს რაღაც სიცარიელის გრძნობაა.


ვაგრძელებ ყურადღებით ყურებას ბიჭზე, რომელიც მეხსნება მე.


ის. მეხსენბა. მე. ის რაღაცას მიზიარებს და ეს გასაოცარია.


-კეტრინის დროსაც? - ვეკითხები ჩურჩულით. - როცა ის მოკვდა, არაფერი არ გიგრძვნია?


დილანმა თავი გააქნია:


- არა, არაფერი. უბრალოდ ახალ ამბებს ვუყურე, რომელშიც თქვეს მისი და დედამისის სიკვდილის შესახებ, რის შემდეგაც ვივახშმე და დასაძინებლად წავედი - იხსენებს - მეტი არაფერი.


მცხელა. ვყლაპავ, მინდა რამით მაინც დავასველო კისერი და ვწევ ხელს, ფრთხილად ვეხები თითებით ბიჭის ლოყას. ის არ რეაგირებს, ამიტომ ვეკითხები:


-ახლაც არაფერს არ გრძნობ?


დილანი ჩუმადაა. ვკრავ ტუჩებს, ვსუნთქავ ცხვირით და ნელნელა დავდივარ თითებით საფეთქლიდან ყბამდე. ბიჭი არანაირად არ რეაგირებს, უბრალოდ აგრძელებს ჩემზე ყურებას. სიბნელეში მისი თვალები არ ჩანს, ასევე ვერ ვხვდები, რაზე ფიქრობს ის ახლა, მაგრამ ის ყველაფერი რაც მითხრა თუ სიმართლეა, მაშინ ბევრი რამე იხსნება: ის თუ რატომ არ პასუხობს დარტყმაზე, ის თუ რატომაა ჩუმად და არ რეაგირებს ჩაგვრაზე, ის თუ რატომ არ ეშინია ამ სახლში დარჩენა , ის თუ რატომ წევს ასე მშვიდად ჩემთან საწოლში, რადგან მისი გულიც კი წყნარად ფეთქავს, სუნთქვა კი არ ერევა.


ეს კი უცნაური გზით მწყინს.


ესეიგი, ის არაფერს არ გრძნობს ჩემს მიმართ?


ის არ ხედავს ჩემში გოგოს?


ვეხები მის თმებს, შემდეგ კი ვაშორებ ხელს:


- როგორც ჩანს მართალი ხარ. მაგრამ, რატომ ხარ ასეთი? - ვიცი, შეკითხვა არასწორად ჟღერს, მაგრამ სხვანაირად ვერანაირად ვერ იკითხავ.


ო'ბრაიანი წვება, ერთ ხელს ბალიშის ქვეშ დებს და მიყურებს:


- არვიცი.


- ვფიქრობ, ჯერ კიდევ ვერავის ვერ შეეჩვიე წესიერად სულ ესაა. - ვუხსნი. - ან წარსულში მოხდა ისეთი რამ რამაც ძალიან არია შენი ფსიქიკა, რის შემდეგაც ჩაიკეტე?


დილანი დიდი ხანი და მტანჯველად მიყურებს, არ ახამხამებს თვალებს, რის გამოც საშიში სანახავი ხდება, მაგრამ საბოლოოდ ამბობს:


-დაიძინე, ხვალ სკოლაა.


ნახე რა. "მომიჭრა" პასუხი. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ სწორი ვარ?




დილანი დახუჭული თვალებით წოლას აგრძელებს, მე კი ვერ ვიძინებ. ჰაერი ირგვლივ სხვანაირი ხდება: ის მძიმდება. დახუთულობაა. არომატი, რომელიც ო'ბრაიანისგან მოდის ფილტვებს ავსებს. იგივე სურნელი აქვს, როცა იმ დროს , კინაღამ , რომ ფანჯრიდან გადმოვვარდი. მგონი არცისე დიდი ხნის წინ იყო ეგ მომენტი, მაგრამ მაშინ ფიქრიც კი შემეშინდებოდა იმაზე, რომ ერთ საწოლში ვიქნებოდი მასთან ერთად. ასე ახლოს.


საბნის ქვეშ მცხელა , მაგრამ განძრევის მეშინია. სიბნელე აღვიძებს უსიამოვნო აზრებს ჩემს თავში.


მაგრამ რატომღაც მეორე ხარისხოვანი ხდებიან, რადგან აზრი , რომ დილანი არანაირად არ რეაგირებს ჩემზე, ოდნავ მამწუხრებს. რა შეიძლებოდა მოსვლოდა მას? რამ შეცვალა ასე ის? რა...


ჭრაჭუნი.


მომენტალურად ვწყვეტ ფიქრს და მოსმენას ვიწყებ.


ნაბიჯებია. იატაკის ჭრაჭუნია. ეს ისაა და ის დერეფანშია.


ჩემი სუნთქვა ირევა. შიში იპყრობს ჩემს გონებას და ამავდროულად ხელს მიშლის მოძრაობაში.


ჭრაჭუნი.


ვიბნევი, ვჩურჩულებ:


-დ-დილან? - საბნის ქვეშ მის მხარს ვეხები. ბიჭი ღრმად სუნთქავს. ძინავს?


ჭრაჭუნი.


ნამდვილად შევიშლები ჭკუიდან.


- დილან, - ვარყევ მას, მაგრამ ბიჭი არ რეაგირებს - ღმერთო - ვწრიპინებ, როცა ნაცნობი ხმა მესმის.


საკეტი. ის გაიღო. თითქოს ვიღაცამ უეცრად დიდი ძალით გაწია.


კარის ჭრაჭუნი.


ჩემი სხეული იყინება, თვალები კი მძიმე ხდება. ჩემი ფრჩხილები ერჭობა დილანის კანს, რომელიც ძილს აგრძელებს. მაგრამ უფრო უცნაური ხმა მაიძულებს გონება დამიბნელდეს: ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ის მოიპარება. მოიპარება ოთხ ფეხზე. მესმის გადაადგილების ხმა. ის უკვე ახლოსაა, ამიტომ ვხუჭავ თვალებს და ძლიერ ვუჭერ მათ. ყველა შინაგანი ორგანო მზადაა ღებინებასთან ერთად გამოვიდეს გარეთ. საშინელი ღებინების გრძნობა მახრჩობს, მაგრამ ვითმენ.


ჯერ ასე ცუდად არასდროს არ ვყოფილვარ.


სიცივე. ის წამში იპყრობს ჩემს სხეულს, ო'ბრაიანის სასიამოვნო არომატი კი იცვლება აყროლებული სუნით, რომლის აღწერის ძალაც კი არ მაქვს. თავბრუ მეხვევა.


გული მეყინება, როცა ვხედავ შავ თითებს, რომლებიც ასე მოხერხებულად იჭერენ დილანის მხარს.


"დედიკო დედა" - ვფიქრობ ჩემთვის, უძლური თვალი მოვაცილო დილანის მხარს.


ის უკვე ორივე ხელს სჭიდებს ბიჭის მხარს. ჩემი სუნთქვა ხშირდება, თვალებში კი ყველაფერი ცურვას იწყებს, როცა ვხვდები, რომ ის ნელნელა მუხლებზე დგება. ჩემი ტუჩები კანკალებენ, კბილები ცახცახებს. ვხედავ ბნელი თავის პატარა ნაწილს, რომელიც აგრძელებს ნელნელა "გამოხედვას" მხრიდან.


ჩემი პირი იღება, თვალები კი მზად არიან გასკდნენ წნევის გამო.


მან ნახევრად გამოიხედა. მე მის ნახევარ სახეს ვხედავ.


ის ჩრდილს გავს. ვერ ვხედავ მის თვალებს, პირს, ცხვირს. არცერთ მათგანს. უბრალოდ შავი სახე.


მაგრამ მე ვიცი, ვგრძნობ, რომ ის მიყურებს. ის მხედავს.


ის უეცრად ბოლომდე იხედება და სწრაფად მიახლოვებს მის სიფათს სახესთან. გულმკერდს საშინელი ტკივილი ჭრის, გული იკუმშება, თავი კი საშინლად მტკივა სუნისგან.


ვიყინები. აზრების ჩანჩქერი ჩერდება. ტუჩებიდან "საბოლოო" სუნთქვა ფრინდება, გული კი დიდი ძალით იკუმშება, თუმცა ტკივილი არ მაიძულებს სახის დაჭმუხნას.


მე ვხედავ.


ვხედავ მის თვალებს.


ღრმა, შავი, თითქოს უსასრულობა, თვალები.


ამ წამში ყველაფერი ბნელდება და ვგრძნობ, როგორ მიჭერს ის მხარზე. მისი ცივი თითები მაგრად მერჭობა კანში და აიძულებს კივილს ამოვარდნას.





-ჩერი!


ვკივი და თვალებს ვახელ. ჩემი სხეული სიცივის გამო კანკალებს, გაყინული ოფლი კი სახეს მიფარავს. მხრები მტკივა , რადგან მოჭერა არ დასუსტებულა.


თუმცა წინ სულ სხვა სურათია: დილანი ჯდება საწოლზე და მაიძულებს წამოდგომას. ის მაგრად მიჭერს ხელებზე და მარყევს:


-ჩერი! გაიღვიძე!


ვაქანავებ თავს და შიშით ვიყურები ირგვლივ: ძალიან ბევრი ბნელი ლაქაა. ისინი ყველგანაა და თითოეულში ვხედავ მას - იმ არსებას.


- არა, არა, არა - ვჩურჩულებ მოკანკალე ხმით. ჩემი თვალები ფართოდაა გაღებული, გუგები კი ოთახის ირგვლივ დარბიან.


- ჰეი - ჩურჩულებს დილანი. - ჩერი, შემომხედე - მქაჩავს მხრებზე და მაიძულებს თავი მის მხარეს შევაბრუნო.


- ი-ის აქ იყო... - ვჩურჩულებ. ჩემი თვალები მარილიანი სითხით ივსება:


- დილან ის მოსული იყო, დილან...


- ჩუმად-ჩუმად - ბიჭი ყლაპავს, ილოკავს ქვედა ტუჩს - ჩუმად. ჩერი, აქ არავინ არაა - თავს მიქნევს კარისკენ - შეხედე, ის ჩაკეტილია. არავინ არ მოსულა - მისი ხმა სწორია - მიდი,გონს მოდი. ეს სიზმარი იყო.


მისი ხელები მხრებიდან კისერზე გადადიან, ბოლოს კი ჩემს ლოყებზე ჩერდებიან. ის მაიძულებს ვუყურო მას და არ მაძლევს საშუალებას თავი სხვა მხარეს შევაბრუნო.


- ჰეი, ყველაფერი კარგადაა, მე აქ ვარ, და - ენა ებნევა - და მეტი არავინ, ნუ გეშინია.


- მაგრამ ის აქ იყო - ცრემლები ლოყებზე ჩამოდის :


- დილან, ჩემი გული, ის - ხელს ვკიდებ გულს - მტკივა, დილან.


ბიჭი კრავს წარბებს:


- ესეიგი, ჩუმად, ისუნთქე, ჩერი, ისუნთქე - ჩურჩულებს - დამშვიდდი. ყველაფერი კარგადაა.


გული საშინლად მტკივა. ის ისე ძლიერ ფეთქავს, მგონია რომ მალე ნაწილებად დაიხლიჩება.


კეტრინი მოკვდა, იმიტომ რომ გული გაუსკდა, მაშინ იქნებ...


არა, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. უფრო ცუდად ვხდები. ვიკეცები, ორივე ხელს გულთან ვიდებ და ვსუნთქავ. დილანი თმას მიწევს სახიდან, რათა დავინახო მისი გამომეტყველება:


- ასე, მომისმინე, არაფერზე არ იფიქრო, კარგი?


ვხუჭავ თვალებს და ვუსმენ ჩემი გულის ცემას.


გიჟური რითმი.


დილანი ისევ მაწვენს ოდნავ სველ ბალიშზე და თვითონაც გვერდით წვება. ის ეხება ჩემს სველ შუბლს:


- გცივა?


არ ვახელ თვალებს, ვუქნევ თავს. მეშინია სიბნელის დანახვა.


ო'ბრაიანი კარგად მაფარებს საბანს, იწევა ახლოს, რის გამოც წამით ჩემი გული იყინება. ვგრძნობ თუ როგორ გადაადგილდება მისი ხელი ჩემი მხრიდან წელზე:


- ეს სიზმარი იყო - იმეორებს.


ცხვირს კვლავ მისი არომატი მივსებს. არ შემიძლია თვალები გავახილო , თუმცა , როცა ცხვირით მის კისერს ვეხები, ვხვდები, როგორ ახლოსაც ვწევართ.


დილანი სწორად სუნთქავს და ჩურჩულებს:


- ამის გაგებაც არ შემიძლია...


ჩუმად ვარ.


- არ შემიძლია გავიგო შენი შიში - ამთავრებს, მისი ხელი კი ჩემს ზურგზე გადადის და ბოლომდე წევს ჩემს სველ სხეულს მისკენ. ვწყვეტ შეშინებული არეულ სუნთქვას. ჩემი გული ისვ ისე სწრაფად ცემს, მაგრამ უკვე შიშისგან არა. ვახელ თვალებს და არ ვხედავ სიბნელეს, მხოლოდ ო'ბრაიანის ლავიწებს. ის აგრძელებს ფერებას ჩემს ზურგზე და ჩურჩულებს:


- საინტერესოა, როგორია ეს - იგრძნო შიში?


ჩემი ხელი ნელა და დაუჯერებლად ეხება მის კისერს, როცა მას ბალიშის ქვევით ვმალავ. მეორე ხელს გულზე ვიკიდებ, თითებით ვეხები ჩემს ტუჩებს. დილანი ხუჭავს თვალებს, დაღლილი ისუნთქავს. მისი გული ცემს ისევე სწორად, როგორც ადრე.


ეს ბიჭი, შეიძლება, მას არ შეუძლია რამე იგრძნოს, როგორც სხვებმა, მაგრამ სწორედ მისი ჩემთან ყოფნა მამშვიდებს. არამგონია გამოძინება შევძლო, მაგრამ მასთან ჩახუტებული ძილი - ეს რაღაც სასწაულია.


***

yoav feat emily browning - where is my mind


{ დილანმა დარწმუნებულად გადადგა ნაბიჯი უკან, მაგრამ კეტრინი უკან დახევას არ აპირებდა.


ის ყოველთვის ზეწოლას ახდენდა ბიჭზე, ცდილობდა მის შინაგან სამყაროში შეღწევას, ცდილობდა გაეგო მისი სუსტი წერტილები, რათა მათი საშუალებით რაღაც გაეღვიძებინა მასში. გოგოს უნდოდა მისგან ემოციები, ამიტომ ის, დაუფიქრებლად , უფრო აიძულებდა ო'ბრაიანს კედლის აშენებას.


კეტრინმა არასწორი ტაქტიკა შეარჩია და სწორედ ამით უფრო იშორებდა ბიჭს თავიდან.


დილანი სახეში არ იცვლება, როცა პეტრას ტუჩები მის ტუჩებს ეხება}




მეგონა, რომ მომხდარის შემდეგ ვერ დავიძინებდი, მაგრამ არა - ღრმა ძილში გავიპარე. ვახელ თვალებს, ვხვდები, რომ გამოვიძინე, რომ ძალებმა კვლავ გაავსეს ჩემი სხეული. თუმცა ისინი არ იყო საკმარისი, რათა გავნძრეულიყავი: დილანი მუცელზე იწვა, მისი მძიმე ხელი კი ჩემს ზურგზე იდო და გვერდზე გადაბრუნების საშუალებას არ მაძლევდა. ო'ბრაიანის სახის გამომეტყველება ისეთი მშვიდია, რომ ვინტვირთები, რის გამოც ძილი კვლავ აღწევს ჩემს გონებაში. მაგრამ მძიმედ ვისუნთქავ: სკოლაში უნდა წავიდე.


ძლივს ვბრუნდები გვერდით, რის გამოც დილანმა ღრმად ჩაისუნთქა, თუმცა არ განძრეულა.


ვიხსენებ გუშინდელ საუბარს და რთულად მჯერა მისი სიტყვების.


უემოციო? ვფიქრობ ეს ასე არ არის. ვფიქრობ მან თვითონ დაიკიდა მის თავზე ასეთი იარლიყი, უნდა რომ ყველას სჯეროდეს ამის. რადგან იმ ადამიანზე ტკივილის მიყენება რთულია ვისაც გრძნობები არ გააჩნია.


შეიძლება, ეს მხოლოდ ნიღაბია? თავდაცვა?


ვკრავ წარბებს, ვიწყებ მოზაიკის ნაწილების შეერთებას. სათვალე. დილანი ატარებს სათვალეს, მიუხედავად მისი კარგი მხედველობისა. როცა ის მას იკეთებს და იხსნის, ჩემს წინ ორი სრულიად სხვა ადამიანი დგას. იქნებ სათვალეს რაღაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს?


ვამთქნარებ, "ვანიავებ" ტვინს. არ ღირს დილიდან თავის ტეხვა რთული ფიქრებით, თუმცა ეს აზრი უნდა "შევინახო" , რადგან ლოგიკური მეჩვენება.


ოთახი ნათელია, მიუხედავად იმისა რომ ფარდა დახურულია. შიშის გრძნობა სადღაც მიდის და ახლა ვფიქრობ, რომ უკეთესია ო'ბრაიანი გავაღვიძო. თუ არ ღირს?


ყურადღებით ვაკვირდები მის მძინარე სახეს და სუსტად ვიღიმი.


არა, ის არ არის უგრძნობო.


ადამიანები, რომლებსაც გრძნობები არ გააჩნიათ არ იღიმიან ისე, როგორც დილანი უღიმოდა ბებიამისს მაშინ მაგიდასთან.


დილან - შენ უბრალოდ გინდა, რომ ყველას სჯეროდეს ამის და თვითონაც აგრძელებ ამ როლის თამაშს...


ჩემი ტვინი დუღს და ვფიქრობ ყურებიდან მალე ორთქლი გამოვა.


ვჯდები მუხლებზე. ფრთხილად ვიღებ დილანის ხელს, ვდებ მას საწოლზე და ვიწყებ ბიჭის ქაჩვას მხრით:


- ჰეი - ვჩუმდები, როცა მზერა კარზე ჩერდება.


ის ღიაა.


- დილან - უფრო მაგრად ვანჯღრევ, რის გამოც ბიჭი რაღაც ხმებს გამოსცემს და ნელნელა იწყებს თვალების გახელას. ვისწორებ თმას, როცა მახსენდება, რომ დილით არცისე კარგად გამოვიყურები:


- კარი ღიაა.


ო'ბრაიანი ზარმაცად იწევა იდაყვებით, აბრუნებს თავს კარისკენ და რაღაცას წუწუნებს ცხვირ წინ, ისევ აგდებს სახეს ბალიშში. ვატრიალებ თვალებს:


- დილან, უნდა ავდგეთ.


-სხვათაშორის , შენი კოშმარის გამო ვერ გამოვიძინე. კომპენსაციას ვითხოვ - წუწუნებს ის და მძიმედ ისუნთქავს.


- შეიძლება დედაჩემი შემოვიდეს და ნამდვილად არ მინდა ავუსხნა მას თუ რატომ წევს ჩემს საწოლში ბიჭი - ვარყევ მხრით, ვთხოვ - მიდი, დილან, ადექი. სკოლაშიც უნდა მოვასწროთ.


ო'ბრაიანი აბრუნებს თავს და წარბშეკრული მიყურებს:


- გააფრინე? სკოლაში? გახსოვს, რომ გუშინ ისე ყვიროდი თითქოს ცოცხლად გჭრიდნენ? - მისი მზერა ჩემს მკერდზე გადადის, რის გამოც მომენტალურად ვწითლდები, რის შემდეგაც კვლავ წევს მზერას სახეზე - აღარ გტკივა?


-არა - ვაქანავებ თავს - და სკოლაში მე წავალ, როგორც შენ.


დილანი იჭმუხნება:


- საიდან მოიტანე? ძილის მეტს არაფერს არ გავაკეთებ - მალავს თავს ბალიშის ქვეშ, რის გამოც გაბრაზებული ვწევ წარბებს:


- დილან! - ვიწევი ახლოს, ვართმევ ბალიშს და ვაპირებ დავარტყა ის. ბიჭი ზურგით ბრუნდება საწოლზე , ოდნავ იწევა ,იდაყვებით ეყრდნობა საწოლს და მიყურებს. წამიერი სიჩუმე და ვხვდები, რომ ის ისევ დამცინის, რადგან მის სახეზე ირონიული ღიმილი ჩნდება.


ვურტყამ ბალიშს სახეში, ვაიძულებ ისევ დაწოლას, თვითონ კი ვდგები საწოლიდან და მაისურს ვისწორებ:


- მორჩა, დაახვიე, ო'ბრაიან! - ჩემი ხმა მკაცრი არაა, ტუჩები კი სუსტ ღიმილში იშლება, რომლის შეკავების ძალა არ შემწევს. დილანი წუწუნებს, ჯდება საწოლზე და იწმენდს სახეს, უშვებს თითებს მუქ აბურდულ თმებში. ვდგავარ ერთ ადგილას, როცა ის დგება და ფანჯარასთან მიდის:


- ესეიგი ჩვენს დროს ასე იხდიან მადლობას, არა?


ვიწყობ ხელებს მკერდზე:


- ეს ორმხრივი დახმარება იყო, გახსოვს?


- ჰო-ჰო - აღებს ფანჯარას, ერთი ხელით ეყრდნობა რაფას, მეორეს კი მისი ფანჯრისკენ წევს მაგრამ იქნევს მას და ისევ ჩემს ოთახში ბრუნდება. ვაშტერდები მას:


- რა ხდება?


დილანი ხელებს შარვლის ჯიბეებში იწყობს:


-მან ფანჯარა ჩაკეტა.


- ჩაკეტა?


ო'ბრაიანმა ჩაახველა:


-აჰა. ქვევიდან მომიწევს გასვლა.


-არა -ვწელავ, ვაქანავებ თავს - დედაჩემმა არ უნდა გნახოს.


- სხვა ვარიანტი გაქვს? - მიყურებს წარბ აწეული ხმაში კი სარკაზმის ნოტები ისმის.


რათქმაუნდა, არ მაქვს იდიოტო.


ვწევ ხელებს და ვისუნთქავ:


-ოქეი - ვცდილობ დავმშვიდდე - ოღონდ ჩემს უკან მოდიხარ და ჩუმად - ვაზუსტებ.


დილანი თავს მიქნევს.


-კარგი - მივდივარ კარისკენ და ბიჭიც მომყვება.


როდესაც დერეფანთან მივდივართ ო'ბრაიანი ხმამაღლა აცემინებს, რის გამოც მხარში დარტყმას იღებს. სახლი მტვერიანია, ამიტომ მისი რეაქცია გასაკვირი არ არის. საფეხურები ჭრაჭუნობენ,რის გამოც წარბებს ვკრავ. ეს იდეა ძალიან ცუდია.


დილანი მომყვება. კანი ჟრუანტელით იფარება, რადგან მესმის მისი ღრმა სუნთქვა ზურგს უკან. ბიჭი ახველებს. მაგრამ უკვე არ ვაქცევ ყურადღებას, რადგან ვიცი რომ მაინც ჩავფლავდებით და შეგვამჩნევენ.


- ჩერი - მინდა თავში დავარტყა, მაგრამ ამის მაგივრად ვეკითხები:


-რა გინდა?


- დღეს ორი თუ სამი გაკვეთილი გვაქვს მისტერ მონტეზთან. დარწმუნებული ხარ, რომ წასვლა გინდა?


უსიამოვნო სიცივე მოძრაობაში ხელს მიშლის. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ბიჭმა ყველაფერი იცის, თითქოს მისთვის ყველაფერი ნათელია.


ვჩერდები, ვაბრუნებ თავს. ვიღიმი:


- და რისი თქმა გინდა ამით?


- იქნებ ეს შენ გიღირს "რაღაც" მომიყვე? - მისი სახის გამომეტყველება სწორია, ამიტომ რთულია გავარჩიო მართლა დაინტერესებულია თუ არა იმით რასაც კითხულობს. ვაღებ ტუჩებს და ვაძალებ თავს გავიღიმო:


- ემ, სიმართლე გითხრა არ მესმის რას ამბობ ო'ბრაიან. - ვბრუნდები და ჩასვლას ვაგრძელებ. ჩემმა სუსტმა ხმამ ალბათ უკვე გამცა, მაგრამ რატომ უნდა გავარჩიო ეს თემა მასთან?


დილანი მომყვება. ჩუმად ვართ. მხოლოდ ჭრაჭუნი ანადგურებს ამ სიჩუმეს.


ჩავედით ქვევით.


ვიყურები ირგვლივ და ვხედავ რომ სამზარეულოს კარი შეღებულია. ვფიქრობ ჯერ დედა არ ამდგარა, ისევე როგორ მამა. მიმყავს დილანი გასასვლელ კართან. ბიჭი ჩერდება და მიყურებს:


- შენ ეწინააღმდეგები შენს თავს.


ვიბნევი, ვიყურები სხვადასხვა მხარეს, ვჩურჩულებ:


-იდიოტო, წადი უკვე - ხელს ვაჭერ მის გულმკერდს, მაგრამ დილანი ადგილიდან არ ინძრევა, აგრძელებს:


- მაღიზიანებდი შენი სიტყვებით, იმის შესახებ , რომ უბრალოდ ჩემთან მეგობრობა გინდოდა. მიძვრებოდი შენი შეკითხვებით, რადგან შენი აზრით მეგობრები ერთმანეთს ყველაფერს უნდა უყვებოდნენ, რაც მათ აწუხებთ. მაგრამ, როდესაც საქმე შენ გეხება, ღიად მატყუებ. ნუთუ მეგობრობა - ნდობა არაა?


ვუყურებ მას, ვყლაპავ პირში დაგროვებულ სითხეს. ნერვულად ვიღიმი და ვიწმენდ შუბლს:


- რაღაც აშკარად გეშლება. მე შენ არ გატყუებ, მე... - ენა მებნევა, ვაქანავებ თავს - უბრალოდ, წადი, კარგი?


ო'ბრაიანი ბრუნდება, აღებს კარს და გარეთ გადის. ხელის გულები მიოფლიანდება, მაგრამ არაფერს არ ვამბობ, ვკეტავ საკეტს. შუბლით კედელს ვეყრდნობი და ვისუნთქავ.


მეგობრობაც კი რთულია მასთან.


ვბრუნდება და ვხვდები, რომ როცა ის წავიდა , სახლმა კვლავ შეიძინა ის საშიში ბნელი ატმოსფერო. ვეხუტები საკუთარ თავს ხელებით, რადგან ნესტისგან სიცივე ხდება. ვდგამ ნაბიჯს,ვუსმენ, თავს ვაბრუნებ სამზარეულოსკენ. ჩემი სახის გამომეტყველება სუსტდება, როცა კარი იღება.


დედა ეყრდნობა მას და იწყობს ხელებს მკერდზე:


- შემოდი სამზარეულოში, უნდა დავილაპარაკოთ.



***


დილანი შევიდა სახლში. მოხუცმა ქალმა, რომელმაც ბიჭს კარი გაუღო, ჭაღარა მოიფხანა, ცდილობდა გაეგო, საიდან გაჩნდა მისი შვილიშვილი. ის აღებს პირს, სურვილით დასვას შეკითხვა, რომელიც მას აინტერესებს , თუმცა ბიჭი აიგნორებს და გზას აგრძელებს.


უხვევს სამზარეულოსკენ, ჩერდება. მაგიდასთან ზის ქალი მკაცრ კოსტიუმში. მან აწია მზერა შვილზე. მისი შეხედულება იმაზე ამბობს რომ მთელი ღამე არ ეძინა. ო'ბრაიანი ატრიალებს თვალებს, ბრუნდება, მაგრამ ქალი აჩერებს მას და სკამიდან დგება:


- დილ, მოიცადე, მოდი დავილაპარაკოთ?


ბიჭი ნელდება, იწყებს სწრაფად ხამხამს.


მას სასწრაფოდ ჭირდება გაიკეთოს სათვალე.


დილანი იძვრის ადგილიდან, ზურგს უკან ქუსლების ხმა ესმის. მან იცის რომ ქალი მიჰყვება. იცის, რომ ის თავს არ დაანებებს.


ბიჭი სწრაფად შედის ოთახში, კეტავს კარს. მისი ღრმა სუნთქვა სიჩუმეს არღვევს, რომელიც ჰაერში კიდია. დილანი ყლაპავს, მიდის საწოლთან და წვება მასზე, აგდებს მზერას მაგიდაზე. სათვალის მინები დამტვერილია.


ქალი კართან ჩერდება და სურს დააკაკუნოს, მაგრამ ხელის აწევაც არ შეუძლია. ის ძალა გამოცლილია. ის დაიღალა ამ ყველაფრისგან, მაგრამ შვილის დატოვება არ შეუძლია.


მას მხოლოდ ერთი შანსი სჭირდება.


საბოლოო შანსი.



***
დაძაბული ვუყურებ დედას, რომელიც ყავას ისხამს და საუბარს არ იწყებს.


ის რამეს უცდის?


ეს სიჩუმე ჩემზე ზეწოლას ახდენს და მზად ვარ ვიტირო ოღონდ რამე მითხრას და ეს მორალური წამება შეწყვიტოს. ვმალავ დაჭმულ ხელებს მაგიდის ქვეშ. სულ დამავიწყდა ამის შესახებ. ჯანდაბა. დილანი. ნახა მან ეს?


***


ო'ბრაიანი ჯდება საწოლზე,ხელში სათვალეს იღებს. ატრიალებს მათ, ათვალიერებს და კრავს წარბებს როცა მზერა გადააქვს მის მტევანზე, რომლის კანიც ჭრილობების ღრმა შრამებითაა დაფარული.


აბრუნებს თავს და იყურება ჩარლის ფანჯრის მხარეს. ხშირად ახამხამებს, ხრის თავს.


შიგნით რაღაც უსიამოვნოდ წვავს, კისერი ეღიტინება. დილანი ახველებს, ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მტვრის ბრალია, მაგრამ უცნაური გრძნობა არ გადის და აგრძელებს უსიამოვნო შეგრძნებების მოტანას.


***


ვფიქრობ ერთადერთი ვისაც არ ესმის ის თუ რა ხდება ოთახში - ეს მე ვარ.


მამაჩემი, ჩაცმული, შემოდის სამზარეულოში. მას მოჰყვება ჭაღარა კაცი ჩემოდანით ხელში. მზერა დედაზე გადამაქვს, რომელიც, როგორც იქნა იღიმის და სტუმარს უყურებს.


რა ხდება საერთოდ?


უცნობი მაგიდასთან მოდის, ჯდება სკამზე, რომელიც ჩემს მარცხნივ დგას. ვიბნევი და მშობლებს ვუყურებ, რომლებიც მშვიდად სთავაზობენ კაცს ყავას, ის კი თავს უქნევს მათ და მე მომმართავს:


-ჩემი სახელია ბენ როჯერსი, მაგრამ შენთვის, ახალგაზრდავ, უბრალოდ ბენი.


მივაშტერდი მას, რადგან ჯერ კიდევ ვერ ვხვდები რა ხდება. კაცი რომელიც, როგორც მეჩვენება ძალით იღიმის და აგრძელებს:


-მე - ექიმი ვარ , და აქ ვარ, რათა დაგეხმარო.




{ ო'ბრაიანი კრავს წარბებს როცა კოცნა დიდი ხანი არ წყდება. ის არ ამოძრავებს ტუჩებს, სანამ გოგონა თვითონ არ სცდილდება მას და უყურებს ბიჭს ნათელი თვალებით:


- აზრი არ აქვს - ამბობს და სევდიანად იღიმის - არაფერს არ გრძნობ ჩემს მიმართ, არა?}




- ბოდიშით მაგრამ ჩემგან რა გინდათ? - ვუყურებ დედას და ვუცდი განმარტებებს. მაგრამ ის ჩუმადაა და ყავას ასხამს ჭიქებში.


- შენმა მშობლემბა მომმართეს, რადგან ღელავენ შენზე. ახლა რთული პერიოდი გაქვს , ამიტომ არამგონია, ეს რამე სერიოზული იყოს - ამბობს ექიმი და ისევ იღიმის.


- პრობლემა რაში მდგომარეობს? - ვიწყებ გაღიზიანებას, რადგან წარმოდგენაც არ მაქვს რაზე ლაპარაკობს.


- საქმე იმაშია, რომ მათ ადარდებთ შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა , ხვდები?


ვიცინი, ვაქანავებ თავს:


- არა, არ მესმის - ვაბრუნებ თავს - დე, იქნებ ამიხსნი?


ქალმა დაღლილად ჩაისუნთქა:


-საყვარელო, მე და მამა - ისინი ერთმანეთს უყურებენ - მართლა ვღელავთ.


- მაგრამ, რას ვაკეთებ არასწორად? რამ გამოიწვია თქვენი ღელვა? - ვკრავ წარბებს, ვიკვნეტ ტუჩს.


ექიმი ხელზე მეხება, რის გამოც ვხტები და ხმას ვუმაღლებ:


-იქნებ, წესიერად ამიხსნით?!


დედა თავს ეხუტება ხელებით, რაც უფრო მაბრაზებს.


- ასე რატომ იქცევი?! - არ მესმის, ნაბიჯს ვდგამ მისკენ, მაგრამ დედა უკან იხევს. ვშეშდები. ექიმი დგება სკამიდან და მთხოვს:


- ჩარლი, დაჯექი, დავილაპარაკოთ.


ვბრუნდები და ზიზღით ვუყურებ მას:


- წადით თქვენი ყველა, თქვენ...


- ჩარლი - მამაჩემის მკაცრი ხმა მაიძულებს გავჩუმდე, მაგრამ არ დავთმობ. - ბოლო დროს უცნაურად იქცევი: დადიხარ ღამღამობით, შემოდიხარ ჩვენს ოთახებში, დიდი ხანი და დაჟინებით გვაშტერდები, თითქოს რაღაცის თქმა გინდა მაგრამ ამის შემდეგ ჩუმად მიდიხარ. შენ, - ენა ებნევა - შენ ჩვენს შეშინებას იწყებს, ძვირფასო.


გადამაქვს მზერა. არა. ეს მე არ ვარ, ეს...


ყველაფერი გასაგები გახდა, ამიტომაც ვიმართები და ვამბობ იმას, რის თქმასაც ვინანებ:


- ეს მე არ ვარ , ეს ყველაფერი სახლია.


სიჩუმე.


ყველა მე მიყურებს, მე კი გავაგრძელე:


- დიდი ხანია მინდა ამაზე თქვენთან საუბარი, ეს ყველაფერი სახლია, აქ ხდება...


-ჩარ-ლი - სუსტად წარმოთქვამს დედა. ვიწყებ ნერვიულობას, ამიტომ შუბლი ოფლის წვეთებით იფარება:


- არა, მომისმინეთ. მეც ვნახე ეს, ის... ის აქაა, ამ სახლში, მე...


ექიმმა ჩაახველა და წარბი აწია:


- გთხოვ დაჯდე, ჩარლი.


ვაქანავებ თავს და იმედით ვუყურებ მშობლებს:


- გაიგეთ, მეც ვხედავ მას, ის...


-ჩარლი! -მამა ვარდება, რის გამოც კანკალს ვიწყებ. კაცი სახეს იფარავს ხელებით, რის შემდეგაც იწმენდს საფეთქლებს და მძიმედ ისუნთქავს.


დედა ჩემსკენ მოდის, წევს ხელს და მხარზე მადებს, მაიძულებს მაგიდისკენ შევბრუნდე. ექიმი თავის ჩემოდანს მაგიდაზე დებს, აღებს მას. დავიბენი, უკან შევბრუნდი:


- დედა, მომისმინე, დე - ვიჭერ მის ხელებს. ქალს თვალები უფართოვდება. ის ათვალიერებს ჩემს ხელებს და ენა ებნევა:


- საყვარელო, რა გაუკეთე შენს თავს?..


ექიმს რაღაც ფურცლები ამოაქვს:


- ფიზიკური დაზიანების მიყენება არა მხოლოდ გარშემო მყოფებზე არამედ საკუთარ თავზეც - წაიჩურჩულა და სათვალეები გაიკეთა.


გარშემო მყოფები?


ვუყურებ დედაჩემს.


- მე არავისზე არაფერი არ დამიშავებია! რას ბოდავს? - ვკითხულობ.


- მეხსიერების დაკარგვა ან ჩვეულებრივი გაორება - კვლავ ჩურჩულებს, მიმართავს მშობლებს - წამლების გაფორმება გვინდა?


წამლები?


ვიხევ უკან და ხელებს ჩემს წინ ვწევ.


თვალ წინ სურათი, როგორც იქნა საბოლოოდ ფორმულირდება. ვაღებ ტუჩებს, არ ვახამხამებ თვალებს:


- მე გიჟი არ ვარ... - ვჩურჩულებ, შეშინებული ვუყურებ ირგვლივ მყოფებს - რას ამბობთ საერთოდ... მე არ ვარ... - ვბრუნდები და სწრაფად მივდივარ დერეფნისკენ.


-ჩარლი! - დედა მეძახის მაგრამ უკან არ მომყვება.


გამოვრბივარ კიბესთან. ვიკარგები საკუთარ ფიქრებში: მე გიჟი არ ვარ, არ ვარ გიჟი.


სწრაფად ავდივარ მესამე სართულზე, ვეყრდნობი კედელს, რომელიც ყინულიანი სიცივით მწვავს. ვდგამ ნაბიჯებს. ნელნელა ვადგამ ფეხებს. სუნთქვა მიჭირს, ამ ადგილის სიბნელე კი ზეწოლას ახდენს და ხელს მიშლის მოძრაობაში.


სწრაფად მივდივარ აბაზანაში, ვრთავ შუქს და ვკეტავ კარს, ვბრუნდები სარკისკენ:


- მე გიჟი არ ვარ - ვიმეორებ ამ სიტყვებს, ვეყრდნობი ნიჟარას. ვწევ თავს და ვხედავ, რომ სახე სულ სველია. ვწევ ხელს ონკანისკენ. ვუშვებ წყალს.


მე გიჟი არ ვარ.



***


- ადრე? არამგონია რომ ასეთი გამოვლინებები ადრე ყოფილიყო, მაგრამ - ქალი იწმენდს ხელის გულებს , ზის მაგიდასთან ექიმის პირისპირ - საქმე იმაშია, რომ დიდი ხანი ერთად არ ვცხოვრობდით, მე და ჩემი ქმარი განშორებულნი ვართ, ის კი ბებიასთან ცხოვრობდა.


- ბავშვობის ტრამვა - ჩურჩლებს ბენი და რაღაცას იწერს მის ჟურნალში.


***

ცივი წყალი, მეხმარება დავივიწყო წამიერად მაინც ეს არა სასიამოვნო ღებინების შეგრძნება. ვიწმენდ სახეს, ვდგავარ დუშის ქვეშ.


"მე გიჟი არ ვარ" - შეუჩერებლად ვიმეორებ ამას, რათა საკუთარი თავი დავარწმუნო.

***


- ჰო, ბულიმია... - დედა წარბებს კრავს.


- ესეც ფსიქიკური აშლილობაა - ამბობს ექიმი - თუ ყველაფერს , რაც მოვისმინე ერთად დავაწყობთ, შეიძლება დაავადების ხასიათი გამოვიყვანოთ და მკურნალობის ხერხი დავადგინოთ.

***


თავს უკან ვწევ , ვცდილობ გავაანალიზო ჩემი საქციელი. ასე არ უნდა ავფეთქებულიყავი, ახლა ფიქრობენ რომ არა ნორმალური ვარ.


"მაგრამ, მე გიჟი არ ვარ" - კვლავ ვიმეორებ.


ვისვამ ხელს, დაჭმულ ხელზე და ვკრავ წარბებს.


არა, გიჟი არა. უბრალოდ საკუთარი პრობლემებით. გიჟი არა.


ვხუჭავ თვალებს, ვხრი თავს.


და ჯერ მხოლოდ დილაა.


ოდნავ ვიბნევი, რადგან წყალი თითქმის ბოლომდე გაივსო ვანაში. არადა საცობი არ გამიკეთებია.


ვახელ თვალებს, მინდა დავიხარო, რათა შევამოწმო, მაგრამ ვშეშდები და დაჟინებით ვუყურებ წყალს. თვალები მძიმე ხდება, ტუჩები კი თავისით იწყებენ ჩურჩულს: "მე არ ვარ გიჟი, მე არ ვარ..."


სილუეტი იწყებს გამოჩენას. ვკრავ წარბებს, ვფიქრობ რომ ეს ჩემი ანარეკლია წყალში, მაგრამ ჩემი პირი იღება, როცა ვხვდები, რომ ეს ქალია. ის წევს ვანის ფსკერზე, ხელები მკერდზე აქვს დაწყობილი. მისი თვალები დახუჭულია, ტუჩები შეღებული. ჩემი ხელი კანკალებს, როდესაც ვწევ მას წყლის ზედაპირისკენ, თან ვჩურჩულებ:


- მე არ ვარ გიჟი, არ ვარ გიჟი...


შუქი ციმციმს იწყებს, ჩემი ჩასუნთქვები კი მოკლე ხდება, როდესაც თითებით წყალს ვეხები.


ქალი უეცრად ახელს თვალებს და მაშტერდება მინის თვალებით. შიშისგან სახეს ვკრავ. ვერ ვასწრებ ხელის გაწევას, ის უკვე მიჭერს თავისით. გაყინული თითები მერჭობა კანში, ჩემი ტუჩებიდან კი არა ადამიანური კივილი ფრინდება. მისი ფრჩხილები მერჭობა, ტოვებენ ლაქებს, რის შემდეგაც ვხტები ვანიდან და ვინთავისუფლებ ხელს. ფეხი მისრიალდება, ვეცემი იატაკზე, მივხოხავ კედელთან, ვკანკალებ. ჩემი მზერა მიპყრობილია ვანისკენ, კბილები ცახცახებენ.


- მე არ ვარ გიჟი, არ ვარ გიჟი, არ ვარ გიჟი, არ - ღრმად ვისუნთქავ, ვაგრძელებ ამ სიტყვების წარმოთქმას მოკანკალე ხმით.


სიჩუმეა.


უკვე აღარ მესმის წყლის ხმა, რომელიც დუშიდან მოდის. ნათურა არ ციმციმებს. მხოლოდ ჩემი სუნთქვა და გულის გიჟური ფეთქვა მესმის.


ვაიძულებ თავს ავდგე. ვეყრდნობი კედელს, არ ვახამხამებ თვალებს და კვლავ ვანას ვუყურებ:


- მე არ ვარ გიჟი...


ფეხები ჟელესავით მაქვს, ამიტომ ნაბიჯებს რთულად ვდგამ.


- არ ვარ გიჟი - ვწრიპინებ, მივდივარ ახლოს.


ვიყურები ვანაში.


უკვე აღარ მესმის საკუთარი გულის ცემა.


ვანა ცარიელია. წყალი კი ჩვეულებრივად ჩადის მილში.


მე გიჟი არ ვარ?



№1  offline წევრი Liziko27

აუუ ტყუილად ჰგონია დილანს რომ უგრძნობია.. ოირველად რომ შეხაო ხელი ჩემა გოგომ მაშინ ვერ დამალა ემოცია .. ;))))) აი აშკარად იმ საზიზღარს უნდა აკონტოლოს ჩარლი მაგრამ ფსიქოლოგიურად იმდენად ძლიერია ეგ აგიჟებს.... აიი როგორ თბილი ყოფილა ჩვენი დილანი უყურე მაგას:დ:დ:დ:დ ისეა შენიღბული და იმდენად დაიჯერა რომ არაფერს გრძნობს მარა მალე გალღვება.))))) :დ:დ აი ხვალამდე რა გაძლებს;((((((

 


№2  offline წევრი Niniko11

არ ხარ გიჟი არა დდ
ძაიან დავაინტრიე ამ თავშიი
როგორ გამოგდის ის რომ მკითხველის ყურადღებას ტექსტის დაწყებიდანვე იქცეეევვ
და მე ვფიქრობ რომ დილანი უგრძნობი საერთოდაც არაა და აქ მალე ვიღაცეებს ერთმანეთი შეუყვარდეებათტ
აი ამ პეტრას ამბავს კი ვერაფრით ვხსნიი მაგრამ ვიცი რომ ჩემს კითხვებს შემდეგ თავებში პასუხები გაეცემმააა
მოუთმენლად ველიი... მიყვარს ეს ისტორიაა ავტორთან ერთაადდ
წარმატებები♡♡

 


№3  offline წევრი ამელიაპონდ11

Liziko27
აუუ ტყუილად ჰგონია დილანს რომ უგრძნობია.. ოირველად რომ შეხაო ხელი ჩემა გოგომ მაშინ ვერ დამალა ემოცია .. ;))))) აი აშკარად იმ საზიზღარს უნდა აკონტოლოს ჩარლი მაგრამ ფსიქოლოგიურად იმდენად ძლიერია ეგ აგიჟებს.... აიი როგორ თბილი ყოფილა ჩვენი დილანი უყურე მაგას:დ:დ:დ:დ ისეა შენიღბული და იმდენად დაიჯერა რომ არაფერს გრძნობს მარა მალე გალღვება.))))) :დ:დ აი ხვალამდე რა გაძლებს;((((((

კიდევ უფრო რომ გაგიჭირდეს ხვალამდე გაძლება ;დდდ გეტყვი რომ შემდეგი თავი დილანის პირიდანაა და ასევე ძალიან ტკბილი თავია :დდდდ

Niniko11
არ ხარ გიჟი არა დდ
ძაიან დავაინტრიე ამ თავშიი
როგორ გამოგდის ის რომ მკითხველის ყურადღებას ტექსტის დაწყებიდანვე იქცეეევვ
და მე ვფიქრობ რომ დილანი უგრძნობი საერთოდაც არაა და აქ მალე ვიღაცეებს ერთმანეთი შეუყვარდეებათტ
აი ამ პეტრას ამბავს კი ვერაფრით ვხსნიი მაგრამ ვიცი რომ ჩემს კითხვებს შემდეგ თავებში პასუხები გაეცემმააა
მოუთმენლად ველიი... მიყვარს ეს ისტორიაა ავტორთან ერთაადდ
წარმატებები♡♡

მადლობა ❤️ სიმართლე გითხრა საერთოდ ვინმე რომ კითხულობს ჩემს ისტორიებს ეგეც მიკვირს მაგრამ რათქმაუნდა მიხარია..
შევევდები ხვალვე დავამატო ახალი თავი❤️

 


№4  offline წევრი Liziko27

ამელიაპონდ11
Liziko27
აუუ ტყუილად ჰგონია დილანს რომ უგრძნობია.. ოირველად რომ შეხაო ხელი ჩემა გოგომ მაშინ ვერ დამალა ემოცია .. ;))))) აი აშკარად იმ საზიზღარს უნდა აკონტოლოს ჩარლი მაგრამ ფსიქოლოგიურად იმდენად ძლიერია ეგ აგიჟებს.... აიი როგორ თბილი ყოფილა ჩვენი დილანი უყურე მაგას:დ:დ:დ:დ ისეა შენიღბული და იმდენად დაიჯერა რომ არაფერს გრძნობს მარა მალე გალღვება.))))) :დ:დ აი ხვალამდე რა გაძლებს;((((((

კიდევ უფრო რომ გაგიჭირდეს ხვალამდე გაძლება ;დდდ გეტყვი რომ შემდეგი თავი დილანის პირიდანაა და ასევე ძალიან ტკბილი თავია :დდდდ

Niniko11
არ ხარ გიჟი არა დდ
ძაიან დავაინტრიე ამ თავშიი
როგორ გამოგდის ის რომ მკითხველის ყურადღებას ტექსტის დაწყებიდანვე იქცეეევვ
და მე ვფიქრობ რომ დილანი უგრძნობი საერთოდაც არაა და აქ მალე ვიღაცეებს ერთმანეთი შეუყვარდეებათტ
აი ამ პეტრას ამბავს კი ვერაფრით ვხსნიი მაგრამ ვიცი რომ ჩემს კითხვებს შემდეგ თავებში პასუხები გაეცემმააა
მოუთმენლად ველიი... მიყვარს ეს ისტორიაა ავტორთან ერთაადდ
წარმატებები♡♡

მადლობა ❤️ სიმართლე გითხრა საერთოდ ვინმე რომ კითხულობს ჩემს ისტორიებს ეგეც მიკვირს მაგრამ რათქმაუნდა მიხარია..
შევევდები ხვალვე დავამატო ახალი თავი❤️

:დ:დ კიდე ეგ მინდოდა.

 


ღმერთო როგორ მკლავდა ამის წაკითხვის სურვილი♥ეს დღეები სახლში მარტო ვიყავი და მეშინოდა წაკითხვა :დ ახლა მეღირსა და ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent