შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო ჩემში (ნაწილი პირველი)


28-01-2019, 15:07
ავტორი Natiiaa33
ნანახია 7 941

-ამსაღამოს რაგავაკეთოთ? სახლში ხომ არ ვისხდებით 90იანებში როგორც ისხდნენ გასათხოვარი ქალები (გიორგი)
-ძმაო სულ სხვების გამასხარავება შეიძლება? კარგი რა, დროა ისევ ის გიორგი გახდე...დაივიწყე წარსული... (ნიკა)
-შენ იცი რატო ხარ ეგეთი ჭკვიანი? უფროსი ძმისგან სწავლობ..რაც შეეხება წარსულს მე ისეთი ვეღარასდროს ვიქნები...აწი მე მივაყენებ ყველას ტკივილს...
_თავმომწონედ განაცხადა და გულიანად გაიცინა... ჰმმ..როგორ ვერ ვიტანდი გიორგის რომ იცოდეთ..თავის თავზე შეყვარებული იდიოტი იყო, არაფრისმაქნისი არამზადა რომელსაც მამის ქონების ფლანგვა გამოსდიოდა საუკეთესოდ...რაღაც იყო მასში ისეთი, რასაც ვერ ამოიცნობდი...რაღაც ფარული, დიდი ტკივილი...ნიკა? ნიკა ძალიან კარგად აღზრდილი ახალგაზრდა იყო... ახვლედიანებს შორის სულ რაღაც სამი წელი იყო სხვაობა მაგრამ, აშკარად შეამჩნევდით ამას...ნიკა სულ სხვებზე ფიქრობდა, ცდილობდა დახმარებოდა ყველას და ყველაფერს...ბევრჯელ ყოფილა შემთხვევა, ქუჩაში მყოფი ბავშვებისთვის საკუთარი ნაშრომი ბოლო კაპიკებიც კი მიუცია და სახლამდე ფეხით დიდი მანძილი უვლია...მამას ყოველთვის ეუბნებოდა, მინდა საკუთარი ფული გამოვიმუშაოო და არასდროს არიყო მამის ჯიბის შემყურე, არც მისი კომპანია ადარდებდა და არც მისი ქონება რასაც გიორგიზე ვერ ვიტყვით..
იმ საღამოსთვის გოგოებს დაურეკეს და კლუბში გადაწყვიტეს შეკრება..მინდა ავღნიშნო რომ, ორივე ძმა საკმაოდ მომხიბვლელი და სიმპატიური იყო.. მათი საოცარი ღიმილი და მიხვრა-მოხვრა ყოველთვის იქცევდა გოგონების ყურადღებას...გიორგისაც რა უნდოდა მეტი...
დადგა კლუბში წასვლის დროც..ლამაზად გამოეწყვნენ და კლუბისკენ გასწიეს...
-ოჰოო!! ილია გოგოებს არ გაგვაცნობ? რაღაც ვერ ვიხსენებ მათ... (გიორგი)
ილია გიორგის და ნიკას ბიძაშვილია..არანაკლებ ქალების მუსუსი როგორც გიორგი..
-რათქმაუნდა ძმაო (თვალი ჩაუკრა გიორგის) ეს არის მარიანა ბერიძე (მიუთითა ნიკას გვერძე მდგომზე..საკმაოდ კარგი აღნაგობის გოგო იყო მაგრამ სიმაღლესთან შედარებით ძალზედ გამხდარი, თხელი ქერა თმით და თეთრი სახით)
განაგრძო გაცნობა, შემდეგ ქეთა საანიშვილი გააცნო რომლისთვისაც ხელი ჰქონდა გადახვეული.. (ქეთაც ლამაზი გოგო იყო, მოწითალო თმით, მაღალი ფეხებითადა კარგად გამოყვანილი წელით)
-სასიამოვნოა, სასიამოვნო..სხვას ველოდებით ვინმეს? (გიორგი)
-იციით ჩემს დაქალებს ველოდები, თათას და ნიას (მარიანა)
-კარგი მარიანა, იმედია შენსავით ლამაზები იქნებიან ისინიც (გიორგიმ ცინიკური ღიმილით უპასუხა და ერთი ვისკი შეუკვეთა...
-ჩემზე ბევრად ლამაზებიც გიორგი...ოღონდ გაითვალისწინე, ნიას ძალიან რთული ხასიათი აქვს და ზედმეტი არაფერი წამოგცდეს...
-და ვითომ რაო, რომ წამომცდეს? (სიცილი დაიწყო)
-მე გაგაფრთხილე.. (ღიმილიანი სახით მიმართა მარიანამ)
_საუბარი განაგრძეს მშვიდად, ამდროს ყველას ყურადღება კარისკენ მოექცა, ოჰოჰო რასილამაზეაა...როიცოდეთ რა ლამაზი გოგონები შემოვიდნენ.. ნია და თათა... თათას ნაზ და მაღალ ფეხებზე მოკლე შორტი ჩაეცვა, უკეთ გამოსაკვეთად. წვრილი წელი, გრძელი თმა და ლამაზი ცისფერი თვალები შეხედვისთანავე შემოგანათებდათ...ნია კი ისეთი საოცრება იყო, როგორ ავღწერო არც კი ვიცი.. გრძელი შავი თმა, შავი თვალები, მკვრივი ლამაზი ფორმებითა და მაღალი ლამაზი სხეულით...
-ეს შავთმიანი ჩემია (გიორგი)
-ძმაო მაგასთან ფრთხილად იყავი, სიმართლე გითხრა მარიანამ (ილია)
-აჰა, ესეიგი ესაა ნია ხო?
-ეგარის ეგ...
_ გოგოები მივიდნენ და ყველას მიესალმენ...
-მანდილოსნები რას დალევთ? (ნიკა)
-ამათ რამეს ატყობ რომ დალევა შეუძლიათ? (სიცილი დაიწყო გიორგიმ)
-პირდაპირ გეტყობა როგორი ნაგავი პროვოკატორიც ხარ (ნიამ პირდაპირ მიახალა გიორგის და შამპანურის ჭიქა აიღო ხელში)
-მაგ სიტყვები რომ არ შეგრჩება ხომ იცი ფისუნიავ?
-შენნაირი ადამიანი მე ვერაფერს დამაკლებს, ფრთხილად იყავი...
_გიორგი საშინლად გაბრაზდა ნიას ამ სიტყვებზე მაგრამ გაუღიმა და ჭიქით ანიშნა გაგიმარჯოსო... ილიას კი საპირფარეშოში გაყოლა სთხოვა...
-ძმაო ის წამალი ისევ გაქვს?
-რომელი?
-დამაძინებელი როა
-მაქვს, რადგინდა...
-მომე მჭირდება...
-იმედია ნიას არ უპირებ რამეს...
-სწორედაც
-არცგაბედო...ნია სხვა გოგოებს არ გავს...გაგანადგურებს
-ფეხები დამიკოცნოს, მომეცი ახლა თუ სხვისგან ვიყიდო...
-აიღე, მხოლოდ ერთი ტაბლეტი ჩაუგდე სასმელში და ზუსტად ორ საათში გაითიშება
-ილია ძმახარ...
ჩვეულებრივ გააგრძელეს გართობა, ნია თვალს არ აშორებდა გიორგის, იცოდა, რომ რაღაც ჩაიფიქრა მაგრამ რა, ვერ ხვდებოდა...
-ნია რატო აღარ სვავ? დანებდი უკვე?(გიორგიმ ერთი ჭიქა მარტინი გაუწოდა)
-მადლობა, დავლევ დიდი სიამოვნებით... (ღიმილიანი სახით გამოართვა)
ელოდებოდა გიორგი დროის გასვლას, რომ სახლში წაეყვანა თავის გეგმის განსახორციელებლად..
ნახევარი საათის შემდეგ შესთავაზა სახლში წაყვანა და ნიაც დათანხმდა...
-გასასვლელში დაგელოდები (გიორგი)
-კარგი გამოვალ მალე (ნია)
-ილია გამომყევი თუშეგიძლია (გიორგი)
-რახდება ძმა? (ილია)
-წამალი დალია...რამდენი საათი ეძინება?
-დილამდე სავარაუდოდ...
მათი ლაპარაკი ნიამ მოისმინა მაგრამ, თავი ისე დაიჭირა თითქოს არაფერი გაუგონია, მან იცოდა, რომ რაღაც მსგავს გააკეთებდა გიორგი ამიტომ არდალია მისი მიწოდებული მარტინი და ახლა დრო იყო ბოლომდე ეთამაშა თავისი როლი...
გიორგის ღიმილიანი სახით მიუახლოვდა და გასასვლელისკენ ანიშნა...
გზაში საუბრობდნენ როცა ნიამ დაამთქნარა...
-აუუ ძალიან მეძინება, იქნებ სწრაფად იარო? (გიორგის შეხედა და გაუღიმა)
-არიდარდო დაიძინე თუ გინდა და გაგაღვიძებ...
-ნიამ ხმა აღარ გასცა, რომ ეფიქრა დაეძინაო...
გიორგიმ მიიყვანა სახლში,ოღონდ თავისთან, ხელში აყვანილი შეიყვანა და ლოგინზე დააწვინა..ლოგინი აშალა, გახადა და დააწვინა..თითი გაიჭრა და ზეწარს სისხლი წაუსვა, თვითონაც გაიხადა და დაწვა...ნიას რომ უყურებდა ეღიმებოდა იფიქრა მაგრად გავამწარებო...მობილური ამოიღო და ილიას დაურეკა...სიცილით ეუბნებოდა, რომ ყველაფერი გამოუვიდა და მასთან გოგოს ესე ლაპარაკს არ აპატიებდა...
მოვიდა დილა...ნიამ თავი ვითომ გაჭირვებით ასწია და გიორგი რომ დაინახა კივილი დაიწყო....
-მე აქ რამინდა?? აუუ თავიი..
-არგახსოვს? თვითონ მთხოვე
-რაგთხოვე? შეარაკაცო
-გინდოდა ჩემთან და უარს ხომ ვერ გეტყოდი?
-ეს სისხლი რა ჯანდაბაა?
ვითომ გაოცებული წამოხტა ფეხზე და გიორგის მიმიკებს აკვირდებოდა...
-ეგ ისაა რაც იფიქრე..
-კიმაგრამ როგორ? ქალიშვილი არ ვარ გიორგი ..
აშკარად არ მოელოდა გიორგი ამ სიტყვებს და გაფითრდა, ნია კი სიცილს ძლივს იკავებდა....
-აღმოჩნდა, რომ წინა პარტნიორზე ბევრად დიდი კაცური ღირსება მაქ და მაგის ბრალია...ხომარ გავიმეოროთ?
-გაეთრიე არაკაცო!
დაუყვირა და სახლიდან წამოვიდა ნია..თან იცინოდა -ცოტაც დამაცადე გიორგი ახვლედიანო, სიმწრით უნდა გარბენიო აქეთ-იქეთ...
გიორგი მაგარ გასწორებულში იყო თავის ჭკუით...მან ჯერ არც იცოდა რა ელოდა წინ...
გიორგის მამა სარეკლამო ბიზნეს ეწეოდა..ნია მათ კომპანიაში მუშაობდა მაგრამ გიორგი არასდროს ენახა...დრო დადგა რომ გიორგისაც დაეწყო მუშაობა რადგან მამამისი შეუძლოდ იყო და მალე კომპანიას სულ დატოვებდა...ნია კრეატიული განყოფილების დირექტორი იყო...საკმაოდ ძლიერი თავის საქმეში...დრო გადიოდა...დადგა ის დრო როცა სამაგიერო უნდა გადაეხადა მაშინ როცა კომპანიიდან გაგდებით დაემუქრა გიორგი....
-ბატონო გიორგი სალაპარაკო გვაქ...
-კარზე დაკაკუნება არ გასწავლეს?
-გითხარი სალაპარაკო გვაქვსთქო
-დაიწყე..
-ფეხმძიმედ ვარ!
-რააა?
-დიახ, მუცლით თქვენს შვილს ვატარებ..
-ესხომ შეუძლებელია
-რათქვით?
-ჩემი არაა ეგ ბავშვი...
-დიახ თქვენია და თუ ერთ კვირაში ცოლად არ მომიყვან ყველაფერს მამათქვენს მოუყვები...

სიტყვის თქმა არ აცადა და კაბინეტიდან გამოვიდა...სიცილს ვერ იკავებდა...გიორგი კი გაოცებული სახით დარჩა და დაიწყო გამოსავლის ძიება
-ილია ძმაო მაგარ შარში ვარ..
-რამოხდა?
-ნიამ ფეხმძიმედ ვარო..
-ღადაობ ტო? რანაირად ხომ არაფერი მომხდარა თქვენს შორის?
-არა ძმაო თითიც არ მიხლია.. სხვისი ბავშვია და სასწრაფოდ უნდა გავაკეთებიო აბორტი სანამ მე შემეტენა..
-აბორტი? შანსი არაა, ნია მაგას არ იზავს...
-სხვა გზა მააქ? ესრომ მამაჩემა გაიგოს ხომ იცი რაც მოხდება...
-გაფიქრებაც არ მინდა..კაი რამეს მოვიფიქრებ და დაგირეკავ...

კორპორატიული წვეულება ეწყობოდა ერთ კვირაში...ნია და გიორგი ერთად უნდა წასულიყვნენ...ოთხი საათისთვის გაუარა გიორგიმ და კორპუსთან ელოდებოდა რომ წაეყვანა...ნიას მშვენიერი სიურპრიზი ჰქონდა გიორგისთვის ასერომ ბედნიერი სახით მოაბიჯებდა..კაბა სპეციალურად შეაკერია, მუქი ლურჯი დაშვებული, მარცხენა მზარეს საკმაოდ აჭრილი ღრმა დეკოლტით...თმა მაღლა ჰქონდა აწეული და ბორდოსფერი ტუჩსაცხი ესვა მატოვი...თვალები მუქი შუქჩრდილებით ჰქონდა გამოკვეთილი. ნუ მოკლედ საუცხოოდ გამოიყურებოდა..როდესაც გიორგიმ შეხედა თვალი ვერ მოსწყვიტა...
-კარგი გეყოფა ჩემი ყურება..დაძარი მანქანა
-მინდა გითხრა რომ არაჩვეულებრივად გამოიყურები...
-ცოტა არ იყოს სუსტად ვარ ეს დღეებია..
-რატომ?
-ძლიერი ტოქსიკოზი მაქვს...ბავშვი უკვე სამი თვისაა...
-რა ბავშვი შენ რა მაგას სერიოზულად მეუბნები?
-განა შეიძლება ბავშვზე ვიხუმრო?

გიორგიმ პასუხი აღარ დაუბრუნა..უკვე გააჩერა მანქანა და ნიას კარი გაუღო.კაველარი გამოსდო და ერთად შევიდნენ რესტორანში..ყველას ყურადღების ქვეშ ეს ჩვენი წყვილი აღმოჩნდა...თვალს არ აშორებდნენ...
-გიორგი ცოტა შეუძლოდ ვარ, საპირფარეშოში გავალ..
-ხომარ გამოგყვე?
-არა იყოს მალე დავბრუნდები...
ნიამ მიზეზი მოიგონა რადგან ნინა დანელიასთვის დაერეკა...ნინა მისი მეგობარი იყო რომელიც გინეკოლოგად მუშაობდა..
საპირფარეშოდან რომ დაბრუნდა გიორგისთან ერთად ცეკვა განაგრძო...
-თავს როგორ გრძნობ?
-არვიცი თითქოს სუნთქვა მიჭირს..
-გარეთ ხომარ გავიდეთ?
-არა იყო...... (გული წაუვიდა ვითომ)
პანიკა ატყდა, გიორგიმ არავინ გააკარა ნიას და ცალკე ოთახში მოათავსა..
-გთხოვ ჩემს გინეკოლოგს დაურეკე ნინას მოვიდეს...(ამოილუღლუღა და ისევ დაკარგა გონება)
გიორგიმ შეასრულა ნიას სიტყვა და ნინა ნახევარ საათში უკვე ადგილზე იყო...
-ექიმო რამე სერიოზულია?
-სამწუხაროდ..
-რამოხდა?
-პაციენტს რთული ფეხმძიმობა აქვს როგორც ჩანს...მე ნია გავაფრთხილე მისთვის სიარული არ შეიძლება რადგან თუ მას აბორტი დასჭირდება ნიას დავკარგავთ...
-რაა? ახლა რაუნდა ვქნა ექიმო?
-ნიას წოლითი რეჟიმი ესაჭიროება..დარჩენილი ექვსი თვე სულ უნდა იწვეს თორე....
-კარგი ექიმო, პირადად გავაკონტროლებ...მადლობთ რომ მოხვედით...
ჰოი საოცრებავ...გიორგის ნია შეუყვარდა და ეს ყველაფერი ისე მოხდა თვითონაც ვერ ხვდებოდა...
ნია გონს მოვიდა...
-რა თქვა ექიმმა?
-ნია უნდა ვიქორწინოთ..
-რაა?
-აუცილებლად..ხვალვე...არა ახლავე...
-გაგიჟდი?
-არა სერიოზულად...
-წამომყევი ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო..
-შენთვის სიარული არ შეიძლება..
-გაჩუნდი და გამომყევი...
-სად მივდივართ?
-გასაღები მომაწოდე...
-შენ ამ მდგომარეობაში საჭესთან ვერ დაგსვავ...
-გაჩუნდი და გასაღები მომაწოდე...
ნიამ გიორგი ზღვაზე აიყვანა..მანქანის კარი გადმოსვლისას მაგრად მიაჯახუნა და გიორგისაც დაუღრიალა მანქანიდან გადმოსულიყო....
-ნია რაგჭირს? შენს მდგომარ...
-მოკეტე, არაფერი აღარ თქვა (ნიას ცრემლები წამოუვიდა)
-რაგჭირს, რამოხდა?
-ჩემთან იწექი არა?
-ნია მე...
-იწექი ხო შე არაკაცო (ღრიალებს და თან ტირის)
-არა ეს ყველაფერი შენს გასამწარებლად იყო...
-ხო ვიცი, არცმე დამილევია ის სასმელი არც ფეხმძიმედ ვარ და არც ვინმე სხვასთან ვწოლილვარ მაგრამ მიუხედავად ამისა შენ მე მაინც გამამწარე...
-რააა? ეს ყველაფერი...ანუუ
-დიახ! მინდოდა შური მეძია მაგრამ ისევ მე დავზარალდი..
-რატომ ტირი...შენ რატომ დაზარალდი გულნატკენი მგონი მე უნდა ვიყო..
-შემიყვარდი (უეცარი დაკივლება და ნია მანქანის გვერდით ჩაიკეცა)
-ჩუუუ მოდი ჩემთან (გულში ჩაიკრა მაგრამ ნია ისევ განაგრძობდა ტირილს)
-გამიშვი გთხოვ...შენს სიახლოვეს ვეღარ უძ....
სიტყვის თქმა არ დაასრულებია, ხელები მაგრად მოუჭირა და აკოცა...
-ნია მიყვარხარ (ჩუმად ჩასჩურჩულა, თან გულზე ყავდა მიკრული)
-ეს როგორ..
-სიგიჟემდე შემიყვარდი..აქამდე რა იყო არ მაინტერესებს...ამის მერე მხოლოდ ის ვიცი რომ ჩემი იქნები მარტო...
-მიჩქმიტე
-რავქნა?
-სიზმარია ხო? (ხელებს იქნევს) გაქრი, რატო არ ქრები?
-გეყო სისულელეები.
-ერთხელ კიდე მითხარი..
-მიყვარხარ ნია..
-არმესმის გიორგი
-მიყვაარხააარ (ღრიალებს)
-ვაიმე რა სიბედნიერეაა...მოდი ჩამეხუტე რა..
ხელები შემოხვია და მაგრად მიიკრა გულზე..შუბლზე ტუჩები მიადო, თმაში ხელები შეუცურა და ლამაზი ვარცხნილობა სულ აუბურდა..შუბლიდან ტუჩები ცხვირზე ჩამოანაცვლა, ცხვირიდან ტუჩებს დასწვდა და სუნთქვაშეკრული ნელ-ნელა უახლოვდებოდა ნიას ტუჩებს...ნიამ თავი დაიხსნა, კოცნა არ აცადა და გულიანად გაიცინა...
-ნუ ჩქარობ პატარავ.
-რასმიკეთებ?
-ჯერ არშეიძლება...მერე იყოს..
-ნუ მაგიჟებ.. მოდი აქ
გაეკიდა, გიჟივით დარბოდნენ...ბავშვობაში მგელობანას რომ ვთამაშობდით, უდარდელი, ბედნიერი ღიმილით, ყოველგვარი ჯავრისა და ფიქრისგან მოშორებული...აი იმ ბავშვებს გავდნენ..ერთი ბედნიერება მათი ყურება იყო მხოლოდ...
ასეთი უდარდელი მომავალიც არ ელოდათ...ბევრი პრობლემით და სირთულით სავსე გზა ჰქონდათ გასავლელი რამდენი შური და ბოღმაა ამქვეყნად ნეტაც იცოდეთ...

-გიორგი ჩვენს სიყვარულს დავმალავთ?
_გიორგის ერთ-ერთ ბინაში დივანზე წამოწოლილები იწვნენ, ნიას ღრმად ჰქონდა თავი ჩამალული მის კისერში და ხარბად სუნთქავდა..გეგონებოდა მთელი მისი სურნელი უნდა შეისუნთქოსო..ჩუმად ებუტბუტებოდა და ცალი ხელით მის თმებში დაბორიალობდა....
-რატო უნდა დავმალოთ?
-რავიცი, ვფიქრობ ასე უკეთესი იქნება...ისე შენს ყოფილებზე რომ არაფერი ვიცი?
-რისი ცოდნა გინდა?
_ნერვიულად იშმუშნება, გულმა მუშაობის ტემპს მოუმატა, აშკარად რაღაც გაახსენდა. ფიქრებში გადაეშვა ღრმად და ნიას ხმაც უკვე ბუნდოვნად ესმის...უცბად ფეხზე წამოდგა და ყვირილს იწყებს...
-რას ნიშნავს ეს ყოველივე? რატომ მკითხე ყოფილებზე? შენ...შენ რაჯანდაბას მიწყობ ნია?
-მე...მე უბრალოდ გკითხე, დამაინტერესა და შენი ასეთი რეაქცია რას მივაწერო? მოხდა რამე?
-რა უნდა მომხდარიყო? ვერ ვიტან ჩემს წარსულზე საუბარს, ფიქრს, და ყველაფერს რაც კი წარსულს უკავშირდება და არგაბედო რამე მკითხო...
_ახვლედიანი გიჟს გავდა, თვალები ემღვრეოდა, სიტყვები ერეოდა, წინადადება ძლივს დააწყო გამართულად რომ ეთქვა...ნია გაოცებული უმზერდა გიორგის რომელიც მისთვის საერთოდ უცხო ადამიანი იყო...უცებ წამოდგა, ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ გაიქცა, თვალებიდან ცრემლი სდიოდა, აღარიცოდა რა მოემოქმედებია..გიორგი მომენტალურად იატაკზე ეცემა..ფეხებს მაქსიმალურად ხრის და ხელებით მაგრად ეხუტება..გაურკვეველ ფრაზებს ამბობს.. -დაივიწყე, დაივიწყე ის არმომხდარა, ის წარსულია, შენიბრალი არარის.. _თავის თავს ერთიდაიმავე ფრაზებს უმეორებს და ცრემლებს ხელისგულებით იწმენდს...ნია გაიქცა..ძალიან გვიანი იყო და მარტო მიაბიჯებდა ცარიელ ქუჩებში...საშინელებას გრძნობდა..სიყვარულის პირველივე დღეს უსიყვარულოდ დარჩა..მიხვდა რომ ამ ურთიერთობას ვერ გააგრძელებდა..მომავალი არ ქონდა, აუცილებლად დაიტანჯებოდა..მობილურს იღებს და სადღაც რეკავს
-გამარჯობა ციალა ბებო..ბოდიში ასეთ დროს რომ გაწუხებ...ნია ვარ
-ბებიკო, ამბოლო დროს მეხსიერება მღალატობს..ვერ გაგიხსენე, მაპატიე შენი ჭირიმე..
-ბებო, თედოს გოგო ვარ, ნია...
-ვუი შენ მოგიკვდი ჩემო თვალხატულა...ჩემო ნამცეცა გოგო...
-რაღაც უნდა გთხოვო ბები...
-გისმენ ჩემო პატარა...მოდიხარ ბები? რამდენი ხანია მათ საფლავზე არ ყოფილხარ და მოგენატრნენ ბები? შენოგიკვდი ჩემო ნაადრევად გულგატეხილო...
_ქალი ცდილობს ცრემლი შეიკაოს და ნიას არ გააგონოს მისი სლუკუნი...
-ბები საცხოვრებლად ვაპირებ დაბრუნებას.. პატარა სოფლიდან წავედი დიდ ქალაქში..დიდი იმედებით..მაგრამ...ყველაფერი სათითაოდ მენგრევა ბები... _ცრემლებს ვერ იკავებს და ქვითინს იწყებს..
-აღარ შემიძლია ვეღარ უძლებ ბებო...ძლიერი გოგოს იმიჯით სიყალბეში ვცხოვრობ, ვიკარგები ბები..საკუთარ თავში ვიკარგები...
-ჩემო ცუგრუმელა, ჩემო ნათელო სხივო მეორედ აღარ თქვა ეგ ბებო.გულს ნუ მომიკლავ ჩემო სინათლე..მამაშენს ესმის იცოდე...არმოგცემდა მაგის უფლებას წარმატების მწვერვალიდან უეცრად მიწას დანარცხებოდი...ჩამოდი ბებო სახლს დაგახვედრებ მომზადებულს...დარჩი რამდენიმე დღე..დამშვიდდი, დაწყნარდი, გაანალიზე ყველაფერი და მერე ისევ მწვერვალებისკენ ისწრაფე..
-კარგი ხვალვე ჩამოვალ ბები და ერთად ავწონ-დავწონოთ ყველაფერი....
-გელოდები ჩემო თვალისჩინო...
_მეორე დღეს მთავარი იყო კომპანიიდან ისე წამოსულიყო, რომ გიორგის ვერ ენახა და მისი გათავისუფლების განცხადებაზეც მოეწერა ხელი...სასწრაფოდ მარიამი ესაჭიროენოდა, გიორგის მდივანი..ის აუცილებლად შეძლებდა ხელმოწერის მოპოვებას...დაუკავშირდა მარიამს განცხადება გადასცა და დაელოდა მის ზარს..
-ბატონო გიორგი შეიძლება შემოვიდე?
-მოდი მარიამ, მოხდა რამე?
-რამდენიმე საბუთზე გაქვთ მოსაწერი ხელი...
-დატოვე და მივხედავ...
-სასწრაფოა...ვერ დავტოვებ..
-კარგი მომეცი...
_არც წაუკითხავს ხელი ისე მოაწერა, საბუთები მარიამს გადასცა და კარისკენ წასული უეცრად შეაჩერა...
-მარიამ, ნიას დაუძახე სასწრაფოდ შემოვიდეს...
-ვერ შემოვა..
-რას ნიშნავს ვერ შემოვა?
-დარეკა საცხოვრებლად სხვაგან გადავედიო...დღეს ქალაქს ტოვებს?
-რაა? (ფეხზე წამოდგა და ორივე ხელი მაგრად დაარტყა მაგიდას) რასქვია საცხოვრებლად სხვაგან მიდის..კიმაგრამ განცხადება? აქ ხომ უნდა მოსულიყო..
-განცხადებაზე ხელი მოწერილი გაქვთ..ასე თქვა..
-მეღადავება ხო? შევიშლები...გადი ოთახიდან (დაიღრიალა)
_ნია საღამოს უკვე სოფელში იყო...ის თუშეთიდან იყო...სოფელი ომალოდან..მართალია საცხოვრებლად მძიმე იყო ის პირობები, რაც მას წინ ელოდა მაგრამ, დანებებას არ აპირებდა...ივლისის შუა რიცხვები იყო, ქალაქი რომ სიცხისგან იწვოდა, ომალოში საკმაოდ გრილოდა...
-ბები..ბებიიი...(ხისგან აგებული პატარა, მყუდრო სახლის წინ გაჩერდა და რამდენიმეჯერ დაიძახა)
-მოხვედი უკვე ბებიკო? (ხელებგაშლილი ქალი სწრაფად მოაბიჯებდა ეზოში,რომ გულში სწრაფად ჩაეკრა თავისი მონატრებული გოგო..
-ბები, შენღა დამრჩი ამქვეყნად..სხვა ყველამ გული მატკინა..გადამიარა ბებო..
_ქვითინებდა და მოხუც ქალს მაგრად ეკროდა...
-წამოდი ბებო სახლში, ნამგზავრიხარ, დაისვენე საჭმელი ჭამე და ვილაპარაკოთ...
-როგორ მომენატრა შენი გაკეთებული საჭმელი...აუ ბებოო გორდილას ხომ გამიკეთებ? ახლა ისე ვარ ერთ ლიტრა არაყს დავცლიდი გორდილას უხდება თან...
-ხავიწი გაგიკეთე..ხომ გიყვარდა ბებო? ისევ გიყვარს? ხმიადი, ქუმელი, მოსმულა, საწება...ყველაფერი მოვამზადე ბები...
-ღმერთოო რამაგარიაა..იცი ბებო რამდენი ხანია არ მიჭამია? ქალაქში ვერსად ნახავ...იქ ბებო პიცა, შაურმა, ჰამბურგერი და სწრაფი კვების ობიექტის პროდუქტებია მოდაში...მეკი როგორ მომენატრა ეს ყველაფერიი...მმმ...რასურნელებაა...
_ბუზღუნებდა და საჭმელებს თავს დატრიალებდა...სუფრა გაშალეს..გემრიელად ივახშმეს და საუბარი დაიწყეს...
-მომიყევი ბებო რამოხდა...ვინ გატკინა ასე გული...
-შემიყვარდა..
_კალთაში ჩაუდო თავი ციალა ბებოს...ფეხები მოხარა და საუბარი განაგრძო ..
-იცი როგორ შემიყვარდა? როცა მეგონა, რომ სიხარულის წუთები იწყებოდა ჩემს ცხობრებაში მაშინ დავეცი...მტკივნეული იყო ბებო იცი? ძალიან მეტკინა.. მივხვდი, რომ არქონდა მომავალი ჩემს ბედნიერებას იმ ადამიანთან..მივხვდი..მივხვდი, რომ ქალაქი გამანადგურებდა და დავბრუნდი აქ...ისე მგონი რამდენიმე წელიწადში მარტო მე დავრჩები ამ სოფელში...სულ დაცარიელებულა....
-აი რატომ იყო კარგი ჩემი დრო...სიყვარულზე ვინ გელაპარაკებოდა...ვისაც გაგირიგებდნენ ის უნდა გყვარებოდა...მას უნდა ემსახურო სიცოცხლის ბოლომდე, მორჩილი, მოსიყვარულე უნდა ყოფილიყავი...სიყვარულიც იყო მერე...უფრო მიჩვევა მაგრამ სიყვარულიც გვქონდა...
-ხო მაგრამ, როცა გიყვარს ცხოვრება სულ უფრო გიადვილდება მის გვერდით...ყველაფერი ცისარტყელას ფერებშია...ბებო მუცელში პეპლები არ დაგდიოდა, როცა შენი ქმარი გეხებოდა? მისი თვალები არ გწვავდა?
-რაის პეპლები ბებო? თვალებმა როგორ უნდა დაგწვას? ბებიკო სიცხე ხომარგაქ? ვაიმე რაღა მეშველება ახლა..
_შუბლი გაუსინჯა, საფეთქლებზე ტუჩებით შეეხო და ნერვიულად ლაპარაკი დაიწყო ..
-აჰაჰაჰა არა ბებოო..კარგად ვარ კარგად..ეს უცხო რაღაცაა ვერ ვხსნი..მას როცა ვხედავ მგონია რომ ჩემში ყველაფერი თავდაყირაა...კუჭი და ნაწლავები ერთმანეთში იხლართება..გული ისე უმატებს მუშაობის ტემპს, რომ დიაფრაგმასაც კი სცდება და ტალღები სადაც მუცელში იკარგება..რაღაც სხივივით მაქვს...მუცლიდან იწყებს სწრაფ მოძრაობას, ხერხემალზე გადადის და წამში მთელს სხეულში იფანტება....
-ვაიმე ბებო..შენ მოგიკვდი..შენი ჭირიმე ეს რა დღეში ხარ ბებო...საავადმყოფოში არ იყავი?
_ნიას ღიმილი დასთამაშებდა სახეზე საუბრის დროს...ბებოს სიტყვებზე კი სიცილი ვერ შეიკავა და გულიანად გაიცინა...
-ექიმი ვერ კურნავს ბებო სიყვარულს...
-წამოდი ახლა დაიძინე...ძილი განგკურნავს და სუფთა ჰაერზე გავიაროთ ხვალ...
-ბებო ჩემს სახლში გავალ...ის მომენატრა...ხოიცი ეგ ადგილი მაგ სახლში ყველაფრის ძალას რომ მაძლევს...
-ვიცი ბებო როგორ არ ვიცი...აქ მიდევს მაგ კარის გასაღები..
-ერთადერთი ხარ ვინც იცის იმ კარის მიღმა რაც იმალება.._ლოყაზე უჩქმიტა და მაგრად ჩაეხუტა...
-ვაიი!! სულ დამავიწყდა მარიანასთვის დამერეკა...ინერვიულებდა..მოვალ მალე ბებო...


-ალო მარიანა...ნია ვარ..ბოდიში ვერ დაგირეკე აქამდე...
-ძვირფასო ხომ კარგად იმგზავრე? როგორ ვინერვიულე იცი? გიორგი გაგიჟდა...სულ გაგიჟდა! გიჟივით გეძებს ყველგან...ასეთი ჯერ არ მინახავს...
-იმედია არაფერი უთხარი...
-არა, უშენოდ ვერაფერს ვეტყოდი...მართლა ცუდადაა..ჯობია დაელაპარაკო თორე შესაძლოა რაღაც საშინელება ჩაიდინოს..
-შენ ხომ იცი მარიანა, ხომ იცი რომ მე და ის განსხვავებული ორი ფერი ვართ..განებივრებული ბიჭია რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი...მეკი, მეკი როგორ ვიბრძოლე იმის მისაღწევად რაც დღეს მაქვს...
-განსხვავებული ორი ფერი...ისეთი როგორიც თეთრი და შავია? სრუალიად სხვადასხვა მაგრამ არაფერი ისე არ უხდება ერთმანეთს როგორც ეს ორი ფერი...
-კარგი, მე მას გამოვცდი...
-რა ჩაიფიქრე?
-დაურეკე და უთხარი სადაც ვარ...ოღონ არუთხრა, რომ მე დაგავალე...
-კარგი ძვირფასო..თავს გაუფრთხილდი.. ხომართლა თათა ნიკას ხვდება იცი?
-ვააა მართლა? ნიკა ძალიან კარგია, თავის მხეც ძმას კი არ გავს...გაუგებენ ერთმანეთს...
-მოიცა მეორე ხაზზე გიორგი მირეკავს..


-გისმენ გიო
-იცი სად არის ნია?
-ვიცი მაგრამ...
-რა მაგრამ? მითხარი დროზე...
-ნიას დავპირდი და რომ გაიგოს გითხარი მომკლავს...
-მითხარი..დანარჩენს მე მივხედავ...
-ომალოშია..
-მად რა ჯანდაბა უნდა?
-იქ იცხოვრებს აწი..
-კიმაგრამ ვინ ყავს იქ?
-მოკლედ ნიასთან გაარკვიე...შეტყობინებით მოგწერ როგორ მიაგნო...ნახვამდის..


-ველაპარაკე..
-და რაო?
-რა უნდა იქო..მივხედავ ყველაფერსო..მივწერ როგორ მოგაგნოს...ნუ თუ მეტყვი თორე მე რავიცი...
-კარგი მოგწერ და დაუფორვარდე..
-დროებით საყვარელო...
_სახლში შევიდა, ციალას დაემშვიდობა და თავისს სახლში გადავიდა...ფიქრები ერთმანეთში ერეოდა..არაფერი იცოდა რა მოხდებოდა მომავალში, მაგრამ ის იცოდა, რომ თუ, გიორგი მის სიყვარულს დაამტკიცებდა, სიცოცხლის ბოლომდე მის გვერდით იქნებოდა..ბუხარი აანთო..სავარძელი ახლოს მიაჩოჩა...პლედი გადაიფარა და უმზერდა როგორ იწვოდა შეშა..უსმენდა მის ტკაცუნს და ხვდებოდა რომ საშინლად მოენატრა ეს ყოველივე..ძალიან ლამაზი სახლი ჰქონდა...თვითონ ააშენებია თავისი პროექტით რამდენიმე წლის წინ...ორსართულიანი, პირველ სართულზე ხუთი კიბით ადიოდი..აივანს გადაკვეთდი და სახლში შედიოდი...მეორე სართულზე ასასვლელად კი შიდა კიბეს იყენებდა რომელიც ძალიან ლამაზი ორნამენტებით იყო გაფორმებული...პირველ სართულზე იყო ოთახი რომელიც ერთ ოთახს უკავშირდებოდა...ნიას საოცნებო ოთახს...სავარძელში ისე ჩაეძინა რომ ვერც გაიგო..დილამდე მშვიდად ეძინა სანამ კარზე კაკუნმა არ გააღვიძა...
-ბებო დილამშვიდობის..ამ დილა ადრიან ხომ მშვიდობაა?
-ბები ძალიან გამხდარი ხარ..ცხელი ხაჭაპურები დაგიცხვე..მიდი ჩაა აადუღე და ერთად ვისადილოთ..მერე მომეხმარე ხინკლის შეხვევაში..ცოტა ფერზე თუ არ მოგიყვანე სულ ჩამოდნები..როგორ შეიძლება ასე ბებო?
-ჩემი ბუთხუზაა ბებოო..როგორ მიყვარხარ იციი?
_მოეხვია ქალს და ლოყები დაუკოცნა....
-ბები იცი ერთი ბიჭი აპირებს აქ მოსვლას...შეიძლება დარჩეს..
-რასამბობ ბებო? როგორ შეიძლება ეგ? არა ბებო არა სირცხვილია, კარგს არ იტყვიან ბებო, გასათხოვარი გოგო ხარ...
-შესაძლოა მომავალი ქმარი იყოს ბეე...
-მართლა? მაშინ ვერ გადამირჩება..ჩემი გამოცდები უნდა ჩააბაროს..
-ვნახოთ ბებო ვნახოთ...
_კარზე კაკუნია, ასე ადრე არავის ელოდნენ...ნია ადგა და კარისკენ წავიდა..ციალამ კი სუფრის გაწყობა გააგრძელა..



№1  offline წევრი Niniko11

კარგია ძალიან მომეწონაა♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent