სიყვარული უსიყვარულოდ {21}
თოვლიან მთებს უყურებდა, ბუხარიდან შეშის ტკაცუნის ხმა ისმოდა , სასიამოვნო სითბო იყო და სურნელიც სულ სხვანაირი ტრიალებდა ირგვლივ. დუდა ვიღაცას ესაუბრებოდა მეორე ოთახში , კედელს მიეყრდნო და შორიდან უყურებდა . გაეღიმა საკუთარ ფიქრებს დასცინა და ისევ დააგემოვნა თეთრი ღვინო . მისი სიარულის მანერაც კი მოსწონდა, ყოველთვის იზიდავდა მისი გამოხედვა და ძალიან უჭირდა თავის შეკავება . როდესაც ხედავდა გულისცემა უჩქარდებოდა , ახლა კი როდესაც ნამდვილი დუდა ჯანდიერი გაიცნო და დაინახა მისი ღრმა სული უგონოდ შეუყვარდა. ყველა დღე, წამი , ყველა მისი ქცევა ერთად იკრიბებოდა მის გონებაში და მთელს სხეულში ვრცელდებოდა . ლეპტოპი რიმ აიღო მიხვდა კიდე დიდხანს ვერ დაასრულებდა საქმეს. ამ დროს სრულიად სხვანაირი იყო , ყოველთვის კონცენტრირებული , სერიოზული სახით საუბრობდა და მაშოს რომ შეხედავდა წამსვე იღიმოდა . ბოლოს ვეღარ გაუძლო. ჭიქა დადო , თმები გაიშალა დუდას მზერა დაიჭირა და სვიტერი მოიშორა . იღიმოდა , ტუჩებს იწვალებდა , ნელა მიაბიჯებდა . მელოდიას ჰყვებოდა დაბალ ხმაზე რომ ჟღერდა . დუდამ ნაბიჯი რომ გადადგა ანიშნა გაჩერდიო და ჯინსის ღილიც გახსნა . შარვალი ნელა მოიშორა სხეულიდან , შემდეგ კი გაშეშდა . სადავეები დაკარგა , დუდა იღიმოდა და პერანგის ღილებს ნელ _ნელა ხსნიდა . შემდეგ საერთოდ მოიშორა და მისკენ დაიძრა _დუდა _დედოფალო_ ძალიან ახლოს იყო , მაგრამ არ ეხებოდა . ტუჩებს აუარა გვერდი , ლოყას, ყელს და ყბასთან ხალზე აკოცა . შემდეგ ნუცამ თითები მის სხეულს შეახო, წელიდან მალებს მიუყვებოდა ნელა და მშვიდად. ეღიმებოდა ჯანდიერს ნუცა კი სრულიად კარგავდა გონებას. დუდას ფერი ჰქონდა ირგვლივ ყველაფერს, მისი თითები , ტუჩები , მთრთოლვარე სხეული და საკუთარი ხმა რომელსაც ვერ აკონტროლებდა. დედოფალი იყო? ჯანდიერის დედოფალი ..... ახალ წელსაც ერთად შეხვდნენ, ნუცას და დუდას ქორწილშიც და ბოლო ერთი კვირაც ნათესავებთან დადიოდნენ. ჩხუბის დაწყებას რომ აპირებდნენ დამიანე აჩერებდათ და სკანდალებსაც იშორებდნენ, მაგრამ დიდხანს ვერ გაუძლო მანჩომ. ვატოს ნათესავებთან ერთად იყვნენ რესტორანში . ყველა მანჩოს ირგვლივ ტრიალებდა ამბებს ეკითხებოდნენ და რა თქმა უნდა ყველა მათ შერიგებას ელოდა, თუმცა იმედებს უცრუებდა ყველას. _მანჩო დე , ხომ იცი შენს გარდა ვატოს არავინ უნდა . კაცებს უბრალოდ აზროვნება არ შეუძლიათ და თუ ერთხელ შეცდომას არ დაუშვებენ ვერ მოდიან გონს . შენს გარდა არავინ უყვარს და ვერც შეიყვარებს _თინიკო ხომ იცი როგორ მიყვარხარ, მაგრამ არ გინდა რა შენი შვილის გამართლება . მე და მას ერთმანეთი აღარ გვიყვარს _გყავს ვინმე ? _არა , ამ ეტაპზე არ მყავს მაგრამ არაფერს ცვლის _ვატოს გახედა ბიძაშვილებთან ერთად იჯდა და ლაპარაკობდა _ უბრალოდ არ შემიძლია , ვერ ვაპატიებ და რატომ არავის გესმით ძალიან მიკვირს _თქვენნაირი წყვილი არ არსებობს სხვა და ბოლოს ვიცი მაინც შეურიგდები _თინა რამე თუ დაგჭირდება დამირეკე ხოლმე, ახლა დამიანეც არ იქნება და შენს შვილს ვინ გაუყოფს სარეცელს რა მნიშვნელობა აქვს? ახალს თუ მოიყვანს მოგებული დარჩები ორ რძალს ეყვარები _ეგღა მაკლია ახლა...ატანა არ მაქვს იმ ქალის . რომ ვხედავ მინდა გავწეწო , შენ თუ ნათიაზე ეჭვიანობ დამიჯერე ვატოსთვის არაფერს ნიშნავს . ხომ იცი მთელი ცხოვრებაა უყვარს და ახლა ჰგონია რომ შანსი აქვს _თეონა ? ხოო რა თქმა უნდა ... მშვენიერი გოგოა ნათია . უკაცრავად მე უნდა გავიდე ... ყოფილი ქმრის ნათესავების გარემოცვაში დიდხანს არ უნდა დარჩე _ ჩანთა აიღო დაემშვიდობა ყველას და წავიდა. დამიანეც დატოვა , მარტო გაუყვა გზას . ბრაზისგან სკდებოდა , ცივი ნიავიც ვერ ამშვიდებდა _ის კ*ხპა კიდე ჩალიჩობს? საცოდავი ნეტავ იმასთანაც იწვა ? შეეტენოს ხო დაე გაუმწაროს სიცოცხლე . იდიოტი რა დონეზე დაეშვა ვისთან აქვს ურთიერთობა ...არ რცხვენია ნეტავ ჩემს მერე ასეთებთან რომ წვება? _ჩუმად ლაპარაკობდა და კაკუნით მიაბიჯებდა ეზოში სანამ ხელი არ ჩაავლო ვიღაცამ . თვალები აუხვია, ხელები შეუკრა და მანქანაში ისე უცებ ჩააგდეს კივილი უკვე დაძრული მანქანიდან დაიწყო. ფეხებს აფართხალებდა მძღოლს დაარტყა და კიოდა . მერე ფეხებიც შეუკრეს . არავის ხმა ესმოდა და ნორმალურად ვერ აზროვნებდა . კი იეჭვა , მაგრამ სანამ არ აიყვანეს და მისი სურნელი არ იგრძნო მანამ ვერ დაიჯერა . მუხლი მოკეცა და მუცელში ჩაარტყა _მკლავ გოგოოო? _იდიოტოოო რა ჯანდაბას აკეთებ...მომხსენი ესენი _როგორც იქნა გათავისუფლდა _არ მოგხსნი_თვალებიდან მოხსნა სახვევი და ასე ხელ_ფეხ შეკრული დასვა დივანზე _დღეიდან ჩემი ცოლი ხარ _შენ ხომ არ შეიშალე _დიდი ხანია _მოგკლავ გეფიცები...დამიანე ინერვიულებს სახლში რომ არ დავხვდები. გამიხსენი ხელები _დაიღალე იცი? ამდენი ხანია რას არ ვაკეთებ და ვერ მიგახვედრე რომ მხოლოდ შენ მჭირდები , მიყვარხარ ეს დედა აფეთქებული რთული დასაჯერებელია? _გგონია დამაბოლებ? მეორედ ცოლად გამოგყვები და მერე უფლებას მოგცემ მიღალატო ? გამანადგურო და ჭკუიდან შემშალო? თავხედო ... თეონასთან რაღა გინდოდა მაგ ბ*ზს ასიამოვნე და ახლა გინდა მე გამოგყვე ცოლად? რა ხდება უკეთესი ვერავინ გ*ჟიმე და მოგწყონდა?_ ხელენი მაინც გაიხსნა ხელი ჰკრა და ფეხებიც გაითავისუფლა _ შენ მე სულელი 18 წლის გოგო გგონივარ თუ ნეტავ რას ფიქრობ _ვინ თეონა გოგო ხო არ გადაირიე რეებს იგონებ ახლა... საერთოდაც ვიცოდი რომ არ დამთანხმდებოდი ამიტომ მივმართე ამ გზას _ღმერთო რა პირველყოფილი ხარ... რა გგონია ახლა აქედან ვერ წავალ? _გასაღები გადავაგდე ... მეორე დამიანეს აქვს და სანამ არ დავურეკავ და არ ვეტყვი კოდურ სიტყვას მანამ არ ამოვა. ფანჯრებზე გისოსებია . უკანა კარი არ არის _ავადმყოფოო დამიანეც აიყოლიე? ამიტომ არ მინდოდა აქ ჩამოსვლა ვიცოდი შენნაირ იდიოტს გახდიდი ჩემს უნიკალურ შვილს დააგოიმებდი. რა კოდური სიტყვა ... ან საერთოდ რა გინდა ჩეგან. ჩამოვედი და მიხვდი რომ გიყვარვარ? _კი არ მიყვარხარ შენით ვარ შეპყრობილი და საერთოდ არავინ მაინტერესებს შენს გარდა... _არც მაშინ გაინტერესებდა ისე უბრალოდ მიღალატე. გაინტერესებდა როგორი იყო სხვა ქალთან ს*ქსი _იმ დროს სრულიად აუტანელი იყავი...სულ ჩხუბობდი , უაზროდ ეჭვიანობდი . მოუწესრიგებელი დადიოდი ან სულ მუშაობდი . მოხვიდოდი დაწვებოდი ზურგს მაქცევდი და არც მელაპარაკებოდი _გეკითხა იქნებ რა მჭირდა... იქნებ ცუდად ვიყავი. როგორც კი გაქრა შენი ვნებიანი ქალი და გახდა ჩვეულებრივი გადაღლილი დედა მაშინვე მიღალატე . ახლა სექსუალური, სასურველი ქალი ვარ და ისევ მოგინდა ხომ ჩემი ცოლად შერთვა. შენ ერთადერთი რაც გამოგდის ისიც არაა პრინციპში შენი დამსახურება უბრალოდ ღმერთმა შეგქმნა ასეთი . შეირთე ახალი ცოლი და ასწავლე როგორ უნდა დაგაკმაყოფილოს _სულ ასეთი აუტანელი იყავი, ყოველთვის ასეთი ნერვების მომშლელი ...ხო რა თქმა უნდა შენ შეცდომებს არ უშვებ და სულ მე ვარ დამნაშავე _აუტანელი თუ ვარ რა მინდა აქ _დეგენერატი ვარ და წარმოდგენაც არ მაქვს რა მინდა შენთან. ან საერთოდ რატომ მინდა შენთან ვიყო , არ ვიცი და არც მადარდებს უკვე. ამდენ ხანს პასუხებს რო ვეძებდი იმიტომ გავიდა სამი წელი... ახლა მაგრად ყველა აზრი . მჭირდები და მორჩა ! _მე არ მჭირდები და მორჩა! _არა ხომ ? კარგი , მაშინ უბრალოდ დაისვენე ყველაფრისგან _სახლში გამოკეტილმა? _ყველაფერია აქ...თუ მოინდომებ გარეთაც გახვალ _მოვინდომებ ოღონდ ხვალ...ახლა მეძინება . შენ კი ...შენ იცი რა გჭირდება? მხოლოდ ჩემი სხეული , მეორედ ს*ქსის გამო არ გამოგყვები ცოლად . გავიზარდე უკვე სისულეებისთვის _რა სისულელეა _წარმოდგენა არ გაქვს ჩემზე... 15 წელი ვიცხოვრეთ ერთად და ისიც არ გეცოდინება რომელი ფერი მიყცარს _წითელი _წითელი მიხდება...ლურჯი მიყვარს _ჩემი თვალები რომ გიყვარს ეგ ვიცოდი ისედაც _იდიოტო... _მეორე საძინებელს ტყუილად ეძებ. არ არის საწოლი იქ _ხომ ხედავ რომ სხვა არაფერზე გიფიქრია...მოგენატრე პატარავ? ასე ძალიან მოგენატრე რომ ცოლობას მთხოვ? _ღვთის წინაშე ისედაც ჩემი ცოლი ხარ _ძალიან არასერიოზულად უყურებ ჩემს დამოკიდებულებას არადა მეგონა სამი წლის წინ მიხვდი რომ არასდროს გაპატიებდი _მაპატიე უბრალოდ საკუთარ თავს ვერ აჯერებ რომ შენი პრინციპებიც გადალახა ჩემმა სიყვარულმა . გეშინია , გული გატკინე ვიცი ...ვიცი, მაგრამ უშენობა ყველაზე დიდი სასჯელია _არ გინდა ახლა ამ მზერით ჩემი გულის მოლბობა _მიყვარხარ ... მაშინ უსიყვარულოდ მიყვარდი ახლა ზუსტად ვიცით რიმ სამუდამოდ შენთან მინდა ვიყო და შენს გარდა არავინ მჭირდება _სამაგიერიდ მე აღარ მჭირდები ...შენ შენი როლი ჩემს ცხოვრებაში უკვე შეასრულე _გაუღიმა ზურგი აქცია და საძინებელში შეიკეტა *^*^*^*^ გიგანი გზაში შეხვდა ახალ წელს. წვეულება ისე დატოვა თითქოს ფრენაც შეეძლო. როდესაც სინდისის დამშვიდებას შეძლებ მერე ყველაფერი უფრო მარტივი გეჩვენება , თითქოს იმდენად მსუბუქი ხარ რომ ფრენასაც შეძლებ. მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა გზაზე დიდი სიჩქარით რომ გაიარა არქიტექტორმა. მანქანის ხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ესმოდა. არც უფიქრია ისე გაჰყვა უკან . მალევე დაეწია და როგორც იქნა გააჩერა არანორმალური ქარდავა. მანქანიდან პირველი გადავიდა მინაზე მიუკაკუნა და მანაც ფანჯარა ჩამოსწია. ცალი ხელი ისევ შეხვეული ჰქონდა და მთვრალი მზერით უყურებდა გიგანს _არ მითხრა რომ პოლიციელი ხარ თორნიკე _ზუსტად...ოფიცერი გიგანი. სიჩქარის გადაჭარბებისთვის უნდა დაგაკავოთ. მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავთ თანაც ცალი ხელით _საიდან იცით რომ ფხიზელი არ ვარ _ იღიმოდა და ეშმაკურ მზერას არ აშორებდა წამოიწია და გიგანის სახეს მიუახლოვდა _ სად უნდა ჩავბერო ბატონო ოფიცერო?_თმები შავად შეეღება , ტუჩები მუქი წითელი ჰქონდა , მისი თვალები კი საოცრად ჩანდნენ ახალი ვარცხნილობის დამსახურებით _როგორ შეამოწმებთ ნასვამი ვარ თუ არა _სად მიდიხარ ხატია ...ახალი წელია იცი ? _ჩემი ძმა სადღაც წავიდა , ახალ წელს მარტო ვარ ამიტომ გასეირნება გადავწყვიტე . შენ რა გინდა ამ დროს გზაში _მეც მარტო ვარ ... წამომყვები? _კარი გაუღო და ხელი გაუწოდა _სად _შეხვდები ახალ წელს ჩემთან ერთად? _ღმერთმა დაგწყევლოს გიგანო... შენს თვალებს ვერაფერზე ვეტყვი უარს _ ხელი ისე ჩაკიდა მზერა არ მოუშორებია . კარი ზურგს უკან მიხურა და მის წინ აღმოჩნდა. ორმეტრიან გიგანს მკერდამდე წვდებოდა და ქვემოდან უყურებდა _ ასე ნუ მიყურებ არქიტექტორო _გეშინია რამე არ დაგიშავო? _გადაიკისკისა და წინ წავიდა . ნაქსოვი ტანზე გამოყვანილი კაბა ეცვა , ზემოდან მოკლე ქურთუკი მოეცვა , თმები მაღლა ჰქონდა შეკრული და სრულიად ჩვეულებრივი იყო . თორნიკემ კარი გაუღო და წამიერად ზურგიდან აეკრო. ქალბატონი მალევე ჩაჯდა და კარიც დახურა. ეცინებოდა ამ ყველაფერზე გიგანს და თავსაც არ იკავებდა _აბა ? სად წავიდეთ ? _ისე ჟღერს თითქოს მეკითხები შენთან, ჩემთან თუ სასტუმროშიო _ხელი გტკივა არაფერი გამოვა...არ მიყვარს ფრთხილად მოქცევა და რაღაც სხვა შემაფერხებელზე ფიქრი _ღმერთო ჩემო რა სითავხედეა _სად მიდიოდი ... რამეს შეასკდებოდი უთუოდ _ნუ მისერიოზულებ ... შესანიშნავად ვატარებ თანაც ვიყენებ მარჯვენა ხელააც . არსად მივდიოდი უბრალოდ ქალაქის ხმაურს ვაკვირდებიდი თითქოს ყველა სახლშია ან კონცერტზე და მაინც ხმაურია სულ ამ ქალაქში _სიმშვიდე გინდა ? _მე ? ხმაურიან სიმშვიდეს ვეძებ , მაგრამ ვერ ვიპოვე. მგონი არ არსებობს...რატომ იცინი _ჩემთვის შენთანაა ხმაურიანი სიმშვიდე. არაფერზე ვღელავ და მაინც შენთან სიჩუმე ვერ იქნება _მეგონა სოფიოსთან წახვიდოდი _მინდოდა, მაგრამ მერე წარმოვიდგინე როგორი იქნებოდა შეყვარებულ წყვილს შორის ჯდომა და გადავიფიქრე. სჯობს ანდრეასთან შეხვდეს ამ ახალ წელს ... _ზედმეტად გიყვარს დათმობები _სულაც არ მიყვარს...იშვიათად ვთმობ , მხოლოდ მაშინ თუ ვხვდები რომ ასე აჯობებს _ასე ძალიან გიყვარს ახალი წელი ? _არც ისე ... _აბა ასე ძალიან რამ გაგაბედნიერა...თითქოს აქამდე ჯაჭვით ჰყავდი ვიღაცას დაბმული და ახლა გათავისუფლდი . რაღაც აშკარად მოხდა _სასიამოვნოა დანაშაულისგან რომ თავისუფლდები _ეგეც შეიძლება? დამნაშავე ბოლომდე დამნაშავე მეგონა რჩებოდა _შეუწყნარებელი ყოფილხარ არქიტექტორო_ მისკენ გაიხედა და თითქოს ტონუსი დაკარგა _ მაშინ დამნაშავის გვერდით ხარ და უნდა გეშინოდეს _ვფიქრობ დანაშაულზე სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს... მალე მივალთ შენს სახლში ? მაინტერესებს როგორი სახლი აქვს ბატონ გიგანს _მივედით უკვე ... ოღონდ სახლში არა _აბა სად ... ნუ გამყინავ გთხოვ ხელი მტკივა სიცივეში _თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ ... მე ჩემს საყვარელ ადგილას მოგიყვანე სადაც ისაა რაც გიყვარს და მეუბნები გამყინავო _როგორ გამოვისყიდო დანაშაული _ჩემს დანაშაულზე რომ გაიგებ არ შემიძულო _ წამით შეხედა და მერე გადავიდა. ხატია სუნთქვაშეკრული მიჰყვებოდა . ეზოში სადაც ბევრი ხე იყო და სადღაც შორიდან მოდიოდა სინათლე , წვიმის წვრილი წვეთებიც ცვიოდა ციდან _ეს ადგილი ჩემი ბაბუის მამამ აუშენა თავის თავად ცოლს. არქიტექტორო ხომ მითხარი მიყვარს ძველებული ნაკეთობებიო, შენობები სადაც კედლებზე ორნამენტებია , ნახატები და რაღაც ამბავს ყვებიანო _შეუძლებელია ... შენ ახალ წელს აქ ატარებ? _ სინათლე ენთო , სხვადასხვა ფერი ნათურები ანათებდა ნაძვის ხეს რომელიც დიდ ქოთანში იყო ჩარგული. კედლებზე ფილები იყო ძველ ქართული წარწერებით . სხვადასხვა გამოსახულებები და ხის ძველი თაროები უამრავი წიგნით , კარადებში ვიტრინები გაეკეთებინათ საიდანაც ძველებური ნაჭრის თოჯინები ჩანდა . ნახატებიც იყო ისე თითქოს კედელი ამ ნახატით იყო აშენებული. ჭერი მთლიანად მოეხატათ უცნაური ფიგურებით . გიგანი ერთ ადგილას იდგა და ღიმილით უყურებდა აღტაცებულ არქიტექტორს. პატარა ბავშვივით რომ აკვირდებოდა ყველაფერდ და მთელი სახე უბრწყინავდა _საოცრებაა... დაუჯერებელია ეს როგორ მოიფიქრა . როგორ ვინ იყო _ბაბუა იმ სახლში ასწავლიდა სადაც ბებია ცხოვრობდა . ბებიასაც ასწავლიდა ცეკვას ... მათი სიყვარული მაშინ შეუძლებელი იყო, ბებია დანიშნული ყოფილა და გათხოვებას უპირებდნენ ბაბუას სისხლმა რომ იჩინა თავი , დაივიწყა მშვიდი ბუნება და ქალის წინა დღეს მოიტაცა. უთქვამს სასახლეში ვერ გაცხოვრებ , შენ არ იმსახურებ ცივ კედლებსო და ეს ადგილი შექმნა წლების შემდეგ . ისტორიული პიროვნება ვერ იქნები , მაგრამ ჩვენს ისტორიას ეს ადგილი შეინახავსო ... ჩვენი შთამომავლები დატოვებენ ამ კედლებზე თავიანთ კვალს იმ ნიჭის რომელიც ღმერთისგან ექნებათო . შვიდი შვილი ჰყავდათ და აქ , ამ ოთახებში ყველა ნივთი , ყველაფერი ისტორიის ნაწილია . ახალი წლის გატარება აქ ამიტომ გადავწყვიტე , მარტო აღარ ვიქნებოდი_სიგარეტს მოუკიდა და მოწევა დაიწყო. ჭიქები ღვინით გაავსო და ხატია სავარძელში დასვა _ დაჯექი თორემ მგონია რომ წონასწორობას დაკარგავ _ვერ ვლაპარაკობ ...არადა გარედან რა უბრალო იყო ყველაფერი _ბაბუა ამბობს ყოველთვის რომ ეს სახლი ადამიამს ჰგავს... გარედან ჩვეულებრივია , თუ შეღებავ, მორთავ გალამაზდება და სხვებს დაემსგავსება . შიგნით კი ყველა ფერს იტევს, ჩამოშლილ კუთხეს, ფერად ნახატს, შავსაც და თეთრსაც. ფანჯარას ან კარს რომ გააღებ შეიძლება პირველად უბრალო ნაცრისფერი კედელი დაინახო გაუგებარი წარწერებით... შეიძლება პირდაპირ ჭერს შეხედო ისე თითქოს გონებაში შეუძვრე და მისია ზრების კითხვა დაიწყო ... ყველა კუთხე სხვადასხვაა , ყველა სანტიმეტრი რაღაც განსხვავებულს იტევს და შენ ყველაფრის დანახვა შეგიძლია, ყველაფრის გამოყენება _შენ რომელ მხარეს იყენებ ხოლმე _მე ჯერ კიდევ ძველი , ნაცრისფერი კედლების გარემოცვაში ვარ , მაგრამ სოფიო რომ მოდის აი იმ ფერადი ნახატებით დაფარულ კედელს ვემსგავსები . სურათს თუ ჩამოხსნი კედელი სრულიად ჩვეულებრივი დარჩება _თორნიკე ... _სუნთქვა შეეკრა გიგანის ცისფერი თვალები რომ აიმღვრა და გაწითლდა _ შენთანაც ჩამოხსნეს ფერადი ნახატები? _მან ვინც დახატა ეს ნახატები და ვინაც ააშენა კედელი , მაგრამ დამიბრუნდა . გამოჩნდა ერთი გოგო რომელმაც ფერები დამიბრუნა _სად არის ეს გოგო _ის გოგო მასთანაა ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარს ... _შენ გიყვარს? _მე ? მე არ მიყვარს ... მე ვატკინე , მაგრამ დავიწყება შეძლო და გამათავისუფლა _ეწეოდა ისევ , ჭერს უყურებდა ბოლოს მას კი ხატია არ აშორებდა თვალს_თუმცა საოცარი ვინმეა , შთამბეჭდავი _მარიამია ის ქალი? _ ხატიას ხმაში შეშფოთება რომ დაინახა მზერა მასზე გადაიტანა _მარიამია ! დავინახე როგორ გიყურებდა , მითხრა მე არ მინდა მასთან მუშაობა და შენ უნდა მიხედო იმ სახლსო . იქ ალექსანდრესთვის მნიშვნელოვანმა ადამიანებმა უნდა იცხოვრონო ... დღეს დადვანების წვეულება იყო . შენ იქ იყავი ხომ? ვინ ხარ თორნიკე _წარმოუდგენელია ... როგორ შეიძლება ასე აკვირდებოდე დეტალებს რომ ამ ლაბირინთში გასაღები გეპოვნა _თორნიკე ...მითხარი, გთხოვ _ახალი წელია მარტო იყავი და ახლა ისეთ ადგილას ხარ სადაც ... _მიპასუხე და შეეშვი მიზეზების მოგონებას სწორედაც რომ ძველ წელს უნდა გააყოლო ყველაფერი ცუდი _არ ვართ ახლა ისეთ ადგილას საიდანაც მარტივად წახვალ, გაქცევა მოგინდება და მე მარტო ვერ გაგიშვებ _მე ასე მარტივად არ გავრბივარ ! _როგორ მაინტერესებს რა რეაქცია გექნება _თვალებში უყურებდა და საოცარი შეგრძნება ჰქონდა _მოგიყვე? _გელოდები იცი? დრო ორივეს გვაქვს _ღვინო დალია და სველი ტუჩებიდან ღვინის წვეთები მოიშორა_ მითხარი თორემ მე დავიწყებ ფიქრს _მარიამი ქორწილიდან მე მოვიტაცე_ მშვიდად უთხრა და დაელოდა მის რეაქციას. სასმელი გადასცდა და ხველა აუტყდა. მერე წამოდგა და თვალებგაფართოებული მიაჩერდა _უფრო სწორად სხვებს მოვატაცებინე . მერე სვანეთში , ტყეში სახლში გამოვკეტე და ორი კვირა მყავდა იქ. ალექსანდრეზე შურისძიება მინდოდა , მეგონა მის გამო სცადა ჩემმა დამ თვითმკვლელობა _არა არა გამორიცხულია... შენ ? გაჩუმდი რა ნუ იგონებ შენ არ იქნები ასეთი ავადმყოფი _მოვიტაცე და მერე ალექსანდრეს ვაგიჟებდი . მინდოდა ისე ცუდად ყოფილიყო როგორც მე ვიყავი. მერე მარიამმა გამაგიჟა , ჭკუიდან შემშალა და ლამის მოძალადე გავხდი . მერე მივხვდი რომ უნდა გამეშვა, რომ გავხდი და ალექსანდრეს დავუბრუნე... შემდეგ ოო შემდეგ გაირკვა რომ ალექსანდრეს ტყუპისცალი ჰყავდა რომელსაც ეგონა რომ ჩემი და მისი ნახევარ და იყო...მერე ჩამოვიდნენ , ჩემი და კომიდან გამოვიდა მე კი დავუტოვე ანდრეას და აქ გადმოვსახლდი . მარიამს რომ ეპატიებია ის რასაც მე ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს. ახლა მივხვდი რომ დამიკიდა და მშვიდად ვარ იცი? უზომოდ მშვიდად ვარ ... მეგონა მარიამი მიყვარდა ან შემიყვარდება , მაგრამ არა უბრალოდ მისით მოხიბლული ვარ _მარიამი ალექსანდრეს მოსტაცე ... შენი და კომაში იყო, მარიამის გაუპატიურება სცადე, მარიამი ალექსანდრეს დაუბრუნე, ალექსანდრეს ტყუპი შენი მხატვარი სიძეა და შენ ეს ყველაფერი სულ მარტომ გაიარე? _თორნიკე ყველაფერს ელოდა ხატია ისე უყურებდა , ჭიქა უსევ ხელში ეჭირა ბოლომდე დაცალა ღვინო და მერე ღრმად ჩაისუნთქა _გილოცავ ახალ წელს და კოშმარის დასრულებას გიგანო ! _შენ ნორმალური არ ხარ ხომ ? არა ალბათ ვერ გაიაზრე რაც გითხარი _სოფიომ როგორ გაიღვიძა... ანდრეა მივიდა და გაიღვიძა? სასწაულია _ გაიცინა და თავი გააქნია_ჯანდაბა მგონია რომ ფილმი მომიყევი შენ კი ის პრინცი ხარ ურჩხულად რომ გადაიქცა და ახლა ისევ პრინცი ხდება _შენ ... ღმერთო გიჟი ხარ ხომ? _რამდენიმე კითხვა მაქვს ...ალექსანდრეს როგორ გადაურჩი , დათომ როგორ არ მოგკლა, საერთოდ აქ რატომ ჩამოხვედი გიჟი ხარ ხომ? კიდევ მაინტერესებს ... _კი ნამდვილად გიჟი ვარ და _თორნიკე როგორ ხარ? _მე ... მე ? _დიახ შენ _უკვე , მგონი კარგად . შენ ვერაფერი გავიგე _რა ვერ გაიგე...არა რაც ვერ გაიგე აშკარაა. ნეტავ ვინ გითხრა ალექსანდრე ვინმეს რამეს დაუშავებსო , თუმცა მესმის შენს ნაწილს რომ კარგავ ბნელ ინსტიქტებს მიჰყვები და სისულელეებს აკეთებ. გილოცავ , გათავისუფლებას ... გილოცავ რომ აჯობე დემონს და გონს მოეგე . გილოცავ , რომ მარიამი გამოჩნდა შენს ცხოვრებაში და ყველაფერს ნათელი მოჰფინა_ თვალებში უყურებდა , ისე თითქოს მისი თვალებიდან კითხულობდა ყველაფერს _რატომ მეუბნები ამას ... რატომ არ ამბობ რომ იდიოტი ვარ , რომ ახალდაქორწინებულ წყვილს ცხოვრება ავურიე , რომ მოძალადე ვარ _ეგ ყველაფერი დარწმუნებული ვარ ბევრჯერ გითხრეს მე კი კატასტროფულად ვერ ვიტან როდესაც ვიღაც სხვას ვემსგავსები...ხო შენ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი , მაგრამ იცი რა? ღმერთი ყველა ადამიანს უგზავნის განსაცდელს და უტოვებს უკან დასახევ გზას. სწორედ მაშინ როდესაც უფსკრულის პირასაა ან გადაიჩეხება ან სწორ გზაზე სვლას გააგრძელებს . იცი მე ნარკომანი ვიყავი , თინეიჯერობისას აირია ჩემი ოჯახი . მამა დედას ღალატობდა, დედამ თვითმკვლელობა სცადა. თითქოს ყველა ჩემთან იყო, მაგრამ საკუთარ თავში ჩავიკეტე . კარგი გოგო ვიყავი ყველასთვის მანამ სანამ ზედმეტი დოზა არ გავიკეთე 5 წლის წინ . უფრო სწორად მაშინ პირველად გავიკეთე და კიდევ კარგი ზედმეტი მომივიდა . გიკვირს ხომ? აშკარად არ ვგავარ დეპრესიულ, მელანქოლიურ ტიპს რომელიც ასე შეცდებოდა. მოკლედ მე ჭაობიდან ამოვედი და ახლა ძალიან შორს ვარ იმ ყველაფროსგან. საერთოდ არ ვფიქრობ იმ დროზე უბრალოდ წარსულს გავაყოლე, დროს რომელმაც ჩაიარა და უკან აღარ დაბრუნდება _რატომ მაქვს შეგრძნება რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გასამხნევებლად მომიყევი _ვერ იჯერებ ხომ ? ს ახლაც ვეწევი ხოლმე ... კლუბში კი აბების გარეშეც ვერთობი, ღვინო დიდად არ მიყვარს კოქტეილი ან ვისკი და ცხოვრება ყველაზე მეტად მიყვარს . ვინაიდან ერთხელ ვიბადებით მგონია რომ ჯოჯოხეთსაც აქვს პლიუსები , თბილად ხარ _არანორმალური ხარ _და ეგ შენ დიდი ხანია იცი... გრძნობ და იმიტომ ხარ ჩემთან _შენ რატომ ხარ ჩემთან _ვგიჟდები ლურჯთვალება კაცებზე და თუ ამ კაცს ლამაზი თითებიც აქვს შემიძლია ვთქვა რომ მიყვარს _ბევრი გყვარებია ხატია? _ იმდენი რამდენიც შენ და ყველა მას ვისაც ჯერ არ უპოვნია საკუთარი მეორე ნახევარი _რომანტიკოსი ხარ ხატია? _რწმენა რომ ოდესმე იპოვნი მას ვინც გაგაბედნიერებს და ამ ბედნიერებით გაბედნიერდება _და როგორ მიხვდები რომ ისაა _ამას დრო დასჭირდება ... დრო რომელასაც შენ მომცემ _ძალიან ახლოს იყო გიგანთან . თორნიკემ თავი ვეღარ შეიკავა და პირველი სვლა გააკეთა მომავალი დიდი თამაშის დასაწყისში. *^*^*^ ორი დღეც ვერ გაუძლეს ერთმანეთი დახოცეს, დაჭამეს , დალანძღეს და ყველაფერი რომ დალეწეს მანჩო მაინც გავიდა სახლიდან. ვატოც ღრიალს არ წყვეტდდა თუმცა ოდნავადაც არ ადარდებდა. ტკივილი თავიდან განუახლდა , არ შეეძლო ვერ აპატიებდა , ყოველთვის დარჩებოდა იმის შიში რომ ისევ უღალატებდა თორემ დაიწყებდა , ახალი ფურცლიდან დაიწყებდა , მაგრამ მეორედ ვერ გადაიტანდა. სწრაფად მიდიოდა დაღმართს მიუყვებოდა, ირგვლივ ცარიელი სახლები იყო , ზოგი საერთოდ დაენგრია თოვლს . ყინავდა , მაგრამ ბრაზისგან ისე იყო ანთებული გონს საერთოდ ვერ მოდიოდა. მანქანაც არსად ჩანდა , ზუსტად იცოდა სადღაც ჰყავდა გადამალული. ვატოს ხმა ისევ ესმოდა მერე მდინარეზე გადასასვლელ ხიდს მიუახლოვდა, ხის ფიცრებით გაკეთებული პატარა ხიდი იყო. მდინარე ბობოქრობდა და ნაპირებს ეხეთქებოდა . ხიდი საკმაოდ დაბალზე იყო , შხეფებიც კი აღწევდა ფეხებამდე. ნელა გადადიოდა ვატო რომ დაეწია _სად გარბიხარ...გგონია აქედან თუ წახვალ შეგეშვები? თუ არ მოვკვდები არ დაგანებებ თავს... ყველანაირ სისულელეს ჩავიდენ შენ რომ დაგიბრუნო გაიგე ერთხელ და სამუდამოდ _ხოდა მოკვდი , მოკვდი და შემეშვი _ დაუყვირა და ნაბიჯს უმატა _ეს გინდა? მერე მაპატიებ? გამოვისყიდი დანაშაულს? თუ დავივიწყებ როგორც მოგექეცი კარგი, გადავხტები ...შენს გარეშე მაინც დედა ეტირა ჩემს ცხოვრებას _ შუა ხიდზე გაჩერდა და მდინარეს გადახედა . მანჩო ნაპირიდან უყურებდა და იცინოდა _სულ გაგიჟდი შე საცოდაო... რა მოიგონე ახლა . გადახტი ხო გადახტი, ცურვა მაინც არ იცი აუზში ძვლივს ტივტოვებ და წაგიღოს . განგწმინდოს იქნებ ცოდვებისგან და მოგაშოროს ყველა ქალის კვალი სხეულიდან _სხეულუ გაეყინა , უნდიდა თავი გაემხნევებინა , მაგრამ ვატოს საერთოდ არ უყოყმანია ზურგით შებრუნდა და წყალში გადაეშვა. მანჩოს კივილმა დაფარა ყველაფერი. დაინახა როგორ გადაეშვა მდინარეში ვატოს სხეული და მორევში ჩაიკარგა. ქვებს შორის წამით გამოჩნდა და შემდეგ დინებამ წაიღო. ხელში მოქცეული ტელეფონი დაუვარდა და პირდაპირ გადახტა გაყინულ წყალში. სუნთქვა ისე შეეკრა თითქოს ყელში უჭერდნენ, მაგრამ ვერაფერზე ფიქრობდა ვატოს გარდა. როგორც იქნა ხელი ჩაავლო ფსკეროსკენ მიმავალს და მაღლა ამოთრია. ყველაფერი სისხლიანი ჰქონდა , პულსი ძლივს ესინჯებოდა, გაყინული იყო და ბევრი წვალების მიუხედავად მანჩომ ვერ გამოაფხიზლა _ვატოო... ვიტალი გაახილე თვალები თორემ მოგახრჩობ გეფიცები. შენ რა ადამიანი ხარ გინდა მეც თან გამიყოლო ხო? ეგოისტო ნაბიწვარო გამოჩნდი და იმ დღიდან მიისაკუტრე მთელი ჩემი ცხოვრება, სხეული, გული, ტვინი და ახლა გინდა მოკვდე ? მოკვდე და დამტოვო დანაშაულის ეგრძნებით? დაგგუდავ იცოდე უკან ჩაგაგდებ და დედას გიტირებ. როგორც კი დაგმარხავენ მაშინვე სხვას ვიპივი... დამპალო , ავადმყოფი , იდიოტოოო _ სახეში ურტყამდა , გულზე მუშტებს ურტყავდა სანამ წყალი არ ამოასხა და ხველა არ აუტყდა _მანანიკო ... მეგონა არ გადამარჩენდი _ ახველებდა და ძლივს ამბოდა სიტყვებს _საზიზღარო , ავადმყოფო რას მიკეთებდი . რომ მომკვდარიყავი მერე? სახეში გაარტყა, მკერდზე მუსტები დაუშინა მერე ვატო ტუჩებზე დააცხრა. ორივე იყინებოდა, კანკალებდა, სუნთქვა უძნელდებოდა და მაინც იქ იყვნენ და ერთმანეთს გიჟებივით კოცნიდნენ. სახლამდე როგორ მიაღწიეს ვერ გეტყვით. პლედებში გაეხვივნენ გამათბობელთან და ვატოს ჭრილობების დამუშავების შემდეგ ხვევნა_კოცნა დაიწყეს . ისევ ჩხუბობდა მანჩო. არეულ სახლში ძლივს იკვლევდნენ გზას ბოლოს საწოლზე დავარდნენ , საბნის ქვეშ შეძვრნენ და გათბობაც მოახერხეს. რამდენიმე საათში კი ორივე ცემინებით კვდებოდა _ჯანდაბა ... _შენი ბრალია რონ შემრიგებოდი ისე არ შეიძლებოდა? _იდიოტი ხარ ...ამ მდროს მდინარეში როგორ გადახტი _შენ არ გესმის ხომ? არ მინდა უშენოდ ცხოვრება არ მინდა არააა _ნუ ყვირიი _ ისევ დააცემინა და საბანი თავზე დაიფარა _ჩემთან მოდი ... გაგათბობ_ხელი მოხვია და ჩაეხუტა _ ამაზე დიდ სიყვარული არ ვიცი მე ...შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად . ეს სიყვარულია უსიყვარულობიდან და გევედრები მომეცი მეორე შანსი მეც და საკუთარ თაცსაც _არანორმალური ხარ... არ შემიძლია . თავს ვეღარ ვერევი , გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ თუ ისევ მიღალატებ, მომატყუებ აბ როგორღაც მატკენ _მეტჯერ შენს დაკარგვას ვეღარ გადავიტან _ მის მსხვილ ტუჩებს შეეხო და ვნებიანად აკოცა _უსასრულობამდე ვგიჟდები შენზე ! ..... ისევ არ ვიცი რა გამოვიდა ისევ არ ვიცი და უბრალოდ გელოდებით მაპატიეთ მაშო და დათო რონ არ იყვნენ უბრალოდასე გამოვიდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.