შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების ელექსირი (სიგიჟე) 2 თავი


29-01-2019, 15:35
ავტორი Idumaligogo25
ნანახია 1 325

უეცრად ჩემსგვერდით გაჩნდა, თვალები შემომანათა თითქოს მანიშნა ხმა არ ამოიროო და საუბარი წამოიწყო
- აპატიეთ თუ შეიძლება ცოტა გიჟია
-ცოტააააა? შეანათა კაცმა მრისხანე თვალები
-კარგით ცოტა გონებასთანაც აქვს პრობლემები
აყლაყუდა უხსნიდა ჩემს მდგომარეობას განრისხებულ მამაკაცს და დროდადრო მე გადმომხედავდა მომღიმარი ირონიაშეპარული სახით
იმწამს ყველაფრის გამკეთებელი ვიყავი ისე თამაშობდა ჩემს ნერვებზე მაგრამ მისი სასწაული მუქი ლურჯი თვალები და გრძელი ლამაზი თითქოს უცოდველად მოფახუნე წამწამები ჩემში სხვა გრძნობას იწვევდა და ჩემს დამშვიდებას ახერხებდა.
-თქვენ ვინ ბრძანდებით?უთხრა კაცმაა
-მე მისი მეუღლევარ მათე კორინთელი ხელი გაუწოდა და ჩამოართვა
რრა ჩემი ცოლიო ? მგონი მომესმა ხო?
ამის გაგონებაძე მოგკლავ მზერით შევხედე, მიმიხვდა მზერას და პირზე ტითი მიიდო მანიშნა ჩუმათ იყავიო და ისევ მრისხანე მამაკაცს მიუბრუნდა.
-ცოტა ვიკამათეთ და ჩემი მანქანა უნდოდა დაემტვრია, მშვიდად აგრძელებდა კორინთელი
-გაოგნებულმა კაცმა აღარ იცოდა რაეთქვა თავი გააქნია და გაკვირვებით წარმოსთქვა,
-ღმერთმა გაძლება მოგცეს ახალგაზრდავ ეს თუ ყოველ კამათზე ასე გინტვრევს, მანქანას
მათეს გულიანად გაეცინა
-არა მარტო მანქანას
ფიზიკურადაც მისწორდება და ძალადობს,
ჩემზე თქვა სიცილით ერთი სიტყვით ქმარზე მოძალადე ცოლი გამომიყვანა
არა მერა ჯალათივარ? გონებაში გაუჩერებლად ვლანძღავდი კორინთელს ჩემთვის წაყენებული ბრალდებების გამო
-კარგით ასე მოვრიგდეთ ზარალს მე აგინაზღაურებთ ოღონდ ეს საქმე არ გაახმაუროთ
-კარგი მაგრამ ამოილუღლუღა კაცმა
-პოლიცია გზაშია უკვე სანამ თქვენ გაგესაუბრებოდით ბრაზისგან დაბნეულმა დავრეკე, ამიტომ გასაუბრება მაინც მოგიწევთ მხრების აჩეჩვით უთხრა კაცმა რომელიც კმაყოფილი ჩანდა კორინთელის შეთავაზებით
პოლიციის ხსენებაზე
თვალები გამიფართოვდა, ტვინში სისხლი ჩამექცა
კორინთელს გავხედე შევატყე მასაც არ ესიამუვნა, დიდად ეს ფაქტი
გონებაში საკუთარი თავის ლანძღვა დავიწყე ასე რატომ ბრაზდები ხოლმე სალომე, რომ ბოლოს ყოველთვის საკუთარ თავს აზარალებ
სულ ერთი დღეა რაც ჩამოხვედი და უკვე მთელი დომხალიზაცია მოუწყვე საკუთარ თავს
თან მხოლოდ შენ გამოდიხარ აქ დაზარალებული
-ახლა რავქნა რა გავაკეთო?
ძლივღა ამომხდა სიტყვები
მათე კი ჩემსგვერდით იდგა და მაკვირდებოდა შეგეშალა ჩემი მანქანა იქით დგას მითხრა სიცილით და ხელით მიმანიშნა მანქანისაკენ
იქ დგას არა? ანუ გონებრივი პრობლემები მაქვს არა? ანუ გიჟად გამომაცხადე არა? შენი მეუღლევარ არა? გავუწელე სიტყვები და ახლა მისი მანქანისაკენ ავიღე გეზი
-შეჩერდი რასაპირებ დამაწია სიტყვები
მის მანაქანას მივუახლოვდი და მინის საწმენდები დავუღუნე მართალია მინდოდა დამეტეხა მაგრამ ძალა მხოლოდ მათ გადასაღუნად მეყო შემდეგ ერთი სარკე ფეხის კვრით მოვტეხე რომელსაც მივწვდი მეორეც მინდოდა მომეტეხა მაგრამ უკვე კორინთელს თავისი ღონიერი მკლაებით დავეჭირე და ვეღარ შევძელი
-გამიშვი ვუკივლე
-მასეც კიარ გავგიჟებულვარ, რომ ჩემს ხელებში ძლივს გაკავებული მოსიარულე კატასტროფა გავანთავისუფლო და თამამად მივცე იმის საშვალება, რომ ჩემი მანქანა გაანადგუროს მითხრა ოდნავ თბილი ღიმილ ნარევი ხმით
-გამიშვი თვალები დავუქაჩე
მანკი მისი ლურჯითვალები მომაშტერა მის მზერას ვერ გავუძელი წამით მის თვალებშიც კი დავიკარგე
-არ გაგიშვებ ფიქრებიდან მისმა თბილმა ხმამ გამომარკვია და აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი ისე უცებ ჩამაგდო მანქანაში საჭესთან დაჯდა და მანქანა მთელი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს
-რასაკეთებ ? ვუკივლე
-სიტუაციიდან შენს დახსნას ვცდილობ
- მაგრამ უარესს აკეთებ გააჩერე! ახლავე! პოლიცია სახლში მომაკითხავს გააჩერე! ვუთხარი მთელი სიმკაცრით
ისკი იღიმოდა და უდარდელად მიჰქროდა შავი მუსტანგით
და აი მოსალოდნელი ზარიც შემოვიდა ჩემს ტელეფონზე დავხედე ჩემი და იყო გული გამეწურა ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე,
საცოდავი თვალებიტ გადავხედე კორინთელს და კიდევ ერთხელ ვუთხარი
-გააჩერე მანქანა!
მანკი გადმომხედა თავისი მუქი ლურჯი თვალები მომაშტერა და გრძელი ლამაზი წამწამების ფახუნს მჰყვა მისი ასეთი უდარდელობა მაგიჟებდა მაგრამ ამავდროულად მისი წამწამების ფახუნი და ეს მზერა მათბობდა
ფიქრიდან გაუჩერებელმა ტელეფონის რეკვამ გამომარკვია უცეფ ჩემი და გამახსენდა, მისი რეაქცია დამიდგა თვალწინ ამ ყველაფრის გაგებისას ალბად ცეცხლ სასროლ იარაღს აიღებდა სახეზე შავ ზოლებს დაიხატავდა და ასე გამოემართებოდა ჩემს საძებნელად ამის გაფიქრებისას ტელეფონს დავსწვდი
-სალო დაიკო რატო აგვიანებ? ხომარაფერი მოხდა?
-ლიზ დღეს ლაშასთან დავრჩები არ მიშვებს რახანია არ გვინახია ერთმანეთი არ ინერვიულო კარგი? ძლივს მოვაბი სათქმელს თავი ჩემი და პირვლად მოვატყუე ცხოვრებაში
-ლაშაშთან რჩები? ხვალ არ მოხვალ საბასთან? გელოდებოდა
მითხრა ჩემმა დამ
-კი კი როგორარა სურპრიზს ვუმზადებთ საბას
-კარგი დაიკო როგორც გინდა ჩემო ლამაზო
მითხრა ჩემმა დამ და დამემშვიდობა
მკაცრი და მეშენ ამას არგაპატიებ თვალებით მივაშტერდი ჩემს გვერდით მჯდომ, ღია შოკოლადისფერ თმიან სიმპატიურ მამაკაცს
-ანუ ჩემსგამო მოიტყუე? ირონიით მითხრა და ისევ უცოდველი ლურჯი თვალებით მომაშტერდა
-კი და ამისთვის სამაგიერო გელის
-შემეშინდა იცი წარბები ზემოთ აზიდა და საცოდავი სახე მიიღო
-მეკი ტუჩები წინ წავწიე და მთელიძალით ამოვიფრუტუნე შემდეგ გაბრაზებულმა ფანჯარაში დავიწყე ყურება
ის კი სიჩქარეს უფრო და უფრო უმატებდა.
ვერც გავიაზრე ისე უეცრად აღმოჩნდა მანქანა ტყეში სად ვართ ვიკითხე შიშნარევი ხმით
-საბადურში, მითხრა ძუნწად
-საბადურში? აღტაცება ვერ დავმალე ვაღიარებ გამიხარდა ძალიან მინდოდა საბადურის ტყის ნახვა ინტერესით თვალები ფანჯარას მივაშტერე ,
ტყე მალევე გავიარეთ ოდნავ მოშორებით გამოჩნდა, პატარა მყუდრო სახლი ზუსტად ისეთი როგორიც ინტერნეტში მინახავს, დიახ ვაღიარებ და ჩემი ოცნებაა ასეთი სახლი მქონდეს
სულ ვაგროვებდი მსგავსი სახლის ფოტოებს ტელეფონში
და ოცნებებში გადავეშვებოდი, ხოლმე მათი თვარიელებისას.
მანქანა გააჩერა და კარი გამიღო
-გადმოდი
-აქ რა გვინდა?
ინტერესეთ მივაპყარი თვალები
-აქ დავემალებით პოლიციას!
მითხრა ღიმილით
-რატომ აკეთებ ამას? მე ხომ შენი მანქანა დავამტვრიე?
-დაამტვრიე სრულიად უცხო ადამიანის მანქანა ჩემი კი ოდნავ დააზიანე, მითხრა სიცილით
-მანქანიდან გადმოვედი მიკვირდა მისი ასეთი ცვლილება
-ხო ისე იცოდე ამას შენს გადასარჩენად არ ვაკეთებ უბრალოდ იქ შენს გვერდით ასეთ მდგომარეობაში, რომ მე პრესას დავეფიქსირებინე თან ჩემს ცოლად გამოგაცხადე ეს უბრალო საქმე ხომარაა შეიფერა?? კორინთელმა და გადმომხედა ზემოთ აზიდული წარბებით
თითქოს ელოდა ჩემს აღტაცებასაც მაგრამ საპასუხოდ ჩემი რეაქცია მის ნათქვამზე მხოლოდ ენის გამოყოფით გამოვხატე
ვითომც არ დაუნახავს ჩემი საქციელი ისე განაგრძო, კორინთელმა
- ჩემი და ჩემი ოჯახის იმიჯი შეილახებოდა დაწერდნენ, კორინთელების პრინცს უკანონო ფსიკქოპატი ცოლი ჰყავსო მითხრა ისევ ირონიით წამსვე თვალებში შემომხედა და გადაიხარხარა ჩემი სახის დანახვისას
-საზიზღარი ვირი! აყლაყუდა! გაუზრდელი ! ჩავილაპარაკე და სახლის კარი შევაღე თვალები გამინათდა, ისეთი მყუდრო და ლამაზი სახლი იყო ზუსტად ისეთი როგორზეც ვოცნებობდი
დიდი ბუხარი ლამაზი ხის სავარძლები კედელზეც სულ ხეიყო გაკრული წინა მხარე სულ მთლიანად მინის იყო და ულამაზესი ბუნების პეიზაჟი მოსჩანდა, ნეტარება იყო ჩემთვის აქ ყოფნა იმდენად მომეწონა რომ წამით ყველაფერიც კი დამავიწყდა ბრაზმაც გადამიარა, აგიზგიზებული ბუხრის შემხედვარეს.
-ამაღამ აქ ვიქნებით ხვალ კი იქ მიგიყვან სადაც გიპოვე ისევ გამომცდელი თვალებით მიყურებდა ელოდა ჩემს გაბრაზებას
მეკი მივუხვდი, ეშმაკობას და მშვიდად გავუღიმე კარგი როგორც გინდა ვუთხარი და ახლა მე დავაკვირდი, მის რეაქციას გაუკვირდა ჩემი სიმშვიდე
-წავედი მე ვიძინებ გამომიცხადა
მოიცა და მე სად დავიძინო?
ვუთხარი მობუზულმა და დავედევნე
- საწოლი ერთია ამ სახლში რომელშიც მე ვწვები
მითხრა წარბის აწევით
-საძაგელო მერე ეგ რა ჯელტმენის საქციელია? როგორ იქცევი არ გრცხვენია მანქანით დამარტყი ასეთი ზარალი მომაყენე, ახლა ისიც არ გინდა საწოლი დამითმო წამის მეასედში წარმოვსთქვი, სიტყვები
ის კი პირდაღებული მომაცქერდა
-გიჟიხარ ჩაილაპარაკა სიცილით და მეორე ოთახში გავიდა მოიცა სად მიდიხარ შევყევი ოთახში და წუწუნს არ ვწყვეტდი ფეხები მტკივა ხელი ნაღრძობი მაქვს და სავარძელში დავიძინო?
-რატო სავარძელში?
-ვერ ხედავ იატაკზე რამხელა ადგილია შენთვის თან პატარახარ დაეტევი ისევ ცდიდა ჩემს ნერვებს
-სიბრაზისაგან მინდოდა დამეხრჩოოო ან დამება და მეწამებინა
-ახლა კი თუ შეიძლება გადი უნდა გავიხადო არ გავალ სანამ
-არ მეტყვი სად დავიძინო გავჯიუტდი
-კარგი მაშინ იყავი არაა პრობლემა არ ვარ მორცხვი ჩაიღიმა და გამომხედა
ვერ მივხვდი რა იგულისხმა სანამ მე მის ნათქვამს ვიაზრებდი
მან უკვე გახდა დაიწყო
-რასაკეთებ შევკივლე



№1 წევრი დარინა

ძალიან კარგია იმდენი ვიცინეეე, მომწონს მათეს პერსონაჟი, როგორი მხიარული და საყვარელია. კარგი წყვილია.

 


№2  offline წევრი Idumaligogo25

დარინა
ძალიან კარგია იმდენი ვიცინეეე, მომწონს მათეს პერსონაჟი, როგორი მხიარული და საყვარელია. კარგი წყვილია.

ძალიან მიხარია თუ ოდნავ მაინც შევძელით, შენი გამხიარულება, მედა ჩემმა პერსონაჟებმა.
--------------------
Lizzyy

 


№3 სტუმარი ნათია41

მომეწონა მხიარული და გიჟი წყვილია და იმედია არ შეწყვეტ.

 


№4  offline წევრი Idumaligogo25

ნათია41
მომეწონა მხიარული და გიჟი წყვილია და იმედია არ შეწყვეტ.

არა საყვარელო არ შევწყვეტ
--------------------
Lizzyy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent