შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკუნო სიყვარული.თავი 17.


30-01-2019, 03:12
ავტორი zia-maria
ნანახია 2 201

საღამოს წყნარ და მშვიდ გარემოში ლუკა და სესილი ტელევიზორში ახალ ამბებს უსმენდნენ,როცა ლუკას ტელეფონში თომას ზარი დაფიქსირდა და გაკვირვებულმა უპასუხა.
-გისმენ ძია თომა.
-ლუკა უნდა შევხვდეთ.
-ახლა? ხომ მშვოდობაა,მოხდა რამე?
-გახსოვს რომ გითხარი,დროა ყველა საიდუმლოს ფარდა უნდა აეხადოსთქო.
-მახსოვს.
-დრო მოვიდა შვილო,გელოდები.
-სად ხარ,მოვდივარ.
-შენს სახლთან ახლოს.ლუკა წამოდგა,სესილის შუბლზე აკოცა და უთხრა.
-მნიშვნელოვანი საქმე მაქვს,არ დამელოდო დაწექი და მოვალ.
-დაგაგვიანდება?
-ვერაფერს გეტყვი,არ ვიცი.
-კარგი,ცოტას დაგელოდები და თუ დაგაგვიანდება დავწვები.
-როგორც გინდა.ლუკა გავიდა და თომას შეხვდა.
-მზად ხარ დიდი სიურპრიზისთვის?
-მზად ვარ,წავედით.თომამ მანქანა დაძრა და ერთ-ერთ სასტუმროში მივიდა,ლუკას გაუკვირდა ეს ხომ მისი სასტუმრო იყო.
-აქ არის? იცის ეს სასტუმრო რომ................
-ლუკა მომისმინე,მან შენზე ყველაფერი იცის,მაგრამ ახლა გაიგო თავადაც რომ მისი ერთადერთი ვაჟი ხარ,ისიც ძალიან ცუდად არის და უნდა გაუგო.
-ვინ არის,ვიცნობ?
-იცნობ.
-კარგი წავიდეთ და შევხვდეთ.ლუკა კანკალმა აიტანა,პირველად ეგონა რომ შესცივდა მაგრამ არ იყო ასე,ის ნერვებმა აიტანა და მთელი სხეულით ცახცახებდა.თომამ ერთ-ერთ ნომერთან მივიდა და კარზე დააკაკუნა.
-მობრძანდით.ლუკა თავდახრილი შევიდა ის 36 წლის შემდეგ უნდა შეხვდეს ადამიანს,რომელსაც არ იცნობს,მაგრამ მისი მამაა.ოთახის შუა გულში ისე შევიდა თავი არ აუწევია.სვლა შეანელა,როცა მის წინ მამაკაცის გაპრიალებულ ფეხსაცმელს შეხედა,ნელ-ნელა თავი ასწია და გაოცებულმა მიაჩერდა ფეხზე მდგარ ვალერიანს.
-თქვენ? ძია ვალერიან თქვენ ხართ აქ?
-მე ვარ შვილო,როგორც შენთვის ჩემთვისაც დიდი სიურპრიზი იყო ამ ამბის გაგება,ახლა თვით სიკვდილისაც არ მეშინია რადგან მემკვიდრე მყავს და მთელ ჩემს ქონებას მას დავუტოვებ.
-ეს,ეს როგორ გთხოვ ამიხსენი ყველაფერი.ცრემლი მოერია ხმაში ლუკას.
-პირველი რომ ახლა გავიგე ისიც,რომ დედაშენი გურამმა მოკლა მაგრამ ის ცოცხალია.
-როგორ,დედაჩემი ცოცხალია?
-ცოცხალია შვილო.
-როგორ ის ხომ მე ვნახე არ სუნთქავდა და ძირს ეგდო.
-ცოცხალია,იქ არის და გელოდება.ლუკას მეორე ოთახზე ანიშნა ვალერიანმა და ლუკამ უკან გაიხედა,კარებთან გამოჩნდა მაღალი სუსტი ქალის ფიქურა,რომელსაც ძალიან ჰგავდა ლუკა.ლუკა ჩაჯდა,ვერ შეძლო ნერვებს გამკლავებოდა და ხმით ატირდა.
-დედაააა,რამდენი ვეწამე უშენოდ დედა.ქალმა გზა სწრაფი ნაბიჯებით გადაკვეთა და ლუკას წინ ჩაიმუხლა.
-ვიცი შვილო,მითხრეს ყველაფერი.
-სად იყავი დედა,რატომ არ გამოჩნდი დედიკო.სახეზე მოეფერა დედას ლუკა და ორივეს ცრემლი ერთმანეთის ცრემლს შეერია.
-ეს ასე იყო საჭირო.თქვა თომამ.
-როგორ საჭირო,მე უნდა მცოდნოდა ძია თომა სიმართლე.
-შენ პატარა იყავი და ვერ შეძლებდი ამ საიდუმლოს შენახვას,როცა მენაბდემ ლილეს ესროლა, მან მისი დაწვის და განადგურების ბრძანებაც გასცა.იმ დროს მე ეკონომიკის საქმეებს განვაგებდი იმ სახლში,მაგრამ მე და ვალერიანი გასული ვიყავით ქალაქიდან,იქ ერთი ძალიან კარგი მებაღე მუშაობდა და მან დამირეკა,ამიხსნა თუ რა მოხდა ჩვენი იქ არ ყოფნაში და რჩევა მკითხა,ისიც მითხრა რომ ლილე მკვდარი არ იყო,ის ჯერ კიდევ სუნთქავდა.მე მას ვთხოვე სადმე წაეყვანა და მისთვის მოევლო,მებაღემ ლილე ერთ სახლში მიიყვანა სადაც ჩავედი თუ არა ექიმები მივიყვანე და ის თვეები ებრძოდა სიკვდილს,როცა გამოკეთდა და საშიშროებამ გაიარა შვილი და დედა მოიკითხა,მაგრამ თქვენ შენ და ბებო იქ აღარ იყავით.მებაღე ვერ გამოჩნდებოდა და მოგიჩინათ ერთი ნაცნობი პიროვნება,რომელიც გპატრონობდათ,შემდეგ ნერვიულობით ბებოც გარდაიცვალა და მას ჩვენ მივხედეთ,ინტერნატში მიგაბარეთ და სკოლაშიც იქ დაიწყე სიარული,ის ნაცნობი ხშირად მოდიოდა და შენს ამბებს კითხულობდა მისი სახით გყავდა მომკითხავი რომელსაც შეეძლო გამოჩენა ჩვენ კი არა.ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,როცა სკოლა წარმატებით დაამთავრე და უმაღლეში მოეწყვე სამართლის ფაკულტეტზე,შორიდან გადევნებდით თვალს და ერთი წუთით არ დაგვიტოვებიხარ უყურადღებოდ.ვალერიანი ყველა ხარჯებს იხდიდა შენსას,მიუხედავად იმისა არცერთმა არ ვიცოდით თუ მისი საკუთარი შვილი იყავი,ეს მოგვიანებით გავიგე ისიც შემთხვევით,დედას წამოცდა ჩემთან.ვერ ვთქვი,ვერ გავამხელდი და უნივერსიტეტში როგორც წარჩინებული სტუდენტი მოვითხოვე სადმე შორს გაეშვით,რომ ასე დამეცავი მენაბდისგან.ახლა მოვიდა დრო ეს საიდუმლო იცოდე და გყავს დედაც და მამაც.ლუკა ისევ ძირს იჯდა და დედაც მის გვერდით იყო ჩამჯდარი,ვალერიანი კი ორივეს აცრემლებული თვალებით უცქერდა.კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და თომამ კარი გააღო მათე შემოვიდა.ლუკამ შეხედა გაკვირვებულმა მათეს და უთხრა.
-შენ იცოდი?
-არა,მეც ახლახანს გავიგე როცა ბაბუამ აქ მოყვანა მთხოვა.ლუკა წამოდგა დედაც წამოაყენა და შემდეგ ვალერიანს შეხედა,რომელსაც ორივე ხელი გაეშალა და ელოდებოდა როდის მოხვევდა მის ძლიერ ხელებს ერთადერთ შვილს.ლუკამ თომას შეხედა და თომამაც ანიშნა, ნუ ალოდინებო და ისიც სულ მალე მამის მკლავებში იყო
-წარსულს ვეღარ დავაბრუნებთ შვილო,მომავალი კი ჩვენს ხელშია.თითქმის დილამდე ისაუბრეს და ლუკამ წამოდგა.
-მე უნდა წავიდე,რადგან უკვე სადაცაა გათენდება.
-როგორც იცი დედაშენი ჯერ ვერ გამოჩნდება,ამიტომ ის აქ იქნება ამ სასტუმროში,ვალერიანი კი ისევ საავადმყოფოში დაბრუნდება.უთხრა ვალერიანმა ლუკას.
-კარგი,უფრო კონკრეტულ გეგმაზე ერთ დღეს შევიკრიბოთ და ვისაუბროთ.ახლა კი რა უნდა გითხრათ გარდა მადლობისა,მადლობა რომ არ მომეცით საშუალება ცხოვრება ამრეოდა და დღეს მე კაცი მქვია.ლუკა დაემშვიდობა ყველას და წავიდა,არეული ნაბიჯებით მიდიოდა,ხან გაიცინებდა,ხან სევდიანი სახე ჰქონდა.რამდენი რამ გადაიტანა თუნდაც პატარა ასაკიდან და დღეს რამხელა საფეხურზე დგას მისი სწავლით და საქმიანობით.
არის მომენტი ცხოვრებაში,როცა ვიღაცამ უნდა ჩაგკიდოს ხელი და ძალა მოგცეს.ლუკა არის სესილის ძალაც და იმედიც,ის ხომ მარტო დარჩა სულ მარტო,ჰოდა ლუკა არის ადამიანი,რომელიც სესილის აძლიერებს,მაგრამ ახლა მარტო მიდის,საავადმყოფოს კარი შეაღო და ვალერიანის პალატასთან მივიდა.
-შეიძლება შემოვიდე?
-მობრძანდი ჩემო გოგო,ძალიან გამახარე შენი მოსვლით.
-მითხრეს,რომ ჩემი ნახვა გინდოდათ მაგრამ სიმართლე გითხრათ გამიკვირდა.
-მინდოდა შენთან საუბარი და არ მინდოდა ამ საუბარს ვინმე დასწრებოდა ჩვენს გარდა,რადგან მინდა ეს საუბარი ჩვენში დარჩეს.
-კარგი,გპირდებით რომ მხოლოდ ჩვენ ორს გვეცოდინება აქ რასაც ვიტყვით.
-სესილი შვილო,მინდა სულ ლუკას სიახლოვეს იყო,მის გვერდით.
-რა ხდება,ისევ მემუქრება საშიშროება?
-არაფერი გემუქრება,მაგრამ გემუქრება ყველაფერი.დაიმახსოვრე,რა ძლიერი ომიც არ უნდა გააჩაღონ შენს წინააღმდეგ,სესილი ბავშვი არ დათმო და ის შენთან უნდა დარჩეს.
-არ არის ასე ადვილი ეს ყველაფერი.
-ვიცი და ამიტომ გადავწყვიტე,ჩემი ადვოკატი სულ შენს სიახლოვეს იყოს,ის დაგეხმარება ყველაფერში.
-მენაბდემ სასამართლო უწყება გამომიგზავნა,რომ ისევ ითხოვს მეურვეობას.
-არ დათმო,უნდა იბრძოლო.გაგიჭირდება,მაგრამ შენ ძლიერი იარაღი გაქვს ხელში,რომ ყველა გააჩუმო.
-ავტომატიც მექნება? გაეცინა სესილის.
-სესილი გამაცინე,მაგრამ ეს არ არის სახუმარო თემა,მაგრამ არის ერთი საიდუმლო რომელიც არავინმა არ იცის და გაფრთხილებ,შენს სიცოცხლესაც გაუფრთხილდი.
-ვიცი რომ სიკვდილი ძალიან ახლოს არის ჩასაფრებული.
-ლუკას არ მოშორდე ორი ნაბიჯით,საფრთხეში ხარ შვილო.წადი ახლა და შეეცადე ისე წახვიდე არავინ დაგინახოს.სესილი გაოგნებული დაბრუნდა სახლში,ჯერ კიდევ უთრთოდა მთელი სხეული.
-სად იყავი სესილი კარგად ხარ? შეეკითხა ლუკამ.
-ლუკა საავადმყოფოში ვიყავი.
-რაააა? რა გინდოდა საავადმყოფოში,რა გჭირს.
-მე არაფერი,კარგად ვარ ვალერიანმა დამირეკა და მთხოვა მივსულიყავი.
-რა უნდოდა,რა გითხრა,რატომ ხარ ასეთი ფერმკრთალი.
-მითხრა,რა ძლიერი ომიც გაგიჩაღოს მენაბდეებმა არ დათმო პატარა და ადვოკატი ჩემს გვერდით იქნება ყოველთვის.
-კიდევ რა გითხრა,რაღაცას მიმალავ ამას შენი თვალები ამბობს სესილი.
-მითხრა,რომ ბავშვთან ერთად ჩემს სიცოცხლეს გავუფრთხილდე.
-კიდევ?
-კიდევ შენ გიკითხა და ვუთხარი,რომ აქ ხარ ჩვენთან ერთად ჩვენს სახლში.
-მეეე? მე რატომ მიკითხა.
-შენს გვერდით იყოს,რომ დაგიცვასო.
-არ მეუბნები ყველაფერს სესილი.
-მეტი რა გითხრა,ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია ლუკა.
-ნუ გეშინია,მე აქ ვარ შენს გვერდით და არ დავუშვებ რომ რამე დაგემართოს.ვალერიანს ძალიან უყვარდა ბახვა და ის რადგან ასე გესაუბრა,მან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იცის და ჯერ-ჯერობით არ ამხელს.
-მეც მივხვდი,რაღაც იცის მაგრამ რა.
-ყველაზე მეტი ესმის მოხუცს.
-რა?
-რომ ჩვენი ერთად ყოფნა უნდა.
-მართლაც,მეც გამიკვირდა ეს რომ მითხრა.
-იცის და ხვდება,რომ შენგან შორს ვერ ვსუნთქავ სესილი.
-მეც ვეღარ ვძლებ შენგან შორს ლუკა.
-ტელეფონი რეკავს და არ უპასუხო.
-ვნახო ვინ არის.სესილიმ ტელეფონი ნახა და მილენა რეკავდა.
-გისმენ მილენა.
-სახლში ხარ? მინდა მოვიდე ცოტა წავიჭორავოთ.სესილიმ ლუკას შეხედა და გაეცინა,მილენას კი უთხრა.
-კი,კი სახლში ვართ, მოდი.მილენამ გასაღები აიღო და სახლიდან გავიდა
-ყელში ამოვიდა ყოველდღიურობა,ირგვლივ სიბინძურეა და როდისმე დასრულდება ეს ყველაფერი? ბუტბუტებდა თავისით და წინ გზას გაჰყურებდა,მოულოდნელად გაოცებისგან და შიშისგან თვალები გაუფართოვდა,რადგან იგრძნო რომ მანქანას ვეღარ აჩერებდა.ცალი ხელით ჩანთა აიღო და ტელეფონი მოიძია,ბესოს დაურეკა.
-გისმენ მილენა მალე მოვალთ ანდრეაც ჩვენთან მოდის.
-ბესო მანქანას ვერ ვაჩერებ,არ ვიცი რა ჭირს.
-სად ხარ,დამშვიდდი და ეცადე მთავარი გზიდან გახვიდე,ტელეფონი არ გათიშო კონტაქტზე იყავი,მეც გამოვედი უკვე.ასე წვალებ-წვალებით მილენა მთავარი მაგისტრალიდან ქალაქ გარეთ დაადგა გზას და ერთ-ერთ დაუსახლებელ ადგილზე,შემაღლებულ ბორცვზე მანქანა თავისით გაჩერდა.შიშისაგან გულწასული იყო მანქანაში,ბესომ და ანდრეამ გადმოიყვანეს და იქვე დასვეს.
-ანდრეა ნახე რა ჭირს მანქანას,მილენა არასოდეს გადის გაუმართავი მანქანით.ანდრეამ შეამოწმა მანქანა და გაოცებულმა შეხედა ბესოს მაგრამ მილენას გასაგებად თქვა.
-ტორმუზის შლანგი გამსკდარა,ილოცე რომ ასე ადვილად გადარჩი.
-ღმერთო როგორ შემეშინდა,მეგონა დღეს ჩემი სიცოცხლე დასრულდებოდა.
-დაჯექი დაისვენე,ჩვენ მანქანას შევაკეთებთ.უთხრა ბესომ და ისიც ანდრეას გვერდით დადგა.
-ბესო ტორმუზის შლანგი არის გადაჭრილი და არა გამსკდარი,ეს კი განგებაა გაკეთებული,ვიღაცამ მილენას გაფრთხილება მისცა.
-მენაბდე.
-ასე ადვილად ვერ დავადებთ ხელს.
-მართალი ხარ,მაგრამ გავიგებთ.
-ნუ ჩურჩულებთ,ვიცი რომ განგებ არის გაკეთებული.
-ყველგან გაქვს ყურები? უთხრა ანდრეამ მილენას და გაეცინათ.
-კარგი,ვერაფერს ვერ გამოგაპარებთ შენ მართალი ხარ,განგებ არის გადაჭრილი ტორმუზის შლანგი ვიღავცამ შენი თავიდან მოშორება გადაწყვიტა.
-იქნებ ისინი იყვნენ,ვინც გამიტაცა?
-შესაძლებელია,მაგრამ დღესვე კამერებს ვნახავ და გავიგებთ.რამდენიმე დღე მილენა სახლიდან არ გამოსულა,ერთ დილით როცა ბესო გააცილა სამსახურში თავად სააბაზანოში შევიდა და იქედან გამოსულს სახლში უცხო მამაკაცი დახვდა,რომელსაც ნიღაბი ეკეთა და ხელში დანას ატრიალებდა.
-ვინ ხარ,აქ როგორ შემოდი,რა გინდა ჩემგან.
-შენ რა გინდა მენაბდესგან,თქვი რამდენი გინდა მისი ძველი საქმეების ჩიჩქნას რომ შეეშვა.მამაკაცის ხმა მილენასთვის ძალიან ნაცნობი იყო და იცნო კიდეც,ნიღბიანმა მიხვდა და შეეცადა მილენა სამუდამოდ გაეჩუმებინა,უკვე მზად იყო დანა უნდა დაერტყა რომ სახლში ბესო შემოვიდა ანდრეასთან ერთად.
-აქ რა ხდება,ვინ ხარ.უყვირა დაუპატიჟებელ სტუმარს და ორივე ხელებით დაეტაკა,უცნობი არ ელოდა ბესოს დაბრუნებას და შეეცადა გაქცევას,მაგრამ კარებთან მისულს ანდრეამ მიუსწრო და ერთი ძლიერი დარტმით გათიშა,რომელიც იქვე ჩაჯდა.ბესო კი მილენასთან მივიდა და ამშვიდებდა.
-კარგად ხარ? რა უნდოდა,რა გითხრა,რატომ შემოვიდა.
-მითხრა მენაბდეს ძველ საქმეებში ნუ იქექებიო.
-ანდრეა მოაძრე ნიღაბი,ვნახოთ ვინ არის.ანდრეამ დაიხარა გულწასულთან და ნიღაბი ერთი ხელის მოსმით მოაძრო და ბესო გაოცებული დააჩერდა ზემოდან.
-ვიცოდი,ვიცოდი რომ გაორებული იყო,მაგრამ ასე შორს თუ შეტოპავდა არ ვიცოდი,არ ველოდი.
-იცნობ? შეეკითხა ანდრეა.
-ჩემი თანამშრომელია,მენაბდეს მარჯვენა ხელი.სააბაზანოში გაიყვანე და როცა გონს მოვა ერთი კარგი დამუშავება არ აწყენს რომ ყველაფერი დაამღეროს.
-რომ არ გასცეს მენაბდე და არ თქვას რამე?
-იტყვის,ვიცნობ კარგად,გგონია ძლიერია? მშიშარაა,სამსახურის არ დაკარგვის გამო ყველაფერს დაამღერებს.ტელეფონი ამოიღო და გადარეკა.
-კომისარო ბესო ვარ,გთხოვ რამოდენიმე ჯანიანი ბიჭი გამომიყოთ ჩემს სახლთან დავაყენო.
-რა მოხდა,ბესო მშვიდობა გაქვს?
-მოგვიანებით აგიხსნით,ახლა ასეა საჭირო.
-კარგი,არ გეკითხები რადგან შენ მთხოვ და მეც ასე ჩავთვლი საჭიროდ.
-მადლიბა კომისარო.
-რა ვუყოთ ამას ისევ გათიშულია.
-მოვა გონს და თუ არაფერი თქვა,ისეთ ბილეთს ავუღებ უკან დასაბრუნებელი გზა რომ არ ჭირდება.
-დაწყნარდი,ნერვები გაქვს აწეწილი და სიმშვიდე შეინარჩუნე.
-როგორ მეუბნები მილენა სიმშვიდე შევინარჩუნო,რას ფიქრობ იმ ადამიანს რომელიც ჩემს ოჯახს,ჩემს საკუთრებას შეეხო ჩემს ცოლს და ამ სახლში უნებართვოდ შემოვიდა,ამ სახლიდან ისე გავუშვებ,რომ არაფერი არ მომხდარა და მივცემ უფლებას თავისუფლად ისუნთქოს?
-გაუშვებ,ის აქედან წავა.თქვა მილენამ მშვიდად.
-შენ დაგესხა თავს,შენი მოკვლა სცადა და შენ მეუბნები რომ გავუშვა? გაოცებულმა შეხედა ბესომ მილენას.
-გაუშვებ და ის იქნება ჩვენი წყარო,თუ ის მენაბდის კაცია მისით გვეცოდინება მისი ყველა ნაბიჯი შეცდომით თუ უშეცდომოდ და მისი გეგმების შესახებაც.
-როცა შენ ბედნიერს გხედავ,მეც ბედნიერი ვარ საყვარელო,შენს დაკარგვას ვერ გადავიტან,მითხარი რა გავაკეთო და გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ შენს გამო.
-გაუშვი,გპირდები რომ ყველაფერი კარგად იქნება.
-თომა წასვლამდე ჩემს ადვოკატს დაურეკე,რომ სასწრაფოდ მოვიდეს.
-რა ხდება,მეც გჭირდები?
-არა,მათე მოვიდეს ისიც აქ მჭირდება.
-თომამ მათეს დაურეკა ჯერ და ის კი უკვე საავადმყოფოში მისულიყო,შემდეგ კი ლევანს.
-მათე შვილო,როგორაა შენი გეგმის საქმე.
-ყველაფერი კარგად მიდის ბაბუ,დროა ანდერძი შეადგინო და მე იმ ანდერძში ადგილი არ მექნება რომ ეჭვი არ აიღოს ბებერმა მენაბდემ.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ,ყველაფერი კარგად ჩაივლის.პალატის კარი ლევანიმ შემოაღო და ვალერიანს შეხედა.
-კარგად ხარ?
-შენც მოხვედი,აქ ხარ.
-თომამ დამირეკა,რა არის ასეთი საჩქარო.
-ლევან გადავწყვიტე ანდერძი შევცვალო.
-რატომ?
-არ ვიცი კდევ რამდენი დრო მაქვს და მშვიდად რომ წავიდე ასე უკეთესია ყველასთვის.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ.
-მათე შენ ეთანხმები მის გადაწყვეტილებას?
-ეს მისი სურვილია ძია ლევან.
-კარგი,მითხარი რა გავაკეთო და გავაკეთებ.
-ჩემი ქალიშვილი და მისი მეუღლე ამოიღე ანდერძიდან და ყველაფერი რაც გამაჩნია ლუკას..............
-არა ბაბუ,ლუკა არ უნდა გამოჩნდეს,უკეთესია სესილი და ნატა ან სულაც პატარას სახელზე დაწერე ანდერძი.
-შენ მართალი ხარ,ნატალია მენაბდის სახელზე დაწერე ყველაფერი ლევან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent