შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი რეალობა (1ელი თავი)


30-01-2019, 08:25
ავტორი ანმანო13
ნანახია 1 509

საოცარია არა? ადამიანი არ აძლევს თავს უფლებას იფიქროს იმაზე რომ ერთ მშვენიერ დღეს საყვარელ ადამიანს შეუძლია მიგატოვოს.. შეუძლია რამდენიმე წლიანი ურთიერთობა ერთი ხელის მოსმით წაშალოს..შეუძლია დაგანგრიოს და გაგანადგუროს..იცოდა.. ყველაფერი იცოდა.. საკუთარი თავზე მეტად მიცნობდა.. ტყუილად ვვოცნებობდი. ჩემი ოცნებების კედლები ჩამოიშალა და მეც შიგნით მომიყოლა მე, ადამიანი რომელსაც მეგონა რომ ბედნიერება ფერადი ბუშტები და შოკოლადებია,რომ ბედნიერება წვიმაში სიარული, თოვლში გორაობა და ზღვის ტალღების ყურებაა პლიაჟიდან,რომ ბედნიერება საყვარელ ადამიანთან ფილმის ყურებით გათენებული ღამეებია.. და მივხვდი, ბედნიერება იმ ადამიანშია ვინც არ გღალატობს !!
გამარჯობათ, მე ელენე ვარ 25 წლის, პროფესიით იურისტი... უკვე 16 წელია ბებია მზრდის, მშობკები ემიგრაციაში არიან წასული.. ბებიამ მასწავლა რომ პატიოსნება ჩემი სულია,უკან  რომ მოვიხედავ ჩემი წარსულის არ უნდა მრცხვენოდეს და თუ რამეს "მივქარავ" ამით საკუთარ თავს ვვნებ...
სულ პატარა ვიყავი სანდრო რომ გავიცანი, ის ოერიოდი მქონდა ზუსტად აი გოგოები რომ ბიჭებთან იწყებენ გაპრანჭვას, თუმცა გაპრანჭვა და მოპრანჭვა არასოდეს მიყვარდა. დედა სულ მეუბნებოდა შენი უბრალოებაა შენი ჯოკერიო.. ჩემი ღია ფერის თმა და მწვანე თვალები საოცრად მიყვარდა და მიყვარს.. თეთრი კანი ნერვებს მიშლის რუჯის დროს ყოველთვის ვიწვები. . სახის ნაკვთები კი როგორც სანდრომ მითხრა არასოდეს უნახავს ასეთი ნაკვთები ვინმეზე და რომ ყველაზე ლამაზი.ვიყავი და არა მარტო სანდრომ წლების შემდეგ თაყვანისმცემლების სიმრავლით ვხვდებოდი რომ სხვებისგან რაღაცით მართლა.გამოვირჩევოდი.. ჰო სანდრო.. სანდრო ჩემს გვერდით სახლში,ჩემს მეგობართან რომ ჩამოვიდა ამერიკიდან სტუმრად მაშინ გავიცანი.. საღამოს სასეირნოდ რომ გავდიოდით მახსოვს ცდილობდა სულ ჩემს გვერდით ყოფილიყო, მერე ნაყინზე მეპატიჟებოდა.. მერე ნიკუშამ წამოაძახა ელენე გიყვარსო და მესამე დღეს ისე გაფრინდა ამერიკაში ვერ ვნახე.. 5 წლის შემდეგ ჩამოვიდა, უფრო მეტად დამშვენებული, სიმპათიური, ინგლისური აქცენტით მოსაუბრე.. დამინახა და მიცნო.. მეგონა საერთოდ აღარ ვეხსომებოდი.. იმ საღამოს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ.. წასვლამდე ორი დღით ადრე მითხრა რომ ვუყვარდი, რომ მაშინ ბავშვობაში ვერ გამიბედა თქმა და რომ იქ ამერიკაში სულ ჩემზე ფიქრობდა.. 1 კვირის შემდეგ დამირეკა და კითხვაზე ჩემი თანხმობა მიიღო.. არც ერთი დღე ერთმანეთთან ლაპარაკის გარეშე, უამრავი სიურპრიზის გარეშე, იყო მოულოდნელი ჩამოფრენები.და ჩაფრენები, სიხარულის ცრემლებით სავსე თვალები.. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა,ბიზნესის წილი.საქართველოში გადმომაქვს და მანდ ვიქნები ძირითადადო.. ჩვენი სიყვარული 7 წელს ითვლიდა.. არც მეტი და არც ნაკლები ზუსტად 7 წელს.. საქართველოში დაბრუნების 3 წლის თავზე ქორწილი გვქონდა გადაწყვეტილი.. სანდრო ხშირად მიდიოდა მივლინებაში, გვიანობამდე მუშაობდა სამსახურში.და სულ ვცდილობდით ერთმანეთისთვის გრაფიკი აგვეწყო..
მთელი დღე ვრეკავდი მის ტელეფონზე, იცოდა რომ 1 კვირით ბათუმში მივდიოდი საქმეზე, ისე მოხდა მეორე დღისთვის გადაიდო გამგზავრება.. ბათუმიდან რომ დავბრუნდებოდი საქორწილო.სამზადისს ვიწყებდით.. სანდრო რომ არ მპასუხობდა საძმაკაცო ავაწრიალე, არავინ არაფერი იცოდა..
- ირაკლი, როგორ ხარ? სანდრო არ მპასუხობს მობილურზე,სადაა არ იცი??
-არამიშავს ელე,წახვედი ბათუმში?
- არა,გადაიდო ერთი დღით
- სად ხარ, გამოსული ვარ წამო გავიდეთ სანდროსთან თან ძაან მშია, შესვენება მაქვს გვეჭამა რამე..
- კიი გავიდეთ. 10 წუთში მეც შესვენებაზე გავდივარ..
- ok. გამოვალ მანამდე..
ნეტავ მაშინ.შესვენებაზე არ გავსულიყავი, არ ირაკლი არ მოსულიყო, ან ფეხი მტეხოდა ან... ან... რავიცი რამე ისეთი ყოფილიყო რომ მე იქ არ მივსულიყავი..
მე და ირაკლი 1 საათში ჩემი და სანდროს მომავალი სახლის სადარბაზოსთან ვიდექით.. გასაღები ირაკლის მივეცი ადი შენ და ყავას ამოვაყოლებთქო. ირაკლის ლიფტის ეშინია. ვიფიქრე სანამ კიბით მე-7 სართულზე ავა მე ლიფტით დავეწევითქო.. კარი უკვე გაეღო და ის იყო უკან გამოდიოდა რომ მივედი..
- ელე არ შეხვიდე.
მითხრა და შეეცადა გავეჩერებინე.. ყველაფერი წარმოვიდგინე ორი წამის განმავლობაში გარდა იმისა რომ სანდროს შეეძლო ჩემთვის ეღალატა..
ირაკლი ხელით გავწიე და შევედი,მისაღებში არ ჩანდა,საძინებლის კარი გავაღე და გავშეშდი.. ჩემს ოთახში, ჩეკ არჩეულ საწოლში,ჩემს არჩეულ თეთრეულში სანდრო და მისი მდივანი დავლანდე... გოგო რომელიც ჩვენს სახლში როგორც მეგობარი ისე მოდიოდა და ჩუმად დასაცინი ვიყავი თურმე მისთვის.. მახსოვს სანდროს თვალები, იმ გოგოს სახე და ირაკლი! ირაკლის ყვირილი სანდროს რომ ლანძღავდა.. ერთი ხელის მოსმით დავამსხვრიე კარადაზე დალაგებული სანდროს კოლექციის სუვენირები.. მახსოვს მანათობელი ავიღე და კედელს შევალეწე.. გამოსვლისას ფარდას ვეცი და ჩამოვგლიჯე.. საფერფლე შესასვლელში დიდ სარკეს ვესროლე.. მეგონა ბოლო ხმაზე ვღრიალებდი მაგრაკ გონს ირაკლიმ მომიყვანა..
- ელე დამშვიდდი, წამოდი წაგიყვან..
ისეთი თვალებით შევხედე ირაკლის რომ გაჩუმდა და კარიდან გაიწია.. როგორ ჩამოვედი კიბეზე, როგორ გამოვედი გზაზე, როგორ დავეტაკე და დამეტაკა შავი ჯიპი არც ეს მახსოვს. გონს რომ მოვედი ასფალტზე ვიჯექი და ვტიროდი,გვერდით ვიღაც ბიჭი მეჯდა ჩამუხლული და მთხოვდა მანქანაში ჩავჯდომოდი..
- კარგად ხარ?
- არა.. შუა ქუჩაში ვიჯექი. ასფალტზე..
- წყალს მოგიტანთ.
- არ მინდა
- კარგი.. მოდი აგაყენებ,შეძლებ ადგომას??
- ვერა,ვერ ვდგები. თან ვტირი არ ვჩერდები..
- კარგი,დამშვიდდი..
მხარზე ხელი დამადო, ცალი ხელით მივეკარი ზედ და ბღავილი დავიწყე.. ჩემი თავი მეცოდებოდა,ისე ძლიერად ვიყავი ნანგრევებში მოყოლილი ვერ წარმომედგინა იქიდან ამოსვლა..ვიჯექი შუა ასფალტზე და ვიღაცის მკლავებში ვტიროდი, მე.. სიამაყით სავსე გოგო..
- მოდი რამენაირად ადექი,შუა ქუჩაში ვართ,მოძრაობას ვაფერხებთ და ძაან ტეხავს..
- ვიჯდები რაა.. ტირილს არ ვწყვეტ
- არა არა ადექი.. ძალით ამაყენა და მანქანაში წინა.სავარძელზე მომათავსა. ღვედი გამიკეთა.. წამში შემოურბინა მანქანას საჭესთან დაჯდა და შემომხედა,მიხვდა ალბათ არაფრის თქმას არ ქონდა აზრი და მანქანა დაძრა..
- სად ცხოვრობ? მიგიყვან სახლში..
- არა სახლში არ მინდა..
- რა დაგემართა არ მეტყვი?
ახლა უკვე შეშფოთებული სახით მიყურებდა.. ცოტა მომეშვა,მანქანის მინას მივადე თავი და ვცდილობდი ბოლომდე გადამეხარშა რა ხდებოდა ჩემს თავს..
- როგორ ხარ? ფიქრი შემაწყვეტინა. და წყლის ბოთლი მომაწოდა.
- ცუდად..
- 3 საათზე მეტია აქ ვდგავართ და არ მოგშივდა? ან არ მოგწყურდა? შეჭამ რამეს??
- 3 საათზე მეტი?? მე...მე... სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი
- სად ცხოვრობ?
- პლეხანოვზე, მაგრამ სახლში არ მინდა.. შეგიძლიათ დამარეკინოთ? არ ვიცი ტელეფონი სად მაქვს..
- აი, დარეკე, წამში გამომიწოდა ტელეფონი..
- თქვენ აკრიფეთ რაა, ხელები მაქვს დაბუჟებული, ალბათ ნერვიულობისგან..
- კარგი, კარგი.. მითხარი ნომერი...
ათი ზარის შემდეგ მიპასუხა როგორც იქნა..
- სალო, ელენე ვარ.. სალომეს ნამტირალევი ხმა გავიგე თუ არა მეც ტირილი დავიწყე
- ელე.. როგორ ხარ
- არ ვიცი..
- სად ხარ , მოგაკითხავ
- სალო, ეხლა ისე ვარ, არავის ნახვა არ მინდა, საკუთარი თავისაც კი.. უნდა დავმშვიდდე ჯერ... მანქანის გასაღები სამსახურში დაცვას აქვს. ხვალ მიდი და მანქანა გაიყვანე შენთან დააყენე.. სხვა არაფერი..
- ელე..
- სალომე ყველაზე უბედური ვყოფილვარ თურმე... ისევ ტირილი ამივარდა და გავთიშე..
- მადლობა.. ტელეფონი მივაწოდე.. ღმერთო როგორ შეგაწუხეთ..ეს როგორ დამემართა.. მანქანის კარის გაღება ვცადე
- არ გადახვიდე მანქანიდან ,სად მიდიხარ? მიგიყვან
- სახლში არ მივდივარ.
- აბა სად მიდიხარ?
- შორს.
- გარბიხარ??
- გავრბივარ?!!
- ჰო,ვისგან გარბიხარ..
- საკუთარი თავისგან...ფიქრებისგან...
- ეხლა მარტო ცოდო ხარ
-ვერ ვიტან ვინმეს რომ ვეცოდები!!
- კარგი..კარგი.. ბაკურიანში მივდივარ, წაგიყვან..
- არ მინდა..
- შენ ცუდად ხარ ეხლა..
- ძალიან ცუდად ვარ..რა ძნელი ყოფილა მაგარი გოგოს როლის თამაში.. ბოლომდე დავეცი..
- იტირე, არ შემიმჩნიო..
  ქალაქიდან რომ გავედით მანქანა გააჩერა. გადავიდა.. კაპოტზე მიეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა.. იქიდან მანიშნა მოწევო?! არათქო უარის ნიშნად თავი გავუქნიე.. მეც გადავედი მანქანიდან და გვერდით დავუდექი. მივეყრდები მანქანას და ღრმად ამოვისუნთქე..
- უკეთესად ხარ?
- კიი
- გშია?
- დღეს არაფერი მიჭამია..
მანქანასთან მივიდა და ჩიფსი ამოიღო
- შეჭამე სანამ ჩავალთ ცოტა დანაყრდები.
- მადლობა.
- რა მოხდა? თვალებში ჩამაცქერდა.. მაშინ შევხედე პირველად.. შავი თვალები ქონდა, ძალიან ლამაზი წარბები,ცხვირი და ტუჩები, თმა, წვერი აშკარად ასაკს მატებდა...
- მიღალატეს.. საქმრომ... ქორწილამდე 1 კვირით ადრე... გავჩუმდი და თვალი გამიშტერდა
- კარგი..კარგი.. გასაგებია.. წამოდი.. თუ გინდა უკან დაწექი,დაისვენებ ცოტას..
- მადლობა.. უკან მოვთავსდი,მივწექი და როდის ჩამეძინა ვერ გავიგე.. რომ გამეღვიძა მისი კურტკა მეფარა და კარგად თბილოდა მანქანაში..
- გაიღვიძე? არ დამჭირდა ესეიგი ძალით გაღვიძება.. 20 წუთში მივალთ..



№1  offline წევრი ანმანო13

მეგობრებო რადგან ხელი მქონდა თაბაშირში და ვერ ვახერხებდი ხშირად ატვირთვას,იგივე ისტორია დავდე თავუდან,განახლებული ვერსიით.. ძალიან ვეცდწბი რომ მალე დავამატო შემდეგი თავები.. გამიხარდება თუ კომენტარს დამიტოვებთ და თქვენს შთაბეჭდილებას გამიზიარებთ ♥

 


№2  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგი ისტორია.დასაწყისი მომეწონა.ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent