შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაჟკაცის სული(სრულად)


30-01-2019, 13:39
ავტორი თიკა2019
ნანახია 1 848

(ეძღვნება ივანე-ბადუ სადიკოვს)

  კიდევ ერთი დილა გათენდა.თვალებს ვახელ და ისევ ოთხ კედელს ვხედავ,თავზე  25-ოდე წლის გუშაგი დამდგომია და ჩემი ბიჭებისგან გამოგზავნილ წერილს მაწვდის,ჩემდა გასაოცრად დახურული კონვერტით.უნდობლად გადავხედე და ღრმად ჩავისუნთქე დილის ჰაერი.მერე მას მივუბრუნდი,განაბული იდგა,ჩემგან სათქმელს ელოდა..
  -გუშაგო იცი ამ გისოსებს მიღმა სიცოცხლე ჩქეფს?
  მან დასტურის ნიშნად დინჯად თავი დამიქნია.
  -გუშაგო აქ თითქოს ყველაფერი მკვდარია,ცოცხალი სასაფლაოა აქ.ვაჟკაცების ჩაკლული სულები დათარეშობენ ამ ცივ კედელში.ბევრი ცრემლის და წამების მომსწრე კედლების  მობინადრე ვარ დღეს.გუშაგების დამპალი სულის და პატიმართა დალეწილი ძვლების სუნი ასდის აქაურობას.ყელში რომ მოგებჯინება კაცს ბურთივით და გაგუდვას რომ გიპირებს ისეთი დღეები იცის აქ.რკინის გამძლეობაა საჭირო ამ ჯოჯოხეთში რომ არ დაიფერფლო. ვაჟკაცს რომ ვაჟკაცობას უშლიან ის ადგილია ეს.მაგრამ ვაჟკაცს ხომ თავის ღირსებას ვერავინ წაართმევს?!ტყვიაც ვერ მოკლავს ვაჟკაცობას!.
  გუშაგმა მძიმედ ამოიღვნეშა,მისი გულის ცემა ციხის კედლებს ეხეთქებოდა.მწარე ღიმილი დაჰფენოდა სახეზე.თვალს არ ვაცილებდი, მინდოდა მცოდნოდა ვინ იყო ეს 25 წლის ბიჭი რომელსაც ხელუხლებელი გაუხსნელი წერილი მოქონდა ბიჭებისგან.ის იდგა,ხმას არ იღებდა,მის ვენებში სისხლიც არ ჩქეფდა ისე ქანდაკებასავით იდგა ჩემს წინაშე.მე ხმას ავუწიე და განვაგრძე..
  -იცი საუკუნეებს ითვლის  პატიმრების უშედეგო სიმტკიცე  უგუნურ გუშაგებს რომ კაცობის და ვაჟკაცობის ფასი ასწავლონ.მაგრამ ეს რომ ისწავლო პატიმარი უნდა იყო გუშაგო.ასე ზემოდან რომ დაგვყურებ ავტორიტეტის სტატუსით ისიც ხომ კარგად იცი აქ მხოლოდ ვაჟკაცობას აქვს ფასი .ქათმები საქათმეში ვიცი მე გუშაგო,ცხოველები გალიაში და ადამიანი თავისუფალი.თავისუფლების სურნელს რომ ერთხელ შეიგრძნობ ადამიანი რაც არ უნდა უშიშარი იყო ამ კედლებში მოხვედრას მაინც ყველა გავურბივართ.ახლაც ჩამესმის ძვლების ტკაცუნის ხმა ასე სასტიკად რომ გამიმეტა მაშინ გუშაგმა და მიმაგდო კარსელის კუთხეში.ყველა ამოსუნთქვაზე რომ ვაი დედას მაკვნესებდა.რომ ეგონა აქ ჩალპებოდა ჩემი ნატანჯი სული და უღმერთოდ მიმატოვა.მაგრამ სუფთა სული არასოდეს კვდება.სიამაყე დაკარგული და ვაჟკაცობა გაცლილი სული საქათმეში გყავს შემწყვდეული გუშაგო და დამპალ სულებში ნუ აგერევა ვაჯკაცის სული.
  გუშაგო ამდენს გესაუბრები და შენ შენს ფიქრებში წასული ყურსაც არ მიგდებ...
  გუშაგმა აცრემლებული თვალებით შემომხედა,სევდა და ტკივილი იგრძნობოდა მის თვალებში.მოვიდა დაიხარა და გაბზარული ხმით ყურთან წამჩურჩულა: პატიმარო მეც ვაჟკაცი კაცის შვილი ვარ გუშაგებმა რომ მისი სხეული 10 წლის ბავშვს ფეხებთან მომიგდეს
თქვა ეს და გამეცალა ...

წერილი გავხსენი:ბადუ აქ ყველაფერი კარგადაა.არაფერზე იდარდო.თიკა ნერვიულობს შენზე,დაიტანჯა უშენობით.მაგრამ იცი არ დავტოვებთ მარტო.ძლიერი ქალია და გელოდება.ვიცით არ დაგჭირდება მაგრამ თუ რამე იყოს გუშაგს დააბარე ჩვენიანია.ცემაში რომ შემოაკვდათ გუშაგებს იმ მამუკას შვილია.სიკვდილი რომ ამჯობინა მონობას...
  დიდხანს ვიჯექი ჩაფიქრებული და ძალა გამოცლილი.ყველაფერს ვხვდებოდი და ტირილი მინდოდა.თურმე რამხელა ტკივილს ატარებს ადამიანის გული.სივაჟკაცე გუშაგებსაც სცოდნიათ თურმე.ის იყო იმ ვაჟკაცი პატიმრის შვილი რომელმაც ღირსება არჩია ,,არაკაცურ" თავისუფლებას.ისიც ხომ ჩვენსავით ნაწამები კაცის შვილია,გუშაგობა მამის სახელის უკვდავსაყოფად რომ იკისრა.

ავტორი:(თიკა)

28/10/2018



№1 სტუმარი მე არ მომეწონა

მოდი არ გვინდა ეს პატიმრების რომანტიზმი რაა. . ერთეუულები ზიან უდანაშაულობი ციხეში. დანარჩენები კარგად იცით ვინც არიან და რა მოუტანა მათმა შეწყალებამ საქართველოს????

 


№2  offline წევრი თიკა2019

ყველას თავისი აზრი გააჩნია და მივესალმები ყველას აზრს.ეს არ არის არც პოეტის დაწერილი არც ვინმე დიდი ადამიანის.ეს არის იმ ისტორიების პატარა მიმოხილვა ჩემებური ენით სადაც პატიმრების ფიქრები და შენ წარმოიდგინე ვაჟკაცობის სული ჩანს.სამწუხაროდ ბევრი უდანაშაულო პატიმარი ზის ციხეებში განუკითხავი და უსამართლო სახელმწიფოს ხელში.პიდოფილების და არაკაცობის მაგივრად ის ბიჭები უნდა გამოუშვან რომლებიც ფულის არ ქონის გამო დაჯდნენ იქ რადგან ადვოკატის ფული არ ქონდათ ელემენტალურად.ადვილია სხვისი ცხოვრების განსჯა .ძალიან ადვილი რომანტიზმი დაარქვა სხვის ტანჯულ ცხოვრებას რადგან დედიკოს რაა მამიკოს ბიჭებს და ფულიანი არაკაცებს მიჰყავთ პარადი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent