შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკუნო სიყვარული.თავი 19


31-01-2019, 10:33
ავტორი zia-maria
ნანახია 2 420

-რას აკეთებ, სიბნელეში ზიხარ? შენ ხომ სიბნელის გეშინია სესილი.
-ვფიქრობ.
-რაზე ან ვისზე.
-ვფიქრობ,როგორ გავუძღვე ცხოვრებას.
-მე არსად არ ვარ ან ვერ მხედავ შენს გვერდით,შენს ფიქრებში?
-უშენოდ ვერ ვხედავ მომავალს ლუკა.
-მიყვარხარ სესილი და გული მტკივა ასეთ მოწყენილს რომ გხედავ,აქ ხარ ჩემს გვერდით,მაგრამ მაინც მენატრები.
-ის რა სიყვარულია ლუკა გული თუ არ გტკივა,ან ის რა სიყვარულია თუ მისი მონატრებით არ იხრჩობი.
-ჰოდა მე სულ რომ მენატრები,ამომივსე ეს მონატრება,ხომ იცი რომ უშენობა მაგიჟებს.
-ნუ დამტოვებ,უშენობა მეც დამახრჩობს.ლუკა მიყვარხარ.
-ვიცი,შენც ისევე ისეთი გიჟი ხარ უჩემობის,როგორც მე უშენობის.სესილი როცა ჩემს გვერდით ხარ,შენი თვალები დამშვიდებულ ზღვას ჰგავს,მე კი ვერ გავექეცი ამ თვალებს და სამუდამოდ ამ თვალების ტყვე ვარ,რადგან ამ თვალების ტალღებში ჩავიძირე.გპირდები,სესილი ბედნიერი იქნები.შეგიძლია მყარად მომეყრდნო და შიში არ გქონდეს წაქცევის.
-ვიცი,შენ ხარ ის მყარი კედელი,კედელი რომელზედაც მიყრდნობის არასოდეს შემეშინდება.შენთან ერთად კი მეც ძლიერი ვარ და მყარად ვდგევარ ფეხზე.დავეყრდნოთ ერთმანეთს და გვჯეროდეს ერთმანეთის.
-შენს თავზე თმის ღერის შერხევის უფლებას,ქარსაც არ მივსცემ საყვარელო.
-გვერდით მყავხარ და ძნელია ისე მოვიქცე,რომ არ უნდა შეგეხო.
-ოოოოოო,ჩემს შვილიშვილს გავახსენდი.
-როგორ ხარ ბაბუ,ვეღარ მოვიცალე შენამდე რომ მოვსულიყავი.
-ვიცი,ყველაფერი ვიცი.
-ჩემებმა სახლი დატოვეს,ესეც იცი?
-ასე შეეშინდა მენაბდეს,უკვე დაცალა სახლი?
-შორიდან რომ შეგეხედა მისთვის,ვერც მაშინ დარწმუნდებოდი რომ ეს შეშინებული კაცი მენაბდე იყო
-რაღაცას მალავს ისევ და შეეშინდა არ ამომიჩხრიკოსო,ამიტომ წავიდა ასე უხმოდ და სიტყვის შემოუბრუნებლად.დავბერდი შვილო,მაგრამ ჩემი ტვინი ისევ მუშაობს.მოვა დრო გაიგებ თუ ვინ იყო შენი ბაბუა,რას საქმიანობდა და რა ხალხთან ჰქონდა კავშირები.ჩემი სახელი შენ ყველგან, ყველა კარს გაგიღებს და ეს დაიმახსოვრე.
-ჯერ არსად არ გიშვებ,გეგმა სისრულეშია თითქმის და მალე გავითამაშებთ.
-მოვყვები შენს გეგმას,ლილე ნახე?
-ვნახე,კარგად არის გუშინ ლუკაც იყო მისული მასზე არ ინერვიულო.შეეცადე ამ საწოლიდან მალე წამოდგე.
-მე ახლავეს წამოვდგები,მაგრამ ჯერ კიდევ ვიკავებ თავს.მენაბდეს ჰგონია მალე მომაკითხავს მიქელა და დარწმუნებული ვარ გეგმა აქვს შემუშავებული აქედანვე როგორ გაამწაროს ისევ სესილი მაგრამ წინ რა სიურპრიზი ელოდება ვერასდროს ვერ მიხვდება.შენ როგორ ხარ,რას აკეთებ.
-რა გავაკეთო ბაბუ,ვცდილობ დავიცვა ყვავ-ყორნებისგან სესილი და ჩემი ძმისშვილი.ვერ ვხვდები რატომ არის ასეთი უარყოფითი ემოციით განწყობილი სესილის მიმართ,რატომ ეზიზღება ასე ძალიან მიზეზს ვეძებ,მაგრამ ვერ ვიპოვე.
-გაიგებ,ყველაფერს მისი დრო აქვს.
-შენ რაღაც იცი და არ ამბობ.
-ვერ გეტყვი შვილო,დრო აქვს ამ საიდუმლოს გამხელას ისე როგორც სხვა საიდუმლოს.
-კარგი,წავედი ბესოსთან მივდივართ მე და ლუკა.
-რა ხდება,ბესოს რა სჭირს.
-ვიღაც მანიაკი ჰყავს დაკავებული სახლში გაკოჭილი.
-რატომ?
-ბესოს მილენა სიგიჟემდე უყვარს და ვინც მის ცოლზე ხელს ასწევს ის უკან არ დაიხევს,იმ ხელს ძირში მიამტვრებს და არც ამას არ დაჯერდება,გაანადგურებს.
-იმ კაცმა................
-იმ კაცმა სახლში შეაღწია მათთან და მილენას მოკვლა სცადა.
-მენანდე,ეს მენაბდესგან მოდის,მაგრამ წადი,წადი გაიგე,დააზუსტე ვინ არის.
-იცის ვინც არის,მაგრამ უნდა გაიგოს ვისთვის მუშაობს,ვისი დავალებით შევიდა სახლში.შენ სწორად გამოიცანი,მენაბდის კაცია და მეუბნები დაბერდი? არა ბაბუ,შენ ბევრს ჯობიხარ ამ ასაკშიდაც კი.მათემ სიცილით დატოვა ვალერიანის პალატა და გარეთ გასულმა ლუკას დაურეკა.
-გისმენ მათე.
-მივდივარ ბესოსთან და იქ მოდი.
-კარგი,მეც გამოვდივარ.ორივე ერთდროულად მივიდა ბესოსთან და იქ ანდრეაც დახვდათ.გონზე მოსულიყო დაუპატიჟებელი სტუმარი და ბესო მის წინ იჯდა.
-ექვსი წელია ერთად ვმუშაობთ,ერთ მაგიდასთან ვზივართ და ყოველთვის მეგობრად და ძმა-კაცად გთვლიდი.გაბრიელ გინდა ისევ მეგობრები ვიყოთ,ისე რომ დღევანდელ დღეს არასოდეს გავიხსენებთ,მხოლოდ უნდა მითხრა ვისთვის მუშაობ,ვინ არის შენი უფროსი,ვინ გაძლევს დავალებებს.
-ყველაფერი რომ ვთქვა,ის მომკლავს ბესო.
-გპირდები,ჩემს პატიოსან სიტყვას გაძლევ,ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს.
-მეგობარო,ეს უნდა გვითხრა მე დაგიცავ და ჩვენ ყველა ერთად გიხსნით იმ ადამიანისგან.
-ვერავინი შეძლებს დამიხსნას იმ ადამიანისგან,ვალში ვარ მასთან,დიდ ვალში.
-რა ვალი გაქვს,რომ გადახდას ვერ შევძლებთ.
-ვიცი ჩემი სიცოცხლე სულ მალე დასრულდება და მეტი გზა არ არის,მოგიყვებით.12 წლის ვიყავი პირველად რომ შევისუნთქე,ესეც დედაჩემის ბრალი იყო,ის არასოდეს მთვლიდა ნორმალურ და ჩამოყალიბებულ ბავშვად.წარჩინებული მოსწავლე ვიყავი და ნელა-ნელა შევეშვი სწავლას,ქუჩაში უფრო დიდ დროს ვატარებდი ქუჩის ბიჭებთან.სწორედ მაშინ მომცეს იარაღი ხელში და ჩემი ბავშვური წლები ბნელ გვირაბში გასულმა გავიარე,როცა ეს გვირაბი დასრულდა და სინათლეში გავედი სხვაგვარად შევხედე ცხოვრებას,მაგრამ უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი მე ჩაძირული ვიყავი სიბინძურის ჭაობში.მთელი 8 წელი სიბნელეში გავატარე,მოულოდნელად გავიცანი ერთი მამაკაცი რომელმაც პოლიციაში მომაწყო მისი გავლენით და იმ დღიდან დღემდე 17 წელია მისთვის ვმუშაობ.
-როგორ გაიცანი ის მამაკაცი.
-გაკეთებულში ვიყავი ერთ გოგოსთან ერთად გავატარე ღამე,დილით რომ გავიღვიძე გოგონა მკვდარი იყო.შემეშინდა,ძალიან შემეშინდა და მივატოვე,გამოვიქეცი.სახლში ვერ მივდიოდი,მეგონა უკვე მეძებდნენ.ღამე იყო მანქანამ გამიჩერა და რაღაც ქუჩა მკითხა,იმდენად გათიშული ვიყავი ვერ გავიგე რა მკითხა,მახსოვს მანქანის უკანა კარი გაიღო და ერთი მამაკაცი ძირს გადმოვიდა და შემეკთხა.
-რა მოგივიდა,კარგად ხარ? ვეღარ გავუძელი და ავტირდი,მან კი ხელი მომკიდა მის გვერდით დამსვა და სასტუმროში მიმიყვანა იქ დამტივა და დილით მომაკითხა,ახალი ტანისამოსი მომიტანა,საუზმე შეუკვეთა და შემდეგ ვისაუბრეთ,მეც ყველაფერი ვუთხარი რაც შემემთხვა და მითხრა.
-ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება შენ აქ იყავი და ჩემს თქმამდე აქედან არ გახვიდე.მეც ვიყავი სასტუმროში და ველოდი,საუზმე,სადილი,ვახშამი ნომერში მომდიოდა.ბავშვი ვიყავი და ადვილად ვენდე,იმ დროს როცა მიჭირდა ის ადამიანი ჩემთვის ღმერთივით გაჩნდა ჩემს წინ და იმ დღიდან მოყოლებული მის ხელში ვარ.
-გასაგებია,დაგეხმარა და ახლა მისთვის მუშაობ,მაგრამ რას აკეთებ,რას გავალებს ეს ადამიანი.
-მნიშვნელოვანი პერსონაა,პოლიცია დიდი ხანია მის კვალზე ცდილობს გასვლას,როგორც კი რამეს გავიგებდით და ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ,მე მას ვურეკავდი და საქმე იშლებოდა,მისი დაჭერის შანსები იკარგებოდა.
-გაბრიელ,გინდა მითხრა ეს განსაკუთრებული პერსონა მენაბდე არის? გაბრიელმა ბესოს შეხედა,თავი დახარა და უთხრა.
-ის არის,მენაბდეა.
-გასაგებია,იცოდი აქ მე ვცხოვრობდი და მილენა ჩემი ცოლია,მისი მოკვლა დაგავალა და რატომ.
-დამავალა,მაგრამ არ მინდოდა მისი მოკვლა,მინდოდა გამეფრთხილებინა და გეგმა მქონდა,მასთან ჩემს გეგმაზე მინდოდა საუბარი მაგრამ თქვენც მოდით და ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
-რა გეგმა გაქვს,ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ,ახლა მითხარი რატომ დაგავალა მისი მოკვლა.
-მილენა რაღაც ძველ საქმეს იძიებს,რომელმაც ძალიან შეაშინა,რადგან ის იმ საქმეში ძალიან დიდი დამნაშავეა.დამიჯერე არ მინდოდა მილენას მოკვლა,მე მისი გაფრთხილება მინდოდა.
-გაბრიელ იცი რომ ამ დანაშაულს არავინ არ გაპატიებს? რატომ ერთხელ არ მითხარი არაფერი,მე ხომ შენ გენდობოდი.
-დამიჯერე,ახლაც რომ გითხარი დიდ საფრთხეში ვარ.
-მე ჩუმად ვარ,უფრო სწორად ჩვენ ჩუმად ვართ და ასე მოვიქცევით,რომ ვერ გავიგე ვინ დაესხა ჩემს ცოლს თავს.შენ გააგრძელებ მენაბდესთან მუშაობას და მის ყოველ ნაბიჯს გვეტყვი,თუ გინდა ამ საქმიდან სუფთა გამოხვიდე და გააგრძელო თავისუფლად ცხოვრება.
-ვერ გაიგებს მენაბდე ჩვენი შეხვედრის შესახებ?
-როგორ,ჩვენ ყველა მის წინააღმდეგ ვართ.
-მე უნდა წავიდე,ნატა უნდა გამოვიყვანო სკოლიდან და მოგვიანებით გნახავთ.მიდიოდა და საათზე იხედებოდა,უკვე დაგვიანებული იყო და ეშინოდა ნატას არ ენერვიულა და არ ეტირა.როგორც იქნა სკოლასთან მივიდა და სირბილით შევიდა სკოლაში,მაგრამ უეცრად გაჩერდა რადგან შეხედა ნატა სესილის მოჰყავდა და ორივე გულიანად იცინოდა.
-რა ბედნიერი ვარ ამოდენა ბინძურ სამყაროში,თქვენ ორნი რომ მყავხართ.
-ლუკააააააა,შენც მოხვედი?
-მაპატე ძვირფასო დამაგვიანდა.ხელში აიყვანა ნატა და შემოაფრიალა,ყურში კი სესილის უჩურჩულა.
-მშვენივრად გამოიყურები,მითხარი ვის აწონებ თავს?
-შეყვარებული ვარ,ჩემი გული მხოლოდ იმ ერთის არის.
-სხეული?
-რატომ გინდა ნერვები მომიშალო იდიოტო.გაბრაზდა სესილი და ეს სიბრაზეც უხდებოდა მას,წინ წავიდა და თავისთვოს ბუტბუტებდა,ლუკა და ნატა სიცილით მიყვებოდნენ უკან,მოულოდნელად სესილიმ ტელეფონს უპასუხა და ლუკასკენ შეტრიალდა ცრემლიანი თვალებით.
-რა მოხდა სესილი.
-ვალერიანი,ვალერიანი გარდაიცვალა.
-რა თქვი? გაფითრდა ლუკა და კედელს მიეყრდნო.
-ღმერთო,გუშინ ცოცხალი იყო და მე მას ვესაუბრე.
-გრძნობდა დიდი დრო არ ჰქონდა და გააკეთა ის რაც გულმა უკარნახა,იმედია მშვიდად წავიდა.
-არა არ წასულა,ვერ მოვასწარი,ლუკა ვერ მოვასწარი ნატა ენახა და გაეცნო.
-არა უშავს,მან გააკეთა ყველაფერი რაც მისი მხრიდან სწორი იყო.
-გურამი ლევანს დაურეკე ახლავეს აქ მოვიდეს.
-რად გინდა აქ ლევანი მადლენ.გაუკვირდა გურამს.
-უნდა ვილაპარაკოთ,ეს მნიშვნელოვანია.
-რა არის მნიშვნელოვანი,რაზე უნდა ილაპარაკო მამაშენი მოკვდა გესმის? ვალერიანი აღარ არის,შენ კი მამა იტირო ლევანთან გარბიხარ და გინდა გაიგო რა დაგიტოვა მამაშენმა?გამოფხიზლდი,მიცვალებული გვყავს და წინ ბევრი საქმე არის გასაკეთებელი.
-მართალი ხარ სულ დავიბენი,ვიგრძენი რომ დავცარიელდი,მე თქვენს ორს შორის ვიყავი ბურთი,ერთი მხრიდან მეორე მხარეს მისროდით,ყოველთვის თქვენს შორის ვიდექი,ხან მამა იყო მართალი და ვერ ვეპასუხებოდი,ხან ქმარი.
-მილენა,ნოდო ვარ მნიშვნელოვანი რამ მაქვს გადმოსაცემი.
-უკვე დაბრუნდი,საქართველოში ხარ?
-ჩემი ახლო მეგობარი გადმოგცემს მნიშვნელოვან საბუთებს,ხელთ გექნება თუ არა ის ქაღალდები დამიკავშირდი და ვისაუბროთ,კარგი იქნება თუ ანდრეაც იქნება.
-აქ არის ახლა ჩემს გვერდით ანდრეა და ვეტყვი,მაგრამ ნოდო ის შენი მეგობარი სანდო არის?
-სანდოა,შეგიძლიათ თავისუფლად ისაუბროთ მასთან მილენა.
-კარზე ზარია,ის იქნება?
-მე გავაღებ კარს.თქვა ბესომ და კარი გააღო,კართან უცხო მამაკაცი იდგა.
-ნოდოს მეგობარი ვარ,ანდრეა ნემსიწვერიძე.
-მობრძანდით,ახლა ვესაუბრებით ნოდოს.უთხრა ბესომ და სახლში შემოატარა უცხო სტუმარი.
-მობრძანდით,მე მილენა ვარ ეს კი ჩემი მეუღლეა ბესო.ანდრეა კი თქვენი სეხნია და ჩემი კოლეგა არის.
-გიცნობთ შორიდან,ყველაფერი მითხრა ნოდომ და მეც თქვენს გვერდით ვარ.
-გასაგებია,ასეთი მნიშვნელოვანი რა მოგვიტანეთ.
-ვერ დავიჯერებდი ჩემი თვალით რომ არ მენახა ეს ყველაფერი,მეგობარი მყავს ჰაკერი,მან ყველა ინფორმაცია მოიძია და აი რა შეგვრჩა ხელთ,ნახეთ და თავად წაიკთხეთ.მილენამ ქაღალდები გადაიკითხა და შემდეგ ანდრეას გადასცა,სანამ ანდრეამ არ წაიკითხა ის ჩუმად იყო და ფიქრობდა.ანდრეამ თავი ასწია,მილენას შეხედა და უთხრა.
-ეს რა გამოვიდა,ნოდოს მამა არაფლის გამო მოკვდა? მას არა ნაირი დანაშაული არ აქვს,არც ვალი,არც გაკოტრება კომპანიის,მისი აქციების 68% კი მოულოდნელად მოხვდა სხვის ხელში და რატომ მოხდა ეს?
-ეს აწყობდა მენაბდეს,რომ იმ კომპანიის სრული პაკეტის მფლობელი ყოფილიყო და აი ამიტომ მოხდა ეს.
-ეს წაიკითხე?
-წავიკითხე.
-რას იტყვი მილენა.
-რასაც შენ ფიქრობ ამ წუთში ანდრეა,ნოდოს მამა მოკლეს და ეს ყველაფერი ისე კარგად იყო მოწყობილი,რომ დღემდე სჯერათ ამ ადამიანის თვითმკვლელობის.რა გვაქვს ხელთ?
-ყველაფერი ხელთ გვაქვს,ახლა ისღა დაგვრჩენია ვამხილოთ დამნაშავე.
-ვერ ვამხელთ,23 წლის მერე მიხვალ და ასე პირდაპირ დაადებ ხელს?
-არა,ინფორმაცია გაჟონავს,რომ ამ საქმეს საიდუმლოდ ვიძიებდით.ჯერ კომისარს უნდა დაველაპარაკოთ,ავუხსნათ ყველაფერი და პრესაშიც უნდა გაჟღერდეს საიდუმლო საქმის ძიების შესახებ,ჩვენ ფრთხილად ვიქნებით და დავაკვირდებით მენაბდის რეაქციას,ინფორმაციის მოძიებაში კი გაბრიელი დაგვეხმარება.
-მილენა მაშინებ,სერიოზულად ხარ საქმეში ჩართული.უთხრა ანდრეამ და გაეცინათ.
-ანდრეა ამ ადამიანმა ჯერ გამიტაცა,შემდეგ ჩემი მოკვლა უნდოდა და ეს ორჯერ არ გამოუვიდა,შენ როგორ ფიქრობ დავიხევ უკან რომ მას არ შეეხოს ვინმე იმიტომ რომ ჩვენი მეგობრის მათეს მამა არის? მაპატიე მეგობარო,მაგრამ დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
-თქვენ ჩემი მეგობრები ხართ და ებრძვით ჩემს მამას,მაგრამ მინდა იცოდეთ,მე მას დიდი ხანია უკვე აღარ ვთვლი მამად.თქვენთან ერთად ვარ მეც და ვიმედოვნებ ყველა იმ გარდაცვლილი ადამიანების შვილები თუ მშობლები ან ნათესავები გამოფხიზლდებიან და სიმართლის გარკვევას მოითხოვენ.ჩემზე არ ინერვიულოთ,მართალია მტკივნეულია მაგრამ კანონს და მართლ-მსაჯულებას ვერავინ გაექცევა ბესო და დამნაშავემ თუ დააშავა პასუხი უნდა აგოს,უნდა დაისაჯოს ჩადენილი დანაშაულითვის.
-ეს შენს კარიერაზე იმოქმედენბს,როცა ყველაფერი სინათლეზე გამოაშკარავდება.
-იმოქმედებს,საქმეც შეფერხდება მაგრამ სამაგიეროდ სიმართლე გაირკვევა და ერთი მნიშვნელოვანი დამნაშავე დაისჯება.
-მადლობა მათე დიდი მადლობა,რომ თავად ცდილობ სიმართლის დადგენას.
-მე მივდივარ,თქვენ ერთად არ გახვიდეთ სახლიდან პირველი მე და ანდრეა გავალთ,ვინ იცის შეიძლება ისევ გვითვალთვალებს ახალი თვალი.მილენა ადგა,ყველაფერი თავის ჩანთაში ჩააწყო და ანდრეასთან ერთად გავიდა სახლიდან,მოგვიანებით გზად ანდრეას დაემშვიდობა და სესილის შეხვდა,ორივე ერთი ნაბიჯით მიუყვებოდა პარკის კიდეს,რომ მათ წინ მენაბდე გაჩნდა.
-შეძელი,ამ შენი უდანაშაულო ნიღაბით მოხუციც გამოიყენე და მისი ქონებაც ხელში ჩაიგდე.შეძელი,ისიც რომ სახლიდან გამოგვყარე და მინდა გკითხო,რა ნამუსით გინდა იცხოვრო იქ იმ სახლში.
-ეს ქონება საერთოდ არ მაინტერესებს,ის პატარა რომელსაც საერთოდ არ გინდათ შეხედოთ ის თქვენი შვილიშვილია და ყველა ის რაც იქ არის მისი საკუთრებაა,რადგან მის სახელზეა ყველაფერი.ახალა რას ფიქრობ,რა გინდა გააკეთო გინდა საკუთარი შვილიშვილს ეომოთ ქონების გამო? ამდენად დაეცით,რომ მის ასაკს არ აქცევთ ყურადღებას და 10 წლის ბავშვს დაუწყებთ ბრძოლას?
-სიტყვებს დაუკვირდი,როგორ მესაუბრები.
-იცი რა მიკვირს? იმ ყველაფრის შემდეგ რაც გამიკეთე როგორ დგეხარ აქ და ისე მელაპარაკებით რომ არც არაფერი მომხდარიყოს,მაგრამ თქვენისთანა უსირცხვილო ადამიანს სირცხვილზე და ნამუსზე როგორ უნდა ვესაუბრო.არ გაბედოთ და წინ აღარ გადამეღობო,თორემ მწარედ განანებ მენაბდე იმ ყველა ცრემლისთვის მოგთხოვ რაც შენს გამო დამდინდა.მინდა იცოდე და შეიგნო,რომ შენი არ მეშინია.მილენამ ხელი მოკიდა და სესილი მენაბდეს გააცალა,ის კი იდგა და უცქერდა როგორ ამაყად მიდიოდა სესილი თავაწეული.
-ამდენად ძლიერი ხარ გაუძლებ ჩემს შემოტევას? მაგრამ ყოჩაღ,მართლა გამაკვირვე სესილი ასეთ შემოტევას შენგან არ ველოდი.სესილის ერთი სული ჰქონდა მოფარებოდა რამეს,რომ მისი სისუსტე არ ეჩვენებინა მენაბდისთვის,უეცრად მის წინ ლუკა გაჩნდა და ხელი მოხვია,გულზე მიიკრა.
-დაგინახე და უკან გამოგყევი,ძალიან კარგად გეჭირა თავი.იცი,რომ იქით შეაშინე მენაბდე?
-მართლა?
-რომ წამოდი გაოცებული გიყურებდა,არ ელოდა შენგან ასეთ წინააღმდეგობას,ეგონა შეგეშინდებოდა მაგრამ ასე არ მოხდა.მილენა გავარკვიე ის რაც მითხარი და ნახე,ეს მგონი დაგაინტერესებს.
-მაჩვენე.ლუკამ ტელეფონში გადაწერილი საბუთები აჩვენა და მილენამ თვალებ გაფართოებულმა შეხედა ჯერ სესილის და შემდეგ ლუკას.
-ლუკა ეს როგორ მოიძიე,ეს დაფარული ინფორმაციაა და ძალიან მნიშვნელოვანი,ის ფსიხოპატია და ფსიხიკის აბებს იღებს.
-მილენა,ამ წუთიდან შეისწავლე საქმის შესწავლა,არ დავუშვებ მენაბდემ შვილი წამართვას.მისმინე,ჩვენ სამმა ვიცოდეთ,რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით მათე რას ფიქრობს.
-არა,მათე ჩვენს მხარეს არის ეჭვი არ შეგეპაროთ მასში და მან ამის შესახებ უნდა იცოდეს.მე ვიცი ის როდის არის გულწრფელი,ამ ჯერად ის მართლა ნანობს ჩადენილს.მან ისეთი მნიშვნელოვანი რამ იცის,ეს რომ მენაბდემ გაიგოს ალბად არც დაფიქრდება ისე დაგვხოცავს ყველას.უთხრა სესილის და ლუკას მილენამ.
-მაინც ფრთხილად ვიყოთ მასთან.შენ კი გახსოვდეს,რომ შენს გვერდით მე ვარ ნატა ჩვენ ორივეს ჩაგვაბარა ბახვამ და თათამ.
-ვიცი და ძლიერი ვარ შენ რომ მიმაგრებ მხარს,ისიც იცი როგორ ძალიან მიყვარხარ,მაგრამ მაპატიე ნატაზე წინ ვერ დაგაყენებ.ის ჩვენს ურთიერთობაზე,ჩვენს სიყვარულზე მეტად ძლიერია.
-ვიცი,ვიცი საყვარელო,წამოდი სახლში წაგიყვან.მილენამ განყოფულებაში წავიდა,ლუკამ კი სესილი სახლში წაიყვანა.მთელი დღე კანკალებდა და ვერ შეძლო ნერვები დაემშვიდებინა.
-გზა რომელზედავ ჩვენ მივდივართ გრძელი და საშიშია,მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდება და ეს შიშიც გაივლის,მდინარის ფსკერზე მიძინებული წყალმცენარეებივით.
-დაიძინა ნატამ?
-დაიძინა,გინდა ვერანდაზე გავიდეთ?
-არა,ჯერ კიდევ მიცახცახებს მთელი სხეული.
-ვარსკვლავები ხომ ეხუტებიან ერთმანეთს,მე შენ ჩაგეხუტები და ჩემი სითბოთი გაგათბობ.ხელმოხვეული გაიყვანა ვერანდაზე და ერთმანეთის გვერდი-გვერდ ისხდნენ,ღრუბლებში დამალულ მთვარეს უცქერდნენ.
-იცი?ძალიან ბევრი ღამეა როცა არ მინდა გათენდეს.
-კიდევ ბევრი ღამე იქნება ჩვენთვის ლამაზი და ვნებით სავსე საყვარელო.
-ვიცი,ახლა შენს გვერდით ვზივარ და ბედნიერი ვარ,მაგრამ ხანდახან მინდა სხვა ვიყო,ვიყო მტკიცე ფოლოდავით.მინდა უსასრულობაში მოვისროლო ჩემი სისუსტე და შიში,მაგრამ დამიჯერე ეს გრძნიბა სხეულზე მაქვს მიწებებული და შეხორცებული.ვერ შევძელი,დღეს კი ჩემი თავის მეც გამიკვირდა გავბედე,შიში დავძლიე და იმ საზარელი ადამიანის წინ დავდექი თავაწეული.როგორ მიცქერდნენ ის ორი წვრილი თვალი ზიზღით და სიძულვილით სავსე რომ მიყურებს ჩემი მოკვლის სურვილით სავსე.მინდა ჩემი ხელებით ამოვთხარო ის ორი წვრილი სფერო და სადმე ჯანდაბაში მოვისროლო,რა კარგია შენ რომ მყავხარ.თავი ჩამოადი მხარზე ლუკას და თვალები დახუჭა.მოულოდნელად გააცილა თვალი და სიბნელეში სიგარეტის შუქი შეამჩნია,შემდეგ აპარატის ჩხაკუნი და თავი ასწია.
-ლუკა გაიგონე?
-რა,რა გავიგონე.
-იქ სიბნელეში ვიღაც დგას,სიგარეტს ეწევა და ჩვენ ფოტოებს გვიღებს.ლუკამაც გაიხედა სიბნელისკენ და დაინახა სიბნელეში წითელი წერტილი,წამოდგა და მომენტალურად ვერანდას გადაევლო,უცნობს გაეკიდა მაგრამ ვერ დაეწია,უკან დაბრუნებისას კი ლუკას უცნობი დანით დახვდა და მკლავში დაჭრა,მაინც რ დაიხია უკან მოახერხა აპარატი წაართვა და თავადაც კარგად მოარტყა სახეში.ცოტა ხანში სახლში აპარატით დაბრუნდა,მაგრამ სისხლიანი.
-ლუკაააა დაჭრილი ხარ? პანიკაში ჩავარდა სესილი.
-ჩუმად,ბავშვმა არ გაიგონოს.
-ლუკა ექიმი გჭირდება.
-არა,ექიმი არ მინდა მე თავად მივხედავ ჭრილობას.დაწყნარდი,დაგპირდი რომ ვერავინ ვერ მოგიახლოვდება და მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.
-არა,არ შემიძლია მშვიდად ვიყო,რამე რომ მოგსვლოდა.
-გგონია ასე ადვილად დაგთმობ? 8 წელი,სესილი 8 წელია რომ ვცდილობ ჩემი სიყვარული დაინახო,ჩემს თვალებში შენდამი გრძნობები წაიკითხო.
-და როგორც იქნა დავინახე და წავიკითხე კიდეც.
-გიცნობ,როცა გინდა რამე თქვა უკვე ვიცი რა გინდა და რას გრძნობ.
-კარგი,სისხლი გდის მოდი გაგიწმინდო ჭრილობა და შეგიხვიო.
-გელოდები ექიმო.გაეცინა ლუკას და მაისური გადაიძრო,სესილიმ გაუწმინდა ჭრილობა და ხელიც გადაუხვია,მაგრამ ნახევრად შიშველი ლუკას წინ ძალიან ჩამოცხა.
-გესმის?
-რა მესმის.
-მგონი ნატა ტირის.ლუკამ საჩქაროდ მაისური ჩაიცვა და ნატას საძინებელში ორივე ერთად შევიდა.
-ნატა? საყვარელო რატომ ტირი.შეეკითხა ლუკამ.
-ცუდი სიზმარი ნახე,დედა დაგესიზმრა? მორიდებულად შეეკითხა სესილიმ.
-ბავშვები დამცინიან სკოლაში.თქვა ნატამ ტირილით და ლუკას მკერდზე მიეკრა.
-რატომ,რა გჭირს დასაცინი ნატა.გაუკვირდა ლუკას.
-შენ დედა და მამა არ გყავსო.
-აბა ჩვენ ვინ ვართ,ჩვენ გყავართ....................
-მეც გყავარ საყვარელო.დაასრულა სესილის სიტყვა ლუკამ.
-იცი? ხანდახან იმ ბავშვებს ვისაც ნამდვილი,ბიოლოგიური მშობლები ჰყავს,რა გგონია ისეთი დიდი სიყვარული აქვთ როგორც ჩვენ შენს მიმართ? შენ საოცრად კარგი დედა გყავდა საყვარელო,მინდა იამაყო მის სიკარგით და მისი სიყვარულით.მან აქ მოგიყვანა,აქ დაგტოვა ჩვენთან და იმ დღიდან ჩვენ ვართ შენი დედა და მამა.
-ხომ არ მიმატოვებთ.
-არასოდეს,ეს ფიქრი არც კი გაივლო გულში.
-მიყვარხართ ორივე და მინდა თქვენ იყოთ ჩემი დედა და მამა,არ მინდა იმ სახლში წასვლა იქ უთქვენოდ ვერ ვიცხოვრებ.
-ახლა დავიძინოთ,რომ ხვალ უძილობისგან თვალები არ გვქონდეს დასიებული და დაწითლებული.
-ღამე მშვიდობისა.დაემშვიდობა ორივეს ნატა და საბანში ჩაძვრა.
-ლუკამ შუბლზე აკოცა პატარას და ოთახიდან გავიდა,სესილიმ კი იქვე დაუჯდა და თმებზე მოეფერა.
-შენს გამო მინდა იცოდე ჩემს წილ სიცოცხლესაც კი დავთმობ საყვარელო,შენ ხომ ჩემი შვილი ხარ,ჩემი ნატალი.ნატას გაეღიმა სესილის სიტყვებზე და ბედნიერმა იმედიანად მისცა ძილს თავი,ოთახიდან ფრთხილად გამოვიდა და ტელეფნს უპასუხა.
-სესილი ლევანი ვარ ადვოკატი,ბოდიში ასეთ დროს რომ გაწუხებ,მაგრამ უნდა შევხვდეთ.
-როდის ბატონო ლევან.
-ხვალ საღამოს 5 საათზე შეძლებ?
-შევძლებ,მოვალ აუცილებლად.
-გელოდები.უთხრა და გაუთიშა,იმავე წუთში კი ლევანმა მადლენს დაურეკა და დილით თხოვა შეხვედრა 12 სთ-ზე.სესილი ტელეფონით ხელში გავიდა და ლუკას უთხრა.
-ალბად მალე გული ამერევა ამ რიტუნაზე,რომელიც ჩემს გარშემო ტრიალებს და არ წყდება.
-დაიღალე,ამ ყველაფრით დაიღალე.ზოგჯერ საზოგადოება იმდენად ბოროტია,რომ ბედნიერ წუთებს გართმევს და თვით ბედნიერებასაც არ გპატიობს.შენ,მე და ნატაც უნდა შევეცადოთ,რომ არ გავხდეთ საზოგადოების მსხვერპლი.პირიქით,უნდა ვიცოდეთ რა გვინდა,უნდა დავანახოთ ყველას რომ ბედნიერება რომელიც ჩვენს გარშემო არის იმდენად დიდია,რომ სუნთქვას გვიკრავს.
-მე მხოლოდ შენთან და ნატასთან ერთად მინდა ბედნიერება,მაგრამ ზოგჯერ დაღლილობა ისე შემომიტევს,რომ მგონია ზამთრის ხეს ვგავარ უფოთლოს,გამხმარი ტოტებით.
-ნუ შეაჭმევინებ თავს დარდებს,მე აქ ვარ შენს გვერდით.გინდა ფოტოები ვნახოთ? გაახსენდა ლუკას აპარატი და ფოტოები გახსნა,იქ მათი უამრავი ფოტო იყო და მიხვდა ლუკამ რომ ის ადამიანი მათ დიდი ხნის მანძილზე უთვალთვალებდა.
-ეს მენაბდეს გამოგზავნილია,რადგან კიდევ ერთხელ დაეწერა სიბინძურე ჩვენზე.
-მაგრამ ჩვენს ხელთაა ეს ფოტოები და ვეღარ შეძლებს.იმ ღამით ვერცერთმა გაუძლო მოზღვავებულ ვნებას და ერთად დაწვნენ და იმ ღამით გაერთიანდა ორი გული,გული რომლებიც სიყვარულით იყო სავსე.დილით ბედნიერმა გაიღიმა და გაახსენდა,რომ ლევანი უნდა ენახა.
-დილა მშვიდობის საყვარელო,როგორ ხარ.
-დილა მშვიდობის,კარგად ვიქნები წასასვლელი რომ არ ვიყო.უთხრა სესილიმ და საბანი თვალებამდე აიტანა,ლუკას გაეცინა ერთი ხელის მოძრაობით საბანი გადააძრო და მის სხეულზე აიკრა სესილის შიშველი სხეული.
-გამიშვი,ბავშვი არ შემოვიდეს.
-ბედნიერი ვარ რომ მხოლოდ ჩემი ხარ,მხოლოდ მე მეკუთნი.უთხრა ლუკამ და ვნებიანი კოცნა აჩუქა სესილის.
-გამოიყვან სკოლიდან ნატას?
-სკოლიდან გამოვიყვან,მაგრამ ახლა სამივე ერთად მივალთ სკოლაში რომ ყველამ დაინახოს ნატა მარტო არ არის.
-შენ მართალი ხარ,წავიდეთ.სამივემ მოემზადა და სკოლის ეზოში ნატა შუაში ორივეზე ხელი-ხელ ჩაკიდებული მივიდა სადაც უამრავი მოსწავლის და მასწავლებლის ინტერესი გამოიწვია მათმა გამოჩენამ.ნატა ჯგუფში შეიყვანეს და დაპირდა ლუკამ რომ ის მოაკითხავდა,სესილიმ კი მასწავლებელს დაელაპარაკა.დრო ჰქონდათ ჯერ კაფეში შევიდნენ რადგან დილით ყავა არცერთს დაულევია გემრიელად მიირთვეს,მოულოდნელად მათეც ნახეს და ბევრ რამეზე ისაუბრეს,ასევე ვალერიანის დასაფლავებაზე,ისე გაერთო სამივე ნატას სკოლიდან გამოყვანის დროც მოვიდა,გამოიყვანეს ერთად და გარეთ ისადილა ოთხივემ.
-მარტო ჩვენ ვართ?
-მარტო თქვენ ხართ,რადგან თქვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია,ამიტომ დაგიბარეთ ცალ-ცალკე.
-კარგი დავიწყოთ.
-მაშ ასე,ქონება უძრავ-მოძრავი რაც კი არსებობს ეკუთნის მის შვილთა შვილს ნატალი მებადეს,ამ ყველაფერს კი ის სანამ 18 წლის არ გახდება გაუძღვება თომა მესხი.
-რას ამბობ ლევან მე რა დამიტოვა ის მითხარი ჩემმა მამამ.შენ მგონი კარგად არ იცი მამაჩემის ქონება რამდენად დიდი ციფრით აღინიშნება ის მილიონებს აღემატება და შენ გგონია იმ გველის წიწილს დაუთმობ ამ ყველაფერს?
-ვიცი,ძალიან კარგად და დამშვიდდი შენც არ ხარ წილის გარეშე.
-ჩემს შვილს? რა დაუტოვა მათეს.
-იგივე უზარმაზარი პაკეტი,როგორც შენ,მაგრამ კარგად მომისმინე.თუ თომას რამე შეემთხვევა,თუნდაც ეს უბედური შემთხვევა იყოს,შენი და მათეს ანგარიშები გაიყინება და გადაეცემა იმ ბავშვთა სახლებს სადაც იზრდება უდედ-მამო და სიყვარულს,სითბოს მოკლებული ბავშვები.
-შეუძლებელია,ეს ყველაფერი შეუძლებელია.ჩემმა საკუთარმა მამამ საკუთარი შვილი ყველაფრის გარეშე დატოვა.მადლენი გაცეცხლებული გავიდა ლევანის კაბინეტიდან,შიდა კარი გაიღო და მათე ლევანის წინ დაჯდა.
-მათე დარწმუნებული ხარ რაც გააკეთე?
-დარწმუნებული ვარ,ძია ლევან ჩემი მშობლები ვერ მიიღებენ ბაბუას ნაგროვები ქონებიდან ვერაფერს.ამიტომ უკეთესია ყველაფერი დარჩეს პატარას დიდი ბაბუას სახელზე.
-გაოცებული ვარ შენი სულისკვეთების,თავს ვხრი შენს წინაშე და მართალი ხრ,მამაშენს არასოდეს არ უყვარდა ვალერიანი და ახლა მის ქონებაზე იბრძვის და ომს გააჩაღებს,ის შეეცდება ეს ყველაფერი წაართვას მას,ბავშვს რომელიც დედის და მამის გარეშე თავად დატოვა.
-სულ ცოტას და ყველაფერი გაირკვევა ძია ლევან.
-მათე რომ გაირკვევა სიმართლე,საინტერესოა სად წავა თავად,შენ როგორ შეგხედავს თვალებში.
-დრო,დრო უნდა ჯერ კიდევ ყველაფერს,მე წავედი არ მინდა სესილიმ აქ მნახოს.
-ყველაფერი კარგი იყო,კარგად გავერთეთ,მაგრამ მე უნდა წავიდე ლევანთან მაქვს შეხვედრა.
-მე მივდივარ იქით,გინდა გაგიყვანო? სესილიმ ლუკას შეხედა და ლუკამ თავისუფლად უთხრა.
-ჩვენ სახლში წავალთ და ნატას ძიძას ჩავაბარებ და იქ მოგაკითხავ.
-კარგი,მაშინ ჩვენ წავალთ.სესილი და მათე ერთად გამოვიდნენ,ლევანის ოფისთან დატოვა მათემ ის და თავად წავიდა.სესილიმ კიბეები აირბინა და ლევანის კაბინეტის კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
-მობრძანდით.
-გამარჯობათ.
-სესილი ზუსტ დროზე მოდი,პუნქტუალური ხარ.მობრძანდი და აქ დაბრძანდი.კარზე ისევ კაკუნი გაისმა და კაბინეტში თომა შემოვიდა.
-კარგია,ორივე აქ ხართ.როგორც იცით გარდაიცვალა ბატონი ვალერიანი და მისი ქონების უმეტესი ნაწილი დაუტოვა მის შვოლთა შვილს.
-ეს თავადაც მითხრა,მაგრამ მე არ დავთანხმდი ბატონო ლევან.
-ვიცი რომ უარი თქვი,ამიტომ მან სხვა გეგმა შეიმუშავა.
-რა გეგმა?
-ქონება ისევ ნატალი მენაბდის სახელზეა შვილო,მაგრამ მას მისი სრულ წლოვანოვანებამდე უხალმძღვანელებს თომა მესხი.
-მეეეეე? მე რა საერთო მაქვს ამ ბავშვთან.
-ბავშვთან არაფერი,თომა შენ წლების გაბმავლობაში იყავი ვალერიანის ნდობით აღჭურვილი პირი და შენ მან ჩაგანდო ეს ყველაფერი,რომ უხელმძღვანელო ამ ქონებას.
-მე არ მინდა არანაირი შეხება მქონდეს ამ თანხასთან.
-არ გექნება,სესილი შეგიძლია მშვიდად იყო.
-კარგია რომ ამ პრობლემას ამაცლეთ,ნამდვილად არ მინდა კიდევ ქონების გამო დამეტაკოს მენაბდე ისედაც ვერ მიტანს.
-ეს მინდოდა მეთქვა,სესილი შენ თავისუფალი ხარ.სესილიმ დაემშვიდობა მათ და ღიმილით მიახლოვდა ლუკას მანქანას რომელიც უკვე ელოდა.
-ყველაფერი კარგად არის?
-სუპერ კარგად არის,წავედით.
-ნატა ვერ დავტოვე სახლში,ძიძამ მითხრა ვერ მოვალო და თან წამოვიყვანე.
-ჰოდა სადაც გინდა წადი,დღეს სამივესთვის ბედნიერი დღეა.
-გავისეირნოთ,ერთი კარგი ადგილი ვიცი და იქ წაგიყვანთ.
-წაგვიყვანე,დღეს მინდა გადავდგა ერთი დიდი ნაბიჯი რომელსაც არ მოყვება შიში,ღრუბელი და ცრემლი,მაგრამ ჯერ შეუძლებელია.
-მართალია,ჯერ შეუძლებელია მაგრამ ეს დღეს დადგება რომ ჩვენ უზომოდ ბედნიერები ვიქნებით,ერთმანეთს ჩავჭიდებთ ხელს და ვივლით,იქამდე მივალთ სადაც ტკივილი არ არის,დრო გვექნება ერთმანეთს ტკივილი მოვუშუშოთ და საათობით ვუცქირთ უკიდეგანო ცას.იცი რა?
-რა?
-ყველაზე დიდი სასწაული ამ ქვეყნად ის იქნება,რომ დავრჩებით მე,შენ და ნატა და ვიქნებით ჩვენ სამნი ერთად,ჩვენ ვიქნებით ჩვენ.
-რა ბედნიერებაა,ლუკა მე აღარ შემეშინდება დაცემის რადგან შენ შემაშველებ შენს ძლიერ ხელებს.ყველაფერი თითქოს დამშვიდდა,ვალერიანიც მიაბარეს მიწას,თვეებმაც გაიარა,შემოდგომა ცივმა ზამთარმა ჩაანაცვლა,ზამთარი ეს ხომ საუკეთესო დროა ფიქრისთვის.ფანჯარასთან დადგები ხელში ღვინით სავსე ჭიქით,გარეთ კი თოვს და ცივა, სახლში კი სითბოა,თავში იბადება ახალი განცდები და აზრები.ზამთარი ხომ ყველა დროისაგან გამორჩეულია დროთა შორის.თეთრი,ფაფუკი თოვლით გადათეთრებული მიდამო.ულამაზესი სანახაობაა თოვლით დამძიმებული შიშველი ხის ტოტები,რომლებიც შემოდგომის დაუნდობელმა ქარებმა გააშიშვლა ისინი ახლა კი თოვლს ებრძვიან.ადამიანის თვალი ბუნების ამ სილამაზით ტკბება,ნეტარებისგან დუნდება და სიჩუმეში თოვლის ჩურჩულიც კი ესმით.ფაფუკი თოვლი კი ზამთრის ყვავილივითაა,ნაძვებზე მიმოფანტული ეს ხომ ბუნების სილამაზეა.
-მათე სად ხარ შვილო.
-ვმუშაობ,ოფისში ვარ დედა რა მოხდა.
-უნდა გნახო,ამ წუთში ეს აუცილებელია შვილო.
-აქ შეგიძლია მოხვიდე?
-უკვე მოვდივარ,მალე ვიქნები შენთან დაგირეკე რადგან არ ვიცოდი სად იყავი მაღაზიაში თუ ღვინის ცეხში.მათე აწრიალდა,რადგან არ იცოდა რა უნდოდა მადლენს და რა უნდა ეთქვა ასეთი მნიშვნელოვანი.დაელოდა და მადლენიც მოვიდა,მათე ფეხზე წამოდგა და შეეკითხა.
-რა მოხდა,ასეთი საჩქრო რა იყო.
-ეს მოგიტანე,გადაავლე თვალი ამ ყველაფერს.
-ეს რა არის,ან სად გქონდა.
-აქ ნახავ მამაშენს იმდენი ფული აქვს,ბაბუაშენსაც არ აქვს ამდენი,მაგრამ ეს ყველა შავი ფულია,ბინძური ფულია.ამ ქაღალდებში ნახავ ვის წაართვა ქონება და ვინ გააუბედურა.
-დედა ეს ფული უნდა დაუბრუნდეს მათ,ვისიც არის მე ეს ბინძური ფუკი არ მჭირდება.
-დაუბრუნდეს,მაგრამ როგორ.
-ყველაფერს მე მოვაგვარებ,შენ კი მადლობა დედა ეს ყველაფერი რომ გადმომეცი.აღარ მინდა მამაჩემის ცოდვებით ვიცხოვრო და მეც მასავით არა კაცად მთვლიდნენ.
-მე შენსკენ ვარ,შენ ჩემი შვილი ხარ შვილო.
-კარგი,წამოდი სახლში წავიდეთ.მათემ ეს მნიშვნელოვანი ქაღალდები სეიფში შეინახა და დედასთან ერთად დატოვა თავისი სამუშაო ადგილი.
პასუხისმგებელი კითხვებით ყოველდღე რომ მძიმდები,დაღლილი სულით გინდა ჩამოჯდე და რამეს დაეყრდნო,რადგან არ გინდა დაეცე,ცოტა სულს ითქვამ და შემდეგ მყარად დგები ფეხზე და ისევ წინ მიდიხარ.
-შეიძლება შემოვიდე?
-მობრძანდით,ვინ გნებათ ვისთან მოხვედით?
-ბატონ გურამ მენაბდესთან მინდა შეხვედრა.
-მობრძანდით,მე ვარ მენაბდე თქვენ ვინ ხართ?
-მე ნოდო გულბანი ვარ,თქვენი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ ვერ მიცანით.
-ვერა,მართლა ვერ გიცანით.
-ვერ მიცანით იმიტომ რომ წარსულმა არ გინდათ თავი შეგახსენოთ,თუ დავიჯერო თქვენი გაკვირვება ბუნებრივია.
-არა,მართლა ვერ გიცანით, ან საიდან უნდა მეცნობოდეთ.
-იქედან რომ თქვენ მამაჩემის მკვლელი ხართ.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

გადასარევია როგორც ყოველთვის

ოოოო ცოტა დავიბენი რატომ მოკვდა ვალერიანი თითქოს კარგად ოყო. ყველაფერი ლაგდება ნელ ნელა და ბოლო მაინტერესებს ძალიან ისე მინდა გურამი კი არ მოკლან დაისაჯოს და იწამოს ციხეში მთელი ცხოვრება

 


№2  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მაკო
გადასარევია როგორც ყოველთვის

ოოოო ცოტა დავიბენი რატომ მოკვდა ვალერიანი თითქოს კარგად ოყო. ყველაფერი ლაგდება ნელ ნელა და ბოლო მაინტერესებს ძალიან ისე მინდა გურამი კი არ მოკლან დაისაჯოს და იწამოს ციხეში მთელი ცხოვრება

disappointed_relieved მეც ეს მინდა,რამდენი ხალხი ყავს გამწარებული.რაც შეეხება ვალერიანს ასაკ იყო,მაგრამ დიდი სიურპრიზები ისევ წინ არის. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent