შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო ჩემში (ნაწილი მეოთხე)


31-01-2019, 15:52
ავტორი Natiiaa33
ნანახია 3 092

ბედნიერად იწყებოდა დილა ორი ერთმანეთზე ძლიერ შეყვარებული წყვილისთვის...უყურებდა მის სახეს და ცდილობდა ყველა ნაკვთი დაეზეპირებია...რამდენი ღერი წვერი ჰქონდა სახეზე ისიც კი აინტერესებდა..ღიმილიანი სახით შეჰყურებდა, მარცხენა ხელი თავქვეშ ჰქონდა, მარჯვენათი კი თმაზე ეფერებოდა...გიორგისაც მეტი რა უნდოდა, ეღვიძა მაგრამ თვალებს არ ახელდა ნიას რომარ შეეწყვიტა მისი ფერება..ჩუმად ეჩურჩულებოდა რომ არ გაეღვიძებია...
-როგორი თბილი ყოფილხარ და ვერ ვამჩნევდი..იცი? რომ გითხარი მიყვარხართქო მოგატყუე...ჰო მოგატყუე იმიტომ რომ ვგრძნობ ახლა უფრო შემიყვარდი..როცა ვხედავ როგორი თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ხარ უფრო და უფრო მიყვარდები...ის ჟინი უფრო იყო, შენთან ყოფნის..ეგოისტი ვარ იცი? ვერცერთ გოგოს ვერ ვიტანდი ვინც შენს სიახლოვეს ტრიალებდა...საშინლად დამპალი იყავი მაგრამ მაინც ეგოისტურად მარტო ჩემი მინდოდა ყოფილიყავი...იყო რაღაც შენში..შენი გამოხედვა არიყო იმ ბიჭის გამოხედვა რომელიც სულ სხვის გამწარებაზე ფიქრობს..ახლა სულერთია მარტო ჩემი თუ არ იქნები ყველაზე მტკივნეული სიკვდილით მოგკლავ...
_უეცრად გიორგი ზემოდან მოექცა, გაუცინა და მის ყელში ჩარგო თავი...
-მაინც როგორ მომკლავ?
-შენ რა მისმენდი?? რაცუდი ბიჭი ხარ..გაიწიიე ნუ გამსრისე შე გასიებულო...
-პატარავ მინდა გითხრა რომ ეს ქონი კი არა კუნთია...თანაც რა ჩემი ბრალია ასეთი სუსტი რომ ხარ?ახლა კი დაწყნარდი ნუ ფართხალებ...
-შენ რა ჩემი პრესი არ იცი? ნუთუ ჩემი გამოყვანილი ფორმები არ შეგინიშნავს...
-გააქვს რო? _ზაკაზად აგრძელებდა მის გაბრაზებას..ძალიან კარგად იცოდა რა დროს ატარებდა სპორტ-დარბაზში და როგორი ფორმები ჰქონდა...
-რაო? რასნიშნავს ეგ კითხვა..როგორ მაკადრე...
-ხელების რტყმევას მორჩი..მოდი აბა ვნახოთ შენი პრესი... _პიჟამას ღილების გახსნა დაიწყო..თან ონავრულად უღიმოდა და ყელს უკოცნიდა ..
-გიორგი გეყოს..გაიწიე იქით თორე ვერ გადამირჩები...
_აჩქარებულად სუნთქავდა..კარგად იცოდა გიორგიმ ყოველი მისი შეხება რას უშვებოდა, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა..
-მხოლოდ პრესი მაინტერესებს რამოხდა? ხომუნდა დამიმტკიცო ..
-გაიწიე და დაგიმტკიცებ...
_როგორც იქნა თავი დაიხსნა გიორგისგან და სააბაზანოში ჩაიკეტა..
-ჰმმ!! ჯანდაბაა...ღმერთოო ძალით მიკეთეებს? კი, კი იცის რას მიშვება და ძალით მშლის ჭკუიდან...დამაცადე ბატონო გიორგი!! შენ ნახე როგორ უნდა ჭკუიდან გადასვლა...
_თავისთავს ელაპარაკებოდა და თავში ათასი გიჟური აზრი უტრიალებდა...მიზანი ერთი ჰქონდა..გიორგი ჭკუიდან უნდა გადაეყვანა..



***
_მცხეთაში ერთი ძალიან ლამაზი ადგილი იყო...მხოლოდ თათა მიჰყავდა ხოლმე იქ ნიკას...რამდენიმეჯერ იყვნენ და დაუვიწყარი დრო გაატარეს...
უკვე იმ სახლის წინ იდგნენ..პატარა ლამაზი და რაც მთავარია მყუდრო სახლი ჩანდა..მხოლოდ ორი საძინებელი, სააბაზანო, მისაღები და სამზარეულო იყო შიდ..როცა ცუდად გრძნობდა ნიკა თავს სულ აქ მოდიოდა...
-თათა გახსოვს ეს სახლი?
-უცნაური გრძნობა მაქვს...გული სწრაფად მიცემს..თითქოს რაღაცეები ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ერთმანეთში მაქვს არეული..
-არინერვიულო...ყველაფერი გაგახსენდება...აქედან ისე არ წავალთ...
_სახლში შევიდნენ..ჩემოდნები ამოალაგეს და სამზარეულოსაკენ გასწიეს..
-იმედია რამის მომზადება მაინც გახსოვს თორე შიმშილით მოვკვდებით...
-არმახსოვს მაგრამ ერთად ვისწავლოთ...აბა რა გვაქვს?
_მაცივარი გამოაღო და სულ სავსე იყო...კარადებშიც ყველგან საჭმლის პაკეტები ეწყო..
-შენ რა როდის მოასწარი ამ ყველაფრის ყიდვა და მოტანა? ჰმმ..
-ჩიტები მყავს ჩემი..იმათმა მოაგვარეს... _გაუღიმა და ტაფა მოიმარჯვა..
-ქალბატონო შეფო, რის გაკეთებას მიბრძანებთ?
-ჰმმ...მოდი სპაგეტი გავაკეთოთ ხორცით...კიდე ცეზარი მინდა ძალიან..ჰოკიდე ხბოს ხორცი მოთუშული წითელ ღვინოში და სუნელებში...
-ვაი ვაი ვაი...მოგიკვდი ჩემო პრინცესა...არაფერი გიჭამია ეს დღეებია ჰო?
-ნუ მეკაიფები რა.. სწრაფად ძალიან მშია...
_საჭმლის კეთებას შეუდგნენ...მართალია სამზარეულო სულ კვამლში იყო გახვეული გამწოვმაც კი არ უშველა მაგრამ რაც მთავარია ბევრი იხალისეს და არც ისეთი ცუდი არ გამოუვიდათ როგორც ეგონათ.. შეჭმა შეიძლებოდა...მხიარულება მობილურის ზარმა დაურღვია..ნიკას ილია ურეკავდა...
-ნიკა შარში ვართ...
-კი ძმაო კარგად ვართ...თათაც მშვენივრად გრძნობს თავს...
-ააა თათაა შენს გვერდით? მაშინ ცალკე გადი სასწრაფოდ...
-აუუ თათ კომპანიაზე რაღაც აქვს სათქმელი და მოვალ ახლავე არ მოიწყინო... _თათას გაუღიმა და სასწრაფოდ ოთახში შეიკეტა...
-ჰო გისმენ...რამოხდა?
-ისევ გამოჩნდა..დაბრუნდა..
-ვინ? დაწყნარდი და ისე მითხარი...
-ნაკანი დაბრუნდა..დამირეკა და მუქარით მელაპარაკა..
-სოფია??
-არა მისი და..ნინა
-მაგას რაღა ჯანდაბა უნდა? არ იკმარეს რაც გააკეთეს?
-კაროჩე რთულადაა საქმე... სოფიას რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვსო...არმინდა ჩემი და გიორგიზე ოცნებით მოკვდესო...გაუგია ნიას ამბავი და თუ სასწრაფოდ არ დაშორდება და სოფიას ცოლად არ მოიყვანს ნიას არ გავახარებო...
-ღადაობ ტო? რანამუსით? სოფიას ხო ქმარი ყავს..ის სი*ი სად მიყავს მერე...
-ციხეშია უკვე ერთი წელია და დაშორდა...
-ოჰოო..ახლა მოუნდა ჩემი ძმა?
-ზაზათი იმუქრება..ისეთ ტყუილს შეუთხზავ რომ მისმა გულმა ვერ გადაიტანოსო...
-გავახჩობ მაგ ბო*ს..ფუ მაგის კა*პა ჯიში მოვ*ყან...
-დაწყნარდი ნიკა ..რამე მოვიფიქროთ...გიორგიმ და ნიამ არუნდა გაიგოს...
-ვეცდები რაღაც მოვიფიქრო და დაგირეკავ..თათასთან უნდა დავბრუნდე არმინდა ინერვიულოს..
-კაი ძმაო...მაშინ მე ბიჭებს გადაურეკავ ჩვენებს და იქნებ რამე მოვიფიქროთ...
-მარიანას დაურეკე.. თემაში გაარკვიე..ჭკვიანი გოგოა და რაღაც აზრი უეჭველი ექნება...
_საუბარი დაასრულეს და თათასთან გავიდა..აზრები ერეოდა..სიბრაზე ახრჩობდა მაგრამ თათას ვერაფერს გააგებიებდა მისთვის სიმშვიდე ყველაზე მთავარი იყო...
_ილიან მარიანას დაურეკა მასთან მისულიყო სასწრაფოდ..მარიანაც მაშინვე გაიქცა და ბიჭები ყველა ერთად რომ დაინახა შეეშინდა მიხვდა რომ რაღაც ცუდი ხდებოდა..

-ერეკლე, ილია, დიმა, თოკა ჯანდაბა..ყველას რა სახე გაქვთ..რამოხდა??
_ილიამ ყველაფერი აუხსნა..მარიანა ამ ყველაფერს არ მოელოდა საშინლად გაბრაზდა...წინდაუკან დადიოდა საფეთქლებზე საჩვენებელ თითებს იჭერდა...საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და უცებ დაიყვირა
-ვიცი!! ვიცი!! ვიცი!! ერთად ერთი შანსი გვაქვს. ერთადერთი გამოსავალი გვაქვს...ნიამ ყველაფერი უნდა გაიგოს...
-გაგიჟდი გოგო?
-ერეკლე ვიცი რასაც ვამბობ...ნინა ყველანაირად ეცდება რაღაც საშინელება მოიგონოს რომ დააშოროს გიორგი და ნია...ვიცი რაღაც საზიზღრობას გააჩალიჩებს და თუ ნიას ეს ყველაფერი ეცოდინება გიორგის არ დათმობს...თან რა გარანტია გაქვთ რომ ნინა არ იტყუება და სოფია მართლა კვდება?
-აუ ბიჭებო მარიანა მართალია ..სხვა გამოსავალი არ გვაქვს..ეს ყველაფერი ნიას ვინუნდა უთხრას? (ილია)
-მარიანა მისი საუკეთესო მეგობარია...მაინც ქალურად დაელაპარაკება და მან უთხრას სჯობს (ერეკლე)
-კარგით ვეტყვი..ახლავე დაურეკო?...
-აბა რას უნდა უცადო? სანამ ის *ლექალა რამე სი*ობას არ მოიგონებს იმას ველოდოთ?
-კაი ილია დაწყნარდი ვრეკავ...

-ნია როგორახარ?
-მშვენივრად ძვირფასო შენ? რახდება როგორაა საქმეები?
-კარგად კარგად..რაღაც საქმე მაქვს და იმედი გიორგი არაა შენს გვერდით...
-არაა ციალა ბებოს მგელმა ცხვარი შეუჭამა და იმას ეხმარება..
-რაო? გიორგი აკეთებს მაგას?
-ნუ ჰოო..მომიყევი რახდება
-გიორგის ადრე რაც შეემთხვა იცი?
-ჰო მომიყვა... _ხმა აუკანკალდა...
-მოკლედ მისი და გამოჩნდა ნინა...ილიას დაურეკა უნდა რომ თქვენ დაგაშოროთ..
-რაა? არავითარ შემთხვევაში...მაგან არ იცის ალბათ ვისთან აქვს საქმე....
-ჯობია გიორგის არაფერი უთხრა...ჩვენ უნდა მოვაგვაროთ თორე გიორგი დაახრჩობს..თქვა სოფია კვდებაო და გიორგიმ ცოლად უნდა მოიყვანოსო....
-რომც კვდებოდეს და ეგ ყველაფერი სიმართლე იყოს გიორგის არ დაუთმობ.. ახლა მოუნდა გიორგი ლამის საბოლოოდ რომ გაანადგურა? მაგისგან ყველანაირ საზიზღრობას უნდა ველოდო ანუ...კარგია მომწონს
-რამოგწონს გადაირიე?
-ხომ კარგად მიცნობ? შენ გგონია ეგ ფეთხუმი რამეს დამაკლებს? ასეთი სიტუაციები მიყვარს...გიორგი ჩემი სიყვარულის გამო იცი რეებს აკეთებს? გაგიჟდები რომ დაინახო და მე ერთი იმბიცილი ვერ უნდა მოვაშორო? ჰაჰ...მაგან მიყუროს...
-რამე გეგმა გაქვს?
-კი, ერთი არა უკვე ბევრი გეგმა მომდის თავში..სათადარიგოდ იყოს მაინც..პირველ რიგში ილია დამალაპარაკე...
- სპიკერზე ჩავრთე..ყველა აქაა.
- გამარჯობა ყველას...მოკლედ ილია მისმინე...ნინას დაურეკე და შეხვედრა დაუნიშნე..ეცადე ალაპარაკო ბევრი..რაც მეტი წამოცდება მით უკეთესია და მისი ლაპარაკი ჩაიწერე...
- ვაა ეგ მე რატო ვერ მოვიფიქრე...და რაში გვჭირდება ეგ...
- ზაზას მოასმენიებ და გააფრთხილებ..პირველ რიგში მაგაზე უნდა ვიზრუნოთ...იქნებ რამე გაიგო რას აპირებს რომ ვიმოქმედოთ..ხო კიდევ ახლავე დაურეკე და სპიკერზე ჩართე..მაინტერესებს რას გეტყვის...
- კარგი დაიცა..
_მობილური ამოიღო და ნინას დაურეკა...
-ანდრია ვარ..
-გიცანი..გისმენ..
-შეხვედრა მინდა..ჯობია დავილაპარაკოთ წყნარად..
-კარგი..სად და როდის...
-ჩემს სახლთან ახლოს რომ პარკია იცი? თუ შეგიძლია რომ მოხვიდე მანდ...
-კი ვიცი..არარის პრობლემა..ხუთი საათისთვის მანდ ვარ..
-გელოდები...
_მობილური გაუთიშა და სამზადის შეუდგნენ..ფიქრობდნენ რაუნდა ეკითხათ და როგორ ეთქვათ რომ გაბრაზებულიყო და ბევრი რამ ეთქვა..


***
-ნია სახლში ხარ?
-საყვარელო უკვე მოხვედი? აბა მომიყევი რა მოხდა..
-ოთხი ცხვარია დაკბენილი და ერთი შეჭმული..საწ....ბი შემეცოდნენ...
-უიი რასამბობ..ის ოთხი გადარჩება?
-სავარაუდოდ კი..
-საყვარელო შესაძლოა თბილისში მომიწიოს ერთი დღით წასვლა და ხომარ გამიბრაზდები?
-რახდება?
-მარიანას ველაპარაკე და თათას ამბავშიო რა..ყველა იკრიბება...ნუ თუარგინდა არცწავალ...
-არა არა...პრობლემა არაა..მეც წამოვიდოდი მაგრამ ნაცარამ უნდა იმშობიაროს..მარტო ვერ დავტოვებ...
-ხო ნუ ნაცარას უნდა მიხედო მართალია...
-ნუ დამცინი თორე ისევ მომინდება შენი პრესის ნახვა...
-ოქეიი...არდაგჭირდება საღამოს თვითონვე გაჩვენებ..მოითბინე პატარავ...
-რათქვი?
-რაც გაიგე..
-ვაა..გამაოცე...კარგი ველოდები მოუთბენლად...ისე ძალიან მაინტერესებს იმ კარის იქით რა არის...მაჩვენე გთხოვ...
-ხომ გთხოვე რომ არაფერი გეკითხა...მოვა მაგის დრო ძალიან მალე და გაჩვენებ...
-აუუ როგორ ბუზღუნებ რა..მაინც საყვარელი ხარ ცხვირჩამოშვებული მოწყენილი სახით რომ დააბიჯებ...
_ნიას ყურებისას იღიმოდა და წინ და უკან დაყვებოდა...ნიაკი მიკარების საშვალებას არ აძლევდა......



ხვალ ბევრად საინტერესო ნაწილს დავდებ...იმედია მოგეწონათ...გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და შენიშვნები რომ შემდეგ თავებში გამოვასწორო და უკეთესი შემოგთავაზოთ....



№1 სტუმარი ნათია41

რას მალავს კარის უკან? საინტერესოააა

 


№2  offline მოდერი Natiiaa33

ნათია41
რას მალავს კარის უკან? საინტერესოააა

მალე გაიგებთ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent