შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდრის სუნთქვა (თავი 3)


31-01-2019, 20:11
ნანახია 921

დილა ჯერ არ დაწყებულა,მაგრამ ევას უკვე ღვიძავს და მეტიც,ბარგს ალაგებს.მშობლიურ მხარეში მიდის,იქ სადაც მისი მშობლები გაიზარდნენ.მთაში.დიახ,მის სხეულში მთის სისხლი ჩქეფს.წლებია იქ არ ყოფილა და თავს ვერ პატიობს.ამიტომ გადაწყვიტა ცოტახნით წავიდეს,განმარტოვებით. იცის, რომ რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს,მუდამ დაელოდება იქ,მთის ერთ ლამაზ სოფელში,პატარა,მყუდრო ხის სახლი ბუხრით, უზარმაზარი ბიბლიოთეკით, სახელოსნოთი.სამყაროდან მოწყვეტის ყველაზე კარგი საშუალება.არც ტელეფონი იჭერს,არც ინტერნეტი,რამდენიმე დღით ყველასგან დასვენება და სამყაროსგან მოწყვეტა,მხოლოდ წიგნები,ხატვა,გიტარა,სიმღერა,მთვარე,ვარსკვლავები და ის... სხვა არავინ...
ავტობუსში ადის, ადგილები აღარაა.თუმცა, არა, არის ერთი ადგილი, ჰოდა ევაც იქ ჯდება.როგორ ვერ იტანს ასეთ ადგილებს.ხალხი უაზროდ ყბედობის გარდა არაფერს აკეთებს.ნებისმიერი, რომ დააყენო და ჰკითხო,რა აინტერესებს,იტყვის,რომ შვილებისა და შვილიშვილების კეთილდღეობა,ან ჩვენი მომავალი,ან თავისი სახელმწიფოს ბედი.მაგრამ რაზე საუბრობენ მხოლოდ:ერთი ნაწილი დანიხილავს მის კორპუსში,რომ მეორე სართულის მარცხენა კარში ციცინო, ცხოვრობს, ეგ ქმარს ღალატობს მესამე სართულზე მცხოვრებ ვინმე თემურისთან,მეორე ნაწილი გატაცებით განკიცხავს ბავშვს,რომელმაც სამარშუტო ტაკსის ფული ვერ გადაიხადა,ან თავისზე ხნიერს ადგილი არ დაუთმო,მესამე ნაწილი კი გარინდული ზის,გულზე ხელი დაუკრეფია და მკაცრი სახითა და თითის ქნევით ხან ერთი ნაწილის საუბარში იჭრება,ხან მეორესი და ხან-მესამესი.ევა, ჩვენი მარტოსული ევა კი მთლიანად ფიქრებს გაუტაციათ.საერთოდ არ ესმის ხალხის.ისევ წიგნს კითხულობს.კი არ კითხულობს,არამედ თვითონაა წიგნი და საკუთარ თავს კითხულობს,თითქოს.ავტობუსი ჩერდება.ხალხი იმატებს და იკლებს.შემდეგ ისევ ჩერდება. და ასე,მეორდება ისევ იგივე ყოველ რამდენიმე წუთში.ევას მზერა ახლა ფანჯრისკენაა მიმართული.ხეები მიდიან,ლურჯად მბზინავ ასფალტზე თეთრი ზოლებიც მიდიან,ყველა ერთმანეთს ცვლის,მაგრამ არასდროს არცერთი უკან არ ბრუნდება.არც ადამიანები ბრუნდებიან.ერთმანეთს ცვლიან,ცვლიან,ცვლიან...მაგრამ აღარ ბრუნდებიან.
ამაში კარგი ისაა,რომ ჩვენ თითის გატოკებაც არ გვჭირდება.ყველაფერი ირევა და ლაგდება.
_____________________________________________
ღამე,მთვარე, ვარსკვლავები.რა უნდა იყოს ღამეზე ლამაზი და მარტოსული?-არაფერი.ალბათ,ამიტომ უყვარს ევას ასე ძლიერ ღამე.ყველაზე მეტად კი ის უყვარს,ლეჩურის ერთ პატარა სახლში,სადაც ევას მშობლები იზრდებოდნენ და მათთან ერთად იზრდებოდა მათი სიყვარულიც,სასტუმრო ოთახის ერთი მთლიანი კედელი მოხუც,თბილ,მხიარულ,მაგრამ კეთილ ბუხარს,რომ უკავია,უფროსწორედ,იმ ბუხარში ცეცხლი რომ ცეკვავს.რა რომანტიულია...ერთადერთი,რაც ამ ადგილისთვის შეიძლება მოულოდნელი იყოს,ეს კარზე კაკუნია.
მთის მკაცრ ამინდს მთლიანად დაუბღუნჯავს და დაუპატარავებია.ევა სახლში უშვებს და ცხელ კაკაოს სთავაზობს.ანდრია უარს არ ამბობს.ჰოო,მამაკაცს ანდრია ჰქვია.
-ლამაზი სახლია.-ღიმილით აღნიშნავს ანდრია.
-ჩემმა მშობლებმა ააშენეს,როდესაც ოჯახი შექმნეს.-ევა სავარძელში ჯდება და მზერა ფანჯრისკენ გადააქვს.
-შენი მშობლები სად არიან?-გოგონას სძაბავს კითხვა,ერთიანად ბოჭავს.ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს და თემას ცვლის.
იმდენად ნავღვლიანია ევა, რომ ქვასაც კი აატირებს.გული დამწვარი აქვს და მის ადგილას მხოლოდ ფერფლის გროვა დარჩა.ნებისმიერი ადამიანი მიხვდება,რომ ეს გული აღარასდროს იქნება ისეთი,როგორიც თავდაპირველად.ყველა გრძნობა თავიდან შემოაწვა,რაც კი უგრძვნია იმ წამიდან,რაც მშობლები დაკარგა და რის დავიწყებასაც ამდენი ხანია ცდილობს.თვალლები ისევ უწყლიანდება და ისევ ცვარი ეფინება მის უმანკო სახეს.გაგეცინება,რა პატარაა ადამიანი,და რამდენი რამ შეიძლება განიცადოს მან.რამდენი გრძნობის ,,გადატუმბვა“ შეუძლია იმ პაწაწინა ორგანოს,გულს,რომ ეძახიან და რამდენი მოგონების გადამუშავება და წრეზე ტრიალი შეუძლია გონებას,რომ როგორც კი დავიწყებას ეცდები,მაშინვე თავს გახსენებს.ასე ვთქვათ,ერთი ნაბიჯი წინ,ექვსი უკან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent