ჩემი რეალობა (4 თავი)
მივედი და მაგრად ჩავეხუტე..ხელები მომხვია ჩამეხუტა და თან თმაზე მისვავდა ხელს.. - მომენატრე ელე. ისე მიგეჩვიე ადგილს ვერ ვპოულობ უშენოდ. ხმა არ ამომიღია - ელენე, მისმენ? თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.ხელს არ მიშვებდა.. თავი ამაწევინა, ტუჩები მოძებნა და ფრთხილად მაკოცა.არ შევწინააღმდეგებივარ, კიდევ მაკოცა.. მეც ვაკოცე, ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა და სუნთქვა გაუხშირდა. - პირველივე წუთიდან მიყვარხარ.. ჩუმად ჩამჩურჩულა.. გამეღიმა.. - იმ წუთიდან ასფალტზე დამჯდარი რომ დაგინახე.. თმა მუხლებზე გქონდა ჩამოყრილი და არაფრისმთქმელი მწვანე თვალებით შემომხედე. მაშინ შემიყვარდი - ლევან.. ლევან.. ისე ვჩურჩულებდი მეგონა არ ესმოდა,თუმცა კარგად ესმოდა.. ჩემი სიტყვები.არც იყო საჭირო ისედაც ყველაფერს ხვდებოდა.. კიდევ მაკოცა,ავყევი..ვგრძნობდი როგორ გვითრთოდა სხეული ორივეს. ერთმანეთის მიმართ ლტოლვამ და ვნებამ გაიმარჯვა.. ფრთხილად გამხადა ზემოდან, ვკანკალებდი.. - ცუდად ხომ არ ხარ? ჩუმად მკითხა - კარგად ვარ. მაიკა გავხადე და გულზე მივეკარი,სიმშვიდე ვიგრძენი. მერე? მერე თვალები ამიჭრელდა და ძლიერი ტკივილი ვიგრძენი,ხერხემალში დამიარა და წამში გაქრა,ხმა არ ამომიღია მარტო ცრემლები მომდიოდა ტკივილისგან.. ლევანი აშკარად ამას არ ელოდა მის თვალებს რომ შევხედე შევშფოთდი. - საწოლი დაისვარა. მარტო ამის თქმა მოვახერხე. - რატომ არ მითხარი? -რაა? -აბა ყველაფერი მქონდა იმასთანო? - ამის გარდა. - ელენე შეგიძლია ერთხელ.მაინც მითხრა რამე ნორმალურად?? - სექსის გარდა მქონდა ყველაფერი. - ძალიან გატკინე? - ცოტა.. ჩამეხუტა. ხმა აღარ ამომიღია.. ჩაგვეძინა.. რომ გავიღვიძე დღის 3 საათი ხდებოდა. ლევანის ეძინა. ავდექი,ჩავიცვი და კაფეში ჩავედი, ყავა შევუკვეთე და დედას დავურეკე.. - როგორ ხარ დედი.სად გაქრები ხოლმე ელენე,რატომ მიხეთქავ გულს შვილო.. - კარგად ვარ დეე. ბათუმში ვარ, ლევანისთან ერთად. - ლევანისთან? რანაირად? - აი ასე, აქ იყო და ჩამოვედი მეც.. - ელენე.. - არა დეე,ისე ჩამოვედი.. მართლა.. - მშვიდობაა? ვეღარ გცნობ დედი.. - დეე ბილეთი დამიჯავშნე რაა.. დღეს,ხვალ,რაც შეიძლება უახლოეს რეისზე. - კარგი დედი. ეხლავე ვნახავ. მაცადე არ გამითიშო.. საიდან გაწყობს? - ქუთაისი - ხვალ,ღამის 4 ზე იყოს? - იყოს,მაწყობს.. - მოასწრებ?? - მოვასწრებ.. - კარგი დედი. მამიკო დაგხვდება. - არ მინდა დახვედრა ჩემით მოვალ - ელენე რა გჭირს?? რამ გაგაცია ასე და გაგყინა - მშვიდობაა. ჩამოვალ და ახალი ცხოვრება დაიწყება.. - გელოდები დედი,მიყვარხარ - მეც..მეც.. რას ვაკეთებ? რატომ ვიღებ ასეთ გადაწყვეტილებებს ასე უაზროდ და სწრაფად? რატომ არ ვფიქრობ რა შეიძლება მოყვეს ამას?? ნუთუ სულ ასეთი ვიყავი და ყოველთვის ფეხებზე მეკიდა სხვისი ცხოვრება?? ფიქრი ლევანიმ შემაწყვეტინა - ელენე - ლევან.. ავდექი და ძლიერად ჩავეხუტე. ყავა მისთვისაც შევუკვეთე.. - ლევან მე უნდა წავიდე. - სად? თავი გააქნია - ჩემს მშობლებთან.. - როდის? ერთად წავიდეთ მეც წამოვალ - არა ლევან მარტო უნდა წავიდე - რას ქვია მარტო უნდა წახვიდე? სულ გაგიჟდი გოგო? - მარტო უნდა წავიდე - ელენე რის მიღწევას ცდილობ? მუშტი მაგიდაზე დაარტყა.. სადამდე აპირებ თამაშს? გამაგებინე. რა გინდა? მე ვინ ვარ? შენი სათამაშო? გუშინდელი ღამის შემდეგ როგორ შეგიძლია ესე ადგე და წახვიდე ამიხსენი.. რანაირად შეგიძლია ესე დამიკიდო და წახვიდე.. სულ ესეთი ხარ? სხვაზე არ ფიქრობ? წადი.. ხომ არ გგონია რომ შეგეხვეწები და გთხოვ არ წახვიდე?? თუ წასვლა გაქვს გადაწყვეტილი წადი.. - ლევან - რა ლევან..რაა.. რამე გაქვს სათქმელი კიდევ? კიდევ რით უნდა გამიხეთქო გული? ამხელა კაცი გამატუტუცე ამ ერთი ციდა გოგომ და მატრიალებ შენს ჭკუაზე ამიტომ წადი.. მაგიდიდან ადგა.. ბართან მივიდა ფული გადაიხადა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ქუჩაში.. ცოტახანს ვიჯექი მერე ავდექი,ტაქსი გავაჩერე და ჩემს სასტუმროში წავედი.. გონებიდან არ გამომდიოდა გუშინდელი ღამე.. ყოველ გახსენებაზე მაჟრჟოლებდა. რანაირად უნდა გამეძლო ეხლა მე ლევანის გარეშე არ ვიცი.. მესიჯი მოვიდა,ლევანისგან იყო.." თუ არ წახვალ და გადაიფიქრებ საღამოს ნომერში დაგელოდები".. სამარშუტო ტაქსიდან რომ გადმოვედი ღამის 4 საათი ხდებოდა უკვე, აეროპორტში შევედი,რეგისტრაცია გავიარე და ჩასხდომა დაიწყო.. ალბათ ლევანი მელოდებოდა,მიხვდებოდა რომ წავედი,ტელეფონი გავთიშე,ალბათ მირეკავდა კიდეც.. სავარძელს თავი მივადე და თვალები დავხუჭე. ლევანის რას ვერჩი?? იტალიაში ჩავფრინდი. დედა და მამა კი არა მთელი მათი სამეგობრო დამხვდა.იყო ერთი ჟრიამული და ბედნიერება..პირდაპირ სახლში მივედი და დავწექი. ლევანი მედგა თვალწინ.. მისი თვალები,ტუჩები,სხეული- არა უნდა ამოვიგდო თავიდან. თავი გავაქნიე მაგრამ თავიდან ვერ გავყარე ფიქრები -ელენე შეჭამ? - არ მშია დეე. ასე იწყებოდა და მთავრდებოდა ყოველი დღე. - გარეთ გავდივარ დე..- გოგოებთან ვარ.. - დამაგვიანდება.. ის რაც საქართველოში მაკლდა იტალიაში ავინაზღაურე და მთელი დრო გართობას დავუთმე.. თითქოს სწრაფად გაიარა ერთმა წელმა..ორმა..არაფერი გამიგია ლევანიზე. არც ერთი დათრობა და მოწერა, არც ზარი,არც მოკითხვა. რას ველოდი აბა??ამდენი ტყუილის და მიტოვების შემდეგ..ვიცოდი რომ ლევანის როგორც არუნდა გაეჭედა მონატრებისგან არ მომიკითხავდა და თავს არ შემახსენებდა.. მაგრამ ორი წელი იმხელა დროა რომ ერთმანეთის გარეშე გაძლება ძალიან რთული აღმოჩნდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.