შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და სიკვდილი(თავი 1)


3-02-2019, 20:10
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 562

სიკვდილი - ალბათ ამ შემზარავი სიტყვის წაკითხვა ზოგს შეაშინებს, ზოგს დააინტერესებს, ზოგიც საერთოდ უინტერესოდ ჩაუვლის იმ თაროს სადაც ეს წიგნი დევს. სწორედ ასე შეიძლება ადამიანების სამ კატეგორიად დაყოფა:
1. ადამიანები რომლებსაც სიკვდილის ეშინიათ
2. ადამიანები რომლებსაც გადარჩენის სწამთ
3. ადამიანები რომელთათვისაც სულ ერთია ცოცხლები იქნებიან თუ მკვდრები.
მე პირადად ამ სამიდან არ ვიცი რომელს მივეკუთვნები, მეორეს თუ მესამეს, მაგრამ ის კი ვიცი რომ სიკვდილის არ მეშინია, რადგან ამაში არაფერია საშიში და შემზარავი როცა ეს თავად შენ გეხება. რომ დავუფიქრდეთ სიკვდილი ფენომენალური რამ არის. ადამიანი წლების განმავლობაში ცოცხლობ, არსებობ, შემდეგ უცბად წყვეტ არსებობას და ყველას ავიწყდები. ნუ მთლად ყველას არა მაგრამ ალბათ სულაც ორი საუკუნის შემდეგ შენს შთამომავლებს აღარც ემახსოვრები თუ არ ხარ ყველასგან განსხვავებული ხელოვანი ან საუკეთესო სპორტსმენი, თუმცა მაინც ეჭვი მაქვს რომ თითოეული სპორტსმენი ბოლოს დავიწყებას მაინც მიეცემა. მაგალითად რომ ავიღოთ პელე და მარადონა: ისინი დღეს ყველას ახსოვს და მათ ჩემი თანამედროვეებიც იცნობენ, მაგრამ დავიჯერო მანამდე არ არსებობდა ადამიანი რომელიც მათზე უკეთ ითამაშებდა ფეხბურთს? ალბათ არსებობდა და გარკვეული დროის შემდეგ ხალხმა ისინი დაივიწყა. როგორც ხედავთ მხოლოდ ხელოვანი ადამიანები არ ავიწყდება არავის, თუმცა მათი ცხოვრება სირთულეებით არის სავსე:თითოეული მუსიკოსი, პოეტი, მომღერალი, კომპოზიტორი, მხატვარი და ასე შემდეგ ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობს: სვამენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელებს, ეწევიან და ზოგი ცხოვრებას თვითმკვლელობითაც ასრულებს.

პირადად მე პოეტი გახლავართ, თან არც თუ ისე ცუდი. ეს არამარტო ჩემი, არამედ რამდენიმე თანამედროვე პოეტის შეფასებაც არის. სულ რაღაც 16 წლის ვარ და მშობლების ხათრი რომ არ მქონდეს ან მომავალზე არ ვფიქრობდე, დიდი სიამოვნებით მივიღებდი ალკოჰოლს, ხოლო რაც შეეხება მოსაწევს, ვერ ვიტან, მხოლოდ თამბაქოს და კანაფის სუნი მიყვარს და სხვა არაფერი, მხოლოდ სუნი. ისე კი სიკვდილიც მაინტერესებს როგორია. თითოეული გენიალური ხელოვანი შეიძლება ითქვას ნარკომანია ან ალკოჰოლს ეტანება თავისი ფანტაზიების გასაცოცხლებლად და სიმართლე გითხრათ, რომ არ ვიყო არაჩვეულებრივი მეც გამიჭირდებოდა ასეთ ადამიანთან ცხოვრება, რადგან ნორმალური ადამიანებისთვის ეს ნამდვილად გაუსაძლისია. მე მქონდა პერიოდი როცა ვიყავი ნორმალური, დაახლოებით 2-3 წლის წინ, ხოლო შემდეგ, 14 წლის ასაკში ერთი ადამიანი გავიცანი - ანნა. ის გენიალური იყო, არის და იქნება. ისე გავგიჟდი და გავაფრინე რომ სერიოზულად ვამბობ, კი არ მინდოდა მეგონა ფრთები ამომდიოდა სხეულზე და ფრენას შევძლებდი. ის დღესაც ულამაზესია. ის ჩემი პირველი მუზა იყო და ერთერთი რამ რასაც მას ვერავინ წაართმევს სწორედ ეს სტატუსია. სწორედ ამ ადამიანისგან წამოვიდე ჩემი ლექსები, მასზე დავიწყე წერა, ვწერდი გაუჩერებლად, სწრაფად მაგრამ ცუდად. სტროფებად რომ არ ყოფილიყო დაყოფილი, ვერც მიხვდებოდი რომ ლექსი იყო, თუმცა კი შინაარსობრივად გენიალური იყო, ალბათ მეც გენიალური ვარ, არ ვიცი, მაგრამ ხალხის აღიარებაც არ მჭირდება, რადგან ხალხის უმრავლესობა ბრბოა და უარყოფითად ფიქრობს ყველაფერზე და საკმარისია გამოჩნდეს მათი წინააღმდეგი, რომ ალბათ თვით იესო ქრისტეც კი ჩაქოლავს ასეთ ადამიანს. ვიცი ახლა მორწმუნე ადამიანები მეც ჩამქოლავთ, მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ რომ მეც მორწმუნე ვარ, უბრალოდ არის რაღაცები რისიც მწამს და რისიც - არა, მაგალითად ის რომ ღმერთი არსებობს ამის მწამს მაგრამ ხშირად დგება მომენტები როცა ამაში ეჭვი შემაქვს, მაგალითად: დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემი ძმაკაცი - ლევან დადუნაშვილი მოკლეს, რომელიც სულაც არაფერში იყო დამნაშავე. როდესაც ხნიერი ადამიანი გარდაიცვლება, მაშინ შეიძლება არ გქონდეს ის შეგრძნება რაც ამ დროს მქონდა, რატომ კვდებიან ისინი ვისაც ეს არ ეკუთვნით და რატომ რჩებიან ურჩხულები ცოცხლები? ეს არის ღმერთის სამართალი? არ ვიცი რა დავიჯერო და რა არა. რატომ კვდებიან ახალშობილები ან საერთოდ რატომ ვერ ასწრებს ზოგი დაბადებას? რა დააშავეს? რატომ გაწირა ისინი ღმერთმა თუ ის მართლა არსებობს? ეს კითხვები ყოველთვის ბოლოს მიღებს. ისე სიმართლე რომ გითხრათ ბევრჯერ მიფიქრია თვითმკვლელობაზე, რადგან ეს ცხოვრება ამაოებაა და რატომღაც ადამიანები ვერ ვხედავთ დადებითს და მხოლოდ უარყოფითს ვანიჭებთ მნიშვნელობას. მეც მაქვს მსგავსი პრობლემა, ოღონდ ერთი განსხვავებით: ბევრ დადებითს ვხედავ მაგრამ ვერ ვაფასებ მათ, ვერ ვაფასებ და თუ გინდათ ჯვარს მაცვით.

რადგანაც სიკვდილის თემას შევეხე, ბარემ იმასაც გეტყვით რომ ჩემს საყვარელ ადამიანსაც სჭირს რაღაც, რაღაც ისეთი რაზეც მეუბნება რომ ვერ განიკურნება, არ ვიცი მას ვუყვარვარ თუ არა, დღემდე ვერ გავიგე მაგრამ მე ხომ სიგიჟემდე მიყვარს, მშვენიერი მედეა. მინდა მატყუებდეს მის ავადმყოფობასთან დაკავშირებით, პირდაპირ გეტყვით რომ ასეთი ტყუილი მისგან უფრო მეტად გამეხარდება ვიდრე "გამიტყდება". სიმართლე რომ გითხრათ ეს ის ადამიანია ვის გამოც რამდენჯერმე გადავიფიქრე თვითმკვლელობა. ბევრჯერ მიფიქრია ყველაფრისთვის დამენებებინა თავი და მხოლოდ ლექსების წერისთვის მიმეძღვნა ცხოვრება მაგრამ ასე შიმშილით მოვკვდები და ამიტომ ვალდებული ვარ ხელი გავანძრიო და ამ აყროლებულ, ზიზღით და სიძულვილით სავსე მსოფლიოში ვიცხოვრო სადაც ერთგულებაც კი არ იციან რა არის. გული მერევა კაცობრიობაზე, რადგან ეს ყველაფერი ამაზრზენია, თუნდაც ის რომ მთელი ცხოვრება მუშაობ იმისთვის რომ ფული გქონდეს და შიმშილით სული არ აღმოგხდეს, ბოლოს კი მაინც ის მოგდის რაც სხვებს, კვდები და გენიალურ ადამიანსაც იმავე მიწას მიგაბარებენ როგორც ვიღაც სხვას, ჩვეულებრივს. არ მიწყინოთ ასე რომ ვიქებ თავს, რადგან ასეთი ვარ. გითხრათ რატომ? ლექსის წერის ნიჭი უკვე გენიალურს გხდის. და ვისაც არ მოგწონთ რასაც ვამბობ შეგიძლიათ აიღოთ და მოისროლოთ ეს წიგნი რომელიმე რიგით ურნაში. პირდაპირ გეტყვით რომ თქვენი არაჯანსაღი კრიტიკა არავის აინტერესებს, რადგან ეგ მხოლოდ უაზრო სიტყვებია, სიტყვები რომლებიც ბოღმას მოჰყვება.


P.S. არ ვიცი როგორი გამოვიდა, მოგწონთ თუ არ მოგწონთ. ვიცი ბევრი კრიტიკა მოჰყვება, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რომ ჯანსაღი კრიტიკით შემოიფარგლოთ, რადგან ეს ძალიან დამეხმარება.



№1  offline წევრი Maryam_

კარგია.. დავინტერესდი და წარმატებები heart_eyes

 


№2  offline წევრი Healer29

საინტერესო წერის სტილი გაქვს. ისეთივე წარმოდგენა გაქვს სამყაროზე,ღმერთსა და სიკვდილზე,როგორც მე♥

 


№3  offline წევრი whidout name

კარგი წერის სტილი გაქვთ საინტერესო შესაძლოა ყველაფერს სწორად ფიქრობ ან არაფიქრობ მაგრამ თვითმკვლელობა ვიღაცის გამო ნამდვილად სისულელეა.ასე ვფიქრობ მე, რადგან შენი სიკვდილით უამრავ ადამიანს ატკენ და უნდა გიღირდეს კი ვიღაცის გამო (რამდენადაც არ უნდა გიყვარდეს ის)შენთვის საყვარელი ადამიანებისთვის ტკენა?? მე ვფიქრობ არა სრული სისულელეა რადგან არ უნდა იყო ეგოისტი და იფიქრო იმაზე თუ რა მოყვება შენს საქციელს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent