შიშველი ემოციები (სრულად) +18
ჩემს მე-18 დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარი მივიღე მშობლებისგან. ნანატრი მოგზაურობა ტაილანდში. სიხარული იმანაც კი ვერ ჩამიმწარა, რომ ჩემი კომპანიონი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ლინკაი იქნებოდა. მე-9 კლასამდე მიწევდა თანატოლებთან ჩხუბი და გამხდარი ბიჭის დაცვა, რადგან ნახევრად ქართველ-ნახევრად ჩინელს ყველასგან განსხვავებული და უნიკალური გარეგნობა ჰქონდა. განსხვავებულობა კი, როგორც ცნობილია, ხალხს აშინებს. აი მე-9 კლასის მერე, უცებ აიყარა ტანი და 2 თვიანი განშორების მერე, ჩემი ბავშვობის მეგობარი ვეღარ ვიცანი. ჩემზე 1 თავით მაღალი (და ჯანდაბა... საკმაოდ სიმპათიური) ბიჭი ვერაფრით ჯდებოდა იმ პატარა, სათვალიანი და ჭყიპინახმიანი ბავშვის ჩარჩოებში. მისი ბასისგან კი ლამის ბედნიერად დავყრუვდი, როდესაც აეროპორტში დამინახა და დამიძახა. სკოლაში დაბრუნების მერე კი ლინკაი უცებ გახდა ყველაზე პოპულარული და ყველაზე სასურველი ბიჭი, მე კი უბრალოდ მის ჩრდილში მოვექეცი. ხოლო როდესაც ერთხელ სკოლის მერე "დაავიწყდა" ჩემი გაფრთხილება, რომ სახლში არ მოდიოდა და მე 8 საათამდე ველოდე სიცივეში, ჩვენი მეგობრობა მტრობაში გადაიზარდა: -რას მელოდებოდი?- აიჩეჩა მხარი და შემომხედა თავისი დიდი, ნუშისებრი თვალებით. -ვიღაცას რომ არ ეცემე, კრეტინო!- ამოვიხრიალე მე. 39° სიცხე ნამდვილად არ მაყენებდა კარგ ხასიათზე. -და შენ რას იზამდი?- გაეცინა გულიანად,- ან მე ვინ რა უნდა მიქნას, შემომხედე,- მითხრა და კუნთები აათამაშა. -მე რომ არა, დეგენერატო, მე-10 კლასამდე ალბათ ვერც მოაღწევდი. ამან შეულახა პატივმოყვარეობა და ჩვენს მეგობრობას წერტილი დაესვა. ამის მერე იყო ხაფანგები, ერთმანეთის შემდეგი ნაბიჯების გათვლა და დაუსრულებელი ვიზიტები დირექტორთან. დათმობას არც ერთი არ ვაპირებდით, ამიტომ სკოლა ბრძოლის ველს დაემსგავსა, სადაც ბიჭს აშკარად უფრო მეტი მებრძოლი ჰყავდა. მაგრამ მე არ დავნებებულვარ. კატების დღემდე ეშინია მას შემდეგ, რაც მისი სახლის წინ ვალერიანი მოვასხი და ყველა უბნის კატამ იქ მოიყარა თავი. და მგონი დღემდე ეძებს, თუ ვინ გამოაქვეყნა გაზეთში განცხადება, "გავუწევ უფასო ს*ქსუალურ მომსახურებას გათხოვილ ქალებს, ვისაც ქმრები ვერ აკმაყოფილებენ". მაშინ ლამის მთელი თვე ემალებოდა უბნის გაცეცხლებულ კაცებს და რაც არ უნდა პარადოქსალურად ჟღერდეს, მომსახურების მსურველ ქალბატონებს. და აი, ნანატრი სკოლის გამოშვება და ჩვენი დაბადების დღე (ბედის ბოროტი ხუმრობით, ერთ დღეს დავიბადეთ), რომელსაც ერთად შევხვდით ოჯახებთან ერთად და სადაც მშობლებმა, რომელთაც არაფერი იცოდნენ ჩვენი "ომის" შესახებ, ბილეთები გვაჩუქეს. -ერთად მივდივართ? -მარტო მე და ლინკაი?- წამოვიყვირეთ ერთად. -ხომ გინდოდათ დამოუკიდებლობა? ესეც თქვენი გამოცდა,- გაგვიღიმა მამაჩემმა და ბიძია ჰანს ღვინის შევსებული ჭიქა გადააწოდა. -მადლობა,- ისევ უნისონში ვიყვირეთ. მშობლებთან საგულდაგულოდ ვმალავდით ჩვენს რეალურ გრძნობებს (რეალურს კი?) და ამიტომ, როგორც კი მარტო დავრჩით, ბიჭმა უაპელაციოდ გამომიცხადა: -ტაილანდში ერთად ჩავალთ და იქ დავშორდებით! -ხანდახან შენს ერთხვეულიან ტვინშიც ჩნდება საინტერესო და ჭკვიანური აზრები. შევთანხმდით!- ვუთხარი და სამზარეულოში მარტო დავტოვე. აეროპორტში კი კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა. -დღეში მინიმუმ ერთი ერთად გადაღებული ფოტო უნდა გამოგვიგზავნოთ, ამით გავაკონტროლებთ, რომ ერთად ხართ და არ დაკარგულხართ,- გაგვიღიმა მზია დეიდამ და პასპორტები გამოგვიწოდა. -მიღებულია,- გაუღიმა ლინკაიმ და ლოყაზე აკოცა. "შენი მსახიობი...", ყოველთვის მშურდა ბიჭის სამსახიობო ხელოვნების, მე ასე არ გამომდიოდა. ვეცადე მაქსიმალურად მოვდუნებულიყავი და მეც გავიღიმე. ჩემი "მეგობრის" სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ გამოცდაში ჩავიჭერი. ჯანდაბა, გამომივიდა ესეც სტანისლავსკი. როგორც იქნა ჩავაბარეთ ბარგი, გავიარეთ პასპორტ-კონტროლი და ნეიტრალურ ზონაშიც შევედით. აზრი არ ჰქონდა აეროპორტში დაშორებას, ამიტომ უხმოდ და შეუთანხმებლად გავემართეთ სკამებისკენ. შარჟამდე მშვიდად ვიმგზავრე, ლინკაის ტკბილად ეძინა ჩემს მხარზე, მე კი სიმღერებს ვუსმენდი. შარჟაში გადასაჯდომად სულ 40 წუთი გვქონდა, ამიტომ ბევრი ვირბინეთ და გულამოვარდნილები მივედით გამოცხადებულ გეითთან, რომელიც აღმოჩნდა, რომ შეცვალეს. -მგონი მსოფლიო რეკორდზე მივდივართ, დაიკო, ჩქარა!- დამიყვირა ბიჭმა, ხელი ჩამკიდა და ისე განვაგრძეთ გზა. მისმა ხელმა, ბავშვობის მომართვამ და ჩვეულმა სირბილმა (ხშირად გვიწევდა მშობლებისგან გაქცევა) იმდენად გადამიყვანა ბავშვობაში, რომ სულ დამავიწყდა სად ვიყავით და რომ მე და ლინკაი დიდი ხანია ის მეგობრები აღარ ვართ. გულამოვარდნილები შევცვივდით ავტობუსში, რომელმაც თვითმფრინავამდე მიგვიყვანა და როგორც იქნა შევძელით ამოსუნთქვა. -კარგი იყო, ხომ?- მკითხა სიცილით ბიჭმა. ყოველთვის მიყვარდა ლინკაის სიცილი. ისედაც ბუნებრივად წვრილი თვალები ნახევარმთვარეს ემსგავსებოდნენ, ოდნავ წინ წამოსული ეშვები უჩნდებოდა და ეს ყველაფერი საოცრად მიმზიდველს ხდიდა ჩემს, ახლა უკვე, ყოფილ მეგობარს. -კი,- გავუცინე მეც. ბიჭი თვითმფრინავის აფრენისთანავე მოკალათდა ჩემს მხარზე, მე კი მთელი გზა ვუყურებდი მის გოგოსავით გრძელ წამწამებს, სქელ და ხშირ წარბებს, ოდნავ კეხიან ცხვირს, სასაცილოდ გამოწეულ ყურებს და ვცდილობდი გული დამემშვიდებინა. ვერ გავიხსენე როდის გახდა ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემი სისუსტე. როდის გახდა მისი სავსე ბაგეები და ტატუები ჩემი ფეტიში. და რაც მთავარია, როდის გადაიზარდა ჩემი გრძნობები იმაში, რაც ბოლო 2 წელი შინაგანად მანგრევდა და მღრღნიდა. მთელი სიძულვილი და სიბრაზე იყო ბანალური ეჭვიანობა... და ყურადღების მიქცევის ბავშვური მეთოდი. ფიქრებში გართულმა ვერც გავიგე როგორ ჩავფრინდით. აეროპორტში სასტუმროს ტაქსი დაგვხვდა და ავიღეთ გეზი ქალაქის ცენტრისკენ. დედაქალაქში 3 დღე ვჩერდებოდით. საღამოს ბანგკოკის ჰაერი ცხელი იყო, ჰაერში ირეოდა სთრით-ფუდის, შემწვარი წაბლის, მოსაწევის და ალკოჰოლის სუნი. ყოველი კუთხიდან ისმოდა მოგუდული მუსიკა და ნეონის ფერად-ფერადი აბრები გვამცნობდნენ, რომ ქალაქში უამრავი ღამის კლუბი ფუნქციონირებდა. ყოველი მხრიდან ისმოდა სიცილი, ხმამაღალი გადაძახილები და ბედნიერი შეძახილები. დადგა ღამე, როდესაც ადამიანში სურვილი, ვნება იმატებს. მორალი გვერდით იწევა და ადგილს უთმობს თავისუფლების ფანტომურ შეგრძნებას, როდესაც შეგიძლია აკეთო ყველაფერი რაც გინდა. ეს "თავისუფლება" ალიონამდე გრძელდება და უნდა მოასწრო. მერე გიწევს კვლავ გაუკეთო მაღალმორალური ნიღაბი და განაგრძო შენი როლის თამაში. დამალო შენი რეალური სურვილები სახალხო ნორმებს მიღმა. ხოლო დაშლის მერე კვლავ გადაეშვა საკუთარ რეალურ სურვილებში. მე პირადად ძალიან მიყვარდა ღამე და ის "თავისუფლება" რასაც დღის ეს პატარა მონაკვეთი მჩუქნიდა. მერე რა, რომ თბილისში ყოფნისას ღამე სახლში ვიჯექი და კლუბებში ან სხვა გასართობ დაწესებულებებში არ დავდიოდი. მე ჩემი "თავისუფლება" მქონდა, სადაც შემეძლო მეოცნება და წარმომედგინა თავი ჩემი ყოფილი მეგობრის გვერდით. -ნინი,- ლინკაის შეხებამ შემაკრთო,- sorry. -ჩემი ბრალია, ჩავფიქრდი,- გავუღიმე მე. -წავიდეთ დღეს კლუბში?- მკითხა იმედით. "ჩემთან ერთად უნდა წასვლა? რატომ? ალბათ იმიტომ, რომ არავის იცნობს. ან უბრალოდ ძველი ურთიერთობების აღდგენა უნდა." კალეიდოსკოპივით დატრიალდნენ ფიქრები ჩემს ტვინში და მალევე მივხვდი, რომ უარს მაინც ვერ ვეტყოდი. -ოკი-დოკი!- ვაჩვენე დიდი თითი. -ქულ,- გაუხარდა ბიჭს და ახალგაზრდა ტაქსის მძღოლს მიუბრუნდა, რჩევის საკითხავად. 3 საათში დაბანილები, ცოტა დასვენებულები და ცოტა აღელვებულები ვიდექით კლუბში შესასვლელ რიგში. აღელვების ჩემი მიზეზი ლინკაი იყო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შავი ნაჭრის შარვლის და შავი მაისურის ჩაცმა კარგი იდეაა. ჯანდაბა, კარგი კი არა, არაჩვეულებრივი იდეაა, მაგრამ მე რა ვუთხრა ჩემს გულს, რომელიც ისედაც ვეღარ იტევს ამ არანორმალურის სიყვარულს? შავებში ის უბრალოდ ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. აი ლინკაის კი ტაქსის მძღოლის რეკომენდაციები აღელვებდა აშკარად. "ახალი და უკვე საკმაოდ პოპულარული კლუბი, სადაც ყველა სურვილს აიხდენ. ვიღაც ამბობს, რომ, ძალიან კარგი მუსიკა და დასალევია, სხვები იძახიან, რომ ძალიან ბევრი დალიეს და მთელი კლუბი ეხმარებოდა მობილურის მოძებნაში და მერე სასტუმროს დასახელების გახსენებაში. ზოგიერთს კი არაფერი არ ახსოვს რას აკეთებდა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა კმაყოფილია. თითქოს თავიდან დაიბადე". დამაინტრიგნებლად ჟღერს, რა თქმა უნდა. რიგში დგომა დიდხანს არ მოგვიწია, მალევე შევედით. როგორც კი კარი დაიკეტა, ჩავიძირეთ კლუბის შავ-წითელ ატმოსფეროში. რაც უფრო ღრმად შევდიოდით, მით მეტად მითრევდა თითქოს რაღაც მისტიკა. თითქოს ყველაფერს ისე იყო, როგორც ჩვეულებრივ კლუბში და მეორე მხრივ, იყო რაღაც განსხვავებული... ალბათ აურა. ალბათ ქვეცნობიერის დონეზე ვგრძნობდი ამას და არა რეალურად. მუსიკაც სხვანაირად ჟღერდა. თითქოს ტრანსში შეჰყავდი, არც მონოტონური იყო, მაგრამ მანტრას ჰგავდა. ბართან მარტივად მივედით. ხალხის ძირითადი მასა საცეკვაო მოედანზე იყო კონცენტრირებული. ბართანვე დავიკავეთ თავისუფალი ადგილები, ავიღეთ კოქტეილები და კლუბის თვალიერება დავიწყეთ ორივემ. -იმაზე დიდია, ვიდრე წარმომედგინა,- ჩამჩურჩულა ყურში ლინკაიმ, მე კი დამბურძგლა მისი ცხელი სუნთქვისგან და მიღებული ალკოჰოლისგან. -არ გინდა გავიაროთ? თან ყველაფერს ვნახავთ,- ვუპასუხე მეც ყურში, რადგან მუსიკის გამო არაფერი ისმოდა. მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ყურთან მიახლოებული, ჩურჩულსაც კი მარტივად აგონებდი შენს თანამოსაუბრეს. კოქტეილის ჭიქები გამოვცალეთ და კლუბის სიღრმისკენ გავემართეთ. პირველივე კარის უკან კარაოკეს სექციაში მოვხვდით. საბედნიეროდ იქ კარგი ხმის დამხშობი ჰქონდათ, რადგან კლუბის მუსიკა ფაქტიურად არ აღწევდა შიგნით. -ვიმღეროთ?- მკითხა ლინკაიმ და თვალი ჩამიკრა. ის, რომ ჩემს მეგობარს ერთი აუხდენელი ოცნება აქვს, ადრე მარტო მე ვიცოდი. ბიჭს რეპერობა უნდოდა. ანდერგრაუნდის სცენაზე გამოსვლა და რამდენიმე ზომით დიდი შარვლების ტარება. სამწუხაროდ ექიმი მშობლები ამის უფლებას არასოდეს მისცემდნენ ერთადერთ ვაჟს. -ვინმეს უთხარი შენი ოცნების შესახებ?- ვკითხე როგორც კი ჩაკეტილ ოთახში მოვხვდით და სიმღერების არჩევა დავიწყეთ. -არა, რა თქმა უნდა,- აიქნია ხელი და ჩემსკენ დაიხარა. ლოყაზე ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას და ტანში ჟრუანტელი მივლიდა, სურვილი ტალღებად დადიოდა სხეულზე. იმედია ვერაფერი შეამჩნია. და თუ შეამჩნია, მადლობელი ვარ რომ არ შეიმჩნია,- ეს საიდუმლო მხოლოდ ჩვენია, სხვას როგორ ვეტყოდი,- შემომხედა თვალებში და ტუჩები დაბერა. არავინ იცის რად დამიჯდა იმ მომენტში თავის შეკავება, რომ არ დავხრილიყავი მისკენ და არ მეკოცნა. მესმის რომ ჯერ კიდევ ჰორმონები ბობოქრობენ ჩემს სხეულში, მაგრამ მაინც ძნელია იმის მიღება, რომ შენი საუკეთესო მეგობრის მიმართ ასეთი გრძნობები გაქვს. ესეც აღზრდის ბრალია, იმ წუთას თავი ყველაზე ზნედაცემული მეგონა, არადა ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიაა, რომელსაც ვერაფერს უზამ. ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც ბუნებრივი მოთხოვნილებები, ბიჭებში დილის ერ*ქცია ან გოგოებში თვიური. მაგრამ არასწორ აღზრდას რა ვუთხარი, არავის აუხსნია ეს ჩემთვის. დედა კონსერვატორიაში ასწავლიდა, მამა ნეიროქირურგი იყო და მხოლოდ ის მითხრეს, რომ გოგონამ თავი უნდა მოთოკოს, არ შეიძლება აჰყვე გრძნობებს... მაშინვე ვიკითხე, მარტო გოგოებს რატომ ეხება ესთქო. გგონიათ მიპასუხეს? სხვა თემაზე გადაიტანეს საუბარი. ვერ ვიტანდი ამ გაუგებარ ტრადიციას, რომ გოგოებს ყველაფერი უნდა შეეზღუდოს, მაშინ როდესაც ბიჭს პირიქით, აქეზებენ. სამწუხაროდ მე მაინც ვერ გადავიდოდი მშობლების სიტყვას, უკვე ფესვები მყარად ჰქონდა ჩემში გაზრდილი ამ კომპლექსს. 3 სიმღერა ვიმღერეთ და მოგვბეზრდა. გადავდევით პულტი და დავტოვეთ ოთახი. კარაოკეს როგორც კი გავცდით, შევამჩნიეთ წითელი ნეონის წარწერა "Nude Emotions". შავ ფონზე მეტისმეტად დამაინტრიგებლად სჩანდა და შეუთანხმებლად გავემართეთ კარისკენ. ოთახს მკრთალი შუქი ანათებდა. ძირითადი მორთულობა ჩინური ორნამენტებისგან შედგებოდა, წითელი ფანრები, შესასვლელში 2 მოოქროვილი დრაკონი, უზარმაზარი მარაო კედელზე და კონფუცის სიტყვები მაგიდაზე. პლიუს ტაილანდური ფერადი ორნამენტების მაგიდა საოცარ კონტრასტს ჰქმნიდა, ხოლო სურნელოვანი სანთლები რაღაც არარეალურ და მისტიურ აურას აძლევდა ოთახს. თავიდან ვიფიქრე, რომ მედიტაციის ან რელაქსაციის ოთახში მოვხვდით. -მოგესალმებით,- გავიგეთ დამტვრეული ინგლისური. შუახნის ჩინელი ქალბატონი თითქოს ჰაერიდან გაჩნდა. ქალმა თავი დაგვიკრა და ხელებით "ვაი" (ტრადიციული ტაილანდური მისალმება) გვაჩვენა. ჩვენც გავიმეორეთ მისი ჟესტი. -რას ნიშნავს "Nude Emotions"?- ვკითხე მე. -ამ ადგილას შეძლებთ დაანახოთ ერთმანეთს თქვენი შიშველი ემოციები,- ნუთუ რაიმე კვესტია და აქედანვე იწყება თამაში? აშკარად მეც და ლინკაიც დაგვაინტერესეს. -რა უნდა გავაკეთოთ?- პატარა ბავშვის მოუთმენლობით იკითხა ბიჭმა. -კომუნიკაცია გექნებათ ერთმანეთში,- გაგვიღიმა კაცმა და ხელი გაშალა. თითქოს არჩევანი მოგვცა, ან წადით წინ, ან დაბრუნდით უკან. წამით თავი "მატრიცას" გმირად ვიგრძენი. -როგორი ტიპის კომუნიკაციას გულისხმობთ?- გადავწყვიტე დამეკონკრეტებინა. -ამას ყველა ინდივიდუალურად წყვეტს როგორი კომუნიკაცია ურჩევნია,- მოთმინებით პასუხობდა ჩვენს კითხვებს ჰოსტი. -თანახმა ვართ!- წამოიძახა ლინკაიმ ჩემთან შეუთანხმებლად, მაგრამ არ მწყენია, რადგან მეც დათანხმებას ვაპირებდი. -119 დოლარი,- გამოგვიწოდა ხელი. -კაცზე?- გავშრი მე,- და რამდენი ხნით? -რამდენიც დაგჭირდებათ,- აიჩეჩა მხრები მამაკაცმა. მე და ლინკაიმ ერთმანეთს შევხედეთ და ორივემ საფულეებისკენ წავიღეთ ხელი. ბიჭმა დამასწრო და ორივეს თანხა გადაიხადა. ამაზე დიდად არ მიჯავრია, დაბრუნებას ყოველთვის მოვახერხებ. -და რას მივიღებთ?- ვერ ისვენებდა ლინკაი. -ორივე რაღაც თქვენსას,- გაუღიმა კაცმა და პლასტმასის მოზრდილი ყუთი გამოგვიწოდა,- ჩანთები, ტელეფონები, ყველა პირადი ნივთი აქ ჩააწყვეთ. არ ინერვიულოთ, საიმედოდ ჩაიკეტება სეიფში და გასვლისას დაგიბრუნდებათ,- როდესაც ყველაფერი ჩავაწყვეთ, დაიძახა,- სიაო ლინ, გთხოვ სტუმრები თავისუფალ ოთახამდე მიაცილე. ჩვენთან ახალგაზრდა გოგონა მოვიდა, ერთიანად თეთრებში ჩაცმული და მაღალი კოსით. ხელში ლანგარი ეკავა, რომელზეც შავი ნაჭერი იყო გადაფარებული. თავით გვანიშნა გავყოლოდით და ჩვენც არ დავაყოვნეთ. საკმაოდ გრძელი კორიდორი გავიარეთ, სანამ ჩვეულებრივ, შავ კარს არ მივადექით. კარის შიგნით ნახევრად ჩაბნელებული ოთახი აღმოჩნდა, რომელსაც რომანტიკულად, მხოლოდ სანთლები ანათებდნენ. შემოსასვლელისგან განსხვავებით, ეს ოთახი მწვანე-თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ატმოსფერო კი დამამშვიდებლად მოქმედებდა ჩემზე. ოთახის შუაში განთავსებული დიდი საწოლი კი თითქოს თავისთან მიხმობდა. საწოლის მოპირდაპირედ კი ბარი იყო განთავსებული სასმელებითა და სნეკებით სავსე. ოთახი მართლაც იდეალური იყო კომუნიკაციისათვის, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდით თუ რატომ ღირდა ეს ყველაფერი ამდენად ძვირი. უეცრად გოგონამ ლანგარს ნაჭერი გადახსნა და გვანიშნა ნიღბებზე: -გთხოვთ, მოირგეთ. როგორც კი ხელში ავიღე, მაშინვე მეუცხოვა. აბსოლუტურად უცნობი მატერია შემხვდა ხელში. რბილი, ნაზი და ოდნავ თბილი... ადამიანის კანივით. ცოტა დაბნეულმა გავიკეთე და ლინკაის შევხედე. ბიჭი ამ ნიღბით ვენეციელ არისტოკრატს ჰგავდა. -ნიღბებზე არ ინერვიულოთ, როგორც კი დაასრულებთ, ჰოლში დაბრუნდით,- თქვა გოგონამ და ოთახი დატოვა. როგორც კი კარი მიხურა, მოხდა ის, რამაც ორივე გულიანად შეგვაშინა. ნიღაბი თითქოს კანს შეეზარდა. -ოჰო,- წამოიძახა ლინკაიმ. ერთდროულად შევეხეთ ჩვენს სახეს და ზუსტად ვიცი, რომ ბიჭიც იმავეს გრძნობდა, რასაც მე. კანის სინაზეს და მეტს ვერაფერს, ნიღბებს ვერ მოვიხსნიდით. შემდეგ წუთს კი მოხდა ის, რამაც გადამავიწყა ნიღაბიც, შიშიც და დახარჯული ფულიც. მისი გრძნობები და ემოციები მომენტალურად ხელმისაწვდომი გახდა ჩემთვის. უთქმელი სიტყვები, რაც მის გულში ღრმად ინახებოდა, ამომიტივტივდა გონებაში. ვუყურებდი ჩემი ბავშვობის მეგობარს და ვცდილობდი გულში დამეტია ყველა ის გრძნობა, რასაც ჩემს მიმართ გრძნობდა: შეჩვევა, მოლოდინი, იმედი, უკიდეგანო სიყვარული, შიში, ეჭვიანობა, სურვილი... სულ 1 წამში დავინახე ჩემი თავი მისი თვალებით. მისი ყოველი საბავშვო მოგონება მე მიკავშირდებოდა, რას აკეთებდა, როდესაც მასთან არ ვიყავი, როგორ ვენატრებოდი, როგორ ერთობოდა ჩვენი დაპირისპირებით... როგორ გამირბოდა, რომ არაფერი მეგრძნო და მე სულელი მართლა ვერ ვგრძნობდი. როგორ ცდილობდა ყურადღების გადატანას (ჯანდაბა, აუცილებელი იყო ყველა ქალის წარმოდგენა, ვისთანაც იყო?) და როგორ უჩქარდებოდა პულსი, როდესაც მის გვერდით ვიყავი. და უცებ გონება გამინათდა... კომუნიკაცია... ანუ ისიც ხედავდა ჩემს ცრემლებს, გრძნობდა ჩემს ყოვლისმომცველ სიყვარულს და მასთან ერთად დამანგრეველ ეჭვიანობას, უსმენდა ღამის სიჩუმეში ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს "ლინკაი მაპატიე, მიყვარხარ"... უეცრად თავს დატეხილ გრძნობებს ვერ გავუმკლავდი, საწოლზე ჩამოვჯექი და ბიჭს მივაშტერდი. არ მეგონა, რომ ლინკაი ჩემი გრძნობების შესახებ გაიგებდა ასეთი უცნაური მეთოდით... უცნაური და მისტიური... არარეალურს ჰგავდა ყველაფერი, დაწყებული ოთახიდან და დასრულებული კანში შეზრდილი ნიღბებით. მაგრამ მეორე მხრივ... თვალი-თვალში და გული-გულში... ემოციები გვახრჩობდა ორივეს. გამოუთქმელი, დამალული გრძნობები ერთიანად გახდა ხილული. -მე... მე გგრძნობ,- ძლივს ამოვთქვი,- ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია? -არ ვიცი,- ლინკაის ხმა უფრო მკაფიო იყო,- მაგრამ... მაგრამ მეც გგრძნობ. -ამდენი წელი...- თვალები დავხუჭე და მხრებიც გამოვუშვი,- რატომ არ მითხარი? -შენ?- ბიჭის ხმა ცოტა უხეშად ჟღერდა, ამიტომ თვალი გავახილე. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და ყველაზე უცნაური რაც იყო, ვერ ამოვიკითხე, თუ რას ფიქრობდა. მაგრამ მეორე მხრივ, ეს არც მჭირდებოდა, რადგან სხეულით ვგრძნობდი მის თითოეულ აზრს, სურვილს და სინანულს... სინანულს დაკარგულ დროზე. -არ მითხრა,- ვუთხარი ხმადაბლა,- გეშინოდა. -კი არ მეშინოდა, უფრო დავიბენი. დაიბნა? როგორ არა. კარგად ვგრძნობდი როგორ ცდილობდა დაემარხა გულში ეს გრძნობა, როგორ ცდილობდა გაქცეოდა მას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მისი სურვილს, შემხებოდა და შეეგრძნო ჩემი კანის სირბილე, ხელის თითებზე ვგრძნობდი. ამ შეხებით სურდა დაემტკიცებინა თავისთვის, რომ სიყვარული არსებობს და არ არის ილუზია. ლინკაის ფიქრებში, თუკი სიყვარულს ვერ შეეხები, ის ოცნება და სიზმარი უფროს. არაორდინალური ფიქრები ჰქონდა ჩემს მეგობარს. უეცრად ლინკაიმ ჩემსკენ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი, საჩვენებელი თითი დამადო ბაგეზე, ქვემოთ ჩასწია, რითიც ქვედა ნახე ოდნავ გამომიწია. მისი სახე ისე ახლოს იყო, რომ ვხედავდი სურვილის ჯოჯოხეთურ ცეცხლს მის თვალებში. და ეს ცეცხლი ნათლად მანიშნებდა, რომ ის აპირებდა აენაზღაურებინა ის დრო, რაც ხელიდან გავუშვით ჩვენი შიშების გამო. ვერ შევიკავე თავი და მის თითს ენა დავუსვი. მისი აჩქარებული სუნთქვა კი საჩუქარივით იყო, სანამ მეც იგივე არ დამემართა. მის სურვილს ვგრძნობდი როგორც საკუთარს და ასევე გრძნობდა ისიც. გულიც ამიჩქარდა და ვიცოდი, რომ ლინკაიც ჩემს დღეში იყო. ხოლო როდესაც ვიგრძენი ბიჭის ორჭოფობა, მაშინვე დაუფიქრებლად ავიწიე მისკენ, ხელები მოვაჭდე კისერზე და ჩემსკენ მოვქაჩე. სულ რამდენიმე წამი, სანამ ჩვენი ბაგეები ერთმანეთს შეეხო, ჩემთვის საუკუნედ გაიწელა. სიამოვნება, რომელსაც ჩემი პირველი კოცნა მანიჭებდა ემსგავსებოდა ცუნამის, რადგან ლინკაის ვნება, სურვილი და სიამაყე ემატებოდა, რაც აათმაგებდა შეგრძნებას. თავბრუ მესხმოდა და თვალთ მიბნელდებოდა. და ეს ყველაფერი უკვე აღარ მყოფნიდა, არ ვიცოდი რა, მაგრამ მეტი მინდოდა. პირველ რიგში, ჟანგბადი მჭირდებოდა, ამიტომ ხელები მკერდზე დავაწყვე და ოდნავ ვკარი ხელი. ბიჭი მომშორდა და ღრმად ჩაისუნთქა. იმ წუთს ჩემთვის რომ ეკითხათ, ვიტყოდი, რომ არ არსებობს მამაკაცი ლინკაიზე უფრო მიმზიდველი (თუმცა ყოველდღიურობაში ძალიან შორს არის იდეალისგან), ანთებული თვალები, კოცნით დაწითლებული ბაგეები, არეული სუნთქვა. ჩემდა სამარცხვინოდ, მის მზერაში ზუსტად ასევე ვჩანდი მეც. მაგრამ მას მოსწონდა, ეს კიდევ უფრო მეტად აღარგზნებდა. ჯანდაბა, მან იცოდა, რომ ჩემი პირველი იქნებოდა, ეს კი... აბედნიერებდა. ამის მერე, მშიერი ცხოველივით დამაცხრა თავს. მკოცნიდა და თან ტასაცმლისგან მათავისუფლებდა. ხელით და მერე ბაგეებით ეალერსებოდა გაშიშვლებულ კანს. როდესაც ჭიპის ქვემოთ ჯერ ნაზად მაკოცა, მერე კი მიკბინა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ხმამაღლა ამოვიკვნესე. ჭკუიდან გადავიდოდით... ერთად. რამდენიმე წამი დასჭირდა კაბის გახდას. მინდოდა ხელით დამეფარა ჩემი სიშიშვლე, მაგრამ ვგრძნობდი მის აღფრთოვანებას და მხოლოდ თვალები დავხუჭე, რათა დამეძლია ბუნებრივი სიმორცხვე. გული ისე მიცემდა, მეგონა საგულედან ამომიხტებოდა. ის, რასაც ლინკაი ენით აკეთებდა, ვერ გადმოვცემ ვერც ენით და ვერც ავღწერ. სიამოვნების მორევში ვიძირებოდი და ერთადერთი რაც მშველოდა, მის მხრებს ვეჭიდებოდი, რომ გრძნობების ქარბობალას არ ჩავეთრიე. ხოლო რაღაც მომენტში უბრალოდ თვალთ დამიბნელდა და ხმაც კი წამერთვა. ხოლო როდესაც აზრზე მოვედი და ლინკაის შევხედე, ბიჭი ბედნიერად მიღიმოდა. -ეს... ეს...- მინდოდა მეკითხა თუ რა იყო ეს, მაგრამ კითხვა ვერ ჩამოვაყალიბე. -მიხარია პირველივე ორგ*ზმი რომ დაიჭირე. თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე ისიც რომ იმავეს გრძნობდა და ბაგეები ავილოკე. მინდოდა, რომ ბოლომდე წასულიყო და ბოლომდე შემეგრძნო მისი სიყვარული და სურვილი. -დარწმუნებული ხარ, ნინი?- გავიგე ბიჭის ხრინწიანი ხმა. თვალები გავახილე, შევხედე ბიჭს და გავუღიმე. მერე თავი დავუკარი და თითით მოვიხმე. -ძალიან მომწონს ეს ეფექტი,- ვუთხარი როგორც კი მისი სიხარული ვიგრძენი. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დაღლილები, გაოფლიანებულები და უკიდეგანოდ ბედნიერები ვიწექით საწოლზე და სუნთქვის აღდგენას ვცდილობდით. -არ მეგონა ასე თუ გამოვიყურებოდი შენს თვალში,- გაეცინა ლინკაის. სწორედ მაშინ ვფიქრობდი როგორ მომწონდა მისი სიმაღლე, ოდნავ გამოწეული ყურები, ნუშისებრი თვალები და გრძელი თითები. -ჰეი,- ვუთხარი და ტუჩზე ვიკბინე. -მომწონს,- მაკოცა თავზე,- განაგრძე ჩემზე ფიქრი. ისე, ნინი... ხომ ხვდები რომ ამიერიდან ყველაფერი შეიცვლება? - რა თქმა უნდა,- ვუთხარი და მზერა ავარიდე. უეცრად თვალწინ გამიელვა ზმანებამ, მე, შეფაკლული ლოყებით და მინაბული თვალებით და ლინკაის აღფრთოვანება. ასეთი მე, მასში დიდ გრძნობებს ვიწვევდი. უცებ ავიწიე და მის ბაგეებს შევეხე. თავიდან კოცნა ნაზი იყო, მერე კი უფრო თამამში გადაიზარდა. -ნინი, არ გგონია რომ წასვლის დროა?- მკითხა ლინკაიმ როგორც კი მოსწყდა ჩემს ბაგეებს. -კი,- ამოვიოხრე და წამოვიწიე. სანამ ვდგებოდი, დავიხარე და ლავიწის ძვალზე ვუკბინე. არც თვითონ დამრჩა ვალში, ხელი დამიჭირა და ისე მიკბინა, შევყვირე. ფრთხილად მაკოცა და გამიშვა. მეც ავდექი. უკვე აღარც სიშიშვლე მაწუხებდა და არც მისი მზერა. აბაზანაში შევედი და იქიდან ხმამაღლა დავუძახე,- არ აპირებ შემოსვლას?- ისევ იფეთქა ჩემში მისმა სიხარულმა. დაბანილებმა ოთახი დავტოვეთ. გასაღები მე მქონდა, ამიტომ ლინკაი წინ წავიდა. როგორც კი მისაღებში დავბრუნდი, ბიჭი აღარსად იყო. ნუთუ წავიდა? მარტო დამტოვა? ნუთუ ეს გრძნობა ტყუილი იყო? -თუკი თქვენს მეგზურს ეძებთ, უკვე გავიდა,- გავიგე უკვე ნაცნობი ქალბატონის ხმა. მდამ, ნუთუ ასეთი რთული იყო 2 წუთი მოცდა?- აი ეს დალიეთ,- გამომიწოდა ქალმა ფაიფურის ჭიქა. უნებლიედ ავიღე და ავტომატზე გამოვცალე. ცივი წყალი აღმოჩნდა. ზუსტად ის, რაც მჭირდებოდა,- ესეც თქვენი ნივთები. ყველაფერი ხელუხლებელია. -ნიღაბი?- ვკითხე ინტერესით. -როგორც კი ოთახს დატოვებ, აორთქლდება,- მითხრა ქალმა,- მშვიდობით. -მშვიდობით,- ვუთხარი სევდიანი ღიმილით და ოთახი დავტოვე. ... რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მიმოვიხედე. -სად ჯანდაბაში ვარ?- მეც არ ვიცი ვის ვკითხე,- ან აქ როგორ აღმოვჩნდი? -ნინი?- გავიგე ლინკაის ხმა. -ო, ლინკაი. აქ როგორ აღმოვჩნდი?- ვკითხე გაოგნებულმა. -არ ვიცი. მეც ეგ მაინტერესებს,- აიჩეჩა მხრები ჩემმა მეგობარმა. -მგონი ბევრი დავლიეთ,- გამეცინა,- ხომ არ წავიდეთ? -ოკი-დოკი!- მაჩვენა დიდი თითები ბიჭმა და ასე დავტოვეთ კლუბი. მთელი გზა უცნაური გრძნობა არ მაძლევდა მოსვენებას. თითქოს რაღაც დამავიწყდა. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ გული გამალებით მიცემდა ლინკაის თითოეულ მზერაზე. არა, ეს გრძნობა ახალი არ ყოფილა ჩემთვის. ჩემი ბავშვობის მეგობარი უკვე დიდი ხანია მიყვარდა, მაგრამ ამის კონტროლი ყოველთვის კარგად შემეძლო, ახლა კი გული არ მემორჩილებოდა, ბიჭისკენ მიილტვოდა. -არ გგონია რომ რაღაც დაგვრჩა იქ?- მკითხა ბიჭმა მოულოდნელად. -მთელი გზაა ამაზე ვფიქრობ,- ვუთხარი და ჩანთა გავხსენი,- საფულე, მობილური, ორივეს ნომრის გასაღები. სხვა არც არაფერი მქონდა,- ავიჩეჩე მხრები. -მეც ასევე. მხოლოდ მობილური და საფულე. მაგრამ ვერაფრით ვიგებ რატომ მიცემს გული ასე და რატომ მექავება უკან. ეჰ, ალბათ მეძინება,- ჩაიქნია ბიჭმა ხელი. შემდეგი 15 დღე ისე გავიდა მოგზაურობაში და ახალი ადგილების აღმოჩენაში, რომ კლუბი არც გამხსენებია. თუმცა ღამ-ღამობით არ მასვენებდა გრძნობა, რომ რაღაც დამავიწყდა. და კიდევ ვერ ვხვდებოდი საიდან გაჩნდა ჩემს ხელზე უცნაური ნაკბენი. მე და ლინკაი ყოველ დღე რამდენიმე ფოტოს ვიღებდით ერთად, ვუგზავნიდით მშობლებს და მთელი დღე აღარ ვხვდებოდით ერთმანეთს. მე ექსკურსიებზე დავდიოდი, ბიჭი კი გოგოებს დასდევდა, ბანაობდა და ექსტრემალურ გასართობებს ეძალებოდა. ეს დღეები თვალის დახამხამებაში გავიდა და ბოლო ღამეს კვლავ ბანგკოკში დავბრუნდით. დაახლოებით 9 საათზე კარზე დააკაკუნეს და უკვე ვიცოდი ვინ იყო და რა უნდოდა. -წავიდეთ კლუბში?- მკითხა მოსალმების გარეშე ლინკაიმ. საქმე მაინც არაფერი მქონდა, ამიტომ დავთანხმდი. 20 წუთში კი ფოეში ვიდექით და ტაქსს ველოდებოდით. კიდევ 15 წუთში უკვე ნაცნობი კლუბის შესასვლელთან ვიდექით. რამდენიმე ჭიქა კოქტეილის დალევის შემდეგ შეუთანხმებლად გავეშურეთ უკვე ნაცნობი ოთახისკენ. არც ერთმა არ ვიცოდით რა გვიზიდავდა იქ, არ გვახსოვდა რა გადაგვხდა თავს წინა ვიზიტისას, მაგრამ მაინც შევედით. საკმარისი იყო ჩვენს ზურგს უკან ოთახის კარი დაკეტილიყო და ნიღაბი მოგვერგო, რომ ისევ კალეიდოსკოპად დატრიალდა ჩვენი ემოციები თავში და გულში. -ჩვენ აქ უკვე ვიყავით,- წამოვიყვირე მე. -ვიყავით და... დაგვავიწყდა,- ამყვა ლინკაი. დაგვავიწყდა გრძნობები, გამხელილი სურვილი და პირველი ს*ქსი. -არ მინდა შენი დავიწყება,- ვუთხარი და ცრემლი წამსკდა. ბიჭი დაიხარა და კოცნით ამომიშრო ცრემლები,- შენ... შენ მე რეალურ ცხოვრებაში არასოდეს გამკმიტყდები ხომ? -ისევე, როგორც შენ...- მიპასუხა ლინკაიმ. ხმა მასაც დათრგუნული ჰქონდა. -ორი სულელი ვართ ჩვენ,- ვუთხარი მოგუდული ხმით,- სულელი და მშიშარა. -ალბათ ამიტომ ვტოვებთ გარეთ ყველა ნივთს... რომ არ ჩავიწეროთ და არ დავიმახსოვროთ. -უნდა იყოს რაიმე გზა,- მიმოვიხედე მე. ლინკაიმ უცებ ჩემი ხელი აიღო და იმავე ადგილას, სადაც რამდენიმე დღის წინ, ძლიერად მიკბინა. მერე კი კისერი მომიშვირა. მეც იგივენაირად ვუკბინე ლავიწის ძვალზე. ამის მერე ხელიხელ ჩამკიდებულები გამოვედით ოთახიდან. -იპოვეთ პასუხები თქვენს კითხვებზე?- გვკითხა ქალმა. -შეიძლება ითქვას,- უპასუხა ლინკაიმ,- ნიღაბი გვაჩვენებს იმას, თუ რა იქნებოდა, რეალურ ცხოვრებაშიც თუ გავუმხელდით გრძნობებს ერთმანეთს. -მართალია,- დაეთანხმა ქალი. -ანუ... ანუ ყველა სხვადასხვა რაღაცას ხედავს?- ვკითხე მე. -რა თქმა უნდა. ყველას კითხვა და შესაბამისად პასუხი, ინდივიდუალურია. -და ეს ყველაფერი რეალურია?- ვიკითხე დაძაბულმა. -რა თქმა უნდა!- დაუყოვნებლივ მიპასუხა ქალმა. -მაშინ...-დავიწყე, მაგრამ დიასახლისმა გამაწყვეტინა. -წყალი. და ეს წესია, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ,- გვითხრა ქალმა და ორი ჭიქა გამოგვიწოდა. დავლიეთ და მე ცრემლები წამსკდა. -არ მინდა დავიწყება,- ვთქვი და ბიჭს ჩავეხუტე. -შეგვიძლია გავიხსენოთ აქ მომხდარი?- ჰკითხა ლინკაიმ. -ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ... თბილისში მშვიდად დავბრუნდით. რამდენიმე დღე უშედეგოდ ვცდილოდი გამერკვია თუ საიდან მოხვდა ეს ნაკბენი ხელზე, სანამ 3 დღის შემდეგ ლინკაისთან შესულმა ბიჭი არ დავინახე მაისურის გარეშე. -ეს რა არის?- ვკითხე ნაკბენზე. -არ ვიცი,- აიჩეჩა მხრები ბიჭმა. -მგონი მე ვიცი,- ვუთხარი და ჩემი ხელი ვაჩვენე,- მგონი ეგ ჩემი ნაკბენია, ეს კი შენი. -შეუძლებელია,- გააქნია თავი ლინკაიმ,- არასოდეს გატკენდი ასე, ოღონდ შენ არა,- მითხრა და ნაკბენ ადგილას თითი დამისვა. -მგონი რაღაც ნიშანია,- არ ვნებდებოდი მე. ვგრძნობდი, რომ ამოცანის ამოხსნასთან ახლოს ვიყავი. და უეცრად თითქოს გონება გამინათდა. -რატომ მე არა?- ვკითხე ლინკაის. -რა? -შენ მითხარი რომ ვერ მატკენდი. რატომ? -მე... მიყვარხარ,- მოულოდნელად მითხრა ლინკაიმ და პაზლიც უცებ დაეწყო გონებაში. -მეც მიყვარხარ, ლინკაი! ტაილანდი! კლუბი! "Nude Emotions"! გაშიშვლებული ემოციები! პირველი სიახლოვე! ფიცი, რომ ერთად ვიქნებით! ჩვენ ბედნიერებისგან მთვრალებს არაფერი გვახსოვდა, აი ჩვენს მშობლებს კი ალბათ ფსიქოლოგიურ ტრავმად დარჩებათ იმ დღეს ნანახი. საუბედუროდ ბოდიშებმაც არ გვიშველეს და აგვიხდა ორივეს დიდი ხნის ოცნება. ჯვარი დაგვწერეს და მშვიდი ცხოვრებისათვის ცალკე სახლი გვიყიდეს. რა თქმა უნდა, თანაცხოვრება ზღაპარი არ არის, ხშირადაც ვჩხუბობდით, მაგრამ ტაილანდის კლუბში დანახული ერთმანეთის გრძნობები გვახსენდებოდა და ყველა კამათს მარტივად ვაგვარებდით. უბრალოდ ორივე 100%_ით ვიყავით დარწმუნებული, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. სიყვარული კი ყველა სირთულეს გვაძლევინებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.