შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იანვრის სუსხი(რიცხვი 3) (2)


4-02-2019, 00:43
ავტორი სალი-სალი
ნანახია 806

ავის მომასწავლებელმა ზარმა გააყრუა ჩემი სახლი.ფერმკრთალი, დაუძლურებული და ემოციებისგან დაცლილი სხეული ძლივს ავწიე და მძიმე ნაბიჯებით წავედი კარისკენ.ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი გულს მიჩქარებდა, თითქოს კარის გაღება და ჩემი სიკვდილი ერთი იყო. რაღაც წინათგრძნობასავით შეიძლებოდა ყოფილიყო.საკეტი სამჯერ გადავატრიალე და კარი გავაღე.ეს მომენტი საუკუნედ გაიწელა.ჯერ ცივმა ქარმა ისე მწარედ დაუბერა, რომ მოშიშვლებულ ფეხებსა და გუმკერდზე დანის დარტყმისმაგვარ ტკივილს მაყენებდა. გული ისე მიფეთქავდა ასე მეგონა ჯებირებს გაარღვევდა და წინ შემხვედრის ხელებში ძალაგამოცლილი ჩაესვენებოდა.თვალები ნელ-ნელა გავახილე წინ კი საქართველოს ფოსტის წარმომადგენელი დავინახე.ამანათი გულდამშიდებულმა ჩავიბარე, სადარბაზო შევათვალიერე და კვლავ იგივე გზა გავიარე ოღონდ ამჯერად დამშვიდებულმა.
-ვინიყო?.მისაღებიდან შორენას ხმა მომესმა.ახალგაღვიძებულს ჯერ კიდევ მამაკაცის ტონალობა ჰქონდა.აი ახლა მესმის რატომ არ ატარებს ღამეს ვაჩესთან, ეშინია თავისი ხმით არ დააბრთხოს.
-წერილი მოიტანეს.შუშის მაგიდაზე მოვისროლე და ჩემთვის გაკეთებულ ყავას ხელი მოვკიდე.
-წერილი არა, ჯარიმები.ერთი დახედა და ძველი სითი პარკის ჯარიმები ამოიცნო საუკუნეა გადასახდელი რომ მაქვს.
-არმადარდებს.თავი უემოციოდ გავაქნიე და ცხელი სითხე მოვსვი.
-შენ ასე არ გაინტერესებდა ბევრი რამე, მაგრამ ხომხედავ.ნიშნისმოგებით გადმომხედა მეც მივხვდი რასაც გულისხმობდა ასერომ თავი გავანებე და არ გავეკიდე.-ყველაფერი რთულადაა.
-არაფერიც არ არის რთულად.წამებში ვიუარე.
-მოეშვი შენს აზრებთან ბრძოლას, გეგა აქ ტყუილად არ გადმოვიდოდა ეს კარგად იცი.
-მაგის სახელს ნუ ახსენებ.გაღიზიანებულმა შევყვირე.
-გეგა გეგა გეგა, რა მნიშვნელობა აქვს მე ვახსენებ თუ არა ის შენს წინ ცხოვრობს მაინც მოგიწევს მისი სახის დანახვა,მისი სახელის გაგონება, მისი ხმის მოსმენა, მისი სუნის შეგრძნება,ისევე როგორც თვითონ გეგას შეგრძნება ეს გარდაუალია.
-გარდაუალი არაფერია შორენა, ყველაფერის თავიდან აცილება შეგიძლია თუ ამას მოინდომებ.
-სიკვდილის? მითხარი სიკვდილს როგორ აიცილებ თავიდან.
-სიკვდილი? რაგგონია სიკვდილის მჯერა? ადამიანები არ კვდებიან ისინი ჩვენი ცხოვრებიდან მიდიან,სიკვდილით მაშინ კვდები როცა გამხსენებელი არავინ გყავს,მაშინ ხარ მკვდარი თორე როცა ახსოვხარ ცოცხალი ხარ უბრალოდ მატერიალურად არა.
-ეს შენით მოიფიქრე? თუ დაგეხმარა ვინმე?.სარკასტულად ჩაიცინა და პიჟამო გაიძრო.
-წავიკითხე სადღაც ეწერა.


-დაიცა თქვენ რა ერთად გეძინათ?.გაოცებული მერაბი მე და შორენას გვიყურებდა და დარწმუნებული ვარ ჩემსა და შორენას შორის არმომხდარს ისე წარმოიდგენდა პორნო ფილმების რეჟისორსაც შეშურდებოდა.
-კი მებო ერთად გვეძინა.დარწუნებით გაუმეორა.-პრინციპში არც გვძინებია.ეშმაკურად გადმომხედა.
-მართლა იოანა?.ნერწყვი მძიმედ გადააგორა ჩემი პასუხის მოლოდინში.
-კი.მობეზრებულად გავაქნიე თავი და საქმეს მივუბრუნდი.
-მერე იცი რავქენით? გახსოვს სამის ოც წუთზე რაგავაკეთეთ?.შეშფოთებულმა შორენამ უცებ წამოიძახა.
-რაგააკეთეთ რაა.პასუხის მოლოდინში საწყალ ბიჭს ალბათ ჰორმონალური დარღვევები გაუუარესდებოდა.
-ნწ არგეტყვი.თავი გააქნია და ეშმაკურად შემათვალიერა.
-აუ შორე მითხარი რაა.საწყალმა სახეზე ხელი გადაისვა და ოფლით დაცვარული შუბლი საროჩკის მკლავით მოიწმინდა.
-მოდი გაჩვენებ.მასთან ახლოს მივიდა გულზე ხელი დაადო ზემოთ აუსრიალა და ჰალსტუხს გამოქაჩა.-დაახვიე ახლა აქედან სანამ გაგაღრჩე.ყურში ჩასისინა და ფერწასულ მერაბის ცოტახანში მოშორდა.-თავი ვინ გგონია ასეთ რამეებს რომ გვიბედავ სულ რომ ერთად ვყოფილიყავით ეს შენი გასარჩევი არაა ბინძულო ცინგლიანო.შაუღრინა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-რასერჩოდი კარგად ერთობოდა.თბილად გავუღიმე და მის ყვირილს დაველოდე.
-შენ თავი რამეს ხოარ მიატყი მერამდენედ უნდა იფიქროს ჩვენზე ასეთი რამ ჭკუ არუნდა მესწავლებინაა?.თავი გაიმართლა ისე თითქოს წეხან მევაღრჩობდი საწყალ კაცს და ის უბრალოდ ლანძღავდა.
-მოვედი ლანჩზე მივდივართ.წამებში შემოანათა ვაჩემ და შორენას წინ მოთავსდა.თანკი მოკლე კაბაში შემოსილი გოგონა მადიანად შეათვალიერა და თვალი მაშინ გაარიდა გოგოს გააფთრებული მზერა რომ დაინახა.
-და ლაშა?.იმედიანი თვაებით გავხედე მომღიმარ ვაჩეს.
-ნწ საქმე აქვს.თავი გააქნია და ისევ შორენას მიუბრუნდა.გუშინდელის მერე არ მინახავს თან როგორ მჭირდებოდა მასთან ყოფნა.-კარგი მე ქვემოთ დაგელოდებით.თავი მოიქექა მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს წაეთამაშა და სულ ტრიალ ტრიალით გავიდა გარეთ.
-უნდა აუხსნა.ვაჩეს გასვლა და შორეს თქმა ერთი იყო.
-რავუთხრა შორე?.
-გეგაზე მოუყევი.
-მაშინ მთელი ისტორიის მოყოლა მომიწევს.
-ხოიცი რომ ერთ დღეს ყველაფერთან დაბრუნება მოგიწევს,რომ ყველაფერი გაარკვიო.
-ყველაფერს ვერ გავარკვევ, ეს შენც იცი, არარსებობს ადგე და უბრალოდ ყველაფერი დეტალებში გაარკვიო ყოველვის დარჩება რაღაც, რაც გაურკვეველი იქნება არ არსებობს ადამიანი ვინც ამის შესახებ მომიყვება და მე უბრალოდ ვიმკითხაო? შესაძლო ვარიანტები განვიხილო? ეს უფრო მეტ გაურკვევლობას მომცემს, ამიტომ მივანებე თავი ყველაფერს თორემ მე კიარ მეხალისება ასე ჯდომა, შენც კარგად იცი ჩაძიებამ რა გამოიწვია ახლა კი ლაშა მყავს და ყველაზე მეტი რამ მას დაემართება ყველაზე მეტ დარტყმას ის აიტანს.
-ეს რაშუაშია იოანა, ლაშა არ არის პატარა გაუმკლავდება შენთან ერთად.
-ლაშა კი მაგრამ მე ვერ გავუმკლავდები ამას.
-შენ ხარ ლაშაც და ახლა უკვე გეგაც დაიფიქრდი რამდენ პრობლემას წარმოშობს ეს სამკუთხედი.
-პრობლემა ამ სამკუთხედის ერთ კუთხეშია, ჩემში ასერომ არმინდა მორჩა ამ თემას არ შევეხოთ.
-მოგიწევს შეხება.ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.
-ჰე ახლა დიდხანს გელოდოთ?დავბერდი.გამწარებული ვაჩეს ხმა მომესმა.
-მოვდივართ ვაჩე მოვდივართ.
-ნწნწ ოხ ეს გოგოები.

გულს ვერ უბრძანებ, ასე ნათქვამი და ვფიქრობ მართალია. რეალურად ფსიქოლოგია დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში და შესაძლოა მისი დახმარებით ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში შენს თავს „შემოუძახო“ ან კიდევ გზა გაიკვალო წარმატებისაკენ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ოცნება კარგია და თუ ხშირად ვიოცნებებთ რაღაც ნაწილი აგვიხდება.რომ დავუკვირდეთ ყველაფერი არა, მაგრამ რაღაც ნაწილი სიმართლეს შეესაბამება. დაკვირვებიხართ? ერთ დღეს იხსენებთ ერთ ისეთ ადამიანს რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებულია და მერე უბრალოდ ავტობუსის გაერებაძე ან თუნდაც პარკინგზე გაწყდებათ. დეჟავუს შეგრძნებაზე არმაქვს ლაპარაკი უბრალოდ იმაზე ვსაუბრობ ,რომ როცა ადამიანი რაიმეზე ფიქრობ, არაა აუცილებელი ამაზე ჩაციკლული იყო, უბრალოდ შეიძლება იდგე და გაგახსენდეს ნეტა თათია რასვება სადაა? ეს თათია უბრალოდ პირობითად, მერე კი უცბად მას ხვდები ან შესაძლოა მასზე მნიშვნელოვან ამბავს იგებ.თითქოს სასწაულია, ნუ ყველ შემთხვევაში ამას სახელს ვერ დაარქმევ. ჩემი ფსიქოლოგი ყიველთვის მირჩევს, რომ ვიფიქრო რამე კარგზე, პოზიტიურზე, აი იმაზე რაც ბედნიერად მაგრძნობინებს თავს.ჩემს შემთხვევაში კი ლაშაზე თუმცა როცა ახლა ლაშაზე გადამაქვს ფიქრები მახსენდება,როგირც შორენა ამბობს, სამკუთხედი რომელთა ორი კუთხის შემაერთებელი კუთხე მევარ. საბოლოოდ რა გამოდის ამ სამკუთხედს გეგასთან მივყავარ გეგას კი დიდ ტრაგედიასთან.ახლა არვიცი რაზე ვიფიქრო, ახლა არვიცი რა იქნება ჩემთვის კაგი წარმოსადგენი. ვფიქრობ, კარგი განწყობა ჩემნაირი ადამიანებისთვის სადმე უნდა იყიდებოდეს. არა ფსიქოტროპულ აფთიაქებში ნაყარ განწყობაზე არმაქვს ლაპარაკი. მე ვიცი მათი გემო და დამიჯერეთ მას უბედურება უფრო მოაქვს ვიდრე კარგი განწყობა. დროთა განმავლობაში ადამიანი იღლები ყველაფრისგან და უბრალოდ გინდა ასე საშილად დაჯდე და არაფერს გრძნობდე.არა მელანქოლოკი არვარ პირიქით, უბრალოდ მისკენ ვარ მიდრეკილი ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე. ჩემი ცხოვრება რაარის? ერთი დიდი სანაგვე.
კარზე კაკუნი და ისევ ეს ავისმომასწავლებელი შეგრძნება.მეეჭვება ახლა საქართველოს ფოსტიდან იყოს ვინმე ღამის 10 საათია.ფეხშიშველი მივაბიჯებ კარისკენ და ვლამობ მის უკან მდგარი ადამიანის ვინაობის გაგებას.გულის სიღრმეში მგონია რომ ლაშაა ალკოჰოლით ხელდამშვენებული, მაგრამ არა ჩემი წინათგრძნობა ხომ ასეთი მცდარია.საკეტი სამჯერ გადავატრიალე სახელური ჩამოვწიე და სუნთქვაშეკრლი დავაკვირდი თვალებჩაწითლებულ გეგას.
-მე მოვედი.თქვა და თავისებურად ჩაიღიმა



2 წლის წინ

თეთრი დიდად არმიყვარს, მაგრამ ძმის ნიშნობაზე ხომ უნდა ვიყო მომზადებული შავს ხომარ ჩავიცვამდი. როგორც ალექსანდრე იტყოდა „შავი არ ჩაიცვა იოანა თორემ მუხლზე გადაგიმტვრევ და მერე მე მომიწევს რემბოსავით წამოსვლა შენს პანაშვიდზე“. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, თორემ ისე კი ძალიან ვუყვარვარ. მოდას არ ჩამოვრჩები შავი მაღალქუსლიანები და შავი ტყავის ქურტუკივმოვირგე.რასვიზამ შავი მაინც უნდა გამერია(საცვალი არითვლება ის არჩანს).ღრმად ამოვისუნთქე ოთახიდან გავედი და პიჯაკში გამოწყობილი ალექსანდრე დავინახე.გული ამიჩუყდა, თვალები ცრემლებით ამევსო.თითქოს შვილს ვათხივებდე და თავისი ბუდიდან ვუშვებდე.
-მიხდება?.საროჩკის ორი ღილი შეიკრა და გამომხედა.
-ასე ჯობია.ის ორი შეკრული ღილი გავუხსენი და გავხედე.
-ვნერვიულობ,ეს საერთოდ ბუნებრივია? გოგოს დასანიშნად რომ მიდიხარ და ღელავ,არა მიხარია ,მაგრამ ვნერვიულობ.ნერვიულად აათამაშა ხელში სამაჯური და ბურთულების დათვლა დაიწყო.
-არვიცი ალექსანდრე ჯერ გოგო არ დამინიშნავს.სიტოაციის განსამუხტად გავეხუმრე და უცბდაგ გეგა გამახსენდა.გულმა 10 დარტყმა მაინც გამოტოვა,მის გახსენებაზე რა დამემართა და დანახვაზე კაკ მინიმუმ მიკრო ინფაქტი არ ამცდება.ჩემი ფიქრები უცბად გავფანტე და ყურადღება ალექსანდრეს ბედნიერებაზე გადავიტანე და არა ჩემსაზე.-წავედით.კლაჩს ხელი დავავლე და მასში ტელეფონი მოვათავსე,გასაღები ერთხელ გადავატრიალე და სახლიდან გავედი.ალექსანდრე ისე ნერვიულობდა საჭესთან მე დავჯექი და აბურდულ გზებში დავიწყე სიარული.-კლაჩი გახსენი.
-ტელეფონი? აჰა ჩემით დარეკე.მისი მობილური გამომიწოდა.
-არმინდა ტელეფონი კლაჩი გახსენი.
-არხუმრობ დაო.პატარა მათარაში ჩასხმული მათრობელა სითხის დანახვაზე თვალები გაუნადა და ერთი ყლუპი მოსვა.-გამისწორდა.თავი გვერდით გადააგდო და კმაყოფილმა გამომხედა.
-მეტი არგინდა.მათარა ხელიდან გამოვგლიჯე და გზას გავხედე.წვიმდა თან ისე წვრილად რომ გზის დანახვა არც თუ ისე ადვილი იყო.ფიქრებმა კვლავ გეგასთან გამიტაცა.მამაკაცთან რომელიც ალკოჰოლზე მეტად მათრობდა და თავბრუს მახვევდა.ნუთუ არ შეიძლება ახლა მანქანა გადატრიალდეს და მხოლოდ მე მოვკვდე ალექსანდრე კი გადარჩეს.გაზს ფეხი მივაჭირე და ხელებაკანკალებულმა საჭეს ცალიხელი ავუშვი.
-ნელა გოგო.შეჰყვირა შეშინებულმა.
-ნუგეშინია.თავი გავაქნიე და გზას გავხედე.რესტორანთან ქოლგებით დაგვხვდა მომსახურე პერსონალი,კარამდე დიდი მოწიწებით მიგვაცილეს და ბედნიერი საღამოც გვისურვეს.დავინახე შუაგულ მაგიდაზე მჯდარი სალომე და ჩამეღიმა. ყოველთვის მომწონდა ეს გოგო, უბრალო და ფუმფულა იყო.შავი ფერის ქვედაბოლო და კრემისფერი ზედატანი ეცვა,თმა დასწორებული და წინ გადმოყრილი ქონდა თანკი ალექსანდრეს ნაჩუქარ სამაჯურს აწვალებდა.რასაკვირველია ისიც ღელავდა.ჩვენს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა, თითქოს რამე მბზინავმა შემოაღო რესტორნის კარი და სხივმა პირდაპირ სალომეს თვალისფერს დაუმიზნა, რომ აწყლიანებოდა და უფრო გაელამაზებინა.გვერდით ჩამოგორებული ჩოლკა ხელით გადაიწია და გეგას გახედა,თანკი ფეხზე ფეხი კაგრა ბიჭს რომ თავი აეწია.ახლა მისი ჯერია.დაძ-მას ერთნაირი ფერის თვალები ჰქონდათ ოღონდ გეგას უფრო ბინძური. დამატვევებელმა მზერამ მოიცვა ჩემი სხეული და კანი ერთიანად ამეწვა.თითქოს თავისი მხურვალე მზერით გამაშიშვლა და გავარვარებული მეტალი გაყინულ სხეულს გადაატარა. ამსუნთქვა და გულის აჩქარება ერთი იყო. ალექსანდრეს მყარი ხელი რომარა ალბათ იქნე დავიშლებოდი ნაწლებად.
-გამარჯობა საყვარელო.სალომესთან მივიდა და წელზე ხელი ბრთხილად შემოხვია შემდეგ კი ბაგესთან ახლოს სველი კოცნა დაუტოვა.-გეგა როგორხარ?.მერე მას მაუბრუნდა და ხელი ჩამოართვა.
-კარგად ალექს თქვენ როგორ ხართ?.თბილად აუღიმა და ცალი თვალი ჩემკენ გამოაპარა.
-მშვენივრად.
-სალუუ.გახარებული მივედი ჩემს მომავალ სარძლოსან და ხელები მოვხვიე.
-იოანა იოანა.მკაცრმა ბარიტონმა მოატანა ყურამდე და ძვლებამდე ჩაატანა საშინელმა ტკივილმა.
-გეგა.გავუღიმე და გადასაკოცნად გავიწიე როცა მისი მარჯვენა ტორი ჩემს თეძოს შეეხო და ოდნავ მომიჭირა.განაბულმა ხელი ყელთან ახლოს დავადე და ბრჩხილები უხეშად დავუსვი კანზე.ლოყამ წამსვე იგრძნო მისი თბილი ბაგეების შეხება.თითქოს მისი წილი ვნება მე გამინაწილა და მუცლამდე ელვისებური სისსწრაფით ჩააღწია.ტანში სასიამოვნო შეგრძნებამ დამიარა და მთელი სხეული გულისწასვლამდე ამიწვა.თავბრუდახვეული მის მხარს წამიერად დავეყრდენი და თვალებში შევხედე.თაფლისფერი იყო, საოცრად სავსე. თითქოს ყველა მის ემოციას თვალებში იგროვებდა და ერთი შემოხედვით გამოხატავდა.
-მოდი იოანა დაჯექი.სკამი გამომიწია ალექსანდრემ და იმ საშინელმა ხმამ გამომიყვანა მდგომარებიდან ეს წყეული სკამო რომ გამოცემდა.
-მადლობა.თბილად გავუღიმე და ლოყაზე წავეთამაშე.-როგორც უკვე ყველამ ვიცით აქ შეკრების მიზეზი.დავიწყე როგორც ბიჭის მხრიდან უფროსის წარმომადგენელმა და ფეხი ფეხზე გადავიდე.
საამური მუსიკა ჩამესმოდა ყურში წინ კი ყველაზე დიდი სიყვარულით სავსე წყვილს ვხედავდი.ამაზე უკეთეს ვერასოდეს ვერ მოვისმენდი და ვერც ვნახავდი. მოსიყვარულე ალექსანდრე და სალომე ერთმანეთს ეკვროდნენ და ისე ცეკვავდნენ თავიან საყვარელ მუსიკაზე.ცოტაარიყოს გულისცემამ იმატა, ამის მიზეზი კი არც მეტი და არც ნაკლები გეგა იყო. მისკენ გავიხედე და თვალი თვალში გავუყარე.
-რა?.თავი გვერდით გადავწიე და მის ჩაღიმებაზე თვალები გადავაბრიალე თითქოს ეს ქმედება არ მაბნევდა და იქვე პირქვე არ მაგდებდა.წყვილი არ ლამობდა გაჩერებას არც გეგა ცდილოდა მზერის მოცილებას, ამ ზეწოლას ვერ გავუძლებდი ასერომ ავდექი და საპირფარეშოში შევედი.გახურებულ სახეზე წყალი შევისხი და სარკეში ჩავიხედე.-მორჩა იოანა! გეგა სალომეს ძმაა შენი რძლის ძმა ის შენთვის აკრძალული ხილია მეტი არაფერი შეეშვი.ჩემს თავს დარწმუნებით ვუთხარი და სალფეთქით წყლის წვეები მოვიწმინდე.-ამის მერე ყველანაირად შეეცდები თავი შეიკავო.სველი სალფეთქი ურნაში მოვისროლე და გარეთ გავედი.კარის დახურვა და მაჯაზე ძლიერი ხელის შეგრძნება ერთი იყო.სადღაც ოთახში შემკუჭეს სადაც დამლაგებლის ნივთების გარდა არაფერი იყო.ჩემი „შემკუჭავი“ კი ვინ თუ არა ბატონი გეგა გახლდათ.
-მხოლოდ სტაფისთვისო ვერ დაინახე წარწერა?.ნიშნისმოგებით ვუთხარი და გავიღიმე.
-ხოდა დღეს მეც დამლაგებელი ვარ.ჩაიღიმა და უფრო ახლოს მოვიდა.
-ხელი გამიშვი მაგიდასთან უნდა დავბრუნდე.ხელები წინ გავიშვირე მისი სხეული რომ მომეცილებინა.
-დაბრუნდები ოღონდ ცოტახანში.ამის თქმა და ნანატრი ტუჩების შეგრძნება ერთი იყო.ჩემი თავმოყვარეობა იმ სალფეთქივით მოვისროლე ურნაში ,როგორც წეხან საპირფარეშოში. გაცეცხლებულმა ხელები თმაში შევუცურე და ვნებამორეული კახპასავით მოვქაჩე.
-ეს არასწორია გეგა ეს არასწორია,ვბუტბუტებდი და მის შეხებას ყელზე ვრძნობდი.კვნესით აღმომხვრა ეს რამდენიმე სიტყვა უმცა ამაოდ.
-გაჩუმდი.ხელი პირზე ამაფარა და ჩემი გულმკერდის ტუჩებით შესწავლა განაგრძო.
-ხელი გამიშვი.თავს ძალა დავატანე ხელი ვკარი და გარეთ გავვარდი.მაგიდას ისე მივუჯექი თითქოს არაფერი და მოჭიკჭიკე წყვილს თბილად თუმცა მაინც ანერვიულებულად გავხედე.
-სადიყავი?.ძლივს მოწყდა ალექსანდრე სალომეს და გამომხედა.
-ტუალეტში ხოიცი ჩემი კუჭის ამბავი.გავიცინე თითქოს რამე კარგი მეთქვას და ბოლოს რომ გავიფიქრე რაც ვთქვი სახედალაგებულ გეგას გავხედე.
-დროა ანგარიში მოვითხოვოთ.თქვა დაკმაყოფილებული სახით და მე გამომხედა.

სახლის კარზე ზარის ხმა გაისმა.ფეხშიშველმა გავაბიჯე კარის გასაღებად.ისეთი დაღლილი ვიყავი არცკიმიფიქრია ამდროს ვის შეეძლო ჩვენს სახლთან მობოდიალება. არხეინად გადავატრიალე საკეტი და გეგა დავინახე.ფეხზე ძლივს იდგა,თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა და კარის არჩოზე დატყავებული ხელები ძირს უცურდებოდა.
-მე მოვედი.როგორც ჩვევია ისე ჩაიცინა და სახლში დაუკითხავად შემოვიდა.

ახლანდელი დრო

-მე მოვედი.თქვა და თავისებურად ჩაიღიმა.
-არა შენ წახვედი.გულნატკენმა ვუხარი და კარი ცხვირწინ მივუხურე. ის წავიდა, ის ახლაც წავიდოდა როგორც მაშინ. მან თემი სხეული მიიღო შემპირდა ,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა ადგა და წავიდა.თანკი ორი სიცოცხლე გაიყოლა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent