შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიამ !


27-01-2016, 04:16
ავტორი სოფია სოფია
ნანახია 3 063

დღეს ისევ სევდამ მოიცვა ფიქრები
იანვრის 28 რიცხვი და ქარია
დავდივარ უმიზნოდ თბილისის ქუჩებში
ყველა გზას შენთან მოვყავარ, მარიამ !

სისხლისფერს იფერებს თვალების გუგები
შენმა ხმამ ჩემი ცხოვრება არია
ბილიკთან მივედი, ჩვენი რომ დავარქვით
ყველა გზას შენთან მოვყავარ,მარიამ !

ჩემს გულს რითმი და სიცოცხლე მოპარე
ვიცი,რომ წვიმა დღემდე გიხარია,
ამინდიც ყოველთვის შენს თავს მახსენებს
ყველა გზას შენთან მოვყავარ, მარიამ !

დღეს ვიმკით შეცდომებს,დამთავრდა სიცოცხლე
ჩემს გვერდით თითქოს სულ უცხო ქალია,
სადა ხარ?! სიზმრებშიც რომ აღარ მასვენებ
ყველა გზას შენთან მოვყავარ, მარიამ !

ტკივილად დამიდის შენი ხმა ძარღვებში
და ჩემი გული უგონოდ მთვრალია
ვფიქრობ და ფიქრშიც თავს არ მანებებ
ყველა გზას შენთან მოვყავარ,მარიამ !

დაღლილმა,რამდენჯერ ვინატრე სიკვდილი
ალბათ,რომ არ ხარ ეს იმის ბრალია
უღმერთოდ მიყვარხარ,გაღმერთებ იცოდე
ყველა გზას შენთან მოვყავარ მარიამ !

დღეს მორჩა,დამთვარდა,რაც იყო გაივლის
შეგხვდები გეტყვი - მიყვარხარ ძალიან,
მივხვდი,რომ რამდენიც არ უნდა ვიარო
ყველა გზას შენთან მოვყავარ,მარიამ !


ავტორი: მარიამ ხელაძე



№1  offline წევრი sergio ramos

Zalian magaria sityvebi ar myofnis

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

იგრხმძნოვა გავლენა. სასიამოვნოდ უცებ წავიკითხეე

 


№3  offline წევრი გიჟი გოგონა :)

საოცრება.. ვკითხულობდი და მაჟრიალებდა feel

 


№4 სტუმარი nia nebieridze

Au to wavikitxe damazriala uceb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent